среда, 4 апреля 2018 г.

ბეკმოლოგიური მიდგომის თავისებურებები: აღქმის შეცვლა

ბეკმოლოგიური მიდგომის თავისებურებები: აღქმის შეცვლა

აღნიშნულ კონცეპტუალურ სტატიაში აღწერილია ბეკმოლოგიის ერთ-ერთი შესაძლებლობა, რომელიც დაკავშირებულია შიშისა და აღშფოთების დაძლევასთან და  ეხება რთული ცხოვრებისეული სიტუაციების აღქმის შეცვლას.
სტატია რუსულ კონტექსტშია დაწერილი, რაც განაპირობებს მის გარკვეულ ტენდენციურობას. ყურადღება გამახვილებულია შიშისა და აგრესიის პრობლემებზე, რაც რუსეთში ყოველთვის აქტუალური იყო. ალბათ, სტატიის წაკითხვის შემდეგ, შეიძლება იფიქრონ, რომ ჩვენ ზედმეტად ვაზვიადებთ. მაგრამ თემის სპეციფიკური ხასიათის, მისი სადისკუსიო „საშიშროების“ გამო, შეუძლებელია „ოქროს შუალედის“ მოძებნა. შიშის ხსენება უკვე ბევრ ადამიანში იწვევს მკვეთრად უარყოფით რეაქციას. შიშის შესახებ მიუკერძოებლად ლაპარაკი ხალხს არ შეუძლია, თუმცა ყოველმხრივ ცდილობს. ასეა თუ ისე, რუსეთის რიგით მოქალაქეებს ეს პუბლიკაცია არ მოეწონება, მაგრამ მათ განსაკუთრებული ყურადღება არც გამოუჩენიათ ბეკმოლოგიის მიმართ და არც მომავალში გამოიჩენენ. ხოლო ის ერთეულები, ვისაც ბეკმოლოგია დააინტერესებს, სტატიას პოზიტიურად მიიღებს. ეს სტატია მათთვის არის განკუთვნილი.
სტატიის შინაარსი ბევრად უფრო საინტერესო იქნება სხვა ქვეყნის მკითხველისთვის, რადგან ბეკმოლოგიას განიხილავს მათთვის უჩვეულო რაკურსში. ზოგადად, ბეკმოლოგია არ უკავშირდება კონკრეტული ქვეყნის სპეციფიკას. მისი მრავალმხრივი პრაქტიკა ნაყოფიერად გამოიყენება ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე, სადაც მოსახლეობის მენტალიტეტი არსებითად განსხვავდება რუსულისგან. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში სრულიად განსხვავებული ცხოვრებაა, რთულ ცხოვრებისეულ სიტუაციებთან დაკავშირებით იქ სხვა აქცენტი კეთდება, ხოლო შიშის და მრისხანების დაოკება იქ არ არის განსაკუთრებით აქტუალური, მიუხედავად ამისა, ასეთი გამოცდილება ამერიკელებისთვისაც სასარგებლო იქნება.
ცოტაოდენ თეორია. აღქმა წარმოადგენს ინფორმაციის მიღების და ტრანსფორმაციის პროცესთა სისტემას. ის ადამიანს აძლევს ობიექტური რეალობის ასახვის ფუნქციების რეალიზაციის და გარე სამყაროში ორიენტირების საშუალებას. განცდასთან ერთად, აღქმა შემეცნების პროცესს იწყებს, და ადამიანს მიაწოდებს გრძნობად მასალას. აღქმის პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს აზროვნება, მისი შედეგები პრაქტიკულად მოწმდება.
მსოფლმხედველობა ერთ-ერთი მთავარი ძალაა, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის აღქმაზე. ადამიანს მსოფლმხედველობა ადრეულ ბავშვობაში  უყალიბდება. ახალშობილი ბავშვი ყველაფერს განსხვავებულად აღიქვამს, ვიდრე ზრდასრული ადამიანი. სამყარო მისთვის ცვალებადია, არ აქვს მკაფიოობა და ფერი, ხოლო ორგანიზმს ინსტინქტი აკონტროლებს, და არა გონება. როდესაც ბავშვი იზრდება, მის გარშემო მყოფი ადამიანები აყალიბებენ მის მსოფლმხედველობას მათთვის ნაცნობი მსოფლიოს სურათის ფარგლებში. „სწავლების“ შედეგად, აქტიურად მიმდინარეობს რეგულირება: რა შეუძლია აღიქვას ბავშვმა და შემდეგ ზრდასრულმა ადამიანმა, და რა არა. ამ რეგულირებას თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს. უკეთეს შემთხვევაში, შეიძლება მივიღოთ სამყაროზე მიუკერძოებელი მოსაზრება. უარესს შემთხვევაში, შეიძლება ადგილი ჰქონდეს საკუთარი აღქმისთვის ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტების სტატუსის მიცემის მცდელობას, რის გამოც სხვა სამყაროები მხედველობის არეს გარეთ რჩებიან. ეს აძლევს ადამიანს საფუძველს უარყოს ახალი ან საპირისპირო მოსაზრებები, რადგან უპირისპირდებიან ყველაფერს, რაც ახლო და ძვირფასია, ან უკვე მის მიერ არჩეულია.
მსოფლმხედველობა არ არის ჭეშმარიტება, ის აღქმაა, თვალსაზრისი, ათასი შესაძლებლობიდან ერთი, რომელიც ხელს უწყობს ადამიანს გაიაზროს, მოაწესრიგოს პირადი გამოცდილება, აძლევს მას სხვებთან ურთიერთობების დამყარების საშუალებას. მსოფლმხედველობა ბევრ ელემენტსა და ფაქტორზეა დამოკიდებული. ესენია: გეოგრაფიული მდებარეობა, პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემა, მიღებული აღზრდა და განათლება, ახლო მეგობრებისა და ნაცნობების წრე, ტემპერამენტი და სხვა.
მსოფლმხედველობა განსაზღვრავს ადამიანის ცხოვრების გზას. მის შესანარჩუნებლად დიდი რაოდენობით ენერგია იხარჯება. ხშირად ადამიანს ტანჯავს შინაგანი წინააღმდეგობები, როდესაც გარე სურათი არ შეესაბამება  მსოფლმხედველობას. საჭირო ხდება საკუთარი მსოფლმხედველობის კორექტირება, ან „მავნე“ ზემოქმედებისგან  დამცავი მექანიზმების გამოყენება.
მსოფლმხედველობის კორექტირების აუცილებლობა ჩნდება ცვლილებების საჭიროებასთან ერთად. რაღაცის შეცვლის სურვილი ადამიანს უჩნდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ხვდება, რომ მისი ცხოვრება აღარ უნდა დარჩეს იგივე. ასეთი გააზრება არ შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ ინტელექტუალურ გადაწყვეტილებას, რადგან რაციონალურ ქმედებებს არ ჰყოფნის ემოციური მოტივაცია, რომელიც აუცილებელია რადიკალური ცვლილებებისთვის და, ფაქტობრივად, არ გააჩნია საკმარისი ენერგია. მაგრამ ძლიერი ენერგეტიკის არსებობის მიუხედავად, უბრალო ადამიანი იშვიათად ახერხებს გასცდეს მისი მსოფლმხედველობის ფარგლებს, თუ ასეთი საჭიროება არსებობს. შედეგად, ის ვერ პოულობს რთული ან მოულოდნელი პრობლემების ორიგინალურ გადაწყვეტილებას. როგორც წესი, როდესაც ადამიანი ცდილობს გარკვეული  ამოცანის გადაჭრას, ის მანიპულირებს იმ მოსაზრებებოთ და იდეებით, რომელიც მას მემკვიდრეობით გარემოცვისგან აქვს მიღებული. შედეგი ყოველთვის უცვლელია - აზრი წრეზე ტრიალებს. ზოგი ამას ციკლურ აზროვნებას უწოდებს.
სამყაროს ჭეშმარიტად ობიექტური ხედვა გულისხმობს ანტიკონფორმიზმს - აზრისა და ქმედებების დამოუკიდებლობას, შემოქმედებითი პიროვნების უნარს ბრმად არ აჰყვეს საყოველთაოდ მიღებულ თვალსაზრის, სხვების მოსაზრებების მიუხედავად. ანტიკონფორმიზმს ახასიათებს საკუთარი მსოფლმხედველობის გაფართოების უნარი. ასეთი ცვლილება მნიშვნელოვან ენერგეტიკულ ხარჯებს გულისხმობს. ხშირად ახალ სიტუაციაზე საპასუხოდ გვიწევს საკუთარ შიშთან და აგრესიასთან გამკლავება, რომელიც მიმართულია ადრე უხილავი მოვლენების წინააღმდეგ, სანამ განხორციელდება მათთან მსოფლმხედველობითი შეთავსება. თავშეკავების პროცესი ყოველთვის საკმაოდ მტკივნეულად მიმდინარეობს, აქ ცოტა რამის გაკეთება თუ შეიძლება „ნეგატიური“ გამოცდილების შესამსუბუქებლად. მაგრამ, როდესაც პროცესი დასრულებულია, ცხოვრება ნამდვილად უფრო ადვილი ხდება.
ზრდასრულთა უმრავლესობას არ გააჩნია მიდრეკილება და არც უნარი შეცვალოს საკუთარი მსოფლმხედველობა და არც კი აქვს წარმოდგენა საკუთარი შიშისა და აგრესიის კონტროლის შესაძლებლობების შესახებ. მთელი მათი ობიექტურობა სამყაროს მიმართ გამოიხატება მხოლოდ იმაში, რომ „გაყვეს დინებას“, ანუ შეეგუოს  მას (კონფორმიზმი).
პერესტროიკის შემდგომ რუსეთში ადამიანის  მსოფლმხედველობასთან დაკავშირებით ყველაფერი საკმაოდ აირია. ქვეყანაში ნაციონალური იდეის მოძებნა გაჭიანურდა. თავად ფაქტი, რომ ასეთი ამოცანა დადგა, მრავლისმეტყველია. გუშინ მოითხოვდნენ კომუნიზმის აშენებას, დღეს უცნობია, რა უნდა აშენდეს, მაგრამ ზოგადად მიღებულია ქცევა, რომელიც ორიენტირებულია ე.წ. სამეწარმეო საქმიანობაზე. ადამიანისგან ელიან არსებული წესრიგის, კრემლის მიერ დადგენილი ნიმუშის - რუსული სპეციფიკის მქონე კაპიტალიზმის ნაირსახეობის მიღებას. შიში და აგრესია აქ მხოლოდ მისასალმებელია და ფართოდ გამოიყენება, როგორც მათ წინააღმდეგ, ვინც გვერდით „მიცურავს“, ასევე, ვისაც არ სურს ყველასთან ერთად „ცურვა“. „თავისიანების“ მიმართ შიში და აგრესია „ჯანსაღი“ კონკურენციის ინსტრუმენტია, რათა დაიმკვიდრონ „ადგილი მზის ქვეშ“. „უცხოთა“ მიმართ შიში და აგრესია განსხვავებული აზრის ჩახშობის ტრადიციული ინსტრუმენტია.
საშუალო სტატისტიკური რუსეთის მოქალაქე კონფორმისტია. კონფორმიზმი, უდავოდ, ობიექტურობაა, საკმაოდ რაციონალური გამოსავალი ცხოვრების რთული სიტუაციიდან. თუმცა, უნდა შევურიგდეთ იმ ფაქტს, რომ ცხოვრებას მუდმივად თან ახლავს სტრესი, შიში და დაუფარავი აგრესია სხვადასხვა მხრიდან. საკუთარი მსოფლმხედველობითი პოზიციებისა და სოციალურ დამოკიდებულებათა შეუსაბამობის გამო ადამიანი ასევე მუდმივად იქნება პიროვნული კრიზისის მდგომარეობაში. ყველაფერი ეს გონივრული საზღაურია კონფორმიზმისთვის, რომელიც პირდება „წარმატებას“ და „კეთილდღეობას“.
კონფორმიზმის შესახებ დიდი სტატია გვაქვს ბლოგში გამოქვეყნებული.
ანტიკონფორმიზმი არ იძლევა არც პიროვნული კრიზისის, არც „ნეგატიური“ ემოციების მუდმივი დომინირების საშუალებას. თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ის დაკავშირებულია მსოფლმხედველობისა და ემოციების მართვით გამოწვეულ მნიშვნელოვან ენერგეტიკულ ხარჯებთან. ამ გზას სრულად უჭერს მხარს ბეკმოლოგია.
შიშის ან განრისხებისგან მთლიანად განთავისუფლება შესაძლებელია მხოლოდ უმოქმედობისა და დათვალიერების პერმანენტულ რეჟიმში გადასვლით. მაგრამ ეს საუკეთესო გამოსავალი არ არის იმ სამყაროში, სადაც მუდმივად უნდა იბრძოლო გადარჩენისთვის. ასე რომ, აუცილებელი გახდება არჩევანის გაკეთება კონფორმიზმს, ნონკონფორმიზმსა და ანტიკონფორმიზმს შორის.
კონფორმიზმს ყველა საზოგადოება მიესალმება. არაკონფორმული ქცევისგან იგი თავს იცავს მრავალი სოციალური სანქციის გამოყენებით. ანტიკონფორმიზმი საზოგადოებისთვის რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენს, მისი გამოვლენა საკმაოდ რთულია, ამიტომ ეს პოზიცია, სოციალური კუთხით, უსაფრთხოა. ამგვარად, ბეკმოლოგია „ეკოლოგიურად“  სუფთა პრაქტიკაა.
ბეკმოლოგიის კომპონენტები - უსაფრთხოება, ენერგეტიკა, კრიტიკული აზროვნება, სოციალური თამაშების ორგანიზაცია (სათამაშო პარადიგმა) - სრულყოფილად მოიცავენ ადამიანის ცხოვრებას, საშუალებას აძლევენ მას სათანადოდ გაუმკლავდეს რთულ სიტუაციებს, რაც გულისხმობს ძალისხმევის გამოყენების ადეკვატური, შესაბამისი და ოპტიმალური მეთოდების შერჩევას შექმნილი  სირთულეების წარმატებით მოსაგვარებლად. ბუნებრივია, „საბრძოლო მზადყოფნის შესანარჩუნებლად ბევრი ენერგიაა საჭირო, მაგრამ ეს ენერგია არ იხარჯება უქმად. ნაწილი ხმარდება პრობლემური სიტუაციის ანალიზს, ნაწილი - შეწონილი გადაწყვეტილების მიღებას, დანარჩენი - ემოციური ინტელექტის მუშაობას.
 ამ სტატიაში ბეკმოლოგიის სტრუქტურა დეტალურად არ განიხილება. მხოლოდ განხილულია აღქმის შეცვლის საკითხი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ემოციური ინტელექტის ჩამოყალიბებაზე. ემოციური ინტელექტი არის ერთ-ერთი საშუალება, რომელიც იძლევა საკუთარი შიშსა და რისხვისთან გამკლავების საშუალებას.
ემოციების სტერეოტიპული სურათების ფართოდ გავრცელება, რაციონალური გადაწყვეტილებებისა და ქცევასთან შედარებით, როგორც რაღაც პრიმიტიულის და მოუმწიფებელის,  უნებლიეთ აისახება თითქმის ყველა ადამიანის ყოველდღიურ ცნობიერებაში. ბევრი მიიჩნევს, რომ ემოციები უკონტროლო ირაციონალური იმპულსებია, რომლებიც ართულებენ ცხოვრების ნორმალურ პროცესს და ადამიანის საქმიანობას, ანადგურებენ მის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას. პირიქით, ქცევის რაციონალურ გზას, მისი შინაარსისა და სპეციფიკიური თავისებურებების მიუხედავად, მიეკუთვნება უფრო სრულყოფილი და უფრო ადეკვატური მნიშვნელობა ემოციურთან შედარებით. ამ სტერეოტიპის გავლენა გამოიხატება იმგვარად, რომ რთულ სიტუაციებზე რეაგირების ემოციურ გზას ხშირად აღვიქვამთ მხოლოდ, როგორც ფსიქიკურ და სომატურ დარღვევებთან დაკავშირებულ უარყოფით განცდებს. ემოციური გამოხატვა ტრადიციულად განიხილება, როგორც არაეფექტური, ხოლო ემოციურად ორიენტირებული სტრატეგიები იდენტიფიცირებულია ან თავდაცვით ქცევასთან, ან თვითრეგულირების შენარჩუნებასთან, მაგრამ არა პრობლემებისა და სირთულეების მოგვარებასთან.
ბეკმოლოგიაში ყურადღება გამახვილებულია ემოციების არაერთგვარ მნიშვნელობაზე ადამიანის ცხოვრებასა და საქმიანობაში, მათი რთული ხასიათის გათვალისწინებით. ემოციური სფერო ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის სამყაროსთან ურთიერთობაში; ემოციები ახდენენ რთულ, არაერთგვარ გავლენას გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე, მაგრამ მათ გარეშე გამოსავალი ვერ მოიძებნება; ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია მხოლოდ ცხოვრების რთული სიტუაციების გადაჭრის ემოციური გზების მოძებნა. ემოციები დიაგნოსტიკურ, სასიგნალო და ორგანიზაციულ როლს თამაშობენ პრობლემის მოგვარებაში. ემოციური სფეროსადმი სამეცნიერო მიდგომის შედეგად, უდავოდ, შეიძლება საუბარი ადამიანში „ემოციური ინტელექტის“ არსებობის შესახებ, რომელიც ტრადიციულ რაციონალურ ინტელექტს ფასდაუდებელ მხარდაჭერას აძლევს.
მოსაზრება ემოციური სფეროს ირაციონალურობის შესახებ ძირითადად დაკავშირებულია შიშის და აღშფოთების ძირითად ემოციებთან. ადამიანებს პანიკურად ეშინიათ თავისი შიშის და ხშირად ნანობენ, ზოგჯერ კი ძვირად უჯდებათ ცუდად კონტროლირებული  განრისხება.
იმის გასარკვევად, თუ რაზეა საუბარი, მაგალითებია საჭირო. ჩვენ აღვწერთ საკუთარ მოსაზრებას შიშის შესახებ, რომელსაც პირადად გავუმკლავდით. რა თქმა უნდა, შიშის შესახებ მიუკერძოებლად ლაპარაკი შეუძლებელია. ყველას შიშის  საკუთარი კომპლექსი გააჩნია, და აქ არ შეიძლება არსებობდეს სტანდარტული გაგება. აქედან გამომდინარე, ზოგი ნორმალურად მიიჩნევს ჩვენს მოსაზრებებს, ზოგი კი მოგონილად ჩათვლის.
შიშის განცდა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებაა. ჩვენ მუდმივად გვაჩვევენ შიშის პერმანენტულ განცდას. ყველა ბავშვს ადრეული ასაკიდან უნერგავენ შიშის გრძნობას, როგორც საზოგადოებრივი ცხოვრების განუყოფელ ნაწილს: ნუ გააკეთებ ამას - დაგსჯიან, არ წახვიდე იქ - დაიკარგები, არ თქვა ეს - ინანებ და ა.შ. ეკრანსა და ტელევიზორში შიშის მხატვრული დემონსტრირება ხდება. მასობრივი ინფორმაციის საშუალებები აღარ იარსებებდნენ, რომ არ გამოექვეყნებინათ საშინელებათა სიუჟეტები ცხოვრების ყველა სფეროსთან დაკავშირებით. ბევრი სოციალური მექანიზმი შიშზეა აგებული, თითქმის ყველა შემთხვევაში დაშინებას იყენებენ, როდესაც დარწმუნების სხვა მეთოდები არ მუშაობს.
ყველა თაობას თავისი შიშის გრძნობა აქვს. გულაგის შიში და სოციალისტური დეფიციტის კოშმარი შეცვალა მოტყუებულ მეწილეთა შიშმა, ვალუტაზე აღებულმა იპოთეკური სესხის და დაგვიანებული ხელფასების შიშმა. მაგრამ, ფაქტობრივად, ყველაფერი იგივე რჩება - შენ გელოდება მღელვარებითა და შფოთვით სავსე ცხოვრება. ჩვენ ყოველთვის გვთავაზობენ ნაკლებად „კომფორტული“ შიშის არჩევის შესაძლებლობას. რუსეთის პრეზიდენტს მოსწონს გამეორება სიტყვებისა: „ეს1937 წელი არ არის“. ის აპელირებს ერთ შიშზე და ამით ღიად ახორციელებს თავისი ქვეყნის მოქალაქეების დაპროგრამებას მისი პოლიტიკური გუნდის მიერ შეთავაზებული შიშის პაკეტების მორჩილად მიღებაზე. როგორც ყოველთვის, არჩევა გვიწევს სხვადასხვა შიშს შორის - ეს „კარგი“ ძველი  რუსული ტრადიციაა.
გასაკვირი არ არის, რომ ზრდასრული ადამიანი ყველა მხრიდან თავისი შიშითაა შეპყრობილი. მათთან გამკლავების უუნარობა გამოიხატება მისი კონფორმისტული სისტემის მიერ ყველა სახის ფსიქოლოგიური თავდაცვითი საშუალებების გამოყენებაში, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს ფსიქიკაში არარეგლამენტირებულ შემოჭრას. ადამიანებს გაუჩნდათ კიდეც რეალობის, როგორც უსასრულო ტანჯვის წყაროსგან, თავის დაღწევის კულტი. შედეგად, ადამიანი იმდენად არ არის მზად ყოველგვარი ახალი შეფასებისთვის, რომ მისი აუცილებლობა მასში ფსიქოლოგიურ ტრავმას იწვევს.
რისხვისა და აგრესიის სურათი მთლიანად ანალოგიურია.
როდესაც რაციონალურობა უძლურია, დასახმარებლად ყოველთვის მზად არის აგრესია - ეს უკვე დაბალი კლასის მოსწავლეებისთვისაც ცნობილია. აგრესია ფიზიკური ძალის დემონსტრაციაა, როდესაც გონების ძალის ნაკლებობას განიცდიან. აგრესია  ნებისმიერ დავაში უკანასკნელი არგუმენტია. აგრესია ყოველთვის გამოსავალია მცირე განათლების მქონე და ცუდად აღზრდილი მოქალაქეებისთვის, რომელთაც სხვებზე არანაკლები ცხოვრება სურთ.
რუსეთში აგრესიულობა ყველგან იგრძნობა. ეს გამოიხატება რეიდერულ მიტაცებაში, დასავლეთთან მუდმივ კონფრონტაციაში, განსაკუთრებით მჭიდრო მშენებლობებში მოსკოვში, ფასების მუდმივ ზრდაში ბენზინსა და კვების პროდუქტებზე, ყველაფერზე მოსაკრებლის გადახდაზე (მადლობა ღმერთს, იმისათვის, რომ ვსუნთქავთ, და ამაზე ჯერ გადასახადი არ დაუწესებიათ), და მრავალი სხვა. ზვიაგინცევის სენსაციური ფილმი „ლევიაფანი“ სწორედ ჩვენი საზოგადოების ტოტალურ აგრესიულობას ეძღვნება.
აგრესიის შესახებ  დიდი სტატია გვაქვს ბლოგში დაბეჭდილი.
150 წლის წინ რუსმა მოაზროვნებ, რევოლუციონერმა, ანარქისტმა, ხალხოსნური მოძრაობის ერთ-ერთმა იდეოლოგმა, კარლ მარქსის იდეოლოგიურმა ოპონენტმა მიხეილ ბაკუნინმა პეტრე-პავლეს ციხეში დაწერა „აღსარება“ ერთი მკითხველისთვის - ნიკოლოზ I-სთვის. მოგაწოდებთ რამდენიმე ამონარიდს ამ ნაწარმოებიდან, რომელმაც დღესაც არ დაკარგა აქტუალობა:
„რუსული საზოგადოება ურთიერთ ზეწოლის ჯაჭვს წარმოადგენს: მაღლა მდგომი ჩაგრავს დაბლა მდგომს; ეს უკანასკნელი ითმენს, ვერ ბედავს ჩივილს, მაგრამ სამაგიეროდ მასზე დაბლა მდგომს ჩაგრავს, რომელიც ასევე ითმენს და ასევე იძიებს შურს მასზე დაბლა მდგომზე. ყველაზე ცუდ მდგომარეობაში კი უბრალო ხალხია. საბრალო რუს გლეხს, რომელიც, სოციალური კიბის ყველაზე დაბალ საფეხურზე იმყოფება, აღარავინ ჰყავს, რომ დაჩაგროს, და ამიტომ იძულებულია ითმინოს ყველასგან, როგორც ეს რუსულ ანდაზაშია ნათქვამი: „ჩვენ მხოლოდ ზარმაცი არ გვირტყავს!“  (მიხეილ ბაკუნინი. „აღსარება“).
„რუსეთში, მთავარი მამოძრავებელი ძალაა შიში, შიში კი კლავს ყოველგვარ სიცოცხლეს, ყოველგვარ გონებას, სულის კეთილშობილურ მოძრაობას. ძნელია და რთული რუსეთში ცხოვრება ადამიანისთვის, ვისაც უყვარს სიმართლე, უყვარს მოძმე, ვინც პატივს სცემს ყველა ადამიანში უკვდავი სულის ღირსებასა და დამოუკიდებლობას, ძნელია ცხოვრება ადამიანისთვის, რომელიც ითმენს არა მხოლოდ ზეწოლას, რომლის მსხვერპლიც თვითონ არის, არამედ ზეწოლას, რომელსაც განიცდის მეზობელი!“  (მიხეილ ბაკუნინი. „აღსარება“).
 „ყველა მოაზროვნე და კეთილსინდისიერ რუს ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ ჩვენი იმპერია ვერ შეიცვლის თავის დამოკიდებულებას ხალხის მიმართ. მთელი თავისი არსებობით ის განწირულია იყოს მისი გამანადგურებელი, მისი სისხლისმსმელი. ადამიანები მისდამი ინსტინქტურ სიძულვილს განიცდიან, ის კი მუდმივად ავიწროებს მათ, რადგან მისი არსებობა და ძალა ხალხის უბედურებაზეა აგებული. იმისათვის, რომ შეინარჩუნოს წესრიგი ქვეყნის შიგნით,  ძალადობრივი ერთობა და, დამპყრობლური კი არა, არამედ თავდაცვითი ძალა, მას დიდი ჯარი სჭირდება, ჯართან ერთად კი პოლიცია, ურიცხვი ბიუროკრატია, გულგრილი სამღვდელოება. ერთი სიტყვით, უზარმაზარი ოფიციალური სამყაროა, რომლის შენახვა, რომ არაფერი ვთქვათ ქურდობაზე, მძიმე ტვირთად აწევს ხალხს ...
ასეთი იყო ის გლეხთა რეფორმამდე, ასეთი დარჩა დღესაც და ასეთი იქნება ყოველთვის“ . (მიხეილ ბაკუნინი, „სახელმწიფო და ანარქია“ )
„რუსეთში ძნელია, თითქმის შეუძლებელია მოხელე ქურდი არ იყოს. პირველ რიგში, მის გარშემო ყველა იპარავს, ჩვეულება მის ბუნებად იქცევა, და რაც ადრე აღშფოთებას და ზიზღს იწვევდა, მალე ხდება ბუნებრივი, გარდაუვალი, აუცილებელი; მეორეც, ხელქვეითმა თავად უნდა მიაგოს პატივი უფროსებს, და ბოლოს, თუ ვინმე იფიქრებს შეინარჩუნოს პატიოსნება, ამხანაგები და უფროსები შეიძულებენ მას; უწოდებენ ახირებულ, ველურ, ანტისაზოგადოებრივ ადამიანად, და, თუ არ გამოსწორდა, შეიძლება ლიბერალი და საშიში თავისუფლად მოაზროვნეც კი უწოდონ. მაშინ კი არ მოისვენებენ, სანამ არ გაანადგურებენ“.  (მიხეილ ბაკუნინი. „აღსარება“).
დღეს მწერლები, პუბლიცისტები და პოლიტიკოსები მიხეილ ბაკუნინს ეხმაურებიან. მაგალითად, ალექსანდრე ჟიტინსკიმ დაწერა: „შიშის გარდა ჩვენთვის სხვა სტიმული უცნობია“. ჩვენი ეთიკის სისტემა შიშს ეფუძნება“.
როგორ უნდა დავაღწიოთ თავი ამ მანკიერ წრეს? როგორ უნდა განვთავისუფლდეთ მუდმივად თავსმოსხვეული სტერეოტიპებისგან, რომ შიში ჩვენი ყველაფერია, რომ შიშის გარდა ჩვენ თითქმის არაფერი გაგვაჩნია?
ბეკმოლოგია აღქმის შეცვლის ინსტრუმენტია, რომელიც გაძლევს საშუალებას გაუმკლავდე საკუთარ შიშსა და აღშფოთებას.
ფაქტობრივად, ბეკმოლოგია წარმოადგენს ადამიანის ფსიქიკის მენტალურ კონტროლიორს. ეს კონტროლიორი „ეკოლოგიურად“ სუფთაა, რადგან არ ახვევს თავს არავითარ სპეციფიკურ რწმენას, გარდა ერთისა: ის აიძულებს სამყაროს ყველაზე რეალისტური პოზიციებიდან დანახვას.
საკმაოდ  მარტივად აღქმის ცვლილება ახალ აზრებს ქმნის, რომლებიც ახალ რეალობას ქმნიან. ამ რეალობაში, სოციუმის მიერ თავს მოხვეული შიში აღიქმება, მხოლოდ როგორც შიში,  და სხვა არაფერი.
აღქმის შეცვლა ხდება ცოდნის შეძენის გზით. როდესაც გაგაჩნია სისტემური ცოდნა იმისა, თუ როგორ მუშაობს საზოგადოება, ამ „ახირებას“ უკვე შემწყნარებლურად უყურებ. მაგალითად, როდესაც შენით მანიპულირებას ახორციელებენ, იყენებენ სპეციალურ სამანიპულაციო ტექნიკას. როდესაც იცი, რომ შენს მიმართ მსგავსი მეთოდები გამოიყენება, სრულიად მშვიდად აღიქვამ მანიპულირების აქტს. აღიქვამ რაციონალურად, და, ბუნებრივია, გიჩნდება უარყოფითი ემოციები, რომლებიც სწრაფწარმავალია.
საჭირო ცოდნის ათვისება ხდება ბეკმოლოგიის ოთხი კომპონენტის მხარდაჭერით - უსაფრთხოების, ენერგეტიკის, კრიტიკული აზროვნების და თამაშის პარადიგმის. ეს არის ბეკმოლოგიის ძირითადი თავისებურება, რომელიც განასხვავებს მას ყველა სხვა პრაქტიკისგან. გამარტივებულად, ბეკმოლოგიის მენტალური კონტროლიორის სტრუქტურა წარმოდგენილია შემდეგი ცხრილით:

ენერგეტიკა
ემოციები: შესაბამისი რეაქციის არჩევა (შეფასება და არჩევანი ალტერნატივიდან) კრიტიკული აზროვნება
იდეები: რაციონალური გადაწყვეტილების მომზადება (ალტერნატივების  განმარტება)
თამაშის პარადიგმა
ისტორია:  სიტუაციის გაგება უსაფრთხოება
ფაქტები:  საფრთხის და რისკის ხარისხის შეფასება

რეალობა ყოველთვის არაერთგვაროვანია. ცხრილის თითოეული უჯრედი ასახავს რეალობის გარკვეულ „ჭეშმარიტებას“. თუ ოთხივე „ჭეშმარიტებას“ და მათ შორის კავშირს სათანადო ყურადღებას დავუთმობთ, მათი ურთიერთდამოკიდებულების შედეგად ვიღებთ  რეალობის დაბალანსებულ ხედვას. და თუ სადმე ინფორმაციის ნაკლებობას და/ან არაკორექტულობას აქვს ადგილი, მათი გამოვლენა სწრაფად ხდება, და გაურკვევლობის გაცნობიერება იწვევს ნეგატიური ემოციების განცდის „ბლოკირებას“. შიშის ან აღშფოთების შემთხვევაში, ეს ემოციები დაუყოვნებლივ რეგისტრირდება, მათი ექპსრეს-ანალიზი ხორციელდება ოთხ ასპექტში, რათა გამოავლინდეს მათი გამომწვევი მიზეზები. თუ მიზეზი ვერ მოიძებნა, კონტროლიორი გამოიმუშავებს სიგნალს, რომელიც შეესაბამება გაურკვევლობის სიტუაციას. ემოციები გადადის სიტყვებში (ხდება ვერბალიზაცია), აღმოჩნდება ცნობიერების დონეზე, ხდება კონტროლირებადი, და შემდგომ „ნაყოფიერ ნიადაგზე“ ადეკვატური რეაქცია ვითარდება.  ასეთი სისტემით შეიარაღებული ფსიქიკით მანიპულირება თითქმის შეუძლებელია. ბეკმოლოგიის მენტრალური კონტროლიორი ანეიტრალებს თუნდაც ყველაზე დახვეწილ ფსიქოლოგიურ შეტევას.
რას სთავაზობენ მრავალრიცხოვანი გურუ, ტრენერები და კონსულტანტები, რომლებიც პირდებიან ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას?
ზოგი ფიქრობს, რომ მუდმივად მედიტირებაა საჭირო (მანტრების ან ლოცვების წაკითხვა), ანუ საუბარია საკუთარი ქვეცნობიერების დეპროგრამირება-პროგრამირების  შესახებ.
სხვები ამბობენ, რომ სიტუაციის აღქმის შეცვლა ჩვეულებრივ ხდება რეფრეიმინგის პროცესის შედეგად. რეფრეიმინგი ტექნიკაა, რომელიც იძლევა განსხვავებული ხედვის შესაძლებლობას სიტუაციაზე ან რომელიმე მოვლენის მიზეზზე. თვალსაზრისის შეცვლა იძლევა სიტუაციის მიმართ განსხვავებულად რეაგირების შესაძლებლობას. მაგალითად, ადამიანის უხეში ქცევა შეიძლება განიხილებოდეს, როგორც სტრესის ნეგატიური გავლენის შედეგი, რომელიც გამოწვეული იქნება ამოცანის სწრაფად შესრულების სურვილით და არა იმიტომ, რომ არაკეთილგანწყობას გრძნობს იმ ადამიანის მიმართ, რომელსაც მისი უხეშობა  ეწყინა.
ნეიროლინგვისტური პროგრამირების ექვსსაფეხურიანი რეფრეიმინგი შემდეგი სახითაა წარმოდგენილი:
პირველად განსაზღვრეთ ქცევა ან რეაქცია, რომელიც ექვემდებარება შეცვლას.
დაამყარეთ კომუნიკაცია იმ ნაწილთან, რომელიც პასუხისმგებელია X-ს კონკრეტულ ქცევაზე.
გამოყავით პოზიტიური განზრახვა ქცევისგან. მადლობა გადაუხადეთ X-ს თანამშრომლობისთვის.
სთხოვეთ თქვენს შემოქმედებით ნაწილს ერთიანი მიზნის მისაღწევად ახალი გზების შემუშავება.
ჰკითხეთ X-ს ნაწილს, თანახმა თუ არის გამოიყენოს ახალი არჩევანი მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში ძველი ქცევის შესაცვლელად.
ეკოლოგიური შემოწმება. თქვენ უნდა იცოდეთ, თუ არსებობენ სხვა ნაწილები, რომლებიც შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს თქვენს ახალ არჩევანს.
ფსიქოლოგიური დაცვის ყველა ცნობილი მეთოდი (რეგრესია, პროექცია, ინტროექცია, რაციონალიზაცია და სხვა) პრინციპულად არ განსხვავდება რეფრეიმინგისგან. რეფრეიმინგი აქტიურად გამოიყენება ფსიქოლოგიური კონსულტაციის თითქმის ყველა ფორმაში. ითვლება, რომ რეფრეიმინგის წყალობით მომხმარებლები ხედავენ საკუთარ თავს და გარემოს უფრო მეტი სიზუსტით და გაგებით.
ყველაფერი მარტივია. საჭიროა მხოლოდ მედიტაცია და რეფრეიმინგი - საკმაოდ მარტივი ტექნიკა, რომლის გამოყენება ყველას შეუძლია. ყურადღება გამახვილებულია მარტივად გამოყენებაზე. ფაქტობრივად, ეს ანტისაშინელებაა. სოციუმი „გვკვებავს“ საშინელებათა ისტორიებით, ჩვენ ვპასუხობ ბარიერებით - ანტისაშინელებებით. 
ანტისაშინელება არ არის აღქმის შეცვლა, მხოლოდ ერთჯერადი ბარიერია, რომელიც მაშინვე იშლება, როგორც კი ახალი საშინელება გაჩნდება, თუნდაც წინას მსგავსი. ამრიგად, თითოეულ საშინელებაზე უნდა შეიქმნას ანტისაშინელება. აქედან გამომდინარე, მარტივი ტექნიკა გამოიყენება.
ბეკმოლოგიის პრაქტიკა არ არის განკუთვნილი ერთჯერად ანტისაშინელებათა გენერაციისთვის. ის მიზნად ისახავს შიშის მიზეზის აღმოფხვრას. და ამ შედეგის მისაღწევად, იგი მოითხოვს გაცილებით მეტ ძალისხმევას, ვიდრე სხაპასხუპით მანტრის წარმოთქმა ან შინაგანი დისჰარმონიის გაცნობიერება, რომელიც იწვევს შფოთვას ან შიშს. მუშაობა კომპლექსურად მიმდინარეობს ოთხი ბეკმოლოგიური ასპექტით - უსაფრთხოება, ენერგეტიკა, კრიტიკული აზროვნება და თამაშის პარადიგმა.
ადამიანის ფსიქიკა მეტად კომლექსური თვითადაპტირებადი სისტემაა, რომლის მართვას ვერ გადაიტან პულტზე, რომელიც ინდიკატორების, ღილაკების და გადამრთველების სერიას წარმოადგენს. თუ ადამიანი მანქანაა (ბიოკომპიუტერი), ის გაცილებით რთულია, ვიდრე ნებისმიერი ხელთქმნილი მანქანა, რომლისთვის შეიძლება დაიწეროს ექსპლუატაციის ინსტრუქცია.
თუ შიშის გამოწვევა ადამიანში ადვილად შეიძლება, ეს არ ნიშნავს, რომ რეპრესიისა და შიშის დახმარებით შეიძლება მისი მთლიანად გაკონტროლება. ვერც მაკიაველიმ, ვერც სტალინმა, ვერც ჰიტლერმა და დღევანდელმა ბელადებმა ვერ შექმნეს საზოგადოების მართვის უნივერსალური ინსტრუქცია, თუმცა ისინი ყველა საშუალებებით ცდილობდნენ ამის გაკეთებას. ვერც ერთმა სოციალურმა მეცნიერებებმა მედიცინასთან და ნეირომეცნიერებებთან ერთად ვერ შეძლეს ასეთი უნივერსალური ინსტრუქციის შექმნა.
ბეკმოლოგიას არანაირად არ აქვს პრეტენზია იყოს ადამიანის ფსიქიკის მაგიური „გასაღები“. ბეკმოლოგიის პრაქტიკა განკუთვნილია მხოლოდ მცირე კატეგორიის ადამიანებისთვის, რომლებსაც, პირველ რიგში, აქვთ საკუთარი აღქმის შეცვლის უნარი. ეს უნარი, პირველ რიგში, ჩვენს ირგვლივ სამყაროს სიღრმისეული შესწავლის უნიკალურ საჭიროებას ავლენს. ასეთ ადამიანთათვის, ბეკმოლოგიური ინსტრუმენტარი გარკვეულწილად ხელს უწყობს აღქმის შეცვლის პროცესს, აყენებს მათ სისტემურ რელსებზე. მაგრამ სხვა არაფერი, რადგან მსოფლმხედველობის და  ცნობიერების დონეზე აღქმის შეცვლის მექანიზმების მართვა მეტად რთულია, ქვეცნობიერის დონეზე კი საშიში.
სირთულის გამო, ბეკმოლოგია საკმაოდ რთულია შესასწავლად, მაგრამ მიღებული შედეგები ძალისხმევას ერთი ორად ანაზღაურებენ.
ბეკმოლოგიის სირთულე გამოწვეულია რიგი გარემოებებით. ერთ-ერთი მთავარია სოციალური ორგანიზაციის სირთულე, რომლის გააზრება მოითხოვს დროსა და ძალისხმევას. გასაგები რომ იყოს, რაზეა საუბარი, გავაანალიზოთ სოციალური ორგანიზაციის ერთი ასპექტი.
ბევრ თანამედროვე ადამიანს მიაჩნია, რომ თავისუფალია ყოველდღიურ საქმიანობაში. ისინი ამჩნევენ მხოლოდ უხეშ, ხილულ კონტროლს  სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან, ხოლო საკუთარი საქმიანობა ეჩვენებათ, როგორც თავისუფალი და დამოუკიდებელი. ეს გასაკვირი არ არის: ყველაზე ეფექტური კონტროლი იყო და არის უხილავი კონტროლი. სხვადასხვა მედიასაშუალებები ტიტანურ ძალისხმევას ავლენენ იმისთვის, რომ ადამიანებმა უფრო თავისუფლად იგრძნონ თავი, რაც უფრო მეტად ეფლობიან უხილავ, მაგრამ ტოტალურ კონტროლის ქსელში.
არსებობს „ოთხი ტიპის კონტროლის“ კონცეფცია, რომლის მიხედვითაც საზოგადოებაში ადამიანის ქცევას აკონტროლებს ოთხი ტიპის ზემოქმედება: ფიზიკური ძალადობა, საქონელბრუნვა, ფინანსები და ფსიქოლოგიური ზეწოლა.
ფიზიკურ კონტროლთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია, დაწყებული ცემით და დამთავრებული თავისუფლების აღკვეთით. საქონელბრუნვა მოიცავს სხვადასხვა საქონელზე წვდომას ან, პირიქით, მის შეზღუდვას, რაც დღევანდელ სამომხმარებლო საზოგადოებაში ძალიან მნიშვნელოვანი პარამეტრია, რომელმაც შეიძლება მნიშვნელოვნად იმოქმედოს ადამიანის ქცევაზე. ფინანსები მოიცავენ ფულადი სახსრების ბრუნვის მრავალფეროვნებას და სხვადასხვა შემცვლელს, სადაც, ფულადი მასის რაოდენობის პირდაპირი კონტროლის გარდა დიდი რაოდენობით შემუშავებულია ზემოქმედების არაპირდაპირი მეთოდები. ასეთი გავლენის ნათელი მაგალითია ვალუტის კურსის შეცვლა და, შესაბამისად, მისი მსყიდველობითი უნარის, როდესაც ადამიანი ფორმალურად იღებს იმდენსვე, როგორც ადრე, მაგრამ სინამდვილეში „კისერმოგრეხილია“. ფსიქოლოგიური ზეწოლა კონტროლის ყველაზე მაღალი და რთული ფორმაა, მაგრამ, ამავე დროს, ყველაზე პროდუქტიული: დაწყებული მანიპულაციის ობიექტის პირდაპირი ნებისყოფითი ჩახშობით და დამთავრებული რთული სქემებით, როდესაც ხდება ცნებების ღრმა  შეცვლა ობიექტში იმ დონემდე, რომ ის იწყებს მოქმედებას თავის საზიანოდ და, ამავე დროს, მიაჩნია, რომ ყველაფერს სწორად აკეთებს.
რა თქმა უნდა, შესაძლებელია დიდი რაოდენობით დამატებებისა და დაზუსტებების შეტანა: დაწყებული იმით, რომ ხშირად ბევრად უფრო ხელსაყრელია არა რეალური საქონლის შექმნა, არამედ „პროდუქტების“ - სხვადასხვა სახის სიმულაკრების, რომლებიც მცირე მოცულობით შედგებიან მატერიალური კომპონენტებისგან და უფრო მეტად „პრესტიჟის“, „ბრენდის“, „მოდისგან“ და ა.შ. ამ ტენდენციის საკმაოდ ნათელი მაგალითია სხვადასხვა „ეპლი“ და „ბენტლი“, რომლის ღირებულების ლომის წილს განაპირობებს არა უპირატესობა ხარისხში, არამედ მყიდველთა რწმენა, რომ „ისინი ამას იმსახურებენ“. ძნელია იმის დადგენა, თუ რა ტიპის კონტროლია აქ უფრო მეტი, მაგრამ თავად ცნებების და ადამიანის აზროვნების პროცესებზე ხელოვნური გავლენის შეცვლა, როგორც ამბობენ, სახეზეა.
ნორმალურ პირობებში, ადამიანზე დაბადებიდანვე მოქმედებს ოთხივე ტიპის კონტროლი, და იმდენად ეჩვევა მათ ზემოქმედებას, რომ არც კი ამჩნევს მას. როდესაც „თავისუფლების“ შესახებ პოპულარული საუბარი იწყება, მაშინ, როგორც წესი, ერთ-ერთი მხარე ეშმაკობს, წინა პლანზე გამოაქვს „თავისუფლების“ ცნება, როგორც ერთი ტიპის კონტროლის გავლენის შესუსტება. ამავე დროს, დელიკატურად ინარჩუნებენ დუმილს პროპორციული, ხშირად კი დარჩენილი სახეობების გადაჭარბებულ გაძლიერებაზე.
ოთხი ტიპის კონტროლის აღწერილი კონცეფცია სოციალური ორგანიზაციის სისტემის მთელი სირთულის ნათელი დემონსტრირებაა. ხშირ შემთხვევაში, ეს სისტემა ინდივიდში შიშის გაჩენის მიზეზი ხდება. ამ მიზეზების აღმოფხვრა შეუძლებელია იმის გაგების გარეშე, თუ როგორ არის მოწყობილი ეს სისტემა და რა გავლენას ახდენს ფსიქიკაზე.
პრაქტიკოსი ფსიქოლოგი, საუკეთესო შემთხვევაში, მიუთითებს პაციენტს მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენის აუცილებლობაზე, კერძოდ, სოციალური ორგანიზაციის მექანიზმებსა და ინდივიდის შიშს შორის. ბეკმოლოგია თვალყურს ადევნებს ამ კავშირს და წარმოადგენს მის სისტემატიზირებულ აღწერას. ეს არის მისი განსხვავება ფსიქოლოგიური თერაპიისგან. ბეკმოლოგია არ კურნავს, ის აძლიერებს მას, ვინც სხვადასხვა გარემოებების გამო აღმოჩნდა დასუსტებული.
რა თქმა უნდა, ნერვული აშლილობის შემთხვევაში (ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის ნევროზების, ფობიების, აუტიზმის, ყურადღების დეფიციტის ჰიპერაქტიურობის სინდრომის, ასპერგერის სინდრომი, და სხვ.) ბეკმოლოგიის შესახებ საუბარი ზედმეტია. აუცილებლად უნდა მიმართოთ ფსიქიატრს ან ფსიქოთერაპევტს. რა თქმა უნდა, ღრმა დეპრესიის ან ადიქტიური ქცევის  შემთხვევაში, უნდა გამოიყენოთ პროფესიული ფსიქოლოგის მომსახურება.
ასევე არსებობს სტერეოტიპული ქცევისადმი მიდრეკილ ადამიანთა დიდი კატეგორია - ისინი განიცდიან ყველა სახის რელიგიური ლიდერის და სხვა ქარიზმატული ფიგურების გავლენას. ასეთი ადამიანებისგან ბეკმოლოგია საიმედოდაა დაცული თავისი სტრუქტურით.
ბეკმოლოგია არავითარ შემთხვევაში არ უკავშირდება მრავალფეროვან პრაქტიკას იარლიყით „თვითგანვითარება“, „თვითსრულყოფა“, „პიროვნული ზრდა“, „თვითშემეცნება“ და ა.შ. ბეკმოლოგიის პრაქტიკას არასდროს გამოუხატავს პრეტენზია ასეთ პოზიციაზე. რაციონალური კრეატიულობის შენარჩუნება ის ზღვარია, რომლის მიღმა ბექმოლოგია არასდროს გასულა. ანუ, არავითარი რელიგიური ან ეზოთერული  ნადები ბეკმოლოგიას არ გააჩნია.

                                                              ***
თითქოს სტატია ისე უნდა დამეწერა, რომ უფრო ფართო აუდიტორიის მოწონება დაემსახურებინა. მაგრამ ამ შემთხვევაში საჭირო გახდებოდა  მანიპულირებადი მეთოდების გამოყენება:  თვალში საცემი სათაურების, უდავო ავტორიტეტების დამოწმება, ემოციური მუხტის მომტანი სენტიმენტალური სიუჟეტების. და ყველაფერი ეს რისთვის? რომ მკითხველთა უმრავლესობამ სტატია ნახევრამდე მაინც წაიკითხოს? თუმცა ასეთ შედეგს ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ბეკმოლოგია განკუთვნილი მასობრივ რუს მომხმარებელზე. ეს არ არის ფართო სამომხმარებლო პროდუქტი. და თუ ასეა, სტატია უნდა იყოს დაწერილი ისეთი ენით, რომელიც გასაგები იქნება ბეკმოლოგიის პოტენციური მომხმარებლისთვის. როგორც ჩანს, ჩვენ შევძელით გაუმკლავდეთ ამ ამოცანას. და ჩვენ მხოლოდ ვწუხთ იმის გამო, რომ მასობრივი მომხმარებელი ჩვენ ვერაფრით ვერ დავაინტერესეთ.

P.S. კითხვაზე პასუხის გაცემა, რატომ არ იქნება გამოყენებული ბეკმოლოგია მასობრივი რუსი მომხმარებლის მიერ,  ძალიან მარტივია. ეს არ შეესაბამება რუსების მენტალიტეტს. ასე რომ, აღქმის შეცვლა მოითხოვს კომფორტის ზონიდან გასვლას. შიშის განცდა არ ნიშნავს კომფორტის ზონიდან გასვლას. შიში ავიწროებს ამ ზონას და აიძულებს მასში დარჩენას. ცნობიერება აუცილებლად პოულობს საფუძვლიან არგუმენტებს, რატომ არის ასეთი ქცევა სწორი. არავითარი კონტრარგუმენტები გარედან ვერ შეძლებს მათ მიმართ წამოყენებული ბარიერის გადალახვას

==
პროექცია
პროექცია (ლათ. projectio – წინ გადაგდება) პირველად ზ. ფროიდის მიერ განხილული ფსიქოლოგიური მექანიზმია.
კლასიკურ ფსიქოანალიზში ეს არის პროცესი, რომლის საშუალებით ინდივიდის თვისებები, ემოციები, ურთიერთობები და სხვ. სხვა ადამიანს მიეწერება. გარემოსთან კონტაქტის შეწყვეტა. ამას თან ახლდა უარყოფა, რომ მას თავად აქვს ეს გრძნობები ან ტენდენციები. მეტყველებაში გამოიხატება, როგორც ნაცვალსახელის „მე“-ს ჩანაცვლება „შენ“-ით (ან „ისინი“-თ, როდესაც საქმე ეხება ადამიანთა მთელ ჯგუფს). „მე მათ არ მოვწონვარ“, - ფიქრობს საჯარო გამოსვლის წინ მომხსენებელი.  „შენ მიბრაზდები“, - ჩივის ის, ვისაც არ შეუძლია აღიაროს და მიიღოს თავისი აგრესია. პროექცია ასევე ასრულებს დამცავი მექანიზმის ფუნქციას, იცავს ინდივიდს შფოთვისგან, მიუთითებს გარკვეული ჩახშობილი საბაზისო კონფლიქტის არსებობაზე;
 სხვა ფსიქოდინამიკურ თეორიებში - ერთი ადამიანის სუბიექტური პროცესების სხვა ადამიანისთვის უნებლიეთ მიწერის პროცესია. ეს პროცესი განიხილება როგორც ფსიქიკური განვითარების ნორმალური პროცესი, რომელიც არ ასახავს ნევროტიკულ  ტენდენციებს;
გარე სამყაროს მოვლენების და სტიმულების (განსაკუთრებით, არაერთმნიშვნელოვანის) აღქმა საკუთარი მოლოდინების, საჭიროებების, სურვილების ტერმინებით და ა.შ. ეს  მნიშვნელობა სრულიად ნეიტრალურია პროექციის პათოლოგიური ასპექტის მიმართ და ქმნის პროექციული მეთოდების გამოყენების საფუძველს.
                         პროექცია (ფრედერიკ პერლზის წიგნიდან „თერაპიის მოწმე“)
პროექცია ინტროექციის საპირისპიროა. თუ ინტროექცია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის მიღების ტენდენციაა იმის გამო, რაც რეალურად გარემოს ნაწილს წარმოადგენს, ამ შემთხვევაში პროექცია წარმოადგენს გარემოზე პასუხისმგებლობის დაკისრების ტენდენციას იმის გამო, რაც ადამიანისგან მომდინარეობს. პროექციის უკიდურესი მაგალითი შეიძლება იყოს პარანოია, რომელიც კლინიკურად ხასიათდება პაციენტში ბოდვის კარგად ორგანიზებული სისტემის არსებობით. პარანოიკი, როგორც წესი, ძალიან აგრესიული პიროვნებაა; პარანოიკი, რომელსაც არ შეუძლია საკუთარ თავზე ილუზიების, სურვილების და გრძნობების მიღება, მიაწერს მათ ობიექტებს ან მათი წრის ადამიანებს. მისი რწმენა, რომ მას დევნიან, ფაქტობრივად იმას ამტკიცებს, რომ მას თავად სურს განახორციელოს სხვების დევნა. მაგრამ პროექცია მარტო ასეთი უკიდურესი ფორმებით არ არსებობს; საჭიროა პროექციის, როგორც პათოლოგიური პროცესის, გულმოდგინეთ განსაზღვრა, ვარაუდების გათვლა, რომლებიც შეიძლება იყოს ნორმალური და ჯანსაღი. დაგეგმარება და წინასწარ განჭვრეტა, ძებნა და მანევრირება ჭადრაკში და მრავალი სხვა ქმედების დროს, გულისხმობს დაკვირვებას და ვარაუდს გარე სამყაროს შესახებ. მაგრამ ეს ვარაუდები ვარაუდებად რჩება. როდესაც მოჭადრაკე წინასწარ გათვლის რამდენიმე სვლას, მას რამდენიმე ვარაუდი უჩნდება მოწინააღმდეგის გონებრივი პროცესების შესახებ, თითქოს ამბობს: „მის ადგილზე რომ ვიყო, ასე ან ასე მოვიქცეოდი“.  მაგრამ მას ესმის, რომ მისი ვარაუდი შეიძლება არ შეესაბამებოდეს მისი ოპონენტის ქცევას, და მან იცის, რომ ეს მისი საკუთარი ვარაუდია.
ამის საპირისპიროდ, სექსუალური აკრძალვებით შებოჭილი ქალი, რომელიც ჩივის, რომ ყველა მას ეკიდება,  ან ცივი, გაუცხოებული, ამპარტავანი მამაკაცი, რომელიც ადამიანებს ადანაშაულებს მისდამი მტრულ დამოკიდებულებაში, ნევროტული პროექციის მაგალითებია. ასეთ შემთხვევებში ადამიანები ვარაუდობენ საკუთარი ფანტაზიის საფუძველზე და ვერ აცნობიერებენ, რომ ეს მხოლოდ ვარაუდია. გარდა ამისა, ისინი ვერ აცნობიერებენ მათი ვარაუდის წარმოშობას.
მხატვრული შემოქმედება ასევე მოითხოვს ზოგიერთ ვარაუდსა და პროექციას. მწერალი ხშირად სიტყვასიტყვით პროეცირებს საკუთარ თავში თავის გმირებს, ან თავის გმირებად გარდაიქმნება, სანამ მათ შესახებ წერს.  მაგრამ, პროეცირებადი ნევროტიკისგან განსხვავებით, ის არ კარგავს თავის თავს. მან იცის, სად მთავრდება თვითონ და სად იწყებიან მისი გმირები, თუნდაც თავად შემოქმედების პროცესში მან შეიძლება დაკარგოს საზღვრის გრძნობა და სხვა ადამიანად გარდაიქმნას.
ნევროტიკი იყენებს პროექციის მექანიზმს არა მარტო გარე სამყაროსთან, არამედ  თავის თავთან მიმართებაში. ის იშორებს არა მხოლოდ საკუთარ იმპულსებს, არამედ თავის ნაწილსაც კი, სადაც ეს იმპულსები წარმოიქმნება. იგი აძლევს მათ ობიექტური არსებობის საშუალებას, რასაც შეუძლია მათ დააკისროს პასუხისმგებლობა მისი სირთულეების გამო და დაეხმაროს  იმ ფაქტების იგნორირებაში, რომ ისინი მისი ნაწილებია. საკუთარი ცხოვრებისეული მოვლენებისადმი აქტიური დამოკიდებულების ნაცვლად, პროეცირებადი სუბიექტი ხდება პასიური ობიექტი, გარემოებათა მსხვერპლი.
როდესაც ქორისტი უჩივის საკუთარ შარდის ბუშტს, რომელიც მას უსიამოვნებას ანიჭებს, - ეს პროექციის შესანიშნავი მაგალითია. აქ თავს იჩენს მახინჯი „ის", და ჩვენი გმირი თითქმის მისი შარდის ბუშტის მსხვერპლი ხდება. „უბრალოდ ეს ჩემს თავს ხდება; უნდა დავძლიო ეს“, - ამბობს ის. ჩვენ პარანოიის მცირე ფრაგმენტის წარმოქმნის მოწმენი ვხდებით. როგორც  ინტროექტორს, მას შეიძლება დაუსვან კითხვა, თუ ვინ საუბრობს, და პასუხად მიიღოს „ისინი“, მაგრამ, როგორც პროექტორს, უნდა ახსოვდეს: „ეს შენი საკუთარი შარდის ბუშტია, ეს შენ გაქვს ურინაციის საჭიროება“. როდესაც პროექტორი ამბობს „ის“ ან „ისინი“, როგორც წესი, მას მხედველობაში აქვს „მე“.
ამრიგად, პროექციაში ჩვენ გადაგვაქვს საზღვრები საკუთარ თავსა და დანარჩენ სამყაროს შორის ოდნავ „საკუთარი თავის სასარგებლოდ“, რაც გვაძლევს პასუხისმგებლობის მოხსნის, პიროვნების იმ ასპექტებისადმი კუთვნილების უარყოფის საშუალებას, რომელსაც ძნელად ვურიგდებით, რომლებიც მიგვაჩნია არამიმზიდველად და  შეურაცხმყოფელად.
გარდა ამისა, როგორც წესი, პროექცია შედეგია იმისა, რომ ჩვენი ინტროექტები ჩვენში იწვევენ გაუცხოების და საკუთარი თავისადმი ზიზღის გრძნობას. რადგან ჩვენმა ქორისტმა მოახდინა იმ შეხედულებების ინტროეცირება, რომ კარგი მანერები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩვენი პირადი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, რადგან მან მოახდინა იმ რწმენის ინტროეცირება, რომ აუცილებელია „ყველაფერი ღიმილით აიტანო“, იგი იძულებული ხდება ის იმპულსები განდევნოს ან მათი პროეცირება მოახდინოს, რომლებიც ეწინააღმდეგება მის გარე საქმიანობას. ის არ განიცდის ურინაციის საჭიროებას; ის კარგი ბიჭია, სურს დარჩეს ჯგუფში და იმღეროს. ურინაციას ითხოვს მისი საზიზღარი, დაუმორჩილებელი შარდის ბუშტი, რომელსაც „ინტროექტად“ მიიჩნევს, უცხო ელემენტად, რომელიც იძულებით შეიყვანეს მასში მისი სურვილის წინააღმდეგ.
პროეცირებად ნევროტიკს, ისევე როგორც ინტროექტორს, არ შეუძლია მისი განუყოფელი პიროვნების საზღვრების ამოცნობა, რომელი მართლა ეკუთვნის მას, და რომელი თავს მოახვიეს. ის მის ინტროექტებს განიხილავს, როგორც საკუთარ თავს, ხოლო მის იმ ნაწილებს, რომლის მოშორებაც სურს, როგორც მოუნელებელ და უვარგის ინტროექტებს. პროეცირების გზით იმედოვნებს წარმოსახვითი „ინტროექტებისგან“ გათავისუფლებას, რომლებიც სინამდვილეში არ არიან ინტროექტები, არამედ მისი ასპექტები. ინტროეცირებადი პიროვნება, რომელიც ერთმანეთთან მებრძოლი არაასიმილირებული იდეების ბრძოლის ველად იქცა, იღებს პარალელებს პროეცირებადი პიროვნების სახით, რომელმაც მსოფლიო აქცია თავისი პირადი კონფლიქტების ბრძოლის არენად. ზედმეტად ფრთხილი, ეჭვიანი ადამიანი, რომელიც გეუბნებათ, რომ სურს ჰყავდეს მეგობრები, ვინმეს უყვარდეს, მაგრამ ამავე დროს დასძენს, რომ „არავის ნდობა არ შეიძლება, რომ ყველა მხოლოდ ცდილობს რაღაც წაგართვას“,  პროექციის ტიპიური მაგალითია.
===
პონეროლოგია: პოლიტიკური ფსიქოპათი

            კორპორაციული ფსიქოპათიის შესწავლის დაწყებამდე პოლ ბაბიკმა და მისმა კოლეგებმა რამდენიმე საკითხი წამოჭრეს, რომლებიც საჭიროებდნენ პასუხის გაცემას. ისინი ასევე უკავშირდებოდა პოლიტიკური ფსიქოპათიის შესწავლას და შეიძლება შემდეგნაირად ჩამოყალიბდეს:
„- როგორ შეუძლია ფსიქოპათს უპირატესობა მოიპოვოს სხვა კანდიდატებზე და წარმატებას მიაღწიოს პოლიტიკაში?
         - რატომ მიისწრაფის ფსიქოპათი პოლიტიკაში?
          - რამდენი ხნის განმავლობაში შეუძლია ფსიქოპათს ასეთ გარემოში წარმატებით ფუნქციონირება?»
           ნარკოტიკებთან ბრძოლის ეროვნული ჯგუფის თანამშრომელი ჯიმ კოური, რომელიც ადრე ამზადებდა აშშ-ს პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურების ოფიცრებს, ხოლო ახლა პოლიციის ხელმძღვანელთა ეროვნული ასოციაციის მეხუთე ვიცე-პრეზიდენტია, პირველ კითხვაზე პასუხობს სტატიაში examiner.com:
        ყველაფერი მარტივია:  [ფსიქოტური] სერიული მკვლელების უბრავლესობა, ასევე პოლიტიკოსთა უმრავლესობა უნდა იმიტირებდეს ადეკვატურ (მათი აზრით) რეაქციას მიმდინარე მოვლენებისადმი, როგორიცაა მწუხარება, ემპათია, თანაგანცდა და ადამიანის სხვა რეაქცია გარე სტიმულებზე. ... თუ სასტიკი დამნაშავეები ფსიქოპათიები არიან, მაშინ მათ შესწევთ სისასტიკის, ძალადობის და მკვლელობის უნარი სამართლებრივი, მორალური ან სოციალური შედეგების გამო. ეს საშუალებას აძლევს მათ გააკეთონ რაც სურთ და როგორც სურთ. ირონია ისაა, რომ იგივე თვისებები ახასიათებს მამაკაცებსა და ქალებს, რომლებიც საზოგადოებაში მაღალ და ძლიერ პოზიციებს იკავებენ, მათ შორის პოლიტიკაში.
          პოლიტიკა ის სამყაროა, სადაც  ადამიანები ერთმანეთს მტრობენ. პოლიტიკოსები  უნდა იყვნენ არა მხოლოდ სქელკანიანები, რათა გაუძლონ მათ წინააღმდეგ მიმართულ თავდასხმებს, არამედ შეძლონ პასუხის გაცემა. ფსიქოპათები ადვილად ცრუობენ; ისინი არ განიცდიან სინდისის ქეჯნას, როდესაც საქმე ეხება ვინმეს რეპუტაციის შელახვას, ცრუ დაპირებებს, მოურიდებელ თვითრეკლამას, ნებისმიერი საშუალებების გამოყენებას საკუთარი ქმედებების გასამართლებლად. ეს თვისებები მათ უპირატესობას ანიჭებენ უფრო პატიოსანი (და ზოგჯერ გულუბრყვილო) კონკურენტების წინაშე.
           პოლიტიკა ნაკლებად განსხვავდება სხვა ნებისმიერი თაღლითობისგან. მაგალითად, პონცის სქემის მიხედვით, თაღლითი ირჩევს სამიზნედ რომელიმე ჯგუფს მისი რელიგიური, რასობრივი ან ასაკობრივი მახასიათებლების გათვალისწინებით. მიუხედავად იმისა, არის თუ არა თაღლითი შერჩეული ჯგუფის წევრი, ის თავს აჩვენებს, თითქოს მისი წარმომადგენელია. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ფსიქოპათები ხელს უწყობენ ტოტალიტარული პოლიტიკური ჯგუფების გაძლიერებას, ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დემოკრატიულ მთავრობებში. იყენებენ პარტიულ ნიღბებს (ეს არ არის კალამბური!) ისე ხშირად, რომ ამას ადვილად შეიძლება ეწოდოს მათი მოქმედების მთავარი წესი.
      მაგრამ რატომ ცდილობს ფსიქოპათი გახდეს პოლიტიკოსი? უბრალოდ დასვით კითხვა: „ვის აქვს ყველაზე დიდი ძალაუფლება მსოფლიოში?“ - და ბევრი გიპასუხებთ: „პოლიტიკოსებს“. ფსიქოპათები ძალაუფლებისა და გავლენისკენ მიისწრაფიან, ხოლო პოლიტიკა სთავაზობს მათ საჯაროობას, პრესტიჟს და სხვა პრივილეგიებს. ის ასევე აძლევს სრულ ძალაუფლებას ჯარზე, მრეწველობასა და მთელ მოსახლეობაზე. სამყაროში, სადაც ფსიქოპათები, გასაგები მიზეზების გამო, მორალურ მახინჯებად არიან მიჩნეული, რომლებიც კრიმინალურ სამყაროში ხშირად გრძნობენ თავს, როგორც საკუთარ სახლში, მათ პოლიტიკა აძლევს ახალი სამყაროს შექმნის საშუალებას, რომელიც თავისუფალია აბსურდული (მათი აზრით) მორალური და სამართლებრივი სოციალური ნორმებისგან.
      როდესაც სიახლეებს ვეცნობით, რეგულარულად ვხედავთ კორუფციისა და თაღლითობის მაგალითებს, რომლებიც ტიპიურია თეთრსაყელოიანი ფსიქოპათებისთვის:
        აშშ-ის ხელისუფლებამ დაიწყო საქმის გამოძიება, რომელიც შეიძლება ყველაზე დიდი თაღლითობა აღმოჩნდეს აშშ-ს ისტორიაში. საქმე ეხება უფროსი სამხედრო ხელმძღვანელების როლს 125 მილიარდი აშშ დოლარის გაფლანგვაში, რომელიც აშშ-ს ხელმძღვანელობამ გამოყო ერაყში სადამ ჰუსეინის რეჟიმის დაცემის შემდეგ ქვეყნის ასაღორძინებლად. გაფლანგული ზუსტი თანხა არასოდეს დადგინდება, მაგრამ ერაყის რეკონსტრუქციის აშშ-ს სპეციალური გენერალური ექსპერტის ანგარიშში (SIGIR) ნათქვამია, რომ ის შეიძლება აღემატებოდეს 50 მილიარდ დოლარს, ე.ი. უფრო მეტია, ვიდრე პონცი ბერნარდ მეიდორფის სამარცხვინო სქემა. (პატრიკ კოკბერნი, „თაღლითობა, რომელიც უფრო დიდია, ვიდრე მეიდორფის აფერა“, The Independent, 2009 წლის 16 თებერვალი).
            თავდაცვის სამინისტროს არ შეუძლია ანგარიშის ჩაბარება სახსრების  25%-თან დაკავშირებით (2.3 ტრილიონი დოლარი). 10 სექტემბერს თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა განაცხადა, რომ სამხედროების მიერ ჩადენილი გაფლანგვა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ... „ზოგიერთი შეფასებით, ჩვენ არ შეგვიძლია 2,3 ტრილიონი აშშ დოლარის ოპერაციების კვალის მოძებნა, - აღიარებს რამსფელდი ... რამსფელდი დაპირდა ცვლილებებს, მაგრამ მეორე დღეს - 11 სექტემბერს - მთელი მსოფლიო შეიცვალა, რასაც მოჰყვა ტერორიზმთან ბრძოლის გადაუდებელი დაფინანსება, და ომის დროს მომხდარი გაფლანგვა, როგორც ჩანს, დავიწყებას მიეცა. („ომი გაფლანგვით“, CBS, 2002 წლის 29 იანვარი)
        ისრაელის პოლიციამ დასვა საკითხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ავიგდორ ლიბერმანისთვის ბრალის წაყენების შესახებ კორუფციის რამდენიმე ეპიზოდთან დაკავშირებით მექრთამეობის გამოძიების საქმის ფარგლებში, რასაც შეიძლებოდა გამოეწვია მისი გადადგომა და მნიშვნელოვანი ცვლილებები მთავრობაში. ლიბერმანი, რომელიც სათავეში ედგა პოპულარულ მემარჯვენე რადიკალურ პარტიას,  ეჭვმიტანილია ქრთამის აღებაში, თაღლითობაში, ვალდებულების დარღვევაში, ფულის გათეთრებასა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლაში ცხრა წლის წინ აღძრულ საქმესთან დაკავშირებით. თუ მას ბრალს დაუდგენენ და დამნაშავედ ცნობენ ყველა მუხლის მიხედვით, მას 31 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. (რორი მაკარტი, „ისრაელის პოლიცია კორუფციაში ბრალს სდებს ავიგდორ ლიბერმანს“, The Guardian, 2009 წლის 2 აგვისტო).
         „2008 წელს ილინოისის შტატის გუბერნატორი როდ ბლაგოევიჩი ასევე აღმოჩნდა მედიის ყურადღების ცენტრში, ამასთან ერთად ზოგიერთი კომენტატორი საუბრობდა მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ. ბლაგოევიჩი გადააყენეს თანამდებობიდან მცდელობისათვის აუქციონიდან გაეყიდა ახლად არჩეული პრეზიდენტ ობამას ვაკანტური ადგილი სენატში. თუმცა, ჯერ კიდევ გადადგომამდე ყველა ნიშანი სახეზე იყო. გუბერნატორის დახასიათებაში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალში „Chicago Magazine» 2008 წლის თებერვალს, დევიდ ბერნშტეინმა აღწერა ბლაგოევიჩი, როგორც ქედმაღალი, ამპარტავანი, შურისმაძიებელი, ქარიზმატული, უპასუხისმგებლო, იმპულსური, არასაიმედო და საპრეზიდენტო ამბიციების მქონე  ადამიანი (რაც ძალიან ტიპიურია!)“.
         ბლაგოევიჩის 20-ზე მეტი თანაშემწის გამოკითხვის შემდეგ („დაწყებული გუბერნატორის ადმინისტრაციის მოქმედი და ყოფილი წევრებისა და მისი საარჩევნო შტაბის წევრებიდან, და დამთავრებული სახელმწიფო კანონმდებლებით, დემოკრატიული პარტიის სპონსორებითა და წევრებით“), ბერნშტეინმა აღნიშნა, რომ ზოგიერთი მათგანი „იყენებდა სამი ასოსგან შემდგარ მკაფიო ლექსიკას  გუბერნატორის დახასიათებისას. პრესისთვის დასაშვები შეურაცხმყოფელ სიტყვათა სია მოიცავდა ისეთ სიტყვებს, როგორიცაა „ხარბი“, „ჩლუნგი“, „პარანოიკი“ და „ფარისეველი“. ისინი აღწერდნენ დრამატულ გამოხტომებს ისეთ ტრივიალურ საკითხთან დაკავშირებით, როგორიცაა კანცელარია, „სავარაუდო უკანონო დასაქმება და პოლიტიკური სკანდალები“, მისი მოურიდებელი დაგვიანება შეხვედრებსა და დაკრძალვაზე, და კიდევ პოლიტიკური შეცდომების და კონფუზის გრძელი სია. როგორც ბერნშტეინი აღნიშნავდა, ადამიანისთვის, რომელიც ტრაბახობდა თავისი „სექსუალური ძალით“ საკანცელარიო ინციდენტში დაპირისპირებისას, „მთელი გამანადგურებელი კრიტიკა, არასახარბიელო საგაზეთო სათაურები და მოწონების თითქმის ნულოვანი რეიტინგი, უნდა ნიშნავდეს წელს ქვემოთ დარტყმას. თუმცა, თუ ის დეზორგანიზებულია, ამას მაინც არ იმჩნევს.  ხალხში იგი გამოიყურება, როგორც უდარდელი, ურყევი და თავდაჯერებულიც კი. კვლავინდებურად ხუმრობს და ყველას აჩვენებს თავის ფართო, თეთრკბილებიან ღიმილს“.
       ბლაგოევიჩი არ ჰყვება ზეწოლას, როგორც ჩანს, ინახავს თავის რისხვას უფრო მომგებიანი სიტუაციისთვის:
        „მას არ შეუძლია თავისი თავის გაკონტროლება, - ამბობს მილერი. - ჩემთვის ცნობილია, თუ რას ამბობენ ამის შესახებ მისი თანამშრომლები“. ინსაიდერი დემოკრატიული პარტიიდან დასძენს: „როდი  ზოგჯერ ბრაზდება და იწყებს ჩხუბს მხოლოდ იმიტომ, რომ მას შეუძლია თავს ამის უფლება მისცეს.  ისეთი გრძნობაა, თითქოს ამით  სიამოვნებას იღებს“.  ... გასულ ზაფხულს ადგილობრივმა გაზეთმა „Peoria Journal Star“-მა განაცხადა, რომ გუბერნატორი „გაგიჟდა“. პირად საუბრებში რამდენიმე ადამიანი, მათ შორის გუბერნატორის ნაცნობები, აღწერდნენ მას, როგორც „სოციოპათს“, და ამტკიცებდნენ, რომ არ აჭარბებდნენ. შტატის წარმომადგენელმა, დემოკრატიული პარტიის წევრმა ჩიკაგოდან ჯო ლაიონსმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბლაგოევიჩი „შეშლილი“ და „ფსიქია“. „ის საერთოდ არ განიცდის სინდისის ქეჯნას, - ამბობს ჯეკ ფრენკსი, შტატის წარმომადგენელი დემოკრატიული პარტიიდან. „მე არ მგონია, რომ მას აღელვებდეს ვინმეს გრძნობები. ის ცდილობს მათ დემონიზირებას, ვინც არ ეთანხმება მას; მისი იზოლაცია რეალობიდან აშკარაა“.
        კანონმდებლები უწოდებენ მას „მატყუარას“, მომხდარი ერთი ინციდენტის შემდეგ ადარებენ მას „ნახმარი ავტომობილების გამყიდველს“. მათ ასევე „უპრეცედენტო ნაბიჯი გადადგეს: მოითხოვეს, რომ ბლაგოევიჩს თავისი დაპირებები განემტკიცებინა წერილობითი ფორმით ე.წ. ურთიერთგაგების მემორანდუმებში“. სინამდვილეში, მან თავისი ვადის დიდი ნაწილი დაუთმო „მის ადმინისტრაციაში ეთიკის დარღვევების ბრალდებების უარყოფას“. თუმცა, ჭორების, მინიშნებების და პირდაპირი ბრალდებების მიუხედავად, „ბლაგოევიჩი აცხადებს, ზოგჯერ გულისწყრომით, რომ მას ცუდი არაფერი გაუკეთებია. სკანდალების გამო იგი ადანაშაულებს “რამდენიმე საძაგელ ადამიანს, რომლებმაც წესები დაარღვიეს“ და მას უღალატეს“. მარტივად რომ ვთქვათ, ბლაგოევიჩს პოლიტიკური ფსიქოპათის აშკარა ნიშანთვისებები აქვს. და ის, რა თქმა უნდა,  მარტო არ არის. ისევე, როგორც „საუკეთესო“ ფსიქოპათები, ვინც თავს არიდებდა გამჟღავნებას და მთელი ცხოვრება წარმატებით ჩადიოდა დანაშაულს, საუკეთესო პოლიტიკური ფსიქოპათები ისე მოქმედებენ, რომ რაც შეიძლება დიდხანს გაძლონ თანამდებობაზე.
      რობერტ ჰაერი 1970 წელს გამოქვეყნებულ თავის წიგნში „ფსიქოპათი: თეორია და კვლევა“, ასევე ჯეიმს ბლერი, დერეკ მიტჩელი და კარინა ბლერი 2005 წელს გამოქვეყნებულ წიგნში „ფსიქოპათი: ემოცია და ტვინი“ აღნიშნავენ, რომ უარყოფითი გარემო, კერძოდ, სოციალურ-ეკონომიკური სტატუსი, ძალადობა, ცუდი აღზრდა და ინტელექტის დაბალი დონე ხშირად ასოცირდება ფსიქოპათიის მაღალ დონესთან, განსაკუთრებით მათ შორის, ვინც ხშირად ჩადის სასტიკ დანაშაულს. ასეთ დამნაშავე-ფსიქოპათებს ხშირად განიხილავენ  სასამართლოსა და ციხეებში, როგორც ყველაზე ცუდს.  თუმცა, ეს ფაქტორები თითქოს მხოლოდ ჰგავს ფსიქოპათიის გამოხატვას. როგორც დოქტორი ჰაერი აღნიშნავს იან უოლკერის შესანიშნავ დოკუმენტურ ფილმში „მე ფსიქოპათი ვარ“, რომელიც მიეძღვნა ფსიქოპათსა და ნარცისულ პიროვნებას სემ ვაკნინს, ფსიქოპათები ხშირად საუბრობენ ბავშვობაში განცდილ ტრავმებზე, რომელმაც აქცია ისეთ ადამიანად, როგორი ამჟამად არის, მაგრამ ფსიქოპათები ნებისმიერ გარემოში არსებობენ, როგორც კარგსა, ისე ცუდში. ისეთ წარმატებულ ფსიქოპათებზე საუბრისას, როგორიც ვაკნინია, იგი განმარტავს: „თუ ძალიან ჭკვიანი ხართ, შეგიძლიათ კარგად ჩაცმა; თუ გაქვთ მჭევრმეტყველების უნარი; თუ აღიზარდეთ შეძლებულ ოჯახში; თქვენ არ წახვალთ ბანკის გასაძარცვად,  თქვენ წახვალთ ბანკში და გახდებით მისი დირექტორი ...“
       რეალურად ვაკნინი იდეალურია იმ ტიპის ფსიქოპათების შესასწავლად, რომლებიც საფრთხეს უქმნიან პოლიტიკურ ინსტიტუტებს, და აქედან გამომდინარე, მთელ ქვეყანას. უფრო ცნობილი, როგორც ინტერნეტ-გურუ „საკუთარი თავისადმი არაჯანსაღი  სიყვარულის“ გამო, ვაკნინი 1995 წელს ისრაელში იყო დაპატიმრებული ფასიანი ქაღალდებით თაღლითობის ბრალდებით. უოლკერის ფილმში ვაკნინი და ლიდია (ვაკნინის მეუღლე) ეწვიენ ევროპის რამდენიმე სამკურნალო დაწესებულებას, რათა დაედგინათ, ნამდვილად არის ვაკნინი ფსიქოპათი, თუ არა. შედეგად, ვაკნინმა დააგროვა 18 (24-დან) ქულა დოქტორ ჰაერის მიერ შემუშავებული PCL-SV (ვერსია სკრინინგისთვის) სკალის მიხედვით. ეს შედეგი აღემატება დამნაშავეთა უმრავლესობის მაჩვენებლებს აშშ-ს საკორექციო დაწესებულებებში და ფსიქოპათიის ერთმნიშვნელოვანი დადასტურებაა.  თუმცა, უოკერის აზრით, ვაკნინი, როგორც ბევრი სხვა ე.წ. წარმატებული ფსიქოპათი, რომელსაც იკვლევდნენ ჰაერი, ბაქიაკი და სხვები, არ არის „არქეტიპური კლასიკური“ ფსიქოპათი. კრიმინალებისგან განსხვავებით, ვაკნინი არასდროს იყენებს ფიზიკურ ძალადობას. გარდა ამისა, იგი 10 წლის განმავლობაში ერთ ქალზე იყო დაქორწინებული, მაშინ, როდესაც ფსიქოპათთა უმრავლესობას არ შესწევს ასეთი „ერთგულების“ უნარი და უპირატესობას ანიჭებენ მოკლევადიან ურთიერთობებს. (თუმცა, მისი ემოციური დამოკიდებულება მისდამი ცალკე საკითხია). საინტერესოა, რომ ის ძალიან შეგნებულია და მისი შეხედულებები ექსპერტთა აზრს ემთხვევა. მაგალითად, ვაკნინი სერიოზულად მონაწილეობდა უოლკერთან შემდეგ დიალოგში:
      ვაკნინი: „ძალიან მომწონს მორიდებული ადამიანის შთაბეჭდილების შექმნა. ეს ხალხს აფიქრებინებს, რომ ამ სახის უკან ადამიანი იმალება“.
       უოლკერი: „მაგრამ თქვენ ხომ ისედაც ადამიანი ხართ, ასე არ არის?“ 
       ვაკნინი:  „მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ გსურთ ამის დაჯერება. ... [ფსიქოპათი] განიხილავს ადამიანებს, როგორც თვითდაკმაყოფილების ინსტრუმენტს, ასევე, როგორც  სამუშაო მასალას ... ფსიქოპათთა უმრავლესობა აისბერგს ჰგავს - .. ისინი წყალქვეშ იმალებიან და პასიურობენ. ისინი არაფერს აკეთებენ. უბრალოდ არსებობენ. ტანჯავენ თავის მეუღლეს თანაგრძნობის ნაკლებობით, მაგრამ არ სცემენ და არ მოკლავენ მათ. ისინი აღიზიანებენ თავის კოლეგებს, მაგრამ ცეცხლს არ წაუკიდებენ ოფისს. ისინი არ არიან დრამატული. ისინი ადამიანებს ანადგურებენ. ფსიქოპათთა უმრავლესობა ძალიან ფაქიზად წარმოაჩენს თავს. ისინი უფრო შხამს ჰგვანან, ვიდრე დანას, შენელებული მოქმედების შხამს, ვიდრე ციანიდს“.
         მას შემდეგ, რაც მან რამდენჯერმე დაამცირა უოლკერი (რაც რეგულარულად ხდებოდა გადაღების დროს), და სანამ უოლკერი აშკარად შოკში იმყოფებოდა, ვაკნინმა გულგრილად და სადიზმის გასაოცარი გრძნობით აღწერა ეს პროცესი: 
        „თქვენი სხეული მყისიერად ემორჩილება ადრენალინის და ისეთ ნივთიერებათა ზემოქმედებას, როგორიცაა ნორეპინეფრინი  ... როდესაც ეს სუბსტანციები თქვენ სისხლში აღმოჩნდება, ტვინი რეაგირებს. იგი ბლოკავს გარკვეულ ცენტრებს და ააქტიურებს სხვას. ამას ეწოდება სტრესული რეაქცია ან სტრესის სინდრომი. როდესაც ძალადობა წყდება, ადრენალინი ნელ-ნელა ეცემა. როდესაც ის ეცემა, მთელი სისტემა ქაოსშია. რას აკეთებენ მდევარები? ისინი იწყებენ და ჩერდებიან, იწყებენ და ჩერდებიან. ამგვარად ხდება მაქსიმალური სტრესული სინდრომის მიღწევა, და ამაშია მდევართა საიდუმლოება. ნურასოდეს გადავარდებით უკიდურესობაში. გამოიყენეთ მცირე დოზები. დანარჩენს მსხვერპლი თავად გააკეთებს. - თუმცა თქვენ უკვე ბევრად ნაკლებად კანკალებთ  [ახლა] ... რაღაც  უნდა მოვიმოქმედო ამასთან დაკავშირებით“.
       საკუთარი თავის ასეთი მცოდნე ფსიქოპათის ტიპი ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს კაცობრიობისთვის. როდესაც სხვებზე დომინირების მის ინსტინქტურ მიდრეკილებას ემატება ძალაუფლების მიღწევის საშუალებები, ის მხოლოდ ბუნებით კი არ არის თავისუფალი მორალური შეზღუდვებისგან, არამედ კანონზე მაღლა აყენებს თავს, რომლის მიზანია ნორმალური ადამიანების დაცვა ფსიქოპათური გონებით მკაფიოდ განსაზღვრული დევიანტური იმპულსებისგან.  თუ ეს პრეზიდენტი, პოლიტიკოსი, სამხედრო ან კორპორატიული ხელმძღვანელია, ადამიანები დიდი რაოდენობით ფაქტიურად მის ხელში არიან.
===
რომან მიხეილის ძე კონი 

„სექტოლოგიის შესავალი“ 


2.5. დეპროგრამირების პრაქტიკა

       დეტროგრამირების არსი გულისხმობს კულტის წევრზე ფიზიკურ-ფსიქოლოგიურ და ემოციურ ზემოქმედებას, რათა აიძულონ ის უარი თქვას ახლადმიღებულ რელიგიურ ღირებულებათა სისტემაზე. როგორც წესი, დეპროგრამისტებს უკავშირდებიან მშობლები, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც თავად დეპროგრამისტები ხვდებიან მშობლებს და ცდილობენ დაარწმუნონ გადაარჩინონ შვილი.
         დეპროგრამირების პროცესი იწყება კულტის წევრის იზოლაციით. არის შემთხვევები, როდესაც მას პირდაპირ ქუჩაში იტაცებენ და მანქანით მიჰყავთ, ზოგჯერ მის იზოლირებას ახორციელებენ, როდესაც ის, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, მიდის მშობლებთან სტუმრად და შემდეგ აღმოჩნდება, რომ მას იქიდან გამოსვლა აღარ შეუძლია. არსებობს შემთხვევები, როდესაც სექტანტებს ხელბორკილებს ადებდნენ ან თოკით აბავდნენ, ან "... ზოგჯერ გამტაცებლებივით იქცეოდნენ“ 510.
          გატაცების შემდეგ კულტის წევრი მიჰყავთ წინასწარ მომზადებულ ადგილას, რომელიც მუდმივი დაცვის ქვეშ იმყოფება. აქ  მას შეუძლია დარჩეს მარტო საკუთარ თავთან, აბაზანაშიც კი. მეტი საიმედოობისთვის ზოგჯერ შენობაში ფანჯრებია აჭედილი, რათა გამოირიცხოს გაქცევის შესაძლებლობა. უფრო წარმატებული ზემოქმედების მიზნით, ადამიანს არ აძლევენ ძილის საშუალებას, არ აძლევენ საკვებს.
       კულტიდან გამოსვლის ცნობილი კონსულტანტის კეროლ ჯიამბალვოს აზრით, ცნობილია სექტანტებზე სექსუალური ძალადობის შემთხვევები511, მაგრამ ანტისაკულტო მოძრაობის კიდევ ერთი გამოჩენილი წარმომადგენელი სტივ ჰასენი აღნიშნავს, რომ ის ასობით დეპროგრამირებულ ადამიანს შეხვდა და მისთვის არ არის ცნობილი დეპროგრამირების არც ერთი შემთხვევა, რომელიც მოიცავდა ნებისმიერი სახის ფიზიკურ ძალადობას, როგორიცაა ცემა ან გაუპატიურება512.
        კულტის წევრები დეპროგრამირების პროცესში ცუდ პირობებში იმყოფებოდნენ და განსხვავებულად იქცეოდნენ; იყო შემთხვევები, როდესაც ისინი ბრაზდებოდნენ, წყევლიდნენ და შეურაცხყოფას აყენებდნენ დეპროგრამისტებს და თავის მშობლებს, იმუქრებოდნენ შურისძიებით, ცდილობდნენ თვითმკვლელობას ან საკუთარი თავისთვის ზიანის მიყენებას, რათა საავადმყოფოში აღმოჩენილიყვნენ, საიდანაც მათ შეეძლოთ კულტის წევრებისა ან ხელმძღვანელებისთვის დარეკვა. სექტანტის ასეთი ქცევა დეპროგამისტისგან მოითხოვდა დიდ მოთმინებას, მაგრამ თუ დეპროგრამისტი იჩენდა კონფრონტაციის მიდრეკილებას, ეს იწვევდა ურთიერთ სიტყვიერ აგრესიას და ქმედებებს513.
      დეპროგრამირების პროცესი კულტში „ტვინის გამორეცხვის“ პროცესის მსგავსია, მაგრამ ანტისაკულტო მოძრაობის წარმომადგენლები ამას არ ეთანხმებიან. ქეროლ ჯიამბალვო მიუთითებს ორ განსხვავებაზე: „დეპროგრამისტები არ ცდილობენ კულტის წევრის დარწმუნებას მიიღოს დეპროგრამისტის პირადი რწმენის სისტემა, ასევე არ ცდილობენ კულტის წევრის ქცევის გაკონტროლებას დეპროგრამირების დასრულების შემდეგ.
          როგორც ერთმა დეპროგრამისტმა თქვა: „მე არ მჯერა ვეგეტარიანობის, მაგრამ არ ვაპირებ ვაიძულო [კულტის წევრს] ხორცის ჭამა“ 514. თუმცა, ამ თვალსაზრისს ყველა არ იზიარებს. ზოგიერთი დეპროგრამისტის აზრით, კულტიდან გამოსვლის მიზანია კულტის ყოფილი წევრის სოციალიზაცია, რაც გულისხმობს ღირებულებათა გარკვეული სისტემის ჩანერგვას.
      დეპროგრამირების შინაარსობრივი ნაწილი მიზნად ისახავს კულტის წევრის ახალ რელიგიურ შეხედულებათა განადგურებას ლიდერებზე, სექტის დამფუძნებლებზე კომპრომატის წარდგენის, სექტის ისტორიიდან ნეგატიური ინფორმაციის მიწოდების გზით. მაგალითად, დეპროგრამისტები შეეცადნენ ეჩვენებინათ, რომ ფული, რომელსაც სექტანტები აგროვებენ ქუჩებში საქველმოქმედო მიზნებისა და სექტის სხვა პროექტებისთვის, არ აღწევს დანიშნულების ადგილს, და სექტის ლიდერთა გამდიდრებას უწყობს ხელს; როდესაც თავად სექტანტები სიღარიბესა და ცუდ პირობებში ცხოვრობენ, მათი სულიერი წინამძღოლები მაძღრად და ყველაფრით უზრუნველყოფილი არიან.
       ზოგჯერ დეპროგრამისტები იყენებენ პოლემიკურ ელემენტებს დოქტრინალურ საკითხებთან დაკავშირებით იმ მიზნით, რათა დაამტკიცონ სექტის სწავლების ბიბლიასთან შეუსაბამობა, თუ ეს ჯგუფი ქრისტიანული გარემოდან გამოვიდა. ცნობილია შემთხვევები ინგლისსა და ჩრდილოეთ ამერიკაში, როდესაც ამ პროცედურას გადიოდნენ ისინი, ვინც კათოლიკობა მიიღო, და ებრაელები  რომლებიც ევანგელურ ქრისტიანებად მოინათლენ515.
       დეპროგრამირება შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღე ან რამდენიმე კვირა, სანამ „ადეპტი არ გამოავლენს მკვეთრი ფსიქოლოგიური გარდატეხის და ცნობიერების საკულტო კონტროლისგან განთავისუფლების ნიშნებს (თუმცა, მას წარმატებით შეუძლია თავის მოჩვენება, რომ გააკეთა ეს)“ 516.
       დეპროგრამირების კურსის საშუალო ხანგრძლივობაა 8.5 დღე, ხოლო აშშ-ში მისი ღირებულება შეადგენდა 500-დან 1000 დოლარამდე დღეში, პლუს დანახარჯი. საშუალოდ, კურსი ფასდება 18 ათასიდან 30 ათას დოლარამდე517, ზოგჯერ კი 80 ათას დოლარს აღწევს, პლუს ხარჯი518. თავად კონსულტანტები ამ ჰონორარებს განმარტავენ შემდეგი მოსაზრებებიდან გამომდინარე.
          „პირველ რიგში, კულტიდან გამოსვლის კონსულტანტები, უფრო მეტად, ვიდრე სხვა კონსულტანტები, დიდ დროს ხარჯავენ, რათა ფეხი აუწყონ ყველა მოვლენას, რომელიც დაკავშირებულია კულტებთან. ამ დროს მათ არ უხდიან. მეორეც, კულტიდან გასვლის ბევრი კონსულტანტი არ ითხოვს გადახდას წინასწარ დახარჯული სატელეფონო დროისთვის. მესამეც, ბევრი კონსულტანტი სთავაზობს უფასო კონსულტაციებს ან სემინარებს კულტის ყოფილ წევრებს. მეოთხე, მათი ჩვეულებრივი ანაზღაურებადი სამუშაო დღე 12-დან 16 საათამდე გრძელდება, და ისინი ხშირად იმყოფებიან „გამოძახებაზე“.
         მეხუთე, კულტიდან გასვლის კონსულტანტთა უმრავლესობა ყოველწლიურად ასობით საათს ხარჯავს საჯარო და პროფესიულ საგანმანათლებლო საქმიანობაზე. მეექვსე, კულტიდან გასვლის კონსულტანტები ხშირად სიტყვიერი შეურაცხყოფის, გაღიზიანებას და, სულ მცირე, ყალბი სარჩელების სამიზნეს წარმოადგენენ. და ბოლოს, კულტიდან გასვლის კონსულტანტებს აქვთ ცოდნა და უნარები, რომლებიც საჭიროებენ მრავალწლიან სწავლასა და მომზადებას, მათ შორის, ხშირ შემთხვევაში, პირად საკულტო გამოცდილებას. კულტიდან გასვლის კომპეტენტური კონსულტანტი ვერ გახდები, თუ მხოლოდ კურსებს გაივლი“519.
         რამდენად ეფექტურია დეპროგრამირება, ამის შესახებ მსჯელობა რთულია,  რადგან არ არსებობს ერთიანი კრიტერიუმი და არ არსებობს დეპროგრამირების სტატისტიკა, არის მხოლოდ მონაცემები ცალკეულ ორგანიზაციებზე. ამერიკული საოჯახო ფონდის ერთ-ერთი განყოფილების მონაცემების თანახმად, მისთვის ცნობილი იძულებითი დეპროგრამირების 62 მცდელობიდან, 37% წარუმატებლად დასრულდა (კულტის წევრების ჯგუფიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა).
        მოგვიანებით 25%-მა, რომლებმაც წარუმატებლად გაიარეს დეპროგრამირება, საკუთარი ნებით დატოვეს სექტა, მაგრამ რამდენიმე ადამიანი დაბრუნდა სექტაში მას შემდეგ, რაც წარმატებით გაირა დეპროგრამირება520. დეპროგრამირების პრაქტიკის კრიტიკოსების აზრით, წარუმატებელი და წარმატებული შედეგების თანაფარდობა შეადგენს 50%-ს 50%-ზე. ნებაყოფლობითი გასვლის მაღალი მაჩვენებლები არ ნიშნავს, რომ ყველა დატოვებს სექტას, მაგრამ ისინი უარყოფენ თეზისს სექტის წევრთა ზომბირების შესახებ.
       დადგენილია, რომ წარმატებული დეპროგრამირების სტატისტიკა იზრდება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანი მცირე დროის განმავლობაში იყო კულტის წევრი (მაგალითად, მუნის სექტაში ეს დრო არ უნდა აღემატებოდეს ორ თვეს), ან სექტისადმი მისი დამოკიდებულება იყო სუსტი.
         ანტისაკულტო მოძრაობის ცნობილი წარმომადგენლის ს. ჰასენის აზრით, თუ სექტანტთან მუშაობა დაიწყეს სექტის წევრობის პირველი თვეების განმავლობაში, იმის პროგნოზირება, რომ მისი სექტიდან გაყვანა ერთი წლის განმავლობაში იქნება შესაძლებელი, ძალიან ხელსაყრელია. მეორეს მხრივ, თუ ადამიანი სექტაშია ათი წლის განმავლობაში, შეიძლება საჭირო გახდეს გარკვეული დრო, სანამ რაიმე ქმედება იქნება განხორციელებული. თუმცა, ის აღნიშნავს, რომ დიდი სტაჟის მქონე სექტის წევრები უიმედონი არ არიან. უბრალოდ ამ შემთხვევაში, საჭიროა მეტი მოთმინება და მეტი ძალისხმევა. ფაქტობრივად, მისი აზრით, ასეთი შემთხვევები შედარებით ადვილია.
       სექტის წევრები, ვინც სექტაში მრავალი წელი გაატარა, კარგად იცნობენ სექტაში ცხოვრების სირთულეებს - სიცრუეს, მანიპულირებას, ლიდერთა განუხორციელებელ დაპირებას, იმ დროს, როდესაც ახალბედები „თაფლობის თვის“ ეიფორიაში იმყოფებიან 521.
        მიუხედავად იმისა, თუ რამდენად წარმატებული ან წარუმატებელი იყო დეპროგრამირება, ის უკვალოდ არ ჩაივლის მათთვის, ვინც მასში მონაწილეობა მიიღო. დეპროგრამირების წარუმატებლობის შემთხვევაში, ვინც კულტში ბრუნდება,  კიდევ უფრო თავგამოდებული წევრი ხდება, და ალბათობა იმისა, რომ ისინი დატოვებენ კულტს, მცირდება.
        წარმატებული დეპროგრამირების შემთხვევაში ბევრი მათგანი განიცდის შინაგან კრიზისს, რომელიც მთელი რიგი ფაქტორებითაა გამოწვეული. ერთ-ერთი მათგანია საკუთარ თავში იმედგაცრუება, საკუთარი ბედის დამოუკიდებლად მოწყობის უუნარობა: მათ ვერ შეძლეს დამოუკიდებლად გამოევლინათ საფრთხე და კულტში აღმოჩნდნენ, შემდეგ კი ვერ შეძლეს დამოუკიდებლად სექტიდან გამოსვლა, ამიტომ საჭირო გახდა გარეშე პირების ჩარევა.
      ჰასენს მოჰყავს ერთი ქალბატონის მაგალითი, „რომელიც, დეპროგრამირებიდან რამდენიმე წლის შემდეგ მუნისტებთან ხანმოკლე წევრობის გამო, ისევ დაუბრუნდა ჯგუფს და იქ იმყოფებოდა წელიწადზე მეტხანს, შემდეგ კი თავად დატოვა კულტი, თითქოს ... მას უნდოდა დაემტკიცებინა, რომ  შეძლო ამის გაკეთება დამოუკიდებლად“ 522.
       სხვა ყოფილმა სექტანტებმა იმედგაცრუება განიცადეს იმ მეგობრობასა და სიყვარულთან დაკავშირებით, რომელსაც მათ მიმართ იჩენდნენ სექტაში, რადგან ეს გრძნობები არაგულწრფელი და ილუზორული აღმოჩნდა 523. გარდა ამისა, წარმატებით დაპროგრამირებულებმა შეიძლება განიცადონ იმედგაცრუება ოჯახსა და მეგობრების მიმართ: რადგან მათ ძალადობრივი გზით გაიტაცეს იგი (დეპროგრამირების დროს), მათი ნდობა არ შეიძლება. ტრავმა ასევე შეიძლება მიაყენოს იმ ფაქტმა, რომ კულტის წევრი, შეპყრობის დროს, პირველ რიგში ხედავს უცხო ადამიანებს, რომლებიც თავს ესხმიან მას ყოველგვარი მიზეზების ახსნის გარეშე, იძულებით შეჰყავთ ფურგონში და ჩაკეტილი ჰყავთ. შემდეგ მას აცნობებენ, რომ ყველაფერი ნათესავების თხოვნით გაკეთდა ... ამიტომ, ვინც დეპროგრამირების კურსი გაიარა, საჭიროებს ფსიქოლოგიურ დახმარებას ან რეაბილიტაციას.
       დეპროგრამირება არ გულისხმობს კულტიდან გამოყვანის შემდეგ შემდგომ ზრუნვას ყოფილ სექტანტზე524, მთავარი ამოცანაა  აიძულონ ადამიანი უარყონ ახალი რელიგია, რომელიც მათ მიიღეს. უფრო მეტიც, დეპროგრამირების თეორიის მომხრეებს არ აინტერესებთ სექტაში მომხდარ ადამიანთა რელიგიური რწმენა. ამ კონტექსტში დეპროგრამირება არის ადამიანის იძულება უარი თქვას მის რწმენაზე. ანტისაკულტო ორგანიზაციები არ ეწევიან ათეიზმის პროპაგანდას, მაგრამ არც სთავაზობენ ადამიანებს ალტერნატიულ რელიგიურ ფასეულობებს. ამაშია მათი საქმიანობის პრინციპული განსხვავება მართლმადიდებლური მისიისგან, რომლის  ამოცანა არ გულისხმობს ადამიანის რომელიმე სექტიდან გამოყვანას, არამედ ეკლესიისადმი ზიარებას და მათ მიერ ქრისტიანული ზნეობრივი ღირებულებების ათვისებას.
        დეპროგრამირება, რომელიც ეფუძნება „ტვინის გამორეცხვის“ თეორიას, უკვე დაგმო აშშ-ს ეკლესიათა ეროვნულმა საბჭომ (საბჭოში მართლმადიდებლებიც შედიან). „დეპროგრამირებასთან დაკავშირებულ რეზოლუციაში“  საბჭო აცხადებს, რომ „... რელიგიური სარწმუნოების თავისუფლება კაცობრიობის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი საჩუქარია, და ამ უფლებას არღვევენ გატაცებით და ხანგრძლივი ძალისხმევით შეცვალონ ადამიანის რელიგიური რწმენა იძულებითი მეთოდებით ... ადამიანის გატაცება იმ მიზნით, რომ მან უარყოს თავისი სარწმუნოება ... დანაშაულია ... ჩვენთვის ცნობილია, რომ რელიგიურ ჯგუფებს ბრალი ედებათ ახალგაზრდების მოზიდვაში იძულებითი მეთოდების, ნარკოტიკების, ჰიპნოზის, „ტვინის გამორეცხვის“ და ა.შ. გზით. თუ ეს ასეა, ასეთი ქმედებები უნდა დაისაჯოს კანონის სახელით, მაგრამ ჯერჯერობით ყველაფერი მეტყველებს საწინააღმდეგოზე: ძალას იყენებენ ისინი, ვინც თავს მხსნელს უწოდებს“ 525.
      ხშირად დეპროგრამირების მცდელობა მთავრდებოდა დეპროგრამისტების სისხლისსამართლებრივი დევნით მათ მსხვერპლთა სარჩელზე დაყრდნობით. ამჟამად აშშ-ში 18 წელზე ზევით ასაკის ადამიანთა იძულებითი დეპროგრამირება უკანონოდ არის აღიარებული526.
         დეპრგრამისტთა საქმიანობის შედეგად დანაკარგის შემცირების მიზნით, კულტები ფსიქოლოგიურად ამზადებენ თავის წევრებს მათთან შესახვედრად, აძლევენ მათ შესაბამის რეკომენდაციებს, ამავე დროს, პუბლიკაციებისა და ფილმების საშუალებით ცდილობენ შექმნან საზოგადოებრივი აზრი დეპროგრამისტების საქმიანობაზე, როგორც ბოროტების მანიფესტაციაზე527.

__________________


510 ა. ბარკერი. ახალი რელიგიური მოძრაობები. სანქტ-პეტერბურგი, 1997. გვ. 113.
511 იხ.: კ. ჯიამბალვო. კონსულტაცია გასვლის შესახებ: ოჯახის ზემოქმედება. როგორ დავეხმაროთ ნათესავებს, რომლებიც დესტრუქციულ კულტში აღმოჩნდნენ. ნიჟნი ნოვგოროდი, 1996. ელექტრონული ვერსია. 
512 См.: Hassan S. Combatting Cult Mind Control // პრაქტიკული ფსიქოლოგის ჟურნალი.. 2000. №1-2.
513 იხ.: კ. ჯიამბალვო. კონსულტაცია გასვლის შესახებ: ოჯახის ზემოქმედება. როგორ დავეხმაროთ ნათესავებს, რომლებიც დესტრუქციულ კულტში აღმოჩნდნენ. ნიჟნი ნოვგოროდი, 1996. ელექტრონული ვერსია. 
514 იხ.: კ. ჯიამბალვო. კონსულტაცია გასვლის შესახებ: ოჯახის ზემოქმედება. როგორ დავეხმაროთ ნათესავებს, რომლებიც დესტრუქციულ კულტში აღმოჩნდნენ. ნიჟნი ნოვგოროდი, 1996. ელექტრონული ვერსია. 
515 იხ.: ა. ბარკერი. ახალი რელიგიური მოძრაობები. სანქტ-პეტერბურგი, 1997. გვ. 114.
516 ს. ჰასენი. ფსიქოლოგიური ძალადობისგან გათავისუფლება. მოსკოვი, 2002. გვ. 109.
517 См.: Hassan, S. Combatting Cult Mind Control // პრაქტიკული ფსიქოლოგის ჟურნალი. 2000. №1-2. გვ. 9.
518 იხ.: ა. ბარკერი. ახალი რელიგიური მოძრაობები. სანქტ-პეტერბურგი, 1997. გვ. 117.
519  კ. ჯიამბალვო. კონსულტაცია გასვლის შესახებ: ოჯახის ზემოქმედება. როგორ დავეხმაროთ ნათესავებს, რომლებიც დესტრუქციულ კულტში აღმოჩნდნენ. ნიჟნი ნოვგოროდი, 1996. ელექტრონული ვერსია.
 520 იხ.: ა. ბარკერი. ახალი რელიგიური მოძრაობები. სანქტ-პეტერბურგი, 1997. გვ. 120.
521 იხ.:ს. ჰასენი. სექტებისა და ცნობიერებაზე კონტროლისთვის წინააღმდეგობის გაწევა /თარგმ. ე.ნ. ვოლკოვმა. ელექტრონული ვერსია.
522 Hassan S. Combatting Cult Mind Control. Park Street Press, 1990// პრაქტიკული ფსიქოლოგის ჟურნალი. 2000. №1-2. გვ. 93.
523 იხ.: ა. ბარკერი. ახალი რელიგიური მოძრაობები. სანქტ-პეტერბურგი, 1997. გვ. 117-125.
524 ს. ჰასენი. ფსიქოლოგიური ძალადობისგან გათავისუფლება. მოსკოვი, 2002. გვ. 112.
525 ციტ.: ა. ბარკერი. ახალი რელიგიური მოძრაობები. სანქტ-პეტერბურგი, 1997. გვ. 115-116.
526 იხ.: ს. ჰასენი. ფსიქოლოგიური ძალადობისგან გათავისუფლება. მოსკოვი, 2002. გვ. 112.
527 Hassan S. Combatting Cult Mind Control // პრაქტიკული ფსიქოლოგის ჟურნალი. 2000. №1-2.



თარგმანი  03.2018
(C)

http://becmology.ru/services/becmo_place.htm





































































 მონანიება ცოდვების მონანიებას არ ნიშნავს, მას არაფერი აქვს საერთო ცოდვასთან. სინამდვილეში სიტყვა "მონანიება" ნიშნავს დაბრუნებას, მოძრაობას უკან, შიგნით. იგი ნიშნავს - მოიხედე უკან, გაიხსენე შენი ნამდვილი სახე! ასე რომ სანამ წვერებიან ბაბუსთან ეკლესიაში ცოდვებით სავსე სიით წახვალ, ჯერ შენი ნამდვილი სახე დაინახე!:). P.S. "'მონანიება" - ნიშნავს "მეტანოიას" ( მეტანოია- ძვ. ბერძნულიდან - მეტა- მიღმიერი, ნოუს- გონება. თანამედროვე ფსიქოლოგიაში- ახალი გონება, გონების გარდაქმნა.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised