среда, 19 мая 2021 г.

გარდატეხის მომენტი, თაობათა კონფლიქტი და ვარსკვლავებისკენ მისწრაფება


    გარდატეხის  მომენტი, თაობათა კონფლიქტი და ვარსკვლავებისკენ მისწრაფება 

http://robotrends.ru/pub/1847/perelomnyy-moment-konflikt-pokoleniy-i-tyaga-k-zvezdam


ამერიკელი ტრანსჰუმანისტი და ჟურნალისტი ზოლტან იშტვანი კაცობრიობისა და საზოგადოების შემდგომ განვითარებას ტექნოლოგიურ პროგრესთან აკავშირებს. მისი ხედვა ადამიანსა და მანქანას შორის უწყვეტ კავშირს, მეცნიერთა შესაძლო გამარჯვებას სიკვდილზე და გარკვეულწილად მითიური სინგულარობის მიღწევას გულისხმობს. ფუტურისტი პროგნოზირებს უმაღლესი განათლებისა და დაქირავებული შრომის არსებული სისტემების დასასრულს - ან, ყოველ შემთხვევაში,  მათ ტოტალურ ტრანსფორმაციას.

იმ მომენტისთვის, როდესაც თანამედროვე ბავშვები სწავლას გააგრძელებენ უნივერსიტეტებსა და კოლეჯებში, სამუშაო ადგილები მათთვის შეიძლება აღარ დარჩეს. გარდა ამისა, არსებობს არანულოვანი ალბათობა, რომ ვაკანტური ადგილის დასაკავებლად, საკმარისი არ იქნება სპეციალური მოსამზადებელი კურსის გავლა - ვინ იცის რა მომენტიდან დაიწყებენ პროფესიონალები თავიანთი სხეულის არჩეულ სპეციალობასთან ადაპტირებას. სხვა შემთხვევაში, ისინი ვერ შეძლებენ რობოტებთან კონკურენციას.

ასეთი პროგნოზების კრიტიკოსები მართებულად აღნიშნავენ, რომ ჯერ ვერ ხედავენ რობოტებს, რომლებიც სერიოზულ კონკურენციას გაუწევენ ადამიანებს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საუბარია 20-35 წლის ჰორიზონტის შესახებ. მომავალი შეიძლება სწრაფად დადგეს, მხოლოდ 2017 წელს ელექტრონიკის ტაივანელმა შემგროვებელმა Foxconn-მა დაახლოებით 50 ათასი ადამიანი შეამცირა ქარხნებში განხორციელებული რობოტიზაციის შედეგად - სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, წისქვილის ქვა უკვე დატრიალდა!

ზოლტანი აღნიშნავს, რომ ჩვენ შორის ისინი, ვინც ვერ შეძლებს დიდი თანხების გამომუშავებას მომდევნო 10 წლის განმავლობაში, ალბათ, ვეღარასოდეს შეძლებს ამის გაკეთებას - იმ დროისთვის ავტომატიზაცია უბრალოდ გაანადგურებს კაპიტალიზმს აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. გარდამავალი პერიოდის უამრავი სირთულის გათვალისწინებით ფუტუროლოგი იძლევა რჩევას, თუ როგორ უნდა შეძლონ ადამიანებმა ამ პერიოდის გადატანა: მომდევნო 10 წლის განმავლობაში ღირს მაქსიმალურად ფულის შოვნა და დაზოგვა, რაც შეიძლება მეტი ფულის. მართლაც, არ არსებობს არანაირი გარანტია იმისა, რომ თითოეულ ჩვენგანს, ისევე როგორც ჩვენს დამსაქმებლებს, 10 წლის შემდეგ  რობოტები არ ჩაანაცვლებენ: ფიზიკური ან ვირტუალური.

სახელმწიფოები თავის თავდაპირველ ფუნქციებს კარგავენ - შეიძლება აღმოჩნდეს, რომ თითქმის არავის ექნება სახსრები ახალი, მოთხოვნადი სპეციალობის გადამზადებისა და ათვისებისთვის.

მიუხედავად მრავალი ოპტიმისტური პროგნოზისა, მიმდინარე ტრენდები მიუთითებენ, რომ მილიონობით სამუშაო ადგილი შეიძლება აღარ არსებობდეს 2020 წლამდე. რად ღირს მხოლოდ 4 მილიონი ამერიკელი საქალაქთაშორისო სატვირთო ავტომობილის მძღოლი, რომელთა სამუშაოს სადაცაა ეფექტური რობოტომობილები ჩაანაცვლებენ?

საბედნიეროდ, კაცობრიობა არ აპირებს იქცეს თანამედროვე ლუდიტებათ და შეაჩეროს სამეცნიერო პროგრესის ტრიუმფალური მსვლელობა - გამოდის, რომ ყველაზე ადეკვატური ზომაა  უპირობო ძირითადი შემოსავალი.

საზოგადოება ახალ ფორმაციაზე გადადის: მომავლის ოლიგარქები რობოტების მფლობელებად იქცევიან, ხოლო ადამიანების უმრავლესობა აბსოლუტურ უსუსურობასა და უსარგებლობას იგრძნობს - „ულუფის“ ზომა, რომელსაც რეგულარულად უგდებენ ბატონის ნასუფრალიდან გასაჭირში მყოფთ, „ხალხებსა“ და ოლიგარქიას შორის საბოლოო კონფლიქტის დროს გადაწყდება. ღირს კი იმაზე საუბარი, ვის აქვს ამჟამად უფრო მეტად კონცენტრირებული ნებისყოფის რესურსი და რეალური ძალა?

ოპტიმისტური სცენარი ითვალისწინებს, რომ საკვებისა და ეკოლოგიურ საცხოვრებელზე სახსრების გარდა, უბრალო ხალხს კულტურასა და მოგზაურობებზე ექნება წვდომა, ის შეძლებს საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრებას. „ტექნიკის ქურუმები“ მოახდენენ თავის ხელში კეთილდღეობის, მაღალი კულტურისა და ნამდვილად ხარისხიანი განათლების კონცენტრირებას.

ახალ სამყაროსთან შეგუება ადვილი არ იქნება: სხვადასხვა სახის იმპლანტანტები, ჩიპები და პერსონალური რობოტების თანაშემწეები ყველაფერს შეცვლიან, რასაც ჩვენ შევეჩვიეთ, ზნეობისა და კანონის, ეთიკის კოდექსისა და განათლებით დაწყებული და მილიარდობით ადამიანის პირადი ცხოვრებით დამთავრებული. თანამედროვე პატერნალიზმი, რომლის ნიღბის მიღმა კაპრიზული ინფანტილიზმი აფარებს თავს, ადგილს ცივ რაციონალიზმს დაუთმობს - ადამიანები, რომლებსაც დღეს „იქნებას“ იმედი აქვთ, ხვალ მთლიანად მოდუნდებიან და თავიანთ სხეულებს ცხოვრების „ნავიგატორებს“ მიანდობენ.

ახალგაზრდა თაობა არ დაიწყებს რობოტებისა და ჰაიტეკების გამოყოფას ისე, როგორც ამას ჩვენ ვაკეთებთ - მბევრისთვის ავტომატიზირებულ სისტემებთან ურთიერთობა უფრო მეტ ღირებულებას, მნიშვნელობას და პროდუქტიულობას შეიძენს, ვიდრე თანატოლებთან ურთიერთობა. გარდა ამისა, რობოტი ნებისმიერი გარემოს ძირითადი ელემენტი გახდება.

ხანდაზმული ადამიანები, რომლებმაც პირველად ნახეს რობოტი, ახლა წამოიძახებენ რაღაც „ოჰო, მან მე მომმართა?“-ს მსგავსს, ხოლო ჩვენი შვილები მანქანებს ისე ექცევიან, თითქოს რობოტების ნაცვლად რაღაც ცხოველები ან თუნდაც ადამიანები იყვნენ.

საკითხი იმის შესახებ, უნდა შევქმნათ თუ არა ხელოვნური ინტელექტი, რომელიც მნიშვნელოვნად აჯობებს ადამიანებს ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, დაახლოებით 10 წლის შემდეგ დადგება. საზოგადოებას მოუწევს გადაწყვეტა, უნდა შეანელოს თუ არა მან პროგრესი და შეერწყას მანქანებს, ან გაუშვან „ტექნო ბავშვი“ დიდ და საშიშროებით სავსე სამყაროში. მესამე გზა ჰპირდება (ან ემუქრება სამყაროს?) სინგულარობას - მოწყობილობებს და პროგრამებს, რომლებსაც შეუძლიათ კოდის დამოუკიდებლად რედაქტირება და ბოლომდე დაწერა. ისინი არაადამიანური ტემპით „უფრო ჭკვიანები“ გახდებიან. ალბათ, ორი თვის შემდეგ ან უფრო სწრაფად მათი მოქმედებებისა და „აზროვნების პროცესის“ დიდი ნაწილი მიუწვდომელი გახდება ადამიანისთვის.

დღეს საზოგადოება მიისწრაფვის პროცესების დიდი ნაწილის გამარტივებისკენ, პატერნალიზმსა და „სითბურ სიკვდილისკენ“. ადამიანების ერთ-ერთი დომინანტური სურვილი, ისევე როგორც ძველად, გამრავლების სურვილია, რომელიც ჰორმონებით და გენეტიკური კოდითაა ნაკარნახევი. საინტერესო იქნებოდა ადამიანების აზრების, მისწრაფებების და შემოქმედების ხილვა, რომლებისთვის მოტივაციად იქცეოდა ხმები შორეული ვარსკვლავებიდან, კოსმოსის უსასრულო სიბნელე და ადამიანის ყველა მიღწევის სიძლიერე, რომელიც გადაშლილია ანთროპომორფიზმის ნადების დაკარგულ ვარსკვლავთშორის გემის კორპუსზე.


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised