вторник, 19 декабря 2017 г.

ადამიანი, რომელიც წერს. ;გოპნიკები - ქალაქის ხულიგნები



ადამიანი, რომელიც წერს
+T-
      ერთი წლის წინ აშშ-ში დამკვიდრდა ჩვეულება 20 ოქტომბერს აღენიშნათ დამწერლობის დღე. ტვიტებმა ჰეშტეგებით #WhyIWrite (რატომ ვწერ?) წალეკეს ქსელი. ვერ ვხედავ მიზეზს, რატომ არ უნდა გახდეს ეს ამერიკული დღესასწაული საერთაშორისო. გთავაზობთ რამდენიმე ჩანაწერს ამ თემაზე: რატომ უნდა ვწეროთ?

                                                         Homo Scriptor

           ფ. პეტრარკა აღიარებდა: „ჩემთვის წერა - ნიშნავს სიცოცხლეს, და იმედი მაქვს, რომ ეს ასე იქნება სიცოცხლის ბოლო წუთამდე“ [1]. მეორე პოლუსზეა გოგოლის პატარა ადამიანი, რომლისთვის სიცოცხლის არსს წარმოადგენდა გადაწერა. „გადაწერის გარდა მისთვის თითქოს არაფერი არ არსებობდა“. რენესანსის გენიას შორის, რომელმაც თოთხმეტტომიანი თხზულებები დატოვა, და აკაკი აკაკიევიჩს შორის სამელნესა და საწერი ფრთის გარდა საერთოა მხოლოდ ის,  რომ ორივესთვის წერა წარმოადგენდა სიცოცხლის არსს.
        მაგრამ რამდენად განსხვავებული ცხოვრებისეული პოზიცია და მოტივაცია აქვს წერისადმი უსაზღვრო ერთგულებას?                                               
        ეს სკრიპტორიკის მთავარი საკითხია: ვინ წერს და რატომ? სკრიპტორიკა წერის ანთროპოლოგია და პერსონოლოგიაა სწორედ მისი ზეპირი  სიტყვისგან რადიკალური განსხვავების გამო.
                                 
                                               წერის ანთროპოლოგია

           თუ წერა დამწერის არარსებობის ფორმაა, მაშინ რატომაა საჭირო ადამიანის ყოფნა იქ, უფრო სწორად, მისი იქ წასვლა, სადაც ის არ არის? დავიწყოთ შორიდან, ცხოვრების სამი ფორმიდან. ცხოველი განსხვავდება მცენარისგან იმით, რომ ითვისებს სივრცეს, თავისუფლად გადაადგილდება იქ, გამოეყოფა თავის „აქ“-ს, აღმოაჩენს თავის თავს „იქ“ და „იქით“. ადამიანი განსხვავდება ცხოველისაგან იმით, რომ ითვისებს დროს, თავისუფლად გადაადგილდება მასში, გამოეყოფა მის მიერ დამკვიდრებულ ადგილს არა მარტო „აქ“, არამედ „ახლაც“, აღმოაჩენს თავისთვის „მაშინ“-ს და  „მერე“-ს.  მეხსიერება, წარმოსახვა, ენა და კულტურაც ზოგადად - ადამიანის გამოსავალია მისი აწმყოს კარჩაკეტილობიდან. ის მეხსიერებით უბრუნდება თავის წარსულს, ხოლო წარმოსახვით იხედება თავის მომავალ ცხოვრებაში.
   საკუთარი შინაგანი თავისუფლებიდან გამომდინარე, ყოველი არსება მტკივნეულად განიცდის თავისუფლების დაკარგვას. ცხოველი გალიაში იტანჯება, მას უვითარდება პატიმრობის ნევროზი. ადამიანს გულს უმძიმებს არა მარტო სივრცითი, არამედ დროებითი პატიმრობა, მას უვითარდება, კლაუსტროფობიის მსგავსი, დაკარგული დროის ნევროზი, დახურული სივრცის შიში. დღევანდელობაში ჩაკეტილი, მე ვგრძნობ საკუთარი თავის დაპატარავებას, ვგრძნობ, რომ რაც უფრო დრო გადის, მით უფრო მეტად ვიღუპავ თავს. მე მინდა დროის სივრცეზე ცხოვრება, მოგზაურობა წარსულსა და მომავალში, მინდა მახსოვდეს სხვები, უკვე წასულები, და მინდა დავრჩე იმ ადამიანთა ხსოვნაში, რომლებიც ჩემ შემდეგ მოვლენ. ასე ჩნდება კვალის მნიშვნელობა. კვალი - ჩემ გარეშე ჩემი არსებობის ყველაზე ზოგადი კატეგორიაა, ეს არის გარემო, რომელიც მინარჩუნებს ჩემი არყოფნის დროს.
       ცხოველები სივრცეში სხვადასხვა კვალს ტოვებენ, რაც აღინიშნა განშტოებული ხალხურ-სამონადირეo-სამეცნიერო ტერმინოლოგიით: погрызы, порои, прикопы, потаски ("таскания")... არსებობს სპეციალური სფერო - ტრასოლოგია (ფრანგ. trace), მეცნიერება კვალის შესახებ, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს კრიმინალისტების, არქეოლოგების, ზოოლოგებისა და მონადირეებისთვის. პალეონტოლოგიაში ამ დისციპლინას ეწოდება იჰნოლოგია (ბერძნული. ichnos, კვალი). უძველესი ორგანიზმების შესახებ ინფორმაციის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომლებიც ჩვენ გაგვაჩნია, მიღებულია მათი კვალის შესწავლის შედეგად. კვალი არა მხოლოდ სივრცის, ასევე დროის კატეგორიაა, იგი ინახავს მატერიალურ მეხსიერებას ორგანიზმების შესახებ მათი არარსებობის შემთხვევაში.
           მთელი ჩვენი ცხოვრება აღბეჭდილია უამრავი კვალის სახით - ვიზუალურის, ტაქტილურის და რომელიც არ აღიქმება სენსორულად: მოლეკულურის, ვიბრაციულის ... ადამიანს თან ახლავს არა მხოლოდ ენერგეტიკული აურა, არამედ მისი ტრასოსფერა, მის მიერ მონიშნული სივრცე, რომელიც ინარჩუნებს ხსოვნას მის შესახებ მისი გარდაცვალების შემდეგაც. უამრავი ნაკაწრი, ბზარი, ჩაჭყლეტილი ადგილი, მისი შეხებით, სუნთქვით, ნაბიჯებით გამოწვეული დაორთქვლა ... ადამიანის მატერიალურ ემანაციათა მთელ ამ ერთობლიობას გარე სამყაროში შეიძლება ეწოდოს ტრასოსფერო. საინტერესო იქნება, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოვიცვათ ადამიანის მთელი ამ „ნაკვალევის სფერო“,  არა მხოლოდ ობიექტურ სამყაროში, არამედ სხვა ადამიანთა აღქმასა და მეხსიერებაში, ხელის ჩამორთმევით და სასიყვარულო ჩახუტებით დაწყებული და მისი პიროვნების სხვებზე ზემოქმედებით დამთავრებული. არსებობენ უზარმაზარი ტრასოსფეროს მქონე ადამიანები, რომელიც ანათებულია მათი დიდებით“, ასევე არსებობენ მცირე ტრასოსფეროს მქონე ადამიანები. მაგრამ ადამიანები საერთოდ კვალის გარეშე არ არსებობენ.
           ცხოველი, როგორც წესი, კვალს ტოვებს შემთხვევით, როგორც სასიცოცხლო პროცესების შედეგს, როგორიცაა, საკვების მოპოვება, სოროს თხრა, სოროს მოწყობა. ზოგიერთი ცხოველი (მაგალითად, ძაღლები და კატები) განზრახ ნიშნავენ თავის ტერიტორიებს და ამისთვის იყენებენ მელნის რეზერვს, რომელიც მათ ბუნებამ მისცა. მაგრამ ადამიანებში „კვალის დატოვება“ არსებობის ლეიტმოტივად გადაიქცევა: უბრალოდ შედეგი კი არა, სასიცოცხლო პროცესის მიზანია. თუმცა ცხოველისგან განსხვავებით, რომელიც „კვალს ტოვებს“ სივრცეში, ადამიანი „კვალს ტოვებს“ დროში, ანუ, ცდილობს დატოვოს რაც შეიძლება მყარი კვალი, რომელიც მის შემდეგაც დიდხანს დარჩება. დროის ნევროზი ჰბადებს კვალწერას, როგორც საკუთარი თავის ფიქსაციის მცდელობას მარადიულობაში, მომავალში ყოფნის სურვილს აწმყოსთვის და წარსულში მომავლისთვის, ანუ საკუთარი თავის დროში მოთავსებას მისი ადგილსამყოფელის დასაწყისში და მის შემდეგ. იმ შემთხვევაში, თუ არაგანზრახული კვალი-შედეგი ადამიანს ცხოველთან აკავშირებს, მაშინ სწორედ მიზანმიმართული კვალწერა აქცევს მას ადამიანად - არსებად, რომელიც დროს გადალახავს.
           არსებობენ „კვალშეპყრობილი“ ადამიანები, ტრასომანები, როგორიცაა, მაგალითად, ჩინეთის იმპერატორი ცინ შიხუანი, რომლის აკლდამას იცავს ნატურალური სიმაღლის ათასობით ტერაკოტული მეომარი.  ასეთი შეპყრობილობის განსაკუთრებულ ტიპს წარმოადგენს სკრიპტომანია, წერილობითი კვალის დატოვების მოთხოვნილება. ყველა მასალიდან ყველაზე მეტად დროს დაწერილმა სიტყვამ გაუძლო, ამიტომ ადამიანს, რომელიც წერს, უფლება აქვს თქვას თავის შესახებ პუშკინის სიტყვებით: „ძეგლი ავიგე ხელთუქმნელი, მარად უკვდავი“. თუმცა, ერთი საკვანძო სიტყვა აქ არაზუსტია: დამწერლობა, ხელნაწერი - ეს სწორედ რომ ხელთუქმნელი ძეგლია. ჰორაციუსს აქვს „Exegi monumentum…“-ში, რომელიც თავისუფლად თარგმნილია პუშკინის მიერ, უფრო სწორად ნათქვამი აქვს:
            „ძეგლი შევქმენი. მარადიული,
            ვიდრე სპილენძი, მეფურ პირამიდებზე უფრო მაღალი“.
           არ შეიძლება სკრიპტომანიის და გრაფომანიის ერთმანეთში არევა. ჩვეულებრივ, გრაფომანს უწოდებენ უნიჭო მთხზველს, რომელსაც აინტერესებს მხოლოდ პუბლიკაციები და პოპულარობა, ეს პატივმოყვარეობის ფორმაა. ხოლო სკრიპტომანი შეიძლება იყოს დიდი მწერალი, გენიოსი, მას უბრალოდ აქვს საკუთარი თავის  წერილობითი გამოხატვის მუდმივი მოთხოვნილება. ამ თვალსაზრისით, სკრიპტომანები იყვნენ ფ. პეტრარკა და ს. კიერკეგორი. შეიძლება ამ კატეგორიას მიეკუთვნოს ლეო ტოლსტოი და ალექსანდრე დიუმა, რომლებიც თითქმის ზებუნებრივი მწარმოებლები იყვნენ და დაწერეს ათობით და ასობით ტომი? ეს საკამათო საკითხია. მათ ბევრი სხვა რამაც აინტერესებდათ: ქალები, მეურნეობა, პედაგოგიკა, ომი, ფუფუნება, მოგზაურობა, თეატრი ... მაგრამ გარკვეულწილად თავად მწერლის მოწოდება, ალბათ, განუყოფელია აკვიატებული მოთხოვნილებისგან უკვდავყოს თავი საკუთარ სკრიპტებში.
         მოვუსმინოთ ავსტრიელ მწერალს ინგებორგ ბაჰმანს (1926-1973), რომელსაც ასე მიაჩნია მისი არსებობის მნიშვნელობა (თითქმის სიტყვასიტყვით იმეორებს ზემოთ ციტირებულ ფ. პეტრარკას):
         „მხოლოდ მაშინ ვარსებობ, როდესაც ვწერ. როცა არ ვწერ, არაფერს არ წარმოვადგენ. როცა არ ვწერ, მე არ ვარ მე. მაგრამ, როცა ვწერ, თქვენ არ შეგიძლიათ ჩემი დანახვა. არავის არ შეუძლია ჩემი დანახვა. შეიძლება დაინახოთ რეჟისორი, მომღერალი, მსახიობი, როდესაც ისინი ფილმს იღებენ, მღერიან, თამაშობენ, მაგრამ წერის პროცესი უხილავია“ [2].
         აქ მტკიცედ გაცხადებულია ორი, თითქოს ერთმანეთთან შეუსაბამო პრინციპი: მწერალი არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა წერს, დაწერილის წყალობით, და ამავე დროს ნაწერში ის არ არსებობს, უხილავია ირგვლივ მყოფთათვის, „ზეპირად“  შემსრულებლებისგან განსხვავებით, რომლებიც ხილულები არიან სხვებისთვის, როდესაც ასრულებენ ნაწარმოებს. მწერლისთვის სწორედ „არარსებობა“ წარმოადგენს თვითრეალიზაციის ყველაზე ძლიერ ფორმას.
           ყოველ წერილობით შესრულებულ შეტყობინებაში შენიღბულია პირადი განაცხადი, რომელიც შეიძლება შემდეგნაირად იყოს გამოხატული: „მე თქვენთან ერთად ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკურად აქ არ ვარ. მე გადავლახე სივრცე და დრო, რათა გადმომეცა თქვენთვის და ყველასთვის, ვინც კითხულობს,  რის ცოდნაც ​​თქვენთვის აუცილებელია. ეს იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ჩემი ხმა და პირადი ყოფნა არ არის საკმარისი, ამიტომ ვწერ. მე მინდა, რომ ჩემს შემდეგაც და ჩემგან დამოუკიდებლად ეს ცოდნა სხვებსაც გადაეცეს“. ასეთია შეტყობინების  წერილობითი ფორმის გზავნილი, განსაკუთრებით, თუ იგი დასაბეჭდად არის განკუთვნილი. შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის წერილობითი კომუნიკაციის მხოლოდ პირადი, არამედ ანთროპოლოგიური წინაპირობაცაა, რომელიც დამახასიათებელია ზოგადად ადამიანისთვის, რომელიც წერს, მიუხედავად მისი პირადი განზრახვისა.

                                             წერის პერსონოლოგია

           ანთროპოლოგიურ წინაპირობასთან ერთად წერას ასევე აქვს ფსიქოლოგიური და პერსონოლოგიური მოტივაცია. ლ. ვიგოტსკი, ისევე როგორც ბ. ვუნდტი, ხაზს უსვამს წერილობითი მეტყველების ფუნდამენტურ განსხვავებას ზეპირისგან. „... წერილობითი მეტყველება განვითარების პირობებში არ რეპროდუცირებს ზეპირი მეტყველების ისტორიას ..., ასევე არ წარმოადგენს ზეპირი მეტყველების წერილობითში უბრალო თარგმანს... <...> ეს მეტყველების ალგებრაა, მიზანმიმართული და შეგნებული მეტყველებითი საქმიანობის ყველაზე ძნელი და რთული ფორმა“ [3]. ალგებრა ოპერირებს პირობითი სიმბოლოებით, რომლებიც აბსტრაგირებულია  კონკრეტული არითმეტიკული სიდიდეებისგან. ანალოგიურად წერა აბსტრაგირებულია ზეპირი მეტყველების კონკრეტული სიტუაციისგან, აღმნიშვნელისა და თავად მოსაუბრისგან.
       - სწორედ წერილობითი მეტყველების აბსტრაქტულობა ართულებს მის მოტივაციას ბავშვისთვის: „კვლევა გვაფიქრებინებს, რომ მოტივი, რომელიც აიძულებს მიმართოს წერილობით მეტყველებას, ჯერ კიდევ ნაკლებად ხელმისაწვდომია ბავშვისთვის, რომელიც იწყებს წერის სწავლას“ [4]. მართლაც, ბავშვი ჯერ კიდევ არ გრძნობს წერის რაიმე პირად საჭიროებას. ყველაფერი, რის გამოხატვაც მას სურს, მას შეუძლია  გამოხატოს მეტყველებით. როდის ჩნდება ეს მოთხოვნილება? – „ოქროს ბავშვობის“ ნანგრევებზე, მოზარდობის დასაწყისში  (დაახლოებით 11-14 წლის ასაკში), როდესაც ისინი კარგავენ გარე სამყაროსთან უშუალო კავშირის გრძნობას, როდესაც ჩნდება დაკარგული ბავშვობის თემა, რომელიც არასდროს არ დაბრუნდება, წარმავალი დროის და მარტოობის, სხვებისგან განცალკევების  გამძაფრებული გრძნობა. ამ დროს განსაკუთრებით ხშირად წერენ დღიურს, განიცდიან წერილობითი მეტყველების მოთხოვნილებას, როგორც ერთგვარ კომპენსაციას სამყაროსთან, მშობლებთან, თანატოლებთან დაკარგული სულიერი ერთიანობის გამო. წერილობითი მოტივაცია ჩნდება თვითრეფლექსიასთან, საკუთარი თავის სუბიექტად და ობიექტად დაყოფასთან ერთად. ჩემი ტექსტი - ეს მე ვარ ჩემს გარეშე, რომლის შესახებ შემიძლია დავწერო, მასზე ვიმუშავო, თავი დავაღწიო დროსა და სივრცეს.
          მოვიყვან ერთ-ერთ პირველ ჩანაწერს ანა ფრანკის „დღიურიდან“, სადაც  ახსნილია დაწერის მოტივაცია პიროვნების ჩამოყალიბების გარკვეული მომენტით (იგი მხოლოდ 13 წლის იყო):
           „უბრალოდ მინდა წერა, და რაც მთავარია, მინდა გამოვხატო ყველაფერი, რაც გულში მაქვს. „ქაღალდი ყველაფერს აიტანს“. ასე ხშირად მიფიქრია იმ სევდიან დღეებში, როდესაც ვიჯექი, ხელებში თავჩარგული და არ ვიცოდი სად წავსულიყავი. / ... / მე არ ვაპირებ ვინმესთვის ამ სქელი რვეულის ჩვენებას მაღალფარდოვანი სათაურით „დღიური“, და თუ ვაჩვენებ, მხოლოდ ნამდვილ მეგობარს, სხვებისთვის ეს საინტერესო არ არის. მე უკვე ვთქვი, თუ რატომ მინდა დღიურის წერა: იმიტომ, რომ ნამდვილი მეგობარი არ მყავს! აუცილებელია ახსნა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერავინ გაიგებს, თუ რატომ გრძნობს ცამეტი წლის გოგონა თავს ასე მარტოხელად. / ... /  გულწრფელად საუბარი არავისთან არ შემიძლია, ამიტომ თავს ვგრძნობ მარტოსულად ... ამისთვის მჭირდება დღიური“  (20 ივნისი 1942 წ.) 
         „ზოგჯერსახლში ყოფნა მინდოდა, ზოგჯერ სადმე წასვლა, მაგრამ ადგილიდან მაინც არ განვძრეულვარ“ (ანა ფრანკი). სადმე წასვლის მცდელობა, გაქცევა, რათა დღევანდელობისთვის თავი დაეღწია, საკუთარი ადგილის მოძებნის შეუძლებლობა, - ყველაფერმა ერთად გოგონას გადაუშალა წერის კიდევ ერთი ფორმა. მან აღმოაჩინა გამოსავალი - დღიური, და თავის წარმოსახვით მეგობარს მისცა სახელი - „ძვირფასი კიტი!“ წერილი მარტოხელა ადამიანის მონოლოგია, რომელსაც სურს საკუთარი არსებობის დამკვიდრება გაუცხოებულ სამყაროში და ამისათვის პოულობს თვითგაუცხოების თანაზომიერ ფორმას ტექსტში.
             
                                     დამწერლობის მომავალი

           ჩვენს დროში არსებობდე - ნიშნავს წერდე, ანუ აღბეჭდავდე ნიშნებს, რომლებსაც გაჰყავხარ საკუთარი სხეულიდან და რომელიც სკრიპტორებს ჩართავს  გლობალურ სემიოსფეროში. ცხოვრების სკრიპტიზაცია არ არის მხოლოდ ინდივიდუალური მეცადინეობა, ასევე მთელი კაცობრიობის პროგრესული მოძრაობაა, რომლის არსებობა სულ უფრო მეტად გადადის სხვადასხვა სახის ჩანაწერებში, უპირველეს ყოვლისა ელექტრონული ფორმით. ადამიანი, რომელიც თავისი ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს ხარჯავს კომპიუტერთან, თავისი საქმიანობით მისი არსებობის სკრიპტორი ხდება. სკრიპტორიკა იმ კლასის თვითცნობიერება და თვითგანმტკიცებაა, რომელიც წერს და რომელთაც რიცხვს ეკუთვნის უკვე უმრავლესობა.
        21-ე საუკუნეში, წერა და ბეჭდვა (ე.წ. „სამგანზომილებიანი“, 3D print-ი) სულ უფრო მეტად იძენს პირდაპირი მწარმოებლური ძალების ფუნქციებს, რომლებსაც მოქმედებაში მოჰყავთ ახალი ინდუსტრია. თუ დავუჯერებთ არცთუ შორეული მომავლის ტექნოლოგიურ პროექციებს, ქარხნები და ფაბრიკები გადაიქცევა გიგანტურ პრინტერებად, რომლებიც დაამზადებენ მასალებს და ობიექტებს მოცემული თვისებებით. ჯერჯერობით, სამგანზომილებიანი ბეჭდვა ძალიან ძვირია კერძო მომხმარებლებისთვის, მაგრამ მალე სახლის პრინტერზეც შესაძლებელი იქნება ტექსტების „ჩაბეჭდვა“ რეალურ სამყაროში. აწარმოო - ნიშნავს ბეჭდავდე. კომპიუტერში შეაქვთ სასურველი ობიექტის სრული საინფორმაციო მატრიცა, ხოლო პრინტერიდან გამოდის თავად ობიექტი, რომელიც დამზადებულია ნებისმიერი მასალისგან: ჰაერის, მიწის, ნაგვის, მტვერისგან, რადგან შეკრება ხორციელდება  ნაწილაკების და ატომების დონეზე. ასეთ სიტყვიერ, ვერბალურ ობიექტებს შეიძლება ეწოდოს ვერბიექტები (verbjects) ან პრინტოიდები (printoids). შეიძლება ნებისმიერი რამის დაბეჭდვა: ტანსაცმლითა და ავეჯით დაწყებული და ადამიანის სხეულის ორგანოებით დამთავრებული, ხოლო პერსპექტივაში - სახლის, ქუჩის, ქალაქის და მთელი პლანეტის, მთავარია იყოს დამკვეთი და მიმღების მისამართი.

სუბიექტი დაბრუნდა ...
          თუ ადრე წერა იყო რამდენიმე ადამიანის ხვედრი, პროფესიული ელიტის მოწოდება, ახლა პრაქტიკულად ყველა წერა-კითვის მცოდნე ადამიანი იმდენადვე ხდება მწერალი, რამდენადაც მკითხველი. ასე რომ, სოციალური ქსელის Facebook-ის აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობამ ორ მილიარდს მიაღწია, ხოლო რუსულენოვანი ქსელის  "Вконтакте" - ოთხას მილიონს. მკითხველთა შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ პირადი ცხოვრების სკრიპტიზაციის სხვადასხვა ფორმები: დღიურები, მემუარები, ბიოგრაფიები და ავტობიოგრაფიები, აღსარებები, ბლოგები, „ცხოვრებისეული ისტორიები“. შესაბამისად, იზრდება  წერის თეორიული როლის გაგება სუბიექტის თვითგამორკვევაში. ფილოლოგების, კულტუროლოგების, ფილოსოფოსების და სოციოლოგების ყურადღებას იპყრობენ „writing the self“ („საკუთარი თავის აღწერის“), „self-inscription“ („საკუთარი თავის ჩართვის“), „selfie“ („საკუთარი თავის ფოტოგრაფირებასთან“) დაკავშირებული თემები.
           წერა თვითრეალიზაციის თითქმის ყველაზე მნიშვნელოვანი და აუთენტური საშუალება ხდება. და ამავე დროს აღმოჩნდება, რომ წერა საკუთარი იდენტობისგან გაქცევის გზაა, მისთვის ახალი განზომილების მიცემის, საკუთარი თავის ვირტუალურ პიროვნებებად, ალტერნატიული ცხოვრების ისტორიების გამრავლების საშუალებაა. ქსელი ქმნის ინდივიდის ვირტუალიზაციისა და მულტიპლიკაციის ახალ შესაძლებლობებს, რომელშიც ავლენს საკუთარი თავის არგამოჩენის უნარს, ტექსტში ყოფნას არყოფნის წყალობით. ამ კონტექსტში არქაულად გამოიყურება წერის ტრადიციული თეორიები, რომლებიც დაჟინებით ამტკიცებდნენ მის მეორადობას ზეპირ, „ცოცხალ“ სიტყვასთან მიმართებაში. მაგრამ მორალურად გრამატიოლოგიაც ძველდება, რომელმაც წერა გამოაცხადა განსხვავებათა თვითკმარ თამაშად, რომელმაც რადიკალურად გამორიცხა მისგან ადამიანი. მილიარდობით ადამიანისათვის, თვითრეალიზაციის პრობლემა დაწერის გზით ფსიქოლოგიურად და ეგზისტენციურად ყველაზე საარსებოა.          
        ამჟამად წერის სუბიექტთან დაბრუნება, Homo Scriptor, არ იმეორებს ან მხოლოდ ნაწილობრივ იმეორებს 1930-1950-იან წლების ეგზისტენციალიზმის იდეებს, რომელიც ამტკიცებდა პირად პასუხისმგებლობას, ანგაჟირებას, ჩართულობას ადამიანისა, რომელიც წერს.  თანამედროვე პერსონოლოგია განასხვავებს იმ ათწლეულების პერსონალიზმისგან სუბიექტის გაგებას, როგორც არ-ყოფნას, როგორც პროცესს, რომელიც ხორციელდება დაწერის გზით და არ შეიძლება გაიგივებული იყოს „საკუთარი თავის არჩევასთან“ წერის გარეშე სიტუაციაში. წერის სუბიექტი არ არის ინდივიდი, რომელსაც წინ უდევს ქაღალდის ფურცელი ან რომლის თვალწინ კომპიუტერის ეკრანია; იგი არც სახლში იმყოფება, არც სამსახურში; არ ექვემდებარება არც ემპირიულ, არც ეგზისტენციურ ვერიფიკაციას. ის სუბიექტია, რომელიც ასეთი გახდა მისი ჩამანაცვლებელი ნიშნების სისტემის მეშვეობით - ტრანსსუბიექტი.
       მაგალითად, პუშკინი, რომელსაც ვიცნობთ მისი შემოქმედების მიხედვით, რამდენიმე პერსონისგან შედგება, რომლებიც ცვლიან მას, მაგრამ რეალურად არ არსებობენ ან არსებობენ მხოლოდ ნაწილობრივ და ფიქტიურ ხასიათს ატარებენ, როგორიცაა ივან ბელკინი, უილიამ შენსტონი, ჯონ უილსონი, იპოლიტ პინდემონტი, „ევგენი ონეგინის“ ლირიკული გმირი და მთხრობელი, „ბრინჯაოს მხედარის“ ლირიკული „მე“ და ა.შ. ტრანსსუბიექტი სუბიექტია „ბრჭყალების“ გრძელ რიგში, მისი ყველა მოადგილის საერთო ადგილი, სახე, რომელიც შედგება მრავალი ნიღბისგან, მაგრამ მაინც არ შეესაბამება მათ [5].
           აღსანიშნავია, რომ პეტერ ჰეჰსის ბოლო კვლევა „საკუთარი თავის აღწერა“ ასე   განსაზღვრავს ამ თემის განვითარების ბოლო სამ ისტორიულ პერიოდს: „აუთენტურობის ძიება“ (მე-20 საუკუნის შუა პერიოდი, ეგზისტენციალიზმი); „სუბიექტის სიკვდილი“ (მე-20 საუკუნის ბოლო, პოსტტრუქტურალიზმი და გრამატოლოგია); „სუბიექტი მოკვდა, გაუმარჯოს სუბიექტს“ (1985-2010) [6]. ეს სუბიექტის გაცოცხლებაა ახალ, ზეინდივიდუალურ განზომილებაში და ქმნის გრამატიტოლოგიის სკრიპტორიკაში გადასვლის წინაპირობას.  
      ჩვენ ჯერ კიდევ კარგად არ ვიცით, თუ როგორ უნდა ვისაუბროთ ამ ტრანსსუბიექტზე, თუ ვინ არის პუშკინი და რას ნიშნავს „პუშკინისეული“ - არა როგორც ბიოგრაფიული რეალია, არამედ როგორც თავად წერის სუბიექტური კატეგორიები. ჩვენ ან გადავდივართ წერის მიღმა არსებული სუბიექტის ბიოგრაფიულ ენაზე, ან სუბიექტის გარეშე არსებული წერის გრამატოლოგიურ ენაზე. მნიშვნელოვანია გაცნობიერება იმისა, რომ წერის სუბიექტი ბრუნდება, მაგრამ სკრიპტორიკაში ხდება მისი გარდატეხა რეინკარნაციების პრიზმაში, იგი ატარებს მისი გაუჩინარებისა და ჩანაცვლების მნიშვნელოვან კვალს. ეს უკვე სხვა სუბიექტია, რომელიც გამოხატავს თავის თავს მისი არარსებობის ფორმებში. სკრიპტორიკა ავლენს იმ თავგანწირვის, არმყოფობის სიღრმეს, რომლის მეშვეობითაც მწერალი გადის მკითხველისკენ გზას - და მეორე უბდუნდება თავის თავს, მაგრამ უკვე შეცვლილს. [7]

[1]  Epistolæ Familiares წინასიტყვაობა, 1, 1, 44.. 
[3]ლ. ვიგოტსკი. აზროვნება და მეტყველება//ლ. ვიგოტსკი. თხზ. კრებული 6 ტ. მოსკოვი: პედაგოგიკა, 1982. . 2. გვ. 236, 240.
[4] Ibid., 238.
[5] იხ. თავი ჰიპერავტორობის შესახებ (hyperauthorship) წიგნში: Epstein M., Berry E. Transcultural Experiments: Russian and American Models of Creative Communication. N.Y.: Palgrave MacMillan, 1999.
[6]Heehs P. Writing the Self: Diaries, Memoirs, and the History of the Self. N.Y.; L., 2013. Ch. 13. The Search for Authenticity. Ch. 14. The Death of the Subject; Ch. 15. The Self is Dead, Long Live the Self.
[7]  უფრო დეტალურად წერილობითი საქმიანობის და მისი შესწავლის შესახებ -  წიგნში. ცოდნიდან შემოქმედებამდე. როგორ შეუძლია კაცობრიობის შეცვლა ჰუმანიტარულ მეცნიერებებს. მოსკოვი.-სანქტ-პეტერბურგი: ჰუმანიტარული ინიციატივების ცენტრი, 2016, გვ. 292-310 (უფასო კითხვა და ჩამოტვირთვა).
===========

 გოპნიკები - ქალაქის ხულიგნები

ახალი გაზეთი

         ბოლო წლებში შეიქმნა სოციალურ-პოლიტიკური სტილის თავისებურებები, რომელიც იმსახურებს განსაკუთრებულ სახელს. მე ვუწოდებდი მას „გოპს“ - სიტყვიდან „გოპნიკი“. გოპნიკები - ქალაქის ხულიგნები არიან, ნახევრად დამნაშავე ელემენტები, ჯერ კიდევ კრიმინალური არა, მაგრამ ზღვარზე მყოფნი. მათი სიძულვილის მთავარი ობიექტებია კულტურული, პატიოსანი მოქალაქეები, რომელთა შეშინება და დამცირება, მათზე ძალაუფლების გამოცდა გოპნიკებს ძალიან უყვართ. გოპნიკებისთვის მნიშვნელოვანია არა იმდენად ძარცვა (თუმცა ესეც კარგი საქმეა), რამდენადაც აგდებულად მოპყრობა, აგრესიის გამომჟღავნება. ეს არა მარტო ამაღლებს მათ საკუთარ თვალში, არამედ მათი იდენტობის და სულიერი კომფორტის საფუძველს წარმოადგენს. მათთვის მორალური კანონები დაწერილია მხოლოდ ამ სიტყვის მეორე მნიშვნელობით. ისეთი ღირებულებები, როგორიცაა კანონი, თავისუფლება, პატიოსნება, შრომა, ინტელიგენტურობა მათში დაცინვას და ზიზღს იწვევენ; ხოლო უნამუსობა და მუხანათობა, პირიქით, მოწონებას და ხორხოცს. მათი modus operandi – «подставить», «кинуть», «развести», «слить», «хапнуть»…      
         არსებობს ამ სიტყვის წარმოშობის ორი ვერსია. პირველია „ჰოპ“-ი  - გადახტომა, ახტომა. ქუჩის ხულიგნები მოულოდნელად ესხმიან თავს - ვერაგულად. დალის თქმით, „ჰოპ“ ნახტომი ან დარტყმაა და, შესაბამისად, წამახალისებელი შეძახილი გადახტომის დროს. „ჯერ ორმოს გადაახტი და ჰოოპლა მერე დაიძახე“. აქედან გამომდინარეობენ ისეთი ჟარგონები, როგორიცაა „გოპ-სტოპი“ და ნიშნავს ქუჩაში ძარცვას, ან „გოპ-სკოკი“ - მ. გორკის ჩანაწერების სათაური გამვლელის გაძარცვის შესახებ მოსკოველი უპატრონო ბავშვების მიერ.
          კიდევ ერთი ვერსიაა „ГОП“-ი, როგორც აბრევიატურა. XIX საუკუნის მიწურულს, თანამედროვე სასტუმროში „ოქტომბერი“ ლიგოვსკის პროსპექტზე სანკტ-პეტერბურგში შეიქმნა შეფარების სახელმწიფო საზოგადოება (Государственное общество призора - ГОП), სადაც მიჰყავდათ უპატრონო ბავშვები და მოზარდები, რომლებიც ეწეოდნენ წვრილ ყაჩაღობას და ხულიგნობას. რევოლუციის შემდეგ, ამ შენობაში მოაწყეს პროლეტარიატის სახელმწიფო საერთო საცხოვრებელი (Государственное общежитие пролетариата)  - კვლავ ГОП-ი, იგივე მიზნებისთვის, ხოლო არასრულწლოვან დამნაშავეთა რიცხვი  ამ რაიონში მკვეთრად გაიზარდა.
         ზოგადად, ამ ორ ვერსიას შორის მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა არ არსებობს.
        ეს აგრესიულ-მოურიდებელი ქცევის სტილი დიდი ხანი არაა, რაც სულ უფრო შესამჩნევად აღწევს საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს. ახლა მათ შეიძლება თამამად დაურთოთ პრეფიქსი „გოპ“, რადგან ყველა მათგანი გამსჭვალულია გოპნიკობით.
        ავიღოთ დიპლომატია - სფერო, რომელიც თითქოს შორსაა გოპ-ჩვეულებებისგან. მაგრამ როდესაც რუსეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე (12.04.17) ბრიტანეთის წარმომადგენელს შეურაცხყოფა მიაყენა: „შემომხედე! თვალს ნუ მარიდებ, რატომ მარიდებ თვალს?“ - აბსოლუტურად ნათელი გახდა, რომ ჩვენ წინაშე ამ უძველესი პროფესიის ახალი სახეობაა: გოპ-დიპლომატია. ამ სფეროს შეიძლება მივაკუთვნოთ საგარეო საქმეთა მინისტრის (საუდის არაბეთიდან მის კოლეგასთან გამართულ პრეს-კონფერენციაზე) საყვარელი რეპლიკა „დებილები, ბ. ...“
         გოპ-პოლიტიკა. სინამდვილეში, მთელი საერთაშორისო პოლიტიკა, დაწყებული ყირიმის მიერთებით, რასაც რუსი სტრატეგები გულზვიადად უწოდებენ გეოპოლიტიკას, - თავისი არსით გოპ-პოლიტიკას წარმოადგენს. მისი სიახლე მხოლოდ იმაშია, რომ ასეთი აშკარა ძარცვა, როდესაც ერთი სახელმწიფო არა მარტო იჭრება სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, არამედ ითვისებს მის ნაწილს, ნამდვილად სიახლეს წარმოადგენს თანამედროვე მსოფლიოსთვის (მეორე მსოფლიო ომის შემდეგ).
        ჩემზე განსაკუთრებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პოლიტიკური გოპ-სკოკის არცთუ დიდი ხნის წინ მომხდარმა ეპიზოდმა. სახელმწიფოს ერთ-ერთმა ლიდერმა გამოავლინა  მამობრივი ზრუნვა მინისტრის მიმართ: არ გაგვიცივდეს ძვირფასი ამხანადი ცივ შემოდგომას, „რაიმე ქურთუკია საჭირო“. შემდეგ კი გადასცემს საჩუქარს: „წაიღე კალათა“.  აღნიშნული სიტყვები ქურთუკისა და კალათის შესახებ ძეხვით - კნინობით-მოფერებითია, პირდაპირ შჩედრინის პორფირი გოლოვლიოვია, რადგან მეტად მნიშვნელოვანი სახელმწიფო პირი აწარმოებს ფარულ აუდიოჩანაწერს ფედერალური სამსახურის აპარატურაზე, რათა მეგობარი და კოლეგა ჩასვას ციხეში. ეს არის გოპნიკობა უმაღლეს დონეზე: ვერაგულად სახეზე ღიმილი აქვს, ხოლო უბეში დანა. არაფერს ვამბობ სახელმწიფო დონეზე ხელშემწყობ გოპნიკობას რეჟიმის ოპონენტების წინააღმდეგ: შხამიანი ე.წ. ზელიონკა, რომელიც თვალებს, და სიცოცხლისათვის საშიში მყრალი შხამი.
       გოპ-ჟურნალისტიკის ტრანსლირება მიმდინარეობს ყველა არხზე. ზოგჯერ ამბობენ, რომ ეს ჟურნალისტიკა კი არ არის, პროპაგანდაა. მაშინ პოსტ-ყირიმულ პოლიტიკას უნდა ეწოდებოდეს არა პოლიტიკა (მენეჯმენტის ხელოვნება), არამედ სხვაგვარად. ჩემი აზრით, უფრო მართებულია ამ საქმიანობას დავუტოვოთ მათი ტრადიციული სახელი, ხოლო ის, რადაც გარდაიქმნებიან (საკუთარი თავისადმი სრული დაპირისპირებით), განისაზღვროს პრეფიქსით „გოპ“. გოპ-ჟურნალისტიკა ამტკიცებს, რომ აგროვებს და ავრცელებს ინფორმაციას, მაგრამ მთელი მისი ფუნქციაა სიმართლის გაუპატიურება და ძალადობის გამართლება. გულწრფელობის მომენტში ის საუბრობს იმავე ენაზე, როგორც გოპ-დიპლომატია. ტელეწამყვანმა დისკუსიის დროს ამერიკელ ჟურნალისტთან მიირბინა და პიჯაკში სტაცა ხელი: „შენ რას ფიქრობ, მხოლოდ ლაპარაკი შემიძლია. რატომ მიწვევ პროვოცირებაზე? გითხარი გაჩერებულიყავი? ჰო და გაჩერდი!“
       გოპ-ტელევიზიას აბსოლუტურად ავსებს სხვა ტიპის გოპ-კომუნიკაცია უახლესი ტექნოლოგიების მეშვეობით. ტროლების ჯარს (რომ არაფერი ვთქვათ ჰაკერებზე) გულუხვად აფინანსებენ სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ეს იგივე გოპ-სტრატეგიაა: ფარულად დაესხა თავს, გალანძღო, შეურაცხყო და დაიმალო. ეს არ არის რეგულარული არმია, არც იდეისათვის მებრძოლები არიან, არამედ წვრილმანი ვიგინდარები, რომლებიც თავს დაგესხმებიან,  შემდეგ კი გარბიან.
         გოპ-ეკონომიკა სამეურნეო საქმიანობის საფარქვეშ მის ობიექტებს ითვისებს: კორუფციაა ხელისუფლების ყველა ეშელონში: მექრთამეობა, აგარაკები და იახტები, „ვიოლონჩელობის“ ხელოვნება, ერთი სიტყვით, „ეს დიმონი არ არის“.  აშშ-ს ეკონომიკური კვლევის ეროვნული ბიუროს მონაცემებით, რუსების ოფშორული კაპიტალი ქვეყნის სავალუტო რეზერვებზე სამჯერ მეტია. მოქალაქეები ინახავენ ოფშორებში თანხას, რომელიც უდრის  მთლიანი ეროვნული შემოსავლის  75%-ს, რეზერვების მოცულობა კი - 25%-ს. და, რა თქმა უნდა, გოპ-ეკონომიკა - ბიუჯეტიდან სამხედრო ხარჯების გადარიცხვაა მედიცინის, განათლების და მეცნიერების ხარჯზე, რომელთა დონე კატასტროფულად ეცემა. გოპნიკისთვის კასტეტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე წიგნები.
           გოპ-ეკონომიკის განსაკუთრებული პიკანტურობა გოპ-პოლიტიკასთან ერთად იმაშია, რომ მმართველი ელიტისთვის დაწესებული სანქციების გამო პასუხისგება უწევს ქვეყნის მთელ მოსახლეობას. მაგნიტსკის ამერიკულ კანონს (კორუფციის წინააღმდეგ) უპასუხეს დიმა იაკოვლევის ასიმეტრიული კანონით (უცხოელთა მიერ ბავშვთა შვილად აყვანის აკრძალვის შესახებ). მსხვილ ოლიგარქებს, პრეზიდენტის მეგობრებს, რომლებსაც შეეხოთ დასავლეთის სანქციები, ათავისუფლებენ გადასახადებისგან და, უფრო მეტიც, უბრუნებენ ადრე გადახდილ გადასახადებს. გოპნიკობა ყოველთვის ასიმეტრიული პასუხია. თუ გარიგება არ შედგა ან მეგობრებმა უღალატეს, - ჯავრს ქუჩაში იყრის, გამვლელს სცემს ან გოგონას შეათრევს სადარბაზოში. გოპნიკების სუსტთა დასჯის ამ მანერას ძლიერებთან დამარცხების გამო ეწოდება „ვორონეჟის დაბობმბვა“.
          კიდევ ერთი, ძალიან მოულოდნელი ასპარეზი გოპნიკებისთვის არის რელიგია, სადაც ასევე უფრო შესამჩნევია ხულიგნური, აგრესიული, ბანდიტური კომპონენტი. ადრე, 1990-იან წლებში რელიგიამ მიიღო პრეფიქსი „პოპ“, რომელიც მიუთითებს მის მასობრივ ხასიათსა და კომერციალიზაციაზე. „პოპ-რელიგია“ - დიდი პოპულარობის ნიშანია, რომელიც გათვლილია მასობრივი საზოგადოების აღქმაზე, იმავე მნიშვნელობით, როგორც „პოპ-მუსიკა“  ან „პოპ-არტი“. პოპ-რელიგია მასების მოხმარების რელიგიაა, მაგიური ან ფსიქიკური მანიპულირების ინსტრუმენტი პრაქტიკული სარგებლობის მოპოვების მიზნით. 1990-იან და 2000-იან წლებში მღვდლები მუდმივად ესწრებიან  სასაქონლო ბირჟების, სააქციო საზოგადოების, პოლიტიკური ასოციაციების, ლიტერატურული ჟურნალების და კინოფესტივალების პრეზენტაციებს. საშიშია, თუ იგივე მეუფე და მოძღვარი, რომელიც ამზადებს თქვენ სულს განკითხვის დღისათვის, დაიარება კოსმოდრომებზე, სტადიონებზე ან ბენზინგასამართ სადგურებზე და აფრიალებს საცეცხლურს, აკურთხებს ყველაფერს, დაწყებული ბურთით და ჩოგანით დამთავრებული. მათ შორის, ბირთვული იარაღის ჩათვლით.
         მანამდე ეს ღვთის მსახურები ძირითადად უცნაურად დუმდნენ, არ ერეოდნენ იმაში, რაც ხდებოდა, მაგრამ თავისი ყოფნით ანიჭებდნენ მას უფრო მაღალ ღირებულებას. თუმცა, ბოლო წლებში, პოპ-რელიგია გადავიდა უფრო აგრესიულ ქმედებებზე და გოპ-რელიგიად გარდაიქმნა. მისი ყველაზე თვალსაჩინო გამოვლინებაა - „მართლმადიდებელი აქტივისტების“ საქმიანობა, რომლებიც თავს ესხმიან გამოფენებს, კინოთეატრებს, ემუქრებიან კულტურის მოღვაწეებს - ყველას, ვინც ბედავს შემოქმედებითი თავისუფლების პარტიულ-კონფესიურ დოგმებზე მაღლა დაყენებას და ვისაც შთაგონება ღმერთისგან აქვს, და არა პატრიარქისა ან სინოდისგან. თუ პოპ-რელიგიაში ჭარბობდა კომერცია, გოპ-რელიგიაში ჭარბობს აგრესია და მილიტარიზმი, რომელიც უარს არ ამბობს სახელმწიფო საკუთრების კომერციულ მონაპოვარსა და რეიდერულ მიტაცებაზე. რუსული გოპ-რელიგია არის მცდელობა აქციოს მართლმადიდებლობა ომის რელიგიად ისლამური მოდელის მსგავსად, ხოლო, თუ ეს შესაძლებელია, რიგებიც კი შეამჭიდროოს. უპირველეს ყოვლისა, „დამპალი“ დასავლური ქრისტიანობის წინააღმდეგ, რომელიც გულმოწყალეობის ფასეულობებზე დამოკიდებული დარჩა, მოყვასისადმი სიყვარულზე, პატიებს ცოდვებს „ნაირფერადებს“, ლოცავს მტერს და ხალისით იღებს სხვა სარწმუნოების მქონე ადამიანებს. გოპ-რელიგიის რიგებს ავსებენ  არაეკლესიური და ეკლესიასთან დაახლოებული წრეები, მაგრამ თავად ეკლესია მის  მღვდელმთავართა მხარდაჭერით არ ჩქარობს მათ დაგმობას, არამედ დუმილით წაახალისებს მათ.  სინამდვილეში, მათ უერთდებიან აგრესიაში სეკულარული განათლების, მეცნიერებისა და კულტურის წინააღმდეგ, არღვევენ კონსტიტუციას, რომელიც ამტკიცებს ეკლესიის სახელმწიფოსგან გამოყოფას.
         საქმე იმაშია, რომ გოპნიკობა ორმაგ თამაშს ეწევა. პატიოსანი კრიმინალისგან განსხვავებით, იგი დაიარება სამართლებრივი/დანაშაულებრივი საზღვრების ირგვლივ და თავს არიდებს მის ღიად გადაკვეთას. კრიმინალური საზოგადოებისგან განსხვავებით, გოპნიკები ნაწილობრივ ინტეგრირებულნი არიან ნორმალურ ცხოვრებასთან, რაღაცას სწავლობენ, სადღაც მუშაობენ. ისინი დანაშაულა შემთხვევიდან შემთხვევამდე სჩადიან, სპორადულად, კონტექსტურად, რომელიც საშუალებას აძლევს სახიფათოდ მიუახლოვდეს მკვლელობასაც კი, მაგრამ იმავდროულად, მშრალი გამოვიდეს წყლიდან. დღისით  ასეთი გოპნიკი რომელიმე საბოილეროშია ან სახელოსნოში, ხოლო  საღამოს ქუჩაში გადის საშოვარზე და ხალხის შესაშინებლად.
       თანამედროვე ჟარგონზე, ეს ჰიბრიდულობაა. მაგალითად, ჰიბრიდული ომის დროს ქვეყანა-გოპნიკი იყენებს ფარულ ოპერაციებს, დივერსიებს, კიბერგატეხვას, დაქირავებულებს და ამბოხებულებს, მაგრამ ამავე დროს ცდილობს მეტ-ნაკლებად დამაჯერებლად უარყოს თავისი რაიმე ჩართულობა კონფლიქტში, პატიოსნად ხმას აძლევს ყველა ასამბლეაზე, გამოდის ორმაგი სტანდარტების და სხვის საქმეში ჩარევის წინააღმდეგ, ანუ იქცევა, როგორც ფრიადოსანი, რათა წყვდიადის საფარქვეშ თავხედურად მოიქცეს, დააჩოქოს, დაამციროს.
         გოპ-პოლიტიკა, გოპ-ეკონომიკა, გოპ-ჟურნალისტიკა, გოპ-რელიგია არსებითად ჰიბრიდულია: ისინი იცავენ პროფესიის ერთ კანონს, რათა შეიქმნან ალიბი სხვა კანონების დარღვევისას.
          ეს ფასადები, ფეიკები, ფირნიშები არავის არ ატყუებს, მაგრამ თითქოს ემსახურებიან ნერვული დამკვირვებლების და პოტენციური მსხვერპლის დამშვიდებას: არა, ჩვენ ყაჩაღები არ ვართ, ჩვენ ჩარჩოებში ვართ მოქცეული და საშოვარზე  მხოლოდ საღამოობით მივდივართ.
         გოპ-მოძრაობის ასეთი გაქანების შედეგად მთელი ქვეყანა აღიქმება, როგორც გოპ-სახელმწიფო, უძლური რაიმეს შექმნის თვალსაზრისით, მაგრამ თავის სიამაყეს იკმაყოფილებს დიდი და პატარა ბინძური ხრიკებით სხვა სახელმწიფოების მიმართ.  არც ძალა გააჩნია და არც გონება იმისათვის, რომ წვლილი შეიტანოს მეცნიერებასა და კულტურაში, ყურადღება მიაქციოს ხალხის ჯანმრთელობას, ააშენოს გზები, გზა გაიყვანოს სხვა პლანეტებისკენ, გააერთიანოს კაცობრიობა დიდი შემოქმედებითი პროექტების განხორციელებით. სამაგიეროდ ბედნიერი არიან ქუჩის ხულიგნები: მათ შეუძლიათ ჩაამსხვრიონ ფანჯრები, შეიპარონ უცხო ეზოში, ხელი შეუშალონ სხვა ხალხის არჩევანის განხორციელებას, მოისყიდონ სხვა ქვეყნების მმართველი ელიტა, უხაროდეთ დემოკრატიული და სამართლებრივი ინსტიტუტების წარუმატებლობა და ნახონ სარგებელი  ყველა ადამიანის სისუსტეში.
        როგორც გოპნიკობის ეპოქის მოწიფული თვითშეგნების შედეგი, ის თავისთვის ძეგლს ამზადებს. სწორედ იქ, სადაც ეს დაიწყო, სადაც გაჩნდა რევოლუციური და საბჭოთა ГОП-ები. „რია ნოვოსტის“ ცნობით, გოპნიკის ქანდაკების დადგმას სანქტ-პეტერბურგში აპირებენ. აქედან გამომდინარე, ახლა რუსეთის ხელისუფლებაში ყველა პეტერბურგიდანაა, მათ გოპ-ი აქციეს მსოფლიო მასშტაბის ფენომენად.
        ეს ჯერ კიდევ მხოლოდ პროექტია, „ხელთუხლებელი“ ძეგლი, მაგრამ უკვე ნათლად ჩანს მგეგმავების მოურიდებლობა, რომლებსაც სურთ მისი    ალექსანდროვის კოლონასთან შედარება. საბოლოოდ, ისტორიის ლოგიკის მიხედვით, აღმოჩნდა, რომ ასი წლის წინ მეფე ჩამოაგდეს იმისათვის, რომ მის ადგილზე გოპნიკი დაეყენებინათ.
        კიდევ შესაძლებელია  თანამედროვე გოპნიკობის მრავალი სახეობების ჩამოთვლა: გოპ-სპორტი (რად ღირს, თუნდაც, „შარდის მატარებელთა“ ამბავი), გოპ-მეცნიერება (რომლის უახლესი გმირია კულტურის მინისტრი, „ისტორიკოსი“!) ... მაგრამ ისედაც აშკარაა: ჰიპისა და იაპის, ასევე სხვა სუბკულტურების სანაცვლოდ  მოდის გოპი. ეს რა, ახალი ახალგაზრდული „სუბკულტურაა“? არა, იგი არ არის თანახმა იყოს „სუბ“ და პრეტენზია აქვს „სუპერის“ წოდებაზე: ყველა ასაკის, საყოველთაო სახელმწიფო და, თუ ეს შესაძლებელია, პლანეტარულის.




თარგმანის  სერვისი  M.F.L  12.2017  (C)


======


"გოპნიკი" ‐ რომელსაც ზუსტი ქართული შესატყვისი არ აქვს საბჭოთა კავშირის დროინდელი რუსული ჟარგონია.ასე ეძახიან ურბანული ფენის დაბალი სოციალური სტატუსის მქონე აგრესიულ ახალგაზრდას,რომელსაც კრიმინალური ქცევები ახასიათებს.ტერმინი მეოცე საუკუნეში იღებს სათავეს. ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობის გარკვევაში სეზონის მოდის მოვლენები დამეხმარნენ,პირველრიგში კი ფრანგული მარკის "Vetements" და რუსი დიზაინერის გოშა რუბჩინსკოვის ‐ წარმატება. Vatements‐ის კრეატიული დირექტორი დემნა გვასალია და გოშა 90‐იანებიდან არიან. სწორედ იმ ეპოქიდან,როდესაც საბჭოთა კავშირში გავრცელდა "გოპნიკთა" ერთგვარი პოსტ პანკური სტილი,რომელმაც თანამედროვე ქუჩის სტილში ბევრი დეტალი შეცვალა. ქუჩის სტილზე საუბრისას,რა თქმა უნდა,არ უნდა დაგვავიწყდეს ჰიპ‐ჰოპ რევოლუცია. მოდის მოყვარულებმა რეპერებს მადლობა უნდა გადაუხადონ "Over size" ქურთუკებისთვის და ჩაჩაჩული შარვლებისთვის,ფეხბურთის ფანებს ‐ ლოგომანიისთვის,რომელიც ამ ეტაპზე ისევ ტენდენციურია,აქვე არ უნდა დაგვავიწყდეს ნორმკორის თავისუფალი სტილი,რომელიც უკვე სამი წელია არ კარგავს აქტუალობას. უნდა ვაღიაროთ,რომ ამ ალტერნატიული სტილის დაფუძნების სათავეში,მოდის მოყვარულები ფიქრობდნენ,რომ ის მოდაზე გავლენას ვერ მოახდენდა. მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანდა ასე,რადგან სპორტული მარკის ლუქს ბრენდები ქუჩის სტილის გავრცელებამდე გაცილებით ადრე,ქმნიდნენ საღამოს კაბებს სპორტული შტრიხებით,უხამებდნენ გლამურულსა და სადას. დღესღეობით შესახამებელი თითქმის აღარაფერი დარჩა.ჩვენებებზე მოდის სახლები ქუჩის სტილის გავლენით შექმნილ ქაშმირის პალტოებს გვთავაზობენ,მოდის მყოვარულები ძვირფასი ბეწვისგან შექმნილ ქურქებს დახეულ ჯინსებზე ატარებენ,ხოლო გიგანტური კაპიშოუნიანი ზედების კაბაზე ჩაცმა თითქმის ტრადიციად იქცა მოდის კვირეულებზე. აღსანიშნავია ისიც რომ "გოპნიკურ" შედევრებს პოდიუმზე,გადაპარსულ თავიანი მოდელები გვიჩვენებენ,რაც სათავეს იღებს ჯერ კიდევ 20‐იანი წლებიდან,როდესაც თმის პარაზიტების გამო ბევრი თავს იპარსავდა. თავის გადაპარსვა 90‐იანებშიც საკმაოდ ტენდენციური იყო,მაგრამ სხვა დატვირთვით ‐ ხულიგანები ქურდობის დროს თმით რომ არ დაეჭირათ. ბევრ 90‐იანელს ემახსოვრება წინდებში ჩატანილი შარვლის ტოტები და ჯინსებში ჩატანილი სვიტრები,ასევე კეპები გადაპარსულ თავებზე.რაც დემნა გვასალიას სტილს მოგვაგონებს. ასე,რომ "ახალი" მოდა უცხო არ არის იმ ადამიანებისთვის,ვინც ჯერ კიდევ ოცი წლის წინ ატარებდა ამ ტანისამოსს. როგორც ჩანს ოცდაათ წელს მიღწეული დიზაინერები ნოსტალგიით იხსენებენ იმ ეპოქას და მთელ მსოფლიოს უკან დაბრუნებას აიძულებენ. ავტორი: პროექტ "გახდი ჟურნალისტი"-ს მონაწილე გიგა უჩუვატოვი
http://editori.ge/?p=58574


"Весьма ценной в наше время является, на мой взгляд, идея Г. Зиммеля о женщине как создательнице Дома [5]. Дом – это там, где тебя любят, где тепло и уютно твоей душе, где горит домашний очаг, хранительницей которого является женщина. Дом – это тихое пристанище после житейских бурь. Дом – это та почва, из которой вырастают дети, впитывая «дух семьи», семейные традиции, пропитываясь любовью родителей и близких, вбирая в свою душу их душевное тепло, это первая «школа любви». «Дом, – отмечал Г. Зиммель, – это часть жизни и вместе с тем особый способ соединять, отражать, формировать всю жизнь. Свершение этого явления является великим культурным деянием женщины» [5, с. 257]. Дом для женщины – особая ценность, область ее самораскрытия, самоосуществления. Создание Дома является проявлением женской сущности, одним из главных ее предназначений и отход женщины от Дома есть отход от своей женской сущности. Современная западная женщина все более «бежит» из дома, она «вся в работе», дом, дети в нем (если они есть…) становятся заброшенными, бездомье поглощает обитателей, которые дома не чувствуют Дома, т.е. душевного тепла, уюта, домашний очаг еле тлеет (если еще тлеет…) и в доме становится холодно. Этот процесс бездомья распространился на все западное общество. Можно сказать, что современная культура Запада – это «культура Бездомья», в то время как культура Востока традиционно остается «культурой Дома»"








Some Further Words
by Wendell Berry.
Let me be plain with you, dear reader.
I am an old-fashioned man. I like
the world of nature despite its mortal
dangers. I like the domestic world
of humans, so long as it pays its debts
to the natural world, and keeps its bounds.
I like the promise of Heaven. My purpose
is a language that can repay just thanks
and honor for those gifts, a tongue
set free from fashionable lies.
Neither this world nor any of its places
is an "environment." And a house
for sale is not a "home." Economics
is not "science," nor "information" knowledge.
A knave with a degree is a knave. A fool
in a public office is not a "leader."
A rich thief is a thief. And the ghost
of Arthur Moore, who taught me Chaucer,
returns in the night to say again:
"Let me tell you something, boy.
An intellectual whore is a whore."
The world is babbled to pieces after
the divorce of things from their names.
Ceaseless preparation for war
is not peace. Health is not procured
by sale of medication, or purity
by the addition of poison. Science
at the bidding of the corporations
is knowledge reduced to merchandise;
it is a whoredom of the mind,
and so is the art that calls this "progress."
So is the cowardice that calls it "inevitable."
I think the issues of "identity" mostly
are poppycock. We are what we have done,
which includes our promises, includes
our hopes, but promises first. I know
a "fetus" is a human child.
I loved my children from the time
they were conceived, having loved
their mother, who loved them
from the time they were conceived
and before. Who are we to say
the world did not begin in love?
I would like to die in love as I was born,
and as myself of life impoverished go
into the love all flesh begins
and ends in. I don't like machines,
which are neither mortal nor immortal,
though I am constrained to use them.
(Thus the age perfects its clench.)
Some day they will be gone, and that
will be a glad and a holy day.
I mean the dire machines that run
by burning the world's body and
its breath. When I see an airplane
fuming through the once-pure sky
or a vehicle of the outer space
with its little inner space
imitating a star at night, I say,
"Get out of there!" as I would speak
to a fox or a thief in the henhouse.
When I hear the stock market has fallen,
I say, "Long live gravity! Long live
stupidity, error, and greed in the palaces
of fantasy capitalism!" I think
an economy should be based on thrift,
on taking care of things, not on theft,
usury, seduction, waste, and ruin.
My purpose is a language that can make us whole,
though mortal, ignorant, and small.
The world is whole beyond human knowing.
The body's life is its own, untouched
by the little clockwork of explanation.
I approve of death, when it comes in time
to the old. I don't want to five
on mortal terms forever, or survive
an hour as a cooling stew of pieces
of other people. I don't believe that life
or knowledge can be given by machines.
The machine economy has set afire
the household of the human soul,
and all the creatures are burning within it
"Intellectual property" names
the deed by which the mind is bought
and sold, the world enslaved. We
who do not own ourselves, being free,
own by theft what belongs to God,
to the living world, and equally
to us all. Or how can we own a part
of what we only can possess
entirely? Life is a gift we have
only by giving it back again.
Let us agree: "the laborer is worthy
of his hire," but he cannot own what he knows,
which must be freely told, or labor
dies with the laborer. The farmer
is worthy of the harvest made
in time, but he must leave the light
by which he planted, grew, and reaped,
the seed immortal in mortality,
freely to the time to come. The land
too he keeps by giving it up,
as the thinker receives and gives a thought,
as the singer sings in the common air.
I don't believe that "scientific genius"
in its naive assertions of power
is equal either to nature or
to human culture. Its thoughtless invasions
of the nuclei of atoms and cells
and this world's every habitation
have not brought us to the light
but sent us wandering farther through
the dark. Nor do I believe
.artistic genius" is the possession
of any artist. No one has made
the art by which one makes the works
of art. Each one who speaks speaks
as a convocation. We live as councils
of ghosts. It is not "human genius"
that makes us human, but an old love,
an old intelligence of the heart
we gather to us from the world,
from the creatures, from the angels
of inspiration, from the dead--
an intelligence merely nonexistent
to those who do not have it, but --
to those who have it more dear than life.
And just as tenderly to be known
are the affections that make a woman and a man
their household and their homeland one.
These too, though known, cannot be told
to those who do not know them, and fewer
of us learn them, year by year.
These affections are leaving the world
like the colors of extinct birds,
like the songs of a dead language.
Think of the genius of the animals,
every one truly what it is:
gnat, fox, minnow, swallow, each made
of light and luminous within itself.
They know (better than we do) how
to live in the places where they live.
And so I would like to be a true
human being, dear reader-a choice
not altogether possible now.
But this is what I'm for, the side
I'm on. And this is what you should
expect of me, as I expect it of
myself, though for realization we
may wait a thousand or a million years.
May-August, 2001


В XIX в. проблема состояла в том, что Бог мёртв; в XX — проблема в том, что мёртв человек. В XIX в. бесчеловечность означала жестокость, в XX в. она означает шизоидное самоотчуждение. В прошлом опасность состояла в том, что люди становились рабами. Опасность будущего в том, что люди могут стать роботами. Правда, роботы не восстают. Однако если им придать человеческий характер, то они не могут жить и оставаться здоровыми, они становятся «Големами», они разрушают свой мир и самих себя, так как более не могут выносить бессмысленную скуку.
Наша опасность — война и роботизм. Какова же альтернатива? Сойти с проторённой дорожки, по которой мы движемся, и сделать следующий шаг к рождению и самореализации человечества. Первое условие — это устранение угрозы войны, нависшей над нами и парализующей веру и инициативу. Мы должны взять на себя ответственность за жизнь всех людей и развивать в международном масштабе то, что уже получило развитие во всех крупных странах, — соответствующее разделение богатства и новое более справедливое распределение экономических ресурсов. Это должно неизбежно привести к появлению форм международного экономического сотрудничества и планирования, мирового правительства и к полному разоружению. Мы должны сохранить индустриальный метод. Однако мы должны также децентрализовать труд и государство, чтобы придать имгуманную соразмерность и допустить централизацию лишь до такой степени, которая необходима, исходя из потребностей промышленности. "E.Fromm

















Пока люди будут в невежестве никакая вывеска не спасет ни в какой религии.
Единая истина только может объединить.
Церковники не могут понять, что Истина не принадлежит никому. Все ей принадлежат.
Истина выше религий, она сама самая главная религия. "

Глядя Истине в глаза,
Мы гоним ее истово,
Истина Выше религий всех