воскресенье, 23 февраля 2020 г.

ბოდრილარის პარადოქსი: ადამიანთა ცივილიზაცია, როგორც ფანტომი - ასლი ორიგინალის გარეშე

ბოდრილარის პარადოქსი: ადამიანთა ცივილიზაცია, როგორც ფანტომი - ასლი ორიგინალის გარეშე

  ყველა დიდი კულტურა, რომელსაც კავშირი ჰქონდა ილუზორულ სამყაროსთან, ცდილობდა ილუზიის კონტროლს ილუზიის, ისევე როგორც, ბოროტების კონტროლს, ბოროტების მეშვეობით.
  ბოლო დროს, პოპულარობას იძენს ისეთი ცნება, როგორიცაა სიმულაკრი. რა არის ეს, ჩვენ ამის შესახებ ახლახანს დავწერეთ სტატიაში. ვინც არ იცის, ორი სიტყვით აგიხსნით.
ფრანგმა სოციოლოგმა ჟან ბოდრიარმა თავისი ცხოვრების ნაწილი მიუძღვნა ისეთი მოვლენის ანალიზს, როგორიცაა ინფორმაციის თანამედროვე ნაკადი, რომელიც ქმნის უამრავ ასლებს და სიმულაკრებს, და ირწმუნება, რომ ეს ანგრევს ჩვენს რეალურ სამყაროს, რომელშიც ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ.

           სიმულაკრი არაფერია, თუ არა ასლი ორიგინალის გარეშე
მაგრამ,  როგორ შეიძლება იყოს ასლი ორიგინალის გარეშე, ეს ხომ პარადოქსია! თუმცა,  ბოდრიარის პარადოქსია.
ალბათ იკითხავთ: „რატომ უნდა ვიცოდეთ ბოდრიარის პარადოქსის შესახებ. არ ვიცოდით და მშვენივრად ვცხოვრობდით“.
ყველაფერი ასე არ არის, რადგან თუ თქვენ არაფერი იცით ამის შესახებ, ეს არ ნიშნავს, რომ ეს მოვლენა ბუნებაში არ არსებობს, თქვენ უბრალოდ არ იცით და, შესაბამისად, ამ უცოდინარობის გამო შედეგი გახდებით და უფრო ღრმად ჩაიძირებით უმეცრების ქსელში.

„ჩვენ ვიმყოფებით სამყაროში, რომელშიც სულ უფრო მეტი ინფორმაციაა და სულ უფრო ნაკლები აზრი“ - ჟ. ბოდრიარი

 ბოდრიარის პარადოქსი ჩვენთვის ძალიან  მნიშვნელოვანია, რადგან ის არის ჩვენი ცივილიზაციის საფუძველი, და კაცობრიობა მუდმივად ცხოვრობს ამ პარადოქსში.

როგორ ხდება ეს?

მაგალითად, როდესაც ადამიანი პირველად აღმოჩნდება რაიმე მოვლენის წინაშე, ადრე უცნობის, მაგალითად, ინფორმაციული უსაფრთხოების, მას ჰგონია, რომ ყველაფერია ამის შესახებ ცნობილი, და ყველაფერს, რაც მისთვის არის ცნობილი, ის კრავს ერთ მთლიანობად. ეს ასე გამოიყურება: ინფორმაციული უსაფრთხოება არის გარკვეული ინფორმაციის უსაფრთხოება ან აიტის (IT) სფერო. ამ „ერთი“-ს, მისი გარკვეული ნაწილის, განხილვას იწყებენ და აანალიზებენ აიტი სფეროს ან ინფორმაციის უსაფრთხოებას, თუმცა მთლიანი სურათი არ გააჩნიათ. აქედან ჩნდება მცდარი შეხედულებები, არასწორი დასკვნები და მიღებული გადაწყვეტილებები. და რამდენი ასეთი არასწორი წარმოდგენა აქვს ადამიანს - უამრავი.
ბოდრიარის პარადოქსის ძირითადი თეზისია „ასლი ორიგინალის გარეშე“, ან სიმულაკრი, ტერმინი, რომელსაც ახლა უფრო აქტიურად იყენებენ. სიმულაკრი  არის ჩვენი ცივილიზაციის საფუძველი. და ამ პარადოქსის - ბოდრიარის პარადოქსის, გადაჭრა ადამიანისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენს ცივილიზაციაში. ამის მიზეზი მარტივია. ის მთელი ცხოვრება ამ პარადოქსში ცხოვრობს. ეს არის ის, რაც მის გარშემოა დილიდან დაღამებამდე.
მაგალითად, ერთი ადამიანი განიხილავს ინფორმაციული უსაფრთხოების სათავეებს მე-19 საუკუნეში, არ აქვს წარმოდგენა მთლიან კონსტრუქციაზე. მეორე ადამიანი განიხილავს მხოლოდ მე-20 საუკუნეს და არ აქვს წარმოდგენა იმაზე, რა ხდებოდა სხვა საუკუნეებში. ვიღაცამ გამოიკვლია 21-ე საუკუნე, მაგრამ მას არ აქვს წარმოდგენა ამ კონსტრუქციის სხვა ნაწილის შესახებ. შედეგად ყველას ერთი და იგივე კითხვაზე განსხვავებული პასუხი ექნება.  ნაცნობია ასეთი მოვლენა: თითქოს ერთი და იგივე კითხვაა, მაგრამ მოსაზრებები განსხვავებულია, რატომ ხდება ასე?
ბოდრიარის პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ ამ კონსტრუქციის არარსებობის და არცოდნის შემთხვევაში, თუ უცნობია, რა არის ჩადებული თავდაპირველად ორიგინალში, წარმოიშობა გარკვეული „ფანტომი“, ანუ ასლი ორიგინალის გარეშე. ან სიმულაკრი, ანუ ასლი, რომელსაც სინამდვილეში ორიგინალი არ აქვს.
თუ ავიღებთ ყველაფერს, რაც კაცობრიობისთვის არის სხვადასხვა დროს ცნობილი, და გავაერთიანებთ მთელ ინფორმაციას ერთ მთლიანობაში, მივიღებთ გარკვეულ „ნაზავს“, რომელიც  განუსაზღვრელია დროში და რომელიც ბუნებაში არ არსებობს. ეს არის ფანტომი.
აქედან გამომდინარე, მარტივად შეგიძლიათ ნახოთ, თუ როგორ საუბრობს 3 სხვადასხვა ადამიანი ერთსა და იმავე თემაზე - მაგალითად, იმაზე, თუ როგორ გამოიყურება უსაფრთხოება, და ყველა ამ დროს იცავს თავის მოსაზრებას, როგორც ერთადერთ ჭეშმარიტებას. მაგრამ როგორ გავიგოთ, რომელია მათგან მართალი? ამ შემთხვევაში, უფრო მიზანშეწონილია ვიკითხოთ „რომელ ისტორიული პერიოდზეა საუბარი?“, რადგან მოვლენების უმეტესობას აქვს რამდენიმე პერიოდი, და ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან.
ყოველთვის არის ისეთი ორიგინალი, როგორიც თავიდან იყო, როდესაც გარემომ „დააპროგრამა“ გარკვეული კონსტრუქცია. მაგრამ ისტორია ყოველთვის უფრო შორს მიდის, დრო გადის, ხდება გარკვეული ცვლილებები, მაგალითად, ჩნდება ინტერნეტი, შემდეგ გარკვეული ტროლები, ბულინგი, ინფორმაციული ომები, როდესაც სიტყვას იარაღს უთანაბრდება. და ამას არ შეიძლება ეწოდოს ახალი მოვლენა, რადგან, გამოვლინების, ორიგინალის ნახვა შეიძლება ბევრად უფრო ადრე. მაგალითად, ინფორმაციული უსაფრთხოების პრობლემატიკა ფესვებით შორეულ წარსულში მიდის, როდესაც ინფორმაცია იარაღად განიხილება, რაც ხალხის წინააღმდეგ გამოიყენებოდა მრავალი წლის წინ. პირველად ინფორმაციას, როგორც იარაღს, იყენებდა ჩინგისჰაენი დამპყრობლური ომების პერიოდში. თუ ისტორიას მივუბრუნდებით, შეიძლება ვნახოთ ისეთი მოვლენა, როგორიცაა მაუწყებლები, რომლებიც ჯარს წინ მიუძღოდენ და ხალხის დეზინფორმაციას ეწეოდნენ  სხვადასხვა ისტორიები - საშინელებათა ისტორიები ჩინგისყაენის ჯარის შესახებ, თუ არ დანებდებით, ამას საშინელი შედეგები მოჰყვება.
   დავუშვათ, მსოფლიოში განხორციელებულ ცვლილებებთან, ახალი ტექნოლოგიების და კომუნიკაციების წარმოქმნასთან  დაკავშირებით, გარემო მე-20 საუკუნეში „რეპროგრამირებს“ ამ სისტემას იმ ცვლილებების შესაბამისად, რომლებიც იმ დროს მოხდა, და, რაც იყო მე-19 საუკუნეში მოხდა, უკვე აღარ შეესაბამება XX საუკუნეს. და ვიღებთ ასლს, რომელიც უკვე განსხვავდება ორიგინალისგან. ასე რომ, ვიღებთ ორ მიმართულებას: მე-19 საუკუნეს, როგორც ორიგინალს, და მის ასლს, რამაც განიცადა ცვლილებები - XX საუკუნე.
  თუ ახლა სხვადასხვა კონსტრუქციას ერთად შევაერთებთ ისე, რომ არ განვაცალკევებთ ერთმანეთისგან, წარმოიქმნება „ფანტომი“. ეს არ არის განსაზღვრული დროით. ეს არის ასლი ორიგინალის გარეშე. რაც ბუნებაში არ არსებობს. და ეს ბოდრიარის პარადოქსია.
 
    რატომ უნდა ვიცოდეთ ეს ყველაფერი?
იმისთვის, რომ გააცნობიეროთ, რომ როდესაც ცხოვრებაში, როგორც თქვენ გგონიათ, რაღაც ახალთან გაქვთ საქმე, ალბათ, საქმე უფრო მეტად ასლთან - ფანტომთან გაქვთ. ისტორიაში ეს მოვლენა უკვე მოხდა, და შესაბამისად, ნებისმიერ მოვლენას თქვენ ანიჭებთ მხოლოდ ამ ასლისთვის დამახასიათებელ თვისებებს, და არ ფიქრობთ, რომ შესაძლებელია არსებობდეს სხვა თვისებების მქონე ორიგინალი. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი სრულ სურათს არ იძლევა, თქვენ ხედავთ მხოლოდ ერთ ნაწილს, და ფიქრობთ, რომ ეს მთლიანობაა. ყოველთვის ჩნდება კითხვა, გინდათ თუ არა ნამსხვრევის გამოყენება, თუ მთელი სურათის ნახვა. მაგალითად, აიღეთ ისტორია, რომელიც მუდმივად გადაიწერება და არა ერთხელ გადაწერილა, ზოგი მოვლენა უკვალოდ გაქრა, თითქოს არც ყოფილა, ზოგი სასწაულებრივად გაჩნდა, და თქვენ უნდა გახსოვდეთ და იცოდეთ მხოლოდ ის ამბავი, რომელსაც ამჟამად გთავაზობენ. მაგრამ შეესაბამება ეს სიმართლეს?
იმიტომ, რომ თითოეულ თქვენგანს არ სურს იყოს სულელი, არამედ გსურთ წყაროსთან მუშაობა, ყურადღება არ მიაქციოთ ფანტომებს, იცილებთ ამ ფანტომურ ასლებს, რაც, მაგალითად, სამეცნიერო მუშაობაში, კვლევებში, პირველწყაროებთან მუშაობაში ძალიან მნიშვნელოვანია. რაც საშუალებას გვაძლევს არ ვცდებოდეთ, არამედ ობიექტურად დავინახოთ, თუ სინამდვილეში როგორ არის საქმე, რა არის ჭეშმარიტი და რა ყალბი.
და რადგან სამყარო ფანტამებშია ჩაფლული, ძნელია იმის განსხვავება, თუ რა არის სიმართლე და რა არა. ასე ადამიანიც ფართხალობს ყინულჭრილში და არ ესმის, თუ  რა ხდება გარშემო.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised