вторник, 14 августа 2018 г.

დემონური ქალის სახე იური ოლეშას პიესაში „ზანდის სიკვდილი“



დემონური ქალის სახე იური ოლეშას პიესაში „ზანდის სიკვდილი“  ი. ლობანოვა, ბარნაული

პიესა „ზანდის სიკვდილი“ წარმოადგენს ტრიპტიხის ბოლო ნაწილს, რომელიც მიეძღვნა შემოქმედების, პოსტრევოლუციური პერიოდის ხელოვანის პიროვნების თვითგამორკვევის თემას [1].
პიესის მთავარი გმირია მწერალი ზანდი. მას სურს დაწეროს დიდი ნაწარმოები მშენებლობის, პროლეტარიატის, ახალი ადამიანის, ახალგაზრდა სამყაროს ცხოვრების შესახებ. ის ოცნებობს გახდეს ამომავალი კლასის მწერალი. „მწერალი ზანდი ამბობს: მწერალი რომ გახდე და ეპოქას აუწყო ფეხი, უარი უნდა თქვა თემების მთელ რიგზე. ალბათ, არსებობს შესანიშნავი თემები, მაგრამ ჩვენი დროისთვის გამოუსადეგარი  ... ეს თემები უნდა ამოიშალოს უბის წიგნაკიდან. მაგრამ თემის ამოშლა გამოსავალი იქნება? გაქრება ის გონებიდან? უბის წიგნაკიდან ამოშლილი, ის ხომ გონებაში დარჩება და ხელს შეუშლის შემოქმედებით საქმიანობას. შიგნით მომწყვდეული, ის დაიწყებს თავის დაძვრენას და, ბოლოს, ქაღალდზე ამოცოცდება“  [2 (8)].
პიესის მთავარი თემა და  კონფლიქტი სასიყვარულო სამკუთხედია: ზანდი, მაშა, შპილენბახი. მაშა ღალატობს მწერალს ზანდს და ამ უკანასკნელს ესიზმრება, რომ მან მოკლა მაშას საყვარელი.  პიესის ინტერპრეტაციას ართულებს ის ფაქტი, რომ მთლიანი ნაწარმოები, როგორც ასეთი, არ არსებობს. არსებობს პიესის მრავალი ვარიანტი, რომელშიც იცვლება ზანდის, მაშას, მისი საყვარლის სახეები: „სხვადასხვა ვარიანტში პეჩნიკოვი, იგივე კორვინი, ივანოვი, კარეევი - ან მწერალია, ან ქირურგი, ბუღალტერი, მეცნიერი, ან ნავთობის მაგნატი. მოდესტ ზანდი ზოგჯერ არის გრიშა, ზოგჯერ ანციფეროვი, ზოგჯერ ფიოდორ მიჩკევიჩი.  ოლეშა მას სხვადასხვა პროფესიას არგებს: მწერალი, მსახიობი, მომავალი წითელი პროფესორი, ინჟინერი, გაზეთის რედაქტორი, მუშა. ზოგჯერ პიესის ფურცლებზე მაშა მსახიობია. ზოგჯერ კი მზარეული, სტენოგრაფისტი, სატელეფონო ოპერატორი, დიასახლისი“  (2, 8).
იცვლება სასიყვარულო სამკუთხედის სიტუაციაც. ზოგიერთ ვარიანტში მაშა ღალატობს ზანდს შლიპენბახთან, სხვა შემთხვევაში -  ფიოდორთან. მესამე შემთხვევაში ის პეჩნიკოვის მეუღლეა, ხოლო საბრალო შეყვარებულის როლი მოდესტ ზანდს ერგება. საერთო რჩება ერთი რამ: სასიყვარულო სამკუთხედის სიტუაცია. საერთო რჩება კიდევ ერთი გარემოება: მაშას როლი ყველა მოცემულ ვარიანტში.
         პიესაში „ზანდის სიკვდილი“ ი. ოლეშა უბრუნდება დემონური ქალის სახეს, რომელიც „გრძნობების შეთქმულებაში“ გაჩნდა. დემონური ქალის სახე აშკარად გამოხატული სექსუალობით საშიში ხდება  საბჭოთა ეპოქის მამაკაცისთვის. „ზანდის სიკვდილში“ ოლეშა, ფაქტობრივად, უბრუნდება თემას, რომელსაც განიხილავდა რომანში „შური“. ეს იყო ადამიანის ვნებების სამყაროს გახსნის მცდელობა, რომელიც არ ექვემდებარება ახალი სამყაროს მოთხოვნებს. ამ შემთხვევაში, ასეთი ძველი გრძნობა არის ეჭვიანობა. ეჭვიანობა ქალის მიმართ, რომელიც ეკუთვნის ძველი ეპოქის კულტურას, ქალისა, რომელზეც ოცნებობდა რომანში „შური“ ივან ბაბიჩევი:  “რათა ახალ ადამიანს, რომელიც მოვა ჩვენი ლითონის მოსაპარად, შეეშინდეს, სწრაფად გაწიოს ხელი, დახუჭოს თვალები იმ სინათლით დაბრმავებული, რომელიც მას ფუტურო ეგონა“  [3, (75-76)]. მაშას სახე შემოქმედებითი ცნობიერების ზედაპირზე იწვევს აკრძალულ თემებს: „ასეთი თემა ბევრია, შხამიანი ხვლიკების მთელი ბუდე. ზანდი, მაგალითად, შეპყრობილია მკვლელობის თემით. მას სურს ადამიანის მოკვლა. ის სიზმარში ხედავს, რომ კლავს მას (რატომ და რისთვის უნდა მისი მოკვლა - ეს განსაკუთრებული საკითხია და ამის შესახებ უკვე ნათქვამია პიესაში). როგორ შეუძლია ზანდს მთელი თავისი გონებით მიეცეს შემოქმედებას,  რომელშიც მთელი ახალი ცხოვრება იქნება გაშუქებული,  თუ მისი გონება სიკვდილზე ფიქრით არის მოწამლული!“  [4].
მაგრამ სიკვდილზე ფიქრი ზანდს მხოლოდ მაშას ღალატის შემდეგ გაუჩნდება. პიესის დასაწყისში (პირველ, შედარებით სრულ ვერსიაში), ზანდი წარსდგება მკითხველის წინაშე, როგორც ახალი სამყაროს ჭეშმარიტი წარმომადგენელი, რომელიც აცხადებს: „სიყვარული - მსუბუქი მრეწველობაა“ (2, 159). კითხვაზე, თუ რას იტყოდა, თუ მაშა თავს დაანებებდა მას და წავიდოდა, მოდესტ ზანდი პასუხობს: „მე ვეტყოდი მას: არ დაგავიწყდეს სახლმმართველობაში წასვლა და პურის ბარათის ჩაბარება“ (2, 159).
მაშას როლი თავდაპირველად განიხილებოდა როგორც დადებითი, როგორც დამოკიდებული ქალის როლი, რომელიც  მეუღლესთან ცხოვრობს.
"ბოლესლავსკი: დოსია, ძალიან მკაცრი ხარ მაშას მიმართ. ის ხომ შენი ცოლია. მაშინ  რატომ დაქორწინდით?
ზანდი: იმიტომ, რომ მაშა უნდა გათხოვილიყო. მას ხომ პროფესია არ აქვს“  (2, 159). თითქოს მაშა კომუნისტ მოდესტ ზანდისთვის ასრულებს იმავე ფუნქციას, რასაც ვალია ანდრეი ბაბიჩევისთვის პიესაში „გრძნობების შეთქმულება“, ანუ ახალი ადამიანის მეუღლის ფუნქციას. კავალეროვმა ვალიას „რეზერვუარი“ უწოდა. მაშას საყვარელი შლიპენბახი პიესაში „ზანდის სიკვდილი“ მისდამი მოდესტის დამოკიდებულების შესახებ იგივეს ამბობს: „შენ ძველ სამყაროს ანადგურებ, პირველ ადგილზე სოციალურს აყენებ, თავად კი მაინც გინდა შენი სექსუალური სფეროს დაკმაყოფილება... მაშა ხომ გაკმაყოფილებს? ჩემი აზრით, კი. მაშენკასთან, ფანატიკოსო, კარგად გრძნობს თავს? შენთან, ხომ? რა თქმა უნდა. იცის ენთუზიასტმა, რა არის კარგი“ (2, 155).
       თუმცა, თავის ამავე ტირადაში შლიპენბახმა მონიშნა მაშას ადგილი ორი სამყაროს - კაპიტალისტურსა და სოციალისტურის -  სოციო-კულტურულ სივრცეში: „მაშინ, კეთილი ინებეთ და აღადგინეთ კაპიტალისტური სისტემა, რადგან მაშენკა ამ სისტემის მთავარი ხრახნია. / .../ შენ კი განსაკუთრებით ლამაზი ხარ! შენთვის არსებობს თანამედროვე დასავლეთის დედაქალაქი. ნებისმიერი: ლონდონი, ბერლინი, ბუდაპეშტი. იცის თუ არა შენმა დოსიამ, რომ როდესაც სუსტდება შენს მკლავებში, იგი მის სიმამაცეს კაპიტალისტურ ქალაქს აბარებს. რადგან ის ქალაქი - შენ ხარ. ამ ქალაქს აჩვენებდი შენს მკერდს, ანკესის მსგავს ხერხემალს ... იცი? შენს შესახებ სიმღერებს შექმნიან! როგორ შეეძლო მოდესტ ზანდს შენთან ერთად ცხოვრება და ამავე დროს იმ სისტემის განადგურება, რომელიც შენს გარშემო ტრიალებს?“ (2, 155).
თუმცა ეს მარკირება არ არის სოციალური, უფრო ფსიქოლოგიურია. მაშა ზიანს არ აყენებს სოციალისტურ სისტემას, ის ზიანს აყენებს მამაკაცებს, რომლებიც ქმნიან ამ სისტემას, რადგან თავის აშკარა სექსუალობით და აქტიური საწყისით უღვიძებს მათ ძველ, ირაციონალურ გრძნობებს, რომლებიც ძველ სამყაროს ეკუთვნის. მაშა ეუბნება შლიპპენბახს: „შენ გინდა, რომ მეძავი ვიყო, დოსიას კი უნდა ინჟინერი გავხდე” (2, 155).
სიტყვა „მეძავი“ მაშასთან დაკავშირებით პიესაში საკმაოდ ხშირად ჟღერს, ამრიგად მაშას ადარებენ  მითოლოგიურ ლილითს, რომელიც მამაკაცებზე ნადირობდა. მაშა აქტიური ქალის არქეტიპია, მიუხედავად მისი აშკარა პასიურობისა. მაგრამ მისი პასიურობა  სოციალური კატეგორიაა, ანუ გმირის გენდერული დახასიათება. მისი ფსიქოლოგიური თავისებურებების მიხედვით (რაც ნამდვილად ახასიათებს სქესს), მაშა წარმოადგენს აქტიურ საწყისს, ქალს, რომელიც ეწინააღმდეგება მამაკაცს, მიუხედავად იმისა, რომ მაშას ქცევა შეიძლება შეფასდეს, როგორც პასიური.
        პასიური ქალის არქეტიპმა რუსულ ფოლკლორში ასახვა ჰპოვა ე.წ. „კოშკის ლამაზმანის“ სახეში. ს. სოლოვიოვი აღნიშნავს: „სიმღერამ იცის ორი ტიპის ქალი: გმირი ქალი, რომელიც ამავე დროს არის ჯადოქარი, და ქალი, რომელიც კოშკშია გამოკეტილი; ეს უკანასკნელი გამოყვანილია მისი ხასიათის  მიხედვით, რომელიც შეესაბამება კოშკში მიღებულ აღზრდას, ანუ სრულიად ხასიათის გარეშე ... / მას ვინმეზე დანიშნავენ, მაგრამ ჩამოდის გოლიათი გმირი, შეიჭრება მის კოშკში, და ქალიც წინააღმდეგობის გაწევის გარეშე ნებდება მას; შემდეგ გამოჩნდება ყოფილი საქმრო, დაპირდება უკეთეს ცხოვრებას, და ქალიც მასთან მიდის; ახალი მეუღლე მალევე იღუპება და საბრალო ქალი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. გოლიათი სასტიკად იძიებს მასზე შურს  ღალატის გამო“ .[5]
        თითქოს, თავისი ქცევით მაშა აღადგენს „კოშკის ლამაზმანის“ ქცევას, რომელიც იძულებულია ორ გმირს შორის გააკეთოს არჩევანი. თავდაპირველად, მაშა მოდესტ ზანდს ღალატობს შლიპენბახთან, რისთვისაც ზანდი სახლიდან გააგდებს. შემდეგ ზანდი მიდის სახლში მაშასა და შლიპენბახთან და სთხოვს თავის ყოფილ ცოლს გამგზავრებამდე კიდევ ერთხელ დანებდეს მას. მაშა სიბრალულის გამო დაეთანხმება, მაგრამ შლიპენბახი გამოჩნდება.
თუმცა, ზოგიერთი ნიუანსი არ იძლევა პიესაში მაშას როლის, როგორც მსხვერპლის, გარკვევის საშუალებას. მისი გარეგნული პასიურობით იგი თითქოს დასცინის მის გარშემო მყოფ მამაკაცებს. ტექსტის ყურადღებით წაკითხვისას ნათელი ხდება, რომ მაშა არც ისე პასიურია. მაგალითად, შლიპენბახთან საუბრისას ის სამჯერ წარმოთქვამს სიტყვას „არა“. იმავე ეპიზოდში, მაშა შლიპენბახს კარადაში შეიტყუებს, შემდეგ კი გასაღებით ჩაკეტავს. მაშა: „ახლა მე შენ ჩაგკეტავ (კეტავს კარს) აჰა ... რა? გაები? .. იჯექი, იჯექი ... მშიშარა. გაგეხარდა არა? როგორ ფიქრობ, ასე ადვილია სხვისი ცოლების სიყვარული?“  (2, 156).
აქედან გამომდინარე, მამაკაცზე ნადირობის მოტივი ამ ეპიზოდში მეტაფორულად აისახება. მაშა მონადირეა, მან შეიტყუა მსხვერპლი - შლიპენბახი - ხაფანგში და ჩაკეტა.
„მაშა (ნაზად): იჯექი, იჯექი, არამზადა! გესმის? ახლა დოსია მოვა და ცხვირპირს დაგამტვრევს“ (2, 158).
მაგრამ მოდესტ ზანდის ცხოვრებაში მაშა საბედისწერო როლს თამაშობს. მისი ღალატი ანადგურებს ახალი ადამიანის, კომუნისტის, მშვიდ, დარეგულირებულ სამყაროს, გამოაქვს ზედაპირზე ქვეცნობიერის ფარული საიდუმლოება. განსაკუთრებით კარგად პიესაში ამას გამოხატავს პარტიიდან გარიცხული ფიოდორი, ზანდის მეორე „მე“.
 „ფიოდორი: რევოლუცია აღიარებს მხოლოდ გონებას. მაგრამ არსებობს ცნობიერების საიდუმლოება. საშიში საიდუმლოება. სქესი.
გურფინკელი: ქვე-ცნო-ბი-ე-რი!
ფიოდორი: დიახ. სიზმრები. მე მინდა მოვძებნო ისეთი კომუნისტი, რომელსაც ესიზმრება სიზმრები.
გურფინკელი: რა შეიძლება დაესიზმროს კომუნისტს?
ფიოდორი: რომ ცოლმა უღალატა.
გურფინკელი: რიგით კომუნისტს შეიძლება დაესიზმროს მხოლოდ სამრეწველო-საფინანსო გეგმის გადაჭარბებით შესრულება.
ფიოდორი: მაგრამ, თუ კომუნისტს ესიზმრება, რომ მან ეჭვიანობის ნიადაგზე მოკლა ცოლის საყვარელი?
გურფინკელი: მაშინ ის ჩვეულებრივი კომუნისტი არ არის.
ფიოდორი: სამაგიეროდ ჩვეულებრივი ადამიანია“ (2, 160).
ამდენად, კომუნისტის და ადამიანის დაპირისპირება ნიშნავს ცნობიერის და ქვეცნობიერის დაპირისპირებას.
მითი „ახალი ადამიანის“ [6], როგორც საბჭოთა მითოლოგიის ნაწილის შესახებ, მჭიდროდ იყო დაკავშირებული უტოპიურ ტენდენციებთან, რომლებმაც აქტუალობა შეიძინეს პირველ პოსტრევოლუციურ ათწლეულში: მოხდა ეპოქათა ცვლა, შეიცვალა არსებული რეალობა, ადამიანები იმყოფებოდნენ ახალი ნათელი მომავლის მოლოდინში.
ამ ფუნდამენტური ცვლილებების დროს უნდა ასევე შექმნილიყო დროის გმირი - ახალი ადამიანი. იგი აღიქმებოდა არა როგორც შორეული მომავლის მოვლენა, როგორც მომავალი თაობების წარმომადგენელი, არამედ, როგორც დღევანდელი ცხოვრების ფაქტი: თანამედროვეობის კბილა, რომელიც შეიქმნა დღეს არსებული,   „ადამიანის მასალიდან“, როგორც უყვარდა ამის გამეორება პროლეტარულ კრიტიკას. „საბჭოთა ეპოქის ახალი ადამიანის კონცეფცია ეფუძნებოდა პრიმიტიულ-მატერიალისტურ რწმენას, რომ ადამიანის ბუნება შეიძლება შედარებით სწრაფად შეიცვალოს, ისევე, როგორც საზოგადოებრივი სისტემა“, - ამტკიცებს ი. სალაიჩიკი [6]. ა. ეტკინდი თავის ნაშრომში „შეუძლებელის ეროსი“ აღნიშნავს: „რევოლუციური პროცესის ახალი განზომილება წარმოდგენილი იყო, როგორც „ადამიანის გადაკეთება“, მისი ბუნების ღრმა ტრანსფორმაცია სოციალისტურ პრინციპებზე“ [7].
ლიტერატურაში იგი გამოჩნდება, როგორც კლასობრივი კუთვნილებით დეტერმინირებული პიროვნება, რომელიც დასახული ამოცანების უსაზღვროდ ერთგულია, და საკუთარ თავს  აღიქვამს, პირველ რიგში, როგორც კოლექტივის ნაწილს.
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მოძღვრება იყო ფროიდიზმი, რომელიც აღიქმებოდა, როგორც მეცნიერულად დასაბუთებული: „20-იან წლებში გამოდის კვაზი-მეცნიერული პუბლიკაციები, რომელიც შეიცავს ყველა სახის რეკომენდაციას სექსუალური აქტივობის შესაზღუდად და მის „შეგნებულ“ დონეზე გადასაყვანად. მათი მწვერვალი აღმოჩნდა არონ ზალკინდის მრავალგზის გამოცემული „მცნებები“, რომლის მიხედვითაც კლასს უფლება აქვს ჩაერიოს მისი წევრების სექსუალურ ცხოვრებაში“ [8]. ერთ-ერთი ასეთი იდეა იყო სექსუალური დათრგუნვის მაღალი ხარისხი, რომელიც დამოწმებული იყო გამოკითხვის გზით: „ზალკინდმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ მათ მიერ გამოკვლეულ მოსკოველ სტუდენტთა მესამედზე მეტი არ ეწევა სექსუალურ ცხოვრებას, რადგან „სექსუალური ენერგია გადააქვთ შემოქმედებით სოციალურ საქმიანობაზე“  [9].
პიესაში უარყოფილია „ადამიანის ტრანსფორმაციის“ თეორია ზოგადად, და კერძოდ, „ენერგიის შემოქმედებაში გადაყვანის“ თეზისი. ა. სიჩოვი წერს ფიოდორ მიცკევიჩის პიესის ერთ-ერთ პერსონაჟზე: „ფიოდორმა შესთავაზა სანაძლეო და ცდილობდა დაემტკიცებინა ადამიანის გარდაქმნის მცდელობის უიმედობა. კამათში მონაწილეობას იღებს მოდესტ ზანდი. სწორედ ის იყო კომისიის თავმჯდომარე, რომელმაც „გაწმინდა“ პარტიის რიგები და გარიცხა ფიოდორი. ზანდის ორეული,  მისი ჩრდილი ხდება ფიოდორი. ზანდის აზრით, სიყვარული მსუბუქი მრეწველობაა. მაგრამ, როდესაც მას ტოვებს მეუღლე, მასში იღვიძებს ბნელი ინსტინქტების სტიქია, ეჭვიანობა. ზანდი ძალიან თავდაჯერებული იყო. პიესის ვერსია მთავრდება ზანდის სიკვდილით“ [10].
დავუბრუნდეთ მოდესტ ზანდს და მაშას, უფრო სწორად, მაშას როლს მოდესტის სახის დინამიკაში. მაშას ღალატს გამოაქვს მოდესტ ზანდის ქვეცნობიერიდან ცნობიერების ზედაპირზე მისი ბნელი ინსტინქტები. დამახასიათებელია, რომ პიესის მთავარი თემა არის სწორედ საკითხის ფიზიოლოგიური ასპექტი. „ზანდი: ყველაფერი დასრულდა. შენ ჩემი ცოლი იყავი. შენ მიღალატე. შენ კავალერთან ერთად სადარბაზოში განმარტოვდი. ასეთი საქციელის ჩადენა შეეძლო უცხვირო მონსტრს ყვავილების ბულვარიდან  / ... / ახლა, როგორც იცი მე დაკავებული ვარ, შენ იცი, რა სამუშაო მელოდება წინ, მაგრამ შემდეგ მე მოვძებნი ჩემთვის ქალს, მეგობარს, ამხანაგს. სამწუხაროდ, შენი ფიზიოლოგია ჩემსას შეესაბამება. ეს კანონია, რომელთან ბრძოლა რთულია. მაგრამ მე შევეცდები მოვძებნო შენი მსგავსი ქალი. მე არ მჯერა უნიკალურობის. ყველაზე რთული მანქანებიც კი სტანდარტების მიხედვით მზადდება. მამაცობა - ბუნების კანონია. მე მოვძებნი ქალს ისეთივე მკერდით მხრებით, როგორც შენ გაქვს.
მაშა: მაგრამ სხვა სუნთქვით, დოსია ” (2, 167).
გარდა ამისა, კონფლიქტის ფსიქოლოგიური სარჩული კიდევ უფრო ძლიერდება. ყველაზე მეტად ზანდი განიცდის არა მისი მეუღლის ღალატის ფაქტს და არა მის წასვლას, არამედ იმას, რომ მისი ფიზიოლოგიური მოთხოვნილება დაუკმაყოფილებელი დარჩა. ამგვარად, უარყოფილია „შემოქმედებაში გადართვის“ თეზისი.
 „ზანდი: გუშინ საღამოს, როდესაც სახლში მივდიოდი, განსაკუთრებული ძალით ვფიქრობდი შენზე... ზუსტად იმ გაგებით ... გესმის? მე შენდამი გამიჩნდა განსაკუთრებული სურვილი. ვფიქრობდი: დავბრუნდებოდი და პირდაპირ შენთან მოვიდოდი. / ... / შემდეგ ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ შენ ... ერთი სიტყვით, რომ შენ სხვა გყავს. ჩემი გაშმაგება უფრო გაძლიერდა. (იღებს რევოლვერს.) თუ, ვთქვათ, მე მინდა სამიზნეს ვესროლო, რომელიც უკვე დიდი ხანია მოძებნილი მაქვს, და რომელიც მოულოდნელად ძალიან მკაფიოდ გამოჩნდა, და ამ დროს სხვა მართმევს ხელიდან რევოლვერს და ჩემს ნაცვლად ისვრის.
მაშა: რა გინდა ჩემგან?
ზანდი: მე არ შემიძლია ასე წასვლა.
მაშა: როგორ? გასროლის გარეშე? (2, 167).
ასე შემოდის არარეალიზებული სექსუალური სურვილის თემა. ა. ზალკინდის კონცეფციის თანახმად, დაუხარჯავი სექსუალური ენერგია უნდა გადაიზარდოს შემოქმედებაში, სოციალურ საქმიანობაში. პიესაში ეს თეზისი თავდაყირაა დაყენებული. ზანდს არ შეუძლია არც ცხოვრება და არც მუშაობა „გასროლის გარეშე“. ფიზიოლოგია იმორჩილებს ფსიქოლოგიას.
 „ზანდი: მე სიყვარულის გამო არ მოვსულვარ შენთან.
მაშა: რატომ მოხვედი?
ზანდი: იმიტომ, რომ მშვიდად ვიყო და შევძლო მუშაობა.
მაშა: ე.ი., შენ არ შეგიძლია მუშაობა მხოლოდ იმიტომ, რომ შენი სურვილი დაუკმაყოფილებელი დარჩა?
ზანდი: დიახ“. (2, 167)
 სტიქიურისა და ცნობიერის კონფლიქტი პიესაში სტიქიურის სასარგებლოდ არის გადაწყვეტილი. მოდესტ ზანდი მოქმედებს სწორედ ფროიდის მითითებების სულისკვეთებით ფროიდომარქსისტულის საპირისპიროდ: „ფროიდიზმი (ასე უწოდებდნენ ბოლშევიკები ფსიქოანალიტიკურ დოქტრინას ნაცნობი მარქსისტულის მსგავსად)  აღიქმება, როგორც მეცნიერულად დასაბუთებული ადამიანის რეალურად და არა ლიტერატურულად გადაკეთების დაპირება, რომელიც უნდა  განხორციელდეს მისი ცნობიერების შეცვლის საფუძველზე“. [11] ფროიდის სწავლება ფართოდ გავრცელდა  ბოლშევიკებს შორის, რომლებისთვის, როგორც ა. ეტკინდი აღნიშნავს, ფროიდი უფრო მიმზიდველი იყო, ვიდრე ნიცშე.
უნდა აღინიშნოს, რომ ფროიდიზმი რუსეთში მჭიდროდ არის დაკავშირებული მარქსიზმთან, არსებობს ასეთი ცნებაც - "ფროიდომარქსიზმი“. ა. ეტკინდი აღნიშნავს ამ მოვლენების მსგავს მახასიათებლებს: „1) ისინი ორივე ანალიტიკურია; 2) ორივე ადამიანის არაცნობიერს შეისწავლის; 3) ორივეს ობიექტია პიროვნება, მისი სოციალური და ისტორიული დეტერმინაცია; 4) ორივე შეისწავლის დინამიკას“ [12] .
ფსიქოანალიზი შეისწავლიდა არაცნობიერის ცნობიერებაში გადაყვანის პრაქტიკულ მეთოდებს და ამასთან ერთად დეტალურად იკვლევდა თავად არაცნობიერს. გაცნობიერების მყისიერი აქტი შეიძლება მოჰყვეს მხოლოდ ხანგრძლივი, მრავალიწლიანი მუშაობის შედეგად არაცნობიერის ანალიზის საფუძველზე. ბოლშევიზმი სხვა მხრიდან იწყება: „არაცნობიერი, სტიქიური კარგავს ყოველგვარ ღირებულებას. არსებობის ღირსია მხოლოდ ის, რაც აცნობიერებს თავის თავს ერთადერთი ჭეშმარიტი სამეცნიერო თეორიის შესაბამისად“ [13].
მოდესტ ზანდის პიროვნება სოციალურად და ისტორიულად დეტერმინირებულია, ამიტომ მისი ცნობიერება უნდა არსებობდეს ეპოქის იდეოლოგიური მითითებების შესაბამისად. ყველაფერმა ბნელმა, „უღრანმა“ უკან უნდა დაიხიოს, რათა ადგილი დაუთმოს რეალობის რაციონალურ აღქმას. ახალი დროის სწავლების თანახმად, პრინციპულად ახალი ცნობიერება მებრძოლს სჭირდება ძველ სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლისთვის: „ახალი გაგების საფუძველზე ადამიანს შეუძლია შეცვალოს სამყარო! სამყაროს შეცვლა ახალი საზოგადოების ყველაზე პრესტიჟული ინსტიტუტის - მეცნიერების - მთავარი ამოცანაა. მნიშვნელობათა ახალი სისტემის შესაბამისად, იქმნება ადგილების ახალი სისტემა. ადამიანმა კვლავ მოიპოვა გონების უზენაესობის, ცხოვრების გააზრების, არსებობის ფინალური რაციონალურობის რწმენა“.  [14].
თუმცა, ფსიქოანალიზის კონცეფციის შესაბამისად, ნებისმიერი თვისების ან მიდრეკილებების მოცილება იწვევს ამ თვისებების დაგროვებას არაცნობიერში, რასაც საბოლოოდ იწვევს დამარცხებას. იგივე ემართება მოდესტს, რომელიც საბოლოოდ პარალიზებული აღმოჩნდა ჩვეულებრივი არარეალიზებული სურვილით. ყურადღება მივაქციოთ მაშას როლს ამ სიტუაციაში. როგორც დადებით მეუღლე, მაშა თანახმაა დააკმაყოფილოს ზანდის სურვილი.
 „მაშა: და თუ გადაწყდა?
ზანდი: მაშინ ყველაფერი მშვიდად იქნებოდა.
მაშა: სამუდამოდ?
ზანდი: სიტყვა „სამუდამოდ“ რომანსიდან არის აღებული.
მაშა: მაგრამ შენ წახვიდოდი და მშვიდად იმუშავებდი?
ზანდი: დიახ.
მაშა: კარგი. (მიდის კართან, რომელიც სამზარეულოში გადის). აქ არ შემოხვიდეთ, ტანსაცმელი უნდა გამოვიცვალო“ (2, 167).
 ამ მომენტიდან მაშამ და ზანდმა როლები გაცვალეს. მაშა უფრო აქტიური ხდება, ზანდი კი - პასიური.
 „ზანდი: შენ მასთანაც ასეთი გაბედული იყავი?
მაშა: მოდი ჩემთან, ზანდ.
ზანდი: მე არც სიყვარულს გთხოვ, არც მოფერებას ...
მაშა: მაგრამ მე რომ მოფერების გარეშე არ შემიძლია? კარგი, მოდი, დოსია, მოდი ერთხელ, განშორებისას, მოდი აქ ... რატომ არ მოდიხარ? არ გჯერა?
ზანდი: მასაც ასე ელაპარაკები?
მაშა: მოდი ჩემთან, დოსია.
ზანდ: სად?
მაშა: ფანჯრის რაფაზე“ (2, 167).
ამ ეპიზოდში, აქტიური როლი ეკუთვნის მაშას, რომელიც მონადირის როლში გამოდის. ზანდი პარალიზებულია იმ მომენტიდან, როდესაც მაშა ინიციატივას ხელში იღებს. ყურადღება მივაქციოთ იმ ფაქტს, რომ მაშას არა მარტო სურს ზანდს დანებდეს, არამედ ფანჯრის რაფისკენ მოუხმობს მას, ანუ აღადგენს თავისი ღალატის სიტუაციას, და ამით თითქოს დასცინის მოდესტს.
ასევე საგულისხმოა, რომ ზანდის აქტიურობა პარალიზებული აღმოჩნდა, ის გაუნძრევლად დგას. ქალის აქტიურობამ გამოიწვია მამრობითი საწყისის პარალიზება, წაართვა მას სივაჟკაცე. განსაკუთრებით მკაფიოდ ამის შესახებ საუბრობს ფიოდორი პიესის სხვა ვერსიაში. ამ ვერსიაში ფიოდორი მაშაზე შეყვარებული ზანდების ოჯახის მეგობარია. ის შემდეგი სიტყვებით მიმართავს მაშას: „შენს გამო ქალაჩუნა გავხდი. სქესი დავკარგე. იმიტომ, რომ არ გიყვარვარ. ვცდილობ რაღაც აგიხსნა, მაგრამ  მოულოდნელად მეჩვენება, რომ სულელი ხარ და ვერაფერს გაიგებ“ (2, 177).
ფიოდორი აღიარებს, რომ მას გაუჩნდა აზრი, თითქოს არაფერს წარმოადგენდა  მაშასთვის ფიზიოლოგიური თვალსაზრისით, რაც იწვევს მის უპატივცემულობას საკუთარი თავის, როგორც მამაკაცის, მოაზროვნე ადამიანის მიმართ.
შემდეგ ფიოდორი ამბობს: „სისუსტის შეგრძნება გამიჩნდა მუცლის ქვედა ნაწილში. იმის გამო, რომ მშიშარა გავხდი. მე უკვე მამაკაცი არ ვარ. შენს გამო“ (2, 177).
ამდენად, მაშა ახდენს მის გარშემო მყოფ მამაკაცთა კასტრირებას. კასტრირების მეთოდი არა მხოლოდ მამაკაცისკენ მიმართული მისი სექსუალური აქტივობაა, არამედ უარის თქმა, მამაკაცის სურვილებისთვის წინააღმდეგობის გაწევა.
პიესაში ჩნდება აქტიური, სექსუალური და მიმზიდველი ქალის სახე, რომელიც გამოხატავს მონადირის არქეტიპს. ეს სახე სახიფათოა საბჭოთა ადამიანისთვის, საბჭოთა მამაკაცისთვის. ნაცვლად იმისა, რომ ახალი ცხოვრება შექმნას, მამაკაცი აღმოჩნდება ბნელი ინსტინქტების მონობაში, არაცნობიერის  უფსკრულში. მთელი ტრიპტიხის მანძილზე ი. ოლეშას მიერ განხილული ხელოვანის ბედი საბჭოთა პერიოდში მთავრდება იმით, რომ ის უბრუნდება ძველ სამყაროს, ძველ კულტურას, ამ კულტურის იდეალებს, მათ შორის ქალის იდეალს. მოდესტ ზანდი ქალის გავლენის შედეგად თავის შემოქმედებაში ეხება აკრძალულ თემებს, ძველი გრძნობების სამყაროს, და, საბოლოოდ, იღუპება.

შენიშვნები

იხ. დეტალურად: ი. ოზერნაია. პიესის „ზანდის სიკვდილი“ ბოლოსიტყვაობა //თანამედროვე დრამატურგია. 1985. № 3.
ი. ოლეშა. ზანდის სიკვდილი. შური. სამი მსუქანი მამაკაცი. არც ერთი დღე სტრიქონის გარეშე. მოსკოვი, 1989. შემდეგ ციტირებისას მითითებულია წყაროს პირობითი ნომერი გვარდის ნომერი მრგვალ ფრჩხილებში ციტატის შემდეგ.
ვ. როგოვინი. ი. ოლეშას „ზანდის სიკვდილი“. პიესის შემოქმედებითი ისტორიიდან//თეატრი.  1993. №1. გვ. 147.
ს. სოლოვიოვი. საკითხავი და მოთხრობები რუსეთის ისტორიაში. მოსკოვი. 1989. გვ. 357.
ი. სალაიჩიკი. პოლემიკა საბჭოთა ადამიანის მითთან: ვ. კავერინი, მხატვარი უცნობია. // http://pbunjak.narod.ru/zbornik/tekstovi/24_Salajczyk.
ა. ეტკინდი. შეუძლებელის ეროსი. ფსიქოანალიზის ისტორია რუსეთში. სანქტ-პეტერბურგი, 1993. გვ. 218.
ა. ეტკინდი. მითითებული თხზულება. გვ. 221.
იქვე С. 222.
ა. სიჩოვი. სიმშვენიერის დანახვა („საჯალათო კუნძის თამაშიდან“ „ზანდის სიკვდილამდე“)//თანამედროვე დრამატურია. 1989. № 4. გვ. 2.
ა. ეტკინდი. მითითებული თხზულება. გვ. 220.
იქვე. გვ. 273.
იქვე. გვ. 308.
იქვე. გვ. 306.











http://howtoexitthematrix.com/2015/07/26/beware-of-sexually-transmitted-demons/
























"This is a REAL problem that many people might not be aware of. Power-thirsty people like politicians do have NPD ( Narcissistic Personality Disorder). They make decisions that affects people so badly that normal human just wouldn't and couldn't do. I WISH people were more aware of this!!! Once they do than the psychopathy on this planet may start 'to make sense'. How could ANY HEALTHY person decide to drop thousands of bombs, burn people with NAPALM, Depleted Uranium, NAPALM, Agent Orange, let alone actually DO it??? Then the cuts that affect people, subjecting people to a live of poverty, misery, suffering while the decision-makers sip champagne, lead a pompous life? "The narcissist uses torture and abuse but does so as a means of punishment for perceived slights and, thus, reasserting their sense of superiority. The sadist engages in torture and abuse for the genuine enjoyment of being cruel. The narcissist will use any means at their disposal to do so, including torture or abuse. They don’t think twice about causing pain in order to win. Narcissists always cause psychological pain. However, once the narcissist has someone firmly hooked and reeled in, the mask starts to fall away, piece by piece, until the victim is subjected to the narcissist’s volcanic rage, unending and outrageous demands, chronic criticisms and humiliations. This dark side of the narcissist not only causes long lasting mental, emotional and physical pain to their victims, but they then begin to experience pleasure in watching the victim suffer as the acts become associated with obtaining Narcissistic Supply. These sadistic behaviors become chronic and threaten the psychological and sometimes physical health of those closest to them. Narcissists dispense cruelty. They have no remorse or empathy for other people in their lives and will do anything in order to control them and win at all costs. Sadistic narcissists take pleasure in being feared, or even hated, by others. It makes them feel powerful and God-like. They get drunk with power when they see looks of horror or disgust on people’s faces. Hate and fear are guaranteed generators of attention. After all, it is always about generating attention (Narcissistic Supply, their drug of choice). Acts of sadism are just one more tool in the narcissist’s toolbox that he will use to gain his needed “fix”. When narcissism is co-morbid with sadism, the individual exhibits all the traits and characteristics of Narcissistic Personality Disorder (NPD), but in addition, has sadistic tendencies that reinforce the negative behavior of their narcissism." Alexander Burgemeester


http://www.unique-design.net/library/quote/code/psycho/psycho.html






https://thehappysensitive.com/sensitivity-minus-empathy-is-narcissism/












https://pairedlife.com/problems/Stop-Explaining-to-The-Narcissist-Do-This-Instead

https://www.empowher.com/sexual-well-being/content/what-relationship-between-sex-and-spirituality-dr-ogden-video

You deny the living and creative God in man and you will be like the Wandering Jew. All things are as if they were Real things are effects of something unknown.
The same is true of anima, ego, etc. and moreover, there are no real things that are not relatively real. We have no idea of absolute reality, because "reality" is always something "observed." ~Carl Jung, Letters Vol. I, Pages 56-57

Nature is not matter only, she is also spirit"
C.G.Jung,C.W.13,par.229
"If we combine holism with panpsychism, we get cosmopsychism: the view that the Universe is conscious, and that the consciousness of humans and animals is derived not from the consciousness of fundamental particles, but from the consciousness of the Universe itself. This is the view I ultimately defend in Consciousness and Fundamental Reality.

The cosmopsychist need not think of the conscious Universe as having human-like mental features, such as thought and rationality. Indeed, in my book I suggested that we think of the cosmic consciousness as a kind of ‘mess’ devoid of intellect or reason. However, it now seems to me that reflection on the fine-tuning might give us grounds for thinking that the mental life of the Universe is just a little closer than I had previously thought to the mental life of a human being."

"On this view, which we can call ‘agentive cosmopsychism’, the Universe itself fine-tuned the laws in response to considerations of value. When was this done? In the first 10-43 seconds, known as the Planck epoch, our current physical theories, in which the fine-tuned laws are embedded, break down. The cosmopsychist can propose that during this early stage of cosmological history, the Universe itself ‘chose’ the fine-tuned values in order to make possible a universe of value."

"The idea that the Universe is a conscious mind that responds to value strikes us a ludicrously extravagant cartoon. But we must judge the view not on its cultural associations but on its explanatory power. Agentive cosmopsychism explains the fine-tuning without making false predictions; and it does so with a simplicity and elegance unmatched by its rivals. It is a view we should take seriously."

- Philip Goff
http://www.consciousentities.com/tag/cosmopsychism/









Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised