воскресенье, 11 сентября 2022 г.

ნოამ ხომსკი: „ცხადია, რომ ადამიანის ბუნება არსებობს“

 https://www.psychologies.ru/people/noam-homskiy-ochevidno-chto-chelovecheskaya-priroda-suschestvuet/

ნოამ ხომსკი: „ცხადია, რომ ადამიანის ბუნება არსებობს“

 ცნობილმა ლინგვისტმა და ფილოსოფოსმა ნოამ ხომსკიმ, მედიის პროპაგანდისტული მანქანის და ამერიკული იმპერიალიზმის მგზნებარე კრიტიკოსმა, ინტერვიუ მისცა პარიზში ჟურნალ Philosophie-ს. გთავაზობთ ფრაგმენტებს.

ყველა სფეროში, მისი ხედვა ეწინააღმდეგება ჩვენს ინტელექტუალურ ჩვევებს. ლევი-სტროსის, ფუკოსა და დერიდის დროიდან ჩვენ ვეძებთ თავისუფლების ნიშნებს ადამიანის პლასტიურობაში და კულტურათა სიმრავლეში. ხომსკი კი იცავს ადამიანური ბუნების და თანდაყოლილი მენტალური სტრუქტურების უცვლელობის იდეას, და სწორედ ამაში ხედავს ჩვენი თავისუფლების საფუძველს.

ჩვენ რომ მართლა პლასტიურები ვიყოთ, მიგვანიშნებს ის, ბუნებრივი სიხისტე რომ არ გვქონდეს, წინააღმდეგობის გაწევის ძალა არ გვექნებოდა. და იმისთვის, რომ ფოკუსირება მოვახდინოთ მთავარზე, როცა ირგვლივ ყველაფერი ცდილობს ჩვენს ყურადღების გადატანას და ჩვენი ყურადღების გაფანტვას.

თქვენ დაიბადეთ ფილადელფიაში 1928 წელს. თქვენი მშობლები რუსეთიდან გაქცეული ემიგრანტები იყვნენ.

მამაჩემი უკრაინის ტერიტორიაზე პატარა სოფელში დაიბადა. მან დატოვა რუსეთი 1913 წელს, რათა თავიდან აეცილებინა ებრაელი ბავშვების ჯარში გაწვევა - რაც სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იყო. დედაჩემი კი ბელორუსიაში დაიბადა და ბავშვობაში ჩავიდა აშშ-ში. მისი ოჯახი დარბევებს გაურბოდა.

ბავშვობაში პროგრესულ სკოლაში დადიოდით, მაგრამ ამავდროულად ცხოვრობდით ებრაელი ემიგრანტების გარემოში. როგორ აღწერდით იმ ეპოქის ატმოსფეროს?

ჩემი მშობლების მშობლიური ენა იყო იდიში, მაგრამ, როგორი უცნაურიც არ უდა იყოს, სახლში იდიშზე ერთი სიტყვაც არ გამიგია. იმ დროს იდიშისა და უფრო „თანამედროვე“ ივრითს  შორის კულტურული კონფლიქტი არსებობდა. ჩემი მშობლები ივრითის  მხარეზე იყვნენ.

მამაჩემი ასწავლიდა მას სკოლაში, და ადრეული ასაკიდანვე ვსწავლობდი მასთან, ვკითხულობდი ბიბლიას და თანამედროვე ლიტერატურას ივრითზე. გარდა ამისა, მამას აინტერესებდა ახალი იდეები განათლების სფეროში. ამიტომ ჩავაბარე ექსპერიმენტულ სკოლაში, რომელიც ეფუძნებოდა ჯონ დიუის იდეებს. იქ არ იყო ნიშნები, არც შეჯიბრი მოსწავლეებს შორის.

როდესაც გავაგრძელე სწავლა კლასიკურ სასკოლო სისტემაში, 12 წლის ასაკში მივხვდი, რომ კარგი მოსწავლე ვიყავი. ჩვენ ერთადერთი ებრაული ოჯახი ვიყავით ჩვენს რაიონში ირლანდიელი კათოლიკეებისა და ნაციზმის გერმანელი მომხრეების გარემოცვაში. სახლში ამაზე არ გვილაპარაკია. მაგრამ ყველაზე უცნაური ის არის, რომ ბავშვებს, რომლებიც ბრუნდებოდნენ იეზუიტი მასწავლებლების გაკვეთილებიდან, სადაც ისინი წარმოთქვამდნენ ცეცხლოვან ანტისემიტურ სიტყვებს, შაბათ-კვირას, როდესაც ბეისბოლის სათამოდ ვიკრიბებოდით, პირწმინდად გვავიწყდებოდა  ანტისემიტიზმი.

იმიტომ რომ მრავალენოვან გარემოში გაიზარდეთ, თქვენს ცხოვრებაში მთავარი საქმე გახდა ენის სწავლა?

როგორც ჩანს, ერთი ღრმა მიზეზი  არსებობდა, რომელიც ჩემთვის ძალიან ადრე გახდა ნათელი: ენას აქვს ფუნდამენტური თვისება, რომელიც მაშინვე თვალშისაცემია, ამიტომ ღირს მეტყველების ფენომენზე დაფიქრება.

ნებისმიერმა მოლაპარაკემ აითვისა წესების სასრული რაოდენობა, რაც მას საშუალებას აძლევს შექმნას უსასრულო რაოდენობის გააზრებული განცხადებები. ამაშია ენის შემოქმედებითი არსი, რაც მას უნიკალურ უნარად აქცევს, რომელიც მხოლოდ ადამიანებს ახასიათებთ. ზოგიერთმა კლასიკოსმა ფილოსოფოსმა - დეკარტმა და პორ-როიალ სკოლის წარმომადგენლებმა -  ეს შენიშნეს. მაგრამ ასეთები ცოტანი იყვნენ.

როცა მუშაობა დაიწყეთ, სტრუქტურალიზმი და ბიჰევიორიზმი დომინირებდა. მათთვის ენა ნიშანთა თავისუფალი სისტემაა, რომლის მთავარი ფუნქცია კომუნიკაციის უზრუნველყოფაა. თქვენ არ ეთანხმებით ამ კონცეფციას.

როგორ ხდება, რომ ჩვენ განვიხილავთ სიტყვების სერიას როგორც ჩვენი ენის მართებულ გამოხატულებად? როცა ამ საკითხებით დავინტერესდი, ითვლებოდა, რომ წინადადება გრამატიკულია მაშინ და მხოლოდ მაშინ, თუ ის რაღაცას ნიშნავს. მაგრამ ეს აბსოლუტურად ასე არ არის!

წარმოგიდგენთ ორ წინადადებას, რომელსაც არ აქვს მნიშვნელობა: „უფერო მწვანე იდეებს გააფთრებით სძინავთ“, „გააფთრებით სძინავს მწვანე უფერო იდეას“. პირველი წინადადება კორექტულია იმის გათვალისწინებით, რომ მისი მნიშვნელობა ბუნდოვანია, მეორე კი არა მხოლოდ მოკლებულია აზრს, არამედ მიუღებელია. მოსაუბრე პირველ წინადადებას ნორმალური ინტონაციით წარმოთქვამს, მეორეში კი ყოველ სიტყვაზე წაიბორძიკებს; უფრო მეტიც, პირველ წინადადებას უფრო ადვილად დაიმახსოვრებს.

რა ხდის პირველ წინადადებას მისაღებს, თუ არა მნიშვნელობა? ის ფაქტი, რომ იგი შეესაბამება წინადადების აგების პრინციპებისა და წესების ერთობლიობას, რომელიც აქვს მოცემული ენის ნებისმიერ მშობლიურ ენას.

როგორ გადავდივართ ყველა ენის გრამატიკიდან უფრო სპეკულაციურ იდეაზე, რომ ენა არის უნივერსალური სტრუქტურა, რომელიც ბუნებრივად არის „ჩაშენებული“ თითოეულ ადამიანში?

მაგალითისთვის ავიღოთ ნაცვალსახელების ფუნქციონირება. როდესაც მე ვამბობ „ჯონი ფიქრობს, რომ ჭკვიანია“, „ის“ შეიძლება ნიშნავდეს ან ჯონს ან სხვას. მაგრამ თუ მე ვიტყვი „ჯონი ფიქრობს, რომ ის ჭკვიანია“, მაშინ „ის“ ნიშნავს ვინმე სხვას, და არა ჯონის. ამ ენაზე მოლაპარაკე ბავშვს ესმის განსხვავება ამ კონსტრუქციებს შორის.

ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ სამი წლის ასაკიდან ბავშვებმა იციან ეს წესები და იცავენ მათ, მიუხედავად იმისა, რომ მათთვის ეს არავის უსწავლებია. ასე რომ, ეს არის რაღაც ჩვენში ჩაშენებული, რაც გვაძლევს ამ წესების დამოუკიდებლად გაგების და ათვისების უნარს.

ეს არის ის, რასაც თქვენ უნივერსალურ გრამატიკას უწოდებთ.

 ეს არის ჩვენი გონების უცვლელი პრინციპების ერთობლიობა, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვისაუბროთ და ავითვისოთ ჩვენი მშობლიური ენა. უნივერსალური გრამატიკა განსახიერებულია კონკრეტულ ენებში, რაც მათ შესაძლებლობების ნაკრებს აძლევს.

ინგლისურ და ფრანგულ ენებში ზმნა მოთავსებულია დამატების წინ, ხოლო იაპონურში - შემდეგ, ასე რომ, იაპონურად ისინი არ ამბობენ „ჯონმა დაარტყა ბილს“, არამედ მხოლოდ „ჯონმა ბილს დაარტყა“. მაგრამ ამ ვარიატიულობის ფარგლებს მიღმა, ჩვენ იძულებულნი ვართ ვივარაუდოთ „ენის შინაგანი ფორმის“ არსებობა, ვილჰელმ ფონ ჰუმბოლდტის სიტყვებს თუ დავეყრდნობით, ინდივიდუალური და კულტურული ფაქტორებისგან დამოუკიდებელი.

თქვენი აზრით, ენა არ მიუთითებს საგნებზე, ის მიუთითებს მნიშვნელობებზე. ეს ხომ ინტუიციას ეწინააღმდეგება, არა?

ერთ-ერთი პირველი კითხვა, რომელსაც ფილოსოფია საკუთარ თავს უსვამს, არის ჰერაკლიტეს კითხვა: შესაძლებელია თუ არა ერთსა და იმავე მდინარეში ორჯერ შესვლა? როგორ განვსაზღვრავთ, რომ ეს იგივე მდინარეა? ენის თვალსაზრისით, ეს ნიშნავს საკუთარ თავს ჰკითხო, თუ როგორ შეიძლება ორი ფიზიკურად განსხვავებული ერთეულის აღნიშვნა ერთი და იგივე სიტყვით. თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ მისი ქიმიური შემადგენლობა ან შეცვალოთ მისი დინება, მაგრამ მდინარე დარჩება მდინარედ.

მეორე მხრივ, თუ სანაპიროს გასწვრივ ბარიერებს დააყენებთ და ნავთობის ტანკერებს გაუშვებთ, ის უკვე გახდება „არხი“. თუ თქვენ შემდეგ შეცვლით მის ზედაპირს და გამოიყენებთ მას ქალაქის ცენტრში გადაადგილებისთვის, ის გახდება „ავტოტრასა“. მოკლედ რომ ვთქვათ, მდინარე არის უპირველეს ყოვლისა კონცეფტი, გონებრივი კონსტრუქცია და არა ნივთი. ეს უკვე არისტოტელემ აღნიშნა ხაზგასმით.

უცნაური გზით, ერთადერთი ენა, რომელიც პირდაპირ კავშირშია საგნებთან, არის ცხოველთა ენა. მაიმუნის გარკვეული ძახილი, რომელსაც თან ახლავს ესა თუ ის მოძრაობები, ცალსახად იქნება გაგებული მისი ნათესავების მიერ, როგორც საფრთხის სიგნალი: აქ ნიშანი პირდაპირ მიუთითებს ნივთებზე. და თქვენ არ გჭირდებათ იმის ცოდნა, თუ რა ხდება მაიმუნის გონებაში, რომ გაიგოთ როგორ მუშაობს იგი. ადამიანის ენას არ აქვს ეს თვისება, ის არ არის რეფერენციის საშუალება.

თქვენ უარყოფთ იდეას, რომ სამყაროს ჩვენი გაგების დეტალების ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მდიდარია ჩვენი ენის ლექსიკა. მაშინ რა როლს ანიჭებთ ენობრივ განსხვავებებს?

თუ კარგად დააკვირდებით, ნახავთ, რომ ენებს შორის განსხვავებები ხშირად ზედაპირულია. ენები, რომლებსაც წითელი ფერისთვის განსაკუთრებული სიტყვა არ აქვთ, მას „სისხლის ფერს“ უწოდებენ. სიტყვა „მდინარე“ მოიცავს მოვლენების უფრო ფართო სპექტრს იაპონურსა და სუაჰილში, ვიდრე ინგლისურში, სადაც განვასხვავებთ მდინარეს (river), ნაკადული (brook) და ნაკადს (stream).

მაგრამ „მდინარის“ მნიშვნელობის ბირთვი უცვლელად არის ყველა ენაში. და ეს ასე უნდა იყოს, ერთი მარტივი მიზეზის გამო: ბავშვებს არ სჭირდებათ მდინარის ყველა ნაირსახეობის ცოდნა საკუთარ გამოცდილებაზე ან ტერმინ „მდინარის“ ყველა ნიუანსის სწავლა, რათა ჰქონდეთ წვდომა ამ ძირითად მნიშვნელობაზე. ეს ცოდნა მათი გონების ბუნებრივი ნაწილია და თანაბრად არის წარმოდგენილი ყველა კულტურაში.

თქვენ ანგარიშს აძლევთ თქვენს თავს, რომ ხართ ერთ-ერთი უკანასკნელი ფილოსოფოსი, რომელიც იცავს განსაკუთრებული ადამიანური ბუნების არსებობის იდეას?

უდავოა, რომ ადამიანის ბუნება არსებობს. ჩვენ არ ვართ მაიმუნები, ჩვენ არ ვართ კატები, და არც სკამები. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს საკუთარი ბუნება, რომელიც გამოგვარჩევს. თუ არ არსებობს ადამიანური ბუნება, ეს ნიშნავს, რომ არ არის განსხვავება ჩემსა და სკამს შორის. ეს სასაცილოა. ადამიანის ბუნების ერთ-ერთი ფუნდამენტური კომპონენტია ენობრივი უნარი. ადამიანმა ეს უნარი ევოლუციის მსვლელობისას შეიძინა, ეს არის ადამიანის, როგორც ბიოლოგიური სახეობის დამახასიათებელი თვისება, და ჩვენ ყველას თანაბრად გვაქვს ეს.

არ არსებობს ადამიანთა ისეთი ჯგუფი, რომლის ენობრივი უნარიც დანარჩენზე დაბალი იქნება. რაც შეეხება ინდივიდუალურ ვარიაციებს, ეს არ არის მნიშვნელოვანი. თუ აიღებთ პატარა ბავშვს ამაზონის ტომიდან, რომელსაც ბოლო ოცი ათასი წლის განმავლობაში არ ჰქონდა კონტაქტი სხვა ადამიანებთან, და გადაიყვანთ მას პარიზში, ის ძალიან სწრაფად ალაპარაკდება ფრანგულად.

 ენის თანდაყოლილი სტრუქტურებისა და წესების არსებობაში პარადოქსულად ხედავთ არგუმენტს თავისუფლების სასარგებლოდ.

ეს აუცილებელი ურთიერთკავშირია. არ არსებობს შემოქმედება წესების სისტემის გარეშე



https://www.mk.ru/politics/2022/06/14/amerikanskiy-istorik-noam-khomskiy-obvinil-vashington-v-bezumii.html

ამერიკელმა ისტორიკოსმა ნოამ ხომსკიმ ვაშინგტონი სიგიჟეში დაადანაშაულა

როგორც Massachusetts Peace Action გვაცნობებს, ცნობილმა ამერიკელმა ლინგვისტმა, პოლიტიკურმა პუბლიცისტმა, ფილოსოფოსმა და თეორეტიკოსმა ნოამ ხომსკიმ, აშშ-ს ხელისუფლების მიერ რუსეთის პოზიციის მიჩუმათების პოლიტიკის კომენტირებისას, მომხდარს „სუფთა სიგიჟე“ უწოდა.

„რუსული წყაროების დაბლოკვა სუფთა სიგიჟეა, რატომ არ უნდა ვიცოდეთ, რას ამბობენ ისინი?“ - იკითხა ისტორიკოსმა.

მან აღიარა, რომ იძულებული გახდა ეძია „ალ ჯაზირას“ ვებგვერდზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ბოლო განცხადება. ამასთან, ხომსკიმ დასძინა, რომ ამ თემაზე ნებისმიერი საუბარი უკიდურესად საშიში გახდა.

„თუ უცებ ამ თემას წამოწევთ,... მაშინვე დაგასახელებენ პუტინის მხარდამჭერად, კომუნისტ ვირთხას, რომელიც დათმობებზე წასვლას ითხოვს. უბრალოდ საოცარი სიტუაციაა“, - დაასკვნა მან.




Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised