среда, 19 мая 2021 г.

ალექსანდრ ასმოლოვი „უარი თქვით სტერეოტიპებზე და დაივიწყეთ აპოკალიფსი!“


ალექსანდრ ასმოლოვი

„უარი თქვით სტერეოტიპებზე და დაივიწყეთ აპოკალიფსი!“

 http://president-sovet.ru/

რუსი ფსიქოლოგი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან არსებული სამოქალაქო საზოგადოებისა და ადამიანის უფლებების განვითარების საბჭოს წევრი, ალექსანდრ ასმოლოვი გაიდარის ფორუმზე ბრწყინვალე სიტყვით გამოვიდა თანამედროვე განათლების განვითარებისა და ცვლილებების აუცილებლობის შესახებ. ვაქვეყნებთ გამოსვლის სრულ ჩანაწერს.

შესანიშნავმა სენეკამ ასეთი ფრაზა თქვა: „რამეში მაინც ნუ დამეთანხმები, რომ ორნი ვიყოთ“. ყურადღება მიაქციეთ ამ ფრაზას. მე ამ ფრაზას გადავლახავ და შეთანხმებით ვიწყებ. ვეთანხმები სტივენს (სტივენ პოელმანსი, ანტვერპენის მენეჯმენტის სკოლის ნეირომეცნიერების და სტრატეგიული ლიდერობის პროფესორი.  - რედ.), როდესაც მან ისაუბრა ტვინის უნიკალურობაზე და იმ შესაძლებლობებზე, რომელიც მოაქვს მეტაშემეცნებას.

ერთ საიდუმლოს გაგიმჟღავნებთ: მე დავდიოდი გაიდარის ფორუმის სტრატეგიულ სესიებზე და დიაგნოსტიკას ვეცნობოდი. ამ დიაგნოსტიკის გაცნობისას სხვადასხვა სიმპოზიუმებს ვუყურებდი, ყველას არ ჩამოვთვლი. არსებობს მთელი რიგი თემები და გამონათქვამები, რომლებიც გზადაგზა მიჩნდებოდა და რომლებსაც ვპარავ ჩემს ზოგიერთ კოლეგას.

გამონათქვამი პირველი: „სადაც არ უნდა შეხვიდე, ყველგან წინასწარმეტყველებენ“.

სინამდვილეში, გაიდარის სახელობის ფორუმი მოქმედებდა, როგორც კასანდრების უნიკალური კონკურსი. ამ გაგებით, გაიხსენეთ ვისოცკი და დამეხმარეთ: „კასანდრა ...“. როგორ არის შემდეგ? „განუწყვეტლივ ყვიროდა შეშლილი გოგონა: მკაფიოდ ვხედავ ტროას მტვრად ქცეულს!“, მაგრამ ნათელმხილველებს, ისევე როგორც თვითმხილველებს, ადამიანები ყველა საუკუნეში კოცონზე წვავდნენ“.

და მართლაც, ძალიან რთულია წინასწარმეტყველება. როგორც ნობელის ერთმა ლაურეატმა თქვა: „განსაკუთრებით რთულია მომავლის წინასწარმეტყველება“. ამავდროულად, ამ წინასწარმეტყველების ნაკადში გაისმა რამდენიმე სტრიქონი, რომელთა გაგებაც მნიშვნელოვანია. მათ განსხვავებული სახელები აქვთ.

მე ფრთხილი დამოკიდებულება მაქვს ადაპტიური ტიპოლოგიების მიმართ. იმიტომ, რომ ვისაც არ უნდა მოეგონა ტიპოლოგია, ის ინდივიდუალობას კლავს. დღეს ჩვენი საუკუნე, ჩვენი დრო, ჩვენი ურთიერთობა  ახალ ტიპოლოგიებს წარმოშობს. და ისინი ჩვენს სიმპოზიუმებზე დასეირნობენ. ერთ-ერთ ტიპოლოგიასთან დაკავშირებით შემდეგი ითქვა: დღეს მთელი კაცობრიობა იყოფა სამ ტიპად. პირველია კიბეროპტიმისტები, მეორე - კიბერპესიმისტები და მესამე სტილისტიკა - კიბერპრაგმატიკოსები.

კიდევ ერთი განყოფილება, რომელიც ჩვენს გონებაშია: ტექნოფობიები და ტექნოფილები. მე მხოლოდ გაკვრით ვსაუბრობ ახალ ტიპოლოგიაზე, და არცთუ შემთხვევით.

ჩვენ ძალიან ხშირად ვქმნით ტიპოლოგიებს, შემდეგ კი ვიწყებთ მათთან ადაპტაციას. მე დღეს გამოვდივარ არა როგორც კიბერპესიმისტი და არც როგორც კიბერპრაგმატიკოსი.

სტივენს რომ ვუყურებ და მის ტიპოლოგიას, მე გთავაზობთ სხვას, ახალს: ნეიროკოგნიტურ პესიმისტებს, ნეიროკოგნიტურ ოპტიმისტებს და ნეიროკოგნიტურ პრაგმატიკოსებს.

გთხოვთ, ნუ მისცემთ ჩემს სიტყვებს შეფასებით მნიშვნელობას,  !

იყო ასეთი ჩვენი კოლეგა, ჯონ უოტსონი. მან ბიჰევიორიზმი შექმნა და 1913 წელს შემოგვთავაზა სქემა, რომლის მიხედვითაც ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.

რა ჰქვია ამ სქემას? „სტიმულ-რეაქცია“.

ძალიან მიყვარს ამერიკული ფსიქოლოგიის სახელმძღვანელოები. იქ ორი განყოფილებაა: რუსული ბიჰევიორიზმი და ამერიკული ბიჰევიორიზმი. რუსი ბიჰევიორისტები არიან - პავლოვი, ბეხტერევი, ამერიკელი - სკინერი, უოტსონი და ა.შ. უოტსონმა თქვა: „ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ ადამიანი სხვა არაფერია, თუ არა გაანალიზებული პროტოპლაზმის გუნდა“ .

რამდენი გუნდა ხართ აქ დარბაზში? და იცით რა მაშფოთებს? ჩვენ გვივითარდება, როგორც კოლეგებს უყვართ თქმა, კრიტიკული აზროვნება. ასე რომ, მე შემდეგი რამ მაშფოთებს: მან თქვა „სტიმული - რეაქცია“, შემდეგ გამოჩნდნენ ჩვენი დროის ლიდერები - მაგალითად დოკინზი - და შემოგვთავაზეს ხაზოვან-დეტერმინისტულ სქემა „გენი - ქცევა“.

ყურადღება მიაქციეთ, ისევ ვერ ვხედავ განსხვავებას.

დაბოლოს, ჩნდებიან ჩემთვის საყვარელი ძვირფასი ნეიროკოგნიტივისტები და ამბობენ: „ნეირონი - აზრი“. სამი ლოგიკა. ერთ-ერთ გმირს, ვანია სოლნიშკოს უყვარდა თქმა: „თქვენი უსამართლობაა“.

ჩვენ ყველაფერს ძალიან ვამარტივებთ. ამასთანავე არაფერი არის დასული სქემამდე „სტიმული-რეაქცია“, სადაც ჩვენს ტვინს ამაყად უწოდებდნენ  შავ ყუთს.

მე გაჩვენებთ ერთ ნიშანს, რომლის ამოცნობაც ყველას შეგიძლიათ. ეს ეხება სტერეოტიპებს. ყველა ხედავს ამ ქაღალდს (ა.გ. ასმოლოვი ჯიბიდან ამოიღებს და ყველას აჩვენებს ათასრუბლიან კუპიურას. - რედ.). ეს არ არის კრიპტოვალუტა, ეს ჩვენია, მშობლიური. თუ მუშაობას დავიწყებ სხივური ბიოქიმიკოსის მეთოდით და გავხსნი მას ყველაზე ზუსტ ანალიზში, მივხვდები საიდან მოდის მისი შესაძლებლობები და მსყიდველობითი უნარი?

თუ ვიშოვი ყველაზე ზუსტ ელექტრონულ მიკროსკოპს და შევისწავლი ამ მასალას, მივხვდები საიდან მოდის ეს უნარი?

თუ მე, როგორც ფიზიოლოგი, ხელს მოვკიდებ ექსტირპაციას, ავიღებ და დავხევ ქაღალდს პატარა ნაწილებად - მივხვდები,  თუ საიდან მოდის ეს?

ანალოგიურად, რამდენიც არ უნდა შევისწავლოთ ტვინი, მისგან ვერ გავიგებთ საიდან მოდის გონება და არც საიდან მოდის და წარმოიქმნება ჩვენი პიროვნება.

არსებობს სიტყვები, რომელთა თარგმნაც რთულია. მე ვკითხე ჩემს ქართველ კოლეგას: „როგორ უნდა ითარგმნოს სიტყვა „გამარჯობა“ რუსულად?“ მან სკეპტიკურად შემომხედა, ყოყმანი დაიწყო და მითხრა: „აბა, როგორ გითარგმნოთ? შეიძლება ასე: ეს თქვენთან რუსეთში „ჩემო ძვირფასოს“ ჰგავს, მხოლოდ ათასჯერ მეტი“. იგივე ეხება გონებას, იგივე ეხება ცნობიერებას: ეს არის „ჩემო ძვირფასო“, მაგრამ ათასჯერ მეტი.

ჩვენ სწრაფად ვიცვლებით. დღეს მე ვაჩქარებ ტემპს, რადგან ვგრძნობ თავს კონკიას მდგომარეობაში, რომელსაც ახლა ეტყვიან: „თქვენი დრო ამოიწურა“. მიაქციეთ ყურადღება: დღეს მხოლოდ ზარმაცი არ საუბრობს ტექნოლოგიურ სინგულარობაზე. ჩვენ ყოველთვის გვყავს კაშპიროვსკის მსგავსი წინასწარმეტყველები. მე ახლა მხედველობაში მყავს ტოფლერი, რომელმაც თქვა: „მომავლის შოკი“. შემდეგ მოდის ის, ვისი ტერმინიც „ტექნოლოგიური სინგულარობაა“, კურცვეილი. დღეს ჩვენ კარგად გვესმის, რომ აჩქარებულ დროში ვცხოვრობთ. ამ სიტუაციაში, ტექნოლოგიურ სინგულარობასთან ერთად, რომლის ახსნა ვერანაირად ვერ მოხერხდა, ჩნდება „სოციალური სინგულარობა“.

სოციალური ცვლილებების ტემპი იმდენად დიდია, რომ ადაპტირება არ შეგვიძლია. თუ მოვახერხეთ ადაპტირება, ყოველთვის წარსულში ვართ. თუ შევძელით ადაპტირება, ჩვენ გვაქვს წარსული გამოცდილების დიქტატურა, ჩვენ წავაგებთ.

მარტივი ექსპერიმენტი.

ჩვეულებრივი ზურგჩანთა მაქვს, მასთან ერთად შევდივარ ჩემს ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე და მესმის სტუდენტის ხმა: „ასმოლოვის თავს რაღაც ხდება“. მეორე მას პასუხობს: „რას ამბობ, უბრალოდ სურს დასავლელ პროფესორს დაემსგავსოს“. კიდევ ერთმა სტუდენტმა თქვა: „არა,  უბრალოდ სურს ახალგაზრდულად გამოიყურებოდეს“. ახლა კი ნახეთ, როგორ შეიცვალა სამყარო. გაიარეთ ქუჩაში. თქვენ  ნახავთ ადამიანებს, რომლებიც დასრიალებენ ფიცარზე, თვითმგორავზე. მივდივარ ქუჩაში და წინ ვხედავ ჩემსკენ მოდის თითქმის ჩემი ასაკის წვერებიანი მამაკაცი თვითმგორავზე, რომელიც ძალიან ჰგავს ჰემინგუეის.

სამყარო იცვლება. ჩვენ ვერ ვამჩნევთ ჩვენი დროის ბედნიერებას. ბავშვობაში აღმოვჩნდით. როგორ დავდივართ? როგორ ვმოძრაობთ? შეხედეთ შეუიარაღებელი თვალით. ჩამოიშორეთ სტერეოტიპები და დაივიწყეთ აპოკალიფსი!

განათლების დრამა XXI საუკუნის მთავარი დრამაა. ჩვენი, როგორც მასწავლებლების, ჩამორჩენა, ჩემი ჩამორჩენა ჩვენი შვილებისგან. ისინი უკვე ცხოვრობენ სამყაროში, რომელშიც ბატონობს ის, რასაც ეწოდება digital mind. ისინი ამ სამყაროში ცხოვრობენ, ჩვენ კი სწავლა გვიწევს. აქ კი სრულიად სხვა კანონებია, სულ სხვა რამ.

რა მიზეზი მაქვს იმისათვის, რომ  ნეიროკოგნიტური ოპტიმისტი გავხდე? გუშინ ეს გაისმა ერთ-ერთ სექციაში მუშაობის დროს: მხოლოდ განათლების ტოტალური ცვლილებაა ოპტიმიზმის საფუძველი. საკითხი მხოლოდ იმაშია, როგორი იქნება ეს. და აქ, როგორც ბაბელის გმირმა ბენია კრიკმა თქვა: „მე არ დავიწყებ ბევრ ლაპარაკს“, ვიტყვი მხოლოდ  შემდეგს: ნებისმიერი საგანმანათლებლო სისტემის ძირითადი მახასიათებელი, ისევე როგორც ლიდერების ძირითადი მახასიათებელი, ყველაზე დიდი პრედიკატიული ეფექტია.

ლიდერი ის კი არ არის, ვინც ავტორიტარული ან დემოკრატიულია. ლიდერი არის ის, ვისაც, ლევ ვიგოტსკის თქმით, შეუძლია განსაზღვროს თავისი თანამშრომლების უახლოესი განვითარების ზონა. ლიდერი არის პრედიკატიული ეფექტის ოსტატი.

პრედიკატიულია ის, სადაც არ არსებობს მზა ალგორითმები. ერთ-ერთ სექციაზე  გაიხსენეს გასული წლების შესანიშნავი ხუმრობა:

 „- რომელ პროგრამას აკეთებ? - ჰკითხეს პროგრამისტს.

- არ ვიცი, - უპასუხა მან. - როცა იმუშავებს, მაშინ ვნახავ“.

დღეს განათლება უნდა იყოს განუსაზღვრელობის სკოლა; ეს არის ქცევა გარკვეული სიტუაციების მიღმა. როდესაც რამდენიმე წლის წინ ფიზიკოტექნიკურ ინსტიტუტში აბარებდნენ გამოცდას, მოხდა შემდეგი: ვერცერთმა ადამიანმა ვერ ამოხსნა საგამოცდო ამოცანა. რატომ? იმიტომ რომ მასში პირობის შედგენისას შეცდომა იყო დაშვებული. აბა ვინ დაწერდა: „ამოცანას აკლია პირობა, ამიტომ მისი ამოხსნა შეუძლებელია“ ... მაგრამ არაფერი გამოვიდა. იმიტომ, რომ სკოლაში ჩვენ ვაძლევდით და ვაძლევთ ამოცანებს, რომელშიც ყველაფერი მოცემულია და ამით ჩვენ სტერეოტიპებს ვქმნით.

მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვამბობ, რომ ჩვენი განათლების საუკეთესო დიაგნოსტიკოსია არა მომზადება, არამედ პრეადაპტაცია.

რა არის პრეადაპტაცია? ეს გადმოცემულია ვიქტორ ჩერნომირდინის სიტყვებით: „ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც არასდროს ყოფილა!“

მთავარია, ვიყოთ ვაიერები ჩვენი ბავშვებისთვის. ჩვენი ლიდერებისთვია მთავარია ვიაიერებად ყოფნა, არ გვეშინოდეს სიცილის, არ გვეშინოდეს კარნავალის [...]

როგორც შექსპირი წერდა: რით შეიძლებოდა განსხვავებულიყო ადამიანი ცხოველისგან, რომ მას სჭირდებოდეს მხოლოდ საჭირო და ზედმეტი არაფერი?

Человек всегда хочет сделать вид, что он не такой, какой он есть на самом деле, и это способ спрятаться от себя. Некрасивый человек старается выглядеть красавцем. Тот, кто страдает - старается изобразить для других, что он счастливый. Тот, кто ничего не знает - старается доказать, что он все знает. Но нужна смелость, чтобы видеть факты и не пытаться спрятаться в вымысле. Это очень заманчиво, но очень дешево: ничего не надо делать - достаточно просто вообразить. А воображение - это путь к самогипнозу. Если вы постоянно твердите что-то, то постепенно начинаете чувствовать, что это у вас, действительно, есть. Вы убеждаете не только других, но и себя в этом! Но что у вас есть в этом мире? Чем вы владеете? Вы не владеете даже собой. Что у вас есть? С пустыми руками вы пришли в этот мир - с пустыми руками и уйдете. Мысли о любом богатстве - это глупость. Чем больше вы защищаетесь, тем больше другие люди думают - должно быть у него что-то есть, а иначе с чего бы он так отчаянно защищался. Они бегут за вами, думая, что у вас что-то есть. Но видя, что за вами бегут - вы полагаете, что находитесь в опасности и начинаете защищаться. Вы запутываете сами себя... Вот так все вертится в порочном круге. На самом деле, ни у кого ничего в этом мире нет... Но дело так же и не в том, чтобы человек специально все бросил и стал аскетом - оставил дом, жену или мужа, детей, весь мир и отправился в отшельничество. Это тоже глупость. Прежде человек грезил, что у него что-то есть, а теперь он будет грезить, как от многого он отказался. Но основа иллюзии так и осталась. Прежде он пересчитывал свои деньги, сколько у него есть. А теперь он будет пересчитывать от сколького он отказался. Отречение - это просто другая сторона банковского баланса, обратная сторона медали... Человеку глубокого познания не от чего отказываться. Пришедший к пониманию истинного - знает, что у него ничего нет. От чего вы можете отказаться? Ваши руки пусты! Принятие и глубокое понимание этого может привести вас к трансформации, и тогда вы вдруг оказываетесь в другом пространстве... Обладание, как и отречение - не соответствуют подлинной реальности. Пока вы не освободитесь от ложного восприятия, от самообмана - истинное не сможет стать вам доступным. Освободиться от ложного - значит стать доступным истинному. Помните об этой ловушке ума: ум создает противоположное! Если вы рассержены, то на лице у вас появляется вежливая улыбка. Когда вы боитесь - на своем лице вы изображаете бесстрашие. Если вы полны ненависти, то пускаетесь в любовные приключения. Весь мир живет в грезах. И, если хотите жить вместе со всеми, то надо быть таким же. Нужно так же маскировать то, что вы чувствуете и изображать другое. Но только со временем это вызывает усталость и изношенность. Вся жизнь тогда кажется бесконечной скукой. Снова и снова одно и то же. Снова и снова вы приходите к одному и тому же разочарованию...

===

Творчество не имеет ничего общего ни с какой конкретной работой. Творчество имеет нечто общее с качеством вашего сознания. Если вы по настоящему знаете что значит творчество, то что бы вы ни делали - вы можете в этом стать творческими. Неважно, рисуете ли вы, делаете ли обувь, садовник ли вы, фермер, рыбак или плотник - это неважно. А важно - вкладываете ли вы всего себя в то, что создаете? Творчество значит: наслаждаться любой работой как духовным процессом - делать любую работу с глубокой любовью. Осознанный человек всегда творческий. И не то, чтобы он пытался быть творческим, нет. Даже то, как он сидит - творческое действие. Вы найдете в его движениях определенное качество грациозности и достоинства.


Что бы вы ни делали - приготовление пищи, уборка дома... вся жизнь состоит из мелочей. Но просто ваше эго продолжает говорить, что это всего лишь мелочи, а нужно делать великие вещи. Вам хочется стать великими. Именно так ваше эго создает проблему, не позволяя вашей жизни стать творческой... Жизнь состоит из мелочей. Они становятся великими, если вы любите, тогда все безмерно велико. Если вы не любите, то тогда эго продолжает говорить: «Это тебя недостойно. Уборка? Это тебя недостойно. Тебя ждут великие дела...» Каждый раз, когда эго приходит и убеждает вас делать великие вещи - немедленно осознавайте это, и тогда мало-помалу вы найдете, что тривиальное становится священным.


Ведь святой человек - это не тот, кого мы обычно так называем, потому что думаем, что он делает великие дела. На самом деле, святой человек - это обычный человек, который любит обычную жизнь. Рубя дрова, нося воду из колодца, готовя пищу: чего бы он ни коснулся - это становится святым. Не то что он делает великие вещи, нет. Но, что бы он ни делал - он делает это великим образом. Величие - это не что-то сделанное. Величие - это сознание, которое вы привносите, делая это... Попытайтесь. Коснитесь обычного камешка с великой любовью и он станет великим бриллиантом. Улыбнитесь, и внезапно вы - король или королева. Смейтесь, наслаждайтесь, радуйтесь... Каждое мгновение вашей жизни должно быть трансформировано вашей любовью. Пусть ваша жизнь будет живописной картиной, пусть ваша жизнь будет танцем...




Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised