среда, 12 августа 2020 г.

ადამიანური კაპიტალის გაზომვის არსი და თავისებურებები

 ადამიანური კაპიტალის გაზომვის არსი და თავისებურებები


სლაიდი 1: ი.მ. გუბკინის სახელობის ნავთობისა და გაზის რუსეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი 

თემა: ადამიანური კაპიტალის გაზომვის არსი და თავისებურებები

ლექტორი – ფალკოვსკაია ქსენია იგორევნა, მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი

სლაიდი 2: ადამიანური კაპიტალი: არსი, სახეობები

XX საუკუნის 50-60-იანი წლები – ადამიანური კაპიტალის თეორიების ფორმირება. 

ადამიანური კაპიტალის თეორია აერთიანებს სხვადასხვა შეხედულებებს, იდეებს, დებულებებს ადამიანის ცოდნის, უნარების, შესაძლებლობების ფორმირების და გამოყენების პროცესის, როგორც მომავალი შემოსავლის წყაროს და ეკონომიკური სარგებელის მოპოვების შესახებ. 

დამფუძნებლები:

თეოდორ შულცი –1979 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში „ეკონომიკური განვითარების ნოვატორული კვლევებისთვის, რომელიც მიმართულია განვითარებადი ქვეყნების პრობლემებზე“. 

გერი ბეკერი  – 1992 წელს ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის სფეროში „მიკროეკონომიკური ანალიზის სფეროს გავრცელებისთვის ადამიანის ქცევისა და ურთიერთქმედების მთელ რიგ ასპექტებზე, არასაბაზრო ქცევის ჩათვლით“.

სლაიდი 3: ადამიანური კაპიტალის კონცეფციების სათავეები 


 უილიამ პეტი (1623-1687) 

1676 – „პოლიტიკური არითმეტიკა“, „მოსახლეობის ღირებულების“ გაანგარიშების პირველი მცდელობა.

ადამიანების ძირითადი მასის ღირებულება = 20-მაგი წლიური შემოსავალი, რომელიც მათ მოაქვთ. 

საზოგადოების სიმდიდრე დამოკიდებულია ადამიანების საქმიანობის ხასიათზე და მათ შრომით უნარზე. 

სიმდიდრე = დედამიწა + კაპიტალი + ადამიანები.


 ადამ სმიტი  (1723-1790) 

1759 – „ზნეობრივი გრძნობების თეორია“. 

1776 - „კვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“.

განათლებისა და პროფესიული მომზადების სხვადასხვა დონის მქონე პირებს შორის განსხვავებები ასახავენ მათ შემოსავალში არსებულ განსხვავებებს.

 ძირითადი კაპიტალი = შრომის იარაღი, მიწა, ნაგებობები, ქვეყნის მკვიდრთა შესაძლებლობები.

 განათლება - ფაქტორი, რომელიც ხელს უწყოვს ქვეყნის სიმდიდრის ზრდას.


სლაიდი 4: კარლ მარქსი:

„მუშათა კლასის აღწარმოება მოიცავს მისი ხელოვნების დაგროვებას, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცება“.

უფრო მეტიც, კ. მარქსმა აღნიშნა, რომ წარმოების უშუალო პროცესის თვალსაზრისით, ადამიანის შესაძლებლობების განვითარება „შეიძლება განიხილებოდეს როგორც ძირითადი კაპიტალის წარმოება, და ეს ძირითადი კაპიტალი თავად ადამიანია“.

სლაიდი 5: 2. ადამიანური კაპიტალი: არსი, სახეობები 

თეოდორ შულცის წვლილი

1979 წ. – ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის დარგში „ეკონომიკური განვითარების ნოვატორული კვლევებისთვის, რომელიც მიმართულია განვითარებადი ქვეყნების პრობლემებზე“.

 ყველა ადამიანური რესურსი და შესაძლებლობები თანდაყოლილია ან შეძენილი. თითოეული ადამიანი იბადება გენების ინდივიდუალური კომპლექსით, რომელიც განსაზღვრავს მის თანდაყოლილ ადამიანურ პოტენციალს. ადამიანის მიერ შეძენილ ღირებულ თვისებებს, რომლებიც შეიძლება გაუმჯობესდეს შესაბამისი ინვესტიციებით, ჩვენ ვუწოდებთ ადამიანურ კაპიტალს.

თავისი შრომები თ. შულცმა მიუძღვნა განვითარებადი ეკონომიკის შესწავლას, განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა სოფლის მეურნეობის ეკონომიკაზე. მან გამოიკვლია ომის შემდეგ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის და იაპონიის სწრაფი აღდგენის მიზეზები.

სლაიდი 6: თ. შულცის წვლილი ადამიანური კაპიტალის თეორიაში

       განათლება ეკონომიკური ზრდის ძირითადი ფაქტორია.

განათლება – ადამიანური კაპიტალის შექმნის პროცესი და შედეგია.

მუშახელის ხარისხის გაუმჯობესების პროცესი განათლებაში დამატებითი ინვესტიციების კანონზომიერი შედეგია.


სლაიდი 7: გერი ბეკერი 

1992 წ. – ნობელის პრემიის ლაურეატი ეკონომიკის სფეროში „მიკროეკონომიკური ანალიზის სფეროს გავრცელებისთვის ადამიანის ქცევისა და ურთიერთქმედების მთელ რიგ ასპექტებზე, არასაბაზრო ქცევის ჩათვლით“.

ადამიანური კაპიტალი ინვესტიციების შედეგად წარმოქმნილი და ადამიანის მიერ დაგროვილი ჯანმრთელობის, ცოდნის, უნარების, შესაძლებლობებისა და მოტივაციების გარკვეული მარაგია, რომლებიც მიზანშეწონილად გამოიყენება საზოგადოებრივი წარმოების ამა თუ იმ სფეროში, ხელს უწყობს შრომის ნაყოფიერების და წარმოების ეფექტურობის ზრდას და ამით გავლენას ახდენს ამ ადამიანის შემოსავლის ზრდაზე.


სლაიდი 8: "ქორწინების ბაზრის" ანალიზი გ. ბეკერის მიხედვით:

დაქორწინება პარტნიორული ფირმის შექმნის ანალოგიურია: ადამიანები დაქორწინდებიან, თუ წარმოებული ან მოხმარებული პროდუქტის მოსალოდნელი ერთობლივი მოცულობა აღემატება ცალ-ცალკე წარმოებას.

 მამაკაცის და ქალის შრომის ურთიერთდამატება ქმნის სტიმულს საქორწილო კავშირის შექმნისათვის.

ითვლება, რომ ქალების ეკონომიკურ ინტერესებს უფრო შეესაბამება პოლიგამია, ვიდრე მონოგამია, რადგან ის მნიშვნელოვნად ზრდის ქალებზე მოთხოვნილებას, რითაც აძლიერებს მათ პოზიციას ქორწინების ბაზარზე.

 ქორწინების ბაზარზე ძიების პროცესი შრომის ბაზარზე ძიების მსგავსია, სადაც რაციონალური აგენტები აჩერებენ მას, როდესაც ქორწინებიდან მოსალოდნელი სარგებლობა უფრო მაღალია, ვიდრე მარტოდ ცხოვრების მოსალოდნელი სარგებლობა, ან უფრო მაღალია, ვიდრე ძებნის გაგრძელების დამატებითი ღირებულება.


სლაიდი 9. სტენლი ფიშერი: 

„ადამიანური კაპიტალი წარმოადგენს ადამიანში განსახიერებული შემოსავლის მოტანის შესაძლებლობას.

იგი მოიცავს თანდაყოლილ უნარს და ნიჭს, აგრეთვე განათლებას და მიღებულ კვალიფიკაციას“.


სლაიდი 10

მსოფლიო ბანკის ექსპერტების მიერ გაკეთებული უახლესი გამოთვლები მოიცავს სამომხმარებლო ხარჯებს ადამიანურ კაპიტალში - ოჯახის ხარჯს საკვებზე, ტანსაცმელზე, საცხოვრებელზე, განათლებაზე, ჯანდაცვაზე, კულტურაზე, ასევე ამ მიზნებისათვის მთავრობის ხარჯებს.

 

სლაიდი 11: ადამიანური კაპიტალის სახეობები:


                                                        ადამიანური კაპიტალი

ინდივიდუალური                     ფირმის ადამიანური                ეროვნული ადამიანური

ადამიანური კაპიტალი                    კაპიტალი                                           კაპიტალი


ჯანმრთელობის                          ინდივიდუალური                   სოციალური კაპიტალი

კაპიტალი                                     ადამიანური კაპიტალის

                                                        აღიარებული აქტივები


კულტურულ-ზნეობრივი        ფირმის არამატერიალური     პოლიტიკური კაპიტალი

კაპიტალი                                    აქტივები


შრომითი კაპიტალი                  ორგანიზაციული                      ეროვნული ინტელექ-

                                                       კაპიტალი                                   ტუალ. პრიორიტეტები

 

ინტელექტუალური                   სტრუქტურული                       ეროვნული

კაპიტალი                                    კაპიტალი                                    კონკურენტული

                                                                                                            უპირატესობები


ორგანიზაციული                       ბრენდ-კაპიტალი                     ბუნებრივი

კაპიტალი                                    (კლიენტური)                            პოტენციალი


სამეწარმეო                                 სოციალური

კაპიტალი                                   კაპიტალი


სლაიდი 12: ჯანმრთელობის კაპიტალი

ფიზიკური ძალა, ამტანობა, შრომისუნარიანობა, დაავადებებისადმი იმუნიტეტი იწვევს აქტიური შრომითი საქმიანობის პერიოდის ზრდას.

ჯანმრთელობის დონე დიდწილად დამოკიდებულია ჯანდაცვის მომსახურების ხარისხზე.

სლაიდი 13: სოციალური კაპიტალი შეიძლება განისაზღვროს, როგორც საზოგადოებრივი  ურთიერთობების გარკვეული  ნაკრები.

სოციალური კაპიტალი უკავშირდება იმ გარემოებას, რომ თითოეული ეკონომიკური სუბიექტი ამა თუ იმ გზით ჩართული, ინტეგრირებულია სოციალური ურთიერთობების სისტემაში.

პიროვნების სოციალური კაპიტალი შეიძლება განისაზღვროს, როგორც სხვა ადამიანებთან მისი ურთიერთობების მთლიანობა, რაც მას უადვილებს სხვადასხვა სახის ეკონომიკური რესურსების შექმნას, გამოყენებას, გაცვლასა და კონვერტაციას.


სლაიდი 14: ადამიანური განვითარების ინდექსი

 2013 წლამდე მას ეწოდებოდა ადამიანური პოტენციალის განვითარების ინდექსი და გაანგარიშებული იყო გაეროს განვითარების პროგრამით


გაეროს განვითარების პროგრამა  — ეს არის გაეროსთან არსებული ორგანიზაცია, რათა დახმარება გაუწიონ განვითარების სფეროში მონაწილე ქვეყნებს. 

იგი შეიქმნა 1965 წელს გაეროს სპეციალური ფონდის და ტექნიკური დახმარების გაფართოებული პროგრამის შერწყმის შედეგად.

1990 წლიდან მოყოლებული გაეროს განვითარების პროგრამა ყოველწლიურად აქვეყნებს მოხსენებას ადამიანური განვითარების შესახებ.

  მისი მომზადებისას გამოიყენება:

მონაცემების კომბინაცია საჯაროდ ხელმისაწვდომი წყაროებიდან

 ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებიდან 

განვითარების სფეროში ექსპერტთა ინფორმაია.


სლაიდი 15

2010 წელს გაეროს განვითარების პროგრამამ შესთავაზა ადამიანური განვითარების დაზუსტებული განმარტება:

„ადამიანის განვითარება წარმოადგენს ადამიანების თავისუფლების გაფართოების პროცესს, რათა მათ იცხოვრონ ხანგრძლივი, ჯანმრთელი და შემოქმედებითი ცხოვრებით, განახორციელონ სხვა მიზნები, რომლებსაც, მათი აზრით, აქვთ ღირებულება; აქტიურად მიიღონ მონაწილეობა პლანეტაზე სამართლიანობის და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად“.

სლაიდი 16: ინდექსის შექმნის ისტორია 

1990 წელს ინდექსი შეიმუშავა ეკონომისტთა ჯგუფმა პაკისტანელი ეკონომისტის მაჰბუბ-ულ-ჰაკი ხელმძღვანელობით.

მაგრამ ინდექსის კონცეპტუალური სტრუქტურა შეიქმნა ეკონომიკის დარგში 1998 წელს ნობელის პრემიის ლაურეატის, ინდოელი სპეციალისტის ამარტია სენას შრომების საფუძველზე. 

მისი ნაშრომებია: 

„სიღარიბე და შიმშილი“ (Poverty and Famines, 1981);

 „უთანასწორობის პრობლემისკენ დაბრუნება“ (Inequality Reexamined, 1992);

 „განვითარება როგორც თავისუფლება“ (Development as Freedom, 1999).


სლაიდი 17: ადამიანური პოტენციალის განვითარების ინდექსის მნიშვნელობა საერთაშორისო სტატისტიკაში 

ადამიანური პოტენციალის განვითარების ინდექსი ერთ-ერთი  უმნიშვნელოვანესი მაჩვენებელია, რომლითაც გაერო განსაზღვრავს სხვადასხვა ქვეყნის სოციალური სფეროს განვითარებას.           

მაჩვენებლის შინაარსობრივი მნიშვნელობა ასეთია - რაც უფრო ახლოს არის იგი ერთეულთან, მით უფრო მაღალია ადამიანის პოტენციალის რეალიზაციის შესაძლებლობები განათლების ზრდის, ხანგრძლივობის და შემოსავლის ზრდის კუთხით.

სლაიდი 18:  ადამიანური განვითარების ინდექსის გაანგარიშების მეთოდიკა

ადამიანური პოტენციალის განვითარების ინდექსი გაანგარიშებულია, როგორც სამი ტოლმნიშვნელოვანი კომპონენტის სიდიდე: 

შემოსავლის, რომელიც განისაზღვრება მთლიანი ეროვნული შემოსავალის მაჩვენებლით ერთ სულ მოსახლეზე აშშ დოლარში;

 განათლების, რომელიც განისაზღვრება წიგნიერების მაჩვენებლებით (სწავლაზე დახარჯული წლების საშუალო რაოდენობა) და სწავლების მოსალოდნელი ხანგრძლივობით. 

 სიცოცხლის ხანგრძლივობით, რომელიც განისაზღვრება სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობით.


სლაიდი 19: ადამიანური განვითარების ინდექსის გაანგარიშების მეთოდიკა


2010 წელს ინდიკატორთა ოჯახი, რომლებიც განსაზღვრავენ ადამიანური განვითარების ინდექსს, გაფართოვდა, თავად ინდექსმა კი განიცადა მნიშვნელოვანი კორექტირება. გამოყენებული ადამიანური განვითარების ინდექსის გარდა, რომელიც წარმოადგენს კრებსით მაჩვენებელს და ეყრდნობა ქვეყნების საშუალო სტატისტიკურ მონაცემებს, არ ითვალისწინებს შიდა უთანასწორობას, დაინერგა სამი ახალი ინდიკატორი:

ადამიანური განვითარების ინდექსი, რომელიც კორექტირებულია სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობის გათვალისწინებით,

 გენდერული უთანასწორობის ინდექსი, 

მრავალგანზომილებიანი სიღარიბის ინდექსი.


სლაიდი 20: 2014 წ. რეიტინგში ქვეყნებს შემდეგი ადგილი უკავია (2015 წლის  დეკემბრის მოხსენება):

ნორვეგია – 1                                                     რუსეთი – 50

 ავსტრალია – 2                                                 შვედეთი – 14

 შვეიცარია – 3                                                  საფრანგეთი – 22

 დანია – 4                                                           ესტონეთი – 33

 ნიდერლანდები – 5                                        ლიტვა – 37

 გერმანია – 6                                                     ლატვია – 46

 ირლანდია – 6                                                  ბელარუსი – 50

 აშშ – 8                                                                 ყაზახეთი – 56

 კანადა – 9                                                         თურქეთი – 72

 ახალი ზელანდია – 9                                      აზერბაიჯანი – 78

 სინგაპური – 10                                                უკრაინა – 81

 ------- ჩინეთი – 90 

სლაიდი 21

        ადამიანური კაპიტალის განვითარების ინდექსი მსოფლიოს ქვეყნებში პირველად 2013 წელს შეიქმნა და მოიცავს 122 ქვეყანას.

        ის გამოქვეყნებულია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ანალიტიკოსთა ჯგუფის მიერ ჰარვარდის უნივერსიტეტთან და საერთაშორისო კონსულტინგურ კომპანია Mercer Human Resource Consulting–თან თანამშრომლობით.

        ადამიანური კაპიტალის განვითარებაში ამა თუ იმ ქვეყნის წარმატების დადგენისას გათვალისწინებულია 46 მაჩვენებელი, რომლებიც გაერთიანებულია ოთხ მთავარ ჯგუფად:

განათლება (უმაღლესი, საშუალო, დაწყებითი) და პროფესიური მომზადება.

ჯანმრთელობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური კეთილდღეობა.

 შრომისმოწყობა და დასაქმება.

 ინფრასტრუქტურა, სამართლებრივი დაცვა, სოციალური მობილობა.


სლაიდი 22: მსოფლიოში ქვეყნების რეიტინგი ადამიანური კაპიტალის განვითარების ინდექსის მიხედვით

1 ფინეთი 

2 ნორვეგია

 3 შვეიცარია

 4 კანადა

 5 იაპონოა

 6 შვედეთი

 7 დანია

 8 ნიდერლანდები

 9 ახალი ზელანდია 

 10 ბელგია

 26 რუსეთი


სლაიდი 23-24

სლაიდი 25: 

       2011 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, ბედნიერება ხდება ქვეყნის განვითარების მაჩვენებელი.

მიღებული რეზოლუცია იურიდიულად არ ავალდებულებდა ქვეყნებს ამის გაკეთებას, არამედ მხოლოდ რეკომენდაციას აძლევდა თავისი მოქალაქეების ბედნიერებით დაინტერესებას. 

რეზოლუციაში ასახული იდეა ემყარება ბუტანში მიღებულ მთლიანი ეროვნული ბედნიერების მოდელს, რაც გულისხმობს ცხოვრების ხარისხის გაზომვას მატერიალურსა და სულიერს შორის ბალანსის საფუძველზე.

„ჩვენი თავდაპირველი იდეა იყო გაეროს წევრებისთვის ბედნიერების კონცეფციის მიტანა, რადგან ჩვენ ვიცით, რომ მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლები არ აკმაყოფილებს ხალხის საჭიროებებს“, - განაცხადა  ბუტანის ელჩმა გაეროში ლხათუ ვანგჩუკმა.


სლაიდი 26: ლიტერატურა

SCHULTZ, T. შულც თეოდორი 

1. სოფლის მეურნეობა არასტაბილურ ეკონომიკაში (Agriculture in   an unstable economy, 1945) ; 

2. სოფლის მეურნეობის ეკონომიკური ორგანიზაცია (The Economic organization of   agriculture, 1953) ; 

3. განათლების ეკონომიკური ორგანიზაცია (The Economic value of   education, 1963) ; 

4. ტრადიციული სოფლის მეურნეობის გარდაქმნა (Transforming traditional agriculture, 1964) ; 

5. ეკონომიკური განვითარება და სოფლის მეურნეობა (Economic growth and   agriculture, 1968) ;

 6. ადამიანურ კაპიტალში დაბანდება: განათლების და სამეცნიერო კვლევების როლი (Investment in   human capital : the   Role of   education and   of   research, 1971) ; 

7. ინვესტიციები ადამიანებში: მოსახლეობის ხარისხის ეკონომიკა (Investing in people: the Economics of population quality, 1981). 

8. BECKER, G. გერი ბეკერი. ადამიანური კაპიტალი (Human Capital ), 1964.


სლაიდები 27-30: ლიტერატურა

გ. ბეკერი. ადამიანური ქცევა: ეკონომიკური მიდგომა. რჩეული შრომები ეკონომიკურ თეორიაში. მოსკოვი. - ეკონომიკის უმაღლესი სკოლა, 2003. 672 გვ.

 ი.ა. ივანოვა. ადამიანის კაპიტალით მართვა. სასწავლო სახელმძღვანელო. – მოსკოვი: მოსკოვის სახელმწიფო სამშენებლო უნივერსიტეტი, – 2011. 112 გვ. 

ვ.ა. მაუ. ადამიანური კაპიტალის განვითარება - ახალი სოციალური პოლიტიკა. მოსკოვი: საგამომცემლო სახლი „დელო“.  – 2013. 548 გვ.

ი.ს. ეველიანოვი, ა.ა. ხაჩატურიანი. ადამიანური კაპიტალი რუსეთის მოდერნიზაციაში. ინსტიტუციონალური და კორპორატიული ასპექტები. მოსკოვი: ედიტორიალი ურსს. – 2014. 416 გვ.

  ვ.ვ. კაფიდოვი. მეწარმეთა მოთხოვნილებების სტიმულირება ადამიანური კაპიტალის განვითარებაში. მოსკოვი.: საგამომცემლო სახლი „დელო“.  – 2013. 192 გვ.

  ციფრული წიგნი „სახელიმწიფო მართვის ეფექტურობის პრობლემები. ტერიტორიების ადამიანური კაპიტალი: ჩამოყალიბებისა და გამოყენების პრობლემები“. ავტორები: გ. ლეონიდოვა, მ. გოლოვჩინი, ტ. სოლოვიოვა, ე. ჩეკმარევა, კ. უსტინოვა, ა. პოპოვი, ა. პანოვი. 2013. 

 ვ.ნ. კრუტკო, ტ.მ. სმირნოვა. ადამიანური კაპიტალი: რუსეთის ინოვაციური განვითარების პრობლემა და რესურსი. მოსკოვი: ციფროვიჩოკი. – 2012. 227 გვ.

 ი.ა. კორჩაგინი. რუსული ადამიანური კაპიტალი: განვითარების თუ დეგრადაციის ფაქტორი? – ვორონეჟი: ცირე, 2005.

 ვ.ფ. მაქსიმობა. ინვესტიცია ადამიანურ კაპიტალში. – მოსკოვი: მოსკოვის საფინანსო-სამრეწველო აკადემია. 2005. 29 გვ. 

 სტიუარტ ტომას ა. ინტელექტუალური კაპიტალი. - მოსკოვი: პოკოლენიე, 2006. 

 ვ.ვ. ტრავინი, მ.ი. მაგურა, მ.ბ. კურბატოვა. მმართველობითი პოტენციალის განვითარება. მოდული 1. სასწავლო-პრაქტიკული სახელმძღვანელო. – 4-е გამომც. – მოსკოვი: გამომცემლობა „დელო“, 2009. 128 გვ.

 მ.ა. ჰიუზლიდი, ბ.ე. ბეკერი, რ.უ. ბიტი. პერსონალის შეფასება. როგორ უნდა მართო ადამიანური კაპიტალი სტრატეგიის რეალიზაციის მიზნით. - მოსკოვი: გამომცემლობა ვილიამსი. 2007. 432 გვ.

ა.ა. ცირენოვა. ადამიანური კაპიტალის განვითარება ინსტიტუციონალური გარემოს ტრანსფორმაციის პირობებში. - ულან-უდე. აღმოსავლეთ ციმბირის ტექნოლოგიების და მართვის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა. 2006. 176 გვ. 

გლობალიზაციის სტრატეგიული ფსიქოლოგია: ადამიანური კაპიტალის ფსიქოლოგია/ა.ი. იურევის რედაქციით. სანქტ-პეტერბურგი, 2006. 

ადამიანური კაპიტალი შრომის ეკონომიკური კატეგორიების სისტემაში//პერსონალის მართვა. – 2008. – № 9. 

გ. ტუგუსკინა. საწარმოთა ადამიანური კაპიტალის შეფასების მეთოდიკა//პერსონალის მართვა. – 2009. - № 5.













Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised