среда, 24 апреля 2019 г.

როგორ ხედავს სიღრმისეული ფსიქოლოგია დემოკრატიას? რა სოციალური მითი არსებობს რუსეთში და ვინ არის ქვეყნის ლიდერი?

როგორ ხედავს სიღრმისეული ფსიქოლოგია დემოკრატიას? რა სოციალური მითი არსებობს რუსეთში და ვინ არის ქვეყნის ლიდერი?
            დასაწყისშივე აღვნიშნავთ, რომ, ერთის მხრივ, ჩვენ ვისაუბრებთ სიღრმისეული ფსიქოლოგიის ენაზე, რომელიც ზედმიწევნით არ უნდა იყოს გაგებული. მეორეს მხრივ, ფსიქოანალიზი, რომელიც შეისწავლის არაცნობიერს, რა თქმა უნდა, ბავშვის ენაზე მეტყველებს. ბავშვი კი, თავის მხრივ, ყველაფერს ასე აღიქვამს - ზედმიწევნით, დამაჯერებლად, ხშირად ყველაფერი თავისი სხეულის ენაზე გადააქვს. ამაში არაფერია სამარცხვინო და ცუდი, ეს ახასიათებს ყველა ადამიანის არაცნობიერს (ანუ, პრიმიტიულს, ცხოველურს და ბავშვურს). თითქმის ყველაფერი, რაც ცნობიერია, ფსიქოანალიზის მიხედვით, ჩვენი არაცნობიერის ვნებათა მღელვარე ოკეანის მხოლოდ რთული „ყინულის ქერქია“.
          1920-იან წლებში ზიგმუნდ ფროიდმა შექმნა საზოგადოების პოლიტიკური წყობილების ძირითადი კონცეფცია, რომლის არსი შეიძლება შემდეგი სახით გამოიხატოს: პოლიტიკა არის პროექციის ფორმა საკუთარი ოჯახური რომანის მიღმა (ანუ, მარტივად რომ ითქვას, მისი ბავშვურ-მშობლიური ოჯახის - NS), ხოლო  პოლიტიკური ურთიერთობები აგებულია ოჯახის ილუზიაზე.
          პოლიტიკურ წყობილებას საფუძვლად უდევს სამი კატეგორიის სოციალური მითი.
           ნაციონალური მითი (მის შესაბამისად არაბული სამყაროს მრავალი ქვეყანა ცხოვრობს, რადიკალურად განწყობილი ისლამური სახელმწიფოები, კავკასია). ასეთ საზოგადოებაში გამეორებულია ჩვილისა და დედის სიმბიოზის სიტუაცია (განვითარების ყველაზე ადრეული ეტაპი, შეესაბამება ერთი წლის ასაკს). ასეთი საზოგადოების მთავარი იდეაა - ადამიანს არ შეუძლია მის გარეშე არსებობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ის უბრალოდ დასაღუპავად იქნება განწირული.
           იმპერიული მითი (რუსეთი). შეესაბამება ჩვილის დედისგან გამოყოფის ეტაპს (სავარაუდო ასაკი - ერთი წლიდან და ზევით; უფრო დეტალურად ბავშვის განვითარების ეტაპების შესახებ შეიძლება წაიკითხოთ უნგრელი ფსიქიატრის მარგარეტ მაჰლერის შრომებში - NS). ასეთ საზოგადოებაში  უკვე შესაძლებელია სხვადასხვა ერის თანაარსებობა. მთავარი თავისებურებაა - ექსპანსია, სახელმწიფოს გავლენის ზონის გაფართოება. როგორც დედისგან გამოყოფის სიმბოლური ნაბიჯი შეიძლება განიხილებოდეს მეტროპოლიების წარმოშობა და ახალი მიწების მიერთება, როგორც გარკვეული „გამოსყიდვის საჩუქარი“ ამ გადადგმული ნაბიჯის გამო.
           დემოკრატიული მითი. შეიძლება ოედიპოსის სიტუაციასთან  პარალელის გავლება (ე.წ. განვითარების ედიპალური ეტაპი - უფრო გვიანი და მოწიფული  ბავშვის განვითარების უკვე ჩამოთვლილ ეტაპებთან შედარებით, დაახლოებით შეესაბამება სამი წლის ასაკს და ზევით). თავად არჩევანი (რომელიც ქვეყნებში, სადაც დომინირებს დემოკრატიული მითი, რელუარი  და არა ნომინალური პროცედურაა) სიმბოლიზირებს „მშობლის“ არჩევის შესაძლებლობას, რაც მშობლის "ბატონობისგან" თავისუფლების ილუზიას იძლევა. (სიღრმისეულ ფსიქოლოგიურ დონეზე ნებისმიერი ქვეყნის ლიდერი აღიქმება, როგორც მშობელი). სხვათა შორის, მასზე შეიძლება როგორც ყველაზე თბილი გრძნობების გადატანა, რომლებსაც განვიცდიდით, ვთქვათ, საკუთარი მამის მიმართ, ასევე ნეგატიურის, რომლებიც ადამიანთა უმრავლესობიდან თავის დროზე წარმატებით აღმოიფხვრა და გადატანილი იქნა სახელმწიფო ლიდერზე, სამართალდამცავ ორგანოებსა და ა.შ.  ამავდროულად, ქვეყნის მეთაურს შეუძლია ქვეყნის როგორც „ცუდად“, ასევე „კარგად“ მართვა - არაცნობიერისთვის უმეტესწილად, ამას არ აქვს დიდი მნიშვნელობა, ან აქვს, მაგრამ არა გადამწყვეტი). დემოკრატია მუდმივი ბრძოლაა.
        დემოკრატიას სამი დამახასიათებელი თვისება აქვს. პირველ რიგში, ის ანადგურდებს სოციალური სტრატიფიკაციის სისტემას და ბუნდოვანს ხდის მმართველ ელიტას, ართმევს მას მშობლის სტატუსის ქარიზმატულ საფუძველს. მეორეც, დემოკრატია არის როგორც იმპერიულის, ასევე ნაციონალური მითის ალტერნატიული. მესამე თვისება ისაა, რომ დემოკრატია იწვევს მოსახლეობის ინფანტილურობას არჩევნებზე მასების წარმოქმნის გზით.
           იმპერიულიდან დემოკრატიულ მითზე გადასვლის პერიოდში, ეს უკანასკნელი არ არის მიზეზი, არამედ სოციალური კრიზისის ინდიკატორია. ის ასევე იძლევა ახალი ელიტის შექმნის საშუალებას, მასების ბელადისგან ფსიქოლოგიური ჩამოშორების სიტუაციის  შექმნით ის დაიცავს ადამიანებს სოციალური მოდელების შეცვლის შოკისგან.
             მიუხედავად იმისა, რომ მრავალი ქვეყნის განვითარების დონე შეიძლება იყოს „კლასიფიცირებული“ ზემოთ მოცემული სქემის მიხედვით, ეს ყოველთვის არ ნიშნავს ერთი სახელმწიფოს „ჩამორჩენილობას“ და სხვა სახელმწიფოს „მოწიფულობას“. ხშირად „ტრადიციები“ (ამ შემთხვევაში, სოციალური მითი), მაგალითად, დგას საზოგადოების განვითარების მაღალტექნოლოგიური დონის გვერდით. მართალია, ტრადიციების ფუნქცია ამ დროს უკვე აღარ ატარებს გადამწყვეტ ხასიათს და ხდება მხოლოდ რაღაც სიმბოლური ფსიქოლოგიურად "მოწიფული" ერისა და ქვეყნის (იაპონია, შვედეთი) ფონზე.














Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised