воскресенье, 9 июня 2019 г.

რატომ ეშინიათ მამაკაცებს სერიოზული ქალების? პასუხობს ... ადვოკატი

რატომ ეშინიათ მამაკაცებს სერიოზული ქალების? პასუხობს ... ადვოკატი

ადვოკატმა იულია ნიკოფოროვამ საკუთარი გამოცდილებით იცის, რომ მამაკაცები ყოველთვის ადეკვატურად არ რეაგირებენ ქალებზე, რომლებსაც აქვთ ძალიან „სერიოზული“ (მათი აზრით) პროფესია.  როგორ უნდა მოვიქცეთ?
როდესაც ქალი იწყებს ახალ მამაკაცთან ურთიერთობას, მას აინტერესებს ყველაფერი, რაც მასთან არის დაკავშირებული: რას აკეთებს, რა პროფესია აქვს, თანამდებობა. არ აქვს მნიშვნელობა, ეს კოლეგაა, თუ ახალი თაყვანისმცემელი ან უბრალოდ მეზობელი. მამაკაცები კი, პირიქით, ჩვეულებრივ ისეთ სახეს იღებენ, თითქოს მათ არ აინტერესებს, რა თანამდებობა აქვს ქალს, და, საერთოდ, მუშაობს თუ შემოქმედებით ძიებაშია. ისინი კომფორტულად გრძნობენ თავს, როდესაც მათ გვერდით ნაზი და უმწეო „ყვავილია“, რომელსაც უყვარს სამზარეულოში ფუსფუსი, მოგზაურობა და სურს სამი ბავშვი ჰყავდეს.
სამწუხაროდ, ეს ჩვენი ქვეყნის მრავალიდან ერთ-ერთი სტერეოტიპია: ქალი უნდა იყოს სახლში, დაიცვას კერა და აღზრდოს შვილები. ნამდვილად ძლიერ მამაკაცს წარმატებული ქალი არ აშინებს, არამედ შთააგონებს მას. მაგრამ ის ახალგაზრდები, რომლებიც თვითონ მყარად არ დგანან ფეხზე, ან მათი ხასიათიდან გამომდინარე, ეშინიათ ძლიერი ქალების, სამსახურისა და პროფესიის შესახებ საუბრისას არაკომფორტულად გრძნობენ თავს. მათ ესმით, რომ ქალს ბევრად უფრო მაღალი თანამდებობა უკავია და დიდი ხანია წარმატებით უძღვება  ბიზნესს.
ხშირად მამაკაცები განიცდიან ფსიქოლოგიურ დისკომფორტს არა იმიტომ, რომ ქალმა წარმატებას მიაღწია, არამედ იმის გამო, რომ მათ ფონზე, შესაძლოა, დატოვონ არშემდგარი და სუსტი ადამიანის შთაბეჭდილება, რომელიც ფინანსურად არასაკმარისად არის უზრუნველყოფილი. არსებობს აზრი, რომ ქალი-ხელმძღვანელი სახლშიც მმართველ „თანამდებობაზე“ იმყოფება, რითაც აფრთხობს მამაკაცს და უკლავს მასზე ზრუნვის სურვილს.
მე პროფესიით ადვოკატი ვარ. ბავშვობაში ადვოკატი წარმომედგინა, როგორც მკაცრ კოსტუმში გამოწყობილი სერიოზული მამაკაცი, პორტფელით და უამრავი დოკუმენტით ხელში. მოგვიანებით, როდესაც, ჩემი აზრით, საუკეთესო სამართლის სკოლა, კერძოდ, მოსკოვის სახელმწიფო იურიდიული აკადემია, დავამთავრე,  მე იურიდიული პრაქტიკა გავაგრძელე. ჩემი მთავარი მიზანი იყო ადვოკატის საქმიანობა. სანამ ადვოკატურაში წარმატებას მივაღწევდი, ვამჩნევდი,  რომ ადამიანები უპირატესობას მამაკაც ადვოკატებს ანიჭებდნენ. რადგან იურისტისა და ადვოკატის პროფესია, როგორც წესი, უფრო მამაკაცებთან ასოცირდება. მიუხედავად ამისა, უკვე 15 წელზე მეტია მე ყოველდღიურად წარმატებით ვუძღვები ჩემს საყვარელ საქმეს და დიდ სიამოვნებას ვიღებ.
რამდენად რთულია ქალისთვის ძლიერი მამაკაცის პროფესია? ითვლება, რომ ამ პროფესიაში ნდობას უფრო მამაკაცების მიმართ იჩენენ. მაგრამ იმ კლიენტთა აზრია, რომლებსაც არ უთანამშრომლიათ ქალებთან. პრაქტიკა გვიჩვენებს, რომ ქალ-ადვოკატთან მუშაობის შემდეგ, რომელსაც აქვს განსაკუთრებული ლოგიკა, სრულიად განსხვავებული ემოციები, კლიენტის განსხვავებული გაგება, მისი მოსმენის უნარი, მომხმარებელს აღარ სურთ მამაკაც-ადვოკატების დახმარება. ჩემი საქმიანობის დროს არაერთხელ მქონია ასეთი შემთხვევა. ამიტომ ჩემს გამოცდილებაზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ ზოგჯერ ქალები ძალიან კარგად ტრანსფორმირებენ  „მამაკაცთა“ პროფესიებს და მათი მდგომარეობა უფრო ხელსაყრელია, ვიდრე მამაკაცების.
ჩემს ცხოვრებაში ბევრი სახალისო მომენტიც ყოფილა, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცებს, რომლებიც ჩემს მიმართ გამოხატავდნენ ინტერესს და სიმპათიას, ვერც კი წარმოედგინათ, თუ ცხოვრებაში რა საქმე ავირჩიე. ალბათ, მათ თვალში მე ვიყავი გოგონა, რომელიც რეგულარულად სტუმრობს ფიტნეს კლუბს, დადის შოპინგზე, რაღაც შემოქმედებითად არის დაკავებული, ან, პრინციპში, სახლშია. მაგრამ ფილმისთვის განკუთვნილი სცენა გამარჯვებულ გმირთან ძვირადღირებულ ავტომანქანაში სწრაფად ფერმკრთალდებოდა, როდესაც განვუმარტავდი მათ, რომ პაემანი არ შედგება იმ მიზეზით, რომ ხვალ დილის 6 საათზე უნდა ავდგე, მივიდე პენიტენციარულ დაწესებულებაში კლიენტთან, ომ რსადილის შემდეგ მაქვს დაკითხვა, საღამოს შეხვედრა, ზეგ დილით კი - სასამართლო. ამგვარი აღიარების შემდეგ მამაკაცები უკვე აღარ ფახაფუხობდნენ, ალბათ უფრო მსუბუქ შოკს განიცდიდნენ, ზოგი კი - დაბნეულობას. იყვნენ ისეთებიც, რომლებიც  დაუყოვნებლივ იწყებდნენ ჩემს საქმიანობაზე ქირქილს, რაც რა თქმა უნდა, მათი სისუსტის ნიშანი იყო.
თუ ქალის სამსახური უკავშირდება ზოგიერთ ორგანოებს (შინაგან საქმეთა სამინისტო, საგამოძიებო კომიტეტი, პოლიცია, სასამართლოები, პროკურატურა), ამან მამაკაცებში შეიძლება შიშის გრძნობაც გამოიწვიოს. ხომ შეიძლება მათ რომელიმე საქმიანობაში ეჭვის შეტანა. ბევრ მამაკაცს თავად ესმის ყველაფერი და პირველი ან მეორე შეხვედრის შემდეგ ისინი „ქრებიან რადარიდან“, მათ აღარ ხედავ და არაფერი გესმის მათ შესახებ. იმის გამო, რომ ქალის სერიოზული და პრესტიჟული თანამდებობა გულისხმობს სოლიდურ  შემოსავალს და, უფრო მეტიც, შეიძლება მამაკაცის პროფესია წარმოაჩინოს არახელსაყრელ ჭრილში.
ამდენად, სუსტ და საკუთარ თავში ნაკლებად დარწმუნებულ მამაკაცებს, რომლებიც, გარკვეულწილად, არ შეუძლიათ დაეწიონ ქალს (იქნება ეს ფინანსური მხარე, თანამდებობა, ან საერთოდ არ აქვს ისეთი განათლება, რომელიც უნდა ჰქონდეს ძლიერი სქესის წარმომადგენელს), ნაკლები შანსი აქვთ დარჩნენ წარმატებული და სერიოზული ქალის გვერდით. მიუხედავად ამისა და ჩემი კოლოსალური დასაქმებისა, მე ადვოკატად მუშაობის გარდა, ასევე ვთანამშრომლობ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის თანადგომის რუსულ ასოციაციასთან და ვეწევი სამეცნიერო საქმიანობას, მყავს ბედნიერი ოჯახი - ქმარი და ორი შვილი.
ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ხშირად მაქვს ურთიერთობა მაკაკაცებთან, მაგრამ არასოდეს მიმიცია საკუთარი თავისთვის უფლება დამეკავშირებინა სამსახური პირად ურთიერთობებთან. მე ამის წინააღმდეგი ვარ. თუმცა სწორედ სამუშაო შეხვედრის დროს გავიცანი ჩემი მომავალი მეუღლე.  ქმარი აწყობს თავის კარიერას, ჩვენი პროფესიული სფეროები ერთმანეთს არ უკავშირდება. ჩემი მეუღლე ძლიერი ხასიათის და სულისკვეთების მქონე ადამიანია, რასაც ასევე ხელს უწყობს მისი პროფესია. ის ყოველთვის და ყველაფერში მხარს მიჭერს, მე შემიძლია მას რჩევა ვკითხო, ვესაუბრო ნებისმიერ საკითხზე, და ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვს და ძალიან მეხმარება ცხოვრებაში.
ერთ დროს სამსახურში ძალიან დაკავებული ვიყავი, ვმუშაობდი დილის 6 საათიდან შუაღამემდე. და ერთი ჩემი კლიენტი ქალი აღშფოთდა იმის გამო, რომ მე არ ვუპასუხე მის სატელეფონო ზარს ღამის 12 საათზე. მან მითხრა: „იულია, როგორ შეიძლება ასე? მე თქვენ დაგირეკეთ, რათა მეცნობებინა სასამართლოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტის შესახებ, რომელიც გამახსენდა! თქვენ, როგორც ექიმი, ყოველთვის უნდა იყოთ კავშირზე!“ და ეს იყო კიდევ ერთი მომენტი, რომელმაც მიბიძგა მკაფიოდ გამემიჯნა სამუშაო და პირადი სივრცე.
მე ყოველთვის ვადგენ დღის მკაცრ სამუშაო  გეგმას, და ის მეხმარება, რათა დავიცვა გარკვეული გრაფიკი. იმიტომ, რომ მტკიცედ დარწმუნებული ვარ, რომ არაფერია უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ოჯახი, სამუშაო არ დაგელოდებათ სახლში და არ მოგეხვევად ძილის წინ.  უფროს ვაჟთან ერთად ველოსიპედით სეირნობაც მიყვარს, კინოთეატრშიც წასვლა და უბრალოდ  მყუდრო კაფეში საუბარი. ჩემი უმცროსი ქალიშვილი ახლა ერთი წლის არ არის, და მას ნაკლები ყურადღება არ სჭირდება, ახალგაზრდა დედები გამიგებენ. განსაკუთრებით ამ ასაკში ძალიან გინდა ნახო, როგორ გადაგამს პირველ ნაბიჯს. მე ყოველთვის მაქვს დრო ბავშვებისა და მეუღლესთვის, მიუხედავად ჩემი პროფესიისა და სამსახურში დატვირთვისა. ყურადღება ყველასთვის მყოფნის - და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. მათ გარეშე და მათი მხარდაჭერის გარეშე მე ჩემს კარიერას ვერ ავაწყობდი.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised