среда, 16 февраля 2022 г.

მეცნიერებმა განმარტეს, თუ რატომ ეცემა COVID-19-ს დროს ჟანგბადი სისხლში


მეცნიერებმა განმარტეს, თუ რატომ ეცემა COVID-19-ს დროს ჟანგბადი სისხლში 

 https://ria.ru/20210603/saturatsiya-1735480882.html

მოსკოვი, 3 ივნისი - რია ნოვოსტი.  კანადელმა ბიოლოგებმა აღმოაჩინეს სისხლში ჟანგბადის დონის შემცირების მიზეზი COVID-19-ს დროს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კორონავირუსი აზიანებს უმწიფარ ერითროციტებს, ამცირებს ჟანგბადის გადატანას და ასუსტებს იმუნურ პასუხს. კვლევა ასევე განმარტავს, თუ რატომ აღმოჩნდა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი დექსამეტაზონი COVID-19-ის ეფექტური სამკურნალო საშუალება. სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ Reports Stem Cell-ში.

COVID-19-ის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია სისხლში ჟანგბადის დონის დაქვეითება, რაც შეინიშნება თითქმის ყველა ინფიცირებულში, მათ შორისაც, ვისაც დაავადება მსუბუქი ფორმით აქვს. ჰიპოქსია პოტენციურად საშიში მდგომარეობაა, რომლის დროსაც ორგანიზმის ქსოვილების ჟანგბადის გაჯერება მცირდება, და მეცნიერები ცდილობენ გაიგონ ამის გამომწვევი მიზეზები.

ალბერტას უნივერსიტეტის მეცნიერებმა შეისწავლეს COVID-19-ით დაავადებული 128 პაციენტის სისხლი, მათ შორის იყვნენ ინტენსიური თერაპიის განყოფილების მძიმე პაციენტები, საშუალო სიმძიმის სიმპტომების მქონე ადამიანები და ისინი, ვისაც დაავადება მსუბუქი ფორმით ჰქონდა და საავადმყოფოს მხოლოდ ანალიზების ჩასაბარებლად მიმართავდა.

„სისხლში ჟანგბადის დაბალი დონე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს COVID-19-ით დაავადებული პაციენტებისთვის. ამიტომ, ჩვენ ვივარაუდეთ, რომ ამის ერთ-ერთი პოტენციური ახსნა შეიძლება იყოს ის, რომ COVID-19 გავლენას ახდენს სისხლის წითელი უჯრედების გამომუშავებაზე“, - მოყვანილია უნივერსიტეტის პრესრელიზში კვლევის ხელმძღვანელის, მედიცინისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის დოცენტის შოქროლა ელაჰის (Shokrollah Elahi) სიტყვები.

ავტორებმა დაადგინეს, რომ სიმპტომების სიმძიმის მატებასთან ერთად, პაციენტების სისხლში იმატებს მოუმწიფებელი, ახლად ფორმირებული ერითროციტები. ჯანმრთელ ადამიანებში მოუმწიფებელი ერითროციტები გვხვდება ძვლის ტვინში, სისხლში კი შეადგენს ერთ პროცენტზე ნაკლებს. COVID-19-ით დაავადებულ მძიმე პაციენტებში ამ უჯრედების მოცულობა სისხლში 60 პროცენტს აღწევდა.

„ეს მიუთითებს იმაზე, რომ ვირუსი ზემოქმედებას ახდენს ამ უჯრედების წყაროზე. შედეგად, ჯანსაღი მოუმწიფებელი ერითროციტების ამოწურვის კომპენსაციისთვის ორგანიზმი გამოიმუშავებს მათ ბევრად მეტს, რათა უზრუნველყოს ორგანიზმი ჟანგბადის საკმარისი რაოდენობით“, - განმარტავს მეცნიერი.

მაგრამ პრობლემა იმაშია, რომ მხოლოდ ჟანგბადი გადააქვთ მხოლოდ მომწიფებულ  ერითროციტებს, რომლებიც საშუალოდ 120 დღე ცოცხლობენ. გარდა ამისა, გაირკვა, რომ მოუმწიფებელი ერითროციტები ძალიან მგრძნობიარეა კოროვირუსული ინფექციის მიმართ. ვინაიდან ვირუსი შეტევაზე გადადის და ანადგურებს მოუმწიფებელ ერითროციტებს, ორგანიზმი ვერ ცვლის მკვდარ მომწიფებულ ერითროციტებს, ხოლო სისხლში ჟანგბადის გადატანის უნარი მცირდება.

მკვლევარებმა აღმოაჩინეს მოლეკულური მექანიზმი იმისა, თუ როგორ აინფიცირებს ვირუსი მოუმწიფებელ ერითროციტებს. მათ პირველად მოახდინეს დემონსტრირება იმისა, რომ მოუმწიფებელი ერითროციტები ექსპრესირებენ ACE2 რეცეპტორს და TMPRSS2 კორეცეპტორს, რომლის მეშვეობითაც SARS-CoV-2 აინფიცირებს მათ. მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ მოუმწიფებელი ერითროციტები რეალურად ძლიერი იმუნოსუპრესიული უჯრედებია - ისინი თრგუნავენ ანტისხეულების გამომუშავებას და თრგუნავენ T-უჯრედების იმუნიტეტს ვირუსის მიმართ, რაც კიდევ უფრო ამძაფრებს სიტუაციას.

მას შემდეგ, რაც აღმოაჩინეს რეცეპტორები უმწიფარ ერითროციტებში, რომლებიც საშუალებას აძლევს მათ დაინფიცირდნენ კორონავირუსით, მეცნიერებმა დაიწყეს სხვადასხვა არსებული პრეპარატების ტესტირება, რათა შეემოწმებინათ, შეძლებდნენ თუ არა მოუმწიფებელი ერითროციტების მგრძნობელობის შემცირებას ვირუსის მიმართ, და დაადგინეს, რომ დექსამეტაზონს, რომელიც ფართოდ გამოიყენება COVID-19-ის სამკურნალოდ გასული წლის განმავლობაში, ეს თვისება აქვს.

„ჩვენ ვცადეთ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატი დექსამეტაზონი, რომელიც დაგვეხმარა სიკვდილიანობისა და დაავადების ხანგრძლივობის შემცირებაში COVID-19-ით დაავადებულ პაციენტებში, და აღმოვაჩინეთ მოუმწიფებელი ერითროციტების ინფიცირების მნიშვნელოვნად შემცირება“, - ამბობს ელაჰი.

როდესაც გუნდმა დაიწყო იმის შესწავლა, თუ რატომ ჰქონდა დექსამეტაზონს ასეთი გავლენა, მათ აღმოაჩინეს ორი შესაძლო მექანიზმი. პირველი, დექსამეტაზონი თრგუნავს ACE2 და TMPRSS2 რეცეპტორების რეაქციას SARS-CoV-2-ზე მოუმწიფებელ ერითროციტებში, ამცირებს ინფიცირების შესაძლებლობას. მეორეც, ის ზრდის მოუმწიფებელი ერითროციტების მომწიფების სიჩქარეს.

ავტორები აღნიშნავენ, რომ ეს დიდი წარმატებაა, როდესაც არ არის საჭირო ახალი პრეპარატის შექმნა და უკვე შემაწმომებული სამკურნალო საშუალება ეფექტური აღმოჩნდა.

===

მეცნიერებმა აღმოაჩინეს COVID-19-ს მსგავსება  სიმაღლის სინდრომთან

https://www.interfax.ru/world/704657
მეცნიერებმა აღმოაჩინეს COVID-19-ს მსგავსება  სიმაღლის სინდრომთან
მათ განმარტეს ასეთი პაციენტებისთვის ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის გამოყენების პრობლემა და ანტიმალარიული პრეპარატების შესაძლო სარგებელი.
მოსკოვი. 17 აპრილი. INTERFAX.RU - COVID-19-ის მძიმე ფორმის მქონე პაციენტებში ფილტვების დაზიანების სურათი სიმაღლის ავადმყოფობის გამოვლინების მსგავსია, ამიტომ მკურნალობამ უნდა მოახდინოს არა სუნთქვითი, არამედ ჟანგბადის უკმარისობის კორექტირება, აღნიშნა ნიუ-იორკში ინტენსიური თერაპიის განყოფილების ექიმმა კამერონ კაილ-სიდელმა. მას ციტირებს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ციმბირის ფილიალის გამოცემა „მეცნიერება პირველი ხელიდან“.
კორონავირუსის პანდემია
კოროვირუსული ინფექციით დაავადებულთა უმრავლესობას სისხლში ეცემა ჰემოგლობინის დონე - ცილა, რომელსაც გადააქვს ჟანგბადი და რომელიც უზრუნველყოფს ფილტვებში გაზის გაცვლას, ნათქვამია გამოცემაში. ამავდროულად, სისხლში იზრდება ჰემის დონე - ჰემოგლობინის არაცილოვანი ნაწილიs, რომელიც შედგება პორფირინის და რკინის, ფერიტინის ცილის კომპლექსისგან, ის აკავშირებს რკინის თავისუფალ იონებს და ანთების ბიოქიმიურ მარკერებს. მეცნიერთა აზრით, ეს ნიშნავს, რომ ორგანიზმში აქტიურად მიმდინარეობს ჰემოგლობინის განადგურება, რაც იწვევს ანთებით პროცესს.
ჩინელი მეცნიერების მიერ შექმნილი კომპიუტერული მოდელი აჩვენებს, რომ ჰემოგლობინმა შეიძლება განიცადოს არა თავად ვირუსული ნაწილაკების, არამედ ვირუსული ცილების შემოსევა. ზოგიერთი მათგანი შეკრავს პორფირინს, ზოგი კი იღებს რკინას ჰემიდან, ურთიერთმოქმედებს ჰემოგლობინის ცილოვან ბეტა ჯაჭვებთან. ფილტვის უჯრედები რეაგირებენ გაზის გაცვლის ცვლილებებზე ანთების გაძლიერებით,  ჩნდება „მქრქალი მინის“ ეფექტი, რომელიც შესამჩნევია პაციენტების ფილტვების კომპიუტერულ ტომოგრამაზე, ნათქვამია გამოცემაში.
თუ ეს ჰიპოთეზა დადასტურდება, გასაგები გახდება ანტიმალარიული პრეპარატების თერაპიული ეფექტი. უკვე დადასტურდა, რომ ქლოროქინს, რომელიც კლავს ერითროციტებში მცხოვრებ მალარიის გამომწვევებს, შეუძლია თავიდან აიცილოს კორონავირუსული ცილების შეტევა ჰემებზე. ხოლო ანტივირუსულ პრეპარატს ფავიპირავირს არა მხოლოდ შეუძლია ვირუსის უჯრედში შეღწევის თავიდან აცილება, არამედ ვირუსული ცილების პორფირინთან შეკავშირების ინჰიბირება, წერს გამოცემა.
ერთ წლამდე ასაკის ჩვილებში კორონავირუსისადმი მდგრადობა შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ მათ სისხლში დომინირებს ფეტალური ჰემოგლობინი, რომელიც არ შეიცავს ბეტა ჯაჭვებს და, სავარაუდოდ, დაცულია ვირუსული ცილებისგან. ჰემოგლობინი ბეტა ჯაჭვების გარეშე ასევე სინთეზირებულია თალასემიის - გენეტიკური დაავადების - მქონე პაციენტებში, რომელიც გავრცელებულია აფრიკის „მალარიულ“ რაიონებში - ამ ქვეყნებში COVID-19-ით დაბალი ავადობაა შემჩნეული, წერს „მეცნიერება პირველი  ხელიდან“.
COVID-19-ს განვითარების შესაძლო სცენარი
 „ყველაფერი იწყება კორონავირუსის შეღწევით უჯრედებში, რომლებსაც აქვთ „შავი ნიშანი“ - სპეციალური ზედაპირული რეცეპტორული ცილები. ამ უჯრედებს შორის არის იმუნური უჯრედებიც, ისინი იწყებენ ანტისხეულების პროდუცირებას, რომლებიც იწვევენ ჰემოგლობინის შემცველი ერითროციტების განადგურებას, ჰემოგლობინზე კი შეტევა მიაქვთ ვირუსულ ცილებს. ეს ყველაფერი იწვევს ჟანგბადის შიმშილს და ფილტვებში გაზის გაცვლის დარღვევას“, - აღნიშნულია ცნობაში.
პარალელურად, ფილტვის ქსოვილში ვითარდება ანთება. მძიმე შემთხვევებში ის, ზვავივისებურად იზრდება, იქცევა „ციტოკინურ შტორმად“ – სისტემურ რეაქციად, რომელიც წარმოიქმნება იმუნური სისტემის ჰიპერაქტივაციის შედეგად. ეს იწვევს ფილტვის ქსოვილის განადგურებას, დარღვევებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაში, ღვიძლში, თირკმელებში და თავის ტვინშიც კი, წერენ მეცნიერები.
ფილტვების ხელოვნური ვენტილაციია არაეფექტურობა
ექიმები აღნიშნავენ ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატებთან მიერთებული პაციენტების მაღალ, 80%-მდე სიკვდილიანობას, რამაც, განსაკუთრებით ხანგრძლივი გამოყენებისას, შეიძლება დააზიანოს ფილტვის ქსოვილები, როგორც ჰაერის ნარევის არასაკმარისი დატენიანების, ასევე ჭარბი ჰაერის მიწოდების გამო, რაც იწვევს ქსოვილების გახეთქვას ან დაჭიმვას და ფილტვებში სითხის დაგროვებას. ვინაიდან მძიმედ დაავადებულ პაციენტებში ფილტვების დარღვევები სიმაღლის ავადმყოფობის შედეგების მსგავსია, „ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ გარკვეულ რეჟიმში, ან საერთოდ შეიძლება ჩანაცვლება ჟანგბადით გამდიდრებული ჰაერის მიწოდებით სასუნთქი ნიღბის საშუალებით“, - ნათქვამია პუბლიკაციაში
მეცნიერებს დასაშვებად მიაჩნიათ, რომ მძჳმე შედეგების თავიდან აცილებაში დაეხმარება ანტიჰისტამინური პრეპარატები, კორტიკოსტეროიდები, პრეპარატები ჭარბი იმუნური პასუხის ჩასახშობად (იმუნოსუპრესორები), აგრეთვე სისხლის გადასხმა ქსოვილების ჟანგბადის შიმშილის კომპენსაციის მიზნით და ა.შ.
SARS-CoV-2 კორონავირუსის სამი ტიპი
ახლა მეცნიერებმა გამოავლინეს ახალი კორონავირუსის სამი ძირითადი ვარიანტი - A, B და C, ნათქვამია პუბლიკაციაში. ტიპი B დამახასიათებელია აღმოსავლეთ აზიისთვის, უპირველეს ყოვლისა, მატერიკული ჩინეთისთვის, C ტიპს მეცნიერები ძირითადად თვლიან ევროპისთვის დამახასიათებელს. რუსეთში ცირკულირებული შტამები ჯერ არ არის ამოცნობილი.
„შესაძლებელია, რომ ყველა ეს შტამი იმუნოლოგიურად ან ეკოლოგიურად ადაპტირებულია ადგილობრივ მოსახლეობასა და გარემო პირობებთან, მაგრამ როგორ აისახება ეს გენეტიკური განსხვავებები დაავადების კლინიკურ გამოვლინებებსა და პათოფიზიოლოგიურ მექანიზმზე, ჯერჯერობით უცნობია, - ნათქვამია პუბლიკაციაში. - ჯერ-ჯერობით ასევე უცნობია, როგორ აისახება ეს გენეტიკური ცვალებადობა კლინიკურ გამოვლინებებში და დაავადების პათოფიზიოლოგიურ მექანიზმში“.
ვაქცინის იმედი ნაკლებად აქვთ
ვირუსის მუტაციის მაღალი სიჩქარე არ იძლევა ვაქცინის სწრაფად შექმნის იმედს, წერს გამოცემა. იგი ხაზს უსვამს იმას, რომ ახლა არ არსებობს ზუსტი მონაცემები ამ დაავადებისადმი იმუნიტეტის ჩამოყალიბებისა და ხელახალი ინფიცირების შესაძლებლობის შესახებ. ნოვოსიბირსკელი ვირუსოლოგი სერგეი ნეტესოვი, რომელსაც ციტირებს „მეცნიერება პირველი ხელიდან“, დასაშვებად მიიჩნევს მცირე შანსს, რომ ჩვენთვის ორ „ნაცნობ“ კორონავირუსს შორის, რომლებიც იწვევენ მწვავე რესპირატორულ ვირუსულ ინფექციას, და SARS-CoV-2-ს შორის არსებობს ანტიგენური გზაჯვარედითი, და უკვე „გამომუშავებულ“ არასპეციფიკურ იმუნიტეტს შეუძლია დადებითი როლი შეასრულოს, რაც აძლევს, თუ არა ინფექციის თავიდან აცილების, მაშინ დაავადების მიმდინარეობის შემსუბუქების საშუალებას.


===https://medvestnik.ru/content/news/Stolichnye-reanimatologi-obobshili-opyt-lecheniya-pacientov-COVID-19.html
 დედაქალაქის რეანიმატოლოგებმა შეაჯამეს COVID-19-ით დაავადებულ პაციენტთა მკურნალობის გამოცდილება
ელენა ვორონინა
რუსეთის ანესთეზიოლოგთა და რეანიმატოლოგთა ფედერაციამ მოსკოვის №52 ქალაქის კლინიკურ საავადმყოფოში COVID-19-ით დაავადებულთა მკურნალობის პირველი გამოცდილება წარმოადგინა. სახელმძღვანელო განკუთვნილია კლინიკების ხელმძღვანელებისა და კლინიცისტებისთვის, რომლებიც ჩართული არიან ახალი კორონავირუსული ინფექციის მქონე პაციენტების დახმარებაში.
რეკომენდაციები წარმოადგინა 52-ე საქალაქო კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმის მიადგილემ ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის საკითხებში, პროფესორმა სერგეი ცარენკომ. დოკუმენტი რუსეთის ანესთეზიოლოგთა და რეანიმატოლოგთა ფედერაციის ოფიციალურ Facebook გვერდზე გამოქვეყნდა. საავადმყოფოს კოლექტივმა შეაჯამა COVID-19-ით დაავადებული პაციენტების მკურნალობის პირველი თვის გამოცდილება.
ძირითადი რეკომენდაციები:
სარეანიმაციო  საწოლის ფონდი უნდა შეადგენდეს „ხაზოვანი“ საწოლების არანაკლებ 15%-ს. 300 „ხაზოვან“ საწოლზე უნდა იყოს მინიმუმ 15 რეანიმაციული საწოლი.
ფილტვების ხელოვნური ვენტილაციის აპარატებით უზრუნველყოფა COVID-19-ით დაავადებული პაციენტებისთვის უნდა შეადგენდეს არა ნაკლებ 10-12%-სა საწოლის მთლიანი ფონდიდან.
ფილტვების არაინვაზიური ხელოვნური ვენტილაცია და მაღალი დინების ოქსიგენაცია მითითებულია იმ მეთოდებს შორის, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს „მოჩვენებითი სტაბილიზაციის“, ინტუბაციისა და ფილტვების ინვაზიურ ხელოვნურ ვენტილაციაზე გადაყვანის გაუმართლებელი შეფერხება.
არის პაციენტთა კატეგორიები, რომელთა კომპენსირება შესაძლებელია ოქსიგენოთერაპიით, მათ შორის მუცელზე დაწოლილ მდგომარეობაში. უსაფრთხოების პირობა ამ შემთხვევაში ხშირი კონტროლია.
რეკომენდაციები ხაზოვანი განყოფილებებისათვის:
 ოქსიგენოთერაპიაზე სისხლის ჟანგბადით გაჯერება უნდა იყოს არანაკლებ 92%.
 უფრო დაბალ მნიშვნელობებზე - პაციენტის მობრუნება მუცელზე, რეანიმატოლოგის გამოძახება მომდევნო საათის განმავლობაში.
 ყოველ ორ საათში ერთხელ პაციენტი ჟანგბადის გარეშე უნდა დატოვოთ. თუ სისხლის გაჯერება 85%-ზე დაბალია - გამოიძახეთ რეანიმატოლოგი მომდევნო საათის განმავლობაში, 80%-ზე ქვემოთ - რეანიმატოლოგის სასწრაფო გამოძახება.
რეკომენდაციები  რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებისთვის:
 სისხლის ოქსიგენოთერაპიაზე გაჯერება უნდა იყოს არანაკლებ 90%-ს.
ნაკლები მნიშვნელობის შემთხვევაში - პაციენტის მუცელზე მობრუნება.
თუ სატურაცია პაციენტის მუცელზე მდგომარეობაში ყოფნის შენთხვევაში  90%-ზე ნაკლებია – ნაჩვენებია ტრაქეის ინტუბაცია.
 ყოველ ორ საათში ერთხელ პაციენტი ჟანგბადის გარეშე უნდა დატოვოთ. თუ სისხლის გაჯერება ეცემა 80%-ზე დაბლა, ნაჩვენებია ტრაქეის ინტუბაცია.
თუ 90-92% სატურაციის დროს პაციენტს აღენიშნება გახშირებული სუნთქვა წუთში 26-ზე მეტი, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება, შფოთვა, ცნობიერების დათრგუნვა, ნაჩვენებია ტრაქეის ინტუბაცია.
ზოგადი რეკომენდაციები:
 გულმკერდის კტ აუცილებელია ყველა პაციენტისთვის, მიუხედავად მდგომარეობის სიმძიმისა. ტიპიური სურათის შემთხვევაში კტ-ზე, რეანიმატოლოგისთვის უფრო ადვილია ერთი შეხედვით სტაბილური პაციენტის ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე გადაყვანა.
ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე ადრეული გადაყვანის მთავარი მიზანია ფილტვების თვითდაზიანების პრევენცია პაციენტის აქტიური სუნთქვის, დამხმარე მუსკულატურის გამოყენებისა და შედეგად ტრანსპულმონური წნევის მატების დროს.
კტ დინამიკაში უნდა ჩატარდეს კვირაში ერთხელ მაინც, რეალიმაციული პაციენტებისთვის - უფრო ხშირად, თუ მდგომარეობა გაუარესდება.
კტ-სს სხვა კორპუსში განთავსება, პაციენტის ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე შეერთება არ წარმოადგენს კტ-ზე უარის თქმის საფუძვლიან მიზეზს.
პროტექციული ფილტვების ხელოვნური ვენტილაცია უტარდება ყველა პაციენტს. ყველა პაციენტმა უნდა გამორთოს სპონტანური სუნთქვა მწვავე პერიოდში ნებისმიერი ხელმისაწვდომი ნარკოტიკული ან სედატიური საშუალებებით. არაეფექტურობის შემთხვევაში, უნდა იქნას შეყვანილი  ხანგრძლივად მოქმედი მიორელაქსანტი.
 ეფექტური პრონ-პოზიცია, რომლის გამოყენება შესაძლებელია დღეში 18-22 საათამდე.
 სახის და გულმკერდის რბილი ქსოვილების შეკუმშვის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ყველა არსებული საშუალების გამოყენება.
ეკმო-ს ჩვენებები ჩვეულებრივია.
ეკმო-ს ეფექტურობა სეპტიური შოკის დროს საეჭვოა. ასეთ პაციენტებში დროებითი სტაბილიზაციისთვის შესაძლებელია პულს-თერაპიის ჩატარება მეთილპრედნიზოლონით 1000-3000 მგ სამი დღის განმავლობაში,  დოზის შემდგომი შემცირებით 125 მგ-მდე 4-5 დღის განმავლობაში.
 მწვავე რესპირატორული დისპრეს-სტრესის მქონე პაციენტების მკურნალობა ხალგრძლივია. ტრაქეოსტომიის ჩატარება შესაძლებელია 2-3 დღის განმავლობაში. ეს იძლევა პერსონალის ძალების დაზოგვის შესაძლებლობას პაციენტების ნაკადის პირობებში.
ტრაქეის სანაციია დროს უმჯობესია გამოიყენოთ სანაციისთვის დახურული სისტემები, მათი გამოყენება შეიძლება მაქსიმალურად დიდხანს - 5-7 დღემდე.
ანალოგიური ტაქტიკა სუნთქვის აპარატების კონტურებით.
დაავადების პირველ კვირაში საჭიროა მხოლოდ გრამდადებითი ფლორის „მკურნალობა“, საკმარისია დაცული პენიცილინის კომბინაცია აზითრომიცინთან ან ლევოფლოქსაცინთან. ყველაზე მძიმე პაციენტებს უკეთესი იქნება  ლინეზოლიდით მკურნალობა.
სტაციონარში ერთკვირიანი ყოფნის შემდეგ ფლორა იცვლება ნოზოკომიალურზე, საჭიროა დაინიშნოს გრამუარყოფითი ფლორის წინააღმდეგ აქტიური ანტიბიოტიკები. თითოეულ სტაციონარს თავისი აქვს.
ანტიბიოტიკების შეცვლა ტარდება სტანდარტული ალგორითმების მიხედვით.
 C-რეაქტიული ცილა შეიძლება გაიზარდოს 200-250-მდე. გამოხატული ზრდა ანტიბიოტიკების კორექციის მიზეზია.
ტოცილიზუმაბის გამოყენების შემდეგ C-რეაქტიული ცილა მცირდება 2-5-მდე. ამ სიტუაციაში, ბაქტერიული გართულება შეიძლება შეინიშნოს C-რეაქტიული ცილის მნიშვნელობების უმნიშვნელო მატებით 20-30-მდე.
საინფუზიო თერაპია ტარდება რესტრიქტული პრინციპებით, გამონაკლისია სეპტიკური შოკი.
ანტივირუსული თერაპია აუცილებელია. შეგიძლიათ გამოიყენოთ ჰიდროქსიქლოროქინის კომბინაცია ლოპინავირთან+რიტონავირი, მძიმე შემთხვევებში - ინტერლეიკინ-6-ს ინჰიბიტორი.
თრომბოზისადმი მიდრეკილების მქონე პაციენტებს ესაჭიროებათ თრომბოზის წარმოქმნის პროფილაქტიკა მაღალი ფიბრინოგენისა და D-დიმერის არსებობისას.


https://greenpost.ua/ru/news/pulsoksymetr-chto-eto-takoe-svyaz-s-koronavyrusom-kak-rabotaet-tseny-i21437

პულსოქსიმეტრი: რა არის ეს, კავშირი კორონავირუსთან, როგორ მუშაობს, ფასები

ასეთი ხელსაწყოს გამოყენება შესაძლებელია ერთჯერადად ან მუდმივად.
პანდემიამ მნიშვნელოვნად გაამდიდრა ჩვენი ლექსიკა. საუბრების დროს მუდმივი გამოყენების ერთ-ერთ უახლეს სიახლეს და საზოგადოების ინტერესის ობიექტს წარმოადგენს სიტყვა „პულსოქსიმეტრი“. ეს არის სამედიცინო მოწყობილობა, რომლის დახმარებით შეიძლება სატურაციის - სისხლში ჟანგბადის დონის გაზომვა.
ასეთი მოწყობილობის გამოყენება შესაძლებელია ერთჯერადად ან მუდმივად, საჭიროების შემთხვევაში და კონკრეტული სამედიცინო ჩვენებების არსებობისას. სატურაციის დონის მუდმივად გაზომვას ეწოდება მონიტორინგული პულსოქსიმეტრია.
აუცილებელია თუ არა სახლში პულსოქსიმეტრის ქონა, როგორ უნდა გამოვიყენოთ და შეიძლება თუ არა მან მცდარი შედეგი აჩვენოს, როგორ მუშაობს და როგორია ჯანმრთელი ადამიანის ჟანგბადის დონე?

რატომ არის მნიშვნელოვანი კორონავირუსის დროს ჟანგბადის დონის კონტროლი?
აუცილებელია ჟანგბადის დონის მონიტორინგი, რათა დაიჭიროთ ის მომენტი, როდესაც დაავადების მიმდინარეობა რთულდება მძიმე პნევმონიის განვითარებით, წერს life.pravda.com.ua.
მაგალითად, შესაძლებელია ფილტვების მინიმალური დაზიანება, რომელიც არ გამოიხატება სისხლის სატურაციის შემცირებით. მაგრამ გართულებები უფრო მძიმეა, როდესაც შეინიშნება ფილტვების მნიშვნელოვანი დაზიანება, რაც ხასიათდება სისხლის ჟანგბადით გაჯერების დონის დაქვეითებით.
პანდემიის დროს პულსოქსიმეტრების აქტიური გამოყენება  ადამიანების მიერ, რომლებსაც არ აქვთ დაავადების აშკარა ნიშნები, უფრო მეტად დაკავშირებულია ფსიქოლოგიურ ფაქტორთან - თვითდამშვიდებასთან, რომ სატურაციის დონე ნორმალურია.
ჟანგბადის რა დონეა საჭირო?
ჰემოგლობინის თითოეულ მოლეკულას შეიძლება მიუერთდეს ჟანგბადის ოთხამდე მოლეკულა. ჰემოგლობინით მოლეკულების გაჯერების საშუალო პროცენტი, წერს tkoz, არის სისხლის ჟანგბადით გაჯერება. 100% სატურაცია ნიშნავს, რომ ჰემოგლობინის თითოეული მოლეკულა სისხლის შესწავლილ მოცულობაში ატარებს ჟანგბადის ოთხ მოლეკულას.
ჩვენების ნორმები:
95–98% ჯანმრთელებში
უფრო მაღალი მნიშვნელობებია ჟანგბადით თერაპიის დროს
ამ დონის ქვემოთ მნიშვნელობა მიუთითებს სუნთქვის უკმარისობაზე.
რა შემთხვევებშია საჭირო პულსოქსიმეტრიის გაკეთება
აუცილებელია სატურაციის დონის კონტროლი (სისხლის ჟანგბადით გაჯერება):
გულ-სისხლძარღვთა სისტემის ქრონიკული დაავადებების შემთხვევაში;
ანემიის დროს
სასუნთქი სისტემის დაავადებების დროს
გადატანილი ოპერაციებისა და ნარკოზის შემდეგ
ჟანგბადის თერაპიის ჩატარების დროს.
ხელსაწყოს ტიპები
არსებობს ორი ძირითადი ტიპი: სტაციონარული და პორტატული. პირველი მიეკუთვნება პროფესიონალურ სამედიცინო აღჭურვილობას. ისინი გამოირჩევიან მნიშვნელოვანი ზომით, ფუნქციების ფართო სპექტრით და არ არის განკუთვნილი სახლში გამოყენებისთვის.
მეორე - კომპაქტური, მობილური, მარტივი სამართავი. მათი გამოყენება შეგიძლიათ არა მარტო სახლში, არამედ მოგზაურობაში, სპორტდარბაზში, სამსახურში. ორივე ხელმისაწვდომია დღეს შესაძენად, მათ შორის უსაფრთხო ონლაინ რეჟიმში.
როგორ მუშაობს პულსოქსიმეტრი?
პულსოქსიმეტრს აქვს პერიფერიული სენსორი, მიკროპროცესორი და დისპლეი, რომელიც აჩვენებს პულსის მრუდს და მის სიხშირეს და სატურაციის მაჩვენებელს. სანდო მონაცემების მიღების ერთ-ერთი პირობაა გაზომვის პროცესში თითის სრული უმოძრაობა. ნორმა ადამიანისთვის არის სატურაციის მაჩვენებელი 95-98%.
კვლევის მაღალინფორმაციული მეთოდების წყალობით შესაძლებელია სასუნთქი ორგანოების ფუნქციების შეფასება და სუნთქვის უკმარისობის ამოცნობა - როცა გაჯერების ინდექსი 95%-ზე დაბალია. ეს მოწყობილობები ფართოდ გამოიყენება ანესთეზიოლოგიაში ოპერაციების ჩატარები, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების, ტუბერკულოზის, სარკოიდოზის, პროფესიული ფილტვის დაავადებების დროს და ა.შ.

რას ზომავს ხელსაწყო, რომელსაც თითზე ამაგრებენ?
ხელსაწყოს ძირითადი ფუნქციებია შემდეგი ინდიკატორების გაზომვა:
პულსის დარტყმების რაოდენობა წუთში, საშუალოდ 5-25 წამის განმავლობაში.
კონკრეტული მომხმარებლის სისხლში ჰემოგლობინის გაჯერება ჟანგბადით. ანუ ჟანგბადის საშუალო მოცულობა, რომელიც დაკავშირებულია ჰემოგლობინის მოლეკულებთან. შედეგი ნაჩვენებია ეკრანზე პროცენტულად. ასევე, ხელსაწყო იძლევა სიგნალს - რაც უფრო მაღალია სიგნალი, მით უფრო მაღალია სატურაცია.
როგორი მაჩვენებლების დროს არის მღელვარების საფუძველი?
თუ მაჩვენებელი უფრო დაბალია, მაშინ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ავად ხართ. სისხლში ჟანგბადის დაბალი მაჩვენებლების მიზეზები შეიძლება გამოწვეული იყოს:
ჰიპოთერმიით. როდესაც თითი ცივია, მივიღებთ ჟანგბადით გაჯერების დაბალ პროცენტს.
თუ თქვენ ატარებთ ხელოვნურ ფრჩხილებს ან მუქ ლაქს, ხელსაწყო იმუშავებს ნელა და დასაწყისში აჩვენებს დაბალ მაჩვენებელს.
ბატარეები თავად მოწყობილობაშია. თუ ბატარეის მუხტის დონე დაბალია, მაშინ მოწყობილობა აჩვენებს დაბალ მონაცემებს.
ფასები
უკრაინულ ინტერნეტ მაღაზიებში სახლის პულსოქსიმეტრის ფასები იწყება 250-300 გრივნადან. საშუალოდ, ისინი 800-დან 2000 გრივნამდე ღირს. არის პულსოქსიმეტრები ბავშვებისთვის, მათი ფასი დაახლოებით 2800. აპარატის ღირებულება დამოკიდებულია მწარმოებელზე და ფუნქციების კომპლექტზე.
ყველაზე მარტივი აჩვენებს სატურაციას და პულსის სიხშირეს.
ცნობილია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ჯერ არ არის მზად კომენდანტის საათის შემოღებაზე, როგორც ევროპის ქვეყნებში.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised