суббота, 28 марта 2020 г.

კვლევითი კურსი „არა-ადამიანური ანთროპოლოგიები“ ლექცია

კვლევითი კურსი „არა-ადამიანური ანთროპოლოგიები“
ლექცია
8 ლექციასა და ორ სემინარში ყურადღება გამახვილებულია „არა-ადამიანურის“ პრობლემატიკაზე, რომლებიც წარმოდგენილია თანამედროვე კულტურის სხვადასხვა პოსტ-ანთროპოცენტრულ ნარაციებში: ნივთების, ტექნოლოგიების, ცხოველების, სულების და მთლიანად დედამიწის შესახებ. კურსი მიმდინარეობს TECHNE პლატფორმის ფარგლებში ახალი ფილოსოფიის ცენტრთან ერთად.
არისტოტელეს დროიდან მოყოლებული, წარმოდგენა ადამიანზე, როგორც გონიერი სულის მატარებელზე, გამონაკლისის რეჟიმში ჩამოყალიბდა: ადამიანი გააზრებული იყო, როგორც რაღაც მნიშვნელოვნად განსხვავებული მანქანების, ცხოველების, ქალებისა და ბარბაროსებისგან. თუმცა, ჰიბრიდული სამყაროს წარმომადგენლები პერიოდულად ცდილობდნენ თავიანთი ადგილის მოპოვებას თანმიმდევრულ კლასიფიკაციებში. ბერძნული მითოლოგიის კენტავრები, ამორძალები და ციკლოპები, სირენები და homo ferus კარლ-ლინეის სისტემაში ძირს უთხრიდნენ მწყობრ ანთროპოცენტრულ წესრიგს.
       დღეს, კონტრანტროპოცენტრული ტენდენცია სულ უფრო მეტ პოპულარობას იძენს ჰუმანიტარულ აზროვნებაში. კლასიკური შეხედულებები ადამიანის შესახებ რადიკალურ გადასინჯვას საჭიროებს. ფილოსოფიურ კვლევებში კულტურისა და ობიექტის შესახებ რეფლექსიის ათვლის წერტილად სულ უფრო ხშირად აღმოჩნდება არა-ადამიანური ფაქტორები და სახეობები - იქნება ეს  zoe, bios,  კაპიტალი თუ კლიმატური პროცესები.
       კურსი „არა-ადამიანური ანთროპოლოგიები“ ფოკუსირებულია თანამედროვე კულტურაში ორ ერთმანეთთან დაკავშირებულ უცნაურობაზე - „ონტოლოგიური გარდატეხის“ (ontological turn) და „პოსტადამიანური გარდატეხის“ (posthuman turn)  ანთროპოლოგიურ ტრადიციაზე. ორივე მათგანი მოწმობს მკაფიო საზღვრების არ არსებობის შესახებ „ადამიანურ“ და „არა-ადამიანურ“ სფეროებს შორის, რაც წარმოადგენს ინდივიდის სუბიექტურობას და ფიზიკურობას დუალისტური აზროვნების ჩარჩოებს მიღმა - ქსელების, ასამბლაჟების, ქიმერული შერწყმისა და გადასვლების სახით ადამიანურის, ცხოველურის, ნივთობრივს, მანქანურს შორის და ა.შ.
       კურსი დაყოფილია ორ თანხმოვან ნაწილად: პირველი ეძღვნება ტუზემური კოსმოლოგიის და სხვადასხვა ანთროპოლოგიური მიდგომების განხილვას, რომლებიც წარმოდგენილია ევანს-პრიჩარდის, ლევი-სტროსის, დიურკგეიმის, დესკოლის, დე კასტრეს და სხვ. ნაშრომებში; მეორე - პოსტჰუმანიზმის კრიტიკული თეორია, რაც ასახულია ჰარაუეის, ბრაიდოტის, ვულფის, ჰეილზის, დოლფიინის და სხვ. კვლევებში.
       TECHNE პლატფორმის სპეცპროექტების კურატორია ოლგა რემნევა, კოორდინატორი - ელენა გუბსკაია, ახალი ფილოსოფიის ცენტრის პროგრამის კურატორი - ალექსანდრ ვილეიკისი .

ლექტორები:

დენის სივკოვი - ფილოსოფიის მეცნიერებათა კანდიდატი, სახალხო მეურნეობის რუსეთის აკადემიის საზოგადოებრივ მეცნიერებათა ინსტიტუტის თეორიული სოციოლოგიისა და ეპისტემიოლოგიის კათედრის დოცენტი, სპეციალისტი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების (STS) კვლევის 
კატია ნიკიტინა — Ph.D. in Literary Studies (სილეზიის უნივერსიტეტი), მკვლევარი posthuman studies და animal studies სფეროში.  მან დაიცვა დისერტაცია მოდერნისტულ ლიტერატურასა და ბიოარტში „ადამიანური“ და „არა-ადამიანური“ კატეგორიების შესახებ.

 TECHNE-ს შესახებ

        საგამოფენო პლატფორმა TECHNE - თანამედროვე ხელოვნების  სახელმწიფო ცენტრის სტრატეგიული პროექტია „როსიზოს“ შემადგენლობაში, რომელიც ეძღვნება თანამედროვე ხელოვნებაში ინოვაციურ და ტექნოლოგიურ პრაქტიკებს. პროექტის მთავარი იდეაა „ტექნოლოგიური ხელოვნების“ ცნების ცოცხალი ინტეგრაცია თანამედროვე კულტურულ კონტექსტში და ახალი ნამუშევრების უწყვეტი შექმნა.

ახალი ფილოსოფიის ცენტრის შესახებ

         ეს არის კვლევითი და საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ორიენტირებულია თანამედროვე ფილოსოფიისა და სოციალური თეორიის მოწინავე და ნაკლებად ცნობილი მიმართულებების განვითარებასა და შემუშავებაზე. პროექტი უპირველეს ყოვლისა დაკავებულია მიმდინარე კონცეპტების განვითარების და ახალი კონცეპტების შექმნით იმ სფეროებში, რომლებიც პრაქტიკულად მთლიანად გამორიცხულია რუსულენოვანი სამეცნიერო დისკურსიდან, მაგრამ არის საკვანძო მრავალი ახალი თეორეტიკოსებისთვის. ცენტრის ფარგლებში განვითარებული მსგავსი მიმართულებებია ნეორაციონალიზმი, ბნელი ეკოლოგია, ეთნომეთოდოლოგია, კოგნიტური კაპიტალიზმი, არაადამიანური ანთროპოლოგიები, animal studies, პოსტჰუმანიზმი, ბნელი ონტოლოგიები.

         ლექციები და შემინარები ჩატარდება თანამედროვე ხელოვნების  სახელმწიფო ცენტრის  მცირე დარბაზში „როსიზოს“ შემადგენლობაში (ზოოლოგიურის,13, გვ. 2). შესასვლელი კურსის ყველა მოვლენებზე თავისუფალია, მაგრამ აუცილებელია დარეგისტრირება.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised