суббота, 9 июля 2022 г.

რადიაცია თვითმფრინავში

 https://www.quarta-rad.ru/useful/vse-o-radiacii/radiaciya-v-samolete/

რადიაცია თვითმფრინავში

რაც უფრო აუხსნელია მოვლენა, მით უფრო მეტად ბადებს გამოცანებს, ვარაუდებს, მითებს. ასეთია ადამიანის ბუნება - თუ მას არ შეუძლია ბოლომდე ახსნას რაღაც, მაშინ ის იწყებს ფიქრს,და  ხშირად თავის ნაფიქრალს რეალურ ფაქტებად წარმოაჩენს. ეს წესი სრულად მუშაობს ისეთ მოვლენასთან, როგორიცაა რადიაცია.

ადამიანთა უმრავლესობამ იცის ამის შესახებ მხოლოდ ის, რომ ის ძალიან საშიშია და შეიძლება მისგან დაავადდე ან მოკვდე. ზოგიერთი მათგანის ცოდნის მოცულობა არ იძლევა ლოგიკურად და დასაბუთებულად აზროვნების საშუალებას, რაც იწვევს რადიაციის შესახებ სხვადასხვა ლეგენდებისა და მითების გაჩენას.

 დღეს ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მითია ლეგენდა თვითმფრინავებზე ფრენის შესახებ. მრავალი ადამიანის აზრით, ფრენა ძალიან სახიფათოა, რადგან ადამიანი ამ პროცესის დროს იღებს რადიაციის ძალიან დიდ დოზას.

ნიშანდობლივია, რომ ამ მითში სიმართლის საკმაოდ დიდია წილია - ადამიანი მართლაც უფრო მეტად იღებს დასხივებას, ვიდრე ყოველდღიურ ცხოვრებაში, უშუალოდ დედამიწის ზედაპირზე.

 

სამეცნიერო და სამოყვარულო დასაბუთებები

სხვადასხვა ხელსაწყოების ხელმისაწვდომობამ, რომელიც იძლევა კონკრეტულ ადგილას რადიაციის დონის გაზომვის საშუალებას, შესაძლებელი გახადა ამ საკითხზე მრავალი გამოკვლევის ჩატარება, როგორც მეცნიერების, ასევე უბრალო ადამიანების მიერ, რომლებიც იყენებდნენ თვითმფრინავს, როგორც სატრანპორტო საშუალებას.

თვითმფრინავში რადიაციის დონის კვლევებმა აჩვენა, რომ ის ზოგჯერ ათჯერ აჭარბებს დადგენილ ნორმას. ნორმა ითვლება 0,20 mSv /სთ, ხოლო თვითმფრინავებში გამოყენებულ ინსტრუმენტებზე მაჩვენებლები აფიქრისებდნენ მნიშვნელობებს, რომელიც ზოგჯერ აღწევს 3,00 mSv/სთ ან მეტს. ამ ფაქტის ნამდვილობას ადასტურებს მრავალი ფოტო და ვიდეო, რომელიც გადაღებულია ათობით ადამიანის მიერ სხვადასხვა თვითმფრინავის ბორტზე და დღეს ხელმისაწვდომია ინტერნეტის სივრცეში.

აღსანიშნავია, რომ ადამიანს შეუძლია მიიღოს რადიაციის გაზრდილი დოზა აბსოლუტურად ნებისმიერ საჰაერო ჰომალდზე - იქნება ეს ამერიკული ბოინგი, თუ სამამულო „ტუ“. რაც არ უნდა განსხვავდებოდეს თვითმფრინავები გარეგნულად და აღჭურვილობით, ისინი მაინც ერთი პრინციპით არის კონსტრუირებული, გამოიყენება იგივე კომპონენტები.

ჩნდება კითხვა - რას უკავშირდება თვითმფრინავში გამოსხივების დონის მომატება?

ეს, უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია იმასთან, რომ ფრენის დროს თვითმფრინავი ადის დედამიწის ატმოსფეროს ზედა ფენებში, რაც ბუნებრივი ფარია ჩვენი პლანეტის ზედაპირზე კოსმოსური გამოსხივების ზემოქმედებისგან. ბუნებრივია, ზოგიერთი სხივი აღწევს მის ზედაპირს, ამიტომ მთელ პლანეტას აქვს რადიოაქტიური ფონის საკუთარი დონე. მაგრამ ის არ არის საშიში ადამიანებისთვის და სხვა ცოცხალი არსებებისთვის, რადგან ყველა ორგანიზმი დაიბადა, გაიზარდა, განვითარდა მის ქვეშ, რაც ნიშნავს, რომ ისინი ითვლებიან ბუნებრივ და, შესაძლოა, აუცილებელ პირობად მათი არსებობისა და განვითარებისთვის. მაგრამ, რაც უფრო მცირეა დამცავი ფენა, მით მეტია რადიაციის დონე. ეს დიდი ხანია დადასტურებული და ცნობილი ფაქტია. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ მფრინავი თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ადამიანი იღებს დასხივების გაზრდილ დოზას.

ზემოთ ნაჩვენები გრაფიკი ობიექტურად გვიჩვენებს სიტუაციას რადიაციის მქონე თვითმფრინავის ბორტზე. ამ გამოსახულებიდან შეიძლება რამდენიმე საინტერესო დასკვნის გაკეთება. პირველ რიგში, რაც უფრო დაბლა იმყოფება თვითმფრინავი ფრენის დროს, მით უფრო დაბალია გამოსხივების დოზა. მეორე დასკვნა - ყველაზე დიდ დასხივებას ადამიანები ფრენის ძირითადი ნაწილის დროს იღებენ. გრაფიკის დათვალიერებისას შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პირველი და ბოლო ოცი წუთის განმავლობაში ორივე საჰაერო ჰომალდი დაკავებული იყო იმით, რომ აფრინდებოდა ან ეშვებოდა დასაჯდომად. ანუ მათი ფრენის სიმაღლე ოპტიმალურზე ნაკლები იყო.

ამის მიუხედავად, კოსმოსური გამოსხივება არ არის თვითმფრინავის ბორტზე დასხივების დოზის მიღების ერთადერთი გზა. ერთ-ერთმა მეცნიერმა, რომელმაც ასეთი გაზომვები ჩაატარა, შემთხვევით აღმოაჩინა, რომ ელჭექის განმუხტვის დროს, თუ ეს მოხდა თვითმფრინავთან უშუალო სიახლოვეში, რადიაციის დოზიმეტრის ჩვენებები იზრდება არა ათჯერ, არამედ ასჯერ. რა თქმა უნდა, ელჭექის განმუხტვა საკმაოდ ხანმოკლე მოვლენაა, მაგრამ მაინც.

 

როგორ უნდა დაიცვათ თავი ფრენის დროს?

 უპირველეს ყოვლისა, ღირს იმის ცოდნა, რომ ადამიანის მიერ ერთჯერადი ფრენის დროს მიღებული დასხივების დოზა შეესაბამება რადიაციის დონეს, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანებზე რენტგენის ოთახში ყოფნისას. როგორც წესი, ასეთი პროცედურების ჩატარება არ არის რეკომენდებული ექვს თვეში ერთხელ უფრო ხშირად. აქედან გამომდინარე, პირველი რეკომენდაციაა, შევეცადოთ შემცირდეს თვითმფრინავის სატრანსპორტო საშუალებად გამოყენება. კიდევ ერთი დასკვნა ამ ფაქტიდან არის შემდეგი - მფრინავები  და ეკიპაჟის სხვა წევრები ყველაზე მეტად იმყოფებიან რისკის ქვეშ, რადგან ისინი იძულებულნი არიან მუდმივად იფრინონ.

რადიაციის მთავარი წყარო ამ შემთხვევაში მზეა. და ეს დადასტურებულია მრავალი გამოკვლევით. რეკომენდირებულია ყოველთვის ბნელი მხარის არჩევა ფრენის დროს. ბუნებრივია, სასურველია ამინდის პირობების გაცნობა, რათა მოგზაურობის დროს ჭექა-ქუხილში არ მოხვდეთ.

იმის გათვალისწინებით, რომ სუსტი ორგანიზმები ცუდად იტანენ რადიოაქტიურობას, რეკომენდებულია მცირეწლოვანი ბავშვების თვითმფრინავით იშვიათად წაყვანა და ორსულობის დროს იშვიათად ფრენა.

მიღებულ ინფორმაციაში დარწმუნება ყოველთვის შეიძლება თანამედროვე, ძალიან კომპაქტური და მოსახერხებელი RADEX ONE დოზიმეტრის დახმარებით, რომელიც დამზადებულია ჩვენი კომპანიის მიერ.


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised