среда, 8 августа 2018 г.

ფსიქოპატებად ,არამზადებად არ იბადებიან ;ადამიანი შეიძლება ცხოველად აქციო და ამ ტრანსფორმაციით მასიურად დაკავებული არიან მეტად გავლენიანი ძალები



ფსიქოპატებად ,არამზადებად არ იბადებიან;

   თუ სამყაროს მამაკაცები მართავენ, ამ სამყარო ქალები ქმნიან. როგორი ქალებიც არიან, ისეთია სამყარო  ...

 (როგორ ჩნდება „რკინის კვერცხები“, განსაკუთრებით IMHO და ბევრი მოსაწყენი ასო)

დავფიქრდი იმის თაობაზე, თუ რატომ არ არსებობს მამაკაცებთან მიმართებაში იდენტური ცნება  კატეგორიული განმარტებისა არამზადა («стерва»)? რუსულ ენაშიც კი «стерва», «стервь»  მხოლოდ მდედრობითი სქესისაა.
 შეიძლება იმიტომ, რომ «стерва»-ს ცნება ნიშნავს შინაგანი ქალურობის დაკარგვას და მამრობითი სტერეოტიპული ქცევის შეძენას? მამაკაცი, მისი სიმტკიცისა და აგრესიულობის ზრდის მიუხედავად, არ შეიძლება იყოს უფრო „მამაკაცური“ .
 „არამზადა  არის მამაკაცი“, რომელიც იყენებს ქალთა გენდერულ თვისებებს, რათა სხვების მანიპულირება მოახდინოს საკუთარი ეგოს დასაკმაყოფილებლად.
 კარგია ეს თუ ცუდი? პირადად მე სიტყვა «стерва»  არ მანიჭებს  ბედნიერებას. ალბათ, უფრო მარტოობის გრძნობას მიჩენს და პატარა დეკორატიული ძაღლების სურვილს. რადგან стервЬ - ქალის არსებობის განსაკუთრებული ფორმაა, უკიდურესად წარუმატებელი, შემოქმედებითი ენერგიის გაფანტვის გამო, რომლისთვისაც მან გაწირა ქალი.
       რაზე ხარჯავს ჩვეულებრივი ქალი შინაგან ენერგიას? საკუთარი მიდრეკილებების, სურვილების და ტემპერამენტის შესაბამისად, ის შეიძლება იყოს ზოგჯერ რბილი, ზოგჯერ უფრო ხისტი, ფრთხილი და აბსოლუტურად მიმნდობი, საკუთარ თავში დარწმუნებული, ზოგჯერ შეიძლება დასჭირდეს მხარდაჭერა, იყოს  ჭვრეტითი და კომუნიკაბელური. მაგრამ, სადაც არ უნდა იყოს მიმართული მისი სურვილები, ასეთი ქალი განიცდის შინაგანი სიმშვიდის მდგომარეობას. და ეს სიმშვიდე გადაეცემა გარე სამყაროს და გვერდით მყოფ მამაკაცს. ქალი არბილებს, არ ამწვავებს, მხარს უჭერს, მაგრამ, ამავე დროს, მისი საკუთარი ღირსების გრძნობა კომფორტის ზონაშია. მისი შინაგანი ენერგია საკმარისზე მეტია იმისათვის, რათა  „სითბო“ აგრძნობინოს საკუთარ თავს და სხვებს.
         ჩვეულებრივი არამზადა (стерва) თავისი შინაგანი ენერგიის ნაწილს ხარჯავს ერთი ამოცანის შესრულებასა და შენარჩუნებაზე - გარდაქმნას საკუთარი თავი აბსოლუტურ სრულყოფად შინაგანი წესების მკაცრი სისტემის მეშვეობით. ეს კერპთაყვანისმცემლობას ჰგავს. Dark idolatry of self. ამ ვითარებაში რთულია, როგორც გრძელვადიანი, ასევე ხანმოკლე ურთიერთობების დამყარება.  მრავალი მე-სგან დანთებული ცეცხლი საკუთარ პანთეონში კაშკაშაა, მაგრამ ცივია. ის არ შეიძლება დაიხარჯოს ორმხრივ ურთიერთობებზე.
საიდან ჩნდებიან არამზადები? არამზადებად არ იბადებიან ... ჩვეულებრივ, ადანაშაულებენ მამაკაცებს, მათ არასრულყოფილებასა და ეგოიზმს, რომლებიც ხელს უწყობენ  „სასაზღვრო არსებების“   რიგების შევსებას.
მაგრამ ვფიქრობ, ეს ასე არ არის. არამზადებს არამზადები ქმნიან. „ქალურობის აკრძალვის“ მთავარი მიზეზი ქალია.
         სწორედ ქალი ქმნის ისეთ პირობებს, როდესაც გოგონას ძალიან ადრე უჩნდება მიზეზი არ უყვარდეს საკუთარი ქალური სამყარო. სწორედ ქალები და არა მამაკაცები აშინებენ გოგონებს, რომ „მამაკაცებს მხოლოდ ერთი რამ სჭირდებათ მათგან ცხოვრებაში“, „შენ არ შეგიძლია ენდო შენს გრძნობებს, იმიტომ, რომ გამოგიყენებენ და მიგატოვებენ“, „შენ ხარ პრინცესა, რომელიც დაიბადა იმისათვის, რომ მართოს მამაკაცები“.
სწორედ ქალები, თუ მათ ჰყავთ სხვადასხვა სქესის შვილები, უპირატესობას ბიჭებს ანიჭებენ და ეს „ძმების ფავორიტიზმი“ თან დაჰყვება გოგონას მთელი ცხოვრება. სწორედ ქალი არ მიიჩნევს საჭიროდ ასწავლოს თავის ვაჟს, როგორ „იგრძნოს“ ქალი, დაეხმაროს მას მისი საკუთარი აზრების, სურვილების და მგრძნობელობის  გამოვლენაში.
შედეგად, გოგონას უჩნდება საკუთარი დაუცველობის მწვავე გრძნობა ამ სამყაროში და სევდიანი წინათგრძნობა, რომელიც, დროთა განმავლობაში, მძაფრდება ქალთა საზოგადოების მასიური გავლენის ქვეშ.
          გოგონა ვეღარ უძლებს ამ ზეწოლას, აღარ მოქმედებს ისე, როგორც მას კარნახობენ ნამდვილი გრძნობები, და იძულებულია მოძებნოს სხვებთან კომუნიკაციის სხვა ფორმები, რათა როგორმე შეამციროს მისი  შინაგანი შფოთვის დონე. ზრდასრული ადამიანის ცხოვრება მრუდედ წარიმართება. ქალი ცდილობს ჩაებღაუჭოს მის გარემოცვაში მყოფ ყველაზე „ძლიერ“ მამაკაცს, აგრესიულად აღიქვამს ქალთა საზოგადოებას და ებრძვის მას (ამცირებს სხვებს და  აღიმაღლებს თავის თავს), ან არ აძლევს სხვებს მის შინაგან ცხოვრებაში შეჭრის საშუალებას, დგება მიუწვდომელი „თოვლის დედოფლის“ პოზიციაში.
ეს სამი გზა (ადამიანებთან, ადამიანების წინააღმდეგ, ადამიანებისგან შორს) ჩვეულებრივ ქალსაც ახასიათებს. მაგრამ მას, რომელიც ქალურობის ცეცხლის მატარებელია, აქვს სიყვარულის მიღების და გაცემის უნარი, ბრძოლის და საკუთარ თავად დარჩენის უნარი, რომელიც ერთმანეთს ავსებს.
 არამზადები  ამ გზებს უკიდურესობამდე მიჰყავთ, ისინი ხდებიან ხისტი და რიგიდულები. ამასთან, „შინაგანი სიბრმავის“ და სისასტიკის ხარისხი შინაგანი შფოთვის პირდაპირ პროპორციულია. რაც უფრო „რკინისებურია“ ლედი, მით უფრო ნაკლები წესრიგი და სიმშვიდე აქვს მას შიგნით ...
        თუ სამყაროს მამაკაცები მართავენ, ამ სამყარო ქალები ქმნიან. როგორი ქალებიც არიან, ისეთია სამყარო  ...

===============

 ადამიანი შეიძლება ცხოველად აქციო ... და ამ ტრანსფორმაციით მასიურად დაკავებული არიან მეტად გავლენიანი ძალები
--- 
სტუდიამ „Servus TV“ გადაიღო ფილმი გენოციდის შესახებ. როგორ წარმოიქმნება გენოციდი ადამიანის ბიოსოციალური სტრუქტურის დონეზე. განიხილებოდა 1992 წელს ყოფილ იუგოსლავიაში მომხდარი გენოციდი. მაშინ მოსაკლავად იმეტებდნენ მეზობლებს, თანაკლასელებს. ერთ ქალაქში საუკეთესო სტომატოლოგი მიაბეს ბოძზე და ფოლადის წნელით სცემდნენ, დაუზიანეს ხერხემალი. რამდენიმე დღის განმავლობაში, როდესაც სერბი ბავშვები სკოლაში მიდიოდნენ, მათ ამ ბოძთან უნდა ჩაევლოთ.
მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს: ადამიანს აჩვენებდნენ ხელს, რომელშიც სქელ ნემსს უყრიდნენ, ამავე დროს ენცეფალოგრამაზე აკვირდებოდნენ  ტვინის იმ განყოფილების აქტიურობას, რომელიც პასუხისმგებელი იყო ტკივილზე. ნემსგაყრილი ხელის გვერდით წერდნენ ჯგუფებს, რომელსაც ხელი ეკუთვნოდა: მუსულმანები, ქრისტიანები, ებრაელები, საენტოლოგები და ა.შ. ადამიანის ტვინი მხოლოდ ჯგუფზე „საკუთარი“ რეაგირებდა აქტიურად, ჯგუფის „უცხოს“ მიმართ ადამიანი გულგრილი იყო. 
გენოციდის შემთხვევაში, საჭიროა შეიქმნას სოციალური ჯგუფი „საკუთარი“. ადამიანი აღიქვამს თავს, როგორც ამ ჯგუფის ნაწილს. მხოლოდ მასთან მიმართებაში მუშაობს სოციალური მუხრუჭები, მორალის ნორმები. ჯგუფის მიმართ „უცხო“ ისინი ითიშება. ამ ჯგუფს ადამიანი ირჩევს რელიგიის, ეროვნების, კანის ფერის და ა.შ. მიუხედავად, - მხოლოდ სოციალური შეფასებით.
ერთ-ერთ დაწყებით ამერიკულ სკოლაში ექსპერიმენტი ჩატარდა: „თეთრკანიანთა“ კლასში პედაგოგმა მოსწავლეებს ჰკითხა:
- არსებობენ თუ არა ისეთი ამერიკელები, რომლებსაც  მეგობრებად არ მივიჩნევთ? - და კლასმა ერთხმად უპასუხა:
- დიახ, შავკანიანები! - ჩამოყალიბებული ნაცისტების კლასია. შემდეგ მასწავლებელმა განაცხადა:
- ცისფერთვალება და ქერათმიანი ბავშვები საუკეთესონი არიან, ამიტომ წინა მერხებზე დასხედით! - მეორე დღეს მასწავლებელმა უთხრა ბავშვებს:
- გუშინ შეცდომაში შეგიყვანეთ, თაფლისფერთვალება შავგვრემანები არიან საუკეთესონი, ახლა თქვენ დასხედით წინა მერხებზე. - მესამე დღეს მასწავლებელმა იმავე კლასის ბავშვებს ჰკითზა:
- რომელი ბავშვები არიან საუკეთესონი? - ბავშვებმა ერთხმად უპასუხეს:
- ყველა თანაბარია!
 სოციალური ჯგუფის „საკუთარი“-„უცხო“ განსაზღვრისას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პროპაგანდას. იუგოსლავიაში მიმდინარე ჯგუფის დროს კორაჯიჩი განზრახ ავრცელებდა სახელმწიფო ტელევიზიით ცრუ ინფორმაციას ბოსნიელთა „დანაშაულებების შესახებ“ და ამით აღვივებდა გენოციდის ხანძარს. პროპაგანდას აქვს ტვინში შეღწევის და სოციალური მუხრუჭების გამორთვის თვისება. ადამიანის ქცევა მასიურად ემსგავსება სულიერად ავადმყოფისას, ის მზად არის ჩაიდინოს დანაშაული. მხოლოდ ადამიანის სოციალურ ღირებულებებს: ჰუმანიზმს, სოლიდარობას, თანასწორობას -  შეუძლია დაიცვას ის ამისგან. 

---

თარგმანი
07.08.18




http://zemlya-bogov.ru/2

https://www.psychforums.com/narcissistic-personality/topic139665-10.html

https://www.therapytoday.com/the-neuro-linguistic-communication-of-narcissist/

https://www.psychologytoday.com/us/blog/psych-unseen/201607/the-narcissism-epidemic-and-what-we-can-do-about-it

https://www.psychologytoday.com/us/blog/freedom-learn/201401/why-is-narcissism-increasing-among-young-americans

https://bigthink.com/design-for-good/your-culture-affects-how-narcissistic-you-are


https://www.theguardian.com/lifeandstyle/2016/mar/02/narcissism-epidemic-self-obsession-attention-seeking-oversharing

https://www.businessinsider.com/narcissism-object-constancy-2017-8?r=UK&IR=T


https://www.medicalnewstoday.com/articles/9741.php

https://theconversation.com/why-are-we-becoming-so-narcissistic-heres-the-science-55773


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised