понедельник, 16 апреля 2018 г.

პონეროლოგია .შეთქმულება არსებობს, მაგრამ არა ებრაელთა; ის პათოლოგიურია

პონეროლოგია
.შეთქმულება არსებობს, მაგრამ არა ებრაელთა; ის პათოლოგიურია


ისტორიული თვალსაზრისით, იქ შეიძლება არსებობდეს (და არსებობს) ცრურწმენა (კერძოდ, ეს ჩანს ლენინის, სტალინის, დზერჟინსკისთან მიმართებაში). მაგრამ ცენტრში არიან ჰიტლერი, კათოლიკეები და თანამედროვე ამერიკის შეერთებული შტატები. თუ „კონცეპტუალურად“ შევხედავთ, თანამედროვე საზოგადოებრივი სისტემა არის პათოკრატია ან ფსიქოპათოკრატია. ანუ მმართველი კლასის არსი (ამ კლასის ეპიცენტრია აშშ და ე.წ. დასავლეთი).
      რამდენიმე ციტატა:

         „ფსიქოპათია ადაპტური ცხოვრებისეული სტრატეგიაა, ძალიან წარმატებული ამერიკულ საზოგადოებაში. შესაბამისად, მისი როლი საზოგადოებაში გაიზარდა. გარდა ამისა, როგორც საზოგადოებაში ცხოვრების შედეგი, რომელიც ფსიქოპათიისადმია ადაპტირებული, ბევრი ადამიანი, რომლებიც არ არიან გენეტიკური ფსიქოპათები, წარმატებით ადაპტირდებიან, ხდებიან „ეფექტური“ ფსიქოპათები, ან „მეორადი სოციოპათები“. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ფსიქოპათების სამყაროში, ისინი, ვინც არ არიან გენეტიკური ფსიქოპათები, იძულებულნი ხდებიან ფსიქოპათებივით მოიქცნენ, რათა გადარჩნენ“.
                                                                          ***
„ლობაჩჟევსკი აღნიშნავს, რომ ამ სამყაროში ნებისმიერ საზოგადოებაში ფსიქოპათიური ადამიანები ხშირად ქმნიან კონსპირაციის აქტიურ ქსელს, რომელიც გარკვეულწილად გამოყოფილია ნორმალურ ადამიანთა საზოგადოებიდან. ისინი აცნობიერებენ იმ ფაქტს, რომ ისინი „ისეთები არ არიან, როგორც ჩვენ“, რომ განსხვავდებიან ნორმალური ადამიანებისგან“. .
                                                                      ***
„ჩვენი მორალიზირება არ გვაძლევს ამ დაავადების მკურნალობის საშუალებებს. აუცილებელია იმის გარკვევა, თუ როგორია ფსიქოპათია. ეს ადამიანები „განკურნებას“ არ ექვემდებარებიან“.
                                                                              ***
 „ამის მაგალითია მადლენ ოლბრაიტის ცნობილი შენიშვნა, რომელიც მან გააკეთა 1996 წელს, როდესაც მას ჰკითხეს ემბარგოსთან დაკავშირებულ 500 000 სასიკვდილო შემთხვევის შესახებ ერაყში, რადგან დაღუპულთა შორის უმრავლესობა ბავშვები იყვნენ. მან განაცხადა, რომ, მისი აზრით, „ეს ამად ღირდა“, ანუ ნახევარი მილიონი ადამიანის სიკვდილი იყო აუცილებელი ფასი იმისთვის, რათა გასწორებოდნენ სადამს. ეს შენიშვნა, უდავოდ, პათოლოგიური ლოგიკაა, მაგრამ რამდენმა ამერიკელმა მოისმინა ეს და არაფერი უცნაური არ შეუმჩნევია? ნებისმიერი ადამიანი, ვინც გაიგო მსგავსი განცხადება და არ იგრძნო თავი შეურაცხყოფილად, ინფიცირებულია პათოლოგიური მოსაზრებებით, პონერიზირებული. მათი შეხედულებები დამახინჯებულია პათოლოგიური ინფექციით“.
                                                                       ***
„ფროიდი ამტკიცებდა, რომ ფსიქოპათები არ ექვემდებარებიან მკურნალობას ფსიქოთერაპიაში სწორედ იმიტომ, რომ სინდისი აუცილებელი წინაპირობაა ფსიქოთერაპიის გამოყენებისათვის. ეს სინდისია და მასთან დაკავშირებული სხვებისთვის შეწუხების და სხვებზე ზრუნვის უნარი, რომელიც გვაძლევს საშუალებას გავაანალიზოთ ჩვენი მოქმედებების მოტივები, რომელიც საფუძვლად უდევს ქცევას. მაგრამ, განმარტების თანახმად, ფსიქოპათებს არ გააჩნია სინდისი და სხვებზე წუხილის უნარი“.
                                                                     ***
 „ფსიქოპათებს შეუძლიათ გრძნობების იმიტირება, მაგრამ ერთადერთი რეალური გრძნობა, რომელიც მათ თითქოსდა გააჩნიათ, ერთგვარი „შიმშილია“, რომელსაც მტაცებელი თავისი მომავალი მსხვერპლის მიმართ გრძნობს. ფსიქოპათიის დანარჩენი საქმიანობა ემსახურება ცხოველური შიმშილის ამ გრძნობას. მოკლედ, ფსიქოპატი მტაცებელია [კაცობრიობის]“.
                                                                   ***
„სინდრომის შეფასებისას, რომელიც აღწერს საზოგადოების დაავადების - პათოკრათიის [pathocracy] დასაწყისს, ნათელი ხდება, რომ შეერთებული შტატები და, შესაძლოა, მთელი მსოფლიო, შეიძლება მალე აღმოჩნდეს „ისეთი ყოვლისმომცველ საშინელებათა და სასოწარკვეთის“ „დამწუხრებულ დროში“, რომ მეორე მსოფლიო ომის ჰოლოკოსტი გენერალურ რეპეტიციად მოეჩვენებათ“.
                                                                    ***
 „ფსიქოპათების შესახებ საუბრისას, სპეციფიკური კუთხით, ნათელი ხდება, რომ საერთო კონსენსუსი დღეს არის ის, რომ ისინი არ ექვემდებარებიან განკურნებას,  და არც ერთი სახის დამუშავებას [მათ ვერაფერს მოუხერხებ]“.
                                                                    ***
 „ჩვენ შემწყნარებლები ვართ სხვების მიმართ, რადგან ვახდენთ მათზე საკუთარი შინაგანი მდგომარეობის პროეცირებას. ჩვენი ვვარაუდობთ, რომ როდესაც ისინი სიტყვიერად გამოხატავენ სინანულს, ისინი გრძნობენ სინანულს“.
                                                                     ***
„ფსიქოპათებს პირამიდის თავზე სურდათ ებრაელების  განსაკუთრებული როლისთვის გამოყენება, რათა მათ თავს მოეხვიათ კაცობრიობისთვის დიდი სიცრუე. ებრაულთა შეთქმულების იდეა საფარია ფსიქოპათიური პათოკრატებისთვის, რათა დამალონ საკუთარი გეგმები.  შეთქმულება არსებობს, მაგრამ არა ებრაელთა; ის პათოლოგიურია“.
                                                                ***
 „ის ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ცვლილებები შეიძლება გამოწვეული იყოს იურიდიულ ან პოლიტიკურ პროცესებით, ვერ გაიგებენ, რომ კანონი და პოლიტიკა, ზოგადად, შექმნილია და მართულია პათოლოგიური ტიპების მიერ, და მათთვის დაწესებულია უპირატესობა, მაგრამ არა ჩვეულებრივი ადამიანის სასარგებლოდ“.
                                                                ***
„ამდენად, ფსიქოპათების იდენტიფიკაცია, მათთან ურთიერთობის შეწყვეტა, ჩვენი საზოგადოებიდან მოკვეთა, ჩვენი მათთვის მიუწვდომლობა,  როგორც „საკვების“ ან მათი მოტყუებისა და გამოყენების ობიექტებისა, ერთადერთი ყველაზე ეფექტური სტრატეგიაა, რომლის გამოყენება ჩვენ შეგვიძლია“.



თარგმანი

(C)

03.03.18















https://rutube.ru/video/958fd7d823b17d67ece8ea9d43503610/


 "Christianity is equated with a brain disorder like Schizophrenia, genocidal psychopathy.

FINALLY someone begins connecting the dots, realizing we have a BRAIN that when sick thinks like those under religion psychosis..."







Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised