вторник, 9 октября 2018 г.

ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი „მოსახლეობის ჯანმრთელობის სოციალური ასპექტები“

 ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი „მოსახლეობის ჯანმრთელობის სოციალური ასპექტები“  
ე. ბაზაროვა, ე. მოლჩანოვა
აგრესიული ქცევის სოციალური ასპექტები
პეტროზავოდსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ქ. პეტროზავოდსკი. რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის კარელიის სამეცნიერო ცენტრის ეკონომიკის ინსტიტუტი, ქ. პეტროზავოდსკი
E.N. Bazarova, E.V. Molchanova
Social aspects of aggressive behavior
Petrozavodsk state university, PetrozavodskInstitute of economics KarRC of RAS, Petrozavodsk

 რეზიუმე. ამ ნაშრომის მიზანია იმ ადამიანების აგრესიული (რომელიც აღწევს კრიმინალურ დონეს) ქცევის გამოკვლევა, რომლებიც მიჩნეული არიან შეურაცხადებად, ანუ მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებად. მასალად გამოყენებულია რესპუბლიკური სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის მონაცემები. შესწავლილია ექსპერტთა მოსაზრებები იმ პირთა მიმართ, რომლებმაც ჩაიდინეს უკანონო ქმედებები (მკვლელობა, სხეულის დაზიანება, წამება, გაუპატიურება), ანუ კლინიკური შემთხვევები, რომელშიც მკაფიოდ გამოიკვეთა პირდაპირი აგრესია. პირდაპირი აგრესიის გარდა, შესწავლილი იქნა არაპირდაპირი აგრესიის გამოვლინება, როდესაც ზიანს  სოციალურ კეთილდღეობას აყენებენ (მაგალითად, ქურდობა). განხორციელდა მიღებული შედეგების შედარება ზოგიერთ სტატისტიკურ მონაცემთან, რომელიც ახასიათებს კრიმინალურ სიტუაციას რუსეთსა და კარელიის რესპუბლიკაში. კვლევა ჩატარდა მათემატიკური მეთოდების (კორელაციური და რეგრესიული ანალიზი) გამოყენებით. შეარჩიეს 104 პაციენტი, რომლებიც შეურაცხადებად ან ნაკლებად შერაცხადებულად იყვნენ მიჩნეული 2005 წლიდან 2010 წლამდე პერიოდის ჩათვლით. შემუშავდა ინფორმაციული სისტემა, რომელიც შედგებოდა რამდენიმე ძირითადი ბლოკისგან: პიროვნული მახასიათებლები, კლინიკური დიაგნოზი, მიკროსოციალური სიტუაცია, სოციალურად სახიფათო ქმედების ჩადენის მექანიზმი, სოციალურად საშიში ქმედების ჩადენის დრო. ძირითადი მაჩვენებლების ჩატარებულმა სტატისტიკურმა დამუშავებამ შესაძლებელი გახადა კრიმინალური ქცევის დინამიკაში გარკვეული ტენდენციების გამოკვეთა. ეს ტენდენციები მნიშვნელოვნად არ განსხვავდებიან კრიმინალური ტენდენციებისგან თანამედროვე რუსულ სოციუმში. ამდენად, მოსაზრებები ფსიქიკურად დაავადებულ პაციენტთა განსაკუთრებული კრიმინალური მიდრეკილებების შესახებ  მოწმობენ სოციალური გარემოს ინტოლერანტობაზე. თუ ზოგადად, რუსეთში ძალადობრივი დანაშაულის კუთრი წილი მაღალია, მაშინ ფსიქიკურად დაავადებულ პაციენტებს შორის ჭარბობს ქონებრივი ხასიათის სოციალურად სახიფათო ქმედებები. სოციალურად სახიფათო ქმედებების მქონე პირთა ძირითადი მახასიათებლებია: მამრობითი სქესი, ახალგაზრდა ასაკი, მძიმე ფსიქიკური აშლილობა, განათლების დაბალი დონე, მუდმივი სამუშაოს ნაკლებობა, შემოსავალის დაბალი დონე, ფსიქიკური აშლილობით გამოწვეული ინვალიდობა, ფსიქიატრთან ხანგრძლივი დაკვირვება. უმრავლესობა დისფუნქციური ოჯახებიდან იყვნენ და დაქორწინებული არ ყოფილა. კვლევის შედეგებმა მისცეს დასკვნის გაკეთების საშუალება, რომ აუცილებელია სოციალური მუშაობის ოპტიმიზაცია ამ კონტიგენტთან მიმართებაში, ასევე ფსიქოლოგიური დახმარება და ოჯახური თერაპია. პაციენტებს სჭირდებათ მულტიდისციპლინალური მიდგომა, და არა მხოლოდ ფსიქიატრიული დაკვირვება.
საკვანძო სიტყვები. ფსიქიკური ჯანმრთელობა, აგრესიული ქცევა, უკანონო ქმედებები, სტატისტიკური დამუშავება.
Summary. The purpose of the given work consists in research aggressive (reaching level criminal) behavior of persons recognized deranged, i.e. suffering heavy mental frustration. Material served data of Republican judicial-psychiatric examination. Expert judgments concerning persons made the illegal acts directed against the person (murder, physical injuries, tortures, rapes) were studied, i.e. clinical cases in which direct aggression was obviously shown. Display of indirect aggression was studied besides direct aggression, at which the damage to social well-being (for example, thefts) also is caused. Comparison of the received results with some statistical data characterizing a criminal situation in Russia and Republic Karelia has been executed. Research was spent by means of mathematical methods (correlation and regression analysis). Sample included 104 patients recognized deranged for period with 2005 for 2010 inclusive. The information system consisting of some mainframes has been developed: personal features, the clinical diagnosis, a micro social situation, the mechanism of fulfillment of socially-dangerous act, time of fulfillment of socially-dangerous act. The spent statistical processing of the basic indicators has allowed revealing certain tendencies in dynamics of criminal behavior. These tendencies essentially do not differ from criminal tendencies in modern Russian society. Thus, representation about special criminal predisposition mentally sick testifies more likely about intolerance the social environment. If in whole across Russia relative density of violent crimes is high, that socially dangerous acts of property character prevail among mental patients. The basic characteristics of the person making socially dangerous acts: a male, young age, heavy mental frustration, a low educational level, absence of a permanent job, low level of incomes, physical inability on mental disease, long term of supervision at the psychiatrist. The overwhelming majority occurred from dysfunctional a parental family and in the majority was not married. Results of research have allowed doing a conclusion that optimization of social work concerning the given contingent, the psychological help and family therapy are necessary. Patients require the multidisciplinary approach, and not just in psychiatric supervision.
      Keywords. Mental health, aggressive behavior, illegal acts, statistical processing.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ფსიქიკური ჯანმრთელობა განისაზღვრება, როგორც კეთილდღეობის მდგომარეობა, სადაც ყველას შეუძლია საკუთარი პოტენციალის რეალიზება, ყოველდღიურ ცხოვრებისეულ სტრესთან გამკლავება, პროდუქტიულად და ნაყოფიერად მუშაობა, ასევე თავისი წვლილის შეტანა საზოგადოების ცხოვრებაში. ფსიქიკური დაავადების პრობლემა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია XX საუკუნის შუა პერიოდში ეკონომიკურად განვითარებულ ქვეყნებში სამედიცინო მეცნიერებისა და ჯანდაცვისთვის. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თავის საინფორმაციო ბიულეტენში ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ განსაზღვრავს ფსიქიკური ჯანმრთელობის ძირითად დეტერმინანტებს [3]:
• ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობის დონე დროის ყველა მომენტში განისაზღვრება მრავალრიცხოვანი სოციალური, ფსიქოლოგიური და ბიოლოგიური ფაქტორით;
• ფსიქიკური ჯანმრთელობა უკავშირდება სწრაფ სოციალურ ცვლილებებს, სტრესულ პირობებს სამსახურში, გენდერულ დისკრიმინაციას, სოციალურ გაუცხოებას, არაჯანსაღ ცხოვრების წესს, ძალადობის რისკებს და ფიზიკურ უძლურებას, ასევე ადამიანის უფლებების დარღვევას;
• არსებობს განსაკუთრებული ფსიქოლოგიური და პიროვნული ფაქტორები, რომლის გამო ადამიანები დაუცველები ხდებიან ფსიქიკური აშლილობის გამო, ასევე არსებობს ფსიქიკური დარღვევების ბიოლოგიური მიზეზები, მათ შორის გენეტიკური ფაქტორები და ქიმიური ნივთიერებების დისბალანსი ტვინში.
ექსპერტების აზრით, რუსეთის მოსახლეობის 70% ცხოვრობს გაჭიანურებული ფსიქო-ემოციური და სოციალური სტრესის მდგომარეობაში, რაც იწვევს დეპრესიის, რეაქციული ფსიქოზის, მწვავე ნევროზის და ფსიქოსომატური აშლილობის ზრდას. სტრესის ძირითად წყაროს წარმოადგენს შემოსავლების შემცირება, ცაიტნოტის მდგომარეობაში ყოფნა, პირადი უსაფრთხოების დეფიციტი, დამნაშავეობა, მომავლის შიში, კონფლიქტი სამსახურში და ოჯახური პრობლემები. სტრესის აღსაკვეთად, ყოველ მესამე ზრდასრულ ადამიანს ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდება [9].
აგრესიული ქცევის პრობლემა ძალიან აქტუალურია, აქვს განსაკუთრებით მრავალფეროვანი ხასიათი და ნეგატიური სოციალური შედეგები. პირდაპირი აგრესიის შემთხვევაში ეს იწვევს ნორმალური სოციალური ფუნქციონირების დარღვევას, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებას და სიკვდილსაც კი. კრიმინალური ქცევის სოციალური შედეგების სერიოზულობის შესახებ მეტყველებენ ბოლო წლების სტატისტიკური მონაცემები, რომლებიც ახასიათებენ რუსეთში არსებულ მდგომარეობას, ჩრდილოეთ-დასავლეთის რეგიონში და კარელიის რესპუბლიკაში (ნახატი 1 – 3) [7].



ნახ. 1.  რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა 100 ათას ადამიანზე




ნახ. 2. რუსეთში დანაშაულის ჩამდენ პირთა რიცხვი (ათასი ადამიანი)



ნახ. 3. რუსეთში კრიმინალური ქმედების შედეგად დაზარალებულ პირთა რაოდენობა (ათასი ადამიანი)

ავტორთა სამეცნიერო პრიორიტეტების მიხედვით, აგრესია სხვადასხვა პოზიციებიდან განიხილება: ფსიქოანალიტიკური, ბიჰევიორული, სოციალური. ყველა თეორიული მიდგომა არ არის უნივერსალური, არ აღწერს ისეთ რთულ  ფენომენს, როგორიცაა აგრესია [1, 2, 4 – 6, 8, 10].
კვლევაში ჩვენს მიერ გამოყენებულ იქნა რესპუბლიკური სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის მასალები, სადაც შევისწავლეთ აგრესიული (რომელიც აღწევს კრიმინალურ დონეს) ქცევის გამოკვლევა, რომლებიც შეურაცხადად არიან მიჩნეული, ანუ მძიმე ფსიქიკური აშლილობის მქონე ადამიანებად. ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო იმის გარკვევა, თუ კრიმინალური ქცევის რომელი სტრუქტურა ჩამოყალიბდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში. კვლევის მასალის სახით გამოყენებული იყო ექსპერტთა მოსაზრებები იმ ადამიანთა მიმართ, რომლებმაც ჩაიდინეს უკანონო ქმედებები (მკვლელობა, დაზიანება, წამება, გაუპატიურება), ანუ კლინიკური შემთხვევები, რომელშიც პირდაპირი აგრესია მკაფიოდ გამოიკვეთა. პირდაპირი აგრესიის გარდა, შესწავლილი იქნა არაპირდაპირი აგრესიის გამოვლინება, როდესაც ზიანს  სოციალურ კეთილდღეობას აყენებენ (მაგალითად, ქურდობა). ჩატარდა მიღებული შედეგების შედარება ზოგიერთ სტატისტიკურ მონაცემთან, რომელიც ახასიათებს კრიმინალურ სიტუაციას რუსეთსა და კარელიის რესპუბლიკაში. კვლევა ჩატარდა მათემატიკური მეთოდების (კორელაციური და რეგრესიული ანალიზი) გამოყენებით. შეარჩიეს 104 პაციენტი, რომლებიც შეურაცხადებად ან მცირედად შერაცხადებულად იყვნენ მიჩნეული 2005 წლიდან 2010 წლამდე პერიოდის ჩათვლით.
შემუშავდა ინფორმაციული სისტემა, რომელიც შედგებოდა რამდენიმე ძირითადი ბლოკისგან: პიროვნული მახასიათებლები, კლინიკური დიაგნოზი, მიკროსოციალური სიტუაცია, სოციალურად სახიფათო ქმედების ჩადენის მექანიზმი, სოციალურად საშიში ქმედების ჩადენის დრო. (ნახატი 4).

პიროვნული
თვისებები


სოციალურად სახიფათო ქმედების ჩადენის მექანიზმი
კლინიკური დიაგნოზი

პირი, რომელმაც ჩაიდინა სამართალსაწინააღმდეგო
ქმედება და აღიარებულია, როგორც შეურაცხადი



სოციალურად სახიფათო ქმედების ჩადენის დრო

მიკროსოციალური სიტუაცია






ნახ. 4. საინფორმაციო სისტემის სქემა, რომელიც ახასიათებს შეურაცხადად მიჩნეულ პირთა აგრესიულ ქცევას
 
ძირითადი მაჩვენებლების სტატისტიკურმა დამუშავებამ გამოავლინა გარკვეული ტენდენციები კრიმინალური ქცევის დინამიკაში. ეს საფუძვლად დაედო პრაქტიკულ რეკომენდაციებს, რომლებიც მიზნად ისახავდა განმეორებითი სოციალურად სახიფათო ქმედებების პროფილაქტიკას, რასაც, თავის მხრივ, უნდა შეემცირებინა აგრესიული ქცევის უკიდურესი სოციალური შედეგები.
ფსიქიკურად დაავადებულთა მიერ სოციალურად საშიში ქმედებების ჩადენა ხდება ორი ძირითადი მექანიზმის მიხედვით: პროდუქტიულ-ფსიქოზური და ნეგატიურ-პიროვნული. პროდუქტიულ-ფსიქოზური მექანიზმი ხასიათდება ქვედებით ზოგიერთი ფსიქოზური ფენომენის გავლენის ქვეშ (მაგალითად, ბოდვის, ჰალუცინაციების). ნეგატიურ-პიროვნული მექანიზმი მსგავსია მექანიზმისა, რომელიც გულისხმობს აგრესიულ ქმედებებს ფსიქიკურად ჯანმრთელ ადამიანებში (მაგალითად, პირადი მტრული დამოკიდებულების, კამათის ფონზე). ჩვენ შევეცადეთ აგრესიული ქცევის მექანიზმების თანაფარდობის და მათი დინამიკის გარკვევა იმ პირთა ჯგუფში, რომლებიც სასამართლოს მიერ აღიარებულნი არიან, როგორც შეურაცხადები ან მცირედად შერაცხადები (72.1% იყო აღიარებული, როგორც შეურაცხადი 27.9%, როგორც მცირედად შერაცხადები).
მნიშვნელოვანი განსხვავებები ჩადენილი სოციალურად სახიფათო ქმედებების რაოდენობის მიხედვით ყოველი წლის განმავლობაში არ გამოვლენილა. თუმცა,  დროის მიხედვით, როდესაც ჩადენილი იქნა სოციალურად საშიში ქმედებები, გამოვლინდა საინტერესო ტენდენცია: აგრესიულმა ქმედებებმა ივლისში თავის მაქსიმუმამს მიაღწიეს, შედარებით მცირე და აბსოლუტურად სიმეტრიული - მაისსა და ოქტომბერში, ხოლო მინიმალური მაჩვენებლები მარტში დაფიქსირდა (ნახატი 5).




ნახ. 5. სოციალურად სახიფათო ქმედების ჩადენის თვე

გენდერული მახასიათებლებით, პაციენტების შერჩევა იდენტურია რუსული სტატისტიკური მონაცემების: მამაკაცები შეადგენდნენ 80%-ზე მეტს. დომინირებდა ქალაქის მოსახლეობა - 61.5%, სოფლად მცხოვრები მოსახლეობა შეადგენდა 38.5%. ესენი იყვნენ ძირითადად დაბალი განათლების დონის მქონე ადამიანები, მხოლოდ ერთ ადამიანს შერჩეულთა შორის ჰქონდა არასრული უმაღლესი განათლება (ნახატი 6.).




ნახ. 6. შეურაცხადებად მიჩნეულ შერჩეულ პაციენტთა განათლების დონე

პაციენტების 75% უმუშევარი იყო, ხოლო მომუშავეთა კვალიფიკაციის დონე (9%) დაბალი. მიღებული შედეგები კორელირებენ სტატისტიკურ მონაცემებთან იმ პირთა შესახებ, რომლებმაც 2009 წელს რუსეთში ჩაიდინეს დანაშაული.
პაციენტების უმრავლესობა დისფუნქციური ოჯახებიდან იყვნენ, ხოლო მათი 88.5% არ ყოფილა დაქორწინებული. ამავდროულად, ასაკობრივი მახასიათებლები მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა: რუსეთის მონაცემების მიხედვით, კრიმინალურმა ქმედებებმა პიკს საშუალო ასაკში მიაღწიეს. ჩვენს მიერ შერჩეულთა შორის ასეთები იყვნენ ახალგაზრდა ასაკის მქონე პირები შემდგომ უფრო სტაბილური შემცირებით. შეიძლება ეს იყო დაკავშირებული პროგრედიენტური ფსიქიკური აშლილობის კლინიკასთან, რომელიც დროთა განმავლობაში ხასიათდება დეფიციტარული დარღვევების ზრდით ემოციურ-ნებელობით სფეროში (ნახატი 7, 8).


ნახ. 7. შეურაცხადებად მიჩნეულ შერჩეულ პაციენტთა ასაკობრივი მახასიათებლები


ნახ. 8. იმ პირთა ასაკობრივი მახასიათენლები, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული 2009 წელს (ათასი ადამიანი) [7]
ამავე დროს, 47.1%-ს სოციალურად სახიფათო ქმედებების ჩადენის მომენტისთვის უკვე ჰქონდა მეორე ჯგუფის ინვალიდობა, რაც მიუთითებს ფსიქიკური აშლილობის არახელსაყრელ მიმდინარეობაზე. შერჩეულ ჯგიფში ფსიქიატრების მიერ ჩატარებული დაკვირვების ვადა საშუალოდ შეადგენდა 5-დან 10 წლამდე იყო (ნახატი 9).


ნახ. 9. შეურაცხადებად მიჩნეულ შერჩეულ პაციენტებზე ფსიქიატრის დაკვირვების ვადა
 პაციენტების 40%-ზე მეტს შეადგენენ შიზოფრენიის სხვადასხვა ფორმით დაავადებული პირები პარანოიდულობის სიჭარბით, ორგანული აშლილობები და ოლიგოფრენია, უმეტესად მსუბუქი ფორმის, რაოდენობრივად იდენტური (24-25%). სხვა ნოსოლოგიურმა ფორმებმა 10%-ზე ნაკლები შეადგინეს. ფსიქიკური აშლილობების ძირითადი სინდრომებია პარანოიდული, ემოციური და ნებელობითი დარღვევები და ფსიქოპათომსგავსი სინდრომი, რამაც კიდევ ერთხელ დაადასტურა დარღვევების განსაკუთრებული მნიშვნელობა ნებაყოფლობითი სოციალურად სახიფათო ქმედებების ჩასადენად  ემოციებისა და ნებელობის სფეროში. ცნობილია, რომ ალკოჰოლი ხსნის ნებელობითი იმპულსების კონტროლს და ხშირად წარმოადგენს ტრიგერს, რომელიც იწვევს აგრესიულ ქმედებებს. ჩვენი კვლევის მიხედვით, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობა დაფიქსირდა 41.3% შემთხვევაში, სხვა ტიპის სიმთვრალის მდგომარეობა არ დაფიქსირებულა.
განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს აგრესიული ქცევის პარამეტრები. უკანონო ქმედებების კლასიფიკაცია ცხრილში წარმოდგენილია შედარებითი დახასიათებით რუსეთში, ჩრდილოეთ-დასავლეთის ფედერალურ რეგიონში და კარელიის რესპუბლიკაში (ცხრილი 1) [7].
ჩვენს მიერ შერჩეულ პაციენტებს შორის აგრესიის ტიპს უმეტესად ჰქონდა არაპირდაპირი ხასიათი (71.2%), ანუ აგრესიული ქმედებები მიმართული იყო არა უშუალოდ პიროვნებაზე (სხეულის დაზიანება, მკვლელობა), არამედ ქონებრივი ზიანის მიყენებაზე (ძირითადად ეს იყო ქურდობა  - 38, 5%).
ცხრილი 1
2009 წელს დარეგისტრირებულ სხვადასხვა ტიპის დანაშაულებათა რიცხვის (ადამ.).  დანაშაულებატა ტიპი Россия Северо-Западный ФО Республика Карелия
დანაშაულის სახე რუსეთი ჩრდილო-დასავლეთის ფედერალური ოლქი რესპუბლიკა
კარელია
მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა 17681
1787
93
ჯანმრთელობისთვის სხეულისთვის მძიმე დაზიანების განზრახ მიყენების მცდელობა 43112
3583
222
გაუპატიურება და გაუპატიურების მცდელობა 5398
412 17
ძარცვა 205379 19244 757
ყაჩაღობა 30085 3085 103
ქურდობა 1188574 109842 6093
დანაშაული ეკონომიკის სფეროში 292746 26436 1593
ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებული დანაშაული 238523
20861
1097

სოციალურად სახიფათო ქმედებების განსახორციელებლად პროდუქტიულ-ფსიქოზური ტიპი დაფიქსირდა მხოლოდ 18.3% შემთხვევაში. სწორედ ეს მექანიზმი ქმნის სოციალურ გარემოში სტერეოტიპს ფსიქიკურად დაავადებულ პაციენტთა განსაკუთრებული საშიშროების შესახებ. უმეტ შემთხვევაში, აგრესიული ქმედებები ჩადენილი იქნა ნეგატიური პირადი მიზეზით, რომლებიც არ განსხვავდება მსგავსისგან ფსიქიკურად ჯანმრთელ ადამიანებში. ჭარბობდა აგრესიული ქცევის ცალკეული ტიპი (თითქმის 80%), ჯგუფურ აგრესიას ნაკლებად ჰქონდა ადგილი. სავარაუდოდ, ჯგუფური აგრესიის ჩამოყალიბება დაკავშირებულია პაციენტთა ისეთ პიროვნულ თვისებებზე, როგორიცაა შთაგონება, აყოლა, პასიურ-აგრესიული კომპონენტი იმ პირთა შორის, რომლებსაც ძირითადად ახასიათებს ინტელექტუალურ-მნესტიკური აშლილობა.
კვლევის ობიექტთა უმრავლესობას წარსულში შეენიშნებოდათ აგრესიის ეპიზოდები, რაც მიუთითებს ქცევის სტაბილურ მოდელზე, ხოლო სოციალურად სახიფათო ქმედებები, რომელსაც განმეორებითი ხასიათი ჰქონდა, შეენიშნებოდა პაციენტთა  49%-ს. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პაციენტთა 20.2%-ის ანამნეზში ადგილი ჰქონდა აუტოაგრესიას  (აგრესიისა და აუტოაგრესიის კავშირი  არაერთხელ იყო აღწერილი ლიტერატურაში) [2, 4, 10].
ამდენად, კვლევის დროს მიღებულ იქნა შემდეგი შედეგები:
1. შემუშავებულია საინფორმაციო სისტემა, რომელიც მოიცავს რამდენიმე ძირითად ბლოკს: პირადი მახასიათებლები, კლინიკური დიაგნოზი, მიკროსოციალური სიტუაცია, სოციალურად სახიფათო ქმედების ჩადენის მექანიზმი, სოციალურად საშიში ქმედების ჩადენის დრო.
2. ჩატარდა ძირითადი მაჩვენებლების სტატისტიკური დამუშავება, რამაც მისცა გარკვეული ტენდენციების გამოვლენის საშუალება კრიმინალური ქცევის დინამიკის კუთხით. ეს ტენდენციები მნიშვნელოვნად არ განსხვავდება თანამედროვე რუსული საზოგადოების კრიმინალური ტენდენციებისგან. ამდენად, მოსაზრება ფსიქიკურად დაავადებულ პაციენტთა განსაკუთრებული კრიმინალური მიდრეკილების შესახებ უფრო მეტად მიუთითებს სოციალურ გარემოში ინტოლერანტობის შესახებ.
3. თუ რუსეთში მთლიანობაში ძალადობრივი დანაშაულის ხვედრითი წილი მაღალია, მაშინ ფსიქიკურ პაციენტებს შორის ქონებრივი ხასიათის სოციალურად სახიფათო ქმედებების სიჭარბე აღინიშნება.
4. სოციალურად საშიში ქმედებების ჩამდენი პიროვნების ძირითადი მახასიათებლები: მამრობითი სქესი, ახალგაზრდა ასაკი, მძიმე ფსიქიკური აშლილობა, განათლების დაბალი დონე, მუდმივი სამუშაოს ნაკლებობა, შემოსავალის დაბალი დონე, ფსიქიკური აშლილობით გამოწვეული ინვალიდობა, ხანგრძლივი დაკვირვება ფსიქიატრთან. უმრავლესობა დისფუნქციური ოჯახებიდან არიან და უმეტესობა არ ყოფილა დაქორწინებული.
ჩნდება სოციალური საქმიანობის ოპტიმიზაციის აუცილებლობა ამ კონტიგენტთან მიმართებაში, ასევე ფსიქოლოგიური დახმარების და ოჯახური თერაპიისა. ანუ პაციენტებს სჭირდებათ მულტიდისციპლინური მიდგომა და არა მხოლოდ ფსიქიატრიული დაკვირვება.
ჩვენი კვლევის თანახმად, პაციენტთა უმრავლესობა უკვე ადრეულ ბავშვობაში ავლენდ გაუარესებული სოციალური ფუნქციონირების ნიშნებს, რადგან ისინი დისფუნქციური ოჯახებიდან იყვნენ. მოგვიანებით ეს გამოიკვეთა საკუთარი ოჯახური ურთიერთობების დისფუნქციურობაში ან ოჯახური გარემო არარსებობაში. დეზადაპციური ქცევის მოდელები შეინიშნება პროფესიულ საქმიანობაშიც, დაბალ კვალიფიკაციაში, სამუშაოს არარსებობაში. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს ანამნეზში აუტოაგრესიული ქცევის შემთხვევათა 20%-ს.
უნდა აღინიშნოს, რომ აგრესიული ქცევის მოდელი ჯანმრთელ ადამიანებში ასევე გამოიხატება სოციალური ფუნქციონირების და არასასურველი სოციალიზაციის დარღვევის ფონზე. მაგრამ თუ ჯანსაღ კონტინგენტში შეინიშნება პიროვნებისადმი მიმართული პირდაპირი აგრესიის გაძლიერების ტენდენცია, რომ მიმართოს პირის მიმართ, ფსიქიკურად დაავადებულ ადამიანებში განსხვავებული ტენდენცია შეინიშნება: აგრესია ხშირად ატარებს არაპირდაპირ ხასიათს და გამოიხატება ქონებრივი ზიანის მიყენებაში.
აგრესიული ქცევის მოდელები იქმნება სოციალიზაციის პროცესში და გამოიხატება კრიზისულ სიტუაციებში. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ოჯახური გარემო. სოციალურ-ეკონომიკური გაჭირვება არის პრეციპიტირებული ფაქტორი ქცევის დესტრუქციული მოდელების განმტკიცებაში. მწვავე ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტები, რომლებსაც შეენიშნებათ ნებელობითი იმპულსების კონტროლის დარღვევა, გადიან სოციალიზაციას და ცხოვრობენ არასასიკეთო მიკროსოციალურ სისტემაში, ანუ მათ აქვთ აგრესიული ქცევის მაღალი რისკი, რომლის რეალიზაცია ძირითად ხორციელდება არაპირდაპირი აგრესიის ფარგლებში. ჩვენი კვლევის მონაცემების მიხედვით, ფსიქიკურად დაავადებულთა აგრესიის ამ თვისებებს აქვთ სტაბილური ტენდენციები.
სამუშაო შესრულებულია ფუნდამენტური კვლევების რუსეთის ფონდის მხარდაჭერით. (№ 11-06-00102-а).
                         ლიტერატურის სია

1. ა. ბერეზანცევი, ნ. ბატუევა. აგრესია, ფსიქოპათოლოგია და ქცევის რეგულაციის სოციალურ-ფსიქოლოგიური მექანიზმები: (თეორიული ასპექტები) //რუსეთის ფსიქიატრიული ჟურნალი. 2007. № 6. გვ. 22 – 28.
2. ვ. ვანდიში, დ. ტაბეევა. ორგანული ფსიქიკური აშლილობა და აგრესიულობა: კლინიკურ-ექსპერიმენტული შეფასების ზოგიერთი შესაძლებლობა  //ნევროლოგიური მაცნე. 2001. გამოშვება. 1. გვ. 45 – 47.
3. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საინფორმაციო ბიულეტენი № 220. ფსიქიკური ჯანმრთელობა: ფსიქიკურ აშლილობებთან ბრძოლის გაძლიერება. URL: http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs220/ru/index.html
4. ა, კალაშნიკოვა, ფ. საფუანოვი. ფსიქიკური აშლილობების როლი, რომლებიც არ გამორიცხვენ შერაცხადობას მრავალმხრივი აგრესიის ფორმირებაში//რუსეთის ფსიქიატრიული ჟურნალი.  2010. № 4. გვ. 16 – 22.
5. რ. პეტრენკო, ი. გეტმანოვი, ვ. კიმსტაჩი. აგრესიის ბიოლოგიური და სოციოკლტურული ფაქტორები. ნოვოჩერკასკი: ონიქსი+. 2008. 91 გვ.
6. ა. პეტრიუკი. აგრესიული ქცევის სხვადასხვა ფსიქიკური დარღვევები პაციენტების ცხოვრების ხარისხის გათვალისწინებით//ფსიქიატრიის და სამედიცინო ფსიქოლოგიის ჟურნალი. 2004. № 3. გვ. 99 – 102.
7. რუსეთის რეგიონები. სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლები. 2010: სტატიების კრებული. მოსკოვი: როსსტატი. 2010. 996 გვ.
8. ნ. რჟევსკაია, ვ. რუჟენკოვი.  ფსიქიკურად დაავადებულთა კრიმინალური აგრესია რუსეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა პერიოდში//თანამედროვე ბუნებისმეტყველების წარმატებები. 2007. №1. გვ. 30–35.
9. ხალხის გადარჩენა /ნ. რიმაშევსკაიას რედაქციით. მოსკოვი: ნაუკა. 2007. 326 გვ.
10. ი. ფურმანოვი. აგრესია და ძალადობა: დიაგნოსტიკა, პროფილაქტიკა და კორექცია. სანქტ-პეტერბურგი: რეჩი. 2007. 479 გვ.

Refernces

1.Berezantsev A.Yu., Batueva N.G. Agressiya, psikhopatologiya i sotsialno-psikhologicheskie mekhanizmy regulyatsii povedeniya: (teoreticheskie aspekty) [Aggression, mental pathology, and social mental mechanisms of behavior regulation:(theoretical aspects)]. Rossiyskiy psikhiatricheskiy zhurnal 2007;(6):22-28.
2.Vandysh V.V., Tabeeva D.M. Organicheskoe psikhicheskoe rasstroystvo i agressivnost: nekotorye vozmozhnosti kliniko-eksperimentalnoy otsenki [Organic mental disorder and aggression: some possibilities for clinical and experimental assessment]. Nevrologicheskiy vestnik 2001;1:45-47.
3.Psikhicheskoe zdorove: usilenie borby s psikhicheskimi rasstroystvami. Informatsionnyy byulleten WHO № 220. Sep 2010 [WHO Information Bulletin № 220. Mental health: facilitating the control over mental disorders]. Sep 2010 [Internet] [cited 2011 Jul 12]. Available from: http://www.who.int/mediacentre/factsheets/fs220/ru/index.html
4.Kalashnikova A.S., Safuanov F.S. Rol psikhicheskikh rasstroystv, ne isklyuchayushchikh vmenyaemosti, v formirovanii raznonapravlennoy agressii [Role of mental disorders (not except of imputability) in formation of multidirectional aggression]. Rossiyskiy psikhiatricheskiy zhurnal 2010;(4):16-22.
5.Petrenko R.A., Getmanov I.P., Kimstach V.N. Biologicheskie i sotsiokulturnye faktory agressii [Biological and social-culture factors of aggression]. Novocherkassk: Oniks+. 2008. 91 p.
6.Petryuk A.P. Agressivnoe povedenie pri razlichnykh psikhicheskikh rasstroystvakh s uchetom kachestva zhizni patsientov [Aggressive behavior in various mental disorders with regard to patients’ life quality]. Zhurnal psikhiatrii i meditsinskoy psikhologii 2004;(3):99-102.
7.Regiony Rossii. Sotsialno-ekonomicheskie pokazateli 2010: stat. sb. [Regions of Russia. Socioeconomic indicators 2010]. Statistical materials. Moscow: Rosstat; 2010. 996 p.
8.Rzhevskaya N.K., Ruzhenkov V.A. Kriminalnaya agressiya psikhicheski bolnykh v razlichnye periody sotsialno-ekonomicheskogo razvitiya Rossii [Criminal aggression of mental patients in various periods of socioeconomic development in Russia]. Uspekhi sovremennogo estestvoznaniya 2007;(1):30-35.
9.Sberezhenie naroda [Money savings of population]. Rimashevskaya N.M., editor. Moscow: Nauka. 2007. 326 p.
10.Furmanov I.A. Agressiya i nasilie: diagnostika, profilaktika i korrektsiya [Aggression and violence:diagnosis, prevention, and correction]. SPb.: Rech; 2007. 479 p.












https://meduza.io/news/2018/10/14/stiven-hoking-predskazal-poyavlenie-rasy-superlyudey?fbclid=IwAR1HxFimd73JTIDXsk1Ks9ElLetJDbnGm9A5LWzuHKKIKcIqTlIkP8lYu8A




Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised