четверг, 26 октября 2017 г.

ინტერვიუ რელიგიური ექსტრემიზმის შესახებ, წინაასარჩევნო სიტუაცია რუსეთში

ინტერვიუ რელიგიური ექსტრემიზმის შესახებ,.. წინაასარჩევნო სიტუაცია რუსეთში
სტუმარი: ალექსანდრე ნევზოროვი.    წამყვანები: ოლგა ჟურავლიოვა და ვიტალი დიმარსკი


.
" Я утратил чувство ориентации в окружающем и стал неконтактен. И никак не могу настроить себя на волну кромешной государственной лжи. Я близок к умопомешательству от газетной вони, и почти плачу, случайно услышав радио или наткнувшись на гадкую рожу телеобозревателя. "
Юрий Нагибин, 1969 г., из дневниковых записей

ა. ნევზოროვი―  დიახ, დავიწყებთ პეტერბურგიდან, რადგან ჩვენთან ეს ახალგაზრდული გამოსვლები იყო უფრო ინტენსიური და დამაჯერებელი, ვიდრე მოსკოვში, არა? და მიუხედავად იმისა, რომ ისინი, რა თქმა უნდა, არ ატარებდნენ საპროტესტო ხასიათს, ეს არ იყო პროტესტი, ხომ ასეა? ცნობილია, რომ ნებისმიერი ნორმალური საპროტესტო აქცია იწყება საბურავების სამონტაჟოში და საბურავების დაწვით. არა, ეს უფრო უკმაყოფილების გამოხატვა იყო, მაგრამ გასაგებია, რომ ისინი, ვისაც ამ პროტესტის მიკროსკოპული ბუნების იმედი აქვს, მხოლოდ თავს იმშვიდებს. ისინი არ იყვნენ მიკროსკოპული, ეს მაინც წარსულისა და მომავლის შეხვედრაა, ეს ერთმანეთის ერთგვარი, ძალიან ბოროტი ურთიერთშესწავლა იყო. იმის გათვალისწინებით, რომ მთავარი ფიგურანტი, რომელსაც ეს ყველაფერი თითქოს უნდა მოეწყო (უშუალოდ ნავალნი), არ მონაწილეობდა. მიუხედავად ამისა, როგორც აღმოჩნდა, ყველაფერი ბრწყინვალედ მიდის მის გარეშეც.
       კვლავ სულელურად მოიქცა ხელისუფლება, რომელმაც შეთხზა სასწრაფო დახმარების მანქანის ამბავი, რომელმაც ვერ შეძლო საბრალო პენსიონერთან დროულად მისვლა. ცხადია, რომ იმ დროს, როდესაც ჯვაროსნული მსვლელობაა, სავარაუდოდ, ადგილი აქვს პროგრესის მტრების ამგვარ აღლუმს, ნევის პროსპექტი მრავალი საათის განმავლობაში იმდენადაა ჩაკეტილი, რომ თაგვიც ვერ გაირბენს, რომ აღარაფერი ვთქვათ თუნდაც სასწრაფო დახმარების მანქანაზე. ეს არ არის არც ძალიან ლამაზი და არც ჭკვიანი აქტი, რადგან საჭიროა ნათლად გაანალიზება და გაააზრება იმისა, თუ რატომ მონაწილეობდა ხალხი ამ პროტესტში.
          ისინი, რა თქმა უნდა, შესანიშნავი ახალგაზრდები არიან, უმეტესად შესანიშნავები. ისინი ჯერ მზად არ არიან საბურავების დასაწვავად,  ჯერ კიდევ არ არიან მზად რეალური პროტესტისთვის. მაგრამ მათ არ სურთ ... ისინი სრულიად თავისუფალი არიან ტელევიზიის ჰიპნოზისგან. მათ არ სურთ იმპერია, მათ არ სურთ  უკრაინა, არ სურთ სირია. მათ სურთ ყირიმის უკრაინისთვის დაბრუნება და მასთან ერთად სამუდამოდ იმ იდიოტური ფილმის დაბრუნება, რომელიც ცოტა ხნის წინ გამოვიდა ეკრანებზე სახელწოდებით „ყირიმი“.
ო. ჟურავლიოვა ― მოგანიჭათ სიამოვნება ამ ფილმმა?
ა. ნევზოროვი― არა, არ მომანიჭა. მეგობრებო, ამ ფილმის ყურება შეიძლება მხოლოდ სასამართლოს განაჩენით, ან რაღაც გიგანტური ფულის წყალობით, რომელიც ამ სახელმწიფოს არ აქვს (რომ წავიდე და უფასოდ ვუყურო ამ აბდაუბდას). არა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ პრაქტიკულად თითქმის ყველა რუსული ფილმი არ ქირავდება, ეს ფილმი კი საერთოდ ჩავარდა.
ო. ჟურავლიოვა ― ალექსანდრ გლებოვიჩ…
                                    
ა. ნევზოროვი:  ნებისმიერი ნორმალური საპროტესტო აქცია იწყება საბურავების სამონტაჟოში და საბურავების დაწვით.
                                     
ა. ნევზოროვი―  ისინი ბრწყინვალე ახალგაზრდები არიან, და უნდა ითქვას, რომ მათ კიდევ ერთხელ აჩვენეს სრული მიუღებლობა იმისა, რაც ხდება ქვეყანაში.
ო. ჟურავლიოვა ―  ბოდიშს გიხდით, ჩვენ მსმენელებს ყოველთვის სურთ ყველაფრის დეტალურად გარკვევა, და აი რას გვწერენ: „თქვენ ხშირად აქებთ სანკტ-პეტერბურგის მერს, მაგრამ მისი მერია კონსტიტუციას არღვევს, იჩენს თავხედობას და არ ამტკიცებს განაცხადებს მიტინგებსა და დემონსტრაციებზე. ხოლო როდესაც ხალხი ქუჩაში გამოდის, რის სრული უფლებაც აქვს, სამართალდამცავები აპატიმრებენ მათ, სცემენ და აწარმოებენ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებს, როგორც ეს იყო 7 ოქტომბერს“.
        გვითხარით, თუ შეიძლება, პოლტავჩენკო ამ სიტუაციაში თქვენთვის მაინც ყველაზე საუკეთესოა?
ა. ნევზოროვი―  მე არასდროს მითქვამს, რომ ის საუკეთესოა, უბრალოდ ყოველთვის ვამბობდი, რომ მას საოცარი თვისებები აქვს. და დამიჯერეთ, ამჟამად ძალზე ძნელია ლავირება სცილასა და ქარიბდას, საღ აზრს, რეალობის აღქმასა და იმ მოვალეობებს შორის ლავირება, რომლებიც მას პირველ რიგში უხდება, ხომ ასეა?
           ჩვენ ხომ არ ვსაუბრობთ პოლიტავჩენკოზე, რომელიც არღვევს რუსეთის მოქალაქეების უფლებებს, ჩვენ ვსაუბრობთ რუსეთზე, რომელიც ყოველთვის არღვევს მისი მოქალაქეების უფლებებს და ეს მისი სტილია. ნებისმიერი საჯარო მოხელე დღეს ისევე, როგორც შორეული ქალაქების გუბერნატორები, როგორც მოხელეები, რომლებსაც, თითქოს, ამის გაკეთება არ სჭირდებათ, არღვევენ და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ რუსეთში ადამიანი ... თავისუფალი არ იყოს.  ეს მათი მოვალეობაა, არა?
         მე უფრო მეტად ის მაკვირვებს, რატომ არ გამოიყენეს ახლა საბურავები, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ, ალბათ, ამ ახალგაზრდულ საპროტესტო აქციას აკლია, მაგალითად, ჯადოსნური რესურსი, რომელიც 1917 წელს იყო.
         თქვენ იცით 1917 და 1905 წლებში რა იყო ძირითადი რესურსი?
ვ. დიმარსკი― შიმშილი.
ა. ნევზოროვი―  არა, საქმე არც შიმშილშია. მე ვსაუბრობ მხოლოდ იმ ადამიანთა შესახებ, რომლებსაც შეუძლიათ ძლიერ და შესამჩნევად ალიაქოთის ატეხა. სემინარიები. უცნაურია, მაგრამ ჩვენთან სემინარიების ნაკლებობაა. თუ გავიხსენებთ ე.წ. მეტროპოლიტს, თუ კარგად მახსოვს, ოპტინელ ვარსონოფის, ის წერდა, რომ „რევოლუცია იწყება სემინარიაში“. ისეთი მკაცრი დამოკიდებულება რეჟიმის, ჟანდარმების, ეკლესიის, იდეოლოგიის მიმართ, როგორც ეს იყო სემინარიებში, არსად არ არის. აღნიშნული ვარსონოფი წერს, რომ სემინარიებში დამკვიდრდა რწმენა: თუ ვინმეა ჭკვიანი, ის ურწმუნოა, ხომ ასეა? მაგალითად, ის აღწერს ბუნტს სემინარიის რეკრეაციაში 1916 წელს, როდესაც სემინარისტებს ვიღაცამ გაუბედა და აუკრძალა  ღამით რეკრეაციაში საძინებელ ოთახებში თამბაქოს მოწევა.
       მათ ისეთი საგიჟეთი მოაწყვეს. ყველა კარის სახელური სემინარიაში დაამტვრიეს, ყველა კანდელში ჩაყარეს სიგარეტის ნამწვი. ხოლო როდესაც სემინარიის რექტორმა ან ინსპექტორმა გაბედა ტრაპეზზე მისვლა, სემინარისტები ძროხებივით და ცხვრებივით ბღაოდნენ, ფეხებს აბაკუნებდნენ, ენა ჰქონდათ გამოყოფილი, ასე იქცეოდნენ, ხომ ასეა? და ნათელია, რომ მაშინაც კი, როდესაც ასეთ სასათბურე პირობებში მათ ჰქონდათ ასეთი შესაძლებლობა, როგორიცაა საპროტესტო ძალა, ისინი ძალიან ძლიერნი იყვნენ.
       ჩემი აზრით, საბურავები არ გამოიყენეს ერთი მარტივი მიზეზის გამო. ისინი არ არიან ბოლომდე გაბოროტებულები, მათ კიდევ აქვთ იმედი, რომ ყველა ეს იაროვოები, მილონოვები, მიზულინები თავად გაქრებიან. სხვათა შორის, ახალგაზრდებს ამაოდ აქვთ ამის იმედი.
ო. ჟურავლიოვა ― ალექსანდრ გლებოვიჩ, ამაოდ არა.
ვ. დიმარსკი― შეიძლება?.. ახლავე, ოლგა, მაპატიე.
ო. ჟურავლიოვა ― დიახ, დიახ-დიახ-დიახ.
ა. ნევზოროვი― დამამთავრებინეთ აზრი. ახალგაზრდებს ამაოდ აქვთ იმედი,  იმიტომ, რომ გუნდიაევმა მისი მორიგი კონფერანსის დროს ზაგორსკის მონასტერში ისევ განაცხადა, ანუ ერთგვარი სტენდაპი გააკეთა, ეს მისი სამსახურეობრივი მოვალეობაა, რომ რუსეთს აქვს ერთი მიზანი - წმინდა რუსეთის მშენებლობა. ასე განაცხადა გუნდიაევმა. ანუ უნდა დავუბრუნდეთ ტილებს, ლამპარს, მუხლის მოდრეკას, ყველა ფული მღვდლებს მივცეთ, გავთბეთ მხოლოდ ცეცხლმოკიდებული კინოთეატრებით, ხოლო ანგინას ვუმკურნალოთ სარით. ალბათ, იცით, როგორ ხდება ეს, არა? უბრალოდ, თუ ადამიანს სწორად ჩამოსვამენ სარზე, ადრე თუ გვიან სარი მიაღწევს ზედა სასუნთქ გზებს.
       მან ზუსტად ასე განაცხადა მის და სახელმწიფო პოლიტიკის მიზანზე წმინდა რუსეთის აღდგენის შესახებ. თუმცა, სხვათა შორის, უნდა დაკვირვებულიყო, რას ამბობდა, რადგან ფიქრობს, რომ ... ამაოდ ფიქრობს, რომ კრემლმა ვერ შეამჩნია ის პიკანტური ფაქტი, რომ სინამდვილეში ვეღარ აკონტროლებს თავის სამწყსოს და უკვე აღარ აქვს არავითარი ავტორიტეტი. კარგი მაგალითია იმისა, თუ რას აკეთებენ ეს უღმერთოები, მართლმადიდებელი ტერორისტები და სექტანტები რუსეთში დღემდე. კრემლს კი ეს მნიშვნელოვანი მომენტი არ გამორჩა.
ვ. დიმარსკი―  ალექსანდრ გლებოვიჩ, შეიძლება პეტერბურგული შეკითხვა დაგისვათ, რომ დავუბრუნდეთ შაბათის საპროტესტო აქციებს? პეტერბურგის სოციოლოგებმა უკვე მოგვცეს პირველი ციფრები. მათი გათვლებით (არ ვიცი, რამდენად შეიძლება ვენდოთ სოციოლოგებს), მათი გათვლებით, ამ საპროტესტო მოძრაობას აქვს მილევადობის ტენდენცია.
ა. ნევზოროვი― შეიძლება. საერთოდ, რაც უფრო ნაკლები…
ვ. დიმარსკი― საერთოდ, ვის მხარდასაჭერად გამოვიდნენ? ნავალნის მხარდასაჭერად, თუ არა?
ა. ნევზოროვი― არა, არა. გამიგეთ. მე ხომ მქონდა მათთან საუბარი. ჩემი აზრით, მართლაც საოცარი, მომხიბლავი, ჭკვიანი ბიჭები არიან, რომლებსაც უბრალოდ  არ უნდათ ამ საზიზღრობაში ყოფნა. მათ არ სურთ ვასილიევა, არა? მათ არ სურთ მღვდლის ცოლი იყოს უფლებამოსილი ბავშვთა საკითხებში (ჩვენ დღეს გვექნება სერიოზული საუბარი ამის შესახებ). მათ არ სურთ მთელ ამ სიდამპლეში ყოფნა, ამ სიმყაყეში ყოფნა, რაც ამ მომენტში ხდება რუსეთის რეალობაში. აი, ამაშია საქმე.
ო. ჟურავლიოვა ―  მაგრამ განა ხელისუფლება არ უწყობს ხელს ამაში? მაგალითად, ახალი გუბერნატორები პირდაპირ  გორაკიდან ხტებიან.
ა. ნევზოროვი: ისინი თავისუფალი არიან ტელევიზისის ჰიპნოზისგან. მათ არ სურთ იმპერია, არ სურთ უკრაინა, არ სურთ სირია.
ა. ნევზოროვი―  მაგრამ ხელისუფლებას არ შეუძლია ხელის შეწყობა. მას არ ჰყავს ხელისშემწყობი ორგანოები. ამიტომ, რომ აიძულებენ გუბერნატორობის მომავალ კანდიდატებს გადახტდნენ 7 მ სიმაღლიდან რომელიმე მთის მდინარეში ... უკეთესი იქნებოდა 70 მეტრის სიმაღლიდან გადამხტარიყვნენ, და არა მდინარეში, არამედ პირდაპირ წვეტიან ქვებზე - ამით, გარკვეულწილად გადაწყდებოდა საკადრო საკითხი.
       ჩვენ მხოლოდ იმას ვხედავთ, რომ ამჟამად მხოლოდ სადემარკაციო ხაზია გავლებული რეალურ ინტერესებსა და კრეატიულ, ძლიერ, საქმიან ადამიანთა ინტერესებსა და ოფიციოზის ინტერესებს შორის, რომლის ტრანსლირებასაც ახდენს ტელევიზია. განსხვავება უზარმაზარია.
         დღეს, მაგალითად, საყოველთაო-სახალხო მწუხარებაა,  გარდაიცვალა ჩუმაკი, არა? ჩვენ აქედან შეგვიძლია ვისაუბროთ ყოველგვარი დელიკატურობის გარეშე, რადგან არ განვიხილავთ უცნობი მოხუცის გარდაცვალებას, არამედ წერტილს ვუსვამთ ძალიან მნიშვნელოვან სოციალურ მოვლენას. ხოლო როდესაც ჩვენ განვიხილავთ სოციალურ მოვლენას, დელიკატურობა უაზრობაა და არც არის აუცილებელი.
        ნათელია, რომ ყველაფერ ამის შესახებ, ჩუმაკის შესახებ ყველაფერია ნათქვამი. ნათელია, რომ დიახ, ის იყო ძალიან მომხიბლავი თაღლითი. მაგრამ მისი გარდაცვალება და განსაკუთრებით მისი ცხოვრება, მისი ქადაგება, მისი ქმედებები ტელევიზიით  ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეზე მიუთითებენ და მიგვითითებენ ჩვენ ... ჩვენ ვიცით, რომ ამჟამად ძალიან მოდურია აღფრთოვანება საბჭოთა განათლების სისტემით, რომელიც ოდესღაც არსებობდა. აღმოჩნდა, რომ საბჭოთა განათლება - აბსოლუტური სისულელეა და ამის დამადასტურებელია ის, რომ ასობით მილიონი ადამიანი იჯდა და, საშინელებაა, რასაც ვიტყვი, წყლით სავსე ქილებს მუხტავდა, თან  თვალს ადევნებდა ამ მომხიბლავ, მიმზიდველ, მაგრამ აბსოლუტურად ნამდვილ თაღლითს. ასე არ არის?
       უპირველეს ყოვლისა, რა არის განათლება? ეს არის უნარი ნებისმიერი მოვლენას მისცე ზუსტი, ადეკვატური, სწორი შეფასება,  რომელსაც უშუალოდ გადააწყდება ადამიანი. ეს არ მუშაობდა, არ გამოდიოდა. ამ ადამიანებს, რომლებმაც მიიღეს საბჭოთა განათლება, არ შესწევდათ უნარი გაერჩიათ სიკეთე  ბოროტებისგან და მარაზმი სისულელისგან.
         თუ ეს კარგი განათლება იყო, როგორ იკრიბებოდა ასმილიონიანი აუდიტორია კაშპიროვსკის, ჩუმაკისა და სხვა მკურნალთა სეანსებზე?
ვ. დიმარსკი―მორიგმა ნობელის კვირამ, ფაქტობრივად, ჩვენ გარეშე ჩაიარა, არა?
ა. ნევზოროვი― დიახ, დიახ. ამ თემაზეც ვისაუბრებთ. განათლება, პირველ რიგში, ანტიდოტია. ეს არის ანტიდოტი პარანორმალურობისგან, ექსტრასენსებისგან, მღვდლებისგან. მაგრამ ამან არ იმუშავა არც მაშინ და არც დღეს არ მუშაობს.
       თუმცა, შემიძლია აბსოლუტურად ზუსტად გითხრათ, რომ ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ყველაზე პრიმიტიული, მარტივი სკოლის კურსიც კი საკმარისია იმისთვის, რომ ღმერთის საკითხი გადაიქცეს ანეგდოტად, არა? რომ მეტად აღარ წამოიჭრას.
        და აქ, სხვათა შორის, რადგან მე მომიწია ბევრი ინტერვიუს მიცემა და ჩუმაკის შესახებ საუბარი ყველასთან, ვინც მეკითხებოდა, შევამჩნიე ასეთი დუალისტურობა, როდესაც ადამიანები თითქოს იტოვებენ ეჭვის გარკვეულ პროცენტს თავის თავში: „ხომ არ იყო  ყველაფერ ამაში რაღაც?“  მეგობრებო, არ ყოფილა ამაში რაღაც.
        მე უკვე ვლაპარაკობდი აქ „ეხო მოსკვის“ ეთერში ჯეიმს რენდის ფონდის შესახებ, სადაც სთავაზობენ მისვლას ყველა პერსონაჟს, რომელიც აცხადებს მისი განსაკუთრებული შესაძლებლობების შესახებ, დაამტკიცოს ისინი და იქვე  მიიღოს რამდენიმე მილიონი დოლარი. არავის მიუღია ეს დოლარები.
        მაგრამ ჩუმაკი ხომ არ არის რეტროგრადობის და მარაზმის პირველი მერცხალი? ჩვენ ხომ ვიცით, რომ მე-19 და მე-20 საუკუნეებში მრავლად იყვნენ ასეთი პერსონაჟები, და, კერძოდ, ოლენკა, თქვენ მთხოვეთ მეცნობებინა (და მე მოგიყვებით, არა?) ყველაზე ძარღვიანი შემთხვევების შესახებ.
        მაგალითად, იყო ასეთი ქალბატონი სახელად ელიზაბეტ კუბლერ-როსი,  შვეიცარიელი ფსიქიატრი და მედიუმი, ამასთან დიპლომირებული და ძალიან მომხიბვლელი, ძალიან ნასწავლი ქალბატონი. მან 1980-იან წლებში დააარსა სულიერი და სამკურნალო ცენტრი სახელწოდებით „უნუგეშო ქვრივთა თავშესაფარი“. ეს ხდებოდა შვეიცარიაში, საკმაოდ მეცნიერულ დონეზე იყო მოწყობილი. ეს იგივე წლებია, როდესაც აქ ჩუმაკი და კაშპიროვსკი აქნევდნენ ხელებს. და ამ დაწესებულებაში ქალბატონებს, რომლებმაც დაკარგეს ქმრები, ჰქონდათ შესაძლებლობა დაკავშირებოდნენ გარდაცვლილი მეუღლეების სულებს სპირიტული კომუნიკაციის სახით, მათ შორის ძალიან მჭიდრო. იქ მიდიოდნენ ქალბატონები, უნუგეშო ქვრივები, მათ რეალურად აძლევდნენ ძალიან ინტიმური ურთიერთობების საშუალებას მათ გარდაცვლილ მეუღლეებთან. ამის რეკლამირება ხდებოდა, ეს იყო, სხვათა შორის, ნამდვილი ჰიტი მრავალ ევროპულ საზოგადოებაში.
ო. ჟურავლიოვა ― აქედან გამომდინარე, იქაც განათლების საკითხთან დაკავშირებით არ არის ყველაფერი წესრიგში, ალექსანდრ გლებოვიჩ.
ა. ნევზოროვი―  არა, წესრიგშია, მაგრამ ხალხის განათლების საკითხი ყოველთვის ცუდად დგას, არა? მაგრამ იქ გამჟღავნდა საინტერესო ამბავი: მიუხედავად იმისა, რომ ყველა ამ მწუხარე ქალბატონების ქმრები იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები, განსხვავებული ასაკის, მდგომარეობის, სტატუსის, ჰიგიენაზე წარმოდგენის შესახებ, ყველა ქალბატონს, რომელმაც გაიარა მისტიკური კონტაქტი გარდაცვლილ მეუღლეებთან, აღმოაჩნდათ აბსოლუტურად იგივე ვაგინალური ინფექცია. პოლიციამ ყურადღება გაამახვილა ამ ფაქტზე, დაიწყო გამოძიება და გაარკვია, რომ მრავალი ქმრის როლს ასრულებდა ერთი და იგივე ადამიანი, კუბლერ-როსის ნდობით აღჭურვილი პირი, ცირკის მსახიობი ჯეი ბერჰემი, ხომ ასეა? მაგრამ როდესაც იგი ამხილეს, მან განაცხადა, რომ იგი კლონირებულია იმქვეყნიური სამყაროს მიერ,  რათა მას ჰქონდეს საბრალო ქვრივების ფიზიკური დაკმაყოფილების საშუალება. ანუ, აქაც ჩვენ ვხედავთ სიცრუეს.
ო. ჟურავლიოვა ―  მეორე მხრივ, ალექსანდრე გლებოვიჩ, სასარგებლო საქმე იყო.
ა. ნევზოროვი― არაფერი სასარგებლო ამაში არ არის. გაიგეთ, რომ ყველაფერი ეს სიცრუეა. სიცრუე - მშვენიერი რამაა.
ვ. დიმარსკი― ავიღოთ, მაგალითად, პლაცებო, არა? ცნობილი ეფექტია. გარკვეული ეფექტი ხომ არსებობს?
ა. ნევზოროვი― რა თქმა უნდა, არსებობს.
ვ. დიმარსკი― ანუ შესაძლებელია გარკვეული შთაგონება,  თვითშთაგონება?
ა. ნევზოროვი―  სრული სიმართლეა. დიახ, სინამდვილეში ტვინის ქერქს შეუძლია გამოავლინოს გარკვეული გავლენა ორგანიზმზე, მაგრამ ძალიან შეზღუდული, იმიტომ რომ თქვენ ვერ შეძლებთ მოგლეჯილი ხელის მიბმას, ჭრილობის მოშუშებას, თავს ვერ აარიდებთ რომელიმე შიდა დაავადებას, არა? ალბათ, დროებითი შვება შესაძლებელია, მაგრამ აბსოლუტურად ილუზორული.
        ხდებოდა ყველა ამ თაღლითის, ყველა ექსტრასენსის, ყველა ნათელმხილველის, ასტროლოგის მხილება ... იყო ასეთი პიტერ პოპოვი. აი ის იყო ნამდვილად არაჩვეულებრივი ... არა, ის ამერიკაში იყო.  ძალიან ცნობილი, ამასთან უნდა ითქვას, რომ ახდენდა შოკის მომგვრელ შთაბეჭდილებას. სტადიონებზე მოდიოდა რამდენიმე ათასი ადამიანი, დგებოდა რომელიმე პერსონაჟი, ცდილობდა მიემართა პიტერ პოპოვისთვის, და ეს პიტერ პოპოვი, რომლის გვარის ბოლოს იწერებოდა ორი „f“, ასე მიმართავდა: „თქვენ, დავუშვათ, ჯოშუა გრეი, თქვენ ქრონიკული წყლული გაქვთ და 2 წლის წინ გარდაიცვალა თქვენი დედა“. სტადიონი გაოცებული იყო, როგორ იყო შესაძლებელი, როდესაც უამრავი ხალხიდან ერთი ადამიანი დგება, და ეს მაგი და ნათელმხილველი მას სახელით და გვარით მიმართავს?
          თურმე არაფერი თავსატეხი აქ არ ყოფილა. საქმე იმაშია, რომ ხალხი წარმომადგენის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე იკრიბებოდა. ისინი იყვნენ ადამიანები, რომლებიც მოვიდნენ, რომ ერთმანეთისთვის გული გადაეშალათ, ერთმანეთს უყვებოდნენ სხვადასხვა ამბებს, განსაკუთრებით აქტიურად ამყარებდნენ კონტაქტს ერთმანეთთან. პიტერ პოპოვის ასისტენტები ამ ადამიანთა შორის დადიოდნენ, შედიოდნენ ხალხთან პირდაპირ კონტაქტში, იწერდნენ მათ სახელებს და გვარებს. და როდესაც ეს ადამიანი დგებოდა, მაშინვე რადიოკავშირით პოპოვს აწვდიდნენ მათ მონაცემებს და ცხოვრებისეული გარემოებების შესახებ.
        აღმოაჩინეს ეს ბანალური რადიოგადამცემის საშუალებით, რომელიც ერთხელ დააყენეს მოედანზე, სადაც გამოდიოდა ეს მაგი და მედიუმი. ანუ, უნდა გავიგოთ, რომ …

ა. ნევზოროვი: საბჭოთა განათლება - აბსოლუტური სისულელეა და ამის დამადასტურებელია ის ფაქტი, თუ რამდენი ადამიანი იჯდა და წყლით სავსე ქილებს მუხტავდა
ვ. დიმარსკი― ანუ ყველანი: ნოსტრადამუსები, ვანგები…
ო. ჟურავლიოვა ― შემდეგ ვოლფ მესინგი?
ა. ნევზოროვი―  ყველა ერთი ტიპის ნაყარნუყარია, არა? გაიგეთ, ეს ყველაფერი არ არის ასე უვნებელი, რადგან, მაგალითად, დღეს რუსეთში, მგონი, აქსუბაევსკის რაიონში კვლავ განიხილება კანიბალიზმის საქმე, სადაც ერთმა ადამიანმა შეჭამა ამხანაგი, რომ მიეღწია უკვდავებისთვის.
        ყველა ამ ექსტრასენსორულ, ზებუნებრივ სისულელეებს, სამწუხაროდ, აქვს ძალიან უარყოფითი პრაქტიკული განსახიერება და შიდა განხორციელება.
        დღეს უკეთესობა არ შეინიშნება, დღევანდელი განათლება, რა თქმა უნდა, ამ კატასტროფის ძალისხმევით, რომლის გვარია ვასილიევა, რა თქმა უნდა, ნამდვილად უარესობისკენ წავიდა? იმას, რასაც მუხტავდა ჩუმაკი, დღეს წარმატებით იყენებს გუნდიაევი. ერთი პოკლონსკაია რად ღირს. იცით, სხვათა შორის, რომ გაჩნდა წმინდა, უცოდველი ქალწულის ნატალია პოკლონსკაიას კანონიზაციის ინიციატივა? მისი კანონიზაცისთვის ხელმოწერები ინტერნეტში გროვდება.
ო. ჟურავლიოვა ―  მაგრამ ის ხომ ცოცხალია. მე მის გამო ვნერვიულობ.
ა. ნევზოროვი― ეს ხელს არ უშლის ჭეშმარიტ მართლმადიდებლებს.
ვ. დიმარსკი― როდის დაეწყება განაყოფიერება  პოკლონსკაიას …
ა. ნევზოროვი―  არა, არა, გაიგეთ: ჩვენ, სამწუხაროდ, არ ვიცით, თუ როგორ აქვს საქმე ჰუსარს, ჩვენ მეგობარს შირშიკოვს, რომელმაც, როგორც მოგეხსენებათ, აიღო ვალდებულება დააკმაყოფილოს პოკლონსკაიას ყველა საჭიროება.
ო. ჟურავლიოვა ― იმედი მაქვს, რომ ის ახლა გვისმენს და მოგვწერს.
ა. ნევზოროვი― იმედი მაქვს. ჩვენ არ ვიცით, რა ნაბიჯს გადადგავს ის, იქნება თუ არა მისთვის ხელმისაწვდომი ეს სხეული. ჩვენ შეშფოთებულები ვართ, ჰუსარის, შირშიკოვის გამო, ვიმედოვნებთ, რომ იგი, მიუხედავად ყველაფრისა, მიაღწევს სანუკვარ მიზანს. მაგრამ ცნობილი არ არის, ვინ უფრო სწრაფად მიაღწევს ამ სხეულს? პოკლონსკაიას კანონიზატორები, თუ მაინც ჰუსარი? რა თქმა უნდა, ის ფაქტი, რომ ის ჰუსარია, ცუდია, რადგან ის რომ ყოფილიყო, მაგალითად,  წყალქვეშა ფლოტის მეზღვაური, ტორპედოსანი, ისინი მიჩვეულები არიან დისტანციურად მოქმედებას.
ო. ჟურავლიოვა ― უკეთესია იყოს მფრინავი. მფრინავი!
ა. ნევზოროვი― არა-არა-არა. ზოგადად წყალქვეშა ფლოტის მეზღვაურები, ტორპედოსანები მიჩვეულები არიან დისტანციურად მოქმედებას, არა? სხვათა შორის, ზოოლოგიიდანაც არის მაგალითი, როდესაც რვაფეხებში ხდება განაყოფიერება მამრის პენისის გამოყოფის გზით. დიახ, დიახ, ნუ მიყურებთ ასე.
ო. ჟურავლიოვა ― ნუ მაშინებთ. ნუ მაშინებთ. ალექსანდრ გლებოვიჩ, ჩვენ ჰუსარი გვჭირდება .
ვ. დიმარსკი― რატომ, ტორპედასავით მუშაობს?
ო. ჟურავლიოვა ― დიახ-დიახ. სწორედ იმიტომ ვსაუბრობდით ტორპედების შესახებ.
ა. ნევზოროვი―  დიახ, დიახ, დიახ.
ო. ჟურავლიოვა ―  ალექსანდრ გლებოვიჩ, მაპატიეთ, ღვთის გულისთვის. უბრალოდ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს შეტყობინებები ჩვენი მსმენელებისგან  და თქვენი სიტყვების მხარდასაჭერად სერგეი გვწერს: „ერთი კუდიანისთვის ის ელექტრონიკას აკეთებდა. იგივეა. რესეპშენში კლიენტებად შენიღბული თანამშრომლები ყველაფერს არკვევენ და ახსენებენ კუდიანს. ღმერთო, ჩვენ კი როგორ გვჯეროდა!“ მოდით, დავუბრუნდეთ…
ა. ნევზოროვი― არა, გაიგეთ, ოლენკა… დიახ, ყველაფერი მართალია: ჩუმაკიც და კაშიპოროვსკიც და ნებისმიერი სხვა საკრალური, ზებუნებრივი რამ - ეს არის განვითარების დონე, ძალიან დაბალი, სამწუხაროდ. რა თქმა უნდა, თუ არსებობენ ვიგინდარები, რომლებიც მზად არიან მოტყუვდნენ, რატომაც არ უნდა მოატყუონ? მაგრამ, სამწუხაროდ, ყველაფერ ამას აქვს ძალიან სამწუხარო შედეგი მეცნიერებისთვის, ქვეყნის განვითარებისთვის, მისი იმიჯისა და სხვა რამისთვის.
        მაგრამ ჩვენ ბევრად უფრო სასიამოვნო თემა გვაქვს - ვ.ვ.-ს დაბადების დღე. და როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, საჩუქრების მხრივ ყველას აჯობა პენელოპოს ბერლუსკონიმ. რამდენიმე წელი ის საკუთარი ხელით ქარგავდა საბნის გამოსაკრავს, რომელიც მან, ამ პენელოპოს ბერლუსკონიმ,  გადასცა ვლადიმერ ვლადიმიროვიჩს. უფრო მეტიც, ბერლუსკონისგან ეს ძალიან მოულოდნელი იყო. ის,  თითქოსდა, ნორმალური კაცია, თითქოს ცელქობდა მოდელებთან, თითქოს  მუდმივად სკანდალში ეხვეოდა…

ა. ნევზოროვი: იმას, რასაც მუხტავდა ჩუმაკი, დღეს წარმატებით იყენებს გუნდიაევი.
ო. ჟურავლიოვა ― ჰო და მოდელები დასვა მოსაქარგად.
ა. ნევზოროვი― ... ქალებთან დაკავშირებით, და მოულოდნელად ვ.ვ.-ს აჩუქა ლოგინის თეთრეული. ვფიქრობ, ვ.ვ. შოკირებული იყო.
ვ. დიმარსკი― წარმოგიდგენიათ ეს სურათი? პუტინი საბნის გამოსაკრავის ქვეშ, რომელზეც ბერლუსკონისთან ერთადაა გამოსახული.
ა. ნევზოროვი― კი. საერთოდ, დაბადების დღე მხიარული იყო. აღმოჩნდა, რომ ჩვენ ცუდად ვიცნობთ რუსეთის ფედერაციას. ჩვენ არ ვიცოდით, რომ რუსეთში აღმოჩენილი ლაქიაობის მარაგი ძალიან დიდი და უზარმაზარია. პრინციპში, ამ მარაგით შეიძლებოდა კიდევ 500-ზე მეტი პრეზიდენტის უზრუნველყოფა. ლაქიაობის პოტენციალი უზარმაზარი და ამოუწურავია.
          ერთადერთი ისაა, რაც ჩვენი ლაქიაობა არც თუ ძალიან კონკურენტუნარიანია, მაგალითად, ჩრდილოეთ კორეის ნიმუშებთან შედარებით. მაგრამ ახლა ჩრდილოეთ კორეაში გაემგზავრა სახელმწიფო დუმის დელეგაცია, რომელმაც გამოცდილების გაზიარების მიზნით უნდა შეიძინოს ზოგიერთი მნიშვნელოვანი უნარი. ხომ იცით, რომ შიშველი სხეულებიდან …
ო. ჟურავლიოვა ―  ისინი უკვე დაბრუნდნენ. მათი თქმით, ყველაფერი ძალიან კარგადაა, რომ შეხვედრა უმაღლეს დონეზე ჩატარდა. და რომ მათ (კორეელებს) ამერიკა შავ დღეში ეყოლებათ.
ა. ნევზოროვი―  დიახ. მაგრამ ჩვენ ვუბრუნდებით ლაქიაობას, ამ გაუთავებელ სიმღერებს პუტინზე, ლექსებს, სიყვარულის ახსნას, სტუდენტების სხეულებით მისალოცი და სხვა ფიგურების გამოსახვას. ანუ, ჩვენ გვესმის, რომ ლაქიაობა რუსეთში უძლეველია, ის ყოველთვის იქნება, და ყოველთვის საჭირო იქნება გამოსავალის მოძებნა. ჩვენ ახლა შეგვიძლია გარკვეულწილად დამაჯერებლად ვთქვათ, რომ ლაქიაობის ბრძანება დაბადების დღესთან დაკავშირებით არ ყოფილა. ის მთლიანად თვითნაბადია, მთლიანად ხალხის წიაღში წარმოშობილი და კრემლისკენ მიმართული, არა? აქ უკვე საინტერესოა არა თავად ლაქიაობა, არამედ  კრემლის რეაქცია ამ ლაქიაობოზე.
ვ. დიმარსკი―  მაგრამ კრემლს ხომ შეუძლია ამის აღკვეთა. მაგრამ ამას არ აკეთებს. ე.ი., ვიღაცას ეს მოსწონს.
ა. ნევზოროვი―  პირველ რიგში, მას აბსოლუტურად არ აინტერესებს, იქ რა ხდება. ჩვენ მხოლოდ ვხედავთ პესკოვის გაოცებულ ზიზღით სავსე სახეს, რომელიც კომენტარს არ უკეთებს ასეთ რამეს, და საერთოდ ცდილობს მისგან დისტანცირებას. ეს ცუდად არ მეტყველებს კრემლზე, მაგრამ კიდევ ერთხელ უნდა შეგვაშინოს იმით, თუ სინამდვილეში, როგორი ამოუწურავი უფსკრული, აუთვისებელი ლაქიაობა არსებობს ხალხში, და როგორ ცდილობს ხალხი ამ ლაქიაობის დემონსტრირებას.
ო. ჟურავლიოვა ― ალექსანდრ გლებოვიჩ, ამ ტრაგიკულ ნოტზე ჩვენ, სამწუხაროდ უნდა შევჩერდეთ .
ა. ნევზოროვი― კარგი.
ო. ჟურავლიოვა ―  ახალ ამბებს მოვუსმინოთ. შემდეგ დავბრუნდებით და, ალბათ, მაშინ მივუახლოვდებით მღვდელთმცოდნეობას.
ა. ნევზოროვი― დიახ.
ახალი ამბები
ო. ჟურავლიოვა: 21―35 საათია მოსკოვსა და პეტერბურგში. ოლგა ჟურავლიოვა მოსკოვიდან, ვიტალი დიმარსკი და ალექსანდრ ნევზოროვი პეტერბურგიდან.
ა. ნევზოროვი―  დიახ, ჩვენ კარგად გვესმის თქვენი. თქვენ?
ო. ჟურავლიოვა ― შესანიშნავია. შეიძლება ეთერში შემოსვლა?
ა. ნევზოროვი― შეგახსენებთ, რომ 26 ნოემბრიდან ამერიკაში მაქვს ლექციები, ყველაფერი იწყება ტორონტოში და შემდეგ გრძელდება ამერიკის ყველა ქალაქში.
        თუ წინააღმდეგი არ იქნებით, ოლია, ახლა გადავიდეთ მღვდელთმცოდნეობაზე და მართლმადიდებლურ ახალ ამბებზე, ექსტრემიზმზე, ტერორიზმსა და რეტროგრდობაზე. გარდა ამისა, თქვენ იცით …
ო. ჟურავლიოვა ―  ვწუხვარ, მაგრამ, ხომ არ დაგავიწყდათ ამის შესახებ? იმის შესახებ, რომ პოკლონსკაია რამდენჯერმე ვახსენეთ, მაგრამ ეს ხომ მან დაწერა საჩივარი პროკურატურაში ქრისტიანულ სახელმწიფოზე.
ვ. დიმარსკი― დიახ, ქრისტიანულ სახელმწიფოზე.
ო. ჟურავლიოვა ― ეს რამეს ნიშნავს?
ა. ნევზოროვი― არა, ვფიქრობ, რომ ეს არაფერს არ ნიშნავს. სულ ერთია, რადგან ყველა მარცვალი უკვე დათესილია, აღმოცენდა და გასაგებია, რომ, რა თქმა უნდა, ის, ვინც ეს ყველაფერი გააკეთა, პირველი იყვირებს ხმამაღლა „დაიჭირეთ ქურდი!“, მაგრამ უკვე არავის არ შეიყვანს შეცდომაში.
        დღეს სხვა რამეზე მინდა ვისაუბრო. ოლია, თქვენ იცით, რომ მე ვარ აბსოლუტური, არაკეთილსინდისიერი, ღირსებას, სინდისს და ადამიანის გრძნობებს მოკლებული  რეპტილია, არა?
ო. ჟურავლიოვა― დიახ, გულგრილი.

ა. ნევზოროვი: როგორ ექცეოდნენ ბავშვებს მართლმადიდებლურ თავშესაფარში ? აიძულებდნენ  200-ჯერ  მდაბლად თავის დაკვრას იესოს ხატისთვის და ისევ მდუღარე წყალს ასხავდნენ სახეზე                   
ა. ნევზოროვი―  დიახ. ჩემზეც იმოქმედა შეტყობინებამ, რომელიც გვაქვს ჩემი მეგობრის ბერმონაზონის ბარანოვის წყალობით. ეს არის საიტი „რწმენის დაკარგვა“ (расцерковление).
         იცით, მგონი იყო ასეთი ფილმი ... არ მახსოვს ზუსტად მისი სახელწოდება, მგონი „კრავთა დუმილი“, არა? ახლა კი, რაც  ხდება მოსეიცოვოში, როდესაც დუმილს ინარჩუნებენ სასამართლო პროცესთან დაკავშირებით მართლმადიდებელი ბავშვთა სახლის შესახებ , სადაც ოფიციალურ განაჩენში კითხულობენ ყველა დეტალს იმისა, თუ როგორ ექცეოდნენ მართლმადიდებელი ფანატიკოსები ბავშვებს, რომლებიც მათ ჩააბარეს, ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია ამ მასალების ძალიან სერიოზულად გაცნობა.
          შემიძლია ვთქვა, რომ გულქვა სპეცრაზმელებსაც კი, რომლებსაც ამ პროცესის დაცვა დაავალეს, ყვრიმალები დაებერათ და გაშმაგებისგან სახეზე ფერი არ ედოთ, როდესაც ისმენდნენ იმ ფაქტებს, თუ როგორ ეპყრობოდნენ მართლმადიდებელი მონაზვნები, რომლებსაც ყველა ეპისკოპოსი, უამრავი დამრიგებელი უხუცესი იცავდა, ამ საბრალო ბავშვებს. ახლა ჩვენ ზუსტად ვიცით ყველა დეტალი.
        გარდა ამისა, რუსულმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ იქ გააგზავნა ვიღაც  ბერმონაზონი მარკიშა, რომელიც სკანდალს აწყობდა და ამტკიცებდა, რომ ყველაფერში დამნაშავეა მედია, რომელიც აწარმოებს საინფორმაციო ომს ეკლესიის წინააღმდეგ.
        რა გახდა ცნობილი ოფიციალური განაჩენის ტექსტიდან? როგორ ეპყრობოდნენ ბავშვებს მართლმადიდებლურ თავშესაფარში? გარდა იმისა, რომ სასამართლო ექსპერტიზამ დააფიქსირა თავში ბლაგვი საგნებით დარტყმა დაახლოებით ათჯერ ... წნელები გასაროზგად, რომლებზეც მიწერილი იყო გოგონების სახელები, რომელი გოგონა რომელი წნელით უნდა გაიროზგოს. თქვენ უნდა გენახათ ეს წნელები!
         რეგულარული აღმზრდელობითი პროცედურის სახით იყენებდნენ თმებით თრევას და თმის ამოგლეჯას. სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა წარმოადგინა ფოტოსურათები, რომელზეც დაფიქსირებული იყო, რომ ერთ-ერთ გოგონას, როგორც მან აღნიშნა, თავზე აღმოაჩნდა „თმის ამოგლეჯის 6 კერა“. როგორც რეგულარული აღმზრდელობითი ღონისძიებას მათთვის, ვინც არასაკმარისად მონდომებით ლოცულობდა,   იყენებდნენ მდუღარე წყალს, რომელსაც ასხავდნენ სახეზე და პირში. 200-ჯერ  მდაბლად თავის დაკვრა იესოს ხატისთვის და ისევ მდუღარე წყლის შესხმა სახეზე.
       სამშენებლო მასალების მაღაზიაში შეძენილი ჯაჭვებისგან ... ეს ხომ დაფიქსირებულია ოფიციალური განაჩენის ტექსტში, არა? პროკურორის აღმოშფოთება თანდათან იზრდებოდა იმისდა მიხედვით, როგორც კი აშკარავდებოდა სულ უფრო ახალი დეტალები, და ახლა უკვე 12 წელს მოითხოვდა მკაცრი რეჟიმის ციხეში ამ მონაზვნებისთვის, არა?
        სამშენებლო მასალების მაღაზიაში შეძენილი ჯაჭვებისგან მართლმადიდებლურმა ფანატიკოსმა მონაზვნებმა გააკეთეს კონსტრუქცია 10 წლის გოგონების მისაჯაჭვად, რომლებიც ამხილეს მრუშობაში. გოგონებს აიძულებდნენ დაეძინათ შებოჭილი ხელებით, რომ ძილში არ ჰქონოდათ ერთმანეთთან ან საკუთარ სხეულთან მრუში შეხების მცდელობა.
        პრაქტიკაში ასევე იყენებდნენ კიდევ ერთ უცნობ მეთოდს უმანკოებისათვის ბრძოლაში - ჭინჭრის ჩადებას ტრუსში. ერთი გოგო შემოაკვდათ ლოცვის დროს არასაკმარისი გულმოდგინეობის გამო, რითაც, ფაქტობრივად, ყველაფერი დაიწყო.
         და, რა თქმა უნდა, არც დანილოვა, არც რწმუნებული ბავშვთა საკითხებში, არც მღვდლის ცოლი, მათგან არავინ არ იყო დარბაზში, არც ამ პროცესის გარშემო არაფერი არ გაშუქებულა, და არც არავინ დაინტერესებულა იმ ფაქტით, თუ როგორ ეპყრობიან ბავშვებს სხვა მართლმადიდებლურ თავშესაფრებში. ბავშვები ხომ, მართლაც, აბსოლუტურად უმწეონი არიან, ისინი აბსოლუტურად უმწეონი არიან, როგორც ემოციურად, ისე ქცევით. და აქ ისინი მთლიანად მათ ხელში არიან…
ვ. დიმარსკი― კიდევ ერთხელ გაიმეორეთ, სად მოხდა ეს ?
ა. ნევზოროვი―  ეს მოხდა მოსეიცოვოში, პროცესი, ჩემი აზრით, მიმდინარეობს ან იაროსლავში ან დიდ როსტოვში. ყველა ვიდეომასალას, დეტალურ განაჩენს შეიძლება გაეცნოთ ბერის ბარანოვის საიტზე „რწმენის დაკარგვა“ (Расцерковление). და გასაგებია, რომ ეს ყველაფერი არ იქნება გაცხადებული.
         უნდა ითქვას, რომ ვიტებსკში, პარალელურად მიმდინარეობს მსგავსი პროცესი, მაგრამ პროცესი დიდი არ არის. იქ უბრალოდ მართლმადიდებელი დედაო აწამებდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვს უარის გამო დაეცვა მარხვა.  მაგრამ დედაო განსაკუთრებით არ აწამებდა, - ძირითადად, აღრჩობდა და დღეში 20-ჯერ არტყმევინებდა  მაგიდაზე თავს.
ვ. დიმარსკი―  ცოტა ხნის წინ ხომ გახმაურდა კიდევ ერთი ამბავი, როდესაც კრძალავდნენ მკურნალობას.
ა. ნევზოროვი― დიახ. მაგრამ მოდით ახლა ამ ბნელ საქმეებს თავი დავანებოთ და გავიხსენოთ შესანიშნავი ლექსი „მას მოუტანეს ნეკნი, მაგრამ ის ნეკნი არ აღმოჩნდა“. აი ასეთი დაბნეულია.
ო. ჟურავლიოვა ― ეს ნევზორმა დაწერა, ალბათ.
ა. ნევზოროვი―  საქმე იმაშია, რომ თურქმა არქეოლოგებმა, როგორც ისინი ირწმუნებიან, იპოვეს ე.წ. ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის ნამდვილი საფლავი. ეს მოხდა დემრეში. და, შესაბამისად, ბარიში დაცული ე.წ. წმინდა ნაწილები - ყალბია. ამის შესახებ მართლმადიდებლებმა მომწერეს. ისინი რატომღაც ჩემთან ეძებენ დაცვას და დახმარებას.
ო. ჟურავლიოვა ― თურქი არქეოლოგებისგან, ალბათ.
ა. ნევზოროვი― არა-არა-არა. მე კი ვერთობი, როდესაც თვალს ვადევნებ, როგორ ემთხვევიან ძუძუმწოვრების სხეულისგან დარჩენილ ნაშთებს, და სხვა რიტუალებს. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც ამას ძალიან სერიოზულად იღებენ, არა? და სკანდალიც იმაშია, რომ თუ არქეოლოგებმა ნამდვილად აღმოაჩინეს მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის  საფლავი, მილიონობით ადამიანი, რომელიც რუსეთში ემთხვეოდა მის ნეკნს გასტროლების დროს, გასულელებული აღმოჩნდა, არა? რა უხერხულობაა! გაიხსენეთ, საპატიო ყარაულს შეხვდა რუსეთის პრეზიდენტი, ქვეყნის პირველი პირები ემთხვიენ მას. და სავსებით შესაძლებელია, რომ ემთხვეოდნენ ღმერთმა უწყის რას. ჩვეულებრივი საზოგადოება კი სერიოზულად დაზარალდა, რადგან ისინი 11 საათი იდგნენ რიგში ღმერთმა იცის რის სანახავად, და არავინ იცის, თუ რას ემთხვეოდნენ.

ა. ნევზოროვი: მართლმადიდებლებს არ შეუძლიათ სიხარულის განცდა, მათ სურთ, რომ მათი კერპი მხეცურად მოკლან და დაანაწევრონ.
         ახლა კი, ამ მორწმუნეებს სურთ (სკამიდან არ გადმოვარდეთ) სასამართლოში უჩივლონ ნეკნის ჩამოტანის ორგანიზატორებს მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფისთვის.
ო. ჟურავლიოვა ― ეს კი ლამაზია.
ა. ნევზოროვი― მე, რა თქმა უნდა, მათ ვაშოშმინებ, როგორც შემიძლია, და ვარწმუნებ, რომ არაფერი საშინელი არ მომხდარა. იმიტომ, რომ გაიხსენეთ, როდესაც სამების სერგის ლავრაში უამრავი მომლოცველი ხალხის, კომისრების, ბერების თანდასწრებით გახსნეს წმინდა სერგი რადონეჟელის წმინდა ნაწილები, იქ აღმოაჩინეს აგურები, ჩრჩილის მატლები, ბამბა, ქალის კოლგოტები, ფიქსატუარის „ბროკარის“ ბოთლები, არა? და ეს ყველაფერი დააფიქსირეს, ყველაფერი გადაიღეს კინოკამერაზე და ჩაატარეს შემოწმება და აღწერა. ამის შემდეგ ყველაფერი დაუბრუნეს საცავში და დალუქეს. და როგორც კი უშიშროების თანამშრომლები, ოპერატორები და კომისია გასცდა ტაძრის კარს, მორწმუნეებმა ისევ გააგრძელეს წმინდა ნაწილებისკენ სვლა და ემთხვეოდნენ მას, თუმცა,  ...
ო. ჟურავლიოვა ― ეს ხომ რწმენის საკითხია, ალექსანდრ გლებოვიჩ.
ა. ნევზოროვი― დიახ.
ო. ჟურავლიოვა ― მთავარია ირწმუნო, რომ დაგეხმარება.
ა. ნევზოროვი―  დიახ, მესმის, უბრალოდ ... მე, დაახლოებით, ამგვარად ვუხსნი იმ მართლმადიდებლებს, რომლებმაც მომწერეს და მთხოვენ რჩევას, როგორ გაუმკლავდნენ მათ, ვისაც მოაქვთ ყალბი წმინდა ნაწილები.
       ზოგადად, მე ავუხსენი მათ, რომ ძალიან უცნაურია გაბრაზების დემონსტრირება. მე ისევ დავინახე რისხვა, რადგან ის ვერსია, რომლის მომხრეც მე ვარ და რომელსაც აქვს არსებობის აბსოლუტური უფლება, რომ ნიკოლოზ II ოჯახთან ერთად, სავარაუდოდ, გაიყვანეს რუსეთიდან, რადგან არ არსებობს არავითარი ნეშტი, არა?
        მე განსაკუთრებით თქვენთვის, ოლენკა, დავაზუსტე ვინ არის იაპონელი გენეტიკოსი, რომელმაც ჩაატარა ეს გენეტიკური ექსპერტიზაა. იგი ქიტოდზატოს უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინისა და მეცნიერების დეპარტამენტის დირექტორია და მოქმედებდა იმპერატორის ჰიროჰითოს უშუალო  ბრძანებით, არა? ეს ის ადამიანია, რომელიც სხვა პირველ კლასელ გენეტიკოსებთან ერთად აცხადებს, რომ ყველა ამ ნეშტს არაფერი აქვ საერთო რომანოვებთან. თუ არ არსებობს ნეშტი, ალბათ, არც არავინ მოუკლავთ, და  ყველაფერი ეს გამოგონილია.
      რატომ? ამიხსენით, მიპასუხეთ, ოლენკა. თუ თეორიულად მართლმადიდებლები განიცდიან ასეთ ნაზ გრძნობებს ნიკოლოზ II-ის მიმართ, ისინი უნდა განიცდიდნენ დიდ სიხარულს იმ მოსაზრების გამო, რომ ის ოჯახთან ერთად გადარჩა, რომ მან დაასრულა სიცოცხლე თავის სავარძელში სადღაც მშვიდ ადგილას კომფორტულ პირობებში. მაგრამ მათ არ შეუძლიათ სიხარულის განცდა, თუ მათი კერპი მხეცურად არ მოკლეს, არ დაანაწევრეს, მჟავა არ გადაასხეს, არ გაატყავეს, არ  დაწვეს. ყველაფრის ამის გარეშე ის მათთვის კერპი არ არის …
ვ. დიმარსკი― მაგრამ იცით, ალექსანდრ გლებოვიჩ…
ა. ნევზოროვი― ...საინტერესო არ არის. თქვენ შეგიძლიათ ამის ახსნა?
ვ. დიმარსკი―  კარგი იქნება პასუხს თუ გასცემთ ამ კითხვაზე. აქ სასოწარკვეთილი მსმენელი გვეკითხება: „ალექსანდრ გლებოვიჩ, ეკლესიას  აქვს რამე ნამდვილი?“
ა. ნევზოროვი― არა, ამჟამად მათ აქვთ ნამდვილი ანგარიშები ნამდვილ ბანკებში, ასე არ არის? მათი ბიზნესი, ვფიქრობ, ჯერ კიდევ გაგვაცოებს, როდესაც დეტალები გახდება ცნობილი, როდესაც გაჩნდება ამის შესახებ თავისუფლად ლაპარაკის შესაძლებლობა, და საუბარი მღვდელთა შემოსავლების შესახებ არ იქნება გათანაბრებული და არ ეწოდება მას მორწმუნეთა გრძნობების შეურაცხყოფა. მათი ანგარიშები რეალურად ნამდვილია.
       მაგრამ, ნაწილობრივ, მე შემიძლია იმის ახსნა, თუ რატომ არ სჭირდებათ მათ ნიკოლოზი, რომელმაც თავისი სიცოცხლე ნორმალურად და კომფორტში დაასრულა, რატომ უნდათ, რომ ის იყოს სისხლიანი ბინძური ხორცი. საქმე იმაშია, რომ ზოგადად ეს ნეკროფილია ძალიან დამახასიათებელია ქრისტიანობისთვის, ხომ ასეა? ჩვენ ვიცით, რომ ქრისტიანობაში არსებობს აკრძალვა სიცილსა და იუმორზე, ღიმილზე, და რომ ლუკას სახარებაში, ჩემი აზრით, მე-6 თავში, 25-ე სტროფში ასე წერია: „ვაი თქვენ, ამჟამად მოცინარნო, ვინაიდან ატირდებით და აქვითინდებით“, და რომ ეს ზოგადად ძალიან მაზოქისტურია, დაფუძნებულია ტანჯვაზე, სისხლზე, სახელმწიფო რელიგიაზე.
          მაგალითად, იქ, სადაც თქვენ ხედავთ რუსულ ხატებს, თქვენ გაოცებას იწვევს ის ფაქტი, რატომ არის ასე ცოტა შიშველი სხეული. აქ კი კანონია, და ამ კანონის თანახმად, სხეულის გაშიშვლება დასაშვებია მხოლოდ ერთ შემთხვევაში - თუ ის დაუძლურებულია ტანჯვის, ავადმყოფობის, მარხულობის გამო. და ზოგადად, მორწმუნე  ვალდებულია, გაიზიაროს ქრისტეს მაზოქიზმი და ნაწილობრივ თავად გახდეს მაზოხისტი.
ა. ნევზოროვი: როდესაც სახელმწიფო ბინძური მონსტრია, ისტორიული ჭაობიდან ამოსული,  მას თითის განძრევაც კი არ სურს.
ო. ჟურავლიოვა ―  ეს ხომ ამქვეყნიური ხვედრია, რას ითხოვთ?
ა. ნევზოროვი― დიახ-დიახ-დიახ. მაგრამ ისინი…
ო. ჟურავლიოვა ― ალექსანდრ გლებოვიჩ, შეიძლება გკითხოთ?
ა. ნევზოროვი― დიახ. დიახ, რა თქმა უნდა.
ო. ჟურავლიოვა ― საქმე იმაშია, რომ ჩვენთან… ოღონდ ვერ გამიგია, ეს დიდი სიხარულია, თუ დიდი გამოცანა? ჩვენი გადაცემები ხომ, მათ შორის თქვენთან ერთად, რუსეთის კომუნიკაციებზე ზედამხედველობის სამსახურის  განსაკუთრებული ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება.
ა. ნევზოროვი― დიახ. რა თქმა უნდა, დიახ.
ო. ჟურავლიოვა ― თქვენ არ ზღუდავთ თქვენ თავს, ხომ ასეა? ყოველთვის როგორღაც …
ა. ნევზოროვი― დიახ, მე იძულებული ვარ შევარჩიო სიტყვები და აზრებიც კი.
ო. ჟურავლიოვა ― დიახ, აბსოლუტური სიმართლეა. იმავდროულად, რუსეთის კომუნიკაციებზე ზედამხედველობის სამსახურის  პრესმდივანს და 2  თანამშრომელს  ბრალი წაუყენეს თაღლითობის მუხლით. რა მოხდა? ზედამხედველობის სამსახურმა  გადააჭარბა? თუ ყველაფერი კარგადაა?
ა. ნევზოროვი―  არა, მე ვფიქრობ, რომ უბრალოდ რუსეთის კომუნიკაციებზე ზედამხედველობის სამსახური ... არა, ეს ნორმალურია. და ფაქტობრივად, რატომ ხარ მოხელე, თუ ქრთამს არ აიღებ? თქვენ შეგიძლიათ, ოლია ამიხსნათ ეს ლოგიკა? ჩემთვის, მაგალითად, ეს არ არის საიდუმლო. სხვათა შორის, აქვე მინდა დავაზუსტო ნეკნების ამბორის საკითხი. შესანიშნავი ექსპერიმენტი ჩაატარა მოსკოვში სტუდენტმა დიზაინერმა, რომელმაც ეკლესიაში შეაგროვა ბაქტერიული სინჯი ხატებიდან, რომლებსაც ემთხვევიან, და აღმოაჩინა ... ძალიან კარგი გოგონაა, მაგრამ, რა თქმა უნდა, დილეტანტია. მან შეძლო გაეზარდა ...
ო. ჟურავლიოვა ― ის თავად აცხადებს, რომ დიზაინერია.
ა. ნევზოროვი― დიახ. მან შეძლო გაეზარდა და მოეხდინა მხოლოდ უმარტივესი, პრიმიტიული კულტურების ვიზუალიზაცია. ეს, ძირითადად, სტაფილოკოკებია, რომლებიც მან შეაგროვა ამ ხატებიდან, სტრეპტოკოკები და ლურჯი ჩირქოვანი ჩხირები. მათი გამრავლება პეტრის ტასებში ნამდვილად დიდი სიამოვნებაა - შეიძლება მთელი ბუჩქები გაიზარდოს, ამის ვიზუალიზაცია ნამდვილად არ არის ძალიან რთული. გასაგებია, რომ იქ ბევრად უფრო სერიოზული ინფექციების დიდი რაოდენობაა.
          მაგრამ აღსანიშნავია მღვდლების რეაქცია, რომლებიც მაშინვე აღშფოთდნენ და მზად არიან ესეც ასევე გამოაცხადონ მორწმუნეების გრძნობების შეურაცხყოფად.
ვ. დიმარსკი― უნდა ითქვას, რომ კიდევ ერთი მსმენელი გვწერს: „რატომ არ შეიძლება, რომ წმინდა ნაწილები იყოს პლაცებო?“
ა. ნევზოროვი―  გარკვეულწილად წმინდა ნაწილები ... , და მე განვაცხადე „ექოს“ წინა გადაცემაში იმის შესახებ, თუ რამდენად შეიძლება  ადამიანების შთაგონება, თუ რამდენად შეუძლია ამ ინდუცირებულ ფსიქოზს, რომლის ელემენტები არიან წმინდა ნაწილებიც, გამოიწვიოს განსაკუთრებული მდგომარეობა. დიახ, მართლაც, რა თქმა უნდა. მაგრამ, თქვენ იცით, არაყის პლაცებალური შესაძლებლობები ბევრად უფრო მაღალია. მე არ ვლაპარაკობ კონოიოიდების შესახებ, რომლებიც ზოგადად …
ო. ჟურავლიოვა ― რუსეთის კომუნიკაციებზე ზედამხედველობის სამსახური, ალექსანდრ გლებოვიჩ! რუსეთის კომუნიკაციებზე ზედამხედველობის სამსახური - ჯერ კიდევ ყველა თაღლითი არ დაუპატიმრებიათ.  ასე რომ ფრთხილად იყავით.
ა. ნევზოროვი― მე ფრთხილად ვარ, და ამის რეკლამირებას არ ვაპირებ. მე უკვე დიდი ხნის წინ ვთქვი, რომ მაქსიმუმ, რის გაკეთებაც შეგვიძლია,  მხოლოდ ფრჩხილების ჩვენებაა.
ო. ჟურავლიოვა ―  სხვათა შორის, ზედამხედველობის შესახებ. თქვენთვის ცნობილია, რომ ბოლოს და ბოლოს, ცხოველების დამცველებმა მიაღწიეს სრულ დაცვას და სახელმწიფო დონეზე იქნება რეგისტრირებული ყველა ცხოველი? ყველა ცხოველი გაივლის ფასიან ჩიპირებას, რომ პატრონმა აღარ შეძლოს მათი უბრალოდ გადაყრა ან გამრავლება.
ვ. დიმარსკი― იმისათვის, რომ დარეგულირდეს ურთიერთობები პატრონსა და…
ა. ნევზოროვი― დიახ, ვიცი. მე უბრალოდ ვიცი, რა გიგანტური თანხა დაუჯდება მოსახლეობას მათი კატები, 3-დან 5 ათასამდე. ეს, მერწმუნეთ, პენსიონერებისთვის, ამ გაღატაკებული ხალხისთვის, რომლებიც გაჭირვებულ მდგომარეობაში იმყოფებიან, ეს დიდი ფულია, სერიოზული და საგრძნობი.
         რა თქმა უნდა, ეს უნამუსობა და ღორობაა, რადგან ეს სახელმწიფო უნდა ყოფილიყო თავისი მოქალაქეებისთვის ისეთი ფისუნია, რომელსაც ყურზე მოეფერებოდი და ბაფთას გაუკეთებდი. მაგრამ როდესაც სახელმწიფო ბინძური მონსტრია, დინოზავარი, ისტორიული ჭაობიდან ამოსული და მთლიანად  მოცულია უაზრო დადგენილებებისა და წარმოუდგენელი აკრძალვების სიდამპლით და ლორწოთი, რა თქმა უნდა, მისი ყურზე მოფერების სურვილი არ ჩნდება და არც მასთან საქმიანი ურთიერთობის სურვილი. ჩვენ გვესმის, რომ ბევრი ადამიანისთვის კატები...  პირველ რიგში, ეს არის რაღაც საკრალური და განხილვას არ ექვემდებარება, ხომ ასეა?
         სხვათა შორის, თავის დროზე მეც მქონდა სურვილი დამეწერა კატების კონსტიტუცია, და 400-ე პუნქტამდე მივედი. კატის კონსტიტუციის ყველა პუნქტის თანახმად, კატებისთვის ყველაფერი ნებადართულია. ნებისმიერ პუნქტში. კატისთვის ნებადართულია კარებში გაჩერება, სასეირნოდ წასვლა ან არწასვლა.
ვ. დიმარსკი― მიტინგის უფლება?
ა. ნევზოროვი― კატების ჩემი კონსტიტუციის თანახმად, კატებისთვის ყველაფერი ნებადართულია.
ვ. დიმარსკი― სიტყვის თავისუფლებაც.
ა. ნევზოროვი― აბსოლუტურად, დიახ.
ო. ჟურავლიოვა ― ალექსანდრ გლებოვიჩ, შეიძლება კიდევ ერთი კითხვა? როგორ ფიქრობთ, ჩიპირებული იქნება საჯაროდ დიდი თანხის საფასურად ის მშვენიერი ალაბაი, რომელიც პუტინს აჩუქეს? ამ შემთხვევაში ხომ შესაძლებელი იქნება ალაბაის ჩიპის დახმარებით თვალი ადევნო პრეზიდენტს. რას იტყვის რუსეთის ფედერაციის ფედერალური უშიშროების სამსახური?
ა. ნევზოროვი―  არ ვიცი. თქვენ იცით, მე ვნახე ის პატარა ვიდეო. შემიძლია ვთქვა, რომ თურქმენებმა მცდელობა არ დაიშურეს და მოძებნეს, რა თქმა უნდა, ნამდვილად სუპერ ლეკვი. ის ნამდვილი დახმარდია, რაც ნიშნავს „10 კაცს“. ეს, მართლაც, ასეთი ძაღლებია. უნდა გვესმოდეს, რომ ალაბაიზე უკეთესი ძაღლი არ არსებობს.
ვ. დიმარსკი― თქვენ გყავთ სახლში მეგობარი?
ა. ნევზოროვი― მეც ალაბაი მყავს და გოგონა, რომელსაც ჰქვია …
ო. ჟურავლიოვა ― თქვენ გაქვთ საბაბი შეხვდეთ პუტინს გარკვეული დროის შემდეგ. ამ ნიადაგზე.
ა. ნევზოროვი― იცით, ეს ჯერ კიდევ არ არის საბაბი.
ო. ჟურავლიოვა ― სამწუხაროა, სამწუხარო.
ვ. დიმარსკი―  ჩვენ გვეკითხებიან, რამდენი უნდა გადაიხადონ ყურძნის დიდი ლოკოკინის ჩიპირებისთვის?
ა. ნევზოროვი―  ეს კარგი კითხვაა. მე მიყვარს „ექოს“ მსმენელები გონებამახვილობისთვის და რომ შეუძლიათ მოძებნონ საოცარი, ახალი და გაუგებარი კითხვები. მე მომწონს ეს.
ო. ჟურავლიოვა ― ისე, სხვათა შორის, გსმენიათ ამბავი?.. ყალბ ბურგერთან დაკავშირებით, ალბათ, გსმენიათ. ნეზნაიკას შესახებ მთვარეზე? ამბობენ, საშინელი ნაწარმოებია.
ა. ნევზოროვი― დიახ, დიახ, დიახ. მანამდე კი მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა ეფრემოვის მიმართ, რომელმაც უარი განაცხადა ყირიმში წასვლაზე და, რომელიც ამ თეატრალურ  ხარბ, თავხედურ ტუსოვკაში მოექცა ... მოულოდნელად ცოტაოდენი გონივრულობის გამოჩენა, - ყოველთვის ძალიან საშიშია, ეს  უდიდესი საქციელია. ეფრემოვმა ეს შეძლო  (მიუხედავად მისი მოტივებისა).
              ა. ნევზოროვი: ეს დაიჯერეს. პასუხისგებაში მიცემის შესაძლებლობა „ნეზნაიკას“ ციტირებისთვის არ გვეჩვენება რაღაც  ველური
       რაც შეეხება ნეზნაიკას, დიახ, ოლია, ეს ჯადოსნური ამბავია. ის მდგომარეობს იმაში, რომ ერთ-ერთი მოქალაქე სავარაუდოდ დაიბარეს უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურში  ან ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოში იმისათვის, რომ მან მოახდინა პატარა ნაწილის ციტირება ნიკოლაი ნოსოვის წიგნიდან „ნეზნაიკა მთვარეზე“, სადაც ეწერა პოლიციელთა შესახებ.
         დიახ, ეს აღმოჩნდა სიყალბე, გამოგონება. მაგრამ ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია ის, რომ ეს ყველამ დაუყოვნებლივ და უპირობოდ დაიჯერა. ეს ფაქტს არავის შეუმოწმებია.
          ანუ, თავად სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში მიცემის შესაძლებლობა წიგნის „ნეზნაიკა მთვარეზე“ ციტირებისთვის უკვე აღარ გვეჩვენება ველურია ან არარეალური. ეს ცხოვრების აბსოლუტური ნორმაა დღევანდელ რუსეთში. და, სხვათა შორის, არ არის გამორიცხული, რომ ექსტრემიზმის წინააღმდეგ მებრძოლები ხვალ მაინც გადაშლიან თავის ცხოვრებაში პირველ წიგნს. კარგია, რომ ეს იქნება „ნეზნაიკა მთვარეზე“. წაიკითხავენ და, მიუხედავად ამისა, მაინც პასუხისგებაში მისცემენ საბრალო ბლოგერს, რადგან ტექსტი წიგნში „ნეზნაიკა მთვარეზე“ უკიდურესად კრამოლურია, და ეს წიგნი ასევე შესატანია რომელიმე სიაში.
       აი, ბიბლია, რომელიც ბევრად უფრო ნაკლებად…
ვ. დიმარსკი― დიახ, ისინი სახარების კითხვას დაიწყებენ.
ა. ნევზოროვი― დიახ. ...რომელიც ბევრად უფრო ნაკლებად შინაარსიანი და საინტერესოა, და ყურადსაღები წიგნია, ვიდრე ნეზნაიკას სახარება ან „ნეზნაიკა მთვარეზე“ (უკვე არ მახსოვს, ხომ ასეა?) „ნეზნაიკა მთვარეზე“. აი ბიბლია რატომღაც არ შეაქვთ ექსტრემისტული ლიტერატურის სიაში, თუმცა ბიბლია პირდაპირ ასწავლის სიძულვილს, მკვლელობას, გენოციდს და წამებას.
ო. ჟურავლიოვა ―  ზოგადად, უკვე ყოფილა ყველა წმინდა წიგნის პასუხისგებაში მიცემის მცდელობა. მაგრამ საბოლოოდ აკრძალეს მათი  შემოწმება ექსტრემიზმზე. დასასრულს, ერთი სიტყვა მაინც თქვით კიდევ ერთი ექსტრემისტის მისამართით. აღმოჩნდა, რომ ჩვენთან მალცევი დაუსწრებლად  დააპატიმრეს ექსტრემიზმისთვის.
ა. ნევზოროვი―  მე ვუსურვებდი მას თავიც დაუსწრებლად მოკვეთონ. და რომ ზოგადად ყველაფერი ცუდი, რაც შეიძლებოდა რომ მას შეხვედროდა, დაუსწრებლად მომხდარიყო. ის ძალიან ჭკვიანი ადამიანია. სამწუხაროდ, მას აქვს ნაკლოვანება ნაციონალიზმის სახით. ის არის უჭკვიანესი, მომხიბვლელი ადამიანი, რომელმაც, შესაძლოა, რუსეთის ამ პოლიტიკურ ოლიმპოზე მოძებნოს თავისი ადგილი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საქმის აღძვრა პოლიტიკური მოტივით - ეს სოლიდური და ძლიერი წვლილია მომავალში, ეს არის გრანტი იმისათვის, რომ ადამიანი, რომელიც დღეს დაზარალდა, მომავალში აუცილებლად დაიმკვიდრებს თავის ადგილს პოლიტიკაში.
ო. ჟურავლიოვა ― თქვენ კონცეფციაში არის რაღაც ქრისტიანობიდან. დიდი მადლობა. ეს იყო „ნევზოროვის ოთხშაბათები“ ...
ა. ნევზოროვი― დიახ, მაინც შეძელით ჩემთვის კბილის გაკვრა.
ვ. დიმარსკი― დიახ, ვასრულებთ ჩვენ პროგრამას.
ო. ჟურავლიოვა ― (იცინის) დიახ. მადლობა. ვამთავრებთ ჩვენ პროგრამას. ვიტალი დიმარსკი, ალექსანდრ ნევზოროვი, ოლგა ჟურავლიობა. ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ .

თარგმანი მ.ფ.ლ  10.20.17 (c)

სარედაქციო

ტექნიკური შეფერრხებაა


http://lib.ru/DPEOPLE/stiwen_hanter.txt_with-big-pictures.html#11 ДЕСТРУКТИВНЫЙ КОНТРОЛЬ СОЗНАНИЯ



  this is extremely important. Creativity or divergent thinking is the most important form of thinking, its actually the goal of the whole journey of self awareness and individuation. if u can't think creatively u are in a mental prison and here is stated that a huge study found that it is slowly programmed out of the children by school. it's true because creative thinking is self referential and school and university programs the opposite. My most beloved Professor called me a divergent thinker, see link in comment..." D.H  https://anewkindofhuman.com/creative-genius-divergent-thinking-test/

 http://oddlife.ru/34143/ 


oddlife.ru
  Less well known is the paradox of tolerance: Unlimited tolerance must lead to the disappearance of tolerance. If we extend unlimited tolerance even to those who are intolerant, if we are not prepared to defend a tolerant society against the onslaught of the intolerant, then the tolerant will be destroyed, and tolerance with them. — In this formulation, I do not imply, for instance, that we should always suppress the utterance of intolerant philosophies; as long as we can counter them by rational argument and keep them in check by public opinion, suppression would certainly be unwise. But we should claim the right to suppress them if necessary even by force; for it may easily turn out that they are not prepared to meet us on the level of rational argument, but begin by denouncing all argument; they may forbid their followers to listen to rational argument, because it is deceptive, and teach them to answer arguments by the use of their fists or pistols. We should therefore claim, in the name of tolerance, the right not to tolerate the intolerant. We should claim that any movement preaching intolerance places itself outside the law, and we should consider incitement to intolerance and persecution as criminal, in the same way as we should consider incitement to murder, or to kidnapping, or to the revival of the slave trade, as criminal.”

― Karl R. Popper, The Open Society and Its Enemies






"Many men have a glaring mental defect. The defect revolves around two deficiencies, a lack of awareness of what's going on outside their mind and a deficiency in critical thinking (thinking that can create new communication). These deficiencies make men into puppets for bosses, but it leads them to unhealthy minds and sexual misconduct. Without awareness of our surroundings and critical thinking to come up with creative speech in real-time, men cannot draw from their surroundings and use it as a palette in creating new speech with women. Instead, they use memorized lines and develop patterns of behavior where they follow emotional impulses. This leads to sexual misconduct. Even in explaining this now, many people don't know what it's like to have a healthy mind that thinks differently (you only know how to think the way you think). So, here I will attempt to show you how a healthy mind thinks.

Example: You are talking to a lady in casual social setting. You find her attractive and would like to be intimate with her. So you give her an offer through your behavior without pressuring her, and you do it in a way that she is FREE to reject your offer. It starts with using your thought processes to create an interaction. With your mind, you create a swirl path in your mind's eye for your hand, you recall how to give a slow motion blink with one eye, and you identify the light source and where it will hit your eyes. Now that you have went through that thought process (real fast), you are ready to execute. In finishing saying something creative, you move your hand in a swirl, blink your left eye in slow motion while slowly looking up at her, and move back in the seat to where the light hits your eyes and gives the lady an experience of seeing you with your eyes gleaming (it makes you look magical to the woman).

Upon each one of these exchanges where you express your style and create an experience for the lady, the woman can appreciate your style and increase her flirting to show you her elevated interest in you. This process of increasing intimacy continues to where the two of you consensually decide to go somewhere to be more private.

There you go! Healthy interaction with females without the sexual misconduct. Now this is a skill that can be improved and advanced in level. Can we talk about this skill and what I said here? BTW: That process above is so easy that children can be taught how to do it. Bret Sterling

როგორ განვსაზღვრoთ ენტროპიის სასიკვდილო შხამით მოწამლული რეჟიმის აგონია? მისი გააფთრებული თავდასხმით კულტურაზე

 როგორ განვსაზღვრoთ ენტროპიის სასიკვდილო შხამით მოწამლული რეჟიმის აგონია? მისი გააფთრებული თავდასხმით კულტურაზე

თვალსაზრისი  ვიქტორ ეროფეევი


      ჩემ პირველ სტატიაში Swissinfo „რუსული გლობუსისთვის“ მე ვწერდი, რომ „რუსეთში პერესტროიკისა და ლიბერალური რეფორმების მოკლე პერიოდი - რუსული მარადიულობიდან გამოსვლის და ევროპულ დროში გადასვლის სასოწარკვეთილი მცდელობაა. სათანადო გამბედაობით წამოწყებული, მაგრამ მოსახლეობის რეალური შეხედულებებსა და საჭიროებების გაუთვალისწინებლად, ის მარცხით დასრულდა“. დღეს მინდა ვისაუბრო მოსკოვის დროის ხარისხზე. კერძოდ, იმაზე, თუ როგორ განსხვავდება რუსული შეხედულება დროზე ევროპულისგან. და რა როლს ასრულებს შვეიცარია, როგორც დროის ძირითადი მატარებელი ამ ქვეყანაში შექმნილ საათებზე?
       ყველამ დიდი ხანია შენიშნა, რომ პუტინს უყვარს დაგვიანება. ის აგვიანებს ქვეყნის შიგნითაც და საზღვარგარეთ. ერთხელ მან დააგვიანა მოსკოვის კინოფესტივალის გახსნაზე, და უზარმაზარი დარბაზი მოთმინებით ელოდებოდა მას, და როდესაც ის ბოლოს და ბოლოს მოვიდა და მხიარულად იხუმრა, თუკი იტყოდა, რომ მოსკოვში საცობების გამო დააგვიანდა, მას არავინ დაუჯერებდა. დარბაზმა შვებით ამოისუნთქა, ხუმრობამ გაამხიარულა, რადგან მიხვდა, რომ რუსეთის პრეზიდენტის კორტეჟი საცობში არ აღმოჩნდებოდა. პრეზიდენტის კორტეჟი საცობებზე მაღლა დგას, ხოლო თავად პრეზიდენტი - დროზე მაღლა. მაგრამ თუ ის დროზე მაღლა დგას, მაშინ რატომ არ დაიმორჩილებს მას და არ დაიცავს სიზუსტეს ფრანგული ფორმულის თანახმად „სიზუსტე - მეფეთა თავაზიანობაა“? იმიტომ, რომ ის არ არის საფრანგეთის მეფე, მაგრამ რაღაც უფრო ფესვგადგმულია მარადისობაში, სადაც არ არის სიზუსტე, რადგან დრო არ არის. ამიტომაც, რუსეთში, როგორც ყველა რუსისთვის არის ცნობილი, ხელმძღვანელობა არ იგვიანებს, არამედ აყოვნებს, თითქოს გადადის მარადიულობიდან, სადაც იმყოფება, დროში, როდესაც ყველა დანარჩენი ფუსფუსებს. ეს გადასვლა მარადიულობიდან დროში წარმოადგენს რუსული მმართველობის ძირითად ფორმულას.
         მმართველები აქ დიდხანს მართავენ და დროს ვერ ამჩნევენ. დრო მათ აღიზიანებს, ისინი დროში არ მონაწილეობენ ან მონაწილეობენ, მაგრამ დროებით, წამიერად, საჭიროების შემთხვევაში. ბოლშევიკური ლიდერები, რომლებიც ფორმალურად არ იყვნენ მეფენი, მართავდნენ, როგორც ღმერთის მიერ რჩეული მეფენი: სტალინი - ოცდაათ წელს, ბრეჟნევი - თვრამეტს. ახლა პუტინი ცდილობს გადაუსწროს ბრეჟნევს: ის ფაქტიურად მართავს ჩვიდმეტი წლის განმავლობაში (მათ შორის, ოთხი წელი მისი ერთგული მეგობრის დიმიტრი მედვედევის შემწეობით). ამბობენ, რომ გერცენს ეკუთვნის ღირშესანიშნავი სიტყვები: „რუსეთში უნდა დიდხანს იცხოვრო“. რა თქმა უნდა, რომ დაველოდოთ ცვლილებებს!
       მარადიულობა, რომელშიც იმყოფებიან რუსი მმართველები, საბოლოო ჯამში, პოლიტიკური თვალსაზრისით, გადაგვარდება სტაგნაციაში, ხოლო მეტაფიზიკური - უდროობაში. სტაგნაცია არის რუსეთის მუდმივი ჩამორჩენის მიზეზი ევროპისა და ამერიკის მოწინავე ქვეყნებთან შედარებით. თუმცა, ადგილი ჰქონდა გარღვევებსაც, რომლებმაც შოკში ჩააგდეს მთელი მსოფლიო: საკმარისია გავიხსენოთ პირველი თანამგზავრი 1957 წელს ან გაგარინი. ან მსოფლიოში პირველი წყალბადის ბომბი, აკადემიკოს ანდრეი სახაროვის ქმნილება. მაგრამ ასეთი გარღვევები სულ უფრო ნაკლებია. სტაგნაცია ისტორიულ განზომილებაში ახშობს აზრს. სისტემის უძრაობა. ბიუროკრატიის გაქვავებულობა. თავად სტაგნაცია შიშის შედეგია. ინიციატივის გამოჩენის შიში. სიახლის შიში.
       გოგოლი მის დაუმთავრებელ ტექსტში რომის შესახებ თავს ესხმოდა პარიზს როგორც ინოვაციების დედაქალაქს. დრო პროვოცირებს სიახლეს. რუსულ ტრადიციულ მენტალობას ეშინია სიახლის, როგორც ეშმაკისეული საწყისის. დიდი რელიგიური განხეთქილება XVII საუკუნის რუსეთში, რომელმაც ააღელვა მთელი ქვეყანა და ნამდვილად გაყო ორ ნაწილად, ერთი შეხედვით, მოხდა  მცირე დეტალების გამო მღვდელმსახურებაში (როგორ გადაიწერონ პირჯვარი: ორი თუ სამი თითით? და ა.შ.), ფაქტობრივად კი მარადისობის-სიძველის დაპირისპირების გამო საეჭვო ინოვაციებთან (თუმცა სინამდვილეში ისინი უბრალოდ წარმოადგენდნენ დაბრუნების მცდელობას მართლმადიდებლური მსახურების სათავეებთან).
       ჟამთა სიავე - გაჭიანურებული მმართველობის, სტაგნაციის ორგანიზატორის დისიდენტური განმარტებაა. მმართველობის ხანგრძლივობა იწვევს საღი აზრის გაღიზიანებას, საღად მოაზროვნე ადამიანების წონასწორობიდან გამოყვანას, ახდენს რევოლუციური განწყობის პროვოცირებას. ძველი რუსეთის რევოლუციონერები, მაგალითად, ნერვიულობდნენ, გამოირჩეოდნენ თავშეუკავებლობით, იყვნენ ტერორისკენ მიდრეკილი მაქსიმალისტები. რუსული ინტელიგენცია დროისთვის მებრძოლები არიან. მოწინავე ინტელექტუალური კლასი მიუთითებს ციფერბლატზე გაჩერებულ ისრებზე და მოითხოვს საათის დაუყოვნებლივ ამუშავებას. მარადისობის ხელისუფლება იყენებს რეპრესიებს დროთა აგიტატორების წინააღმდეგ - ასეთია ჩვენი ისტორიის პარადიგმა.
         მიჩნეულია, რომ რუსულ ისტორიაში იყო რეფორმის 17 მცდელობა, და ყველა მათგანი არაფრით დასრულდა. თუმცა, ეს მთლად ასე არ არის. ჩვენ ვიცით, რომ მინიმუმ ორი მეფე ცდილობდა მოსკოვის სამეფოს მარადიული სიმშვიდის დარღვევას. პეტრე პირველმა გადაიტანა დედაქალაქი მოსკოვიდან - ამ დიდი სოფლიდან - ფორმით იტალიურ სანქტ-პეტერბურგში, რომელიც თავად ააშენა. რუსული ისტორიის პეტერბურგის პერიოდი მარადიულობისა და დროის უცნაური ნაზავია, სადაც მარადიულობა ასაზრდოებდა ბიუროკრატიას, ხოლო დრო - აღმოცენებულ ინტელიგენციას. ალექსანდრე მეორე იყო, ალბათ, ყველაზე დროებითი მეფე, ანუ მმართველი, რომელსაც სურდა ევროპის ცივილიზაციის დროსთან ფეხაწყობით სიარული. მაგრამ ის გაანადგურეს რევოლუციონერმა ტერორისტებმა, რომლებიც ოცნებობდნენ დროზე გაბატონებას.
       ფაქტობრივად, ისინი გარდაიქმნენ ბოლშევიკებად და მიაღწიეს მიზანს. მაგრამ ბოლშევიკებმა  თავი ვერ გაართვეს რუსულ დროს, რომელიც დაუსხლტდა მათ  არეულობების, გლეხთა ბუნტების, ინტელიგენციის მდუმარე წინააღმდეგობის სახით, ამიტომ სტალინი დაუბრუნდა რუსული მარადისობის ტრადიციულ მოდელს. დროა ვიკითხოთ: რატომ გახდა რუსული მარადისობა სახელმწიფო ხელისუფლების ფორმა? თუ ევროპაში დრო კარნახობდა თავის პირობებს პოლიტიკურ მმართველობას, რუსეთში სხვაგვარად ხდებოდა: მთავრობა კარნახობდა დროს პირობებს.
     ალბათ, ყველაფერი დაიწყო უპრეცედენტო შუასაუკუნეების ბრძოლებითა და კომპრომისებით: რუსმა თავადებმა და თათარ-მონღოლთა ურდომ მოძებნეს თანაარსებობის მახინჯი ფორმები, თავისი არსით სადომაზოქისტური. მოსკოვის სამეფომ გადაიღო აღმოსავლეთის დესპოტიზმის მრავალი ფორმა, რომელიც აგებული იყო ერთმმართველობის ურყეობაზე. ბიზანტიურმა გავლენამ რუსეთზე, რომელიც მართლმადიდებლობასთან ასოცირდება, შესძინა რუსულ ხასიათს განმჭვრეტი მნიშვნელობა, ააგო სიცოცხლისა და სიკვდილის კომბინაციის რთული კომპოზიცია, როგორც ერთი მთელის. სწორედ აქ დაიწყო ბუდობა რუსულმა მარადიულობამ, წინააღმდეგობა გაუწია დასავლეთის ახალ კულტს. არც რუსული წარმართობა, არც რუსული მართლმადიდებლობა, როგორი განსხვავებულიც ისინი არ იყვნენ, არ გამოირჩეოდა დროის მიმართ მიდრეკილებით. პირიქით, ისინი არ იყვნენ დროით შეზღუდული და, შესაბამისად, რუსეთის ცივილიზაციის დანერგვა დროში თავიდანვე იყო გართულებული. სამაგიეროდ, თვითშენარჩუნების გაცნობიერებული და ქვეცნობიერი სურვილი რუსული სახელმწიფოებრიობისთვის  გამოიხატა მარადიულობისკენ მიმართვაში.
       კომუნისტური უტოპია ბედნიერი მარადისობის სახით დაინგრა ეკონომიკური სტაგნაციის გამო, მაგრამ მარადისობის ცნება შენარჩუნდა. პერესტროიკის იდეოლოგების როტაცია თანამედროვეობისკენ დიდხანს არ გაგრძელებულა, რადგან არავინ განმარტა, მისი ფუნდამენტური მნიშვნელობა. ახალი ხელისუფლება ეფუძნებოდა ბუნდოვან მოსაზრებას საღი აზრის შესახებ, რომელიც სწრაფად გადაიქცა აბსურდათ. დროში გაქცევას (და საკმაოდ დროულად!) შეეცადა ზოგიერთი ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელიც, ყოველდღიური ცხოვრების თვალსაზრისით, ყოველთვის იყო დაკავშირებული დროსთან. საუბარია ბალტიისპირეთის ქვეყნებზე. სხვა შემთხვევაში (უკრაინა,ნაწილობრივ ბელორუსია) დროსთან შეხვედრამ მიიღო ტრაგიკული ხასიათი. ყველაზე დინამიურ 1990-იანი წლებში რუსეთში დრო ყოველთვის თამაშობდა დამატებით როლს. 
       ძირითად ბრძოლას ბანდიტებსა და ძალოვანებს შორის ჰქონდა მითიური, დროში შეუზღუდავი ხასიათი. ის დასრულდა მარადიული წესრიგის იდეის გამარჯვებით. პუტინი განასახიერებს მარადისობის ამჟამინდელ ფორმას. ის არ არის პორტრეტი, არამედ ხატია. განსხვავება დროში შეუზღუდავია რუბლევის ხატებსა და ამჟამინდელ პრეზიდენტს შორის მხოლოდ რწმენის ვექტორში, რომელზეც მიუთითებს თავად რუსული მართლმადიდებლური ეკლესია. ჩვენ თვალწინ 2011-2012 წლებში მოხდა რუსული დროის ბუნტი რუსული მარადისობის ახალი რაუნდის წინააღმდეგ, მაგრამ მარადისობამ წარმატებით ჩატკეპნა ასფალტში. თუ რამდენად ემორჩილება დღევანდელ მარადისიბა ენტროპიას - დროის საკითხია.
        რუსეთის ხელისუფლება მიეჩვია დროის საკმაოდ თვითნებურად განკარგვას. ლენინმა შეცვალა კალენდარი 1918 წლის 24 იანვრის განკარგულებით (ძველი იულიანური სტილი ახალ გრიგორიანულზე), მიუხედავად ამისა დღესაც არსებობენ ძველი სტილის გულშემატკივრები, რომლებიც მოითხოვენ ძველი რუსული კალენდარის დაბრუნებას და რომელიც ჩამორჩება დასავლურს ცამეტი დღით. ხელისუფლება ასევე ცვლის დროის ზონებს, გადაადგილებს დროს კიდით კიდემდე. და ბოლოს, ზაფხულის და ზამთრის დრო რუსეთში გარკვეული ყოყმანის შემდეგ არცთუ დიდი ხნის წინ გადაიქცა ერთიან დროთ, და ჩვენ ზაფხულში ევროპას ვუსწრებთ ერთი საათით, ხოლო ზამთარში - ორით. რუსული მართლმადიდებლურო ეკლესიის დამოკიდებულება დროის დადგენის საკითხთან დაკავშირებით, რომელიც, თითქოს, ძირს უთხრის რიტუალების განრიგს, საოცარი მოთმინებით გამოირჩევა, და მადლიერია განსაკუთრებული შესაძლებლობისთვის უახლეს დროში გამდიდრდეს სახელმწიფოს დახმარებით.
       მარადისობის მთელი სიძლიერის მიუხედავად რუსეთში, ჩვენთან სწორედ შვეიცარიული საათები წარმოადგენენ ძალაუფლების სიმბოლოს. გასაკვირი არ არის, რომ ხელის რუსული საათები ნელ-ნელა გაქრა. მსგავსი რამ დაემართა სამამულო ავტომობილებსაც. ეს არის არა მხოლოდ ხარისხის საკითხი, არამედ თვალსაზრისის. მაგალითად, მოსკოვში, დღეს, სახელმწიფო პატრიოტიზმის ძლიერი ტალღის მიუხედავად, არსებობს ფირნიშების დიდი რაოდენობა უცხოურ (ინგლისურ ან ფრანგულ) ენებზე, რადგან ის აკმაყოფილებს მოსახლეობის შეხედულებას ცხოვრების ხარისხზე. შვეიცარული საათები არა მარტო ხარისხის აბსოლუტურ გარანტიას აძლევენ რუს ადამიანს (მისი აზრით), არამედ ადასტურებენ მათი მფლობელის აბსოლუტურს გემოვნებას.
       პუტინის დამოკიდებულება შვეიცარიული საათების მიმართ იმსახურებს ყურადღებას. როგორც წესი, იგი ატარებს Patek Philippe Perpetual Calendar საათებს თეთრი ოქროსგან. მაგრამ ის კიდევ იმით არის ცნობილი, რომ პირდაპირი მნიშვნელობით აგდებს ძვირადღირებულ შვეიცარულ საათებს. მაგალითად, ნიჟნი-ბურეისკის ჰიდროელექტრო სადგურის მშენებლობის დათვალიერებისას მან თხევად ბეტონში ჩააგდო თავისი ხელის საათი. რატომ?  მშენებლობა წარმატებული რომ იყოს! ასეთი რუსული ნიშანია! არ ვიცი, მართლაც დაეხმარა ეს, თუ არა ... როდესაც ის ტუვაში შეხვდა ბიჭს ცხენზე, ადგილობრივი მწყემსის შვილს, მან აჩუქა თავისი მდიდრული შვეიცარიული საათი. იგივე გააკეთა ტულას სამხედრო ქარხანაში, როდესაც ზეინკალს, რომელიც მას მოეწონა, ხელზე გაუკეთა საათი. საერთო ჯამში, პრეზიდენტის კოლექციაში, ჟურნალისტების შეფასებით, 30 მილიონი რუბლის ღირებულების საათებია.
        პუტინის შემდეგ, დაბალი რანგის ხელმძღვანელობა ასევე ატარებს და აგროვებს შვეიცარულ საათებს. რუსეთში ყველამ იცის სკანდალი პატრიარქ კირილესთან დაკავშირებით. ის ატარებს Breguet-ის ძვირადღირებულ საათს, მაგრამ მალულად. ეს საათი პატრიარქის ფოტოზე მისმა თანაშემწეებმა ფოტოშოპის დახმარებით წაშალეს, მაგრამ  დაავიწყდათ მისი ანარეკლის წაშლა მაგიდის მინაზე. ეკლესია დიდხანს და  მოუქნელად ცდილობდა სკანდალის მიზეზის განმარტებას.
        აქ მე ვხედავ რუსი ადამიანის კომპრომისს დროსთან. ხელისუფლების მწვერვალზე აღმოჩენილს და მარადისობით დაცულს, მას შეეძლო საკუთარი თავისთვის და მისი ოჯახისთვის მიეცა უფლება დამტკბარიყო დროით,  დაემორჩილებინა ევროპული მოდა, შეესყიდა ფასდაუდებელი მანქანა, ვილა და იახტა. მაგრამ აქაც ევროპული დროის მეშვეობით იგივე მარადიულობა იჩენს თავს, რადგან დროის ეს ატრიბუტები, რომლებიც ფუფუნების საგანს წარმოადგენენ, გარდაიქმნებიან მარადისობის საგნებად. ფუფუნება და მარადიულობა ერთმანეთთან არის დაკავშირებული, რადგან ფუფუნება დროის დაძლევაა და სწორედ ამ გზაზე პრეზიდენტი ტრამპი და პრეზიდენტი პუტინი გამონახავენ საერთო ენას. მაგრამ ტრამპთან დაგვიანებას პუტინი ვერ გაბედავს.
       დროისადმი კუთვნილების გარდა, ასევე არსებობს ტაბელი რანგების შესახებ. პუტინს შეუძლია დააგვიანოს შეხვედრაზე რომის პაპთან, იაპონიის პრემიერ-მინისტრთან, გერმანიის კანცლერთან ან მით უმეტეს იანუკოვიჩთან (როდესაც ის უკრაინის პრეზიდენტი იყო), გამომდინარე მისი შეხედულებიდან აღმოსავლური ორთაბრძოლის წესების შესახებ. საბოლოო ჯამში, ძლიერი სუსტზე სუსტია, და სპორტში ამის არავის რცხვენია. საათთან ამას არავითარი დამოკიდებული არ აქვს. სამაგიეროდ დამოკიდებულება აქვს ადამიანურ ღირებულებებთან. დროთა განმავლობაში ისინი იცვლებიან.
       ევროპაში არავინ დაიკვეხნის იმით, რომ ბრძოლის დროს მტერს ხმლით მოჰკვეთა თავი, თუმცა ჯერ კიდევ ასი წლის წინ ფრანგი ან გერმანელი საქმრო სიამოვნებით მოუყვებოდა ამის შესახებ თავის საცოლეს. ახლა პატარძალს გული წაუვიდოდა, გულის წასვლაც რომ აღარ იყოს გასული მოდიდან. მაგრამ იქ. სადაც დრო შენელებულია და ღირებულებები მოძრაობენ, ისევე როგორც ადამიანები, რომლებიც მუხლებამდე წყალში დადიან, ხმალი და ძალაუფლების კულტის სხვა ატრიბუტები ინარჩუნებენ თავიანთ მნიშვნელობას და ეწინააღმდეგებიან ცვლილებებს. თუმცა, ცვლილებები თანამედროვე ევროპაში არ არის ცალსახა, როგორც ამას აჩვენებენ კრიზისები, და ზოგჯერ ჩანს, რომ რუსული მარადისობას უფრო საიმედოდ შეაფარებ თავს, ვიდრე დაემორჩილო დროის თამაშს.

===
გაანადგურე კულტურა!

როგორ განვსაზღვრoთ ენტროპიის სასიკვდილო შხამით მოწამლული რეჟიმის აგონია? მისი გააფთრებული თავდასხმით კულტურაზე
        კულტურის განადგურება ადვილიც არის და რთულიც, ისევე როგორც ადამიანის მოკვლა. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ სად მიაყენებ დარტყმას. კულტურაზე დევნის ამჟამინდელ მონაწილეებს, ღიას და ფარულს, სისხლი სწყურიათ.
მე მიმაჩნია, რომ კულტურა არის ბრძოლა ენტროპიის წინააღმდეგ. ენტროპია არ არის აბსტრაქცია, არამედ განადგურების რეალური ძალაა. კულტურა უპირისპირდება ენტროპიას იმ დონემდე, რომ ორივე ცნება პერსონიფიცირდება გოლიათთა ორთაბრძოლაში, დაახლოებით ისეთი ტიპის, როგორიც წინ უძღოდა წარმოსახვით კულიკოვოს ბრძოლას, როდესაც ერთმანეთს შეებრძოლენ პერესვეტი და ჩელუბეი და, როგორც იცით, ორივე დაიღუპა. თუმცა, პერესვეტმა მაინც მოიპოვა გამარჯვება, რადგან შეძლო თავისიანებამდე მიღწევა და ამხანაგების  ხელში დალია სული.
რუსეთის ინტელიგენცია ისტორიულად უკვე ადარებდა ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ რეჟიმს თათრულ-მონღოლურ უღელს. მიუხედავად ოკუპაციისა, იგი თამამად ჩაება ბრძოლაში, დაამარცხა იგი და სახელმოხვეჭილი დარჩა ხალხის მეხსიერებაში, მაგრამ ენტროპია კვლავ ატყდებოდა თავს ქვეყანას, და ჩვენი პერესვეტი ისევ იღუპებოდა თანამებრძოლების თვალწინ.
„ენტროპია ანადგურებს ქვებს და ადამიანთა სულებს. ის ანადგურებს პლანეტებს და აქრობს ვარსკვლავებს“
გასაკვირია, რომ ენტროპიას სურს კულტურის განადგურება? მაგრამ დაგვიანებული ხომ არ არის ჩვენი გაოცება რეალობით? როგორ განვსაზღვრავთ რეჟიმის აგონია, რომელსაც ენტროპიის სასიკვდილო სენი შეეყარა? მისი გააფთრებული თავდასხმით კულტურაზე.
გაანადგურე კულტურა! - უბრძანებს ენტროპია მის ვასალურ რეჟიმს.
დაიცავით კულტურა! - ვამბობ მე.
დაიცავით კულტურა, რადგან კულტურის გარეშე რუსეთი არ იარსებებს, ხოლო  ენტროპიის ვასალური რეჟიმის გარეშე - აუცილებლად იარსებებს!
კულტურას დევნიდნენ მეფენი. არა მხოლოდ წინასწარმჭვრეტი რადიშჩევი, არამედ გენიალური დერჟავინი იყო შერისხული.
რილეევმა სახრჩობელაზე დაასრულა სიცოცხლე. პუშკინი გადასახლებასა და პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა.
ეს იმდენად ცხადია, რომ მოსაბეზრებელი გახდა.
მაგრამ არა: ენტროპია კვლავ იქნევს მათრახს.
სწორედ რუსეთის იმ კულტურას ჰქონდა მსოფლიო ღირებულება, რომელსაც დევნიდა. სწორედ მან შემოიტანა სამყაროში ის შეხედულებები სიკეთისა და ბოროტების შესახებ, რომელიც საყოველთაო თეზაურუსის ნაწილი გახდება.
მაშ რა არის ენტროპია?
            ენტროპია ანადგურებს ქვებს და ადამიანთა სულებს. ის ანადგურებს პლანეტებს და აქრობს ვარსკვლავებს.
ის შეიძლება იყოს მეტაფიზიკური და მატერიალური.
რასაკვირველია, სასარგებლოა კულტურული შესაძლებლობების საზღვრების ცოდნა. კულტურა ვერ აანთებს ჩამქრალ ვარსკვლავს. მაგრამ ჩვენ შემთხვევაში, ენტროპიას აქვს მიწიერი შხამის ჰიბრიდული ბუნება. ის გარდაქმნის ოსტატია. მას შეუძლია შეცვალოს ანაფორა მუნდირზე, სიწმინდე საჯარო სამსახურსა და დაუზარებლობაზე, მორალური მახათი პროპაგანდის საოპერო საპონზე. ის მეფის მსახურთ მექრთამეებად გარდაქმნის.
 „ენტროპია არსებითად უიღბლო და უნიჭოა. მისი მთავარი აგენტია სიკვდილი“
მას ეშინია დემონსტრაციების და დაკრძალვის, მეგობრული შეხვედრების და სოციალური ქსელების. იგი მალავს წიგნებს სათავსოებში ან წვავს მათ. გადააქცევს ზრდასრულ ადამიანებს შეშინებულ ფარად, ხოლო ბავშვები დამოკიდებულები ხდებიან ეროვნულ პრეტენზიებზე. კრძალავს ფილმებს, სპექტაკლებს, გამოფენებს.
ყველაფერს ცვლის. ყველაფერს ცვლის.
გულკეთილად მოაქვს თავი.
ის თავზე იღებს უფლებას გამოვიდეს პატრიოტების სახელით, პატრიოტიზმს თავის ბასტილიად გადააქცევს. ის ყოველთვის იმიტაციურია, ახალი არაფერია, არც ტაძრების არქიტექტურაში, არც სიტყვებში, არც ჟესტებში, არც საქმეებში. ის სარგებლობს რწმენით ურწმუნოების გამო. და ეჭვს რწმენაში, ძმები კარამაზოვების ღმერთის წინააღმდეგ გალაშქრებას - რუსული სულის საუკეთესო მაგალითებს - ის წარმოადგენს, როგორც გულქვაობას. ის იმიტირებს ქმედებას. სტაგნაცია მისი საუკეთესო ასისტენტია. ენტროპია არსებითად უიღბლო და უნიჭოა. მისი მთავარი აგენტია სიკვდილი. შუა საუკუნეებში ასეთად ითვლებოდა ბოროტება.
ეს ჩვენ უკვე ვისწავლეთ 37 წელს.
მაგრამ ყველაფერი, რასაც ის აკეთებს, მაშინაც კი, თუ მას მოკლე ხელები აქვს დიდი ტერორისთვის, ნიშნავს სიკვდილის მოახლოებას.
ხელისუფლების უცვლელობა - ასევე ენტროპიაა.
სახელმწიფო სიცრუე, პროპაგანდაც - ენტროპიაა.
და მჟავე კვო პატრიოტიზმიც - ასევე ენტროპიაა.
და ეკლესიაც, რომელსაც უყვარს ძალაუფლება და ფული, - ასევე ენტროპიაა.
და სამხედრო ყაიდის ადამიანები, რომელთათვისაც მეთაურის ბრძანება კონსტიტუციაზე უფრო მნიშვნელოვანია, - ასევე ენტროპიაა.
რეალურ კულტურაში, ენტროპიის წინააღმდეგ ბრძოლა ხშირად არ არის პირდაპირი, არამედ პარადოქსულია. მორალიზაცია მიზანს სცდება. ენტროპიის წინააღმდეგ ბრძოლა შეიძლება იყოს ენტროპიის დემონსტრირება. კაფკას რომანი „ციხე-დარბაზი“ ასეთი დემონსტრაციაა.

 „დროა დავუბრუნდეთ ჩვენი კულტურის ფესვებს. იმიტომ, რომ ყველაფერი სხვა ობმოკიდებულია, დაჟანგებული“
სისულელეც ენტროპიაა. მაგრამ როგორ უნდა გავართვათ მას თავი? ისე ვადიდოთ, რომ ცოტა არ მოეჩვენოს! ერაზმუს როტერდამელის „სისულელის დიდება“ ასევე არის ბრძოლა ენტროპიის წინააღმდეგ.
ილია კაბაკოვის სოცარტი - ენტროპიის წინააღმდეგ ბრძოლაა.
კულტურის ირონია და თვითირონია ენთროპიას სძულს. მას იუმორისგან აძაგძაგებს.
ანტონ ნოსიკი, რომელმაც დაგვტოვა, - არის ადამიანი მომავალიდან, თავისუფალი გამომგონებელი - ეს იგივე ბრძოლაა, რომელიც აუცილებელია სიცოცხლის გასაგრძელებლად.
ენტროპია არასდროს გაქრება - ეს ფორმულა სამყაროს უდევს საფუძვლად. მაგრამ შეიძლება ენტროპიის გამოვლენა, ახსნა და მისი გავლენის შეზღუდვის მცდელობა. კიდევ რას, კულტურის გარდა, შეუძლია ამის გაკეთება? ნორმალური თავისუფალი პოლიტიკური ინსტიტუტები, განათლებული დემოკრატია, რომლის ნაკლებობა დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი იგრძნობა. რა თქმა უნდა, იქაც არსებობს ენტროპიის ყველა სატყუარა. სამომხმარებლო საზოგადოების მსგავსად. ენტროპიამ კაცობრიობას გადაასხა სისულელის მთელი ოკეანე. რა განათლებული დემოკრატია შეიძლება არსებობდეს? აქ უნდა ფესვებს დავუბრუნდეთ.
ჩვენთვისაც დროა ფესვებს დავუბრუნდეთ. ჩვენი კულტურის ფესვებს. იმიტომ, რომ ყველაფერი სხვა ობმოკიდებულია, დაჟანგებული. მაგრამ კულტურა ჩვენთან, როგორც აღმოჩნდა, - ჩვენი რელიგიაა. ამიტომაცაა, რომ ენტროპია ჩვენ რეგიონში მბრძანებლობს ხელისუფლებაზე:
— გაანადგურე კულტურა!
სხვა დანარჩენის განადგურება არც ისე რთულია.
კულტურაც დაუცველია განადგურებისგან. ტყვიები ზუზუნებენ. შევინარჩუნოთ იგი. გადავარჩინოთ. მივცეთ სიცოცხლის და ცვლილების უფლება, რადგან მას არ შეუძლია დარჩეს ისეთი, როგორიც გუშინ იყო, თუ ის ნამდვილია და არა სათამაშო ხელისუფლების ხელში.
უკეთესია კულტურის გადარჩენა, ვიდრე მისი აღორძინება შთამომავლობაში.
======


განსხვავებული აზრი

სტუმარი: ვიქტორ ეროფეევი, მწერალი 
წამყვანი: ოლგა ჟურავლიოვა

ო. ჟურავლიოვა―  საღამო მშვიდობისა! ეს არის პროგრამა „განსხვავებული აზრი“. მე ვარ ოლგა ჟურავლიოვა. ჩვენთან სტუმრადაა მწერალი ვიქტორ ეროფეევი. გამარჯობა, ვიქტორ ვლადიმიროვიჩ!
ვ. ეროფეევი ― გამარჯობა!
ო. ჟურავლიოვა―  დასაწყისში მინდა გკითხოთ კადრს მიღმა  ჩვენ საუბართან დაკავშირებით, თუ როგორი ხელოვნებაა საჭირო რუსეთში? რატომ არის, რომ მძიმე, პრობლემური ხელოვნების ნაწარმოებები იწვევენ ფართო უარყოფას და რუსოფობიის სტიგმასაც კი? ახლა - ზვიგინიცევის ნაწარმოებების მოტივებზე, მაგრამ ეს არ არის მასთან დაკავშირებული…
ვ. ეროფეევი ―  სინამდვილეში, ეს დიდი ხნის პრობლემაა. მახსოვს, ჩემი ბებია როგორ მირჩევდა არ წავსულიყავი ზოგიერთი ფილმის საყურებლად. ჯერ კიდევ ბიჭი ვიყავი, როცა მეუბნეოდა: „ეს მძიმე ფილმია“. ბებიამ ბლოკადა გადაიტანა, და მას არ სურდა კიდევ ერთხელ ჰქონოდა მძიმე განცდები ... და მძიმე ფილმის საყურებლად წასულიყო.
        ჩვენ მთელ ხალხთან ერთად გადავიტანეთ ასეთი ბლოკადები თაობიდან თაობამდე, და ძალიან ცოტა ვინმეს თუ სურს იტიროს და წუხილი განიცადოს. ამიტომ არის, უპირველეს ყოვლისა, ეს სურვილი სულელური იუმორიასა, სულელური იმ გაგებით კი არა, რომ  განიხილება ეროტიკული ხასიათის გარკვეული პრობლემები, არამედ სულელურის უბრალოდ იმიტომ, რომ ყველა ეს ანეგდოტი გონებაჩლუნგია და არ არის სასაცილო.
         მათი ახსნა შეიძლება ისევე, როგორც, მაგალითად, ლუდის დალევის - ზოგადად, რომ დაეხმარო საკუთარ თავს გადარჩე ამ სიტუაციაში. მაგრამ გადარჩენა არ არის სიცოცხლე და, საბოლოო ჯამში, ადამიანს, რა თქმა უნდა, თავგზა ებნევა, და მასთან ერთად მთელ ქვეყანას. ასე რომ, ამ კუთხით, რა თქმა უნდა, სრული კატასტროფა.
         თუ ზოგადად წარმოვიდგენთ, რომ კულტურა ენტროპიის წინააღმდეგ ბრძოლაა, ასე მოკლედ თუ ვიტყვით, მაშინ აღმოჩნდება, რომ ენტროპია ვრცელდება და ბევრ სხვადასხვას ფორმას იღებს. თუ ებრძვი ენტროპიას,  მაშინ ის უნდა აჩვენო და როგორღაც მოცემულ მომენტში გაანადგურო. ამიტომ არის საჭირო მოვუწოდოდ ყველა თაობას გადაიღოს ფილმები, ყველაფერი... იმიტომ რომ არსებობს ენტროპიის სხვა ფორმები და ამ ფორმებს გარკვეული სახით უნდა რეალურად ვებრძოლოთ.
           საქმე იმაშია, რომ თუ ადამიანი უარს ამბობს ამაზე იფიქროს, იბრძოლოს ენტროპიის წინააღმდეგ, პირველ რიგში, ჩვენ მხედველობაში გვაქვს გულგრილობა - ეს ძალიან მძიმე თვისებაა. შემდეგ  - სიზარმაცე, რომელიც ასევე უკავშირდება ამ გულგრილობას, აპათია -  ბუნებრივია, იგივეა; და, რა თქმა უნდა, ფეხებზე დაკიდება, რომელიც ვრცელდება და ეროვნულ ტრაგედიად იქცევა, რომელსაც ჩვენ შეგვიძლია ვუწოდოთ „ეროვნული ფეხებზე დაკიდება“.  ასეთია  მთავარი კონსტრუქცია, რომელიც აქ ჭარბობს.
         აქედან გამომდინარე, როდესაც თავაზობ სწორედ ენტროპიის წინააღმდეგ ბრძოლას, არა პოლიტიკურს და არა სოციალურს, - უბრალოდ არანაირს,  ეგზისტენციალურს,  რომ კაცობრიობამ შეძლოს ცხოვრების გაგრძელება, - ჩვენ გვაქვს ნეგატიური რეაქცია. აქ უკვე ხედავენ რუსოფობიას, მიიჩნევენ, რომ ადამიანი არც ისეთი ცუდია და ყველაფერი ეს არის  ... და ამით ცდილობენ პრობლემას გაექცნენ. ენტროპია კი წინ გამოდის.
         საქმე იმაშია, რომ ენტროპიის წინააღმდეგ ბრძოლა არ ნიშნავს ენტროპიის დაუყოვნებლივ განადგურებას. მაგალითად, კაფკამ თავის „ციხე-დარბაზში“ წარმოაჩინა ეს ენტროპია, გაშლილად, მშვენიერი, საოცარი ენით, - ეს „ციხე-დარბაზია“ - ეს ენტროპიაა. და ამგვარად გვიჩვენა ენტროპიის წინააღმდეგ ბრძოლა, უბრალოდ ბრძოლა ენტროპიის არსის გამოსავლენად. ანუ, ეს არ ნიშნავს, რომ უნდა გამოვიდეთ ცოცხებით ხელში და ჩვენი სულებიდან გამოვგავოთ ენტროპია, არამედ უნდა შევძლოთ ყოველჯერზე ამის  ჩვენება.
         ჩვენთან კი ეს მომენტი აბსოლუტურად არ არის დაფიქსირებული. ზოგადად, ხელოვნება ან უნდა ემსახურებოდეს ხალხის გართობას, ან - ინტელიგენციის და ჩვენი ლიბერალური საზოგადოებას შორის - გამოაშკარავებას და მხილებას. ჯერ კიდევ დოსტოევსკი წერდა: „მამხილებელი ხელოვნება («абличительное искусство»)“. „მამხილებელი“ იმიტომ, რომ, ალბათ, მან ერთ-ერთმა პირველმა შენიშნა ეს  უფსკრული იმას შორის, რასაც ამხელ, და შემდეგ აგრძელებ მხილებას ისეთი სიხარულით, რომ ვერ დაანებებ თავს ამ მხილებას, და ეს იმ დროს ხდება, როცა ის და ისინი, რასაც და ვისაც შენ ამხელ, რაღაცნაირად დაკავშირებული არიან არა მხოლოდ ცარიზმთან, კომუნიზმთან და ჩეკისტობასთან, არამედ ადამიანის ბუნებასთან.

ვ. ეროფეევი:  სახელმწიფო, რომელიც არ ცდილობს,  არ იცის და არ უნდა შექმნას პიროვნება, ზნეობასაც ანადგურებს
          ამიტომ  დოსტოევსკი სრულიად აშკარად მიხვდა ამას „ჩანაწერებში მიწისქვეშეთიდან“.  მაგრამ, დოსტოევსკი რომ მიხვდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ  უკეთესად არ ვგრძნობთ თავს, რადგან არ მოვისურვეთ მოგვესმინა, ყველაფერს ხაზი გადავუსვით. და ამიტომ ისევ: ლუდი, ანეგდოტები და, ზოგადად, ისეთი სისაძაგლე, რომელიც სისაძაგლეა და იწვევს ჩვენი ტვინის გაწყალებას და, ბუნებრივია, არავითარი  ენტროპია არ მჟღავნდება, თავად კი წარმოადგენს იმავე ენტროპიას.
ო. ჟურავლიოვა―  ჩვენ მსმენელს მიხეილ ბარანოვს აინტერესებს, თუ როგორ გესმით: „რა არის ენტროპია ეროფიევის აზრით? შეგიძლიათ უბრალოდ თითებზე ახსნათ?“
ვ. ეროფეევი ―  ენტროპია, ჩემი აზრით, არის გარკვეული სუბსტანცია, ალბათ, მაინც ფილოსოფიური, თუ ფილოსოფიის შესახებ ვსაუბრობთ, და, ალბათ, მატერიალური, თუ ვსაუბრობთ შენობების ნგრევის, მატერიის დაშლის შესახებ. ანუ, ისეთი სუბსტანციაა, რომელიც რეალურად უპირისპირდება ქმნილებას. არსებობს ქმნილება. ჩვენ ვნახეთ, რომ ეს ქმნილებაა. მაგრამ არსებობს ქმნილების დაშლა. ენტროპია, ამა თუ იმ სახით, არის ქმნილების დაშლა.
        თქვენ თვითონ ადევნებდით თვალს, თუ ბატონი ბარანოვი იყო ამ დროს, - ჩვენ გვქონდა მთელი სახელმწიფოს ენტროპია, რომელსაც საბჭოთა კავშირი ერქვა. მაგრამ ისიც, ასე ვთქვათ, წაიქცა, დაიშალა.
ო. ჟურავლიოვა ―  როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება ხომ თავისებურად ცდილობს ენტროპიის წინააღმდეგ ბრძოლის გაგრძელებას? ჩვენ ხშირად გვეუბნებიან: „თავიდან ავიცილოთ ქვეყნის დაშლა ... შევინარჩუნეთ, შევაგროვეთ ....
ვ. ეროფეევი ―  ფაქტია, რომ ყველა აქ ან ენტროპიის ქვეშ გულისხმობს რაღაცას თავისას ან თავს იკატუნებს. ხელისუფლებაც ორი ტიპის ადამიანებისგან შედგება: ზოგ მათგანს ეს თავისებურად ესმის - ასეთი იდეოლოგები არიან. ესენი არიან „ტერიტორიების შემგროვებლები“ „ტერიტორიების არ მიმცემები“. პრინციპში ისინი ერთნაირები არიან. და ისინი მართლაც იდეოლოგები არიან, რომლებიც, პრინციპში, ხელმძღვანელობენ კატეხონის ამ მეტაფიზიკური ცნებით, ანუ, ასე ვთქვათ, ეს არის სუბიექტი, რომელიც, როგორც წესი, ეწინააღმდეგება მსოფლიო ბოროტებას, სახელმწიფოს. და ამაში ყველაფერია ... იქ ჩვენ მთელი საზოგადოება გვაქვს ... სხვათა შორის, იქ არიან გლაზევი, მალაფეევი - და ყველა ... ამ საზოგადოებას ასევე ეწოდება. ისინი ამბობენ: „ჩვენ ვართ - ნამდვილები! ხოლო ყველა დანარჩენი არ არის ნამდვილი“. შესაბამისად, ყველაფერი მუშაობს იმისთვის, რაც ამ ხალხს სჯერა. ხოლო სხვები ... „როდესაც  მისი თანაშემწე გავხდები, მეც დიდძალ ფულს მივიღებ ... მას თავს დავუქნევ ... ასე რომ, მეც ვიქნები, ასე ვთქვათ, კატეხონი“. ამიტომაც აქაც ორნი არიან. ჩემი აზრით, უფრო მეტი არიან ისინი, რა თქმა უნდა, ვინც თავს უქნევს. მაგრამ, მე ვფიქრობ, რომ ყველაზე მაღლა არის მთავარი, მას სჯერა, და იქ კიდევ არსებობს ასეთი ტიპის მოხელეები.
ო. ჟურავლიოვა― რომლებიც რეალურად ცდილობენ ებრძოლონ მსოფლიო ქაოსს.
ვ. ეროფეევი ―  დიახ, ისინი წინააღმდეგობას უწევენ ენტროპიას. ამაშია უბედურება. ანუ, ისინი თითქოს ენტროპიას წარმოადგენენ, მაგრამ ებრძვიან ენტროპიას. საინტერესოა. ამას  მხოლოდ ჩვენ ისტორიაში არ ჰქონია ადგილი.
ო. ჟურავლიოვა―  რას ჰგავს ახლა ისტორია, იმას, რაც იყო?

ვ. ეროფეევი: ჩვენთან არავითარი წესრიგი არ არის. აქაც ყველაფერი ფეთქდება. არსებობს ტერორიზმი,  ბევრად უფრო ამაზრზენი, ვიდრე ევროპაში
ვ. ეროფეევი ―  ჩვენი ისტორია ჰგავს ... უბრალოდ, ნიკოლოზ I, ალექსანდრე III რაღაც მომენტში ერთმანეთს ჰგვანან. მე მახსენდება ერთი შესანიშნავი ამბავი, როდესაც ნიკოლოზ I-მა  გადაწყვიტა გაეგზავნა ვარშავაში სენატორები, რათა ისინი შეთანხმებულიყვნენ გარკვეულ საკითხებზე ... შემდეგ დაიბარა თავისთან, შეხედა მათ და თქვა: „ესენი არა ... სულელები არიან“. რატომღაც სიტყვა „სულელებიც“ მახსენდება.
ო. ჟურავლიოვა― შესანიშნავი ციტატაა ამ შემთხვევისთვის. ეს ვიქტორ ეროფიევია საკუთარი განსხვავებული აზრით. არსად წახვიდეთ, ჩვენ მალე დავბრუნდებით.
რეკლამა
ო. ჟურავლიოვა―  თქვენთან ერთად ისევ პროგრამა „განსხვავებული აზრია“. სტუდიაშია  ოლგა ჟურავლიოვა და ჩვენი სტუმარი, მწერალი ვიქტორ ეროფეევი. ტანია ასეთ კითხვას გისვამთ, პასუხის გასაცემად რამდენიმე ტომი დასჭირდება: „ეს მხოლოდ ჩანს, რომ სხვა ქვეყნები მიდიან წინსვლით,  ჩვენ კი წრეზე დავდივართ? რა გვაფერხებს ასე?“
ვ. ეროფეევი ―  პირველ რიგში, ქვეყნებია განსხვავებული. აფრიკაში, მაგალითად, არიან ქვეყნები, რომლებიც სულით ჩვენთან ძალიან ახლოს არიან. მათ აქვთ სულიერება. მე მიყვარს აფრიკაში გამგზავრება. ასე რომ ყველა ქვეყანას  ერთ ტომარაში ნუ მოვათავსებთ. მაგრამ იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც, ალბათ, თქვენ გულისხმობთ - დასავლეთ ევროპის ქვეყნები, ამერიკა, ალბათ, იაპონია - და, ალბათ, ეს შემთხვევითი არ არის, „ახალი“, „პროგრესი“, „მოძრაობა“ - დადებითი ცნებებია და ზოგადად, განაპირობებენ ლიბერალური ფილოსოფიისა და ლიბერალური პოლიტიკის არსს.
           მათ ეშინიათ და, ზოგადად, აქვთ ადამიანებში გარკვეული რწმენა, მიაჩნიათ, რომ შეიძლება კაცობრიობის განვითარება უფრო მაღალ საფეხურზე. აქ მათ, რა თქმა უნდა, ნიცშე ეკამათება. ნამდვილად მრავალტომიანი ისტორიაა. ოლია, თქვენ, როგორც ყოველთვის, მართალი ხართ, აქ შეიძლება ბევრი ლაპარაკი ბევრ რამეზე. რადგან ნიცშემ ნამდვილად თქვა, რომ ევროპაში წამების, გაროზგვის და ინკვიზიციის წყალობით ადამიანი უფრო ჰუმანური გახდა. სხვა შემთხვევაში ის სრულიად განსხვავებული იქნებოდა.
            ბოლო ასი წლის განმავლობაში, ჩანს, რა თქმა უნდა, არის ევოლუცია ... მაგალითად, პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე, წარმოიდგინეთ, რომ მე თქვენზე ვზრუნავდი. რომ მოვსულიყავი და მეთქვა: „ოლია, იცით, მე გერმანელების წინააღმდეგ ვიბრძოდი და - ათი ადამიანი მოვკალი, თავი გავუჩეხე, იცით, კისრიდან მუცლამდე“. ასი წლის წინ ამ სიტუაციაში რომ ვყოფილიყავით, თქვენ მეტყოდით: „რა ყოჩაღი ხართ, ვიქტორ ვლადიმიროვიჩ! ნამდვილი გმირი“.  ახლა კი მეტყოდით: „ნუთუ თქვენთვის არ იყო გულისამრევი, ასე რომ დაჩეხეთ გერმანელები?“ ხედავთ, ევოლუცია სადღაც დაიძრა ...
ო. ჟურავლიოვა―  ერთხელ ყურადღება მივაქციე: ერთ-ერთ რომანში - ჩემი აზრით, „ჯეინ ოსტინში“ - ადმირალი აპირებდა ადგილ-მამულის იჯარით აღებას, და როდესაც საკუთარ თავზე ყვებოდა, მფლობელებს უთხრა: „მადლობა ღმერთს, არავინ მომიკლავს“.  ეს მე-19 საუკუნეა. მისი პირველი ნახევარი.
ვ. ეროფეევი ―  იმ დროსაც განსხვავებული ადამიანები იყვნენ. მე ვლაპარაკობ საერთო მასაზე, იმის შესახებ, თუ როგორ განიცდიდნენ რუსეთში ჭეშმარიტად განათლებული აზნაურები. გავიხსენოთ „ომი და მშვიდობა“. საერთოდ, ნაპოლეონის დამარცხება, მაშინ მიღებული იყო ფრანგების  ჩეხვა, და არაფერს ცუდს ამაში არ ხედავდნენ.
      ასევე ისინი განსაკუთრებულნი არიან, კუნძულელები, და მათ ჰქონდათ დიდი ხნის წინ პარლამენტის მსგავსი კონსტრუქცია, რომელიც თავად მოუვიდათ აზრად. ასე რომ, ეს სხვა რამეა.
        აქ კი, დიახ, აქ სამაგრებია… ტანიაც სამაგრების შესახებ საუბრობს.
ო. ჟურავლიოვა― რომლებსაც შებოჭილი ვყავართ.
ვ. ეროფეევი ―  ფაქტობრივად, ეს იგივე სამაგრებია, რომლებიც, პრინციპში, ამტკიცებენ, რომ სახელმწიფო ჩვენზე უფრო მნიშვნელოვანია. ეს არის სახელმწიფოს სამაგრი, ჩვენ კი არ ვამაგრებთ სახელმწიფოს ჩვენი პიროვნებებით, არამედ სახელმწიფო ამაგრებს ჩვენ გაუპიროვნებას თავისი ინტერესებით. სახელმწიფო გვეუბნება: „თუ არ გააკეთებთ ამას და ამას - ჩვენ, როგორც სახელმწიფო, დავიშლებით“. აქ, რა თქმა უნდა, გვახსენდება შესანიშნავი, დიდი მწერალი ჯეიმს ჯოისი, რომელსაც ასევე ბრალს სდებდნენ „ირლანდოფობიაში“. მან განაცხადა: „რატომ მომიწოდებთ თავი შევწირო ირლანდიას? ირლანდიამ გაწიროს თავი ჩემთვის“.
          გავიდა მრავალი წელი. და იმ დრომდე, სანამ ირლანდიაში არ გამოჩნდა ევრო, მე მგონი, 10 ფუნტიანი კუპიურა არსებობდა ჯოისის გამოსახულებით, ანუ ჯოისმა გაიმარჯვა - გაიმარჯვა ირლანდიაზე. გესმით? სავარაუდოდ, ბევრი დრო გაივლის და აქაც ასე იქნება ... მე არ ვიცი ვის გამოსახულებას მოათავსებენ - სოროკინის ან ...
ო. ჟურავლიოვა― მისმინეთ! თქვენ ვის გამოსახულებას მოათავსებდით ამ მოჩვენებით რუბლს?
ვ. ეროფეევი ― მე, სხვათა შორის, სოროკინის გამოსახულებას მოვათავსებდი სიამოვნებით, იმიტომ რომ „ოპრიჩნიკის დღეს“ მან აბსოლუტურად ზუსტად ამოიცნო ეს სისტემა, ეს რეჟიმი. აბსოლუტურად გენიალურად.
ო. ჟურავლიოვა―  დავუბრუნდეთ ისევ ხელოვნებას, რომელიც წარმოგვაჩენს ჩვენ, სწორედ ჩვენ - თქვენ და მე - საკმაოდ საზიზღრად, დამამცირებლად უსიამოვნოდ.
ვ. ეროფეევი ―  მაგრამ რა თვალსაზრისით საზიზღრებს? მაგალითად, „ოპრიჩნიკის დღეში“ ნაჩვენებია  სიხარული ამ ოპრიჩნიკების ცხოვრებაში, რომლებიც სიამოვნებით მეფობენ და ბატონობენ …
ო. ჟურავლიოვა―  მაშინ, იქნებ მან გაზარდა შინაგან საქმეთა სამინისტრო, რუსეთის გვარდია და სხვა შესანიშნავი ადამიანები, რომლებმაც ეს  მიიღეს …
ვ. ეროფეევი ―  ისინი უკვე მაშინ ავრცელებდნენ კრემლში ამ წიგნს და უხაროდათ - ეს ადამიანები, რომლებმაც შემდეგ ძალიან მაღლა წაიწიეს წინ - და უხაროდათ: „აი, როგორ არის აქ ყველაფერი მართებულად, და ჩვენც ხელისუფლებაში მოვედით“.
        ერთადერთი, რაშიც სოროკინი შეცდა, იყო არა „ოპრიჩნიკის დღე“, არამედ ოპრიჩნინის მე-20 წლისთავი, რომელიც მალე იქნება. და, რა თქმა უნდა, ერთი საქმეა  ერთი დღე, როგორიცაა „რადიოს დღე“, და სხვა საქმეა - უკვე  მე-20 წლისთავი.
ო. ჟურავლიოვა― ან როგორც „ივან დენისოვიჩის ერთი დღე“.

ვ. ეროფეევი:  თუ ადამიანი ზოგადად უარს ამბობს  ენტროპიის წინააღმდეგ ბრძოლაზე, შედეგად ვიღებთ გულგრილობას - ეს ძალიან მძიმე თვისებაა

ვ. ეროფეევი ―  დიახ, იქაც უბრალოდ იცვლება ღირებულებები. როცა იცვლება ღირებულებები, მაშინ სრულიად განსხვავებული საუბარი გვექნება ტანიასთან და ბატონ ბარანოვთან და ასე შემდეგ.
ო. ჟურავლიოვა―  კიდევ ერთი ბატონი, ალექსეი ბოკაროვი წერს: „არბატზე ბავშვთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზე პოლიციის ხელმძღვანელობა ჯერ დაიბნა, ბოდიშიც კი მოიხადა, მაგრამ შემდეგ მოულოდნელად შეტევაზე გადავიდა . შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კონცეფციაც კი წამოაყენა, რომ პოლიციელები ყოველთვის მართალნი არიან, და ეს სისხლში უნდა ჰქონდეს გამჯდარი ყველა ადამიანს. ამას როგორ ახსნიდით ?
ვ. ეროფეევი  ―  თუ სახელმწიფო პიროვნებაზე უფრო მნიშვნელოვანია, მაშინ, ვფიქრობ, სახელმწიფოსა და ჩვენს მოსახლეობას შორის ამ დაპირისპირებაში, ბუნებრივად, სახელმწიფო უნდა იყოს მართალი, წინააღმდეგ შემთხვევაში მას უბრალოდ მოუწევს პოზიციების დათმობა. ფაქტია, რომ ჩვენთან კონსტიტუცია პარადოქსულად არის დაწერილი ადამიანზე, ხოლო სახელმწიფოს ყველა ქმედება - სახელმწიფოზე. ანუ, ჩვენ კვლავ გვაქვს შინაგანი წინააღმდეგობა, ვფიქრობ, ამაზრზენ თანამდებობის პირთა თვალსაზრისით, იმიტომ, რომ თუ კონსტიტუციას ყურადღებით წაიკითხავ, იქ ყველაფერი სხვაგვარადაა.  რეალურად - კი სხვაგვარად.
          უნდა ითქვას, რომ 1990-იანი წლების ბოლოს, რომლებსაც ყველა ლანძღავს, ჯერ როგორღაც ვერ იყვნენ გარკვეული სახელმწიფო იდეის განსაზღვრასთან დაკავშირებით - ისინი ეძებდნენ სახელმწიფო იდეას, ეროვნულს - აბსტრაქტული ადამიანი უფრო მაღლა აღმოჩნდა. შემდეგ კი ეს 17 წელი…
ო. ჟურავლიოვა― უბრალოდ უკვე სხვა ადამიანი აღმოჩნდა.
ვ. ეროფეევი ―  ადამიანის დამცირებას სხვადასხვა გზით ცდილობდნენ და უფრო მაღლა სახელმწიფო დააყენეს. თუ იხილავთ იმ პარტიების პარტიულ ლოზუნგებს, რომლებიც პარლამენტში არიან,  ყველა მათგანი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ადამიანი, თუ ამას ყურადღებით ასე შევხედავთ,  ამ ლოზუნგების მნიშვნელობის თვალსაზრისით.
         ამიტომ სამაგრი იგივეა, რაც ლურსმები. იყო ერთი ასეთი მოღვაწე, იესო ქრისტე, ის ჯვარზე ლურსმებით მიაჭედეს. აქაც სურთ ჯვარცმა, სავარაუდოდ, ალბათ,  კულტურის ჩვენი ყველაზე პატივცემული მოღვაწეებისა …
ო. ჟურავლიოვა―  თქვენ არ მიგაჩნიათ, რომ არის სიგნალები, რომლებიც თქვენზეც მოქმედებენ? თქვენ ხომ არ გინდათ რუსეთის დაშლა? თქვენც ხომ გესმით სახელმწიფოს ღირებულება?
ვ. ეროფეევი ― დიახ. მე ვფიქრობ, რომ მთელი წინააღმდეგობა იმაშია, რომ იდეები დაკავშირებულია სახელმწიფოს შენარჩუნებასთან, ისინი ჩემთვისაც აბსოლუტურად მისაღებია. მე დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთი, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა იყოს შენარჩუნებული.  უბრალოდ მიმაჩნია, რომ რასაც ისინი აკეთებენ, სწორედ სახელმწიფოს დაშლისკენაა მიმართული. მათ კი მიაჩნიათ, რომ რასაც მე ვამბობ, ისაა სახელმწიფოს დაშლისკენ მიმართული. ამიტომ ჩვენ ერთმანეთთან ვერ ვთანხმდებით.
         არა-არა, მე მიმაჩნია, რომ რუსეთის სახელმწიფო უნდა იყოს შენარჩუნებული. და მიმაჩნია, რომ უნდა მოვიდეს ჭეშმარიტად ჭკვიანი, ძლიერი ადამიანი, რომელიც შეძლებს ხელი გაუწოდოს სხვა ცივილიზებულ ერებს, ბოდიში მოიხადოს ბევრი რამის გამო, რადგან ბოდიში მოსახდელი უკვე აქვს - და ამის შემდეგ ვიცხოვროთ ფეხაწყობით. რადგან აღმოჩნდა, რომ ჩვენ მარტო მივდივართ ფეხაწყობით, როგორც ქვეყანა, ხოლო ყველა დანარჩენი, მთელი მსოფლიო ერთად მარშირებს ... გარდა ზოგიერთი აფრიკული ქვეყნისა და ჩრდილოეთ კორეის ...
ო. ჟურავლიოვა― პირველ რიგში, რისთვის მოიხდიდით ბოდიშს?
ვ. ეროფეევი ―  ვფიქრობ, ბოდიშს მოვიხდიდი უკრაინის გამო. ისეთი რამ ხდება, რომ თავზარდაცემული ვარ, შეიძლება ითქვას, ისეთი ემოციური შიშით  ვკითხულობ, რომ უკრაინა რუსების მტერი ხდება ... ისინი ის ადამიანები არიან, რომლებიც სინამდვილეში ჩვენთან ახლოს არიან რაღაც დიალოგის, ურთიერთობის, ცხოვრებისეული კონცეფციის სახით. ჩემი აზრით, ეს სამარცხვინოა.
ო. ჟურავლიოვა― მწერალი ვიქტორ ეროფეევი თავისი განსხვავებული აზრით. ჩვენ დავბრუნდებით მოკლე შესვენების შემდეგ.
ო. ჟურავლიოვა―  და ისევ თქვენთან ერთად არის პროგრამა „განსხვავებული აზრი“. სტუდიაშია მწერალი ვიქტორ ეროფეევი. ვიქტორ ვლადიმიროვიჩ, მოდით ზოგადი სურათებიდან ყურადღება გადავიტანოთ კონკრეტულ ახალ ამბებზე. მაგალითად, ერთდროულად მოხდა ორი საშინელი ამბავი: ტერაქტი ინგლისში და, ფაქტობრივად, საყოფაცხოვრებო ხასიათის დანაშაული ტვერის რეგიონში, სადაც ერთმა ადამიანმა ცეცხლსასროლი იარაღით ცხრა ადამიანი მოკლა, და როგორც ახლა ირკვევა, მხოლოდ იმიტომ, რომ ... მოკლა. იქ კონფლიქტიც კი არ ყოფილა, ყოველ შემთხვევაში, ისეთი, რომ 92 წლის ბებია ჩაეცხრილათ საწოლში.
ვ. ეროფეევი ― ალბათ, მთვრალები არკვევდნენ ერთმანეთში ურთიერთობას.
ო. ჟურავლიოვა―  რა ფუნდამენტური განსხვავებაა ამ ორ სამყაროს შორის: ადამიანთა სამყარო, რომლებიც ასე უაზროდ და უსისტემოდ ხოცავენ ერთმანეთს, და, თითქოს-და, იდეური ტერორისტების სამყარო? იქნებ, ერთი და იგივე ადამიანები არიან.
ვ. ეროფეევი ―  არა, რა თქმა უნდა, განსხვავდებიან. ასე შედარება რთულია. არა, არ შეიძლება ითქვას, რომ ამ ადამიანებს შეუძლიათ მკვლელობის ჩადენა, ეს მათ აერთიანებს, რა თქმა უნდა. ანუ, ისინი გადალახავენ ძალიან მნიშვნელოვან, მორალურ წითელ ხაზს. და, ბუნებრივია, ეს წითელი ხაზები სხვადასხვა მიმართულებით მიდიან. მაგრამ ყველაზე მკაფიო წითელი ხაზია - ჯერ „არ კლა!“ და თუ ადამიანი კლავს, ის აღმოჩნდება სხვა ცხოვრებისეულ „თამაშში“. ამიტომ ერთმანეთის მსგავსია.
           რა განასხვავებს მათ? ფაქტია, - ამის შესახებ ჩვენ ვისაუბრეთ პროგრამის პირველ ნაწილში, - რომ როდესაც სახელმწიფო პრევალირებს ადამიანზე, ხდება ადამიანის თანდათანობით დაშლა, რადგან, პრინციპში, ან მონა უნდა გახდეს, რის შესახებაც, ბუნებრივია, ხმას არ იღებს, ფიქრობს ევროპა, როცა ჩვენ გვიყურებს; ან იქცევა ხრახნად, რაზეც ლაპარაკობდნენ, და განსაკუთრებით დათბობის ხანაში, ჩვენი პოეტები და პროზაიკოსები; ან იქცევა რაღაც უცნაურ არმყოფობად. და, შესაბამისად, ხდება ადამიანის ხასიათის ძირითადი კრიტერიუმების გარკვეული სახის რღვევა, რომელიც ქმნის ადამიანის ფსიქიკას, ბუნებას ...
ვ. ეროფეევი: და თუ ადამიანი კლავს, ის აღმოჩნდება სხვა ცხოვრებისეულ „თამაშში“.
        ჩვენ, ჯერ კიდევ გადაცემამდე, ვსაუბრობდით იმაზე, რომ გაზდანოვმა ძალიან მკაფიოდ განსაზღვრა ცნება, რომელმაც მოიცვა რუსეთი. ეს პირობითი ამორეა. ანუ, შეიძლება იმის წარმოდგენა, რა არის კარგი და რა არის ცუდი ... ალბათ, ამ მკვლელს, რომელიც, ალბათ, გამოფხიზლდა იმ დროიდან, ესმის, რომ მან ცუდი საქმე ჩაიდინა. მაგრამ მან გააკეთა ისეთი რამ, რომ მას აბსოლუტურად არ ჰქონდა არანაირი მიზეზი ეს არ გაეკეთებინა. ანუ, აღმოჩნდა, რომ არსებობს მოძრაობა ...
ო. ჟურავლიოვა―  ჩვენ გვინდა გავიგოთ, ვინ ახდენს გავლენას  მორალზე?
ვ. ეროფეევი ―  ჩემი აზრით, სახელმწიფო, რომელიც არ ცდილობს, რომელსაც არ შეუძლია და არ სჭირდება პიროვნების შექმნა, ის არღვევს მორალს, რომ არაფერი ვთქვათ იმის შესახებ, რომ მორალის გახრწნის ბეკგრაუნდი ჩვენთან უზარმაზარია. ეს არის სამოქალაქო ომი, უფრო ადრე იყო ბატონყმობა.
ო. ჟურავლიოვა― და ახალი ამბები ტელევიზიით.
ვ. ეროფეევი ― და ახალი ამბები ტელევიზიით.…
ო. ჟურავლიოვა― ადამიანი, რომელიც გაუშვეს სახლში შინა პატიმრობაში, როდესაც ის უკვე კომაში იყო, ეს არ არის იგივე წითელი ხაზი?
ვ. ეროფეევი ―  რა თქმა უნდა, იგივე წითელი ხაზია და იგივე პირობითი მორალი. ანუ, ერთი მხრივ, მათ იფიქრეს, რომ ეს არ არის ყველაზე სწორი ქმედება, მაგრამ მათ მიაჩნიათ, რომ თუ „ჩვენ ამას დავუშვებთ - უფროსობა გაგვათავისუფლებს“. და აქ, ზოგადად ისევეა, როგორც იმ ბიჭთან დაკავშირებით, რომლის შესახებაც  ჩვენ ვსაუბრობდით: „თუ ხალხს ავყევით, მაშინ რა საჭირონი ვართ?“
         ზოგადად, ყველაზე დიდი უბედურება, რომელიც აქ არსებობს, გარკვეულ სოციალურ წრეებში, არის პოლიციის შეტაკება ხალხთან. რადგან პოლიციას სრულიად განსხვავებული ღირებულებები აქვს. ისინი მათ თავებში გარდაიქმნებიან. პოლიციაში, ალბათ, მოდიან  მეტ-ნაკლებად ღირსეული ან ისე რა ადამიანები, ხოლო შემდეგ, როდესაც ისინი გახდებიან დიდი რაოდენობით  დანაშაულის, ცხედრების, მორალის ყოველგვარი გახრწნის და ასე შემდეგ მოწმენი, გარდაიქმნებიან ისეთ ადამიანებად, რომლებთანაც ურთიერთობა ძალიან რთულია. ისინი თითქოს სხვა სამყაროდან მოვიდნენ.
ო. ჟურავლიოვა―  თქვენ ისე ამბობთ, თითქოს ეს პროფესიული „გადაწვაა“, რომ მოსამართლისთვის, რომელსაც ბევრი საშინელება აქვს ნანახი, საშინელებას არ წარმოადგენს ადამიანის საგამოძიებო იზოლატორში გამოკეტვა.
ვ. ეროფეევი ― რა თქმა უნდა, სინამდვილეა. აბსოლუტურად, თქვენ სწორად თქვით.
          საქმიანობის ყველა სისტემაში არსებობს გარკვეული სახის გადაწვა. მაგალითად, მე ნაკლებად მაშინებს საშინელებები, ვიდრე, შესაძლოა, სხვებს, რადგან მე წარმოდგენა მაქვს, როგორ ხდება ეს. ანუ, მე ვხედავ ელემენტებს, თუ რისგან შედგებიან ისინი, ეკრანზე, წიგნში, და ზოგადად, ჩემთვის გასაგებია. ადამიანებს კი ეს პირდაპირი მნიშვნელობით აქვთ წარმოდგენილი. პოლიციასთან დაკავშირებით კი სრულიად საპირისპიროა.
          ახლა, რაც შეეხება ინგლისს, ეს, რასაკვირველია, ძალიან რთული ისტორიული უბედურებაა. რადგან, რეალურად, მუსულმანური სამყარო იმყოფება სადღაც ქრისტიანული შუა საუკუნეების დონეზე და იცავს თავის გარკვეულ პოზიციებს, რომლებიც ქრისტიანულმა სამყარომ დიდი სირთულეებით, ზოგჯერ ტანჯვით და დიდი საშინელებებით, როგორიც იყო მეორე მსოფლიო ომი, მაინც გადალახა ან ცდილობს გადალახოს. ამიტომ ცივილიზაცია სხვადასხვა დონეზე იმყოფება. ეს არ ნიშნავს, რომ ის ადამიანები ცუდები არიან, სრულიადაც არ ნიშნავს.
          ახლა, იცით, ობივატელივით ვლაპარაკობ. არა, მე ვიცნობ ბევრ მუსლიმს, რომლებიც მშვენიერი ადამიანები არიან, მე მიყვარს ისინი …
ო. ჟურავლიოვა― მე ებრაელებს შორისაც ბევრი მეგობარი მყავს, დიახ…
ვ. ეროფეევი ― დიახ, ასეა. მე ირანშიც გავემგზავრე, როდესაც იქ გამოვიდა ჩემი წიგნი, და ძალიან შემიყვარდა ეს ქვეყანა. და ვინ შემიყვარდა იქ? ალბათ, მაინც მუსულმანები ... 
ო. ჟურავლიოვა―  მისმინეთ, ჩვენ ქვეყანაშიც მუსულმანები საკმარისად არიან და ისინი უხსოვარი დროიდან ცხოვრობენ აქ.
ვ. ეროფეევი ― ბევრია, დიახ. მე ვგულისხმობ იმ მუსულმანებს, რომლებიც საბჭოთა წარსულმა ვერ გაანადგურა. მეორე მხრივ, ჩნდება ჭეშმარიტების პრიორიტეტის იდეა, პირველის, მეორის, მესამის. ცივილიზებულ ქვეყნებში როგორღაც მივიდნენ დასკვნამდე, სხვადასხვა მწერლების, მათ შორის მარსელ პრუსტის დახმარებით, რომ ჭეშმარიტება სუბიექტურია, ყველას აქვს საკუთარი ჭეშმარიტება. და ეს ასუსტებს ადამიანს და ამავე დროს აძლიერებს მას, ყველაფერი დამოკიდებულია ადამიანზე.
       აქ კი ჭეშმარიტება ერთი და განუყოფელია, ის აღმოჩნდა ისლამში და ნებისმიერ ავტორიტარულ გარემოში. და ამ თვალსაზრისით ჩვენ ძალიან ახლოს ვართ ირანის თეოლოგიასთან და ასე შემდეგ, და არა მხოლოდ ირანის. ასე რომ, სწორედ ჩვენ სადღაც გულითა და სულით მათთან ერთად ვართ. არა იმ ტერორისტებთან, რომლებიც, ალბათ, აფეთქებენ ინგლისს, მაგრამ მათთან, ვისაც არ უყვარს ევროპა. და ჩვენც, ზოგადად, ძალიან არ გვიყვარს ევროპა.
ო. ჟურავლიოვა― სწორედ ევროპის ეს განაზებულობა. ყოველთვის ჩვენ ... „ჩვენ“ - ეს პირობითია ...
ვ. ეროფეევი ―  ამ შემთხვევაში - „ჩვენ“-ს ვიყენებთ ქვეყანასთან მიმართებაში. ამბობენ, რომ არსებობს განსხვავება ქვეყნისა და სახელმწიფოს შორის. ჩვენ - რუსეთი ვართ, დიახ, ჩვენი დამოკიდებულება ევროპის მიმართ საკმაოდ სასტიკია. ჩვენი სურვილი იქნებოდა, რომ, მაგალითად, ევროპა დაშლილიყო …
ო. ჟურავლიოვა― მაგრამ ყოველი ასეთი ტერორისტული აქტი ადასტურებს, რომ ჩვენ ყველაფერი წესრიგში გვაქვს.
ვ. ეროფეევი  ―  ჩვენთან არაფერი არ არის წესრიგში. ჩვენთანაც ყველაფერი ფეთქდება. ასევე არსებობს ტერორიზმი და ბევრად უფრო ამაზრზენი რამ, ვიდრე ევროპაში ხდება ცივილიზაციათა დაპირისპირების თვალსაზრისით. მაგრამ, მიუხედავად ამისა, სინამდვილეში, ეს არის ღირებულებათა შეუსაბამობა, კულტურის შეუსაბამობა, და ეს იწვევს სისასტიკეს.
ვ. ეროფეევი: ჩვენ - რუსეთი ვართ, დიახ, ჩვენი დამოკიდებულება ევროპის მიმართ საკმაოდ სასტიკია. ჩვენი სურვილი იქნებოდა, რომ, მაგალითად, ევროპა დაშლილიყო …

          რა თქმა უნდა, როდესაც შორიდან უყურებ ამას, კარგად ვერ ხარ გარკვეული. მაგრამ, რადგან ხშირად ვიმყოფები და ვცხოვრობ პარიზში, მე ვხედავ, რომ იქ ყველაფერი სრულიად სხვაგვარად არის მოწყობილი, ვიდრე ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი. იქ დიდი რაოდენობით არიან მუსულმანები, მოვაჭრეები, რომლებიც საზოგადოებამ მიიღო და რომლებიც ნორმალურად ცხოვროვენ ...
        მაგრამ, მეორე მხრივ, ფაქტობრივად, ბოლო დროს მიმდინარეობს როგორც მუსულმანური, ისლამური - ისლამისტური გააქტიურება, დავიწყოთ მაინც ზუსტი განმარტებით და ზუსტი განსაზღვრით, და უკიდურეს მემარჯვენე ფაშისტური ძალების. მათ იქ ნამდვილად დაიწყეს  ჩამოყალიბება, და ეს ძალიან არასიამოვნოა.
          ვფიქრობ, რომ ევროპა ამას გაუმკლავდება, გადალახავს. მაგრამ, რომ ის დაავადებულია ტერორიზმით, რომ რეალურად ავად არის ყველა ამ პრობლემით, ეს - აშკარა ფაქტია. მაგრამ აქ შეიძლება ან დაეხმარო, ან თანაუგრძნო, ან ნიშნის მოგებით უთხრა: „თქვენ ყველაფერი უნდა დაამთავროთ ...“.
          რა თქმა უნდა, რუსეთის მთელი პოლიტიკა მიმართული იყო გაერთიანებული ევროპის წინააღმდეგ. ბავშვობიდან კარგად მახსოვს მამაჩემი, საბჭოთა დიპლომატი, როგორ განიხილავდა შესაძლებლობას თავიდან აეცილებინათ საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის გაერთიანება. მხარს უჭერდნენ ალჟირელებს …
ო. ჟურავლიოვა― ჩვენ კი სადამდე დავეცით: ჩერნოგორია ნატოში შევიდა!
ვ. ეროფეევი ― დიახ, დიახ…
ო. ჟურავლიოვა― ჩერნოგორია, რომელიც საერთოდ… ასეთი სიტყვა არც კი არსებობდა.
ვ. ეროფეევი ―  არ ყოფილა ასეთი სიტყვა, განსაკუთრებით მონტენეგროს თუ უწოდებ, საერთოდ შიშის მომგვრელია. მაგრამ საქმე ისაა, რომ მთელი ეს ისტორია - რომ ჩვენ ... - კიდევ ერთხელ ვამბობ, რადგან მინდა, რომ სწორად გამიგონ, ეს არასწორია, თუ ვინმეს ასე გამიგებს, - ჩვენ არ ვართ ტერორისტებთან, არა, მაგრამ ჩვენ მათთან ერთად ვართ, ვისაც ევროპა ნამდვილად არ უყვარს. ჩვენ გვიყვარს მანქანები ევროპიდან, ჩვენ გვიყვარს ტანსაცმელი და ნივთები ევროპიდან, ჩვენ ბევრი რამ გვიყვარს ევროპიდან, მაგრამ ეს არის ევროპული ნივთების მიმართ სიყვარული. ევროპის სული კი საერთოდ არ გვიყვარს.

ვ. ეროფეევი: ჩვენ გვიყვარს მანქანები ევროპიდან, ჩვენ გვიყვარს ტანსაცმელი და ნივთები ევროპიდან, ჩვენ ბევრი რამ გვიყვარს ევროპიდან, მაგრამ ეს არის ევროპული ნივთების მიმართ სიყვარული. ევროპის სული კი საერთოდ არ გვიყვარს.

ო. ჟურავლიოვა― არც მათ ვუყვარვართ. ვლადიმირ ვლადიმიროვიჩმა ამ დღეებში პირდაპირ თქვა, რომ ყველგან რუსოფობიაა.
ვ. ეროფეევი ―  არა, ისინი უბრალოდ მკაფიოდ ყოფენ რუსეთს ორ ნაწილად. ისინი რუსეთის კულტურის დიდი და ძალიან სერიოზული მოყვარულები არიან. მათ ამის გარეშე უბრალოდ ... პარიზში მუდმივად ეწყობა უამრავი რუსული გამოფენა. პარიზში ყოველთვის გამოფენებია ერთმანეთის მიყოლებით. იქნება ეს მხატვრული გამოფენა, ან გარკვეულწილად უკავშირდება მუსიკოსებს…
ო. ჟურავლიოვა― გამოდის, რომ რუსოფობია მდგომარეობს იმაში, რომ მათ კონკრეტულად პუტინის პოლიტიკა არ მოსწონთ?
ვ. ეროფეევი ―  მათ არ მოსწონთ რუსული პოლიტიკა სხვადასხვა მოსაზრების გამო, მიიჩნევენ მას დიდ საშინელებად, რომელიც დაიწყო, დაახლოებით, ივანე მრისხანეს დროს  და ვერ შეჩერებულა.
ო. ჟურავლიოვა― რას ამბობთ!
ვ. ეროფეევი ― რა თქმა უნდა.
ო. ჟურავლიოვა― შეადარეთ! ჩემი აზრით, პუტინი მაინც ძალიან ბევრს მოსწონს, თუნდაც იმავე ტრამპის ფონზე…
ვ. ეროფეევი ― მოიცადეთ, ვის მოსწონს? ევროპაში თუ სხვაგან?
ო. ჟურავლიოვა― ევროპაში, ამერიკაში, ალბათ, არიან ადამიანები, რომლებსაც ის მოსწონს.
ვ. ეროფეევი ―  ცოტა ხნის წინ ტრიესტში ვიყავი. ლუბლიანადან ჩავედი, სადაც ჩემი წიგნი გამოვიდა სლოვენურ ენაზე. მანძილი მხოლოდ ასი კილომეტრია. მითხრეს: „იქ თქვენთან საუბარი სურთ მწერლებს და საუნივერსიტეტო მოღვაწეებს“. ჩავედით: მზე, საჭმელი, ყველაფერი ... მათ მითხრეს: „ჩვენ გვიყვარს პუტინი“ - ყველამ ასე თქვა. მე მშვიდად ვკითხე: „რატომ?“ – „იმიტომ რომ ჩვენთან ტელევიზია არ უყვართ, მთავრობა არ უყვართ - ისინი იტალიელები არიან - ზოგადად, აქ არავის არ უყვარს, ჩვენ კი გვიყვარს, იმიტომ, რომ ჩვენ თავისუფალი ადამიანები ვართ ...“. მე ვუთხარი: „ამ შემთხვევაში მე როგორ უნდა მოვიქცე? ჩვენ მთავრობას უყვარს პუტინი, ტელევიზიას უყვარს, ყველას უყვარს - მე როგორ უნდა მოვიქცე?“ და მათ სახეებზე გაოცება დავინახე. მათ არასდროს უფიქრიათ, რომ შეიძლება სურათის მობრუნება და უკანა მხარის ჩვენება.
ო. ჟურავლიოვა― ვატრიალოთ სურათები! ჩვენთან ერთად იყო მწერალი ვიქტორ ეროფეევი თავისი განსხვავებული აზრით. ყველას მადლობას მოგახსენებთ და ყოველივე  საუკეთესოს გისურვებთ!



თარგმანი  მ.ფ.ლ  10.20. 17  (c)
სარედაქციო
გაგრძელება იქნება

ტექნიკური შეფერხებაა



"In our modern times, we are faced with the greatest challenges in human history. Never before has our conscious evolution been so required. There is growing consensus that we need to change and learn to work together for the solutions to address these challenges...
The solutions we seek are already within us. These solutions and medicines of the soul will only unlock when we come back to our connectedness with nature and life. We tend only to care for the worlds we feel a part of, yet how can we expect people to care for our natural world if we don’t experience our belonging and kinship with nature?"
~Anneloes Smitsman










 https://freedomofmind.com/

"It should not surprise that science who has glorified objection turns Sophia (wisdom) into an AI object. This is the Frankenstein science that results from the cutting off of the feminine in their way of knowing (objectification)" D. H


http://humansarefree.com/2017/10/nanochips-and-smart-dust-dangerous-new.html?utm_campaign=shareaholic&utm_medium=facebook&utm_source=socialnetwork&m=0

Nanochips and Smart Dust: The Dangerous New Face of the Human Microchipping Agenda