среда, 19 мая 2021 г.

თათის აწევით ძაღლები ცდილობენ ორიენტირებას მაგნიტური ველით


თათის აწევით ძაღლები ცდილობენ  ორიენტირებას  მაგნიტური ველით

 https://inosmi.ru/world/20140106/216286022.html

ამინა ხანი  (Amina Khan)

როგორც წესი, ძაღლებს ყნოსვა და სმენა გაცილებით უკეთესი აქვთ, ვიდრე მათ პატრონებს. ბიოლოგების აზრით, ძაღლებს, როგორც ჩანს, ასევე შეუძლიათ მაგნიტური ველის შეგრძნება. ეს ნათლად ჩანს მაშინ, როდესაც ისინი მოსაქმებას აპირებენ. 

როგორც რეცენზირებულ ინტერნეტ-ჟურნალ Frontiers in Zoology-ში გამოქვეყნებულ სტატიაშია აღწერილი, როდესაც ძაღლები მოსასაქმებლად ტანის მდგომარეობის შერჩევას ცდილობენ, მათი, ძაღლების, კომპასს ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულების არჩევა ურჩევნია. ამ მონაცემების დახმარებით, მეცნიერებს საშუალება ეძლევათ უკეთ გააცნობიერონ, როგორ ვლინდება ცხოველებში ისეთი უჩვეულო უნარი, როგორიცაა მაგნიტორეცეფცია (დედამიწის მაგნიტური ველის ხაზების მიმართულების განსაზღვრის უნარი). 

ძაღლები ერთადერთი ცხოველები არ არიან, რომლებსაც, მეცნიერთა აზრით, ასეთი უნარი აქვთ. კვლევის მონაწილის საბინა ბეგალის (Sabine Begall) თქმით  დუისბურგ-ესენის უნივერსიტეტიდან (University of Duisburg-Essen), გერმანია, მაგნიტორეცეფციას იყენებენ ფრინველები, ფუტკრები და ძუძუმწოვართა ზოგიერთი სახეობა.

„ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ [Google Earth-ის აეროფოტოსურათების გამოყენებით] აღმოვაჩინეთ, რომ ძროხებს შეუძლიათ მაგნიტური ველის ხაზებით ორიენტირება“, - აღნიშნა ბეგალმა ელექტრონულ წერილში. - მას შემდეგ, ჩვენ გამოვიკვლიეთ წითელი მელას ნადირობის ჩვევები და გავარკვიეთ, რომ თაგვებზე ნადირობისას, მელას ურჩევნია გადახტომა ჩრდილო-აღმოსავლეთის მიმართულებით. შემდეგ ჩვენ მარტივად გადავედით ძაღლების ქცევის შესწავლაზე. თავდაპირველად, ჩვენ ვაკვირდებოდით ძაღლების ქცევას სხვადასხვა სიტუაციაში, მაგრამ ყველაზე წარმატებული შედეგები ჩვენ მივიღეთ  „ორიენტირების შესწავლისას მათი ბუნებრივი საჭიროებების დაკმაყოფილების დროს“.   

ორი წლის განმავლობაში მეცნიერები აკვირდებოდნენ 37 სხვადასხვა ჯიშის 70 ძაღლის ქცევას დეფეკაციის (სულ 1893 ეპიზოდი) და შარდვის დროს (5582 ეპიზოდი). მკვლევარებმა შენიშნეს, რომ ძაღლებს ტუალეტის დროს ურჩევნიათ ჩრდილოეთ-სამხრეთის მიმართულების შერჩევა, იმ პირობით, რომ მაგნიტური ველი სტაბილურია. ბეგალის თქმით, მაგნიტური ველის გადაადგილებისას, ვთქვათ, მზის ქარიშხლის წინ, ძაღლების ქცევაში კანონზომიერება უკვე ისეთი შესამჩნევი არ არის. 

„ამან ჩვენ ძალიან შეგვაფიქრიანა, რადგან ძაღლების ორიენტაციაში ვერ შევამჩნიეთ აშკარა უპირატესობა, - ამბობს ბეგალი. - მაგრამ შემდეგ ჩვენ დავახარისხეთ მონაცემები არსებული მდგომარეობის [მაგნიტური ველის] გათვალისწინებით ვიდეოს ჩაწერის მომენტში, და ამ მეთოდის დახმარებით შევძელით ძალიან მნიშვნელოვანი და პროგნოზირებადი შედეგების მიღება“.

კვლევის ხელმძღვანელების განცხადებით, ასეთ მდგომარეობას ჩრდილოეთ–სამხრეთის მიმართულებით დეფეკაციისას იღებდა ყველა ძაღლი, განურჩევლად სქესისა. მაგრამ შარდვის დროს მამრები ოდნავ განსხვავებულ პოზიციას იკავებდნენ - როგორც ჩანს, ეს თათის აწევის აუცილებლობით არის განპირობებული. მაგრამ როგორ გავლენას ახდენს თათის აწევა მდგომარეობის შერჩევაზე, უფრო სწორად, მარცხენა ან მარჯვენა თათის - ეს „ამჟამად შესწავლის პროცესშია“, - განმარტავენ მეცნიერები.  

მკვლევარების აზრით, ზოგადად, ამ პრობლემის შესასწავლად საჭირო იქმნება შემდგომი გამოკვლევების ჩატარება, რადგან მაგნიტური ველის მდგომარეობა ნორმალური იყო მხოლოდ შესწავლილი შემთხვევების 30%-ში.  

რადგან ძაღლები ნამდვილად გრძნობენ მაგნიტურ ველებს, დეფეკაციის და მოშარდვის დროს რატომ არიან ორიენტირებული ჩრდილოეთ-სამხრეთისკენ? ბეგალის თქმით, მეცნიერებმა ეს ჯერ არ იციან.

„არ არის გამორიცხული, რომ სეირნობის დროს ძაღლები როგორღაც განაწყობენ თავის კომპასს ან კითხულობენ მათ „ტვინში ჩაწერილ რუკას“, - ამბობს ბეგალი. - წარმოიდგინეთ, რომ ლაშქრობაზე ხარ და კომპასით ახორციელებ ორიენტირებას. თუ კომპასის ისარი იწყებს რხევას, თქვენ, შეიძლება, საერთოდ არ მოინდომებთ კომპასის მონაცემების წაკითხვას. ამიტომ ძაღლებიც თავს ანებენ ორიენტაციას მაგნიტურ ველზე, თუ ის არასტაბილურია“. 



Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised