среда, 24 апреля 2019 г.

საკმეველი როგორც რეალური ნარკოტიკი

საკმეველი როგორც ნამდვილი ნარკოტიკი 
როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, მრევლზე ზემოქმედების ეფექტი არ აიხსნება მხოლოდ ერთიანობის სულისკვეთებით და ქადაგების ზემოქმედების ძალით. მაგალითად, თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტების შედეგად გამოვლინდა, რომ საკმეველი საკმაოდ ძლიერი ფსიქოაქტიური ნივთიერებაა.
კიდევ ერთ ცნობილ, თუმცა არასარწმუნო და არდადასტურებულ ეფექტს მიეკუთვნება მცირე ბაქტერიციდული ქმედება, რომელიც დამახასიათებელია ბევრი მცენარეული ფისისთვის. უარყოფით ეფექტებს შორის შესაძლო სუსტი კანცეროგენური ქმედებაა, რის გამოც ევროპელმა პოლიტიკოსებმა ეკლესიაში მსახურების დროს საკმევლის გამოყენების აკრძალვის საკითხის განხილვაც კი დაიწყეს.
თავისი ჰიპოთეზის დასამტკიცებლად მეცნიერებმა გამოიყვანეს თაგვების ჯიში. მათი გენების TRPV3  მოქმედება, რომლებიც რეაგირებენ საკმეველში შემავალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებაზე - ინცენსოლის აცეტატზე, მთლიანად იყო დახშული. ჩვეულებრივი თაგვებისგან განსხვავებით, დაბოლება მათზე ზემოქმედებას არ ახდენდა. ამავე დროს ჩვეულებრივი თაგვები მნიშვნელოვნად და, რაც მთავარია, ერთნაირად იცვლიდნენ ქცევას არა მხოლოდ საკმევლის, არამედ ხსენებული აქტიური ნივთიერების კვამლზე.
საკმეველი არის ნარტკოტიკი, რომელიც გამოიყენება საეკლესიო მსახურების დროს მრევლის რელიგიურ ტრანსში (ნარკოტიკულ ჰიპნოზში) შეყვანის, ნებისყოფის და ლოგიკური აზროვნების ჩახშობის მიზნით, რაც უძველესი დროიდან გამოიყენებოდა ხალხის რელიგიური ფსიქოპროგრამირებისათვის (ზომბირებისთვის), იწვევს მცირე ნარკოტიკულ ეიფორიას და დამოკიდებულებას. როგორც ნებისმიერი მსუბუქი ნარკოტიკი, ხელს უწყობს უფრო ძლიერ ნარკოტიკებზე გადასვლას, როგორიცაა ალკოჰოლი, ნიკოტინი, ჰეროინი, კოკაინი და სხვ. ამ ნარკოტიკის ზემოქმედების ქვეშ ადამიანი ადვილად მართვადი ხდება: იზრდება შთაგონებადობა, როდესაც ადამიანი ადეკვატურად აღარ აღიქვამს რეალობას და ილუზიურ მდგომარეობაშია, რის შემდეგაც იწყებს რელიგიური სისულელის ლაპარაკს.
Bosnesia-ს საკმეველი Boswellia-ს გვარისაა, ბურსერსებრთა  ოჯახის (Burseraceae) - Boswellia sacra, Boswellia carterii და სხვ. გამომშრალი წვენი, ფისი (გუმფისი) მრავალი მცენარისა, რომლებიც იზრდება აღმოსავლეთ აფრიკაში, იემენში, სომალიში. საკმევლის შესაგროვებლად, თებერვალში ან მარტში, ხეზე აკეთებენ ნასერს, საიდანაც ფისი მუდმივად მოედინება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში და ფარავს ხის მთელ ტანს, სანამ, საბოლოოდ, ჭრილობა არ დაიფარება გამხმარი ფისით. შემდეგ გამხმარ ფისს აგროვებენ ხეზე და მიწაზე და ნედლეულს ახარისხებენ ორ ნაწილად: საუკეთესო საკმეველსა - Olibanum electum და ჩვეულებრივზე - Olibanum in sortis. საკმევლის კვამლი შეიცავს ქიმიურ ნივთიერებას - ინცენსოლის აცეტატს, რომელიც ადამიანებზე ნარკოტიკულ ზემოქმედებას ახდენს.
ბევრი მართლმადიდებელი განსაკუთრებით აფასებს ე.წ. „ათონის საკმეველს“. სუვენირების სტანდარტულ ყუთში შეფუთული ასანთის კოლოფის ოდენა საკმეველი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სუვენირია, რომელიც მართლმადიდებელ მომლოცველებს ჩამოაქვთ ათონიდან.
მაგრამ ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ ყველაზე ძვირადღირებულ დახვეწილ „სასაჩუქრო“ ჯიშს საგანგებოდ ამატებენ კანაბინოიდებს (ტერპენფენოლური ნაერთების ჯგუფს, რომელიც 2-ჩანაცვლებული 5-ამილრეზორცინის წარმოებულია). ბუნებაში, ისინი გვხვდება კანაფისებრ (Cannabaceae) მცენარეთა ოჯახში, რომლებიც ჰაშიშსა და მარიხუანაში შემავალი აქტიური ნივთიერებებია.
გასაკვირი არ არის, როცა ამბობენ, რომ ათონში გამგზავრება აძლიერებს რწმენას ... ხოლო მას, ვინც იქ იმყოფებოდა, მთელი თავისი სიცოცხლე გააჩნდა იქ წასვლის სურვილი ...
ასეთი სპეციალური დანამატები არ აქვს იაფ საკმეველს, რომელსაც ყოველდღიურად იყენებენ. მაგრამ „დაუმუხტავი“ საკმეველიც კი შეიცავს ბუნებრივ ნარკოტიკულ კომპონენტებს, თუმცა მცირე რაოდენობით.
კანაბინოიდებს მაშინვე არ ეჩვევიან. საჭიროა გარკვეული დრო. ამიტომ ათონში მოგზაურობისას მიღებული შთაბეჭდილებების გზით შეიძლება გაეკლესიერებული ადამიანის არაგაეკლესიურისგან ადვილად გამორჩევა. გაეკლესიერებული ადამიანები (რომლებიც უკვე მიეჩვივნენ საკმეველს), რასაკვირველია, ათონის საკმევლის განსაკუთრებულ მადლზე მიუთითებენ, ხოლო  არაგაეკლესიერებულები ამ თავისებურებას ვერ ამჩნევენ.
ბევრისთვის ცნობილია გამონათქვამი: „ეკლესიის თაგვივით ღარიბია“ ან „ეკლესიის თაგვივით მშიერია“.
ამ შედარებებს ცნობილი ფაქტი უდევს საფუძვლად: ეკლესიაში მცხოვრები თაგვები არ ტოვებენ შენობას დაუძლურების ფასადაც კი ... ეკლესია თაგვის საჭმლით უზრუნველსაყოფად მეტად ღარიბია, ვიდრე ნებისმიერი ახლომდებარე საცხოვრებელი სახლი, მაგრამ ეკლესიის თაგვები ამ სახლებში თითქმის არ მიდიან, და თუ მიდიან, როგორც წესი, არიან გამხდრები, ყველაფერს ჭამენ, რასაც მოძებნიან, და ისევ ეკლესიისკენ გარბიან ...
ცნობილი ექიმი პარაცელსი ჯერ კიდევ 550 წლის წინ წერდა: „ ... საკმევლის სუნს ავი სულების უფრო მოზიდვა შეუძლია, ვიდრე მათი განდევნა. რადგან მათთვის ის არის მიმზიდველი, რაც გრძნობებისთვისაა სასიამოვნო, და თუ ჩვენ გვსურს თავი დავაღწიოთ მათ, უფრო მიზანშეწონილია ამ მიზნით არომატული ნივთიერებების გამოყენება, რომლებიც დააფრთხობს მათ. ყველა ბოროტი სულის წინააღმდეგ განსაკუთრებით ქმედითია ნება-სურვილია“.
ნებისმიერი რელიგია სუსტების ნუგეშისცემაა. ემსახურება სულმდაბალი და სუსტი ნებისყოფის მქონე ადამიანების ზომბირებას. განსაკუთრებით გამოირჩევა  მართლმადიდებლობა: შთამბეჭდავი ოქროს გუმბათიანი ტაძრები, შიგნით მოოქროვილი მოკაზმულობით, საგალობლებით, საკმევლის კმევით, ანთებული სანთლებით, „წმიდა“ ხატებით და „ნაკურთხი“ წყლით. მთავარი ამოცანაა ადამიანის ზომბირება და გასულელება. ეკლესია ყოველთვის ლოიალურია ხელისუფლების მიმართ და ყველაფერში მხარს უჭერს მას. იესო ქრისტეს ამაოდ არ უთქვამს,  რომ ლოცვა ყოველთვის მხოლოდ საიდუმლოდ უნდა მიმდინარეობდეს, კარის მოხურვით.
 სამკურნალო და არომატულ მცენარეთა სრულიად რუსეთის ინსტიტუტის სპეციალისტების მრავალწლიანი კვლევა, რომელიც ეძღვნება Boswellia-ს გვარის აღმოსავლეთ აფრიკის მცენარეთა გუმფისის ფსიქოაქტიური მოქმედების შესწავლას, შეიძლება საიდუმლოდ გრიფირების საფრთხის ქვეშ აღმოჩნდეს.
 საქმე ისაა, რომ სამკურნალო და არომატულ მცენარეთა სრულიად რუსეთის ინსტიტუტის სპეციალისტებმა მოახერხეს და წინ გაუსწრეს ჯონ ჰოპკინსის სახელობის ამერიკული უნივერსიტეტის და იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფს, რომელსაც ხელმძღვანელობდა დოქტორი რაფაელ მეშულა. ისრაელისა და ამერიკის მეცნიერთა ჯგუფი ერთობლივად შეისწავლიდა წმინდა ბოსველიის და კარტერის ბოსველიის აქტიურ კომპონენტებს, რომელსაც ასევე „საკმევლის ხეს“ უწოდებდნენ. კერძოდ, ამ ჯგუფის მიერ აღმოჩენილი იქნა, რომ ამ მცენარეთა გუმფისის ძირითად აქტიურ კომპონენტს წარმოადგენს ინცენსოლის აცეტატი,  რომელიც საკმევლის კვამლის შემადგენელი ნაწილია.
ადამიანის ორგანიზმთან შესადარებელი მოდელის შექმნის სირთულის გამო, ადამიანის ფსიქიკაზე საკმეველის აქტიური ნივთიერების ზემოქმედების დეტალების შესწავლა დიდი ხნის განმავლობაში შეუძლებლად იყო მიჩნეული.
 მაგრამ გამოყენებითი ბოტანიკის აკადემიის მაცნეს მონაცემების თანახმად, სამკურნალო და არომატულ მცენარეთა სრულიად რუსეთის ინსტიტუტის კვლევითმა ჯგუფმა შეისწავლა უცხოელი კოლეგების მიერ მიღებული მონაცემები, და თითქმის შემთხვევით, პრობლემა ახალ მეცნიერულ დონეზე გაიყვანა. შემჩნეულ იქნა ქცევითი პატერნების შეცვლა იმ ადამიანებს შორის, რომლებიც რეგულარულად ესწრებიან ღვთისმსახურებას რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიებში.
მკვლევარებმა ჯანმრთელობისთვის დიდი რისკის ფასად მოახერხეს საკმევლის ნიმუშების მიღება თავისი მადლით ცნობილი მოსკოვის ეპარქიის მაცხოვრის ტაძრიდან.
გაირკვა, რომ გუმფისის (საკმევლის) ძირითადი ბიოლოგიურად აქტიური კომპონენტების დაბალმოლეკულური წარმოებულები შეიძლება აღმოჩენილ იქნას ღვთისმსახურების მონაწილეთა შარდში მაღალეფექტური თხევადი ქრომატოგრაფიის მეთოდის გამოყენებით (HPLC).
კვლევის შედეგი იმდენად გასაოცარი აღმოჩნდა, რომ მკვლევარებმა რამდენჯერმე გაიომეორეს კვლევა: მრევლს შარდში აღმოაჩნდა არა მარტო ინტენსოლის აცეტატის მაღალი შემცველობა, არამედ ტეტრაჰიდროკანაბიოლისა, რომელიც მარიხუანას მთავარი ფსიქოაქტიური ნივთიერებაა და ნორმალურ პირობებში არ შეინიშნება არც შარდში და არც საკმეველში.
 კვლევის ფსიქიატრიულმა ნაწილმა გამოავლინა მაღალი კორელაციური კავშირი პაციენტების მიერ ეკლესიებში ღვთისმსახურების დასწრების, შარდის ფსიქოაქტიური კომპონენტების კონცენტრაციის და ფსიქიკური აშლილობის კრეტინიზმის კლინიკური ნიშნების გამოხატვის  სიხშირეს შორის.
პაციენტები რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში საკვლევი საკმევლის გამოყენების დასაწყისში განიცდიდნენ ინცენსოლის მიერ გამოწვეულ მწვავე ჰალუცინატორული ინტოქსიკაციის ნიშნებს, რომელიც სწრაფად ქრებოდა:
 მათ შეეძლოთ „უზენაეს ძალებთან“ ურთიერთობა, ისინი ხედავდნენ „ზეციურ მამას, ძეს და წმიდა სულს“, ყველა საგნის ზედაპირი „ოქროს მტვრით დაფარული“ ეჩვენებოდათ, ხოლო „წმიდა საჩუქრები“ წარმოუდგებოდათ უცნობი წარმოშობის ხორცის სახით, რომელსაც, მიუხედავად ამისა, ხალისიანად შეექცეოდნენ, აყოლებდნენ მას სამსხვერპლო სისხლს მორიგე მღვდელმსახურის  მითითებით.
ღვთისმსახურების დასკვნით ნაწილში პაციენტები მთლიანად კარგავდნენ მომხდარის კრიტიკის უნარს, ადვილად ემორჩილებოდნენ შთაგონებას, ძალიან სწრაფად გამოხატავდნენ ემოციებს, თავშეუკავებელ სიცილს; დაფიქსირდა მოტორული აგზნება: სიმღერის, ცეკვის, მოთქმის, კოცნის სურვილი. პაციენტებს ეჩვენებოდათ, რომ ყველა დამსწრე ადამიანები ძმები იყვნენ.
ხანგრძლივი კვლევების დროს შესწავლილი ჯგუფის პაციენტებს გამოუვლინდა ინფორმაციის ათვისების მოთხოვნილების შემცირება, მათი ფსიქიკური განვითარება წყდებოდა ინფანტილურობის  ფაზაში. ასევე მათ, ვინც მუდმივად ისუნთქავდა საკმეველს, აღენიშნებოდათ სექსუალური ცხოვრების მიმართ სრული ინტერესის დაკარგვა, სექსის თემაზე საუბრის ყველა მცდელობა მათში იწვევდა გაღიზიანებას, გაუგებლობას, აზრებს ცოდვის შესახებ.
სექსუალურ თემაზე დისკუსიის დროს ერთადერთი მისაღები თემა იყო „ღმერთთან კავშირი“, ან, უკიდურეს შემთხვევაში, წმინდა მამასთან.
ამასთანავე, თავისთვის პაციენტები ყოველთვის ირჩევდნენ რეცეფციულ, პასიურ როლს წარმოსახვითი სქესობრივი კონტაქტის დროს.
საინტერესო ისაა, რომ თუ ინცენსოლის აცეტატის განსაზღვრული დონე, რომელიც პასუხისმგებელია პაციენტებში ჰალუცინატორული აშლილობის გამოწვევაზე, ნარჩუნდებოდა რამდენიმე საათის განმავლობაში, ტეტრაკანაბიოლის აღმოჩენა ყველა დაკვირვებულ შემთხვევაში შეიძლებიდა ღვთისმსახურებაზე დასწრებიდან 4 და 6 კვირის შემდეგაც.
ფსიქიკური აშლილობის კლინიკური სურათი იმ ადამიანებში, ვინც საკმეველი ისუნთქა, ისე იყე გამოხატული და ისე დიდხანს ვლინდებოდა, რომ ამ ფარმაკოლოგიური ეფექტით არ შეიძლებოდა არ დაინტერესებულიყვნენ სათანადო სახელმწიფო სტრუქტურები. სამკურნალო და არომატულ მცენარეთა სრულიად რუსეთის ინსტიტუტში მიიღეს მკაცრი წერილი ზევით მიღებული გადაწყვეტილებით კვლევის გადატანის შესახებ პირველი განყოფილების უწყებაში და მიღებული მონაცემების პუბლიკაციის აკრძალვის მითითებით.
ორიოდე სადოქტორო და ათეულობით საკანდიდატო დისერტაციის დაცვა პრაქტიკულად საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა, რადგან „დახურული დაცვის რეჟიმი“ ასპირანტებისთვის ნიშნავდა საერთაშორისო დავიწყებას და უცნობლობას.
„შეიძლება მარქსი არც ისე ცდებოდა, როდესაც რელიგიას ხალხისთვის ოპიუმს უწოდებდა: მორფინი მიიღეს ყაყაჩოდან, კანაბიოიდები - მარიხუანიდან, ხოლო ლსდ - სოკოდან. თითოეული მათგანი გამოიყენებოდა გარკვეულ რელიგიურ ცერემონიალში“, - მიიჩნევს „FASEB Journal“-ის მთავარი რედაქტორი ჯერალდ ვაისმანი.
პარაცელსი წერდა: „მე ვფლობ საიდუმლო საშუალებას, რომელსაც „ლადანუმი“დავარქვი და რომელიც აღემატება ყველა სხვა გმირულ საშუალებებს“. მაგრამ საუბარი ხომ ოპიუმს ეხებოდა...
იმისთვის, რომ გამერკვია, რატომ არის ოპიუმი აღწერილი, როგორც „ლადანუმი“, მე მივაშურე ლექსიკონებს და თითქმის მაშინვე მივაგენი განცხადებას, რომ ღვთისმსახურების დროს კმევისათვის საცეხლურში ნაერთის შემადგენლობა ყოველთვის არ ყოფილა ისეთი, როგორიც ამჟამად არის. ამან ძალიან  დამაინტერესა, ხოლო ენციკლოპედიაში მოცემულმა ტექსტებმა განმარტების ნაცვლად ეჭვების ცეცხლზე მხოლოდ ნავთი დაასხა: „თანამედროვე საეკლესიო „საკმეველს“, - აღნიშნავენ სტატიების ავტორები, -  საკმევლის ფისთან ნაკლებად აქვს შეხება“. სხვა განმარტება მოცემული არ არის!
იძულებული გავხდი მარტივიდან დამეწყო - სიტყვების მნიშვნელობიდან და დაწერილობიდან. აი ისიც: „საკმეველი ბოსველიას გვარის მცენარეთა გამომშრალი წვენია ... საუკეთესო საკმეველია - Olibanum electum, ხოლო ჩვეულებრივი - Olibanum in sortis“.
მაშინვე ჩნდება პირველი კითხვა:  რატომ ეწოდება საკმეველს  Olibanum და არა Ladanum? იმიტომ, რომ პარცელსი მართალი იყო, და ლადანუმი (Ladanum, Laudanum, Ledanum, Ladbdanum, La`danon, Lh`danon, Lh^don) სრულიად სხვა რამ არის. ეს არის ტინქტურა, ოპიუმის ნაყენი ალკოჰოლში.
გამახსენდა სტატია ლექსიკონიდან: „თანამედროვე ეკლესიურ საკმეველს  ცოტა რამ აქვს საერთო საკმევლის ფისთან ...“
ეჭვი უფრო მეტად გამძაფრდა, როდესაც ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ სამიდან ერთ-ერთი მოგვი, რომელმაც იესოს ძღვენი მიართვა, გასპარი, ეთიოპელი ყოფილა. საქმე ისაა, რომ ეთიოპიის ქრისტიან რასტამანებისთვის  მსუბუქი ნარკოტიკების მიღება ახლაც რელიგიური რიტუალის განუყოფელი ნაწილია. იესოსაც ის ძღვენი მიართვეს, რაც საჭირო იყო: ოქრო, გუნდრუკი და საკმეველი. ამასთან გუნდრუკი (მური - სურნელოვანი ფისი) არა ნაკლებ საეჭვოა, რადგანაც ცნობილია ორ ფრაქციაში, რომელთაგან ერთ-ერთი (თხევადი, ტინქტურა) საეკლესიო-სლავურზე ითარგმნება, როგორც საკმეველი. ესეც შემთხვევისთვის შესაბამისი ციტატა: „მთელი შენი სამოსი - ვითარცა ზმირინი, ალოე და კასია; სპილოს ძვლის დარბაზებიდან გაგამხიარულებენ შენ“. (ფსალმუნნი, 44, 9).
“გაგამხიარულებენ შენ“...  უკეთესად ვერ იტყვი.
მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ გუნდრუკი (მური) იგივეა, რაც Balsamea Myrrha, ხოლო ბალზამი არის ეგვიპტური ბაბილონის (ელ-მატარიაში, სადაც მარიამმა დაბანა ყრმა იესო) ქრისტიანი ბერების მთავარი (და განსაკუთრებით საიდუმლო) სავაჭრო საქონელი,  მაშინ ყველაფერი ნათელი ხდება. ნათელია, თუ ადრე, ადრეული მუსლიმების მიერ ეგვიპტის ხელში ჩაგდებამდე, ეს „ბალზამი“ ეგვიპტეში ყველგან რატომ იზრდებოდა, ხოლო ხელისუფლების შეცვლის შემდეგ - მხოლოდ სამონასტრო მიწებზე, სადაც უცხო თვალიც კი ვერ გაიჭაჭანებდა. სულთანთა ბრძანებით თამბაქოს მოწევისთვის პირველ ხანებში თავსაც კი ჰკვეთდნენ, სანამ თავადაც არ ჩაებმენ. აქედან გამომდინარე ნათელი ხდება, თუ რატომ შეიძლებოდა თავის დაკარგვა ბაბილონის სულტანატის საზღვრებს გარეთ სასაზღვრო პოსტებზე „ბალზამის“ გადატანის მცდელობისთვის. ნათელია ისიც, თუ რატომ არ აძლევდნენ „ბალზამის“ პლანტაციების მეპატრონეები მისი შეგროვების უფლებას და ახლოსაც არ აკარებდნენ მუსლიმებს იმ საბაბით, რომ ამ მცენარეს ისინი არ უყვარს. გასაგებია, თუ რატომ გაანადგურეს ელ-მატარიაში „ბალზამის კორომი“ 1496-1497 წლების არეულობის დროს, და ნებართვა ამ ბიზნესის აღსადგენად არ გაცემულა.
ილუსტრაციაზე აზიის ალეგორიაა მოცემული. გამოსახულია აფრიკული ჟირაფი და სპილო. რადგან ტოპონიმი „აზია“ უახლეს დრომდე ნილოსის მარჯვენა სანაპიროს ეკუთვნოდა, აქვე უნდა მოიძებნოს აზიაში საცეცხლურში ჩაკმეული ნივთიერების პლანტაციები. ელ-მატარია სწორედ რომ მარჯვენა სანაპიროა.
ელ-მატარიაში ბაბილონის ბალზამის კორომის აღწერილობა არ ემთხვევა ოპიუმის ყაყაჩოს პლანტაციების აღწერილობას. მაგრამ არომატული ფისის გამო ხომ არ ჰკვეთდნენ თავს? თეთრი ლაქები კი ნარკოტიკების ისტორიაში მრავლად არის.  მაგალითად, ერთ-ერთი. პლინიუსს მოყვანილი აქვს ფრაგმენტი დემოკრიტედან მცენარეს thalassaegle ან potamaugis შესახებ. სასმელში სასიამოვნოა, მაგრამ იწვევს ბოდვით მდგომარეობას  უჩვეულო ხასიათის უცნაური ხილვებით. „ეს thaengelis-ი, - მისი თქმით, - იზრდება ლიბანუსის მთაზე სირიაში, დიკტეს მთაგრეხილზე კრიტზე, ასევე ბაბილონში და სუზებში სპარსეთში. მისი ნაყენი ჯადოქრებს ანიჭებს წინასწარმეტყველების უნარს. ანალოგიურია gelotophyllis - ბაქტრიაში და ბორისფენის ფერდობებზე ნაპოვნი მცენარე. მისი მურთან და ღვინოსთან ერთად მიღების დროს ჩნდება სხვადასხვა სახის ვიზუალური გამოსახულებები, რომლებიც იწვევენ ზღვარგადასულ სიცილს“.
საეჭვოდ არის მიჩნეული თავად ტოპონიმი „ლიბანუსი“ - ძალიან ჰგავს სიტყვას Olibanum, რაც ნიშნავს საეკლესიო საკმეველს ღვთისმსახურებისთვის. გარდა ამისა, ის იზრდება ბაბილონში, იწვევს წინასწარმეტყველების უნარს, ხოლო ღვინოში შეზავებული - ზღვარგადასულ სიცილს. შეიძლება, რომ ეს იყოს იგივე იდუმალი „ბალზამი“, რომელიც ელ-მატარიაში იზრდებოდა?
შენიშვნა.
ერთ-ერთი დისკუსიის დროს მე მიმითეს, რომ ლუის-შარდის (Charlton T. Lewis, Charles Short)  ლათინურ ლექსიკონში სიტყვები „ladanum“ ან „ledanum“ ითარგმნება არა როგორც ოპიუმი, არამედ როგორც საკმეველი. ეს არის ის რგოლი, რომლის ნაკლებობა მწვავედ იგრძნობოდა,  და  ნიშნავს ერთ რამეს: რომ საკმეველი ოპიუმია. ახლა ჩვენს წინაშეა დეფინიციების შეცვლის მთელი პროცესი. პირველ რიგში, საკმეველს (ოპიუმს) ეწოდება „ladanum“ ან „ledanum“. შემდეგ ოპიუმის წილობრივი ნაწილი არომატული ზეთების (Olibanum) დამატებით ხარჯზე მცირდება, და საბოლოოდ საცეცხლურში ათავსებენ მხოლოდ Olibanum-ს. სწორედ ასეთი სახით უნდა იყოს ის წარმოდგენილი  ლექსიკონებში. ტერმინი „ladanum“ რჩება მხოლოდ ფარმაცევტულ საქმეში, რაც გონივრულია. მაგრამ ... მთლიანობაში რელიქტების აღმოფხვრა ძნელია: წარსულის ცოცხალ ენაში (ლუისსა და შორტთან) საკმეველი დარჩა ის, რაც თავდაპირველად იყო.
მოვიყვანთ ამონარიდს ლექსიკონის სტატიიდან: „ქრისტიანობამ მნიშვნელოვნად გაზარდა საკმევლის ბაზარი, თუმცა თანამედროვე რიტუალებში ძირითადად იყენებენ შემცვლელებს. ევროპულ ქვეყნებში უკვე დადგა რელიგიურ ცერემონიებში ბავშვების მონაწილეობის შეზღუდვის საკითხი, სადაც აქტიურად იყენებენ საკმეველს, რადგან არსებობს მათი კანცეროგენური ეფექტის ეჭვი“.
         რა თქმა უნდა, გონივრული ზომებია. XVIII საუკუნეში ბავშვებზე ასე არ ზრუნავდნენ; როგორც ქრონიკიორები წერენ, ევროპის გზებზე ჰაშიშის მომხმარებელი მოზარდები [41] დაეხეტებოდნენ, რომლებიც შეშინებულ სოფლის მოსახლეობას აღუწერდნენ მათ გონებაში შექმნილი განკითხვის დღის სურათებს. ნარკოტიკულ ხილვას თან ახლდა ანტიერეტიკული ისტერია, ბებიაქალების კოცონზე დაწვა და ანტისემიტური დარბევები. საკითხი, თუ ვინ აწვდიდა ფანატიკოს მოზარდებს ჰაშიშს, ღიად რჩება. ზოგიერთ წყაროში მითითებულია, რომ თავად ერეტიკოსები აწოდებდნენ. თუმცა, სამატიანო მტკიცებულებების საფუძველზე შექმნილი კრებული სხვა რამეზე მოწმობს. აი ისიც.
1. ასასინები, რომლებიც შიშის ქვეშ ამყოფებდნენ მთელ ევროპას, ნარკომანები იყვნენ და ხარკს უხდიდნენ ტამპლიერებს და ჰისპიტალიერებს, რომლებსაც ხელთ მთავარი რამ ჰქონდათ - „ყაყაჩოს წვენი“.
2. ჰოსპიტალიერები და ტამპლიერები უძლიერესი პოლიტიკური მოთამაშეები იყვნენ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში. მათი მემკვიდრეები, იეზუიტები, როგორც არავინ, ცნობილი იყვნენ პოლიტიკური მკვლელობებით.
3. ასასინების მიერ ჩადენილ პოლიტიკურ მკვლელობებს, როგორც წესი, თან ახლდა განურჩევლად ყველა უცხოტომელთა დარბევა.
4. უფრო ხშირად არბევდნენ ებრაელებს, რომლებსაც ამ გზით მთლიანად უკეტავდნენ გზას მედიცინასა და ფარმაკოლოგიაში - ჰოსპიტალიერთა ინტერესების სფეროში.
5. ასასინები სთხოვდნენ თავის სენიორებს (ჰოსპიტალიერებს და ტამპლიერებს)  გაქრისტიანებას, მაგრამ მათი დესპანი მუხანათურად მოკლეს, მოლაპარაკებები ჩაიშალა და მკვლელი-ასასინები მასების გონებაში უცხოტომელებად დარჩნენ.
  როგორც ხედავთ, მეტად შთამბეჭდავია. ალბათ, ტამპლიერებისა და ჰოსპიტალიერების წარმოუდგენელი ძალაუფლების სხვა ვერსიებს შეიძლება ვამჯობინოთ უფრო რეალისტური: მათ ხელში იყო ნარკოტრაფიკი ევროპაში ეგვიპტედან და მცირე აზიიდან. ახლა პასუხი კითხვაზე, თუ ვინ აწვდიდა ნარკოტიკებს ბავშვებს, სრულიად გამჭვირვალე ხდება. ზოგადად კი, ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მყოფი ბავშვების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების შესახებ ბევრი დამადასტურებელი საბუთი არსებობს; ევროპის ისტორიაში ეს ფაქტი აღწერილია მინიმუმ ოთხჯერ: 1212 წელს (ბავშვების ჯვაროსნული ლაშქრობა), 1251 წელს (პატარა მწყემსების მოძრაობა), 1320 წელს (ასევე პატარა მწყემსების მოძრაობა) და 1707-1720 წლებში.
  ჯვაროსნული ლაშქრობა დაიწყო საფრანგეთში, ვანდომის პროვინციაში. ბავშვებს ლაშქრობაში მონაწილეობისკენ მიუწევდათ გული, ისინი არ უსმენდნენ მშობლების არგუმენტებს, ერთმანეთს საცეცხლურს აბოლებდნენ (ქრონიკიორები ამის შესახებ პირდაპირ წერდნენ) და სულ უფრო მეტად სჯეროდათ, რომ მათ შეუძლიათ სასწაულის მოხდენა. როდესაც ზოგიერთი ბავშვი დაბრუნდა (გოგონები ფეხმძიმედ იყვნენ) და მათ ჰკითხეს იერუსალიმში წასვლის მიზეზი, პასუხი ასეთი იყო: ჩვენ არ ვიცით.
    პაპს ბავშვების ჯვაროსნული ლაშქრობა ძალიან მოეწონა. უცოდველ ბავშვთა ლაშქრობის იდეური ლოზუნგების, ხმაურიანი დარბევების თანხლებით და ლატერანული კრების ნებართვით ახალი კანონები იქნა მიღებული, რომელთა თანახმად  ებრაელი ფარმაცევტები გეტოში აღმოჩნდნენ, ხოლო ფარმაცევტიკა მთლიანად  სხვებმა ჩაიგდეს ხელთ. მაგრამ ლაშქრობის შედეგებზე, კერძოდ,  ბავშვების ნაწილის მონობაში გაყიდვაზე, პასუხისმგებელი გახადეს ვინმე ნიკოლაი ქალაქ კიოლნიდან. „ტაუ“ ასოს ჯვრის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მაგისტრი ნიკოლაი კოპტი, ანუ მართლმადიდებელი ეგვიპტელი ბერძენი ყოფილა. ქალაქ კიოლნის არქივებში ნიკოლაის შესახებ არავითარი ცნობა არ არსებობს, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს: დამნაშავე უკვე მოიძებნა, და ის უცხოელი ერეტიკოსი გახდა.

პატარა მწყემსების მოძრაობა 1251 წელს
    პატარა მწყემსების მოძრაობაში დამნაშავედ კი 60 წლის უნგრელი მიიჩნიეს. აღნიშნულ მოვლენებამდე 40 წლით ადრე (ანუ 1212 წელს) ამ უნგრელს უკვე წაუყვანია ბავშვები (კოპტ ნიკოლაისთან ერთად) ბაბილონის მონობაში. თუმცა არ არის ნათელი, რატომ არ დასაჯეს ის. უნგრელი არავის დამალვია, ხოლო ორლეანსა და ბურჟეში იმით გაითქვა სახელი, რომ წვავდა წიგნებს და ართმევდა ებრაელებს ქონებას. მოტივები, რომლითაც მოზარდებმა მიატოვეს ოჯახები და გაემართნენ სხვების გასანადგურებლად და მოსაკლავად, ასევე გაურკვეველია, თუმცა ცნობილია, რომ მოძრაობა კარგად იყო ორგანიზებული, და უნგრელის გარდა, მათ ჰყავდათ ანონიმურ მქადაგებელთა მთელი სტრუქტურა ეკლესიის ყველა ატრიბუტიკის დაცვით. პაპმა ისარგებლა სიტუაციით და დაუყოვნებლივ, კერძოდ, ქრისტიანებს, აუკრძალა ებრაელებთან წამლების ყიდვა.
   თუმცა, მშობლებმა სიტუაცია თავისებურად შეაფასეს: მაგისტრი, რომელმაც ბავშვებს თავგზა აუბნია, დაიჭირეს და მოკლეს, ხოლო დომინიკელმა ინკვიზიტორმა რობერტ დე ბუგრმა მწყემსების ქმედებები დანაშაულებრივად მიიჩნია და მათი დაჭერა დაიწყო, ხოლო მათ, ვინც სრულწლოვანებას მიაღწია, პასუხისგებაში აძლევდა. შედეგად, ინკვიზიტორი დასაჯეს სამსახურებრივი ხაზით, ეკლესიის ისტორიკოსები კი მას "ცრუ ძმას" უწოდებენ.

პატარა მწყემსების მოძრაობა 1320 წელს
1320 წელს პატარა მწყემსებმა კვლავ მოაწყვეს ლაშქრობა. ისინი გაემგზავრენ აკვიტანიაში, სადაც კვლავ დაიწყეს ებრაელებზე თავდასხმა და რამდენიმე ოჯახიც კი გამოწვეს კოშკში - ზუსტად ისე, როგორც ეს 70 წლის წინ მოხდა. მაშინვე გახსნეს კეთროვანთა შეთქმულება. როგორც გაირკვა, კეთროვანებს სურდათ ყველა ჭის, საძოვრის და მდინარის მოწამვლა და ამით ყველა ქრისტიანის განადგურება. შემსრულებლები ებრაელებმა (ალბათ, ფარმაცევტებმა) დაიქირავეს, რომლებიც, თავის მხრივ, მუსლიმებმა დაიქირავეს გრანადაში.

ჯვაროსნული ლაშქრობების მნიშვნელობა
 არსებობს საკმარისი მტკიცებულებები, რომ ჯვაროსნები ძირითადად „ყაყაჩოს წვენით“ იყვნენ დაინტერესებული, და ამის გამო მათი დადანაშაულება არ ღირს. იმ დროს ერთადერთი ტკივილგამაყუჩებელის გარეშე ბრძოლა რთული იყო. ეგვიპტეში ისლამური გადატრიალების შედეგად მთელი ოპიუმი მიუწვდომელი გახდა. დიახ, კარლოს დიდმა აიძულა თავისი ქვეშევრდომები მოეყვანათ ყაყაჩო, მაგრამ ევროპაში ისეთივე ოპიუმის მოყვანა, როგორც თურქეთსა და ეგვიპტეში, შეუძლებელი იყო. ამიტომ, თუ ქრონიკების კომენტარებს დავეყდრნობით, ჩვენთვის ნათელი გახდება, რომ მთავარი საქონელი, რომელიც ჯვაროსნებს აღმოსავლეთიდან შემოქონდათ, ოპიუმი იყო.
კიდევ ერთი გარემოებაა - ფული. ბაბილონის და კონსტანტინოპოლის დაცემა  და ხელისუფლების შეცვლა თურქეთსა და ეგვიპტეში ნიშნავდა, რომ ზემოგება უკვე სხვის ჯიბეებში დარჩებოდა: არა ვენეციაში, არამედ სტამბოლში, არა რომში, არამედ კაიროში. ხოლო რამდენი ფული დაიხარჯებოდა ოპიუმის ვაჭრობის დაკარგვის შედეგად, წარმოდგენაც კი ძნელია. მაგალითად, ჩინეთს ოპიუმის ყოველი ომის წინ სტაბილური მინუსი ჰქონდა ვერცხლთან მიმართებაში: ქვეშევრდომები ყველაფერს ოპიუმში ხარჯავდნენ. იგივე ხდებოდა, ჩემი აზრით, ალბათ, ევროპაშიც. ერთია საკუთარი ქვეშევრდომების ტაძრებში დაბოლება და უფრო მეტი ძალაუფლების მიღება (სეკულარიზაციის დაწყებამდე ეკლესია ფლობდა ევროპის ქონების მესამედს), და მეორე ჩინეთის მდგომარეობაში აღმოჩენა და მთელი ვერცხლის შუამავლებისთვის მიცემა. ევროპამ მოძებნა თავისი გზა - აფრიკისა და ინდოეთის შემოვლით - არა ეთიოპიაში, არამედ აღმოსავლეთ ინდოეთში. ყაყაჩო იქ თავისი ჰქონდათ.
შენიშვნა. ინდოეთში ინგლისელების განმტკიცების პერიოდს (1765-1776) მკაცრად დაემთხვა იეზუიტთა გასახლება, ინდოეთიდან, პირველ რიგში. ტამპლიერების შემდეგ ყველაზე მდიდარი ორდენის (1773) ლიკვიდაციის შემდეგ ბენგალიის ბრიტანეთის გენერალ-გუბერნატორი შევიდა ქალაქ პატნაში, გაანადგურა მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ნარკოვაჭრობის სინდიკატი და დაამყარა აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიის მონოპოლია ბენგალური ოპიუმის ვაჭრობაზე. თანამედროვე რუსული ენით რომ ვთქვათ, ახალი „კრიშა“ დაუწესა ნარკოტრაფიკს.
ნაწყვეტი წიგნიდან: ა.გ. სტეპანენკო. „ისტორია აღარ არსებობს: ყველაზე დიდი ისტორიული გაყალბებები“

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised