среда, 21 марта 2018 г.

ნეირობიოლოგი ჯაკომო რიზოლატი: ჩვენ ყველა ვიბადებით ალტრუისტებად

ნეირობიოლოგი ჯაკომო რიზოლატი:  „თუ ხედავთ ბედნიერ ადამიანს, მაშინ თქვენი ტვინი გასცემს ბრძანებას: აიმაღლეთ თქვენი გუნება-განწყობა!“

          მეცნიერმა, რომელმაც აღმოაჩინა სარკისებრი ნეირონების საიდუმლოება, მოგვითხრობს, თუ როგორ უნდა გააუმჯობესდეს ადამიანებს შორის ურთიერთგაგება, ასევე ახალი მიდგომების შესახებ ინსულტისა და აუტიზმის მკურნალობაში [ექსკლუზივი]

                                                           ანა დობრიუხა
                                                   „კომსომოლსკაია პრავდას“ დოსიე
          ჯაკომო რიზოლატი - იტალიელი ნეირობიოლოგი, დაიბადა 1937 წელს. დაამთავრა პადუას უნივერსიტეტი. 1992 წელს პროფესორმა რიზოლატმა მოახდინა რევოლუციური აღმოჩენა. ეს იყო გადატრიალება ფსიქოლოგიასა და სხვა მეცნიერებებში, რომლებიც შეისწავლიან ტვინის სტრუქტურას. აღმოაჩინეს სარკისებრი ნეირონები - ტვინის უნიკალური უჯრედები, რომლებიც აქტიურდება, როდესაც სხვა ადამიანების მოქმედებებს ვადევნებთ თვალს. ეს უჯრედები სარკესავით ავტომატურად „ასახავენ“ სხვა ადამიანთა ქცევას და იძლევიან მომხდარის ისე განცდის საშუალებას, თითქოს ჩვენ თვითონ ჩაგვედინოს აღნიშნული ქმედებები. ამჟამად ჯაკომო რიზოლატი ხელმძღვანელობს პარმის უნივერსიტეტის ნევროლოგიის ინსტიტუტს და სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორია.

ექსპერიმენტი ჭიქა წყლით
   
- ნახეთ, ხელში ჭიქა წყალი ავიღე, - მოულოდნელად იწყებს ჩვენს ინტერვიუს პროფესორი რიზოლატი. - თქვენთვის გასაგებია, რომ მე ჭიქა ავიღე, არა? მაგრამ იმიტომ კი არ არის გასაგები, რომ მოასწარით ფიზიკის ყველა კანონის გახსენება და გაანალიზება, რომ არსებობს დედამიწის მიზიდულობის ძალა, მე ვეწინააღმდეგები მას და ა.შ. ჩემი ქმედებების გაგება წამიერად გიჩნდებათ თავის ტვინის განსაკუთრებული უჯრედების - სარკისებრი ნეირონების მეშვეობით, რომლებიც ავტომატურად, ქვეცნობიერად გამოიცნობენ ქმედებას, რომელსაც ხედავთ. მეტსაც გეტყვით: ახლა თქვენი ტვინის სკანირების საშუალება რომ იყოს, ჩვენ შევამჩნევდით, რომ ჩემი მოქმედების დანახვისას თქვენ გაგიაქტიურდათ იგივე ნეირონები, თითქოს თავად აიღეთ ჭიქა ხელში.
        თუმცა ეს ყველაფერი არ არის. ერთხელ საფრანგეთში ექსპერიმენტი ჩაატარეს: მოხალისეების ერთი ჯგუფს თხოვეს გამოეხატათ სხვადასხვა ემოცია - სიხარული, მწუხარება; მისცეს რაღაც უსიამოვნო სუნის მქონე, და მათ  სახეზე ზიზღი აისახა. ადამიანებს ფოტოსურათი გადაუღეს. შემდეგ ეს სურათები გამოსაცდელთა სხვა ჯგუფს აჩვენეს და მათი რეაქცია დააფიქსირეს. როგორ გგონიათ? ფოტოსურათზე სათანადო  შესაბამისი ემოციების დანახვაზე მოხალისეების ტვინში გაააქტიურდა იგივე ნეირონები, თითქოს ეს მათ, იგრძნეს, მაგალითად, ლაყე კვერცხის სუნი, მოისმინეს სასიხარულო ინფორმაცია ან რაღაცით იყვნენ დამწუხრებულნი. ეს ექსპერიმენტი ერთ-ერთი დასტურია იმისა, რომ „ქმედებების“ სარკისებრი ნეირონების გარდა - მათ მოტორულს უწოდებენ - ასევე არსებობს ემოციური სარკისებრი ნეირონები. ისინი გვაძლევენ ქვეცნობიერად, ყოველგვარი მოსაზრებისა და ანალიზის გარეშე, მხოლოდ მიმიკითა და ჟესტებით, სხვა ადამიანის ემოციების გაგების შესაძლებლობას. ასე ხდება იმიტომ, რომ ტვინში „ასახვის“ წყალობით, ჩვენ თვითონ განვიცდით  იგივე შეგრძნებებს.

                         გულგრილ ადამიანებს საკმარისად არ აქვთ ნეირონები?
       -    მაგრამ ყველა ადამიანი ხომ განსხვავებულია: არსებობენ ძალიან გულისხმიერი, მგრძნობიარე ადამიანები.  ასევე არსებობენ გულქვა და გულგრილი ადამიანები, რომლებთანაც ვერაფერს გახდები. ბუნებას, ალბათ, მათთვის არ მიუცია  ემოციური სარკისებრი ნეირონები?
      - საეჭვოა. ტვინი ასე მარტივი არ არის. სარკისებრი ნეირონების გარდა, რა თქმა უნდა, მუშაობს ჩვენი ცნობიერება, ნება, მათი დახმარებით შეიძლება ნაწილობრივ იმ გრძნობებისა და ემოციების დაოკება, რომლებიც ჩნდება სარკისებრი ნეირონების მოქმედების გამო.
 განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობენ საზოგადოებაში მიღებული სოციალური ნორმები. თუ საზოგადოება მხარს უჭერს ეგოიზმის, ინდივიდუალიზმის იდეოლოგიას: იზრუნე, პირველ რიგში საკუთარ თავზე, საკუთარ ჯანმრთელობაზე, მატერიალურ სიმდიდრეზე, მაშინ იძულებული ხდებით იყოთ ეგოისტი, რადგან მიჩნეულია, რომ სწორედ ასე მიაღწევთ წარმატებას. ასეთ შემთხვევაში, თქვენი სარკისებრი ნეირონების სისტემის როლი მცირდება ნების ძალისხმევის, აღზრდის, ჩვეულებრივი ქცევის გზით.
მოტივაციას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სხვათა შორის, ბევრ რელიგიაში არსებობს პრინციპი: გიყვარდეს სხვები ისე, როგორც საკუთარი თავი. არ ღირს იმაზე ფიქრი, რომ ასეთი პრინციპი ღმერთისგან მოდის. სინამდვილეში ეს ბუნების წესია, რომელიც ასახავს ადამიანის ბიოლოგიურ სტრუქტურას და ეფუძნება სარკისებრი ნეირონების მუშაობას. თუ არ გიყვარს ადამიანი, საზოგადოებაში ცხოვრება გაგიჭირდებათ. იმავდროულად, დასავლეთის საზოგადოებებში, განსაკუთრებით ბოლო საუკუნეებში, არსებობდა მკაცრი ინდივიდუალური მიდგომის პერიოდი. ახლა კი, მაგალითად, იტალია, საფრანგეთი, გერმანია უბრუნდებიან იმის გაცნობიერებას, რომ სოციალური ცხოვრება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე პირადი.

„ნუ დაემდურებით მამაკაცებს“
        - თუ კი ვისაუბრებთ ტვინის აპარატში არსებულ განსხვავებაზე, შეინიშნება, რომ ქალებს ემოციურ სისტემაში სარკისებრი ნეირონები უფრო მეტი აქვთ, ვიდრე მამაკაცებს, - აგრძელებს პროფესორი. - ამით აიხსნება ქალების გაგების და თანაგრძნობის უფრო მაღალი შესაძლებლობა. ჩატარდა ექსპერიმენტები, როდესაც ორივე სქესის მოხალისეები განასახიერებდნენ ტკივილის, ტანჯვის მდგომარეობას.  ქალის ტვინი გაცილებით ძლიერად რეაგირებდა, ვიდრე მამაკაცის. ასე მოხდა ევოლუციის შედეგად: ბუნებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ზუსტად დედა, რომელიც ყველაზე მეტ დროს ატარებს ბავშვთან, იყოს ემოციურად ღია, ემპათიური, გახარებული და ამით დახმარება გაუწიოს სარკისებრ პრინციპს ბავშვის ემოციების განვითარებაში.
     - გამოდის, რომ აზრი არ აქვს მამაკაცების დადანაშაულებას იმაში, რომ ისინი არიან უგრძნობი და არ ღირს მათზე დამდურება?
     - დიახ, არ არის საჭირო ჩვენზე დამდურება (იცინის). ასეთია ბუნება. სხვათა შორის, არსებობს კიდევ ერთი საინტერესო ექსპერიმენტი, რომელიც გვიჩვენებს განსხვავებას მამაკაცსა და ქალს შორის. იწყება თამაში: მაგალითად, მე თქვენთან ერთად ვთამაშობ ვინმე მესამეს წინააღმდეგ, შემდეგ კი თქვენ განზრახ იწყებთ ჩემ წინააღმდეგ თამაშს, ეშმაკობთ. ამ შემთხვევაში, მე, მამაკაცი, საშინლად გავბრაზდები, ხოლო ქალი ასეთ საქციელს უწყინარ ხუმრობად მიიჩნევს. ანუ, ქალს უფრო მეტად სჩვევია პატიების უნარი, ბევრი რამის მიმართ იოლი დამოკიდებულება. მამაკაცი კი იმავე ღალატს აღიქვამს უფრო სერიოზულად და ნაკლებად მიმტევებელია.

                        როგორ შეუძლია  აზრით წარმოდგენას ფეხზე დააყენოს ავადმყოფი
      - თქვენ აღმოაჩინეთ სარკისებრი ნეირონები 20 წლის წინათ. ალბათ, მას შემდეგ,  სამეცნიერო კვლევების გარდა, იყო თქვენი აღმოჩენის მედიცინაში გამოყენების მცდელობა?
       - დიახ, ჩვენ ვმუშაობთ, რომ აღმოჩენა პრაქტიკულად გამოვიყენოთ, მათ შორის მედიცინაში. ცნობილია, რომ მოტორული სარკისებრი ნეირონები გვაიძულებენ აზრით წარმოვიდგინოთ და იგივე ქმედების რეპროდუცირება მოვახდინოთ, რომელსაც ვხედავთ, - თუ ამას აკეთებს სხვა ადამიანი, მათ შორის, სატელევიზიო ან კომპიუტერის ეკრანზე. მაგალითად, შენიშნულია: როდესაც ადამიანი უყურებს მოკრივეთა ორთაბრძოლას, მას ეძაბება კუნთები, შეიძლება მუშტებიც კი შეკუმშოს. ეს ტიპიური ნეიროეფექტია, მას ეფუძნება  ინსულტის შემდგომი, ალცჰეიმერის და სხვა დაავადებების აღდგენის ახალი ტექნოლოგია, რომელთა დროს ადამიანს ავიწყდება მოძრაობა. ახლა ჩვენ  ექსპერიმენტებს იტალიასა და გერმანიაში ვატარებთ.
ამ ექსპერიმენტების მნიშვნელობა შემდეგშია: თუ პაციენტის ნეირონები არ არის საბოლოოდ „დაშლილი“ და მხოლოდ მათი მუშაობაა დარღვეული, ვიზუალური ბიძგის გამოყენებით - გარკვეულ პირობებში აუცილებელი ქმედების ჩვენებით - შეიძლება ნერვული უჯრედების გააქტიურება, მათი იძულება „ასახონ“ მოძრაობები და კვლავ დაიწყონ მუშაობა, როგორც საჭიროა. ამ მეთოდს ეწოდება „სამოქმედო-დაკვირვების თერაპია“ (action-observation therapy), ექსპერიმენტებში ის იძლევა მნიშვნელოვან გაუმჯობესებას ინსულტით დაავადებულ პაციენტთა რეაბილიტაციის პროცესში.
მაგრამ ყველაზე გასაკვირი შედეგი მიიღეს, როდესაც ცდილობდნენ ამ თერაპიის გამოყენებას ადამიანების ჯანმრთელობის აღსადგენად სერიოზული ტრავმების, ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, როდესაც მათ ფაქტობრივად თავიდან უნდა ესწავლათ სიარული. როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში ტკივილი სიარულის დროს დიდხანს გასტანს, პაციენტი კოჭლობს და ა.შ. თუ მათ ტრადიციულად ვავარჯიშებთ და მოვამზადებთ, ამას ძალიან ბევრი დრო დასჭირდება. იმავდროულად, თუ სპეციალურად შექმნილ ფილმს ვაჩვენებთ შესაბამისი მოძრაობებით, მაშინ დაზარალებულთა ტვინში გააქტიურდება საჭირო მოტორული ნეირონები, და ადამიანები იწყენებ ნორმალურად სიარულს რამდენიმე დღეში.  ჩვენთვის, მეცნიერებისთვისაც კი, ეს - სასწაულია.

                                                        „გატეხილი სარკე“
        - პროფესორო, რა მოხდება, თუ ადამიანს დაუზიანდება სარკისებრი ნეირონები? რომელი დაავადების დროს შეიძლება მოხდეს   ეს?
        - სინამდვილეში, ადვილი არ არის, რომ მასიურად დაზიანდეს აღნიშნული ნეირონები, რადგან ისინი გავრცელებულია თავის ტვინის ქერქის მთელ ნაწილში. თუ ადამიანს ინსულტი დაემართა, მას უზიანდება ასეთი ნეირონების მხოლოდ ნაწილი. მაგალითად, ცნობილია: როდესაც დაზიანებულია ტვინის მარცხენა ნაწილი, ადამიანს ზოგჯერ არ ესმის სხვა ადამიანთა ქმედებები.
სარკისებრი ნეირონების ყველაზე სერიოზული დაზიანება დაკავშირებულია გენეტიკურ დარღვევებთან. განსაკუთრებით ხშირად ეს ხდება აუტიზმის დროს. რადგან ასეთ პაციენტთა ტვინში დაზიანებულია სხვა ადამიანთა  ქმედებებისა და ემოციების „ასახვის“ მექანიზმი, აუტიზმის მქონე ადამიანს უბრალოდ არ ესმის, რას აკეთებენ სხვა ადამიანები. მათ არ შეუძლიათ თანაგრძნობა, რადგან არ განიცდიან მსგავს გრძნობებს სიხარულისა თუ ემოციების ხილვისას. ყველაფერი ეს მათთვის უცნობია, შეიძლება შიში გამოიწვიოს, ამიტომ აუტიზმით დაავადებული პაციენტები ცდილობენ დამალვას, თავს არიდებენ კომუნიკაციას.
- თუ შესაძლებელი გახდა ამ დაავადების მიზეზის გარკვევა, მიაკვლიეს მეცნიერებმა მათი განკურნების გზას?
- ჩვენ ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად შესაძლებელია აუტისტი ბავშვების სრულად აღდგენა, თუ ეს მოხდება ძალიან მცირე ასაკში. ადრეულ ეტაპზე აუცილებელია ასეთი ბავშვების მიმართ მგრძნობელობის, თუნდაც სენტიმენტალურობის გამოჩენა: დედა, სპეციალისტი ბევრს უნდა ესაუბრებოდეს ბავშვს, ტაქტილური კონტაქტი ჰქონდეს მასთან, რათა ბავშვს განუვითარდეს მოტორული და ემოციური უნარები. მნიშვნელოვანია ბავშვთან თამაში, მაგრამ არა ისეთი თამაში, რომელსაც შეჯიბრის ხასიათი ექნება, არამედ როდესაც წარმატება მოდის მხოლოდ ერთობლივი ქმედებების შედეგად: მაგალითად, თუ ბავშვი მარტო ცდილობს ბაგირის გადაწევას, მას არაფერი გამოდის, თუ დედა ცდილობს, მასაც არაფერი გამოდის, მაგრამ თუ ერთად გააკეთებენ ამას, გარკვეულ პრიზს მიიღებენ. ასე ბავშვისთვის გასაგები ხდება: შენ და მე ერთად - ეს ძალიან მნიშვნელოვანია, არ არის საშიში, არამედ სასარგებლოა.

                                         ჩვენი უმცროსი ძმებიდან რომელს შეუძლია ჩვენი გაგება?
        - ბევრ ჩვენგანს ჰყავს შინაური ცხოველი, რომელიც ჩვენთვის ნამდვილი ოჯახის წევრია. ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ გავიგოთ მათი განწყობა, რატომღაც უფრო გააზრებულად დავამყაროთ მათთან ურთიერთობა. რამდენად არის ეს შესაძლებელი სარკისებრი ნეირონების წყალობით? აქვთ ისინი  კატებს და ძაღლებს?
         - რაც შეეხება კატებს, ამის გარკვევა ძნელია. ამისათვის დაგვჭირდება მათთვის ელექტროდების იმპლანტირება თავში, ხოლო ასეთი ექსპერიმენტების ცხოველებზე ჩატარება აკრძალულია. მაიმუნებთან და ძაღლებთან კი უფრო ადვილია: ისინი უფრო „შეგნებული“ არიან. თუ მაიმუნმა იცის, რომ გარკვეული ქცევისთვის ის მიიღებს ბანანს, მაშინ ის გააკეთებს იმას, რაც მეცნიერებს აინტერესებს. ძაღლთანაც შეიძლება ამის მიღწევა, თუმცა უფრო რთულია. ხოლო კატა, როგორც მოგეხსენებათ, დადის, სადაც უნდა, და აკეთებს იმას, რაც უნდა, - პროფესორმა გაიღიმა. - როდესაც ძაღლი ჭამს, ამას ისე აკეთებს, როგორც ჩვენ. ჩვენთვის ეს გასაგებია, რადგან იგივე ქმედებას ვახორციელებთ. მაგრამ როდესაც ძაღლი ყეფს, ჩვენს ტვინს არ შეუძლია იმის გაგება, თუ რას ნიშნავს ეს. სამაგიეროდ მაიმუნთან ბევრი გვაქვს საერთო, მათ ჩვენი კარგად ესმით სარკისებრი ნეირონების წყალობით.
         ასევე ჩატარდა ექსპერიმენტები, რომლებმაც აჩვენა, რომ სარკისებრი ნეირონები აქვს ზოგიერთ მგალობელ ფრინველს. მათ თავის ტვინის ქერქში აღმოუჩინეს უჯრედები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან  გარკვეულ ნოტებზე. თუ ადამიანი ასრულებს ამ ნოტებს, ფრინველის ტვინში აქტიურდება შესაბამისი ნეირონები.
                                              როგორ გავუუმჯობესოთ გუნება-განწყობა საკუთარ თავს
                                                                           და სხვებს
         - ბატონო პროფესორო, თუ ჩვენ ქვეცნობიერად აღვიქვამთ სხვა ადამიანების ემოციებს, მაშინ გამოდის, რომ, როდესაც ჩვენ ვუყურებთ საშინელებათა ფილმებს ან ტრაგიკულ  რეპორტაჟს ტელევიზორით, ჩვენ ავტომატურად ვიღებთ იგივე ემოციებს? ვთქვათ, იმედგაცრუებული ვართ, და გვიმუშავდება სტრესის ჰორმონი კორტიზოლი, რომელიც არღვევს ჩვენს ძილს, მეხსიერებას, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის და ა.შ.
       - დიახ, ავტომატურად ასე ხდება. მაშინაც კი, თუ თქვენ ცდილობთ დამშვიდებას და საკუთარი თავის გაკონტროლებას, ეს მხოლოდ ოდნავ შეასუსტებს რეაქციას, მაგრამ არ გაგანთავისუფლებთ მისგან.
       - მაგრამ, მეორე მხრივ, ალბათ, შეიძლება სარკისებრი ნეირონების მუშაობის იგივე პრინციპის გამოყენება გუნება-განწყობის გასაუმჯობესებლად ?
        - თქვენ მართალი ბრძანდებით. თუ ურთიერთობა გაქვთ პოზიტიურ, მხიარულ ადამიანთან, ან უყურებთ ფილმს, სადაც ასეთი გმირი მოქმედებს, მაშინ თქვენს ტვინში იგივე ემოციები ჩნდება. და თუ თქვენ გინდათ ვინმეს გუნება-განწყობის გაუმჯობესება, უფრო მაღალი ალბათობით მოახერხებთ ამას, თუ არ გექნებათ ტრაგიკული და თანაგრძნობის გამომხატველი სახის გამომეტყველება, არამედ კეთილგანწყობილი ღიმილი.











World needs mass deprogramming DeAmericanPopCulturezation.DeConsumerismzation.DeMaterialismzation.DeCapitalismzation.All this leads to the greatest evil on earth: Democracy*We human beings deserved better*. RC Christo.









Андрей Фурсов: Психоисторическая война – это систематическое долговременное воздействие на психосферу общества мишени, в основном его властной и интеллектуальной элиты. У психоисторической войны несколько уровней. Самый простой уровень информационный - это когда идет фальсификация фактов. Следующий уровень концептуальный – это когда фальсификация происходит на стадии пакетирования фактов. И, наконец, последний, это высший пилотаж, метафизический или смысловой уровень, когда к тебе в голову пытаются вогнать чужие смыслы. Когда, например, говорят, коллективизм – это плохо, индивидуализм – хорошо, деньги хорошо. Что такое свобода, честь? Важно деньги, реализация личности, свобода личности и так далее. Термин «психоисторическая война» или «психоментальная война» очень активно разрабатывал в своих работах Демос, но широкое распространение он получил после выхода в свет первой же книжки из семи Айзека Азимова «Основание» или «Foundation», ее у нас перевели как «Академия». Первый том вышел в 1951 году, но уже с 1954 года чтение книг Азимова из цикла «Академия» является обязательным в военной академии в Вест-Пойнте, США, потому что психоисторическая война – это вещь намного более серьезная и глубокая, чем информационная война. Повторяю, информационная война – это война на уровне фактов. Главная цель психоисторической войны полностью поменять модели мышления и поведения общества мишени, то есть поставить под контроль психосферу. Это то, что Запад пытался делать постоянно в отношении России, это то, что англосаксы сделали с немцами после 1945 года, заставили их каяться, и это то, что пытался Запад делать или пятая колонная его здесь, его коллаборационисты пытались делать в постсоветской России с 1991 года. Но, как говорится, бились, бились, только сами разбились, до сих пор из этого ничего не вышло. Мы не стали каяться за поражение в холодной войне, хотя и поражения не было, а была просто капитуляция верхушки. Психоисторическая война безусловно продолжается, она продолжается, мы видим передачи на телевиденье, которые пытаются внедрить вульгарно-идеалистические мотивы поведения. Нам показывают основную часть нашего населения, как законченных совершенно дебилов, это тоже элемент психоисторической войны.
Психоисторическая война бьет в основном по двум вещам: по идентичности, которую она старается применить, и по исторической памяти. Нужно защищать свою психосферу, это одна из главных вещей. Более того, в конце сороковых годов англо-американцы приняли план культурно-информационной войны против Советского Союза бессрочный. Первые результаты, они сказали, они проведут через 50 лет, но они управились за 40 лет. В 1989 году советская верхушка капитулировала, причем Запад убедил советскую верхушку в том, что Советский Союз проигрывает. И Горбачев 2-3 декабря 1989 года на Мальте все сдал, он действительно решил, что проиграли, и вдобавок ко всему он был предателем по натуре.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised