среда, 27 мая 2020 г.

კანქვეშ იმპლანტირებული ჩიპების რისკი და რეალური საფრთხე

კანქვეშ იმპლანტირებული ჩიპების  რისკი და რეალური საფრთხე

მრავალი კომპანია უკვე სთავაზობს თავის თანამშრომლებს ხელის მაჯაში მიკროჩიპების იმპლანტირებას ყოველდღიური სამუშაო ოპერაციების უფრო სწრაფად და მოსახერხებლად განხორციელებისთვის. რა რისკებთან შეიძლება იყოს ეს დაკავშირებული?
დეივ უილიამსმა თითქმის არაფერი იგრძნო - თითქოს ვიღაც მსუბუქად შეეხო რაღაც მაგარით.
უმეტესობისთვის ხელისგულში საჩვენებელ და დიდ თითს შორის იმპლანტირებული ბრინჯის მარცვლის ზომის ეს პატარა ბურთულა სრულიად შეუმჩნეველი იქნება. და მხოლოდ მაშინ, როდესაც 33 წლის დეივი ხელის ერთი აქნევით გააღებს ოფისში შესასვლელ კარს, ყველა იგრძნობს რაღაც არასასიამოვნოს.
უილიამსს კანქვეშ აქვს იმპლანტირებული მიკროჩიპი, ელექტრონული სქემა, რომელიც მოთავსებულია პატარა მინის კაფსულაში. მისი გამოყენება შესაძლებელია ისევე, როგორც ჩვენ ვიყენებთ უკონტაქტო გადახდის ბარათს.
უილიამსი სისტემების შემქმნელია კომპანიაში „Mozilla“, რომელიც ერთ-ერთი ე. წ. ბიოჰაკერი, ენთუზიასტია, ცდილობს თავისი ორგანიზმი შეავსოს უახლესი ტექნოლოგიებით.
ამ შემთხვევაში უილიამსმა გადაწყვიტა თავად ჩაენერგა რადიოსიხშირული იდენტიფიკაციის (RFID) ჩიპი - უბრალოდ ცნობისმოყვარეობის გამო. იმპლანტაციის პროცედურის შემდეგ, იგი გადაიქცა მოსიარულე უკონტაქტო  სმარტბარათად.
თავისი ჩიპის სხვადასხვა მოწყობილობებთან დაარეგისტრირების შემდეგ, უილიამსს შეუძლია გამოიყენოს არაერთი მოხერხებuლი ფუნქცია. მაგალითად, ხელის ერთი შეხებით გადაიტანოს თავისი საკონტაქტო მონაცემები სამსახურში კოლეგის ტელეფონზე.

კომფორტის ახალი დონე
 „მე ყველაზე ცუდი მეხსიერება მაქვს მსოფლიოში“, - ამბობს უილიამსი. მისთვის იმპლანტის უზარმაზარი უპირატესობა ისაა, რომ დეივს შეუძლია აღარ შეწუხდეს იმის გამო, რომ მას დაავიწყდა პაროლი ან გასაღები - ისინი ახლა ყოველთვის მასთანაა.
„გარდა ამისა, ეს ძალიან მაგარია. ტელეფონზე ხელის ერთი შეხებით გადასცე ვინმეს შენი  ნომერი“.
კომფორტის ეს ახალი დონე ბევრისთვის მიმზიდველად გამოიყურება, და იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომელთაც სურთ ექსპერიმენტის ჩატარება იმპლანტირებულ  მიკროჩიპ  RFID-თან.
ასეთი ჩიპების ერთ-ერთი მწარმოებლის Dangerous Things-ის წარმომადგენელმა  გასულ წელს CNBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კომპანიამ 10 ათასზე მეტი მიკროჩიპი გაყიდა  კანქვეშ იმპლანტაციის კომპლექტებთან ერთად.
მაგრამ, რაც უფრო ფართოა ამგვარი იმპლანტანტების გავრცელება, მით უფრო სერიოზული იქნება მათი წუხილი, ვისაც აღელვებს პირად ცხოვრებასა და პირად უსაფრთხოებაში შეჭრის პრობლემები.
ცოტა ხნის წინ სავაჭრო ავტომატების მწარმოებელმა კომპანიამ რივერ ფოლსიდან (ვისკონსინის შტატი, აშშ) გვაცნობა, რომ ის თავის თანამშრომლებს სთავაზობს მიკროჩიპის ხელში იმპლანტირებას.
კომპანია Three Square Market-მა განაცხადა, რომ 300 დოლარის ღირებულების ჩიპი თანამშრომელს მისცემს კარების გაღების, კომპიუტერში ლოგირების და ფირმის სასადილოში საჭმლის ყიდვის საშუალებას. 50 თანამშრომელმა უკვე მისცა მიკროჩიპის იმპლანტირების თანხმობა.
იგივე ხდება მსოფლიოს ბევრ სხვა ფირმაში. ზოგიერთმა მათგანმა საკუთარი თანამშრომლების ჩიპირების პროცესი 10 წლის წინათ დაიწყო.
Three Square Market-ისთვის ჩიპების მომწოდებელი BioHax International აცხადებს, რომ ათეულობით ფირმა, მათ შორის საერთაშორისო კომპანიები, დაინტერესებული არიან, რომ ასეთი რამ თავისთან დანერგონ.
ეს ტენდენცია შეშფოთებას იწვევს მათში, ვინც თვლის, რომ იმპლანტირებული მიკროჩიპები შესაძლებელს გახდის თანამშრომლების გადაადგილებაზე თვალყურის დევნებას, მათ შორის სამუშაოს შემდეგაც.
სამოქალაქო თავისუფლების აქტივისტები აფრთხილებენ, რომ ადამიანების ჩიპირებამ შეიძლება გამოიწვიოს პირად ცხოვრებაში შეჭრა მრავალი სხვა გზით. თუმცა, ბევრი მათგანი, ვინც უკვე ცხოვრობს და მუშაობს იმპლანტანტებით, გაოცებულია ამგვარი შეშფოთების გამო.

ტექნოლოგია ახალი არ არის
 „ადამიანის შესახებ გარკვეული ინფორმაციის შეგროვება ადვილად არის შესაძლებელი ყოველგვარი იმპლანტირებული ჩიპის გარეშეც, - აღნიშნავს კოვენტრის უნივერსიტეტის (ბრიტანეთი) პრორექტორის მოადგილე, კიბერნეტიკის პროფესორი კევინ უორვიკი, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა მსოფლიოში, 1998 წელს ქირურგიული გზით გაიკეთა ხელში RFID ჩიპის იმპლანტირება.
რადიოსიხშირული იდენტიფიკაციის ტექნოლოგია უკვე გამოიყენება ტვირთების გადაზიდვაში, ავიამგზავრების ბარგის გადატანასა და მაღაზიებში პროდუქციის მიწოდების დროს. იგი გამოიყენება შინაური ცხოველების ჩიპირებისას.
ბევრ ჩვენთაგანს ის აქვს საფულეში, უკონტაქტო საბანკო ბარათების, სამგზავრო ბილეთების, ელექტრონული პასპორტების სახით. თანამედროვე სმარტფონების უმეტესობაში ასევე ეს ტექნოლოგიაა გამოყენებული.
ასე რომ, იმპლანტირებული მიკროჩიპები მხოლოდ გვაახლოვებენ ამ ტექნოლოგიას  - საფულედან ჩიპი თქვენ კანქვეშ გადაინაცვლებს.
„მთავარი აქ ის არის, რომ ადამიანს ყოველთვის აქვს არჩევანი, - გვაფრთხილებს უორვიკი. - თუ კომპანია სამუშაოზე მიღების პირობად დააყენებს კანქვეშ ჩიპის გადანერგვას, ეს გამოიწვევს სერიოზულ ეთიკურ კითხვებს“.
ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ყოველთვის თან გვაქვს მოწყობილობა, რომელიც გაცილებით მეტ ინფორმაციას გადასცემს ყველა ჩვენი გადაადგილების, უპირატესობების მოძრაობას, და ჩვევების შესახებ იმ კომპანიებს, როგორებიცაა Google, Apple და Facebook, ვიდრე უმარტივესი იმპლანტირებული RFID-ჩიპი.
„მობილური ტელეფონებიდან ჩვენი პირადი ცხოვრების საფრთხე გაცილებით მეტია, - ამბობს პაველ როტერი, კრაკოვის სამეცნიერო-ტექნიკური უნივერსიტეტის (პოლონეთი) ინჟინერ-ბიომედიკოსი. - თუ თქვენი ტელეფონი ჰაკერმა გატეხა, ის იქცევა იდეალურ ჯაშუშურ აპარატად, რომელსაც აქვს ყველაფერი, რაც საჭიროა - მიკროფონი, კამერა და GPS. ამასთან შედარებით, იმპლანტირებული რადიოსიხშირული იდენტიფიკაციის ჩიპების გამოყენების რისკები ძალიან დაბალია“.
ასეთი შეშფოთება არ ახასიათებს დეივ უილიამსს. მისი მიკროჩიპი აქტიურდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ის წამკითხველ მოწყობილობასთან რამდენიმე სანტიმეტრის სიახლოვეში იმყოფება.
„ამ გაგებით, შიშები იმის შესახებ, რომ GPS–ის გამოყენებით შეძლებენ თქვენზე თვალყურის დევნებას აბსოლუტურად უსაფუძვლოა“, - ამტკიცებს ის.
გარდა ამისა, უილიამსი ხაზს უსვამს, რომ იმპლანტაციის პროცედურა არც ისეთი საშინელია, როგორც ზოგს წარმოუდგენია.
მან საკუთარი ხელით შეიყვანა ჩიპი კანქვეშ, უზრუნველყო სტერილურობა იოდის საკმაოდ დიდი რაოდენობით.
„თითქმის არ იყო მტკივნეული, - იხსენებს ის. - მაგრამ მიკროჩიპის ამოღება უფრო რთული იქნება, თუმცა სკალპელის და წყვილი პინცეტის გამოყენებით არც ეს იქნება პრობლემა“.
ჰაკერთა მიერ სავარაუდო გატეხვის გამო შეშფოთება არც ისე ადვილად მოსაშორებელია. რადიოსიხშირული იდენტიფიკაციის ჩიპებს შეუძლიათ მხოლოდ 1 კილობაიტი ინფორმაციის დატევა, მაგრამ, როგორც ეს რედინგის უნივერსიტეტის (ბრიტანეთი) მკვლევარმა მარკ გასონმა აღნიშნა, ისინი მაინც დაუცველები არიან მავნე პროგრამების წინაშე.
გასონს 2009 წელს ჩაუნერგეს მიკროჩიპი, ხოლო ერთი წლის შემდეგ მან სპეციალურად გააკეთა მოწყობილობის მოდიფიცირება, რომ მას შეძლებოდა კომპიუტერული ვირუსების გადაცემა.
ექსპერიმენტი მდგომარეობდა კომპიუტერში ინსტერნეტ-საიტის ბმულის გადაცემის მცდელობას (რომელშიც შესვლა შესაძლებელი იყო მიკროჩიპის დახმარებით ), საიდანაც იტვირთებოდა  საზიანო პროგრამა.
„ეს იყო საოცრად კრიმინალური განცდა, - იხსენებს გასონი. - მე მოულოდნელად გავხდი მოსიარულე საფრთხე ჩვენი უნივერსიტეტის ყველა კომპიუტერისთვის“.
რასაკვირველია, ჩვეულებრივი ელექტრონული საშვები სმარტბარათების სახით ასევე შეიძლება გატეხონ. მაგრამ იმპლანტირებული მიკროჩიპის შემთხვევაში კიდევ ერთი პრობლემა არსებობს, და ის იმ კომფორტთან არის დაკავშირებული, რომელიც მის გამოყენებას უზრუნველყოფს.
დიახ, ეს მინიატურული, ყველასთვის შეუმჩნეველი მოწყობილობა ყოველთვის თქვენთანაა  და სწორედ ეს არის საშიში. თუ კანქვეშა გაჯეტი მოულოდნელად გატყდება ან ისე არ დაიწყებს მუშაობას, როგორც უნდა, ის შეიძლება იქცეს ნამდვილ სატანჯველად მისი მფლობელისთვის.
„იმპლანტირებული მოწყობილობების მოცილება ან თუნდაც მათი გამორთვა არც ისე ადვილია“, - არნიშნავს  გასონი.
„იმპლანტირებული მიკროჩიპი თქვენი სხეულის ნაწილად იგრძნობა, და როდესაც უცებ რაღაც არასწორედ მიდის, თავს სრულიად უმწეოდ გრძნობთ“.
=============

საფრთხე ნომერ პირველი - ჩიპიზაცია
 „ნანოჩიპები იმპლანტირებული  იქნება გრიპის ვაქცინის საშუალებით?“

        დაავადებებისაგან ვაქცინაცია დაცვაა თუ არალეგალური ჩიპირებაა? „ახალი ვაქცინების გასაკეთებლად  არ არის საჭირო ინექციები, შეიძლება მათი უბრალოდ ცხვირში ჩაწვეთება“.
 სტატიის „ვაქცინაციის საშუალებით ჩიპირება“ ავტორი ტატიანა გრაჩოვა ამტკიცებს, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ გველოდება მასობრივი ჩიპირება სპეციალური ნანოპრეპარატების შემოღებით.

                     ჩიპიზაცია ბილდერბერგის კლუბის მთავარი მიზანია

       „ბიდელბერგის კლუბი“ (ჯგუფი, კონფერენცია) (ინგლ. Bilderberg group) — არაოფიციალური ყოველწლიური კონფერენციაა, რომელშიც დაახლოებით 130 ადამიანი მონაწილეობს. მათი უმეტესი ნაწილი გავლენიანი ადამიანები არიან პოლიტიკის, ბიზნესის ან საბანკო საქმის სფეროში.
        ბიდელბერგერების საქმიანობის საბოლოო მიზანი ჩამოყალიბდა, როგორც ტრანსნაციონალური მთავრობის შექმნა („მსოფლიო მთავრობა“), რომელიც ხელისუფლებაში მოვა ორგანიზებული ”ახალი მსოფლიო წესრიგის” დროს ერთიანი არმიით, ერთიანი პოლიციური ძალებით და, შესაბამისად, ერთი დიქტატორით, „მხეცით“, ანტიქრისტეთი, რომლის  გლობალური ტირანიისათვის იქმნება ეს სისტემა. (რედ. შენიშვნა).
ბიდელბერგის კლუბის 2008 წლის ივნისის სხდომის  დღის წესრიგის მთავარი საკითხი ეხებოდა ამერიკელებისთვის კანქვეშა მიკროჩიპების ფართომასშტაბიან იმპლანტაციას.
   ... მთავრობაში, მაგალითად, დისკუსია ამის შესახებ მოაწყვეს ჰენრი კისინჯერმა, ლაცენბერგმა და სხვებმა. პრობლემა პირდაპირ იქნა დასმული: ჩვენ ვერ შევძლებთ ადამიანების კონტროლს, თუ ყველა მათგანს არ დავადებთ ნიშანს, ანუ თუ არ მოვახდენთ იდენტიფიცირებას/

/ slavs.org.ua მასალების მიხედვით/

ეს არის დრო, როდესაც ადამიანი დაცული უნდა იყოს ჩიპირების საშიშროებისგან

       ჩვენი ყოფილი თანამემამულე მწერალი და პუბლიცისტი ლევ გუნინი, რომელიც დეპორტირებული იქნა საბჭოთა კავშირიდან გორბაჩოვის მიერ და ახლა კანადაში ცხოვრობს, აცნობებს იქაური ცხოვრების ისეთ საშინელ დეტალებს, რომ თმა ყალყზე გდგება. კერძოდ, იგი წერს შემდეგს: „.. ნებისმიერი ადამიანი - ამ ახალი ხელოვნური რეალობის  „ფაილია“ (უბრალოდ რომ ვთქვათ - ციხის), იდენტიფიცირებულია ყოველ წამს. მუნიციპალიტეტის თანამშრომლები „საიდუმლოდ“ აღიარებენ, რომ ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ არსად დავემალოთ ხელისუფლების ყოვლისმომველ თვალს და მეთვალყურეობას!
      ... 2008 წლიდან ამოქმედებულია  საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის ახალი ბარათი, რომელსაც აქვს იმპლანტირებული ჩიპი და პერსონალური კოდი. თითოეული „ადამიანი-ნომრის“ გადაადგილება ამიერიდან ფიქსირდება ვიდეოკამერების გარეშე. სპეციალური სიგნალის დახმარებით, რომელზეც ჩიპ-ბარათი პასუხობს, როგორც გასაღების ბრელოკი, პოლიცია დაუყოვნებლივ განსაზღვრავს „ადამიანი-ნომრის“ ადგილმდებარეობას.
       შემდეგი ნაბიჯი ადამიანებზე კონტროლის მიმართულებით, რა თქმა უნდა, არის მათი ტოტალური ჩიპიზაცია. როგორ შეიძლება ყველას ჩიპირება? ეს ძალიან მარტივია - ვაქცინაციის დახმარებით, ნანოჩიპების შემცველი ნანოვაქცინების შეყვანის გზით. მრავალი სპეციალისტის აზრით,  გრიპის შეთხზული მასშტაბური პანდემია არის კარგი საბაბი ნანოვაქცინებით გლობალური ვაქცინაციისთვის.
რამდენიმე შტატში უკვე მიმდინარეობს ჩიპირება. შეერთებულ შტატებში ყველა ასეთი ინოვაცია, როგორც წესი, იწყება და შემდეგ აჩქარებული წესით ვრცელდება მთელ მსოფლიოში, ერთი-ორი წლის დაგვიანებით. მოსალოდნელია, რომ ახლა ევროპის და რუსეთის რიგი იქნებან. უახლოეს მომავალში, საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ და რუსეთის ფედერაციაში დაგეგმილი ტერორისტული თავდასხმისა და მისი „უსაფრთხოების“ სასარგებლოდ, ჩიპიზაციის პროცესის დანერგვა  რუსული სამყაროს სხეულში აქტიურად დაიწყება.
 დღეს მიკროჩიპები მოქმედებენ მათზე მიმართული მაღალი სიხშირის რადიო ტალღების გამოყენებით. თანამგზავრის საშუალებით ჩიპირებული სახე შეიძლება მოიძებნოს მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში.
RMS კომპიუტერზე მომუშავე ოპერატორს შეუძლია ელექტრომაგნიტური სიგნალების გაგზავნა ნერვულ სისტემაზე და ამით გავლენა მოახდინოს ადამიანზე. RMS-ს შეუძლია აიძულოს სრულიად ჯანმრთელ ადამიანს ნახოს ჰალუცინაციები და გაიგონოს ხმები. ელექტრომაგნიტურმა სტიმულაციამ შეიძლება გავლენა მოახდინოს ტვინის ფუნქციებსა და კუნთების აქტივობაზე, გამოიწვიოს წამების მსგავსი სპაზმები და მწვავე ტკივილის შეტევა.
... სხვადასხვა სიხშირის გამოყენებით, კომპიუტერზე მომუშავე ოპერატორს შეუძლია შეცვალოს ადამიანის ემოციური ცხოვრება, გამოიწვიოს აგრესია ან აპათია. ანალოგიურად, ადამიანს შეუძლია ხელოვნურად გავლენა მოახდინოს ადამიანის სექსუალურ ფუნქციაზე. შესაძლებელია არა მხოლოდ ცნობიერების, არამედ ქვეცნობიერის გაკონტროლება. ადამიანს შეიძლება შთააგონო ოცნებებიც კი. ეს ყველაფერი ხდება იმ პირის ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე, რომლის ტვინშიც მიკროჩიპია იმპლანტირებული.

2025 წლამდე ყველა რუსის თავის ტვინში ჩიპი იქნება იმპლანტირებული!

რუსეთის მოქალაქეების ტვინში ჩიპების იმპლანტირების ბრძანება უკვე ხელმოწერილია რუსეთის ფედერაციის მთავრობაში 4 წლის წინ. საუბარი ეხება მრეწველობისა და ენერგეტიკის სამინისტროს 2007 წლის 7 აგვისტოს №311 ბრძანებას „რუსეთის ელექტრონული მრეწველობის განვითარების სტრატეგიის დამტკიცების შესახებ 2025 წლამდე პერიოდის განმავლობაში“ და მასთან თანდართულ „რუსეთის ელექტრონული მრეწველობის განვითარების სტრატეგიას  2025 წლამდე პერიოდის განმავლობაში“.
 ამ დოკუმენტის თანახმად, უახლოეს მომავალში, რუსეთის ფედერაციის ყველა მაცხოვრებელს უნდა ჰქონდეს იმპლანტირებული ე.წ. „მრავალფუნქციური დანიშნულების ელექტრონული მოწყობილობა“ (ეს არის ის, რასაც ხალხში „ჩიპებს“ უწოდებენ).
       უნდა აღინიშნოს, რომ 4 წლის წინ ეს ფაქტი მთლიანად შეუმჩნეველი დარჩა. მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩვენ გვარწმუნებდნენ, რომ ამგვარი ვარაუდები სხვა არაფერი იყო, თუ არა კიდევ ერთი შეშინების მცდელობა და კონსპიროლოგების ავადმყოფური წარმოსახვის ნაყოფი. გასაკვირი არაფერია. მაშინაც კი, როდესაც ჩიპების იმპლანტაცია სრული სვლით დაიწყება, ეს ადამიანები იგივეს მტკიცებას დაიწყებენ: ზოგი დაკავებული თანამდებობის, ზოგიც - პირადი ჭკუასუსტობის გამო. მაგრამ ოფიციალურ დოკუმენტს გვერდს ვერ აუვლი. კიდევ ერთი ციტატა ამ დოკუმენტიდან:
   „... ფართოდ იქნება გამოყენებული იმპლანტირებული უსადენო ნანოელექტრონული მოწყობილობები, რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანის მუდმივ კონტაქტს მის გარემომცველ ინტელექტუალურ გარემოსთან. გავრცელებას ჰპოვებს ადამიანის ტვინის პირდაპირი უსადენო კონტაქტის საშუალებები გარემომცველ საგნებთან, სატრანსპორტო საშუალებებთან და სხვა ადამიანებთან. ასეთი პროდუქციის ტირაჟი გადააჭარბებს წელიწადში მილიარდ მისი  საყოველთაო გავრცელების გამო

==========
ცხოველების ჩიპირება: გამართლებულია თუ არა რისკი?
ახალი ვეტერინარული წესების თანახმად, სასოფლო-სამეორნეო ცხოველები, ასევე შინაური ცხოველებიც, მათ შორის კატები და ძაღლები, ექვემდებარებიან იდენტიფიკაციურ აღრიცხვას. ახალი წესების თანახმად, ცხოველები უნდა მარკირებული იყვნენ: ტატუთი, დამღით, რგოლებით, საყელოებით და სხვა ტიპის ნიშნებით. ამავე რიგს მიაკუთვნებენ მიკროჩიპებს.
იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით ზოგად მიზანდასახულობაზე, უპირველეს ყოვლისა, მიუთითებს რუსეთის ფედერაციის 1993 წლის 14 მაისის კანონი № 4979-1 „ვეტერინარიის შესახებ“. პროცესს კონკრეტულობას აძლევს რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2016 წლის 22 აპრილის № 161 ბრძანება „იმ ცხოველთა სახეობათა დამტკიცების შესახებ, რომლებიც ექვემდებარებიან იდენტიფიცირებას და აღრიცხვას“. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ზემოაღნიშნულ დოკუმენტებში, ისეთი ტიპის მარკირებაზე, როგორიცაა ჩიპირება, პირდაპირ არ მიუთითებენ. მაგრამ, სწორედ ცხოველების მარკირების ეს მეთოდი უკვე გამოიყენება და დიდ კამათს იწვევს. საიდენტიფიკაციო აღრიცხვის შედეგად, მათ შორის ჩიპირების ჩათვლით, თითოეული ცხოველი ერთიან ფედერალურ ბაზაში აღმოჩნდება, მას ენიჭება 15-ნიშნა კოდი - უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი, რომელიც შედგება არაბული ციფრებისა და ინგლისური ანბანის ასოებისგან, მფლობელს ეძლევა შესაბამისი პასპორტი შტრიხ-კოდით. ამ კამპანიის მიზნები, რა თქმა უნდა, სასიკეთოა: „ცხოველების ინფექციური დაავადებების გავრცელების“ აღკვეთა,  „ცხოველური წარმოშობის პროდუქტების ამოღება, რომლებიც არ აკმაყოფილებენ შესაბამის დადგენილ მოთხოვნებს“, ასევე „ცხოველების ინფექციური დაავადებების გამომწვევი წყაროების და გავრცელების გზების გამოვლენა“. ჩიპმა „იცის“ ცხოველის ჯიში, ფერი, ასაკი, სქესი, წარმოშობა, მისი დანიშნულება, მფლობელი, მისამართი. სხვათა შორის, საბჭოთა კავშირში ცხოველების ჩიპირების საკითხი ჯერ კიდევ 1980-იან წლებში წამოიჭრა, მაგრამ დავიწყებას მიეცა პროცედურის მაღალი ღირებულების გამო.
მსხვილფეხა პირუტყვის აუცილებელი მარკირება, მათ შორის ჩიპირება, დაიწყო 2018 წლის 1 იანვარს. 2019 წლის პირველი დღეებიდან აუცილებელი გახდა შინაური ცხოველების საიდენტიფიკაციო აღრიცხვა. ჯერ-ჯერობით წესების რეალიზაცია ხორციელდება ნებაყოფლობით საფუძველზე. მედიაში ჩნდება ინფორმაცია ცალკეულ ტერიტორიებზე კატების მასობრივი ჩიპირების შესახებ. პროცესი აღწერილია, როგორც უმტკივნეულო პროცედურა, რომელიც ვაქცინაციას წააგავს. ვეტერინარული სადგურის პირობებში ცხოველისთვის კანქვეშ შეჰყავთ ბრინჯის მარცვლის ზომის ჩიპი. აღრიცხვის ამ ინოვაციური ტექნოლოგიის დადებით და უარყოფით მხარეებს განვიხილავთ ურალის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტი მეცნიერებთან: უნივერსიტეტის ერთიანი ლაბორატორიული კომპლექსის დირექტორთან, ვეტერინარულ მეცნიერებათა კანდიდატთან, დოცენტთან ნატალია კოლბერგთან და მის მოადგილესთან, ურალის სახელმწიფო ეკონომიკური უნივერსიტეტის ერთიანი სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორიის გამგესთან, ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორ ელენა შაცკისთან.

– რამდენად აუცილებელია ცხოველების რეგისტრაცია? საჭიროა თუ არა ამის გაკეთება ჩიპის საშუალებით, განსაკუთრებით შინაური ცხოველების?
 ნატალია კოლბერგი:  ცხოველების რეგისტრაცია არ არის ნოუ-ჰაუ. ცხოველების აღრიცხვა ყველა დროში ხდებოდა. ჯიშის სიწმინდისა და გენების მთლიანობის დასადგენად მათ უკეთდებოდა საჭდე ნომერი. ძროხების და ღორებისთვის საჭდის გაკეთება ეხმარებოდა დაავადებების კონტროლს. მთელი ნახირიდან შეგროვილი მონაცემები ფიქსირდებოდა სპეციალურ ჟურნალებში. ჯიშიან კატებსა და ძაღლებს მუცელზე უკეთებდნენ დამღა-შტამპებს. ორივე შემთხვევაში იოლად გადიოდნენ ჩიპირების გარეშე.
ელენა შაცკიხ:  არსებობს ცხოველების მარკირების მრავალი მეთოდი. თანამედროვე მეთოდებს შორის იყენებენ ყურის საჭდეს, ასევე ჩიპირებას. ახლა ყველა სასოფლო-სამეურნეო ცხოველი თანამედროვე სასოფლო-სამეურნეო კომპლექსში, სადაც გამოიყენება პროდუქციის მიღების  კომპიუტერული დამუშავება (სვერდლოვსკის ოლქის ტერიტორიაზე ასეთი რამდენიმეა), ჩიპირებულია. აღრიცხვის ეს მეთოდი სპეციალისტებს საშუალებას აძლევს იცოდენ: რამდენ საკვებს ჭამს ცხოველი, რამდენ რძეს იძლევა, როდის იწყება ნადირობის პერიოდი, რათა მხედველობიდან არ გამორჩეთ ხელოვნური განაყოფიერების ვადები. ცხოველის ორგანიზმზე დატვირთვა, რომელიც დაკავშირებულია ჩიპის იმპლანტაციასთან, ვერ შეედრება მის დიდ პროდუქტიულ უკუგებას. მსხვილფეხა პირუტყვის ყოველი  მოგება - ეს არის რძის, ხორცის და, შესაბამისად, მოგების მიღება. მრავალათასიანი სულადობის პირობებში ეს ტექნოლოგია გამართლებულია ეკონომიკური სარგებელით.
 ნატალია კოლბერგი:  ჩემი დამოკიდებულება შინაური ცხოველების ჩიპირების მიმართ უარყოფითია. მიმაჩნია, რომ ამის გაკეთება კატეგორიულად არ შეიძლება, რადგან ამ პროცესს განვიხილავ, როგორც ცხოველებზე ფარული პრეკლინიკური კვლევების ჩატარებას მანამდე, სანამ ექსპერიმენტი გავრცელდება ადამიანებზე. ცხოველებში გაცვლითი პროცესები უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ადამიანებში. ცხოველის სიცოცხლის ხანგრძლივობა საკმარისია პრეკლინიკური კვლევების ჩასატარებლად, ორგანიზმის რეაქციის გასაანალიზებლად. ჩიპების საშუალებით შეიძლება ზემოქმედება ცნობიერებაზე და ქვეცნობიერზე. ამის დაშვება არ შეიძლება. ბოლოს და ბოლოს, ეს არღვევს სულიერების და თავისუფლების კანონებს, იმისდა მიუხედავად, რომ საუბარი ჯერ-ჯერობით ცხოველებს ეხება.
კანქვეშ ნებისმიერი სახის უცხო სხეულის იმპლანტაცია ცხოველის ორგანიზმში, რომელზეც ორგანიზმი ადრე თუ გვიან ბუნებრივად რეაგირებს ანთებითი ან საადაპტაციო პროცესებით, ცუდია. ცხოველი ხომ ვერ იტყვის, სტკივა მას თუ არა, კომფორტულად გრძნობს თავს თუ არა, მის მაგივრად მათი პატრონები იღებენ გადაწყვეტილებას.
– კანონმდებლები ახალ წესებს კარგი ზრახვებით განმარტავენ: მიაღწიონ ადამიანების პასუხისმგებელ დამოკიდებულებას თავისი აღზრდილის მიმართ, ასევე სწრაფად იპოვონ დაკარგული ცხოველი ...

       ელენა შაცკიხ:  კანონმდებელი მიზნად რომ ისახავდეს პატრონის მოძებნას, რომლის ძაღლმაც სეირნობის დროს ბავშვთა მოედანზე, პარკში, სახლის სადარბაზოსთან დატოვა ეკსკრემენტები, ამის გაგება შეიძლება. მაგრამ ამის მიღწევა შესაძლებელია ვიდეოკამერების, ტელევიზორების დამონტაჟების გზით, რომელთა დახმარებით გარკვეულ სამსახურებს, მაგალითად, საბინაო და კომუნალური მეურნეობას დაავალებენ უპატრონო ცხოველებზე კონტროლს, დააწესებენ ჯარიმებს კატებისა და ძაღლების არაკეთილსინდისიერ მფლობელებზე. ამ შემთხვევაში, თვალყურის დევნა არ იქნება კანონის დარღვევა და გამართლებული იქნება სანიტარული სტანდარტების დაცვით. არაფერი უშლის ხელს შინაური ცხოველების აღრიცხვას ჩიპირების გამოყენების გარეშე. სავსებით საკმარისია  ჩვეულებრივი რეგისტრაცია ვეტერინარულ სადგურში.
 ნატალია კოლბერგი: დავუშვათ, ვიღაცამ მიტოვებული ცხოველი დაინახა. მაშინაც კი, თუ ცხოველი ჩიპირებულია, სკანერის გარეშე, რომელიც ვეტერინარულ დაწესებულებაშია, შეუძლებელია დადგენა ან ინფორმაციის წაკითხვა პატრონის შესახებ, ანუ მას საყვედურს ვერ ეტყვი, ვერ აუხსნი, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება. ეს მექანიზმი საერთოდ არ არის მისაღები ასეთი სიტუაციებისთვის.
თქვენი აზრით, რით შეიძლება იყოს მოტივირებული და გამართლებული შინაური ცხოველების ჩიპირების გამოყენება, გარდა ფართოდ განხილული ვარაუდისა მესაკუთრეს შესაძლო დაბეგვრის შესახებ?
 ნატალია კოლბერგი:  შინაური ცხოველების ჩიპირება არ არის სასარგებლო და გაუმართლებელია. გარდა ამისა, არ შეიძლება იმ ვარიანტის გამორიცხვა, რომ ჩიპების დახმარებით შესაძლებელია ოჯახის შესახებ ინფორმაციის შეგროვება, რადგან ცნობილია, რომ ევროპაში ამგვარი მეთოდები გამოიყენება. შინაური ცხოველების საშუალებით დამატებითი კონტროლი პირად ცხოვრებაზე ასევე უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევაა.
ელენა შაცკიხ:  ჩემთვის სავსებით ნათელია, რომ სასოფლო-სამეურნეო მეურნეობებში მსხვილფეხა პირუტყვის ჩიპირება აუცილებელია, რადგან ეს ხელს უწყობს პროდუქტიულობის, გენეალოგიისა და მემკვიდრეობითობის გათვალისწინებას. რატომ გამოიყენება ეს პროცედურა შინაური კატებისთვის და ძაღლებისთვის, არ მესმის. სახლში ნახირი არავის ჰყავს. შინაურ ცხოველებს სხვა დანიშნულება აქვს, უფრო ესთეტიკურია, ბევრი მათ ოჯახის წევრად აღიქვამს.
 ნატალია კოლბერგი:  ჯიშიან კატებსა და ძაღლებს ყოველთვის ჰქონდათ პლომბები ტატუირების სახით, რომელსაც ვეტერინარული სადგურებში უკეთებდნენ ან ასეთივე დამღა ჰქონდათ ხაზოვან მესაქონლეებს. ეს, მართლაც, აუცილებელია გენეტიკის, ჯიშის შესანარჩუნებლად, ასეთი აღრიცხვა წარმოებს, როგორც ქაღალდზე, ასევე ელექტრონულ ფორმაში, რადგან შეჯვარებისას მნიშვნელოვანია ინდივიდების არასასურველი ნათესაობის გამორიცხვა.
ელენა შაცკიხ:  ჯიშიანი ცხოველების მარკირება, მაგრამ არა ჩიპირების გზით, სავალდებულოა. თუ მეფრინველეობის კორპუსებში 40-40 ათასი ფრინველი ჰყავთ, მაშინ ყველას არ უკეთებენ მარკირებას, ხოლო ჯიშიან დედალ-მამალს აუცილებლეთ უკეთებდნენ ფეხზე ან ფრთაზე ბეჭედს. ნომერი შეჰქონდათ სანაშენო ბარათში ან სანაშენო მოწმობაში. ღორის მთლიან სულადობას ასევე არ უკეთებენ მარკირებას, ტატუს უკეთებენ ან საჭდეს უმაგრებენ ყურზე სანაშენო დედაღორს. გასასუქებელი სულადობის მარკირება მიზანშეუწონელია, რადგან შრომატევადი და ძვირადღირებულია, გამომდინარე იქიდან, რომ სასოფლო-სამეურნეო ცხოველები დიდხანს არ ცხოვრობენ.
– კატები ძალიან მგრძნობიარე ცხოველები არიან, ითვლება, რომ მათ შეუძლიათ იგრძნონ მიწისძვრის მოახლოება. ალბათ, ჩიპირება გავლენას მოახდენს ამ თავისებურებაზე.
 ნატალია კოლბერგი:  რა თქმა უნდა, ჩიპის დაყენება ცხოველის ორგანიზმის ბუნებრივ ბიოლოგიურ და ფიზიოლოგიურ პროცესებში ჩარევაა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გაუმართაობა. ჯერ ერთი, დამატებითი ინფიცირება, სისხლძარღვებზე, ლიმფურ, ნერვულ, ჰორმონალურ სისტემებზე ზემოქმედება. ჩვენ არ ვიცით, როგორი იქნება ტვინის და ნერვული სისტემის რეაქცია მიკროჩიპის იმპულსების ზემოქმედებაზე, რომელსაც შეუძლია შეცვალოს ცხოველის ქცევა, დაარღვიოს მისი ქცევითი თავისებურებები, გამოიწვიოს ნერვული გაღიზიანება. ჩიპის შესაძლებლობები (მისი შიგთავსი) შეიძლება იყოს ფართო. რა მოხდება, თუ შესაძლებელი იქნება მისი მოძებნა, როგორც ტელეფონის, თანამგზავრის საშუალებით ?
– ცივილიზაცია დიდი ნაბიჯებით ვითარდება, და ის, რაზეც თქვენ ლაპარაკობთ, უკვე აღარ აღიქმება, როგორც სიუჟეტი ფანტასტიკური ფილმიდან ...
 ნატალია კოლბერგი:  სულ ერთია, ჩვენ მაინც უნდა შევანელოთ ეს პროცესი, არ მივცეთ თანხმობა მასში მონაწილეობაზე. ადამიანს აქვს არჩევანის უფლება. მას შეუძლია გაანალიზოს სიტუაცია, შეუძლია გამოხატოს თავისი დამოკიდებულება, უარი თქვას, ცხოველისგან განსხვავებით.
– ადამიანები ხომ ცხოვრობენ ლითონის ფირფიტებით ხერხემალში, ჩხირებით სახსრებში, შუნტებით სისხლძარღვებში, სხვა იმპლანტანტებით ...
ნატალია კოლბერგი:  პირველ რიგში, ეს კეთდება სამედიცინო თვალსაზრისით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მაჩვენებლების მიხედვით. მეორეც, ნახეთ, ამასთან ერთად რამდენ პრეპარატს იღებს ადამიანი. შუნტირების წინ პაციენტი პრაქტიკულად მუჭებით იღებს წამალს.  საწიროა სისხლის გამათხელებელი, ანტივირუსული და ანტიბაქტერიული პრეპარატები, რომ არ მოხდეს იმპლანტის განზიდვა და თანმდევი გვერდითი მოვლენები.
 – ჩიპირებას ჩარევის სირთულის მიხედვით ადარებენ ჩვეულებრივ ვაქცინაციას, რომელსაც აკეთებენ სტერილურ პირობებში ...
 ნატალია კოლბერგი: ვაქცინა შეიწოვება, უცხო სხეული - მიკროჩიპი - არა. სანაშენე ცხოველების ხაზის სიწმინდისთვის მნიშვნელოვანია სისხლის სიწმინდე, ამიტომ იდენტიფიკაციისთვის საკმარისია დამღა.
შინაური ცხოველების მეპატრონეები და სპეციალისტები ჯერ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იკამათებენ ჩიპირების აქტუალობასთან დაკავშირებით. მაგრამ, უკვე ახლა ცხადია: ჩიპირებას ვერ აცდებიან ისინი, ვინც თავის შინაურ ცხოველებთან ერთად ევროპაში მიემგზავრება და მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებში. ევროსაბჭოსა და ევროკავშირის ევროპარლამენტის 04/10/2002 No. 998/2003 რეგლამენტის თანახმად, საზღვარზე ცხოველების შემოყვანის (ტრანსპორტირების) დროს, საჭიროა საიდენტიფიკაციო ნომერის არსებობა. 2011 წლიდან ეს წესი ვრცელდება არა მხოლოდ ზრდასრულ ცხოველებზე, არამედ ლეკვებზეც. გვამშვიდებს ის, რომ უბრალო მურკებს და ბარსიკებს, რომლებიც საზღვარგარეთ არასდროს გაემგზავრებიან, მაინც შეძლებენ გარკვეული დროით ცხოვრებას სტანდარტული რეგისტრაციის წესის მიხედვით ვეტერინარული დაწესებულებების ჟურნალებში.














I don't believe there is a way to Green the dollar money and capitalism is the root cause of most every problem in this world.

If the green party is going to move in this direction endorse the monetary system and work within it it's the wrong direction. We need to look at systems that will replace the money system completely and give us a scientific based economy.

Money and markets are purely tools of our Elite system that need to be abolished. It would make much more sense if the green party got behind an idea like the resource-based economy the rbe model focuses on resources not money which has no real value to any of us.

It is very concerning to me that the green party has this idea that we can remake money green again. no it must be rooted out and replaced entirely enough of the this Tinkering around the edges of the system it always revert back into an elitist system do we not remember the reforms that were destroyed easily that came out of the new deal?

I Just want the green party i love to be Truly Be Anti-Capitalist and to do What you need to offer us a alternative system Like resource-based economy Also Worker and Community owned Co-ops. The Socialist system. Time sharing instead of Exchanging Money.

more info on resource-based economy https://www.thevenusproject.com/

More info on Worker and Community owned Co-ops https://community-wealth.org/content/worker-cooperatives

More Info on the Socialist System https://www.thebalance.com/socialism-types-pros-cons-examples-3305592


More info on Time sharing https://lifeandmyfinances.com/2014/08/exchanging-time-instead-money/













https://montreal.ctvnews.ca/mobile/watch-what-you-say-about-covid-19-on-social-media-quebec-college-of-physicians-warns-its-members-1.4967847?fbclid=IwAR24qq6Pm-RSW24xs5dgGAxCpPLsiWR6l_Gy5Gm6WTEi2rJV24Jid5U_JD8


Religious beliefs and institutions continue to be the cause of many problems around the world. Over the last 100,00+ years humankind has gone through three different phases in trying to understand and explain how things came to be: The Magical, The Religious and now The Scientific.
Is it now time to dispense with mythology and superstitions as a way to live our lives and fully embrace the scientific method?
This book incisively scrutinises religions, refuting their claims by assessing the evidence from cosmology, evolutionary biology, theology, philosophy, morality and the scientific method. The analysis is sprinkled throughout with humour and quotes to keep the reader engaged from start to finish






Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised