суббота, 28 марта 2020 г.

ბიორობოტის ფსიქოლოგიის“ ავტორი: რუსეთს სჭირდება კანონი „ინტელექტუალური ჯანმრთელობის“ დაცვის შესახებ

ბიორობოტის ფსიქოლოგიის“ ავტორი: რუსეთს სჭირდება კანონი „ინტელექტუალური ჯანმრთელობის“ დაცვის შესახებ

სიღრმისეულ ფსიქოლოგიაში „გარღვევის“ მიმართულების - ფსიქოპროგრამისტიკის (კიბერფსიქოლოგია, ბიოინფორმაციული ფსიქოლოგია) ავტორმა, ვლადივოსტკის სახელმწიფო ეკონომიკისა და სერვისის უნივერსიტეტის პროფესორმა ალექსანდრ ისაევმა შესთავაზა ღონისძიებების მთელი რიგი, რომელიც მიმართული იქნება რუსეთის მოსახლეობის სწრაფი დეგენერატიზაციის წინააღმდეგ. და, უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდობის.
დღეს საზოგადოებაში დიდი ყურადღება ეთმობა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას. ეჭვგარეშეა, რომ საზოგადოებისთვის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მეტად მნიშვნელოვანი ამოცანაა. ამასთან, არანაკლებ მნიშვნელოვანია ისეთი ამოცანაც, როგორიცაა ერის ინტელექტუალური ჯანმრთელობის უზრუნველყოფა. და, უპირველეს ყოვლისა, ახალგაზრდობის.
ამავე დროს ბოლო 5-6 წლის განმავლობაში შეინიშნება უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტების ინტელექტუალური შესაძლებლობების მკვეთრად გაუარესება (ჩვენთან ისინი  დაახლოებით 70%-ს შეადგენენ კურსდამთავრებულთა საერთო რაოდენობიდან), რაც მე, როგორც პედაგოგიური მოღვაწეობის ოცდაათწლიანი სტაჟის მქონე პროფესორმა არ შემიძლია არ დავუკავშირო, პირველ რიგში, ერთიანი სახელმწიფო გამოცდების შემოღებას.
 საქმე იმაშია, რომ ინტელექტი არის არასტანდარტული პრობლემების წარმატებით გადაჭრის შესაძლებლობა (თუ ადამიანს აქვს სტანდარტული პრობლემების წარმატებით გადაჭრის შესაძლებლობა, მაშინ ასეთ უნარს ძნელია უწოდო ინტელექტი). ინტელექტის განვითარებისთვის აუცილებელია სტუდენტი გაატარო არა მხოლოდ „უცხო“ ინფორმაციის დამახსოვრების, არამედ მრავალი არასტანდარტული პრობლემის გადაჭრის გზითაც.
განუვითარდება თუ არა მოსწავლეს ინტელექტი, თუ მისი სწავლება შემოიფარგლება კოლოსალური მოცულობის დაზეპირებით? რა თქმა უნდა, მეხსიერება გადაიტვირთება. და ამ რა მოუვა ინტელექტს. რა ემართება მგლებს შორის გაზრდილი ბავშვების ინტელექტს, ყველასთვის ცნობილია. ასეთი ბავშვი ვერასოდეს ვერ მიაღწევს ადამიანის ინტელექტს.
როგორ მოვიქცეთ?
პირველ რიგში, აუცილებელია საშუალო და უმაღლეს სკოლებში დაინერგოს ისეთი საგნების სწავლება, როგორიცაა „კიბერნეტიკური ანთროპოლოგია“ და „ფსიქოპროგრამისტიკა“.
უკვე ადამიანის ძირითადი პროგრამების ცოდნა (რომლებიც ავითარებდნენ და აფერხებდნენ ინტელექტის განვითარებას) აგვაცილებდა მოსწავლეების სწავლების „ერთიან სახელმწიფო გამოცდაზე ორიენტირებულ“ მოდელს.
მეორეც, აუცილებელია ფედერალური კანონი „მოსახლეობის ინტელექტუალური განვითარების შესახებ“, რომელიც გაითვალისწინებდა  „ადამიანის“ სისტემის არა მხოლოდ მატერიალურ, არამედ ბიოინფორმაციულ კომპონენტს, ასევე პროგრამებს, რომელთა საფუძველზეც ფუნქციონირებს ასეთი სისტემა.
მესამე, აუცილებელია ერთიანი სახელმწიფო გამოცდების ინიციატორთა სახელების გასაჯაროება. როგორც ამბობენ, ქვეყანამ უნდა იცოდეს თავისი „გმირები“.
და მეოთხე, კარგი იქნება საზოგადოებრივი მოსმენების ორგანიზება მოსახლეობის დეგენერატიზაციის პრობლემაზე. რა თქმა უნდა, მედიის მონაწილეობით. ჩვენ უკვე ბევრი რამ გვსმენია კორუფციის შესახებ, ახლა კარგი იქნებოდა მოგვესმენა „ინტელექტუალური ჯანმრთელობის“ დაცვის შესახებ.



Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised