воскресенье, 31 июля 2022 г.

თუ მამაკაცური ენერგია ქაოსის ენერგიაა, რომელიც წარმოადგენს ომებისა და რევოლუციების საფუძველს და რომლის მიზანია ძველის განადგურება ახლის სასარგებლოდ, ქალური ენერგიის ამოცანები კარდინალურად განსხვავებულია.

 http://m-mirram.ru/news/view/46/ 

თუ მამაკაცური ენერგია ქაოსის ენერგიაა, რომელიც წარმოადგენს ომებისა და რევოლუციების საფუძველს და რომლის მიზანია ძველის განადგურება ახლის სასარგებლოდ, ქალური ენერგიის ამოცანები კარდინალურად განსხვავებულია. ქალი დაიბადა მშვიდობისა და სიმშვიდის მოსატანად, ტრადიციების შესანარჩუნებლად, მისი იდეალური მდგომარეობაა სიმშვიდე, სიყვარული და შთაგონება. როგორც კი ქალი ღალატობს თავის ბუნებას, ირჩევს თვითრეალიზაციის მამაკაცურ გზას, ის ხდება აგრესიული და გაღიზიანებული, ჭირვეული და მომთხოვნი, უკმაყოფილო და დეპრესიული, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უბედური. შეიძლება თუ არა საკუთარი თავის დაბრუნება?

წარმოგიდგენთ ქალის ძალის 10 წყაროს, რომელიც აგავსებთ ბუნებრივი ენერგიით და გიბრუნებთ სიცოცხლისადმი გემოს! რა უნდა გააკეთოს ქალმა საკუთარ თავში ჰარმონიის დასანერგად?


1. დახმარების თხოვნა

პრინციპი „მე თვითონ“ მას მებრძოლად, ძლიერ და დამოუკიდებელ არსებად აქცევს, მაგრამ არა ქალად. უარი თქვით ყველა სამუშაოს შესრულების ჩვევაზე, ისწავლეთ დახმარების თხოვნა, ზრუნვის მიღება და გაგიკვირდებათ, რამდენად ადვილი და სასიამოვნო გახდება ცხოვრება!

2. ზრუნვის გამოჩენა

მეორე მთავარი პრინციპია არა მხოლოდ აღება, არამედ გაცემაც. ქალი სწრაფად ახერხებს ენერგიის გაძლიერებას, თუ ვინმეზე ზრუნავს: საყვარელ ყვავილებზე, ცხოველებზე, შვილებზე, მშობლებზე, მამაკაცზე და, რა თქმა უნდა, საკუთარ თავზე!

3. მოფერების მიღება

 საცოდავად და განადგურებულად გამოიყურება ქალი, რომელსაც არავინ ეკარება, რომელსაც არავინ ეფერება, ეხუტება, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, არ უყვარს. სთხოვეთ თქვენს ახლობლებს ჩაგეხუტოთ და მოგეფეროთ. თუ მარტო ხართ, ჩაეწერეთ მასაჟზე, უბრალოდ უძრავად არ დატოვოთ ენერგია თქვენს სხეულში!

4. ენერგიის გაცვლა

თუ ქალი აღარ მისცემს გზას  თავის ემოციებს, ის გადავა სტაგნაციის მდგომარეობაში, რაც მყისიერად აისახება მის ჯანმრთელობასა და მამაკაცებთან ურთიერთობაზე. ძალზე მნიშვნელოვანია გყავდეთ ორი-სამი მეგობარი, რომლებთანაც შეძლებთ იმხიარულოთ ან ისაუბროთ იმაზე, რაც ქალებს აღელვებთ, გაცვალოთ ერთმანეთსი გრძნობები და განცდები. ეს გაზრდის თქვენს ენერგიას!

5. კონტაქტი რეალიზებულ ქალებთან 

როგორ უნდა შეიძინოთ ის თვისებები, რომლებიც არ გაქვთ? ურთიერთობა უნდა დაამყაროთ მშვენიერი სქესის წარმომადგენლებთან, ვისაც აქვს ის, რაზეც ოცნებობთ. გინდათ დაორსულდეთ? დაუმეგობრდით ახალგაზრდა დედიკოებს. გსურთ ბედნიერება პირად ცხოვრებაში? დაიწყეთ ურთიერთობა ბედნიერ გათხოვილ მეგობრებთან. ეს ნამდვილად მუშაობს!

6. საკუთარ თავზე ზრუნვა

გემრიელი სურნელის მქონე აბაზანის ქაფი, ტანის რძე, სხვადასხვა ნიღბები და სკრაბები იზიდავს ქალს. საკუთარ თავზე ზრუნვით, სხეულის სილამაზისა და სისუფთავის შენარჩუნებით, ჩვენ ვიკვებებით ენერგიით. თმის მოვლას, მანიკურს, მაკიაჟს აქვს მაგიის მსგავსი ეფექტი, რაც ბევრჯერ უფრო თავდაჯერებულს და ბედნიერს გვხდის.

7. დაიწყეთ შოპინგი

რატომ გრძნობენ მამაკაცები დაღლილობას მაღაზიებში სიარულის შემდეგ, ქალები კი თვალებგამრწყინებული? გაუთავებელი მიზომება და სასიამოვნო შესყიდვები ნამდვილად აძლევს ახალ სიცოცხლეს, ისინი განახლებას და ძალას ჰმატებენ თქვენს ენერგიას.

8. იცეკვეთ

აღმოსავლურ, ლათინოამერიკულს, კლასიკურს - ნებისმიერ ცეკვას (თუნდაც სამზარეულოში ჩამჩით ხელში) შეუძლია გამოათავისუფლოს თქვენში ის, რაც საიმედოდ იყო დამალული. როდესაც ცეკვავთ, თქვენ არა მხოლოდ თავისუფლდებით და აცნობიერებთ თქვენს სექსუალობას, არამედ ხსნით მე-3 და მე-5 ჩაკრას, ახანგრძლივებთ ახალგაზრდობას და აძლიერებთ ქალურობას.

9. ურთიერთობა ბუნებასთან

მიუხედავად იმისა, რომ ქალი განმარტების მიხედვით კერის მცველია, მან მთელი დრო არ უნდა გაატაროს ჩაკეტილმა ან ბუნებისგან იზოლაციაში. შეეცადეთ უფრო ხშირად მოაწყოთ გასვლა ტყეში, იარეთ ფეხშიშველი მიწაზე, ჩაეხუტეთ თქვენი ძლიერების ხეს. გქონდეთ კონტაქტი ბუნებასთან, რადგან  დედამიწა გაძლევთ თქვენ ენერგიას!

10. მედიტაციის პრაქტიკაში გამოყენება

ქალი უნდა ცდილობდეს იყოს მოდუნებული და მშვიდი. სტრესი, შიშები, ეჭვები, გაურკვევლობა - ეს ყველაფერი ანგრევს, ართმევს ძალას და ენერგიას. მედიტაცია შეამცირებს სტრესს, გახდის სამყაროს უფრო უსაფრთხოს და სასიამოვნოს. მედიტაციები განსაკუთრებით კარგია ძილის წინ და გაღვიძების შემდეგ.


და ბოლოს, გახსოვდეთ: მამაკაცი აქტიურად რეალიზებული მხარეა, ქალი კი პასიურად მიმღები მხარე. მან უნდა შეძლოს სიღრმის დანახვა, ისწავლოს ცხოვრების ყველა ასპექტის მიღება. თუ მამაკაცი ადგენს გლობალურ მიმართულებას, მაშინ ქალი ამ მიმართულებას თავისი ენერგიითა და შინაარსით ავსებს. მან არ უნდა აიღოს მამრობითი ფუნქცია, იაროს დროშით ხელში სხვებზე წინ. ის ხაზს უსვამს საუკეთესოს, რასაც მისი პარტნიორი ქმნის, და ინახავს ამას მომავალი თაობებისთვის. მისი სიძლიერე მის სიმშვიდეშია,  სილამაზე მის შინაარსში, და ენერგია... ის ყველგანაა.


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised