вторник, 9 октября 2018 г.

ქცევის მოდიფიკაცია მოქმედებაში


ქცევის მოდიფიკაცია მოქმედებაში
                                                                 ივან ნეპომნიაში
შეცდომაა ფიქრი, რომ პრობლემა ის კი არ არის, როგორ გაათავისუფლო ადამიანები. პრობლემა ისაა, თუ როგორ უნდა დამყარდეს მათზე კონტროლი.
                                                                                                 ჯ. სკინერი
ვფიქრობ, დადგება დრო, როდესაც ჩვენ შევძლებთ სენსორული დეპრივაციის კომბინირებას სამკურნალო თერაპიასთან, ჰიპნოზთან, წახალისებისა და სასჯელის ხელოვნურ სისტემასთან, რათა მივაღწიოთ თითქმის სრულ კონტროლს ინდივიდის ქცევაზე.
                     ჯ. მაკ-კონელი, მიჩიგანის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის პროფესორი
       1971 წელს გამოვიდა წიგნი „თავისუფლებისა და ღირსების მიღმა“ („Beyoond freedom and dignity“) და მაშინვე იქცა ბესტსელერად და ცხარე დებატების საგნად. წიგნში საუბარი იყო „ქცევითი ინჟინერიის შესახებ“, ანუ კონტროლის შესახებ ყველა ადამიანის ქცევაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, რა თქმა უნდა, ომების, ძალადობის, ცრურწმენების და სხვა ბოროტების გასანადგურებლად. აღწერილია, „მმართველ ფსიქოლოგთა“ მიერ შექმნილი და დამპროექტებელთა - სამთავრობო ექსპერტთა საბჭოს (რომელიც არ ექვემდებარება არჩევნებს) მიერ მართული უტოპიური საზოგადოება „უოლდენ 2“ („Walden Two“).
         თვითონ ნოველა „Walden Two“ 1948 წელს გამოიცა. ალბათ, წიგნს ეწეოდა ყველა უვარგისი ფანტასტიკური რომანის ბედი - სწრაფი დავიწყება, რომ არა მისი ავტორის გვარი. ნოველა დაწერა ბ. სკინერმა, ცნობილმა მეცნიერმა და ფსიქოლოგმა, ინიციატორმა მოძრაობისა „ქცევის მოდიფიკაცია“.
        ეს თეორია ფართოდ გავრცელდა ამერიკის შეერთებულ შტატებში 1960-1970-იან წლებში. მას ძლიერი გავლენა ჰქონდა ფსიქოლოგიურ მეცნიერებაზე, ბავშვთა განათლებასა და აღზრდაზე, ციხეებში პატიმრებზე ორგანიზაციის კონტროლზე, ფსიქიატრიაზე.
        სკანერმა შექმნა მეთოდი, რომლის დახმარებით ფსიქოლოგებს შეეძლოთ ადამიანის თითქმის ნებისმიერი ქცევის ეფექტურად და სწრაფად კორექტირება. ამ მეთოდს ეწოდა თანმიმდევრულად დაახლოება. იგი ითვალისწინებდა ქცევის გაძლიერებას, რომელიც ყველაზე ახლოსაა სასურველთან. დაახლოება ეტაპობრივად მიმდინარეობს, - ძლიერდება ერთი რეაქცია და შემდეგ მას ცვლის მეორე, უფრო ახლოს სასურველ შედეგამდე.
         გაძლიერება*  შეიძლება იყოს პოზიტიური და ნეგატიური. პოზიტიური გაძლიერების არსი მდგომარეობს სასურველი ქცევის წახალისებაში. სასურველი ქცევითი რეაქციის საპასუხოდ, ადამიანი იღებს სასიამოვნო სტიმულს, რაც ზრდის ალბათობას იმისა, რომ ასეთი ქცევა კვლავ გამეორდება. ნეგატიური გაძლიერების შემთხვევაში, ყველაფერი საპირისპიროდ ხდება. ადამიანი არ არის წახალისებული სასურველი ქცევის გამო, არამედ ისჯება არასასურველი ქცევისთვის. სასჯელი გამოიხატება ავერსიული (არასასიამოვნო ან მტკივნეული) გამაღიზიანებლების ან სასიამოვნო სტიმულების შემცირების სახით. ამრიგად, ინდივიდი ჯილდოვდება, ექსპერიმენტატორის თვალსაზრისით, სასარგებლო, და ისჯება არასასურველი საქმიანობისთვის.
          გაძლიერება* იწვევს ასოციაციას „მიზეზ-შედეგის“ ტიპის შესაბამისად, რომელიც წარმოიქმნება ფსიქოფიზიოლოგიურ დონეზე და ხშირ შემთხვევაში არ არის გაცნობიერებული ადამიანის მიერ. ყალიბდება გამაძლიერებელი სტიმულის (სასიამოვნო ან უსიამოვნო) არაერთხელ წარდგენის შედეგად ქცევის რეაქციის საპასუხოდ.
            თავად სკინერი ქცევის კონტროლის იმ ფორმების გამოყენების წინააღმდეგი იყო, რომლებიც დაფუძნებულია ავერსიულ სტიმულებზე. მას  სასჯელი არაეფექტურ საშუალებად მიაჩნდა. მან განაცხადა, რომ ქცევა, რომელსაც მოჰყვება სასჯელი, სავარაუდოდ ხელახლა გამოიკვეთება იქ, სადაც არ იქნება ის, ვისაც შეუძლია დასჯა. მოზარდი, რომელიც მშობლებმა დასაჯეს იმის გამო, რომ სახლში სიგარეტს ეწეოდა,  თავისუფლად გააკეთებს ამას ეზოში თანატოლებთან ერთად. მძღოლი, რომელიც სიჩქარის გადამეტებისთვის დააჯარიმეს, გააგრძელებს წესების დარღვევას იქ, სადაც არ არის საპატრულო პოლიცია რადარით. ადამიანი, რომელიც ციხეში ჩასვეს შეიარაღებული ყაჩაღობისთვის, არ იქნება ნაკლებად მიდრეკილი სისასტიკის მიმართ. აუცილებელია სასურველი ქცევის წახალისება და არა  არასასურველი ქცევის გამო დასჯა.
            მაგრამ ამერიკული ისტებლიშმენტისთვის ამ თეორიაში განსაკუთრებით მიმზიდველია აქცენტი ქცევის უშუალო, პირდაპირ ცვლილებაზე. ამ მიმართულებით ჩატარებულმა კვლევებმა დაუყოვნებლივ მიიღო აშშ-ის მთავრობისგან კარტ-ბლანში. აქედან გამომდინარე, პრაქტიკაში „ქცევის მოდიფიკაციას“ მოჰყვა ადამიანის ქცევის კონტროლის მცდელობა ელექტროშოკის, ფსიქოქირურგიის (თავის ტვინის მონაკვეთის ამოკვეთა), გულის ასარევი საშუალებების, ჰიპნოზური შთაგონების, ტვინში იმპლანტირებული ელექტროდების, ქიმიური პრეპარატების  და ბევრი სხვა  საშუალებით.
           შემუშავდა რიგი პროგრამებისა. მათგან ყველაზე ცნობილია START (Special Treatment and Rehabilitation Training - სპეციალური მკურნალობის და რეაბილიტაციის გზით სწავლება). ეს პროგრამა შემუშავებული იქნა ციხეთა სამედიცინო  ცენტრის მიერ სპრიგფილდში, მისურის შტატი. იგი მოიცავდა ყველა სახის ღონისძიებებს პატიმრების შთაგონების დონის ზრდისთვის და მათი ხასიათის სტრუქტურის შესასუსტებლად, რათა მაქსიმალურად შესაძლებელი გამხდარიყო მათი ემოციური რეაქციებისა და აზრების კონტროლი ციხის თანამშრომლების მიერ.
           „სენსორული დეპრივაცია“*; ფსიქოკორექციის ძირითადი საშუალებაა. „არადისციპლინირებულ“ პატიმრებს ათავსებენ ერთი ადამიანისთვის განკუთვნილ საკანში, რომელსაც აქვს ციფერბლატივით მრგვალი ფორმა, რადიოსა და ლიტერატურის გარეშე. შემდეგ, თუ პატიმრები იქცეოდნენ გარკვეული წესების მიხედვით, ისინი თანდათანობით გადაჰყავდათ ერთი დონიდან მეორეზე, რომელთაგან შემდგომს ჰქონდა უფრო მეტი „პრივილეგია“, ვიდრე წინას. ასევე ჩატარდა სპეციალური ფსიქოთერაპია. ფსიქოთერაპიის სეანსების დროს ფსიქოლოგიური ზეწოლის ხარისხი თანდათან იზრდებოდა. პატიმრებს უყვიროდნენ, აშინებდნენ, დასცინოდნენ მათ მგრძნობელობას. დიდ ძალისხმევას იყენებდნენ იმისთვის, რომ პატიმარი იძულებული გამხდარიყო თავი დამნაშავედ ეგრძნო რეალურ ან წარმოსახვით ქმედებებში.
           *დეპრივაცია (ლათინური deprivatio -. დაკარგვა, აღკვეთა), სენსორული უკმარისობა ან სიმძლავრის ანალიზატორების სისტემის არასრული დატვირთვა, რომელიც შეინიშნება ადამიანებში იზოლაციის პირობებში ან გრძნობის ძირითადი ორგანოების მუშაობის დარღვევის შემთხვევაში. D. მოვლენასთან კონტაქტი აქვთ კოსმონავტებს, სპალეოლოგებს და სხვ. ვიზუალური, სმენითი, ტაქტილური და სხვ. სტიმულების ბლოკირებისთვის ადამიანი შეიძლება მოათავსონ გაჯერებული მარილის ხსნარში, რომლის ტემპერატურა ახლოს არის სხეულის ტემპერატურასთან. საკანი უნდა იყოს დაბნელებული და ხმაურისგან იზოლირებული. ხანმოკლე სენსორული იზოლაცია ქმნის ხელსაყრელ პირობებს მოდუნებისა და დასვენებისთვის, შინაგან სამყაროში ჩასახედად. გრძელვადიანი (რამდენიმე დღე) ყოფნა იზოლირებულ საკანში წარმოშობს ჰალუცინაციებს, მეხსიერების დარღვევას, ართმევს ადამიანს თვითკონტროლის და გარე სამყაროზე კონტროლის უნარს.
         კონეკტიკუტის შტატში პატიმრების მიმართ იყენებდნენ ელექტროშოკს, როდესაც იგი ათვალიერებდა სლაიდებს, რომლებზეც დემონსტრირებული იყო „არასასურველი ქცევა“. ეს პროცესი ჰიპნოზის გამოყენებით მიმდინარეობდა.
         ვეიკავილის სამედიცინო კოლეჯში, კალიფორნიის შტატი, „ურჩ“ პატიმარს გაუკეთეს ანეკტინის ინექცია, რომელიც იწვევს სუნთქვის შეჩერებას ორი წუთის განმავლობაში. ამ დროს „თერაპევტი“ ესაუბრებოდა მას მისი დანაშაულის შესახებ.
         აიოვას შტატის ციხეებში პატიმრებს, რომლებიც არღვევდნენ ციხეში ქცევის წესებს, მათი თანხმობის გარეშე უკეთებდნენ აპომორფინის ინექციას. 15 წუთის შემდეგ პატიმრებს ეწყებოდათ შეუჩერებელი ღებინება, რომელიც შეიძლება გაგრძელებულიყო 10 წუთიდან ერთ საათამდე.
        დეტროიტის გეტოში  1967 წელს აჯანყების შემდეგ „ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალმა“ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „ტვინის დაავადების როლი ქალაქებში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევასა და დანაშაულის ჩადენაში“. ავტორები არიან ექიმები ფრენკ ერვინი, ვერნონ მარკი და უილიამ სუიტი. ისინი სრულიად სერიოზულად იძლეოდნენ რჩევას მიყრუებული ადგილების ურჩი მცხოვრებთათვის დაესვათ დიაგნოზი - ტვინის პათოლოგია, და დაეწყოთ მათი მკურნალობა ფსიქოქირურგიის დახმარებით.
          კიდევ უფრო ავისმომასწავებლად ჟღერდა იელის უნივერსიტეტის პროფესორის ხოზე დელგადოს გაფრთხილება წიგნში „გონებაზე ფიზიკური კონტროლი: გზა ფსიქოცივილიზებული საზოგადოებისკენ“. მან წარმატებით განახორციელა მიმღებ-გადამცემის იმპლანტაცია ელექტროდებით ექსპერიმენტული ცხოველების ტვინში მათი ქცევის მართვისა და კონტროლის მიზნით. კომპიუტერები შემოწმდა ადამიანებზეც - ფსიქიკურად დაავადებულთა საავადმყოფოებში. ტვინის ელექტროგამაღიზიანებლის მექანიზმის გამოყენებით დელგადო აწესებდა ადამიანებზე კონტროლს კომპიუტერის დახმარებით. ასეთი კომპიუტერი დაპროგრამებული იყო სხვადასხვა ემოციების შერჩევით ჩასახშობად იმისდა მიხედვით, თუ როგორ განსაზღვრავდნენ და ახდენდნენ მათ ფოკუსირებას ელექტროენცეფალოგრამზე. როდესაც შეიმჩნეოდა შფოთვა, დეპრესია ან აღშფოთება, იწყებოდა სპეციფიკური ინჰიბიტორული სტრუქტურების სტიმულირება. ამრიგად, ტვინსა და კომპიუტერს შორის იქმნებოდა ორმხრივი კავშირის სისტემა.
         დელგადო მიიჩნევდა, რომ ტვინის ელექტროგაღიზიანება უნდა გახდეს „ფსიქოცივილიზაციის“ მთავარი საშუალება. ამ მოსაზრებას ეთანხმებოდა ბარტონ ინგრეჰემი ბერკლის კრიმინოლოგიის ინსტიტუტიდან და აცხადებდა, რომ ელექტროფიზიოლოგიის საშუალებით შეიძლება ჩატარდეს "სრული და მუდმივი" დაკვირვება ადამიანზე, რომელმაც გამოავლინა „დანაშაულებრივი მიდრეკილებები“.
       ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის უნივერსიტეტის ცენტრში  ჩატარდა ოჯახის სტრუქტურისა და ღარიბთა შორის არეულობის მიზეზების კვლევა. პერსონალს დაევალა შეექმნათ „მოდელები, რომელთა დანიშნულება იქნებოდა ინდივიდებისა და ჯგუფების საქმიანობის კონტროლი, მათ შორის, ამბოხებულთა“.
         ზემოთ ხსენებულთა გარდა არსებობდა უამრავი სხვა კვლევითი პროგრამა, ზოგიერთი მათგანი დღესაც გასაიდუმლოებულია. 1970-იანი წლების დასაწყისში აშშ მოიცვა „ქცევის მოდიფიკაციის“ ეპიდემიამ. მისი მეთოდები ფართოდ გამოიყენებოდა ციხეებში, სკოლებში, ფსიქიკურად დაავადებულთა საავადმყოფოებში. ამერიკაში აშკარად შეინიშნებოდა ფსიქოფაშიზმის ნიშნები. დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში არ უყვართ ამის გახსენება. მაგრამ, როდესაც კონგრესმენმა ჯეიმს შეიერმა საჯაროდ განაცხადა: „სამედიცინო, სამხედრო, კოსმოსური და სამრეწველო კვლევების შედეგად ჩვენ ახლა ვიმყოფებით იმ საშუალებებისა და პროდუქტების შექმნის პროცესში, რომლებსაც შეუძლიათ ისე გააკონტროლონ გამძვინვარებული ინდივიდები და ნებისმიერი ამბოხებული ბრბო, რომ რაიმე ზიანი არ მიაყენონ მათ. ჩვენ შეგვიძლია დავამშვიდოთ, შევაჩეროთ, არ მივცეთ მოძრაობის საშუალება,  გამოვიწვიოთ შფოთვა, შოკი, წონასწორობიდან გამოვიყვანოთ, განვაცვიფროთ, სევდა მოვგვაროთ, დროებით დავაბრმავოთ, დავაყრუოთ ან უბრალოდ ვაიძულოთ შიშისგან თავის დაკარგვა იმ ადამიანებს, ვინც პოლიციამ სათანადოდ უნდა მართოს ან ციხეში გამოკეტოს“.
         კეთილი განზრახვებს რომ ჯოჯოხეთისკენ მივყავართ,  ყველა საზოგადოებრივმა და კულტურის მოღვაწემ გაიგო. მაგალითად, სტენლი კუბრიკმა - მსოფლიოში ცნობილმა კინორეჟისორმა. „ქცევის მოდიფიცირების“ იდეებმა გააოცეს იგი. მან სასწრაფოდ შეიტანა კორექტივები თავის შემოქმედებით გეგმებში და დაიწყო მუშაობა ცნობილ ფილმზე „მექანიკური ფორთოხალი“.
         ფილმის მოქმედება, რომელიც კინოთეატრების ეკრანებზე 1971 წელს გამოვიდა, მიმდინარეობს უახლოეს მომავალში, ანუ დღევანდელი დღის გადასახედიდან, ახლო წარსულში. მოვლენები ვითარდება ლონდონში, სადაც ღამ-ღამობით ქუჩები აკლებული ჰქონდათ ხულიგანთა ბანდას, რომლებიც ცდილობენ გააქარწყლონ მოწყენილობა და უაზრო არსებობა ძარცვაში, ძალადობასა  და მკვლელობაში. ფილმის მთავარი გმირი ალექსი - ამ საშინელი ბანდის მეთაურია (მისი როლი ბრწყინვალედ შეასრულა მსახიობმა მალკოლმ მაკდაუელმა). როგორც ფანტასტიკური ფიგურა, ის აერთიანებს ადამიანის ყველა ბნელ ინსტინქტს.  ციხეში მოხვედრის შემდეგ (სადაც იგი აღმოაჩნდა ბედის ირონიით, და თავისი ერთად-ერთი ადამიანური თვისების - ბეთჰოვენის მუსიკის სიყვარულის - მსხვერპლი გახდა) ის კარგავს ინდივიდუალურ თავისუფლებას, ხოლო აღზრდის ცენტრში „ტვინის გამორეცხვის“ შემდეგ , თავის საკუთარ ინდივიდუალობასაც. რეალურად ალექსი უკვე ადამიანი აღარ არის.
         ალექსის აღორძინება ფილმის ფინალში, როდესაც  მან კვლავ მიიღო შესაძლებლობა გამოევლინა მისი ქვენა ინსტინქტები, აღიქმება, როგორც ადამიანის ბუნების ირონიული ტრიუმფი იმ ძალებზე, რომლებიც ცდილობენ მის დამორჩილებას.
          სტენლი კუბრიკმა თავის ფილმში თითქმის მომავლის უნაკლო „ფოტოსურათი გადაიღო“. „ქცევის მოდიფიცირებაში“ მან დაინახა სოციალური ტექნოლოგიების დეჰუმანიზაციის მომავალი აპოთეოზი, როდესაც ფსიქოლოგიისა და სხვა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მიღწევები უკვე აღარ ემსახურებიან ადამიანის კეთილდღეობას, არამედ პოლიტიკური ძალაუფლებისა და სოციალური ზეწოლის ინსტრუმენტად იქცევა, ის, რაც დღეს ხდება. მაგრამ იმ დროს ეს მხოლოდ ერთეულებმა იგრძნეს.
         მიუხედავად ამისა, საზოგადოების პროტესტმა, არეულობებმა საავადმყოფოებში და ციხეებში აჯანყებებმა აიძულეს აშშ-ს ხელისუფლება შეეჩერებინათ ქცევის მოდიფიკაციის კვლევების უმრავავლესობა. გარდა ამისა, კუბრიკის ფილმის ფინალი მართლაც წინასწარმეტყველური აღმოჩნდა - მოდიფიკაციის პროგრამების ავტორებმა ვერ შეძლეს ადამიანის ქცევაზე მტკიცე კონტროლის დაწესება. სკინერის თეორიები სრულად დადასტურდა მხოლოდ ადამიანთა რამდენიმე ჯგუფის მიმართ - ნევროტიკული აშლილობის, ფსიქიკური დაავადებების და ზოგიერთ სხვ. მიმართ. ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანის ნების სრული ჩახშობის პრობლემა გადაუჭრელი რჩება. იქნებ ეს უკეთესიც იყოს.









https://www.psysovet.ru/threads/3782/

When George Kunz, a coeditor of the present volume, visited with Emmanuel Levinas in 1987, Levinas asked, “Why would a psychologist be interested in my philosophy?”Psychotherapy for the Other represents the latest — and one of the most innovative and in-depth — attempt to address this intriguing and important question.

These 14 essays, solicited from a wide range of scholars and practitioners, mount an important challenge to the traditional egocentric paradigm and natural sciences worldview that pervade much of contemporary psychology and psychotherapy. Engaging Levinas’s thought, with its focus on ethics and our responsibility for others, leads to significant insights and ways to think about alternative approaches to the very practice of psychotherapy.

A number of studies have discussed the implications of Levinas’s ethics for therapy by focusing on the therapist’s relationship to the client, but psychotherapy can also be envisioned as a broader and more ethical endeavor, focusing as well on the responsibility of clients toward the others in their own lives. Levinas’s other-centered perspective inspires these authors to break from standard theory and technique so that neither concepts nor practiced skills remain at the center of therapy, and the client’s freedom no longer remains the desired outcome. Rather, being ethical becomes more than following one’s professional code of conduct, and responsibility is instead the therapist’s primary contribution and the desired outcome of good psychotherapy.

Beginning with a reprint of Steen Halling’s influential essay, “The Implications of Levinas’s Totality and Infinity for Therapy,” Psychotherapy for the Other moves forward with essential theoretical and practical discussions that build on such earlier explorations. Thus, essays freshly examine a variety of issues for psychotherapy: the nature of language, the apparent asymmetry in the therapist-client relationship, domestic violence, post-traumatic stress syndrome, motherhood, social justice, and trauma, among others. The conceptual and clinical examples discussed here make this book a truly useful tool for students, scholars, and practitioners alike.




https://www.dailymail.co.uk/sciencetech/article-6303337/Experts-nine-different-types-microplastic-stool-samples-water-bottles-blamed.html?ito=social-facebook&fbclid=IwAR1Cx_7QHSSK1YwocBeeTSzZNxICqSQjQsvhw1C_SVukoAUbgdQQximCASY


https://cont.ws/@bigone/838227?fbclid=IwAR2vXsT-rVCrZ6fH5B6o2rcj5XjpqEUSk0yz6403-McdheUsCfVNsDPQOCA

http://healthandbeautychronicles.com/5-foods-that-are-killing-your-brain?fbclid=IwAR0TwP8uXoOtcbCNrsprgTRGYL5ojOkfMfT3n78daiphdhZJx_NQVhpaoIs




"Ladies the problem is that we are constantly told that we have to become perfect otherwise we are worthless and will be cast out. The truth couldn’t be further from that. 
We have collectively forgotten that we already are perfect because we have been born that way. Then layers of BS have been put over top of our natural state but the time has come where we pull those layers away one by one. 
The reason we are perfect is because we are love incarnate. We were born to love without conditions, we were born to love in a motherly way and deep inside of us that’s all there is. We need to remind ourselves that we are sisters to each other, that we are the same, that we are a sisterhood and that we are the ones who can save this beautiful planet. We were born with an inner strength and a deep connection to our mother earth because mother earth and us are able to give life, it’s the common bond that connects us so deeply to her.
Our brothers, our fellow men, the men who understand what I’m talking about, are here to support us and love us the same way that we love them. The men that are balanced in their male and female energy they understand what is at stake here and they understand that female energy, altruism, caring, soul needs to rise on this planet. They have done their work to know how to elevate the energy, they are our allies, they are deeply loved, and they are perfect!
What I’m not talking about here is to hate men and to pounce on them. What I’m not talking about is a crusade against men. What I’m talking about is uniting with men and balancing each other‘s energies.
We are at a point in time when energy decides the outcome and I mean the outcome of everything and as long as our energy is filled with negativity the outcome will be negative.
Fill yourself with love and let it radiate out to everybody and remember that everybody on this planet is our brother and our sister and treat them accordingly" C.S

New Age any distorted spiritual teaching where truth is mixed with lies (with people most often swallowing the lies as well) in a nutshell (key point: "virtually indistinguishable to all but the initiated awareness"):

"Since the Negative is altogether, in one sense, an inverse reflection of the Positive or True Creative Logos, a parallel configuration borrowing all its components by simple reversal and distortion, it proceeds by the method of imitation. It apes the expression of positive, the more meticulously where it wishes to be mistaken altogether for the positive so as to subvert the message for those who tend to abide by it. Its typical strategy is to adhere so closely to the letter of the positive as to be virtually indistinguishable to all but the initiated awareness, installing itself through the rhythmic lull of entrainment so as to catch the "congregation" totally off guard when it diverges slightly or greatly from pattern and so pulls a portion of the positive track with it."

~ Michael Topper

".If God is all-knowing, then total faith is total ignorance. The less ignorant you become, the more god-like you become".






Anxiety is excitement plus lack of breathing." - Fritz Perls, founder of Gestalt psychotherapy. When we get afraid, here are some useful things to consider:

1. Are we afraid of something real or just what we imagine? For instance, sometimes we activate the anatomy of fear with a negative prediction about what will happen in the future. Being human, we react to things whose outcome we can not truly know. Do you know the future? A good question to ask yourself to disconnect from negative predictions, and regain curiosity.

2. Are you breathing fully? A good question to ask to lessen the fear reaction, initiate deeper breathing, and regain excitement.

3. Another helpful activity, "shake it off": Robert Sampolsky in his "Why Zebras Don't Get Ulcers" notes how after being chased by lions, zebras will shake, tremble, and effectively thoroughly discharge the fear from the chase.

So many of our fears come from clinging to past experience or predicting the future. in the present, very often, there is much less room for fear, and that is where we live!

Fritz Perls
"Now if my contention is correct, which I believe of course it is, all the different
parts of the dream are fragments of our personalities. Since our aim is to make
every one of us a wholesome person, which means a unified person, without
conflicts, what we have to do is put the different fragments of the dream
together. We have to re-own these projected, fragmented parts of our
personality, and re-own the hidden potential that appears in the dream."


e are asleep—in a dream state—and mistakenly think we are awake. One of the fundamental aspects of the ontological category of ignorance is ignorance of this very ignorance; he not only does not know, he does not know that he does not know. We are in a kind of prison but do not know it. This BIP (Black Iron Prison, i.e hyperdimensional matrix) is a vast complex life form which protects itself by inducing a negative hallucination of it.

The occlusion is self-perpetuating; it makes us unaware of it. We are supposed to combat it phagocyte-wise, but the very valence of the (BIP) stasis warps us into micro-extensions of itself; this is precisely why it is so dangerous. This is the dread thing it does: extending its android thinking (uniformity) more and more extensively. It exerts a dreadful and subtle power, and more and more people fall into its field (power), by means of which it grows.

This is a sinister life form indeed. First it takes power over us, reducing us to slaves, and then it causes us to forget our former state, and be unable to see or to think straight, and not to know we can’t see or think straight, and finally it becomes invisible to us by reason of what it has done to us. We cannot even monitor our own deformity, our own impairment. Being without psyche of its own it slays the authentic psyches of those creatures locked into it, and replaces them with a spurious microform of its own dead psyche. The very doctrine of combating the ‘hostile world and its power’ has to a large extent been ossified by and put at the service of the Empire. The BIP warps every new effort at freedom into the mold of further tyranny. The Empire is only a phantasm, lingering because we have gone to sleep.

So long as the root of wickedness is hidden, it is strong. But when it is recognized, it is dissolved. When it is revealed, it perishes…. It is powerful because we have not recognized it. The bombardment of pseudorealities begins to produce inauthentic humans very quickly. The artifact enslaves us, but on the other hand it is attempting to teach us to throw off its enslavement. Compassion’s highest power [embodied higher love] is the only power capable of solving the maze.

The true measure of a man is not his intelligence or how high he rises in this freak establishment. No, the true measure of a man is this: how quickly can he respond to the needs of others and how much of himself he can give. If the final paradox of the maze is that the only way you can escape it is voluntarily to go back in (into it), then maybe we are here voluntarily; we came back in. Anamnesis was the loss of amnesia. You remembered your origins, and they were from beyond the stars.”

~ Philip K. Dick






https://awarenessact.com/how-to-spot-people-you-were-close-with-during-a-past-life/?=wuw&fbclid=IwAR3bTHtW9EYVLdT7_4Rxa55HOvxSNieLkfhKqiIJMQFaAXvo_MLOkQBVN24










Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised