воскресенье, 31 июля 2022 г.

ცოცხალი ბარომეტრი. როგორ გავუმკლავდეთ მეტეოდამოკიდებულებას „სასათბურე“ ორგანიზმი



ცოცხალი ბარომეტრი. როგორ გავუმკლავდეთ მეტეოდამოკიდებულებას

„სასათბურე“ ორგანიზმი

https://shop.evalar.ru/health/item/zhivoy-barometr-kak-spravitsya-s-meteozavisimostyu/


მეტეომგრძნობელობას ხშირად უწოდებენ „ცივილიზაციის დაავადებას“. ჩვენ შევეჩვიეთ მუდმივ კომფორტს: ზაფხულში - კონდიციონერის სიგრილე, ზამთარში - გათბობა, ტრანსპორტით მგზავრობამ ფეხით სიარული ჩაანაცვლა, ტელევიზორმა - აქტიური დასვენება. ამრიგად, ადამიანის ადაპტაციის მექანიზმები სუსტდება. შედეგად, ის რეაგირებს ამინდის ნებისმიერ ცვლილებაზე, როგორც ცოცხალი ბარომეტრი - თავს ცუდად გრძნობს და შეიძლება იგრძნოს სისუსტე, თავის ტკივილი, ცუდი განწყობა, არტერიული წნევის დაქვეითება ან მომატება, აგზნებადობა და გაღიზიანება, ძილის დარღვევა.

ამინდის მერყეობა გავლენას ახდენს ოფისის მუშაკებზე, ვინც სტრეს და გადატვირთვას განიცდის, იმყოფება მაღალი რისკის ჯგუფში, თავს არიდებს ფიზიკურ დატვირთვას, მიირთმევს ცხიმიან, მძიმე საკვებს და სვამს ბევრ ყავას. თუ აღწერილი სიმპტომები რეგულარულად ვლინდება, მეტეომგრძნობელობაზე კი არ უნდა ვისაუბროთ, არამედ მეტეოდამოკიდებულებაზე. ყველაზე ხშირად, მას ხანდაზმული ადამიანები გრძნობენ: 50 წელზე უფროსი ასაკის მამაკაცებისა და ქალების ნახევარზე მეტი მეტად მგრძნობიარეანი არიან ამინდის ცვლილების მიმართ.


მრისხანე სიმპტომი

თუმცა, ამინდის ცვლილებებზე მტკივნეული რეაქცია შეიძლება იყოს სერიოზული დაავადებების სიმპტომი. განსაკუთრებით ხშირად მეტეოდამოკიდებულება ჩნდება ცერებროვასკულური დაავადების დროს. ეს ხანდაზმულთა დაავადება, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თავის ტვინის ძარღვების  პათოლოგია.

ცერებროვასკულური დაავადება ჩვეულებრივ ვითარდება ათეროსკლეროზისა და ჰიპერტენზიის ფონზე, და მისი ძირითადი სიმპტომები ხშირად შეუმჩნეველი რჩება: დამეთანხმეთ, რომ ყველა არ მიმართავს ექიმს თავის ტკივილის, მეხსიერების უმნიშვნელო დაქვეითების გამო. მაგრამ, ცერებროვასკულური დაავადების  განვითარებისას მისი სიმპტომები უფრო მკაფიო ხასიათს იძენს: ინტელექტუალური აქტივობის დაქვეითება, უძილობა, თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში, გაზრდილი გაღიზიანება.

შემდეგ ეტაპზე ზემოაღნიშნული სიმპტომები ინტენსიური და ხანგრძლივი ხდება. თუ არ მიიღებთ ზომებს, შეიძლება დადგეს ტვინის სისხლისმიმოქცევის გარდამავალი (დროებითი) დარღვევა. ხოლო სათანადო მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში დიდია ინსულტის განვითარების ალბათობა –ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევა. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია დროულად მივაქციოთ ყურადღება ცერებროვასკულური დაავადებაის პირველ საგანგაშო ნიშნებს და დროულად დავიწყოთ პროფილაქტიკა.


როგორ ავიცილოთ უბედურება?

არსებობს რეკომენდაციების მთელი რიგი, რომლებიც ხელს უწყობენ ამინდის ცვლილების დროს სისუსტის გამოვლინების შემსუბუქებას და სისხლძარღვთა სერიოზული პრობლემების თავიდან აცილებას. ხანდაზმულებს ურჩევენ, მიიღონ ნატურალური მცენარეული ინგრედიენტების შემცველი მედიკამენტები, რომლებიც არ ახდენენ პათოლოგიურ გავლენას ღვიძლსა და თირკმელებზე. მათ რიცხვს ეკუთვნის გინკგო ბილობის ექსტრაქტზე დამზადებული პრეპარატები.

ისინი აუმჯობესებენ ტვინის სისხლის მიმოქცევას და აჩქარებენ ნივთიერებათა ცვლას თავის ტვინის უჯრედებში. შედეგად ტვინში იმატებს გლუკოზისა და ჟანგბადის მიწოდება, რაც იწვევს მისი ფუნქციების აღდგენას. უფრო მეტიც, გინგკოს პრეპარატები ეფექტურია როგორც ტვინის სიხლის მიმოქცევის უკმარისობის ადრეულ ეტაპებზე, ასევე კომპლექსური თერაპიის ფარგლებში ტვინის სიხლის მიმოქცევის მწვავე დარღვევის შემდეგ აღდგენისას, თავის ტვინის ტრავმის, მეტეოდამოკიდებულების და ქრონიკული დაღლილობის სინდრომის დროს.

პროფილაქტიკა ასევე უნდა მოიცავდეს ჯანსაღი ცხოვრების წესს, რაც გულისხმობს სრულფასოვან ძილს, ფიზიკურ აქტივობას, დღეში მინიმუმ 1,5 ლიტრი სითხის მიღებას და რეგულარულ დაბალანსებულ კვებას, E ვიტამინისა და ომეგა მჟავების შემცველი პროდუქტების ჩათვლით.

მენიუში რეკომენდებულია კალიუმით, მაგნიუმით, კალციუმით მდიდარი ნატურალური საკვების პროპორციის გაზრდა - ეს არის კარტოფილი, ბანანი, ბადრიჯანი, კომბოსტო, გარგარი, ჩირი, ისპანახი, თხილი. ნედლად მოხმარებული ახალი პროდუქტების რაციონი უნდა შეადგენდეს მინიმუმ 60%-ს.

კარგ შედეგს იძლევა დღის რეჟიმი, ფიზიკური ვარჯიში, სრულფასოვანი დასვენება, ფეხით ან ველოსიპედით სიარული, სკანდინავიური სიარული. ფიზიკური დატვირთვა ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას, ნივთიერებათა ცვლას, კუნთების და ნერვული სისტემის გაძლიერებას. 

ოლესია სემინა 


==

https://rg.ru/amp/2021/03/02/kak-zhurnalist-rg-poproboval-vybratsia-iz-tunnelia-realnosti.html
უკიდურეს წერტილამდე მისვლა
რუსეთში აქტუალური გახდა დასავლელი ახალგაზრდების მოდური გატაცება - მოკლე მოგზაურობები შემთხვევითი კოორდინატებით, რომლებიც გენერირებულია „რანდონავტიკის“ მობილური აპლიკაციით. „რუსული გაზეთის“ ჟურნალისტებმა ხელოვნური ინტელექტის მიერ დასახული მარშრუტი გაიარეს
ჩვენამდეც მოაღწია დასავლელი ახალგაზრდების მოდურმა გატაცებამ - მოკლე მოგზაურობებმა შემთხვევითი კოორდინატებით, რომლებიც გენერირებულია „რანდონავტიკის“ მობილური აპლიკაციით. ის მარტივად ჩამოიტვირთება ინტერნეტიდან ნებისმიერ სმარტფონზე და ყოველთვის მზად არის გაგაგზავნოთ თავგადასავლების საძიებლად. „რუსული გაზეთის“ ჟურნალისტებმა ხელოვნური ინტელექტის მიერ დასახული მარშრუტი გაიარეს

ცოტაოდენი რამ თეორიიდან
 „რანდონავტიკის“ მოქმედების პრინციპი მარტივია. თქვენ აფიქსირებთ თქვენს კოორდინატებს აპლიკაციაში, ადგენთ მანძილს, რომლის გასავლელადაც მზად ხართ, და ირჩევთ, თუ რა პრინციპით გაავლებს ხელოვნური ინტელექტი თქვენს მარშრუტს. შეგიძლიათ აირჩიოთ ატრაქტორი - და ლოკაცია განისაზღვრება შემთხვევითი წერტილების ყველაზე დიდი დაგროვებით ერთი ადგილის გარშემო. თუ ვოიდს აირჩევთ, მაშინ გზა გაივლის სიცარიელეებს შორის წერტილების ყველაზე მცირე დაგროვებით. არის კიდევ ერთი ანომალია, როდესაც შემთხვევითი რიცხვების გენერატორი მარშრუტზე აგდებს ან ატრაქტორს ან ვოიდს. აპლიკაციის შემქმნელები ამტკიცებენ, რომ ის იყენებს შემთხვევითი რიცხვების რეალურ კვანტურ გენერატორს, რომელიც მდებარეობს ავსტრალიის ეროვნულ უნივერსიტეტში. ლოგიკის ძებნას იმაში, თუ რატომ ჩნდებიან ერთ ადგილას ატრაქტორები, ხოლო მეორე ადგილას ვოიდები, არ გირჩევენ - ამიტომ არის რიცხვები შემთხვევითი, რომ მათში არავითარი ლოგიკა არ არის.
მოგზაურობის დაწყებამდე აუცილებელია განზრახვის მითითება. ანუ პასუხის გაცემა კითხვაზე, რისი პოვნა გსურთ მოგზაურობის ბოლოს. „კონცენტრირება მოახდინეთ განზრახვაზე“, - დაჟინებით მოუწოდებს სმარტფონი.  განზრახვის აპლიკაციაში დაფიქსირება საჭირო არ არის, საკმარისია ჩუმად თქმა. და აქ, ბევრის დარწმუნებით, უცნაური რამ იწყება. გამოცდილი რანდონავტები აუცილებლად მოგიყვებიან სიეტლიდან მოზარდების ისტორიას, რომლებმაც ჩაიფიქრეს რაღაც საშინელის ნახვა ბოლო წერტილში, აპლიკაციამ კი ისინი მიიყვანა მიტოვებულ პირსზე, სადაც იყო ჩემოდანი ადამიანის ნაშთით. როგორც მოგვიანებით გაირკვა, ჩემოდანში მძარცველების მიერ მოკლული ცოლ-ქმრის ცხედრები იყო.

ცოტაოდენი რამ პრაქტიკიდან
ამრიგად, აპლიკაციაში შევიყვანე ხუთკილომეტრიანი მანძილი, ავირჩიე მარშრუტის შედგენის ანომალური პრინციპი და გადავწყვიტე რაღაც უჩვეულო მეპოვა. და გავემგზავრე სამოგზაუროდ ტელეფონის კარნახით. გზაზე, სხვათა შორის, რეკომენდებულია ყურადღება მიაქციოთ იმას, რაც ადრე შემჩნეველი ჩანდა, ყურადღების ღირსი არ იყო. ამბობენ, რომ შეგიძლიათ შეამჩნიოთ გარკვეული ნიშნები.
მაშინვე ვიტყვი: გზაზე არ შემხვედრია არაფერი საშინელი, უცნაური ან ისეთი, რაც სცილდება ყოველდღიურ რუტინას. ადამიანებიც კი არ შემხვედრია. ქუჩაში მინუს ოც გრადუსზე მეტი იყო, და მშობლიური ხიმკის კომუნალურმა სამსახურებმა ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გადალახეს რეკორდული თოვლის შედეგები. ასეთ ამინდში ნორმალური ადამიანები სხედან სახლში, სვამენ დილის ყავას ან სადილზე აპერიტივს, უყურებენ სერიალებს და იგნორირებენ სახლიდან გასვლის ნებისმიერ მოწვევას, მაგალითის სახით კი მოჰყავდათ ნაპოლეონის გაყინული არმიის სამწუხარო გამოცდილება.
ასეთ არაადამიანურ პირობებში, მე გავცდი ქალაქის საწარმოს, რომელიც უშვებს სარაკეტო ძრავებს, და საოფისე ცენტრს, რომელიც რამდენიმე წლის წინ აღიარებულ იქნა ყველაზე ეკოლოგიურად ახალ შენობად პოდმოსკოვიეში. შემდგომ „რანდონავტიკამ“ სამრეწველო ზონაში წამიყვანა, სადაც ნანახიდან დამამახსოვრდა მხოლოდ დაბრეცილი აბრა წარწერით „ყავა „კაფე“, რომელიც თითქოს ავტოფარეხზე იყო გაკრული. რაღაც მომენტში თვალის დახამხამება გამიჭირდა - წამწამებზე სუნთქვისგან პატარა ლოლუები ჩამომეკიდა. რაღაც მსგავსი გაჩნდა ცხვირის ქვეშ და - ოჰ, საშინელება! - ზედა ტუჩზე. შემეცოდა ჩემი თავი და რატომღაც ნაპოლეონის არმია. და მერე ნათხილამურებს წავაწყდი.
თხილამურები თან არ მქონდა, მაგრამ ეს არც იყო საჭირო - აპლიკაციამ მთხოვა, გადამებიჯა ვიღაცის მიერ გაკვალული ბილიკისთვის, თოვლში მუხლამდე ჩავვარდნილიყავი და სადმე შორს წავსულიყავი.  ის 600 მეტრი, რომლის გავლაც მომიწია ჯოჯოხეთურ თოვლში, როდესაც არასასიამოვნო სიტყვებით ვახსენებდი  ავსტრალიის ეროვნულ უნივერსიტეტს, თოვლიან ზამთარს და საკუთარ დაუოკებელ ცნობისმოყვარეობას, მომეჩვენა გზად, რომელიც უდრიდა მანძილს მოსკოვიდან ვლადივოსტოკამდე. გზაში თოვლიანი წამწამები, წვინტლები მაწუხებდა, ულვაშები დავკარგე, ჩექმებითა და ჯიბეები თოვლით ამევსო, და ბოლოს, როგორც იქნა, გზაზე გავედი. გზის მოპირდაპირე მხარეს დავინახე ის - ნაგვის გროვა. თოვლითაც არ იყო დაფარული, ანუ საკმაოდ ახალი იყო.
ამავე დროს „რანდონავტიკამ“ შემატყობინა, რომ ჩემი მოგზაურობა დასრულდა.

ცოტაოდენ მაგია და მისი მხილება
 „თითოეული ჩვენგანი რეალობის საკუთარ გვირაბში იმყოფება. ჩვენ ერთსა და იმავე გზით დავდივართ სამსახურში, პარკში სასეირნოდ ან მაღაზიებში.  „რანდონავტიკა“ ცდილობს გამოგვიყვანოს ამ გვირაბიდან, - განმარტავს აპლიკაციის არსს კომპანია GeneralITStudio-ს სისტემური ინჟინერი დანიილ კოსილნიკოვი. - მოგზაურობისთვის გზის დასახვისას ხელოვნური ინტელექტი არ იყენებს თქვენს სმარტფონში უკვე „შემჩნეულ“ GPS წერტილებს. მარტივად რომ ვთქვათ, გაიძულებთ წასვლას იქ, სადაც ჩვეულებრივ არ დადიხართ. სხვა სიტყვებით, აპლიკაცია აიძულებს ადამიანებს შეხედონ მათ გარშემო სამყაროს ახალი თვალით. „რანდონავტიკის“ ფილოსოფია გვეუბნება: ახალი გზა, რომელსაც გაივლით, ახალი ადგილები, რომლებსაც ეწვევით, სამყაროში ჩაუშვებს შეუქცევად პროცესებს, რამაც საბოლოოდ შეიძლება გამოიწვიოს პოზიტიური ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში.

===

https://lenta.ru/news/2022/03/03/molodost/
ექიმებმა დაასახელეს ხუთი გზა, რათა გამოიყურებოდეთ უფრო ახალგაზრდულად 
ETNT: ექიმმა კოხმა სტრესთან ბრძოლას უწოდა ხუთი მეთოდიდან ერთ-ერთი ახალგაზრდული იერის შესანარჩუნებლად
ამერიკელმა ექიმებმა დაასახელეს ხუთი გზა ჯანსაღი კანის და ახალგაზრდული იერის შესანარჩუნებლად. ამის შესახებ იუწყება  Eat This, Not That!  (ETNT).
იმისათვის, რომ თავი უკეთ იგრძნოთ და გამოიყურებოდეთ ახალგაზრდულად, ამერიკელი სპეციალისტები გვირჩევენ შემდეგ მეთოდებს: აუცილებლად უნდა დაიცვათ კანი მზის სხივების ზედმეტი ზემოქმედებისგან, იკვებოთ სწორად, დაანებოთ თავი მოწევას, ივარჯიშოთ რეგულარულად და ისწავლოთ სტრესთან გამკლავება.
ექიმმა ტოდ კოხმა თქვა, რომ სტრესი არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ადამიანი შეიძლება გამოიყურებოდეს საკუთარ ასაკზე ბევრად უფროსად. სტრესი აზიანებს კანის უჯრედებს, რის გამოც ის კარგავს ტონუსსა და ელასტიურობას. სტრესთან საბრძოლველად სპეციალისტები გვირჩევენ ვარჯიშს და მეტი დროის დათმობას საკუთარო თავის მოსავლელად.
ექიმი კლერ ჩანის აზრით, ულტრაიისფერი გამოსხივების გადაჭარბებული ზემოქმედება იწვევს კანის საფარის დაზიანებას, მელანინის გამომუშავების ზრდას და ზედმეტ პიგმენტაციას,  ასევე შეიძლება გახდეს კანის ნაადრევი დაბერების მიზეზი. ჩანი გვახსენებს, რომ ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედების ნეგატიური შედეგები თანდათან გროვდება. იგი გვირჩევს, რაც შეიძლება ადრე დავიწყოთ კანის დაცვა მზისგან მისი ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად.
პიტსბურგის უნივერსიტეტის მკვლევარმა ადამ ბარსუკმა აღნიშნა, რომ თუ ადამიანის რაციონში შაქრის მაღალი შემცველობის ბევრი პროდუქტია, ნახევრად ფაბრიკატები, ფასტფუდი და ალკოჰოლი, მაშინ მის ორგანიზმში დაბერების პროცესი უფრო სწრაფად წარიმართება. ექიმი გვირჩევს ანტიოქსიდანტების შემცველი მეტი ბოსტნეულის და ხილის, თხილის და პარკოსანის მიღებას,  რომლებიც ხელს უწყობენ ბუნებრივი მეტაბოლიზმის აღდგენას.
დერმატოლოგ დონა ჰარტის აზრით, მოწევა ასევე ერთ-ერთი ცუდი ჩვევაა, რომელიც პირდაპირ მოქმედებს კანის მდგომარეობაზე. თამბაქოს კვამლში შემავალი ტოქსინების ზემოქმედება უარყოფითად მოქმედებს მთელი ორგანიზმის ფუნქციონირებაზე, კერძოდ, იწვევს კანის ბუნებრივი ფერის დაკარგვას, სიმშრალეს და მოდუნებულობას. „როდესაც მოწევას თავს დაანებებთ, C ვიტამინისა და კოლაგენის გამომუშავება ნორმას რამდენიმე თვეში აღწევს. ამის შემდეგ ზედაპირული ნაოჭები თავისთავად აღდგება“, - თქვა ჰარტმა.
რეგულარული ფიზიკური ვარჯიში, დერმატოლოგ დევიდ ბენქსის აზრით, ასევე ხელს უწყობს ორგანიზმის გაახალგაზრდავებას. ფიზიკური დატვირთვის წყალობით ვიტამინები და ჟანგბადი უფრო სწრაფად აღწევს ყველა ორგანოში და უკეთ კვებავს კანს, რაც მას უფრო ლაზათიანს ხდის.
ადრე ექიმმა დაასახელა სასმელი, რომელიც მუცლის ცხიმის მოცილებას უწყობს ხელს. მისი აზრით, ამაში საუკეთესოდ ხელს შეუწყობს ჩაის ერთ-ერთი სახეობა.


===

https://vesiskitim.ru/2022/03/06/272564-issledovanie-pokazalo-chto-vliyanie-covid-na-psixicheskoe-zdorove-vse-eshhe-oshhushhaetsya-2
ჯანმო რეკომენდაციას უწევს მოლნუპირავირს კორონავირუსის და ჰოსპიტალიზაციის ყველაზე მაღალი რისკის მქონე პაციენტებისთვის
ბრიტანული სამედიცინო ჟურნალი

ამ კვლევებში მიღებული მტკიცებულება უტყუარობის საშუალო დონით, მოწმობს იმის შესახებ, რომ მოლნუპირავირი ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს და დროს სიმპტომების გაქრობამდე.
ანტივირუსული პრეპარატი მოლნუპირავირი პირობითად რეკომენდირებულია პაციენტებისთვის არამძიმედ მიმდინარე COVID-19-ით, რომლებიც ჰოსპიტალიზაციის ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან, იტყობინება ჯანმოს საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი, რომლებიც დღეს მუშაობენ რეკომენდაციებზე The BMJ-ში.
ჰოსპიტალიზაციის ყველაზე დიდი რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები, როგორც წესი, არიან არავაქცინირებული, ხანდაზმული ადამიანები და ადამიანები სუსტი იმუნური სისტემით ან ქრონიკული დაავადებებით.
მიუხედავად ამისა, კომისია აცხადებს, რომ ახალგაზრდა და ჯანმრთელ პაციენტებს, მათ შორის ბავშვებს, ასევე ორსულ და მეძუძურ ქალებს პრეპარატი არ უნდა დაენიშნოს პოტენციური ზიანის გამო.
მოლნუპირავირი ანტივირუსული პრეპარატია, რომელიც აჩერებს კორონავირუსის ზრდას და გავრცელებას. გამოიყენება რაც შეიძლება ადრე ინფიცირების შემდეგ, მას შეუძლია ხელი შეუშალოს უფრო მძიმე სიმპტომების განვითარებას.
დღევანდელი რეკომენდაცია ეფუძნება ახალ მონაცემებს ექვსი რანდომიზებული კონტროლირებადი კვლევიდან, რომელშიც 4796 პაციენტი მონაწილეობდა. ამ მომენტისთვის, ეს მონაცემთა ყველაზე დიდი ნაკრებია ამ პრეპარატის შესახებ.
ამ კვლევებში მიღებული მტკიცებულება უტყუარობის საშუალო დონით, მოწმობს იმის შესახებ, რომ მოლნუპირავირი ამცირებს ჰოსპიტალიზაციის რისკს  (43 ნაკლები ჰოსპიტალიზაცია ყველაზე მაღალი რისკის მქონე 1000 პაციენტზე) და დროს სიმპტომების გაქრობამდე (საშუალოდ 3,4 დღით ნაკლები), ხოლო უტყუარობის დაბალი დონის მტკიცებულება ვარაუდობს მცირე გავლენას  სიკვდილიანობაზე (6) (ნაკლები სიკვდილი 1000 პაციენტზე).
ჯგუფი აღწერს პოპულაციის დონეზე აუცილებელი შედეგების შემარბილებელ სტრატეგიებს, რომელიც მოიცავს ფარმაკოზედამხედველობას და ანტივირუსული პრეპარატებისადმი მდგრადობის მონიტორინგს, გენოტოქსიკურობის მიმართ სიფრთხილის გათვალისწინებით  (უჯრედის გენეტიკური ინფორმაციის დაზიანება, რომელიც იწვევს მუტაციებს), მდგრადობის და ახალი ვარიანტების გაჩენას.
ისინი არ აძლევენ რეკომენდაციებს მძიმე ან კრიტიკული ავადმყოფობის მქონე პაციენტებისთვის, რადგან მოსახლეობის ამ ჯგუფისთვის მოლნუპირავირის საცდელი მონაცემები არ არსებობს.
და ისინი აღიარებენ, რომ მოლნუპირავირთან დაკავშირებულმა ღირებულების და ხელმისაწვდომობის პრობლემებმა შეიძლება გაართულოს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებზე წვდომა და გააძლიეროს უთანასწორობა ჯანმრთელობის მიმართ.
იმავე განახლებულ სახელმძღვანელოში, კომისია რეკომენდაციას უწევს მკურნალობას, რომელიც აერთიანებს ორ ანტისხეულს (კაზირივიმაბს და იმდევიმაბს), გამოსაყენებლად იმ ადამიანებში, რომლებსაც დაუდასტურდათ ომიკრონის ვარიანტის არარსებობა, რადგან ახალი მონაცემები დემონსტრირებენ ეფექტურობის არ არსებობას ომიკრონის ვარიანტის წინააღმდეგ.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული დღევანდელი რეკომენდაციები MAGIC Evidence Ecosystem Foundation-ის მეთოდოლოგიური მხარდაჭერით ცოცხალი სახელმძღვანელოს ნაწილს წარმოადგენენ,  რათა უზრუნველყონ სანდო რეკომენდაციების COVID-19-ის მკურნალობისთვის და დაეხმაროს ექიმებს მიიღონ უფრო ეფექტური გადაწყვეტილებები თავიანთი პაციენტების მიმართ.
 ცხოვრებისეული რეკომენდაციები სასარგებლოა კვლევის სწრაფად განვითარებად სფეროებში, როგორიცაა COVID-19, რადგან ისინი მკვლევარებს საშუალებას აძლევენ განაახლონ ადრე შემოწმებული და რეცენზირებული მონაცემების შეჯამებები, როგორც კი ახალი ინფორმაცია გახდება ხელმისაწვდომი.
დღევანდელი სახელმძღვანელო ავსებს წინა რეკომენდაციებს ბარიციტინიბის, ინტერლეიკინ-6 რეცეპტორების ბლოკატორების და სისტემური კორტიკოსტეროიდების გამოყენებისთვის პაციენტებში მძიმე ან კრიტიკული ფორმის COVID-19-ით; სოტროვიმაბის გამოყენებისთვის პაციენტებში არამძიმე COVID-19-ით და რეკონვალესცენტური პლაზმის, ივერმექტინისა და ჰიდროქსიქლოროქინის გამოყენების წინააღმდეგ COVID-19-ის მქონე პაციენტებში დაავადების სიმძიმის მიუხედავად.
რემდესივირის რეკომენდაცია გადაიხედება ახალი საცდელი მონაცემების შესაბამოსად. ამჟამად მზადდება რეკომენდაციები ფლუვოქსამინისა და ნირმატრელვირის/რიტონავირისთვის.
  

https://new-time.com.ua/a318767-meteozavisimost-ili-kak.html
მეტეოდამოკიდებულება ან როგორ შევინარჩუნოთ შესანიშნავი გუნება-განწყობა ნებისმიერ ამინდში

ბევრი ჩვენგანი ხშირად განიცდის ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა ძილიანობა, დაღლილობა, ყურადღების და მეხსიერების დაქვეითება, სახსრების ტკივილი, თავის ტკივილი, შემცივნება, ცვალებადი არტერიული წნევა, გულისცემა, ტკივილი გულმკერდის არეში. ამავდროულად, გაურკვეველი რჩება ცუდად ყოფნის მიზეზი, რადგან რამდენიმე დღეში ყველაფერი თავისთავად გაივლის, და ჩვენ კვლავ ვუბრუნდებით ცხოვრების ნორმალურ რიტმს. მაგრამ რაც უფრო ხშირად ვაკვირდებით საკუთარ თავში ჯანმრთელობის გაუარესებას, მით უფრო ხშირად ვიწყებთ ფიქრს იმაზე, თუ რამ გამოიწვია ეს და რასთან არის დაკავშირებული.
თუ მაინც ვერ დაადგინეთ ჯანმრთელობის გაუარესების მიზეზი, მაშინ გირჩევთ, ყურადღება მიაქციოთ, როგორი ამინდი იყო ამ პერიოდში. იყო თუ არა ატმოსფერული წნევის ან ტემპერატურის მკვეთრი რყევები, ჭექა-ქუხილი, მაგნიტური ქარიშხალი. თუ დადებით პასუხს მიიღებთ, მაშინ 98%-იანი ალბათობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ თქვენ ხართ მეტეოდამოკიდებული ადამიანი. რა არის ეს? მოდი გავარკვიოთ.
მეტეომგრძნობელობა ან მეტეოდამოკიდებულება არის ორგანიზმის რეაქცია ამინდის ფაქტორების ზემოქმედებაზე დასუსტებული იმუნიტეტის ან ქრონიკული დაავადებების გამო. გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის დაავადებების მქონე ადამიანები ყველაზე ხშირად ექვემდებარებიან მეტეომგრძნობელობის გამოვლინებას.
მეტეოდამოკიდებული ბევრი ადამიანია, მაგრამ ყველაზე ხშირად ამით ქალაქელები „იტანჯებიან“. მეტეოდამოკიდებულების მაქსიმალური გამოვლინება შეინიშნება ე. წ. სეზონებს შორის  პერიოდში, როდესაც შემოდგომა-ზამთრის პერიოდში და გაზაფხულზე აღინიშნება ტემპერატურისა და ატმოსფერული წნევის მკვეთრი რყევები, და ორგანიზმში აუცილებელი მიკროელემენტების და ვიტამინების ნაკლებობა ქრონიკული დაავადებების ფონზე მხოლოდ ამძიმებს სიტუაციას.
მეტეომგრძნობელობის სამი ხარისხი არსებობს:
მსუბუქი ხარისხი ვლინდება მხოლოდ მცირე სისუსტით, ზოგჯერ დაუსაბუთებელი მღელვარებით ან, პირიქით, დეპრესიით და ძილიანობით;
საშუალო ხარისხი ხასიათდება მკაფიო ძვრებით: არტერიული წნევის ცვლილებები, ელექტროკარდიოგრამები, გულის რითმის და პულსის დარღვევა;
მძიმე ხარისხი - თან ახლავს ძლიერი ტკივილი გულში, ქოშინი, თავბრუსხვევა, ყურებში ხმაური, ტკივილი, სახსრებისა და კუნთების ტკივილი.
თქვენს მდგომარეობაზე ამინდის ზემოქმედების შესამცირებლად, გთავაზობთ რამდენიმე პრაქტიკულ რჩევას:
ძირითადი დაავადების სისტემატური მკურნალობა;
ფიტობალზამის „პროზრენიეს“ მიღება. რატომ ამ ფიტობალზამის? ეს ფიტობალზამი ხელს უწყობს ტვინში სისხლის მიმოქცევის ნორმალიზებას, აუმჯობესებს თავის ტვინის სისხლძარღვების მდგომარეობას, და ხელს უშლის ნეიროცირკულარული დისტონიის და შიდაქალის წნევის გამწვავებას.;
ფიზკულტურა ღია ცის ქვეშ;
გაიკაჟეთ ორგანიზმი. კონტრასტული შხაპი და ცივი წყლის გადავლება შესანიშნავად ააქტიურებს იმუნიტეტს და ეხმარება უმტკივნეულოდ გაუძლოს ამინდის ცვლილებას;
ამინდის მკვეთრი ცვლილების შემთხვევაში უნდა შეიზღუდოს ფიზიკური აქტივობა, თავიდან იქნას არიდებული დამატებითი ფიზიკური და ფსიქო-ემოციური დატვირთვა;
მაღალი წნევით და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე ადამიანებისთვის რეკომენდებულია ნერვული სისტემის დამამშვიდებელი მედიკამენტების მიღება (ფიტოჩაი „დამამშვიდებელი“ ან ფიტობალზამი „ანტისტრესი“), აგრეთვე წამლები, რომლებიც ამცირებენ არტერიულ წნევას, მაგალითად, ფიტოჩაი „ჰიპოტენზიური“;
თუ ჰაერში ჟანგბადი ცოტაა (ეს ხდება დათბობის და თანმხლები დაბალი ატმოსფერული წნევის დროს), აუცილებელია სუფთა ჰაერზე ხანგრძლივი სეირნობა. სასარგებლოა სამკურნალო გიმნასტიკა, განსაკუთრებით სუნთქვითი ვარჯიშები;
 სწორი და დაბალანსებული კვება, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზმს საჭირო მიკროელემენტებითა და ვიტამინებით. ამისათვის შესაფერისია კომპანია „ახალი დროის“ ფიტოპროდუქცია. სამკურნალო ბალახების, მცენარეების, ხილისა და თესლის ექსტრაქტები, რომლებიც ჩვენც პროდუქციაში შედის, ხელს უწყობს შინაგანი ორგანოების მუშაობის ნორმალიზაციას, ეხმარება ქრონიკულ დაავადებებთან გამკლავებაში. არახელსაყრელ დღეებში არ უნდა მიირთვათ ბევრი ხორცი, ცხიმიანი და შემწვარი საკვები. ასევე უნდა გამორიცხოთ რაციონიდან ცხარე სანელებლები და ალკოჰოლი. სამგიეროდ რეკომენდირებულია თევზი, ზღვის მცენარეები, ლობიო, ოსპი, ჭარხალი, კანიანად მოხარშული კარტოფილი, შემწვარი ვაშლი.
 მოდით უფრო დეტალურად შევჩერდეთ კომპანია „ახალი დროის“ ისეთ ფიტობალზამზე, როგორიცაა „პროზრენიე“. თავად სახელწოდებიდან შეიძლება გამოვიტანოთ საწყისი დასკვნა, რომ იგი გამოიყენება მხედველობის გასაუმჯობესებლად, მაგრამ მისი გამოყენება გაცილებით ფართოა და ძალიან ეფექტურია მეტეოდამოკიდებულების შესამცირებლად.


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised