среда, 27 февраля 2019 г.

ადიქციური ქცევა დესტრუქციული ქცევის ერთ ერთი ფორმა, ესკაპიზმი, ნ.ტელეპოვა

ადიქციური ქცევა (ინგლ. addiction — მიდრეკილება, მავნე ჩვევა; ლათ. addictus — მონრუად ერთგულება) — დესტრუქციული ქცევის ფორმების განსაკუთრებული ტიპი, რომელიც გამოიხატება რეალობისგან თავის დაღწევის სურვილით თავისი ფსიქოლოგიური მდგომარეობის სპეციალური შეცვლის გზით. ადიქციის ძირითადი ტიპებია: 1) ერთი ან რამდენიმე ნივთიერების ბოროტად გამოყენება, რომლებიც ცვლიან ფსიქიკურ მდგომარეობას, მაგალითად, ალკოჰოლის, ნარკოტიკების, წამლების, სხვადასხვა სახის შხამის; 2) აზარტულ თამაშებში მონაწილეობა, კომპიუტერული თამაშების ჩათვლით; 3) სექსუალური ადიქტიური ქცევა; 4) ზედმეტის ჭამა და შიმშილი; 5) „ვორკოჰოლიზმი-  “); 6) მუსიკის ხანგრძლივი მოსმენა, ძირითადად, რიტმულის. ადიქციის ჩამოყალიბებისას ადგილი აქვს პიროვნებათშორის ემოციური ურთიერთობების რედუქციას. ვიწრო მნიშვნელობით, ადიქციური ქცევა შემოიფარგლება მხოლოდ 1 ტიპის ადიქციით. დიდი ფსიქოლოგიური ლექსიკონი. -  მოსკოვი. პრაიმ-ევრონიშანი. ბ.გ. მეშჩერიაკოვის, აკად. ვ.პ. ზინჩენკოს რედაქციით, 2003.

ესკაპიზმი - ადამიანის მცდელობა გაექცეს რეალობას ილუზიების სამყაროში
რელიგიური ადიქცია, როგორც არაქიმიური დამოკიდებულების სახეობა: ფსიქოლოგიური პირობები, პროფილაქტიკის და გამოჯანმრთელების პროცესის ფაქტორები

წყარო: telepovs.ru. ავტორი: ნ.ნ. ტელეპოვა, ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, დოცენტი, მოსკოვის პედაგოგიური უნივერსიტეტის სამარის ფილიალის პედაგოგიური და გამოყენებითი ფსიქოლოგიის კათედრის გამგე.  05.04.2014 წ.

          ადიქციური ქცევა - დესტრუქციული ქცევის ერთ-ერთი ფორმაა, რომელიც გამოხატულია რეალობიდან გაქცევის მცდელობაში ფსიქიკური მდგომარეობის შეცვლის გზით [7]. ნეიროფსიქოლოგიურ დონეზე ეს გამოიხატება პათოლოგიურად გაძლიერებული გაღიზიანების გენერატორის წარმოქმნით, რაც იწვევს კომპულსირებისკენ მიდრეკილებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ადიქცია წარმოადგენს ქმედებების, ქცევის ტიპების ნაკრებს, რომლებიც მოიცავენ არა მხოლოდ ქიმიური ნივთიერებების მოხმარებას, არამედ ქმედებებს, რომლებიც იწვევენ ნეიროქიმიურ ცვლილებებს. 
           ბევრი რუსი და უცხოელი  სპეციალისტი (ი.პ. სივოლაპი, ა.ა. პორტნოვი, ი.ნ. პიატნიცკი, ა.ი. ეგოროვი, ვ. გილბერტი, გ. კლერამბო) განიხილავს ადიქციას არა როგორც განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე, არამედ როგორც ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობას და ზეღირებულ იდეას. ადიქცია პირდაპირ უკავშირდება პიროვნების სულიერ და ზნეობრივ კომპონენტს, მისი ღირებულ-ნებისყოფილ სფეროს. ვ.ვ. შაბალინი, მაგალითად, განასხვავებს ღირებულ-მოტივაციურ კომპონენტს, რომელიც მდგომარეობს დამოკიდებულების ობიექტისთვის ღირებულების მინიჭებაში, და ემოციურ-ნებისყოფილ კომპონენტს, რომელიც გამოხატავს მისდამი გადაულახავ მიმზიდველობას [15]. რ. დიუპონმა წამოაყენა ადიქციის მსგავსი ფსიქოანალიტიკური ინტერპრეტაცია, როგორც მდგომარეობის უძლიერესი შეყვარება, რომელიც უკავშირდება ნარკოტიკების მოხმარებას. გონებრივი ჯილდოს მოლოდინში ადიქტები უგულებელყოფენ რისკს. გონებრივი ჯილდოს ძალა ისეთია, რომ მისი დანაკარგი მიუღებელი ხდება. [19].
          ა. შაევი გამოჰყოფს ადიქციის ორ კატეგორიას: სუბსტანციურ ადიქციებს (ალკოჰოლიზმი, ნარკომანია, თუთუნის მოწევა, საკვები) და პროცესის ადიქციებს (ფულის დაგროვება, გემბლინგი, სექსი, სამუშაო, მოუსვენრობა; ამ კატეგორიაში ასევე შედის რელიგიური ადიქცია) [24]. ა.ვ. კოტლიაროვმა გამოჰყო 18 ტიპის ადიქცია, გამომდინარე მათი შექმნელი რეალობის ფაქტორიდან. მის მიერ გამოყოფილი ადიქციების ერთ-ერთი სახეობაა იდეოლოგიებზე დამოკიდებულება [6]. ა.ი. ეგოროვმა დაასახელა ადიქციის ორი ფორმა: ქიმიური და არაქიმიური, ამავე დროს შესთავაზა არაქიმიური დამოკიდებულების კლასიფიცირება შემდეგი კატეგორიების მიხედვით [5]: აზარტული თამაშებისადმი პათოლოგიური მიდრეკილება (გემბლინგი); ეროტიკული ადიქციები; „სოციალურად მისაღები“ ადიქციები; ტექსნოლოგიური ადიქციები; კვების ადიქციები. რელიგიური ადიქცია მიაკუთვნეს „სოციალურად მისაღებ“ ადიქციას. ს. არტერბერნი და ჯ. ფელტონი იძლევიან რელიგიური ადიქციის შემდეგ განმარტებას: „როგორც ნებისმიერი ადიქციის შემთხვევაში, რელიგიური პრაქტიკა დომინირებს ცხოვრების სხვა ასპექტებთან მიმართებაში. ნებისმიერი ურთიერთობები მყარდება რელიგიის მეშვეობით, ხოლო რელიგიური პრაქტიკისა და მის ადეპტებზე დამოკიდებულებას ღმერთის პირადი მოთხოვნილება უკანა პლანზე გადააქვს. რელიგია და ისინი, ვინც მას განასახიერებს, იღებს სრულ ძალაუფლებას ადიქტზე, რომელიც თვითონ უკვე აღარ არის ღმერთთან დაკავშირებული“  [17].
        პ. ბუტი, პ. ვანდერჰაიდენი, ც.პ. კოროლენკო, ნ.ვ. ბონდარევი და სხვ. სთავაზობენ რელიგიური ადიქციის სიმპტომების შემდეგ ჩამონათვალს:

       - ფიქრის, ეჭვის შეტანის და რელიგიური ინფორმაციის შესახებ კითხვების დასმის უუნარობა;
       - შავ-თეთრი აზროვნება;
       - სირცხვილზე დაფუძნებული რწმენა;
       - მაგიური რწმენა, რომ ღმერთი შენთვის ყველაფერს გააკეთებს შენი სერიოზული მონაწილეობის გარეშე;
       - წესების და რეგულაციების რიგიდული ობსესიური დაცვა;
       -  უკომპრომისო მსჯელობები: ყველგან (განსაკუთრებით მოცემული რელიგიური ფორმაციის ფარგლებს გარეთ) ნაკლოვანებების და ბოროტების მოძებნის მზადყოფნა;
       - რელიგიური რიტუალებისადმი კომპულსიური და ობსესიური მიდრეკილება;
       - არარეალისტური ფინანსური შეწირულობა;
       - კონფლიქტი და კამათი მეცნიერებასთან, მედიცინასთან და განათლებასთან;
       - რეალურ სამუშაოზე პროგრესირებადი უარი, იზოლაცია, ადრინდელი ურთიერთობების გაწყვეტა;
       - ციტატებით და ტექსტებით მანიპულირება, რჩეულობის განცდა, განცხადება ღმერთისგან პირადი გზავნილის შესახებ;
       - ტრანსის მსგავსი მდგომარეობა, სახის ბედნიერი (ან სუპერზეშთაგონებული) გამომეტყველება;
       - დანარჩენ კაცობრიობაზე სიმართლის და უპირატესობის განცდა;
      - იმედგაცრუება, ეჭვები, ფსიქიკური, ფიზიკური და ემოციური კრიზისი,  დახმარებისთვის მოწოდების შიში („არასულიერებაში“ მხილების შიშის გამო).

       დ. რაიანმა და ჯ. ვონდერენმა აღწერეს ალკოჰოლიკის და რელიგიური ადიქტის ზოგადი ქცევითი თვისებები [23]. ალკოჰოლიკი გამოირჩევა ამაღლებული განწყობით სპირტიანი სასმელის მიღების დროს, რომელიც მცირდება თავშეკავების პერიოდში და თავშეკავების აუცილებლობის გაფიქრებისას. ანალოგიურად, რელიგიური ადიქტი გამოირჩევა ამაღლებული განწყობით რელიგიური რიტუალების შესრულების დროს, რომელიც მცირდება მაშინ, როდესაც შეუძლებელია საკულტო ადგილებში წასვლა, საკმარისი მოცულობით ლოცვის რიტუალის ჩატარება.  ალკოჰოლიკი უპირატესობას ანიჭებს მისი მსგავსი ალკოჰოლიკების კომპანიას; არამსმელებთან ურთიერთობები შეზღუდულია. რელიგიური ადიქტი ასევე უპირატესობას ანიჭებს მსგავსი რელიგიური უპირატესობების მქონე ადამიანებს, უარყოფს ყოფილ მეგობრებს და ოჯახის წევრებსაც კი, რომლებიც არ იზიარებენ მის რელიგიურ შეხედულებებს. ალკოჰოლიკი კარგავს კონტროლს მოხმარებული სასმელის რაოდენობაზე, ღებულობს მას სამსახურის, ოჯახის და ჯანმრთელობის საზიანოდ. რელიგიური ადიქტი უფრო მეტ დროს ხარჯავს რელიგიურ რიტუალებზე ან / და საქმიანობაზე სამსახურის, ოჯახის და ჯანმრთელობის საზიანოდ.

ალკოჰოლიკი რელიგიური ადიქტი
ხასიათდება ამაღლებული განწყობით სპირტიანი სასმელის მიღების დროს, რომელიც მცირდება  თავშეკავების დროს ან თავშეკავების შესახებ ფიქრის დროს ხასიათდება ამაღლებული განწყობით რელიგიური რიტუალების შესრულებისას, რომელიც მცირდება, როდესაც შეუძლებელია ეწვიო საკულტო ადგილებს, შეასრულო საკმარისი რაოდენობით ლოცვის რიტუალი
უპირატესობას ანიჭებს ისეთ ლოთებთან ურთიერთობას, როგორიც თავად არის; ფხიზელ ადამიანებთან ურთიერთობა შეზღუდულია უპირატესობას ანიჭებს ისეთ ადამიანებთან ურთიერთობას, რომლებსაც აქვთ მსგავსი რელიგიური შეხედულებები, უარყოფს ყოფილ მეგობრებს ან ოჯახის წევრებს, თუ ისინი არ იზიარებენ მის რელიგიურ შეხედულებებს
კარგავს კონტროლს მოხმარებული ალკოჰოლის რაოდენობაზე. იყენებს სამსახურის, ოჯახის, ჯანმრთელობის ხარჯზე. უფრო მეტ დროს ხარჯავს რელიგიურ რიტუალებში და/ან საქმიანობაში სამსახურის, ოჯახის, ჯანმრთელობის ხარჯზე.
ჩვენს მიერ ადამიანთა სხვადასხვა ჯგუფში ჩატარებულმა ურთიერთობების ფორმების კლასიფიკაციის შედარებამ მოგვცა საშუალება დაგვენახა, რომ ყველა ავტორი გამოჰყოფს  ვერტიკალს, რომელზეც განლაგებულია სხვადასხვა სახის ურთიერთობა: ყველაზე დაბალიდან უმაღლესამდე. ისეთი დონეები, როგორიცაა პრიმიტიული, მანიპულაციური, სტანდარტიზირებული (ა.ბ. დობროვიჩი); მონოლოგიური, კონფორმული, ფსევდოდიალოგიური, მანიპულაციური (გ.ა. კოვალევი); ავტორიტარული, მანიპულაციური, ინდიფერენტული, კონფორმული (ლ.ს. ბრატჩენკო); კონფლიქტური, ავტორიტარულ-მონოლოგიური, რეფლექსიურ-მანიპულაციური, პასიურ-ინდიფერენტული (ს.ა. შეინი) მიეკუთვნება ურთიერთობის დაბალ დონეს. ჩვენ მოვნიშნავთ მას, როგორც მონოლოგიურს. მეორე, მაღალი დონე, რომლის ოპტიმალურობას ხაზგასმით აღნიშნავს ყველა ავტორი, ჩვენ მოვნიშნავთ, როგორც დიალოგიურს. აქ ჩვენ მივაკუთვნებთ: მიმნდობ-დიალოგიურ (ს.ა. შეინი), დიალოგიურ (ვ.ვ. რიჟოვი, გ.ა. კოვალევი, ლ.ს. ბრატჩენკო), სულიერ (ა.ბ. დობროვიჩი) დონეებს.
        რ. აისლერმა აღწერა ადამიანთა საზოგადოების ორი ტიპის კრიტერიუმები  [20]:
          1. საზოგადოება, რომელიც აყალიბებს სიმტკიცეს ადიქტიური ქცევის მიმართ და პიროვნულ ზრდას (ურთიერთდამოკიდებული საზოგადოება). აქ ჭარბობს ურთიერთობის დიალოგიური სტილი, ამიტომ ვუწოდოთ ამ საზოგადოებას დიალოგიური. რაც შეეხება რელიგიურ ადიქციას, ის არ ჩნდება დიალოგიურ რელიგიურად მიმართულ საზოგადოებაში (ეკლესიაში), სადაც შეინიშნება საზოგადოების წევრების რწმენის სიმტკიცე და პიროვნული სულიერი ზრდა.
        2. საზოგადოებასმ რომელსაც აქვს ადიქციურობის განვითარების მიდრეკილება (თანადამოკიდებული საზოგადოება). აქ პრევალირებს ურთიერთობის მონოლოგიური სტილი, ამიტომ ვუწოდოთ მას მონოლოგიური. მონოლოგიურ რელიგიურად მიმართულ საზოგადოებაში (სექტაში) ხდება საზოგადოების წევრების მანიპულირება და გაუპიროვნება, რაც იწვევს რელიგიურ ადიქციას.
        ქვემოთ მოცემულია ამ ორი ტიპის საზოგადოების შედარებითი დახასიათება.
მონოლოგიური საზოგადოება დიალოგიური საზოგადოება
ქმნის იერარქიებს, რომლებიც არსებობენ ძალის გამოყენებით ან ძალის გამოყენების საშიშროებით ქმნის იერარქიებს,  რომლებშიც ადა-მიანები ერთმანეთთან დაკავშირებული არიან საერთო მოთხოვნილებებით
ზემდგომი ჯგუფის ხელშია ძალაუფლება და გადაწყვეტილებების მიღების უფლება, ხოლო ქვემდგომი ჯგუფი უუფლებოა გადაწყვეტილების მიღება თანაბრად არის გადანაწილებული იერარქიაში
ზემდგომი ჯგუფი იღებს პასუხისმგებლობას, რისკს, წარმოების საშუალებებს და ანაწილებს ჯილდოს, ქვემდგომი ჯგუფი უზრუნველყოფს ზემდგომის მხარდაჭერას, ასრულებს სამუშაობს და იღებს მინიმალურ ჯილდოს  რისკი, პასუხისმგებლობა, კაპიტალდაბანდება, წარმოების საშუალებანი, ჯილდო, სამუშაოს შესრულება და მხარდაჭერა თანამრად არის გადანაწილებული იერარქიაში
სარგებლობს აზროვნების შედარებითი მეთოდით: „შენ ან მე“ სარგებლობს აზროვნების კოოპერაციუ-ლი მეთოდით: „მე და შენ“
ღირებულია დესტრუქციული ქმედებები, როგორიცაა ექსპლუატაცია და ომი განსხვავებულად მოაზროვნეთა წინააღმდეგ (მ.შ. ვერბალური). ღირებულებებია აღმზრდელობითი თვისებები, როგორიცაა თანაგრძნობა და ძალის არგამოყენება
იყენებს მკაცრ სექსულურ როლს (ქალების დისკრედიტაცია) იყენებს მოქნილ სექსუალურ როლს (სქესების თანასწორუფლებიანობა).
გმობს ადამიანებს შორის განსხვავებას (ყველა უნდა იყოს ერთგვაროვანი - აზროვნებაში, გარეგნობაში,  აზრში და ა.შ.). ადამიანებს შორის განსხვავებას არ გმობს (ყველას აქვს თავისი ინდივიდუალობის და აზრის უფლება)
ერთგვაროვანების მისაღწევად იყენებს შიშის გრძნობას ერთიანობის მისაღწევად იყენებს იმედს
შედგება სისტემის „ხრახნებისგან“ შედგება პიროვნებებისგან
        მონოლოგიური (თანადამოკიდებული) საზოგადოება, რომელსაც აქვს რელიგიური მიმართულება, იმართება ლიდერის მიერ ხელმძღვანელობისადმი მონოლოგიური მიდგომით. ს. არტერბერნს და ჯ. ფელტონს მოაქვთ წესები, რომლითაც ხელმძღვანელობს მონოლოგიური ლიდერი [17].

       ლიდერი ყველაფერს აკონტროლებს.
      როდესაც პრობლემა ჩნდება, ლიდერი დაუყოვნებლივ პოულობს დამნაშავეს და ამხელს მას.
      ლიდერი არ ცდება.
     ლიდერი არასოდეს ასახავს სიტუაციის რეალობას.
      ლიდერი არასდროს უჩვენებს მის გრძნობებს, თუ ისინი არ არიან პოზიტიური.
       ლიდერი არასასურველ კითხვებს არ სვამს.
      ლიდერი არაფერს აკეთებს როლის გარეშე.
      ლიდერი არავის ენდობა.
     ლიდერისთვის მთავარი მიზანია მის ორგანიზაციაშ ადამიანური და ფინანსური რესურსების მოზიდვა.
      ლიდერი ნებისმიერი საშუალებით ინარჩუნებს თავისი ორგანიზაციის იმიჯს (მისი წევრების პიროვნულ-სულიერი მდგომარეობის საზიანოდაც კი).

           ც.პ. კოროლენკოს და ტ.ვ. დმიტრიევას აზრით, ასეთ თემზე რელიგიური დამოკიდებულება უფრო სახიფათოა, ვიდრე საკვებზე ან თუნდაც გემბლინგზე დამოკიდებულება, რადგან რელიგიურ ადიქტებს უფრო ხშირად უჩნდებათ შიზოფრენიული ხასიათის ფსიქიკური აშლილობები. შემთხვევითი არ არის, რომ ფსიქიატრები და ფსიქოლოგები ალაპარაკდნენ ახალი ტიპის პათოლოგიის - საკულტო ტრავმის შესახებ, რომელშიც იგულისხმება ინდივიდიდ ცნობიერების შეცვლაზე მიმართული დესტრუქციული კულტების ზემოქმედების კომპლექსი. [10].
        მრავალწლიანი გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მკურნალობისა და ქიმიური ადიქციის რეაბილიტაციის წარმატება მიღწეული იქნება იმ შემთხვევაში, თუ პაციენტი ახერხებს რეალურად „გადაერთვეს“ არაქიმიურ სოციალურად მისაღები დამოკიდებულების (სექსი, სამუშაო, სიყვარული, სპორტი, რელიგია) ნიშნების მქონე საქმიანობაზე. კლინიკური გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ერთ ადიქციას შეუძლია ადვილად გადავიდეს მეორეში. თუ შესაძლებელი აღმოჩნდა ქიმიური დამოკიდებულების შეცვლა სოციალურად მისაღებზე, მაშინ ეს განიხილება როგორც უდავოდ წარმატებულად. მაგრამ მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ არაკონტროლირებად ქცევას ნებისმიერ შემთხვევაში აქვს დესტრუქციული ზემოქმედება ადამიანის პიროვნებაზე. 30 წელზე მეტი ხნის წინ ვ. გლასერმა  პირველად წამოჭრა „პოზიტიური ადიქციის“ იდეა შემოქმედებითი ქცევით და საქმიანობით [22]. მ. დაი ამ მდგომარეობას უწოდებს „გამოჯანმრთელებას“, როდესაც ადამიანი პიროვნულად და სულიერად იზრდება, მისი რწმენა იძენს სიმტკიცეს და რელიგიური ადიქციიდან უბრუნდება ღმერთთან პირად ურთიერთობებს [21].
        მ. დაის და პ. ფენჩერს მოჰყავს ადიქციისგან, მ.შ. რელიგიურისგან გამოჯანმრთელების ხუთი პირობა.
        პირველი პირობაა გახსნილობა. ფარისევლობის არარსებობა, შიში იყო ის, რაც ხარ, საკუთარი შეცდომების აღიარების უნარი, პატიება და პატიების თხოვნა.
          მეორე - საკუთარი თავისადმი ერთგულება. როდესაც ადამიანი სწავლობს საკუთარ მომენტალურ სურვილზე ან მოთხოვნილებაზე უარის თქმას დასახული მიზნის მისაღწევად. ადიქტს, პირიქით, შეუძლია მომენტალური მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით უარი თქვას ოცნებაზე და ცხოვრების მიზანზე.
         მესამე - ხალხისადმი ერთგულება. მხოლოდ თანაგრძნობის, მგრძნობელობის და საკუთარი გრძნობების „გალღობის“ პირობით, როდესაც ადამიანი უბრალოდ იგნორირებას კი არ უკეთებს თავის შიშს, რომ შეიძლება დარჩეს დაუცველი, არამედ მიისწრაფის მაქსიმალური დაუცველობისკენ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შესაძლებელია პოზიტიური კომუნიკაციები, რომლებიც ქმნიან ახლო პირად ურთიერთობებს.
        მეოთხე - ანგარიშვალდებულება. მარტო შეუძლებელია გადარჩენა, ისევე, როგორც გამოჯანმრთელება. სიმტკიცე გამოჯანმრთელების გზაზე შეუძლებელია ურთიერთ ანგარიშვალდებულების გარეშე თავის ქმედებებში, სიტყვებსა და მოტივებში.
        მეხუთე პირობაა საზოგადოების ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მონაწილეობა. ადამიანი, რომელიც იმყოფება ადიქტიური ფაქტორების ზემოქმედების ქვეშ, უნდა აიძულო გაცდეს საკუთარ მე-კონცებციებს, მონაწილეობა მიიღოს ცხოვრებასა და ადამიანებზე პოზიტიური გავლენის მოსახდენად. იმისათვის, რომ ზემოაღნიშნული პირობები ეფექტურად ზემოქმედებდნენ გამოჯანმრთელებასა და რელიგიური დამოკიდებულების პროფილაქტიკაზე,  აუცილებელია ამ თემის ურთიერთობის დიალოგიზაციის ფსიქოლოგიური მექანიზმის ჩართვა.
        გამოჯანრთელების პროცესის დიალოგიზაციის მექანიზმს წარმოადგენს ენობრივი, საგნობრივი და შინაარსობრივი, მოტივირებული და მიზანმიმართული, ღირებული, პიროვნული, სულიერი და ზნეობრივი ერთიანობის თანმიმდევრული მიღწევა თემის ლიდერებისა და წევრების მიერ. ენობრივი ერთიანობა მოიცავს ისეთი კომუნიკაციური დონის მიღწევას, როდესაც დიალოგის ორივე მხარეს შეუძლია საკუთარი უსაფრთხოების შეგრძნება შეხედულებებისა და ემოციების გაცვლის დონეზე გასვლისას. როდესაც დიალოგის ვერბალური და არავერბალური საშუალებები ურთიერთმისაღები, ურთიერთგასაგები ხდება და ემსახურება ერთსა და იმავე მიზანს - ორმხრივ პიროვნულ ზრდას. საგნობრივი და შინაარსობრივი ერთობლიობა მოიცავს საერთო საქმიანობას, რომელიც ემსახურება ერთობლივად დასახულ საერთო მიზანს, ასევე ერთობლივად მუშავდება სტრატეგია და განისაზღვრება მუშაობის შინაარსი პიროვნული ზრდის, ურთიერთობების აგების და ადიქციის მიმართ სიმტკიცის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. მოტივებისა და მიზნების ერთობლიობა განისაზღვრება ორი მხარის მაქსიმალური დაბალანსებით: როგორც შედეგზე, ასევე პიროვნების გაუმჯობესებაზე მიმართული. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ პროგრამა შექმნილია ადამიანებისთვის და არა ადამიანები პროგრამისთვის. ღირებული და ორიენტაციური ერთიანობა მოიცავს ორივე მხარის ერთმანეთისადმი აქტიურ დიალოგურ დამოკიდებულებას, პიროვნებების მიერ ერთმანეთის უპირობო მიღებას და ერთმანეთისადმი არაშეფასებით  დამოკიდებულებას. სულიერი ერთობა მოიცავს ეთიკის გაგებისა და სულიერი და ზნეორბივი კანონების ერთობას. სულიერების ფაქტორი ფუნდამენტურია, ვინაიდან დიალოგის უნარი მისი წარმოდგენილი გაგებით დამოკიდებულია, პირველ რიგში, ურთიერთობების მხარეთა სულიერების დონეზე.
        ნ.ა. ბერდიაევის, ბ.ს. ბრატუსის, ვ.ა. პონომარენკოს, ვ.ვ. რიჟოვის, ტ.ა. ფლორენსკის, ვ. ფრაკლის, ვ.დ. შადრიკოვის შრომების შესწავლა იძლევა სულიერების განსაზღვრის საშუალებას მისი სამოქალაქო გაგებით, როგორც ადამიანის უნარს განასხვავოს და აირჩიოს საკუთარი თავისთვის ჭეშმარიტი მორალური ღირებულებები და მათ შესაბამისად წარმართოს თავისი ქცევა, ურთიერთობების და აქტივობა. სულიერების მთავარი საზომია თავისუფლება, პასუხისმგებლობა, ტრანსცენდენტურობა, ცხოვრების მნიშვნელობის გაცნობიერება. თემში დიალოგისა და თანამშრომლობის პრინციპებზე ურთიერთქმედება მოიცავს ურთიერთობის შეერთების შესაძლებლობას პიროვნების, როგორც ლიდერის, და ასევე თემის ყველა წევრის ურთიერთგანვითარებასთან, ხელს უწყობს პიროვნულ და ინტელექტუალურ ზრდას [8].
        დიალოგიური თემის ლიდერის მთავარი ფსიქოლოგიური მახასიათებელებია [11]:


1. სუბიექტ-სუბიექტური დამოკიდებულება.
2. ერთმანეთის თვითღირებულების აღიარება.
3. დომინანტა ერთი მეორეზე.
4. არაშეფასებითი მიუკერძოებული დამოკიდებულება.
5. ორიენტაცია „აქ და ახლაზე“.
6. ემოციური ღიაობა.


      დიალოგიურ თემში, რომელსაც ხელმძღვანელობს დიალოგიურად განწყობილი ლიდერი, მიმდინარეობს საქმიანობის რეალიზება, რომელიც არის კონსტრუქციული და მიმართულია პიროვნების განათლებაზე და სულიერ ზრდაზე, რაც გამორიცხავს რელიგიური ადიქციის აღმოცენებას ამ საქმიანობის საფუძველზე. კონსტრუქციული საქმიანობის ძირითადი მახასიათებლებია:
     1) საქმიანობა არ ართმევს ადამიანს ბევრ დროს, არ ცვლის პრიორიტეტებს;
     2) შეიძლება განხორციელდეს სხვა ადამიანებისგან დამოუკიდებლად;
    3) წარმოადგენს გარკვეულ ღირებულებას გონების, ჯანმრთელობისა და სულიერებისათვის;
        4) ხანგრძლივი განხორციელების შემთხვევაში ხელს უწყობს ადამიანის ცხოვრების გაუმჯობესებას.
       სტატიის დასასრულს წარმოვადგენთ ჩვენს მიერ რელიგიური ადიქციის თემაზე ავტორის კითხვარის შესაბამისად ჩატარებული კვლევის მონაცემებს. ტესტირება ჩატარდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე დასახული იყო გამოკითხულთა რელიგიური ადიქციის ხარისხის გამოვლენა. მეორე ეტაპი წარმოადგენდა თემის ანალიზს, რომელშიც ჩართულია ინდივიდი.

პირველი ეტაპი

        აღნიშნეთ მტკიცებულებებთან თქვენი თანხმობა  შემდეგი სქემის მიხედვით: მე შორს ვარ ამისგან - 1 ქულა; ეს ჩემს შესახებ არ არის - 2 ქულა; ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ეს ასეა - 3 ქულა; ვცნობ ჩემს თავს - 4 ქულა; დიახ, ეს ჩემზეა - 5 ქულა.

          1. ჩემთვის საეკლესიო ღვთისმსახურებაზე დასწრება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცხოვრებაში.
          2. ჩემს ახლობლებთან კონფლიქტები მაქვს ეკლესიაში გატარებული დროის გამო.
          3. მე ეკლესიაში მივდივარ სიხარული რომ განვიცადო, ჩემს პრობლემებს თავი დავაღწიო.
          4. ბოლო დროს სულ უფრო მეტ დროს ვუთმობ მორწმუნეებს ღვთისმსახურების დროს, ჩვენი თემის ადამიანების მსახურებას, სალოცავ ღონისძიებებს .
         5. თუ რაიმე მიზეზით ვერ ვესწრები ღვთისმსახურებას, განვიცდი მწუხარებას, გაღიზიანებას, სისუსტეს.
         6. მესმის, რომ ცხოვრებაში სხვა პრიორიტეტებიც არსებობს: სამუშაო, ოჯახი, განათლება, ამიტომ ზოგჯერ ვცდილობ სულიერი საქმიანობისთვის დროის შემცირებას.
         თუ თქვენ დააგროვეთ 24 ან მეტი ქულა, შეგიძლიათ იგულისხმოთ რელიგიური ადიქციის მაღალი ხარისხი. ტესტირება ჩატარდა სხვადასხვა რელიგიური გაერთიანებების მორწმუნეებს შორის. გამოიკითხა 126 ადამიანი. აქედან, 22 ადამიანმა თავი მიაკუთვნა ტრადიციულ კონფესიებს, 84-მა -  არატრადიციულ კონფესიებს, 20-მა ადამიანმა თავი მიაკუთვნა თანადამოკიდებული ტიპის რელიგიურ ორგანიზაციებს. რელიგიური ადიქციის მაღალი ალბათობა ასეთი სახით გამოვლინდა:

36,4% ეკუთვნის ტრადიციულ კონფესიებს;
71,4% ეკუთვნის არატრადიციულ კონფესიებ;
85,0% ეკუთვნის თანადამოკიდებულ საზოგადოებებს.

მეორე ეტაპი

         დადასტურების გვერდით გააკეთეთ აღნიშვნა, თუ ეს „სწორია“.

      1. მე ყოველთვის ვიცი, რა ხდება ჩვენს ეკლესიაში (რელიგიურ ორგანიზაციაში).
      2. ჩემთვის აუცილებელი არ არის იმის ცოდნა, თუ რა ხდება ჩვენს ორგანიზაციაში. ამისთვის არსებობენ სპეციალურად დანიშნული ადამიანები.
      3. მე ვიცი, რომ ჩემს მოსაზრებას ყურად იღებენ ჩვენი ორგანიზაიცის მნიშვნელოვანი საკითხევის გადაწყვეტისას.
      4. ჩვენმა ხელმძღვანელებმა იციან, როგორ მოიქცნენ, რომ ყველა კარგად გრძნობდეს თავს.
      5. ჩვენი ხელმძღვანელები არ არიან ჩემზე უკეთესი.
      6. ჩვენი ხელმძღვანელები ჩემზე უკეთესები არიან, ამიტომაც არიან ხელმძღვანელები.
      7. ხელმძღვანელობასთან ერთად ჩვენ ვიზიარებთ ჩვენი ორგანიზაციის წარმატება, ჩვენ გვაქვს ერთი მიზანი და ერთი მისწრაფებები.
   8. მე ვიცი, რომ ჩვენს ხელმძღვანელებს ძალიან ბევრი საპასუხისმგებლო საქმე აქვს და ამიტომაც არ აქვთ დრო ყოველდღიური საკითხების მოსაგვარებლად. ამიტომ არ უნდა იყოს საწყენი,  რომ ზოგჯერ მათ არ აქვთ დრო ჩემთვის.
    9. ჩვენს ორგანიზაციაში ის ადამიანიც კი, რომელიც ასუფთავებს ტერიტორიას, შეუძლია კარგად დაჯილდოვდეს.
    10. სერიოზული ჯილდოს ან წახალისების მისაღებად, პირველ რიგში, საჭიროა იშრომო, რათა შეხვიდე  ლიდერთა წრეში.
    11. დარწმუნებული ვარ, რომ სხვა ორგანიზაციებშიც კარგად და მყუდროდ ვიგრძნობ თავს.
    12. მე მიმაჩნია, რომ ჩვენს ორგანიზაციაში ადამიანებზე ზრუნვა და თითოეული მათგანის ჩართულობა უკეთესადაა დაყენებული, ვიდრე სხვაგან.
    13. მე მიმაჩნია, რომ ქალის დანიშნულებაა, პირველ რიგში, იყო დედა და ცოლი.
      14. ქალი შეიძლება შედიოდეს ჩვენი ორგანიზაციის ხელმძღვანელობაში.
      15. თითოეულ ოჯახში ავტონომიური წესით წყდება მისი თითოეული წევრის (იქნება ეს მამაკაცი თუ  ქალი) დანიშნულება.
      16. კარგია, რომ ჩვენს ორგანიზაციაში ქმრებს მოუწოდებენ უზრუნველყონ ცოლები იმდენად, რომ მათ, პირველ რიგში, შეასრულონ ცოლის მოვალეობა.
      17. მე მიმაჩნია, რომ თუ ვინმეს უნდა ჩვენს ორგანიზაციაში გაწევრიანება, მან ყველა წესი უნდა მიიღოს.
      18. დარწმუნებული ვარ, რომ ყველა ახალბედას შეუძლია ბევრი სასარგებლო იდეის შემოტანა.
       19. ჩვენი ერთი ოჯახი ვართ, ამიტომ უნდა ვეცადოთ არ გავაღიზიანოთ სხვა.
       20. ჩვენ ერთი ოჯახი ვართ, ამიტომ უნდა ვეცადოთ მივიღოთ სხვა ისეთი, როგორიც არის.
     21. თუ ვინმეს რაღაც არ მოსწონს, ყველას აქვს ჩვენი ორგანიზაციის დატოვების უფლება. კარი ღიაა - როგორც ერთ, ასევე მეორე მხარეს. მსურველები შემოდიან, ვისაც არ სურთ, გადიან წაიშლება.
      22. თუ ვინმეს რაღაც არ მოსწონს, მნიშვნელოვანია მისი აზრის გათვალისწინება, რათა მივაღწიოთ ურთიერთმისაღებ გადაწყვეტილებას, თუნდაც საერთო პოლიტიკის კორექტირების ხარჯზე.
         23. ვგრძნობ, რომ გლობალური  მსოფლიო ჩანაფიქრის ნაწილი ვარ.
        24.ვგრძნობ, რომ გლობალური მსოფლიო ჩანაფიქრის  ცენტრში ვარ.
        პუნქტების 2,4,6,8,10,12,14,15,17,19,21 „აღნიშვნის“ რაოდენობა – მონოლოგიური თემის მაჩვენებელია. აღნიშვნების არსებობა ან არარსებობა წყვილების 1-2, 3-4, 5-6, 7-8, 9-10, 11-12,13-14,15-16,17-18,19-20,21-22 ორივე პუნქტში თითო ქულას უმატებს მონოლოგიური თემის მაჩვენებელს. თუ ამ მაჩვენებლის მიხედვით, 8 ქულაზე მეტია დაგროვილი, შესაძლებელია დარმუნწბით მტკიცება იმისა, რომ ადამიანი ეკუთვნის მონოლოგიურ თემს.
         პუნქტების 1,3,5,7,9,11,13,16,18,20,22 „აღნიშვნის“ რაოდენობა  – დიალოგიური თემის მავენებელია. დიალოგური თემისადმი კუთვნილების მტკიცება შეიძლება, თუ ამ მაჩვენებელით დაგროვილია 8 ქულა და მონოლოგური მაჩვენებლით 3 ქულაზე ნაკლები.
         85 ადამიანიდან, რომლებმაც პირველ ეტაპზე რელიგიური ადიქციის მაღალი დონე აჩვენა, 95%-ზე მეტმა გამოავლინა მონოლოგური თემისადმი კუთვნილება. გამოსაცდელთა 87%-ზე მეტმა, რომელსაც არ ჰქონდა რელიგიური ადიქცია,  გამოავლინა დიალოგური თემისამი კუთვნილება. შეიძლება დავადასტუროთ მაღალი რელიგიური ადიქციის კორელაციის არსებობა მონოლოგური რელიგიური თემისადმი კუთვნილებით.
         აღვნიშნოთ ჩატარებული კვლევის შედეგების კიდევ ერთი შტრიხი: 126 გამოკითხულიდან 64 ადამიანი იმყოფებოდა ქიმიური დამოკიდებულების რემისიის პერიოდში. აქედან 60 ადამიანმა (თითქმის 94%) აჩვენა რელიგიური ადიქციის მაღალი ხარისხი. აქედან გამომდინარე, არ შეიძლება იმ ფაქტის იგნორირება, რომ რელიგიური დამოკიდებულება ცალკე დგას სხვა სოციალურად მისაღებ ადიქციებისგან, რომლებმაც თავის თავზე აიღეს ჩანაცვლების როლი რეაბილიტაციის პროცესში. რელიგიური ორგანიზაციების მიერ ჩატარებული სარეაბილიტაციო პროგრამების სარგებლობის აღიარება ნარკოდამოკიდებულებისა და ალკოჰოლიკებისთვის  უდავოა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს ნეგატიური და ზოგჯერ კატასტროფული შედეგების შესახებ. ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი თემების დიალოგიზაციის ფსიქოლოგიურ-პედაგოგიური პროცესი რეაბილიტაციაში მონაწილეთათვის და ასევე მათ რიგებში მყოფი ადიქტიური ადამიანებისთვის, მათი ადიქციის ჩანაცვლების ეტაპიდან გამოსაყვანად და გამოჯანმრთელების ეტაპზე დასაყენებლად [21].
                                                Литература:
1. ნ. ბერდიაევი. ადამიანის დანიშნულების შესახებ. მოსკოვი,1993.
2. ნ. ბონდარევი.  რელიგიურ კულტებში ჩართულ ადამიანთა ფსიქიკური დეზადაპტაცია// ანანიევის კითხვები -2006: სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მასალები. 24-26 ოქტომბერი 2006 წ. /ლ.ა. ცვეტკოვას, ა.ა. კრილოვას რედაქციით - სანქტ-პეტერბურგი, 2006.-С.335-336.
3.ბ. ბრატუსი. პიროვნების მორალური ცნობიერება.-მ.,1985.
4. ა.ო. ბუხანოვსკი, ა.ს. ანდრეევი, ო.ა. ბუხანოვსკაია. დამოკიდებული ქცევა: კლინიკა, დინამიკა, სისტემატიკა, მკურნალობა, პროფილაქტიკა- როსტოვი-დონზე, 2002.
5. ა.ი. ეგოროვი. არაქიმიური დამოკიდებულება. - სანქტ-პეტერბურგი, 2007.
6. ა.ვ. კოტლიაროვი. სხვა ნარკოტიკები თუ Homo Аddictus: დამოკიდებული ადამიანი.-მოსკოვი, 2006.
7.  ც.პ. კოროლენკო. ადიქციური ქცევა //ფსიქიატრიის და სამედიცინო ფსიქოლოგიის  მიმოხილვა, 1991, №1, გვ. 8-15.
8. მ.ვ. ნოსკოვი. პედაგოგიური ურთიერთობების დიალოგიზაციის ფსიქოლოგიური მექანიზმების შესწავლა: ფსიქოლ. მეცნ. კანდ. დისერტაცია - ნიჟნი ნოვგოროდი, 1999.
9. ვ.ა. პონომარენკო. პროფესიონალის სულიერების ფსიქოლოგია. - მოსკოვი, 1997.
10. ვ.ე. პაშკოვსკი. ფსიქიკური აშლილობები და რელიგიურ-მისტიკური განცდები. - სანქტ-პეტერბურგი, 2006.
11. ვ.ვ. რიჟოვი.  სულიერად ორიენტირებული დიალოგი და დიალოგიური პიროვნება // ჰუმანიზმი და სულიერება განათლებაში: კონფერენციის სამეცნიერო შრომები.- ნიჟნი ნოვგოროდი, 1999.
12. ი.პ. სივოლაპი. ადიქციური მიდრეკილებების ფსიქოპათური კუთვნილების საკითხისადმი// საზოგადოება ნარკოტიკების წინააღმდეგ: რეგიონთაშორის სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციის მასალები. - ყაზანი, 2006.
13. ტ.ა. ფლორენსკაია.  დიალოგიური ურთიერთობა, როგორც პიროვნების სულიერი გარდაქმნის გზა/ფსიქოლოგიური თეორიის ჰუმანისტური პრობლემები. - მოსკოვი, 1995.
14. ვ. ფრანკლი. სულიერება, თავისუფლება და პასუხისმგებლობა. - მოსკოვი, 1990.
15. ვ.ვ. შაბალინა. ფსიქიკური დამოკიდებულების კოგნიტური სტრუქტურა //ნარკოლოგია, 2006, № 9.- გვ.9-72.
16. ვ.დ. შადრიკოვი. სულიერი შესაძლებლობები.- М., 1996.
17.Arterburn S., Felton J. Toxic Faith: Understanding and overcoming religeous addiction. Oliver-Nelson, 1991.
18.Baute P. When God becomes a drug:breaking the chains of religious addiction and abuse, 1993.www.lexpages.com\SNG\paschal\religeous_adiction.htm
19. DuPont R. Addiction: a new paradigm // Bull. Venninger Clin, 1998.V.84 № 2 p. 231-242.
20.Eisler, Riane. 1987. The Chalice & The Blade. San Francisco: Harper & Row
21. Dye M. The Genesis process: a relapse prevention workbook for groups. Auburn,CA:GAPP, 2006
22. Glasser W. Positive addictions. Harper & Row, N.Y.1976.
23. Ryan D., VanVonderen J. When religion goes bad. Part 2. Religious addiction. www. spiritualabuse.com\dox\gobad2.htm
24.Shaef A. When society becomes an addict. SanFrancisco: Harper and Row, Publishers, 1987
25.Vanderheyden P. Religeous addiction: the subtle distruction of the soul\\Pastoral psychology, 1999. V.47, №4. p/293-302/
26. Griffiths M., Szabo A., Terry A. The exercise addiction inventory: aquick and easy screening tool for practitioners//British journal of sports medicine, 2005. V.39.№6.

 now apply these consequences to a whole world and add up to that layers upon layers of a global mind controlled population and u will start seeing the bigger picture





https://psyfactor.org/lib/reladdict.htm



























































The Tendrils of Grief

So many of us are suffering great sorrow right now. Many are sustaining the loss of a family member, a pet, friends, health, home, who we have been, our partners, our job, the world we thought we had, the world we dream to have but is being prevented by agendas, our dreams we believed so fully in as children and young adults.

Emptying our lives out seems to be the universal request. Our hearts and lives are aching within our journey's and the vast unknown that awaits for us in the darkness. Life, in this great new emptiness, calls us forward into its vast shadowy space welcoming us even as we quiver in uncertainty.

We have no choice but to step forward no matter how tentatively. What else can we do as our breath rises and falls upon us as the universal pulse beats within our chests? No matter our pain, the sun rises to another day and though our hearts may ache and be battered and bruised, we continue on, sorrow and all.

Burning within every teardrop is a window of hope even if it's a most infinitesimal, imperceptible presence. That beacon, that spark of promise, lives within propelling life towards the possible, the healed and the waiting. We may wish to hug our stillness, hold fast to the dark wandering to nowhere, cleave to the emptiness of all sorrows but life is a force that carries us along no matter how much we wish not to go.

Reach inside of yourself touching the ache within, lifting it to the stars. Blow gently your sorrow into the milky light way beyond perception as often as necessary until your tears dissolve as your hope and faith become more luminescent and holy in their presence. Please, do not ignore the hunger of your grief. Listen to it quake allowing each wave to wash over and through you out into the galactic field of welcome. Do not anchor to the tumultuous ocean, out beyond the waves of healing and allowance. Drowning does not speak to your love. It simply is drowning in an unquenchable pain that was never harnessed enough to allow freedoms gain.

Don't give up even when the dew rests heavy in your eyes and the forest is too dense to see clearly through. If your legs are to weary to carry you, then rest on your knees and surrender to prayer and silence. Bow and allow and when ready, rise to the triumph of the moment that can carry you through, rebirthing you in the waiting future.

Sorrow are the waves of change that carry us onward to the next new light that awaits our living journeys. Honoring the light is the magic. Being in the waves rising tides with eyes crusted in tears, we must reach forward into griefs transition, touching, even if tentatively, the dignity that awaits our newer choices. Choices that we never wanted to make but are present just the same.

Choose well. Reach for the crack in the universe that whispers to you all the love, the understanding and the peace that waits for you in blankets of comfort and grace. Rest on clouds if you must as the rains pour through the sieve of your soul. Then rise, once again, on the wings of angel's that are with you always and always in every wave of your new becoming.

With love and understanding,

Raven White Dove, blogmeister of Finding Truth Under the Serenity Tree fb blog page, 2019 🕊

Raven, author of this blog, knows all too well the fertile ground of grief. Raven has lost her mother, her only child, a grown daughter, her grandchildren, 7 friends, her mother of love, her husband, her health, and many fur children out on her ranch over the past 10 years. She has chosen to walk away from much of her family in the absence of their caring and their presence when family would have been the comfort to seeing her through. Instead, she chose herself, her own heart and soul to rest within and the light that calls her forward growing her, feeding her and loving her within her oceans of her own sorrows.
I Stand for Women

We, as women have come to the end of our tolerance with having our rights as human beings violated and controlled by antiquated patriarchal attitudes. We are exhausted by our governments political agendas that are held against women and the use of puritanical constructs to oppress the feminine essence, its power and its extraordinary value and purpose beyond the obvious.

Many of us have lost our patience. We are tired of being treated like second class citizens while we carry heavy loads and burdens beside our men and for many women, alone in single parent households. We no longer can abide the toxic, violent family situations that leave women isolated and abused while trying to keep themselves and their children alive.

We are tired and outraged at our children being at risk by violence and sex trafficking in the external world as well as, ourselves and even our older mothers. We are overwhelmed and horrified by how many family members and caregivers concerning our children cannot be trusted yet, we are forced into the workplace to help our men provide because a single income is now far from adequate. We are also so, so tired of being objectified by men sexually and by dealing with the degradation and the violence by men throughout our society as far back as early childhood for too many of us.

Most women are over the brutality and the discrimination, the fears and the chronic and systemic disdain men from all over the world hold for the feminine energy. It's time for an honest dialogue and a true and permanent change concerning the division and the problems facing both our men and women in our world today. How we perceive each other. How we desire to engage. How each gender deserves to be treated, heard and valued by the other. What the pressures, burdens, harm, the confusion, the feelings and what all imbalances are that both females and males are experiencing. We must discuss the changes we all need to make in order to make a significant and very real difference in all of our relationships including various male to male connections that are formed.

So, let me ask you, how many women are out there who are tired of and are no longer willing to allow their bodies, their sexuality, their reproductive needs, finances and freedoms of choice to be violated and oppressed by the aggressive and more dominating male agenda?

How many of my sisters are tired of the groping, ogling, hackling, the harassment, the molestations and the overt and covert coercion by men on the street, in bars, in the work place or even in environments that are meant to be family and friend safe?

How many of us are tired but not surprised by the high incidences of rape and the rampant pedophilia of our younger selves and/or our children with little consequence to the perpetrators? Let alone the extraordinary judicial violation in the aftermath of crimes inflicted upon us in our attempt to seek justice.

How many women are tired of feeling like second class citizens in our jobs, our careers, in our homes, our relationships, in our societies and throughout the world?

How many women are tired of the constant objectification of our bodies, our sexuality and the endless blame for what others do to us based on their excuses used concerning our clothing, the way we move, walk, talk and smell; for simply being a female in an out of balanced world that supports the devaluing of the feminine?

How many women have been harassed, molested, raped, battered and psychologically tormented, left to feel powerless in the vortex of the aggressive male paradigm and the universally masculine judicial system?

How many women are done with allowing ourselves, our daughters, our sisters, our mothers and our female friends to suffer under the male oppression?

How many women will stand up in the rising tide against women stemming from the institutions of government and religions that model a disrespect and a pure disdain for the feminine and for our children?

How many women will stop the dishonoring and holding contempt for other women through the weight of envy, jealousy, competition and betrayal of the feminine and of their sisters carrying similar burdens of uncertainty and wounded self esteems perpetrated by this world?

How many good and loving men will stand with women in their inherent equality and freedom as human beings living a feminine life experience, engaging with women as honored equals, nothing more and nothing less?

How many men will stand with women to protect, to nurture, to be a positive resource for children to depend upon for healthy guidance, for security and for the protection of their innocence?

If you stand for and with women, comment "I stand for women!" and then share this article to your page.

If you have been violated and harmed by any form of male oppression and violence, comment "I have survived male violence and I stand for women!" and then share this article to your page.

If you have been violated and harmed by the male dominated judicial system, revictimized and dishonored by their systemic abuse of women, comment "I have survived a broken judicial system and I stand for women!" and then share this article to your page.

If you have been a child that once was abused physically and/or sexually by an adult, comment "I have survived pedophilia and/or serious child abuse and I stand for children!" and then share this article to your page.

If you have been violated by other women in relationship to men, extreme envy, jealousy and/or betrayal, comment "I have survived an extreme betrayal by another woman and I stand for my global sisterhood!" and then share this article to your page.

If you are a man that has witnessed or suffered along with a female family member or friend who was violated by a man or the system, please comment, "I am a man who stands for women, proudly!" and then share this article to your page.

Lastly, if you are a man who has been perpetrated on by a male child or adult either physically, sexually or by psychological aggression and/or violence, please comment, "I am a man who has survived myself in the face of male aggression and abuse and I stand for women and for children!" and then share this article to your page.

If you fit two or more of these categories, acknowledge each one you fit and then share this article to your page.

This topic is huge. It cannot be covered in one or even a few articles. This topic needs much care and open discussion from the perspectives of both the feminine and the masculine and through the appreciation of human sexual fluidity, our childhoods, our global systems, our religions, our schools and so much more. Today, I only ask whether you stand for women. I hope and I pray that the maturity is found within my readers to be a willing voice to stand for women, for children and for the valuing of the sacred feminine in us all.

I also hope that many of you will share your experiences so that we each can have an open and honest dialogue with our family, our friends and within our groups.

Thank you,

Raven who stands with and for women and children always and always...

Raven White Dove🕊, blogmeister of 'Finding Truth Under the Serenity Tree' fb blog page, 2019

Т

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised