воскресенье, 11 сентября 2022 г.

რა უშლის ხელს კაცობრიობას მოიპოვოს უკვდავება


რა უშლის ხელს კაცობრიობას მოიპოვოს უკვდავება

 https://amp.ura.news/articles/1036279440

საუბარი ფუტუროლოგთან თავის გადანერგვის, ვირტუალური რეალობისა და ქალთევზების სუბკულტურაზე.

ფუტუროლოგი დანილა მედვედევი მიიჩნევს, რომ 2020 წელს შესაძლებელია პირველი წარმატებების მიღწევა ადამიანის თავის გადანერგვის მიმართულებით.

მეცნიერები მთელ მსოფლიოში ახალ ტექნოლოგიებს ეძებენ, რომლებსაც შეუძლიათ კაცობრიობის მთავარი ოცნების ასრულება - უკვდავების მოპოვება და ამასთან ერთად ადამიანების ცხოვრების  უფრო მარტივად და კომფორტულად წარმართვა. ზოგიერთი მეცნიერი დარწმუნებულია, რომ 2020 წელი ტექნოლოგიური სინგულარობის დასაწყისი უნდა იყოს, როდესაც მსოფლიოში ტექნოლოგიური განვითარება უკონტროლო და შეუქცევადი ხდება.  ტექნოლოგია იმდენად მრავლად იქნება, რომ ადამიანს სიცოცხლე არ ეყოფა მათ ასათვისებლად. „URA.RU“ ესაუბრა რუს ფუტუროლოგ დანილა მედვედევს ტექნოლოგიებზე, რომლებიც აახლოებს კაცობრიობის უკვდავებას, მეცნიერების ახალ მიდგომებზე და სამეცნიერო ფანტასტიკის პარალელებზე. დეტალები - „URA.RU“-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

 „XX-XXI საუკუნის მიჯნაზე გამოჩნდა სმარტფონები, ტესლას ელექტრომობილები, ხელოვნური ვეგეტარიანული ხორცისგან დამზადებული ჰამბურგერები, მაგრამ ეს არც ისე ბევრია, თუ შევადარებთ იმას, რაც ადრე იყო“.

— დანილა ანდრეევიჩ, შესაძლებელია თუ არა როგორმე გლობალური აღმოჩენების პროგნოზირება?

— თუ გადავხედავთ იმას, თუ რას პროგნოზირებდა ბილ გეითსი ინტერვიუში 2019 წლისთვის 10 ტრენდის შესახებ, მაშინ ამისგან თითქმის არაფერი, გარდა ხელოვნური ჰამბურგერებისა, არ განხორციელებულა. 2020 წელთან დაკავშირებით თითქმის იგივე მდგომარეობაა. ტრენდების ნაკრები - ბლოკჩეინი, დრონები თუ პრინტერები - ერთგვარი ფაბრიკაციაა. სინამდვილეში, ჩვენი პროგრესი არ აჩქარებულა და საკმაოდ ნელა მიღოღავს.

— რამ შეიძლება გაისროლოს სწორედ 2020 წელს?

— პირველ რიგში, ეს არის კოლექტიური აზროვნების ტექნოლოგიები. ტექნოლოგიები, რომლებიც საშუალებას მისცეს ადამიანთა ჯგუფს გახდეს უფრო ჭკვიანი, ვიდრე ახლა არის. ეს არის ახალი შესაძლებლობები კომპიუტერთან მუშაობისთვის, ახალი გრაფიკული ინტერფეისები. თუ ჩვენ გვსურს გავუმკლავდეთ რთულ საკითხებს, ისეთებსმ როგორიცაა კლიმატის ცვლილება, ინოვაციების მართვა, მაშინ ჩვენ გვჭირდება კომპიუტერული სისტემები, როგორც ფანტასტიკაშია, სადაც ადამიანი უზარმაზარი ეკრანის წინ დგას და რაღაც ძალიან რთულ ამოცანას აგვარებს.

მეორე, მე ველოდები გარღვევას თავის გადანერგვაში, რასაც სერჯო კანავერო და მისი ჩინელი კოლეგები ცდილობენ. ეს შეიძლება იყოს ძალიან დიდი გარღვევა სიცოცხლის გახანგრძლივების სფეროში. ეს შეიძლება უკვე 2020 წელს მოხდეს, რადგან ამაზე მუშაობა უკვე მიმდინარეობს. კანავეროს გუნდმა მაიმუნებზე უკვე აჩვენა კარგი შედეგები, მათ შორის ზურგის ტვინის შეზრდის შესაძლებლობა. ეს ოპერაცია უკვე ჩაატარეს ადამიანებზე, ჯერჯერობით გვამებზე. ანუ ერთი გარდაცვლილის თავი მეორე გარდაცვლილის სხეულზე გადანერგეს. როგორც კი ეს ოპერაცია ნამდვილად იმუშავებს, ჩვენ გავიგებთ, რომ ადამიანთა უკვდავების პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია, მათ შორის ამ გზით.

— ალბათ, მეცნიერები ცდილობენ უფრო ფართო გამოყენება მოუძებნონ ბლოკჩეინს, პრინტერებს და დრონებს? რამდენად ვტკეპნით რეალურად ერთ ადგილს, ან იქნებ ვვითარდებით, უბრალოდ ვცდილობთ ფართო არეალზე გასვლას?

— ჩვენ გვპირდებოდნენ, რომ 3D პრინტერები, რომლებიც 30 წლის წინ გამოჩნდა, ყველას სახლში იქნებოდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ისინი ძალიან ძვირადღირებული ინსტრუმენტებია, რომლებსაც მხოლოდ პროფესიონალები ან მსხვილი კომპანიები იყენებენ, და ასეთებად დარჩნენ.

ტექნოლოგიური რევოლუცია არ მომხდარა. რობოტებმა არ შეგვცვალეს, ისევე როგორც შეუძლებელია წარმოების ჩანაცვლება 3D პრინტერებით. ამ თვალსაზრისით გამოდის, რომ ჩვენ გვაქვს მომავლის გარკვეული ნაწილი, რომლითაც ამ ტექნოლოგიების შემქმნელები არიან დაკავებულნი. და მათ აქვთ ეს მომავალი. როდესაც ჩვენ ვუყურებთ დანარჩენ სამყაროს, ნათელი ხდება, რომ მომავალი ჩვენთვის არ დამდგარა.

— და რაზეა ეს ყველაფერი დამოკიდებული? ანუ ეს არის რაღაც სახელმწიფო სისტემა, რომელიც არ მუშაობს სწორად, არ რეაგირებს ?

— დიახ, სახელმწიფო, და კერძოც. თუ გადახედავთ ინოვაციების, მეცნიერებისა და ტექნიკის მართვას, შეამჩნევთ, რომ ის აბსოლუტურად თვითნებურად არის მოწყობილი. ყველას სურს სილიკონის ველის კოპირება და ყველას ჰგონია, რომ საჭიროა სტარტაპების შექმნა და აქსელერატორებზე წასვლა. მეცნიერები აუცილებლად აღმოაჩენენ რაღაცას, ინჟინრები შეიმუშავებენ რაღაცას და მეწარმეები სწრაფად გაავრცელებენ მას. სინამდვილეში, გამოდის, რომ მეცნიერებს გაუჩნდათ იდეები, შემდეგ აღმოჩნდა, რომ მწარმოებლებს და ინჟინრებს არ აქვთ საზოგადოებრივი შეკვეთა, არ აქვთ რესურსები, და ამას საერთოდ არავინ ადევნებს თვალყურს. ყველას ჰგონია, რომ თითქოს ჯადოსნური გზით, ახლა ტექნოლოგიური ინკუბატორები ან ტექნოლოგიური პარკები შექმნიან რობოტტაქსებს, რომელიც გაემგზავრებიან სკოლკოვოში, ან მფრინავი დრონები დაიწყებენ გზავნილების მიწოდებას. და არავის ესმის, რომ, ფაქტობრივად, ეს არ მუშაობს როგორც მაგია.

მეცნიერები თვლიან, რომ სურვილის შემთხვევაში, გლობალური დათბობის პრობლემას ერთ წელიწადში მოვაგვარებთ.

— ვინ და როგორ უნდა გააკეთოს ეს?

— რუსეთმა გადაიღო საგრანტო კონკურსებისა და სტარტაპების დასავლური მოდელი. გამოდის, რომ თუ ადამიანს რაღაცის გაკეთება უნდა, ის იძულებულია ამ სისტემაში ინტეგრირება მოახდინოს. ანუ გარკვეული დროის განმავლობაში ვერ იმუშავებს გარკვეულ არაფორმალურ სტრუქტურებში, ის მაშინვე უნდა გაემართოს ბორტნიკის ფონდის რომელიმე კონკურსში ან სადმე სხვაგან მონაწილეობის მისაღებად. და აქ ირკვევა, რომ მისი კარგი იდეები ხშირად აღმოჩნდება ერთ დიდ გროვაში რაღაც სულელურ იდეებთან ერთად.

— რა უნდა მოხდეს, რომ ამ სფეროში ვითარება შეიცვალოს?

— თანამედროვე სამყაროში შეიძლება მოხდეს ისე, რომ მეცნიერთა, გამომგონებელთა და მკვლევართა გარკვეულმა ნაწილმა გაიგოს, რომ ინკუბატორებისა და გრანტების თემა არ არის შექმნილი მათ მხარდასაჭერად. ისინი შექმნიან საკუთარ ცალკეულ ტექნოლოგიურ ეკოსისტემას. ის რაღაც მომენტში შეიძლება დაემსგავსოს ფილმს „შავი პანტერა“, აფრიკული ქვეყნის ვაკანდას შესახებ, რომელიც გვიჩვენებს ცალკე არსებულ სამყაროს.

ესენი იქნებიან ის ადამიანები, რომლებსაც არა მხოლოდ ფულის შოვნა უნდათ, არამედ რაღაცის გაკეთება: თავის გადანერგვა, ნანორობოტის შექმნა. მათ არ დასჭირდებათ გიჟური საგრანტო განაცხადების დაწერა და უაზრო ქაღალდის მოხსენებებით ანგარიშის ჩაბარება, როგორც ეს ახლა ხდება. ამავდროულად, მათ ექნებათ შესაძლებლობა, თავისუფალ რეჟიმში ჩაერთონ სამეცნიერო კვლევებში.

თუ ეს მოხდება, მაშინ აღმოჩნდება, რომ კაცობრიობა, თითქოს გაიყო: იქნება ძირითადი ნაწილი, რომელიც გააგრძელებს ცხოვრებას, თითქოს არაფერი მომხდარა, და მეცნიერთა მცირე ნაწილი, რომელიც შექმნის ახალ ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს.

ეს მნიშვნელოვნად შეცვლის სიტუაციას როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკურად.

—  უკვე არსებობს დადასტურება იმისა, რომ ზოგიერთი პროფესია უახლოეს დროში გაქრება და მას სხვა პროფესიები ჩაანაცვლებს. არის თუ არა იმის გაგება, რისთვის უნდა ვიყოთ მზად?

— ეს უკვე ხდება. მაგალითად, დრონების გამოჩენის შემდეგ, ყველას ესმის, რომ მათზე მონადირეები გამოჩნდებიან ან კურიერები, რომლებიც მართავენ დრონებს. ჯერ ჩნდება არა პროფესიები, არამედ სუბკულტურები. ხალხი ამას გასართობად აკეთებს. შემდეგ კი ყველაფერს საზოგადოება იღებს. მაგალითად, ბაიკერების სუბკულტურის წარმომადგენლები, რომლებიც „ჰარლი დევიდსონებს“ ატარებდნენ, დრონებით რბოლაზე გადაერთვენ. ისინი ატარებენ ვირტუალური რეალობის ჩაფხუტებს და მართავენ დრონებს, რომლებიც დაფრინავენ ტყეში ან პოლიგონეებზე.

არსებობს საშიშროება, რომ მეცნიერები მთელს მსოფლიოში შექმნიან საკუთარ ტექნოლოგიურ ცალკეულ ეკოსისტემას. ეს მნიშვნელოვნად შეცვლის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობას.

მასალების ტექნოლოგიის განვითარებამ განაპირობა ის, რომ შესაძლებელი გახდა ქალთევზების რეალისტური კუდების დამზადება და ქალთევზების სუბკულტურა გაჩნდა. გოგონებს, რომლებიც მონოლასტებით ცურაობენ, უკვე აქვთ საკუთარი ფესტივალები და გამოსცემენ საკუთარ ჟურნალებს. ისინი საკუთარ კარიერაზე ზრუნავენ და შეუძლიათ გააგრძელონ მონაწილეობა წყალქვეშა საცეკვაო შოუში. ასეთი ცვლილებები მრავლადაა. მაგრამ ის, რაც უახლოეს წლებში ნამდვილად არ მოხდება, არის ის, რომ რობოტები არ ჩაანაცვლებენ ადამიანებს ყველა პროფესიაში.

— როგორ მიგაჩნიათ, რამდენად რეალურია ტექნოლოგიური სინგულარობა 2020 წლიდან?

— პრაქტიკული პროგნოზია 2035-2040 წლები. ზოგადად, ჩვენ უკვე აღარ გვესმის, თუ როგორ უნდა ვმართოთ მეცნიერება და ტექნოლოგია, და ვიმედოვნებთ, რომ ახალი გამოგონებები უბრალოდ გრაფიკის მიხედვით შეიქმნება, მაგრამ ეს აბსოლუტურად ასე არ არის. იმიტომ, რომ ეს ყველაფერი კონკრეტულმა ადამიანებმა უნდა შეიმუშაონ და ჩვენ ამ კონკრეტულ ადამიანებს უნდა დავუჭიროთ მხარი.

— და რამდენად ზოგადად მიღწევადია სინგულარობა?

— ეს არ არის მარტივი კითხვა. მიუხედავად დღეს ტექნოლოგიების განვითარების თითქოსდა აშკარა სიჩქარისა, გაცილებით დიდი ნახტომი მოხდა XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში. გამოჩნდა ახალი ტექნოლოგიები, ავიაცია, მანქანები, მთლიანად გადაკეთდა ქალაქები. და, იმ დროსთან შედარებით, ცვლილებები, რაც ხდება XX—XXI საუკუნის მიჯნაზე, არც ისე დიდია: გამოჩნდა სმარტფონები, მრავლად ინტერნეტი, ელექტრომობილები Tesla, ხელოვნური ვეგეტარიანული ხორცისგან დამზადებული ჰამბურგერები. მაგრამ, ზოგადად, არ არის ბევრი რადიკალური ცვლილება, ვიდრე ადრე იყო.

თუ პროგრესის შესახებ მხოლოდ სიახლეებით ვიმსჯელებთ, მაშინ, რა თქმა უნდა, ყველაფერი სწრაფად იცვლება. მაგრამ თუ გადავხედავთ, როგორ მუშაობს ფანჯრის მიღმა სამყარო, აქ ჩვენი ბებიები აბსოლუტურად ნორმალურად არიან ადაპტირებული, რადგან ფანჯრის მიღმა იგივე ხდება, რაც 50 წლის წინ.


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised