воскресенье, 11 сентября 2022 г.

ღვთაებრივი გარყვნილები

 https://www.city-n.ru/view/88563.html

ღვთაებრივი გარყვნილები 

ნიმფებმა, ძველი ბერძნული ტყეების ღვთაებრივმა მცხოვრებლებმა, სახელი მისცეს ცნებას „ნიმფომანია“. ლეგენდები გვამცნობენ, რომ ტყეების, მდელოების, მდინარეების და ტბების მცველები ვნებიანი არსებები იყვნენ. ისინი სიგიჟით აავადებდნენ ადამიანებს. ნიმფები შთამაგონებლები, მაგალითად, მუზები იყვნენ, რომელთაგან ერთ-ერთი ცნობილი სირენების დედა იყო. სირენები თავიანთი მგზნებარე სიმღერით მორევში იტყუებდნენ ადამიანებს, ნიმფები კი ჭაბუკებს და მამაკაცებს მუხნარში იტყუებდნენ, საიდანაც მხოლოდ რამდენიმე თუ გამოდიოდა ცოცხალი. დანარჩენები კი სისუსტისგან კვდებოდნენ ნიმფებთან გატარებული დროის შემდეგ.

ანტიკური ავტორების აზრით, სწორედ ტყის ეს მაცხოვრებლები ასწავლიდნენ მამაკაცებს ყველაზე დახვეწილ პოზებსა და მოფერებას. და თუ ნიმფებმა სახელი მისცეს ქალის პათოლოგიურ ჰიპერსექსუალობას, მაშინ სატირები ძველი ბერძნული მითებიდან მამაკაცური პათოლოგიური ჰიპერსექსუალობის პირველსახეს წარმოადგენდნენ. მამაკაცებში არანორმალურად ძლიერ სექსუალურ ლტოლვას „სატირიაზის“ უწოდებდნენ.

სატირები დიონისეს ამალაში იყვნენ და თხის ფეხების გარდა გამოირჩეოდნენ არაზომიერი სიმთვრალით და მუდმივი ერექციით.

ბუნებრივია, ყველა გადახრას აქვს თავისი მიზეზები. ჭეშმარიტი ნიმფომანია და სატირიაზისი წარმოიქმნება ფსიქიკური დაავადებების მიზეზით.

უჩვეულოდ ძლიერი აგზნება თითქოს „თავიდან“ მოდის, სხეული კი სრულიად გულგრილი რჩება. ანუ ორგანიზმს არ აქვს ფიზიოლოგიური რეაქცია, როგორიცაა, მაგალითად, სასქესო ორგანოებში სისხლის მოზღვავება. ქალებს ისინი არც კი ენამებათ. მრავალი სქესობრივი აქტის მიუხედავად, ორგაზმი, უმეტესწილად, არ იწყება და თუ იწყება, არ მოაქვს კმაყოფილება. სექსუალური სურვილი მხოლოდ ძლიერდება.

მიზიდულობას შესაძლოა თან ახლდეს ბოდვები, ჰალუცინაციები, არაადეკვატური ქცევა. ზოგჯერ აღგზნებამ შეიძლება ისე მოიცვას ადამიანი, რომ იგი მზად არის ნებისმიერი მოქმედებისთვის განმუხტვის საძიებლად.

აღწერილია შემთხვევა, როდესაც მორიდებულ გოგონას შიზოფრენიის შეტევის ფონზე განუვითარდა ნიმფომანია. ამ დროს გოგონა მატარებლით მოგზაურობდა, სადაც მამაკაცების ჯგუფი გაიცნო, მათთან ერთად უცნობ ქალაქში ჩამოვიდა და ერთი კვირა გაატარა სასტუმროში, დღეში რამდენჯერმე, ჯგუფურ სექსში მონაწილეობდა. როდესაც შიზოფრენიის შეტევადასრულდა  და მასთან ერთად ნიმფომანიაც, გოგონა შეძრწუნდა თავისი ქმედებების გამო და თვითმკვლელობაც კი სცადა.


ჰიპოთალამუსის სინდრომი

სექსუალური ლტოლვის გაძლიერება მხოლოდ ნიმფომანიით და სატირიზმით არ არის გამოწვეული. ზოგჯერ გაზრდილი სურვილის მიზეზი თავის ტვინის ორგანული დაზიანებაა. განსაკუთრებით ხშირად სექსუალური ლტოლვა მატულობს სიმსივნის ან ჰიპოთალამუსის ინფექციის გამო – არის ტვინში ასეთი განყოფილება. ამ დაავადებას ჰიპოთალამუსის სინდრომს უწოდებენ.

ამ შემთხვევაში, სექსის დროს, ორგაზმი ყოველ ჯერზე იწყება და მოაქვს განმუხტვის განცდა. მაგრამ ჰიპოთალამუსის არანორმალური ფუნქციონირების გამო, სისხლში სქესობრივი ჰორმონების დონე რეკორდულ დროში ახერხებს აღდგენას, და კიდევ უფრო მეტი აგზნება ჩნდება. გამოხატული სექსუალური ლტოლვის მქონე ბევრი ადამიანი განიცდის თავის ასეთ თავისებურებას, ეჭვობს საკუთარ თავში გადახრებს. მაგრამ გაზრდილი ლიბიდოს მიზეზები შეიძლება თქვენს გენებში ან თქვენს ცეცხლოვან ტემპერამენტში იმალებოდეს. მერე რა, ახლა ვალერიანის წვეთები დალიონ თუ დამამშვიდებელი აბები? ისიამოვნეთ! გიყვარდეთ! და დაიმახსოვრეთ, რომ სექსუალური ცხოვრება ყოველთვის უფრო ხანმოკლეა ვიდრე სიცოცხლე ზოგადად!

თქვენ შეგიძლიათ დღეში ათჯერ გქონდეთ სექსუალური ურთიერთობა. იყოთ დაქორწინებული, ინახავდეთ სამ საყვარელს და დროდადრო ონანირებდეთ, მაგრამ თქვენ ასევე გაქვთ სხვა ინტერესები. ამაში მდგომარეობს განსხვავება მანიაკალურ სექსუალურ ლტოლვასა და ძლიერ სექსუალურ ტემპერამენტს შორის.

მაშ ასე, შევაჯამოთ შედეგები. მამაკაცებს, რომლებსაც სურთ გაიცნონ ნიმფომანი და დაასრულონ სიცოცხლე ისეთი ეგზოტიკური გზით, როგორიცაა სექსუალური გადაღლა, გაცნობებთ, რომ თქვენ შეხვდებით ფსიქიკურად არანორმალურ ადამიანს. და რისი გაკეთება შეუძლია მას თქვენთვის, არავინ იცის. 

ადამიანებმა, რომლებიც, მიუხედავად ინტენსიური სქესობრივი ცხოვრებისა, ქრონიკულად ვერ აღწევენ კმაყოფილებას, აუცილებლად, ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, უნდა მიმართონ შესაბამის სპეციალისტებს. ვინაიდან, როგორც ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარეობს, ნიმფომანია და სატირიაზისი არ არის დამოუკიდებელი დაავადებები, არამედ სხვა, შესაძლოა ძალიან სერიოზული დაავადებების შედეგი. და მხოლოდ კვალიფიციურ ექიმს შეუძლია სწორი დიაგნოზის გაკეთება.



Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised