среда, 16 февраля 2022 г.

როგორ ვუმკურნალოთ კორონავირუსს სახლში და არ გამოგვეპაროს „ჩუმი ჰიპოქსია

 http://ivc.by/index.php/ru/novosti/243-kak-lechit-koronavirus-doma-i-ne-prospat-tikhuyu-gipoksiyu

როგორ ვუმკურნალოთ კორონავირუსს სახლში და არ გამოგვეპაროს „ჩუმი ჰიპოქსია

მე ავად გავხდი. ეს COVID-ია  თუ არა?

როგორც ცნობილია, ახალი კოროვირუსული ინფექციის სიმპტომების უმეტესობა დამახასიათებელია არა მხოლოდ მისთვის, არამედ სხვა რესპირატორული ვირუსული ინფექციებისთვისაც, მათი გამოხატულება კი ვარირებს.

განსაკუთრებით ხშირია ზოგადი სისუსტე, ტემპერატურის მომატება, მშრალი ხველა და გულმკერდში დისკომფორტი ან სუნთქვის გაძნელება, COVID-19 შეიძლება მიმდინარეობდეს გრიპის მსგავსად მაღალი ტემპერატურით (38,5-ზე მეტი) შემცივნებით, თავის ტკივილით და კუნთების ტკივილით. იშვიათია სურდო, თავის ტკივილი და ყელის ტკივილი, ასევე კუჭ–ნაწლავის აშლილობა გულისრევით, ღებინებით და დიარეით. 

ახალი ინფექციის ერთგვარ „სავიზიტო ბარათად“ შეიძლება ჩაითვალოს ყნოსვის დაკარგვა, რომელიც ვითარდება დაავადების პირველ დღეებში (ასევე გემოვნების დაკარგვა), მაგრამ ზუსტად არ არის ცნობილი, რამდენად ხშირად ვლინდება ეს სიმპტომები.

COVID-19-ის კიდევ ერთი დამახასიათებელი (მაგრამ არც თუ ისე უნიკალური, რადგან ეს ხდება, მაგალითად, გრიპის დროსაც) გამოვლინებაა სუნთქვის გაძნელება, რომელიც განვითარების შემთხვევაში ჩვეულებრივ იწყება ავადმყოფობის მე-4-8 დღეს.

ამერიკული CDC-ის (Centers for Disease Control and Prevention  - ფაქტობრივად ამერიკის ჯანდაცვის სამინისტრო) სპეციალისტები თვლიან, რომ თუ პაციენტს აქვს ხველა, ქოშინი ან ორი შემდეგი სიმპტომის კომბინაცია: ცხელება, შემცივნება, ხველა, გაძნელებული სუნთქვა, ყნოსვის და/ან გემოს დაკარგვა, ყელის ტკივილი, კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი, დღევანდელ ეპიდვითარებაში ეს შეიძლება იყოს ახალი კოროვირუსული ინფექციის გამოვლინება.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ COVID-19-ის სიმპტომების ხანგრძლივობა გაცილებით გრძელია, ვიდრე ჩვეულებრივი გაციება ან გრიპი (10-14 დღიდან დაავადების მსუბუქი მიმდინარეობით,  რამდენიმე კვირამდე მძიმე სიტუაციებში).


სიმპტომები არსებობს, როგორ დავადასტუროთ დიაგნოზი?

იმისათვის, რომ დაადასტუროთ ან უარყოთ თქვენი ეჭვი კორონავირუსის შესახებ, უნდა მიმართოთ უბნის ექიმს. ექიმი შეაფასებს სიმპტომებს და, საჭიროების შემთხვევაში, დანიშნავს გამოკვლევას COVID-19-ზე - ყელის ნაცხი ლორწოვანზე ვირუსის ნაწილაკების გამოსავლენად PCR-ის მეთოდით.

გასაგებია, რომ რაც უფრო გამოხატულია სიმპტომები, მით უფრო ხშირად დადებითია ტესტი. ასევე, დადებითი შედეგების რაოდენობა იზრდება ქვედა სასუნთქი სისტემის კვლევისას (პაციენტის ფილტვებში შეჰყავთ გარკვეული რაოდენობის წყალი და იღებენ ამ ნაცხებს გამოკვლევისთვის), რაც ლოგიკურია, ვინაიდან გამოკვლევა ტარდება საავადმყოფოში, სადაც მიჰყავთ პაციენტები ინფექციის უფრო მძიმე ფორმებით.

ტესტით შემოწმების დაჟინებით მოთხოვნას აზრი არ აქვს. თქვენი ტესტი, სავარაუდოდ, მალე არ იქნება მზად.

დაავადების მსუბუქი მიმდინარეობით მისი შედეგი გავლენას არ მოახდენს მკურნალობის ტაქტიკაზე და შეიძლება იყოს გამოსადეგი მხოლოდ იმის დასადგენად, თუ რამდენად უნდა მიიღოს პაციენტმა სიფრთხილის ზომები, რათა არ დააინფიციროს სხვები. თუმცა, თუ ვინმეს ახლა აქვს მსგავსი სიმპტომები, მაშინ აზრი აქვს მისთვის ანტიეპიდემიური ზომების დაცვას, ისევე როგორც დადასტურებული COVID-19-ის მქონე პაციენტებისთვის.

არანაკლებ მნიშვნელოვანია რესურსების შეზღუდვა, რომლებიც აუცილებლად წარმოიქმნება ეპიდემიურ სიტუაციაში, როდესაც ტესტი შეიძლება უფრო საჭირო გახდეს ადამიანისთვის დაავადების უფრო მძიმე მიმდინარეობით ან მედიცინის მუშაკებისთვის, რომლებიც დახმარებას უწევენ პაციენტებს და რომლებმაც უნდა იცოდნენ, დაინფიცირდნენ თუ არა თვითონ.


კარგი, ეჭვი ან დიაგნოზი დადასტურდა,  სად ვიმკურნალოთ?

სწორი პასუხია იზოლაცია. იზოლაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინფექციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. შეგიძლიათ იზოლირება სახლში ან სამკურნალო დაწესებულებაში. იზოლაციის ადგილს განსაზღვრავს ექიმი (ეს გათვალისწინებულია ბელორუსის ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებში).

გადაწყვეტილება მიიღება კლინიკური სურათის საფუძველზე - გასაგებია, რომ თუ ადამიანი სუბიექტურად ცუდად გრძნობს თავს, უჭირს სუნთქვა, მას ტკივილი აქვს გულმკერდის არეში, საწოლიდან ვერ დგება და ა.შ., მაშინ უმჯობესია მკურნალობა საავადმყოფოში.

ასევე მხედველობაში მიიღება პაციენტის ასაკი (55 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებისთვის უმჯობესი იქნება ჰოსპიტალიზაცია), პაციენტის სამედიცინო ისტორია (ფილტვების, გულის, თირკმელების ქრონიკული დაავადებები, დიაბეტი, ონკოლოგია ან იმუნოდეფიციტი (მაგალითად, თუ ადამიანი გადის სიმსივნის ქიმიოთერაპიის კურსს), ასევე სოციალური ფაქტორები: არიან თუ არა ადამიანები, ვინც პაციენტზე იზრუნებს,  ცხოვრობს თუ არა იგი სოფლად, რამდენად სწრაფად მოვა მასთან სასწრაფო დახმარება და ა.შ.


ვმკურნალობთ სახლში - როგორ?

კორონავირუსის ინფექცია ამბულატორულ პირობებში მოითხოვს მხოლოდ დამხმარე თერაპიას. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს დადასტურებული მედიკამენტები, რომლებიც ზემოქმედებას ახდენენ ვირუსზე. კვლევა მიმდინარეობს მუდმივად, არიან ამ როლზე წინასწარი კანდიდატები, მაგრამ ჯერ არ არის საკმარისი ინფორმაცია ამ პრეპარატების ეფექტურობისა და უსაფრთხოების შესახებ.

ამიტომ, როგორც ნებისმიერი მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის დროს, COVID-19-ს დროს ყველაზე მნიშვნელოვანია ორგანიზმისთვის დახმარების გაწევა, რათა დამოუკიდებლად გაუმკლავდეს დაავადებას - შეამციროს ძალიან მაღალი ტემპერატურა (38,5℃-ზე მეტი), მიეცეს საკმარისი რაოდენობით წყალი და ენერგია ნივთიერებათა ცვლისათვის და დამცავი ფაქტორების სინთეზისთვის. ჟღერს მარტივად, მაგრამ პრაქტიკაში ასე არ არის.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, COVID-19-ის სიმპტომები შეიძლება გაგრძელდეს 2-ჯერ მეტხანს, ვიდრე სხვა მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციის დროს.  წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ტემპერატურა გაქვთ არა 3-5 დღე, როგორც ყოველთვის, არამედ 10-14. ასეთ პირობებში შეიძლება საკმაოდ რთული იყოს ეფექტური თვითმკურნალობის რიტმის შენარჩუნება.

მაგალითად, შეიძლება რთული იყოს საკმარისი რაოდენობის სითხის დალევის კონტროლი (მინიმუმ 2 ლიტრი დღეში, სასურველია წყალი, მოერიდეთ ჩაის და ყავას, რომლებიც ასტიმულირებენ შარდვას).

ძალზე ძნელია აიძულო საკუთარ თავს ჭამა ენერგიის მისაღებად, როცა საკვების სუნს და გემოს არ გრძნობ, რის შედეგადაც ზოგიერთ პაციენტს კვლავ ესაჭიროება ჰოსპიტალიზაცია, და ისინი საავადმყოფოში ხვდებიან გაუწყლოებული და ღონეგამოცლილები, რაც არ აუმჯობესებს მათ პროგნოზს.

ამიტომ, უნდა ჭამოთ, მაშინაც კი, თუ ამის სურვილი არ გაქვთ - პრიორიტეტულია ადვილად მოსანელებელი მაღალკალორიული საკვები, როგორიცაა  ფაფები, მჟავე რძის პროდუქტები, თევზი, ხილი და ბოსტნეული.

სახლში COVID-19-ის მკურნალობის ყველაზე მარტივი გზაა, ალბათ, ტემპერატურის დაწევა, ამისთვის პირველი რიგის წამალია პარაცეტამოლი.

თუ გაგიჭირდათ სუნთქვა, რეკომენდებულია მეტი დრო გაატაროთ მუცელზე (ე.წ.prone position), მოათავსოთ ლილვაკები გულმკერდისა და მენჯის ქვეშ, რათა მუცლის ღრუს შიგთავსმა არ მოახდინოს ზეწოლა დიაფრაგმაზე და ხელი არ შეუშალოს ფილტვებს ჰაერითა და სისხლით გაჯერებაში.


როდის უნდა წავიდეთ საავადმყოფოში - და არ გამოგვეპაროს მომენტი?

დავიწყოთ იმით, რომ, თუ თქვენ მკურნალობთ სახლში, მაშინ ყოველდღიურად დაგიკავშირდებათ ექიმი ან მისი თანაშემწე. გთხოვთ, არ გამორთოთ ტელეფონი.

ახალი კორონავირუსული ინფექციის ყველაზე არასასიამოვნო სიმპტომია სუნთქვის გაძნელება - ჰაერის ნაკლებობის განცდა, როცა გრძნობ, რომ საკმარისად არ შეგიძლია ჩასუნთქვა. ეს სიმპტომი ჩვეულებრივ ვლინდება ავადმყოფობის მე-5-8 დღეს, როდესაც პაციენტი ეჩვევა მაღალ სიცხეს და სხვა გამოვლინებებს.

სუნთქვის დარღვევის სიხშირე მერყეობს პაციენტების სხვადასხვა პოპულაციებში: 19%-დან ჩინეთში და თითქმის 43%-მდე აშშ-ში. აუცილებელია სუნთქვის კონტროლი, ვინაიდან ფილტვების დაზიანება კრიტიკულ მდგომარეობამდე, როდესაც ხელოვნური ვენტილაცია აუცილებელია, შეიძლება განვითარდეს სულ რაღაც 2,5-3 დღეში.

დღეში მინიმუმ 4-ჯერ ფასდება სუნთქვის სუბიექტური სიმძიმე (შეგიძლიათ თავად შექმნათ ხუთბალიანი სკალა: 1-დან - „სუნთქვა თავისუფალია“, 5-მდე - „საერთოდ ვერ ვსუნთქავ“) მშვიდ მდგომარეობაში და მცირე დატვირთვის შემდეგ (მაგალითად, 10 ნაბიჯი ოთახში), ასევე სუნთქვის სიხშირე მშვიდ მდგომარეობაში და დატვირთვის  შემდეგ (არ უნდა იყოს 22-25-ჯერ მეტი წუთში).

ამ მაჩვენებლების გაუარესება - განსაკუთრებით სუნთქვის გაუარესება მშვიდ მდგომარეობაში - ისევე როგორც გულმკერდის არეში დისკომფორტის გრძნობის გაჩენა/გაძლიერება - არის მანიშნებელი იმისა, რომ მინიმუმ განიხილოთ ეს სიტუაცია სამედიცინო მუშაკთან თქვენი ყოველდღიური სატელეფონო კომუნიკაციის დროს ან იმისათვის, რომ მიმართოთ სასწრაფო დახმარებას.

თქვენ ასევე შეგიძლიათ ორიენტირება იმაზე, თუ რამდენად რთული ან ადვილია თქვენთვის საუბარი მას შემდეგ, რაც გაჩნდა გაძნელებული სუნთქვა. თუ ქოშინის გამო გაგიჭირდათ სახლში ჩვეულებრივი სამუშაოების შესრულება (მაგალითად, საჭმლის მომზადება), ან არ შეგიძლიათ წინადადებებით საუბარი და ჰიგიენის ძირითადი პროცედურების შესრულება, მაშინ, რაც შეიძლება მალე, უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება.


ჩუმი ჰიპოქსია - რა არის ეს, როგორ გავიგოთ?

COVID-19-ის კიდევ ერთი უსიამოვნო მახასიათებელია ეგრეთ წოდებული „ჩუმი ჰიპოქსია“ - ფენომენი, როდესაც კორონავირუსით დაზარალებულ ფილტვებში ირღვევა ჟანგბადის მიწოდება, რაც პაციენტისთვის შეუმჩნეველი რჩება. ადამიანის სუნთქვა 2 დამოუკიდებელი პროცესია, რომელიც ხდება ფილტვებში - ჟანგბადის მიწოდება და ნახშირორჟანგის გამოყვანა. საქმე იმაშია, რომ ადამიანის ორგანიზმი მკვეთრად რეაგირებს სისხლში ნახშირორჟანგის დონის ცვლილებებზე სუნთქვის სიხშირისა და სიღრმის გაზრდით და ა.შ., ხოლო რეაქცია სისხლში ჟანგბადის დაქვეითებაზე არც ისე გამოხატულია (ეს  გვეხმარება, მაგალითად, მაღალ მთიანეთში  ადაპტაციისთვის).

თუმცა, ჟანგბადის შიმშილი ზიანს აყენებს მთელ ორგანიზმს, აუარესებს პროგნოზს ასეთ პაციენტებში (მაგალითად, გავლენას ახდენს თირკმელების უკმარისობის განვითარებაზე).

ორგანიზმში ჟანგბადის მიწოდების მიზნობრივი მონიტორინგი შესაძლებელია პულსოქსიმეტრის  დახმარებით.

ეს არის პატარა მოწყობილობა, რომელსაც ამაგრებენ პაციენტის თითზე და ის აჩვენებს სისხლის ჟანგბადით გაჯერებას (სატურაციას) და პულსის სიხშირეს. სატურაციის ნორმაა  95% ან მეტი ჰაერით სუნთქვისას. 

შეფასება უნდა მოხდეს დღეში მინიმუმ 4-ჯერ მშვიდ მდგომარეობაში 2 სხვადასხვა თითზე, რომელიც უნდა იყოს თბილი (ცივ კიდურებზე შესაძლებელია გაზომვის შეცდომები). თუ სატურაცია მუდმივად 94%-ზე ნაკლებია, უნდა მიმართოთ სასწრაფო დახმარებას.

პულსოქსიმეტრია არ არის იდეალური მეთოდი, უპირველეს ყოვლისა, იმის გამო, რომ არსებობს დასაბუთებული პრეტენზიები ბაზარზე შემოთავაზებული პულსოქსიმეტრების ხარისხზე, და ამიტომ ეს მონაცემები უნდა შეფასდეს სხვა სიმპტომებთან (გამოხატული ქოშინი, პულსის სიხშირე, არტერიული წნევა და ა.შ.) კომპლექსში.

მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, კოროვირუსული ინფექციის სიმპტომების გაუარესება ის შემთხვევაა, როდესაც ჯობია  თავის დაზღვევა.

ცალკე, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ მობილური აპლიკაციები სმარტფონებისთვის, რომლებიც საკუთარ თავს პულსოქსიმეტრებს უწოდებენ, არ მუშაობს და არ უნდა იყოს გამოყენებული.


თუ პულსოქსიმეტრი არ გაქვთ?

საშიში არ არის. პულსოქსიმეტრია დამხმარე მეთოდია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფიზიოლოგიური პარამეტრების მონიტორინგი და შეფასება, რაც ხელს უწყობს ჟანგბადის შიმშილის გამოხატვის და ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის შეფასებას. ფაქტობრივად, პუნქტების  მიხედვით:

ცნობიერების დონე, როგორც ტვინის ფუნქციონირების ადეკვატურობის მაჩვენებელი. თუ მიგაჩნიათ, რომ აღარ გესმით სად ხართ, დღის რომელი საათია, გიჭირთ ელემენტარული რამის გახსენება, გარდა ამის, როცა ცდილობთ საწოლიდან ადგომას, თვალებში გიბნელდებათ და გონების გარდაუვალი დაკარგვის განცდა გაქვთ - ეს არის მიზეზი ესაუბროთ ამის შესახებ სამედიცინო მუშაკს თქვენი ყოველდღიური დარეკვის დროს, და თუ ეს გამოვლინებები გაუარესდება, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება. თუ მხოლოდ თქვენ ავადმყოფობთ (და ასე უნდა ხდებოდეს COVID-19-ით დაავადებისას), მაშინ სასარგებლოა სთხოვოთ თქვენს ახლობელს რეგულარულად, დღეში ორჯერ, დაგირეკოთ და გესაუბროთ მარტივ თემებზე, შეაფასოს თქვენი პასუხების ადეკვატურობა. 

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობა. ფასდება 2 პარამეტრით: პულსის სიხშირე და არტერიული წნევის სიდიდე, რომლებიც ასევე იზომება დღეში 2-4-ჯერ მაინც.

        ა) პულსი არ უნდა იყოს წუთში 50 დარტყმაზე ნაკლები და 90 დარტყმაზე მეტი (ეს არ ეხება იმ ადამიანებს, ვისაც კოროვირუსამდე პულსი ჰქონდა 50 ან 90-ზე მეტი - მათთვის მოქმედებს კრიტერიუმი „პლუს 20-30%  იმასთან შედარებოთ, რაც იყო“).

ბ) არტერიული წნევა (მის გასაზომად საჭიროა ტონომეტრი) არ უნდა იყოს 140/90-ზე მეტი ან „ზედა“ წნევა (სისტოლური) არ უნდა იყოს 100 მმ ვწყ-ზე ნაკლები. დამაფიქრებელი სიმპტომია ტკივილი მკერდის უკანა მხარეს ან გულის მიდამოში - ეს შეიძლება იყოს გულის ჟანგბადის შიმშილის ნიშანი. ამ სიტუაციაში მაშინვე უნდა გამოიძახოთ სასწრაფო დახმარება.

შარდსასქესო სისტემის მუშაობა. აქ ყველაფერი მარტივადაა - შარდი უნდა გამოიყოფოდეს მინიმუმ ყოველ 6 საათში ერთხელ (დღეში 4-ჯერ). თუ ის ამ დროს ინტენსიურად ყვითელია (კონცენტრირებული), ე.ი. თქვენ იღებთ ცოტა სითხეს. თუ ყოველ 6 საათზე უფრო იშვიათად შარდავთ, მაშინ ნამდვილად არ სვამთ საკმარის სითხეს. თუ დალევა აღარ შეგიძლიათ  ან არ გშველით, უნდა დარეკოთ სასწრაფო დახმარებაში.

საერთო იერი. ყურადღება მიაქციეთ კანის სიფერმკრთალეს და ფრჩხილების, ცხვირის და ცხვირ-ტუჩის სამკუთხედის მოლურჯო ფერს (საჩვენებელი სურათები იხ. აქ). ნიშანი ძალიან სუბიექტურია, მაგრამ სხვებთან კომპლექსში (სუნთქვის, პულსის სიხშირე და, განსაკუთრებით, სატურაცია) იძლევა ღირებულ ინფორმაციას, რომ აუცილებლად უნდა მიმართოთ სასწრაფო დახმარებას, რადგან ორგანიზმი განიცდის ჟანგბადის შიმშილს.

სხეულის ტემპერატურა. ციებ-ცხელება, 38,5℃-ზე მეტი სიცხე 5 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ან ცხელება პაციენტის მდგომარეობის გაუარესებით სასწრაფო დახმარების გამოძახების მიზეზია.

ინტერნეტში ხელმისაწვდომია მრავალი ე.წ. სიმპტომის ტრეკერები - საიტები, რომლებიც დაგეხმარებათ გადაწყვიტოთ, გჭირდებათ თუ არა საავადმყოფოში წასვლა თქვენი სიმპტომებით - მაგალითად, აქ და აქ. მოყვანილი ბმულები ინგლისურენოვანია (Google Translate დაგეხმარებათ), და განკუთვნილია კანადისა და აშშ-ს მაცხოვრებლებისთვის, მაგრამ შეიძლება სასარგებლო იყოს სხვა ქვეყნების მაცხოვრებლებისთვის.

ამიტომ COVID-19-ის სახლში მკურნალობა შესაძლებელია. საჭიროა მეტი სითხის მიღება, არ დაივიწყოთ ჭამა, ასევე ცნობიერების დონის შეფასება, სხეულის ტემპერატურის, პულსის, სუნთქვის სიხშირის, არტერიული წნევის, შარდვის სიხშირის გაზომვა. თუ მდგომარეობა გაუარესდება, აუცილებლად აცნობეთ ექიმს, რომელსაც შეუძლია დანიშნოს დამატებითი მედიკამენტები ბაქტერიული გართულებების არსებობის შემთხვევაში.

ამავდროულად, პაციენტს უნდა ჰქონდეს მინიმალური კონტაქტი ადამიანებთან და შინაურ ცხოველებთან, და მათთან კონტაქტისას ატაროს ნიღაბი. როგორ უნდა მოეწყოს ცხოვრება, ამას ჯანდაცვის სამინისტროს სამახსოვროში წაიკითხავთ.

გისურვებთ ჯანმრთელობას, კარგად ყოფნას და ოპტიმიზმს!


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised