четверг, 25 февраля 2021 г.

მეცნიერები: სიცოცხლე დედამიწაზე რამდენჯერმე შეიძლებოდა გაჩენილიყო

მეცნიერები: სიცოცხლე დედამიწაზე რამდენჯერმე შეიძლებოდა გაჩენილიყო

 https://ug.tsargrad.tv/news/uchenye-zhizn-na-zemle-mogla-voznikat-neskolko-raz_44771

 

დედამიწაზე ყველაზე ძველი ორგანიზმები ანაერობული იყო - მათი ცხოვრების ციკლი მიმდინარეობდა ჟანგბადის მონაწილეობის გარეშე. მაგრამ „ჟანგბადის კატასტროფის“ შედეგად მოხდა უძველესი გლობალური გადაშენება, რის შემდეგაც სიცოცხლემ კვლავ დაიწყო აღორძინდა.

ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლის არსებობა შეიძლებოდა რამდენჯერმე დაწყებულიყო, ამის შესახებ მოწმობს ე.წ. ჟანგბადის კატასტროფის კვალი შორეულ წარსულში, ნათქვამია ჟურნალ PNAS-შო გამოქვეყნებულ სტატიაში.

„დედამიწის ისტორიაში იყო ისეთი პერიოდი, როდესაც მასზე გაცილებით ნაკლები ჟანგბადი იყო, ვიდრე დღეს, ამიტომ სიცოცხლე სულ სხვა იყო, ან შეიძლება საერთოდ არ არსებობდა. ეს ნიშნავს, რომ სხვა პლანეტებზე ჟანგბადის პოვნა სულაც არ მიანიშნებს სიცოცხლის არსებობაზე“, - აღნიშნავს მაიკლ კიპი, ნასას ასტრობიოლოგიის ინსტიტუტიდან, სიეტლში, აშშ.

მეცნიერთა აზრით, შორეულ წარსულში დედამიწა არ ჰგავდა იმ სამყაროს, რომელიც დღეს ჩვენს გარშემოა. მის ატმოსფეროში ჟანგბადი არ იყო, მაგრამ იყო ბევრი მეთანი და ამიაკი. წყალსატევები წარმოადგენდნენ მდუღარე სქელ წვნიანს, სადაც ბინადრობდნენ  უცნაური ექსტრემოფილური ბაქტერიები. მეცნიერები დღეს მათ კვალს პოულობენ დედამიწის უძველეს ქანებში, როგორც გაქვავებული „საბნების“ ნადებს, რომლებიც მიკრობების კოლონიების ადგილას წარმოიშვა.

დედამიწაზე პირველი ორგანიზმები ანაერობული იყო - მათი ცხოვრების ციკლი მიმდინარეობდა ჟანგბადის მონაწილეობის გარეშე. მაგრამ შემდეგ მოხდა ე.წ. ჟანგბადის კატასტროფა, რომლის შედეგად უძველესი ოკეანის წყალში ჟანგბადის კონცენტრაციის მკვეთრმა მატებამ პლანეტაზე გაანადგურა მთელი ან თითქმის მთელი სიცოცხლე.

კიპმა და მისმა თანამშრომლებმა შეძლეს უშანგბადო წარსულის დეტალური შესწავლა სელენის ორი იზოტოპის, სელენი-78 და სელენი-82 ქცევის გაანალიზებით. მათი შემცველობა ქანებში დამოკიდებულია ძველ ოკეანეში ჟანგბადის კონცენტრაციაზე. ამის წყალობით, მეცნიერები ადევნებდნენ თვალყურს ჟანგბადის კონცენტრაციის ცვლილებას დედამიწის პირველყოფილ ოკეანეში „ჟანგბადის კატასტროფის“ მთელი პერიოდის განმავლობაში.

ანაერობული ბაქტერიების პირველყოფილმა ცხოვრებამ, რომლისთვისაც ჟანგბადი ნამდვილი შხამი იყო, შეძლო „ჟანგბადის კატასტროფის“ გადატანა ოკეანის ღრმა ნაწილებში, სადაც ჟანგბადის დაბალი შემცველობა იყო, აღნიშნავენ  მეცნიერები. ამ კერებიდან სიცოცხლეს შეეძლო თავიდან დაეწყო აღორძინება.


მეცნიერები: სიცოცხლე დედამიწაზე შეიძლება არსებულიყო ჯერ კიდევ 4 მილიარდი წლის წინ

https://ria.ru/20151020/1305087801.html



გეოქიმიკოსებმა აშშ-დან აღმოაჩინეს შესაძლო კვალი იმისა, რომ დედამიწაზე სიცოცხლე შეიძლება წარმოშობილიყო პლანეტის გაგრილებასთან და მის ზედაპირზე პირველი წყალსაცავების გაჩენასთან ერთად, დაახლოებით 4,1-4 მილიარდი წლის წინ.

მოსკოვი, 20 ოქტომბერი – რია ნოვოსტი.  გეოქიმიკოსებმა აშშ-დან აღმოაჩინეს შესაძლო კვალი იმისა, რომ დედამიწაზე სიცოცხლე შეიძლება წარმოშობილიყო პლანეტის გაგრილებასთან და მის ზედაპირზე პირველი წყალსაცავების გაჩენასთან ერთად, დაახლოებით 4,1-4 მილიარდი წლის წინ, და ის შეიძლებოდა ხელმეორედ წარმოქმნილიყო მოგვიანებით, პირველი სიცოცხლის გადაშენების შემდეგ, ნათქვამია სტატიაში, რომელიც გამოქვეყნდა ჟურნალ Proceedings of the National Academy of Science-ში.

 „ოცი წლის წინ, ასეთი განცხადება ერეტიკული იქნებოდა, იმის მტკიცებულებაც კი, რომ სიცოცხლე არსებობდა 3,8 მილიარდი წლის წინ, იქნებოდა უკიდურესად შოკისმომგვრელი. როგორც ჩანს, სიცოცხლე დედამიწაზე თითქმის მომენტალურად გაჩნდა პლანეტის ფორმირებასთან ერთად, ალბათ ცოცხალი არსებების არ-სიცოცხლიდან უფრო სწრაფად ჩნდებიან, თუ არის ამისთვის ყველა საჭირო ინგრედიენტი“, - თქვა მარკ ჰარისონმა (Mark Harrison) ლოს-ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტი (აშშ).

ჰარისონი და მისი კოლეგები ამ შოკისმომგვრელ დასკვნამდე მივიდნენ ე.წ. ცირკონების თითქმის 10,000 ნიმუშის შესწავლის შემდეგ ჯერ-ჰოლსში, დასავლეთ ავსტრალია.

როგორც მკვლევარებმა აღნიშნეს, ცირკონის კრისტალები წარმოიქმნება მხოლოდ ძალიან მაღალ ტემპერატურაზე იმ მაგმატური ქანების შიგნით, რომლებიც ქმნიან დედამიწის ქერქის საფუძველს კონტინენტებზე. ეს საშუალებას აძლევს მათ გამოიყენონ ქერქის ასაკისა და მისი რიგი სხვა თვისებების შესაფასებლად, მათ შორის წარსულში მაგნიტური ველის ძალის.

რამდენიმე ასეული ასეთი ცირკონი, ჰარისონის თქმით, შეიცავს იმას, რისი დანახვასაც მეცნიერები არ ელოდნენ - მუქ ჩანართებს, რომელთა ფორმამ და სტრუქტურამ ავტორებს ეჭვი გაუჩინა, რომ ისინი დედამიწაზე ყველაზე ძველი ორგანიზმების სიცოცხლის კვალს წარმოადგენენ.

ჰარისონმა და მისმა კოლეგებმა შეამოწმეს თავიანთი ეჭვები ამგვარი კრისტალების და მათში არსებული შავი წერტილების გაშუქების გზით  სპეციალური სპექტროსკოპის დახმარებით, რაც მათ საშუალება მისცა დაედგინა მათი ქიმიური შემადგენლობა და გამოეანგარიშებინა იზოტოპების წილი.

აღმოჩნდა, რომ ცირკონები შეიცავს გრაფიტის ჩანართებს - მინერალს, რომელიც ბუნებაში მხოლოდ ქვანახშირისა და სხვა „ორგანული“ ქანებისგან წარმოიქმნა. მძიმე ნახშირბად-13-ს შედარებით დაბალი წილი პრეისტორიული ნახშირბადის ამ ნაწილებში  მიანიშნებს იმის სასარგებლოდ, რომ ისინი წარმოქიმნა მიკრობების და სხვა პრიმიტიული სიცოცხლის სიცოცხლისუნარიანობის შედეგად.

ამ ცირკონების ასაკის - 4-4,1 მილიარდი წლის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სიცოცხლე უკვე არსებობდა იმ დროს, ან კიდევ უფრო ადრეც, იმ დროის გათვალისწინებით, რომელმაც განვლო მომავალი გრაფიტის მოგზაურობიდან დედამიწის ზედაპირიდან მის წიაღამდე.

ასეთი თარიღი უაღრესად საინტერესოა იმით, რომ ეს ნიშნავს, რომ დედამიწაზე სიცოცხლე გაჩნდა ჯერ კიდევ „გვიანი მძიმე დაბომბვამდე“ - მზის სისტემის ცხოვრებაში განსაკუთრებულ პერიოდიშ, 3,8 - 3,2 მილიარდი წლის წინ, რომლის დროსაც დედამიწა და ყველა სხვა დანარჩენი პლანეტა მუდმივად ეჯახებოდა დიდ ასტეროიდებს.

ამ დაბომბვას, როგორც მეცნიერები აღიარებენ, შეეძლო გაენადგურებინა ახლახანს ჩასახული სიცოცხლე, რომელიც, როგორც ცოცხალი არსებების სხვა უძველესი არსებების კვალი აჩვენებს, საკმაოდ სწრაფად აღორძინდა, „დაბომბვიდან“ დაახლოებით 200-300 მილიონი წლის შემდეგ. სიცოცხლის ასეთი სწრაფი გაჩენა, როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი შანსი ვიპოვოთ არამიწიერი და თუნდაც გონიერი ცხოვრება,  უფრო მაღალია, ვიდრე დღეს მიგვაჩნია. 



https://www.youtube.com/watch?v=4UkV8Hnz9Vk


https://www.youtube.com/watch?v=_kpaxg_nsLM


















































https://blog-astrofizika.blogspot.com/2020/04/warming.html





https://zen.yandex.ru/media/severnymayak/kak-upravliaiut-massami-o-proboine-v-psihike-pozvoliaiuscei-zalezt-v-golovu-cheloveka-5f6909a794e9b0682f47fe06


https://nosafespaces.com/

https://www.freetheslaves.net/nobodys-free-until-everybodys-free/






Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised