вторник, 16 июля 2019 г.

რელიგია ადამიანის შეზღუდული გონების ისეთი რამით დაკავების ხელოვნებაა, რომელსაც ის ვერ გაიგებს. ანუ ზომბირება

რელიგია  ადამიანის შეზღუდული გონების ისეთი რამით დაკავების ხელოვნებაა, რომელსაც ის ვერ გაიგებს. ანუ ზომბირება.
  ზომბირება არის ქვეცნობიერის დაკეტვა, რომ ადამიანმა ვერ შეიცნოს თავის თავი
რელიგია არის შეხედულებათა სისტემა, რომელიც განპირობებულია ზებუნებრივის არსებობის რწმენით.
რელიგია არის სამყაროს გაცნობიერების განსაკუთრებული ფორმა, რომელიც განპირობებულია ზებუნებრივის არსებობის რწმენით და მოიცავს მორალური ნორმებისა და ქცევის ტიპების, რიტუალების, საკულტო ქმედებების და ადამიანების ორგანიზაციებში გაერთიანების (ეკლესია, რელიგიური თემი) ერთობლიობას. სამყაროზე (მსოფლმხედველობა) შეხედულებების რელიგიური სისტემა ეფუძნება რწმენას ან მისტიკურ გამოცდილებას და უკავშირდება შეუცნობელ და არამატერიალურ არსებებს. რელიგიისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ისეთ ცნებებს, როგორიცაა სიკეთე  და ბოროტება, ზნეობა, ცხოვრების მიზანი და მნიშვნელობა და ა.შ. მსოფლიო რელიგიების უმრავლესობათა რელიგიური შეხედულებები ხალხის მიერ ჩაწერილია წმინდა ტექსტებში, რომლებიც რელიგიის მომხრეების აზრით, ღმერთის ან ღმერთების მიერ არის ნაკარნახევი ან შთაგონებული, ან დაწერილია ადამიანების მიერ, რომლებმაც მოცემული რელიგიის თვალსაზრისით მიაღწიეს სულიერი განვითარების უმაღლეს დონეს, გამოჩენილი მასწავლებლების, განსაკუთრებით გასხივოსნებული ან  კურთხეული წმინდანების მიერ და ა.შ.  რელიგიათა უმრავლესობას  სასულიერო პირების მხარდაჭერა აქვს.
          რელიგიის არსი ; იდეების დაგროვებაშია, რომლებსაც უწოდებენ წმინდას, სანუკვარს და ა.შ. ამავე დროს, მხედველობაში აქვთ შემდეგი: „ეს იდეა ან აზრია, და მათ შესახებ არ შეიძლება არაფრის ცუდის თქმა - არ შეიძლება, და მორჩა“. – „რატომ არ შეიძლება?“ – „იმიტომ!“ თუ ვინმე ხმას აძლევს პარტიას, რომლის პლატფორმასაც არ იზიარებთ, თქვენ შეგიძლიათ იკამათოდ, რამდენიც გნებავთ; თითოეული თქვენგანი თავის თვალსაზრისს დაიცავს, მაგრამ არავინ დარჩება ნაწყენი. თუ ვინმეს მიაჩნია, რომ აუცილებელია გადასახადების გაზრდა ან შემცირება, ეს შეიძლება დისკუსიის საგანი გახდეს. მეორეს მხრივ, როდესაც ვინმე აცხადებს: „ჩემთვის არ შეიძლება შაბათობით გამომრთველზე დაჭერა“, ჩვენ ვეუვნებით: „რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, მე მესმის“.
        
რატომ გვაქვს სრული უფლება მხარი დავუჭიროთ ლეიბორისტებს ან კონსერვატორებს, რესპუბლიკელებს ან დემოკრატებს, რომელიმე ეკონომიკურ მოდელს, «Macintosh» ან «Windows», მაგრამ დაუშვებელია საკუთარი აზრი გვქონდეს სამყაროს წარმოშობის შესახებ, თუ ვინ შექმნა ის ... არ შეიძლება.  ეს წმინდაა? ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ არ უნდა დავაყენოთ ეჭვქვეშ რელიგიური იდეები, მაგრამ ნახეთ, როგორი აურზაური ატყდა, როდესაც ეს რიჩარდმა გაბედა! ყველა განრისხდა, რადგან ასეთი რამის თქმა არ შეიძლება. მაგრამ ფხიზელი თვალით რომ შეხედავ, მიზეზი ასე არ მოიქცე არ გაქვს, გარდა მყარი ჩვევისა  არ განიხილო ეს იდეები ისევე ღიად, როგორც დანარჩენი სხვა.[1] - დუგლას ადამსი, სიტყვა, რომელიც დაიბეჭდა მის წიგნში „არსებობს თუ არა ხელთქმნილი ღმერთი“ (1998).
-    რელიგიაში ყველაფერი ჭეშმარიტია, ქადაგების გარდა, ყველაფერი სიკეთით არის სავსე, მღვდლების გარდა. [2] ალენი
-    ჩვენი რელიგია - უთანასწორობის რელიგიაა. [3] - მეთიუ არნოლდი
-    რელიგია, რომელიც ჩვენი გონების შესაბამისად არის შექმნილი, ვერ გახდებოდა რელიგია ჩვენს მოთხოვნილებათა შესაბამისად [2] - არტურ ბალფური
-    ორგანიზებული რელიგია ათასობით დოქტრინის და თავსმოხვეული სარწმუნოების ობობის ქსელია, რომლის ცენტრშიც ღმერთია - დიდი ობობა. ეს ობობის ქსელი დამრუპველია ადამიანებისთვის. [4] - რიჩარდ ბახი. „უსაფრთხოებისგან გაქცევა“.
რელიგიისთვის არაფერია უფრო დამღუპველი, ვიდრე გულგრილობა. [2] - ედმუნდ ბიორკი.
ერთი რელიგია ისევე მართალია, როგორც ნებისმიერი სხვა. [3] - რობერტ ბერტონი
რელიგია იმედის და შიშის შვილია, რომელიც განუმარტავს უცოდინარს შეუცნობელის ბუნებას. - ამბროზ ბირსი, „სატანის ლექსიკონი“.
რელიგია, რომელსაც არ მფარველობს მთავრობა, როგორც წესი, უფრო დიდ სიცოცხლისუნარიანობას ავლენს, ვიდრე მფარველობის ქვეშ მყოფი. [2] - ჰენრი ბოკლი.
რელიგია არ გვიწყობს ხელს, რომ უკეთესი გავხდეთ, მაგრამ ხელს გვიშლის, რომ გაცილებით უარესი არ გავხდეთ. [2] - ლუი დე ბონალდი
უნდა იყო ძალიან რელიგიური ადამიანი, რომ რელიგია შეიცვალო. [2] - მარი დე ბოსაკი (ჰერცოგის ასული დიანა)
- მე ნებისმიერი რელიგიის წინააღმდეგი ვარ! - ენერგიულად პასუხობს კანდიდატი.
- ჰმ... ეს კარგია. მაგრამ თუ ბავშვებთან უნდა  ...
- რელიგია - ბანგია ხალხისათვის! - დამაჯერებლად პასუხობს მასწავლებელი.
- დიახ. მაგრამ თუ ბავშვებთან უნდა ...
- დიახ, ეკლესია გამოყოფილია სახელმწიფოსგან!
            - მიხეილ ბულგაკოვი, „კაენპე და კაპე“, 1917
ზედაპირული ფილოსოფია ადამიანის გონებას ათეიზმისკენ წარმართავს, სიღრმე - რელიგიისკენ. - ფრენსის ბეკონი. «Of Atheism»
რელიგია შეურაცხყოფს ადამიანის ღირსებას. მასთან ან მის გარეშე კარგი ადამიანები სიკეთეს დათესენ, ხოლო ცუდი - ბოროტებას ჩაიდენენ. მაგრამ კარგმა ადამიანმა  ბოროტება რომ ჩაიდინოს, აქ რელიგიაა საჭირო. – [5]. - სტივენ ვაინბერგი.  1999 წელს ამერიკული ასოციაციის მეცნიერებათა განვითარების შელშეწყობის კონფერენციაზე.
სანამ არსებობენ თაღლითები და სულელები, რელიგიაც იარსებებს - ვოლტერი. წერილი ფრიდრიხ  II-ს (1767 წლის 5 იანვარი).
რელიგიის შემთხვევაშიც იგივე ხდება, რაც აზარტული თამაშის დროს: დაიწყებ, როგორც სულელი, და დაამთავრებ, როგორც თაღლითი [3] - ვოლტერი.
რელიგია, რომელიც კომპრომისებზე არ მიდის, არ შეიძლება იყოს საყოველთაო. რელიგია, რომელიც კომპრომისებზე მიდის, არ შეიძლება იყოს წმინდა. [2] - სტეფან გარჩინსკი.
როგორც მრეწველობაში, ასევე რელიგიაში მონოპოლიის სისტემას ზიანი მოაქვს; თავისუფალი კონკურენცია მათ ძალას ინარჩუნებს. [2] - ჰაინრიხ ჰაინე.
უცნაური რამ არის! ყველა დროში არამზადები ცდილობდნენ შეენიღბათ მათი საზიზღარი საქმეები რელიგიის ინტერესების, მორალისა და სამშობლოს სიყვარულისადმი ერთგულებით. [3] - ჰაინრიხ ჰაინე.
ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა ჭეშმარიტების პრინციპებზე დაფუძნებული ზნეობა. [7] - ჰელვეციუსი.
რელიგიის მიერ განადგურებულ წამებულთა კანონიზირებას არ ახდენენ. [2] - ზბიგნევ ჰერბერტი.
რელიგია ზრდასრული ადამიანისა და მასში არსებული ბავშვის პაექრობაა. რელიგია კაფსულაში მომწყვდეული წარსული შეხედულებებია: მითოლოგია, რომელიც აგებულია იგავებზე, სამყაროში რწმენის ფარულად შეყვანაზე; ის რწმენაა, რომელიც აუწყებდა ადამიანის მცდელობის შესახებ მოენახა საკუთარ თავში ძალა. ყველაფერი ეს იყო შერეული მიზერულ განათლებასთან. და ყოველთვის საბოლოო გამოუთქმელი მცნება იყო: „შენ არ დაიწყებ კითხვების დასმას!“ - ფრენკ ჰერბერტი. „დიუნის შვილები“.
ყველა რელიგია ზნეობრივ მორჩილებაზეა დაფუძნებული, ანუ ნებაყოფლობით მონობაზე. [3] - ალექსანდრ გერცენი.
სხვადასხვა კულტი, რომელიც ჭარბობდა რომაულ სამყაროში, ხალხს მიაჩნდა თანაბრად ჭეშმარიტად, ფილოსოფოსებ თანაბრად არაჭეშმარიტად, ხოლო მოხელეებს -  თანაბრად სასარგებლოდ. - ედვარდ გიბონი. „რომის იმპერიის დაცემის და განადგურების ისტორია“.
რელიგიის დამცველების საყვარელი მეთოდი დიდი ადამიანების შეხედულებების დამოწმებაა. ზოგიერთი მათგანის ავტორიტეტი ეჭვს არ იწვევს, მაგრამ ამ შემთხვევაში, მათი აზრით სპეკულაცია უმეტეს შემთხვევაში სრულიად მიუღებელია: უპირველეს ყოვლისა, საჭიროა დროის გათვალისწინება, რომელზეც ვსაუბრობთ. წარსულში, ვთქვათ, შუა საუკუნეებში, რელიგიური იდეოლოგია დომინანტური იყო, ხოლო თანამედროვე მეცნიერებას მხოლოდ ამ დროს ეყრებოდა საფუძველი. მაგრამ XXI საუკუნის დასაწყისში ღვთის არსებობის სასარგებლოდ რა არგუმენტად შეიძლება იყოს გამოყენებული გამოჩენილი მეცნიერის პასკალის აზრი, რომელიც 1662 წელს გარდაიცვალა? [8] - ვიტალი გინზბურგი.
რა თქმა ბიბლია რჩება და სამუდამოდ დარჩება მნიშვნელოვან ისტორიულ და მხატვრულ ნაწარმოებად. მაგრამ მეცნიერების განვითარებასთან ერთად ბიბლიამ, ყურანმა და მთელმა მათმა თანმხლებმა ლიტერატურამ სრულიად დაკარგა „წმინდა თხზულების“ ფუნქცია. ის ფაქტი, რომ მრავალი მილიონი ადამიანი ჯერ კიდევ რელიგიური რჩება, ფართო მასების გაუნათლებლობის შედეგია. საკმარისია იმის თქმა, რომ დღეს დედამიწაზე დაახლოებით მილიარდმა ადამიანმა, ანუ, მოსახლეობის დაახლოებით მეექვსედმა ნაწილმა, არ იცის წერა-კითხვა. ვინც იცის, უმრავლესობისთვის უცნობია თანამედროვე ფიზიკისა და ბიოლოგიის საფუძვლები. ღვთისადმი მათი რწმენა ჰოროსკოპისადმი რწმენის მსგავსია. [8] - ვიტალი გინზბურგი.
თუ ღმერთი არსებობს, მაშინ ათეიზმი მისთვის ნაკლებად შეურაცხმყოფადი უნდა იყოს, ვიდრე რელიგია. - ჟიულ გონკური და ედმონი. „დღიური“ 1868 წლის 24 იანვარი.
პოლ ანრი გოლბახი
-  რელიგიის საკითხებში ადამიანებს შეიძლება ეწოდოს ზრდასრული ბავშვები. [3]
-  ყველა რელიგია, რომელიც დედამიწაზე არსებობს, გვაძლევს მხოლოდ შეთხზულ ამბავთა  და სისულელის ხლართს, რომელიც გონებას გვიფორიაქებს. [3]
-   ყველა რელიგია არსებითად აუტანელია, როგორც თავისი პრინციპების, ასევე  ინტერესების გამო. [3]
-  ნებისმიერს, ვინც სერიოზულად დაფიქრდება რელიგიასა და მის ზებუნებრივ მორალზე, ვინც ფხიზელი თვალით შეაფასებს ყველა მის უპირატესობასა და ნაკლოვანებებს, შეუძლია დარწმუნდეს, რომ რელიგია და მისი მორალი კაცობრიობისთვის საზიანოა, ყოველ შემთხვევაში, ადამიანის ბუნებას ეწინააღმდეგება. [3]
-  ხალხის მიერ რელიგიის არჩევანი ყოველთვის განისაზღვრება მისი მმართველებით. ჭეშმარიტი რელიგია ყოველთვის არის ის, რომელსაც აღიარებს ხელმწიფე; ჭეშმარიტი ღმერთია ის, რომლის თაყვანისცემას უბრძანებს ხელმწიფე; ამგვარად, სამღვდელოების ნება, რომლითაც ხელმძღვანელობს ხელმწიფე,  ყოველთვის თვით ღვთის ნებაც აღმოჩნდება. [3]
-  იმის თქმა, რომ რელიგია მიუწვდომელია გონებისთვის, ნიშნავს, რომ ის არ არის შექმნილი გონიერი არსებისთვის; ეს ნიშნავს დაეთანხმო იმას, რომ თავად ღვთისმეტყველების დოქტორებს არაფერი გაეგებათ იმ საიდუმლოებებში, რომლებსაც ყოველდღიურად ქადაგებენ. [3]
-  ნებისმიერი რელიგიის დოგმები უაზრობაა სხვა რელიგიის თვალსაზრისით, რომელიც ქადაგებს სხვა, ასევე უაზრო დოქტრინებს. [3]
-  ძირს გონება! - ეს არის რელიგიის საფუძველი. [3]
-  შეიძლება ადამიანმა იფიქროს, რომ რელიგიური მორალი მხოლოდ  იმიტომ გამოიგონეს, რომ საზოგადოება გაენადგურებინათ, ადამიანები პირველყოფილ ველურებად ექციათ. [3]
-  მორალს არაფერი აქვს საერთო რელიგიასთან ... რელიგია არა მარტო მორალის საფუძველს არ წარმოადგენს, არამედ მის მიმართ მტრულადაც არის განწყობილი. ჭეშმარიტი მორალი უნდა ეფუძნებოდეს ადამიანის ბუნებას; რელიგიური მორალი ყოველთვის ეფუძნება მხოლოდ ქიმერებსა და იმ ადამიანთა თვითნებობას, რომლებიც ღმერთს აჯილდოებენ მეტყველების უნარით, რაც ხშირად ძირფესვიანად ეწინააღმდეგება როგორც ბუნებას, ისე ადამიანის გონებას. [3]
-  ვიღაც ხუმარამ სწორად აღნიშნა, რომ „ჭეშმარიტი რელიგია ყოველთვის იმის მხარესაა, ვის მხარესაც არის ხელმწიფე და ჯალათი“. [2]
-  რელიგია სხვა არაფერია, თუ არა ადამიანის შეზღუდული გონების ისეთი რამით დაკავების ხელოვნება, რომელსაც ის ვერ გაიგებს. [3]
-  რელიგია წარმოადგენს ლაგამს ადამიანებისთვის, რომლებიც ხასიათით გაუწონასწორებელი ან ცხოვრებისეული გარემოებებით დაბეჩავებული არიან. ღვთის შიში ცოდვის ჩადენისგან აკავებს მას, ვისაც არ გააჩნია ძლიერი სურვილი ან აღარ შეუძლია ცოდვის ჩადენა. [3]
-  რელიგია ანუგეშებს მხოლოდ იმ ადამიანებს, ვისაც არ შეუძლია მთლიანად მისი  მოწვდომა. ჯილდოს ბუნდოვანმა დაპირებებმა შეიძლება მხოლოდ ის ადამიანები მოხიბლოს, რომლებიც ვერ შეძლებენ იმაზე დაფიქრებას, თუ რამდენად საძაგელი, ყალბი და სასტიკი ხასიათი აქვს ღმერთს, რომელსაც მას რელიგია მიაწერს. [3]
-  განსაკუთრებით არასარწმუნო ნებისმიერ რელიგიაში მისი საყრდენია. [3]
-  შემგუებლობა, შემწყნარებლობა, ადამიანობა - ნებისმიერი მორალური სისტემის ყველა ეს ძირითადი ღირსება სრულიად შეუთავსებადია რელიგიურ ცრურწმენასთან. [3]
-  ყველა ქვეყანაში ადამიანები მღვდელმსახურთა მსხვერპლი გახდნენ; მათ უწოდეს რელიგია სისტემებს, რომლებიც შეიქმნა ადამიანის დასამორჩილებლად, მისი წარმოსახვა მოხიბლეს, გონება დაბინდეს და მის  განადგურებას ცდილობენ. [3]
-  რაც უფრო მეტად ვფიქრობთ რელიგიის დოგმებსა და პრინციპებზე, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ მათი ერთადერთი მიზანი ტირანებისა და სამღვდელოების ინტერესების დაცვაა საზოგადოების ინტერესების საზიანოდ. [3]
-  რაც უფრო ყურადღებით შევისწავლით რელიგიას, მით უფრო მეტად დავრწმუნდებით, რომ მისი ერთადერთი მიზანია სამღვდელოების კეთილდღეობა. [3]
-  რელიგიისთვის სიკვდილი არ ნიშნავს იმას, რომ ეს რელიგია ჭეშმარიტი და ღვთაებრივია; ეს ადასტურებს, უკეთეს შემთხვევაში, მოწამეთა რწმენას, რომ მათი რელიგია ასეთია. რომელიმე ენთუზიასტი, რომელიც რელიგიის გულისთვის სიცოცხლეს არ იშურებს, მხოლოდ იმას დაამტკიცებს, რომ რელიგიური ფანატიზმი ხშირად უფრო ძლიერია, ვიდრე სიცოცხლე. [3]
-  მას, ვინც თავისი რელიგიის ერთგული რჩება მხოლოდ იმიტომ, რომ მასში აღიზარდა, იმდენივე მიზეზი აქვს იამაყოს, რომ ქრისტიანი ან მუსულმანია, რამდენიც იამაყოს, რომ არ  დაიბადა ბრმა ან კოჭლი. ეს ბედნიერებაა და არა დამსახურება. [2] - დენი დიდრო
-  რელიგიის ისტორიული განვითარება მის თანდათანობით გაუჩინარებაშია. [3] - იოსიფ დიცგენი
-  ერთადერთი განსხვავება რელიგიასა და სექტას შორის უძრავი ქონების რაოდენობაშია, რომელსაც ფლობენ. [2] - ფრენკ ზაპა
-  რელიგია ინდივიდუალური ხელოვნებაა, რომელსაც ყველა ასრულებს საკუთარი რესურსების ხარჯზე და თავისებურად, ხოლო არარელიგიური ადამიანებისთვის არსებობს სუროგატი  მზა რელიგიების  სახით. [2] - კაროლ იჟიკოვსკი
-   ადამიანისთვის ნამდვილი შვებაა დათმოს თავისი „თავისუფლება“ და მოიპოვოს „ნამდვილი“ „ხსნის“ განცდა. მასობრივი ფსიქოლოგიის ამ მოვლენიდან ჭკვიანმა და ძალაუფლების მოყვარულმა ადამიანებმა დიდი ხნის წინ გააკეთეს დასკვნა: „ზოგადად რელიგიური ავტონომია ადამიანების ძალას აღემატება; მათ დაკარგული აქვთ სულიერი მხედველობა და საეკლესიო მორჩილებისკენ არიან მოწოდებული“. <...> რელიგიური დამოუკიდებლობის უარყოფა ნიშნავს რელიგიის სულისკვეთების უარყოფას. თუმცა, ნამდვილი რელიგიური რწმენა სულიერია და ეყრდნობა იმ შინაარსის თავისუფლად და მთლიანად მიღებას, რომელიც სწამს. - ივან ილინი. „რელიგიური გამოცდილების აქსიომა“
-  იუმორის გრძნობის მქონე არც ერთი ადამიანი არ ყოფილა რელიგიის ფუძემდებელი. [9] - რობერტ ინგერსოლი

-  ძველი დროის რელიგიისადმი ჩვენი თანაგრძნობა არ არის ზნეობრივი,  მხოლოდ მხატვრულია: ჩვენ მხოლოდ აღფრთოვანებული ვართ მისი გრძნობებით, მაგრამ არ ვიზიარებთ მათ, როგორც ავხორცი მოხუცები აღფრთოვანებული არიან ახალგაზრდა გოგონებით, მაგრამ არ შეუძლიათ დატკბენ მათი სიყვარულით. [2] - ვასილი კლუჩევსკი
-  საშუალო სტატისტიკურ ვულგარულ ადამიანს რელიგია არ სჭირდება, მძიმე ტვირთია მისთვის. ის სჭირდება მხოლოდ ძალიან პატარა და ძალიან დიდ ადამიანებს: პირველები მას მაღლა აჰყავს, ხოლო მეორეებს მწვერვალზე დარჩენის შესაძლებლობას აძლევს. საშუალო ვულგარულ ადამიანებს არ სჭირდება არც მაღლა ასვლა, რადგან ძალიან ეზარებათ, არც საყრდენი, რადგან არსად აქვთ ჩასავარდნი ადგილი. [2] - ვასილი კლუჩევსკი
-  ღმერთი მამაკაცებისთვისაა, რელიგია - ქალებისთვის. [2] - ჯოზეფ კონრადი
-  ადამიანები გააგრძელებენ კამათს რელიგიის გამო, დაწერენ წიგნებს, იბრძოლებენ და სიცოცხლეს გაწირავენ მის გამო, მაგრამ მის თანახმად არ იცხოვრებენ. [2] - ჩარლზ კალებ კოლტონი. «Lacon» (1820), ტომი 1, #25.
-  ჩემი აზრით, რელიგია არის რაღაც ხალხური, საშინაო, მშობლიური, გულითადი, რაც არ შეიძლება იყოს საერთაშორისო. [10] - მიხაილ კუზმინი. 1934 წლის დღიური
-  სულიერი ხასიათის ყველა რელიგია ადამიანის მიერ არის გამოგონილი. მისი ხორციელი ტვინით მან შექმნა ღმერთთა მთელი სისტემა. ადამიანს აქვს თავისი ეგო, მისი ფარული „მე“, და მხოლოდ იმიტომ, რომ მას ვერ შეეგუება, იძულებულია გამოყოს ის ცალკე, გარკვეულ დიდ სპირიტულ ქმნილებად, რომელსაც ეწოდება „ღმერთი“. [11] - ანტონ შანდორ ლა ვეი
-  არგუმენტები მეტაფიზიკის სასარგებლოდ ხშირად ეყრდნობა მის მოჩვენებითობას სხვადასხვა არასრულყოფილების, უბედურებების, ტანჯვის ასახსნელად, რომელსაც არ აქვს დაფასება ამ სამყაროში. ასეთი „მეტაფიზიკური სოლიდარობის“ წრე გამორიცხავს ყველა არსებას, გარდა ადამიანისა (ქრისტიანულ და მასთან ახლოს მყოფ რელიგიებში). ბიოლოგისთვის, რომელსაც მკაფიოდ აქვს წარმოდგენილი ისეთი  განუსაზღვრელი ტანჯვა, როგორიცაა დედამიწაზე სიცოცხლის ისტორია, ასეთი პოზიცია ისეთივე სასაცილოა, რამდენადაც საშინელი.  რადგან სხვათა უფლებების პატივისცემის საზღვრებს მიღმა, ამ ჩვენი მითიური ლოიალობის მიღმა,  სხვადასხვა სახეობის მილიარდწლიანი ისტორიაა, ჩვენი ლოიალობა კი მხოლოდ მიკროსკოპულ ნაწილაკს მოიცავს, დედამიწაზე პრიმატთა ერთი შტოს არსებობის მხოლოდ რამდენიმე ათასწლეულს - და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვენ ამ შტოს ვეკუთვნით. - სტანისლავ ლემი. „Summa Technologiae“, თავი 4
-  ... ნებისმიერი რელიგია ცდილობს დაიკავოს განსაკუთრებული ადგილი. - სტანისლავ ლემი. „Summa Technologiae“, თავი 4
-  თქვენ შეგიძლიათ გამოიგონოთ რელიგია სხვის დავალებით, მაგრამ ვერ შეძლებთ სხვის დავალებით ირწმუნოთ ის. [2] - სტანისლავ ლემი
-  არც ერთ რელიგიას არ შეუძლია არაფრის გაკეთება კაცობრიობისთვის, რადგან ის არ წარმოადგენს გამოცდილების მქონე ცოდნას. რა თქმა უნდა, ის ამცირებს ინდივიდისთვის „ყოფნის ტკივილს“, და გზადაგზა ზრდის უბედურებებს, რომლებიც ყველას ტანჯავს საკუთარი უსუსურობის და უმოქმედობის გამო მასობრივი პრობლემების მიმართ. ასე რომ, მისი დაცვა არ შეიძლება თუნდაც პრაგმატული თვალსაზრისითაც, როგორც სასარგებლო იარაღისა, რადგან ეს ცუდი იარაღია, უმწეო კაცობრიობის  ძირითადი პრობლემების წინაშე. - სტანისლავ ლემი. „Summa Technologiae“, თავი 4
-  მოაზროვნეთა მოსაზრებების თანახმად, თითქოს ზოგიერთი ადამიანისთვის საკმარისია ცხოვრება საუკეთესო ეთიკური ნორმების შესაბამისად, რომლებიც ყველაზე ჰარმონიული რელიგიიდან გამომდინარეობენ, და მაშინ ავტომატურად წარმოიქმნება იდეალური ჰარმონია მთელი საზოგადოების მასშტავით, - ეს მოსაზრება ისეთივე მცდარია, როგორიც მაცდური. საზოგადოება ხომ უნდა განვიხილოთ არა მხოლოდ როგორც ადამიანთა კოლექტივი, არამედ როგორც მატერიალური, ფიზიკური სისტემა. ის, ვინც მას განიხილავს მხოლოდ როგორც პიროვნებების ერთობლიობას, მათზე არანაკლებ ცდება, ვისაც სურს მოექცნენ ისე, როგორც მოლეკულათა სისტემას. ცალკე ადამიანისთვის ეს შეიძლება იყოს კარგი, მაგრამ მთლიანად საზოგადოებისთვის - სხვა, აქ კომპრომისული გადაწყვეტილების მიღებაა საჭირო, რომელიც დაეყრდნობა ყოვლისმომცველ ცოდნას. წინააღმდეგ შემთხვევაში, მაშინაც კი, თუ ყველა ადამიანი მოიქცევა ისე, როგორც მას უბრძანებს ღვთის სული, საზოგადოება, რომელიც აქედან თავისთავად შეიქმნება, შეიძლება აღმოჩნდეს შემზარავი. - სტანისლავ ლემი. „Summa Technologiae“, თავი 4
-  ზოგიერთ რელიგიაში თაყვანს წამებულთ სცემენ, ზოგიერთში კი - ჯალათებს. [2]. - სტანისლავ ეჟი ლეცი
-  დომინანტური რელიგია არასოდეს არ არის ასკეტური. [2] - თომას მაკოლეი
-  ღვთაებრივთან დაკავშირების გარეშე კარგს და ადამიანურს არაფერს შექმნი, პირიქით. [2] - მარკ ავრელიუსი
-  რელიგია მხოლოდ ილუზორული მზეა, რომელიც ადამიანის გარშემო მოძრაობს, სანამ ის არ დაიწყებს მის გარშემო მოძრაობას. - კარლ მარქსი. „სამართლის ჰეგელისეული ფილოსოფიის კრიტიკა“
-  ... რელიგია არის იმ ადამიანის თვითცნობიერება და თვითგრძნობა, რომელმაც ჯერ კიდევ ვერ ჰპოვა თავისი თავი, ან ისევ დაკარგა. -კარლ მარქსი. „სამართლის ჰეგელისეული ფილოსოფიის კრიტიკა“
-  რელიგიები ერთმანეთისგან მხოლოდ დეკორაციებით განსხვავდებიან. [2] - პიერ მარეშალი
-  რელიგია სხვა არაფერია, თუ არა ბორკილები, რომლებიც გამოიგონეს პოლიტიკური უღელის გასამყარებლად. [2] - პიერ მარეშალი
-  რელიგია არის სისუსტე, რომელიც ხშირად უერთდება ადამიანის სხვა სისუსტეებს. [3] - პიერ მარეშალი
-  ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ჩვენი ახლობლების რელიგიას, მაგრამ მხოლოდ იმ გაგებით და იმდენად, რამდენადაც ჩვენ პატივს ვცემთ მათ რწმენას, რომ მათი ცოლები ლამაზი არიან, მათი შვილები კი - ვუნდერკინდები. [2] - ჰენრი ლუის მენკენი
-  ერთმანეთთან ახლოს მყოფი რელიგიები, ამავე დროს ერთმანეთის მიმართ მტრულად არიან განწყობილი. [2] - შარლ მონტესკიე
-  ფაშისტურ სახელმწიფოში რელიგია განიხილება როგორც სულის ერთ-ერთი ყველაზე ღრმა გამოვლინება, ამიტომ მას არა მხოლოდ პატივს სცემენ, არამედ ის სარგებლობს დაცვით და მფარველობით. - ბენიტო მუსოლინი. „ფაშიზმის დოქტრინა“
-  რელიგია მნიშვნელოვანი საგანია ქალთა სკოლებში. ის, როგორც არ უნდა შეხედო მას, საიმედო გარანტიაა დედებისა და ქმრებისთვის. სკოლამ უნდა ასწავლოს გოგონას ჰქონდეს რწმენა, და არა აზროვნების უნარი. [9] - ნაპოლეონი
-  მე ვხედავ რელიგიაში არა იმდენად განსახიერების, რამდენადაც საზოგადოებრივი სისტემის საიდუმლოებას. სამოთხის შესახებ მოსაზრებაში მას შეაქვს თანასწორობის იდეა, რომელსაც შეუძლია გადაარჩინოს მდიდრები ხოცვა-ჟლეტისგან ღარიბთა მხრიდან. (ხშირად ციტირებულია, როგორც „რელიგია არის ის, რაც ღარიბებს გადაარჩენს მდიდრების ხელით დაღუპვისაგან“  (ინგლ. Religion keeps the poor from killing the rich)) - ციტირებულია იულ ბერტოს წიგნის მიხედვით «Napoleon in His Own Words, რომელიც ითარგმნა ინგლისურად [12] - ნაპოლეონი
-  ყველა რელიგიაში რელიგიური ადამიანი გამონაკლისია. [2] ასევე: ყველა რელიგიის მიმდევრებს შორის რელიგიური ადამიანები გამონაკლისს წარმოადგენენ. [9] - ფრიდრიხ ნიცშე
-  ყველა რელიგიის მიმდევართა შორის რელიგიური ადამიანები წარმოადგენენ  გამონაკლისს. [9] - ფრიდრიხ ნიცშე
-  ჯერ არც ერთი რელიგია, არც პირდაპირ ან არაპირდაპირ, არც როგორც დოგმა  ან ალეგორია არ შეიცავდა ჭეშმარიტებას. ყველა მათგანი შექმნილია შიშისა და გაჭირვების შედეგად, ყველა მათგანი შეიპარა ცხოვრებაში გონების ირიბი გზებით. [13]
-  ალტერნატიული თარგმანი: არასოდეს არც ერთი რელიგია, არც პირდაპირ ან არაპირდაპირ, არც დოგმატურად, არც ალეგორიულად არ შეიცავდა ჭეშმარიტებას. ყოველი რელიგია გაჩნდა შიშისა და გაჭირვებისგან და შეიჭრა ცხოვრებაში გონების  ილუზიების შედეგად. [14] - ფრიდრიხ ნიცშე
-  რელიგია არის რწმენა იმისა, რომ ყველაფერი, რაც ჩვენს თავს ხდება, ძალიან მნიშვნელოვანია. და სწორედ ამიტომ ის ყოველთვის იარსებებს. [2] - ჩეზარე პავეზე
-  რელიგია ყველგან, ყველა ერისთვის, იყო მხოლოდ დამორჩილების იარაღი. [3] - ნიკოლაი პიროგოვი
-  რელიგია არ არის გამოგონილი ადამიანის მიერ. ადამიანია გამოგონილი რელიგიის მიერ. - შემდეგ მოდის განმარტება იმისა, რომ მითები თანდათანობით იპყრობენ კაცობრიობის კოლექტიურ ცნობიერებას და აყალიბებენ მას - რობერტ პირსიგი. „ძენი და მოტოციკლის მოვლის ხელოვნება“, თავი 28
-  რელიგია არის კოსმოსში საკუთარ ადამიანურ გრძნობებზე პასუხის მოძებნის უგუნური მცდელობა. [10] - მიხაილ პრიშვინი. დღიური, 1914
-  რელიგია საწამლავია, დაიცავით ბავშვები. [15] - ნ.ბ. ტერპსიხოროვის პლაკატი, 1930 წ. რუსული (საბჭოთა) ანდაზა
-  რაც რახია მუცლისთვის, ისაა რელიგია სულისთვის. [16] - რუსული ანდაზა
-  როგორც ჩანს, ასაკთან ერთად რელიგიას ბავშვობა დასჩემდა, და ახლა, როგორც ბავშვობაში, აუცილებელია მისი სასწაულებით გართობა. [2] - ჯონათან სვიფტი
-  რელიგია - სულის დაავადებაა. [3] - ჯონათან სვიფტი
-  რელიგიის შესახებ ყველა კამათი ჰგავს ორი მამაკაცის დაპირისპირებას ქალის გამო, რომელიც არც ერთ მათგანს არ უყვარს. [3] - ჯორჯ სევილ გალიფაქსი
-  როდესაც რომელიმე რელიგიას უჩნდება პრეტენზია აიძულოს მთელი კაცობრიობას მიიღოს მისი დოქტრინა, ის ტირანიად გადაიქცევა. [3] - რაბინდრანატ თაგორი
-  თუ თქვენ გაქვთ ახალი რელიგიის შექმნის სურვილი, მაშინ თქვენ ჯვარზე უნდა გაცვან და მესამე დღეს უნდა აღსდგეთ. [9] - შარლ მორის ტალეირანი
-  რელიგიამ უფრო მეტი ცოდვილი და დანაშაულებრივი ქმედება ჩაიდინა  ... - ტიტუს ლუკრეციუს კარი. „საგანთა ბუნების შესახებ“
-  არასოდეს ადამიანის წარმოსახვა არ ყოფილა ჩაკეტილი მისი სამოცი წლის ცხოვრების შეზღუდულ ფარგლებში, არასოდეს მისი სულუსთვის არ ყოფილა საკმარისი ამ სამყაროს არასრულყოფილი სიხარული. ყველა ცოცხალ არსებას შორის, მხოლოდ ადამიანი განიცდის სიცოცხლის მიმართ ბუნებრივ ზიზღს და, ამავე დროს, მგზნებარედ სწყურია სიცოცხლე. მას ეზიზღება სიცოცხლე და ეშინია არყოფნის. ამ განსხვავებული გრძნობების გავლენის ქვეშ მისი სული სხვა სამყაროს ხილვისკენ მიისწრაფის, და ამ სამყაროში გზას მას რელიგია მიანიშნებს. ამრიგად, რელიგია წარმოადგენს იმედის განსაკუთრებულ ფორმას. ეს ისევე ახასიათებს ადამიანს, როგორც ჩვეულებრივი იმედი, და თუ ადამიანები შორდებიან რწმენას, ეს მხოლოდ გონების შეცდომის გამო და საკუთარ ბუნებაზე ზნეობრივი ძალადობის გამო. რელიგიისადმი მათი მიდრეკილება გადაულახავია. ურწმუნოება წესიდან გამონაკლისია, კაცობრიობის ბუნებრივი მდგომარეობაა რწმენა. - ალექსის დე ტოკვილი. „დემოკრატია ამერიკაში“.
-  ჭეშმარიტი რელიგია არ არის გონების რელიგია, მაგრამ ის არ შეიძლება მიუღებელი იყოს გონებისთვის. [2] - ლევ ტოლსტოი
-  ტაძარში ყველა სერიოზული უნდა იყოს, გარდა იმისა, ვინც არის კულტის საგანი. [2] - ოსკარ უაილდი
-  რელიგია - რწმენის გავრცელებული სუროგატია. [2] - ოსკარ უაილდი
-  რელიგია კვდება მაშინ, როდესაც დამტკიცდება მისი უცოდველობა. [2] - ოსკარ უაილდი
-  მითოლოგია არის ის, რაც სჯერათ ზრდასრულებს, ფოლკლორი არის ის, რასაც უყვებიან ბავშვებს, ხოლო რელიგია - ერთიც არის და მეორეც. [2] - სიდრიკ უითმანი
-  შეუძლებელია გქონდეს ერთი რელიგიის სამოთხის იმედი, და არ განიცდიდე სხვა დანარჩენის ჯოჯოხეთში მოხვედრის რისკს. [2] - ჟულიენ დე ფალკენარე
-  რელიგია ეწინააღმდეგება ზნეობას იმით, რომ უპირისპირდება გონებას. [3] - ლუდვიგ ფოიერბახი
-  თუ ადამიანები იმდენად ცუდები იყვნენ, როდესაც რელიგია ჰქონდათ, მაშინ როგორები იქნებიან, თუ რელიგია არ ექნებათ? [2] - ბენჯამინ ფრანკლინი
-  თუ რელიგიას არ შეუძლია არაფერი უკეთესის დემონსტრირება იმისათვის, რომ მისცეს კაცობრიობას ბედნიერება, კულტურულად გააერთიანოს და ზნეობრივად მოთოკოს, მაშინ აუცილებლად ჩნდება კითხვა, გადამეტებით ხომ არ ვაფასებთ მის აუცილებლობას კაცობრიობისთვის, და რამდენად ბრძნულად ვიქცევით, როცა ვეყრდნობით მის კულტურულ მოთხოვნილებებს. - ზიგმუნდ ფროიდი. „ერთი ილუზიის მომავალი“
-  როდესაც საქმე რელიგიის საკითხებს ეხება, ადამიანები თავის თავზე იღებენ მოხერხებული არაგულწრფელობის  და ინტელექტუალური  არაკორექტულობის ცოდვას. - ზიგმუნდ ფროიდი. „ერთი ილუზიის მომავალი“
-  რელიგია ზოგადსაკაცობრიო აკვიატებული ნევროზია. - ზიგმუნდ ფროიდი. „ერთი ილუზიის მომავალი“
-  არ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელსაც არ ექნება რელიგიური მოთხოვნილება - ორიენტაციის სისტემის და მსახურების ობიექტის მოთხოვნილება; მაგრამ ეს არაფერს გვეუბნება მისი გამოვლინების სპეციფიკური კონტექსტის შესახებ. ადამიანს შეუძლია თაყვანი სცეს ცხოველებს, ხეებს, ოქროს ან ქვის კერპებს, უხილავ ღმერთს, წმინდანს ან ეშმაკური გარეგნობის მქონე ბელადებს; მას შეუძლია თაყვანი სცეს წინაპრებს, ერს, კლასს ან პარტიას, ფულს ან წარმატებას; მისმა რელიგიამ შეიძლება ხელი შეუწყოს გამანადგურებელი საწყისის ან სიყვარულის განვითარებას, ადამიანთა ჩაგვრას ან ძმობას; მას შეუძლია ხელი შეუწყოს მის გონებას ან მოიყვანოს გონება პარალიჩის მდგომარეობაში; ადამიანს შეუძლია განიხილოს მისი სისტემა, როგორც რელიგიური, რომელიც განსხვავდება საერო ხასიათის სისტემებისგან, მაგრამ შეიძლება ასევე იფიქროს, რომ მას არ აქვს რელიგია, და განიხილოს მისი მსახურება გარკვეული, სავარაუდოდ, საერო მიზნებისადმი, როგორიცაა ძალაუფლება, ფული ან წარმატება, - მხოლოდ როგორც ზრუნვა პრაქტიკულსა და სასარგებლოზე; საქმე ის კი არ არის, რელიგია თუ მისი არარსებობა, საქმე ის არის, თუ რა სახის რელიგიაა: ან ეს არის რელიგია, რომელიც ხელს უწყობს ადამიანთა განვითარებას, ადამიანის ძალთა გამჟღავნებას, ან არის რელიგია, რომელიც პარალიზებს ამ ძალებს. – „ფსიქოანალიზი და რელიგია“ (1950) - ერიხ ფრომი
-  მეცნიერება მოიცავს ფაქტებს და ედავება მოსაზრებებს, რელიგია მოიცავს მოსაზრებებს და ედავება ფაქტებს. - ტომ  ჰიხლერი. „კარგი გამოსვლის თეზაურუსი“
-  მკრეხელობა რელიგიასთან ერთად კვდება; თუ ეჭვი გეპარებათ, სცადეთ მკრეხელობა ოდინის მიმართ. [2] - გილბერტ ჩესტერტონი
-  მხოლოდ ის რელიგიაა კარგი, რომელსაც შეგიძლიათ დასცინოთ. [2] - გილბერტ ჩესტერტონი
-  ყველა რელიგია უცხოა ბუნებისთვის და საშიშია საღი აზრისთვის; ნებისმიერი ძლიერი გონება დასცინის მათ და განიცდის  მათ მიმართ ზიზღს. [3] - პიერ შარონი
-  რელიგია ის ნუგეშია ღარიბებისთვის, რომლის წართმევა არ და ვერ უნდა გავბედოთ. მათთვის ეს ყველაფერია, რაც ღარიბი ხალხისთვის  ხელშეუხებელი დარჩა. [10] - ალექსანდრ შელერი.
-  თუ მკითხავენ, რატომ არ არის ჩემს გულში არავითარი რელიგია, მე ვუპასუხებ, რომ მე ის დავკარგე თვითონ რელიგიის  გამო. - ფრიდრიხ შილერი. „ყაჩაღები“
-  ყველა რელიგიური ორგანიზაცია არსებობს იმით, რომ მდიდრებს მიჰყიდეს თავისი თავი. [17] - ბერნარდ შოუ
-  თუ თქვენ წარუდგენთ მოსამართლეებს თქვენს კანონებს, ხოლო თქვენს რელიგიას მღვდლებს, მალე აღმოაჩენთ, რომ არც კანონები გაქვთ და არც რელიგია. [17] [2] - ბერნარდ შოუ
-  სიმამაცე უკვე რელიგიაა; რელიგიის გარეშე, ჩვენ ყველა მშიშარა ვართ. [17] - ბერნარდ შოუ
-  რელიგია მხოლოდ ერთია, მაგრამ მას ასი სახე აქვს. [17][2] - ბერნარდ შოუ
-  ადამიანს შეიძლება დაეუფლოთ მხოლოდ მისი რელიგიის დახმარებით, და არა თქვენი. [17] -ბერნარდ შოუ
-  ეს რა რელიგიაა, რომელიც გმობს სიძულვილს, მაგრამ უფრო მეტად - სიყვარულს? - ჰეგო შტაინგაუზი [18]
-  მე არ მწამს ღმერთი, რომელიც აჯილდოებს და სჯის, ღმერთი, რომლის მიზნები ჩვენი, ადამიანების მიზნებიდანაა გადმოღებული. მე არ მჯერა სულის უკვდავების, თუმცა სუსტი გონების ადამიანები, შიშით ან აბსურდული ეგოიზმით შეპყრობილები, ასეთ რწმენაში თავშესაფარს პოულობებ. [19]
-  რაც თქვენ წაიკითხეთ ჩემი რელიგიური შეხედულებების შესახებ, რა თქმა უნდა, სიცრუეა. სიცრუე, რომელსაც სისტემატურად იმეორებდნენ. მე არ მწამს ღმერთი, როგორც პიროვნება და არასოდეს დამიმალავს ეს, არამედ ძალიან მკაფიოდ გამოვხატე. თუ არსებობს რაღაც ჩემში, რასაც შეიძლება ეწოდოს რელიგიური, მაშინ ეს, უდავოდ, უსაზღვრო აღფრთოვანებაა სამყაროს აგებულების გამო, იმდენად, რამდენადაც მეცნიერება ავლენს მას. პერსონიფიცირებული ღვთაების იდეა არასდროს ყოფილა ჩემთვის ახლო და თითქოს უფრო გულუბრყვილო ჩანს. [20]
-  კაცობრიობის სულიერი ევოლუციის ადრეულ ეტაპებზე ადამიანის ფანტაზიამ შექმნა ღმერთები ადამიანის ხატად და მსგავსად, რომლებიც მოქმედებდნენ საკუთარი ნებით და უნდა განესაზღვრათ მოვლენათა სამყარო [phenomenal world]  ან, ყოველ შემთხვევაში, მასზე გავლენა მოეხდინათ. ხალხს სჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო ღმერთების წინასწარდასახულობის შეცვლა მათ სასარგებლოდ მაგიის ან ლოცვის მეშვეობით. ღმერთის იდეა, როგორც ამას რელიგია გვაწვდის, ამჟამად არის ღმერთების ამ ძველი კონცეფციის სუბლიმაცია. მისი ანთროპომორფული ხასიათი გამომდინარეობს იმ ფაქტიდან, რომ ადამიანი მიმართავს ღმერთს ლოცვის დროს  და სთხოვს თავისი სურვილების შესრულებას ... ეთიკური სიკეთისთვის ბრძოლში რელიგიის მასწავლებლებს უნდა ეყოთ გამბედაობა უარი თქვან ღმერთის, როგორც პიროვნების, დოქტრინაზე, უარი თქვან შიშის და იმედის ამ წყაროზე, რომელმაც წარსულში ეკლესიის მსახურებს მისცა ასეთი ყოვლისმომცველი ძალაუფლება. თავის შრომებში მათ თავი უნდა მიუძღვნან იმ ძალებს, რომლებსაც შეუძლიათ თვით კაცობრიობაში  ღვთაებრიობის, ჭეშმარიტების და სილამაზის კულტივირება. [21]
-  სიტყვა „ღმერთი“ ჩემთვის მხოლოდ ადამიანური სისუსტეების გამოვლინება და პროდუქტია, ბიბლია კი - ხანდაზმული, მაგრამ პრიმიტიული ლეგენდების კრებული, რომელიც, მიუხედავად ამისა, საკმაოდ ბავშვურია. არავითარ, ყველაზე დახვეწილ ინტერპრეტაციასაც კი არ შეუძლია ამის შეცვლა  (ჩემთვის). [22]
-  ადამიანის ეთიკური ქცევა უნდა ეფუძნებოდეს თანაგრძნობას, განათლებას და საზოგადოებრივ ურთიერთობებს. არავითარი რელიგიური საფუძველი არ არის საჭირო. – „რელიგია და მეცნიერება“, New York Times, 1930 წლის 9 ნოემბერი
-  მეცნიერება შეიძლება შეიქმნას მხოლოდ იმ ადამიანების მიერ, რომლებიც ჭეშმარიტებისა და გააზრების სურვილით არიან გამსჭვალული. მაგრამ ამ გრძნობის წყარო სათავეს იღებს რელიგიის სფეროში. აქედანვე ჩნდება იმის შესაძლებლობის  რწმენა, რომ ამ სამყაროს წესები რაციონალურია, ანუ გასაგებია გონებისთვის. მე ვერ წარმომიდგენია ნამდვილი მეცნიერი ძლიერი რწმენის გარეშე. სიტუაცია შეიძლება ასე იყოს აღწერილი: მეცნიერება რელიგიის გარეშე - ხეიბარია, რელიგია მეცნიერების გარეშე - ბრმა. [23] - ხშირად ციტირებულია მხოლოდ ბოლო ნაწილი, რომელიც კონტექსტს მოკლებულია: „რელიგიის გარეშე მეცნიერება ხეიბარია, ხოლო რელიგია მეცნიერების გარეშე ბრმა“. - ალბერტ აინშტაინი
-  კარგად აღზრდილი ადამიანები არ საუბრობენ საზოგადოებაში ამინდისა და რელიგიის შესახებ. [2] - მარია ებნერ-ეშენბახი
-  თქვენი ე.წ. რელიგია მოქმედებს, როგორც ოპიუმი: ის მახეში აბავს და აყუჩებს ტკივილს, იმის ნაცვლად, რომ ძალა შესძინოს. [24] - ნოვალისი. „ყვავილის მტვერი“, 1798
-  რელიგიური სიღატაკე ერთდროულად რეალური სიღატაკის გამოხატვა და პროტესტია ამ რეალური სიღატაკის წინააღმდეგ. რელიგია დაჩაგრული არსებისთვის ამოსუნთქვის საშუალებაა, უგულო სამყაროს გული, ისევე, როგორც ის არის უგულო წესების სული. რელიგია ოპიუმია ხალხისათვის.
რელიგიის, როგორც ხალხის ილუზიური ბედნიერების, გაუქმება არის მისი ნამდვილი ბედნიერების მოთხოვნა. საკუთარი მდგომარეობის შესახებ ილუზიებზე უარის თქმის მოთხოვნა არის ისეთ მდგომარეობაზე უარის თქმის მოთხოვნა, რომელსაც ილუზიები სჭირდება. აქედან გამომდინარე, რელიგიის კრიტიკა ჩანასახშივე  იმ ჭირ-ვარამის კრიტიკაა, რომლის წმინდა შარავანდედია რელიგია.
კრიტიკამ ბორკილებს ყალბი ყვავილები მოაცილა, რომლებიც მათ ამშვენებდნენ - იმიტომ კი არა, რომ კაცობრიობას გაეგრძელებინა ამ ჯაჭვების ტარება მათი ფორმის მიხედვით, რომელიც მოკლებულია ყოველგვარ სიხარულსა და სიამოვნებას, არამედ იმისთვის, რომ მას მოეცილებინა ეს ბორკილები და ხელი გაეწვდინა ცოცხალი ყვავილისთვის. რელიგიის კრიტიკა ათავისუფლებს ადამიანს ილუზიებისგან, რომ მან იაზროვნოს, იმოქმედოს, აშენოს თავისი რეალობა როგორც ილუზიებისგან გათავისუფლებულმა, როგორც გონიერ ადამიანად ჩამოყალიბებულმა; რომ იგი საკუთარი თავის  და მისი ნამდვილი მზის გარშემო ტრიალებდეს. რელიგია მხოლოდ ილუზორული მზეა, რომელიც მოძრაობს ადამიანის გარშემო მანამდე, სანამ ის არ დაიწყებს მოძრაობას თავის გარშემო.
ამრიგად, მას შემდეგ, რაც გაქრა იმქვეყნიური სამყაროს სიმართლე, ისტორიის ამოცანა გახდა ამქვეყნიური სამყაროს სიმართლის დადგენა. ისტორიის სამსახურში მყოფი ფილოსოფიის უახლოესი ამოცანაა, - მას შემდეგ, რაც მხილებულ იქნა ადამიანის თვითგაუცხოების წმინდა სახე - ამხილოს თვითგაუცხოება მის არაწმინდა სახეებში. ამრიგად, ცის კრიტიკა დედამიწის კრიტიკაში გადადის, რელიგიის კრიტიკა - სამართლის კრიტიკაში, თეოლოგიის კრიტიკა - პოლიტიკის კრიტიკაში.
-  რელიგია არის სულიერი ტვირთის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც ყველგან აწევს სხვებზე მუშაობით, გაჭირვებისა და მარტოობისგან დაღლილ ხალხის მასას. ექსპლუატირებული კლასების  უძლურება ასევე აუცილენლად წარმოშობს უკეთესი იმქვეყნიური ცხოვრების რწმენას, როგორც ველურის უძლურება ბუნებასთან ბრძოლაში წარმოშობს ღმერთის, ეშმაკების, სასწაულების და ა.შ. რწმენას. მას, ვინც მთელი ცხოვრება მუშაობს და გაჭირვებას განიცდის, რელიგია ასწავლის თავმდაბლობას და მორჩილებას მიწიერი ცხოვრების დროს, ანუგეშებს ზეციური ჯილდოს იმედით. მათ, ვინც სხვისი შრომით ცხოვრობს, რელიგია ასწავლის ქველმოქმედებას ამქვეყნიურ ცხოვრებაში, სთავაზობს მათ მათი ექსპლუატატორული არსებობის იაფფასიან გამართლებას, სთავაზობს ხელსაყრელ ფასში ზეციური კეთილდღეობის ბილეთებს. რელიგია ოპიუმია ხალხისთვის. რელიგია ერთგვარი სულიერი რახია, რომელშიც კაპიტალის მონები ახრჩობენ თავის ადამიანურ სახეს, თავის მოთხოვნილებებს ადამიანისთვის რამდენადმე ღირსეული ცხოვრების მოთხოვნილებებს. [26]. - ვლადიმერ ლენინი. „სოციალიზმი და რელიგია“,  1905
-  რელიგია გარკვეული სახის ოპიუმია, რომელსაც ხალხს აძლევენ, რათა ტკბილი ფანტაზიებით დაუბინდონ გონება და დაამშვიდონ იმ უსამართლობის გამო, რომელიც სტანჯავს მათ. ტყუილუბრალოდ არ ჩნდება ყოველთვის ასე სწრაფად ორი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ძალის, სახელმწიფოსა და ეკლესიის  ალიანსი. ორივე ძალა დაინტერესებულია ილუზიის შენარჩუნებით, რომ კეთილი ღმერთი, დედამიწაზე თუ არა, ზეცაში დააჯილდოებს მათ, ვინც არ აჯანყებულა უსამართლოების წინააღმდეგ, არამედ მშვიდად და მოთმინებით ასრულებდა თავის მოვალეობას. ამიტომ არის, რომ პატიოსანი კონსტატაცია იმისა, რომ ეს ღმერთი უბრალოდ ადამიანის ფანტაზიის ქმნილებაა, ყველაზე საშინელ ცოდვად არის მიჩნეული. - პოლ დირაკი [27]
-  ადამიანთა სამყაროში ყველაზე მრავალფეროვანი რელიგიები თანაარსებობენ, მაგრამ ქვეყანაზე არ შეიძლება არსებობდეს იმდენივე „ღმერთი“, რამდენი  რელიგიაც არსებობს. დროა გავიგოთ, რომ ღმერთი ყველა ადამიანისთვის ერთია, მიუხედავად იმისა, თუ როგორ უწოდებენ მას. - ალი აფშერონი
-  არ არსებობს ჭეშმარიტებაზე უფრო მაღალი რელიგია. - ელენა ბლავატსკაია
-  რელიგიის ძალა ყველაზე მძლავრი ძალაა, რადგან მას სურს სულზე ძალაუფლება. წავიდა ის დრო, როდესაც კაცობრიობა თავის სისულელეში საჭიროებდა რელიგიურ გამყოლს. ახლა განათლებული სულიერი მამაა საჭირო, რადგან ადამიანს ჯერ კიდევ არ შეუძლია დამოუკიდებლად არსებობა მხოლოდ საკუთარი გონების იმედად. ამიტომ დღეს  ცხოვრებაში წინსვლას უკეთესად შეძლებდა მხოლოდ ყოფილი ათეისტი, რომელსაც ათეიზმმა ასწავლა მხოლოდ საკუთარი ძალების იმედად ყოფნა. - ლუულე ვიილმა
-  რელიგიის საკითხებში მშენებლობას ყოველთვის იწყებს ენთუზიაზმი  , მაგრამ მას ყოველთვის ამთავრებს მოხერხებულობა. - ვოლტერი
-  იმ მომენტიდან, რაც რელიგიამ გამოავლინა ფილოსოფიის დახმარების სურვილი, მისი დაღუპვა გარდაუვალია. - ჰაინრიხ ჰაინე
-  ყველა ომიდან, რომელსაც ერები ერთმანეთს  შორის აწარმოებდნენ ცეცხლით და მახვილით, რელიგიური ყველაზე სისხლისმღვრელი იყო. - ერნსტ გეკელი
-  გამონაკლისის გარეშე ყველა რელიგია ფანატიზმით იყო გამსჭვალული და მას ადამიანთა სისხლის ნაკადით აკმაყოფილებდნენ. - კლოდ ადრიან ჰელვეციუსი
-  რელიგიასა და კეთილშობილებას შორის არაფერია საერთო.- კლოდ ადრიან ჰელვეციუსი
-  ვისაც აქვს მეცნიერება, მას არ სჭირდება რელიგია. - იოჰან გოეთე
-  რელიგია განიხილება უბრალო ადამიანების მიერ, როგორც სიმართლე, ჭკვიანი ადამიანების მიერ, როგორც სიცრუე, ხოლო მმართველების მიერ, როგორც სარგებელი. - ედვარდ გიბონი
-  რელიგია ადამიანთა გაბრუების ხელოვნებაა იმისათვის, რომ გადაიტანონ მათი ფიქრები იმ ბოროტებისგან, რომელსაც მათ აყენებენ ძლიერნი ამა ქვეყნისა ... - პოლ ანრი გოლბახი
-  რამდენი ბრწყინვალე სულელი შექმნა რელიგიამ  ადამიანებისგან! - ბენჟამინ ჯონსონი
-  რელიგია და კანონები - ერთი წყვილი ყავარჯენია, რომლებიც არ უნდა წაართვა  ადამიანებს, რომლებიც ფეხზე ვერ დგებიან. - დენი დიდრო
-  რელიგია ხელს უშლის ადამიანებს დანახვას, რადგან მარადიული სასჯელის შიშით უკრძალავს მათ ყურებას. - დენი დიდრო
-  რელიგია ვერასოდეს ვერ შეძლებს კაცობრიობის რეფორმირებას, რადგან რელიგია მონობაა. - რობერტ ინგერსოლი
-  პროგრესის ყოველი ნაბიჯი მეცნიერებაში აიძულებს რელიგიას უკან დახევას. - მარსელ კაშენი (ვიკიპედია)
-  ოფიციალური რელიგია უცვლელად გარდაიქმნება ორგანიზაციაში, რომელსაც თავისი ანგარებიანი ინტერესები აქვს, და, შესაბამისად, აუცილებლად გახდება რეაქციული ძალა, რომელიც ეწინააღმდეგება ცვლილებებსა და პროგრესს. ჯავაჰარლარ ნერუ
-  რელიგიასა და ჭეშმარიტ მეცნიერებას შორის არ არსებობს არც ნათესაობა, არც მეგობრობა, არც მტრობა: ისინი სხვადასხვა პლანეტებზე არიან. - ფრიდრიხ ნიცშე
-  არიან სუსტი ადამიანები, რომლებისთვისაც რელიგიას აქვს ძალა. - ივან პავლოვი
-  ერთი და იგივე რელიგია არსებითად იცვლის შინაარსს იმ ხალხთა ეკონომიკური განვითარების შესაბამისად, რომლებიც მას აღიარებენ. - გიორგი პლეხანოვი
-  რელიგია რელიგიური მოსაზრებები არაა. რელიგია ერთია, როგორც მზე არის ერთი მთელ სამყაროში; რელიგიური მოსაზრებები კი მზის სხივების მსგავსად, მრავალრიცხოვანია. - ჟან პოლი
-  მინდა ვეკუთვნოდე ისეთ რელიგიას, რომელიც არ დაუშვებდა ადამიანებს შორის სიძულვილსა და ერთმანეთის შიშს, ასევე ერთმანეთისთვის ზიანის მიყენებას. - ჟორჟ სანდი
-  „ძირს გონება“ - ამაშია ჭეშმარიტი რელიგია. - შარლ დე სენტ-ევრემონი (ვიკიპედია)
-  ყველა რელიგია ეფუძნება მრავალთა შიშს და რამდენიმეთა მოხერხებულობას. - სტენდალი
-  ერესი რელიგიის სიცოცხლეა. ერეტიკოსებს რწმენა ქმნის. თუ რელიგია მკვდარია, ერესი ქრება. - ანდრე სუარე
-  ყველა რელიგია აქვეყნებს ბიბლიას სატანას წინააღმდეგ და მის შესახებ საშინელებას ლაპარაკობს, მაგრამ მისი თავის გამართლება ჩვენ არასდროს მოგვისმენია. - მარკ ტვენი
-  რელიგიისთვის მხოლოდ სიწმინდეა ჭეშმარიტება, ფილოსოფიისათვის კი მხოლოდ ჭეშმარიტებაა წმინდა. - ლუდვიგ ფოიერბახი
-  რელიგია - ადამიანის სულის სიზმარია. მაგრამ სიზმარშიც იმყოდება ადამიანი დედამიწაზე, და არა ცაში. - ლუდვიგ ფოიერბახი
-  რაც შეეხება რელიგიას, მასზე ზრუნვა უზენაესს მიანდეთ. აქ ჩვენ სიბნელეში ვართ და სხვადასხვა სახის შეცდომების საფრთხის წინაშე ვდგავართ. ჩვენს შორის ვინ არის უფრო ქედმაღალი, რათა დაამტკიცოს, რომ მისი გზა ყველაზე სწორია? - ფრიდრიხ დიდი
-  რომელ რელიგიას ვაღიარებ? არც ერთ მათ შორის, რომელიც დამისახელე. რატომ არც ერთს? სულის ერთი მარადიული რელიგიის განცდის გამო. - ფრიდრიხ შილერი
-  რელიგიები ციცინათელებს გვანან: იმისათვის რომ გაანათონ, მათ სიბნელე სჭირდებათ. - არტურ შოპენჰაუერი
-  რელიგიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნუგეში ის არის, რომ ზოგჯერ შეგიძლიათ ხელში ჩაიგდოთ ღმერთი და კარგად გაწკეპლოთ. ადამიანები დასცინიან ველურების სისულელეს, რომლებიც თავის ღმერთებს სცემენ, როდესაც მათი ლოცვა პასუხს ვერ პოულობს; მაგრამ, ვინც დასცინის, თვითონ არის სულელი და ველური. - შრი აურობინდო
-  არსებობენ მხოლოდ ორი ტიპის ადამიანები, რომლებსაც იმედი სხივი  უნათებს: ადამიანი, რომელმაც იგრძნო ღმერთის შეხება და მისკენ მიისწრაფვის, ასევე სკეპტიკოსი ან თვითდაჯერებული ათეისტი. მაგრამ, რაც შეეხება რელიგიების აღმწერებს და თავისუფალი აზროვნების მიმბაძველებს, ისინი მკვდარი სულები არიან, რომლებიც სიკვდილს მიჰყვებიან  და მას სიცოცხლეს უწოდებენ. - შრი აურობინდო
-  რელიგია, ხელოვნება და მეცნიერება ერთი და იგივე ხის ტოტებია. - ალბერტ აინშტაინი
-  რელიგია ადამიანის თვითგანადგურების აქტია. - ფრიდრიხ ენგელსი
-  კომპრომისი მეცნიერებასა და რელიგიას შორის შემდეგია: ღმერთმა შექმნა მაიმუნი. - ჰენრიკ იაგოძინსკი
-  მამა ფიოდორმა ტაძარი იპოთეკით ააგო და რწმენა დაკარგა.




















































































შენიშვნები
1.      რიჩარდ დოკინზი. ღმერთი როგორც ილუზია. — მოსკოვი: კოლიბრი (უცხოელი), 2008.
2.      2,00 2,01 2,02 2,03 2,04 2,05 2,06 2,07 2,08 2,09 2,10 2,11 2,12 2,13 2,14 2,15 2,162,17 2,18 2,19 2,20 2,21 2,22 2,23 2,24 2,25 2,26 2,27 2,28 2,29 2,30 2,31 2,32 2,33 2,342,35 2,36 2,37 ღმერთი ანგელოზი არ არის: აფორიზმები /შეადგინა კ.ვ. დუშენკოვ. - მოსკოვი: ეკსმო-პრესი, ელსმო-მარკეტი, 2000.
3.      3,00 3,01 3,02 3,03 3,04 3,05 3,06 3,07 3,08 3,09 3,10 3,11 3,12 3,13 3,14 3,15 3,163,17 3,18 3,19 3,20 3,21 3,22 3,23 3,24 3,25 3,26 3,27 3,28 3,29 3,30 3,31 3,32 3,33 3,34. აფორიზმები. სიბრძნის ოქროს ფონდი/შეადგ. ო. ერემიშინმა  მოსკოვი: განათლება, 2006.
4.      რიჩარდ ბახი. ოცდათვრამეტი//უსაფრთხოებისგან გაქცევა = Running from Safety /— 2 გამოც. — კიევი:სოფია , 2000. — 254 გვ. — ISBN 5-220-00332-1
6.      « Lettre à Frédéric II, roi de Prusse » (5 janvier 1767), dans Correspondances(1767-68), Voltaire, éd. Moland, 1875, t. 45, vol. 13, p. 11
7.       ე.ს. ლიხტენშტაინი (შემდგენელი). სიტყვა მეცნიერების შესახებ.  წიგნი მეორე. - მოსკოვი:  ცოდნა, 1981. — 272 გვ.
8.      8,0 8,1 ვ.ლ. გინზბურგი. რამდენიმე შენიშნავნა ათეიზმის, რელიგიის და ებრაულ ეროვნულ გრძნობაზე. გახეთი „ვესტი“, დანართი „ოკნა“ (2004 წლის 15 აპრილი). 
9.      9,0 9,1 9,2 9,3 9,4 აფორიზმების დიდი წიგნი  (გამოც.. 9-, შესწ.) / შემდგენელი კ.ვ. დუშენკომოსკოვი: გამომც. „ეკსმო“, 2008.
10.   10,0 10,1 10,2 ციტატა შედის რუსული ენის ეროვნულ კორპუსში  
11.   ანტონ ლავეი. ღმერთი, რომელსაც თაყვანს სცემ, შეიძლება თვითონ შენ იყო//სატანისტური ბიბლია . — 2-ე გამოც. — М.: Unholy Words, 1997. — გვ. 17.
12.   ნაპოლეონ ბონაპარტი. Concerning Religion // [1] = Napoleon in his own words / Под ред. Jules Bertaut, пер. Herbert Edward Law, Charles Lincoln Rhodes. — ჩიკაგო: A. C. McClurg & co., 1916. — P. 112—113. — 167 p.
13.   ფრიდრიხ ნიცშე. თხზულებათა სრული კრებული:  13 ტომი. - მოსკოვი: „კულტურული რევოლუცია“ , 2011. — . 2. — გვ. 100. — 672 გვ. — ISBN 978-5-250-06094-3
14.   ფრიდრიხ ნიცშე. ადამიანური, ზედმეტად ადამიანური. თხზულებები 2 ტომად. მოსკოვი, „მისლი“, 1990, . 1
15.   რუსული ხალხური ანდაზები და ანდაზური თქმა/შემდგ. ა.მ. ჟიგულები. — მოსკოვი: მოსკოვსკი რაბოჩი, 1965. — გვ. 200.
16.    რუსული ხალხური ანდაზები და ანდაზური თქმა/შემდგ. ა.მ. ჟიგულები. — მოსკოვი: მოსკოვსკი რაბოჩი, 1965. — გვ. 200.
17.   17,0 17,1 17,2 17,3 17,4  რწმენისა და რელიგიის შესახებ//ჯორჯ ბერნარდ შოუ. აფორიზმები/შემდგენელი კ.ვ. დუშენკო. — მოსკოვი: ეკსმო-პრესი, ეკსმო-მარკეტი, 2000.
18.   Steinhaus, Hugo Dyonizy = Słownik racjonalny. — Zakład Narodowy im. Ossolińskich, 1980. — Т. 1.
19.   ვ.ე. ლვოვი. ალბერტ აინშტაინის ცხოვრება. მით. თხზ.გვ. 233
20.   1954 წლის 24 მარტის წერილიდან. Albert Einstein the Human Side. H. Dukas, B. Hoffman, eds., Princeton, New Jersey: Princeton University Press, 1981, p. 43
21.   სტატია „მეცნიერება და რელიგია“. A. Einstein, Science and Religion, in: Out of My Later Years, The Citadel Press, Secaucus, New Jersey, 1956, pp. 21-30.
22.   წერილი ერიკ გუტკინდს, 1954  .
23.   Albert Einstein, «Science, Philosophy and Religion: a Symposium», 1941. ასევე იხ. ლ/ იაროსლავსკის სრული თარგმანი
24.   Novalis. Blüthenstaub. Erstdruck in: Athenäum 1, Berlin 1798, S. 70-106 / sh. Historisch-kritische Ausgabe Bd. 2 (ნოვალისი. „ყვავილის მტვერი“, 1798).
25.   Karl Marx: Zur Kritik der Hegel’schen Rechtsphilosophie; in: Deutsch-Französische Jahrbücher 1844, S. 71f, zitiert nach MEW, Bd. 1, S. 378-379.
26.   ვ.ი. ლენინი. სოციალიზმი და რელიგია//“ახალი ცხოვრება“ - № 28, 1905 წლის 3  დეკემბერი. (ასევე იხ.; თხზ. სრული კრებ., 5 გამოც. ტ. 12, გვ. 142—147.)
27.   ვ. ჰეიზენბერგი. ფიზიკა და ფილოსოფია. ნაწილი და მთელი. - მოსკოვი: ნაუკა, 1989. — თავი VII  — ISBN 5-02-012452-9



Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised