воскресенье, 14 февраля 2021 г.

მაგნიტური ქარიშხალი 2020. მზეზე გაჩნდა უცნაური ქაფი, რომელიც შიშინებს. რუსკის კუნძულზე აღმოჩენილია იქთიოზავრის ნაშთი



მაგნიტური ქარიშხალი 2020. მზეზე   გაჩნდა   უცნაური  ქაფი, რომელიც შიშინებს                                             https://www.cheltv.ru/magnitnye-buri-2020-29/                                                                       

მზეზე იპოვეს ძალიან ხასხასა მაგნიტური ქაფი, რომელიც შიშინებს. ასტროფიზიკოსები ელოდებოდნენ, რომ ვარსკვლავზე ახალი შავი ლაქა გაჩნდებოდა. ამის ნაცვლად, იცინიან ისინი, ახლა „პლაჟია“. Plage, ფრანგულად  მაგნიტურ ქაფს ნიშნავს, რომელიც მრავალ მსხვილ მზის ლაქას არის გარშემორტყმული.

სითეთრემდე გავარვარებული „პლაჟების“ ქსელი გამოჩნდა მზის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. მას თან შიშინა მაგნიტური თაღები ახლავს. ჩვეულებრივ, ასეთი არკები მზის ლაქების აქტიურ ჯგუფზე მიუთითებს, მაგრამ ჯერჯერობით ბნელი ბირთვები არ ჩანს, აღნიშნავენ ასტრონომები.

ცხელი ნივთიერების თაღები ან მარყუჟები წარმოიქმნება მზის გვირგვინში აფეთქებების დროს. მათ შეუძლიათ ვარსკვლავის ზედაპირზე რამდენიმე საათის განმავლობაში არსებობა. ამასთან, პლაზმა მარყუჟებში შეიძლება გაცივდეს ძალიან დაბალ ტემპერატურამდე - 9726,85 გრადუს ცელსიუსზე ქვემოთ. 

ოფიციალურად ვარსკვლავი ზედიზედ 32 დღის განმავლობაში რჩება უნაკლოდ ცარიელი, ლაქების გარეშე, წერს spaceweather.com


მაგნიტური ქარიშხალი 2020. მზეზე   გაჩნდა   უცნაური  ქაფი, რომელიც შიშინებს                                                                                                                   

NASA დარწმუნებული არიან, რომ მზე შემდის ახალ „მზის ციკლში 25“, რაც ვარსკვლავის აქტივობის გაზრდაზე მიუთითებს. სპეციალისტების აზრით, მზის მინიმუმი მან 2019 წლის დეკემბერში გაიარა, მაგრამ მისგან გამოსასვლელად, სავარაუდოდ, თვეები დასჭირდება.

კოსმოსური ამინდის ცვლილებების შედეგად შეიძლებ გაჩნდეს მოვლენები, რომლებიც გავლენას ახდენს დედამიწის ტექნოლოგიებზე. ახალი ციკლის დროს მზეზე იქმნება აფეთქებები, რაც საშიშია ჩვენს პლანეტაზე სიცოცხლისთვის.


აფეთქებები მზეზე

მეცნიერები აკვირდებიან მნათობების ზედაპირს და ელოდებიან ახალი ლაქების წარმოქმნას, რომლებიც „გიგანტური მზის ფეიერვერკის“ მაუწყებელია, იუწყება cheltv.ru.



https://iz.ru/1079443/2020-10-28/na-ostrove-russkii-obnaruzhili-ostanki-ikhtiozavra


                 რუსკის კუნძულზე აღმოჩენილია იქთიოზავრის ნაშთი


სავარაუდოდ, იქთიოზავრის ნეშტი იპოვნეს ვლადივოსტოკში, რუსკის კუნძულზე. ამის შესახებ 28 ოქტომბერს განაცხადა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის შორეული აღმოსავლეთის განყოფილების გეოლოგიის ინსტიტუტისა და ბუნების სარგებლობის ინსტიტუტის პალეონტოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა იური ბოლოცკიმ.

იქთიოზავრი აღმოაჩინეს საგანმანათლებლო პროექტის „მეცნიერება მოგზაურობაში. პრიმორიე“-ს მონაწილეებმა. სპეციალისტებმა შენიშნეს ნეკნების და ძვლების ფრაგმენტები ტაიფუნის „მაისაკის“ შედეგად ჩამოშლილ მთის ქანებზე. მეცნიერებმა დაადასტურეს, რომ ეს იქთიოზავრია.

ბოლოცკი ბლაგოვეშჩენკიდან ვლადივოსტოკში ჩავიდა კვლევების ჩასატარებლად ნაშთების აღმოჩენის ადგილზე. აღინიშნა, რომ კლდის ქანის ნაწილი უკვე ამოღებულია და ტრანსპორტირებულია პრიმორსკის ოკეანარიუმში.

 „სავარაუდოდ, ეს იქთიოზავრის ნეკნებია. იქთიოზავრები ბინადრობდნენ ყველა ზღვაში. ეს არის მეორე ასეთი აღმოჩენა რუსკის კუნძულზე. ნაწილებს (ძველი მკვიდრნი) პოულობდნენ მაგადანიდან პრიმორიეს სამხრეთამდე - მაგრამ ეს იყო ძალიან ფრაგმენტული მასალა. აქ კი მეტნაკლებად სრული სახითაა, გარდა ამისა, ნაწილი დარჩენილია ქანებში“, - ციტირებს მას „რია ნოვოსტი“.

მისივე თქმით, არსებობს აღმოჩენის ადგილზე ჩონჩხის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილის - თავის ქალის პოვნის ალბათობა. ამასთან, ექსპერტმა დასაშვებად მიიჩნია, რომ რეპტილიის  თავი „220 მილიონი წლის წინ შეიძლებოდა მოწყვეტილიყო“.

ბოლოცკიმ გაიხსენა, რომ პირველი იქტიოზავრი აღმოაჩინეს რუსკის კუნძულზე 2014 წელს. შემდეგ მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ნაპოვნი რეპტილია არ ყოფილა აქტიური მტაცებელი.

მარტში მეცნიერებმა ულიანოვსკიდან სენგილეევსკის რაიონში აღმოჩენილი იქთიოზავრის თავის ქალის ტომოგრაფია გააკეთეს. ამ დროისთვის სპეციალისტები ამზადებენ პრეისტორიული რეპტილიის აღწერას, რომელიც ბინადრობდა თანამედროვე ულიანოვსკის ოლქის ტერიტორიაზე.

იქთიოზავრები არსებობდნენ თითქმის მთელი მეზოზოური პერიოდის განმავლობაში, 250–94 მილიონი წლის წინ, და უდიდეს აყვავებას მათ იურულ პერიოდში მიაღწიეს, სანამ პლეზიოზავრებმა არ შეცვალეს ისინი ცარცულ პერიოდში. ერთ-ერთი ვერსიით, ისინი წარმოიშვნენ რეპტილიების ერთგვარი ხმელეთის ჯგუფიდან. იქტიოზავრებს ხშირად ადარებენ დელფინებს, რომლებიც ასევე დაბრუნდნენ ზღვაში, მაგრამ იქთიოზავრები უფრო თევზებს ჰგვანან, მხოლოდ სუნთქვა ჰაერის შეინარჩუნეს.









Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised