воскресенье, 17 мая 2020 г.

ვილჰელმ რაიხი ავსტრიელი ფსიქოლოგი

ვილჰელმ რაიხი
ავტორი: სტანისლავ პანინი
ვილჰელმ რაიხი (Wilhelm Reich, 1897-1957) - ავსტრიელი ფსიქოლოგია, 1939 წლიდან მუშაობდა აშშ-ში, იყო ზ. ფროიდის ფსიქოანალიტიკური სწავლების მიმდევარი და სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. თავის შრომებში რაიხი ასევე აქტიურად ეხებოდა სოციალურ პრობლემატიკას და იყო ე.წ. „ფროიდომარქსიზმის“ წარმომადგენელი, რომელმაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა „ახალ მემარცხენეთა“ მოძრაობაზე.
ცხოვრების და შემოქმედების ეტაპები
 ვილჰელმ რაიხი დაიბადა ავსტრია-უნგრეთის რეგიონში მდებარე სოფელ დობრიანიჩში, რომელიც დღეს უკრაინის ლვოვის რეგიონს ეკუთვნის. 1916 წელს მან სამსახური დაიწყო ავსტრიის არმიაში და მონაწილეობა მიიღო პირველ მსოფლიო ომში. ომის შემდეგ რაიხმა მედიცინის შესწავლა დაიწყო ვენის უნივერსიტეტში, 1919 წლიდან იყო ვენის ფსიქოანალიტიკური საზოგადოების წევრი. 1920-იანი წლების დასაწყისში რაიხი ზ. ფროიდის ასისტენტია და ფსიქოანალიტიკური მოძრაობის ერთ–ერთი აქტიური მონაწილე.
ფროიდთან კონფლიქტმა, რომელიც მოხდა 1927 წელს, საფუძველი ჩაუყარა რაიხის დამოუკიდებელ შემოქმედებით გზას. 1920-იანი წლების ბოლოდან რაიხი აქტიურად გამოდიოდა მუშათა გარემოში საჯარო ლექციებით  სექსუალური განათლებისა და ჰიგიენის საკითხებზე. 1930-იან წლებში, ჰიტლერის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რაიხი, რომელიც ებრაელების ოჯახიდან იყო, ტოვებს გერმანიას და ჯერ სკანდინავიაში მუშაობს, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადადის საცხოვრებლად. სწორედ მისი შემოქმედების ამერიკულ პერიოდში დაიწყო რაიხმა აქტიურად მუშაობა  ე.წ. „ორგონის“ კონცეფციაზე.
ფსიქიკური ენერგიის შესახებ ფსიქოანალიტიკური დოქტრინის განვითარებით, რომელიც ფროიდისთვის სხვა არაფერი იყო, თუ არა მეტაფორა, რაიხმა შესთავაზა მისი, როგორც რეალური ფიზიკური ენერგიის, განხილვა, რომელსაც მან „ორგონომი“ უწოდა. მან შეიმუშავა კონცეფცია, რომლის თანახმად კუნთების ქრონიკული დაძაბულობა სხეულის სხვადასხვა ნაწილში იწვევს ორგონის „მოდუნებას“, რაც, თავის მხრივ, იწვევს ფსიქიკურ და ფიზიოლოგიურ დარღვევებს. რაიხის მიერ შემოთავაზებული თერაპიის სისტემა შედგებოდა ფიზიკური ვარჯიშების მთელი სერიისგან, რომლებიც მიზნად ისახავდნენ სხვადასხვა ჯგუფის კუნთების შებოჭილობის გააზრებას და ამრიგად მოდუნების მიღწევას, რამაც უნდა გამოიწვიოს ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.
თუმცა სწავლება „ორგონის“, როგორც ფიზიკური ენერგიის, შესახებ არშემდგარია თანამედროვე საბუნებისმეტყველო მეცნიერების თვალსაზრისით, რაიხის, როგორც ეზოთერიზმის მკვლევარის,  მნიშვნელობა მდგომარეობდა იმაში, რომ მან შესთავაზა ერთ-ერთი პირველი ფსიქოლოგიური თეორია, რომელიც ხსნიდა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე დამახასიათებელი ტრადიციულ სხეულზე ორიენტირებული ისეთი პრაქტიკის გავლენას, რომელიც დამახასიათებელია აღმოსავლური რელიგიური-მისტიკური სწავლებებისთვის, როგორიცაა ინდური იოგა და ჩინური ციგუგი. რაიხის იდეებმა მისცა ლეგიტიმაცია ფსიქოთერაპიაში მსგავსი სავარჯიშოების გამოყენებას და სტიმული მათ შემდგომ შესწავლას ფსიქოლოგიისა და ნეიროფიზიოლოგიის ფარგლებში. რეიხის გამოყენებითი შრომები ფსიქოთერაპიის სფეროში, ასევე მისი თეორიული იდეებიდან ყველაზე ნაყოფიერი, მოგვიანებით სისტემატიზირებული იქნა მისი მიმდევრების მიერ და საფუძველი ჩაუყარა სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის თანამედროვე მიმართულებებს.
თავის შრომებში რაიხი ასევე აქტიურად მიმართავდა სოციალურ პრობლემატიკას, აკრიტიკებდა თანამედროვე საზოგადოების რეპრესიულ ინსტიტუტებს, განსაკუთრებით სექსუალობის სფეროში. ამის გამო რაიხს ხშირად მიაკუთვნებენ ე.წ. „ფროიდომარქსიზმს“, მიმდინარეობას, რომელიც ემყარება ზ. ფროიდის ფსიქოლოგიური იდეების შეერთევას კ. მარქსის სოციალურ თეორიებთან. რაიხის საზოგადოებრივმა შეხედულებებმა შესამჩნევი გავლენა მოახდინეს „ახალი მემარცხენეების“ მოძრაობაზე და განსაკუთრებით მოთხოვნადი იყო 1960-იან წლებში აშშ-ში „სექსუალური რევოლუციის“ დროს.
ნაშრომში „ეთერი, ღმერთი და ეშმაკი“ (Ether, God and Devil) რაიხი ცდილობს შესთავაზოს რელიგიისა და მისტიკური გამოცდილების ორიგინალური ფსიქოლოგიური ინტერპრეტაცია ორგონის შესახებ სწავლების პოზიციიდან, თავის კონსტრუქციებს თან ურთავს მიმართვას როგორც რელიგიის ისტორიის, ასევე მეცნიერების ისტორიის მიმართ (კერძოდ, კეპლერის იდეის მიმართ  vis animalis – „ცოცხალი ძალის“ შესახებ, რომელიც ავსებს კოსმოსს).
ძირითადი თხზულებები
რუსულ ენაზე
რაიხი, ვილჰელმი. ფსიქოანალიზი, როგორც საბუნებისმეტყველო დისციპლინა/ „ბუნებისმეტყველება და მარქსიზმი“. 1929. № 4. გვ. 99—125.
რაიხი, ვილჰელმი. შეხედე შენს თავს, პატარა ადამიანო. მოსკოვი: „გეშტალტის სამყარო“, 1997.
რაიხი, ვილჰელმი. მასების ფსიქოლოგია და ფაშიზმი. მოსკოვი: „საუნივერსიტეტო წიგნი“, 1997.
რაიხი, ვილჰელმი. სექსუალური რევოლუცია. მოსკოვი: „ასტ“, 1997.
რაიხი, ვილჰელმი. ორგაზმის ფუნქცია. მოსკოვი: „ასტ“, 1997.
რაიხი, ვილჰელმი. ახალგაზრდობის ვნება. მოსკოვი: «Nota Bene», 2002.
რაიხი, ვილჰელმი. ხასიათის ანალიზი / თარგმ/ ინგლ/ ა. ბოკოვიკოვმა. მოსკოვი: „კოგიტო-ცენტრი“, 2006.
ინგლისურ ენაზე
Reich, Wilhelm. People in Trouble. 1953.
Reich, Wilhelm. Contact with Space: Oranur Second Report, 1951–1956. 1957.
Reich, Wilhelm. Ether, God and Devil. New York: Farrar, Straus and Giroux, 1973.
Reich, Wilhelm. The Cancer Biopathy. New York: Farrar, Straus and Giroux, 1974 (first published 1948).
Reich, Wilhelm. The Bioelectrical Investigation of Sexuality and Anxiety. 1982.
Reich, Wilhelm. Beyond Psychology: Letters and Journals 1934–1939. New York: Farrar, Straus and Giroux, 1994.
Reich, Wilhelm. Reich Speaks of Freud. Souvenir Press, 1967.
გერმანულ ენაზე
Reich, Wilhelm. Über einen Fall von Durchbruch der Inzestschranke / Zeitschrift für Sexualwissenschaft. VII. 1920.






























































































Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised