четверг, 20 сентября 2018 г.

გნოზისი და თანამედროვე სამყარო ვიდეო-ინტერვიუ 8 2011

გნოზისი და თანამედროვე სამყარო ვიდეო-ინტერვიუ 8 2011

პასუხობს  AGEAC-ის საერთაშორისო კოორდინატორი

ოსკარ უზკატეგი კინტერო

(პ.მ. კუენ კხანი.  - V.M. Kwen Khan)

კითხვა: ყველას მშვიდობიან დღეს გისურვებთ.
AGEAC-ის საწარმოო ჯგუფის სახელით მოხარული ვართ მოგესალმოთ და ვისარგებლოთ შესაძლებლობით, რომელსაც გვაძლევს ახალი ინტერვიუ პატივცემულ კუენ კხანთან.
ჩვენ ესპანეთის სამხრეთით ვიმყოფებით, ულამაზეს ქალაქში - გრანადაში. დიდ მადლობას მოგახსენებთ, ბატონო კუენ კხან, რომ მოახერხეთ ამ ქალაქში ჩემოსვლა, რათა პასუხი გაგეცათ შეკითხვებზე, რომლებზეც ჩვენ გვსურს გესაუბროთ კაცობრიობის თემატიკის სოციალურ სფეროში.
დასაწყისისთვის, გვინდა, ზოგადად, ინტერვიუს დასაწყებად  გკითხოთ, რა ახსნა-განმარტებები შეგვიძლია გავაკეთოთ იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ როგორია დღეს საზოგადოება პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ დონეზე ... ჩვენ საერთო კონვულსიის, ფულის გაუფასურების, ქვეყნებს შორის კრიზისის,  ბევრ ქვეყანაში სხვადასხვა სახის რევოლუციების მოწმენი ვართ... რა ხდება საერთო დონეზე? რა ახსნა-განმარტებები, გნოზისის თვალსაზრისით, შეგიძლიათ მოგვცეთ ამ მომენტისთვის, რომელშიც ვცხოვრობთ?
პასუხი: პირველ რიგში, მინდა მადლობა მოვახსენო ყველას, ვინც ძალისხმევა არ დაიშურა ამ ჩანაწერის შესასრულებლად, ამ გზავნილისთვის, რომელიც გნოზისის ყველა სტუდენტამდე მიაღწევს. ფაქტობრივად, რასაც ჩვენ ვხედავთ ისტორიის მოცემულ მომენტში, ინვოლუციის შედეგია, რომელშიც კაცობრიობა მრავალი საუკუნის წინ შევიდა და რომელმაც დროთა განმავლობაში ძალა მოიკრიფა. ჩვენ, მართლაც, ჩიხში ვიმყოფებით.
ისეთ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, რომელსაც ჩვენ ვუწოდებთ ეგოიზმს, მხოლოდ თავისი თავის, მხოლოდ სიმდიდრის დაგროვების შესახებ ფიქრობს. ადამიანები კონკურენციას უწევენ ერთმანეთს, ივიწყებენ ყველა ეთიკურ, სულიერ, გონებრივ და ფსიქოლოგიურ პრინციპებს. ადამიანმა ცხოვრების ისეთი სისტემა შექმნა, რომელიც საერთოდ არ ითვალისწინებს სხვების კეთილდღეობას, საზოგადოებრივ ინტერესებს, და ერთადერთი, რასაც ყურადღება ექცევა, არის თითოეული ადამიანის ცხოველური ეგოს გამდიდრება.
ყოველივე ამის გამო, ზოგადად, საზოგადოებამ სხვადასხვა სფეროში, რომელზეც იგი დაყოფილია: რელიგიური, პოლიტიკური, ეკონომიკური და ფილოსოფიური სფეროები, - დეგრადაცია განიცადა; განიცადა იმ დონემდე, რომ ახლა ადამიანებს ერთმანეთის არ სჯერა, არავინ ხედავს ალტერნატივას და ერთადერთი, რაც ჩვენში ხდება და რაც ყველაზე ცუდია, ეს მაქსიმაა: „თუ ჩვენ ერთი სიცოცხლე გვაქვს, მოდით მაქსიმალურად მივიღოთ მისგან სიამოვნება“. შემდეგ ნამდვილ ბარბაროსობას ჩავდივართ და ვფიქრობთ, რომ თუ ყველაფერი დასასრულს უახლოვდება, ან თუ არაფერი არაფერს არ ემსახურება, მაშინ მე ჩემი ცხოვრების სისტემას შევქმნი.
მაგრამ ცხოვრების ეს სისტემა, თუ არის არასწორად ორიენტირებული, არასწორად მიმართული, თუ მას არ გააჩნია უმაღლესი ეთიკური ხასიათის საყრდენი სვეტები, ბევრად უარესი იქნება იმაზე, რასაც ახლა ვხედავთ, უსასრულობამდე გამრავლებული, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სრული ქაოსი დაისადგურებს, ქაოსი მთელ მსოფლიოში, სრული დეგენერაცია, რომელიც სავარაუდოდ მსოფლიო კონფლიქტით, მსოფლიო ომით დასრულდება. ბოლო დროს ჩვენ ვხედავთ უზარმაზარ პოლიტიკურ დაბნეულობას საერთო  დონეზე.
დღეს კანებში ახალი სამიტი G-20 დაიწყო. ადამიანები უყურებენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, კითხულობენ გაზეთებს, ისმენენ ახალ ამბებს, რეპორტიორთა ინფორმაციას, მრავალი ადამიანის აზრს და კითხულობენ: რა ხდება? ანუ, სიმართლეა თუ არა, რომ ამ ეტაპზე, რომელზეც ჩვენ ახლა ვიმყოფებით, არ არსებობს გამოსავალი? დიდი დაბნეულობაა, არ არის ნათელი იდეები, არ არსებობს მკაფიო პოლიტიკური სისტემა; არ არსებობს ეკონომიკური გზა, რათა თავი დავაღწიოთ მძიმე მდგომარეობას, რომელშიც აღმოვჩნდით.
კითხვა:  რა ახსნა შეგიძლიათ მოუძებნოთ იმ სიტუაციას, რომელშიც ვიმყოფებით, პოლიტიკურ დონეზე? რა ხდება? რა ემართება პოლიტიკოსთა იდეებს?
 პასუხი: ბერძნებმა პოლიტიკა განსაზღვრეს, როგორც „მართვის ხელოვნება“. კარგად არის ნათქვამი: ეს „ხელოვნებაა“.დღევანდელ პოლიტიკოსებს შეუძლიათ იყვნენ ის, ვინც უნდათ, თუმცა ხელოვნების ადამიანები არ არიან ამ სიტყვის ყველაზე მაღალი მნიშვნელობით.
ქვეყნები რომ მართონ, ჯერ პოლიტიკოსები საკუთარი თავის მმართველები, ანუ საკუთარი თავის ბატონ-პატრონები უნდა გახდნენ.
პოლიტიკოსებსაც აქვთ ის, რაც ყველას გაგვაჩნია შინაგანად, ანუ საშიში ფსიქოლოგიური დისპერსია. პოლიტიკოსების გონებაც ისეთივეა, როგორც ნებისმიერი ადამიანისა, რომელიც ფუნქციონირებს პროცესში „მეტი“: მეტი ფული, მეტი თანამდებობა, მეტი ძალა, მეტი კონკურენცია და ა.შ. ამ „მეტის“ პროცესმა ადამიანი მიიყვანა საქონლის დაგროვების სურვილამდე. როგორც უკვე ვთქვი, ის არც კი ფიქრობს  სხვების კეთილდღეობაზე.
მაშინ ადამიანმა უნდა შეაბრუნოს პროცესი, და იმის ნაცვლად, რომ იყოს  ეგოცენტრული, „ანთროპოცენტრული“ უნდა გახდეს სიტყვის მაღალი მნიშვნელობით; ეს უნდა ეფუძნებოდეს სხვებზე ზრუნვას.
როგორ შეიძლება განისაზღვროს უმაღლესი მიმართულება მსოფლიო პოლიტიკისთვის?
პოლიტიკოსებმა თავის ცნობიერებას გამოცდა უნდა ჩაუტარონ, მათ შორის ყველა პარტიის პოლიტიკოსმა. მსოფლიოს კოლეჯებში, უნივერსიტეტებში უნდა არსებობდეს კათედრა, რომელიც მისცემს რაღაც ფუნდამენტური განათლების მსგავსს. ამ ფუნდამენტურ განათლებაში სხვებს უნდა ასწავლიდნენ, რა არის „მე“, „ეგო“, „მე თვითონ“, „ის თვითონ“.  ხალხს უნდა აუხსნან, რომ „მე“ ყველა ჩვენი სირცხვილის მიზეზია: მე - ღორმუცლობის, მე - ეჭვიანობის, მე - შურის, მე - ანგარების, მე - ავხორცობის, მე - სიზარმაცის, მე - კონკურენციის და ა.შ. როდესაც ადამიანი აღიარებს, რომ ის მრავალგვარია მის ფსიქოლოგიურ კონსტიტუციაში, როდესაც ადამიანი აღიარებს, რომ ის არის რამდენიმე „მე“-ს აკავშირებს ერთმანეთთან, რომლებიც ადგილს იცვლიან, აღწევენ ჩვენს ფსიქიკაში და ტოვებენ მას, რომ კონკრეტული „მე“  განსაზღვრავს კონკრეტულ მდგომარეობას; როდესაც ადამიანი მიხვდება, რომ მას არ გააჩნია ინდივიდუალობა, სიტყვის წმინდა მნიშვნელობით, მაშინ ის იწყებს შეცვლას. თუ პოლიტიკოსებს არ გააჩნიათ საფუძველი იმისა, რომ აღიარონ, თუ როგორები ვართ ბუნებით - ცხოველები, რომლებიც ერთმანეთს ჭამენ, - თუ მათ არ გააჩნიათ, ვთქვათ, მოსაზრებები ზევიდან მიღებული, საზოგადოების, საკუთარი თავის, ადამიანების გაკეთილშობილების თვალსაზრისით, რომლებიც ცხოვრობენ საზოგადოებაში მთელს მსოფლიოში, მაშინ ეს ყველაფერი გარე ცვლილებებია. ვალუტის გაცვლის მსგავსი ...
მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ დევალვაციის და ვალუტის გადაფასების შემთხვევაში? ეს არაფერს შეცვლის, რადგან რამდენიმე ადამიანის მიერ სიმდიდრის დაგროვების იგივე ინტერესი და იგივე რაოდენობის ადამიანთა გაღატაკება გაგრძელდება, რაც მუდმივ ხასიათს მიიღებს და ყოველთვის იქნება საზოგადოებრივი აფეთქების, სოციალური უთანასწორობის, დისპუტების, პოლიციისა და მოსახლეობას შორის დაპირისპირების, კვების სიმცირის,  შიმშილის საბაბი... ის ყოველთვის დააპირებს საზოგადოებაში გამოვლენას, რადგან არ არსებობს შინაგანი ტიპის რევოლუცია პოლიტიკურ ლიდერებში, ეკონომიკის ლიდერებში, რელიგიის ლიდერებში. სანამ ეს არ მოხდება, ჩვენ მხოლოდ შელამაზება შეგვიძლია, რასაც ინგლისურად “make-up” ეწოდება; ჩვენ გარედან ვალამაზებთ ქალაქებს ყვავილებით, კოშკებით, სკულპტურებით, მაგრამ შინაგანად მაინც ცხოველები ვრჩებით, რომლებიც ერთმანეთს ვჭამთ; რა თქმა უნდა, ეს ისაა, რაც გააზრებული არ არის. პოლიტიკა იმიტომ მიდის არასწორი მიმართულებით, რომ ადამიანი მხოლოდ ფულზე ფიქრობს და სიმდიდრის არასწორ გადანაწილებაზე.
სიმდიდრე ისე არ არის განაწილებული, როგორც უნდა ხდებოდეს, მსოფლიოში ადამიანთა არსებული ყველა ჯგუფის, ყველა ეთნიკური ჯგუფის საჭიროებების მიხედვით.
მაგალითად, ჩვენ რომ მოგვენდომებინა აფრიკაში შიმშილისთვის ბოლოს მოღება, ამის მარტივი გამოსავალი არსებობს: მდიდარ ქვეყნებს, როგორიცაა ჩრდილოეთ ამერიკა, ევროკავშირი, შეუძლიათ ძალიან მარტივი გეგმის საშუალებით გადაჭრან აფრიკის  პრობლემები. როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ეს გეგმა?
რას იტყოდა თეთრი სახლის ხელმძღვანელი, რათა ბოლო მოეღო შიმშილის პრობლემისთვის?
ყოველწლიურად უნდა შეიქმნას თორმეტთვიანი პროგრამა. იანვარში, შვედეთი მიაწვდიდა აფრიკას, მაგალითად, იმას, რის მიწოდებაც მათთვის ადვილა; ყველაფრის, რაც მანქანებთან არის დაკავშირებული; ისინი მიაწოდებდნენ ტრაქტორებს, წყლის ტუმბოებს, რათა შეიქმნას სასმელი წყლის ჭაბურღილები. შემდეგ თებერვალში გერმანია, როგორც ინდუსტრიული ქვეყანა, მიაწვდიდა სასოფლო-სამეურნეო ტექნიკას, არა მხოლოდ ტრაქტორებს, არამედ ინვენტარსაც, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს წყლის განაწილება ნათესებზე, ირიგაციის სისტემებს, რომლებიც ახლა განვითარებულ ქვეყნებში ულტრათანამედროვეა ... ანალოგიურად, თითოეულ ქვეყანას შეუძლია შემოწირულობის გაღება. მაგალითად, საფრანგეთს და ესპანეთს, რომელსაც კარგი სასოფლო-სამეურნეო სისტემა აქვს შექმნილი, შეუძლიათ შემოწირულობების გაკეთება ხორბლის სახით, გიგანტური ტონობით ხორბლისა, რომელიც იმ ქვეყნებში დაითესება. ანალოგიურად, თითოეული ქვეყანა თავისი პროდუქციის ნაწილს წარმოადგენს. ქვეყანა არ გახდება ბანკროტი, რადგან ევროპაში იმდენი პროდუქციაა, რომ, საბოლოო ჯამში, რჩება, ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ხდება მისი გადაყრა, როგორც ჩანს, „ბაზრის შენარჩუნების“ მიზნით, მაგრამ, ღრმად თუ ჩავწვდებით ამ საკითხს, ეს კეთდება მდიდართაა და ღარიბთა, მათი სტატუსის შესანარჩუნებლად. ამიტომ ღარიბები იძულებული ხდებიან მოწყალება სთხოვონ მდიდრებს. ეს არის ის, რასაც აწარმოებს ცხოველთა ეგო, რასაც აწარმოებს „მე“.  არც კომუნიზმი, არც კაპიტალიზმი არ აკეთებს ამის ორგანიზებას, იმიტომ, რომ კაპიტალიზმი ნიშნავს სიმდიდრის დაგროვებას ერთეულთა ხელში, ხოლო სოციალიზმი და კომუნიზმი, უფრო მეტად, ნიშნავს  სიმდიდრის დაგროვებას სხვა კაპიტალისტისთვის, რომელიც ამ შემთხვევაში იცვლის სახელს და მას სახელმწიფო ეწოდება. მაგრამ არც ერთ, არც მეორე  სისტემაში რეალურად არ ფიქრობენ მოქალაქეთა კეთილდღეობაზე: მატერიალური ღირებულებების ინვესტირების შესახებ ჯანმრთელობაში, ინვესტიციების შესახებ საჯარო განათლებაში, რეალურად ინვესტირების შესახებ საბინაო მშენებლობაში სოციალურად დაუცველთათვის ...
ამის შესახებ ბევრს საუბრობენ, მაგრამ ზომები მიღებული არ არის. რატომ არ არის მიღებული? იმიტომ, რომ ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე „მე“ პოლიტიკოსთა ფსიქიკაში არის  სიცრუის „მე“, თაღლითობის „მე“. ეს არის ის, რაც ხდება.
კითხვა:  ბატონო კუენ კხან, რადგან ამ მომენტამდე მივედით, პირდაპირ კითხვას დაგისვამთ. რა არის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის წყარო?
პასუხი: კრიზისის წყაროა „მე“, ანგარების „მე“. ქვეყნებმა შექმნეს ფულის სისტემა კონკურენტუნარიანობის ბაზაზე. მიმდინარეობს შიდა ბრძოლა დოლარს, ევროსა და იაპონურ იენას შორის. სანამ არსებობს ეს არაჯანსაღი კონკურენტუნარიანობა, სანამ არ არსებობს მოსაზრება სიმდიდრის ისე დაგროვების შესახებ, რომ ის არ აღმოჩნდეს ერთეულთა ხელში და მოხდეს მისი გადანაწილება, ეს პრობლემები ყოველთვის იქნება. „ინტელექტუალური“ ეკონომისტები უნივერსიტეტებში მრავალ წელს ატარებენ, სწავლობენ, როგორც ჩანს, იმას, რასაც „ეკონომიკას“ უწოდებენ. მაგრამ ეკონომიკა იმის შემეცნების  ხელოვნებაა, თუ როგორ უნდა განაწილდეს სიმდიდრე: ისინი არ ანაწილებენ მას, არამედ ქმნიან უზარმაზარ ეკონომიკურ ფონდებს სისტემის მხარდასაჭერად, მაგალითად, სამხედრო დაცვისთვის, რომელიც, სხვებთან შედარებით, მაღალ დონეზე დგას.
 მილიონობით, ტრილიონობით ფული იხარჯება კოსმოსში მოგზაურობაზე, ისინი მხოლოდ ორბიტალურ სადგურებამდე აღწევენ, რამდენიმე მაიმუნთან ერთად, რომლებიც ერთობიან ბორტზე და სადენებით მიერთებული არიან მანქანებზე; ადამიანები კი აქ, დედამიწაზე, რეალურ გაჭირვებაში იმყოფებიან.
მეორე დღეს მე ვუსმენდი ამერიკელ სოციოლოგ-კრიტიკოსს, რომელიც აღნიშნავდა, რომ მხოლოდ ორბიტალურ სადგურზე გაგზავნილი ერთ-ერთი რაკეტის ან ხომალდისთვის ინვესტირებული ფულის დახმარებით, მხოლოდ ამ ფულის დახმარებით, შიმშილის ყველა პრობლემის მოგვარება შეიძლებოდა აფრიკაში. სამარცხვინოა. ეს იმას ნიშნავს, რომ ეკონომიკა არ არის შექმნილი ადამიანთა მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად; იგი შექმნილია „მე“-ზე დაყრდნობით, „მე“-მ კი არ იცის, რა არის საჭიროება და სიხარბე; რასაც სიხარბე ეწოდება, მას საჭიროების ინტერპრეტაციას აძლევენ. შეიქმნა ყალბი საჭიროებები. მაგალითად, ევროპაში ამბობენ, რომ არსებობს კრიზისი, მაგრამ კრიზისი უმეტესად იმიტომ არსებობს, რომ ჩვენთვის შეიქმნა ცხოვრების ისეთი სისტემა, რომლის მიხედვითაც ევროპის ყველა მოქალაქეს შეიძლება ჰქონდეს 3 სახლი: კოტეჯი, ბინა ქალაქში და სახლი, სადაც ადამიანი ცხოვრობს ქალაქთან ახლოს. როდესაც ეს იკარგება, მაშინ ჩვენ ვაცხადებთ, რომ  კრიზისულ სიტუაციაში ვართ. მაგრამ ფაქტია, რომ კრიზისი, ფაქტობრივად, არის შედეგი იმისა, რომ ჩვენ ვანადგურებთ ეკონომიკას ჩვენი ანგარებით, არაჯანსაღი კონკურენციით. ჩვენ რომ გვქონოდა „სოციალისტური“, ამ სიტყვის სწორი მნიშვნელობით, ცხოვრების სისტემა, ყველას ექნებოდა საკუთარი სახლი, ცოტაოდენი ფული, ყველას ექნებოდა საჭმელი, რადგან სიმდიდრე არ იქნებოდა განაწილებული ასეთი არაჯანსაღი გზით, მხოლოდ ერთეულებისთვის, არამედ საზოგადოებაზე განაწილდებოდა.
მაგრამ, რა თქმა უნდა, „მე“ ეგოისტური და ეგოცენტრულია. ყოველივე ეგოცენტრულს საშინელი დასასრული აქვს.
კითხვა:  კი ბატონო. როდესაც ამ ეტაპს მივაღწიეთ, ჩვენ დაჟინებით მიგვითითებდნენ - სკოლაში, უნივერსიტეტში, კომპანიებში, მთავრობაში ..., იმ კონცეპტზე, რომელიც ცნობილია, როგორც კონკურენტუნარიანობის კონცეპტი; რომ ჩვენ უნდა ვიყოთ კონკურენტუნარიანი. ამ შემთხვევაში ჩვენ ვსაუბრობთ  ადამიანის მენტალიტეტისთვის მავნე სისტემის შესახებ და საზიანოს საზოგადოებისთვისაც?
პასუხი: დიახ. იმიტომ, რომ ჩვენ უნდა შევცვალოთ კონკურენციის კონცეპტი მოწოდების კონცეპტით. ერთია, როდესაც ჩვენ გვაქვს დიდი მისია თავდაუზოგავად ვემსახუროთ ჩვენს პროფესიას, და მეორეა, როდესაც ამას ვაკეთებთ იმისთვის, რომ სხვებზე უკეთესი ვიყოთ. როდესაც ადამიანი მუდმივად ფიქრობს კონკურენციაზე, გამარჯვების მოპოვებაზე, ამ შემთხვევაში ის არ მუშაობს საერთო კეთილდღეობისთვის, ის „ჩემი“-ს საფუძველზე მუშაობს: მე უნდა მივაღწიო ცხოვრებაში მწვერვალს, სახლში 20 დიპლომი უნდა მქონდეს, რომ ყველაზე უკეთესი ვიყო ... შედეგად იწყება ომები და კონფლიქტები, რადგან, როდესაც ადამიანი კარგავს ჰუმანიზმის გრძნობას, როდესაც ადამიანი კარგავს სხვებთან თანამშრომლობის გრძნობას, ის ხდება ეგოისტური. და რა თქმა უნდა, თუ ჩვენ გვაქეზებენ კომპანიებში, სამსახურში,  უნივერსიტეტში ... რომ კონკურენცია უნდა გავუწიოთ, მაშინ ჩვენ შევდივართ მექანიზმში, რომელსაც არ აქვს დასასრული, და ეს მექანიზმი ჩვენ გადაგვაქცევს მხეცებად, დაგვაპირისპირებს ერთმანეთს, მიუხედავად იმისა, რომ „პროგრესის“ მიზანი დასახულია.
ჩვენ უნდა ვიმუშაოთ არა კონკურენციის, არამედ სიყვარულის გამო. როდესაც ვცვლით „კონკურენციის“ კონცეპტს „თანამშრომლობის“ და „უანგარო“ სიყვარულის კონცეპტზე, ყველაფერი სხვაგვარად მუშაობს.
კითხვა:  ბატონო კუენ კხან, იმყოფება თუ არა კეთილდღეობა კონფლიქტურ ვითარებაში ტექნიკურ განვითარებასთან?
პასუხი: არა. კეთილდღეობა ყველა ადამიანის უფლებაა, ეს ადამიანის უფლებათა უნივერსალურ დეკლარაციაშია გაწერილი. კეთილდღეობა აუცილებელია, რადგან ამ მდგომარეობაში ადამიანს აქვს მოქმედების შესაძლებლობა. თუ კეთილდღეობა არ არსებობს, ამ შემთხვევაში რა ხდება? მისი საპირისპირო დისკომფორტი. დისკომფორტი კი ქმნის ტკივილს, გაღიზიანებას, ტანჯვას, ავადმყოფობას და ა.შ. ამდენად, კეთილდღეობა აუცილებელია საზოგადოების განვითარებისთვის. მაგრამ აუცილებელია ისეთი კეთილდღეობა, რომელიც არავის მიაყენებს ზიანს.
ამრიგად, რა ხდება? როგორც ამბობენ, მეცნიერება გიგანტური ნაბიჯებით წინ მიდის, ე.ი.  კეთილდღეობის მდგომარეობაშია: მაგრამ ხშირად ეს კეთილდღეობა არ არის ნამდვილი, იმიტომ, რომ ამჟამად, მაგალითად, ჩვენ შეიძლება კეთილდღეობას განვიცდიდეთ სახლში, რადგან ის სრულად არის აღჭურვილი ელექტროენერგიით. ამაში არაფერია ცუდი, მაგრამ თუ მილიონობით სახლები მუშაობს ელექტროენერგიაზე, ხდება ის, რაც ხდება: გლობალური დათბობა. სახლები, რომლებიც გამოიმუშავებენ დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას, ხელს უწყობენ, და ამას მეცნიერული დასაბუთება აქვს, გლობალურ დათბობას.
მაგალითად, ჩვენ გვაძლევენ სარეცხ საშუალებებს ჩვენს სახლებშიკეთილდღეობის შესანარჩუნებლად, მაგრამ ბევრი მათგანი საშიშ შხამქიმიკატებს შეიცავს, რის შესახებაც არ დაფიქრებულან ეკოლოგიური თვალსაზრისით. ვინ ზარალდება ამის გამო? ბუნება; ოკეანეები ზარალდება:  ამჟამად  სასოწარკვეთილი ვეშაპები ტოვებენ ზღვის სიღრმეებს და პლაჟებზე იღუპებიან, ზღვის სანაპიროებზე; მეცნიერებმა არ იციან, რატომ. როდესაც შეამოწმეს, არმოჩნდა, რომ ისინი ინტოქსიკაციის შედეგად დაიღუპენ.
კეთილდღეობამ მიგვიყვანა საკრუიზო ლაინერების შექმნამდე, რომლებიც უამრავ ტურისტებთან ერთად მოგზაურობენ ოკეანეში, მაგრამ ეს საკრუიზო ლაინერები ნაგავს ყრიან ოკეანეებში. რა ხდება შემდეგ? ამ ნარჩენებს თევზები ჭამენ, ამრიგად, თევზი, რომელსაც ჩვენ ვჭამთ, დაბინძურებულია. არცთუ დიდი ხნის, დაახლოებით, რამდენიმე წლის წინ აღმოაჩინეს, რომ თინუსი, მაგალითად, შეიცავს ბევრ ვერცხლისწყალს, ამიტომ ვინც ბევრ თინუსს მიირთმევს, მას ტვინში ვერცხლისწყალი აქვს, რაც დაუშვებელია.
ამგვარად, ჩვენთვის შეიქმნა დამაშინებელ სამხედრო თავდაცვაზე დაფუძნებული უსაფრთხოების სისტემა, რომელიც მოითხოვს მილიონობით და ტრილიონობით დოლარის და ევროს ინვესტიციას. მაგრამ უსაფრთხოების ეს სისტემაა არის „მე“-ს პროდუქტი: შიშის „მე“-ს. შიშის „მე“-ს წყალობით ქვეყნები იწყებენ შეიარაღებას, რადგან შიში ჰბადებს უნდობლობას ადამიანებს შორის. მაგრამ შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა ვიბრძოლოთ მშვიდობისთვის (სიმშვიდისთვის). როგორ აპირებს ადამიანი მშვიდობისათვის ბრძოლას, თუ ყოველ დღე ჩვენ კბილებს ვილესავთ მეზობლის მიმართ, ვაჩვენებთ მას ტექნოლოგიებს, რომლებიც სავარაუდოდ დაიცავენ ჩვენს კეთილდღეობას და რომლებიც განვათავსეთ კოსმოსურ სივრცეში: ატომური ბომბები ორბიტაზე ან საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური სარაკეტო სისტემები ...; და ეს ყველაფერი სახელმწიფოს კეთილდღეობისთვის კეთდება. წყალქვეშა ნავები, რომლებსაც  დღეს ქმნიან ბირთვული დერჟავები - ბირთვული წყალქვეშა ნავები - გამოჰყოფენ  ვიბრაციას, რომლებიც კლავენ ვეშაპებს, და ეს დადასტურებულია, აიძულებენ მათ დატოვონ მათი საცხოვრებელი არეალი, და შედეგად ისინი პლაჟებზე იღუპებიან.
რა თქმა უნდა, ყველა ცვლილება დიდ ფასად უჯდება ბუნებას. თუ ჩვენი დედა ბუნება ყველა ჩვენგანს იტევს, ჩვენ კი ვაინფიცირებთ დედა ბუნებას, ჩვენ არ გვექნება საცხოვრებლად სახლი; და საბოლოოდ ბუნება ჩვენზე აბორტს ჩაიტარებს, ერთ დღეს ჩვენზე აბორტს ჩაიტარებს; უკვე იკეთებს, რადგან თავი უნდა დაიცვას. ამრიგად, არსებობს პლანეტის ცვლილებები კლიმატურ დონეზე, რომლებიც პლანეტის რეაქციას წარმოადგენენ მის ბოროტად გამოყენებაზე. ამიტომ კარგად გააზრებული ტექნოლოგიები გარემოსდაცვითი ტექნოლოგიები უნდა იყოს.
 ამ თვალსაზრისით წინამორბედებმა დიდი გაკვეთილი დაგვიტოვეს, რომლის გათვალისწინება ე.წ. „თანამედროვე“ ადამიანს არ სურს და ზიზღითაც კი უყურებს მას, თითქოს აბსურდული იყოს. მაგრამ თანამედროვე მეცნიერებამ ჯერ კიდევ არ იცის, როგორ  შეძლეს ეგვიპტელებმა, მაგალითად, პირამიდების აშენება კაიროში. მათ ათასწლეულებს გაუძლეს და, როგორც არქეოლოგები ამბობენ, დრო დასცინის რასებს, ხოლო პირდამიდები დასცინიან დროს. ზოგიერთი მეგალითური შენობა, გიგანტური ქვის ნაგებობა შეიქმნა ისევე, როგორც ასტრონომიული ობსერვატორიები. იქ არის არხები, რომლებიც ღრმად იჭრებიან პირამიდში. ეს არხები აღწევენ მცირე ზომის წყალსატევებს, რომლებშიც ვარსკვლავები აირეკლებოდა. ასე რომ, მათ შეეძლოთ ასტრონომიული გათვლების ჩატარება. და ამისთვის ისინი არ აშენებდნენ უზარმაზარ ობსერვატორიებს, რომლებიც მილიონობით ევრო და დოლარი ღირს, და რომლებსაც სჭირდება ელექტროენერგია და საშინელი ელექტრონიკა, რომლებიც ტოვებენ თავის კვალს გარემოზე.
აქედან გამომდინარე, ცნობიერებით და არა ინტელექტით გამოყენებული ტექნოლოგიები არ არიან კეთილდღეობასთან კონფლიქტში. დიახ, მე ვიმეორებ, მნიშვნელოვანია, რომ ტექნოლოგია უკავშირდებოდეს ცნობიერებას, და არა ინტელექტს. თუ ტექნოლოგია ერთიანია ცნობიერებასთან, შედეგი საოცარი და დადებითი იქნება. ყველაფერი, რასაც ქმნის ცნობიერება, ან ქმნიან ტექნოლოგიები ცნობიერების საშუალებით, ყველაფერი საყოველთაო კეთილდღეობისთვის იქნება ვინმესთვის ზიანის მიყენების გარეშე, მათ შორის დედა ბუნებისთვის.
კითხვა:  ცოტა ხნის წინ თქვენ საუბრობდით შიმშილის შესახებ. სიმართლე ისაა, რომ როცა ტელევიზიით ან პრესაში აჩვენებენ კადრებს, ეს ამაღელვებელია, ეს საშინელებაა, არა? როდესაც სახლში იმყოფები, გაქვს საჭმელი და ნივთები, რომლის საშუალებას გვაძლევს ჩვენი ცხოვრების სისტემა, შენ უყურებ რამდენიმე კილომეტრის მოცილებით საბრალო ბავშვებს, რომლებსაც ბუზები ესევიან და რომლებიც დატანჯული არიან შიმშილისა და სიღატაკის გამო. შიმშილი და ჭარბი მოსახლეობა მსოფლიოში ... რა გამოსავალი შეიძლება მოძებნოს გნოზისმა? რა შეიძლება გვითხრათ ამ, ასე ვთქვათ, სასწორის ორი თეფშის - შიმშილისა და ჭარბი მოსახლეობის შესახებ, რომლებიც ასე დამთრგუნველად გამოიყურება?
პასუხი: დიახ, კითხვა ძალიან კარგია, რადგან შიმშილი მჭიდრო კავშირშია ჭარბ მოსახლეობასთან. ჩვენ უნდა შევხედოთ ამ საკითხს ორი მხრიდან. პირველ რიგში, შიმშილის პრობლემა ადამიანის ეგოიზმის პრობლემაა, რადგან არსებობს ეთიკისა და უნივერსალური მორალის პატივისცემის ნაკლებობა; ეს ხდება აფრიკაში. პატივისცემის ნაკლებობას კი ქმნიან განვითარებული ქვეყნები, რომლებიც, ამ თვალსაზრისით, წარმოადგენენ იმ სამყაროს, რომელიც, ხშირ შემთხვევაში, იწვევს სხვა კონტინენტების სუსტ განვითარებას. იმიტომ, რომ ნედლეულის 99.9%, რომელსაც ამუშავებენ განვითარებული ქვეყნები, ეკუთვნის იმ ქვეყნებს, რომლებიც დღეს შიმშილისგან იტანჯებიან და იმ ქვეყნებს, რომლებსაც დღეს განუვითარებელს უწოდებენ. ისინი გაღატაკდნენ, ისინი გამოიყენეს.
პირველი ნაბიჯი, რომელიც კაცობრიობამ უნდა გადადგას ამ პრობლემის მოსაგვარებლად, იქნება უანგარო გულუხვობის გამოჩენა ღარიბი ქვეყნების მიმართ. მე უკვე ვთქვი რამდენიმე წუთის წინ იმის შესახებ, თუ როგორ გააკეთებდა ამას, მაგალითად, ევროკავშირი: წელიწადის ყოველი თვის განმავლობაში გააკეთებდნენ შემოწირულობას იმისა, რაც საჭიროა, რათა აღმოფხვრან შიმშილის პრობლემა იმ აფრიკის კონტინენტზე მდებარე ქვეყნებში.
კიდევ ერთი პრობლემაა ჭარბი მოსახლეობა. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა, იმიტომ, რომ, მაპატიეთ, ვინც მისმენს ან მხედავს, აქ ადგილი აქვს არა მხოლოდ სოციალური ტიპის თანამონაწილეობას, აქ ადგილი აქვს არა მხოლოდ ფილოსოფიური ტიპის თანამონაწილეობას; ყველაზე სერიოზული ისაა, რომ ყველაფერ ამაში რელიგიური ტიპის ჩრთულობასაც კი აქვს ადგილი. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ არსებობს განაყოფიერებაზე კონტროლი, რომელიც ბევრად უკეთესია, ვიდრე შობადობის კონტროლი. შობადობის კონტროლი დანაშაულია, იმიტომ, რომ ქალის საშვილოსნოში შეჰყავთ საშინელი კაუჭები, რაც უკვე ვნახეთ ფილმებში, სადაც გადაღებულია აბორტის პროცესი. კაუჭი ეძებს ემბრიონს ქალის საშვილოსნოში, სანამ კისრით არ გამოათრევს, აქუცმაცებს მას და შემდეგ ამ ნაწილებს კონტეინერში ყრიან. ეს ნამდვილად ფრანკენშტაინის სამყაროა.
ეს დანაშაულია, აბორტი დანაშაულია.
ამიტომ, შობადობის კონტროლი არ არის გამოსავალი. როგორი უნდა იყოს გამოსავალი?
ეს არ არის პრეზერვატივები, რომლებიც ზოგჯერ არ არის ეფექტური. არც ქიმიური მალამოები, რომლებიც მოგვიანებით იწვევენ ქალთა ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს, როგორიცაა საშვილოსნოს ყელის კიბო, საშვილოსნოს კედლის კიბო ...
       ეს არ არის ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, რომელიც ანადგურებს ქალის ორგანიზმს. არსებობს გამოსავალი, და უძველესმა ცივილიზაციებმა იცოდნენ ამის შესახებ, და ამჟამადაც ათასობით ადამიანმა იცის ამის შესახებ ინდოეთში. ეს არის ტანტრული  სექსუალობა. ტანტრას დახმარებით მამაკაცს შეიძლება ჰქონდეს სრული სქესობრივი აქტი ცოლთან ეაკულაციის გარეშე. ადამიანის სხეულს აქვს, ვთქვათ, ყველა შესაძლო ენერგიის გამოყოფის (ეკსკრეციის)და ინკრეციის არხები. ადამიანის ორგანიზმს შეუძლია თანაბრად გამოყოფა და ინკრეტირება. როგორც აინშტაინმა აღნიშნა, ხდება ენერგიის ტრანსფორმირება, მასის ტრანსფორმირება ენერგიაში და პირიქით.
ამგვარად, შემოქმედებითი ენერგია და სისტემები, რომლებიც ჯერ კიდევ შემორჩენილია ინდოეთში (ჩვენშევისწავლეთ ისინი გნოზისში და ვიცით, თუ როგორ მუშაობენ) ტანტრული სექსუალობის სისტემების გამოყენებით და რომლებსაც შუა საუკუნეების ალქიმიკოსები ალქიმიას უწოდებდნენ. შვედეთის საზოგადოებამ, ე.წ. „ონეიდას საზოგადოებამ“ შვედეთში გამოსცადა ისინი და მეცნიერულად დაადასტურა, რომ ისინი მუშაობენ, არ ეწინააღმდეგებიან ბუნებას, არანაირად არ ცვლიან ადამიანის ჰორმონალურ სისტემას, არც მამაკაცისას და არც ქალისას. ტანტრული სექსუალობის სისტემის დახმარებით მამაკაცს შეუძლია ჰქონდეს სექსუალური ცხოვრება, თუ მას სურს, ყოველ დღე, მაგრამ ის არ გაანაყოფიერებს, რადგამ ის ახდენს ენერგიის ინკრეტირებას, მის უფრო დახვეწილ ენერგიაში ტრანსფორმირებას, რომელიც მიედინება არხებით, განთავსებულია ხერხემლის გასწვრივ, საბოლოოდ აღწევს სისხლში, და ადამიანი ინკრეტირებს მის სექსუალური ენერგიას, სხვა, უკვე ტრანფორმირებულ, უფრო დახვეწილ ენერგიაში. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ტრანსფორმირებული ენერგიაა, რადგან თუ სექსუალური ენერგია, როგორიც არის, შეაღწევდა ადამიანის სხეულში, ეს გამოიწვევდა ნევროლოგიურ პრობლემებს, ან ნებისმიერი სისტემის პრობლემებს, მაგალითად, ნერვული სისტემის. მაგრამ ეს  ის შემთხვევა არ არის, არსებობს სხვადასხვა ტექნიკა. ძველი ჩინელები მას ტაოს უწოდებდნენ. ეს ტაოისტური ფილოსოფიის ნაწილია. ძველმა ჩინელებმა ასევე იცოდნენ ტანტრა. მაიას ტომმაც იცოდა იგი. რას იძლევა ტანტრა? სექსუალურ ცხოვრებას ჭარბი მოსახლეობის გარეშე. ეს იცოდნენ ეგვიპტელებმა, ეს იცოდნენ აცტეკებმა ... 1983 წელს მაიას გნოსტიკურ კონგრესზე, რომელიც ჩატარდა მექსიკაში, ქალაქ იუკატანში, ჩვენ საზეიმოდ აღვნიშნეთ მაიას ტანტრული სექსუალობის კოდექსის გახსნა. იქ იყო ნაჩვენები კოდექსი, სადაც მაია განმარტავდნენ, რომ არ არის აუცილებელი ტრილიონობით სპერმის დაკარგვა სქესობრივი აქტის დროს, არამედ, პირიქით, ეს არის ენერგია, რომელიც შეიძლება იყოს ტრანსფორმირებული. ამას ინდუსები ტანტრას უწოდებენ, ინდოეთში მას ტანტრას უწოდებენ. ინდოეთში არსებობს ტაძრები, მაგალითად, ტაძარი კხაჯურახო, სადაც ღმერთები გამოსახულია სექსუალურ პოზებში და პრაქტიკაში იყენებენ ტანტრას. ამ კულტურებიდან მოგვიანებით შეიქმნა კამა-სუტრა, კამა-კალპა, ანანგა-რანგა, რომლებიც შეუწყნარებლობას იჩენენ შემოქმედებითი ენერგიის დაკარგვის გამო. აქედან გამომდინარე, ჭარბი  მოსახლეობა ასევე წარმოადგენს პრობლემას ინფორმაციის ნაკლებობის გამო.
ბევრი რელიგია, მათ შორის კათოლიკური, პიონერი გახდა ამ ცოდნის იგნორირების თვალსაზრისით მოსახლეობაში. თუმცა, გასაგებია, თუ რატომ აცხადებენ, რომ ვატიკანში უფრო მეტად, ვიდრე სადმე სხვაგან, აწარმოებენ პრეზერვატივებს. ამის შემდეგ ჩვენ გვინდა, მაგრამ როგორ, მოვთხოვოთ ადამიანებს შეასრულონ მეექვსე მცნება ბიბლიიდან „ნუ მოახდენ ფორნიკაციას“ („არ იმრუშო“). ფორნიკაცია ნიშნავს სათესლე სითხის დაკარგვას. როგორ შეგვიძლია ვთხოვოთ ადამიანებს არ მოახდინონ ფორნიკაცია, თუ არ ვასწავლით როგორ უნდა გააკეთონ ეს, რომ არ აღმოჩნდნენ ფორნიკაციაში? ფორნიკაცია არ არის, როგორც ზოგიერთი ფიქრობს, ხორცის ცდუნება ან სხვისი ცოლის სურვილი; ეს სხვა მცნებაა, მეცხრე, „არ ჩაიდინო ადულტერი“ („არა გული გითქუმიდეს“). ფორნიკაცია ნიშნავს შემოქმედებითი ენერგიის დაკარგვას, ეს იცოდნენ პირველმა ქრისტიანებმა, მათ, ვინც იცნობდნენ ჭეშმარიტ ქრისტიანობას, რომელსაც იესო კარნახობდა წმინდა მიწაზე.
   შემდეგ, პოლემიკის შედეგად ტრიდენტის კრებაზე ჩვ.წ.აღრ. 300 წელს, და მოგვიანებით, ნიკეის კრებაზე 500 წელს, მთელი ეს ცოდნა დეფორმირებული იქნა, და ყველაფერმა, რაც განეკუთვნებოდა თავდაპირველ ქრისტიანობას, ჩამოსცილდა იმას, რასაც ეფუძნებოდა ეკლესიის ფორმირება.
    მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ პეტრეს ჰყავდა მეუღლე და ქადაგებდა თავის ცოლთან ერთად; პავლე არ დაქორწინებულა, ყველა სხვა მოციქული დაქორწინებული იყო. ისინი იყვნენ მამაკაცები, რომლებიც არ იყენებდნენ ფორნიკაციას. დღესდღეობით, მღვდლები თავის შეკავებას ცდილობენ ... ხოლო როდესაც მამაკაცი თავს იკავებს ან მონაზონი თავს იკავებს, ეს იწვევს ჰორმონალურ და ნერვული სისტემის პრობლემების პროვოცირებას. აქედან გამომდინარე, გაუწონასწორებელი ენდოკრინულ-სექსუალური სისტემის, ნერვული სისტემის მქონე ადამიანს ეწყება ფსიქიკური ცვლილებები, ამიტომ დღეს ჭარბად შეინიშნება ისეთი მოვლენები, როგორიცაა პედოფილია, ბავშვთა ცდუნება ეკლესიებსა და მონასტრებში; არსებობს საკმარისი რაოდენობა სექსუალური ძალადობისა სახარების, ქრისტიანული სახარების მქადაგებელთა შორის. ეს ...... ეს ღვთის გმობაა. ეს, ნამდვილად, მკრეხელობაა, ეს ბუნების წინაშე დანაშაულია, მაგრამ ამაზე არავინ საუბრობს. მაშინ, რა თქმა უნდა, ჭარბი მოსახლეობა - ეს თემა რომ დავასრულოთ - ადვილად გადასაჭრელი ამოცანაა: ადამიანებს განუმარტავენ, თუ როგორ უნდა გარდაქმნას შემოქმედებითი ენერგია, და პრობლემაც მოგვარდება.
კითხვა:  ახლა, როცა რელიგიურ თემას შევეხეთ, საინტერესოა თქვენს მიერ ნათქვამი, რომ ყველა რელიგიას ორი ნაწილისგან შედგება: ერთი - საზოგადოებრივი, და მეორე, ასე ვთქვათ, შიდა; ამას შეიძლება ეწოდოს „ეგზოტერიზმი“ ან ეზოტერიზმი იგივე რელიგიის ფარგლებში. ასევე არსებობს ინფორმაცია, რომ საუბარია კათოლიკური ეკლესიის ფარგლებში ეზოთერმიზმის არსებობის შესახებ, რომელიც არის გნოზისი; მუსლიმთა შორის საუბრობენ სუფიზმის შესახებ. მაგალითად, შეგიძლიათ გვითხრათ რამე სუფიზმის შესახებ, ცნობილია თუ არა ამ დოქტრინისთვის ალქიმია, სექსუალური პროცედურები, რომლის შესახებ თქვენ უკვე ისაუბრეთ?
პასუხი: დიახ, დიდი სიამოვნებით. რა თქმა უნდა, რაც თქვენ თქვით, სრული სიმართლეა. ქრისტიანული ეზოტერიზმი ტრიდენტის კრების შემდეგ გნოსტიკოსების ხელში აღმოჩნდა, რომლებიც ოფიციალურმა ეკლესიამ მაშინვე ერეტიკოსებად შერაცხა. ფაქტობრივად კი, ერეტიკოსები გამოეყვნენ ჭეშმარიტი ქრისტიანობის საწყის პრინციპებს.
სიმართლეა ისიც, რომ ისლამში სუფისტები ყოველთვის ახორციელებდნენ ეზოთერულ მიმდინარეობას. სუფიზმში შეიძლება დიდი ოსტატების გამორჩევა იმ გაგებით, რომ ეს ადამიანები მისტერიას ზიარებულნი არიან, როგორიცაა ჯებრანი ხალილ ჯებრანი, ომარ ხაიამი და ბევრი სხვა ოსტატი სუფისტი.
რა თქმა უნდა, რასაც ჩვენ ვუწოდებთ ალქიმიას, სხვა არაფერია, თუ არა ტრანსმუტაციის მეცნიერება, რომლის შესახებაც ჩვენ ვისაუბრეთ რამდენიმე წუთის წინ, ეს არის ის ალეგორიებით, სიმბოლოებით და სხვ. შენიღბული ალქიმიური მეცნიერება; ის ევროპაში არაბებმა შემოიღეს. გრანადის, კორდობას გავლით მათ ის ესპანეთში შემოიტანეს.
 ეს იყო ალქიმიის ევროპაში შეღწევის შესასვლელი კარიბჭე, რომელიც მოგვიანებით შუა საუკუნეებში საიდუმლო მეცნიერებად გადაიქცა. მას ეძებდნენ ისინი, ვისაც სურდა იმ ქვის შექმნა ან მისი შექმნის გზის პოვნა, რომელსაც უწოდებენ „ფილოსოფიურ ქვას“. ფილოსოფიური ქვა არის გონს მოსული ადამიანის ცნობიერება. ფილოსოფიური ქვა არის ადამიანი, რომელმაც უარყო „დაუმუშავებელი ქვის“ მდგომარეობა, ანუ რომელმაც მიატოვა თავისი არასრულყოფილება, ჭუჭყი, ნაკლი, რათა გამხდარიყო ბუნების მეფე.
ეს არის მეფე-მზე, რომლის შესახებაც ალქიმიკოსები საუბრობდნენ. ყველა მამაკაცი და ქალი მოწოდებულია გარდაიქმნას ბუნების მეფედ და ქურუმად, ან მთელი შემოქმედების მეფედ და დედოფლად; რა თქმა უნდა, ცხადია, სუფისტები იყვნენ ისინი, ვინც აღმოსავლეთიდან,  ინდოეთიდან და ეგვიპტედან შემოსული ტანტრული მეცნიერება დანერგეს. მოგვიანებით მათ შეიტანეს ის ევროპაში ესპანეთის სამხრეთ  ნაწილიდან.
კითხვა: ნამდვილად, ძალიან საინტერესოა. ბატონო, საუბრობენ ერთი მარცხის შესახებ, თუ ზოგადად შეიძლება ასე ითქვას; ბევრი ადამიანი ფორუმებზე გამოთქვამს თავის  მოსაზრებებს - სოციალურ ფორუმზე, ინტერნეტში - რელიგიების ჩავარდნის შესახებ. არავის არ ესმის, როგორ არის შესაძლებელი, რომ მილიონობით ადამიანი იყოს სხვადასხვა რელიგიაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით, აღიარებდეს შესანიშნავ ღმრებულებებს, რომლებიც პრაქტიკაში რომ გამოეყენებინათ, შესანიშნავი იქნებოდა საზოგადოებისთვის და კაცობრიობისთვის, მაგრამ მაინც, სამყარო ისეთია, როგორიც  არის. მაგალითად, მოდით ვისაუბროთ თავად მეცნიერების შესახებ. მართალია, რომ არსებობს მეცნიერების დარგი, რომელიც ყოველდღიურად ებრძვის დაავადებებს, როგორიცაა კიბო, შიდსი და სხვა. მაგრამ ისიც მართალია, რომ არსებობს მეცნიერების დარგი, რომელიც ყოველ დღე იგონებს უფრო დახვეწილ იარაღს, რათა ადამიანებმა გაანადგურონ ერთმანეთი. ადრე არსებული ფილოსოფიური მიმდინარეობები განაგრძობენ არსებობას და, როდესაც აღწევენ თავის პიკს, წარუმატებლობას განიცდიან და წყვეტენ არსებობას. ანუ, საზოგადოებაში არსებობს გარკვეული სახის სიცარიელე, გარდა ამისა, დღესდღეობით არსებობს ნებისმიერი რამის შესწავლის საშუალება, როგორც ეს არასოდეს ყოფილა კაცობრიობის ისტორიაში. ანუ, ეს არ არის ინფორმაციის ან უმეცრების პრობლემა; არსებობენ უნივერსიტეტები, სხვადასხვა სახის სკოლები, მაგრამ მაინც არსებობს სიცარიელე, რომლის შესახებაც ადრე ვსაუბრობდით და რომელიც ძალიან სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს ადამიანის ცხოვრებაში, კერძოდ ადამიანის სულის საჭიროებების პრობლემა. რა ახსნა-განმარტების მიცემა შეგიძლიათ ადამიანებისთვის, ვისაც ნამდვილად აწუხებს ეს ყველაფერი?
პასუხი: დიახ, დიდი სიამოვნებით გაგცემთ პასუხს ამ კითხვაზე. არსებობს ოთხი სვეტი, რომელიც, სიმბოლურად რომ ვთქვათ, ცოდნის ტაძრის საყრდენს წარმოადგენს: მეცნიერება, ხელოვნება, ფილოსოფია და რელიგია. თქვენ მკითხეთ მეცნიერების, რელიგიის და ფილოსოფიის შესახებ. ამჟამად ჩვენ ვცხოვრობთ, რელიგიური დოქტრინის მიხედვით, კალი-იუგის დროში, რაც ნიშნავს ბნელ დროს. ინდუსებს,  ასევე ანტიკურ გნოსტიკოსებს მიაჩნიათ, რომ ადამიანის ყველა რასა  ოთხ პერიოდს გადის, მათ უწოდებენ „ეპოქებს“: ოქროს ხანა, რომელშიც სინათლე ადამიანში ცხოვრობს; ამიტომ ყველაფერი, რაც კეთდება, დიდებულია. შემდეგ, როგორც ამბობენ, მოდის ვერცხლის ეპოქა. ვერცხლის ეპოქა, როგორც ვერცხლი, არ ბრწყინავს ისე ძლიერად, როგორც ოქრო, სინათლე ოდნავ მკრთალია, მაგრამ მაინც ბრწყინავს. შემდეგ მოდის სპილენძის ეპოქა; რა თქმა უნდა, სპილენძი უფრო ცუდია, ვიდრე ვერცხლი, მუქი, ანალოგიური ემართება ცოდნას, ცოდნა უფრო ბუნდოვანი ხდება. და შემდეგ რასა, ან ნებისმიერი რასა აღწევს თავის დასასრულს რკინის ხანაში. რკინა ერთერთი ყველაზე უხეში ლითონია ბუნებაში. შეადარეთ ოქრო და რკინა, ისინი საპირისპიროა. ტიბეტური და ინდური დოქტრინების თანახმად, ახლა ჩვენ რკინის ხანაში ვცხოვრობთ.
ნათქვამია, რომ რკინის ხანაში, ქრისტიანული თვალსაზრისით, გაიმარჯვებს რჯულგანდგომილობა. რჯულგანდგომილობა ბერძნული სიტყვაა, რაც ნიშნავს „სინათლის არარსებობას" ან ღვთაებრივისგან ადამიანის დაშორებას. თუ რელიგია ცდილობს ადამიანის დაკავშირებას ღვთაებასთან, აქედან წარმოიქმნება სიტყვა „რელიგია“ ლათინურისგან “religare”, რაც ნიშნავს „კვლავ შეერთებას“. რის კვლავ შეერთებას? ხელახლა ადამიანის კვლავ შეერთებას თავის შემოქმედთან, ღვთაებრივთან, მარადიულთან, უცვლელთან და ა.შ.
  თუ რელიგიებს საფუძვლად უდევს ეს პრინციპი, მაშინ, რა თქმა უნდა, როგორც ოქროს ხანაში, რელიგიები დეტალურად განუმარტავენ ადამიანს - მხედველობაში მაქვს, როგორც მამაკაცი, ასევე ქალი - როგორ უნდა დაუბრუნდნენ ამოსავალ წერტილს. მაგრამ აშკარაა, რომ როდესაც რელიგიები ან რელიგიის მქადაგებლები ივიწყებენ თავდაპირველ პრინციპებს, რელიგიები იწყებენ მნიშვნელოვანი ცვლილებების განცდას მათ სიღრმესა და ფორმაში, და „კვლავ შეერთების“ მნიშვნელობა იკარგება.
  კაცობრიობის ან ადამიანთა რასის (რადგან არსებობს მხოლოდ ერთი რასა - ადამიანთა რასა) ოქროს ხანის დროიდან დაწყებული დღეემდე ათასობით წელმა განვლო. ამ ათასწლეულთა განმავლობაში ადამიანმა თავს უფლება მისცა შეჭმული ყოფილიყო მისი ცხოველური ეგოს მიერ, საკუთარი თავის „მე“-ს, „თავის თავის“ მიერ, რომელიც მრავლობითია; შემდეგ ეგო ყველაფერს ანადგურებს, რასაც კი შეეხება. როგორც ალქიმიკოსები ამბობდნენ, ფილოსოფიური ქვა, ცნობიერება, რასაც შეეხებოდა, ყველაფერს ოქროდ გადააქცევდა, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებდა ადამიანის ცნობიერება, იყო ბრწყინვალე, და პირიქით, რკინის ხანაში, დახშული და დალუქული ცნობიერება ჩანერგილია ცხოველურ ეგოში, და რასაც ის აკეთებს, ყველაფერი განადგურებელია. ყველაფერს, რასაც ის აკეთება, თითქმის ყოველთვის ზიანი მოაქვს, რადგან ცნობიერება დალუქულია, ღრმა შინაგანი არსება არ გამოხატავს თავის თავს ადამიანში, მისი „მე“ მასში გამოიხატება, და, რა თქმა უნდა, ერთადერთი, რაც იცის მისმა „მე“-მ, ეს მისი ყველა ახირების შესრულებაა.
რა ხდება?
მაგალითისთვის ავიღოთ ისლამი. ერთი საქმეა თანამედროვე ისლამი, რომელიც ფარულად აქეზებს მის მიმდევრებს, რათა მათ ერეტიკოსები დახოცონ. და ვინ არიან ეს ერეტიკოსები? ისინი ქრისტიანები არიან. შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს ის ისლამია, რომელიც აფინანსებს ტერორიზმს ზოგიერთ ქვეყანაში; ეს ის ისლამია, რომელიც ხალხებს შორის სიყვარულს ქადაგებს  და ამავე დროს ქმნის ძალადობის კერებს სხვა ქვეყნებში. ეს არ არის ის ჭეშმარიტი ისლამი, რომელიც მაგომედმა დატოვა; მაგრამ ყველა ისტორიკოსმა იცის, რომ საუკუნეების მანძილზე, ყველა ხალიფა თავის ხალიფატში ამატებდა ისლამს და იღებდა ისლამიდან სხვადასხვა რამეს. თავდაპირველად ისლამში, მაგალითად, არასოდეს ყოფილა ნათქვამი, რომ მამაკაცს შეიძლება ჰყავდეს შვიდი ან ხუთი ცოლი .....
თანამედროვე ისლამი ამას ამართლებს. ვინ შეიტანა ეს დამატება ? ხალიფეფმა დაამატეს ლექსი, ან რაც გინდათ ის უწოდეთ მას, ყურანში, რათა გაემართლებინათ თავისი ცხოველური, ეგოისტური მადა.
ანალოგიურად, შეიძლება მივმართოთ დასავლეთს.
ერთი საქმეა, როდესაც ქრისტიანობა ქადაგებს სიღარიბის აღთქმას, მაგრამ მას არასოდეს არაფერი უთქვამს ძალადობის სასარგებლოდ. პირველი მაგალითი იყო იესო, რომელსაც ჰქონდა ძალაუფლება და ძალა, ძალაუფლება ხალხსა და ბუნებაზე, თითქმის ისეთი, რომ შეეძლო ფეხით სიარული ტივერიადის ტბის წყლებზე; მან ისე გააკეთა, რომ ზღვაში ყოფილიყო თევზი იმ  დროს, როდესაც ის ნავით მიცურავდა პეტრესთან ერთად და პეტრე ჩიოდა, რომ თევზი აღარ არ არის, და ვეღარ ირჩენენ თავს, თუ თევზი არ დაიჭირეს და გაყიდეს. მაშინ იესომ ისე გააკეთა, რომ ზღვაში ბევრი თევზი ყოფილიყო. ასეთი რამ არასდროს უნახავთ არც პეტრეს, არც ანდრიას, არც სხვა მოციქულთ. ადამიანი, რომელსაც შეუძლია ბუნების ძალების მართვა, შეძლებდა, ბოდიშს გიხდით ხუმრობით ნათქვამის გამო, შეძლებდა გადაექცია პილატე, კაიაფა და იუდა ბაყაყებად და მოეთავსებინა წყლით სავსე ჭურჭელში; მაგრამ ის დუმდა, ის გაასამარლეს, როგორც ეს მათთვის სასარგებლო იქნებოდა, ჯვარს აცვეს იგი, მაგრამ მას არასოდეს ერთი სიტყვაც არ უთქვამს ვინმეს წინააღმდეგ.
ასეთი იყო ადრეული ქრისტიანობის საფუძველი.
 მაგრამ, რა დაემართა დროს? ტრიდენტის კრების შემდეგ ეკლესიამ გააგრძელა სისხლით და ცეცხლით მათი დევნა, ვინც არ იზიარებდა მის პრინციპებს. რომ აღარაფერი ვთქვათ ჯვაროსნული ლაშქრობების შესახებ, კომენტარის გარეშე. რომ აღარაფერი ვთქვათ იმ  დევნის შესახებ, რომელსაც ვატიკანი განახორციელებდა ტამპლიერების, კატარების წინააღმდეგ, ანადგურებდა მათ,  კოცონზე წვავდა და ა.შ. ამიტომ, როდესაც რელიგია საწყის პრინციპებს გადაუხვევს, უწესრიგობა იწყება. თანამედროვე ადამიანი გარეგნულად თავიდან ფეხებამდე რელიგიურია, მაგრამ შინაგანად არ სჯერა არც იმის, რის შესახებაც საუბრობენ  წირვაზე, რაც დაწერილია ბიბლიაში, იმიტომ რომ დღეს რელიგიები შეცდომას უშვებენ, შორდებიან იმის არსს, რამაც დასაბამი მისცა ყველაფერს.
   ქრისტიანული არსი საფუძვლიანად განმარტავდა თორმეტივე მცნებას, ან, უფრო სწორად, ათ მცნებას. პირველქმნილი ეკლესია განმარტავდა იესოს, მოციქულთა და ძველი აღთქმის წინასწარმეტყველთა ყველა იგავს; მაგრამ რადგან უველაფერი აღმოიფხვრა ქრისტიანული სწავლებიდან კარდინალების, მღვდლების, ეპისკოპოსების, მთავარეპისკოპოსების მიერ ..., მათაც არ სჯერათ იმის, რასაც ქადაგებენ.
  მე უშუალოდ ვესაუბრე სატელევიზიო და რადიოგადაცემებში კარდინალებს, და როდესაც ვკითხე მათ: „ამიხსენით, თუ ადამი და ევა იყვნენ ერთადერთი მამაკაცი და ქალი შემოთავაზებულ მიწიერ სამოთხეში, და მათ ორი ვაჟი ჰყავდათ, მხოლოდ ორი ვაჟი! მაშინ საიდან გავჩნდით ყველა ჩვენ? მამაკაცს ხომ არ შეუძლია დაბადოს სხვა მამაკაცი“. ისინი მპასუხობენ: „ეს არის ერთ-ერთი დოგმატი, რომელიც ეკუთვნის ჩვენი კრედოს დოგმებს“. როგორ აპირებენ ისინი კაცობრიობის გაძღოლას დოგმების მეშვეობით? ეს ხომ სასაცილოა; კაცობრიობას უნდა ხელმძღვანელობდე ლოგიკური ახსნა-განმარტებების მეშვეობით.
  ადრეული ქრისტიანობის არსის დახმარებით უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს იგავია; ადამი და ევა პირველი რასის ყველა ქალსა და მამაკაცს წარმოადგენენ, რომელიც არსებობდა ჩვენს სამყაროში. ეს იყო პროტოპლაზმური რასა, რომელმაც მოგვიანებით დასაბამი მისცა ჰიპერბორეის რასა, შემდეგ ლემურიის რასას ... მაგრამ ეს ყველაფერი ადრეული ქრისტიანობისთვის იყო ცნობილი, შემდეგ ეს ამოიღეს და იმ რელიგიიდან მხოლოდ ჩონჩხი დატოვეს. ამიტომ, რა თქმა უნდა, თუ ადამიანებს არ განუმარტეს, რატომ ამყოფებენ ადამს ღრმა ძილში, რათა მისი ნეკნისგან შექმნან ქალი; თუ ადამიანებს არ აუხსნეს, რომ ძილი არის ანგელოზების დაცემა, რომელიც განიცადა ლემურიის რასამ, რომ ეს რასა იყო ორსქესიანი (ანდროგინური), და ანგელოზების დაცემის გამო დაიწყო მათი დეგენერაცია და არსებები უკვე აღარ იყვნენ ორსქესიანები, რამაც გამოიწვია მათი დაყოფა საპირისპირო სქესის პირებზე; და ეს ყველაფერი ათასობით წლის განმავლობაში ხდებოდა, სანამ მამაკაცი და ქალი არ იქნა გამოყოფილი.
  ყოველივე ეს არ არის წარმოდგენილი, როგორც მოკლე და ნათელი გაკვეთილი კაცობრიობისთვის, ამიტომ კაცობრიობას არ შეუძლია ბრმად გაჰყვეს კრედოს, რომელიც აუხსნელ საიდუმლოებებზეა დაფუძნებული. და დღესდღეობით შედეგად მივიღეთ ის, რომ რელიგიები, გავიმეორებ, გამოეყვნენ მათ თავდაპირველ არსს, ისინი ჩავარდნენ. მე ამის თქმა შემიძლია ქრისტიანულ რელიგიასთან დაკავშირებით, ასევე ისლამთან დაკავშირებით, იგივე შემიძლია ვთქვა ებრაული რელიგიის შესახებ. იმიტომ, რომ ისინი იმეორებენ პრინციპებსა და მცნებებს, რომლებსაც პრაქტიკაში არ იყენებენ, ანუ არ იციან, როგორც უნდა გამოიყენონ პრაქტიკაში.
  მაგალითად, კაბალა საკვანძო მომენტია იუდაიზმში, ასევე ხდებოდა ქრისტიანობაში, მაგრამ ქრისტიანმა კათოლიკეებმა შეწყვიტეს კაბალას შესწავლა, და ამიტომაც დარჩნენ ახსნა-განმარტების გარეშე, რომ მხოლოდ 144 000 გადარჩებოდა,  როგორც ეს ბიბლიაში იყო ნათქვამი; მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს ერთ-ერთი საყრდენია, ან ერთ-ერთი დროშა, რომელსაც სხვა რელიგია, პროსტანტეტიზმი, წინ წამოსწევს, რომ ისინი არიან, ვინც გადარჩება და ეს მხოლოდ 144 000 იქნება. მსოფლიოში ისინი უკვე ბევრად მეტი არიან, ვიდრე 144,000, და რა ბედი ელის სხვებს?
  ყველაფერს აქვს კაბალისტური ინტერპრეტაცია. კაბალაში 1-4-4-0-0-0 თუ შეაჯამებთ 1 + 4 = 5 + 4 = 9. ცხრა ყაბალაში შეგვახსენებს მეცხრე სფეროს მისტერიებს. რა არის მეცხრე სფერო? მეცხრე სფერო სხვა არაფერია, თუ არა ტანტრიზმი. როგორც წმინდა ტექსტები ამბობენ, ფინალში მხოლოდ ცოდვისგან თავისუფალი ფორნიკაციები აღდგება,  ან კაცობრიობის დასასრულს. ისინი ატარებენ შუბლზე ტარიგის, სიწმინდის ბეჭედს და ა.შ. მაგრამ, ვიმეორებ, ამას ვერ გავიგებთ, თუ უარს ვიტყვით ეზოთერიკაზე რელიგიაში. ამიტომაც ისლამი რჩება რელიგიად, რომელიც კრედოს აკისრებს ძალის გამოყენებით. იგივეს აკეთებს ვატიკანი. იგივეს აკეთებენ სხვა რელიგიური მიმდინარეობები.
ბუდიზმი ამ მხრივ უფრო ნეიტრალურია. ბუდიზმში ნათქვამია:
„ვისაც სურს გაბრწყინების მოძებნა, ის საკუთარ თავში უნდა ეძებოს“.
და ამაში ისინი აბსოლუტურად მართლები არიან. ამის შესახებ ჩვენ გნოსისი გვეუბნება. ჭეშმარიტი რელიგია ჩვენშია, მაგრამ რატომვ არ გაქვს ის? იმიტომ, რომ ძალიან ღრმად არის შიგნით. რელიგია ყოველი ადამიანის ჭეშმარიტი შინაგანი არსების მფლობელობაშია. ჩვენთვის, გნოსტიკოსებისთვის, სიტყვა „არსება“ არ წარმოადგენს კონცეპტს, ეს ღვთიური ენერგიაა, რომელსაც ჩვენ უნდა მივუახლოვდეთ. როგორ შეიძლება მივუახლოვდეთ მას, რათა მან მოგვანიჭოს ნათელი და მოგვცეს ცოდნა?  დაბრკოლებების თავიდან აცილებით, რომლებიც გვაშორებენ თავდაპირველ ენერგიას და წარმოადგენენ ჩვენს „მე“-ს, ჩვენი პიროვნების ხარვეზებს: გულისწყრომას, სიხარბეს, ავხორცობას,  შურს, სიზარმაცეს, პირპატივს და ა.შ.
როდესაც ეს ყველაფერი ნადგურდება, ცნობიერება თავისუფლდება, ცნობიერება  სარკის ფუნქციას ასრულებს, რომელშიც ირეკლება თითოეული ადამიანის არსების, შინაგანი არსების სიბრძნე. ეს არის ის, რასაც ეწოდება „თვითრეალიზაცია“.  ეს არის ის, რასაც ეწოდება „საკუთარი თავის შეცნობა“. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვუწოდებთ „თვით-გნოსისს“. ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ სიტყვები, ეს რეალობაა. ჩვენ ვიცით, ჩვენ შეგვიძლია ავუხსნათ ნებისმიერ დაინტერესებულ ადამიანს, თუ ფსიქოლოგიური თვალსაზრისით როგორ უნდა გაანადგუროს ცხოველური „მე“ დიდაქტიკური და დიალექტიკური მეთოდების საშუალებით; როგორ უნდა გამოვიმუშავოთ სინათლე ტანტრას საშუალებით, დანარჩენი თავისთავად მოგვარდება.
ეს დასაწყისშივე ცნობილი იყო, ვიმეორებ, ყველა უძველესი რელიგიისთვის, ასევე თანამედროვე რელიგიებისთვის. როდესაც ეს ყველაფერი დაიკარგა, ყველაფერმა მიიღო რელიგიური სისტემების სახე, რომლებიც არ იძლევიან პასუხს და თავს დოგმებს ახვევენ, და თუ მათ არ ემორჩილებიან, იწყებენ ომებს, ორგანიზებას უკეთებენ ტერორიზმს ... როგორ უნდა ვეძებოთ ღვთაება, ღმერთი, ტერორიზმის მეშვეობით თუ ერთი ქვეყნის მეორე ქვეყნის მიერ კომერციული ბლოკირებით? ასე არ ხდება. ახლა კი მეცნიერების შესახებ. აქაც იგივე ხდება.
წმინდა მეცნიერება ერთია, ხოლო ეგოს მეცნიერება სხვა რამე.
მაგალითისთვის ავიღოთ ფარმაცევტიკის ან ფარმაკოპეის შემთხვევა; სად არის ფარმაცევტიკის სათავეები? ისინი შუა საუკუნეებშია, რომელიც, რა თქმა უნდა, იყო ეპოქა, როდესაც ალქიმია განვითარდა. ალქიმია ტრანსმუტაციური მეცნიერება იყო, რომელიც (ჩვენ უკვე განვმარტეთ ეს დასაწყისში) დაკავშირებული იყო ტანტრასთან და უხეში ადამიანის ტრანსფორმაციასთან უმაღლეს ადამიანად. ისინი, ვინც არ იცოდა ან პრაქტიკაში არ იყენებდა ალქიმიას, მიმართავდნენ მცენარეული ექსტრაქტების, მინერალური ექსტრაქტების ტრანსმურაციას და მათგან აკეთებდნენ პარფიუმერიას, ზეთებს, მალამოებს, მიქსტურას; იმ დისტილატორებსა და  ლაბორატორიებში, რომლებიც ალქიმიკოსებს შორის იყო სიმბოლური, ჩავარდნილ  ალქიმიკოსთა დისტილატორებში შეიქმნა ფარმაცევტიკა, ფარმაკოპეა. ამიტომ გახდა ფარმაცევტიკის სიმბოლო ფიალა, რომელზეც გველია შემოხვეული და თითქოს ცდილობს ფიალიდან სასმელის დალევას. ფარმაცევტიკის სიმბოლო  გარკვეული დროის განმავლობაში იყო  კოლბა, როდინი, რადგან როდინში ფშვნიდნენ სუბსტანციებს. მაგრამ როდინი, როგორც ალქიმიური სიმბოლიკის ნაწილი, რაღაც სხვა რამ იყო; ამის ახსნას აქ არ დავიწყებ. ამრიგად, ჩავარდნილი ალქიმიკოსები, ვიმეორებ, იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც იყენებდნენ მინერალური და მცენარეული სუბსტანციების დისტილატორებს. ასე დაიბადა ფარმაკოპეა.
მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, შუა საუკუნეებში, ვინც აკეთებდა საპონს, ზეთებს, ამას აკეთებდნენ პირდაპირ ბუნების წიაღიდან ამოღებული სუბსტანციებისგან, რომლებიც კვინტესენციამდე აიყვანეს, და შემდეგ ყიდდნენ მათ და მკურნალობდნენ ან კურნავდნენ, ან შვებას აგრძნობინებდნენ ავადმყოფებს.
დღეს, მედიკამენტთა უმრავლესობა, რომელსაც აწარმოებს ფარმაცევტიკა, ნამდვილი შხამია. ზოგჯერ ჩნდება მტკივნეული პრობლემა, მაგალითად, ხერხემალში. ჩვენ ვყიდულობთ წამალს. მე შემიძლია ბევრი წამალის დასახელება, მაგრამ არც ერთს არ დავასახელებ, რათა არ მივცე ამას საჯარო ხასიათი. რა ხდება, როდესაც ჩვენ ვიღებთ ბუკლეტს ან წამლის ინსტრუქციას? იქ ნათქვამია, რომ წამალი შედგება გარკვეული ნივთიერებებისგან, ყოველთვის ქიმიურისგან, შემდეგ კი მინიშნებულია: „შესაძლებელია გვერდითი მოვლენები“. ჩვენ გვინდა ტკივილის განკურნება ხერხემალში, მაგრამ იქ წერია: „ამ პრეპარატმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლის ჩაქცევა ტვინში, გულის შეტევა, ანევრიზმა, ტაქიკარდია, გულისრევა, ძილიანობა, დიარეა ...“. მაშინ გამოდის, რომ წამალი უფრო უარესია, ვიდრე დაავადება. ეს ეხება, როგორც მსუბუქ დაავადებებს, როგორიცაა ტკივილი ხერხემალში ან კუნთებში ...,  ასევე უფრო მძიმე დაავადებებს, როგორიცაა სიმსივნე. ადამიანები, რომლებსაც მკურნალობენ ქიმიოთერაპიით, ორგანულ ბეხრეკებად გადაიქცევიან. ქიმიოთერაპიის შემდეგ მათ არ შეუძლიათ გარკვეული საკვების მიღება, სმენა და ყურები უზიანდებათ სიცოცხლის ბოლომდე, ასევე უზიანდება ნერვული სისტემა, ზოგიერთ მათგანს პარკინსონის დაავადება უვითარდება ...
და ბოლო წვეთი. დაახლოებით სამი წლის წინ, ესპანეთის ონკოლოგიის საზოგადოების პრეზიდენტმა საერთაშორისო კონფერენცია ბარსელონაში შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „ჩვენ არ ვმკურნალობთ კიბოს, ჩვენ მხოლოდ შვებას ვაძლევთ. ერთადერთი, რასაც მივაღწიეთ, ის არის, რომ უზარმაზარმა მულტიეროვნულმა კომპანიებმა ისარგებლეს ამ დაავადებით, რათა შეექმნათ მედიკამენტები, რომლებიც არ კურნავენ, მაგრამ დროებითი შვება მოაქვთ. უმეტეს შემთხვევაში, ადამიანები იღუპებიან, თუ არა უცებ, ხუთი წლის შემდეგ მაინც, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ არ ვიცით, როგორ  ვუმკურნალოთ სიმსივნეს“.
 ამრიგად, არსებობს მხოლოდ ეს „ბანაჟი“, რომელსაც, სიმბოლურად რომ ვთქვათ, დაავადებას ადებენ. რასაკვირველია, ჭეშმარიტი ავთენტური მეცნიერება იქნებოდა ცნობიერებით ნაკარნახევი მეცნიერება. ძველი თეთრი ძმობის დიდი ოსტატი, რომელიც ცნობილი იყო, როგორც პარაცელსი, ჭეშმარიტი მეცნიერების ერთ-ერთი წინამორბედი იყო. თუ წაიკითხავთ პარაცელსის ბოტანიკის წიგნს ან წიგნს მედიცინაში, იქ იხილავთ ძველ მედიცინას, რომელიც საერთოდ არ იყენებდა ქიმიურ ნივთიერებებს, მედიკამენტები იყო ნამდვილი, გამოჯანმრთელება რეალური. დღეს ადამიანები დასცინიან პარაცელსს, რადგან აბების განსაკუთრებული რწმენა აქვთ, რომლებიც ატყუებენ მათ, ხსნიან ნერვულ ტკივილს, მაგრამ ანადგურებენ სხეულს. ჩვენ, ადამიანები, მათი მსგავსი ვართ, ვინც უპირატესობას ანიჭებს დროებით აბსურდულ წამალს ღრმა მკურნალობას, რადგან ჩვენ ასეთები ვართ; ჩვენით მანიპულირებს ყალბი მეცნიერება და რელიგია, რომელიც მოკლებულია ორიგინალურ ეთიკასა და სულიერ პრინციპებს.
იგივე შეგვიძლია ვთქვათ მეცნიერების, ქიმიის სხვა სფეროების შესახებ და ა.შ. დღესდღეობით შეიძლება ითქვას, რომ ქიმია მეცნიერების ყველაზე გამანადგურებელი სფეროა, რადგან ქიმიის საშუალებით არა მხოლოდ ადამიანი ნადგურდება, მე უკვე ვისაუბრე ამის შესახებ, არამედ ატმოსფეროც ნადგურდება ...  უზარმაზარი ნავთობპროდუქტების მრეწველობის, ან ქიმიური მრეწველობის გამონაბოლქვები იმ ელემენტების ნაწილია, რომლებიც პროვოცირებენ ოზონის შრის დაშლას; ზებგერითი თვითმფრინავები, რომლებიც გადაკვეთენ ოკეანეს, უზარმაზარი რაოდენობით თხევად ქიმიურ ნივთიერებებს იყენებენ  , რომლებიც ატმოსფეროს აბინძურებენ.
ასე რომ, მეცნიერებაში, რომელსაც არ აქვს გული, მეცნიერებაში, რომელსაც არ აქვს ცნობიერება, მხოლოდ დამანგრეველი შედეგის მოტანა შეუძლია, რასაც ამჟამად ჩვენ განვიცდით.
კითხვა: მანამდე თქვენ ისაუბრეთ ტანტრიზმის, სექსუალობის შესახებ. რას ფიქრობთ სოციალურ სექსუალობასთან დაკავშირებით, რომელსაც სკოლაში ასწავლიან? დღესდრეობით?
პასუხი: დღესდღეობით. ყოველდღიური სექსუალობა სუპერ-ექსპლუატირებულია მედიისა და საზოგადოებრივი განათლების სისტემის მიერ. მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არის სექსუალობა, რომელიც არ ამაღლებს ადამიანს, არამედ აღარიბებს მას; მითხარით, როგორ შეიძლება იმ ფაქტის გამართლება, რომ მოზარდმა გოგონამ, რომელსაც ჯერ არ დაუსრულებია სრული ბიოლოგიური განვითარება, ... უკვე იცის, რა არის მასტურბაცია? ქალის სრული ბიოლოგიური განვითარება თვრამეტ წლამდე გრძელდება; მამაკაცებში, როგორც წესი, ოცდაერთ წლამდე. მაგრამ მოზარდები და სქესობრივად მოწიფული ადამიანები საჯარო განათლებაში (არც მეტი და არც ნაკლები, საჯარო განათლება, რომელიც აპირებს მოგვამზადოს ცხოვრებისთვის, როგორც მოქალაქეები) იღებენ აბსოლუტურად აბერანტულ ინფორმაციას, რომ მასტურბაცია აუცილებელია ტვინის კარგი ფუნქციონირებისათვის ...
ცნობილია, რომ შეშლილთა სახლები, ფსიქიატრიული ჰოსპიტლები სავსეა მასტურბატორებით, რომლებმაც გაანადგურეს ნეირონები, ტვინი. როდესაც ვინმე შემოდის და ხედავს ბევრ მათგანს, ისინი სჩადიან  სექსუალური ტიპის სცენებს, მასტურბირებენ დერეფნებში, აჩვენებენ ინტიმურ სასქესი ორგანოებს და ა.შ. ასე რომ, მასტურბაცია, რაც საინტერესოა, თუ გამოვიყენებთ ფონეტიკურ კაბალად წოდებულ კაბალას ნაწილს, - ახდენს კაბალას ნაწილის ოპერირებას, ცდილობს ამოიცნოს მნიშვნელობა, რომელიც შეიძლება ჰქონდეს მოცემულ მომენტში ფრაზას ან სიტყვას. თუ კაბალისტური თვალსაზრისით განვიხილავთ სიტყვას „მასტურბაცია“, ეს არის "mas-turbacion" (ნიშნავს „დიდ დაბნეულობას“), და რა არის დაბნეულობა? სიგიჟე.
  ასე რომ, მასტურბაციამ შემთხვევით არ მიიღო ეს სახელი. მასტურბაცია დანაშაულია, იმიტომ, რომ ადამიანი საკუთარ თავს უწევს ექსპლუატაციას, სექსუალურად უფრო სწრაფად დეგენერირებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ადამიანი. ამას ემატება ფორნიკაციის სისტემა, რომელიც დაცულია თავად რელიგიებში, პირველ რიგში, დასავლურში, ასევე დაცულია საჯარო განათლებაში, შემდეგ ჩვენ გვაქვს ადამიანთა კონგლომერატი, რომელიც მართლაც ემორჩილება მედიის და ხელისუფლების ზეწოლას, საჯარო განათლების ზეწოლას, რაც აიძულებს კონგლომერატს გახდეს სექსუალობის მონა.
სექსი არის რაღაც ბრწყინვალე; სექსს შეუძლია დამონება ან გაკეთილშობილება, გამომდინარე იქიდან, თუ როგორ მივუდგებით მას. სექსმა არ უნდა გვაკონტროლოს, ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ სექსი. და, რა თქმა უნდა, დღევანდელი საჯარო განათლება სექსუალობის თემაზე, მართლაც უმეცარია.
თხუთმეტ წლამდე ასაკის გოგონებმა უკვე იციან პრეზერვატივების და კონტრაცეფციის სისტემების გამოყენება, რომ არ დაორსულდნენ, ამრიგად, ისინი იღებენ სექსუალურ თავისუფლებას, რომელიც გარყვნილებაში გადადის.
 და ბოლო წვეთია ის, რომ დღევანელი ხელისუფლება იღებს და ამტკიცებს კანონებს, რომელშიც ნათქვამია, რომ თოთხმეტი, თხუთმეტი თუ თექვსმეტი წლის გოგონას, რომელმაც არ მიაღწია სრულწლოვანებას, უნდა მიეცეს აბორტის გაკეთების უფლება, თუნდაც მშობლების თანხმობის გარეშე.
ეს კანონი უკვე მოქმედებს ევროპაში, კონკრეტულად - ესპანეთში. ამას უწოდებენ „სოციალურ პროგრესს“, მაგრამ რეალურად, რასაც ჩვენ ვიწვევთ, ტოტალური სექსუალური ბოდვაა, რომელიც მოგვიანებით აისახება კრიზისის პრობლემებში ამ გოგონებში, ამ ბავშვების იდენტობის პრობლემებში, ფსიქოლოგიურ პრობლემებში, ემოციურ აშლილობაში, სოციალურ პასუხისმგებლობასთან პირისპირ შეხვედრის შიშში; იმიტომ, რომ ადამიანმა ენერგეტიკული და ეთიკური ღირებულებების გარეშე, მოგვიანებით არ იცის, როგორ მიმართოს საზოგადოებას.
კითხვა:  როგორც კი ამ წერტილს მივაღწევთ, ჩნდება პირდაპირი კითხვა: რას ფიქრობს გნოზისი ჰომოსექსუალიზმის შესახებ?
პასუხი: ამრიგად, ჰომოსექსუალიზმი ან ლესბოსელობა, სამწუხაროდ, გნოზისისთვის სექსუალურ ქცევას წარმოადგენს.
სექსუალური ქცევა მიმართული უნდა იყოს თავდაპირველ ლოგიკურ საფუძვლებზე: მამაკაცი არის მამაკაცი მისი ანატომიური კონსტიტუციით, ხოლო ქალი ქალია მისი ანატომიური კონსტიტუციით. სამყაროში მამაკაცი შექმნილია ქალისთვის; ქალი შექმნილია მამაკაცისთვის; ამიტომ მხოლოდ მამაკაცსა და ქალს შესწევთ ძალა გაერთიანდნენ ახალი არსების შესაქმნელად. ორი მამაკაცი ვერ შექმნის ახალ არსებას; ორი ქალი მით უმეტეს.
ამგვარად, ჰომოსექსუალიზმი ვითარდება იმის გამო, რომ სექსუალური გადახრა მამაკაცში შეიქმნა, რომელიც მოგვიანებით სოციალური ატმოსფეროთი გაამართლეს, უნივერსიტეტში, პოლიტიკაში, დღევანდელი ფილოსოფიაც კი ამართლებს მას; მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს სწორია.
ჰომოსექსუალიზმი და ლესბოსელობა გამოწვეულია, პირველ რიგში, ჰორმონალური პრობლემებით, ჰორმონალური დისბალანსით.
მეორეც, ეს ფსიქოლოგიური და ფუნდამენტური ემოციურ-ინსტინქტური დისბალანსია, ეს სექსუალური დეგენერაციის შედეგია. როდესაც ადამიანი სექსუალური გზით განიცდის დეგენერაციას, სექსუალობა გამოდის მისი ორბიტიდან, და მაშინ ჩნდება სექსუალობის მდგომარეობა, როგორიცაა ჰომოსექსუალიზმი და ლესბოსელობა, რომელიც აბსურდულია. არიან ისეთებიც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ეს დაავადებაა, მე მათ ვეთანხმები; ჰომოსექსუალები და ლესბოსელები ავად არიან, ისინი ავად არიან. ეს არ არის შეურაცხყოფა. ნებისმიერი შეიძლება რაღაცით იყოს დაავადებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საზოგადოებამ უნდა გარიყოს ის ან დასცინოს მას. არიან ადამიანები, რომლებსაც მკურნალობა სჭირდებათ, მაგრამ არ აქვთ საშუალება. არიან ავადმყოფები, რომლებსაც არ აქვთ მკურნალობის საშუალება, მაგრამ ფუნდამენტურია ჰორმონალური დისფუნქციის უდაო არსებობა ჰომოსექსუალებსა და ლესბოსელებში.
შედის თუ არა ამაში ის, რაც დაკავშირებულია ბავშვთა გარყვნასთან? რა თქმა უნდა, შედის.
ყველაფერი, რაც სექსუალური ხასიათის ჰარმონიული განვითარების წინააღმდეგია, ქმნის სექსუალური ტიპის პრობლემებს; ქმნის სექსუალური ტიპის „პათოლოგიას“, თუ სამედიცინო ტერმინს გამოვიყენებთ. ადამიანის სექსუალური ენერგია, რომელიც თავშეკავებაში გადადის, ცდილობს გამოსავალის მოძებნას. როდესაც ის ვერ პოულობს სწორ გამოსავალს, აღწევს სხეულის არხებში, რომლებიც არ არის ამისთვის შესაფერისი, და მაშინ ყველაფერი მთავრდება ბავშვთა გარყვნით, ან პედოფილიით, ან  რიტუალური სექსუალური დანაშაულით და ა.შ.
კითხვა:  და ადამიანურ ღირებულებებთან დაკავშირებული თემის შესახებ ... რადგან ყოველ დღე ვხედავთ იმას, რაც ჩვენში გაოცებას იწვევს. მაგალითად, ცოტა ხნის წინ ჩინეთში ტელევიზიით აჩვენეს, თუ როგორ გადაუარა ბავშვს ორმა მანქანამ, და არავინ არ აღშფოთებულა ამით. ამასთან დაკავშირებით ჩინეთის მთავრობა აცხადებს, რომ საზოგადოების ღირებულებები გადახედვას საჭიროებს. რას ფიქრობთ ამ თემასთან დაკავშირებით?
პასუხი: გოგონასთან დაკავშირებული შემთხვევა მხოლოდ ერთი მაგალითია ათასიდან, რომელიც ხდება ჩვენს საზოგადოებაში, პირველ რიგში, იმ საზოგადოებებში, რომელთა მთავარია მიზანია მხოლოდ სახელმწიფოს ეკონომიკური ზრდა, და შემდგომ, მეტ-ნაკლებად, ზოგიერთ მოქალაქეთა ზრდა, მაგრამ ყველასი არა.
  ეს საზოგადოებაში ჰუმანიზმის ნაკლებობის შედეგია. როცა ადამიანი ეგოისტური ხდება, მას მიაჩნია, რომ მეზობელი გახვრეტილ გროშად არ ღირს, მას არარად მიაჩნია მეზობელი ან ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ავად არის. როდესაც „მე ვფიქრობ მხოლოდ საკუთარი თავის“, „მე“-ს, ცხოველური ეგოს შესახებ, ამ მომენტში მე შეიძლება არაჰუმანურად მოვიქცე; და თუ ვინმე ხრიალით კვდება შუა ქუჩაში, იტანჯება იმით, რომ აგონიაშია, ჩვენ შეგვიძლია მის უყურადღებოდ დატოვება, თითქოს არც კი არსებობდა.
როგორ ვიქცევით ჩვენ: ისევე, როგორც უკვე ცხოველებ ვექცევით. ჩვენს დროში ადამიანი ისეთი სასტიკი გახდა, რომ თუ საბრალო ძაღლი დაინახა, რომელიც თვალებით თხოვს ხმელი პურის ნაჭერს, ნაცვლად იმისა, რომ მოძებნოს რაღაც და მისცეს საბრალო ცხოველს, თუ შეუძლია, ფეხს ჰკრავს მას ან ქვას ესვრის, რადგან მტრად  მიიჩნევს, მაშინაც კი, თუ ამ ცხოველს მისთვის არავითარი ზიანი არ მიუყენებია. იგივე ხდება კატებთან მიმართებაში, და ჩვენ ვნახეთ საშინელ დოკუმენტურ ფილმებში, რომ ჩინეთში ადამიანები ჭამენ კატებს, ჭამენ ძაღლებს. შეიძლება ითქვას, რომ ზოგჯერ საზოგადოება იმდენად გაუწონასწორებელია, რომ ადამიანები ყველაფერს ჭამენ, რაც მოძრაობს, და ჩვენ  ნამდვილი დანტისებური სცენები ვნახეთ, როცა ათასობით კატები გალიაშია მოთავსებული და შემდეგ მათ  საჭმელად იყენებენ. ტურისტებიგან მრავალი ანეგდოტია ცნობილი, რომლებმაც თან თავისი ძაღლი წაიყვანეს, ხოლო როცა რესტორანში შევიდნენ, მას შესწავაძეს კერძი, რომელიც, როგორც აღმოჩნდა, მათი ძაღლის ხორცისგან იყო მომზადებული, რომელიც რესტორანში აიყვანეს, სამზარეულოში წაიყვანეს, დაკლეს და დაანაწევრეს.
  ასეთი რამ, ღრმად შიგნით, ჩვენი ფსიქიკის ყველა დონეზე ცხოველური ეგოს კრისტალიზაციის შედეგია. არიან ისეთებიც, ვინც ამბობს, რომ ასე ყოველთვის იყო; რომ უკვე რომში, რომის ცირკში ბევრ სისასტიკეს სჩადიოდნენ; შუა საუკუნეებში ომები უკიდურესად სასტიკი იყო; და ჩვენც ასევე გავაგრძელეთ კაცობრიობის, საზოგადოების ეს პროცესი, მაგრამ არაფერი შეცვლილა, ვთქვათ, ძველ დროსთან შედარებით.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ ვაგრძელებთ ძალადობას, რომელიც უკვე არსებობდა. ეს ნახევრად სიმართლეა. მართალია, რომ კაცობრიობის დეგენერაცია, განსაკუთრებით დასავლეთ ნახევარსფეროში, უკვე გათვალისწინებული იყო რომსა და საბერძნეთში. საბერძნეთში იმიტომ, რომ არისტოტელეს მსჯელობის, სილოგიზმების და პროსილოგიზმების სისტემის დახმარებით, ასე ვთქვათ, პროვოცირებული იყო ადამიანის გონების აგზნება. რომში, ვაკხანალიების და ორგიების სექსუალური დეგენერაციით, რომელსაც პრაქტიკაში იყენებდნენ რომაელი მოსახლეობის ცხოვრებაში, მსხვერპლით, რომლებიც ფაქტობრივად,  ადამიანები იყვნენ, როგორც მონსტრებთან მებრძოლი გლადიატორები, რომლებიც ერთმანეთს კლავდნენ ... ეს ორი ასპექტი უკვე კომბინირებულია, როგორც კოქტეილი, რომელიც მოგვიანებით შეიჭრა მთელს ევროპაში, ხოლო ევროპიდან სხვა ადგილებში.
ამრიგად, აქედან გამომდინარეობს, გარკვეულწილად, ჩვენი ფილოსოფიური, სოციალური დეკადანსის დასაწყისი...
მაგრამ საჭიროა  გაჩერება.
არსებობდა რომის ცირკში ნანახი სიტუაციები, რომლებსაც მხოლოდ რომში ჰქონდა ადგილი, ასევე ინტელექტუალური დეგრადაცია, რომელიც საბერძნეთში შეიქმნა, მაგრამ არ ყოფილა მსოფლიოში ექსპორტირებული. დღეს კოლექტიურ დეგენერაციას აქვს ადგილი. დეგენერაცია გლობალიზებულია, დღევანდელი ომები გლობალურია. რომს განსაკუთრებული მტერი ჰყავდა, ვთქვათ კართაგენი, რომელსაც თავს დაესხა, დაიპყრო და ამით პრობლემა გადაიჭრაა. მაგრამ ჩვენ არ დაგვისრულებია, ჩვენ ინტერნაციონალურ ომებს ვაწარმოებთ; ისინი არ არიან გაცხადებული, როგორც მსოფლიო ომები, მაგრამ მსოფლიო ომებს ჰგვანან: დასავლეთი მხარს უჭერს ავღანეთს, ერაყს, ეს კი რეალურად ინტერნაციონალური ომებია, რადგან მათში ნატოა ჩართული, ევროპა, ამერიკის შეერთებული შტატები და ა.შ. ამრიგად,  იმიტომ კი არა, რომ ასეთები ვართ, არა. მოხდა ის, რომ ჩვენ უარესები გავხდით, და ეს გაუარესება ექსპორტირებული იქნა მთელს პლანეტაზე.
კითხვა:  გამართლებულია თუ არა სიკვდილით დასჯა ტერორიზმის შემთხვევაში?
პასუხი: სიკვდილით დასჯა, თუ ქრისტიანები ვართ ან სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, არანაირად არ შეიძლება იყოს მიღებული და გამართლებული. სიკვდილით დასჯა უბრალო შურისძიების ფაქტია, ხოლო შურისძიება, ჩვენი ახლობლების სიყვარულთან შედარებით, გულისწყრომის ფორმაა, შვიდი ძირითადი ცოდვიდან ერთ-ერთი, რომელიც მოხსენიებულია, მაგალითად, ქრისტიანობაში.
ასე რომ, მსოფლიოში არავის აქვს უფლება წაართვას სხვას სიცოცხლე.
რაც აუცილებლად უნდა გაკეთდეს ტერორისტებთან მიმართებაში, ეს მათი იზოლაციაა; ეს სწორი იქნებოდა. მათი ციხეში ჩასმა, სადაც ისინი ვერ შეძლებენ ზიანის მიყენებას. სამუდამო პატიმრობა არის გზა, რომელიც აიძულებს დაფიქრებისკენ დამნაშავეებსა და ტერორისტებს. ამრიგად, თუ წინსვლა გვინდა და რაღაცის მიღების მცდელობა, რის მიღებაც გვინდა მენტალიტეტის მქონე ადამიანისგან, ჩვენ უნდა შევქმნათ საკონცენტრაციოს მსგავსი ბანაკები. მაგრამ მე არ ვსაუბრობ ნაცისტების სტილის შესახებ, არამედ ფერმერთა ბანაკებზე, რომლებიც გარშემორტყმული იქნება მაღალი ძაბვის ელექტროენერგიით, საიდანაც ადამიანები ვერ შეძლებენ გასვლას, სადაც მათ აიძულებენ მიწაზე მუშაობას, მათი გონება დაკავებული იქნება რაღაც პროდუქტიულით, ნაყოფიერით, სადაც ისინი განავითარებენ თავის უნარებს, მაგალითად, დურგალის, რომელიც ტყავს ამუშავებს, და ა.შ. როცა ვინმეს უნდა დაეხმაროს ადამიანის გონებას, ეს ყოველთვის უნდა მოხდეს გარდაქმნის გზით, რომელსაც დადებით შედეგი ექნება ადამიანისა და გარემოცვისთვის, სხვებისთვის.
ასე რომ, სიკვდილით დასჯა საშინელი სიმახინჯეა, ეს ღვთის გმობაა. ამის შემდეგ თავს ძალიან რელიგიურებად ვაჩვენებთ ეკლესიებში, მაგრამ ჩვენ  ვკმაყოფილდებოდით იმის ყურებით, თუ როგორ ნახშირდებოდა ელექტრო სკამზე დამნაშავე, ან ის ადამიანი, რომელმაც  სხვა ადამიანი მოკლა, როგორ გამოესალმა სიცოცხლეს სასიკდვილო ინექციის შედეგად ...
და ყველაზე უარესი ისაა, რომ ბევრ ადგილას, სადაც სიკვდილით დასჯას დროდადრო იყენებენ, მოგვიანებით დადასტურდა, რომ სიკვდილით დასჯილი უდანაშაულო იყო.
ამ შემთხვევაში ეს ჩვენთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს, რადგან შეიძლება გარდავიქმნათ ლეგალურად მკვლელებად, მწვალებლებად, მაგრამ ქაღალდით, რომლის მიხედვითაც ლეგალურები ვართ. სწორედ ეს არის არაცნობიერი მდგომარეობის პროდუქტი, ადამიანის ბოროტების პროდუქტი, „მე“-ს პროდუქტი.
კითხვა:  რამდენამდე შევცვალოთ თემა. ჩვენს გვსურს მოგვცეთ ახსნა იმისთვის, რომ გავიგოთ, რა ხდება ბუნებაში, რომელიც გამოიყურება, როგორც ადამიანების წინააღმდეგ ამბოხებული. ჩვენ მღელვარებით აღვნიშნავთ ... ყოველ დღე ხდება ვულკანების ამოფრქვევა, მიწისძვრები, დედამიწის ძვრები, ცუნამი, ქარიშხალი ... რა ხდება? რა განმარტება შეიძლება მოგვცეთ ამ საკითხთან დაკავშირებით?
პასუხი: ამის ორი ახსნა არსებობს: პირველი, ვთქვათ, დაკავშირებულია წინასწარმეტყველების თემასთან, მეორე კი ადამიანის ქცევასთან.
ადრე მე ვთქვი, რომ ჩვენ რკინის ხანაში ვცხოვრობთ; კალი-იუგაში, როგორც მას ინდუსები უწოდებენ.
ამბობენ, რომ კალი-იუგაში ადამიანი გამოყოფილია ღმერთებისგან, მაგალითად, ინდუიზმიში და ბუდიზმში.
კალი-იუგაში ღირებულებების, პრინციპების სრული არარსებობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ადამიანი ხდება, ზოგადად რომ ვთქვათ, ეშმაკის მსგავსი, რომელიც ქუჩებში სეირნობს პიჯაკსა და ჰალსტუხში. მაგრამ ადამიანი ისტორიის ღერძია, ადამიანი.
და როგორც ადამიანი ... საზოგადოება ინდივიდის გაგრძელებას წარმოადგენს; როგორიც ინდივიდია, ისეთია ოჯახი, ისეთია ჯგუფი, ისეთია რაიონი, ისეთია საზოგადოება, ისეთია ქვეყანა ... ამდენად, ადამიანი ყოველთვის ისტორიის მთავარი მოქმედი პირია.
თუ ადამიანი არ იცვლება, საზოგადოება არასოდეს შეიცვლება; ამიტომ ადამიანში პრობლემის ცენტრალიზება უნდა მოხდეს, ადამიანის ფსიქოლოგიური სისტემის შეცვლა. საჭიროა ძალისხმევის გამოყენება საკუთარი თავის უფრო ღრმად შესასწავლად, როდესაც საკუთარ გახრწნას დაინახავ. თუ ყველა მამაკაცი და ყველა ქალი ამას აკეთებს, მაშინ ჩვენ გვაქვს საზოგადოება, რომელიც იწყებს რეორგანიზაციას. ჩვენი დროის ადამიანი ინდივიდია,  ჩვენ უკვე ვთქვით ეს, ასი პროცენტით ეგოისტური, ვინც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს და რომელმაც შექმნა ცხოვრების სისტემა, ამის შესახებაც უკვე ვისაუბრეთ, რომელიც თავს ესხმის დედა ბუნებას.
რასაკვირველია, ქიმიური ნარჩენების გაჟონვა, რომელსაც ზღვაში ვღვრით, ატმოსფეროში გაჟონვა, სოციალური გახრწნის, ომების მთელი სისტემა, ეს ყველაფერი უდავოდ იწვევს ეკოლოგიურ ცვლილებებს ...
ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ, თავისი შედეგი აქვს. ყოველი ქმედებას შემდეგ რეაქცია მოჰყვება.
 ადამიანმა შეცვალა ოზონი, რამაც გლობალური დათბობა გამოიწვია დედამიწაზე. გლობალურ დათბობას მოქმედებაში მოჰყავს თვითგანადგურების ციკლი ჩვენს გარემოში. და რა თქმა უნდა, ბუნება ჩვენი დედაა; და თუ ჩვენ შევცვლით მის გამოვლინებებს, ის თავს დაიცავს ამ ცვლილებებისგან. შემდეგ მოქმედებაში მოდის ქარიშხლის მექანიზმები, ცუნამის, მიწისძვრის მექანიზმები... თუ ამას დავუმატებთ, მაგალითად, ბირთვულ აფეთქებას, რომელსაც აწარმოებენს ჩვენი დედამიწის სიღრმეში, აროლში მურუროა, ატოლში ბიკინი და ა.შ. ეს ბირთვული აფეთქებები დედამიწის ან ზღვის სიღრმეში წარმოქმნიან რეალურ ბზარებს ოკეანეთა ფსკერზე; ეს მეცნიერულად დასაბუთებულია.
ამ რღვევებს მოჰყავს ოკეანის წყლები დედამიწის შიდა მაგმასთან კონტაქტში, ეს კი აბსოლუტურად ამაზრზენი აირებია, რომლებიც გამოსასვლელს ეძებენ. როდესაც მას ვერ პოულობენ, ეს იწვევს მიწისძვრებს; როდესაც პოულობენ გამოსასვლელს, მაშინ მაგმა მიედინება შიდა გვირაბებით, რომელიც ამ ბზარებმა გააშიშვლეს, შედეგად წარმოიქმნება ვულკანები. ეს არის ადამიანის მიერ ბუნების მიმართ ცუდი მოპყრობის შედეგი. მაგრამ, რა თქმა უნდა, უძველესმა ცივილიზაციებმა ოთხი ეპოქის გარდა, რომელიც უნდა გაევლო ადამიანთა ყველა რასას, იწინასწარმეტყველა ყველაფერი ეს ჩვენთვის, სამყაროს დღევანდელი მცხოვრებთათვის. მაგალითად, აცტეკები ამბობდნენ, რომ მეხუთე მზის შვილები, - ეს ჩვენს დღევანდელ რასას ეხება - ოლინის იეროგლიფისგან დაიღუპებიან. იეროგლიფი ოლინი ის იეროგლიფია, რომელიც აცტეკთა კალენდარში, ან მზის ქვქშია,  "Pousikali", როგორც მას უწოდებენ აცტეკები და ნაჰუა ან ნაჰოა, რაც ერთი და იგივე. იეროგლიფა აცტეკთა კალენდრის ცენტრალური ნიშანია, ეს იეროგლიფი ნიშნავს მოძრაობას და ცეცხლის. ამიტომაც ამბობდნენ ისინი: არიელები- ჩვენ - მთელი სამყაროს ადამიანები - მოძრაობის, ანუ მიწისძვრის, და ხანძრის შედეგად დავიღუპებითო.
ეს ხანძარი შეიძლება ვულკანებიდან გაჩნდნენ, რომლებიც ყველგან ამოიფქრვევა, რომლების ახლა ჩნდება; ან მოდით ამას დავამატოთ შესაძლო ბირთვული კატასტროფა, რომელიც შეიძლება წარმოიშვას და რომლის დროსაც მსოფლიოში ორი ან სამი ბირთვული ელექტროსადგური აფეთქდება; შემდეგ რადიოაქტიური ცეცხლი გაჩნდება, რადიაცია, რომელიც ათასობით და ათასობით ადამიანს გაანადგურებს. ასე რომ, აცტეკები არ ცდებოდნენ, როდესაც ამის შესახებ ამბობდნენ. ასევე მაიას ტომის წარმომადგენლებმა იწინასწარმეტყველეს, რომ ჩვენი ამჟამინდელი რასის დროს „ორი დღის ადამიანები“ გამრავლდებიან.
რა არის ეს? რა უნდოდათ ეთქვათ ამ პარაბოლური ფრაზით? მაიასთვის „ორი დღის ადამიანები“  ჰომოსექსუალები არიან.
რამდენად საინტერესოა, რომ ჩვენს დროში არსებობს რაღაც მსგავსი, ვთქვათ, ჰომოსექსუალობის გლობალური გავრცელება, და მათ ეს იწინასწარმეტყველეს. გარდა ამისა, მაია ამბობდა, რომ ადამიანის ცხოვრებაში იქნება გვალვა, წარღვნა, სისხლი ჩამოდინება ხის  ტოტებზე, რაც ომების მანიშნებელია; და დღეს ჩვენ ომების გარემოცვაში ვართ ... ასე რომ, ეს არის ახსბა, რომ ყველაფერი მართლაც ასეა. ყოველთვის არსებობდა ძველი ხალხის გაფრთხილება ჩვენთვის დატოვებული. დანარჩენი ჩვენი ქმედებების  შედეგია.
 კითხვა:  ძალიან ხმამაღლა ხომ არ ჟღერს, ბატონო, მაგისტრი, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ახლა პერიოდში, რომელიც ცნობილია, როგორც აპოკალიფსი? და თუ ასეა, რატომ არავინ არ ახდენს რეაგირებას? რატომ არ რეაგირებს კაცობრიობა, როდესაც ხედავს,თუ რა ხდება ბუნებაში?
პასუხი: სინამდვილეში, როდესაც ფაქტის წინაშე ვდგებით, რასაც ვხედავთ, ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია ვამტკიცოთ, რომ აპოკალიფსის ხანაში ვცხოვრობთ. აპოკალიფსი ქრისტიანობის ერთ-ერთი მოციქულის მიერ იყო დაწერილი, რომელიც იყო პატმოსის, იოანეს წინასწარმჭვრეტი; მან სიმბოლურად აღწერა ყველა ეს მოვლენა; ათასობით წლის განმავლობაში აპოკალიფსის ეს წიგნი ვერ შეიცვალა, საბედნიეროდ, მისი დაშიფრულობის გამო. კათოლიკმა ეკზეგეტებმა  ვერ შეძლეს მისი შეცვლა; მეორეს მხრივ, მათ უდავოდ შეცვალეს ბიბლიის ბევრი ვერსია.
აპოკალიფსი უკვე მოდის, ეს ფაქტია.
ჩვენ ვცხოვრობთ აპოკალიფსში, რადგან ყველგან ომებია და ხმები ომების შესახებ; ყველგან შიმშილი, სიღარიბე და გაპარტახებაა; ყველგან განადგურებაა, ყველგან ათეიზმია.
აპოკალიფსში რჯულგანდგომილობა ჭარბობს. როგორც უკვე ვთქვი, ეს ბერძნული სიტყვაა, რაც ნიშნავს ადამიანის გამოყოფას ღვთაებისგან, ყოველივე ღვთაებრივის უარყოფას. აპოკალიფსში ნათქვამი იყო, რომ მოვა დრო, როცა ადამიანები გააფთრებაში მოვლენ ღვთის ხსენებისას. ეს უკვე ხდება დღესდღეობით.
ახლა ევროპაში, ათეისტების იდეოლოგია საკმაოდ მდიდარია, დიალექტიკის იდეოლოგია, რომლებიც აცხადებენ, რომ ღვთაებრივი არ არსებობს; და ეს ყველაფერი აპოკალიფსის კულტურული სალაფავის ნაწილს წარმოადგენს. ყველაზე ცუდი ის არის, რომ აპოკალიფსი ასევე ნიშნავს სრულ ქაოსს, და ჩვენ ვცხოვრობთ ამ ქაოსში; არსებობს ქაოსი ეკონომიკაში; ევროპა, რომელმაც უკვე სრულად განიცადა შიმშილი პირველი მსოფლიო ომის დროს, მეორე მსოფლიო ომის დროს, ამჟამად შიმშილის მეორე სიტუაციის ზღვარზეა. ევროპაში ხალხი შიშისგან ცახცახებს, რადგან ევრო მერყეობს, ამას კი მოაქვს თანაზიარობა არა მარტო პოლიტიკური, არამედ სამხედრო და ტრაგიკული.
სხვა მიზეზების გარდა, მეორე მსოფლიო ომი გამოწვეული იყო ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკური კოლაფსით, რამაც ამერიკის შეერთებული შტატები ომამდე და სიღარიბემდე მიიყვანა, რომელიც ევროპაში მიმდინარეობდა; ეს იყო მეორე მსოფლიო ომის რეალური და საიდუმლო მიზეზები.
ახლა ჩვენ მივდივართ ცოტაოდენ მსგავსისკენ, მაგრამ ამას უნდა დაემატოს არა მხოლოდ პოლიტიკური და სოციალური ფენომენი, არამედ ის ცვლილებები, რომლებიც ჩვენ შევქმენით იმ გარემოში, რომელიც ახლა ჩვენს წინააღმდეგ არის მიმართული.
ასე რომ, ჩვენ ჩიხში ვართ, და ეს აპოკალიფსია.
კითხვა:  მაკროკოსმოდან ოდნავ რომ გადავიდეთ, პლანეტიდან დაშორებით, ეს მზის ლაქები, მზის ლაქების ეს აფეთქება, რომელსაც განუწყვეტლივ გვიჩვენებენ ახალ ამბებში, როგორ გავლენას ახდენენ ადამიანებზე?
პასუხი: დიახ, მზის აფეთქებები, რომლებიც ელექტრო ქარიშხალს წარმოადგენენ,  რეგულარულად ხდება. რუსი მეცნიერი გიორგი ლახოვსკი იკვლევდა ამ მოვლენას;  ღრმად შესწავლა ის. მისთვის მოულოდნელად მან აღმოაჩინა, რომ მზის ელექტრო ქარიშხლები, ან მზის ლაქები, ან მზის აფეთქებები, როდესაც ელექტრო ქარიშხლები მოგზაურობენ სივრცეში, ისინი ეჯახებიან პლანეტებს, რომლებიც მზის ირგვლივ ბრუნავენ. ისინი გავლენას ახდენენ ცოცხალ არსებებზე, განსაკუთრებით ადამიანებზე, განსაკუთრებული გზით.
ასე რომ, ლახოვსკიმ აღმოაჩინა, მაგალითად, რომ საფრანგეთის რევოლუციის დროს, მზე ასხივებდა ელექტრო ქარიშხლებს დიდი მასშტაბით, და ამ კანონს ეწოდა ჩვენს დროში სოლიონენსიუსის კანონი; ეს არის ფიზიკისა და ასტრონომიის კანონი.
ასე რომ, ამან გამოიწვია საფრანგეთის რევოლუცია.
თუმცა, მოგვიანებით, ამ მეცნიერმა შენიშნა, რომ ოქტომბრის რევოლუცია, ბოლშევიკური რევოლუცია ასევე მზის ელექტრო ქარიშხლების  ზემოქმედების შედეგად მოხდა, რომლებმაც მიაღწიეს ადამიანთა ფსიქიკას, და რადგან ადამიანს არ აქვს არც მუდმივი ცნობიერება, არც საკუთარი ფსიქოლოგიურ პროცესებს არ აკონტროლებს, მათ შეცვალეს იგი და გარდაქმნეს განრისხებულ ადამიანად, რომელმაც მოსვენება დაკარგა და სურს დაამთავროს ეს სისხლიანი რევოლუცია.
ლახოვსკიმ ასევე აღმოაჩინა, რომ პირველი და მეორე მსოფლიო ომები, სხვა ფაქტორების გარდა, მოხდა მზის ელექტრო ქარიშხლების გავლენის ქვეშ. არცთუ დიდი ხნის, რამდენიმე თვის წინ, მეცნიერებმა განაცხადეს, რომ ზმე აპირებს ელექტრო ქარიშხალის გამოსხივებას, რომელიც დაიწყება 2011 წელს და გაგრძელდება 30 წლის განმავლობაში. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, ასე ვთქვათ, გავხდებით ამ ელექტრო ქარიშხლების სამიზნე, და როგორია ჩვენი დღევანდელი ფსიქოლოგიური მდგომარეობა? პოზიტიური თუ ნეგატიური?
ფაქტები თავად მეტყველებენ. კაცობრიობის ფსიქოლოგიური მდგომარეობა არაჯანსაღია, სერიოზული, ის ქაოტურია.
რა შეიძლება გველოდებოდეს? როდესაც ეს ელექტრო ქარიშხალი ეხება გარკვეულ მასებს, როგორც ამას ადგილი ჰქონდა არავიაში, მთელს არაბულ რეგიონში, ადამიანები მძვინვარებენ ქუჩებში, მათი ჩახშობა ხდება სროლის შედეგად, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს სოციალურ გულღვარძლიანობას, და შემდეგ ხდება ის, რაც სამყაროში ხდება: სისხლიანი სოციალური აჯანყებები ტუნისში, ეგვიპტეში, სირიაში, ლიბიაში.  სხვა ადგილები, როგორიცაა არაბეთის გაერთიანებულ საემიროები უკვე ან იორდანიის სამეფო უკცე მათი გავლენის ქვეშ მოექცნენ.
მაგრამ ამან, თუ კარგად დავაკვირდებით, შეიძლება მიაღწიოს იმ ქვეყნებს, რომლებიც არ არიან ჩართული ომში; ამგვარად, შეიქმნა სოციალური მოძრაობა სახელწოდებით „არშეთანხმებულები“.
ამგვარად, სოლიონენსიუსი ქმნის ამას; ის ქმნის შინაგან არეულობას, რომელიც ეძებს გამოსავალს, და როდესაც ვერ პოულობს, ფსიქოლოგიური აგრეგატები, ადამიანების „მე“ სარგებლობენ ამით ომების საწარმოებლად, აღშფოთების,  სოციალური დარღვევების ჩამოსაგდებად, რომელთა  უმრავლესობა სისხლიანია.
და თუ ამას დავუმატებთ, რომ მარტივი ფიზიკური ასტრონომიის შესაბამისად, მარტივი მექანიკური ასტრონომიული მოძრაობის შესაბამისად, არსებობს უზარმაზარი პლანეტა, რომელიც შვიდჯერ აღემატება იუპიტერს და რომელიც გვსტუმრობს ყოველ 25,000 წელიწადში ერთხელ ...  25,000 წელიწადში ერთხელ პლანეტა, რომელიც ხუთჯერ ან შვიდჯერ აღემატება იუპიტერს,  ძალიან უახლოვდება ჩვენი მზის სისტემას, და როცა ახლოს ჩაუვლის, იგი გავლენას ახდენს თავისი დიდი მაგნიტური მასით, არა მხოლოდ  ჩვენი მზის სისტემის სხვა პლანეტებზე, არამედ სპეციფიკური ფორმით ჩვენს პლანეტას დედამიწას, და იწვევს დედამიწის ღერძის მდგომარეობის ცვლილებას.
 მოგვიანებით ჩვენ გავხდებით ახალი გამყინვარების, ნაპირებიდან გამოსული ზღვების მოწმეები, რომლებიც შთანთქავენ მთელ ქალაქებს და ათასობით დამღუპულ ადამიანებს, როგორც ეს უკვე ხდება.
ყინული პოლუსებზე დადნება სიჩქარით ათასი კილომეტრი საათში. გაზეთებმა ერთხელ უკვე დაწერეს, რომ ათი წლის შემდეგ შეიძლება ამერიკაში ევროპიდან გადასვლა პანამის არხის გარეშე, არამედ პირდაპირ, პოლუსიდან, რადგან ამ დროს იქ უკვე აღარ იქნება ყინული. და მაშინ რა მოხდება? როდესაც დნება კოლოსალური ზომის ყინულის მასა, იმატებს წყლის მოცულობა ოკეანეში, ოკეანეები ადიდებენ მდინარეებსა და ზღვებს, და ისინი მიედინებიან სად? დასახლებებზე. და, რა თქმა უნდა, ჩვენ ვხდებით ისეთი სიტუაციის მოწმენი, რომელიც უკვე იწინასწარმეტყველეს, ხომ ასეა? სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ნოსტრადამუსი კონკრეტულად საუბრობდა საშინელებათა დიდი მეფის შესახებ,  რომელიც გამოჩნდება სივრცეში და დიდ ზიანს მიაყენებს ჩვენს სამყაროს. ეს არ ეხება ჩვენი სამყაროს ვარსკვლავთან შეჯახებას ... აქ საუბარია გეოლოგიური ქერქი ცვლილებების შესახებ, რომელიც სხვადასხვა ფაქტორებით არის გამოწვეული და, კერძოდ, უზარმაზარი პლანეტარული მასის მიერ, რომელსაც ზოგი უწოდება პლანეტა იქსს, მეცნიერები უწოდებენ ბერნარდ 1, სხვები კი ჰერკოლუბესს, რაც ნიშნავს მწარე აბზინდას ან „ტკივილს“.
ეს ფაქტია; ასტრონომიულმა ობსერვატორიებმა უკვე შეადგინეს ამ  მონსტრის მსგავსი პლანეტის ჩვენი მზის სისტემის კოორდინატების გავლის სივრცის და ვარსკვლავის რუკები.
ის ისე გაივლის, რომ ყველაფერს წალეკავს, შეცვალოს დედამიწის ღერძიდ პოზიციას, და მართლაც სერიოზულ სიტუაციას შექმნის. ასე რომ, მზის ქარიშხალი ეს პლანეტაა, რომელიც ჩვენსკენ მოძრაობას, უკვე მოგვიახლოვდა ... ჰერკოლუბუსის მოახლოებისას პლანეტის მაგნიტური ძალა აიძულებს ჩვენი დედამიწის მაგმას გარეთ გამოსვლას; შემდეგ იმატებს ვულკანების ამოფრქვევა.
თუ დედამიწის ღერძი შეიცვლება, ეს გამოიწვევს ადრე არნახულ კლიმატურ ცვლილებებს, იმის მსგავს, როგორიც ახკაა, რის გამო ყოველ წელს არიზონის უდაბნოში თოვს, თოვს ნევადას უდაბნოში ... აქ, როგორც ვხედავთ, ზაფხული ანომალურად გრძელია, რომელიც გრძელდება ოქტომბრის ბოლომდე. და ეს ყველაფერი მხოლოდ გაიზრდება; ყოველ ჯერზე სიტუაცია ჩვენს პლანეტაზე შეიცვლება ყველა ამ სამი ფაქტორის მეშვეობით.
კითხვა:  ეს ყველაფერი მართლაც ძალიან საინტერესოა. ძალიან კარგად, ბატონო, ჩვენ ვუახლოვდებით ინტერვიუს დასასრულს. დასასრულს, რა გამოსამშვიდობებელ სიტყვებს გვეტყოდით? რა უკანასკნელ მითითებას მოგვცემდით?
პასუხი: ჩვენ შეგვიძლია დავამთავროთ უბრალო მოწოდებით მთელი კაცობრიობის მიმართ, სერიოზულად აღიქვან სიტუაცია, რომელშიც აღმოვჩნდით.
ჩვენ არ შეგვიძლია ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება; ჩვენ არ შეგვიძლია გავაგრძელოთ იმის იგნორირება, თუ რა ხდება; ჩვენ მართლაც ჩიხში აღმოვჩნდით, უკეთესად ვერ იტყვი. თუ ადამიანები არ შეიცვლებიან, ჩვენ თვითგანადგურდება გველოდება. თუ ადამიანი არ არის დაინტერესებული მისი შინაგანი ცხოვრებით, გარე ცხოვრება ყველა მის გრძნობას გადაყლაპავს.
თუ ადამიანი არ ეცდება დაუბრუნდეს ღვთაებრივს, ის დემონად გადაიქცევა; მაგრამ არა გადატანითი მნიშვნელობით. ჩვენ ვხდებით მახინჯი არსებები სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
ამრიგად, არ არსებობს სხვა არჩევანი, ვიდრე საკუთარი თავის სიღრმეში რაღაცის მოძებნა, რაც არ ექვემდებარება შეცვლას, რაც არ ეკუთვნის დროს, რასაც რელიგიები ღმერთს უწოდებენ,  ჩვენ კი გნოზისში ვუწოდებთ ჭეშმარიტ არსებას.
მხოლოდ ჭეშმარიტ არსებას შეუძლია დაგვეხმაროს ჩაწვდესთ არსებობის საიდუმლოებას, გაშიფროს, თუ ვინ ვართ სნამდვილეში, რატომ ვცხოვრობთ, საიდან მივდივართ, სად მივდივართ. ძველი და თანამედროვე ფილოსოფიის ეს საკითხები შეიძლება გაიშიდროს მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი მიემართება მისი არსებობის წყაროსკენ,  რომელიც არის არსება.
არსება არის არსება, და არსების არსებობის მიზეზი უნდა ვეძებოთ თავად არსებაში. ასე რომ, ჩვენი ბოლო სიტყვები არის ჰარმონიის მოწოდება, დაფიქრების, შესწავლის, ერთმანეთთან თანამშრომლობის და, ძირითადად, ჩვენი შინაგანი რეალობის ძიების.
კითხვა:  დიდი მადლობა, ბატონო, თქვენი სწავლებესთვის, ახსნა-განმარტებისთვის, რომელიც ამ ინტერვიუში მოგვეცით, აქ გაწეული დახმარებისთვის, რომ მოახერხეთ გრანდადაში თქვენს მეუღლესთან ლინთან ერთად ჩამოსვლა. მადლობას ვუხდი AGEAC საწარმოო გუნდს, და გემშვიდოდებით შემდეგ ინტერვიუმდე. დიდი მადლობა.

პასუხი: ყველას დიდი მადლობა.
====

"Любить — это значит узнать себя в другом, в том, кого вы неоправданно рассматривали как «другого» до этого момента. Но вы видите в нем лишь самого себя, ибо есть лишь одно единое Я. Есть лишь один свет. Есть лишь одна любовь. Узнавание себя в другом, узнавание Безмолвия, которым вы являетесь, в другом, света, которым вы являетесь, в другом — это и есть то, что мы называем любовью. Это не вопрос давания, не вопрос получения, это вопрос узнавания." Уолтер Кеерс И как же трудно без этого "узнавания"...

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised