суббота, 28 марта 2020 г.

თიხის რობოტები ადამიანის ასლები გახდებიან

თიხის რობოტები  ადამიანის ასლები გახდებიან

წარმოიდგინეთ უამრავი პატარა რობოტი - მილიონობით ან მილიარდობით, რომლებსაც შეუძლიათ თიხის მსგავსად ნებისმიერი ფორმის მიღება. ვთქვათ, დაკვეთით მიიღონ ბანანის, მობილური ტელეფონის და კიდევ ცოცხალი ადამიანის ზუსტი ასლი. ყველაზე წარმოუდგენლად ჟღერს, რა თქმა უნდა, ადამიანების სამგანზომილებიანი ასლების შექმნის ჩანაფიქრი. ამ დუბლუკატების გაგზავნა თითქმის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეიძლება ფაქსის საშუალებით  ვირტუალური შეხვედრებისთვის. მაგალითად, ექიმს, რომელიც თავის კაბინეტში იმყოფება, შეუძლია 3D-ორეული გაუგზავნოს პაციენტს სახლში, რომელიც ჩაატარებდა...
წარმოიდგინეთ უამრავი პატარა რობოტი - მილიონობით ან მილიარდობით, რომლებსაც შეუძლიათ თიხის მსგავსად ნებისმიერი ფორმის მიღება. ვთქვათ, დაკვეთით მიიღონ ბანანის, მობილური ტელეფონის და კიდევ ცოცხალი ადამიანის ზუსტი ასლი.
          ყველაზე წარმოუდგენლად ჟღერს, რა თქმა უნდა, ადამიანების სამგანზომილებიანი ასლების შექმნის ჩანაფიქრი. ამ დუბლუკატების გაგზავნა თითქმის მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეიძლება ფაქსის საშუალებით  ვირტუალური შეხვედრებისთვის. მაგალითად, ექიმს, რომელიც თავის კაბინეტში იმყოფება, შეუძლია 3D-ორეული გაუგზავნოს პაციენტს სახლში, რომელიც ჩაატარებდა სრულყოფილ გასინჯვას, გამოკითხავდა ავადმყოფს და პულსსაც გაუსინჯავდა. ვიზიტის დამთავრების შემდეგ ექიმი „ატომებად“ დაიშლებოდა, რომლების გამეორებით მიიღებდნენ მაგიდის ან სხვა რამის ფორმას.
მის ფანტასტიკურობიდან გამომდინარე, შემდეგი შეიძლება ეწოდოს განზრახვას, რომელიც უკავშირდება სურვილისამებრ სხვადასხვა საგნის შექმნას და ზოგიერთ ნივთთა სხვებად გადაქცევას. ანუ, ამ დროს არასაჭირო ტელეფონი შეიძლება ტრანსფორმირებული იყოს ჩაქუჩად, რომ ლურსმანი ჩააჭედოდ, შემდეგ კი ერთ წყვილ ფეხსაცმელად გარდაიქმნება.
იტყვით ფანტასტიკაა? დიახ, რა თქმა უნდა. მაგრამ შეერთებულ შტატებში რამდენიმე სერიოზული ადამიანი მუშაობს, რომლებიც ამ ყველაფერს რეალობად მიიჩნევენ, თუმცა სინთეზურს. სხვა სახელებია - „პროგრამირებადი მატერია“ და „კლეიტრონიკა“ („сlaytronics“ - სიტყვიდან „сlay“ - თიხა). ეს უკანასკნელი, სხვათა შორის, განიხილავენ, როგორც ახალ მეცნიერებას.
„თქვენ შეიძლება გქონდეთ ამ მასალის პატარა ნაჭერი, რომელსაც თან ატარებდით ყველგან ატარებთ, რათა აუცილებლობის შემთავევაში მილიონობით სხვადასხვა ნივთი შეექმნათ“, - ამბობს პროექტის ერთ-ერთი ავტორი, დოქტორ ტოდ მოური, პიცბურგის კვლევითი ლაბორატორიის „ინტელის“ დირექტორი.
           მისი პარტნიორი, დოქტორი სეთ გოლდსტაინი, კარნეგი-მელონის უნივერსიტეტის პროგრამისტი, ადასტურებს კოლეგის სიტყვებს: „ეს ნამდვილად იმუშავებს“. ექსპერტი რობოტოტექნიკის სფეროში „ინტელიდან“  ჯეისონ კემპბელი დასძენს: „რაც უფრო დიდხანს ვუყურებთ ამას, მით უფრო სავარაუდოა, რომ ამ გზით შევძლებთ ნივთების შექმნას. ვფიქრობ, ჩვენი საკუთარი თვალით ნახვის კარგი შანსი გვაქვს. ერთი, 5 ან 20 წლის შემდეგ,  ზუსტად არ ვიცი“.
       გოლდსტაინმა, რომელიც დაინტერესდა ნანოტექნოლოგიებით, და მოურმ, რომელიც ოცნებობდა ორგანზომილებიანი ტელეკონფერენციების ორგანიზაციის გაუმჯობესებაზე, დაახლოებით სამი წლის წინ გამოიგონეს კლეიტრონიკა. მას შემდეგ ისინი მთელი ძალ-ღონით ცდილობდნენ მოეძებნათ ჩანაფიქრის აღწერის სწრაფი მეთოდი პოტენციური სპონსორებისთვის.
სხვათა შორის, ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა (NSF) და პენტაგონის კვლევითმა სააგენტო DARPA-მ უკვე უზრუნველყვეს მეცნიერები გარკვეული სახსრებით. თანხებმა შესაძლებელი გახადა პროექტში ათობით სპეციალისტის და დაახლოებით იგივე რაოდენობით თანამგრძნობთა ჩართვა. მაგრამ ჯერჯერობით ეს კატასტროფულას არასაკმარისია.
 „მთელ მსოფლიოში უამრავი სერიოზული მკვლევარი მუშაობს, რომლებიც მზად არიან დადონ ფსონი, რომ ამა თუ იმ ვერსიით კლეიტრონიკა გამოჩნდება, - ამბობს ფილიპ კუკესი, „Hewlett-Packard“-ის ლაბორატორიის მოლეკულური ელექტრონიკის დარგის სპეციალისტი. - ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს ძალიან მალე არ მოხდება, რადგან ასეთი ტექნოლოგიები არ არსებობს.
 ჩვენ, მაგალითად, უკვე ვმუშაობთ მოლეკულის სისქის ექსპერიმენტულ ელექტრონულ მოწყობილობებთან. ასე რომ შეგიძლიათ დაიწყოთ მზადება“.
„ადამიანების დიდი ნაწილი, რომელიც ეცნობა პროექტს, ფიქრობს რობოტის შესახებ თხევადი მეტალიდან ფილმიდან „ტერმინატორი“. ისინი ისე გვიყურებენ, თითქოს გადავამლაშეთ სამეცნიერო ფანტასტიკის კითხვას. დიახ, ჩვენი პროექტი ოდნავ ჰგავს ადამიანის მთვარეზე გადასმას“,- აღიარებს მოური. „მეორეს მხრივ, დარწმუნებული ვარ, რომ 200 წლის წინ ადამიანები ნალექად იქცეოდნენ, მათთვის რომ ეთქვათ დღევანდელი რადიოსა და ტელევიზიის შესახებ“, - შენიშნავს კლეიტრონიკის კიდევ ერთი ავტორი  რენდალ ბრაინტი.
 სინამდვილეში, სინთეზური რეალობის შემქმნელთა წარმატება კვლავ ძალიან მოკრძალებულია. არსებობს ოთხი მცირე რობოტი, რომელსაც კლეიტრონიკის ატომებს უწოდებენ, ანუ კატომას. თითოეული მათგანის დიამეტრი 44 მილიმეტრია, ანუნანომასშტაბამდე ჯერ ძალიან შორია. რობოტი გარშემორტყმულია 24 ელექტრომაგნიტით. ჯერჯერობით მოხერხდა ამ ორი მანქანის, როგორც ორი მბრუნავი კბილანის, ერთმანეთთან ურთიერთობა. „მაგრამ, როგორც კი ჩვენ მივიღეთ ეს ორი მოძრავი რაღაც, ჩვენი წარმატების ალბათობა გაიზარდა“, - თქვა მოურიმ.
საბოლოო ჯამში, მეცნიერი იმედოვნებს.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised