გენოციდი
რელიგია
როგორ უწყობს ხელს რელიგია დამნაშავეობას
ალექსანდრ ნოვაკი
ყველა რელიგია გამოიგონეს და შექმნეს სწორედ ხალხის მართვისათვის. მართვის ამ პროცესის გამარტივების მიზნით, აუცილებელი იყო ადამიანების ევოლუციურად გონიერი ცხოველების დონემდე დაშვება, რათა ისინი დამორჩილებოდნენ ჩუმად და უსიტყვოდ ...
1997 წელს ფედერალური ციხის ბიუროს (აშშ) მიერ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამერიკელთა 75% ქრისტიანები არიან, პატიმართა 75% - ქრისტიანები; ამერიკელთა 10% - ათეისტები, პატიმართა 0.2% - ათეისტები! მარტივმა გათვლებმა აჩვენეს, რომ აშშ-ში ქრისტიანები 7.5-ჯერ მეტი არიან, ვიდრე ათეისტები; მაგრამ პატიმრებს შორის ქრისტიანთა რიცხვი 375 ჯერ უფრო მეტია, ვიდრე ათეისტებისა!
„ახალ კრიმინოლოგიაში“ მაქს შლაპი და ედვარდ სმიტი აღნიშნავენ, რომ კრიმინალური სტატისტიკით დაკავებული ადამიანების უკვე ორმა თაობამ აღმოაჩინა, რომ ადამიანები, რომლებიც არ ეკუთვნიან არც ერთ რელიგიურ კონფესიას, შეადგენენ ყველა მსჯავრდებულთა 0.1%. შტაინერმა და შვანკარმა გამოკვლევები კანადის ციხეებში ჩაატარეს, სადაც აღმოაჩინეს 1294 კათოლიკე, 435 ანგლიკანელი, 241 მეთოდისტი, 135 ბაპტისტი და უნიტარული ეკლესიის 1 მიმდევარი.
როგორ ხდება, რომ რელიგიურად განათლებული ადამიანები ასობითჯერ უფრო საშიში არიან საზოგადოებისთვის, ვიდრე ისინი, ვისაც ღმერთი არ სწამს?
22 მიზეზი, თუ რატომ უწყობს ხელს რელიგია დამნაშავეობას
1. რელიგიებში ხშირია ჯოჯოხეთის ცნება, სადაც მარადიული ტანჯვა არსებობს წარმოუდგენელი მასშტაბით. ამ იდეას ბავშვებს უნერგავენ. მათ კი იმისათვის, რომ მიიღონ იდეა, რომ ზოგიერთი მათთვის ახლობელი ადამიანი ჯოჯოხეთის ცეცხლში სამუდამოდ დაიტანჯება, აღარ უნდა უთანაგრძნონ მათ. რელიგიებიც კი, რომლებიც ასწავლიან, რომ ჯოჯოხეთი მხოლოდ იმ ადამიანებისთვისაა, ვინც მართლა ჩაიდინა საშინელი დანაშაული, აიძულებენ სხვა ადამიანებისადმი თანაგრძნობის შეწყვეტას. თუ ადამიანი, განსაკუთრებით ბავშვი, ისწავლის, რომ არ უნდა თანაუგრძნოს ჯოჯოხეთში მარადიულ ტანჯვას, მაშინ მას შეუძლია რეალურ სამყაროშიც იგივე გააკეთოს. რადგან ხანმოკლე ტანჯვის მიმართ ამის გაკეთება უფრო ადვილია.
2. რელიგიური ადამიანები ხშირად გრძნობენ, რომ ღმერთი მართავს მათ ქმედებებს. ეს შეგრძნება შეიძლება დაეუფლოს ლოცვის დროს, ან შეიძლება იყოს ჩვეულებრივი ემოციური მდგომარეობა, რომელიც საშუალებას აძლევს ამ ადამიანებს გადაწყვიტონ, რომ მათი ემოციები და სურვილები ღვთის მიერაა სანქცირებული. ამრიგად, როდესაც მათ ზიანის მიყენების სურვილი უჩნდებათ, ისინი, სავარაუდოდ, არწმუნებენ თავს ასეთ ქმედებათა გამართლებაში, რადგან შთაგონებულია ზემოდან, უფლისგან.
3. თუ საზოგადოებაში ან რომელიმე ადამიანის ცხოვრებაში რაღაც ისე არ ხდება მორალური თვალსაზრისით, რელიგიურმა ადამიანმა ეს შეიძლება მიაწეროს იმას, რომ „შეუცნობელ არს გზანი უფლისანი“. ამას შეუძლია გამოიწვიოს ის, რომ ადამიანი აღარ განასხვავებს სიკეთესა და ბოროტებას და დარწმუნებული იქნება, რომ ყველაფერი ირგვლივ დიდი გეგმის ნაწილია.
4. რელიგიები ხშირად ასწავლიან, რომ ადამიანს საკუთარი მორალი რომ ჰქონდეს, მოტივირებული უნდა იყოს სამოთხის და ჯოჯოხეთის ცნებებით. აქედან გამომდინარე, ადამიანს არ აქვს მორალური სტიმული მოიქცეს კარგად გარე მოტივაციის გარეშე.
5. თუ ადამიანებს ჩააგონებენ, რომ ჯოჯოხეთი და სამოთხე აუცილებელია საზოგადოების მორალური საფუძვლების არსებობისთვის, აქედან გამომდინარეობს, რომ ლოგიკა მორალურ ქცევაში არ არსებობს. ანუ, დედამიწაზე ვერაფერს მიაღწევ კარგი საქმეებით, ასევე ცუდ საქმეებს არ ექნებათ სწრაფი შედეგი.
6. რელიგიები ხშირად ასწავლიან, რომ ღმერთის რწმენა და ლოცვა - მორალის საკითხია. ასე რომ, დამნაშავეს შეუძლია იფიქროს, რომ ცოდვების გამოსასყიდად საკმარისი იქნება, თუ მხოლოდ გულმოდგინედ ილოცებს.
7. რელიგიები ხშირად ცდილობენ საკმაოდ საკამათო საკითხები წარმოადგინონ, როგორც მორალურად მიუღებელი. მაგალითად, მასტურბაცია, ჰომოსექსუალიზმი ან მკრეხელური აზრები. ასეთი შეხედულებები ჩააგონებენ ადამიანებს, რის გაკეთება მათ არ შეუძლიათ, და ხარჯავენ მათი ნებისყობის მორალურ ძალას, რომლის გამოყენება მას შეეძლო იმისათვის, რომ წინააღმდეგობა გაეწია დანაშაულებრივი მისწრაფებებისთვის.
8. როდესაც მასტურბაციას, ჰომოსექსუალიზმს და ღვთისმგმობ აზრებს ეძლევა მორალური ტაბუს მნიშვნელობა, რელიგიური ადამიანი შეიძლება მივიდეს იმ დასკვნამდე, რომ ისინი ეთიკურად სხვა გადაცდომების ექვივალენტურია, როგორიცაა, მაგალითად, ძარცვა და გაუპატიურება. როდესაც ისინი ხედავენ, რომ მსოფლიო სავსეა მასტურბაციით, ჰომოსექსუალიზმით და ღვთისგმობით, შეიძლება იფიქრონ, რომ „მნიშვნელობა არ ექნება კიდევ ერთ ცოდვას ცოდვილ სამყაროში“.
9. ჯოჯოხეთის ცნება ასწავლის ადამიანებს მარადიულ ტანჯვას, კერძოდ, სასჯელს, როგორც შურისძიების აქტს მათთვის, ვინც ცუდი ადამიანია ან რაღაცით დაიმსახურა ღვთის რისხვა. ამან შეიძლება შექმნას ისეთი განწყობა, რომ ადამიანებისთვის ტანჯვის მიყენება მისაღებია სასურველის მისაღწევად.
10. რელიგიები ასწავლიან ხალხს ირწმუნონ სულიერ ცნებათა ძალიან სპეციფიკური ნაკრები და დაიჯერონ, რომ ეს ცნებები აბსოლუტური ჭეშმარიტება. თუმცა, ისინი ხედავენ სხვა ადამიანებსაც, ვინც არ იზიარებს მათ მოსაზრებებს და ხშირად სხვა ღირებულებები გააჩნიათ. ამდენად, რელიგიურ ადამიანთა დიდი ნაწილისთვის ერთადერთი გზა შეინარჩუნოს საკუთარ შეხედულებათა აბსოლუტური რწმენა და შეეწინააღმდეგოს რწმენის სხვა სისტემათა პოტენციურ ცდუნებას იმაშია, რომ შეწყვიტოს სხვა ადამიანებისადმი თანაგრძნობა, რომლებიც მოვლენებს ისე არ უყურებენ, როგორც ისინი, და უარი თქვან სამყაროს სხვა ადამიანის თვალით აღქმაზე. როცა ადამიანი არ ითვალისწინებს სხვა ადამიანების პოზიციას, იგი, ალბათ, ვერ განიცდის თანაგრძნობას მათ მიმართ და, შესაბამისად, შეძლებს მათთვის ზიანის მიყენებას.
11. ადამიანები ხშირად ამბობენ, რომ რელიგია მათ „სიკეთეს მოუტანს“, ზოგიერთი ადამიანი ამას იჯერებს და მიაჩნია, რომ ეს ავტომატურად მოხდება. ისინი არ აცნობიერებენ საკუთარი ნებისყოფის აუცილებლობას და არ ცდილობენ ისწავლონ საკუთარ ემოციებთან მუშაობა. ისინი აგრძელებენ მოლოდინს, რომ ყველაფერი თავის თავად მოხდება, ხოტბის და წმინდა წერილის წაკითხვის გზით.
12. თუ ადამიანს უკვე სჯერა, რომ ის ჯოჯოხეთისკენ მიმავალ გზას ადგას, და მიიჩნევს, რომ აღარ დარჩენია ცოდვების მონანიების საშუალება, ამ შემთხვევაში მას არაფერი შეაჩერებს სხვა ქმედების ჩადენისგან, რომელიც მას მოესურვება.
13. პირველყოფილი ცოდვის ცნება აძლიერებს იმ აზრს, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ ჩვენი დანაშაულებრივი მოტივებისთვის წინააღმდეგობის გაწევას.
14. რელიგიები ასწავლიან ადამიანებს დაუჯერონ ეკლესიას, მქადაგებლებს, წმინდა წერილს და სხვა. ამან შეუძლია შეუქმნას ადამიანებს შინაგანი სურვილი ანდონ სხვებს იმის თქმა, თუ რა არის ცუდი და რა არის კარგი. შედეგად ის უფრო მგრძნობიარე გახდება პროპაგანდის და თანატოლების ზეწოლის მიმართ.
15. ადამიანები სწავლობენ იმაზე, რასაც ხედავენ. ისინი ბაძავენ მათ გარშემო მყოფ ადამიანებს, განსაკუთრებით მათ, ვინც უკეთესად მიაჩნიათ, ვიდრე საკუთარი თავი. ეს ეხება ღმერთის პერსონიფიკაციასაც. ასეთი რეაქცია ხშირად აბსოლუტურად ქვეცნობიერია. როდესაც ისინი ხედავენ, თუ რამდენი ტანჯვა მოაქვს ღმერთს ამქვეყნად, როდესაც ხედავენ, რა საშინელებებს აკეთებს ის რელიგიურ ტექსტებში, ამას შეუძლია შექმნას მსგავსი ქმედებების ჩადენის ფარული ქვეცნობიერი სურვილი.
16. როდესაც ადამიანებს ასწავლიან დაემორჩილონ ღმერთს და სრულიად ენდონ მას, მათ შეიძლება გაუჩნდეთ უმწეობის განცდა საკუთარი გადაწყვეტილებების მიღების წინ. რაც შეამცირებს მათ შესაძლებლობებს დანაშაულებრივი სურვილის აღსაკვეთად.
17. თუ ადამიანს მიაყენეს ზიანი უბედური შემთხვევის შედეგად ან შემთხვევით, ეს ჩვეულებრივ ნაკლებად ტრავმულია, ვიდრე მაშინ, როდესაც სხვა ადამიანი განზრახ აყენებს მას ზიანს. თუ ადამიანის ცხოვრება განსაკუთრებით რთულია, რაც ყველაზე მეტად ეხება დამნაშავეთა უბრავლესობას, უფრო სავარაუდოა, რომ ის შეიძლება იყოს ბევრად ემოციურად ტრავმირებული იმ უბედურების გამო, რაც მას თავს გადახდა, რადგან მას სწამს, რომ ეს შემთხვევით არ მომხდარა, არამედ უფლის ნებით. დამატებითი ტრავმა ზრდის ასეთ პიროვნებათა მდგომარეობის არასტაბილურობას.
18. ბოროტების ცნება ხშირად გამოიყენება ცალკეულ პიროვნებათა მიმართ. ადვილი და მოსახერხებელია იმის დაჯერება, რომ სერიული მკვლელები შეპყრობილნი არიან ძლიერი და დაუმარცხებელი ბოროტებით, რომელიც უმაღლესმა ძალამ შთააგონა მათ. პრობლემა, როდესაც ბოროტების ცნება სხვა ადამიანებზე გადადის, არ არის განსაკუთრებით საშიში. როდესაც თქვენ იღებთ იდეას, რომ პლანეტაზე ზებუნებრივი ბოროტება არსებობს, თქვენთვის უფრო ადვილია იმის დაჯერება, რომ თქვენი ცოლი, რომელმაც გიღალატათ და გული გატკინათ, ბოროტების განსახიერებაა. ამან შეიძლება საფუძველი ჩაუყაროს ამ ადამიანზე გამართლებულ შურისძიებას. თუ გვჯერა, რომ ადამიანები ბოროტებას განასახიერებენ, ეს ამცირებს ამ ადამიანებზე გავლენის მოხდენის რწმენას, რადგან გვჯერა, რომ ცუდი საქმე ყოვლისშემძლე ზებუნებრივი წყაროდან მოდის.
19. ზოგჯერ, როდესაც ადამიანი განიცდის ემოციებს, რომლებსაც შეუძლიათ შთააგონონ დანაშაულის ჩადენა, ის ამის შესახებ აუცილებლად ვინმესთან ისაუბრებს, შეიძლება პროფესიონალურ დახმარებასაც მიმართოს. რელიგიური ადამიანი, ალბათ, რელიგიას მიმართავს და ამის შესახებ ისაუბრებს იმ ადამიანებთან, რომლებსაც არ გააჩნიათ დანაშაულის პრევენციის ფსიქოლოგიური უნარი.
20. არსებობს დანაშაულის ან სხვა საშიშ ქმედებათა ჩადენის რიცხვითი ლოგიკური არგუმენტები. თუ გადახედავთ ადამიანზე დანაშაულის ჩადენის გრძელვადიან შედეგებს და გაანალიზებთ მათ მშვიდ და ეგოისტურ ლოგიკაზე დაყრდნობით, მიხვდებით, რომ დანაშაულთა დიდი ნაწილის ჩადენას აზრი არ აქვს. თუმცა, ზოგჯერ ჩვენი ხანმოკლე ემოციები სხვა რამეზე მეტყველებენ. ჩვენ შეიძლება გაგვიჩნდეს სურვილი, მაგალითად, ვინმეზე შური ვიძიოთ ან რაღაც მოვიპაროთ, რაც ნამდვილად ძალიან გვჭირდება. რელიგიური ადამიანი ნაკლებად ექვემდებარება მშვიდ ლოგიკას და ამდენად ნაკლებად ფიქრობს რეალურ სამყაროზე და მისი ქმედებებით გამოწვეულ გრძელვადიან შედეგებზე.
21. ცხადია, რომ ჩვენ საზოგადოებაში ძალადობა და დანაშაული ხალხში ინტერესს იწვევს. გასაკვირი არ არის, რატომაა ჩვენი ფილმები ძალადობით გაჯერებული, რატომ უკავია ნეგატიურ ახალ ამბებს მეტი საეთერო დრო, ვიდრე ნეიტრალურს. ამის მიზეზი ისაა, რომ ძალადობა გვაინტერესებს და გვიზიდავს. თუ ჩვენ ღმერთის ხატად და მსგავსად ვართ შექმნილი, მაშინ ნუთუ ღმერთს არ გააჩნია ძალადობის მიმართ იგივე ინტერესი, როგორც ჩვენ? ხომ არ არის მისაღები ძალადობისადმი მიმართვა, რადგან ეს ჩვენი ღმერთისთვისაც გასართობს წარმოადგენს? ვიღაცას შეუძლია ამტკიცოს, რომ არავინ არ ფიქრობს ასე. მაგრამ, თუ ამას რელიგიური თვალსაზრისით შეხედავთ, ამას აზრი აქვს. თუ ათასი რელიგიური ადამიანიდან ერთი მაინც ასე ფიქრობს, საზოგადოებისთვის შედეგები შეიძლება გამანადგურებელი აღმოჩნდეს.
22. როდესაც ადამიანებს ასწავლიან, რომ იმქვეყნიური ცხოვრება მარადიულია და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე მიწიერი, ან რომ ჩვენ სამყაროს აზრი არ აქვს იმქვეყნიური სამყაროს არსებობის გარეშე, ეს აუფასურებს ჩვენ სამყაროს და მის ხალხს. ეს საშუალებას აძლევს დამნაშავეს თავის ქმედებებს მოუძებნოს გამართლება. თუ მარადიულობას შევადარებთ, ადვილია იმის თქმა, რომ ჩვეულებრივი დანაშაული უბრალოდ უმნიშვნელოა.
* * *
ზემოაღნიშნულს უნდა დაემატოს, რომ ნებისმიერი ცოდვის მიტევებისა და ინდულგენციების გაყიდვის (ცოდვებისგან დასაცავი თავისებური ქრისტიანული სადაზღვევო პოლისი) ძველმა საეკლესიო პრაქტიკამ ყველაზე მეტად შეუწყო ხელი შთაეგონებინათ სამწყსოსთვის დაუსჯელობისა და ყველაფრის ნებადართულების გრძნობა, რამაც ძალიან სწრაფად გამოიწვია ზნეობრივი დაცემა და დანაშაულის უპრეცედენტო ზრდა.
ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ წინაპართა ჭეშმარიტი რწმენა (სიტყვა რწმენა - ВЕРА მომდინარეობს სიტყვებიდან Ведать - ცოდნა და Ра - სინათლე) - ვედური მსოფლმხედველობაა! ის კი, თავის მხრივ, ეფუძნება დღევანდელობას და არა ბრმა ათეიზმს! ჭეშმარიტი ათეიზმია, როდესაც ადამიანს ესმის, რომ მის ყველა ქმედებაზე მან პასუხი უნდა აგოს საკუთარი თავის წინაშე, რითაც, „სულიერი“ თვალსაზრისით, აფერხებს თავის, როგორც პიროვნების, ევოლუციურ ზრდას და განვითარებას. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვიმოქმედებთ ცოცხალი მატერიის (რომლის ნაწილს ადამიანიც წარმოადგენს) ევოლუციური განვითარების ჭეშმარიტი კანონების ცოდნის და გაააზრების შესაბამისად, ჩვენ არ დავიწყებთ ჩვენი საძაგელი ქმედებების გამართლების ძებნას რელიგიაში, არ მივმართავთ უფალ ღმერთს, რათა პატიება ვთხოვოთ ჩადენილი ბოროტების გამო, არ ვიცხოვრებთ ალალბედზე ზეცაში საუკუნო ცხოვრების მოლოდინში, რომლის მნიშვნელობა რელიგიებმა და ეკლესიამ დაამახინჯეს.
ჭეშმარიტი ათეიზმი, კომუნისტური იდეოლოგიის მიერ თავსმოხვეული ათეიზმისგან განსხვავებით, როდესაც ბრმად სჯეროდათ ღმერთის არარსებობა, და ამით მთავრდებოდა მთელი ცოდნა სამყაროსა და ევოლუციის შესახებ, - ეს იმის ცოდნაა, რომ არავითარი ღმერთი, როგორც ყოველივე არსებულის შემქმნელი, არ არსებობს. რომ ყველა ადამიანს შეუძლია გახდეს ღმერთი, თუ თავის განვითარებაში მიაღწევს მაღალ ევოლუციურ დონეს, რომელიც საშუალებას მისცემს მართოს სივრცეები და მატერიები.
ჭეშმარიტი ათეიზმი - ეს ის ათეიზმია, როცა ადამიანს არ ეშინია ღმერთის, რომელიც მას დასჯის ან მიუტევებს ნებისმიერ გადაცდომას (ცოდვას), თუმცა შეგნებულად არ განახორციელებს რაიმე ქმედებას, რომელიც მიზნად ისახავს სხვა ადამიანების ცხოვრების დანგრევას, თუ, რა თქმა უნდა, ეს არ უქმნის საფრთხეს მის პირად ცხოვრებას და არ იწვევს მისი ოჯახის დაცვის აუცილებლობას სამშობლოს მტრებისგან. ჩვენმა წინაპრებმა ძალიან კარგად იცოდნენ, რომ როდესაც სიცოცხლეს ასალმებდნენ ვინმეს თავისი ახლობლების დასაცავად, თავადაც კარგავდნენ თავისი განვითარების ნაწილს და ამიტომ განწირული იყვნენ ჯოჯოხეთისთვის (დედამიწის ქვედა ასტრალური დონისთვის), მაგრამ სამშობლოს დასაცავად ბრძოლაში სიკვდილი ყოველთვის იყო პატივსაცემი, და მეომართა გმირობა ყოველთვის ტოვებდა კვალს მათი გენეტიკის მატარებლებში და გადადიოდა თაობიდან თაობამდე.
ჯერ კიდევ პერუნის სანტია ვედებში, რომლებიც 25 000 წელზე მეტს ითვლიან, საუბარია ცხოვრებაში ადამიანის ცოდვებისა და მათი როლის შესახებ. ჩვენმა წინაპრებმა იცოდნენ, რომ ბრძენი წიგნების მხოლოდ შესწავლა ხელს არ შეუწყობს მათ განვითარებას, და როგორი ბრძენიც არ უნდა იყოს თითოეული ჩვენგანი, ჩადენილი ბოროტებისთვის ყველამ პასუხი უნდა აგოს, და ყველა ქმედება აისახება ჩვენ განვითარებაზე, აფერხებს ან აჩქარებს მას:
„ბევრი ფიქრობს, რომ ყველა, ვინც ვედებს შეიცნობს, - უცოდველია, მაშინაც კი, როცა ბოროტებას სჩადის ... მაგრამ არც ჰიმნები სამყაროს შეცნობის სიბრძნიდან, არც გამონათქვამები სამყაროს ბრწყინვალების სიბრძნიდან, არც შელოცვა სიცოცხლის სიბრძნიდან ... არ გადაარჩენს მათ, ვინც ბოროტებას სჩადის ... და ყველა პასუხს აგებს მათი უკანონობის გამო ...“
ეს ციტატა კარგად ასახავს იმას, თუ რით არის დაავადებული საზოგადოება რელიგიების ბატონობის გამო, როდესაც წმინდა წიგნების თაყვანისცემა დოგმად იქცა, და ამაზეა აგებული ყველა რელიგიური სწავლება:
„წმინდა ჰიმნები და საგალობლები არ გადაარჩენენ სიმრუდისგან მას, ვინც უნებისყოფოდ იტყუებს თავს, ვინც იმყოფება გრძნების და საკუთარი ილუზიების სამყაროში...“
შეგიძლიათ რამდენიც გინდათ ახალოთ თავი გოდების კედელს, ნოხით მოფენილ იატაკს, თორებს, თალმუდებს, ბიბლიებს, ყურანებს, - ამ ქმედებებში არავითარი სიწმინდე არ არის და ამ ქმედებებს არავითარი ღირებულება არა აქვს. უბრალოდ ნულოვანია!
ქვემოთ მოყვანილია ციტატა „სლავურ-არიული ვედებიდან“, პერუნის სანტიო ვედებიდან, სანტია 4-დან იმის შესახებ, თუ რა ცოდვები ელოდება ადამიანებს და რომელია მათ შორის ყველაზე ცუდი, ასევე რა ცდუნებებს უნდა აარიდოთ ცხოვრებაში თავი, რადგან მათ მიჰყავთ ადამიანი ცოდვებისკენ და არ აძლევენ განვითარების საშუალებას:
„ადამიანებიდან, ვინც შეპყრობილია უსამართლო რისხვით და თექვსმეტი სხვა მანკიერებით, ასევე ვინც არღვევს ღმერთების და წინაპრების მცნებებს და შეპყრობილია ცამეტი მავნეობით - ცოდვილია. ხოლო, ვისაც აქვს სუფთა და ნათელი სული, და ცხოვრობს წინაპართა ანდერძის თანახმად, - უცოდველია ... უსამართლო რისხვა, ავხორცობა, სიხარბე, შეცდომა, ჟინი, სისასტიკე, დრტვინვა, პატივმოყვარეობა, მწუხარება, სურვილი, შური, ზიზღი, გარყვნილება, სხვისი სურვილი, დეპრესია, ბოღმა - ეს არის ადამიანთა მოდგმის ნაკლი, ამიტომ ადამიანებმა თავი უნდა აარიდონ ამ თექვსმეტს ნაკლს ... თითოეული მათგანი უდარაჯდება ადამიანებს, სურთ მათი ხელში ჩაგდება, ჩასაფრებული არიან, როგორც მონადირე ნადირზე ... მკვეხარა, ავხორცი, ამპარტავანი, გულღვარძლიანი, მერყევი ადამიანისთვის, რომელიც უარს ამბობს დაცვაზე, ეს ექვსი ცოდვაა დამახასიათებელი, რომელსაც სჩადიან უკანონო ადამიანები, მიუხედავად მათი დიდი საფრთხისა ... სიამოვნების მიღების სურვილი, მტრობა, საკუთარი გულუხვობით ტრაბახი, ძუნწობა, სხვა ადამიანების ჩაგვრა, სიცრუე, ნებისყოფის სისუსტე, საკუთარი გაცნდების განდიდება, ლადა-ცოლის მიმართ სიძულვილი, - ესაა ყველაზე დიდი ცხრა მტერი ადამიანისა ...“
ვედებში ასევე ნათქვამია იმ თვისებათა შესახებ, რომლებიც საშუალებას აძლევენ ადამიანს წინ წაიწიონ თვითგანვითარებაში ევოლუციური გზით:
„თვითგანვითარებას ახასიათებს თვრამეტი თვისება: თავშეკავება ქმედებაში, უმოქმედობასა და მიზანდასახულობაში, უსამართლობის, დაგმობის, თავმოყვარეობის, ქვენა სურვილების, უსამართლო რისხვის, მწუხარების, სიხარბის, დამსმენობის, შურის, ბოროტების სურვილის, გაღიზიანების, მოუსვენრობის, გულმავიწყობის, მრავალსიტყვაობის, ქედმაღლობის აღკვეთა. ამრიგად, ადამიანი, რომელიც მიხვდა, თუ რა არის თვითგანვითარება ... გამოფხიზლებას იწყებს, მას რვა თვისება გააჩნია: სიწმინდე, ფიქრის უნარი, თვითჩაღრმავების უნარი, კვლევის უნარი, აუღელვებლობა, პატიოსნება, უმანკოება, გონების მოკრების უნარი ... იყავით მართალი სულით, სამყაროს მართავს ჭეშმარიტება. მათი კარები - ჭეშმარიტებაა; რადგან თქმულია, რომ ჭეშმარიტებაშია უკვდავება ...“
ჩვენი წინაპრებმა ძალიან ზუსტად შენიშნეს, რომ ადამიანი, რომელიც მიხვდა, თუ რა არის თვითგანვითარება, ფხიზლდება. აქ მხედველობაშია არა ალკოჰოლური სიფხიზლე, არამედ სულიერი - შაბლონების, სტერეოტიპების, დოგმატების და სხვა რწმენის არარსებობა, რომელიც არ აძლევს საშუალებას სრულად გააცნობიეროს სამყარო და მისი სიდიადე და თავად იყოს თავისი სიცოცხლის შემოქმედი.
„რელიგია ხელს უშლის ადამიანებს ხედავდნენ, რადგან მარადიული სასჯელის შიში უკრძალავს მათ დანახვას ...“ დ. დიდრო
მხოლოდ რელიგიისგან გამოფხიზლებულ ადამიანს, ანუ ჭეშმარიტ ათეისტს, შეიძლება გააჩნდეს ფიქრის უნარი - მისი ტვინი თავისუფალია დოგმატებისგან და არ არის შეზღუდული სამყაროს შეცნობასა და განვითარებაში, სიწმინდე - არ ნიშნავს ადამიანის კანონებისთვის თაყვანის არცემას, არამედ ბუნების კანონების ცოდნას და გაგებას, რადგან ისინი აბსოლუტურია, მათგან განსხვავებით, რომლებსაც იღებს ადამიანი, და რომლებიც ხშირად ცდილობენ გაამართლონ მისი ბარბაროსული დამოკიდებულება ყველაფრის მიმართ, რაც მის გარშემოა.
წმინდანობის (праведность) ცნება მომდინარეობს სიტყვიდან правь - კანონების სამყაროდან, ღმერთების სამყაროდან, რომლებმაც დააწესეს ეს კანონები ჩვენი სამყაროს განვითარებისთვის. ეს ბუნების ურყევი კანონებია, რომლის მიხედვითაც ვითარდება მთელი ცოცხალი მატერია. და არა აქვს მნიშვნელობა, ვიცით თუ არა ჩვენ ამის შესახებ, გვწამს თუ არა მისი - ეს კანონები არსებობენ მიუხედავად ჩვენი მათდამი დამოკიდებულებისა. ამ კანონების მიხედვით ცხოვრობს და ვითარდება ყველაფერი გარდა, სამწუხაროდ, ადამიანისა, რომელმაც თავი ბუნების, ევოლუციის კანონზე მაღლა დააყენა, საკუთარი თავი ბუნების მბრძანებლად გამოაცხადა, თუმცა წარმოდგენაც კი არ აქვს, როგორ ცხოვრობს და ვითარდება ბუნება.
მხოლოდ გამოფხიზლებულ ადამიანს გააჩნია კვლევის უნარი! მხოლოდ ნათელ გონებაში შეიძლება გაჩნდეს გლობალური და სიღრმისეული ანალიზის ნიჭი, რომელიც მოიცავს ჩვენი წარსული ცხოვრების დროის დიდ მონაკვეთს. მთელი სურათის დანახვის უნარი, მოზაიკის ნაწილაკების მოძებნა და მათი ერთად დალაგება, ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ მთლიანი სურათის შექმნა და ყველაფრისა, რაც ხდება ჩვენ სამყაროში. ამ სახის ქმედებებისთვის მართლაც აუცილებელია ფხიზელი გონება, შაბლონებისგან თავისუფალი, რომლებიც თავს მოახვიეს ფსევდომეცნიერებმა, სამყაროს შესახებ ადამიანების მიერ დადგენილი შეხედულებებისგან, ცრუ თეორიებისგან და ფალსიფიკაციებისგან, რომლებიც სპეციალურად უქმნიან არასწორ შთაბეჭდილებას მათ, ვინც ცდილობს გაიგოს რაღაც თავისთვის.
მხოლოდ ფხიზელი ადამიანი შეიძლება იყოს პატიოსანი, პირველ რიგში, საკუთარი თავის წინაშე, რათა აღიაროს ის ახალი ფაქტები, რომლებიც მას შეუძლია აღმოაჩინოს საკუთარი თავის და ჩვენ გარშემო არსებული სამყაროს შესწავლისას, ასევე წარსულის ნამდვილი რეალობა, რომელიც ახლა უკუღმაა გადმობრუნებული 99% -ით!
მრავალ ადამიანს, ვინც ილუზიის სამყაროში ცხოვრობს, არ მოესურვება ჭეშმარიტების მიღება, თუ მათ მხარში არ ამოუდგებიან მეგობრები, ნათესავები და ახლობლები. ისინი უფრო სიმართლის უარყოფას არჩევენ, ვიდრე თავს უფლებას მისცემენ გამოეყონ უნებისყოფო ადამიანთა საერთო მასას, რომელსაც ყველა დროს მართავდნენ ერთი და იმავე პრინციპით - პური და სანახაობა!
„ყველა რელიგია ზნეობრიობას საფუძვლად უდებდა მორჩილებას, ანუ ნებაყოფლობით მონობას...“ ა. გერცენი.
დასასრულს, მინდა შევახსენო ყველას, ვინც ჯერ კიდევ ვერ გამორკვეულა რელიგიური სიცრუისგან, რომ აუცილებელია მკაფიოდ ცოდნა იმისა, რომ რელიგიური ინსტიტუტები ყოველთვის იყო საერო, ანუ ხელისუფლების ნაწილი! ეს, როგორც ახლაა მიღებული ხელისუფლების დაყოფა სხვადასხვა განშტოებად: საკანონმდებლო, აღმასრულებელი, სასამართლო. ზოგჯერ ამ სამ შტოს უმატებენ დამოუკიდებელს -მედიას. მაგრამ ავიწყდებათ იმის თქმა, რომ ეკლესია და რელიგიები ასეთივე განუყოფელია სხვა შტოებისგან - ეს სულიერი ხელისუფლების შტოა. წარსულის შესწავლისას შეიძლება მხოლოდ ერთი რამის აღმოჩენა: ეკლესია და რელიგია ყოველთვის იდგნენ მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნის ნებისმიერი ხელისუფლების სათავეში!
ჭეშმარიტად, რაც მართლაც მნიშვნელოვანია, ყოველთვის დამალულია ხალხისგან და წარმოჩენილია, როგორც ნაკლებად მნიშვნელოვანი ან საერთოდ არარსებული.
===========
მოსახლეობისთვის ტვინის გამორეცხვის ათი გზა
ავტორი იგორ ნიკოლაევი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, ეკონომიკის უმაღლესი სკოლის პროფესორი
ყველა დიდი ხანია ცნობილი და გაკრიტიკებულია, მაგრამ ეს არაფერს არ ცვლის.
რუსეთში დღეს მართავენ ისე, როგორც ამის შესახებ აღნიშნავდა ამერიკელი პროფესორი ნოამ ხომსკი. როგორ, ჩვენი ხელისუფლება ამერიკელების რეკომენდაციებით მოქმედებს? არა, არა, დამშვიდდით. ჩემ მიერ ხსენებულ პროფესორს არავითარი რეკომენდაციები არ მოუცია: მან მხოლოდ ჩამოაყალიბა ხალხის მასმედიის საშუალებით მანიპულირების 10 გზა. ამასთან აუცილებელი არ არის, რომ ეს რუსეთს ეხებოდეს.
ვინ არის ნოამ ხომსკი? გამოჩენილი ამერიკელი მეცნიერი, ლინგვისტი და პოლიტიკური პუბლიცისტი, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის პროფესორი. ზოგადად, ინტელექტუალი. გასაგებია, რომ დღეს სიტყვა „ინტელექტუალი“ თითქმის შეურაცხმყოფელი გახდა, მაგრამ ამის შესახებ მოგვიანებით.
გთავაზობთ მანიპულირების 10 მეთოდს. განვიხილოთ და შევაფასოთ ისინი, აქტუალურია თუ არა თანამედროვე რუსეთისთვის.
მეთოდი 1. ყურადღების გადატანა. აქ ყველაფერი მარტივია: რაც უფრო მეტად ადამიანებს ყურადღება გადააქვთ შიდა სოციალური პრობლემებიდან, მით უფრო ადვილია მათი მართვა. მოაზროვნე ადამიანები სისტემას არ სჭირდება. როგორც ხომსკი წერდა თავის წიგნში „ჩუმი იარაღი მშვიდი ომებისთვის“, „მინდვრიდან - პირდაპირ ბაკში შერეკვა, ისევე როგორც ყველა სხვა ცხოველისა“. თუ ადამიანები დაფიქრდებიან, მათ შეუძლიათ რაღაც დასკვნამდე მისვლა. აქედან გამომდინარე, დღეს ჩვენ ვართ საზოგადოების ყურადღების გადატანის მოწმენი შიდა აქტუალური სოციალური პრობლემებიდან. მაგალითად, ფაქტია, რომ მოსახლეობის რეალურად არსებული შემოსავალი ეცემა ზედიზედ მეოთხე (!) წელია. 2017 წელსაც კი, როდესაც იანვარ-სექტემბერში მათი წილი ყოველწლიურად 1.2%-ით მცირდებოდა, ამის შესახებ ოფიციალური მედია ცდილობს არაფერი თქვას. სამაგიეროდ, დიდი ყურადღება ეთმობა საგარეო პოლიტიკურ თემებს: შეერთებული შტატები, უკრაინა, სირია ... პლუს სიუჟეტები სპორტული მიღწევების შესახებ, შოუბიზნესის ახალი ამბები ან კიდევ მსგავსი რამ.
მეთოდი 2: პრობლემის შექმნა და შემდეგ ამ პრობლემიდან გამოსავალის შეთავაზება. ამას ასევე ახორციელებს ხელისუფლება. გავიხსენოთ პენსიების ინდექსაცია 2016 წელს. მოგეხსენებათ, რომ რუსეთში მოქმედებდა კანონი, რომლის მიხედვითაც პენსიები უნდა ყოფილიყო ინდექსირებული წინა წლის ინფლაციის გათვალისწინებით. მაგრამ 2016 წლის დასაწყისში პენსიები ინდექსირებული იყო მხოლოდ 4% -ით, როდესაც ფაქტიური ინფლაცია 2015 წლის შედეგებით შეადგენდა 12.9% -ს. ნათელია, რომ ამან მნიშვნელოვნად გააუარესა პენსიონერთა ფინანსური მდგომარეობა. თუმცა, 2016 წლის შემოდგომაზე, გადაწყდა პენსიონერებისთვის გადაეხადათ ერთჯერადი კომპენსაცია 5 000 რუბლის ოდენობით (რაც2017 წლის დასაწყისში გაკეთდა). კლასიკაა: შექმნეს პრობლემა, შემდეგ კი შესთავაზეს მისი გადაწყვეტის გზა. სინამდვილეში, ერთიანად გადახდილმა თანხამ ვერ აუნაზღაურა პენსიონერებს დანაკარგი. აქედან გამომდინარე, ეს მხოლოდ გამოიყურებოდა, როგორც პრობლემის მოგვარება.
მეთოდი 3. თანდათანობით გამოყენება. კარგი მაგალითია, რომელიც ამჟამად რეალიზაციის პროცესშია: საპენსიო ასაკის გაზრდა რუსეთში. გაიხსენეთ: ჩვენ მრავალი წელი გვეუბნებოდნენ, რომ ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდებოდა. შემდეგ რიტორიკა ნელ-ნელა შეიცვალა, და ახლა - დასაწყისისთვის - ასწიეს საპენსიო ასაკობრივი თამასა მოხელეებისთვის. დღეს უკვე საიდუმლოება არ არის, რომ ერთ-ერთი მთავარი წინადადება ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების პროგრამაში, რომელიც უნდა განხორციელდეს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ 2018 წელს, არის საპენსიო ასაკის გაზრდა (კაცებისთვის - 65 წლამდე, ქალებისთვის - 63 წლამდე). და დღეს, მიაქციეთ ყურადღება, ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი რატომღაც უკვე არ ამბობს, რომ ასეთი რამ არ მოხდება. მოხდება, როგორც არ მოხდება, ეჭვი არ შეგეპაროთ.
ეს არის თანდათანობით გამოყენება მოქმედებაში.
მეთოდი 4. შესრულების გადავადება. მასების მანიპულირების ეს მეთოდი მჭიდროდ უკავშირდება წინას. მაგალითად, სამედიცინო დახმარების თანადაფინანსება. სინამდვილეში, ეს პრაქტიკულად უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს. თუმცა, 2017 წლის ოქტომბერში, ასეთი შესაძლებლობის შესახებ განცხადება ზევიდან გაკეთდა. ასე რომ ახლა დროის საქმეა, თან ყველაფერი ძალიან მალე მოხდება, როცა ეს ყველაფერი ოფიციალურად იქნება აღიარებული არა მხოლოდ როგორც შესაძლო, არამედ აუცილებელიც. მოამზადეთ თქვენი ფულები - და ამასთან ნუ დაგაბნევთ რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის 41-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო და მუნიციპალური ჯანდაცვის დაწესებულებებში სამედიცინო დახმარება უფასოა!
რატომ არის ეს მეთოდი - შესრულების გადავადება - მნიშვნელოვანი ხელისუფლებისთვის? იმის გამო, რომ ხალხი, როგორც წესი, უფრო მალე დათანხმდება უსიამოვნებას, თუკი ხელისუფლება დაპირდება, რომ ეს დღეს კი არა, ხვალ-ზეგ მოხდება.
მეთოდი 5. ხალხისადმი მიმართვა, როგორც პატარა ბავშვებისადმი. ამ მეთოდის არსი ნათელია. თუ ხალხს მიმართავენ, როგორც პატარა ბავშვებს, მაშინ ხელისუფლებას უფლება აქვს, არცთუ უსაფუძვლოდ, ჰქონდეს იმედი, რომ მის მიმართაც დამოკიდებულება ექნებათ, როგორც „შვილის“ მიმართ. პრინციპში, გათვლა აბსოლუტურად სწორია. თუმცა, ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ სწორედ ამ მეთოდს რუსეთის ხელისუფლება აშკარად არასაკმარისად იყენებს. ვფიქრობ, ეს იმიტომ ხდება, რომ ასეთი ფორმის პროპაგანდისტული გამოსვლებისთვის ადგილი აღარ რჩება. ამ მეთოდს ცვლიან სხვა მეთოდები, რომელთა შესახებ საუბარი ქვემოთ იქნება. როდესაც ძლიერი და უბრალოდ პროპაგანდისტული გამოსვლები გარკვეულწილად ემოციურად შეფერილია, მაშინ აღარ რჩება დრო ხალხისადმი მიმართ „ბავშვური“ ფორმის გამოსაყენებლად.
მეთოდი 6. უფრო მეტად ხაზი გაესვას ემოციებს, ვიდრე მოსაზრებებს. შეიძლება ბევრი მაგალითის მოყვანა, როდესაც მაღალჩინოსანთა და მედიის მთავარ პროპაგანდისტთა გამონათქვამებმა მიიღეს აუცილებელი ემოციური ელფერი ... არც კი ვიცი, ღირს კი მაგალითის სახით მოვიყვანო რამე უკანასკნელიდან, რადგან ჩვენი ცხოვრება მუდმივად მდიდრდება რაღაც მსგავსით. და კიდევ: მიაქციეთ ყურადღება, როგორი ერთნაირი ინტონაციით იუწყებიან ცნობილი პროპაგანდისტები, როდესაც აქცენტებს ანაწილებენ ...
მეთოდი 7. ხალხის უმეცრებაში ყოფნა, უფერულობის კულტივირება. ნათელი მაგალითი იმისა, თუ როგორ ხორციელდება ხალხის მანიპულირების აღნიშნული მეთოდი, - სატელევიზიო არხებზე ჩვენი გაუთავებელი თოქ-შოუებია. სიუჟეტის სახით იქ მასიურად იყენებენ ყოველდღიური ცხოვრებიდან ყველაზე ბინძურ მომენტებს, სადაც, საუკეთესოდ არის მიჩნეული, თუ მონაწილეობას მიიღებენ შოუ ბიზნესის მოღვაწეები და სხვა ცნობილი ფიგურები. გარდა ამისა, შეიძლება მრავალგზის დნმ-ის ტესტების შედეგების განხილვა და წარმოშობის გარკვევა. ეს ძალიან პოპულარული თემაა! მაგრამ პოპულარულია იმიტომ, რომ ეს ყველაფერი მიზანმიმართულად არის დანერგილი და კულტივირებული.
უმეცრებისა და უფერულობის უპირატესობის ნათელი მაგალითი არის ის ფაქტი, რომ ტელემაუწყებლობის ბადიდან გაქრა ჭეშმარიტად ანალიტიკური, ჭკვიანი პროგრამები. დარჩა მხოლოდ საინფორმაციო-პროპაგანდისტული პროგრამები, რომელთა ნახვა არ ითვალისწინებს გონების დაძაბვას. ადამიანებმა უბრალოდ უნდა უყურონ და მიიღონ ყველაფერი, როგორც ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტება.
მეთოდი 8. ადამიანების იძულება აღფრთოვანდნენ უფერულობით. არსებობს მშვენიერი მაგალითიც: ივანოვოელი სვეტა. გახსოვთ? 2011 წლის ბოლოს, ბოლოტნაიას შემდეგ? სხვათა შორის, სვეტას ნუ ეწყინება, რადგან მე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, არა კონკრეტულ ადამიანზე სვეტლანა კურიცინაზე, არამედ „ივანოვოელ სვეტაზე“ მისი „ღირშესანიშნავი“ პასუხით ხელისუფლების მიღწევებთან დაკავშირებით: „... ჩვენ უკეთესად დავიწყეთ ჩაცმა“. „ივანოვოელი სვეტა“ - კრებითი სახელია, რომელიც განასახიერებს ხელისუფლების მიერ თავს მოხვეულ ჩვენი დროის გმირს - „გოგონას ხალხის წიაღიდან“.
თუ ადამიანები აღფრთოვანდებიან მსგავსი სახეებით, ისინი შეამცირებენ საკუთარი თავისადმი მოთხოვნილების თამასას. მათ მხოლოდ ეს მოეთხოვებათ.
მეთოდი 9. საკუთარი დანაშაულის გრძნობის გაძლიერება. ხალხის მართვის ასეთი მეთოდი ჩვენთან პრაქტიკულად არ გამოიყენება. ნუ აჩქარდებით, აქ მაინც შვებით ამოისუნთქოთ. უბრალოდ სხვა მეთოდები გამოიყენება, რომლებიც ფაქტიურად გამორიცხავენ აღნიშნული მეთოდის გამოყენებას. რა მოხდა, რაღაცით ხომ უნდა განვსხვავდებოდეთ. ზოგადად, ამ მეთოდის მნიშვნელობა იმაშია, რომ თუ ადამიანებს გაუძლიერებენ საკუთარი დანაშაულის გრძნობას, რომ მათ დაიწყონ თვიგვემა და ამის გამო აღმოჩნდნენ დეპრესიაში, მათი მართვა უფრო ადვილი იქნება.
თუმცა, ამ მეთოდს აქვს სუსტი მხარეც: პრობლემების აღიარების აუცილებლობა. ადამიანები ყველაფერში თვითონ არიან დამნაშავენი, მაგრამ ამ პრობლემზე საუბარი უწევთ, ეს კი მაინც და მაინც სასურველი არ არის. ამიტომ თანამედროვე რუსეთში სხვა გზით წავიდნენ: პირიქით, იყვნენ ადამიანები ამაყნი და ბედნიერი მოზღვავებული დაუოკებელი პატრიოტიზმისგან. ამის საბაბს კი მთავრობა მისცემს ...
მეთოდი 10. ადამიანების შესახებ უფრო მეტის ცოდნა, ვიდრე თავად იციან საკუთარი თავის შესახებ. ეს მეთოდი უკვე არსებობს, და ეს ფენომენი მხოლოდ გაძლიერდება. რა გინდათ - ინტერნეტის ერაა! ხელისუფლებამ ნამდვილად უფრო ბევრი იცის ჩვენ შესახებ, ვიდრე ჩვენ. გააძლიერებს ეს ხელისუფლებას? რა თქმა უნდა. მაგრამ ხელისუფლება თავად შეშფოთდა ამის გამო. ამ თვალსაზრისით, არ შემიძლია არ მოვიყვანო პრემიერის დიმიტრი მედვედევის სიტყვები: „მთავრობებმა მთელს მსოფლიოში უნდა იჩქარონ, სანამ ხელისუფლებაში არ მოვიდა ხელოვნური სუპერინტელექტი და არ შეგვიცვალა ორგანოები“.
ჩვენ, ჩვეულებრივი ადამიანები, უნდა შევშფოთდეთ? ორგანოებს, რა თქმა უნდა, არ შეგვიცვლიან, მაგრამ იმ ფაქტს, რომ ხელისუფლებას უფრო და უფრო მეტი ეცოდინება ჩვენ შესახებ, ალბათ, ვერაფერს მოვუხერხებთ. ასე რომ უნდა დავმორჩილდეთ.
შესაძლებელია ხალხის სხვაგვარად მართვა? შესაძლებელია, მაგრამ ამის გაკეთება გაცილებით რთულია. თუმცა, ხალხთა მასების შემოქმედებითი ენერგიის პოტენციალი ამ შემთხვევაში გამოიყენება უფრო სრულად. მაგრამ ეს ყველაფერი ხელისუფლებისთვის დამატებით რისკს ატარებს. მათ ეს სჭირდებათ? არა, არ სჭირდებათ. ასე რომ, ახლა ყველაფერი ... ისეა, როგორც ხომსკი ამბობდა: „მინდვრიდან - ბაკში“.
http://european.ge/arasamtavroboebi-imperializmis-samsaxurshi/

Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised