среда, 4 апреля 2018 г.

ჰიპნოზი, რომელიც გამოიყენება მართლმადიდებლობაში





ჰიპნოზი, რომელიც გამოიყენება მართლმადიდებლობაში
მართლმადიდებლური წირვა,  როგორც მასობრივი ჰიპნოზის სეანსი
            ჰიპნოზის ისტორია, ალბათ, დაკავშირებულია კაცობრიობის არსებობის ისტორიასთან. ჰიპნოზის ზუსტი განსაზღვრა დღემდე არ არის დამაჯერებელი, მაგრამ ჩვენი ცოდნა თავის ტვინის საქმიანობის, ნერვულ სისტემასთან ურთიერთმოქმედების შესახებ ჯერ კიდევ ფრაგმენტულია, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ არსებობს სირთულეები მის განმარტებასთან დაკავშირებით. მიუხედავად ამისა, მისი პრაქტიკული გამოყენება განუყოფლად უკავშირდება კაცობრიობის ისტორიის პირველ ნაბიჯებს, განსაკუთრებით რელიგიისა და კულტის სფეროში.
         სიტყვა დავუთმოთ ბიბლიურ ტექსტთა ავტორებს, რომლებისთვის აშკარად ცნობილია ჰიპნოზის ზოგიერთი მეთოდი:
         „უფალმა ღმერთმა ძილქუში მოჰგვარა ადამს და რა დაეძინა, გამოუღო ერთი ნეკნი და მის ადგილას ხორცი ჩაუდო“ (დაბადება, 2:21). მახსოვს, ოპერაციის დროს კაშპიროვსკის პაციენტი არ დაუძინებია:
         „დაარიგე ხალხი, რომ ინათხოვროს ყოველმა კაცმა თავისი მეზობელი კაცისგან და ყოველმა ქალმა თავისი მეზობელი ქალისგან ვერცხლისა და ოქროს ჭურჭელი და სამოსელი“. (გამოსვლა, 11:1-2 ). ხომ ჰგავს ბოშების  საქმიანობას?
         „მოწაფეები მოვინახულეთ და შვიდი დღე დავყავით იქ; ხოლო ისინი, სულით აღძრულნი, იერუსალიმში ასვლას უშლიდნენ პავლეს“ (საქმენი, 21:4).
          შეიძლება უამრავი ციტატის მოყვანა, როგორც ძველი, ასევე ახალი აღთქმიდან, სხვა წყაროებიდან, განსაკუთრებით წმინდანთა ცხოვრებიდან.
              მე კარგად ვიცი მართლმადიდებლობის ისტორია, ასევე თეორია და პრაქტიკა. მე არ შევეხები სხვა კონფესიებსა და დენომინაციებს, რომელთა რიტუალები ასევე ეფუძნება ჰიპნოზს, შთაგონებას და თვითშთაგონებას. როგორც ვიცით, მართლმადიდებლურ ეკლესიაში შვიდი საიდუმლოებაა - ნათლობა, მირონცხება, ზიარება, მონანიება, ქორწინება, მღვდლობა და ზეთის კურთხევა. არსებობს ზოგადი სახის წირვა, როგორიცაა ლიტურგია, არის კერძოც, მაგალითად, კურთხევა. შემიძლია ვთქვა, რომ პროტესტანტული და კათოლიკური ეკლესიებისგან განსხვავებით, მართლმადიდებლობას ტრადიციულად გააჩნია უფრო ეფექტური რესურსები შთაგონების და თვითშთაგონების მექანიზმების გამოყენებისთვის, რადგან ეკუთვნის ქრისტიანობის ე.წ. აღმოსავლურ შტოს, ბიზანტიურად ბრწყინვალეს, გავლენას ახდენს ადამიანის ყველა სენსორულ არხზე - მხედველობაზე, სმენაზე, შეხებაზე, სუნზე, რომლითაც ჩვენამდე აღწევს ინფორმაცია. საკმაოდ საინტერესოდ მეჩვენება, რომ საეკლესიო ცერემონიალში გამოიყენება ფსიქოტექნიკის პრაქტიკულად მთელი სპექტრი, კლასიკურიდან არადირექტიულ ჰიპნოზამდე, ფსიქოანალიზის ანალოგიდან ნეიროლინგვისტურ პროგრამირებამდე. მაგრამ ეს ყველაფერი ფორმალურად, გაუცნობიერებლად გამოიყენება, ამიტომ არასაკმარისად ეფექტურია. თუმცა ზოგიერთი მართლმადიდებელი მღვდელი „წინ წავიდა“ ამ სფეროში და წარმატებით იყენებს თავის ცოდნას პრაქტიკაში.
         მაგრამ ასეთები ერთეულები არიან. აღსანიშნავია, რომ ისტორიის თანახმად, ადრე რუსეთში არსებობდა, როგორც რაოდენობრივად, ისე ხარისხობრივად, ნიჭიერ „ფსიქოთერაპევტთა“ მთელი პლეადა „მართლმადიდებლობიდან“. ღირსნი, მართალნი, სალოსები - სულისა და სხეულის მკურნალნი. სად არიან ისინი ახლა? მთელ რუსეთში მხოლოდ რამდენიმეა. კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ რუსულმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, რომელსაც დიდი რესურსები აქვს და რომელიც ჩართულია პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტრიგებში, დღეს დაივიწყა თავისი მრევლი. წმინდა ადგილი ცარიელი არ დარჩება, და ამით წარმატებით სარგებლობენ უფრო მობილური, ცოცხალი და პროგრესული პროტესტანტული და ქარიზმატული ქრისტიანული თემები. თუ ნარკოტიკებზე დამოკიდებულებისგან განთავისუფლებით ისინი უკვე დიდი ხანი არიან დაკავებულნი, რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის მოუხერხებელი მცდელობები შექმნას საკუთარი სარეაბილიტაციო ცენტრები მხოლოდ ირონიულ ღიმილს იწვევს. გამონაკლისს წარმოადგენს რამდენიმე ნიჭიერი მღვდელი, მაგრამ მათაც დევნიან ეკლესიის „მამები“.

ამრიგად, რაში გამოიხატება მართლმადიდებლური ღვთისმსახურების და ჰიპნოზის სეანსის მსგავსება?

         მაგალითისთვის ავიღოთ ზეთის ცხების საიდუმლოების წესი, რომელიც უტარდება ავადმყოფს. კურთხევანის თანახმად, რიტუალი უნდა ჩაატაროს შვიდმა მღვდელმა (ნებადართულია ნაკლებიც, და ერთიც, გამონაკლისის სახით). დავარქვათ ავადმყოფს პაციენტი. ამრიგად, იგულისხმება, რომ პაციენტის ბგერითი სენსორი გადატვირთულია, ცერემონიის დროს ის მუდმივად შეიცვლება კითხვისა და სიმღერის დროს: ტონის სიმაღლე, ტემპი, ხმამაღლობა, ტემბრი და ტონალობა, რაოდენობა, ბგერადობის უწყვეტობა/წყვეტილობა, ხმის ხანგრძლივობა, ლოკალიზაცია, მანძილი, წყარო. უფრო მეტიც, ბგერას პაციენტი დაიჭერს  სხვადასხვა ყურით რამდენიმე წყაროდან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ საქმეში ჩაუხედავისთვის რიტუალი მიმდინარეობს ნაკლებად გასაგებ, ე.წ. „საეკლესიო-სლავურ“ ენაზე, და კითხვაც მიმდინარეობს გალობით. ანუ სმენითი არხი გადატვირთულია. გადავიდეთ ვიზუალურზე. კურთხევანის თანახმად, მაგიდაზე ალაგებენ: სახარებას, ჯვარს,  ლანგარს ხორბლით და  კანდელით, გარშემო შვიდი ანთებული სანთლით. სანთელი აქვს ყველა მღვდელს და იქ მყოფს. მღვდლები სამოსელში არიან გამოწყობილი, არა ჩვეულებრივ შავ ანაფორებში, არამედ საკმაოდ ბრწყინვალე ეპიტრაქილსა და ფელონში. სპეციფიკური მოძრაობები და ჟესტები. გადატვირთვაა?  ყნოსვა - დაწყების წინ წარმოთქვამენ „ნეტარ არის ჩვენი ღმერთი“, შემდეგ ხდება საცეცხლურით კმევა, ანუ შენობის საკმეველით კმევა, რომელსაც სპეციფიკური სუნი აქვს. კინესთეტიკა - პაციენტს არაერთხელ აცხებენ მირონს (შვიდჯერ): შუბლზე, ლოყებზე, ნესტოებზე, ტუჩებზე, ხელებზე, მკერდზე. რიტუალის დასასრულს მის თავზე სახარებას და ლოცვებს კითხულობენ.
         როგორც ვხედავთ, თითქმის ყველა სენსორული არხი გადატვირთულია, ანუ, ცნობიერება „პირდაპირ ეთერს“ ქვეცნობიერებას უთმობს. ან წარმატებით შთანთქავს საკმაოდ დიდ ლოცვებს, რომელშიც ხშირად მოიხსენიებენ პაციენტის სახელს და რომელიც მოიცავს გამოჯანმრთელების თხოვნას, უნდა ითქვას, საკმაოდ ქმედითს. ფსიქოლოგებმა და ფსიქოთერაპევტებმა კარგად იციან, რა ხდება, როდესაც ინფორმაციის ნაკადს იღებს არა ცნობიერება უამრავი „ფილტრით“, არამედ ქვეცნობიერება. ეს არის, როგორც კლასიკური, ასევე არადირექტიული ჰიპნოზის მიზანი. შემდეგ ქვეცნობიერების კონტროლით იწყებს წარმატებით მუშაობას თვითშთაგონება:
         ბოლო დროს ჩვენ არა მხოლოდ ტელევიზიით ვუყურებთ ტრილერებში ფსიქოანალიტიკოსების სეანსებს. გახსოვთ, ალბათ, როდესაც მაგიდასთან მსხდომი რამდენიმე ადამიანი ერთმანეთს საკუთარი თავის შესახებ უყვება, თავისი განცდების, ფანტაზიების და ა.შ.  დღეს ეს მრავალი ფსიქოტექნიკოსის საერთო პრაქტიკაა. ქრისტიანობა კი მეორე ათასწლეული იყენებს მას მონანიების საიდუმლოებაში. აღსარება მღვდლის წინაშე: იცით, ნათქვამია: „ბედს უჩივისო“. დამეთანხმეთ, შვებას გრძნობთ. მაგრამ საიდუმლოების ბოლო ელემენტი ხომ ლოცვაა, რომელიც, პირობითად რომ ვთქვათ, აანთავისუფლებს ცოდვებისგ.
          ამერიკელი ფსიქოლოგის აშას მიერ გასული საუკუნის ორმოცდაათიან წლებში დაწყებულმა დამაჯერებელმა ექსპერიმენტებმა კოლექტიურ გავლენასთან დაკავშირებით დაადასტურეს შთაგონებული კოლექტიური „ზეწოლის“ ეფექტი. მისი ფორმულაა - უშუალოდ დაინახოს არა ის, რაც ესმის, არამედ დაუჯეროს გაგონილს. ამით აიხსნება „სასწაულების“ რიგი და საზოგადოებრივი ღვთისმსახურების - ღვთაებრივი ლიტურგიის და სხვ. - პოტენციური რესურსები. ცოტა ხნის წინ, აღდგომას იყო ლიტანია. და ცეცხლის ყოველწლიური თვითანთება  უფლის საფლავთან.
          ტრანსის მიღწევა, რომელშიც ჩართულია, როგორც შთაგონების, ასევე თვითშთაგონების მექანიზმები, ჰიპნოზის ავორიტარული და არადირექტიული ტექნიკის ამოცანაა. ნებისმიერი მართლმადიდებლური რიტუალარი იძლევა ტრანსში შეყვანის გარანტიას სახელმწიფოში. ცუდია, რომ ნეიროლინგვისტური პროგრამირების შემოწმება „ეკოლოგიაზე“ ამ შემთხვევაში იქნებოდა უარყოფითი. ტრანსი უნდა გამოიყენონ ადამიანის სასარგებლოდ.
        ერთ-ერთ საიტზე ანეკდოტი წავიკითხე: სოფლის ეკლესიის წინამძღვარს ძალიან ადარდებდა, რომ მრევლი ძალიან მომჭირნეა და თითქმის არ სწირავს ფულს ეკლესიას. გადაწყვიტა ჰიპნოზისთვის მიემართა, წაიკითხა შესაბამისი სახელმძღვანელო. კვირადღის წირვის წინ მან ეკლესიაში ღუმელი დაანთო, წირვას ატარებდა ნელა, მონოტონურად. როდესაც მრევლი ტრანსში შევიდა, მან თქვა: „თქვენ ყველანი გულუხვი და კეთილნი ხართ. თქვენთვის ძალიან სასიამოვნო იქნება, თუ შესწირავთ ეკლესიას ყველა ფულს, რომელიც თან გაქვთ“. შეწირეს ძალიან ბევრი. მღვდელს მოეწონა და გადაწყვიტა ერთი კვირის შემდეგ გამეორება. წირვის დროს იგივე მანიპულაციები გაიმეორა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მრევლმა გაითვალისწინა წარსული გამოცდილება და ამჯერად არაფერი არ წამოიღო. გაბრაზებულ გულზე მღვდელმა წამოიძახა: „უმადურები ხართ!“
        თუმცა, რელიგიურ რიტუალებში ფსიქოლოგიის შესახებ ბევრი წიგნის დაწერა შეიძლება. მაგრამ, ალბათ, ამ პატარა სტატიის შინაარსმა გაამართლა თავისი სათაური?

თარგმანი


http://www.ateism.ru/articles/gipnos.htm

https://www.change.org/p/department-of-defense-test-federal-policymakers-for-dangerous-personality-disorders














https://www.proza.ru/2016/09/08/815



































































































 "Only that in you which is me can hear what I'm saying." - Ram Dass














































https://www.blacklistednews.com/article/65068/supreme-court-rules-cops-can-kill-nonthreatening-people-as-long-as-they-say-they-were.html






http://5dreal.com/2016/09/24/%D0%B2%D1%8B%D1%85%D0%BE%D0%B4-%D0%B7%D0%B0-%D0%BF%D1%80%D0%B5%D0%B4%D0%B5%D0%BB%D1%8B-%D1%84%D0%BE%D1%80%D0%BC-%D0%B2%D1%85%D0%BE%D0%B4-%D0%B2-%D0%B2%D0%B5%D1%87%D0%BD%D0%BE%D1%81%D1%82%D1%8C/



http://www.medicalj.ru/diseases/psychiatrics/112-schizophrenia

Wisdom, the true origin of all knowledge, represents the highest treasure that the human being can ever succeed in possessing in this or any other century, on the planet Earth or anywhere else in the far reaches of the Universe. It is the arte magnum, the perfect vision of the essential reality of Nature, which encompasses developing the capacity to see oneself objectively, and evaluating the true level of development of one's own instrument of knowledge, the mind.

All knowledge, in order to be true, has to be based on man's internal reality, and has to be integrated into a wise, just, omnipresent, immortal, and eternal nature. The ability to see reality is not a congenital capacity. The human being is only able to observe the map that he himself created from a subjective, limited, and rationalized interpretation.

This process creates a personalized pseudo-reality, of which there are as many as there are inhabitants of this planet. I call this imaginative creation "social reality," since in practice, the individual is a mere cultural resonator and an appendage of the collective psyche of humanity. This is why people live "halfway" and are a mixture of good and bad; why they are a little asleep and a little awake; why they are insignificant even with all their delusions of grandeur. In other words, they do not live profoundly and cannot even grasp the overwhelming significance of this fact. They just graze the surface of the planet and the epidermis of knowledge.

All authentic wisdom is "meaningful" and not "informational." It can only be comprehended at the level of BEING, and not through merely intellectual faculties.

This initiation is a mystical and transcendental event that offers the individual a certain opportunity to cross the threshold that leads to the path towards spiritual perfection and cosmic wisdom. If the individual triumphs in such an undertaking, he becomes a Stellar Man. This represents the highest goal that Homo sapiens can aspire to, and which corresponds to the culmination of the evolutionary process, but which the species would reach only after many thousands of years of successful development.

Making this ascending leap leads the individual to completely overcome his animal condition, thereby moving him up one step on the evolutionary scale in the Universe. The path of self-perfection is long and arduous. There can be no other way than to pursue the attainment of authentic power over oneself and one's own existence, and to pursue the possession of a state of consciousness in which disharmony, destructiveness, ugliness, aggression, and unhappiness no longer exist.

The real Hermetic Initiate acquires the capacity to transcend such petty realities, to instead place himself in the unlimited and infinite context of absolute reality; that which transcends time and space. From that moment on, he will never again be defeated by hesitation, loneliness, or doubt. He will have united himself harmoniously with that unique and powerful force which is a creator and maintainer of life."

- John Baines, The Stellar Man

http://lekmed.ru/info/arhivy/religiya-i-psihicheskie-bolezni-7.html


















http://www.mvartsandideas.com/2017/06/lily-morris-american-dream-collective-unconscious-social-media/

https://psy.wikireading.ru/67349

https://www.psychol-ok.ru/lib/fromm/ioi/ioi_09.html
















Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised