вторник, 9 октября 2018 г.

ადამიანის მიერ ადამიანის მოკვლის უნარი: ფსიქოპათებს არ გააჩნიათ შინაგანი ბუნებრივი მუხრუჭები

ადამიანის მიერ ადამიანის მოკვლის უნარი: ფსიქოპათებს არ გააჩნიათ
 შინაგანი ბუნებრივი მუხრუჭები

1947 წელს ამერიკელმა გენერალმა მარშალმა ჩაატარა  მეორე მსოფლიო ომის საბრძოლო ქვეითი ნაწილების ვეტერანთა გამოკითხვა, რათა განესაზღვრა ჯარისკაცის და ოფიცრის ქცევა რეალური საბრძოლო მოქმედებების დროს. 
       შედეგები მოულოდნელი აღმოჩნდა. საბრძოლო მოქმედებების დროს მტრის მიმართულებით აშშ-ს არმიის საბრძოლო ქვედანაყოფის ჯარისკაცებისა და ოფიცრების 25 %-ზე ნაკლები თუ ისროდა. მხოლოდ 2% შეგნებულად უმიზნებდა მტერს. 
        ანალოგიური სურათი იყო სამხედრო-საჰაერო ძალებში: ამერიკელი მფრინავების მიერ ჩამოგდებული მტრის თვითმფრინავის 50%-ზე მეტი მოდიოდა პილოტთა 1%-ზე.
       აღმოჩნდა, რომ საბრძოლო მოქმედებებში, როდესაც მოწინააღმდეგე აღიქმება, როგორც ადამიანი და პიროვნება (იქნება ეს ქვეითი ბრძოლები, გამანადგურებელთა საავიაციო დუელი და ა.შ.), არმია არაეფექტურია და მოწინააღმდეგისადმი მიყენებული თითქმის მთელი ზარალი მოდის პირადი შემადგენლობის 2%-ზე, ხოლო 98%-ს მოწინააღმდეგის მოკვლა არ შეუძლია. 
           სრულიად განსხვავებული სურათია, როდესაც სამხედრო მოსამსახურეები ვერ ხედავენ მტერს. ტანკებისა და არტილერიის ეფექტურობა აქ შედარებით მაღალია, ხოლო ეფექტურობის მაქსიმუმი გააჩნია ბომბდამშენ ავიაციას. რაც შეეხება ქვეითი ჯარების საბრძოლო შერკინებას „პირისპირ“, მათი ეფექტურობა სხვა სახეობის სამხედრო ნაწილებს შორის ყველაზე დაბალია. მიზეზი ის არის, რომ ჯარისკაცებს არ შეუძლიათ მოკვლა.
        ვინაიდა ეს შეიარაღებული ძალების ეფექტურობის ძალიან სერიოზული საკითხს წარმოადგენს, პენტაგონმა კვლევებში ჩართო სამხედრო ფსიქოლოგთა ჯგუფი. გამოვლინდა საოცარი რამ. 
        აღმოჩნდა, რომ ოფიცერთა და ჯარისკაცთა 25% ყოველი  ბრძოლის წინ შიშისგან ქვეშ ისველებს ან ტანში გადის. მაგალითის სახით დოკუმენტურ ფილმში «The Truth About Killing» მოყვანილია მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის მოგონებები. ვეტერანი ჯარისკაცი იხსენებს, რომ პირველი ბრძოლის წინ გერმანიაში მან ქვეშ ჩაისველა, მაგრამ მისმა მეთაურმა თავის თავზე მიუთითა, რომელსაც ასევე ჩასველებული ჰქონდა, და განაცხადა, რომ ეს ჩვეულებრივი მოვლენაა ყოველი ბრძოლის წინ: „როგორც კი ჩავისველებ, შიში მაშინვე ქრება, და მე შემიძლია ჩემი თავის გაკონტროლება“. გამოკითხვებმა აჩვენა, რომ ეს მასობრივი მოვლენაა ჯარში. ერყში ომის დროს აშშ-ს  ჯარისკაცთა და ოფიცერთა 25%  ყოველი ბრძოლის წინ ქვეშ ისველებდა ან ტანში გადიოდა შიშისგან. 
        ჯარისკაცთა და ოფიცერთა დაახლოებით 25%-ს ეწყებოდა ხელის ან საჩვენებელი თითის დროებითი დამბლა. თუ ის ცაცია იყო და მარცხენა ხელით უნდა ესროლა, დამბლა მარცხენა ხელზე ეწყებოდა. ანუ, სწორედ იმ ხელზე და იმ თითზე, რომლებიც საჭიროა სროლისთვის. ნაცისტური გერმანიის დამარცხების შემდეგ რაიხის არქივების შესწავლის შედეგად აღმოჩენილი იქნა, რომ იგივე უბედურება თავს ატყდებოდა გერმანელ ჯარისკაცებსაც. აღმოსავლეთ ფრონტზე იმ ხელის ან თითის „მოყინვის“ მუდმივი ეპიდემია იყო, რომლითაც უნდა ესროლათ მეომრებს. იგივე ემართებოდა შემადგენლობის დაახლოებით 25%. 
           ამერიკელმა ფსიქოლოგებმა სვენგმა და მარშანმა, რომლებიც პენტაგონის დაკვეთით მუშაობდნენ, დაადგინეს, რომ თუ საბრძოლო შენაერთი 60 დღის განმავლობაში მუდმივად აწარმოებდა საბრძოლო მოქმედებებს, შემადგენლობის 98% ჭკუიდან იშლებოდა. ვინ შედიოდა დარჩენილ 2%-ში, რომლებიც საბრძოლო შეტაკებების დროს წარმოადგენდნენ ქვედანაყოფის ძირითად საბრძოლო ძალას, ვინ იყვნენ მისი გმირები? ფსიქოლოგებმა მკაფიოდ და არგუმენტირებულად დაასაბუთეს, რომ ეს 2% იყვნენ ფსიქოპათები. ამ 2% ჯარში  გაწვევამდეც ფსიქიკასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები ჰქონდათ.
        ამერიკაში ადამიანის კვლევის არსი ის არის, რომ თავად ბიოლოგია, თავად ინსტინქტები უკრძალავენ ადამიანს ადამიანის მოკვლას. ეს, ფაქტობრივად, დიდი ხანია ცნობილი იყო. მაგალითად, XVII საუკუნეში რეჩი პოსპოლიტაიში მსგავს კვლევებს ჩაატარებდნენ. ჯარისკაცთა პოლკმა სასროლო მოედანზე 500 სამიზნეს მოარტყა. რამდენიმე დღის შემდეგ ბრძოლის დროს ამ პოლკის ჯარისკაცთა სროლის შედეგად ტყვია მტრის მხოლოდ სამ ჯარისკაცს მოხვდა. 
       ადამიანს ბიოლოგიურად არ შეუძლია ადამიანის მოკვლა. ხოლო  ფსიქოპათები, რომლებიც ომის დროს 2%-ს შეადგენენ, მაგრამ 100%-ით წარმოადგენენ არმიის დამრტყმელ ძალას, როგორც აშშ-ს ფსიქოლოგები აცხადებენ, სამოქალაქო ცხოვრებაში არიან მკვლელები და, როგორც წესი, ციხეებში არიან გამოკეტილი. 
          მეორე მსოფლიო ომის, ვიეტნამის და ერაყის ომის ამერიკელი ვეტერანები, ავღანეთსა და ჩეჩნეთში რუსი ომების ვეტერანები - ყველა თანხმდება ერთ აზრზე: თუ ოცეულში ან ასეულში აღმოჩნებოდა თუნდაც ერთი ფსიქოპათი, ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ ქვედანაყოფი გადარჩებოდა. თუ ის არ იყო, ქვედანაყოფი იღუპებოდა. ასეთი ფსიქოპათი წყვეტდა მთელი ქვედანაყოფის საბრძოლო ამოცანას. მაგალითად, ერთ-ერთი ვეტერანი ამერიკელთა გადასხმისა საფრანგეთში იხსენებდა, რომ ერთად ერთმა ჯარისკაცმა გადაწყვიტა მთელი ბრძოლის ბედი: სანამ ყველა იმალებოდა თავშესაფარში სანაპიროზე, ის ნაცისტების საცეცხლე წერტილს მიუახლოვდა, ამბრაზურაში ჩაჰყო ავტომატის ლულა და ცეცხლი გაუხსნა გერმანელებს, შემდეგ ყუმბარები ესროლა და ყველა დახოცა. შემდეგ მეორე საცეცხლე წერტილისკენ გადაინაცვლა, სადაც მას, მარტოს, სიკვდილის შიშით, ტყვედ ჩაბარდა ოცდაათი გერმანელი ჯარისკაცი. შემდეგ მან მარტომ აიღო მესამე საცეცხლე წერტილი ... 
       ვეტერანი იხსენებს: „გარეგნულად ის ნორმალური ადამიანია, და ურთიერთობაში საკმაოდ ნორმალური ჩანს, მაგრამ ისინი, ვისაც მასთან ერთად ცხოვრება უწევდა, მათ შორის, მეც, იცოდნენ, რომ ის ფსიქიკურად დაავადებული ადამიანია, ნამდვილი ფსიქი“.
        კომენტარი:  შეიძლება შეიქმნას შთაბეჭდილება, რომ ფსიქოპათებს ომის დროს აშკარა უპირატესობა აქვთ. და თითქოს მათ გარეშე ნორმალური ხალხი უბრალოდ ვერ გადარჩება. რა თქმა უნდა, ეს სისულელეა. მეორე მსოფლიო ომი ამის აშკარა მტკიცებულებაა. მეორეს მხრივ, ფსიქოლოგიურად ჯანსაღს ადამიანებს, თითქმის გენეტიკურ დონეზე, აქვთ ძლიერი ზიზღი ომისა და სხვა ადამიანებისთვის ზიანის მიყენების მიმართ. ხოლო „არაადამიანებს“ ასეთ კომპლექსები არ აქვთ. შეგიძლიათ გააკეთეთ შესაბამისი დასკვნები. 




















Америка и вся Планета 2018 - концлагерь с усиленным питанием ГМО - население- мутанты

Как говорил Задорнов - "идет по пляжу немка, и понимаешь - была инквизиция у них.

,"Самое страшное клемо "лузер", аналогия с чумным или прокаженным больным. Свободная страна. Самое лицемерное государство в мировой истории. Действительно начинаешь верить, что в свое время создавалась маргиналами, отторгнутыми своими странами, которые рванули за океан истреблять коренное население.

Самое лицемерное население
подавляющее количество разного рода уровней жизни в США, есть намного грубее, жёстче и прямо безжалостнее, чем можно предположить. Всё красиво и всё прикрыто пластмассовыми улыбками, неискренними, без души всё делается.

"Личное пространство" них это, пустые улицы в городках по вечерам. Все сидят по своим норам. А это значит, что нет единства в обществе, в социуме. Такое общество обречено на вымирание. от изолирования искуственности много психическии болных

"я поклоник женской красоты.когда вижу красивую девушку радуюсь это жэ божий шедевр . а от комплиментов девушка расцветает . унас очень красивые девушки. a в эвропу эти безформенные тела аля гамбургеры депресняк быстрей домой .. и потом не могу понять как они знакомятся . женятся?

на своем зашифрованном коде общаются эти биороботы если это вообще можно
назвать общением это бесчувственный обмен информации, продажа себя

как нацисты вместо приветствия имели тайные жесты и говорили Зиг Хайль
У них лица такиеже злобные как у нацистов при 2 мировои воине - один психоз на лице









https://pda.litres.ru/tanya-tank/boysya-ya-s-toboy/chitat-onlayn/?fbclid=IwAR2RXnz1AL_3RV6xDHamkQup8WUU6XbYLmCsUNu2V-hGIAkYPI7DHmLL-i4


.Они дьявольски обаятельны, чарующе загадочны, тотально бессовестны и неизлечимо бездушны. Четверо из ста, и трое из них – мужчины. Их цель – уничтожить нас морально, а иногда и физически. Превратить нашу жизнь в руины с особенным коварством и цинизмом, облачившись в маску любящего человека, сострадательного друга, надежного коллеги. Они – хищники человечества, и особенно опасны тем, что это не написано у них на лбу. Вот почему так важно уметь распознавать их на ранних стадиях...

О том, почему так страшно быть вовлеченным в отношения с подобными «аццкими» особями, я рассказываю здесь.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised