среда, 12 июля 2017 г.

მოსკოვია და საინფორმაციო ომის თავისებურებები,ფაშიზმის 4 მახასიათებელი :რეალიტეტი ,ჰიპორეალობა

მოსკოვია და საინფორმაციო ომის თავისებურებები
მიმდინარე საინფორმაციო ომი, რომელიც რუსეთმა გამოუცხადა მთელ მსოფლიოს, ჩინეთის გამოკლებით, - ყურადსაღები სანახაობაა. მსოფლიო, და მათ შორის უკრაინაც, არ აღმოჩნდნენ მზად იმისათვის, რასაც სჩადის რუსეთის ფედერაციის პროპაგანდა და მისი საგარეო პოლიტიკური უწყება, - აღნიშნავს დაცვის ხაზზე anti-colorados. - ანუ, აქ უკვე საუბარი არ არის ამა თუ იმ მოვლენის ტენდენციურ გაშუქებაზე, არამედ თვით მოვლენის ფორმირებაზე საინფორმაციო სივრცეში. უკიდურესი გამოვლინება ამ  ფენომენისა გახდა სკანდალური არხი Life News, რომელიც აღმოჩნდა რუსეთის სპეცსამსახურების საშტატო ქვედანაყოფი. ეს არხი ათჯერ მაინც გამოიჭირეს იმაში, რომ იგი პირველი მიდიოდა სისხლიანი მოვლენების ადგილზე ან სულაც ტერაქტის,  სროლის დაწყებამდე ან სხვ. დონბასში ადამიანები შიშით წერდნენ და წერენ იმის შესახებ, რომ ნახეს ამ ტელეარხის მანქანები, რომლებიც სადღაც დგანან მოლოდინში. მათ აღარ სჭირდებათ იმის ახსნა, თუ რა მოხდება შემდეგ.
ნაწილი 1.  სიცრუის კონსტრუქტორები, მისი შემსანსლელები და ამომბოყინებლები  

და ასეთი სატელევიზიო არხები, ბეჭდვითი და ელექტრონული მედია გამოცემები - ასობითაა მსოფლიოს მასშტაბით. ამ გადამდებმა სენმა ყველგან მოიკიდა ფეხი და შესაფერის მომენტს ელოდება. როგორც კი რუსეთს სიტუაცია გადაჰყავს აქტიურ ფაზაში, ისინი ეშმაკებივით გამოხტებიან და ავრცელებენ სპეციალურად შემუშავებულ და მომზადებულ ინფორმაციას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საინფორმაციო დაცვა რუსეთის ფედერაციის მიერ განზრახ ჩადენილ სამხედრო დანაშაულებისა. ამ ელემენტის გარეშე არ იქნებოდა არანაირი ჰიბრიდი, ამიტომ, რუსი ფსევდოჟურნალისტების ლეგიონი მზად უნდა იყოს გასამართლებისათვის ამ დანაშაულში თანამონაწილეობისთვის. ეს ძალიან მალე მოხდება.
მაგრამ ჩვენთვის მნიშვნელოვანია საინფორმაციო ომის ფუნდამენტური ეფექტი, რომელიც უკრაინაში უფრო მეტად შეინიშნება, ვიდრე სადმე სხვაგან. მთავარი ის არის, რომ ჩვენ იძულებული ვართ შევხედოთ საჭადრაკო დაფას თავდამსხმელის - რუსეთის პოზიციიდან. ამას მარტივად შეამჩნევს ნებისმიერი მკითხველი. რუსეთი თავისი მედიააგენტურის გამოყენებით, მუდმივად და დაჟინებით გვაწვდის ინფორმაციულ საბაბს, ჩვენ კი პირობითად ვართ დაყოფილი მაყურებლის ორ კატეგორიად. პირველი - ნაწილ-ნაწილ აანალიზებს ამ მედიაბომბებს, სააშკარაოზე გამოაქვს მათი შიგთავსი და რასაც ისინი უმიზნებენ. მაგრამ, როგორც კი ეს ხდება, აღმოჩნდება, რომ კრემლიდან შემოგდებულია კიდევ რამდენიმე მედიაბომბი, რომელიც მიზნად ისახავს თავისი  სიმრავლით დაძლიოს მოწინააღმდეგის (ჩვენი) ინფორმაციული სიმტკიცე, და არ აქვს მნიშვნელობა, თუ რომელი მიმართულებით. რაც მთავარია, დაიტვირთოს მეორე კატეგორიის პუბლიკა, რომელსაც არ შეუძლია დამოუკიდებლად გაუკეთოს ამ მოვლენებს ანალიზი.
 მოვიყვან მარტივ მაგალითს პირადი გამოცდილებიდან. მეორე კატეგორიის წარმომადგენელმა, რომელთან ავტორს აქვს პირადი ურთიერთობა, ცოტა ხნის წინ გადაწყვიტა გამოევლინა თავისი საქმეში ჩახედულობა და სამგლოვიარო ტონით განაცხადა, რომ არ ღირს დავუჯეროთ აშშ-ს და ევროპას. მართალია, სხვა სიტყვებით იყო ნათქვამი, მაგრამ აზრი ასეთი იყო. მცირედი დაზუსტების შემდეგ გაირკვა, რომ ასეთი ღრმა აზრები მას გაუჩნდა ცოტა ხნის წინ წაკითხული ოპუსიდან გამომდინარე ბუდაპეშტის მემორანდუმთან და იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ შეასრულეს ბუდაპეშტთან დაკავშირებით აღებული ვალდებულებები.
იცოდა რა იმ ღრმა ცოდნის შესახებ, რომელიც მის თანამოსაუბრეს გააჩნდა, ავტორმა გადაწყვიტა არ მოეყვანა არგუმენტები და ემტკიცებინა, რომ საღი უნდობლობის ელემენტი უნდა არსებობდეს და რომ თავდაპირველად აუცილებელია დაეყრდნო საკუთარ ძალებს ... მაგრამ არა ამ შემთხვევაში. ამიტომ დროის ეკონომიისათვის, თანამოუსაბრეს დავუსვი მხოლოდ სამი შეკითხვა.
პირველი: „წაიკითხული ჰქონდა თუ არა მას მემორანდუმის ტექსტი?“ როგორც მოსალოდნელი იყო, პასუხი იყო უარყოფითი. მეორე კითხვა იყო უფრო მარტივი: „ცნობილია, თუ არა მისთვის სიტყვის მნიშვნელობა, რომელიც საფუძვლად დაედო დოკუმენტის სათაურს?“ და აქ გაირკვა, რომ სიტყვის „memory“  თარგმანი მისთვის ასევე უცნობია. მოკლე განმარტების შემდეგ, რომ სიტყვა ნიშნავს მეხსიერებას, ხოლო დოკუმენტის სათაური - სამახსოვროს, მას დავუსვი ბოლო კითხვა, ესმის თუ არა განსხვავება სამახსოვროსა და ხელშეკრულებას შორის? - პასუხი კვლავ უარყოფითი იყო. ამ განსხვავების დამატებით ახსნას არავითარი ეფექტი არ მოჰყვა, რადგან ჩემმა თანამოუსაბრემ მოულოდნელად დაკარგა ინტერესი ამ თემის მიმართ. გამოდის, რომ  რუსული პროპაგანდა განკუთვნილია სწორედ ასეთი აუდიტორიისათვის, რომელიც დაიწყებს მსჯელობას თემაზე „მთელმა მსოფლიომ ჩაისვარა და ჩვენც ყველა ჩასვრილები ვართ“.  მათ სჭირდებათ მარტივი ფორმულები და მარტივი გადაწყვეტილებები, მათთვის მოვლენის მეორე ან მესამე მნიშვნელობა პრინციპში არ არსებობს. მათ არ აქვთ საფუძვლიანი ცოდნა სამართლის, ფილოსოფიის, ლოგიკის ან პოლიტოლოგიის სფეროში, მათ წარმოდგენა არა აქვთ, თუ როგორაა მოწყობილი სახელმწიფოს მექანიზმი და რა პრინციპებზეა აგებული საერთაშორისო ურთიერთობები. უფრო მეტიც, მათ არ სურთ, თუნდაც მცირედით მაინც გაიუმჯობესონ თავისი ცოდნა.
სწორედ ეს აუდიტორია აღიქვამს ადვილად იმ გზავნილების დასტას, რომელსაც ავრცელებს კრემლის პროპაგანდა. ახლა უბრალოდ უნდა შეიცვალოს დასტის სამფერიანი შემოსახვევი  ყვითელსა და ცისფერზე, და პროცესიც დაწყებულია. ეს ადამიანები თავს პატრიოტებადაც კი მიიჩნევენ. მაგრამ მათი მთავარი განმასხვავებელი თვისებაა - აბსოლუტური არნდომა იფიქრონ საკუთარი თავით. სწორედ ისინი არიან ყველაზე პრიმიტიული და ბინძური პროპაგანდის რეციპიენტები.
***
ნაწილი 2.  ტვინის გადატვირთვა აშკარა სისულელით

ასე რომ, საინფორმაციო ომის  შემუშავებული ტაქტიკა სწორედ რომ ეფუძნება მოწინააღმდეგის საინფორმაციო სივრცის გადატვირთვას ყველაზე თავზეხელაღებული და უგუნური ბოდვით. მათ სჭირდებათ მეტნაკლებად საღად მოაზროვნე საზოგადოების ნაწილის დატვირთვის შესაძლებლობა, რომელსაც შეუძლია კრიტიკულად შეაფასოს ეს სისულელე. და წარმატებასაც აღწევენ. საკმარისია გავიხსენოთ ეპოპეა მალაიზიის თვითმფრინავთან დაკავშირებით და სრულიად აბსურდული ვერსიების სიმრავლე, რომელიც შემოაგორა რუსულმა მედიამ. მას შემდეგ, რაც მათ დაამტკიცევ, რომ მატყუარები არიან, საღად მოაზროვნე ადამიანი უბრალოდ ვალდებულია გამოიყენოს შიდა ფილტრი და არასოდეს აღარ მოუსმინოს მატყუარებს. თუმცა, როგორც ვხედავთ ინტერნეტ-ქსელში  „კონტაქტში“ და სხვა ნაგავში, რუსებმა უკვე მონახეს თავისი აუდიტორია და გავლენას ახდენენ სწორედ მასზე ყველა ხერხის გამოყენებით.
მათთვის, ვისაც ჯერ კიდევ საკუთარი ტვინი დარჩა, უნდა ჩაატარონ ამ საწამლავის რევიზია და  აუცილებლად ამოიღონ საინფორმაციო სივრციდან ყველაფერი, რაც აშკარად ეხება რუსეთს, ხოლო შემდეგ ყურადღებით დააკვირდნენ მათ, ვინც ახორციელებს დროშის ჩანაცვლებას. ანუ რუსეთის პროპაგანდის ძირითადი იდეები გაზავებულია პატრიოტული რიტორიკით და წარმოდგენილია ან შინაური ან თითქოს რუსეთიდან გაქცეული რენეგატების მიერ, როგორიცაა, მაგალითად, მოტია განაპოლსკი. ყველაზე საზიზღარი მათ პოზიციაში არის ის, რომ ჩვენი უთავო აუდიტორია აღებს პირს და სანსლავს რუსულ ფეკალიებს უბრალოდ დაბალი ინტელექტის, განათლების ნაკლებობის ან ბანალური სიზარმაცის გამო. აღნიშნული მოღვაწეები ვალდებული არიან იცოდნენ, რასაც აკეთებენ, რადგან ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მათ გაიარეს  სახელმწიფოს საფუძვლების და სამართლის ისტორიის კურსი, მათ იციან, რა არის თავისუფლება, ზოგადად, და სიტყვის თავისუფლება, კერძოდ, და, რაც მთავარია, - საკუთარი პასუხისმგებლობა საინფორმაციო სივრცის დეფორმაციის გამო. ისინი ამას აკეთებენ, როგორც პროფესიონალები, საქმის ცოდნით და კარგად აქვთ წარმოდგენილი თავისი საქმიანობის შედეგები. ისინი შოულობენ ფულს მეზობელი ან საკუთარი ქვეყნის დაღუპვით. ჯერ ისმის მათი კლავიშების კაკუნი, შემდეგ ტყვიამფრქვევის, და ბოლოს ბომბების გრუხუნი.  ყველაფერი მათგან იწყება.
მოვიყვან მარტივ ანალოგიას, რომ ყველაფერი ნათელი იყოს. თქვენ მიდიხართ საავადმყოფოში №17, სადაც აკეთებენ ბრონქოსკოპიას. თქვენ უნდა ჩაიტაროთ ეს პროცედურა და კარგად იცით, რომ ძალიან უსიამოვნო პროცედურაა რეფლექსების გამო, რომლებსაც იწვევს ზონდის შეყვანა. თქვენ იცით ეს, ამიტომ ითხოვთ ამ პროცედურის ჩატარებას ნარკოზის ქვეშ, რადგან იქ კარგი ექიმები არიან და თქვენ მათ ენდობით. ამ მომენტამდე, რაც საავადმყოფოს ეხება, დაწერილია სრული სიმართლე, ხოლო შემდეგ - ალეგორიაა, რომელსაც საავადმყოფოს ექიმებთან არავითარი კავშირი არ აქვს.
ამრიგად, თქვენ გაგიკეთეს ნარკოზი და გარკვეული დროის განმავლობაში თქვენ გათიშული იყავით, ხოლო როცა გონს მოხვედით, აღმოაჩინეთ, რომ თქვენ ამოგკვეთეს თირკმელი, ფილტვი და კიდევ რაღაც, ამასთან გეუბნებიან, რომ ეს ყველაფერი გაკეთდა თქვენდა სასიკეთოდ. და თქვენ აცნობიერებთ, რომ თქვენ შინაგან ორგანოებზე ვიღაცამ გვარიანად მოითბო ხელი.  აბსურდული სიტუაცია, ასე არ არის? რუსული, ზოგიერთი ჩვენი და უცხოური, მოსკოვის მიერ მოსყიდული ჟურნალისტიკა მუშაობს სწორედ ამ ალგორითმში მუშაობს. ამასთან ერთად, ისინი კიდევ ითხოვენ, როგორც ცოტა ხნის წინ გუჟვამ,  საკუთარი კორუმპირებული მედიის დაცვას.
ასე რომ, აქტიური საინფორმაციო ომის ღონისძიებათა კომპლექსი იწვევს იმ ფაქტს, რომ ჩვენ განვიხილავთ გარკვეულ მოვლენებს, და დაყოფილი ვართ იმ კატეგორიებად, ვინც გმობს ან იწონებს მათ, დორბლებს ვყრით,  ვამტკიცებთ და ნელ-ნელა ვიწყებთ ერთმანეთის  სიძულვილს. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ერთიც და მეორე მხარეც განიხილავს მოწინააღმდეგის მიერ შემქნილ ინფორმაციულ მიზეზს. ის კი შექმნილია სწორედ ისე, რომ მოახდინოს მოწინააღმდეგის უტილიზაცია  ერთმანეთის წასაკიდებლად, ამ შემთხვევაში ნაკლები ძალისხმევა დასჭირდება ნამდვილ მოწინააღმდეგესთან საბრძოლველად. მთავარია პასუხისმგებლობა მოიხსნან საზარელი დანაშაულისათვის, რომელიც მიგვიყვანს მეორე ნიურბერგამდე და რომელიც  ზედმეტქრომოსომიანებმა ჩაიდენეს.
ეს ვერ გაიგო ბევრმა დასავლეთის და, მით უფრო, - ჩვენი აუდიტორიიდან, მაგრამ თავად რუსეთის ოფიციალურ პირებს ყველას კარგად ესმის. იგივე სოლოვიოვი, რომელმაც უკვე იმდენი ილაპარაკა, რომ საკმარისია ორი სამხედრო ტრიბუნალის, სამი ქერელი თოკისა და ერთი კილოგრამი საპონისთვის, ყველაფერს კარგად ხვდება. მან იცის, რომ თავი მხრებზე შენარჩუნებული აქვს მხოლოდ რუსეთის ფედერაციის რეპრესიული აპარატის წყალობით, რომელიც იცავს მას რუსეთში, ასევე იმ საინფორმაციო ომის წყალობით, რომელშიც იგი ასრულებს ერთ-ერთი პირველი ვიოლინოს როლს. როგორც კი რეჟიმი დაიწყებს დაშლას და აღმოაჩენენ რეჟიმის ათასობით მსხვერპლთა ძმათა საფლავებს, როგორც კი დაიწყება სამხედრო დანაშაულების საერთაშორისო გამოძიება ოკუპაციისაგან გათავისუფლებული  უკრაინისა და სირიის ტერიტორიებზე, მას ძალიან გაუჭირდება რუსეთში, ამიტომ  სწრაფად აორთქლდება კომოს ტბის მიმართულებით იტალიაში, სადაც მან დიდი ხნის წინ შეიძინა ვილა და სადაც იგი შეძლებს მშვიდად ისარგებლოს ადგილობრივი მართლმსაჯულების რბილი განაჩენით, შეუძლია თუნდაც ცოტა ხნით ჩაჯდეს ადგილობრივ ციხეში. ასე არიან სხვებიც, ვინც გენერირებს საინფორმაციო ომს. მათ უკვე იციან, სად უნდა გაიქცნენ. ენთუზიასტებს შეგვიძლია მივცეთ მარტივი თავსატეხი: რატომ არის სრულიად გამორიცხული საინფორმაციო ომიდან ჩინეთი? ეს იმ დროს, როცა მხოლოდ ზარმაცი ვერ ხედავს ბაიკალის აღმოსავლეთი ნაწილის ფაქტობრივ ოკუპაციას, რომელიც ტერიტორიულად ბევრად უფრო დიდია ყირიმზე. პასუხი ამ კითხვაზე ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს.
***
ნაწილი 3. მითი რუსული არმიის ძლიერების შესახებ    

ეს ყველაფერი დაიწერა მხოლოდ იმისათვის, რომ მკითხველმა იცოდეს ერთი მარტივი ჭეშმარიტება. მიმდინარე მოვლენებს, ძირითადად, ჩვენ ვუყურებთ კრემლის თვალით. როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, ჩვენ ამაში მას ხელს ვუწყობთ. ეს ხდება იმიტომ, რომ მის მიზანს აქვს ორი დონე. მთავარია - საკუთარი თვალსაზრისის თავს მოხვევა, შუალედურია - გვაიძულოს განვიხილოთ სწორედ ის მოვლენები, რომლებიც ხელსაყრელია კრემლისთვის. ამ შემთხვევაში მოსკოვს არ აინტერესებს,  ვეთანხმებით თუ არა მის თვალსაზრისს ან ვაკრიტიკებთ, მათვის ისიც საკმარისია, რომ ჩვენ ვიყურებით კრემლის მიერ მითითებულ მხარეს. ამას, როგორც მინიმუმ, ჩვენი ყურადღება გადააქვს სხვა მოვლენებზე, უფრო მნიშვნელოვანი პროცესებისგან,  ხოლო, როგორც მაქსიმუმ, მიგვაჩვევს ჩვენ საჭადრაკო დაფას შევხედოთ კრემლის პოზიციიდან, ანუ როგორ გამოიყურება ეს სხვა მოთამაშის  თვალით. ეს ყველაზე საშიში შესაძლებლობაა მოსკოველებისათვის, რომლის კუპირებას კრემლი ცდილობს ნებისმიერი გზით.
მაგალითად: ჩვენ უკვე შევუშვით თავში მითი რუსეთის არმიის სიძლიერის შესახებ, რომელსაც ვერ შეაკავებ მისი ბუნებიდან გამომდინარე უძლეველობის გამო. მაგრამ ფხიზელ თვალს თუ შევავლებთ უახლოეს და უფრო შორეულ ისტორიას, მაგრამ არა საბჭოურ-რუსული პერიოდისა, ქვა ქვაზე არ დარჩება ამ მითისგან. იქ უძლეველობის ნიშანწყალიც კი არ არის. არც რუსეთს, არც საბჭოთა კავშირს  უბრალოდ არასოდეს მარტო არ მოუპოვებია გამარჯვება მოწინააღმდეგეზე, რომელიც თუნდაც რიცხობრივად მას შეედრებოდა. ყველა გამარჯვებას იგი იზიარებდა უფრო აღჭურვილ და გამოცდილ მოკავშირესთან ერთად. ამას ვერ შეედავები. ასე რომ, „უძლეველი და ლეგენდარული“ რუსული არმია არასდროს არ ყოფილა და არ არის, და ამის  წინაპირობაც კი არ არსებობს.
გარდა ამისა, ჩვენ ასევე გადავყლაპეთ მითი რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების ტექნიკური უპირატესობის შესახებ მთელ მსოფლიოზე. ეს სულელური  განცხადება უბრალოდ არ არის გამყარებული არც ერთი ობიექტური მონაცემით. რუსული ტექნიკა სამუდამოდ ჩამორჩა მოწინავე არმიებს. ეს იმის შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ დასავლეთმა  მკვეთრად შეამცირა შეიარაღების ახალ სახეობათა შექმნის პროგრამა, ხოლო ისინი, რომელიც ჩაშვებული იყო მოქმედებაში, წინ მიიწევდნენ ნელი ტემპით, რაც განპირობებული იყო  ტექნოლოგიების და მრეწველობის დონით. შეერთებულ შტატებს რომ თავისი ბიუჯეტის 20-30% გამოეყო თავდაცვისათვის, ისევე როგორც ამას აკეთებს რუსეთის ფედერაცია, ახლა მათ ექნებოდათ მე-7 თაობის თვითმფრინავები, რომლებიც ადვილად მიაღწევდნენ კოსმოსს, ხოლო ბირთვულ იარაღს ჩაანაცვლებდა ლაზერი. და, რაც მთავარია, ბრძოლის ველზე აღარ იქნებოდნენ ამერიკელი ჯარისკაცები. მწყობრში ჩადგებოდა რობოტების არმია და ბრძოლის მიმდინარე სურათს უბრალოდ დაეკარგებოდა მნიშვნელობა. მართალია რუსეთმა მოახერხა და შექმნა რამდენიმე თავისი „არმატი“ და 9 მფრინავი აპარატი „ფაკ-პა“, მაგრამ ხელმოცარული დატოვა პენსიონერები, ხოლო გემები, რომლებსაც ისინი აგებენ, სპეციალისტების აზრით, „უკეთესი იქნებოდა საერთოდ არ აეგოთ“.
ამასთან აზრად არავის მოდის, რომ უკრაინამ მიზერული სახსრებით მოახერხა ყველაზე ბრძოლისუნარიანი არმიის შექმნა ევროპაში, რომელიც აღჭურვილობით სწრაფად უახლოვდება ბუნდესვერს და სხვა არმიებს. როგორც კი მივიღებთ გუშინდელ, არც თუ ახალ იარაღს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, შეიძლება დავიწყოთ ოპერაციის დაგეგმვა მტრის არა მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიებიდან განდევნისა, არამედ ისტორიული უკრაინული მიწებიდანაც კი. ეს არ არის ფანტასტიკა, არამედ რეალური ვითარებაა.
ამ აზრის სამართლიანობის დასადასტურებლად უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც საქმე ეხება ნამდვილ საბრძოლო მოქმედებებს, პირადი შემადგენლობის, ტანკების და სხვ. უბრალო სტატისტიკა არაფერს არ ნიშნავს. მნიშვნელობა აქვს მხოლოდ იმას, ამ ტანკებიდან რამდენს შეუძლია გადაადგილება თავისი ძალებით და საბრძოლო ამოცანების შესასრულებლად. იგივე ეხება პირად შემადგენლობას. ჩვენი მოქმედი არმია ხომ მთლიანად კონტრაქტზეა! ამაზე ოცნებაც კი არ შეიძლებოდა. გარდა ამისა, უკრაინას ახლა ჰყავს ბრძოლაგამოვლილი სამობილიზაციო რეზერვი, რომელსაც ნათლად ესმის, თუ რა უნდა გააკეთოს, თუ რამე მოხდება. და ჩვენ ვსაუბრობთ უკვე დაახლოებით 200-250 ათასიან საბრძოლო კონტრაქტულ არმიაზე. ეს არმია შედგება ადამიანებისგან, რომლებიც საბჭოთა კავშირში შეადგენდნენ საბჭოთა არმიის ხერხემალს. და რაში გამოიხატება „უძლეველი“ არმიის სიძლიერე?
კარგი, თავი დავანებოთ არმიას. მისი პარამეტრები კარგადაა ცნობილი და უკვე ანერვიულებს მოსკოვს. მაგრამ ვინმემ თუ იცის, რა დაემართა ეროვნულ გვარდიას, რომელიც დიდი ხანია არ ჩანს მოწინავე ხაზზე? ახალ ამბებში ხომ რეგულარულად აცხადებენ, რომ ეროვნულ გვარდიას აღსაჭურვად გადაეცემა ჯავშანტექნიკის, არტილერიის და სხვა შეიარაღების ახალი და ახალი პარტიები. თუ ყურადღებით დავაკვირდებით დამხმარე ძალური დანადგარებისა და ეროვნული გვარდიის შესაძლებლობებს, შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, თუ რაზეა საუბარი და რატომ დაიძრა ასე მკვეთრად იარაღის მიწოდების და ნატოში ინტეგრაციის დაჩქარების საკითხი.
მაგრამ ჩვენ ყველაფერს ვუყურებთ მოწინააღმდეგის პოზიციიდან, მისი თვითმფრინავებიდან და ბირთვული იარაღიდან გამომდინარე. ნუ ჩავუღრმავდებით ამ თემას, მაგრამ უბრალოდ აღვნიშნავთ, რომ უკვე ახლა რუსეთის ფედერაციას არა აქვს რეალური შესაძლებლობები დაუპირისპირდეს ჩვენ ძალოვან სტრუქტურებს ოპერაციების დროს უკრაინის ტერიტორიაზე. ამას ვინმე აშუქებს? ვინმე განსაზღვრავს ამ შესაძლებლობებს? ვინმესთვის საინტერესოა ის საზღვრები, სადამდეც ჩვენ უნდა მივიდეთ? არა, ჩვენ განვიხილავთ ზუსტად იმას, რასაც ჩვენთან შემოაგდებს კრემლის აგენტურა და თავს ვიმტვრევთ ამ სისულელეზე, როგორც მოზარდი ბულდოგი დასტევს პატრონის ფეხსაცმელს. იქნებ დროა გავაფართოვოთ  ჭადრაკის მოედანი და ერთხელ მაინც შევხედოთ სხვა მხრიდან? იქნებ კმარა მოწინააღმდეგის წესებით თამაში და დროა გადავიდეთ საკუთარ თამაშზე?
შემდგომ ჩვენ ამ პარტიაზე სხვა შეხედულებას შემოგთავაზებთ, მეორე მხრიდან, რა შეიძლება გაკეთდეს პირდაპირ ახლა და რა იქნება მოსკოვისათვის იმდენად უსიამოვნო სიურპრიზი, რომ ეს გამოიწვევს გოგირდწყალბადის რეგულარულ ამოფრქვევას, რომელიც რეგულარულად ფიქსირდება მოსკოვში.
***
ნაწილი 4. ვინაა ვისთვის ტრამპი და ვინაა ვისთვის  ВВХ?

კომბინაციის ყველაზე დამაინტრიგებელი ნაწილი ამჟამინდელ საჭადრაკო დაფაზე იმაშია, თუ რამდენად შეძლო პუტინმა ტრამპის ხელში ჩაგდება საარჩევნო კამპანიის დროს. ყველა ეს არგუმენტი აგებულია იმაზე, რომ პუტინს შეიძლება ჰქონდეს საკმარისად მტკიცე კომპრომატი ტრამპზე, რომ შეძლოს მისი მანიპულირება. ჩვენი მკითხველები ზოგადად წერენ იმის თაობაზე, რომ შეერთებული შტატებში, პუტინს თითქოს ღიად უწოდებენ ტრამპის ბოსს. მეორე მხრივ, განხილვა წარიმართება იმ კუთხით, რომ თუნდაც ტრამპს ჰქონოდა გარკვეული კავშირები მოსკოვთან, ახლა იგი იძულებულია ჩამოირეცხოს ეს ლაქა თავისი რეპუტაციიდან მკაცრი, ძალისმიერი აქციებით. და ამ კავშირების გარშემო ტრიალებს ყველა არგუმენტი და აგებულია ყველა პროგნოზი.
თუმცა, არსებობს ისეთი რამ, რასაც ვერ ახსნი სიტუაციური მომენტებით. მაგალითად, ცივი ომის დასრულებიდან აშშ-ს ჯარების უპრეცედენტო გაზრდა ევროპაში. ეს გრძელვადიანი ქმედებებია, რომლებიც გამოწვეულია მხოლოდ  სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების შემთხვევაში. აქ მნიშვნელოვანია, რომ გადაწყვეტილება მიიღო თავად დემოკრატმა ობამამ, ხოლო რესპუბლიკელ ტრამპის დროს ამ პროცესს მიეცა ძლიერი იმპულსი. ამასთან, ცხადია ძალების და რესურსების არა მხოლოდ რაოდენობრივი ზრდა, არამედ მათი სტრუქტურირება კონკრეტული ამოცანების გადასაწყვეტად. აღსანიშნავია, რომ როგორც კი ევროპის სანაპიროზე გაჩნდა ამერიკული ჯავშანტექნიკა, მაშინვე დაიწყო განლაგება საცეცხლე მხარდამჭერმა ვერტმფრენთა ქვედანაყოფებმა, მოიერიშე და გამანადგურებელმა ავიაციამ, ხოლო  ბრიტანეთში განთავსდა სტრატეგიული ბომბდამშენები, და ყველაფერი ეს ხდება მობილური და სტაციონალური საჰაერო/რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის საფარქვეშ. ეს უბრალოდ ძალის დემონსტრირება კი არ არის, არამედ ძალებისა და რესურსების რეალური განლაგება, რომლებიც მზად არიან საბრძოლველად.
იქიდან გამომდინარე, თუ როგორ მსჯელებენ პუტინისა და ტრამპის შესაძლო ურთიერთობებზე, ამ ხაზის მომხრეებს ასე აქვთ წარმოდგენილი: პუტინი შეხვდება ტრამპს და აჩვენებს მას დოსიეს, რომელიც აიძულებს აშშ-ს პრეზიდენტს უკან დაიხიოს და უბრძანოს თავის ჯარებს „სახლში" დაბრუნება. ზოგიერთი ექსპერტი სწორედ ასე საუბრობს, თითქოს არსებობს კომპრომატი დონალდზე, რომელიც მას  სწრაფად მოიყვანს ჭკუაზე. ეს ყველაფერი იმდენად შორს წავიდა, რომ დაკარგულია რეალობის ორიენტირი, რომელიც საკმაოდ მარტივია და ადვილად ასახსნელი.
სინამდვილეში საჭადრაკო დაფის მეორე მხრიდან სიტუაცია შეიძლება გამოიყურებოდეს სრულიად სხვაგვარად. მათ აქვთ თავისი დოსიე, რომელიც საბოლოოდ დაუსვამს პუტინს წერტილს. უფრო მეტიც, არა მხოლოდ პუტინს, არამედ მთელ მის მრავალმილიარდიან გარემოცვას. ეს თემა წარმოიშვა ჯერ კიდევ ობამას დროს, რომელმაც პირობა დადო, რათა მისი პრეზიდენტობის ვადის ამოწურვამდე გაასაჯაროებდა ამ ფაქტს, მაგრამ არ მისცა მას მსვლელობა. ალბათ, აშშ-ს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაარწმუნა მისტერ ობამა არ გაეკეთებინა ეს და ტყუილუბრალოდ არ ჩამოსულიყო მის ხელთ არსებულ კოზირს.
ეს გასაგებიცაა: დაანახო რუსებს ეროვნული ლიდერის ჭეშმარიტი სახე - ფუჭი საქმეა. თუ ისინი რიგში დგანან იმისათვის, რომ ნახონ კოლია საკვირველთმოქმედის მე-14 ფეხის წმინდა ნაწილები ან სწამთ მირონცხებული გრანიტის ნიკოლოზ №2-ის, მაშინ არანაირი კომპრომატი პუტინზე იქ უბრალოდ არ იმუშავებს. მონას არ შეუძლია ბატონის კრიტიკა.
თუმცა, როგორც ჩანს, რუსების რეაქციაზე თავიდანვე არავის არ უფიქრია. ისინი ყველა ერთადაა ჩამოწერილი, როგორც ბუნების შეცდომა, რომელიც რეაგირებს მხოლოდ მეტად გამაღიზიანებელ ფაქტებზე, როდესაც არაფერია საჭმელი ან არავინაა მოსაკლავი. სხვა საქმეა ოფიციალური მსვლელობა მისცე დოსიეს პუტინსა და მის „ელიტაზე“. შედეგები იქნება შეუქცევადი.
ამ მომენტის გასააზრებლად უნდა დავაზუსტოთ, თუ რის მიღწევა სურს პუტინს თავისი ეკზერსისებით ვაშინგტონთან და პეკინთან. საქმე იმაშია, რომ ამერიკულმა დაზვერვამ გამოავლინა რამდენიმე ასეული მილიარდი დოლარი, რომლებიც შუამავლების გამოყენებით ეკუთვნის ეროვნულ ლიდერს. ვაშინგტონში უკვე იციან ზუსტი ციფრი, რომელიც  პუტინმა შეიძინა დაუღალავი შრომით. მაგრამ თუ ამ ციფრებს რუსებისთვის მხოლოდ გააჟღერებ, ამას ექნება დიდი რიცხვების ეფექტი. ისინი უბრალოდ ვერ აღიქვამენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩმა წაართვა მათ 200 ან 250 მილიარდი დოლარი, აქცია ისინი ღატაკებად  ყველა მეფე, იმპერატორი და ფარაონთან ერთად აღებული. მათ შეუძლიათ დაასახელონ ციფრი, რომელიც მოიპარეს მისმა მეგობრებმა, შეუძლიათ დაასახელონ იმის საერთო ციფრიც, რაც მათ ნამდვილად დაადგინეს.
იმ შემთხვევაში, თუ შეერთებული შტატები ასე მოიქცეოდნენ, რუსები, მართალია, მოიფხანდნენ თავს, მაგრამ იტყოდნენ: დიახ, შეიძლება გვეცხოვრა, როგორც დუბაიში, მაგრამ მდიდრები არასდროს ვყოფილვათ, ამიტომ არ არის საჭირო, რომ მივეჩვიოთ. და გააგრძელებენ ბულდოზერებით ბატების, პომიდორის და ყველის ჭყლეტას.
                                                                        ***
ნაწილი 5. მხარდაჭერისათვის პუტინი უხდის ბიძია სის ციმბირით

სწორედ ეს მაყუთი არ აძლევს მოსვენებას პუტინს, ხოლო ქვეწარმავლების ბუდე სახელად რუსეთი მას ფეხებზე ჰკიდია. ამიტომ იქნევს ასე გამალებით კუდს ვაშინგტონის და პეკინის წინაშე. იგი ცდილობს დაარწმუნოს ვაშინგტონი იმაში, რომ დაუთმოს მას ეს ნაძარცვი, ხოლო ჩინეთი - იყოს შუამავალი ამ პროცესში, რადგან საჭიროა მსხვილი მოთამაშე, როგორიც რუსეთი უკვე დიდი ხანია არ არის. მხარდაჭერისათვის პუტინი იხდის ციმბირით, ხოლო რუსი პატრიოტები ამის გამო ხმის ამოღებასაც ვერ ბედავენ. მაგრამ პროცესი მაინც არ დაიძრა მკვდარი წერტილიდან, თუმცა ჩინელებმა უკვე დაიწყეს ბაიკალის სანაპიროზე მშენებლობა, ხოლო აშენებენ ისინი ძალიან სწრაფად.
მაგრამ ამ დოსიეში მთავარი კოზირია ამ გიგანტური თანხების მოხვეჭის წყარო და სად მიდის ეს თანხები. ამ პაკეტში კი ისეთი სასწაულებია ჩადებული, რომლებიც მთლიანად უსვამენ ხაზს რუსეთს, მაგრამ, რაც მთავარია, იწვევენ შეუქცევად კონფისკაციას იმისა, რაც გაიტანეს რუსეთიდან პუტინმა და მისმა ძმაკაცებმა. სასწორზე თანხა ტრილიონ დოლარზე გაცილებით მეტია. ეს არის ის ბანკი, რომლის გამო მიდის თამაში.
როგორც კი პუტინს ამხელენ ნარკოტიკებით ვაჭრობაში, ბინძური ფულის გათეთრებაში, იარაღით უკანონო ვაჭრობასა და ამ სიმდიდრის კორუფციისათვის გამოყენებაში მთელს მსოფლიოში, დღევანდელი რუსი მილიარდერები მყისიერად იქცევიან ღატაკებად და აღმოჩნდებიან ციხეში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. ამ პეიზაჟის ყველაზე პიკანტური დეტალი კი ის არის, რომ ანგარიშების პირველი გაყინვის შემდეგ პუტინმა და სხვა ავტორიტეტულმა ბონზებმა დაიწყეს თავისი სახსრების გადარიცხვა ჰონკონგის ბანკებში და იქ ყიდულობენ ელიტურ საცხოვრებელს, როგორც ალტერნატიულ აეროდრომს. გაანგარიშება აქ მარტივია: თუ რამე მოხდა, ჩინეთი შეიფარებს მათ და არ ჩააბარებს მათ, რაც რუსეთისგან დარჩება, და არც დასავლეთს - არც ფულს, არც სკანდალურ საქმეთა ფიგურანტებს.
მაგრამ აქ კიდევ მეორე ფსკერია, რაც კარგად არის ცნობილი შეერთებულ შტატებში და რომელიც შეიძლება გამომჟღავნდეს ნებისმიერ მომენტში. ამ ფსკერის არსებობა დასტურდება ტრამპისა და სის ურთიერთობებით. პირადი საუბრების დროს იქ განხილული იყო ბევრი რამ, რაც პრესისათვის ცნობილი ვერ გახდება. სავარაუდოდ, ჩინეთმა მოიპოვა შტატების მხარდაჭერა ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის საკითხში, იმ თვალსაზრისით, რომ შტატები არ ჩაერევიან გარჩევაში ნებისმიერ შესაძლო სცენარის განვითარების შემთხვევაში. მაგრამ არ არის გამორიცხული, რომ ლაპარაკი იყო ასევე პუტინის დოსიეზე. მისი ნაადრევი გამჟღავნება ჩინეთისათვის ხელსაყრელი არ არის, ისევე, როგორც მოსკოვისათვის. სანამ ყველაზე მსუქანი რუსები აგზავნიან და აგზავნიან თავის ნაძარცვს ჰონკონგში, არ შეიძლება მათი დაფრთხობა.
მაგრამ როცა მოვა დრო, სინათლეს ნახავს ათობით მასალა კორუფციის შესახებ, რომელსაც პუტინი და მისი თანამოაზრეები პრაქტიკულად იყენებდნენ სხვა ქვეყნებში. ფიფა-სთან დაკავშირებული ინციდენტი იყო პირველი მინიშნება იმაზე, თუ როგორ სწრაფად შეიძლება გამომჟღავნდეს ყველაფერი. ფაქტია, რომ შტატები ადვილად აგნებენ კვალს ყოველ უნაღდო დოლარს, რადგან მათი გადაადგილება მიმდინარეობს ამერიკული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშების მეშვეობით, და ამ ეტაპზე ყველა ეს ფული შედის აშშ-ს იურისდიქციაში აქედან გამომდინარე ყველა შედეგით.
თუ შეერთებული შტატები შეძლებენ დაამტკიცონ რუსეთის კორუფციული ქმედებები ჩინეთის ოფიციალურ პირებთან მიმართებაში, ალტერნატიული აეროდრომები ჰონკონგში მყისიერად გაქრება, მოხდება ფულის ანგარიშებიდან კონფისკაცია, ხოლო გაქცეულ რუსებს საიქიოს გაისტუმრებენ, რადგან ჩინეთში კორუფციის გამო საჯაროდ სჯიან სიკვდილით.
სანამ ტრამპი საქმეებს იბარებდა, მას თანდათან აცნობდნენ ვითარებას ამა თუ იმ მიმართულებით, და, რაღაც მომენტში, პუტინამდე და მის საქმეებამდეც მივიდნენ. უფრო მეტიც, მას განუმარტეს, რომ ექს-პრეზიდენტმა ობამამ გააკეთა კეთილი ნების ჟესტი და არ გაამჟღავნა ეს ინფორმაცია, სანამ დატოვებდა პრეზიდენტის პოსტს, მხოლოდ იმიტომ, რომ ტრამპს გააადვილებოდა ამ მყრალთან ანგარიშის გასწორება. ამ სიტუაციაში, როდესაც შტატების მაღალი პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამ საქმეების კურსშია, პუტინისათვის ხელის შეხება მეტად საშიშია. ნარკოტიკების უკანონო ბრუნვა, კორუფცია და გადასახადებისათვის თავის არიდება - ამას ამერიკის შეერთებულ შტატებში არასდროს არავის არ პატიობდნენ. ამაში უბრალოდ არავინ გაისვრიდა ხელს. მოვლენების ასეთი გააზრების შემდეგ, შეიძლება დავუბრუნდეთ განხილვას იმის შესახებ, რომ პუტინი - ტრამპის ბოსია, და კიდევ ერთხელ ვეცადოთ დასკვნების გამოტანას.
  ალბათ, სიტუაცია სულ სხვაგვარად გამოიყურება, არა ისე, როგორც ეს განიხილება აქ და როგორც მიეწოდება რუსეთიდან. უბრალოდ დროა ჩამოვაყალიბოთ საკუთარი ინფორმაციული საბაბი და გავავრცელოთ მოწინააღმდეგის სივრცეში. ჩვენ ამას უკვე ვაკეთებთ, მაგრამ ასეთი საბაბი ჯერ-ჯერობით არ არის ძალიან ბევრი და მიეწოდება მშვიდობიანი დროის რეჟიმში.  მაგალითად, უვიზო მიმოსვლა. „მშვიდობით, დაუბანელო რუსეთის“ გარდა სხვა არაფრის გაკეთება არ მოხერხდა. მაგრამ სწორი მიდგომის და მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე სწორი მიწოდების შემთხვევაში ეს იქნებოდა ინფორმაციული ბომბი, და ისინი უკვე ერთმანეთს დაერეოდნენ.
სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს ადეკვატური ორგანო, რომელიც სწორედ ამას შეასრულებდა ომის დამთავრებამდე. გარდა ამისა, ჩვენ ვერ ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც არა მხოლოდ შეძლებენ ამ საქმის ორგანიზებას, არამედ თუნდაც დაამტკიცებენ, რომ აცნობიერებენ ამ პრობლემას.
რადგან სტატია უკვე გადავიდა ლონგრიდის რეჟიმში, დაპირებულ ნაწილს იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება მტერს ახლავე წაავლო ხელი ქეჩოში და ამით აღნიშნო შეტევაზე გადასვლა საინფორმაციო ომის სივრცეში, ჩვენ გამოაქვეყნებთ მომდევნო სტატიაში.
---
 ფაშიზმის 4 მახასიათებელი  :
1. ტრადიციის კულტი, ცოდნის განვითარებისათვის ადგილი არ მოიძებნება.
2. მოდერნიზმის, ირაციონალიზმის უარყოფა.
3. მოქმედების კულტი მოქმედების გულისთვის. ეჭვიანობა  ინტელექტუალური სამყაროს მიმართ.
4. უთანხმოება - ღალატია.
5. რასიზმი.
6. დაყრდნობა ფრუსტრუირებულ შუა კლასებზე, რომლების დაზარალდნენ ნებისმიერი ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისის შედეგად.
7. ნაციონალიზმი. შეთქმულების იდეის აკვიატება, თუ შესაძლებელია, საერთაშორისო მასშტაბისა. ხალხი თავი უნდა იგრძნოს ალყაში.
8. მტერი ერთი და იგივე დროს ნაჩვენებია, როგორც ძალიან ძლიერი და ძალიან სუსტი.
9. ცხოვრება მარადიული ბრძოლაა. პაციფიზმი  მტერთან დაძმობილების ტოლფასია.
10. სუსტის მიმართ ზიზღი.
11. გმირობის კულტი უშუალოდ დაკავშირებულია სიკვდილის კულტთან.
12.მამაკაცურობის კულტი (ქალის უგულვებელყოფა და ნებისმიერი ნონკონფორმისტული სექსუალური ჩვევების დაუნდობელი დევნა).
13. თვისობრივი პოპულიზმი.
14. ახალი ენა.
უმბერტო ეკო
----- სულიმ იუნუსოვი :
რუსიზმი - კაცთმოძულეობის იდეოლოგიის განსაკუთრებული ფორმაა. მას საფუძველი ჩაეყარა ველიკოდერჟავულ შოვინიზმში,  რომელსაც ახასიათებდა სულიერების ნაკლებობა და სრული უზნეობა. ფაშიზმის, ნაციზმის, რასიზმის ცნობილი ფორმებისგან გამოირჩევა განსაკუთრებული სისასტიკით, როგორც ადამიანის, ასევე ბუნების მიმართ ... მოქმედების პრინციპია - ყველაფრის განადგურება, დამწვარი მიწის ტაქტიკა. გამოირჩევა მსოფლიო მეგალომანიის შიზოფრენიული ფორმით. აქვს მონური ფსიქოლოგია, პარაზიტირებს ცრუ ისტორიაზე ოკუპირებულ ტერიტორიებსა და დაჩაგრულ ერებზე. რუსიზმისთვის დამახასიათებელია მუდმივი პოლიტიკური, იურიდიულ-სამართლებრივი და იდეოლოგიური ტერორიზმი.
ჯოხარ დუდაევი
----- სულიმ იუნუსოვისგან :
რუსეთში ფაშიზმის 5 მახასიათებელი გერმან ობუხოვის მიხედვით:
1. ველიკოდერჟავული შოვინიზმი.
2. ხელისუფლების ყველა შტოს - აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების - შერწყმა  ძალოვან სტრუქტურებთან,  მედიასა და ბიზნეს ელიტასთან.
3. აგრესია მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ და მიმდებარე ტერიტორიების ანექსია.
4. განსხვავებული აზრის დევნა და პოლიტიკური მკვლელობები.
5. ფიურერის კერპთაყვანისმცემლობა .
----------

 „ყოფა. რეალობა“

რეალიტეტი (realdom; reality as a principle and institution; წარმოებულია სუფიქსით -„იტეტი“, ავტორიტეტის, პრიორიტეტის, სუვერენიტეტის ანალოგიურად).  რეალობა, როგორც მმართველი პრინციპი და ინსტიტუცია, შეიქმნა დასავლურ ცივილიზაციაში. რეალიტეტი არ არის მხოლოდ რეალობა, არამედ სამეცნიერო, ეპისტემოლოგიური, იურიდიული, პოლიტიკური, ეთიკური თეორიებისა და პრაქტიკის სისტემაა, რომელიც მოწოდებულია დაასაბუთოს რეალობა, როგორც უმაღლესი ღირებულება და დაიცვას იგი ყველა სახის გაყალბებასა და დამახინჯებისაგან. ამ მიზანს ემსახურება ვერიფიკაციის სამეცნიერო, სამართლებრივი, პოლიტიკური მეთოდები, მტკიცებულებები, მოწმობები, ფაქტების დადგენა, ექსპერიმენტული შემოწმება, მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი სასამართლოში, მოქალაქეთა თანასწორი წარმომადგენლობა სამთავრობო დაწესებულებებში და ა.შ. რეალობის ყველა ელემენტი: სუბიექტები, ობიექტები, მათი უფლებები, მოვალეობები, ურთიერთობები, ფაქტები, არტეფაქტები, - რეგულირდება და დაცულია კონსტიტუციით, ნორმებისა და კანონების სისტემით, საკუთრების უფლებით, ცოდნის მეცნიერული სტატუსით, ობიექტური ჭეშმარიტების ძიებით. მიუხედავად იმისა, რომ რეალიტეტი არ გამოირჩევა როგორც დამოუკიდებელი ინსტიტუცია, მის მხარდაჭერას და განმტკიცებას ბევრი სხვა სამართლებრივი, სამეცნიერო და საგანმანათლებლო დაწესებულება ემსახურება დასავლეთში.
არსებობენ ისეთი ცივილიზაციებიც, სადაც რეალობა არ წარმოადგენს პრიორიტეტულ ღირებულებას, და მისი ადგილი უკავია მითებს, რწმენას, იდეებს, ტრადიციებს, კოლექტიურ ცნობიერებს ან არაცნობიერს, ეთნიკურ ერთიანობას, სახელმწიფოს სიძლიერეს. რეალობის დაბალი სტატუსი საზოგადოებაში იწვევს მეცნიერების და კანონის როლის შესუსტებას (იხ. *ჰიპორეალობა).
*რეალ, ჰიპერ -, ჰიპორეალობა, როგორც, მინუს-სისტემა

ჰიპორეალობა (hyporeality; ბერძნ. hypo, ქვეშ, დაბლა, ნაკლები). რეალობის ტიპი, რომელიც განსხვავდება არარეალურისგან, ირეალურისგან სუსტად გამოხატული ნიშნებით. ჰიპორეალობის დამახასიათებელი თვისებებია: გარემოსგან სუსტად გამოკვეთილი ობიექტების გაურკვევლობა; მასისგან, კოლექტივისგან სუსტად გამოკვეთილი სუბიექტების გაურკვევლობა; ცივილიზაციის და მისი არტეფაქტების ამორფულობა, რომლებიც არ არის მკაფიოდ გამოყოფილი  ბუნებისაგან ან სწრაფად ძველდება, და მზადაა  დაშლისათვის.
ჰიპორეალობა უპირისპირდება რეალიტეტს, რეალობის, როგორც უმაღლესი ღირებულების, კოგნიტურ-სამართლებრივ სტატუსს დასავლურ ცივილიზაციაში. ამავე დროს ჰიპორეალობა განსხვავდება ჰიპერრეალობისაგან (იხ. ჰიპერ-), რომელიც განისაზღვრება, როგორც ჭარბი რეალობა, როგორც მისი გაძლიერებული სიმულაცია, პირველ რიგში, მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებით. ჰიპორეალობა, პირიქით, „სუსტია“, ბოლომდე არ არის გამოვლენილი, ნაკლებად მნიშვნელოვანი რეალობაა, რომელიც შეიძლება შეიცავდეს რაღაც უფრო დიდის პოტენციალს, იმედს, მოწოდებას, დაპირებას, მაგრამ  შეიძლება დარჩეს თვითკმარი სწორედ „ჰიპო“-ს დონეზე .
ჰიპორეალობა ზოგიერთი კულტურის თვისებაა დაიცვას წონასწორობა ყოფისა და არმყოფობის ზღვარზე. ყოფას არ აქვს დამოუკიდებელი ღირებულებები, არ არის საიმედოდ  დაცული დაშლისგან, ქაოსისგან, დაღუპვისგან, თუმცა ნახევრად უჩინარდება არმყოფობაში. არ არის განვითარებული სამეცნიერო, იურიდიული საშუალებების და გარანტიების სისტემა რეალობის ფიქციების, მითების, ცრურწმენისგან დასაცავად. რეალობის განმსაზღვრელ მახასიათებლებს შეიძლება მიეკუთვნოს მკაფიო საბაზო კულტურული საზღვრები, რომლებიც განაცალკავებენ: ცოდნას - მოსაზრებებისა და შეხედულებებისგან, ორიგინალს - ყალბისგან, ფაქტს - მონაგონისგან, ენერგიას - ენტროპიისგან, სამართალს - უსამართლობისაგან, საკუთარს -  უცხოსგან, კერძოს - საერთოსგან, ფორმას - ქაოსისგან, შრომას - უსაქმურობისგან და ა.შ. ჰიპორეალობა აუქმებს ან ასუსტებს ამ განსხვავებათა სისტემას, არღვევს ჭეშმარიტების, საკუთრების, მართებულის, ღირებულის სამეცნიერო, სამართლებრივ, მორალურ კრიტერიუმებს. ფაქტები შერეულია მითებთან. იდეოლოგია იმორჩილებს მეცნიერებასა და ხელოვნებას და ზღუდავს კვლევისა და შემოქმედების თავისუფლებას. შრომის ნაყოფი გამოიყურება არასაკმარისად დასრულებულად და დახვეწილად. არტეფაქტები მზადდება ნაჩქარევად, დაუდევრად, და კონტრასტულად არ გამოიყურებს გარემოს (მკრთალი, სუსტი, დაძველებული) ფონზე. სუბიექტები ვერ აღწევენ თვითშეგნებისა და თვითგამორკვევის სისრულეს, არ ხდებიან თავისუფალი და პასუხისმგებელი მოქალაქეები. სამოქალაქო საზოგადოება არ არის ჩამოყალიბებული, როგორც დამოუკიდებელი ძალა, როგორც სახელმწიფოსგან დამოუკიდებელი. ჰიპორეალობის პირობებში არ ყალიბდება მყარი ცნებები საკუთრების, სიმართლის, თავისუფლების, ინდივიდუალურობის, სამოქალაქო მოვალეობის, ადამიანის ღირსების შესახებ. რეალობის ყველა ეს თვისება უჩინარდება ბუნდოვან და აბსტრაქტულ ცნებაში სივრცის შესახებ, რომელიც მოკლებულია მკაფიო ფორმებს და გახსნილია ნებისმიერი ტრანსფორმაციისა და ცვალებადობისათვის.
     ჰიპორეალობას არა მხოლოდ გააჩნია გარკვეული სტრუქტურული თვისებები, არამედ გარეგნულადაც  საცნობია და ჩვეულებრივ ხასიათდება ისეთი ეპითეტებით, როგორიცაა ღარიბი, არა თვალშისაცემი, არამკაფიო, შეუმჩნეველი,  მიუსაფარი, უდაბური, დაბნეული,  არეული.
ადამიანს ყოველთვის სურს იცოდეს, თუ რა ეწოდება იმას, რაც უკვე გამოცდილი აქვს. დააპირებ ამის გაგებას, - სიტყვა კი არ არსებობს. ასე გაჩნდა მრავალი ცნება, რომელიც შევიდა „ჰუმანიტარულ მეცნიერებათა პროექციულ ლექსიკონში“.
“პიროვნება. ეთიკა”.

ორგრძნობიარობა ან გრძნობების დაძაბვა (doublefeel, ср. doublethink, ორაზროვნება). გრძნობათა გაორება, ემოციური ამბივალენტურობა. ზოგჯერ საფრთხის შესახებ პირველად იგებენ მაშინ, როდესაც ის უკვე დასრულდა, და მხოლოდ შემდეგ განიცდიან შიშსაც და სიხარულსაც. მაგალითად, აღმოაჩენენ და უსაფრთხოდ ამოკვეთენ სიმსივნეს, რომლის შესახებ ადრე ეჭვიც არ გქონიათ, ის კი იზრდებოდა შენში და ემზადებოდა გადაგვარებისათვის. ამავე დროს განიცდი შიშსაც საკუთარი თავის გამო უწინდელის, და სიხარულს - საკუთარი თავი გამო ამჟამინდელის. ასეთი „გრძნობების დაჭიმვა“ გამონაკლისს არ წარმოადგენს, არამედ წესია. ისინი მუდმივად თან ახლავს ჩვენ ცხოვრებას: ჩვენ ვარსებობთ, მაგრამ შეიძლება არც ვყოფილიყავით (არ დავბადებულიყავით, ბავშვობაში მომკვდარიყავით, გუშინ ავტობუსი შეიძლებოდა დაგვჯახებოდა). თუ მუდმივად „დავჭიმავთ“ საკუთარ თავს ამ ორგრძნობიარობაზე, გაჩნდება სუბიექტურად განცდილი ცხოვრების ღირებულება, მაგრამ ემოციური გადატვირთვა ძალიან მაღალი იქნება.
ორგრძნობიარობა იძენს ფილოსოფიურ ხასიათს, როდესაც მიმართულია მთლიანად სამყაროზე. ახალი ფიზიკური კანონების, პარალელური სამყაროების და ა.შ. სამეცნიერო აღმოჩენამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანში ორმაგი გრძნობა: მიტოვების, მარტოობის, კოსმიური აგორაფობიის - და, ამავე დროს, ეს ცოდნის, სამყაროს სულიერი დაუფლების სიხარულის. „სივრცის მეშვეობით სამყარო მოიცავს და შთანთმქავს მე, ხოლო აზრის დახმარებით მე მოვიცავ სამყაროს“ (პასკალი, „ფიქრები“). ესთეტიკური ორგრძნობიარობა -  სიხარულის და ტანჯვის ერთად განცდაა, როდესაც აღიქვამ ხელოვნების თვალსაჩინო ნიმუშებს (* stradost). ორგრძნობიარობა - ურთიერთსაპირისპირო აფექტების დაახლოვება და ურთიერთგანადგურება - აისახა არისტოტელეს კათარსისის ცნებაში, რომელმაც შემდგომ ჰპოვა განვითარება ლ. ვიგოტსკის  „ხელოვნების ფსიქოლოგიაში“.
*ამბი-, ამბიპათია, აზრის კათარსისი, ურთიერ საპირისპირო გრძნობები, სელფ-ემოცია, სიხარული და ტანჯვა, ფილოფილია, ფობიოფილია, ფილოსოფიური გრძნობები
===

http://novaukraina.org/news/urn:news:ECF696  anti-colorados
თარგმანი
მ.ფ.ლ
12/07/2017














http://arzamas.academy/courses/46

https://bdt.timepad.ru/event/503418/





Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised