понедельник, 16 апреля 2018 г.

მაკიაველიზმი, ფსიქოპათია და ნარცისიზმი: როგორ გამოხატავს „ბუ“ და „ტოროლა“ „პიროვნების ბნელ ტრიადას“

მაკიაველიზმი, ფსიქოპათია და ნარცისიზმი: როგორ გამოხატავს „ბუ“ და „ტოროლა“ „პიროვნების ბნელ ტრიადას“ 


„ტოროლა“ და „ბუ“ ფსიქოლოგიაში ცნობილი ორი ქრონოტიპია, რომლებიც განსაზღვრავენ აქტიურობის დონის ინდივიდუალურ განსხვავებებს დღის განმავლობაში. არსებობს თვალსაზრისი, რომ „ბუ“-ს ქრონოტიპი შეიძლება ასოცირებული იყოს ე.წ. „პიროვნების ბნელ ტრიადასთან“, რომელშიც შედის ისეთი თვისებები, როგორიცაა მაკიაველიზმი, ფსიქოპათია და ნარცისიზმი. ამის შესახებ „Aeon“-ის ფურცლებზე განაცხადა ლივერპულის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის მასწავლებელმა მინა ლაიონსმა.
ზოგს უყვარს ადრე დაწოლა და მზის ამოსვლისას ადგომა. ზოგს ღამის სიბნელე ურჩევნია და გამოცოცხლებას იწყებს მხოლოდ მზის ჩასვლის შემდეგ. ქრონოტიპების კვლევა (ადამიანების მიდრეკილება დაიძინოს დრე-ღამის გარკვეულ მონაკვეთში) აჩვენებს, რომ ადამიანებს ნამდვილად აქვთ სტაბილური ინდივიდუალური განსხვავებები მათი აქტიურობის დონეებში დღის სხვადასხვა დროს. მკვლევარები გამოყოფენ ორ განსხვავებულ ქრონოტიპს: „ტოროლას“ და "ბუს“. მიუხედავად იმისა, რომ ქრონიტოპების განსხვავებულობის ზუსტი მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია, გარკვეულწილად ისინი გენეტიკით განისაზღვრება.
არსებობს მრავალი განსხვავება „ბუსა“ და „ტოროლას“ შორის. ადამიანები, რომლებიც ადრე დგებიან, უკეთესად სწავლობენ სკოლაში და უფრო წარმატებულნი არიან ბიზნესსი. „ბუ“, როგორც წესი, ექსტრავერტია, უფრო მიდრეკილია რისკისკენ, უფრო კრეატიული,  ხშირად ეწევიან სიგარეტს, მეტ  ალკოჰოლს იღებენ. გარდა ამისა, მათ აქვთ ნაკლებად მკაცრი მორალური სტანდარტები და ერთი ღამით სექსის დიდი სურვილი. მე და ჩემი კოლეგები დიდი ხანია ვეჭვობდით, რომ იმ ადამიანების მახასიათებლები, რომლებსაც ურჩევნიათ ღამის ჩრდილში დამალვა, შეიძლება უკავშირდებოდეს პიროვნების ე.წ. „ბნელ ტრიადას“, რომელშიც შედის სამი თვისება - მაკიაველიზმი, ფსიქოპათის და ნარცისიზმი.
ბოლო 10 წლის განმავლობაში, ადამიანის ბუნების ბნელი მხარეების გააზრებისადმი ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამ თემას - „ბნელი ტრიადის“ თვისებების მიზეზებს და შედეგებს, ასევე მათთან დაკავშირებულ თვისებებს - ათასობით ემპირიული კვლევა და შრომა მიეძღვნა. მახასიათებლები, რომელიც გააჩნია „ბნელ ტრიადას“, შეიძლება ამაზრზენად გამოიყურებოდეს, ისინი შეესაბამებიან ეგოიზმის ძირითად მახასიათებლებს. ნარცისიზმი გულისხმობს სიდიადის იდეას, მაკიაველიზმი ასოცირდება მანიპულირებასთან ინტერპერსონალურ ურთიერთობებში, ასევე ცინიკურ დამოკიდებულებასთან  ადამიანის ბუნებაზე.
ფსიქოპათია შეიძლება ორ კომპონენტად დაიყოს: პირველად და მეორად ფსიქოპათიად. პირველად ფსიქოპათიას ასევე „წარმატებულ ფსიქოპათიას“ უწოდებენ, ვინაიდან გულქვაობა და დანაშაულის გრძნობის არარსებობა შეიძლება ძალაუფლების მისაღწევად სასარგებლო იარაღი გახდეს. წარმატებული ფსიქოპათიის კვლევებმა აჩვენა, რომ ასეთი სახის ფსიქოპათია, როგორც წესი, შეიძლება გააჩნდეს ბიზნესმენებს, ხელმძღვანელებს, პოლიტიკოსებს და სხვა პროფესიის ადამიანებს, რომელიც მაღალ კვალიფიკაციას საჭიროებს. მეორადი ფსიქოპათია, თავის მხრივ, დაკავშირებულია იმპულსების კონტროლის შეუძლებლობასთან და რისკებთან დაკავშირებულ უფრო მაღალ მიდრეკილებასთან. მაღალი ხარისხის მეორადი ფსიქოპათიის მქონე პირები ხშირად აღმოჩნდებიან ციხეში და არა წარმატებული კომპანიის ოფისში.
იმის ნაცვლად, რომ ადამიანები, რომლებსაც აქვთ „ბნელი  ტრიადიდან“ მიღებული თვისებები, მიიჩნიონ შეშლილებად, ბოროტებად და საშიშად, მკვლევარები განიხილავენ ამ თვისებებს ნეიტრალური კუთხით. ექსტრავესია-ინტრავერსიის კონტინუუმის მსგავსად, „ბნელი ტრიადა“ შეიძლება განიხილებოდეს, როგორც უწყვეტი თვისება, სადაც ადამიანები განსხვავდებიან იმით, თუ რამდენად არიან მანიპულირებადი, გულგრილი და  თავის თავზე შეყვარებული. ევოლუციური თვალსაზრისით ეს თვისებები შეიძლება იყოს ადაპტირებადი, რადგან ადამიანები, რომლებიც „ბნელი ტრიადის“ უფრო ძლიერ თვისებებს ავლენენ, შეიძლება უფრო წარმატებულები აღმოჩნდნენ სექსუალური პარტნიორების ძებნაში. შესაბამისად, მომავალი თაობა მათ გენებს მიიღებს. ბოლოს და ბოლოს, ამაში გამოიხატება ევოლუციის არსი: რეპროდუქცია, რეპროდუქცია  და კიდევ ერთხელ რეპროდუქცია.
მართლაც, „ბნელი ტრიადის“ თვისებები დაკავშირებულია ისეთ რეპროდუქციულ სტრატეგიებთან, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ პარტნიორების დიდ რაოდენობას და მოკლევადიან კავშირებს, და არა მონოგამიას და გრძელვადიან პარტნიორულ ურთიერთობებს. აქედან გამომდინარე ნათელი ხდება, რომ „ბნელი ტრიადის“ თვისებები შეესაბამება საღამოს ქრონოტიპის (ანუ „ბუს“) მქონე ადამიანთა ქცევას, კერძოდ, შემთხვევით სექსს, სუსტ მორალს და დიდი რაოდენობით ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენებას. „ბნელი ტრიადის“ თვისებებს ასევე უკავშირებდნენ მაღალ რისკს ცხოვრების მრავალ ასპექტში, მათ შორის მაღალ ფსონებს აზარტულ თამაშებში და მცირე დანაშაულში ან ცოლ-ქმრულ ღალატში გამოჭერის რისკს. დევიზი „იცხოვრე სწრაფად და მოკვდი ახალგაზრდა“ საუკეთესოდ ილუსტრირებს „ბნელი ტრიადის“ თვისებებს.
რამდენიმე წლის წინ, ჩემი და ჩემი კოლეგების ინტერესი გამოიწვია იდეამ შეგვემოწმებინა, რომ „ბუს“ გააჩნია „ბნელი ტრიადის“ ტიპიური თვისებები, რადგან ღამის სიბნელე უზრუნველყოფს დიდი შესაძლებლობით დაამყაროს შემთხვევითი სექსუალური კავშირები. ინტერნეტის გამოყენებით კვლევაში მონაწილეობა მიიღო 200-ზე მეტმა ადამიანმა. ჩვენ მათ მივაწოდეთ  კითხვარი, რათა გაგვეგო, თუ რამდენად ახასიათებთ მათ „ბნელი ტრიადის“ თვისებები. ჩვენ ასევე რამდენიმე კითხვა დავუსვით მათ ქრონოტიპთან დაკავშირებით. აღმოჩნდა, რომ „ტრიადის“ თვისებების უმრავლესობა (კერძოდ, მაკიაველიზმი, მეორადი ფსიქოპათია და ნარცისიზმის ზოგიერთი ასპექტი) დაკავშირებული იყო გვიან დაძინების ტენდენციასთან. საინტერესოა, რომ პირველადი ფსიქოპათია დაკავშირებული იყო დილის ქრონოტიპთან. ამდენად, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მაღალი „წარმატებული“ ფსიქოპათიის მქონე ადამიანები უფრო გავრცელებულებია „ტოროლებს“ შორის, რაც კანონზომიერია, რადგან წარმატების და კარიერის მისაღწევად, საკუთარი ადგილის დასაკავებლად მათ შორის, ვინც სხვას უწევს ექსპლუატაციას, საჭიროა ადრე ადგომა და სტანდარტული სამუშაო დროის  გრაფიკის დაცვა.
თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ქრონიოტიპისა და პიროვნების კვლევების უმრავლესობა  ერთმანეთთან არის დაკავშირებული, და აქ შეუძლებელია მიზეზობრივი კავშირის დემონსტრირება. ალბათ, საპირისპიროც არის შესაძლებელი - თუ ადამიანები გვიან დაიძინებენ, ისინი გახდებიან უფრო ეშმაკი, რისკიანი და იმპულსური. ამას უფრო მეტი ყურადღება უნდა მიექცეს მომავალ კვლევებში.
ჩვენ აღმოვაჩინეთ, რომ უკანონო ქმედებების უმრავლესობა ღამით ხდება, რომელიც ასევე სექსუალური აქტივობის პიკია. შესაძლოა, ღამის ცხოვრება, რომელთანაც სექსი, ნარკოტიკები და როკ-ნ-როლი ასოცირდებამ უკავშირებდნენ ადამიანებს, რომლებიც, გვიან ღამით იძინებენ. ამდენად, „ბუებს“ შეიძლება ჰქონდეს პიროვნების უფრო ბნელი მახასიათებლები, რომლებიც, თავის მხრივ, წარმოადგენენ ადაპტიური ინსტრუმენტალური კომპლექტის ნაწილს, რპმელიც განკუთვნილია რესურსების რეპროდუცირებისა და ეფექტური მოპოვებისათვის.

===

                 ნარცისიზმი და თვითშეფასება: მოძებნე 10 განსხვავება

 „მე ღირსი ვარ“, “მე დამარცხებული ვარ” თუ “მე განსაკუთრებული ვარ“? როდესაც საქმე ეხება ნარცისებს, გონებაში ჩნდება თავის თავზე შეყვარებული, თავმომწონე, მაღალი თვითშებასების მქონე მრავალ ადამინთა სახე. თუმცა, ამ მცდარ შეხედულებას ცოტა რამ აქვს საერთო რეალობასთან. უმეტესწილად ნარცისები არიან ღრმა ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე ადამიანები, საკუთარი თავის და სხვების შეფასების დეფორმირებული კრიტერიუმებით და საკუთარი ღირსების სუსტი გრძნობით. ფსიქოლოგი სკოტ ბარი კაუფმანი აცხადებს, რომ ბოლო წლების განმავლობაში მკვლევარებმა შეძლეს ნარცისიზმის შესწავლა, როგორ განსხვავდება ის ჯანსაღი თვითშეფასებისგან, როგორ ყალიბდება და როგორი არა აშკარა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს მაღალი შეფასების მუდმივმა მცდელობამ მათში,  ვინც არ განიცდის ნარცისულ აშლილობას.
დღეს თითქმის ყველამ იცის მითი ნარცისის შესახებ, რომელსაც ისე შეუყვარდა საკუთარი ანარეკლი წყალში, რომ არაფრის გაკეთება აღარ შეეძლო, გარდა იმისა, რომ აღფრთოვანებული ყოფილიყო  საკუთარი თავით. მან ვერ შეძლო თვალი მოეწყვიტა მისი ლამაზი ანარეკლისთვის წყალში, ვერ ხედავდა გარშემო რეალურ ადამიანებს, და, საბოლოო ჯამში, ჩამოდნა და დაიღუპა. ჰქონდა ნარცისს სხვა გამოსავალი? გახდა ტრაგედიის მიზეზი ზედმეტად მაღალი თვითშეფასება, თუ იყო კიდევ რაღაც?
წლების განმავლობაში ფსიქოლოგები და მედია ინტერპრეტაციას აძლევდნენ ნარცისიზმს, როგორც გადამეტებულ თვითშეფასებას ან თავმოყვარეობას. თუმცა, ამ მოსაზრებას ეჭვქვეშ აყენებენ არა მხოლოდ ფსიქოანალიტიკოსთა ემპირიული დაკვირვებების შედეგები, არამედ ბოლო წლების თვისობრივი და რაოდენობრივი კვლევები. ნათელი ხდება, რომ ნარცისიზმის ფენომენი მნიშვნელოვნად განსხვავდება თვითშეფასების ფენომენისგან - მას გააჩნია სხვა წარმომავლობა, განვითარების დინამიკა, ფორმირება და შედეგები.
ამ შემთხვევაში აქვს აზრი თვითშეფასების გაზრდას, თუ ეს საფრთხეს ქმნის იმით, რომ ჩვენ შეიძლება გადავაბიჯოთ ნარცისიზმის ზღვარს?

რა იყო დასაწყისში?

გამოარჩევენ ნორმალურ ინფანტილურ, ზრდასრულ და პათოლოგიურ ნარცისიზმს.
ნორმალური ინფანტილური ნარცისიზმი ბავშვის არსებობის საფუძველია, ჯანსაღი თვითშეფასების ფუნდამენტი, რომლის გარეშეც იგი ვერ გადარჩება. ნარცისიზმის ეს ტიპი დაბადებიდან იწყებს განვითარებას, როგორც დედასა და ბავშვს შორის არსებული ნაყოფიერი ურთიერთობების გარანტი. ნორმალური ინფანტილური ნარცისიზმი 2-4 წლამდე ვლინდება, ნაწილობრივ 6-7 წლის ასაკში ფიქსირდება და მანიფესტური სახით ცოტა ხნით ბრუნდება პუბერტატში, როდესაც ბავშვი ჯერ კიდევ ცდილობს საკუთარი თავის აღიარებას და მშობლებისგან გამოყოფას.
უნდა აღინიშნოს, რომ პათოლოგიური ნარცისიზმის განვითარების საფრთხის თვალსაზრისით, ყურადღება უნდა მიექცეს ორიდან ოთხ წლამდე ასაკს. აქ მნიშვნელოვანია, რომ მოხდა განცალკევების გრძნობის ფორმირება ახლობელი ადამიანებისგან, რომლებსაც ბავშვი ადრე აღიქვამდა, როგორც მისი სურვილების შესრულების ინსტრუმენტს.
შემდგომ მშობლებმა და მასწავლებლებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ ნარცისიზმზე მოზარდობის პერიოდში, როდესაც ნარცისიზმი შეიძლება იყოს დროებითი და ბუნებრივი, თუ ბავშვმა ადრე წარმატებით გაიარა ნარცისიზმის პირველი პერიოდი, ან პათოლოგიური, - თუ არ ჩამოყალიბდა პიროვნების ფსიქოლოგიური მთლიანობის და ზრდასრულებისგან სეპარაციის გრძნობა. ის  მუდმივად საჭიროებს მისი თვითშეფასების გრძნობის „საზრდოობას“.
6-7 წლის ასაკში, როცა ბავშვები სწავლობენ საკუთარი თავის გააზრებას იმის გზით, თუ როგორ ხედავენ მათ სხვები, ისინი პირველად აკეთებენ საფუძვლიან დასკვნას: „მე ღირსი ვარ“, „მე დამარცხებული ვარ“ ან „მე განსაკუთრებული ვარ“. თუ განვითარების ადრეულ ეტაპზე მშობლებმა მოახერხეს, რომ ბავშვმა ჯანსაღად მიიღოს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც არის, სხვათა მოსაზრებები უკვე არ აღიქმება მტკივნეულად, რადგან ეს მოსაზრებები ჯანსაღ ნიადაგზე ხვდება და აძლიერებს უკვე არსებულ მოსაზრებას საკუთარ თავზე, როგორც საკმაოდ კარგზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩნდება საკუთარი თავის, როგორც არასაკმარისად კარგის განცდა, და ეს აძლიერებს ნარცისიზმის განვითარებას.
აღზრდის სტილი სერიოზულ გავლენას ახდენს საკუთარი ღირსების განცდის შექმნაზე ან ნარცისიზმის ნიშნების გამოვლინებაზე. მშობელსა და აღმზრდელზეა დამოკიდებული, დარჩება თუ არა ბავშვი ნარცისი, და, ამრიგად, ან შეჩერდება მისი ფსიქიკური განვითარება, ან გააგრძელებს წინსვლას; ისწავლის თუ არა ის საკუთარი თავის რეალურად შეფასებას, თუ ყოველთვის დაამახინჯებს რეალობას,  გულდასმით შეარჩევს ადამიანებს თავის ამალაში, შექმნის თავისთვის ნარცისულ გარემოს.
ბავშვის ნარცისიზმი ხშირად მშობლების ნარცისიზმის შედეგია. ზოგიერთი მშობელი გადამეტებულად აფასებს ბავშვების შესაძლებლობებს და, მაგალითად, ამტკიცებს: „ჩემმა შვილმა ყველაფერი იცის, რაც მათემატიკასთან არის დაკავშირებული“, რის შემდეგაც ბავშვები შემდგომში ავლენენ ნარცისიზმის მაღალ დონეს. ასეთი მშობლები ცდილობენ ბავშვის IQ-ს გადაჭარბებულ შეფასებას, აზვიადებენ მათი გამოსვლების ეფექტს სკოლაში. მათ აქვთ შვილებისთვის უნიკალური სახელების მიცემის მიდრეკილება, რათა გამოარჩიონ ისინი სხვებისგან და თავადაც იყვნენ გამორჩეული, როგორც მშობლები. საბოლოო ჯამში, მათი შვილი ითვისებს ასეთ დამოკიდებულებას, რომლითაც, როგორც ვხედავთ, არსებობს მშობლების ბევრი ფარული ეჭვი, რომ ის თავის თავად, მიღწევების გარეშეც, კარგია. და ბავშვის მიერ მტკიცედ ათვისებული ეს „ცოდნა“ შემდეგ გაუცნობიერებლად განაირობების მის ურთიერთობას სხვა ადამიანებთან, აყენებს მათ ტანჯვას და აიძულებს სწრაფად მოქმედებას.
პირიქით, მაღალი თვითშეფასება ვითარდება მშობლის თბილი დამოკიდებულებისა და მიღების პირობებში, როდესაც მშობლებმა იციან, რომ მათი შვილი უბრალოდ კარგია. ისინი უზიარებენ შვილებს თავის რწმენას მათ მიმართ პატივისცემის, სიყვარულის, მადლიერების და სინაზის გამოხატვით. ისინი ისე ეპყრობიან ბავშვებს, რომ მათთვის გასაგები ხდება: მნიშვნელობა მხოლოდ მათ აქვთ, მიიხედავად იმისა, თუ როგორ გამოიყურებიან ან რა სახელი აქვთ. ყოველივე ამის შემდეგ, აღზრდის ამ პრაქტიკას შედეგად ბავშვი ითვისებს ღირებულ გზავნილს: ის არის ღირსეული ადამიანი და თავისთავად „OK“, რაც ჯანსაღი თვითშეფასების საფუძველია.
საინტერესოა ნარცისიზმისა და თვითშეფასების განვითარების დინამიკა. მიუხედავად იმისა, რომ თავმოყვარეობა, როგორც წესი, ყველაზე დაბალია მოზარდობის ასაკში და თანდათანობით იზრდება სიცოცხლის განმავლობაში, ნარცისიზმი მოზარდობის ასაკში პიკს აღწევს და თანდათანობით მცირდება მთელი ცხოვრების მანძილზე.
ამიტომ ნარცისიზმი და თვითშეფასება თითქოს ერთმანეთში აირეკლება პიროვნების განვითარების და ფსიქიკის ჩამოყალიბების მთელი ციკლის განმავლობაში.
ნორმალური მოწიფული ნარცისიზმი წარმოადგენს გამოცდილებით და  მშობლების კარგი დამოკიდებულებით  კომპენსირებულ ინფანტილურ ნარცისიზმს. ის აუცილებელია წარმატებული ურთიერთობების დასამყარებლად, კარიერის განვითარებისა და მოტივაციის შესაქმნელად.
თუმცა, პათოლოგიური ნარცისიზმი, რომელიც ჩნდება ჭეშმარიტი სიყვარულისა და მიღების ნაკლებობის შედეგად, უკვე ბავშვის თვითიდეალიზაციის და თავის თავზე გრანდიოზული წარმოდგენის ანარეკლია.

როგორი შედეგი იქნება?

კლასიკური გრანდიოზული ნარცისი არის ადამიანი, რომელიც ავლენს ქედმაღლობას, უპირატესობას, ამაოებას, უფლებამოსილებას; ის იყენებს ადამიანებს, ავლენს ექსგიბიციონიზმის გარკვეულ ფორმებს და იტანჯება პრაქტიკულად ჭარბი მოთხოვნილებისგან მიიღოს აღიარება სხვებისგან. ის არასდროს აღიარებს ამას.
მათ, ვინც შექმნეს ჯანსაღი თვითშეფასება, ასევე აქვთ ტენდენცია იგრძნონ კმაყოფილება საკუთარი თავის ან თავისი საქმიანობისგან, მაგრამ, როგორც წესი, ისინი არ აყენებენ თავს სხვებზე მაღლა და არ მონაწილეობენ რბოლაში მიღწევების მოსაპოვებლად.
ნარცისიზმსა და თვითშეფასებას შორის არსებულ სხვაობაში უკეთესად გასარკვევად დაგვეხმარება თვითშეფასების ტესტი - როზენბერგის სკალა ⓘროზენბერგის თვითპატივისცემის სკალა.  ეს პირადი კითხვარია თვითპატივისცემის  დონის საზომად და, გარკვეულწილად, თავმოყვარეობის დონის. ტესტი შედგება ისეთი დასკვნებისგან, როგორიცაა „ზოგადად კმაყოფილი ვარ“, „მე ვგრძნობ, რომ კარგი თვისებები მაქვს“ და „მე შემიძლია იგივე გავაკეთო, რაც სხვებმა“ და სხვ. თუ ადამიანი ეთანხმება ამ განცხადებებს, ეს მეტყველებს იმაზე, რომ მას აქვს თვითღირებულების და თვითკომპეტენტურობის ჯანსაღი დონე.
როგორც როზენბერგმა აღნიშნა: „როდესაც საქმე გვაქვს საკუთარი ღირსების გრძნობასთან, პირველ რიგში ვკითხულობთ, მიიჩნევს თუ არა ადამიანი თავს ადეკვატურად და ღირსეულად, ხომ არ მიიჩნევს, რომ სხვებზე მაღლა დგას“.
ამ შემთხვევაში ნარცისს შეუძლია აირჩიოს პასუხი, რომ „ზოგადად იგი კმაყოფილია თავისით“, რადგან გულის სიღრმეში თავს არასრულფასოვნად გრძნობს, და ნარცისი არ „დადგება სხვა ადამიანებთან გვერდით“, რადგან მიიჩნევს, რომ  მათზე მაღლა დგას. ეს მნიშვნელოვანია.
მიუხედავად იმისა, რომ ნარცისიზმი დადებითად კორელირებს თვითშეფასებასთან, მსგავსება მცირეა. მაგალითად, თქვენ შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ უპირატესობა გაქვთ სხვებზე, მაგრამ არ მიიჩნევთ თავს ღირსეულ ადამიანად. და პირიქით, შეგიძლიათ იფიქროთ, რომ ღირსეული და კომპეტენტური ხარ, მაგრამ სხვებზე მაღლა არ აყენებდეთ თავს.
ერთ-ერთი ბოლოდროინდელი სტატია უფრო მეტ ნათელს ჰფენს  ნარცისიზმსა და თვითშეფასებას შორის არსებულ მსგავსებასა და განსხვავებებას.
კორელაციური ანალიზის მეთოდი გვიჩვენებს, რომ თვითშეფასებასა და ნარცისიზმს შორის საერთოა ისეთი მაჩვენებლები, როგორიცაა თვითდაჯერებულობა, დადებითი ემოციები და ჯილდოს მიღების სურვილი. მაგრამ ამით მსგავსება მთავრდება. სინამდვილეში, კვლევის მიხედვით, ნარცისიზმსა და საკუთარი ღირსების გრძნობას შორის განსხვავებამ 63% შეადგინა.
აღმოჩნდა, რომ თვითშეფასება ბევრად უფრო ძლიერია, ვიდრე ნარცისიზმია დაკავშირებული ისეთ კრიტერიუმებთან, როგორიცაა კეთილსინდისიერება და შეუპოვრობა. ისეთი კრიტერიუმი, როგორც მეგობრულობა, არ ყოფილა ნარცისისტებისთვის დამახასიათებელი, რადგან ისინი უფრო ანტაგონისტური არიან. თვითშეფასებასა და მეგობრულობას შორის კავშირი შეიმჩნეოდა - ეს არ იყო პირდაპირი, მაგრამ დადებითი.
რაც შეეხება სიტუაციას ინტერპერსონალურ ურთიერთობებთან დაკავშირებით, 75% შემთხვევაში ნარცისიზმი და თვითშეფასება განსხვავდებოდა. ხალხთან ურთიერთობებში არსებული პრობლემები, გულისწყრომის სხვადასხვა რეაქცია გამოხატული ყვირილის, მუქარის ან ფიზიკური აგრესიის სახით, ნარცისიზმისთვის დამახასიათებელი იყო, ისევე, როგორც უადგილო კონფრონტაციის და არაპროპორციულად დიდი რესურსების ფლობის სურვილი.
როგორც კვლევის შედეგებიდან ჩანს, ნარცისიზმის მაღალი დონის მქონე ადამიანები ასევე გამოხატავდნენ სურვილს ნებისმიერი საშუალებებით მიეღწიათ იმისთვის, რომ ყურადღების ცენტრში აღმოჩენილიყვნენ სოციალურ ქსელებში, ამასთან ქსელის სხვა მონაწილეები და არა საკუთარი თავი მიაჩნდათ ნარცისებად, ნერვიულებად, უსიამოვნო და აღვირახსნილებად. ნარცისულად ორიენტირებული ადამიანები თავის თვალში დირეს ვერ ხედავდნენ, მაგრამ სხვის თვალში ბეწვსაც კი ამჩნევდნენ, უფრო ხშირად შედიოდნენ კონფლიქტში, მწვავედ კამათობდნენ და ფოკუსირებული იყვნენ სოციალურ მიღწევათა შედარებაზე.
ამის საპირისპიროდ, თვითშეფასების მაღალი დონის მქონე ადამიანები ავლენდნენ სოციალურ ქსელებში სხვებთან კონსტრუქციული ურთიერთობების დამყარების სურვილს და აღიქვამდნენ სხვებს, როგორც მიმზიდველებს, გამოხატული ლიდერის თვისებებით და მაღალი სტატუსით, მთლიანობაში, როგორც გონივრულებს, სიმპათიურებსა და კეთილებს.
ასევე იყო აშკარა განსხვავებები ფსიქოპათოლოგიის თვალსაზრისით. ნარცისიზმი და თვითშეფასება განსხვავდებოდა 100% -იანი მაჩვენებლებით, და ეს დაკავშირებულია ინტერნალიზაციის ცნებასთან.
მიუხედავად იმისა, რომ ჯანსაღი თვითშეფასების ფენომენს პირდაპირ უკავშირდებოდა შფოთვის დაბალი დონე, დეპრესიის და თვითგვემის დაბალი მიდრეკილება, ნარცისიზმისთვის ყველაფერი ეს არ ყოფილა დამახასიათებელი. პირიქით, ნარცისიზმი ბევრად უფრო მჭიდროდ უკავშირდება ექსტერნალიზებულ ქცევას, როგორიცაა შფოთვის გრძნობების ამოფრქვევა ან განთავსება გარე ობიექტებში, გარე მტრის ძებნა, სცენარების და დრამის გათამაშება, ანტისოციალური ქცევა და აგრესია. ამავდროულად, ნარცისიზმს ხშირად ახასიათება ნივთიერებების, როგორც ანესთეზიის, გამოყენება რთულ სიტუაციებში - კერძოდ, ალკოჰოლის / ნარკოტიკების ბოროტად გამოყენება.
რაც შეეხება პათოლოგიურ ნიშნებს, კორელაციის ანალიზის მეთოდის მიხედვით, ნარცისიზმმა აჩვენა პირდაპირი კავშირი თითოეული პათოლოგიური მახასიათებლების მიხედვით, ხოლო თვითშეფასება უარყოფით კორელაციაში იმყოფებოდა ყველა 30 პათოლოგიური მახასიათებლით.
კვლევის მონაწილეების აზრით, ჯანსაღი თვითშეფასების მქონე ადამიანებს საერთოდ არ ახასიათებთ განდგომილება, გაძლიერებული მოტორული აქტიურობა და ფსიქოტიზმი, ხოლო ნარცისისტებს ყველა შემთხვევაში ეს თვისებები გააჩნდა.
ნარცისიზმის შემთხვევაში გამოვლინდა კავშირი პიროვნების ისტერიულ აშლილობასთან, ხოლო თვითშეფასება არ უკავშირდებოდა ისტერიულ ქცევას.
ამ ანალიზის შედეგად ნათელია, რომ ნარცისისტებისთვის უფრო ადვილია ემოციური რეაგირება ქმედებების საშუალებით, ხანგრძლივი ურთიერთობების დამყარების გარეშე, სწრაფად მოძრაობა წინ, ვიდრე ადამიანებთან ურთიერთობების დალაგების ან კომპრომისის გამონახვის მცდელობა.
ნარცისიზმი ყოველთვის მოითხოვს დომინირების საჭიროებას სხვებზე მეტი რესურსის მისაღებად.
პირიქით, მაღალი თვითშეფასება ბევრად უფრო უკავშირდება სხვა ადამიანებთან ღრმა და ინტიმური ურთიერთობების დამყარების სურვილს.

უნდა ვეცადოთ თუ არა თვითშეფასების ზრდას და როგორ?

რა დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ სტატიის დასაწყისში დასმულ საკითხზე? აქვს აზრი იმას, რომ ვეცადოთ თვითშეფასების გაზრდას? პასუხის გასაცემად, ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნება ისტორიაში უფრო ღრმად ჩახედვა.
20 წლის განმავლობაში ამერიკის შეერთებულ შტატებში 70-დან 90-იან წლებამდე ჩვენ თვალს ვადევნებით თვითშეფასებით საყოვალთაო გატაცებას. ეს ნამდვილად საოცრება იყო! მთელი საზოგადოების ყურადღებას იპყრობდა მხოლოდ ერთი რამ - ნებისმიერი საშუალებით კარგად ეგრძნოთ თავი. ასეთი იყო პასუხი ყველა ცხოვრებისეულ პრობლემაზე.
და, შესაბამისად, შემდეგ ამ მეტად მარტივი გააზრებისგან მოძრაობა დაიწყო საპირისპირო მიმართულებით.
როი ბაუმაისტერმა და მისმა კოლეგებმა გაანალიზეს თვითშეფასების ზრდასთან დაკავშირებული ლიტერატურა  და აღმოაჩინეს, რომ ეფექტი ჯანსაღი თვითშეფასებისგან არცთუ მნიშვნელოვანი და გავრცელებულია, როგორც საყოველთაოდ იყო მიღებული: თვითშეფასება განსაკუთრებით ძლიერად კორელირებს ინიციატივისა და ბედნიერების გამოვლინებასთან. მაგრამ კორელაცია არ არის მიზეზობრივად თანაბარი. მათ ვერ მოძებნეს საკმარისი მტკიცებულება იმისა, რომ თვითშეფასების ზრდასთან დაკავშირებული ჩარევა, ფაქტობრივად, იწვევს რაიმე სარგებელს ან ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ასე რომ, ჩვენს ფსიქოლოგიურ ნაშრომში როგორ უნდა გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება თვითშეფასებაზე ზემოქმედებასთან დაკავშირებით?
ჩემი აზრით, მთავარია, რომ ჩვენ შეგვიძლია არ გვქონდეს შიში, რომ ბავშვებში თვითშეფასების გაზრდის მცდელობა უნებლიეთ შექმნის ნარცისების თაობას. ჯანსაღი თვითშეფასების ზრდა არ არის დაკავშირებული ნარცისიზმის განვითარებასთან. აქედან გამომდინარე, წინ დიდი სამუშაო გველის, ჩვენ უნდა მივაღწიოთ, რომ ყველა მოსწავლე გრძნობდეს თავს ღირებულ და პატივსაცემ ადამიანად, სტატუსის, სახელის ან შესაძლებლობების მიუხედავად.
ნამდვილი პრობლემაა ბავშვის რეალური მიღწევების ახლებურად შეფასებასა და  შექება იმის გამო, რომ ისინი განსაკუთრებულები არიან. როგორც ედი ბრუმელმანი აღნიშნავს:
„ჩვენი ამოცანა ის არის, რომ ვასწავლოთ მშობლებსა და პედაგოგებს გამოხატონ სიყვარული და მადლიერება ბავშვების მიმართ ისე, რომ სხვებზე მაღლა არ დააყენონ და არ მოთხოვონ მათ მიღწევები. ამგვარად მოქცევის შედეგად, მშობლები და აღმზრდელები შეძლებენ დაეხმარონ ბავშვებს თავი იგრძნონ ბედნიერებად იმის გამო, რომ ისინი არსებობენ, და არა იმიტომ, რომ სხვებზე უკეთესები არიან“.
 „მე მიმაჩნია, - განაგრძობს ბრუმელმანი, - რომ ჯანსაღი თვითშეფასება ვიტამინია თქვენი ჯანმრთელობისთვის, რადგან დაბალი თვითშეფასება შეიძლება იყოს რისკის ფაქტორი განვითარებისათვის, მაგალითად, დეპრესიისა, მიუხედავად იმისა, ნარცისულია ბავშვი თუ არა“.
ანალოგიურად, თუ ადამიანს აქვს ჯანსაღი თვითშეფასების საკმარისი საბაზისო დონე, მაღალი თვითშეფასების მუდმივი სურვილი მხოლოდ იმისთვის, რომ მუდმივად თავს კარგად გრძნობდეს, შეიძლება ძვირად დაუჯდეს მას. ამ სურვილის მიღმა შეიძლება ვერ დაინახოს ცხოვრება, რომ შეიძლება სიამოვნებით სწავლობდეს და განვითარდეს, დაამყაროს ურთიერთობები, გაიჩინოს მეგობრები არა რაოდენობრივად, არამედ სიამოვნებისთვის, ანუ იყოს ჭეშმარიტი, და შესაბამისად ჰქონდეს საკუთარი ქცევის, ასევე ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობის დამოუკიდებლად რეგულირების საშუალება.
თუ თქვენ საკმარისად დარწმუნებული ხართ თქვენს თვითშეფასებაში, კარგი იქნება, თუ ყურადღებას გაამახვილებთ თქვენს ურთიერთობებზე სხვა ადამიანებთან, არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად რთულია ეს ურთიერთობები. ჭეშმარიტი სიამაყე და ძლიერი დადებითი ემოციები იქნება ამ პროცესის ბუნებრივი შედეგი და არა აუცილებლობა, რომელიც აუცილებლად უნდა დაიხუროს“.
თითოეულ ჩვენგანს აქვს რთული დრო და გაურკვევლობის პერიოდი, ასე რომ, უპირველეს ყოვლისა, იმუშავეთ თანაგრძნობის გაზრდაზე საკუთარი თავისა და სხვების მიმართ, და არა საკუთარი ღირსების გრძნობის განვითარებაზე, და განსაკუთრებით ნუ მიიღებთ მონაწილეობას მიღწევების მოპოვებაში.
ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მასალის წყალობით შეძლებთ უკეთ რეალიზებას და იგრძნობთ თავს სიყვარულისა და პატივისცემის ღირსად, ასევე  შეძლებთ სხვა ადამიანების დახმარებას მიაღწიონ იგივეს თავიანთ ცხოვრებაში - ჯანსაღ, პროდუქტიულსა და ავთენტურში.


თარგმანი
10 .04.18
(C)