четверг, 7 февраля 2019 г.

ნარცისებად სოციალური ქსელები გვაქცევენ?

ნარცისებად სოციალური ქსელები გვაქცევენ?

მართალია, რომ Facebook-ს და Instagram-ს შეუძლია გვაქციოს  პატივმოყვარე ეგოცენტრიკოსებად? თუ თავიდანვე ასეთები ვიყავით, ხოლო სოციალური ქსელები მხოლოდ  იყენებენ ჩვენს ნარცისიზმს?

ყოველდღე Instagram-ში 80 მილიონზე მეტი ფოტო იტვირთება. 1 მილიარდი 400 მილიონი ადამიანი - დედამიწის მთლიანი მოსახლეობის 20% - აღწერს თავისი ცხოვრების დეტალებს Facebook-ში და უგზავნის ერთმანეთს 3.5 მილიარდ მოწონებას. როგორც ჩანს, სტატისტიკური მონაცემები დამაჯერებლად გვიჩვენებს, თუ რამდენად ვართ პატივმოყვარე და დაკავებული საკუთარი თავით, რომელიც ძალიან  გვიყვარს.

სად არის მიზეზი და შედეგი?

სოციალურმა ქსელებმა გვაქცია ჩვენ, ასეთი მოკრძალებულები, ნარცისებად, რომლებსაც სურთ ყურადღება და პოპულარობა? თუ ჩვენ თავიდანვე,  ბუნებით ვიყავით ეგოცენტრულები?
უკვე გაჩნდა კვლევები, რომელთა ავტორები აცხადებენ, რომ გამოავლინეს კავშირი ნარცისული აშლილობის ზრდასა (მაგალითად, ასეთი ზრდა დაფიქსირებულია აშშ-ში) და სოციალური ქსელების ფართოდ გავრცელებას შორის. ასევე აღმოჩენილია პირდაპირი კავშირი Facebook-ის მომხმარებელთა ვირტუალური მეგობრების რაოდენობასა და მისი ნარცისული თვისებების გამოხატვას შორის.
        მაგრამ ფსიქოლოგი სიარან მაკმეჰონი (Ciarán Mc Mahon), კიბერუსაფრთხოების ინსტიტუტის დირექტორი, მიიჩნევს, რომ კავშირი ნარცისიზმსა და სოციალურ ქსელებს შორის სულაც არ არის ცალსახა. „დიახ, ეს მართალია, რომ ბოლო წლებში აღნიშნულია ნარცისული აშლილობების ზრდა და სწრაფად გაიზარდა სოციალური ქსელების მომხმარებელთა რიცხვი. მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია ცალსახად ვთქვათ, რომ ამ ორ ტენდენციას შორის არსებობს კორელაცია. იქნებ საქმე ის არის, რომ დასავლურ კულტურაში იზრდება ნარცისიზმის დონე, ხოლო სოციალური ქსელები უბრალოდ ასახავენ ამ მოვლენას. და მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სწორედ დასავლური საზოგადოების ნარცისიზმია სოციალური ქსელების პოპულარობის მიზეზი“.
        „თუ ნარცისი ხართ, თქვენ დაიწყებთ თქვენს შესახებ პოზიტიური აზრის ძებნას. მსოფლიო თქვენი სარკეა, და თქვენ მუდმივად მუდმივათ ცდილობთ მისგან დასტურის მიღებას. ამ მიზეზის გამო თქვენ სოციალურ ქსელებში ძალიან დეტალურად იწყებთ თქვენი ცხოვრების აღწერას“, - განაგრძობს ფსიქოლოგი და ფსიქოთერაპევტი ლუსი კლაიდი (Lucy Clyde).

ცხოვრება, როგორც აკაუნტის კონტენტი

       გასაოცარია 34 წლის ჯეკ პ.-ს მაგალითი. ბოლო 10 წლის განმავლობაში მან შეძლო მთელს მსოფლიოში დაახლოებით 60.000 ხელმომწერის შეგროვება Facebook- ზე, Instagram-სა და Twitter- ზე. ჯეკი ათჯერ მაინც ამოწმებს დღეში თავის აკაუნტებს. როგორც ამბობს, ის შეპყრობილია მისი ონლაინ-სახის შენარჩუნებით.  საკუთარ თავს აფასებს არა როგორც ნარცისს, არამედ როგორც ადამიანს, რომელიც იყენებს თანამედროვე ტექნოლოგიებს საკუთარი კარიერის განვითარებისა და მისი თაყვანისმცემლების მოლოდინის გასამართლებლად.
        „ზოგჯერ საათობით ვფიქრობ, თუ რა გამოვაქვეყნო პოსტზე. რა აინტერესებს ჩემს ხელმომწერებს? რიგირ უნდა გამოვიყურებოდე მათ თვალში? მე ვფიქრობ, რომ ეს დროის ძალიან ნაყოფიერი ხარჯვაა, რადგან მან მე მომიტანა წარმატება, სახელი და ფული, - ამბობს ჯეკი. - ჩემი ცხოვრების გარკვეულ მომენტებს მე ვაფასებ იმისდა მიხედვით, თუ რამდენად კარგი კონტენტია ეს ჩემი ხელმომწერებისთვის. როცა მე შესანიშნავად ვატარებ დროს, ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია არა რეალურ ცხოვრებაში სიამოვნების მიღება, არამედ ამის ასახვა და ხელმომწერებთან გაზიარება“.

 ცდუნება მილენიალებისთვის

        ქსელების თაობის წარმომადგენლები (ან მილენიალები) განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან სოციალური ქსელების უარყოფითი ზემოქმედების მიმართ. ახალგაზრდები აუცილებლად გადიან ნარცისულ ეტაპს 17 და 21 წლის ასაკამდე, როდესაც ეძებენ თავის ადგილს საზოგადოებაში და ამტკიცებენ თავის დამოუკიდებლობას მშობლებისგან. ნარცისული თვისებები ამ ასაკში სრულიად ბუნებრივია, შეიძლება გაღრმავდეს სოციალური ქსელების ზემოქმედების შედეგად.
           „ამ ასაკში ადამიანი ძალიან არის დამოკიდებული თანატოლების მოსაზრებებზე, - განმარტავს ლუსი კლაიდი. - მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუ როგორ უყურებენ მას სხვა ადამიანები. და ამ ასაკში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა საკუთარ თავზე პოზიტიური შთაბეჭდილების შექმნა სხვის თვალში, კარგი შთაბეჭდილების დატოვება. მაგალითად, მილენიალები არ დაიშურებენ დროს და ძალისხმევას, რათა გააკეთონ იდეალური სელფი. იმიტომ, რომ ის სამუდამოდ დარჩება ინტერნეტში. გარე ეფექტი ძლიერ ზეწოლას ახდენს მათ გონებასა და ფსიქიკაზე, მას შეუძლია გააძლიეროს თავდაპირველი ნარცისიზმი. რაღაც ნარცისული თვისება კი ყველა ჩვენგანს აქვს“.
        ამავე დროს ზოგიერთი კვლევის მონაცემები აჩვენებს, რომ სოციალური ქსელები შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს ჩვენი თვითშეფასების განმტკიცებისთვის. მაკმეჰონი აღნიშნავს, რომ ისინი მომხმარებლებს აძლევენ სხვადასხვა როლების მორგების და საზოგადოებაში შესაფერისი ადგილის მოძებნის საშუალებას. მაგრამ ამავე დროს, იგი ეთანხმება იმ მოსაზრებას, რომ ისინი ქმნიან დამატებით ზეწოლას ფსიქიკაზე იმ ასაკში, რომელიც ისედაც რთულია.
        და კიდევ, აღნიშნავს მაკმეჰონი, სოციალური ქსელები აიძულებენ მომხმარებლებს გაცილებით ბევრი რამ გაუზიარონ უცხო ადამიანებს: „თუ თქვენ გაქვთ მოსაწყენი გვერდი, თქვენ არ მიიღებთ მოწონებას. თუ თქვენ განათასავებთ რაღაც ეპატაჟურ, პროვოკაციულ პოსტს, თქვენი პოპულარობა იზრდება. ადამიანები, რომლებსაც 5000 ხელმომწერი ჰყავს, მუდმივად ფიქრობს იმის შესახებ, რომ ეს შეიძლება იყოს პოსტი, რომელიც დიდ გამოძახილს გამოიწვევს  “.

იყო ნამდვილი

        სოციალური ქსელების ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ ჩვენი პიროვნება მხოლოდ ნაწილობრივად არის წარმოადგენილი, და არა სრულად, მიიჩნევს  ლუსი კლაიდი: „ჩვენ ვცდილობთ ცხოვრების მხოლოდ პოზიტიური მხარეების ჩვენებას, ხოლო უსიამოვნო ასპექტებზე ყურადღებას არ ვამახვილებთ. ეს არის შელამაზებული სურათი, საიდანაც მთელი ჭუჭყია გაწმენდილი, თითქოს არც ყოფილა. სინამდვილეში, ჩვენი რთული პიროვნების სელფში ან 140 ნიშნიან შეტყობინებაში მოთავსება შეუძლებელია. თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი პოსტები - ეს ჩვენ ვართ, მაშინ ჩვენთვის უკვე შეუმჩნეველია ჩვენი სირთულე, ისევე როგორც სხვა ადამიანების სირთულე. ადამიანისთვის ძალიან რთულია იყოს ნამდვილი, ის, როგორიც არის. აქ სოციალური ქსელები არ დაეხმარება მათ, პირიქით ხელს შეუშლის“.

          „ადამიანებს მოწონების მიღება სოციალურ ქსელებში გარედან სურთ, და ამას თავისი ღრმა მიზეზი აქვს, - განაგრძობს მაკმეჰონი.  - მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ, რა არ ჰყოფნის ამ ადამიანებს შინაგანად“. "



http://www.culturedialogue.com/resources/library/translations/epstein_1.shtml

თვითგაწმენდა (თვითგასუფთავება). კულტურის წარმოშობის ჰიპოთეზა




Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised