понедельник, 18 февраля 2019 г.

წიგნები რეცენზიები რეკომენდაციები. ფსიქოლოგია, ფსიქიატრია . სოციოლოგია, ფილოსოფია . ნარცისიზმი, ფსიქოპატია

წიგნები რეცენზიები  რეკომენდაციები. ფსიქოლოგია, ფსიქიატრია . სოციოლოგია, ფილოსოფია . ნარცისიზმი, ფსიქოპათია






ჯოჯოხეთური ქსელი. როგორ გადავრჩეთ ნარცისიზმის სამყაროში სენდი ჰოჩქისი


სხეულით ნაამბობი ისტორიები აუთენტური მოძრაობის პრაქტიკა ალექსანდრე გირშონი


რელიგიურ-მისტიკური განცდებით გამოწვეული ფსიქიკური აშლილობები: მოკლე სახელმძღვანელო ექიმებისათვის ვლადიმერ პაშკოვსკი



პიროვნების ფსიქოლოგიური სივრცე ნარცისიზმის ეპოქაში
საზოგადოებაში სწრაფი სოციალურ-ეკონომიკური ცვლილებების, საქმიანობის ერთიანი მოცემული ეტალონების და სტანდარტების არარსებობის, სოციალური ინტერაქციების ურთიერთდამოკიდებულებისა და ნარცისული ტენდენციების ზრდის პირობებში, თანამედროვე სამყაროში პიროვნების მთლიანობისა და შინაგანი შეთანხმებულობის მიღწევაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მისი ფსიქოლოგიური სივრცე, რომელსაც საფუძვლად უდევს ადამიანის „მე“. კვლევის სოციალური აქტუალობა განპირობებულია გარე სამყაროსთან ადამიანის ურთიერთობების ოპტიმიზაციის აუცილებლობით, რაც ზოგჯერ იღებს დამახინჯებულ ფორმებს ან/და დემონსტრირებს სულიერ ბრძოლას კონფორმიზმისკენ მიდრეკილებასა და სურვილს შორის ჰქონდეს თვითკმარი იმიჯის ნარცისული რესპექტაბელურობა, რაც იწვევს ადამიანის საქმიანობის პროდუქტიულობის და პირადი ეფექტურობის შემცირებას. ამ თვალსაზრისით ჩნდება კითხვა პიროვნების ოპტიმალური ნარცისული გამოვლინებების და „მე“-ს არსებობის საზღვრების ფორმების შესახებ, რომლებიც ქმნიან პიროვნების ფსიქოლოგიური სივრცეს.

ო.ა. შამშიკოვა, ნ.მ. კლეპიკოვა
ნარცისიზმის ფსიქოლოგია: ფენომენის ოპერაციონალიზაცია და ვერიფიკაცია

მონოგრაფია ეძღვნება არაკლინიკური ნარცისიზმის თანამედროვე პრობლემატიკას. წიგნი არის ფსიქიკური ნორმის ფარგლებში ნარცისიზმის შესწავლის პრობლემისადმი სპეციალისტების ყურადღების მიქცევის  პირველი მცდელობა. ის მკითხველს მოუწოდებს გაანალიზოს, თუ როგორ მიმდინარეობდა ნარცისიზმის შესახებ შეხედულებების ტრანსფორმაცია, სთავაზობს დიაგნოსტიკური საშუალებების დეტალურ მიმოხილვას, რომლებიც მიმართულია პიროვნების გამოხატული ნარცისული თვისებების, ნარცისული მდგომარეობის, ნარცისული სტრატეგიების და  პიროვნების საკუთარი თავის შესახებ შეხედულებების რეგულაციის ნარცისული გზების შესაფასებლად. მონოგრაფიის აქტუალობა განპირობებულია ნარცისული ტენდენციების გაძლიერებით, პიროვნების ფსიქოლოგიაში ნარცისული პრობლემებისადმი გაზრდილი ინტერესით და ამ მოვლენის ექსპერიმენტული და ემპირიული კვლევების მზარდი საჭიროებით. ამავე დროს არ არსებობს ნარცისიზმის ცნების ოპერაციული განმარტება და რელევანტური დიაგნოსტიკური ინსტრუმენტარი, რომელიც მიმართული იქნება მის გასაზომად ფსიქიკური ნორმების ფარგლებში. მონოგრაფიაში წარმოდგენილია ნარცისიზმის შესახებ სამეცნიერო ცოდნის სისტემური ანალიზი, რამაც ავტორებს მისცა  ძირითადი კვლევითი კონცეფციების განზოგადების და შესასწავლი ცნების ოპერაციონალიზაციის მოდელის შემუშავების შესაძლებლობა. მოდელი, რომელიც სწავლის ფარგლებში კონცეფციის ფუნქციონირებას ახდენს. გამოცემა შეიძლება სასარგებლო იყოს უმაღლესი სასწავლებლების მასწავლებლების, მაგისტრანტების, სტუდენტების და სპეციალისტებისთვის, რომლებიც იკვლევენ ზოგადი ფსიქოლოგიის, პიროვნების ფსიქოლოგიის პრობლემებს, პრაქტიკოსი ფსიქოლოგების, კონსულტანტების, სოციალური მუშაკებისთვის.
--
ქეთრინ ასპერი
ნარცისული პიროვნების ფსიქოლოგია. შინაგანი ბავშვი და თვითშეფასება
იუნგისეული ანალიტიკური ფსიქოლოგიის ცენტრალური იდეა ინდივიდუალიზაციაა. ის გაგებულია, როგორც „საკუთარ თავად ჩამოყალიბების“ პროცესი, რომელსაც ადამიანი მიჰყავს მისი თანდაყოლილი პოტენციალის სრული რეალიზაციისკენ. ინდივიდუაცია საშუალებას აძლევს ადამიანს იგრძნოს თავის სიღრმეებთან კავშირი და უფრო გაცნობიერებულად ჩაერთოს მის სოციალურ-კულტურულ კონტექსტში. ეს ხდება საკუთარი თავის და გარე სამყაროს მზარდ გაცნობიერებასთან, სამყაროში საკუთარ ჩართულობასთან ერთად. ინდივიდუაცია მისი კლასიკური გაგებით ჩვეულებრივ იწყება სიცოცხლის გვიან პერიოდში, როდესაც ადამიანს უკვე აღმოაჩინა მისი ნიშა და განიცდის გარდამავალ პერიოდს სიცოცხლის ე.წ. მეორე ნახევარში. ამ ეტაპზე ბევრი ადამიან განიცდის საკუთარი  უკეთ გაგების მოთხოვნილებას; ისინი ცდილობენ თავისი არსებობის  მნიშვნელობისა და მიზნის უფრო ღრმად დანახვას. ეს წიგნი ეძღვნება ამ პროცესის და თანმხლები პრობლემების ანალიზს. ის საინტერესო იქნება არა მარტო პროფესიონალი ფსიქოლოგებისთვის, არამედ ყველასთვის, ვისაც აინტერესებს  სიღრმისეული ფსიქოლოგიის პრობლემები.
ი.ი. მლოდიკი
სანამ შენ ცდილობდი ღმერთი გამხდარიყავი. ნარცისის რთული გზა (კრებული)
წიგნში შედის რომანი და ფსიქოლოგიური სტატია. რომანიც და სტატიაც ნარცისული აშლილობის მქონე  ადამიანების შესახებაა. ჩვეულებრივ ნარცისს უწოდებენ თავის თავზე შეყვარებულ, ეგოისტ ადამიანს. თითქმის ყველას ახსოვს მითი ნარცისის შესახებ, რომელიც თავისი თავისადმი სიყვარულის გამო დაიღუპა. ფსიქოლოგიაში საუბარი ეხება ნარცისულ ხასიათს, რომელიც მხოლოდ ბუნდოვნად ჰგავს ყოფით შეხედულებას. ავტორი გვთავაზობს ორი მხრიდან შევხედოთ ნარცისების ცხოვრებას: მათ გვერდით მცხოვრები ადამიანების თვალსაზრისით და მათთან მომუშავე ფსიქოთერაპევტის თვალსაზრისით. წიგნი განკუთვნილია ფსიქოლოგების, ფსიქოთერაპევტების და მკითხველთა ფართო წრისათვის.

ე. სოკოლოვა, ე.ო. ჩეჩელნიცკაია
ნარცისიზმის ფსიქოლოგია. სასწავლო სახელმძღვანელო
სახელმძღვანელოში განხილულია ნარცისული პიროვნებების ფსიქოლოგიური დიაგნოსტიკისა და ფსიქოთერაპიის პრობლემები. განიხილება კლასიკური და თანამედროვე ფსიქოდინამიკური შეხედულებები ნარცისიზმის შესახებ, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა კლინიკურ-დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებსა და პიროვნების ნარცისული აშლილობის ეტიოლოგიას. განსაკუთრებული ინტერესი გამახვილებულია ფანტაზიების ანალიზზე, რომლებიც განსაზღვრავენ ნარცისული დეპრესიის თავისებურებებს. ტარდება ფსიქოთერაპიული დამოკიდებულებებისა და ფსიქოთერაპიული ურთიერთობების ტაქტიკის შედარება, რომელიც დიდწილად დამოკიდებულია გრანდიოზული მე-ს ფორმირებისა და ფუნქციების მექანიზმების გაგებაზე პათოლოგიური ნარცისიზმის შემთხვევაში.


რიხარდ ფონ კრაფტ-ებინგი
სექსუალური ფსიქოპათია
ცნობილი გერმანელი ფსიქიატრის რიხარდ ფონ კრაფტ-ებინგის (1840-1902) წიგნი წარმოადგენს კლასიკურ ნაშრომს სექსუალურ პათოლოგიაში, მისი საფუძვლების პირველ სისტემატურ გადმოცემას. წიგნი გამოვიდა 1886 წელს და მაშინვე მოიპოვა ფართო პოპულარობა, ავტორის სიცოცხლეში 12-ჯერ იქნა გამოცემული, არაერთხელ გამოიცა სხვადასხვა ენაზე და  დღესაც გამოიცემა. განმასხვავებული თავისებურებაა ავტორის მიერ დიდი რაოდენობით შეგროვებული სექსუალური გადახრის შემთხვევები, რამაც მას მისცა დასკვნების გაკეთების საშუალება, რომლებსაც დღესაც არ დაუკარგავთ თავისი მნიშვნელობა. წიგნი განკუთვნილია მათთვის, ვისაც აინტერესებს სექსუალური ცხოვრების ფსიქოლოგიის, ფიზიოლოგიის და პათოლოგიის პრობლემები.

ტატიანა დიაჩენკო
საშიში ნარცისი. წიგნი პირველი. პიროვნების ნარცისული აშლილობა: თეორია და გამოვლინებები
წიგნში აღწერილია პიროვნების ნარცისული აშლილობის სიმპტომები, რომლებიც ილუსტრირებულია მაგალითებზე რეალური ცხოვრებიდან, ნარცისების სხვა მახასიათებლები, დიაგნოსტიკური მარკერები, რომლების შენიშვნა შეიძლება პირველი შეხვედრის დროს. გამოვლენილია ნარცისიზმის, როგორც გენეტიკური და გარემოებითი ფაქტორების ურთიერთქმედების ბუნება. შემოთავაზებულია მსხვერპლისთვის ნარცისისგან დაცვის მეთოდები.


პეტრე განუშკინი
ფსიქოპათის სულში. მოგზაურობა სამყაროში, სადაც არ არის სიბრალული, სინდისი და გრძნობები
პეტრე ბორისოვიჩ გაანუშკინმა პირველად ისტორიაში  გაბედა და შეისწავლა იმ ადამიანთა შიშის მომგვრელი სამყარო, რომლებსაც არ გააჩნიათ გრძნობის უნარი, და მოეხდინა მათი კლასიფიცირება. ეს - ფსიქოპათების სამყაროა.  ცნობილი რუსი ფსიქიატრის პ. განუშკინის შემოთავაზებული წიგნი ავტორის ოცდაათწლიანი კვლევითი საქმიანობის შედეგია. პირველად არის მოცემული კონსტიტუციონალური ფსიქოპათიის გამიჯვნის კლინიკური კრიტერიუმები, დასაბუთებულია მათი განმსაზღვრელი სამი ნიშანი, რომლებიც დღემდე ინარჩუნებს თავის მნიშვნელობას. წიგნში დეტალურად არის შესწავლილი ფსიქოპათიის განვითარების ტიპები, კანონები და ფორმულები, მოცემულია ფსიქოპათიის ავტორისეული კლასიფიკაცია, და, რაც მთავარია, მოცემულია ასობით რეალური და ხშირად ტრაგიკული ისტორიები ადამიანებისა, რომლებსაც არ გააჩნიათ გრძნობის უნარი.


ჯესიკა ფელოუზი, ქერი დეინსი
თქვენი ნაცნობი დემონი. როგორ ამოვიცნოთ ფსიქოპათი
ალბათ, გულში არაერთხელ გიწოდებიათ თქვენი უფროსისთვის „ფსიქი“? და საუკეთესო მეგობარსაც შემოუჩივლია თქვენთვის, რომ მისი შეყვარებული „ფსიქოპათია“? მაგრამ, ალბათ, არ დაფიქრებულხართ, თუ რას ნიშნავს ეს სიტყვა.  სინამდვილეში კი  სამუდამო პატიმრობა მისჯილი ყველა ფსიქოპათი  როდია  სერიული მანიაკი. ვის, თუ არა პროფესიონალ ფსიქოლოგს, შეუძლია იცოდეს, რომ ბევრ მათგანს წარმატებულად მოაქვს თავი ნორმალურ ადამიანად. მხოლოდ დაფიქრდით: ჩვენი პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით 3%-ს ფსიქოპათიის ძლიერი მიდრეკილება აქვს. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ფსიქოპატი არ შემოიპარა თქვენს გარემოცვაში? რა მოხდება, თუ თქვენი საყვარელი ადამიანი, თქვენი შვილი, კოლეგა, მეგობარი ან თავბრუდამხვევი ლამაზი მამაკაცი, რომელიც ინტერნეტში გაიცანით,  ფსიქოპათია? ამ წიგნიდან მკითხველი ბევრ რამეს შეიტყობს ასეთი ადამიანების შესახებ: როგორ შეუძლიათ მათ ნდობის მოპოვება, რა ხდება მათ თავში, რატომ არიან ისინი ასეთი და როგორ უნდა მოიქცეთ მათთან ურთიერთობისას. წიგნის წაკითხვის შემდე ის ისწავლის ფსიქოპათების დამოუკიდებლად გამოთვლას და მის ნეიტრალიზებასაც კი მის გარემოცვაში. მერწმუნეთ, რაც უფრო მალე შეძლებთ ამის გაკეთებას, მით უკეთესი. და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ურჩიოთ ეს წიგნი იმ ადამიანებს, რომლებსაც არ სურთ სიმართლის ცოდნა!
წიგნი დაწერა დიდ ბრიტანეთში პოპულარულმა სასამართლო ფსიქოლოგმა, ლიტერატურულად დაამუშავა ჟურნალისტმა, თარგმნა მხატვრულმა მთარგმნელმა, ასე რომ ძალიან საინტერესოდ იკითხება.

ჰაინც კოჰუტი
თავისთავადობის ანალიზი. სისტემური მიდგომა პიროვნების ნარცისული აშლილობის მიმართ
ამ წიგნში ცნობილი ავსტრიელ-ამერიკელი ანალიტიკოსი ჰაინც კოჰუტი ორი მიზნის მიღწევას ცდილობს - მისცეს ნარცისიზმის სფეროში სპეციფიკური  ნორმალური და ანომალური ფენომენების ჯგუფის ღრმა აღწერა და გაერკვეს განვითარების სპეციფიკურ  ფაზაში, რომელიც მასთან გენეტიკურად არის დაკავშირებული. ეს მონოგრაფია ასრულებს ნარცისიზმის ლიბიდური ასპექტების კვლევას, რომელიც ავტორმა დაიწყო  მის ადრინდელ შრომებში.
 წიგნი, პირველ რიგში, განკუთვნილია ფსიქოთერაპევტებისთვის და მათთვის, ვინც დაინტერესებულია  პიროვნების ფსიქოლოგიის პრობლემებით.


ჯესიკა ფელოუზი, ქერი დეინსი
თქვენი ნაცნობი დემონი. როგორ ამოვიცნოთ ფსიქოპათი
ალბათ, გულში არაერთხელ გიწოდებიათ თქვენი უფროსისთვის „ფსიქი“? და საუკეთესო მეგობარსაც შემოუჩივლია თქვენთვის, რომ მისი შეყვარებული „ფსიქოპათია“? მაგრამ, ალბათ, არ დაფიქრებულხართ, თუ რას ნიშნავს ეს სიტყვა.  სინამდვილეში კი  სამუდამო პატიმრობა მისჯილი ყველა ფსიქოპათი  როდია  სერიული მანიაკი. ვის, თუ არა პროფესიონალ ფსიქოლოგს, შეუძლია იცოდეს, რომ ბევრ მათგანს წარმატებულად მოაქვს თავი ნორმალურ ადამიანად. მხოლოდ დაფიქრდით: ჩვენი პლანეტის მოსახლეობის დაახლოებით 3%-ს ფსიქოპათიის ძლიერი მიდრეკილება აქვს. შეგიძლიათ დარწმუნებული იყოთ, რომ ფსიქოპატი არ შემოიპარა თქვენს გარემოცვაში? რა მოხდება, თუ თქვენი საყვარელი ადამიანი, თქვენი შვილი, კოლეგა, მეგობარი ან თავბრუდამხვევი ლამაზი მამაკაცი, რომელიც ინტერნეტში გაიცანით,  ფსიქოპათია? ამ წიგნიდან მკითხველი ბევრ რამეს შეიტყობს ასეთი ადამიანების შესახებ: როგორ შეუძლიათ მათ ნდობის მოპოვება, რა ხდება მათ თავში, რატომ არიან ისინი ასეთი და როგორ უნდა მოიქცეთ მათთან ურთიერთობისას. წიგნის წაკითხვის შემდე ის ისწავლის ფსიქოპათების დამოუკიდებლად გამოთვლას და მის ნეიტრალიზებასაც კი მის გარემოცვაში. მერწმუნეთ, რაც უფრო მალე შეძლებთ ამის გაკეთებას, მით უკეთესი. და არავითარ შემთხვევაში არ უნდა ურჩიოთ ეს წიგნი იმ ადამიანებს, რომლებსაც არ სურთ სიმართლის ცოდნა!
წიგნი დაწერა დიდ ბრიტანეთში პოპულარულმა სასამართლო ფსიქოლოგმა, ლიტერატურულად დაამუშავა ჟურნალისტმა, თარგმნა მხატვრულმა მთარგმნელმა, ასე რომ ძალიან საინტერესოდ იკითხება.

ჰაინც კოჰუტი
თავისთავადობის ანალიზი. სისტემური მიდგომა პიროვნების ნარცისული აშლილობის მიმართ
ამ წიგნში ცნობილი ავსტრიელ-ამერიკელი ანალიტიკოსი ჰაინც კოჰუტი ორი მიზნის მიღწევას ცდილობს - მისცეს ნარცისიზმის სფეროში სპეციფიკური  ნორმალური და ანომალური ფენომენების ჯგუფის ღრმა აღწერა და გაერკვეს განვითარების სპეციფიკურ  ფაზაში, რომელიც მასთან გენეტიკურად არის დაკავშირებული. ეს მონოგრაფია ასრულებს ნარცისიზმის ლიბიდური ასპექტების კვლევას, რომელიც ავტორმა დაიწყო  მის ადრინდელ შრომებში.
 წიგნი, პირველ რიგში, განკუთვნილია ფსიქოთერაპევტებისთვის და მათთვის, ვინც დაინტერესებულია  პიროვნების ფსიქოლოგიის პრობლემებით.


ლუ სალომე
ნარცისიზმი, როგორც ორმაგი მიმართულება

წიგნი „ნარცისიზმი, როგორც ორმაგი მიმართულება“, პირველად გამოქვეყნდა სტატიის სახით ფსიქოანალიტიკურ ჟურნალში „Imago“ 1921 წელს. აქ ლ. ანდრეას-სალომემ ფართოდ წარმოადგინა ნარცისიზმის კატეგორიის მეტაფსიქოლოგიური ანალიზი, პირველ რიგში, მისი დიალექტიკური შემადგენელი. ნარცისიზმი ცალკე ეტაპი არ არის ინდივიდის განვითარებაში და არც დაქვემდებარებული დახასიათებაა, რომელიც ერწყმის უკვე არსებულ ცნებებს, არამედ ფუნდამენტური მეთოდოლოგიური გზავნილია განვითარებადი ორგანიზმის მთლიანობის განსახილველად. ნარცისიზმის ორმაგ, უფრო სწორად ორი მიმართულების ფენომენს ანდრეას-სალომე ხედავს იმაში, რომ ნარცისიზმი ერთსა და იმავე დროს არის ბირთვი, რომელიც პირველადად ახორციელებს არსებობას და განუყოფელად ინარჩუნებს ცალკეული არსებობის ფაქტს. მეორეს მხრივ, ნარცისიზმის ცნება ერთმანეთს უკავშირებს აზროვნებისთვის განმასხვავებელი ლიბიდური მისწრაფებების  და ინდივიდუალური „მე“-ს შენარჩუნების მისწრაფებების ცნებებს. ნარცისიზმში ასევე გამოკვეთილია მისი დინამიური მახასიათებლები - გარე და შიდა ობიექტების, გარე სამყაროსა და საკუთარი მე-ს დატვირთვის ბალანსი. ნარცისიზმის კატეგორია მოწოდებილია აღწეროს ეს დინამიური პროცესი, ენერგეტიკული გამოყენების ვექტორების ეს დაპირისპირება. მნიშვნელობის თვალსაზრისით, ნარცისიზმი მეტაფორული სარკეა, უამრავი სარკე, რომელშიც დამკვირვებელი „მე“ განსაზღვრავს თავის თავს, ერთდროულად იწონებს და უარყოფს მას; ის იქმნის ორეულებს, რომლებიც აძლევენ მას ენერგეტიკულ წონასწორობაში ყოფნის საშუალებას.
ანდრეს სალომეს აზრით, ნარცისიზმი ამბივალენტურია, ორაზროვანი, დინამიური, ის ინარჩუნებს საკუთარის უცხოში პოტენციური გარდაქმნის საზღვრებს. ნარცისიზმის ფილოსოფიის განხილვისას ანდრეას-სალომე ყურადღებას ამახვილებს სხვადასხვა ფენომენებზე - რელიგიურობაზე, ეთიკაზე, ადამიანის შემოქმედებით იმპულსებზე,  მის სქესზე, ეროტიკაზე, სიზმრებზე, ერთი სიტყვით, განცდების სამყაროზე, მათ ამოყალიბებაზე და თვითგანმტკიცებაზე.

მ.ე. ბურნო
ფსიქოპათიები
ავტორი საუბრობს „რთული“ ხასიათის მქონე ადამიანების ზოგიერთი ფსიქოლოგიური თავისებურებების შესახებ. ბროშურაში მოცემულია პრაქტიკული რჩევები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ასეთ ადამიანებთან ურთიერთობას, საუბარია მათი სწორი აღზრდის და მკურნალობის მნიშვნელობის, მათ გარშემო და სამსახურში ჯანსაღი და მეგობრული, მაგრამ, ამავე დროს, მომთხოვნი გარემოს შექმნის აუცილებლობის შესახებ. ბროშურა განკუთვნილია მასობრივი მკითხველისათვის.



ადოლფ გუგენბიულ-კრეიგი
ეროსი ყავარჯნებით
თავის ახალ წიგნში რუსი მკითხველისთვის უკვე ცნობილი ავტორი იკვლევს ფსიქოპათიის ბუნებას. მას ფსიქოლოგიურ და კლინიკურ კონტექსტში შეაქვს ისეთი ცნებები, როგორიცაა ეროსი, ეთიკა, ზნეობა, რელიგია, სექსუალობა, რომელთა ჭრილში ის შეისწავლის ფსიქოპათურ გამოვლინებებს თანამედროვე ადამიანის პიროვნებაში. წიგნი განკუთვნილია არა მხოლოდ სპეციალისტების, არამედ მკითხველთა ფართო წრისთვის.

ანდრეი ლიჩკო
ფსიქოპათია და ხასიათის აქცენტუაცია მოზარდებში
წიგნის ავტორია პროფესორი, სამედიცინო მეცნიერებათა დოქტორი, ლენინგრადის ვ.მ. ბეხტერევის ფსიქო-ნევროლოგიური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო საქმიანობის დარგში, ამავე ინსტიტუტის მოზარდთა ფსიქიატრიის განყოფილების ხელმძღვანელი, რუსეთში მოზარდთა სპეციალიზირებული ფსიქიატრიული კლინიკის პირველი დამფუძნებელი. მონოგრაფია ეძღვნება მოზარდთა ფსიქიატრიის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ საკითხებს - ფსიქოპათიებს, მათი მსგავსი ნორმების უკიდურეს ვარიანტებს - ხასიათის აქცენტუაციებს, გარემოს უარყოფითი გავლენით განპირობებულ ფსიქოპათურ განვითარებას, ფსიქოპათიის მსგავს სურათებს თავის ტვინის ორგანული დაზიანების დროს. აღწერილია ფსიქოპათიებისა და ხასიათის აქცენტუაციის ძირითადი ტიპები, მოცემულია მათი განსხვავების დიაგნოსტიკური კრიტერიუმები. ასახულია ქცევის ფსიქოპათიური დარღვევების ძირითადი ფორმები - დელინკვენტურობა, სახლიდან გაქცევა, ადრეული ალკოჰოლიზმი, ნარკოტიკების მოხმარება, სუიციდურობა სვიდიდობა.  გამოყოფილია სპეციგიკური, მოზარდისთვის დამახასიათებელი პიროვნული რეაქციები, რომლებიც საფუძვლად უდევს ამ დარღვევებს - ემანსიპაციის რეაქცია, თანატოლებთან შეჯგუფება, გატაცებები (ჰობი) და სხვ.  დასასრულს მოცემულია სამედიცინო და პედაგოგიური რეკომენდაციები. წიგნი განკუთვნილია ექიმი-ფსიქიატრების, ნეიროპათოლოგების, პედიატრების (განსაკუთრებით სკოლის ექიმებისა და მოზარდთა კაბინეტების ექიმებისთვის) და სამედიცინო ფსიქოლოგებისთვის.

ნევროზის და ფსიქოპათიის კლინიკური დინამიკა

თემატური კრებული „ნევროზის და ფსიქოპათიის კლინიკური დინამიკა“ წარმოადგენს კვლევის შედეგებს სასაზღვრო მდგომარეობის სფეროში, რომელსაც რამდენიმე წლის განმავლობაში საბჭოთა კავშირის სამედიცინო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრის, პროფესორის ო.ვ. კერბიკოვის  ხელმძღვანელობით აწარმოებდნენ სასაზღვრო მდგომარეობების შესწავლის მისი პერსონალური ჯგუფის კოლექტივი და ნ.ი. პიროგოვის სახელობის მოსკოვის მეორე სამედიცინო ინსტიტუტის ფსიქიატრიის კათედრის თანამშრომლები. ყველა ნაშრომს საფუძვლად დაედო დინამიკის პრინციპი, რომელიც პირველად მცირე ფსიქიატრიაში ნაყოფიერად გამოიყენა პ. ბ. განუშკინმა და შემდეგ შემოქმედებითად განავითარა ნერვულ-ფსიქიკურ დაავადებათა სასაზღვრო ფორმების შესწავლისას ო. ვ. კერბიკოვმა. ვ. ვ. კოროლევის, ნ. მ. ასათიანის, ო. ა. ტრიფონოვის კვლევებში დინამიკის პრინციპის გამოყენება ზოგიერთი ნევროზის (ნევრასტენიის, აკვიატებული მდგომარეობის ნევროზის, საბავშვო ასაკის ნევროზი) კლინიკის შესწავლისას ავლენს ამ სასაზღვრო ფორმების მიმდინარეობის კანონზომიერებას და ადასტურებს რიგი ავტორების მითითებებს მათი გახანგრძლივებული, არახელსაყრელი მიმდინარეობის შესაძლებლობის შესახებ, რაც თანდათანობით გამოიწვევს პიროვნების ნევროტულ განვითარებაში  გადასვლას. დინამიკური პრინციპი ასევე ნაყოფიერი აღმოჩნდა ნევროზებთან ფენომენოლოგიურად ახლოს მყოფი  სომატოგენური ნეიროზის მსგავსი მდგომარეობის შესწავლისას, რომლის კლინიკა აღწერილია ვ.ვ. კოვალევისა და ვ.პ. ბელოვის სტატიაში. ნევროზის მსგავსი აშლილობების მექანიზმის გამოვლენა მნიშვნელოვანია ნევროზის პათოგენეზის გაგებისათვის. ნ.დ. ლაკოსინას დაკვირვებების შედეგად დადგინდა, რომ ნევროტული განვითარება შეიძლება იყოს არა მხოლოდ ნევროზის ხანგრძლივი მიმდინარეობის, არამედ მრავალი წლის განმავლობაში პაციენტის არასანუგეშო ცხოვრების შედეგი. ასეთ შემთხვევაში შეიმჩნევა ნევროტული მდგომარეობის რთული და თავისებური დინამიკა, რომელიც მოწყვეტილია ფსიქოტრავმულ სიტუაციასთან დაკავშირებულ განცდებს და რიგი სინდრომების შეცვლას. კრებულში ასევე შედის კლინიკის შედარებით ნაკლებად შესწავლილი და სადავო ფორმის დინამიკური კვლევის მონაცემები, როგორიცაა ნერვული ანორექსია, რომელიც ხშირად გვხვდება მოსაზღვრე დაავადებების და ძირითადად პუბერტატული და ახალგაზრდული ასაკის ფარგლებში. ეს მონაცემები წარმოდგენილია მ. ვ. კორკინას სტატიაში. დინამიკის პრინციპის გამოყენებამ პიროვნების პათოლოგიის პრობლემასთან დაკავშირებით საშუალება მისცა ო.ვ. კერბიკოვს და მის რიგ თანამშრომლებს შეექმნათ სასაზღვრო ფსიქიატრიის ახალი მონაკვეთი - სწავლება პათოქარქაქტეროლოგიური განვითარების შესახებ, როგორც პიროვნების შეძენილი პათოლოგიის ერთ-ერთი ძირითადი ფორმის. პათოქარაქტეროლოგიული განვითარების კლინიკის ძირითადი პუნქტები აისახება ვ. ი. გინდიკინის ნაშრომში. ფსიქოპათიის დინამიკის სხვადასხვა ასპექტებს მიეძღვნა ვ. ი. სემკეს და ი.ლ. კულევის ნაშრომები. ამ თემატური კრებულის მასალები მიუთითებს, რომ დინამიური მიდგომა სასაზღვრის ფორმების შესწავლის მიმართ იძლევა ნევროზიდან პატოქარაქტეროლოგიურ განვითარებაზე ეტაპობრივი გადასვლის არსებობის გამოვლენის საშუალებას. სასაზღვრო ნერვულ-ფსიქიკური დაავადებების კვლევის ეს შედეგი განსხვავებულად აშუქებს მათი ორი ძირითადი ჯგუფის - ნევროზების და პათოლოგიური ხასიათების - ურთიერთობებს და იძლევა ნევროზის არასასურველად წარმართვის პრევენციისა და პათოლოგიური ხასიათის ფორმირების პროფილაქტიკის ახალ შესაძლებლობებს. ნევროზის და ხასიათის პათოლოგიის შეძენილი ფორმების დინამიური ურთიერთობების აღნიშნულმა კანონზომიერებამ ასახვა ჰპოვა კრებულის სტრუქტურასა და სტატიების თანმიმდევრობაში. კრებულს საფუძვლად უდევს სასაზღვრო დაავადებების სფეროში დინამიური თვალსაზრისით ჩატარებული კონკრეტული კლინიკური კვლევების მონაცემები. კრებული არ ისახავს მიზნად კლინიკის, პათოგენეზის, ნევროზების პროფილაქტიკის და მკურნალობის, ფსიქოპათიებისა და ნერვულ-თეორიული და ფაქტიური თვალსაზრისით კრებული შეიძლება სასარგებლო იყოს ფსიქიატრების, ნევროპათოლოგების და სხვა კლინიკური დისციპლინების წარმომადგენლებისთვის. 


ვასილი ჩიბისოვი
ფსიქოპათების გზამკვლევი
თქვენ დაკავებული ხართ კარიერით, თვითგანათლებით, ქმნით ოჯახს, რგავთ ხეებს. და მოულოდნელად თქვენ ცხოვრებაში გრიგალივით შემოიჭრება არაადეკვატური ადამიანი და ყველაფერს ანადგურებს. ის წვრილმანებს გამოეკიდება, იძლევა უგუნურ რჩევებს, ატყუებს, სკანდალს აწყობს ... რატომ? შესაძლებელია ამ სტიქიური უბედურების პროგნოზირება? როგორ შეიძლება საკუთარი ცხოვრებისეული სივრცის დაცვა არაადეკვატურ ადამიანებსა და ფსიქოპათებისგან? პასუხებს  ამ სკანდალურ და გესლიან  წიგნში იძლევა ფსიქოანალიტიკური ბესტსელერების „ყველა სისულელე  ტვინის გამოა“ და „ლიბიდო გუგულთან“ ავტორი.
წიგნი საშუალებას მოგცემთ არა მარტო წინასწარ ამოიცნოთ პრაქტიკულად ნებისმიერი ფსიქოპატი, არამედ ფსიქიკურად შეძლოთ მტრის ნეიტრალიზება. თქვენ ისწავლით ფსიქოპათების ერთმანეთთან უსტატურად გადაკიდებას, რათა ხლართოთ სოციალური ინტრიგების უნიკალური მოხატულობა.

ნატან შვარც-სალანტი
ნარცისიზმი და პიროვნების ტრანსფორმაცია. პიროვნების ნარცისული აშლილობის ფსიქოლოგია
მითოლოგიურმა ტრადიციამ  ნარცისი წარმოადგინა, როგორც ადამიანი, რომელსაც ზედმეტად უყვარდა თავისი თავი და უარყო სხვებთან მჭიდრო ურთიერთობების ყოველგვარ მოთხოვნილებას. დიდი ხნის განმავლობაში მიჩნეული იყო, რომ პიროვნების ნარცისული აშლილობა განუკურნებელია იმ გადაულახავი ბარიერის - ნარცისული დაცვის გამო, რომელიც წარმოადგენდა მთავარ დაბრკოლებას ნებისმიერი ემოციური ურთიერთობების დასამყარებლად პაციენტსა და ანალიტიკოსს შორის. დღეს ეს თვალსაზრისი ძირფესვიანად შეიცვალა. ამ წიგნში პიროვნების ნარცისული აშლილობის ბუნება განიხილება კლასიკური ფსიქოანალიზისა და თანამედროვე იუნგიანური ანალიზის თვალსაზრისით. გარდა ამისა, დეტალურადაა აღწერილი ასეთ პაციენტებთან კლინიკური მუშაობა.
წიგნი, პირველ რიგში, სასარგებლო იქნება კლინიკური პრაქტიკის მქონე სპეციალისტებისთვის. თუმცა, ასევე ბევრ საინტერესო საკითხს იხილავთ თავისთვის სხვა მკითხველიც, რომელიც ცდილობს საკუთარი იდენტობის საიდუმლოების ამოცნობას და პასუხის გაცემას კითხვაზე „ვინ ვარ მე?“

 

 ტანია ტანკი
გეშინოდეს, მე შენთან ვარ
ისინი საოცრად მომხიბლავი, მომაჯადოებლად იდუმალი, აბსოლუტურად უსინდისონი და უგულონი არიან. ასიდან ოთხი, სამი მათგანი - მამაკაცია. მათი მიზანია ჩვენი მორალურად, ზოგჯერ კი, ფიზიკურად განადგურება. ჩვენი ცხოვრების ნანგრევებად ქცევა განსაკუთრებული ვერაგობით და ცინიზმით, მოსიყვარულე ადამიანის, თანამგრძნობი მეგობრის, საიმედო კოლეგას ნიღაბს ამოფარებულნი. კაცობრიობისთვის ისინი მტაცებლები არიან და განსაკუთრებით სახიფათონი იმით, რომ ეს მათ შუბლზე არ აწერიათ. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია მათი ადრეულ ეტაპებზე ამოცნობა. ტანია ტანკის წიგნი რეალურ ამბებსა და სახელმოხვეჭილ ფსიქოანალიტიკოსთა შრომებზე დაფუძნებული ამ მოვლენის   პირველი ღრმა ანალიზია.


კენტ ა. კილი
ფსიქოპათები.  ნამდვილი ნაამბობი იმ ადამიანების შესახებ, რომლებსაც არ გააჩნიათ სიბრალულის, სინდისის, სინანულის გრძნობა
ნიუ-მექსიკოს უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის, ნეირომეცნიერების და სამართალის  პროფესორი, დოქტორი კენტ კილი  მოგვითხრობს ფსიქოპათებთან მისი მრავალწლიანი მუშაობის შესახებ, დაწყებული შეუბრალებელი სერიული მკვლელებით, რომლებსაც ის შეხვდა ციხეში, და ბავშვებით დამთავრებული, რომელთა ქცევებსა და ხასიათში გამოვლინდა ამ მომავალი მძიმე აშლილობის შემაშფოთებელი ნიშნები. დოქტორ კილის პირადი ცხოვრება შერწყმულია აღნიშნული მეცნიერების უახლესი მონაცემების ყველასათვის ხელმისაწვდომ თხრობასთან, რომელიც საშუალებას მოგცემთ ჩაიხედოთ სხვისი გონების საოცარ, მაგრამ ჯერ კიდევ გამოუცნობ სამყაროში და დაფიქრდეთ იმ როლის შესახებ, რომელსაც ყველაფერი ეს ითამაშებს საზოგადოების და რიგითი ადამიანის ცხოვრებაში.



ნარცისიზმის ფსიქოანალიტიკური კონცეფციები
სამეცნიერო შრომების კრებული ა.ვ. ლიტვინოვის და ა.ნ. ხარიტონოვის რედაქციით
კრებულში შევიდა 17 ექსკლუზიური ნაშრომი (პირველად გამოქვეყნდა რუსულ ენაზე), 3 ადრე გამოქვეყნებული და 3 ნაშრომი ინტერნეტ-გამოცემიდან. მასში შეკრებილია სტატიები, რომლებიც მიეძღვნა ნარცისიზმის ყველა გამოვლინების პრობლემებს მეთოდოლოგიური და კლინიკური თვალსაზრისით და რომლებიც ასახავდნენ ძირითადი ფსიქოანალიტიკური სკოლების და, მიმართულებების თეორიულ პოზიციებს - ზ. ფროიდის კლასიკური ფსიქოანალიზის; ფსიქოანალიზის პიონერების (შ. ფერენცის, ლ. ანდრეას-სალომეს, ლ. პფანდელის სტატიები);  ობიექტ-თეორიის (მ. ბალინტას სტატია); ამერიკული ფსიქოანალიზის თავისთავადობის (სელფ-ფსიქოლოგიის) ფსიქოლოგიის (ჰ. კოჰუტის, ს. პულვერის, ჯ. ლიხტენბერგის, უ. მეისნერის, ჯ. კავკის სტატიები);  კლაინიანელების (გ. როზენფელდის, ხ. სიგალის, დ. ბელის, რ. ბრიტონის, რ.დ. ხინშელვუდის სტატიები); ფრანგული მიმდინარეობის (ა. გრინის, ბ. გრიუნბერჟეს სტატიები); ობიექტთა ურთიერთობების ეგო-ფსიქოლოგიური თეორიის (ო.ფ. კერნბერგის, ჯ. აგუაიოს სტატიები).

ჰერვი კლეკლი
ფსიქოპათი. ნორმალურობის (საღი აზროვნების) ნიღავი

წარმოიდგინეთ, თუ შეგიძლიათ,  რას ნიშნავს არ გქონდეს არავითარი სინდისი, დანაშაულის და სინანულის გრძნობა, მიუხედავად იმისა, თუ რას აკეთებთ; არ განიცდიდეთ არავითარ მღელვარებას უცხო ადამიანების, მეგობრების ან ოჯახის წევრების კეთილდღეობის გამო. წარმოიდგინეთ, რომ ცხოვრებაში  არასდროს არ გაგიწევიათ წინააღმდეგობა სირცხვილის გრძნობისთვის, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ეგოისტური, ზანტი, მავნე ან უზნეო იყო თქვენი ქმედებები. თავი მოაჩვენეთ, თითქოს პასუხისმგებლობის ცნება თქვენთვის უცნობია, თუმცა სხვები, როგორც ჩანს, ამ ტვირთს გულუბრყვილოდ იღებენ თავის თავზე. ახლა ამ უცნაურ ფანტაზიას დაუმატეთ უნარი სხვა ადამიანებს დაუმალოთ ის, რომ თქვენი ფსიქოლოგიური სახე რადიკალურად განსხვავდება მათგან. სანამ ყველა მიიჩნევს, რომ სინდისი ყველასთვის უნივერსალურია,  საკმაოდ ადვილია იმის დამალვა, რომ პირადად თქვენ სინდისი არ გაგაჩნიათ.



ჯოზეფ ბურგო
ფრთხილად, ნარცისია! როგორ უნდა მოვექცეთ საკუთარ თავზე შეყვარებულ ადამიანთა ტიპს
ეგოცენტრიკოსები, რომელთა დაინტერესება მიმართულია მხოლოდ თავის თავზე, - ნარცისები არიან. ერთი შეხედვით, ისინი თითქოს შესანიშნავად და საინტერესოდ გამოიყურებიან, მაგრამ სინამდვილეში ისინი მოხერხებული და სასტიკი მანიპულატორები არიან, ყველაფრისთვის მზად იმისათვის, რომ ყურადღების   ცენტრში აღმოჩნდნენ. ხშირად მათი ამოცნობა ძალიან ძნელია, მაგრამ ამის ცოდნა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია: ნარცისებთან ურთიერთობამ შეიძლება ზიანი მიაყენოს თქვენს კარიერას, მეგობრებთან და ახლობლებთან ურთიერთობას, თქვენს ჯანმრთელობას. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ასეთი ადამიანი თქვენი ნათესავი, უფროსი, მეგობარი ან პარტნიორი აღმოჩნდა? წიგნის ავტორი მოგვითხრობს ნებისმიერი ტიპის ნარცისებთან: მორალისტებთან, შურისმაძიებლებთან, პროვოკატორებთან და მრავალი სხვ., მოქცევის წესების შესახებ. ის აანალიზებს ყველაზე გავრცელებულ ქცევის მოდელებს და რეკომენდაციებს აძლევს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავუწიოთ წინააღმდეგობა ნარცისული ტიპების გავლენას.

ანასტასია დოლგანოვა
ნარცისული მსხვერპლის სამყარო. ურთიერთობები თანამედროვე ნევროზის კონტექსტში

ფსიქოლოგები საუბრობენ ნარცისიზმის ეპიდემიის შესახებ. დღევანდელი სამყარო ჩვენგან მოითხოვს სულ უფრო დიდი რაოდენობის მოთხოვნებთან შესაბამისობას. ჩვენ უნდა გამოვამჟღავნოთ ლიდერის თვისებები და კრეატიულობა, ვიაზროვნოთ პოზიტიურად, მუდმივად ვისწავლოთ, ძალიან ბევრი ვიმუშაოთ და კარგი ანაზღაურება მივიღოთ. ამ სამყაროში არ არის დაღლილობის, ცუდი განწყობის, არასწორი არჩევანის, ღირებულებათა კრიზისის და სხვა მოვლენების ადგილი, რომლებიც თან ახლავს ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებას. ყოველივე ეს ძალას ჰმატებს ნარცისული ტრავმის მქონე ადამიანებს, რომლებიც დარწმუნებული არიან, რომ ისეთები, როგორც ისინი, საკმარისად კარგები არ არიან. და რადგან მათ არ შეუძლიათ ამის მიღწევა, ერთადერთი, რასაც შესაძლებლად მიიჩნევენ, მათთვის მიუღებელ ცხოვრებისეულ გარემოებებთან და ტრავმულ ურთიერთობებთან შეგუებაა. მხოლოდ ტრავმული გამოცდილების გაცნობიერება აძლევთ მათ საშუალებას მიიღოს ის, როგორც მისი პიროვნების ნაწილი (სასარგებლო ნაწილი!) და აღადგინოს საკუთარი მთლიანობა. ფსიქოლოგის ანასტასია დოლგანოვას წიგნში ნათქვამია, თუ როგორ შეიძლება ნარცისიზმის ფესვების და გამოვლინებების ამოცნობა (ამაში დახმარების გაწევა შეუძლია ავტორის მიერ მოყვანილ კლიენტთა მრავალ ისტორიას) და საკუთარი თავის, რეალურის, და სხვებთან ჯანსაღი ურთიერთობების დამყარების გზის მოძებნა. 

მართა სტაუტი
სოციოპათი მეზობლად. სინდისის გარეშე ადამიანები ჩვენს წინააღმდეგ. როგორ ამოვიცნოთ  და დავუპირისპირდეთ
წიგნი საინტერესოა, მან შეიძლება გამოიწვიოს დისკუსიები, როგორც სამზარეულოს, ასევე ვიწროსპეციალიზირებულ დონეზე. სტაუტი არა მხოლოდ  აღწერს სოციოპათებს, არამედ მოგვითხრობს, როგორ გავლენას ახდენენ ისინი ჩვეულებრივ ადამიანებზე და როგორ უნდა  მოვიქცეთ ამ შემთხვევაში. ის ყურადღებას ამახვილებს პირადი გამბედაობის საკითხზე: როდესაც ვინმე ჩვენს გვერდით საზიზღრობას სჩადის, ამის დატოვება პასუხის გარეშე არ შეიძლება. ის მეტად საინტერესოდ ატარებს თავის მოსაზრებას სხვადასხვა დონეზე: კონკრეტული ადამიანიდან, კოლეგიდან ან მეზობლიდან საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებამდე. მართა სტაუტი ოსტატურად მოგვითხრობს სხვადასხვა ამბავს, აღწერს სოციოპათთა და რიგითი ადამიანების ხასიათებს, უზიარებს თავის გამოცდილებას და აძლევს სასარგებლო რჩევებს.
 
ტატიანა დიაჩენკო
საშიში ნარცისი. წიგნი მეორე. ნარცისები თავის შესახებ. შეიძლება თუ არა ნარცისისთვის დახმარების გაწევა
ამ წიგნში სიტყვა თვითონ ნარცისებს ეძლევათ: როგორ აქვთ გაგებული თავისი  უპირატესობები, ნაკლოვანებები, ქცევის მოტივები. ნარცისთა უმრავლესობა ვერ აცნობიერებს თავის ფსიქოლოგიურ აშლილობას, მაგრამ ზოგიერთი მათგანი, ვისაც რეფლექსიის მაღალი დონე გააჩნია, აღიარებს თავის დიაგნოზს. ამ წიგნში ნარცისები ერთმანეთს უზიარებენ თავის პრობლემებს და ცდილობენ მოძებნონ გამოსავალი უსასრულო ტანჯვიდან, რომელიც წარმოადგენს ნარცისის ცხოვრებას.

ოსბორნ მარინა
ანტიფსიქოპათია. ტოქსიკური ურთიერთობები და ამ ურთიერთობებიდან გამოსავალი
ქარიზმატული, მაგრამ ყალბი და უგულო დივერსანტები, დემონები ადამიანის გარეგნობით იწყებენ ჩვენს შესწავლას და ცდუნებას, გაუფასურებას და უტილიზირებას. ნებისმიერ ფასად გამარჯვებაზე მკაცრად დაპროგრამებული ფსიქოპათები, სოციოპათები, ნარცისები უსინდისოდ და სინანულის გარეშე ანადგურებენ ურთიერთობებს და ადამიანების ცხოვრებას. თქვენთვის გასაგები ხდება, როგორ უნდა აღმოაჩინოთ სასიამოვნო გარეგნობის ნიღაბს ამოფარებულ ადამიანში მისი ჭეშმარიტი ბუნება. წიგნის ღირებულება და უნიკალურობა დიდი რაოდენობით სავარჯიშოებსა და ტექნიკებშია, რომლებიც დაეხმარება აბიუზის მსხვერპლს აღიდგინოს მთლიანობა და დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას.


მ. თომასი
სოციოპათის აღსარება. იცხოვრო ისე, რომ სხვას თვალებში არ უყურო
ამ წიგნის ავტორი წარმატებული ქალი-სოციოპათია, რომელმაც საზოგადოებაში თავისი ადგილი დაიმკვიდრა და არც ერთი სისხლის სამართლის დანაშაული არ ჩაუდენია. ის ქარიზმატული და ამბიციურია. შეუძლია მოხიბლვა და ცდუნება. ამავე დროს თქვენ მისთვის წარმოადგენთ ობიექტს, რომლის შესწავლა, დაუცველი მხარეების მოძებნა, მანიპულაციების და საკუთარი მიზნების მისაღწევად გამოყენება მეტად საინტერესოა. ის არ განიცდის თანაგრძნობის, დანაშაულის და სინდისის ქენჯნის გრძნობას. ასეთ ადამიანთან შეხვედრის ალბათობა დიდია, სოციოპათი შეიძლება ნებისმიერი თქვენი ნაცნობი აღმოჩნდეს. რა უნდა იცოდეთ ამ ადამიანების შესახებ?.. მ. თომასმა დაწერა ყველაზე პატიოსანი წიგნი საკუთარი თავისა და საკუთარი ცხოვრების შესახებ. იგი საუბრობს უკანასკნელი სამეცნიერო კვლევების შესახებ სოციოპათიური პიროვნების ჩამოყალიბების თემაზე და ამტკიცებს, რომ მისი მსგავსი ტიპის ადამიანებს აქვთ რა შესთავაზონ საზოგადოებას. „სოციოპათის აღსარება“ გასაოცარია და შემაშფოთებელია. ეს არის მტაცებლის ცნობიერებაში ჩახედვის შანსი, რომლის ნებართვა მან თვითონ მოგვცა.

ე.ტ. სოკოლოვა
ნარცისიზმი, როგორც კლინიკური და სოციოკულტურული ფენომენი
 
თეორიული ანალიზისა და საკუთარი მრავალწლიანი კვლევის საფუძველზე ავტორის მიერ წარმოდგენილია ნარცისიზმის ზოგადი დახასიათება, აღწერილია კავშირი იდენტობის სტრუქტური დარღვევის, მარეგულირებელი მექანიზმების, სტილისტური კოგნიტური თავისებურებებისა და პიროვნებათშორის შემეცნები მეთოდებს შორის, რაც იძლევა ფსიქიკური და ქცევითი დარღვევების ფართო სპექტრ პროგნოზირების შესაძლებლობას. ნაჩვენებია, რომ ნარცისიზმის ფენომენ ბიოფსისოციალურად არის განპირობებული, რომ თანამედროვე ტექნოლოგიურ ბუმ სამომხმარებლო ღირებულებების გავრცელებასთან ერთად ქმნის ახალ სტიმულებს პიროვნების ნარცისუ და პერფექციონისტული მიმართულების განვითარებისათვის.



თომას მური
„სულის ბნელი ღამეები“
ნიგრედო. სულის ბნელი ღამე. სულიერი კრიზისი. გარკვეული სახით, მაგრამ ყველა ჩვენგანს ექნება განცდილი ეს მძიმე მდგომარეობა.  თომას მურის წიგნი „სულის ბნელი ღამეები“ ჩვენი ფსიქიკის ბნელი მხარეების ნამდვილი გზამკვლევია, და შეიძლება გახდეს არიადნას ის ძაფი, რომელიც ლაბირინთიდან გასვლაში დაგვეხმარება და რომელიც შეძლებს ჩვენი შინაგანი სიმძიმე აქციოს თავისთავადობის ბრწყინვალე ოქროდ.

ჰაინც კოჰუტი. თავისთავადობის აღდგენა
წიგნის ანოტაცია
ეს ჰაინც კოჰუტის პირველი დიდი ნაშრომია. თავისთავადობის ფსიქოლოგია ავსებს ტრადიციულ ფსიქოანალიტიკურ მიდგომას. მის განმასხვავებელ თვისებად შეიძლება ჩაითვალოს ყურადღების გამახვილება ინდივიდის თვითღირებულების განცდის მიმართ. ზიგმუნდ ფროიდის და მელანი კლაინის პირქუშ ანთროპოლოგიასთან შედარებით, ჰაინც  კოჰუტისა და მისი მიმდევრების მიერ წარმოდგენილი ადამიანის პიროვნების სურათი უფრო ოპტიმისტურად გამოიყურება. თავისთავადობის ფსიქოლოგიის მომხრეები დამაჯერებლად ადასტურებდნენ, რომ მხარდაჭერა, სიყვარული და აღიარება ძალიან მნიშვნელოვანია ბავშვთა და მოზარდთა პიროვნების ნორმალური განვითარებისთვის, და რომ წარსულში ფსიქოანალიტიკოსები არასწორად უდგებოდნენ ამ პრობლემას.
        წიგნი, პირველ რიგში, განკუთვნილია ფსიქოთერაპევტებისთვის და მათთვის, ვინც დაინტერესებულია პიროვნების ფსიქოლოგიის პრობლემებით.

რობერტ დ. ჰაერი.
 სინდის მოკლებულნი. ფსიქოპათთა შიშის მომგვრელი სამყარო
ცნობილი კანადელი ფსიქოლოგის რობერტ დ. ჰაერის წიგნი ეძღვნება ფსიქოპათებს - სოციალურს მტაცებლებს, რომლებმაც თავის შემდეგ დატოვეს ადამიანები დამახინჯებული ცხოვრებით და დამსხვრეული გულით. ავტორი იკვლევს ფსიქოპათიის ფენომენის სათავეებს, მისი წარმოშობის ფაქტორებს (მემკვიდრეობას და აღზრდას), სთავაზობს პრაქტიკულ რჩევებს ფსიქოპათების ამოსაცნობად და მათი ზემოქმედების გასანეიტრალებლად. წიგნი უხვად არის ილუსტრირებული მაგალითებით კლინიკური პრაქტიკიდან და ყოველდღიური ცხოვრებიდან. სინდის მოკლებული ადამიანები საინტერესონი იქნებიან, როგორც პროფესიონალი ფსიქოლოგების, ფსიქიატრების და სოციალური მუშაკებისთვის, ასევე ფსიქოპათიის პრობლემებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისთვის.


ვ. გინდიკინი, ვალერია გურიევა
ახალგაზრდული ფსიქოპათიები და ალკოჰოლიზმი
ავტორები არიან მედიცინის მეცნიერებათა დოქტორები, პროფესორ ვ.პ. სერბსკის სახელობის ზოგადი და სასამართლო ფსიქიატრიის საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომლები, რომლებმაც მრავალი წელი მიუძღვნეს ამ პრობლემის შესწავლას.
მონოგრაფიაში განხილულია  ფსიქოპათიის ეტიოლოგიისა და პათოგენეზის საკითხები, მათი ტიპოლოგიური დინამიკა ჩამოყალიბების პერიოდში ძირითად ონტოგენეზულ ეტაპებზე, ყურადღება აქცენტირებულია კლინიკური სურათის ანალიზზე პუბერტატული კრიზის პერიოდში. ნაჩვენებია ფსიქოპათიების გენეტიკური ვარიანტების ჩამოყალიბების თავისებურებები: ბირთვული, სამხარეო და ორგანული. სინდრომის დონეზე აღწერილია აფექტური, ასთენიური, ისტერიულ-ნევროტული აშლილობები, აკვიატებული მდგომარეობები და ზეღირებული წარმონაქმნები ფსიქოპათიების ფორმირებისას, აგრეთვე ფსიქოპათიებისა და ალკოჰოლიზმის ურთიერთქმედება მოზარდობის და ახალგაზრდულ ასაკში, ალკოჰოლიზმით განპირობებული ფსიქოპათიების კლინიკური დინამიკა, ალკოჰოლიზმის ფორმირების თავისებურებები მოზარდთა ფსიქოპათიის დროს. დეტალურად წარმოდგენილია პედაგოგიური უყურადღებობით გამოწვეული ფსიქოპათიების დიფერენციული დიაგნოსტიკა, შიზოფრენიული და ორგანული გენეზისის ფსიქოპათიის მსგავსი მდგომარეობები, ნევროზები. მოცემულია რეკომენდაციები სასამართლო-ფსიქიატრიული შეფასების, პროფილაქტიკის, მედიკამენტოზური და ფსიქოთერაპიული მკურნალობის შესახებ. მონოგრაფია განკუთვნილია ფსიქიატრებისთვის.

ტ.ი. იუდინი
ფსიქოპათური კონსტიტუციები
ფსიქიატრიაში მემკვიდრეობით-ბიოლოგიურ მიმართულებას, რომელსაც გერმანიაში წარმოადგენენ რიუდინი, ჰოფმანი, კანი, ნაწილობრივ გაუპი, კრეჩმერი და მრავალი სხვა, ამერიკაში - დევენპორტი, უიკკომი და სხვ., შვედეთში - ვიმერი, დღემდე რუსეთში ძალიან ცოტა წარმომადგენელი ჰყავს. ამავე დროს, მისი დიდი მნიშვნელობა ამჟამად ფართოდ არის აღიარებული მეცნიერთა უმრავლესობის მიერ. ეს მნიშვნელობა მით უფრო დიდია, რომ ის აახლოებს ფსიქიატრიას მომიჯნავე დისციპლინებთან, როგორიცაა ფსიქოლოგია, ფსიქოტექნიკა, პედაგოგიკა, და საშუალებას იძლევა, მკაფიოდ გამოხატული ფსიქოზით დაწყებული, უფრო ღრმად შეისწავლოს ზოგადად ხასიათის სტრუქტურა.
ეს წიგნი წარმოადგენს მცდელობას შეაჯამოს ნაშრომები, რომლებიც ამ მიმართულებით არის შესრულებული, და გააერთიანოს ისინი ერთ სისტემაში საკუთარი  კვლევებისა და კლინიკური დაკვირვებების საფუძველზე.



ნარცისიზმის პრობლემასთან  დაკავშირებული ლიტერატურა
რპო-ს კლინიკური სემინარების დიდაქტიკური მასალები
თემატური ბლოკი
„ნარცისიზმის ფსიქოანალიზი“
(ივნისი-დეკემბერი 2009 წ.)


ლექსიკონები:
ანალიტიკური ფსიქოლოგია: ლექსიკონი / შემდგ. და ავტორი ვ.ვ. ზელენსკი. – სანქტ-პეტერბურგი, 1996. – 323 გვ.
ჟ. ლაპლანში, ჟ.ბ. პონტალისი. ფსიქოანალიზის ლექსიკონი / თარგმ. ფრანგ. – მოსკოვი: ვისშაია შკოლა, 1996. – 623 გვ.
ვ. ლეიბინი. ფსიქოანალიზის ლექსიკონი-ცნობარი. – სანქტ-პეტერბურგი: პიტერი, 2001. – 688 გვ.
ფსიქოანალიტიკური ტერმინები და ცნებები: ლექსიკონი / ბ. მურისა და ბ. ფაინის რედაქტორობით. – მოსკოვი: დამოუკიდებელი ფირმა „კლასი“, 2000. – 304 გვ.
ჩ. რაიკროფტი. ფსიქოანალიზის კრიტიკული ლექსიკონი / თარგმ. ინგლ. – სანქტ-პეტერბურგი: ფსიქოანალიზის სამხრეთ-ევროპული ინსტიტუტი, 1995. – 288 გვ.
რ.დ. ჰინშელვუდი. კლაინინის ფსიქოანალიზის ლექსიკონი. – მოსკოვი: კოგიტო-ცენტრი, 2007. – 566 გვ.

წიგნები:
ზ. ფროიდი. ნარცისიზმის შესახებ. – მოსკოვი, 1996.
ო.ფ. კერნბერგი. აგრესია პიროვნული აშლილობის და პერვერსიების შემთხვევაში / თარგმ. ინგლ. – მოსკოვი: დამოუკიდებელი ფირმა „კლასი“, 1998. – 368 გვ.
ო.ფ. კერნბერგი. სიყვარულის ურთიერთობები: ნორმა და პათოლოგია / თარგმ. ინგლ. – მოსკოვი: დამოუკიდებელი ფირმა „კლასი“, 2004. – 256 გვ.
ო.ფ. კერნბერგი. მძიმე პიროვნული აშლილობები: ფსიქოთერაპიის აშლილობები. – მოსკოვი: დამოუკიდებელი ფირმა „კლასი“, 2000. – 464 с.
ჰ. კოჰუტი. თავისთავადობის ანალიზი: სისტემური მიდგომა პიროვნების ნარცისული აშლილობის მკურნალობისადმი / თარგმ. ინგლ. – მოსკოვი: კოგიტო-ცენტრი, 2003. – 368 გვ.
ჰ. კოჰუტი. თავისთავადობის აღდგენა/ თარგმ. ინგლ. – მოსკოვი: კოგიტო-ცენტრი,, 2002. – 316 გვ.
ნ. მაკ-უილიამსი. ფსიქოანალიტიკური დიაგნოსტიკა: პიროვნების სტრუქტურის გააზრება კლინიკურ პროცესში /თარგმ. ინგლ. – მოსკოვი: დამოუკიდებელი ფირმა „კლასი“, 2003. – 480 с.
ე.ტ. სოკოლოვა, ე.პ. ჩეჩელნიცკაია. ნარცისიზმის ფსიქოლოგია: სასწავლო სახელმძღვანელო. – მოსკოვი: სასწავლო-მეთოდური კოლექტორი „ფსიქოლოგია“ , 2001. – 90 გვ.
დ. ჰოლმსი. ნარცისიზმი. – მოსკოვი: შპს გამომცემლობა „პროსპექტი“, 2002. – 80 გვ.
ნ. შვარც-სალანტი. ნარცისიზმი და პიროვნების ტრანსფორმაცია: ნარცისული აშლილობის ფსიქოლოგია. – მოსკოვი: დამოუკიდებელი ფირმა „კლასი“, 2007. – 296 с.
ვ. რუდნევი. ნარცისიზმის აპოლოგია: კვლევები ფსიქოსემიოტიკაში. – მოსკოვი: აგრაფი, 2007. – 272 გვ.

სტატიები:
ზ. ფროიდი. ლიბიდოს თეორია და ნარცისიზმი (ლექცია 26)
ჰ. ხენზელერი. ნარცისიზმის თეორია// სიღრმისეული ფსიქოლოგიის ენციკლოპედია. ტ. I. ზ. ფროიდი: ცხოვრება, მოღვაწეობა, მემკვიდრეობა: თარგმ. გერმ. – მოსკოვი: დახურული სააქციონერო საზოგადოება, მარკეტინგული ჯგუფი „მენეჯმენტი“, 1998. – გვ. 463-482.
მ. ბალინტი. პირველადი ნარცისიზმი და პირველადი სიყვარული // პრაქტიკული ფსიქოლოგიის და ფსიქოანალიზის ჟურნალი. – 2001, №4 – http://psyjournal.ru/j3p/pap.php?id=20010408
რ. ბრიტონი. ნარცისიზმი და ნარცისული აშლილობები  // პრაქტიკული ფსიქოლოგიის და ფსიქოანალიზის ჟურნალი. – 2008. – №4. – http://psyjournal.ru/j3p/pap.php?id=20080406
ე. ბეითმანი. სქელკანიანი და თხელკანიანი ორგანიზაციები და ინსცენირება მოსაზღვრე და ნარცისული აშლილობის შემთხვევაში  // კანის ფსიქოლოგია/ ინგლ. თარგმ. მ.ლ.  მელნიკოვამ. – იჟევსკი: საგამომცემლო სახლი „უდმურტიის უნივერსიტეტი“, 2004. – გვ. 229-253.
გ. ვალი. ნარცისიზმის თეორია// ფსიქოანალიზის ძირითადი ცნებები / თარგმ. გერმ. – სანქტ-პეტერბურგი : Б&K, 2001 – გვ. 85-93.
გ.ო. გაბარდი. სიძულვილის შესახებ სასიყვარულო ურთიერთობებში: მცირე განსხვავების მქონე ნარცისიზმის გადახედვა// პრაქტიკული ფსიქოლოგიის და ფსიქოანალიზის ჟურნალი.– 2007, №1 – http://psyjournal.ru/j3p/pap.php?id=20070112
ბ. გრიუნბერჟე. ნარცისი და ოედიპოსი // ფრანგული ფსიქოანალიტიკური სკოლა / ა. ჟიბოს, ა.ვ. როსოხინის რედაქციით. – სანქტ-პეტერბურგი: პიტერი, 2005. – გვ. 85-98.
ჟ. დიატკინი. ხორვატული ჰალსტუხი. მცირე განსხვავების მქონე ნარცისიზმი და ცივილიზაციის პროცესი // ფრანგული ფსიქოანალიტიკური სკოლა / ა. ჟიბოს, ა.ვ. როსოხინის რედაქციით. – სანქტ-პეტერბურგი: პიტერი, 2005. – გვ. 299-312.
ე.ვ. ჟალუნენე. ოედიპოსსა და ნარცისიზმს შორის (მამის საიდენტიფიკაციო როლი) // ფსიქოანალიტიკოსი და მაცნე. – 2005. – №. 14. – С.71-85.
ვ.ა. ზიმინი. ოედიპოსი და ნარცისი: კომპლემენტარობისა და დეფიციტის საკითხისადმი // პრაქტიკული ფსიქოლოგიის და ფსიქოანალიზის ჟურნალი. – 2001, №1-2 – http://psyjournal.ru/j3p/pap.php?id=20011213
ი.მ. კადიროვი. ა.ვ. კაზანსკაიას მოხსენების „ნარცისის პიროვნების დადასტურება“ განხილვა // მოსკოვის ფსიქოთერაპიული ჟურნალი. – 2002. - №2. – გვ. 74-82.
ა.ვ. კაზანსკაია. ნარცისის პიროვნების დადასტურება // მოსკოვის ფსიქოთერაპიული ჟურნალი. – 2002. – №2. – გვ. 59-73.
ლ. კელერი. თავისთავადობის ფსიქოლოგია  // ფსიქოანალიზის ძირითადი ცნებები / თარგმ. გერმ. – სანქტ-პეტერბურგი: Б&K, 2001 – გვ. 93-98.
ბ. კილბორნი. ნარცისი და ლედი გოდივა. გულისგამგმირავი მზერა და ედიპალური სირცხვილი // პრაქტიკოსი ფსიქოლოგის ჟურნალი (სპეციალური გამოშვება: პრაქტიკული ფსიქოლოგიია და ფსიქოანალიზის ინსტიტუტი  15 წლისაა). – 2006. – № 5. – С.128-143. (პრაქტიკული ფსიქოლოგიის და ფსიქოანალიზის ჟურნალი. – 2006, №3 – http://psyjournal.ru/j3p/pap.php?id=20060308)
ჰ. კოჰუტი. პიროვნების ნარცისული აშლილობის ფსიქოანალიტიკური მკურნალობა: სისტემური მიდგომის გამოცდილება // თანამედროვე ფსიქოანალიზის ანთოლოგია / ა.ვ. როსოხინის რედაქციით - მოსკოვი: რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის ინსტიტუტი, 2000. – გვ. 409-429.
ჰ. კოჰუტი. ზოგადი შენიშვნები ნარცისული გადატანის გამო // (პრაქტიკული ფსიქოლოგიის და ფსიქოანალიზის ჟურნალი. – 2002, №3 – http://psyjournal.ru/j3p/pap.php?id=20020304
ა.ს. კრავჩენკო. ნარცისი და მისი ანარეკლი // მოსკოვის ფსიქოთერაპიული ჟურნალი. – 2001. – №2. – გვ. 96-113.
მ.მ. მაგურსკაია. ფსიქოანალიტიკური მიდგომა ფსიქოდრომში (აგრესიასთან მუშაობა პიროვნების ფსიქიკური აშლილობის დროს) // მოსკოვის ფსიქოთერაპიული ჟურნალი. – 2007. – №2. – გვ. 106-125.
ო.ნ. პავლოვა. ნარიცისი რუსული ფსიქოანალიზის სარკეში  // ფსიქოანალიტიკური მაცნე . – 2004. – №12. – გვ. 20-34.
ს.ო. რეზნიკი. ნარცისული დეპრესიის შესახებ // დეპრესიების ფსიქოანალიზი// სტატიების კრებული პროგ. მ.მ. ღეშეტნიკოვის რედაქტორობით.  – სანქტ-პეტერბურგი: ფსიქოანალიზის აღმოსავლეთ-ევროპული ინსიტუტის გამომცემლობა, 2005. – გვ. 59-74.
გ. როზენფელდი. დესტრუქიული ნარცისიზმი და სიკვდილის ინსტინქტი // პრაქტიკული ფსიქოლოგიის და ფსიქოანალიზის ჟურნალი. – 2008. – №4. – http://psyjournal.ru/j3p/pap.php?id=20080402
გ. როზენფელდი. სიცოცხლისა და სიკვდილის ინსტინქტების ფსიქოანალიტიკური თეორიისადმი კლინიკური მიდგომა // პრაქტიკული ფსიქოლოგიის და ფსიქოანალიზის ჟურნალი. – 2003, №2 – http://psyjournal.ru/j3p/pap.php?id=20030203
ჰ. სიგალი. ნარცისიზმი: კომენტარი რონალდ ბრიტონის მოხსენებაზე  // პრაქტიკული ფსიქოლოგიის და ფსიქოანალიზის ჟურნალი. – 2008. – №4. – http://psyjournal.ru/j3p/pap.php?id=20080405
ჰ. სიგალი. მელანი კლაინის კვლევის ზოგიერთი კლინიკური დანართი: გამოსავალი ნარცისიზმიდან  // პრაქტიკული ფსიქოლოგიის და ფსიქოანალიზის ჟურნალი.– 2008. – №4. – http://psyjournal.ru/j3p/pap.php?id=20080404
ჰ. სიგალი., დ. ბელი. ნარცისიზმის თეორია ფროიდისა და კლაინის შრომებში // პრაქტიკული ფსიქოლოგიის და ფსიქოანალიზის ჟურნალი. – 2008. – №4. – http://psyjournal.ru/j3p/pap.php?id=20080403
ჰ. სტერნი. ჰაიმან სპოტნიცას წვლილი ნარცისული აშლილობების მკურნალობაში   // ფსიქოანალიზის მაცნე. – 2001. – № 1.
ნ. სტილმანი. გარდამავალი და ნარცისული ობიექტები: მოკლე მოხსენება  // პრაქტიკოსი ფსიქოლოგის ჟურნალი (სპეციალური გამოშვება: პრაქტიკული ფსიქოლოგიია და ფსიქოანალიზის ინსტიტუტი  15 წლისაა). – 2006. – № 5. – გვ. 177-180. (პრაქტიკული ფსიქოლოგიის და ფსიქოანალიზის ჟურნალი.. – 2000. – №4. – http:// psyjournal.ru/j3p/pap.php?id=20000411)
ა.შ. თხოსტოვი. სამოთხის ბაღი (ნარცისული დამოკიდებულების სტრუქტურა  // ფსიქოლოგიური ჟურნალი. – 2007. – №3. – გვ. 108-114.
ე.ვ. ულიბინა. სნეგუროჩკა: ნარცისი სიკვდილის გზაზე// Russian Imago 2001. კვლევები კულტურის ფსიქოანალიზში. – სანქტ-პეტერბურგი:  ალეტეია, 2002. – გვ. 413-427.


ე.პ. ჩეჩელნიცკაია. პესიმიზმი და ნარცისიზმი // მოსკოვის ფსიქოთერაპიული ჟურნალი. – 2002. – №2. – გვ. 83-101.












Note, Why noosophere cannot become fully conscious, is because in this case it will become definitive, emotionless, stagnated, because feelings are born into unconscious, in the state of nescience, which is necessary unawareness, space .

Thats why I say, "what you dont know, is mine"
Means my place in you is in your unconscious, natural unawareness.",
In order to feel, u must unlearn, unfuck,
And then go inward.
==========||||
""""Religion and all belief systems do this. Words and labels and types of titles or entitlement is what I stay away from, because they support division or divide and conquer mentality that entitle people with rewards or perks based upon what club or CULT that advocate the CULTure and they use reLIEgion and beLIEf systems to make sure to bond individuals to a #SlaveMANUEL holy Helios biblios book of enslavement - that indoctrinated, grooms, brainwashed and socially engineers these mass groups into churches with belief dogmatic bias which the Sunday schooling peer pressures the child into rewarding a kid for being more close minded and less of a thinker"

The Divisions starts at politics (Which is Propaganda), then reLIEgion (Legions of liars) . Are what allow this deception to thrive. It goes so much deeper than just mere ignorance, it is NESCIENCE, which leaves the Nescience being away from the absolute true truth and in a delusional fake reality, which the truth has been completely hidden from them; this is why I clap it NESCIENCE, because it is hidden. Ignorance at least you have a chance to stop IGNORE ance.
... all religious belief systems, politics, and sexual orientation; as all these things are nothing more than MAN MADE - MANipulations that must have a building, church, organization, wall, institutions, organization, or some other construct which has geometric structures or patterns, to describe itself is symbolism that over 90% don’t understand and can’t read. They communicate in SYMBOLS AND WORD ETYMOLOGY THAT THE SLAVES DO NOT INNERSTAND.

=======
Nescience comes from the Latin Verb “nescire”. “Scire” is an ancestor of “science”. Together, it essentially means “no science”. There is a connotation to this word. It means to not understand because the specific information you desire to understand is completely absent. You can’t fit the pieces of grammar together to make the sentence. This should be delineated from the word “ignorance”. You can’t be blamed for nescience.
——
“Ignorance” carries blame and responsibility. Ignorance comes from the latin verb “ignorare”, which means to not know. Just like “nescience”. However, the connotation is different. It means to not know EVEN THOUGH necessary information is available and in front of you, you’ve wilfully disregarded information.












http://www.zarubezhom.com/




ნევილ სემინგტონი


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised