вторник, 14 декабря 2021 г.

დევიდ აიკი გრიპი არც ისე საშიშია, როგორც მისი ვა ქც ინა! (შემოკლებით)

 


დევიდ აიკი

 გრიპი არც ისე საშიშია, როგორც მისი ვა  ქცინა!

(შემოკლებით)

 

 https://libking.ru/books/sci-medicine-alternative/439242-devid-ayk-ne-tak-strashen-gripp-kak-ego-vaktsina-pravda-o-svinom-grippe.html

 

   ჩვენ ვცხოვრობთ სასოწარკვეთილ დროში, მაგრამ პანიკა საჭირო არ არის. სანამ რეაგირებას მოახდენთ იმაზე, რაც ხდება, საჭიროა მშვიდად და ყურადღებით გააცნობიეროთ იგი. შიშმა, პანიკამ და ემოციურმა რეაქციებმა დღევანდელ ქაოსში ჩაგვაგდეს და არანაირად დაგვეხმარება მისგან თავის დაღწევაში. ასევე უნდა გავაცნობიეროთ აქ და ახლა, რომ ფაშისტური დიქტატურა დიდი ხანია აღარ წარმოადგენს საფრთხეს, საფრთხე ობიექტური რეალობაა. აქამდე ბევრმა ვერ შეამჩნია იგი, მაგრამ ახლა მისი არ დანახვა უბრალოდ შეუძლებელია.

უმოქმედობა და ხელისუფლებისადმი თვინიერი მორჩილება შიშის ან აპათიის გამო აღარ არის გამოსავალი. ყოველ შემთხვევაში, არ არის გამოსავალი, თუ ჩვენი თავისუფლება კიდევ რაღაცას ნიშნავს ჩვენთვის და განსაკუთრებით ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების თავისუფლება, რომლებსაც ვწირავთ აბსოლუტური, დაუფარავი ბოროტების, გლობალური ბოროტების ქვეშ ცხოვრებისთვის...

ასეთი დრო რომ დადგებოდა, მე ვაფრთხილებდი თითქმის 20 წლის განმავლობაში. დღეს უკვე გვიანია გაფრთხილება: ეს დრო უკვე დადგა. გამართლების ძებნა გვიანია. ახლა ჩვენ რაღაც უნდა მოვუხერხოთ ამას. ხაზი გავუსვათ ქვიშაზე და ვთქვათ: სდექ!

არასდროს ყოფილა ვითარება ისე სერიოზული, როგორც ამჟამინდელი სიტუაცია იძულებით ვაქცინაციასთან დაკავშირებით ... ღორის გრიპის ვირუსი შეიქმნა ლაბორატორიაში მასიური პანიკის გამოწვევის და ვაქცინის, როგორც ერთადერთი ხსნის წარმოჩენის მიზნით...

თუ ვირუსი იქმნება და გარეთ უშვებენ მას, ხოლო მის წინააღმდეგ საბრძოლველად მრავალი წლის წინ დაგეგმილი ვაქცინაციის პროგრამა განხორციელდება, მაშინ მხოლოდ ერთი გონივრული დასკვნის გაკეთება შეიძლება: რეალურად საშიშია არა ღორის გრიპი, არამედ ვაქცინა!

ვაქცინაციის დაგეგმილი პროგრამის განხორციელების მასშტაბები და სიჩქარე აბსურდულად გამოიყურება ვირუსით დაზარალებულთა მსუბუქ დაავადებებთან შედარებით. დოქტორმა პიტერ ჰოლდენმა როტშილდების კლანის მიერ კონტროლირებადი ბრიტანეთის სამედიცინო ასოციაციიდან განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ღორის გრიპი არ არის სერიოზული დაავადება, მასობრივი ვაქცინაციები მაინც უნდა ჩატარდეს, „პრიორიტეტული ჯგუფებით“ დაწყებული. როგორ მოგწონთ ეს?! აქ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე საუბარი არ არის და არც არასდროს ყოფილა.

ვაქცინაციის ჩატარებაზე პასუხისმგებელ პირებ არ აქვთ არავითარი წარმოდგენა ვაქცინის შემადგენლობის ან მისი შესაძლო გვერდითი ეფექტების შესახებ. ისინი ჩვეულებრივი შემსრულებლები არიან, რომლებიც ფიქრობენ რომ, მათ უთხრეს ფიქრად, და აკეთებენ იმას, რასაც ეუბნებიან გააკეთონ. მხოლოდ ადამიანთა შეზღუდულმა წრემ, რომლებიც კონსპირაციის ბირთვს შეადგენენ, და რამდენიმე ენთუზიასტმა მკვლევარმა იცის ფსონები ამ თამაშში.

ავსტრიელმა ჟურნალისტმა ჯეინ ბიურგერმაისტერმა აშშ- გამოძიებათა ფედერალურ ბიუროს დოსიე გადასცა...

დოკუმენტები აჩვენებს, რომ მრავალი ორგანიზაცია - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, გაერო და ვაქცინის მწარმოებელი კომპანიები, როგორიცაა Baxter და Novartis - ერთიანი სტრუქტურის ნაწილია დამნაშავეთა ჯგუფის კონტროლის ქვეშ, რომელიც განსაზღვრავს სტრატეგიას და აფინანსებს განვითარებას, ხელოვნური ვირუსების წარმოებას და გავრცელებას მასობრივი ვაქცინაციის გასამართლებლად და იმ ნივთიერებების გამოყენებას, რომლებიც წარმოადგენენ ბიოლოგიურ იარაღს...

ჯეინ ბიურგერმაისტერმა წარმოადგინა ფარმაცევტული კომპანიების და საერთაშორისო სამთავრობო სააგენტოების აქტიური ჩართულობის დამაჯერებელი მტკიცებულებები ბიოლოგიური აგენტების შემუშავებაში, წარმოებასა და გავრცელებაში, რომლებიც კლასიფიცირებულია როგორც ყველაზე მომაკვდინებელი ბიოლოგიური იარაღი დედამიწაზე.

ის ამტკიცებს, რომ ღორის გრიპის ვირუსი შეიქმნა და გამოშვებული იქნა როტშილდ-როკფელერის მიერ კონტროლირებადი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დახმარებით - სწორედ იმ ორგანიზაციის, რომელმაც შემდეგ განაცხადა, რომ ვირუსი ისე სწრაფად ვრცელდებოდა, რომ დრო იყო გამოცხადებულიყო გლობალური ეპიდემია.

 ღორის გრიპის სიმპტომები ახლა პრაქტიკულად არ განსხვავდება ჩვეული სიმპტომებისგან, ამიტომ, ყველა პაციენტის განურჩევლად ეპიდემიის მსხვერპლად მიჩნევა, აადვილებს საკმაოდ შთამბეჭდავი სტატისტიკის მიღება.

გამოიცანით, ვინ არიან ღორის გრიპის ვაქცინის მთავარი მწარმოებლები? Baxter International და Novartis!

მიმდინარე წლის დასაწყისში კომპანია Baxter International ცნობილი გახდა იმით, რომ „გაუფრთხილებლობის“ გამო ევროპულ ლაბორატორიებში გაგზავნა ქათმის გრიპის ვირუსი, რომელიც შემდეგ შეერია სეზონური გრიპის ვირუსს და წარმოქმნა ბევრად უფრო საშიში ნარევი. ... 2009 წლის ივლისში, კორპორაცია Baxter Healthcare-მა (Baxter International-ის ფილიალმა) გადაუხადა კენტუკის შტატს 2 მილიონი დოლარი კომპენსაციის სახით იმის გამო, რომ მიჰყიდა ადგილობრივ სააგენტოს კენტუკი მედიკეიდს ინტრავენური წამლები ფასით, რომელიც  1300 (ათას სამასი!)  პროცენტით აღემატებოდა.

ეს კომპანია, რომელიც უდავოდ იმსახურებს ნდობას, დღეს ღორის გრიპის ვაქცინის ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია, რომელსაც მთავრობები მთელს მსოფლიოში თავს ახვევენ მოსახლეობას უსაფრთხოებაზე ოდნავი სერიოზული შემოწმების გარეშე. ვაქცინამ სრული სისწრაფით გადალახა სანიტარული ინსპექციების ბარიერები, რომლებიც შემოიფარგლებოდა, უკეთეს შემთხვევაში, მხოლოდ ერთ კვირაზე ნაკლები ხანგრძლივობის ტესტებით.

ლონდონის თაიმსი იტყობინება: „ევროპის სამკურნალო საშუალებების სააგენტოს თანახმად, ტესტირების დაჩქარებული პროცედურა ტარდებოდა ვაქცინასთან ახლოს არსებულ ნიმუშებზე, რომლებიც გამოყენებული იქნება მასობრივი ვაქცინაციის პროგრამაში ყველა ასაკის ადამიანისთვის. კლინიკური ტესტები გაგრძელდება ერთ და იმავე დროს, როდესაც დაიწყება მოსახლეობის საყოველთაო მასობრივი ვაქცინაცია“. [ხაზგასმულია ჩემს მიერ.]

სინამდვილეში, „ტესტები“ არავითარ საჭიროებას არ წარმოადგენდნენ, გარდა საზოგადოებრივი აზრის დამშვიდებისა. ვაქცინაციის ორგანიზატორებისთვის კარგად არის ცნობილი როგორც ვაქცინის შემადგენლობა, ასევე მისი ეფექტი. უფრო მეტიც, ბარაკ ობამას ადმინისტრაციის წევრის, ჯანდაცვისა და ჰუმანიტარული დახმარების საკითხებში მდივნის, ქეთლინ სიბელიუსის მიერ ხელმოწერილი სპეციალური დოკუმენტით, ფარმაცევტული კომპანიები წინასწარ არიან გამოცხადებული როგორც არაგანსჯადი ვაქცინირებულთა გარდაცვალების ან  ჯანმრთელობისთვის გამოუსწორებელი ზიანის მიყენების შემთხვევაში.

Baxter International-ის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ ივლისის ბოლოს დაიწყებენ ღორის გრიპის ვაქცინის მთელ მსოფლიოში მიწოდებას. მოგება ფანტასტიკურიმოსალოდნელი...

ჩვენ გვეუბნებიან, რომ ფარმაცევტული კომპანიები და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია დღედაღამ მუშაობენ ვაქცინაზე ღორის გრიპის ვირუსის ახალი ქვეტიპის წინააღმდეგ, რომელიც ცნობილია კოდური სახელწოდებით H1N1. მაგრამ... მოიცადეთ... კომპანია Baxter International-მა H1N1 ვაქცინა ჯერ კიდევ 2008 წლის 28 აგვისტოს დააპატენტა!

შეტანილ განაცხად პატენტზე US 2009/0060950 A1 ნათქვამია:

 „ზოგიერთ, სასურველ ვარიანტებში, ვაქცინა შეიცავს რამდენიმე ანტიგენს... შერჩეულს, კერძოდ, ადამიანის გრიპის ერთი ან მეტი ქვეტიპიდან H1N1, H2N2, H3N2, H5N1, H7N7, H1N2, H9N2, H7N2, H7N3, H10N7, ღორის გრიპის ქვეტიპიდან H1N1, H1N2, H3N1 და H3N2, ძაღლის ან ცხენის გრიპის ქვეტიპიდან H7N7, H3N8, ან ქათმის გრიპის ქვეტიპიდან H5N1, H7N2, H1N7, H7N3, H13N6, H5N9, H11N6, H3N8, H9N2, H5N2, H4N8, H10N7, H2N2, H8N4, H14N5, H6N5, H12N5.    

პატენტი გამოქვეყნდა 2009 წლის მარტში, მექსიკაში ვირუსის გავრცელებამდე ერთი თვით ადრე, მაგრამ განაცხადი პატენტზე დარეგისტრირდა შვიდი თვით ადრე, სანამ „ახალი“ ქვეტიპის შესახებ საერთოდ გახდებოდა ცნობილი. ძნელი წარმოსადგენია უფრო თავხედურად დაგეგმილი აქცია!

პატენტი შეიცავს შემდეგ გაფრთხილებას ინგრედიენტების ტოქსიკურობის შესახებ: „... ტოქსიკურობა დამოკიდებულია სუბიექტის ორგანიზმის მახასიათებლებზე და შეიძლება მერყეობდეს ნულიდან მაღლა“. ცუდი არაა, ხო?

კიდევ ერთი ფარმაცევტული გიგანტი, რომელიც ამ საქმის თანამონაწილეა, არის შვეიცარიული კომპანია Novartis. მისი აღმასრულებელი დირექტორი დანიელ ვაზელა რეგულარულად მონაწილეობს ბილდერბერგის ჯგუფის წევრების შეხვედრებში, რომლებიც დეტალურად არის აღწერილი ჩემს წიგნებში. ბილდერბერგის ჯგუფი, რომელიც ასევე ნახსენებია ჯეინ ბიურგერმაისტერის დოსიეში, როტშილდების დინასტიის ქმნილებაა, და მას ათწლეულების მანძილზე ხელმძღვანელობდნენ ისეთი ფიგურები, როგორებიც არიან დევიდ როკფელერი და ჰენრი კისინჯერი. ჯგუფი ანგარიშვალდებულია როტშილდების ბრიტანული საიდუმლო საზოგადოების წინაშე, რომელიც ცნობილია სახელით „მრგვალი მაგიდა“. მისი პირველი თავმჯდომარე იყო როტშილდის აგენტი სესილ როდსი, რომელიც დინასტიის სახელით ძარცვავდა აფრიკას. ვაზელა მონაწილეობდა ბილდერბერგერების ბოლო შეხვედრაში 2009 წლის მაისში და - ბინგო! - იქ მიიღო ვაქცინის შეკვეთა.

 ეჭვგარეშეა, რომ აქ საქმე გვაქვს მასობრივი ვაქცინაციის გრძელვადიან გეგმასთან, რომლის შემქმნელებს ადამიანების ჯანმრთელობა ყველაზე ნაკლებად აღელვებს. რაც არ უნდა გვითხრან უშუალო შემსრულებლებმა, ის, თუ რა ეფექტზე არის გათვლილი ვაქცინაცია, ცნობილია მხოლოდ საქმეში ჩახედულთა ვიწრო წრისთვის, რომლებიც ყოველთვის ჩრდილში რჩებიან.

 ასევე ცნობილია, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რეკომენდაცია გაუწია ვაქცინაში ღორის გრიპის ცოცხალი ვირუსის გამოყენებას, რაც, დიდი ალბათობით, ვაქცინის შეყვანის შემდეგ გამოიწვევს ორგანიზმზე ვირუსის მოქმედების მნიშვნელოვან ზრდას.

ჯეინ ბიურგერმაისტერის მოსაზრებას ამყარებს უეინ მედსენი, აშშ- სამხედრო-საზღვაო დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, ამჟამად მკვლევარი ჟურნალისტი.

უეინ მედსენის თქმით, მისი წყაროები ადასტურებენ, რომ დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრმა, აშშ-ს სამხედრო უწყების მონაწილეობით, შეძლო ესკიმოსი ქალის სხეულის ქსოვილების აღდგენა, რომელიც 1918 წელს გარდაიცვალა ბრევიგ მისიაში (ალასკა)  ესპანური გრიპისგან და რომელმაც 18 თვეში 100 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა... ამ ქსოვილებიდან ამოღებულმა გენეტიკურმა მასალამ საფუძველი ჩაუყარა „ფრინველის“, ანუ „ქათმის“, H5N1 გრიპის ვირუსს, რომელიც შემუშავდა ინფექციური დაავადებების სამხედრო სამედიცინო ინსტიტუტის ლაბორატორიაში ფორტ დეტრიკში, მერილენდის შტატი. ეს ლაბორატორია იყო ჯილეხის ბაქტერიის წყარო, რომელიც გაეგზავნა წერილებისა და ამანათების სახით ზოგიერთ კონგრესმენსა და ჟურნალისტს 2001 წლის 11 სექტემბრის შემდეგ.

მათ, ვინც ჯერ არ გაცნობია ამ სახის ინფორმაციას, ეს ყველაფერი შეიძლება წარმოუდგენლად და სიგიჟესთან მიახლოებულად მოეჩვენოს, მაგრამ დროა გავიგოთ, რომ სწორედ სიგიჟეა ილუმინატების დინასტიის დამახასიათებელი ნიშანი. მათ ლოგიკას არაფერი აქვს საერთო უმეტესი ჩვენგანის ლოგიკასთან და მათი ქმედებების შეფასება ჩვენი საღი აზრის თვალსაზრისით სრულიად უიმედო საქმეა. ისინი ისე არ მსჯელობენ, როგორც ჩვენ, რადგან ჩვენნაირები არ არიან.

ილუმინატები გეგმავენ პლანეტის მოსახლეობის მასიურ შემცირებას და ინტეგრირებული სქემების დანერგვას ყველა ზრდასრულისა და ბავშვის სხეულში. მიკროსქემები მათ საშუალებას მისცემს თითოეულ ჩვენგანს დღე და ღამე ადევნონ თვალყური, და არა მხოლოდ ეს.

თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიები საშუალებას იძლევა გამოიყენონ იმპლანტირებული მიკროსქემები ადამიანების მენტალურ, ემოციურ და ფიზიკურ დონეზე მანიპულირებისთვის. ზემოქმედება შეიძლება იყოს როგორც მასიური, ასევე ინდივიდუალური, რადგან თითოეული მიკროსქემა მიმღებ-გადამცემი მოწყობილობაა, რომელიც მუშაობს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელ სიხშირეზე. ვინმეს განადგურება მანძილზე ადვილი იქნება.

ამას იმიტომ ვახსენებ, რომ, როგორც ჩემი წიგნების მკითხველებმა იციან, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ერთ-ერთმა მეცნიერ თანამშრომელმა  მაცნობა 1997 წელს, რომ საიდუმლო სამხედრო-სამთავრობო ლაბორატორიებში შემუშავებული მიკროსქემები უკვე იმდენად პაწაწინა იყო, რომ ვაქცინასთან ერთად შპრიცის გამოყენებით კანქვეშ შეიძლებოდა შეყვანა. ნანოტექნოლოგია ამის სრულიად შეუმჩნევლად გაკეთების საშუალებას იძლევა.

1976 წლის ღორის გრიპის ინსცენირებული ეპიდემია იყო გენერალური რეპეტიცია იმისა, რაც ახლა ხდება. მსგავსი კამპანიები მრავალი წლის განმავლობაში იგეგმება, და ყველა დეტალი ზედმიწევნით არის გააზრებული.

პანიკა ნიუ ჯერსიში, ფორტ დიქსში წვევამდელი ჯარისკაცის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. მთავრობამ განაცხადა, რომ ის „ღორის გრიპით“ გარდაიცვალა. 1976 წელს ვირუსით სხვა არავინ გარდაიცვალა, მაგრამ მთავრობამ გადაწყვიტა მთელი მოსახლეობის ვაქცინაცია და დაიწყო აქტიური პროპაგანდისტული კამპანია, როგორც ყოველთვის, შიშის გაღვივებით. [იხ. ვიდეო (ინგლისურად)]

შედეგად, ვაქცინისგან 25 ადამიანი გარდაიცვალა და ასობით ადამიანი ინვალიდი გახდა, ხოლო ფორტ დიქსის წვევამდელი დარჩა გრიპის ერთადერთ მსხვერპლ (იმ პირობით, რომ მთავრობამ არ გააყალბა დიაგნოზი). დღეს ჩვენ ვართ ანალოგიური კამპანიის ზღვარზე, მაგრამ ბევრად უფრო მასშტაბური.

ბრიტანეთისა და ამერიკის მთავრობებმა უკვე შეუკვეთეს ღორის გრიპის საკმარისი ვაქცინა მთელი მოსახლეობისთვის, და სხვა ქვეყნებიც მისდევენ მათ მაგალითს.

ბარაკ ობამამ გამოთქვა სურვილი, რომ მისმა „ჯანდაცვის რეფორმამ“ კანონიერი ძალა მიიღოს აგვისტოში, მასობრივი ვაქცინაციის დაწყებამდე. გასულ კვირას კანონი სენატის ჯანდაცვის, განათლების, შრომისა და პენსიების კომიტეტმა დაამტკიცა. სხვათა შორის, ის ითვალისწინებს მშობლებზე ზემოქმედების ზომებს, რომლებიც უარს ამბობენ შვილების ვაქცინაციაზე, და რეკომენდაციას უწევს ორუელის „სადემონსტრაციო პროგრამას იმუნიზებულთა რაოდენობის გაზრდის მიზნით“. კანონში ნათქვამია: „...შტატებს გამოეყოფათ სათანადო ფონდები იმუნიზირებული ბავშვების, მოზარდებისა და მოზრდილების რაოდენობის გაზრდის მიზნით ზემოქმედების ღორნისძიებების განსახორციელებლად... შტატებს შეეძლებათ გამოიყენონ ეს ფონდები ისეთი რეკომენდირებული ... ღონისძიებების განსახორციელებლად, როგორიცაა შეხსენებების გაგზავნა პაციენტებსა და მიმწოდებლებისთვის, ასევე სახლში ვიზიტები“.

2005 წლის ჯანდაცვის საერთაშორისო წესებისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ მიმდინარე წლის აპრილში დამტკიცებული ეპიდემიის გეგმის მიხედვით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის „რეკომენდაციები“ გამოცხადებული ეპიდემიის პირობებში სავალდებულოა ყველა წევრი ქვეყნისთვის (ისინი დღეს დაახლოებით 200).

ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა მარგარეტ ჩანმა... გამოაცხადა ეპიდემიის დაწყების შესახებ, როდესაც ის რეალურად  არ არსებობდა. მიზანია წინასწარ უზრუნველყოს საგანგებო უფლებამოსილების მიღება და უკვე სხვა ტონით გაუწიოს „რეკომენდაცია“ სავალდებულო ვაქცინაციას. ის უკვე პრაქტიკულად განიხილება, როგორც სავალდებულო, ვინაიდან დაინტერესებული ფარმაცევტული გიგანტების - Baxter, Novartis, GSK, Sanofi Pasteur - აღმასრულებელი დირექტორები იმავდროულად არიან ჯანმო-ს მრჩევლები და ამ კუთხით რეალურად განსაზღვრავენ მის პოლიტიკას.

თუ ყურადღებით მოუსმენთ, რას ამბობენ მუქ კოსტიუმებში გამოწყობილი ადამიანები, შეგიძლიათ მიიღოთ წარმოდგენა მოვლენების შემდგომი განვითარების შესახებ. როგორც ცოტა ხნის წინ გაზეთში დავწერე, როდესაც დღითიდღე ვუსმენდი სააგენტოებისა და მოხელეების ერთ და იმავე განცხადებებს იმ საფრთხეების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია შემოდგომაზე ღორის გრიპით დაავადებულთა რაოდენობის მოსალოდნელ მკვეთრ ზრდასთან, მივხვდი, რომ ამ განცხადებების მიზანია სწორედ ამ ზრდის უზრუნველყოფა.

მე ვისმენ, რომ ვირუსი გავრცელებასთან ერთად სულ უფრო მომაკვდინებელი გახდება, და ვფიქრობ, რომ სიკვდილიანობის სტატისტიკა მიზანმიმართულად იქნება გაზრდილი, რათა მოხდეს პანიკის სტიმულირება და ადამიანები დაარწმუნოს, რომ მხოლოდ ვაქცინას შეუძლია მათი გადარჩენა.

ბევრი შვილებთან ერთად ვაქცინის რიგში დადგება, როგორც უდრტვინველი, მორჩილი ცხვარი. ისინი თავხედურ ტყუილს შეკითხვის გარეშე გადაყლაპავენ,  ხელისუფლება კი მათ ურჩებზე ზემოქმედებისთვის გამოიყენებს. თქვენ მისამართით ასეთი ტიპის სისულელეს გაიგონებთ: „შენ შვილებს რისკის ქვეშ აყენებ!

სინამდვილეში რიგში მყოფი ეს დაპროგრამებული ადამიანები რისკის ქვეშ აყენებენ ბავშვებს, ყველა ბავშვს. მათ, ვინც ვაქცინაზე უარს ამბობს, ხელისუფლება დაადანაშაულებს იმაში, რომ ისინი ხელს უშლიან ეპიდემიის გავრცელებას, თუმცა რეალურად ეს ადამიანები ხელს უშლიან ნახირის აზროვნების გავრცელებას.

დადგა თანამოაზრეების გაერთიანების, ერთმანეთის მხარიდაჭერის და მშვიდობიანი დაუმორჩილებლობის სტრატეგიის შემუშავების დრო. ერთად მეტის მიღწევაა შესაძლებელი, ვიდრე მარტო.

არ უნდა დავემორჩილოთ არც სავალდებულო ვაქცინაციის მოთხოვნას და არც იმ ზეწოლას, ვისაც დაავიწყდა საკუთარი თავით ფიქრი. თუ ჩვენ დავთმობთ ჩვენს თავისუფლებას უარი ვთქვათ ჩვენსა და ჩვენს შვილებზე დაწესებულ ვაქცინაციაზე, რომლის ერთადერთი მიზანია ხელისუფლების კონტროლის გაზრდა, მაშინ რა თავისუფლება დაგვრჩება?

არა ვა ქცინას!

 

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised