четверг, 5 июля 2018 г.

სოციალური ფსიქოლოგია მოქმედებაში

სოციალური ფსიქოლოგია მოქმედებაში!

10 ნიშანი იმისა, რომ თქვენ რელიგიურ დესტრუქციულ კულტში ხართ
ავსტრიელი ექს-კულტისტის მიშა ანუკის (Misha Anouk) სტატიის "10 Signs you may be in a Cult" თარგმანი. მიშა ევროპული ამაზონის „გუდბაი, იეგოვა!“-ს ბესტსელერის ავტორია (“Goodbye, Jehova!”, საუკეთესო გერმანულენოვანი წიგნი ნონ-ფიქშენი იეღოველთა შესახებ (amazon-ზე 5 ვარსკვლავიდან -  4,4  , 64 მიმოხილვა  (2015 წლის აპრილი)) + შიდა დოქტრინების მაქსიმალური აღწერა და ა.შ. როგორც ყოველთვის, თარგმანი ტექსტის შინაარსთან ახლოს არის გაკეთებული. მე არ ვთარგმნე ყველა „მტკიცებულება“ (ციტატები იეჰოვას მოწმეთა ჟურნალებიდან), რომელიც ამ მასალას შეავსებდა, მხოლოდ რამდენიმე სამი ათეულიდან. ვინც დაინტერესებულია, ამის გაკეთება შეუძლია ორიგინალის ბმულზე გადასვლით. მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ სტატიაში საუბარი რელიგიური კულტის, და არა ფსიქოკულტის შესახებაა.
იმყოფებით თუ არა ამჟამად სექტაში ან სხვა ემოციურად შეურაცხმყოფელ გარემოში?
ვიცი, რასაც ფიქრობთ: „სისულელეა, მე არ ვარ სექტაში“. და ეს შეიძლება ასე იყოს. ამ სტატიის მიზანი არ არის თქვენი დარწმუნება, რომ სექტაში ხართ. სტატია უნდა შეფასდეს, როგორც თქვენთვის დახმარების გაწევა ახლო სოციალური გარემოს გადასახედად, რომლის ნაწილიც შეიძლება ამჟამად ხართ. ეს შეიძლება იყოს რელიგიური, პოლიტიკური ან რომანტიკული ხასიათის მქონე ჯგუფი ან ფიზიკური პირი.
ამ სტატიაში, მაგალითის სახით, მე გამოვიყენებ „იეჰოვას მოწმეებს“, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ მსგავსი ტიპის ნებისმიერი სხვა ჯგუფი წარმოიდგინოთ. თქვენ დაინახავთ, რომ ჭარბი ზეგავლენის ნიშნები შეიძლება არსებობდეს მსგავსი ზემოქმედების თითქმის ნებისმიერ სიტუაციაში.
ეს სტატია არ პასუხობს შეკითხვაზე, ხართ თუ არა თქვენ სექტაში. ის გაძლევთ დაფიქრების და, შესაძლოა, თქვენს ცხოვრებაში რაიმეს შეცვლის შესაძლებლობას.  როდესაც კულტს ვახსენებ, მხედველობაში ნებისმიერი კულტი მაქვს, როგორც ჯგუფი, მოცულობის, ცნობადობის ან  იურიდიული სტატუსის მიუხედავად.

სექტაში ყოფნის 10 ნიშანი:
1. თქვენ გეძლევათ საკუთარი თავის იზოლირების რეკომენდაცია
მე ვიცი, თქვენ ფიქრობთ, რომ ეს სისულელეა, რომ თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ ადამიანთან მეგობრობა. მაგრამ ნამდვილად ასეა? ზოგჯერ ასეთი მანიპულირება შეიძლება ძალიან შეუმჩნეველი და დახვეწილი იყოს,  და იმალებოდეს გულახდილი შეშფოთების საფარქვეშ. იყავით პატიოსანი საკუთარ თავთან:
• ჩემს ჯგუფს ოდესმე ჰქონდა მსჯელობა იმ ადამიანების შესახებ, ვისთანაც მე  ურთიერთობა მქონდა?
• ჩემს ჯგუფს ოდესმე ჰქონდა მცდელობა გადაეფიქრებინა ჩემთვის ვინმესთან შეხვედრა ჩვენი წრეს გარეთ, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად უწყინარი შეიძლება ყოფილიყო ეს  შეხვედრა?
• ჩემი ჯგუფი ოდესმე მიიჩნევდა, რომ ვინმესთან ურთიერთობამ ჩემი ჯგუფის გარეთ  შეიძლება საფრთხეს შეუქმნას ურთიერთობებს, რომლებიც ჩვენ შორის არსებობს?
• ჩემს ჯგუფს ოდესმე ჰქონდა მცდელობა თავს მოეხვია ჩემთვის წესები, რომლებიც შეეხებოდა ჩემს ურთიერთობებს ჯგუფის გარეთ?
მაგალითად:
იეჰოვას მოწმეების „საგუშაგო კოშკის“ საზოგადოება აკარგვინებს ისეთ ადამიანებთან ურთიერთობის სურვილს, რომლებიც იეღოვას მოწმეები არ არიან. ურწმუნოებს უწოდებენ „საერო ადამიანებს“ და მათთან „ცუდ კავშირს“.

2. მათ გააჩნიათ დამცირების ტენდენცია

მე ვიცი, თქვენ ფიქრობთ: „სისულელეა, ასეთი რამ ადრე არ მომხდარა“. მე მესმის შენი. მაგრამ ეს მანიპულირება იმდენად დახვეწილია, რომ თქვენ ვერც კი შეამჩნევდით ამას. სიტყვიერი შეურაცხყოფა არ წარმოადგენს ჩვეულებრივ (და აშკარა) ლექსიკას,  ყვირილის და საბრალდებო სიტყვის სახით. ზოგჯერ შეიძლება ასე გამოიყურებოდეს:
• ჩემი ჯგუფი ხშირად აკნინებს ჩემს ღვაწლს?
• რასაც ვაკეთებ, საკმარისია დასახული ამოცანის მისაღწევად?
• აღიარება პირობით ხასიათს ატარებს?
• მე ხშირად ვიხსენებ ჩემს ხარვეზებს, ან იქნებ რაღაცას ისე არ ვაკეთებ?
• ჩემი ჯგუფი მირჩევს, პატიოსანი შეშფოთების საფარქვეშ როგორ მოვიქცე?
მაგალითი:
 „იეჰოვას მოწმეებს“ ხშირად აქებენ გაწეული მუშაობისთვის, მაგრამ იმ კონტექსტით, რომ სამუშაო ჯერ კიდევ არ არის საკმარისად შესრულებული. ისინი ხშირად იხსენებენ თავის „ცოდვილ (კულტამდე) მდგომარეობას“. თუ ისინი შეცდომაში არიან შეყვანილი, „მწყემსთა ზარს“ (უხუცესთა მითითებებს) უნდა ელოდებოდნენ.

3. ეს ყველაფერი შენი ბრალია

          მე ვიცი, თქვენ ფიქრობთ: „სისულელეა, რატომ არის ყველაფერი ჩემი ბრალი?“ გთხოვთ, მომისმინეთ. თქვენ არ დაგადანაშაულებენ ყოველთვის და სისტემატურად. ჯგუფი თქვენ დაგადანაშაულებთ და ბრალს დაგდებთ ყველაზე მნიშვნელოვან შემთხვევაში.
• დამნაშავე ვიქნები, როდესაც ვკამათობ და არგუმენტები მომყავს?
• როდესაც ჯგუფის დაპირებები არ არის შესრულებული, არის ეს ჩემი საქციელის შედეგი?
• თუ რამე არასწორად მოხდა, ეს იმიტომ ხომ არა, რომ მე რაღაც არ მესმის?
• ჩემს ჯგუფს ოდესმე უთქვამს: „ეს შენი ბრალია“?
მაგალითი:
როდესაც იეჰოვას მოწმეების წინასწარმეტყველების თანახმად, არმაგედონი არ დადგა 1925 წელს ან 1975 წლებში, ამაში კონკრეტული იეღოვას მოწმეები დაადანაშაულეს, რომლებიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ წინასწარმეტყველებაში თარიღებს.

4. შიში - განტოლების ნაწილია

მე ვიცი, რას ფიქრობთ: „სისულელეა, მე არ მეშინია ჩემი ჯგუფის“. თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ გადაჭარბებული ზემოქმედების პირობებში შიში ჩანერგილია გარკვეული ტაქტიკის მეშვეობით, რომელიც თქვენთვის შეუმჩნეველი დარჩა:
• არსებობს თუ არა სერიოზული სოციალური შედეგი მათთვის, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს?
• უნდა შევასრულო ჯგუფის ყველა ინსტრუქცია, რომ ნდობა არ დავკარგო?
• ამარიდებს ჩემი ჯგუფი თავს, თუ სხვა გზა ავირჩიე?
• არის თუ არა ჩემი ჯგუფის რწმენის საფუძველი გადარჩენის სცენარი ქვეყნის დასასრულის შემთხვევაში?
მაგალითი:
„იეჰოვას მოწმეები“ მიიჩნევენ, რომ ყველა ბოროტი ადამიანი განადგურებული იქნება არმაგედონში (ყველაზე უარესი ყველა შესაძლო ვარიანტიდან). მათ უნდა შეასრულონ „საგუშაგო კოშკის საზოგადოების“ მითითებები, რათა გადარჩნენ. კრიტიკა მიჩნეულია, როგორც განდგომა. განდგომილები და ყოფილი კულტისტები სოციალურ იზოლაციაში აღმოჩნდებიან, რაც, ფაქტობრივად, ემოციურ შანტაჟს წარმოადგენს სოციალური იზოლაციის  სახით.

5. მათ უნდათ , რომ მხოლოდ მათთან იყოთ

მე ვიცი, რას ფიქრობთ: „სისულელეა, მე შემიძლია წასვლა, სადაც მინდა“. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ. თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა - სისხლის სამართლის დანაშაულია - ბევრი ადამიანი ან რელიგიური ჯგუფი არ არის იმდენად სულელი, რომ მოახდინოს ამის დეკლარირება. მაგრამ ჰკითხეთ საკუთარ თავს:
• ჩემი ჯგუფი ითხოვს ჩემგან უფრო მეტი დრო გავატარო მათთან ერთად?
• ჩემი ჯგუფი ითხოვს ჩემგან გასაკეთებელი საქმეების მკაცრად განსაზღვრულ გრაფიკს?
• რამდენად ხშირად უნდა მივიღო მონაწილეობა ჩემი ჯგუფის საქმიანობაში?
• როგორი ურთიერთობა აქვს ჩემს ჯგუფს სხვა ადამიანებთან ჯგუფის გარეთ?
• რამდენად ნორმალურია დაქორწინება ადამიანზე, ვინც არ შედის ჯგუფის ნდობის სფეროში?
• არსებობს თუ არა ჯგუფის მიმართ სრული ლოიალურობის მოთხოვნა?
მაგალითი:
„იეჰოვას მოწმეები“ მინიმალურ დროს ხარჯავენ „საველე სამსახურში“ (მაგალითად, ქადაგებების დროს), გარდა „სამეფო დარბაზში“ მსახურებისა, ოჯახში ბიბლიის შესწავლისა და ლოცვებისა. ასევე არ არის კეთილგანწყობილად მიღებული მმართველი ორგანოსთვის („იეჰოვას მოწმეთა“ სულიერი ხელმძღვანელობისთვის, რომელიც ასევე  ცნობილია, როგორც „კეთილგონიერი  მონა“), კითხვების დასმა.

6. თქვენ უნდა მსახურობდეთ, რათა პატივს ეღირსოთ

მე ვიცი, რას ფიქრობთ: „სისულელეა, რას ნიშნავს ყველაფერი ეს?“  დიახ, ეს სულელურად ჟღერს. მაგრამ ხშირად ემოციური მოძალადეები უფლებას აცხადებენ სპეციალურ პრივილეგიაზე თქვენგან, რომელიც, მერიამ-ვებსტერის აზრით, ჩამოყალიბდა თქვენი განცდების და რწმენის ხარჯზე, რომ „მათ რაღაც უნდა მისცეთ“:
• ჩემს ჯგუფს მიაჩნია, რომ ჩემი ერთგულების და ჯგუფისადმი ერთგულების უფლება აქვს?
• მაქვს შეპასუხების უფლება, როდესაც საქმე ეხება წესებს და ა.შ.?
• ჯგუფისგან ჯილდოს მიღება დამოკიდებულია რწმენაზე, გულმოდგინეობასა და მორჩილებაზე, რომლის დემონსტრირებაც უნდა მოვახდინო?
მაგალითი:
იეჰოვას მოწმეების მმართველი ორგანო აცხადებს, რომ ისინი თავად იესოს მიერ  არიან „ცხებული“, როგორც ე.წ. „კეთილგონიერი მონები“. ღვთიური მფარველობა „იეჰოვას მოწმეთა“ რიგითი წევრებისთვის დამოკიდებულია კულტის მმართველ ორგანოსადმი ერთგულებაზე.  დოქტრინასთან შეუთანხმებლობა - განდგომილობაა.

7. ისინი ზეწოლას ახდენენ თქვენი დანაშაულის გრძნობაზე, რათა მიიღონ ის, რაც მათ სურთ

მე ვიცი, რას ფიქრობთ: „სისულელეა, ისინი ამას არ აკეთებენ“. არ აკეთებენ? ლექსიკონში ფრაზას „დანაშაულის გრძნობაზე ზეწოლა“ შემდეგი განმარტება აქვს: „როდესაც ვინმე ცდილობს გაიძულოთ გააკეთოთ ის, რაც მათ უნდათ. ისინი გაიძულებენ თავი იგრძნოთ ცუდ და უმადურ ადამიანად ... სანამ არ მისცემთ მათ იმას, რაც მათ სურთ“.  ახლა ჰკითხეთ საკუთარ თავს:
• ნუთუ ოდესმე გავაკეთე რაღაც ან გარკვეული რეაგირება მოვახდინე, რომ ჩემმა ჯგუფმა მაიძულა ასე მეგრძნო თავი?
• ჩემმა ჯგუფმა გამოიყენა სიტუაცია (ან სხვა ადამიანი) ისე, რომ მე დავტანჯულიყავი და განმეცადა, რომ რაღაც არ გავაკეთე?
მაგალითი:
„საგუშაგო კოშკის საზოგადოებას“ იდეალურად შეუძლია დანაშაულის გრძნობაზე ზეწოლა რელიგიური თეზისების დახმარებით, რომ თქვენ ქცევას შეუძლია ზიანი მიაყენოს იეჰოვას ან მის გრძნობებს ან „სწორი საქციელის“ მაგალითების მოყვანისას.
აქ „მტკიცებულებებში“ შესანიშნავი მაგალითია მოყვანილი იეჰოვას მოწმეების შესახებ ქართული თემიდან (2015 წელი). მოვიყვან მას გამონაკლისის სახით:

„სამეფო დარბაზი“ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მობილური ტელეფონები: თეონა, 10 წლის და მისი რვა წლის და თამუნა ცხოვრობენ საქართველოს რესპუბლიკაში. გოგონებს მობილური ტელეფონის შეძენა სურდათ. ბებია დაჰპირდა, რომ აჩუქებდა ტელეფონს პენსიის თანხიდან, რომლიდანაც ყოველთვიურად გარკვეულ თანხას ინახავდა. სამწუხაროდ, ბებია მოულოდნელად გარდაიცვალა. მიუხედავად ამისა, ოჯახმა გადაწყვიტა ბებიის ბოლო პენსიით შვილიშვილებისთვის ეყიდათ მობილური ტელეფონი. გოგონები დაფიქრდნენ ამის შესახებ და მიწერეს თავის კრებას (თემს): ჩვენ ვიცით, რომ ორი კვირის შემდეგ დაიწყება ჩვენი ახალი „სამეფო დარბაზის“ მშენებლობა სოფელ თერჯოლაში (Т'erjola). ჩვენს ბებიას მართლაც სურდა დახმარება გაეწია ამ სამუშაოსთვის, ამიტომ ჩვენ ორივემ გადავწყვიტეთ ბებიის ბოლო პენსია მშენებლობისთვის გადაგვეცა, მობილური ტელეფონის ყიდვის ნაცვლად. გთხოვთ, აგვიშენეთ კარგი „სამეფო დარბაზი!“ - იეჰოვას მოწმეთა ყოველწლიური გამოცემა, 2015 წ.

8. დამოკიდებულების მოხსნა აღიქმება როგორც საფრთხე

მე ვიცი, რას ფიქრობთ: „უკეთესია საქმეზე ვილაპარაკოთ“. დამოკიდებულება არ შეიძლება ჩამოყალიბდეს რუტინაზე დამოკიდებულებით ან უბრალოდ ჯგუფში ყოფნაზე. სავარაუდოა, რომ მუდმივი საფრთხე მათ კონკრეტული ქმედებებისკენ უბიძგებს. ან, თუ დაფიქრდებით, უმოქმედობისკენ. თქვენ შეგიძლიათ ჰკითხოთ საკუთარ თავს:
• სიყვარულის ეს დემონსტრირება ურთიერთობის ჩემს წრეში უპირობოა?
• როგორ შეიძლება მოიქცეს ჯგუფი ჩემს მიმართ, თუ მე მათ ზრდილობიანად არ ვეთანხმები?
• მე არ ვიცი, რა შედეგს მივიღებ, თუ ჯგუფთან არ დავეთანხმე?
• შედეგი სოციალურ იზოლაციას გულისხმობს, როგორც თავის არიდებას?
• ჯგუფზე დამოკიდებულების ფორმირება „საყოველთაო სიყვარულის“ რიტორიკის საფარქვეშ იმალება?
მაგალითი:
„იეჰოვას მოწმეები“ თავს არიდებენ იმ წევრებს, რომლებსაც თვითონ არ სჯერათ „საგუშაგო კოშკის“ დოქტრინის. ისინი ასევე თავს არიდებენ ისეთ წევრებს, რომლებმაც აღიარეს ცოდვა და არ სურთ მმართველი ორგანიზაციის „სასამართლო კომიტეტის“ სასჯელის მიღება. ასეთ წევრებთან ურთიერთობა აკრძალულია იეჰოვას მოწმეებისთვის. „საგუშაგო კოშკი საზოგადოება" თავის პოლიტიკას უწოდებს „სიყვარულის გაწევის“ თავიდან აცილებას.

9. ეს ძალიან კარგად ჟღერს იმისათვის, რომ იყოს სიმართლე

ჯონსთაუნიდან გაქცეული ჟანა მილსი (Jeanne Mills) წერდა:
„როდესაც თქვენ შეხვდებით კეთილგანწყობილ ადამიანებს, რომლებსაც ადრე არასდროს შეხვედრიხართ, ვინც გაგაცნობთ ყველაზე მოსიყვარულე ადამიანთა ჯგუფს, რომელსაც ოდესმე შეხვედრიხართ, და ნახავთ ლიდერს, რომელიც შთაბეჭდილებას მოახდენს თქვენზე, გამოავლენს ზრუნვას, თანაგრძნობას, გაგებას, რომელიც ადრე  არასდროს მიგიღიათ, და თქვენ გაიგებთ, რომ ჯგუფი ეხმარება იმის მიღწევაში, რის მიღების იმედიც აღარ გქონდათ, - ყველაფერი ეს ძალიან კარგად ჟღერს იმისათვის, რომ იყოს სიმართლე. დიახ, ალბათ, ძალიან კარგად, რომ იყოს სომართლე!“
მაგალითი:
 „იეჰოვას მოწმეები“ მიიჩნევენ, რომ ღმერთი დედამიწას სამოთხედ აქცევს, არმაგედონზე ყველა ბოროტი ადამიანი განადგურდება; სიკვდილი, ტკივილი და დაავადება აღარ იქნება, და ჩვენ მარადიულად ვიცხოვრებთ. როგორ ჟღერს? „იეჰოვას მოწმეები“ ასევე აცხადებენ, რომ ისინი „სულიერი სამოთხისთვის შერჩეული ელიტაა“.

10. თქვენ არ შეგიძლიათ აჩვენოთ თქვენს ჯგუფს ეს სტატია ან საიტი

მე გთავაზობთ შემდეგის გაკეთებას: ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ, აცნობეთ თქვენს ჯგუფს ამის შესახებ. გაუზიარეთ ამ პოსტის ბმული თქვენს სოციალურ აკაუნტში. გაუგზავნეთ ბმული თქვენს მეგობარს. გაუზიარეთ მას მასალა, მასთან  დაკავშირებული თქვენი მოსაზრებები, განიხილეთ ეკლესიის უხუცესთან, მშობლებთან ან სულიერ და-ძმებთან. ჰკითხეთ საკუთარ თავს:
• ჩემი ჯგუფი უფლებას მაძლევს წავიკითხო მის შესახებ კრიტიკული მასალები და ვისაუბრო ამასთან დაკავშირებით?
• ჩემი ჯგუფი აფერხებს ყოფილი წევრების შრომების შესწავლას?
• რა არის ამ აკრძალვის მნიშვნელობა?
• თუ კრიტიკოსები არ არიან მართალი, რატომ უნდა მეშინოდეს მათი წაკითხვა?
• ჩემი ჯგუფი გახსნილია დისკუსიისთვის, როდესაც მათ მივმართე ამ სტატიის / საიტის შესახებ?
• მე მივიღე შესაძლებლობა გამოვხატო ჩემი აზრი ამ სტატიის შესახებ?
• მე გავხდი ღია დისკუსიის მოწმე?
• რა შედეგს მივიღებ წაკითხული მასალის და მისი გავრცელების გამო?
მაგალითი:
 „იეჰოვას მოწმეებმა“ თავი უნდა შეიკავონ „საგუშაგო კოშკის საზოგადოების“ და „კეთულგონიერი მონის“ (მმართველობა) ნებისმიერი კრიტიკის წაკითვისგან. „განდგომილთა“ ლიტერატურა და ბლოგები აკრძალულია.
„მტკიცებულების“ მაგალითი (ასევე დატოვებულია, როგორც ნაწილი):
„შეცდომა იქნებოდა იმაზე ფიქრი, რომ თქვენ უნდა უსმინოთ განდგომილებს ან  წაიკითხოთ მათი თხზულებები მათი არგუმენტების უარყოფისთვის. მათ  დამახინჯებულ მსჯელობას სულიერი ზიანის მოტანა და ჩვენი რწმენის დაბინძურება შეუძლია, როგორც სწრაფად გავრცელებულ განგრენას“ - საგუშაგო კოშკი, 2004 წლის 15 თებერვალი.
„იმის გამო, რომ [...] განდგომისკენ მიდრეკილმა ადამიანმა შეიძლება მთელ თემს მიაყენოს ზიანი, ჩვენ მტკიცე პოზიცია უნდა შევინარჩუნოთ განდგომილების წინააღმდეგ“ - საგუშაგო კოშკი, 2003 წლის 15 მაისი

დასკვნითი სიტყვა

მე ვაფასებ, რომ შენ გამონახე დრო ამ სტატიის ყურადღებით შესასწავლად. იმედია, რომ ის სასარგებლო აღმოჩნდა. ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ, მიუხედავად იმისა, თუ როგორ დასკვნებს გააკეთებთ. შენიშვნა: ზემოთ ჩამოთვლილი არცერთი კრიტერიუმი არ ნიშნავს კულტის არსებობის ავტომატურ მტკიცებულებას და პირიქით. ყურადღებით იყავით!
წარმოდგენილი ინფორმაცია შეიძლება გამოყენებულ იქნას კულტის, როგორც მთლიანად ჯგუფის, მიმართ. მე დარწმუნებული ვარ, თქვენ შენიშნეთ, რომ კითხვები შეიქმნა ფსიქოლოგიური ტესტების ტიპური კითხვების მსგავსად შეურაცხმყოფელი ემოციური ურთიერთობების გამოსავლენად. გასაკვირი არ არის, რომ მანიპულირების ეს მექანიზმები ხშირად გამოიყენება კულტებში ე.წ. „ნდობის წრეების“ დახმარებით.
თქვენი პირადი სიტუაციის შეფასებისას გახსოვდეთ, რომ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულების ნიშნები არ არის დამოკიდებული ჯგუფის ფორმატზე ან იურიდიულ სტატუსზე. ისინი დამოკიდებულია ჯგუფის იმ წევრებზე, რომლებიც მზად არიან მათ გამოყენებისთვის.








https://www.theguardian.com/technology/2018/jul/07/artificial-intelligence-can-tell-your-sexuality-politics-surveillance-paul-lewis







https://www.coursera.org/lecture/filosofiya-kultury/6-5-psikhoanaliz-i-kul-turfilosofiia-ch-2-5HyXC

http://psyjournal.ru/articles/taynoe-i-yavnoe-v-otnosheniyah-s-okruzhayushchimi-ten-i-persona






The former great powers of the historic 'West' – especially Britain, the USA and France – seem to be abandoning the wisdom of maturity for senile daydreams of recovered youth. Along the way they are stirring up old hatreds, giving disturbing voice to destructive rage, and risking the collapse of their capacity for decisive, effective and just governance. At the core of this dangerous turn is an abandonment of political attention to history, understood as a clear empirical grounding in how we reached our present condition. Historical stories are deployed in public debate as little more than dangerous fantasies.
In this blistering assessment David Andress, one of Britain's leading historians of the age of revolutions, shows how the West has abandoned its history and has lost its bearings and its memory. 22 Feb 2018


დეზინფექცია. როგორ დავაღწიოთ თავი ფსიქიკურ ვირუსებს

          დეზინფექცია. როგორ დავაღწიოთ თავი ფსიქიკურ ვირუსებს


ბოლო სტატიაში ჩვენ განვიხილეთ წარმოსახვითი ინფექციის ცნება და სტრუქტურა, რომელსაც ეწოდება ფსიქოვირუსები. იმედი მაქვს, რომ თქვენთვის ნათელია, თუ რამდენად მასშტაბურია ეს მოვლენა სამყაროში, რომელშიც ვცხოვრობთ?
ამის შემდეგ ჩემი აბონენტებისაგან მე უამრავი წერილი მივიღე, რომლებიც არ დარჩნენ გულგრილი მათი ფსიქიკური თავისუფლების პრობლემის მიმართ. ზოგიერთ წერილში მკითხველი მოგვიწოდებდა გადაუდებელი ზომების მიღებისკენ, რათა საზოგადოებრივი ცნობიერება გათავისუფლებულიყო ევოლუციონირებადი ფსიქოვირუსებისგან. სხვა წერილები შეიცავდნენ ფატალისტურ მოსაზრებებს, რომ „რაც მოსახდენია - მოხდება“. იყო, საბედნიეროდ, უფრო დაბალანსებული შეფასებებიც.
ფსიქოლინგვისტი ეკატერინა ამ პრობლემასთან დაკავშირებით წერს შემდეგს. მოვიყვან  მის წერილს მცირე შემოკლებით:
„ადამიანის ფსიქოვირუსები ძალიან ჰგავს კომპიუტერულ ვირუსებს, რომელთა განადგურება შეიძლება სპეციალური ანტივირუსული პროგრამებით. მაგრამ არსებობენ ისეთი ვირუსები, რომელთა განადგურება ძალიან რთულია. ქვეცნობიერის დონეზე ფუნქციონირებს გარკვეული აზრი (თავს მოხვეული ან საკუთარი), რომელიც არ გვაძლევს მშვიდობიანად და ბედნიერად ცხოვრების საშუალებას! ადამიანი მათ ეჩვევა და მიაჩნია, რომ ასე უნდა იყოს. ადამიანის ზომბირება ჯერ კიდევ დედის მუცელში ხდება (დედის და სხვათა აზრები). პლუს გარკვეული გენოტიპი, რომელიც შედგება ქრომოსომებისაგან. ასე რომ, საჭიროა ისეთი პროგრამა, რომელიც შეძლებს ზომბირებული ადამიანის სწორი გზით განწყობას. მიმაჩნია, რომ ჩემი, ასე ვთქვათ, „საკუთარი“ აზრები ასევე შეიძლება იყოს გარედან შემოსული ვირუსები. ხოლო ვინ შემოიტანა ისინი ჩვენს თავში, ღმერთმა უწყის! საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ადამიანები მიიჩნევენ, რომ სწორად ფიქრობენ, ხოლო დანარჩენები ცდებიან. ეს ისტორიულად ჩამოყალიბებული დილემაა. თუ ხელახლა მოხდება ადამიანის „დაპროგრამება“, ხომ არ დარჩება ის ზომბირებული, მაგრამ უკვე სხვაგვარად? ხომ არსებობს უკვე ადამიანზე სხვადასხვა მიზნით ზემოქმედების ბევრი სხვადასხვა პროგრამა. ზოგიერთი შეიძლება ამით განიკურნოს, ზოგიერთი კი „ასეთი მკურნალობის“ შემდეგ შეიძლება ფსიქიატრიულ საავადმყოფოში აღმოჩნდეს. ადამიანებს ხომ განსხვავებული ფსიქოტიპი აქვთ და მათი არსისა და ცხოვრების განსხვავებული შინაგანი გაცნობიერება! ხოლო თვითჰიპნოზი შეიძლება სპონტანურად აღმოჩნდეს ჩართული. ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანის სწორი მიმართულებით წარმართვა! სხვა საკითხია, თუ ხართ დარწმუნებული, რომ ვინმემ იცის, რა სჭირდება ადამიანს ბედნიერებისათვის? საშუალება თითოეულ კონკრეტულ შემთხვევაზე უნდა იყოს შერჩეული. ბუნებრივია, იმ პირობით, რომ ჩვენ ვსაუბრობთ აღზრდილ, განათლებულ, ნასწავლ ადამიანზე, ვისაც აქვს საკუთარი ღირსების გრძნობა, ვინც ტოლერანტულია და შეუძლია თანაგრძნობის გამოხატვა. ასეთები ბევრია მსოფლიოში?“
როგორ ფიქრობთ, ღირს დროის დახარჯვა გონების ფსიქოვირუსებისგან გაწმენდაზე? და თუ ღირს, რამდენად არის ეს რეალური?
თუ ვივარაუდებთ, რომ ადამიანის გონება კომპიუტერია, რომელიც მოიცავს ქცევის და სამყაროს აღქმის მრავალ პროგრამას, ამ შემთხვევაში ცხადი ხდება, რომ შეუძლებელია სრულიად გაწმენდა ფსიქოვირუსებისგან! ჩვენ მხოლოდ უნდა ავირჩიოთ, რომელი დავიტოვოთ ჩვენთვის. როგორ უნდა ჩავატაროთ დაპროგრამება, რომ ღირსეულად გავატაროთ ჩვენი ცხოვრება.

თავისთავად არაფერი არ გადაწყდება
ნებისმიერ სამიკიტნოში თქვენ შეხვდებით ფილოსოფოსს, რომელიც აგიხილავთ თვალს იმ ფაქტზე, რომ სიცოცხლე ერთხელ გვაქვს ბოძემული, ამიტომ მისგან მაქსიმუმი უნდა მივიღოთ.
რატომ არ ვიქცევით ასე? იმიტომ, რომ ყოველდღიურ რუტინაში ვცხოვრობთ. ჩვენ ვცხოვრობთ და ვახორციელებთ ფსიქოვირუსებით თავს მოხვეულ პროგრამებს. ჩვენი გარემცვა, რომელიც ასევე ინფიცირებულია ფსიქიკური ინფექციით, არ გვაძლევს ამ რუტინიდან თავის დაღწევის საშუალებას. უკან გვექაჩება.
ამ ინფექციისგან განკურნება ძალისხმევას მოითხოვს.
მაგრამ ეს ჩვენი ცხოვრების შეცვლის შანსია.
მე შემოგთავაზებთ ვირუსისგან ცნობიერების გაწმენდის შემდეგ მეთოდს.

ეტაპი № 1. დესტრუქციული პროგრამების გაცნობიერება
მეთოდს საფუძვლად უდევს მედიტაციური პრაქტიკა, რომელსაც ფესვები გადგმული აქვს აღმოსავლეთის სულიერი სწავლებების ათასწლიან ისტორიაში. ეს პრაქტიკა მუდმივ წვრთნებთან ერთად საშუალებას მოგვცემს გავაცნობიერთო ჩვენი გონების სრული სიღრმე, გვასწავლის საკუთარი აზრების გაწმენდას გარედან შემოსულისგან.
დასაწყისისთვის შეასრულეთ მარტივი ტესტი. შეგიძლიათ მარტივად შეწყვიტოთ შინაგანი საუბარი საკუთარ თავთან და უბრალოდ იყოთ? მოსცილდით  მონიტორის ეკრანს და შეეცადეთ არაფერზე არ იფიქროთ. გააკეთეთ ეს ახლავე ...
როგორი შედეგი მიიღეთ? დაწერეთ ამ სტატიის კომენტარებში, იყო თუ არა რთული თქვენთვის აზრთა ნაკადის შეჩერება?
მზად ხართ ამ მიმართულებით განვითარებისკენ?
თუ ასეა, რეგულარულად შეასრულეთ შემდეგი ვარჯიში:
დაჯექით მოხერხებულად და უბრალოდ მიეცით თქვენს თავს თავისუფლად ფიქრის უფლება. დააკვირდით, რის შესახებ ფიქრობს თქვენი გონება. თუ თქვენს ფიქრებთან პირისპირ აღმოჩნდებით, ისინი შეწყდება. მაგრამ ნუ შეეცდებით თქვენი ფიქრების გამიზნულად შეჩერებას, დარჩით მხოლოდ მოწმედ. ნუ მოახდენთ რეაგირებას მათზე, უბრალოდ შეამჩნიეთ ისინი და მიეცით წასვლის უფლება. თანდათანობით თქვენ იგრძნობთ თქვენს აზრებს მანამ, სანამ ისინი ფორმას მიიღებენ. შეხედეთ მათ თქვენი შინაგანი მზერით და შეეცადეთ გაიგოთ, თქვენია ეს აზრები, თუ გარედან შემოსულია თქვენს გონებაში. ნუ მისცემთ ფიქრებს უფლებას დაგეუფლოთ  თქვენ: განზე დადექით და ისინი თანდათანობით გაქრება.
დაუთმეთ ამ ვარჯიშს 10-15 წუთი დღეში. რეგულარული ვარჯიშის მეშვეობით თქვენ გაგიჩნდებათ საოცარი სიცხადის და მშვიდი გონების განცდა. თქვენი გონება შეწყვეტს შფოთვას. და მისი ძალა ბევრჯერ გაიზრდება!
შემოგთავაზებთ მაგალითს, რომელიც პრაქტიკაში ცხადად წარმოაჩენს ამ მეთოდს.
ეს ვარჯიში თქვენი გონების მენტალური ინფექციის დომინირებისგან გათავისუფლების პირველი ნაბიჯია. რა თქმა უნდა, თქვენ უცებ ვერ აღმოაჩენთ, რომელი გამოყენებული პროგრამა ემსახურება თქვენს გეგმებს და რომელი ფსიქიკური ვირუსების მიერაა ჩანერგილი. მაგრამ თქვენ შეძლებთ მათ გააზრებულად გამორთვის სწავლას.
გარდა ამისა, თქვენი გონება დამშვიდდება, ამით კი გზა გაეხსნება თქვენს ინტუიციას. მისი წყალობით თქვენ გათავისუფლდებით ჩამოყალიბებული ჩვევებისგან და შეძლებთ შემდგომ განვითარებას, სადაც ადრე წასვლას ვერ ბედავდით.


ეტაპი № 2. რწმენის შერბილება
ცნობიერების გამოჯანმრთელების მომდევნო ეტაპი მდგომარეობს იმაში, რომ ისწავლოთ ცხოვრებას შეხედოთ სხვა თვალსაზრისით. აღიქვათ მისი ყველა გამოვლინება.
ამისათვის აუცილებელი არ არის ძველი შეხედულებების უარყოფა.
მაგალითად, ბავშვები ჯერ სწავლობენ მთელ რიცხვებს და ცდილობენ სრულყოფილად დაეუფლონ არითმეტიკის ამ ნაწილს, და მხოლოდ შემდეგ  გადადიან წილადებზე და რეალურ ციფრებზე. ეს აფართოებს მათ თვალსაწიერს. მაგრამ, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვებმა უნდა დაივიწყონ მთელი რიცხვები.
როდესაც ჩვენი შეხედულებები იცვლება, ჩვენ ვსწავლობთ ყველა მოსაზრების დანახვას და ვაღიარებთ მათი არსებობის უფლება.
მოვიყვან მწვავე მაგალითს: კონფლიქტი რუსეთსა და უკრაინას შორის. დარწმუნებული ვარ, რომ ამ საკითხში სრულიად ნათელ და ცალსახა პოზიციას იკავებთ. ეს პოზიცია ასოცირდება იმ ფაქტთან, თუ სად დაიბადეთ და გაიზარდეთ. რომელ სახელმწიფოს უკავშირებთ თქვენს თავს, რომელ საინფორმაციო სივრცეში ცხოვრობთ. მაგრამ გულახდილათ თქვით, აღიარებთ, რომ სხვა ადამიანებს შეიძლება ჰქონდეს საპირისპირო პოზიცია? არანაკლებად დასაბუთებული და კარგად არგუმენტირებული, ვიდრე თქვენი. შეეცადეთ მიიღოთ ის აზრი, რომ შეიძლება არსებობდეს ისეთი რამ, რაც სრულიად განსხვავდება თქვენი მოსაზრებისგან.
როდესაც თქვენს ახლობლებთან მოგდით კამათი, გარკვეული დროით მათ მოსაზრებებს იზიარებთ. როდესაც თანამოსაუბრე ამბობს: „ზუსტად ეს მქონდა მხედველობაში!“ - ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ დაეუფლეთ ამ რთულ ხელოვნებას. ალბათ თქვენი ახლობელი ადამიანი არ აპირებდა თქვენთან კამათს, მხოლოდ სურდა, რომ გაგეგოთ მისთვის.
არსებითად, ადამიანთა უმრავლესობამ არ იცის, რა უნდათ ცხოვრებაში. საკუთარ აზრებზე დაკვირვება და რწმენის შერბილება - ერთ-ერთი საუკეთესო გზაა იმის გასააზრებლად, თუ სად მთავრდება საკუთარი „მე“ და იწყება სხვა პროგრამა.
მაგრამ, აქ ერთი საფრთხეა.
როდესაც ადამიანი აღიქვამს ყველა, მათ შორის, საპირისპირო მოსაზრებას, მან შეიძლება ორიენტირი დაკარგოს ცხოვრებაში. როდესაც ჩვეული რწმენა სუსტდება, სამყარო თითქოს აზრს კარგავს. ის თითქოს ჰგავს „ცოდნის, რწმენის, გეგმებისა და დაბრკოლებების ლაბირინთში უაზრო სირბილს“. როგორ შეიძლება ამ ლაბირინთიდან თავის დაღწევა ისე, რომ მელანქოლია არ დაგეუფლოს? რაში ხედავთ გადარჩენის გზას?

ეტაპი № 3. ცხოვრების მიზნის შერჩევა
ნამდვილად ძლიერი და თავისუფალი პიროვნება რომ გახდეს და სრულად შეძლოს მთელი თავისი პოტენციალის რეალიზება, ადამიანმა უნდა გაიაზროს, თუ რატომ ცხოვრობს ამქვეყნად. გაეცით პასუხი თქვენს თავს, რა არის თქვენი უმაღლესი და მთავარი მიზანი ცხოვრებაში? და საერთოდ თუ გაქვთ ის?
მხოლოდ მას შემდეგ, რაც თქვენთვის ნათელი გახდება თქვენი დანიშნულება, თქვენ შეძლებთ ყველა ფსიქოვირუსის მოშორებას, რომელიც ცხოვრების გზაზე გადაგეღობებათ, და მიიღოთ პროგრამა, რომელიც მას დააჩქარებს (პირადად მე ამისთვის ჩემი ცხოვრების 30 წელზე მეტი დამჭირდა).
ფსიქოვირუსებისგან სრულიად გაწმენდა შეუძლებელია, მაგრამ მათი გამოყენება საკუთარი თავის სასარგებლოდ - საკმაოდ რეალურია.
ჩვენ არ ვიცით, როგორია რეალურად გარე სამყარო და რაშია ჭეშმარიტება. მთელი რეალობა ჩვენს თავშია შექმნილი. თქვენ თავად ხართ ამ რეალობის შემოქმედი. თქვენს აზრებსა და იდეებს შეუძლიათ შექმნა და განადგურება. თქვენ შეგიძლიათ ფსიქოვირუსების შექმნა, რომლებიც მთელ კონტინენტებს მოიცავს. იქნება ეს სამყარო კეთილი თუ ბოროტი - თქვენი გადასაწყვეტია. ეს არის თავისუფლების ნება. სამყაროს ქმნის ის, ვისი რეალობა და რწმენა უფრო ძლიერი აღმოჩნდება.




თარგმანი
07.04.18
(C) M.F.L





http://newparadigm.schillerinstitute.com/media/andrey-fursov-the-current-world-crisis-its-social-nature-and-challenge-to-social-science/


https://www.fort-russ.com/2016/09/andre-fursov-capitalism-is-historic/

http://en.inter-portal.org/andrey-fursov-biography

https://mixroliki.ru/video/uf3nlk-iGGw/andrey-fursov-v-2020-godu-ssha-ozhidaet-perestroyka/































Ted Patrick is a "deprogrammer" who takes credit for saving over 1,600 people from cult brainwashing, giving himself the nickname "Black Lightening." DEPROGRAMMED is an insightful, challenging look into the destructive fallouts of cults, and why people join them in the first place.
Donovan's film would have been interesting enough if it were just a history lesson, but it goes deeper, exploring the eerie disconnect that takes place when people hand over the reins of their brains to an outside force.
June 17, 2016 …
Kathryn Greenaway
For anyone interested in the notion of how belief can corrupt as well as save, or perhaps hold a more extreme atheistic view of any organized faith, then this is the documentary for you..
http://csef.ru/en/politica-i-geopolitica/223/andrej-fursov-rim-predatelyam-ne-platit-7394

https://novom.ru/en/watch/3Vx9JWgxKi8

https://futuristrendcast.wordpress.com/tag/andrey-fursov/














http://www.stolica.narod.ru/posled/011.htm





















Humanity is not on the top of the “food chain”, and humanity is not in control of its sovereign decisions on a ‘macro’ scale. The idea of “free will” is, in many aspects, an illusion. Most of what you see on the world stage is manipulated and designed to create this “food” frequency of scarcity-fueled fear and reactivity…to keep humanity in a frequency prison, governed by forces who operate outside of our five-sensory perception. These forces work through us/others (including through the elite/controllers on a 3-D level, whom they use as portals/puppets to carry out their agenda) and distract us by projecting the shadows of separation consciousness on the wall/world stage (divide & conquer) and official cult-ure. “Government” (or any belief in external authority) is also an “archonic” creation; the perfect foundation to keep people stuck in an endless loop of conflict with each other, ensuring that we remain disempowered so as to produce all the “loosh” they require to keep well-fed".
- B. G. 

People,Learn To Be Total Honest With Yourself In Order To Grow!

"What are 'truthers' all i see is arguments. The doors been opened for so many yet they dont want to step out past what they think they know. Truth comes from innerstanding and peeling back the layers of triggers that have been imprinted not by arguing amongst themselves. Unlearning not learning is what needs to happen"

Honestly, I am DISGUSTED at how few people actually give a fuck, how few people make the effort to do any research but instead wait for mainstream media to tell them what is going on. At work: Sieg Heil to the manager, Sieg Heil to the UN, government and other alphabet soup mafia. Apart from that: Consume, consume, consume; ME, ME, ME, giving some money for the feelgood factor to some fake charity and sharing some fake video or circular on FB. Full of bloody NARCISSISTS. That's it. FUCK HOPE!"

"I don't label myself in any way. When I look at posts by those who call themselves 'truthers', I certainly don't want to count myself into the 'truther community'. Those running the global show must surely be pissing themselves with laughter. That is how poor it is."

"I get a good belly laugh every time I hear a so-called serious truther discuss politics, candidates, religious leaders, as though they control the world. The only control they have as individuals is controlling peoples minds, for people/creatures way above them."


Человек всегда приносит правду в жертву своему тщеславию, комфорту и выгоде. Он живет в притворстве».
Сомерсет Моэм
"Когда ОБЩЕСТВО - не ведёт ВОЙНУ с собственным НЕВЕЖЕСТВОМ это НЕВЕЖЕСТВО становится причиной ВОЙН."
" Бог не делает исключений ни в чью пользу, у Него нет любимчиков. Те, кто думает иначе, создают почву для расизма, шовинизма и ксенофобии."