ფსიქიკური აშლილობები რელიგიურ-მისტიკური განცდებით: მოკლე სახელმძღვანელო ექიმებისათვის ნაწილი 3
4.1.2. ფსიქოპათოლოგიური ასპექტი
თანამედროვე ფსიქიატრია არ აყენებს ეჭვქვეშ, რომ შეპყრობილობა წარმოადგენს ფსიქოპათოლოგიურ მოვლენას, ექვემდებარება რაციონალურ ახსნას და იმავე ზოგადპათოლოგიურ კანონებს, როგორც ყველა სხვა ფსიქიკური აშლილობა. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ჟ. ესკიროლმა დემონომანია აღწერა სხვა ფსიქიკურ დაავადებებს შორის [42], ამ მოვლენის ღრმა საბუნებისმეტყველომეცნიერული შესწავლა პირველად განახორციელა ფრანგი ფსიქიატრების ჟ. შარკოსა და პ. ჟანეს სკოლამ. პ. ჟანეს წიგნში „ნევროზი და ფიქსირებული იდეები“ აღნიშნულია, რომ ჩვენთვის ცნობილი ეშმაკეულობის ყველა ისტორიულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ფსიქიკურ აშლილობას, და რომ ეგზორცისტთა შელოცვები მოქმედებდნენ ჰიპნოზის დროს ჩაგონების მსგავსად [8]. წიგნის ერთ-ერთი თავი მიეძღვნა ეშმაკეულობის შემთხვევის ანალიზს.
ავადმყოფი აქილევსი ეკუთვნოდა საზოგადოების დაბალ ფენას და ცხოვრობდა გარემოში, რომელიც ხასიათდებოდა დიდი ცრუმორწმუნეობით. მამამისს სტანჯავდა შიშები, ახლობლები ამბობდნენ, რომ მან სული მიჰყიდა ეშმაკს, რომ იგი დადის ბებერ ხესთან, რათა ესაუბროს სატანას, და იღებს მისგან ტომარას ვერცხლის ფულით. ბაბუა არაერთხელ გაქცეულა სახლიდან უმიზეზოდ, დედას აწუხებდა დემენცია და ლოთობდა. აქილევსი განვითარებაში არ ჩამორჩებოდა თანატოლებს, გამოირჩეოდა სერიოზულობით, მგრძნობიარობით, უბრალო, მაგრამ უჩვეულო შემთხვევა იწვევდა დაბნეულობას. 33 წლის ასაკში იგი მოკლე დროით გაემგზავრა სახლიდან, რომლის დროსაც უღალატა მეუღლეს, იყო შეშფოთებული იმით, თუ როგორ დაემალა ცოლისთვის მისი თავგადასავლები. ცოტა ხნის შემდეგ იგი გახდა დაღვრემილი, შეფიქრიანებული, თითქმის არ აქცევდა ყურადღებას მეუღლეს და შვილს, იყო სიტყვაძვირი, შემდეგ კი საერთოდ შეწყვიტა ლაპარაკი. როდესაც გარკვეული დროის შემდეგ აქილევსს დაბრუნდა მეტყველების უნარი, იგი უჩიოდა სხვადასხვა სახის ტკივილს: „ძალა აღარ მაქვს, ყველგან მტკივა, ჭამა არ მინდა, მაგრამ საშინელი წყურვილი მკლავს“. ამის შემდეგ, იგი დაწვა საწოლში, მეუღლის ყველა კითხვას პასუხობდა, რომ არ იცის, რას მოჰყავს სასოწარკვეთაში, რომ უნებლიეთ ცუდი წინათგრძნობა აქვს. რამდენიმე დღის შემდეგ, იგი მოულოდნელად წამოხტა, დაჯდა, ფართოდ გაახილა თვალები და აუტყდა საშინელი კონვულსიური სიცილი, რომლისგან მთელი სხეული უცახცახებდა. შემდეგ აქილევსი წამოდგა საწოლიდან, სასოწარკვეთილი ყვიროდა, რომ მას ნაწილ-ნაწილ აჭრიდნენ ხორცს, რომ დადგა ქვეყნის აღსასრული. ყვირილი და უწესრიგო მოძრაობები საღამომდე გაგრძელდა. როდესაც გაიღვიძა, მან განაცხადა, რომ დაინახა ეშმაკი პატარა ეშმაკების გარემოცვაში, და მაშინ მიხვდა, რომ ეშმაკი შეუჩნდა და აიძულებს საშინელი მკრეხელური სიტყვების თქმას. მისი აზრით, ამ სიტყვებს თავად კი არ წარმოთქვამდა, არამედ მისი ნების წინააღმდეგ. გარდა ამისა, ეშმაკი უგრეხდა ხელფეხს და აყენებდა აუტანელ ტკივილს. აქილევსი სარგებლობდა სხვების უყურადღებობით და გარბოდა სახლიდან, დარბოდა მინდორში და იმალებოდა ტყეში, სადაც მას პოულობდნენ შეშინებულს. იგი წაიყვანეს სალპეტრიერში, სადაც დიდი ხნის განმავლობაში მკურნალობდა ჟ. შარკოს კლინიკაში.
თავის ნაშრომში პ. ჟანე გულდასმით და დეტალურად აღწერს ჩაგონების მკურნალობის მეთოდებს, რომლის გამოყენების შემდეგ პაციენტი გამოჯანმრთელდებოდა. აღწერილ შემთხვევას ავტორი განიხილავს მის მიერ შემუშავებული ფსიქოლოგიური ავტომატიზმის კონცეფციიდან გამომდინარე, რომელმაც, გარკვეულწილად, წინ გაუსწრო ფროიდის ფსიქოანალიზს.
სამამულო ფსიქიატრიაში ეშმაკეულობის მოვლენებს სწავლობდა ნ. კრაინსკი. თავის ნაშრომში „გათვალვა, ბნედიანები, ეშმაკეულები“ მან პირველმა აღნიშნა აშლილობის წარმოქმნის მრავალფაქტორულობა [17]. ნ. კრაინსკის აზრით, იგი უფრო ხშირად უჩნდებოდათ ქალებს, რომლებიც ეწეოდნენ გლეხის მძიმე შრომას და ჰქონდათ გარკვეული ფიზიკური დაავადებები. შემთხვევა, რომელსაც ისტერიული ქალი უკავშირებს გათვალვას, დაკავშირებულია ჯადოსნობაში ეჭვმიტანილ პირთან. როდესაც მისგან მიიღო გარკვეული ნივთი, პაციენტი ცუდად გრძნობდა თავს.
თანდათანობით მას უყალიბდება რწმენა, რომ „გათვალულია“. დაავადება ვითარდება რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში და თან ახლავს ტკივილი გულის კოვზთან, შებოჭილობის განცდა გულის არეში, დაბუჟება, მთელ ტანში ჟრუანტელის შეგრძნება. შემდეგ უჩნდება განცდა, რომ გულის კოვზის ქვეშ „რაღაც უცხო სხეულია“, ყელში აწვება და ახრჩობს. გაღრმავებული იზოლაციის, გულჩათხრობილობის და გაღიზიანების ფონზე ჩნდება სიწმინდეთა მიმართ აკვიატებული შიშის გრძნობა: შეუწყნარებლობა წმინდა ნივთების, ხატების, საკმეველის და ა.შ. მიმართ. შემდეგ ნანახისა და მოსმენილის გავლენის ქვეშ, სხვა ბნედიანებს უჩნდებათ წმინდა სულით შეპყრობილობის იდეა. პირველი შეტევა, როგორც წესი, საჯაროდ ხდება, ღვთისმსახურების დროს. ბნედიანი გამოსცემს უსიტყვო ხმებს სხვადასხვა ინტონაციით (ძაღლივით ყეფა, მამალივით ყივილი, სლოკინი). ხმები ითქმება ხმამაღლა, მაღალ ნოტებზე. გაურკვეველი ხმების გარდა, როგორც წესი, წამოიყვირებენ სიტყვებს, რომლებითაც გამოხატავენ საკუთარ განცდებს („ცუდად ვარ, ვიტანჯები“), დასაძრახ აზრებს (ლანძღავს წმინდანებს, მღვდლებს, რელიგიურ ნივთებს და საეკლესიო საიდუმლოებას). ასევე წამოიყვირებს ჯადოსნების და ეშმაკების სახელებს. ყვირილს თან ახლავს მოტორული სიმპტომები. ბნედიანი ეცემა მიწაზე, ასრულებს უწესრიგო და ქაოტურ მოძრაობებს: გორაობს, შფოთავს, ხელფეხს აბრახუნებს იატაკზე, ცახცახებს. ბნედიანის ქცევის თავისებურებებს ეკუთვნის ფრთხილად დაცემა (ბნედიანის სხეულზე არასდროს არ უნახავთ არანაირი სისხლჩაქცევები ან დაჟეჟილობა); შეტევის დროს ინარჩუნებს საუბრის წარმართვის შესაძლებლობას, იგი პასუხობს მის სხეულში მყოფი დემონის სახელით. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბნედიანი ქალი აკონტროლებს ღვთისმსახურების მიმდინარეობას და უკავშირებს ლოცვის შინაარსს, როგორც შეტევის დასაწყისს, ასევე მის დასასრულს. შეტევის ბოლოს ეწყება კუნთების მოდუნება. ბოდვას და ჰალუცინაციებს ბნედიანებში და ეშმაკით შეპყრობილობის იდეებს ნ. კრაინსკი მიიჩნევს ცრურწმენისა და რწმენის ნაყოფად. გამოკვლეულ პაციენტებში იგი ყოველთვის ვერ პოულობდა ისტერიულ თვისებებს, მაგრამ აღმოაჩენდა ტკივილს გულის კოვზის ქვეშ (globus hystericus), ასევე მეტეორიზმს და დაბუჟებას. აღსანიშნავია, რომ ბნედიანები ადვილად ემორჩილებიან ჰიპნოზს.
ზოგიერთმა მკვლევარმა აღწერილ მოვლენებს მისცა პათოგენეტიკური ინტერპრეტაცია. ნ. კრაინსკის წიგნის წინასიტყვაობაში ვ. ბეხტერევი აღნიშნავდა, რომ ბნედიანობა და ეშმაკისეულობა ვითარდება ისტერიულ ნიადაგზე. რიტმული განმეორების, ასევე მამოძრავებელი ქარიშხალის ინსტინქტური ფორმების ტენდენციას ე. კრეჩმერი მიაკუთვნებდა ნერვულ-ფსიქიკური რეაგირების ჰიპობულურ ტიპს [19]. განსაკუთრებით ღრმად ისტერიის პათოგენეტიკური საფუძველი გამოავლინა ი. პავლოვმა. მან დაადგინა დამთრგუნველი პროცესების სიჭარბე თანდაყოლილი სუსტი ტიპის ნერვულ სისტემაში, რაც იწვევს ქერქქვეშა ავტომატიზმის გათავისუფლებას [24].
შეპყრობილობის მოვლენები დღესაც ფიქსირდება. მათ გავრცელებას ხელს უწყობს დაბალი განათლების დონე, კულტურული გარემო, გარკვეული რელიგიური მოძრაობები [34,47,50,53, 57,63]. დაუფლების ან დემონური გავლენის რწმენის ინტერპრეტაცია არ შეიძლება ცალმხრივად, როგორც ბოდვის და ცრურწმენის. პირიქით, ისინი უფრო მიეკუთვნებიან პათოპლასტიკურ ფაქტორებს, რომლებიც გარკვეულ როლს თამაშობენ ფსიქიკური დაავადების კლინიკური სურათის ფორმირებაში.
4.1.3. შეპყრობილობის სიმპტომების კომპლექსის კლინიკური ვარიანტები
შეპყრობილობის სიმპტომების კომპლექსი შეინიშნება სხვადასხვა ფსიქიკური აშლილობის დროს. ს. პფაიფერის მონაცემებით, 346 პაციენტის შემოწმებისას, დემონური გავლენის რწმენა დაფიქსირდა შიზოფრენიით დაავადებულთა 56%-ში, განწყობის აფექტური აშლილობის მქონე პაციენტების 29%-ში, პაციენტების 48%-ში შფოთვის აშლილობით, პიროვნების დარღვევების მქონე პაციენტების 37%-ში, და ქცევითი სინდრომების მქონე პაციენტების 23%-ში [58]. ამრიგად, შეპყრობილობის კლინიკური რეალობა სულაც არ არის ერთგვაროვანი. კერძოდ, შეპყრობილობის მდგომარეობა შეცვლილი ცნობიერებით სრულიად არ ჰგავს მდგომარეობას, რომლის დროს გონება რჩება ნათელი [48]. ლიტერატურის და საკუთარი კვლევების მონაცემების საფუძველზე ჩვენ გამოვყავით შემდეგი კლინიკური ვარიანტები.
დისოციაციური ვარიანტი. თავისი კონსტრუქციით შეესაბამება აშლილობას F44.3 - ტრანსი და შეპყრობილობა (დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაცია-10, დსკ) [29]. ხასიათდება ცნობიერების დროებითი შემცირებით, ვიწრო და შერჩევითი კონცენტრაციით გარემოს სტიმულებზე, დაუფლების მდგომარეობაზე, როდესაც პაციენტი დარწმუნებულია, რომ იგი შეპყრობილია სულის, ძალის, ღვთაების ან სხვა ადამიანის მიერ.
ღრმად რელიგიური პაციენტი ღვთისმსახურების დამთავრების შემდეგ ესაუბრებოდა მეგობარს, რომელმაც დაარწმუნა, რომ საგადასახადო საიდენტიფიკაციო ნომერის გაფორმება დიდი ცოდვაა. საუბრის შემდეგ მას გაუჩნდა შიში, შფოთვა, მოუსვენრობა. გადაწყვიტა უარი ეთქვა საგადასახადო საიდენტიფიკაციო ნომერზე. ტრამვაიში იგრძნო აჩქარებული გულისცემა, ტკივილი გულმკერდის არეში, სულის ხუთვის განცდა. მიხვდა, რომ სატანის ხელში იმყოფებოდა, რომელიც მიათრევდა ჯოჯოხეთში. იმის შესახებ, რაც შემდგომ მოხდა, შემორჩა ფრაგმენტული მოგონებები. სავარაუდოდ, გადმოვიდა ტრამვაიდან, დაეხეტებოდა ქალაქში, ეძებდა ეკლესიას. ტაძარში შესვლისთანავე ჩააცივდა მრევლს, მღვდლებს, ეუბნებოდა, რომ შესცოდა, ითხოვდა გაეთავისუფლებინათ ბოროტი ძალისგან. გადაიყვანეს ფსიქიატრიულ სტაციონარში, სადაც დაეწყო ძლიერი ფსიქომოტორული აგზნება, ყვიროდა, ხელებს აქნევდა, ყველას უყურებდა ფართოდ გახელილი თვალებით, შემდეგ მთელი დღის განმავლობაში სულელურად იქცეოდა, პასუხობდა უადგილოდ, ზოგჯერ იცინოდა, ზოგჯერ დათრგუნული იყო.
ამ მაგალითში მოცემულია პირდაპირი უშუალო კავშირი ფსიქოტრავმასა და წარმოქმნილ აშლილობას შორის. ფსიქოგენურ პროლონგირებულ რეაქციას აქვს რთული სტრუქტურული ხასიათი, მათ შორის პანიკის შეტევის, ცნობიერების შევიწროვების, დაუფლების, ფსევდოდემენციის ბოდვის მსგავსი განცდების სინდრომი.
ქვევით წარმოდგენილ დაკვირვებაში საკმარისად ნათლად ჩანს დისოციაციური ვარიანტის ყველა სტრუქტურული კომპონენტი.
დაკვირვება 4.
პაციენტი გ., 43 წლის. დაიბადა და გაიზარდა რელიგიურ ოჯახში. ხასიათით ყალიბდებოდა როგორც აქტიური, კომუნიკაბელური, სკოლაში სწავლის დროს მონაწილეობდა მხატვრულ თვითშემოქმედებაში, უყვარდა, როდესაც ყურადღებას აქცევდნენ, ცდილობდა ყოფილიყო ლიდერი. ბავშვობაში მას ჰქონდა თავის ტვინის შერყევა. 33 წლის ასაკში, დასთან სტუმრად ყოფნის დროს ქალაქგარეთ მას ჩაუტარდა ყბის კისტის ოპერაცია. ანესთეზიის დროს, გონება დაკარგა, გონს მოეგო, როდესაც „ხელოვნურ სუნთქვას“ უტარებდნენ. ექიმების განცხადებით, გადაიტანა „კლინიკური სიკვდილი“. ექვსი თვის შემდეგ, პირველად აღნიშნა უჩვეულო მდგომარეობა, როდესაც გრძნობდა, რომ მის თავში შედიოდა ენერგია, შემდეგ განიცდიდა გარკვეულ გაორებას: „სხეულს სცილდება ხელები, ფეხები, თითქოს სხეულიდან გამოვდივარ და საკუთარ თავს ვხედავ გარედან“. ეს მდგომარეობა იყო ხანმოკლე და სწრაფად გადიოდა., 34 წლის ასაკში მას ჰქონდა ხილვა: „თეთრი მბრუნავი ქვა, ცისფერი ფონი, აღმოსავლური სახის მოყვანილობის ქალი, რომელიც ჰგავდა ავადმყოფს, თვალებს ახამხამებდა, თითქოს ყველაფერი სიზმარში ხდებოდა“. ამ ეპიზოდების მიუხედავად, იყო ადაპტირებული, სამსახურის შეწყვეტა დაკავშირებული იყო სოციალურ მიზეზებთან. 1992-1994 წწ. იყო შრომის ბირჟაზე, 1999 წლის იანვრიდან მუშაობდა კურიერად სატელეფონო სადგურზე. 90-იან წლების დასაწყისში ცდილობდა გარკვეულიყო მისი მეუღლის სომატურ დაავადებაში, ამიტომ დაიწყო ძალიან ბევრი წიგნის წაკითხვა ოკულტიზმის შესახებ, ესწრებოდა კაშპიროვსკის სეანსებს, დადიოდა რერიხის ცენტრში, სადაც „მონაწილეობდა სულებთან კავშირის დამყარების სეანსებში“. 40 წლის ასაკში განიცადა სტრესი ქალიშვილის უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების გამო, მასთან ერთად მიდიოდა ყველა გამოცდაზე, იდგა კარს უკან, განიცდიდა. ქალიშვილს რომ დახმარებოდა ჩაბარებაში, ეკლესიაში შევიდა სალოცავად. წირვის დროს „დაეწყო კრუნჩხვები“. ესმოდა ხმები: „წადი აქედან, ერთად წავიდეთ მარადისობაში“. როდესაც სახლამდე მოახერხა მისვლა, მღვდელი მოითხოვა, რათა დაედგინა: სატანამ შეიპყრო თუ ეს ფსიქიკური დაავადებაა. გამოკვეთილი აჟიტაციის გამო გადაიყვანეს ფსიქიატრიულ სტაციონარში. ჩატარებული მკურნალობის შემდეგ ფსიქოტური სიმპტომატიკა იყო კუპირებული. გამოწერის შემდეგ დადიოდა მღვდლებთან, რომლებიც ეწეოდნენ ეშმაკის განდევნის პრაქტიკას (ეგზორციზმი). ბოლო წლებში ფსიქოპათოლოგიური სიმპტომატიკა გართულდა, გამოთქვამდა ბოდვით ფანტაზიებს იმის შესახებ, რომ მისი ოჯახი - მეფე დავითის შთამომავალია, თვითონ კი - თამარ მეფისა. ამის დამამტკიცებელ ფაქტად მიაჩნდა, რომ მას აქვს „სემიტური ტიპის სახე“, ხოლო მის შვილებს, ისევე როგორც მეფე დავითს და იესო ქრისტეს, ცისფერი თვალები და ქერა თმა. მეორე ჰოსპიტალიზაციის წინ მოილოცა, მონაწილეობდა ეშმაკის განდევნის პროცედურაში. პროცედურიდან დაბრუნების შემდეგ რამდენიმე დღის განმავლობაში ცუდად ეძინა, ცოტას ჭამდა, დაბრუნდა დაღლილი. სახლში იყო აგზნებული, ღვარძლიანი, იმპულსური, გამოთქვამდა აზრს, რომ მასზე, მისი მაღალი წარმომავლომის გამო, ნადირობენ საიდუმლო სამსახურის აგენტები. მოთავსებული იქნა ფსიქიატრიულ სტაციონარში, სადაც კლოპიქსოლით მკურნალობის შემდეგ ფსიქოტური მოვლენები შენელდა.
მკურნალობის შედეგები: ორიენტირებულია ადგილსა და დროში, საკუთარ პიროვნებაში. რამდენამდე დემონსტრაციულად მოაქვს თავი, კითხვებზე პასუხობს ცოცხლად, ემოციურად. განწყობის ფონი ოდნავ გაზრდილი აქვს. მის ჰოსპიტალიზაციას ხსნის იმით, რომ მას „ჰქონდა ბოდვა და ესმოდა ხმები“, ახლა ეს არ აქვს. ყურადღება გამახვილებული აქვს რელიგიურ თემატიკაზე, დარწმუნებულია, რომ ფსიქიკური დაავადება არ აქვს, არამედ „ეშმაკის მიერაა შეპყრობილი“. ამის დასამტკიცებლად მოჰყავს მაგალითები ბიბლიიდან. ხატოვნად და დეტალურად აღწერს ეშმაკის განდევნის რიტუალს: „მღვდელი ატარებს რიტუალს. მე ვდგავარ და უცებ ძირს ვეცემი. შემდეგ თვალები მეხუჭება, თითქოს მძინავს, მღვდელი თავზე მადებს ბიბლიას, მაგრამ ისევ მიწისკენ ვიხრები. როდესაც მან დაამთავრა ბიბლიის კითხვა, გონებაში ყველაფერი შეერთდა და ყვირილით გამოვიდა ჩემგან. ჩემი ყვირილი დემონებს ეკუთვნოდა, ეს ყვირილი მესმოდა მხოლოდ მე, ესმოდა მღვდელს და სულიერ ქალს“ .
განყოფილებაში აქტიურია, კომუნიკაბელური, ურთიერთობა აქვს მუდმივ პაციენტებთან, ესაუბრება მათ რელიგიურ თემებზე. საკუთარი დაავადებისადმი დამოკიდებულება ამბივალენტურია. ერთი მხრივ, თანახმაა, რომ მას აქვს ფსიქიკური დაავადება, მეორე მხრივ, მიიჩნევს, რომ ეს მხოლოდ მღვდლებს ხელეწიფებად. კითხვაზე, თუ რატომ ვერ განდევნეს მღვდლებმა დღემდე ეშმაკი, პასუხობს: „ყოველი მღვდელი გარკვეული დემონის სპეციალისტია, მე კი ისეთი სატანა შემიჩნდა, რომ ამის სპეციალისტი ვერ ვნახე“.
დიაგნოზი: F06.5 ორგანული დისოციაციური აშლილობა.
კლინიკური სურათის შესწავლამ აჩვენა, რომ პაციენტს, რომელმაც ანესთეზიის შემდეგ გონება დაკარგა, დაეწყო ისტერიული ხასიათის ხანმოკლე დისოციაციური აშლილობა, რომელიც შემდეგ შეცვალა შეცვლილი ცნობიერების გაშლილმა მდგომარეობამ ისტერიული ჰიპერკინეზებით, ისტერიული სტიგმებით, ბოდვის მსგავსი ფანტაზიებით და ჰალუცინაციური განცდებით. პაციენტი პრიმიტიულია, ცრუმორწმუნე, ფსიქიკური აშლილობები უჩნდება ძლიერი ფსიქოგენური ზემოქმედების ფონზე, რომელიც გამოწვეულია „ეშმაკის განდევნის“ რელიგიური რიტუალებით. ყურადღებას იქცევს ის გარემოება, რომ მწვავე სიმპტომატიკა ფსიქოზური ეპიზოდების დროს სწრაფად წყდება.
პარანოიდულ-იპოქონდრული ვარიანტი. იგი ითვალისწინებს შემთხვევებს, როდესაც იპოქონდრიული სინდრომებისათვის დამახასიათებელი ფიზიკური უბედურების, ფსიქალგიის, სენესტოალგიის, სენესტოპათიის, სენესტეზიის შეგრძნება ინტერპრეტირებულია, როგორც გათვალვის შედეგი ორგანიზმში არსებული უწმინდური ძალის მიერ. პაციენტები დარწმუნებული არიან, რომ მათ უკურნებელი დაავადება აქვთ, უარს აცხადებენ გამოკვლევაზე, მკურნალობაზე („აქ ექიმები ვერ დაგვეხმარებიან“). ზოგჯერ რეალური, ხშირად მოტორული ნევროლოგიური სიმპტომები, მაგალითად, გემიფასციალური სპაზმი, განიხილება, როგორც უმაღლესი მისტიკური არსებების მიერ დაუფლების გამოვლინება [36, 52].
ჰალუცინაციურ-ბოდვითი ვარიანტი. შეენიშნებოდა შიზოფრენიული სპექტრის ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებს და ხასიათდებოდა კანდინსკი-კლერამბოს სინდრომის ელემენტების თანაფარდობით ზემოქმედების ბოდვით. იმ შემთხვევაში, თუ კლინიკურ სურათში სჭარბობს ასოციაციური ავტომატიზმი, სინდრომის ძირითადი კომპონენტი - გარე ძალების ზემოქმედების განცდა - პერსონიფიცირებულია და მიეცა ეშმაკით დაუფლების ინტერპრეტაცია. სმენითი ფსევდოჰალუცინაციები, ძალადობრივად გაჩენილი აზრები, მოგონებების გასაჯაროება გაგებული იყო, როგორც „ეშმაკის ხრიკების“ შედეგი. პაციენტები ჩიოდნენ, რომ სატანის ხრიკების გამო თავში უჩნდებათ აზრები, რომლებიც შეურაცხყოფენ ღმერთს და მღვდლებს („ღმერთი და ეშმაკი ერთი და იგივეა“). ესმით ხმები, რომლებიც მოუწოდებენ ჩაიდინონ ცოდვა („მესმის სიძის ხმა სხეულში, ცდილობს ჩემთან სექსუალურ ცხოვრებას, ეს ჩემში სატანაა, მაცდუნებს, თუ დავუთმობ მას - ცუდად იქნება ღმერთი“).
სენესტოპათიური ავტომატიზმის მქონე პაციენტები მტანჯველ, უსიამოვნო შეგრძნებებს სხეულში განიცდიდნენ, როგორც ზებუნებრივი არსებების უშუალო ჩანერგვას. მაგალითად, პაციენტს ეჭვის, შფოთვის, მოუსვენრობის ფონზე გაუჩნდა უსიამოვნო შეგრძნებები თავში („ვიღაც მიბნევს აზრებს, თითქოს მათი განადგურება უნდა“). ერთი ჭიქა წყალი როდესაც დალია, იგრძნო, რომ რაღაც არსება გადაყლაპა. როდესაც შხაპს იღებდა, სარკეში დაინახა ვიღაცის სახე, შემდეგ იგრძნო, რომ მის სხეულში ვიღაცაა, უგლეჯს შიგნეულობას, გვერდებს. თავსა და ყურებში მკაფიოდ მოესმა წრიპინი, შემდეგ ხმა: “დაგგლეჯ!“ გადაწყვიტა, რომ სატანის ხელშია, დაიწყო ყვირილი, ითხოვდა შველას.
სხვა შემთხვევაში, პაციენტი გრძნობდა, რომ მისი სხეულიდან გაზები გამოდის, იწვევდა ღებინებას. როდესაც შვება ვერ იგრძნო, მიხვდა, რომ ბოროტი სულით არის შეპყრობილი: „შიგნით ვიღაც მიზის, მუცელს მიგლეჯს. მუცელში ყველაფერი დაჭიმული მაქვს, რაღაც ფართხალებს“. განიცადა ძალადობრივი მოძრაობები კიდურებსა და ენაზე.
ხშირად ჩნდებოდა, თავისი ფენომენოლოგიით რთული, ბოდვითი დეპერსონალიზაცია და დერეალიზაცია. ტოტალური დეპერსონალიზაცია (მეტამორფოზის ბოდვა) გამოიხატებოდა ჩონჩხის დეფორმაციის, ბალანის, რქების, ბრჭყალების, კუდის ამოსვლის განცდით. ბოდვითი ქცევა ხასიათდებოდა ფსიქომოტორული აგზნებით, სუიციდალური მცდელობით და ქმედებებით.
დაკვირვება 5.
პაციენტი ს., 19 წლის. მემკვიდრეობითობა არ აქვს დამძიმებული ფსიქიკური დაავადებებით. დედა ბუნებით რბილი, მორცხვი, მამა - ეპილეფსური თვისებების მქონე ხასიათით. უმცროსი და ჯანმრთელია, სწავლობს უმაღლეს სასწავლებელში. პაციენტი დაიბადა ნაადრევად, ფეხმძიმობიდან 7 თვის შემდეგ, რომელიც მიმდინარეობდა მწვავე რესპირატორული დაავადებების ფონზე, ფებრილური ტემპერატურით; მშობიარობის სტიმულირება, დაფიქსირდა სხეულის წონა 1500 გრამი. იმყოფებოდა ნევროპათოლოგების მეთვალყურეობის ქვეშ, გამოვლინდა სპასტიური დიპლეგია, დაუდგინდა დიაგნოზი „ბავშვთა ცერებრალური დამბლა“. ინვალიდია ბავშვობიდან. პირველ წლებში იყო მოუსვენარი, აგზნებადი, ჰქონდა ძილის დარღვევა. სიარულის უნარი გაუჩნდა 4 წლის ასაკში. ფსიქიკურ განვითარებაში არ ჩამორჩებოდა თანატოლებს. ხასიათით ყალიბდებოდა, როგორც ეჭვიანი, გულისხმიერი, დედის მოყვარული გოგონა. სწავლობდა ჩვეულებრივ სკოლაში მასობრივი პროგრამით. თუმცა განიცდიდა სირთულეებს წერის დროს, იღლებოდა უმნიშვნელო დატვირთვის შემთხვევაშიც კი. 12-13 წლის ასაკში ანესტეზიის ქვეშ ჩაუტარდა ქვედა კიდურების მყესების პლასტიკა. მე-6 კლასიდან გადავიდა სახლში სწავლების ფორმაზე. უყვარდა გიტარაზე დაკვრა, ცდილობდა დაეწერა ლექსები, სიმღერები, შეყვარებული იყო როკ-მუსიკოსს ბ.-ზე, აგროვებდა მისი კონცერტების ჩანაწერებს. ახლო მეგობარი არასოდე სარ ჰყოლია, თანაკლასელებთან ურთიერთობაში ინარჩუნებდა დისტანციას. ოჯახში იზრდებოდა განსაკუთრებული ზრუნვის გარემოში. 15 წლის ასაკიდან გახდა უფრო ჩაკეტილი, ეჭვიანი, კონფლიქტური, ხშირად ეჩხუბებოდა უმცროს დას, რომელსაც თვლიდა ნაკლებად ლამაზად, ვიდრე თავად იყო, მკვეთრად შემცირდა მეგობართა ისედაც უმნიშვნელო წრე, გახდა ზედმეტად ცრუმორწმუნე, მოუსვენარი. დაამთავრა საშუალო სკოლის 11 კლასი, უმაღლეს სასწავლებელში არ ჩაუბარებია. თავისუფალ დროს ატარებდა სახლში, მარტო, ხშირად ფანტაზიორობდა, წერდა ლექსებს. 17 წლის ასაკში გაუჩნდა გულგრილობის განცდა, შეინიშნებოდა სიამოვნების მიღების ნაკლებობა, ინტერესი დაკარგა სხვადასხვა საქმიანობის მიმართ. ადინამია, მადის დაკარგვა. აღნიშნავდა, რომ „აღარ ემორჩილებოდა ფეხები, უჭირდა გადაადგილება“. ამ შეგრძნებებმა არ გამოიწვია ნევროლოგიური დინამიკის გაუარესება. ექვსი თვის შემდეგ გაძლიერდა დეპერსონაციონალიზაციურ-დერეალიზაციური სიმპტომატიკა. გრძნობდა, რომ ხელები სხვისია, „დამძიმებული“, არ შეეძლო აზროვნება, როგორც ადრე, საკუთარ ლაპარაკს აღიქვამდა, როგორც სხვისას, ეჩვენებოდა, რომ ყველა საგანი შორ მანძილზეა. არ შეეძლო გონების ფოკუსირება ჩვეულებრივ საქმიანობაზე, დაერღვა ძილი. შემდეგ გაუჩნდა აზრი, რომ მოსწონს ბიჭს, რომელსაც სურს მისი გაცნობა დის დახმარებით, რომელსაც შურდა მისი სილამაზე და ასევე შეყვარებული იყო ამ ბიჭზე. დახმარებისათვის მიმართა ფსიქოლოგებს. ოსტეოპათის რეკომენდაციით მიმართა ექსტრასენს ქალს, რომელიც მკურნალობდა მას ტელეფონით მკაცრად ფიქსირებულ დროში. ორი თვის შემდეგ, ექსტრასენსთან სეანსის დროს, იგრძნო „სითბოს ნაკადი“, რომელიც მოდიოდა ტელეფონის ყურმილიდან, ყურებში გაუჩნდა ჩხვლეტის შეგრძნება. გაუჩნდა ვარაუდი, რომ ექსტრასენსმა „მოაჯადოვა მისი აზრები“. 2002 წლის შემოდგომაზე მდგომარეობა გაუარესდა. აღნიშნავდა, რომ ვიღაც უდებდა თავში ან ართმევდა აზრებს, გადაცემდა მათ მანძილზე. აღნიშნავდა, რომ ტელეპათიური ურთიერთობა აქვს ექსტრასენსთან, რომელსაც მასთან შინაგანი დიალოგი აქვს, აიძულებს უსურვოს მშობლებს ბოროტება, უწინასწარმეტყველოს სიმსივნე, სწრაფი სიკვდილი. ზოგჯერ გრძნობდა, რომ თავადაც შეეძლო გავლენა მოეხდინა სხვებზე. („შევხედე როკ-მუსიკოსს, მან კი თვალებიდან დენი გამოასხივა და მზერაც შეეცვალა“). შემდეგ გაუჩნდა უსიამოვნო შეგრძნება თავში, „ვიბრაცია“ საშოში, უკანა ტანში. ერთხელ სატელევიზიო ეთერში ნახა რელიგიური შინაარსის გადაცემა, და მივიდა დასკვნამდე, რომ ექსტრასენსი - ჯადოსანია. თანდათანობით ნათელი გახდა, რომ აზრების ჩადება, უსიამოვნო შეგრძნებები თავში, საშვილოსნოში, ბოროტი ძალების ზემოქმედების შედეგია, რომელიც შევიდა მის სხეულში „ჯადოსნის ენერგიული გავლენის ქვეშ“. მან განაცხადა, რომ თავდაპირველად დემონები, სავარაუდოდ, იყვნენ საშვილოსნოში, თავში, შემდეგ კი მთელ სხეულს დაეუფლენ, იწვევდნენ სითბოს, დაბუჟებას, წვას, მომავალში კი „სიმსივნეს“. მან აღნიშნა, რომ „ერთ დღეში გალურჯდა, დაბერდა და ნაოჭები გაუჩნდა სახეზე“. მან ასევე მიმართა ეკლესიას, სადაც მას დაუდასტურეს, რომ ეშმაკი შეუჩნდა, არაერთხელ იმოგზაურა ფსკოვში ეშმაკის ჯგუფურ განდევნაში მონაწილეობის მისაღებად, მღვდელს იწვევდა სახლში, მიაჩნდა, რომ ეს დაეხმარებოდა. როდესაც ხმამაღლა კითხულობდა სახარებას, უსიამოვნო შეგრძნებას განიცდიდა უკანა ტანში, რომელსაც განიხილავდა, როგორც „უწმინდურის გამოსვლას“ მისი სხეულიდან. ექვსი თვის განმავლობაში დაავადების გამოვლინების დაწყებიდან სამედიცინო დახმარებისათვის არ მიუმართავს. ფსიქიატრს მიმართა მშობლების დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, და იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. სტაციონარში ერთი თვის განმავლობაში განიცდიდა დისკომფორტს სხეულში, საკუთარ თავში ცვლილებების გრძნობას, გულახდილობას, აზრების შეჩერებას, არევ-დარევას და მოზღვავებას, გამოთქვამდა უწმინდური ძალით შეპყრობილობის იდეას. აღენიშნებოდა განწყობის დეპრესიული ფონი ყოველდღიური დინამიკის და აფექტის ვიტალიზაციის ნიშნების გარეშე. იღებდა ჰალოპერიდოლს, აპალეპტინს, რისპოლეპტს. აღენიშნებოდა პოზიტიური ფსიქოპათოლოგიის სიმპტომატიკის ინტენსივობის შემცირება, კლინიკურ სურათში წინა პლანზე წამოიწია აპათიამ, სიტყვების სიმწირემ, ემოციური რეაქციების შერბილებამ. ექვსი თვის განმავლობაში ამბულატორულად მკურნალობდა ქლორპტოტიქსენით. შემდეგ გაზრდილი იზოლაციის, უმოქმედობის, პროდუქტიულობის შემცირების შედეგად ისევ იქნა ჰოსპიტალიზირებული.
სტაციონარში მიღებისას: გონება ნათელი. საუბრის დროს ხუჭავს თვალებს, ერიდება ვიზუალურ კონტაქტს. ემოციურად უხალისო, დეპრიმირებული, თუმცა სუბიექტურად განწყობის დაქვეითებას არ ადასტურებს. ამბობს, რომ „ვერ იგებს საკუთარ აზრებს, გრძნობს მოდუნებას მთელ სხეულში“. ადანაშაულებს დას, რომ მან ექსტრასენსი „მიუგზავნა“, რომელმაც ტელეფონით დემონები „გამოუგზავნა“. არ გამორიცხავს, რომ ფსიქიკური დაავადება აქვს, შეიძლება შიზოფრენიაც, მაგრამ „წამლების მიღებას აზრი არ აქვს, რადგან ავადმყოფობა ექსტრასენსმა ჩაუნერგა“.
სტაციონარში ყოფნის პირველი კვირის განმავლობაში დროის უდიდეს ნაწილს ატარებდა საწოლში, დგებოდა მხოლოდ, როდესაც ნათესავები მოდიოდნენ. ავლენდა პასიურობას, ჭირვეულობას. დაიწყო მკურნალობა რისპოლეპტით, მაგრამ მას შემდეგ, რაც დაეტყო აშკარად მძიმე შფოთვა, მოუსვენრობა, ძილის დარღვევა, წამლის მიღება შეუჩერეს. ეგლონილით და ციკლოდოლით მკურნალობის ფონზე გახდა ნაკლებად შეშფოთებული, შეეჩვია განყოფილების პირობებს, მაგრამ ისევ გრძნობდა დაბნეულობას აზრებში, მოდუნებას მთელ სხეულში, არ სურდა აქტიურობის გამოხატვა. ეგლონილი მოუხსნეს და დაუნიშნეს კოაქსილი, მოგვიანებით რემერონი ქლორპროტიქსენთან ერთად, რომლის ფონზე შემცირდა პასიურობა, ბოდვითი სიმპტომატიკის აქტუალობა, გაუუმჯობესდა განწყობა და მადა. დაიწყო გადაადგილება განყოფილებაში სხვის დახმარებით, იღებდა ჰიგიენის ზომებს, თბილი ურთიერთობა ჰქონდა ნათესავებთან.
ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური გამოკვლევა: ინტელექტის სტრუქტურაში შეინიშნება არათანაბარობა: არავერბალური ინტელექტი - 76 ქულა, ვერბალური - 103. ზოგადი შეფასება - 91. აზროვნების გამოკვლევისას აღენიშნება სუსტი ნიშნების აქტუალიზაცია: მაგალითად, იგი აერთიანებს ერთ ჯგუფში ისეთ საგნებს, როგორიცაა ქოლგა, ბარაბანი, პისტოლეტი, რადგან ისინი „გამოსცემენ ხმას“. პიროვნების შესწავლამ გამოავლინა სოციალურ ადაპტაციასთან დაკავშირებული სირთულეები, შფოთვის ტენდენცია, რომელიც დაკავშირებული იყო სხვა ადამიანებთან შეუთანმხებლობასთან, გარემოს შეფასებისას შინაგან სუბიექტურ კრიტერიუმებზე ორიენტაციასთან, ასევე შეინიშნებოდა რეალობისგან მოწყვეტა.
ელექტროენცეფალოგრამაზე: დიფუზური ირიტაციული ცვლილებები დიენცეფალური სტრუქტურების ჩართვით, შემცირდა ქერქის ფუნქციური მდგომარეობა, ნერვული პროცესების ლაბირულობა და ლიკვოროდინამიკური დარღვევების არაპირდაპირი ნიშნები.
ნევროლოგიური შემოწმება: თანდაყოლილი ენცეფალოპათია (ბავშვთა ცერებრალური დამბლა, სპასტიკური ქვედა პარაპარეზი).
სომატური: გაზრდილი კვება, კანი სუფთა, ფერმკრთალი. არტერიული წნევა 120/80 მმ, პულსი: 68 დარტყმა წუთში, გულის საზღვრები პერკუტორულად ასაკობრივი ნორმის ფარგლებშია. I ტონი გულის წვერში დახშულია. ფილტვებში ხიხინი არ არის. მუცელი რბილი, უმტკივნეულო, ღვიძლი და ელენთა არ პალპირებს.
დიაგნოზი: F20.0 პარანოიდული შიზოფრენია.
პარანოიდალური შიზოფრენიის დიაგნოზი ზემოთ მოყვანილ დაკვირვებაში ეჭვს არ იწვევს. მიუხედავად იმისა, რომ პაციენტი იტანჯება თანდაყოლილი ენცეფალოპათიით ცერებრალური დამბლის სახით, შიზოფრენიული პროცესის დასაწყისი დროის მიხედვით მასთან არ არის დაკავშირებული. დაავადება დაეწყო 17 წლის ასაკში, ა. მეგრაბიანის თანახმად, დეპერსონალიზაციის ფენომენოლოგია გამოიხატა ფსიქიკური გაუცხოების სხვადასხვა სახის ნიშნით [21]. მისი გამოხატვა მერყეობდა თვითცნობიერების მკრთალობიდან აზრების და გრძნობების გაუცხოებამდე, როგორც გარედან განცდილი. ენდოფორმული სინდრომის ფსიქოპათოლოგიურ სტრუქტურაში [28] დეპერსონალიზაციური კომპონენტი განსაკუთრებით მკაფიოდ იყო გამოხატული და ვლინდებოდა ფსიქიკური ავტომატიზმის იდეოვერბალური და იდეოსენსორული ფორმებით. მანიფესტურ ეტაპზე თვითცნობიერების ცვლილებებმა მიიღო გამოხატული ბოდვითი ხასიათი. პაციენტმა გამოთქვა რწმენა, რომ სხვისი აზრების ჩადება, უსიამოვნო შეგრძნებები თავში, საშვილოსნოში მხოლოდ ბოროტი ძალების ზემოქმედების შედეგია, რომელიც ჩაინერგა მის სხეულში „ჯადოქრის ენერგიტიკული გავლენის ქვეშ“. ბოდვით იდეებს თან ახლდა ბოდვითი დაცვის შესაბამისი ფორმები. გაიზარდა რელიგიური აქტიურობა, პაციენტი იწვევდა სახლში მღვდლებს, მიმართავდა ეგზორციზმს. მკურნალობის დროს მწვავე პროდუქტიული სიმპტომატიკა შენელდა და შეცვალა ნეგატიურმა.
დეპრესიულ-ბოდვითი ვარიანტი. შეესაბამება ე. კრეპილინის მიერ აღწერილ კლინიკურ სურათს, რომლის მთავარი ნიშნებია აღქმისა და აზროვნების ათვისების სირთულე, მოუსვენარი და სევდიანი განწყობა, ნებისყოფის შეკავება ცოდვილობის ბოდვით იდეებთან ერთად , როგორც წესი, რელიგიური ქვეტექსტით და ხშირად მეტამორფოზის ბოდვით (გარდაქმნა პერსონაჟებად, რომლებიც განასახიერებენ ბოროტებას, მაგალითად, სატანას) [18].
დაკვირვება 6.
პაციენტი დ., 45 წლის. მამა ბოროტად იყენებდა ალკოჰოლურ სასმელს, გამოირჩეოდა გაღიზიანებით, ფეთქებადობით, გარდაიცვალა მიოკარდიუმის ინფარქტით. დედა მშვიდი, მორცხვი, ჰქონდა თირკმელების დაავადება. ორსულობამ ჩაიარა გართულებების გარეშე. პაციენტი განვითარებაში არ ჩამორჩებოდა თანატოლებს, ბავშვობაში მძიმე ავადმყოფობა არ გადაუტანია. სკოლაში წავიდა 7 წლის ასაკში, სწავლობდა კარგად, იყო აქტიური, კომუნიკაბელური, ჰყავდა ბევრი მეგობარი. 9 წლის ასაკში პირველად გაუჩნდა სუიციდალური ზრახვები, რაც გამოწვეული იყო ოჯახური კონფლიქტებით მამის ალკოჰოლიზმის გამო: „უყურებდა, როგორც ეჩხუბებოდა მთვრალი მამა დედას, როგორ დასდევდა მამა დედას დანით, და გადაწყვიტა, რომ აიღებს დანას და გაიყრის ყელში. თითქოს მოესმა ხმა: „შენ მხოლოდ 9 წლის ხარ“, რის შემდეგ დააგდო დანა და აბაზანის ქვეშ დაიმალა“. 10 კლასის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, სწავლობდა წარმატებით, მიიღო ინჟინრის დიპლომი. პირველი წლები სამუშაო იყო მძიმე და ხშირ მივლინებებთან დაკავშირებული. 1982 წელს სამსახურს თავი დაანება, რადგან გეგმავდა ოჯახის შექმნას, შეხვდა მამაკაცს, რომელიც გახდა მისი ქმარი. შეეძინა ორი ვაჟი. 35-36 წლიდან შენიშნა ცვლილები ფსიქიკურ მდგომარეობაში, როცა პირველად გაუჩნდა უძილობა, გაღიზიანება, დაუცველობის შეგრძნება, გაშმაგებული რეაქციისადმი მიდრეკილება უმნიშვნელო მიზეზის გამო. ამას ხსნიდა მეუღლის ალკოჰოლიზმით, თუმცა თავად სვამდა მასთან ერთად. ამასთან ერთად, აღნიშნავდა განწყობის შეცვლას, „არაფრის გაკეთება არ უნდოდა და არც შეეძლო“. გარკვეული დროის განმავლობაში მუშაობდა დამლაგებლად ონკოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, მაგრამ გაუარესებული ჯანმრთელობის გამო თავი დაანება სამსახურს. დილით უკეთესად გრძნობდა თავს: „დილით შემეძლო რაღაცის გაკეთება, საღამოს ძალა აღარ მქონდა“. ამასთან აღნიშნავდა გაზრდილ მადას: „ამით ვცდილობდი ყველა პრობლემის დავიწყებას“. 36 წლის ასაკში რამდენიმე თვის განმავლობაში გრძნობდა დეპრესიულ განწყობას, უჩნდებოდა სუიციდური აზრები. ერთხელ გადაწყვიტა თავის ჩამოხრჩობა, როგორ აიღებს თოკს და აღასრულებს ჩანაფიქრს, მაგრამ მოესმა ხმა, რომელმაც ურჩია ტაძარში წასვლა. რელიგიამ გაიტაცა, რეგულარულად დადიოდა ეკლესიაში. ცდილობდა დახმარებოდა ქმარს, ჩაწერა ექიმ შ.-ს კურსებზე. მისი თქმით, მკურნალობა დაეხმარა მის მეუღლეს, და მან შეწყვიტა დალევა. ამის შემდეგ, ინტერესი რელიგიისადმი შესუსტდა, ეკლესიაში იშვიათად დადიოდა. ქმარმა ისევ დაიწყო დალევა. პაციენტმა ეს აღიქვა, როგორც „ღვთის სასჯელი“. ქმარი ძალიან უყვარდა, ნებისმიერი სექსუალური ექსცესის „უფლებას აძლევდა, ანალური სექსის გარდა“. 38 წლის ასაკში კვლავ იგრძნო მწუხარება, სევდა, უძილობა, ოთხი თვე მკურნალობდა ნევროზს საავადმყოფოში, სადაც დაუდგინდა დიაგნოზი: „ციკლოტიმია“. იღებდა ფინლეფსინს, ამიტრიპტილინს, ცინარიზინს. გამოწერის შემდეგ არსებით გაუმჯობესებას ვერ ხედავდა: „შეასუსტეს, მაგრამ ვერ განმკურნეს, სული არ მომილბა“. დარჩა ცუდი განწყობა, გრძნობდა ენერგიის ნაკლებობას, „ყველაფერი სძულდა, სახლს არ უვლიდა“. შემდეგ ქმარი მუდმივი ლოთობის გამო გააგდო სახლიდან. განქორწინების შემდეგ უფრო გაუჭირდა ცხოვრება, მარტო ზრდიდა შვილებს, ატარებდა საეკლესიო რიტუალებს. უჭირდა სქესობრივი თავშეკავება, მაგრამ თავს არ აძლევდა ქორწინების გარეშე ურთიერთობების უფლებას. მომდევნო 7 წლის განმავლობაში რამდენიმე მსუბუქი დეპრესიული ეპიზოდი ჰქონდა, რომელსაც არ მკურნალობდა. 1998-2000 წწ. არსად არ მუშაობდა, შემდეგ ისევ დაიწყო დამლაგებლად მუშაობა.
2001 წლის აგვისტოში (45 წლის ასაკში) განწყობა მკვეთრად გაუუარესდა. გაღრმავებული დეპრესიის და შფოთვის ფონზე ესმოდა მამაკაცის ხმა, რომელიც უკრძალავდა ჭამას. იგი დაემორჩილა ხმას, და 20 დღის განმავლობაში თითქმის არაფერი არ უჭამია. შემდეგ მამაკაცის ხმები, რომელიც მან აღიქვა, როგორც სატანური, უწმაწური სიტყვებით მიმართავდნენ მას. აქტიურად დადიოდა ეკლესიაში, მაგრამ შვებას ვერ გრძნობდა. მიხვდა, რომ ეშმაკი შეუჩნდა, აღიქვამდა მას სენსორულად, გრძნობდა სატანის სუნს, რომელიც ასდიოდა ხელებიდან და სხეულის სხვა ნაწილებიდან, ამბობდა, რომ მას „თხის“, „მამაკაცის“ სუნი აქვს. რაც უფრო მეტს ლოცულობდა და დადიოდა ეკლესიაში, მით უფრო ხშირად ესმოდა ხმები.
ჰოსპიტალიზაციის დღეს მას ისევ ესმოდა ხმები, რომლებიც უბრძანებდნენ მამაკაცების წინაშე გაშიშვლებას და მათთან ანალურ სექსს. ამ ხმების გავლენით წავიდა თავის უფროსთან, გაშიშვლდა, შესთავაზა ურთიერთობა. შემდეგ კადრების განყოფილებაში დაეტყო მოუსვენრობა, არაერთხელ გადაწერა სამსახურიდან წასვლის განცხადება, დახია შრომის წიგნაკი.
გაიქცა ქუჩაში, აქეთ-იქით დარბოდა. მიიყვანეს მილიციის განყოფილებაში, სადაც აეკიდა პერსონალს, აიწია ქვედაბოლო.
როდესაც ფსიქიატრიულ სტაციონარში მიიყვანეს, ორიენტირებული იყო დროსა და ადგილში, საკუთარ პიროვნებაში. დეტალურად მოჰყვა მისი განცდების შესახებ. თავისი მდგომარეობა მიაჩნდა, როგორც ავადმყოფური, მაგრამ ამავე დროს აცხადებდა, რომ „ეშმაკით არის შეპყრობილი“. არაერთხელ საუბრის დროს ყნოსავდა ხელებს, ამბობდა, რომ მათ „თხის“, „მამაკაცის“ სუნი აქვს, „ამაზრზენი სუნი“. აღნიშნავს, რომ მისი მდგომარეობა მემკვიდრეობითია, რომ მისი მამა ლოთი იყო, მოგვიანებით განაცხადა, რომ „მშობლებსაც ეშმაკი ჰყავდათ შეჩენილი“. საუბრის დროს, ზოგჯერ ჩუმდება, უსმენს, გადმოცემს მოსმენილის შინაარსს: „ნაკლებად ილაპარაკე, რა ესმით მათ ეშმაკების“. თავისი მდგომარეობის გამო შეწუხებულია, ექიმების დახმარების იმედი აქვს, თუმცა არ არის დარწმუნებული, რომ შესაძლებელია მედიკამენტოზური მკურნალობა, მიიჩნევს, რომ უფრო მიზანშეწონილია სულიერი განკურნება. განწყობის ფონი დეპრესიული ელფერით, თუმცა არ აქვს გამოხატული დაქვეითება. ამბობს, რომ ხმები ადრეც აწუხებდნენ: „მიბრძანებდნენ თავი მომეკლა, მეუბნებოდნენ, რომ გამაუპატიურებდნენ, მაიძულებდნენ თავის მოკვლას და რომ სისხლიდან დავიცლებოდი“ .
განყოფილებაში ამიტრიპტილინით, კლოპიქსოლით ორი კვირის მკურნალობის შემდეგ მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. გაუჩნდა ინტერესი სხვების მიმართ, აქტიურად ეხმარებოდა განყოფილებაში, სთხოვდა მიეცათ ნებისმიერი სამუშაო. ექიმის თანდასწრებით ძალიან თბილად ესაუბრა ტელეფონით თავის ვაჟს, თხოვდა წასულიყო მღვდელთან. ამავე დროს ჩიოდა, რომ ხმები საბოლოოდ არ გაქრა: „როდესაც ექიმს ვესაუბრები - ხმები არ არის, ხოლო, როდესაც საუბარს ვწყვეტ - ისევ მესმის. მიბრძანებენ, რომ არ ვილაპარაკო იმის შესახებ, რასაც ვფიქრობ“. მისივე თქმით, რცხვენია თავისი საქციელის გამო, როდესაც სტაციონარში მოიყვანეს.
ნევროლოგიური და სომატური მდგომარეობა არაფრით არ გამოირჩევა.
დიაგნოზი: F33.3 რეკურენტული დეპრესიული აშლილობა, მიმდინარე ეპიზოდი, მძიმე, ფსიქოტური სიმპტომები.
როგორც ჩანს მოყვანილი აღწერიდან, კლინიკური სურათი ხასიათდება მკაფიო დეპრესიული შეტევებით, და მხოლოდ ბოლო შეტევის შემთხვევაში გამოიხატება, როგორც დეპრესიული, ასევე როგორც შიზოფრენული სიმპტომები. აღნიშნული დიაგნოზის დადგენას საფუძვლად უდევს ასკ-10-ის მითითება იმის შესახებ, რომ იშვიათი შიზოაფექტური ეპიზოდების გამოვლენა არ ხსნის რეკურენტული დეპრესიული აშლილობის დიაგნოზს, თუ დანარჩენში კლინიკური სურათი საკმაოდ ტიპიურია [29].
დაავადება დაიწყო დეპრესიული სიმპტომატიკით დეპრესიული განწყობის სახით. ამავე დროს გაუჩნდა ინტერესი რელიგიისადმი. აქტიურად დადიოდა ეკლესიაში, ლოცულობდა, მაგრამ მნიშვნელოვანი შვება ვერ იგრძნო. ბოლო შეტევის სტრუქტურაში დეპრესიულ სიმპტომატიკასთან ერთად აღენიშნა გამოხატული დისმორფომანიული გამოვლინებები საკუთარი სხეულის სუნის ჰალუცინაციების სახით [44] და შეპყრობილობის ბოდვით.
ხშირად დეპრესიულ სიმპტომატიკას შეესაბამებოდა სექსუალური ხასიათის დანაშაულის და ცოდვის განცდის მზარდი გრძნობა. ბოდვითი ფაბულა ჩამოუყალიბეს უხამსი, უსირცვილო მანიპულაციების ჰალუცინაციურმა განცდებმა, რომლებსაც იწვევდნენ სასქესო ორგანოები (ვ. მანიანის თანახმად, გენიტალური ჰალუცინაციები [55]). პაციენტები გამოთქვამდნენ რწმენას, რომ ზებუნებრივი არსებები (დემონები) მათთან სექსუალურ კავშირს ამყარებდნენ, აუპატიურებდნენ.
დაკვირვება 7.
პაციენტი ჩ., 20 წლის. დედა მშვიდი, სენტიმენტალური, ბუტია. მამა აქტიური, აკვიატებული, ზოგჯერ გაღიზიანებული. გარდაიცვალა თრომბოემბოლიით, როდესაც პაციენტი 12 წლის იყო. უმცროსი და 17 წლისაა. ჯანმრთელი. ბებია - რელიგიური სექტის „იეჰოვას მოწმეების“ აქტიური წევრია. დედის ორსულობამ გადახრების გარეშე ჩაიარა. ადრეული ფსიქომოტორული განვითარება ნორმალურია. ბავშვობაში მძიმე ავადმყოფობა არ გადაუტანია. ხასიათი ყოველთვის ჰქონდა გულჩათხრობილი, ნაკლებად კომუნიკაბელური. სკოლაში წავიდა 7 წლის ასაკში. სწავლობდა დამაკმაყოფილებლად. ყოველთვის უჭირდა ადამიანებთან ურთიერთობა. 8 კლასის დამთავრების შემდეგ სწავლობდა პროფტექნიკურ სასწავლებელში, სადაც აითვისა ელექტრო-გამოთვლითი მანქანის ოპერატორის სპეციალობა. სანამ პროფტექნიკურ სასწავლებელში დაიწყებდა სწავლას, მუშაობდა მეტროპოლიტენში. დაახლოებით ერთი წლით ადრე, ბებიამ მიიყვანა სექტაში. პაციენტს ჰქონდა მაღალი ფსიქოემოციური დატვირთვა. როდესაც ღამის ცვლაში მუშაობდა, მიუხედავად ამისა, რეგულარულად ესწრებოდა სალოცავ შეხვედრებს, კითხულობდა ბიბლიას, თუმცა ცუდად ესმოდა, რასაცც კითხულობდა, დადიოდა კარდაკარ, ავრცელებდა რელიგიურ ლიტერატურას. იმ დღეებში, როდესაც არ მუშაობდა ღამის ცვლაში, დილის 5 საათზე ეღვიძებოდა და იწყებდა ბიბლიის კითხვას. გაუჩნდა აზრი, რომ „ცუდად ემსახურებოდა ღმერთს და ამისათვის შეიძლება დაისაჯოს“. დაუქვეითდა განწყობა. ჰოსპიტალიზაციამდე ერთი კვირით ადრე გრძნობდა უხალისობას, სისუსტეს, სწრაფ დაღლას, განსაკუთრებით დილის საათებში, ცუდად აღიქვამდა კავშირს მოვლენებს შორის, ძალიან განიცდიდა თავის უძლურობას. უჩნდებოდა ტკივილი თავის არეში, შემდეგ რაღაც „ხმები“ გამოცდას უწყობდნენ, შეკითხვებს უსვამდნენ ბიბლიიდან, რომელსაც ვერ პასუხობდა. შემდეგ აზრები აერ-დაერია თავში. ერთხელ ძილის წინ სუბიექტუი სივრცეში ნათლად დაინახა წითელი ფერის რქიანი „დემონი“. მივხვდა, რომ დემონი მის თავშია, გავლენას ახდენს მის აზრებზე, მახეს უგებს. შემდეგ დემონი გადაადგილდა საშოში. იგრძნო ჩხვლეტა (სენესტოპატიური ჰალუცინაციები). იყო აგზნებული, შეშინებული, მოუსვენარი, ყვიროდა, რომ „დემონი მას ეხება, აღიზიანებს, ძალადობს მასზე“. გადაყვანილი იქნა ფსიქიატრიულ სტაციონარში.
სტაციონარში შემოსვლისას და პირველ დღეებში: გონება არ აქვს დაბინდული. განწყობა დაქვეითებულია, ძალიან შეშფოთებულია, დაძაბული, საუბრობს ხმადაბლა, არ უყურებს თანამოსაუბრეს: „თუ შემოგხედავთ, ტკივილს მოგაყენებთ“. მან განაცხადა, რომ სატანის გავლენის გამო დაიბნა, იმყოფებოდა ჰიპნოზის ქვეშ, გაშეშებული, სხვა დროსა და სივრცეში. დატვირთული იყო ჰალუცინაციური განცდებით, ესმოდა სატანური ხმა: „როგორც მე მინდა, ისე იქნება“. ზოგჯერ იძლევა პასუხს, მაგრამ „უაზროდ“. მაგალითად, კითხვაზე: „რა გესმით“, პასუხობს „თანახმა ვარ“. ის ამბობს, რომ სატანა მისი სხეულშია, მან დაიმორჩილა ყველა აზრი, გრძნობა და მოძრაობა. იგი იძლევა ბრძანებებს, ეუბნება არასასიამოვნო რამეს, აიძულებს სექსს, მას წინააღმდეგობას ვერ გაუწევ: „ის ჩემშია, წითელი, რქებით“. ჩატარებული მკურნალობის შემდეგ (ამინაზინიზინი, ჰალოპერიდოლი, აღდგენითი, ვიტამინოთერაპია) მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. იგი გახდა მშვიდი, მოწესრიგებული, ბოდვითი იდეები დეზაქტუალიზირდა. საკუთარი მდგომარეობის კრიტიკული შეფასება გაურკვეველია. დათანხმდა, რომ მედიკამენტების ზემოქმედების ქვეშ სატანამ დატოვა მისი სხეული, მაგრამ მიაჩნდა, რომ დაისაჯა იმის გამო, რომ ცუდად ემსახურებოდა ღმერთს. მიაჩნია, რომ მხოლოდ სექტაში იპოვის ხსნას: „იეჰოვას მოწმეები - ჩემი ოჯახია“.
სომატიური და ნევროლოგიური სტატუსი ნორმალურია.
დიაგნოზი: F20.0 პარანოიდული შიზოფრენია პაროქსიზმული-პროგრედიენტული მიმდინარეობით.
კლინიკური სურათი ზემოთ მოყვანილ დაკვირვებაში ხასიათდება მწვავე განვითარებადი კანდინსკი-კლერამბოს სინდრომით არამკვეთრად გამოხატული დეპრესიის ფონზე და ასთენიური კომპონენტით. მასში წარმოდგენილი ასოციაციური და სენესტოპათიური ავტომატიზმი გადაიზრდება შეპყრობილობის ბოდვაში ეროტიკული ელფერით. უფრო მძიმე შემთხვევებში (ფანტასტიკური პარაფრენია) ბოდვის ფანტასტიკური მოდიფიკაციის ტენდენცია უფრო მკაფიოდ არის გამოხატული. მაგალითად, პაციენტი ს., მას უჩნდებოდა ვისცერალური ჰალუცინაციები მუცლის ქვემოთ, ტაქტილური ჰალუცინაციები სასქესო ორგანოების მიდამოებში, დარტყმის, ბიძგების (ჰაპტიკური ჰალუცინაციები) შეგრძნება, რაც იწვევდა უჩვეულო ორგაისტულ შეგრძნებებს. მას ჩამოუყალიბდა მტკიცე ბოდვითი რწმენა, რომ იგი გაანაყოფიერა ავმა სულმა და იგი შობს ეშმაკს.
4.2. ჯადოსნობის ბოდვა
ჯადოქრობის რწმენის პრობლემა, რომელიც დამახასიათებელი იყო სხვადასხვა ეთნიკური და სოციალური ჯგუფებისათვის, მოიცავს როგორც სოციალურ, კულტურულ, ასევე სამედიცინო ასპექტებს. XVI საუკუნეში, შუა საუკუნეების ევროპაში კოცონზე და ეშაფოტზე ჯადოქრობის ბრალდებით ბევრი ადამიანი დაიღუპა. ინკვიზიციის მსხვერპლთა შორის ფსიქიკურად დაავადებულთა პროპორცია უცნობია, თუმცა ისტორიამ შემოგვინახა ფსიქიკურად დაავადებული ადამიანებისათვის სასჯელის გამოტანის უდავო მტკიცებულებები. ჯადოქრობის, ეშმაკით შეპყრობილობის, მათ წარმოსახვაში ჩაგონების და თვითჩაგონების როლის, ასევე ჯადოქრებს პროცესების გააზრებას მიეძღვნა ფართო ლიტერატურა [1, 13, 30, 35, 37, 40]. ფსიქიატრებს შორის, რომლებიც აქტიურად ებრძოდნენ ინკვიზიციას, ცნობილია ი. ვეიერის სახელი. იგი, რა თქმა უნდა, მისი ეპოქის შვილი იყო და მტკიცედ იცავდა მოსაზრებას, რომ ე.წ. ჯადოქრები - ხანდაზმული ქალები არიან ავადმყოფი ფანტაზიით, ახასიათებთ მელანქოლია, მაგრამ არავისთვის არ შეეძლოთ ზიანის მიყენება [64].
ისტორიულად ჩამოყალიბდა, რომ XVI საუკუნიდან - შუა XVIII საუკუნემდე ფსიქიატრიაში დომინირებდა დემონოლოგიური კონცეფციები, რომლებიც იცავდნენ მოსაზრებას ორი სახის ფსიქიკური დაავადების არსებობის შესახებ: ბუნებრივი მიზეზებით და ეშმაკის ცდუნებით. მეორე ტიპის დაავადებების მკურნალობა მოითხოვს სატანის განდევნას, რომელიც ხშირად წამების ხასიათს იღებდა. ეშმაკით შეპყრობილობას ხშირად ურევდნენ ან აიგივებდნენ ჯადოქრობასთან, თუმცა აღნიშნულ ცნებას იმ დროს ჰქონდა უფრო სოციალური მნიშვნელობა და გამოიყენებოდა მსჯავრდებული „ჯადოქრების“ მიმართ [59].
XIX საუკუნეში სამეცნიერო ფსიქიატრია დემონომანიის და დემონოფობიის მოვლენებს განიხილავდა, როგორც ფსიქიკურ აშლილობას, რომელსაც საფუძვლად უდევს ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება. ამას დიდად უწყობდა ხელს ჟ.მ. შარკოს სკოლის შრომები, რომელიც ინტერპრეტაციას აძლევდა ეშმაკით შემყრობილობის მრავალ სიმპტომს (კონვულსიები, ხმის და მეტყველების შეცვლა, სულით შეპყრობილობის გრძნობა), როგორც დიდი ისტერიის გამოვლინებას, რომელსაც საფუძვლად უდევს ფსიქოგენური ფაქტორი [39].
სამამულო სახელმძღვანელოებში ჯადოქრობის და გათვალვის ბოდვა ცალკე არ არის აღწერილი, არამედ უწმინდური ძალის ან ცხოველებით შეპყრობილობის ბოდვით, და ჩართულია არქაული ბოდვის უფრო ფართო ცნებაში [12]. ამავე დროს, სრული იდენტობა ამ ფორმებს შორის არ არსებობს. ბოლო წლების განმავლობაში ხაზგასმით აღინიშნება ჯადოქრობის ბოდვითი ფაბულის სოციალური მნიშვნელობა. დადგენილია, მაგალითად, რომ ფსიქიკურად დაავადებული პაციენტები, რომლებიც ამით იტანჯებიან, ხშირად ჩადიან დელიქტებს ადამიანის წინააღმდეგ, მათ შორის მკვლელობას [7].
კარგად არის ცნობილი, რომ ბოდვის შემცველობა დროის გარკვეულ მონაკვეთში განპირობებულია სოციალური და კულტურული ფაქტორებით. ბოლო ათწლეულების განმავლობაში რუსეთში ცნობილი მიზეზების გამო გამოცოცხლდა ზებუნებრივი მოვლენების რწმენა. სოციოლოგების მონაცემებით, სხვადასხვა რელიგიური და პარარელიგიური დოქტრინის მორწმუნეთა შორის, ადამიანები, რომლებსაც სწამდათ ჯადოქრობის და გათვალვის, შეადგენდნენ 47%-ს [11]. ამ ფაქტორების აღრიცხვა საჭიროა ჯანსაღი ადამიანების ცრურწმენების და შეცდომების და იმავე წრის ავადმყოფური იდეების დიფერენციალური დიაგნოსტიკის ჩასატარებლად.
ამდენად, ჯადოქრობის ბოდვა გამოიხატება პასიურ და აქტიურ ფორმებში. პირველ შემთხვევაში ის წარმოადგენს პაციენტის მტკიცე რწმენას, რომ კონკრეტული ადამიანი, ადამიანების ჯგუფი ან უცნობი ძალები ზებუნებრივი საშუალებების და ზემოქმედების გამოყენების მეშვეობით აყენებენ ზიანს, იწვევენ ავადმყოფობას და ნეგატიურ ცვლილებებს პირად ცხოვრებაში. პირიქით, აქტიური ფორმის დროს პაციენტები თავად არიან დარწმუნებული, რომ მათ აქვთ არაჩვეულებრივი შესაძლებლობები და ჯადოსნური უფლებამოსილება გავლენა მოახდინონ სხვებზე: მოაჯადოვონ, მოხიბლონ, გამოიწვიონ და განკურნონ დაავადებები. როგორც ნოზოლოგიური თვალსაზრისით არასპეციფიკური, აღნიშნული ბოდვითი ფაბულა შეინიშნება მრავალი ფსიქიკური აშლილობის დროს, მაგრამ უფრო ხშირად შიზოფრენული სპექტრის [25].
4.2.1. ჯადოქრობის ბოდვის კლინიკური ვარიანტები
ჯადოქრობის ბოდვითი ფაბულა შედის აფექტური, ჰალუცინაციურ-ბოდვითი სინდრომების, გონების დაბინდვის სინდრომის სტრუქტურაში, მისი გახსნა ხდება მისი კონსტრუქციისა და გამოხატულებიდან გამომდინარე. შემუშავებულია და სისტემატიზებულია პარანოიდული სინდრომის ფარგლებში და გამოიხატება ინტუიციური ვარაუდის, კონსტატაციის, იმპროვიზაციის, ფანტაზიის სახით პარანოიდული სინდრომის დროს გრძნობითი ბოდვით და პარაფრენული სინდრომის დროს წარმოსახვის ბოდვით.
ბოდვის მუდმივი კომპონენტებია აფექტური აშლილობები, რომლებიც განისაზღვრება წამყვანი სინდრომით. იმის გათვალისწინებით, რომ ბოდვითი წყობა დამოკიდებულია მის სტრუქტურაზე, მიზანშეწონილია კლინიკური მასალის განხილვა ხუთი სინდრომის ფარგლებში: პარანოიდულ-იპოქონდრული, ჰალუცინაციურ-პარანოიდული, დეპრესიულ-პარანოიდული, პარაფრენული და დელირიოზული.
პარანოიდულ-იპოქონდრული სინდრომი. ამ ვარიანტით მოცემული ბოდვითი ფაბულა თანდათანობით განვითარდა. ჯადოქრობის და გათვალვის იდეა არ გამოხატულა „სუფთა“ სახით, არამედ შეთავსებულია ზიანის იდეებთან „საცხოვრებელის პარანოიის“, ზიანის ან ეჭვიანობის ბოდვის ფარგლებში [22, 31].
მძიმე მღელვარე გაურკვევლობის პერიოდს ცვლიდა მტკიცე რწმენა, რომ მეზობლები, ახლო ნათესავები (მეუღლე, სიძე, რძალი) ჯადოქრული ზემოქმედებით ცდილობენ ზიანი მიაყენონ მის ჯანმრთელობას. საშუალებები, რომლითაც ისინი ახორციელებდნენ ამ გათვალვას, არ სცილდებოდნენ ჩვეულებრივი ცრურწმენის ფარგლებს და გამოიხატებოდნენ კარის ქვეშ ბეწვის, ცისფერი კენჭების, დაჭრილი ქაღალდის, ნაცრის, რეზინის, ქინძისთავების, მკვდარი ბეღურების, ვირთხების შეგდებაში. ზოგიერთ შემთხვევაში, გათვალვა ხორციელდებოდა გაზის, წყლის, საკვებში „საწამლავის“ ჩაყრის გზით. ყველა პაციენტს ჰქონდა უსიამოვნო შეგრძნება სხეულში, რომლებიც ინტერპრეტირებული იყო, როგორც ჯადოსნური ზემოქმედების შედეგი („ჯადოქრობა გავრცელდა მთელ სხეულში“). მათ შორისაა იპოქონდრიის სინდრომისათვის დამახასიათებელი ფსიქალგია, სენესტოალგია, სენესტეზია, სენესტოპათია [6]. პაციენტები უჩიოდნენ ბუნდოვან ფიზიკურ უსიამოვნო შეგრძნებას, დაღლილობას, წელის ტკივილს, თავის და კისრის კრუნჩხვას, წვის შეგრძნებას ხელებსა და ფეხებში, მწვავე, „ნერვამდე მიღწეულ“ ტკივილს, განცდას, რომ ფეხში „ერთმანეთში გადაიხლართა თმის მკედები“, ბუნდოვან ტკივილს სხეულში, სასქესო ორგანოებში, გულის გაჩერების გრძნობას. ყველა ამ გამოვლინებას თან ახლდა შფოთვის და შიშის აფექტი. ბოდვით დაცვას ჰქონდა მრავალფეროვანი ხასიათი: ავეჯის გადაადგილება, „მოჯადოებული“ ნივთების გადაყრა, ეკლესიაში სიარული, სახლში წმინდა წყლის რეგულარული შესხურება, არაერთი მიმართვა კომპეტენტურ ორგანოებში.
ჰალუცინაციურ-პარანოიდული სინდრომი. ჯადოქრობის და გათვალვის ბოდვითი იდეები ამ ვარიანტში გამოირჩეოდნენ სიღრმით და ყოვლისმომცველობით, ჰქონდათ მასიური ხასიათი, გამოიხატებოდნენ დაუფლების, ურთიერთობის, დევნის იდეებთან ერთად. წამყვანი აფექტი იყო ზოგადი, შეიმჩნეოდა დიფუზური შფოთვა, რომელიც თითქოს აფრთხილებდა მოსალოდნელი საფრთხის შესახებ [26].
ჯადოქრობის იდეაში ჩართული ჰყავდათ არა მარტო ახლო გარემოცვის პირები, არამედ რაღაც ბუნდოვანი იმქვეყნიური ძალები. გათვალვა ხორციელდებოდა არა მხოლოდ „ტრადიციული“ მეთოდებით, არამედ ჰიპნოზის, ტელეპათიის, ექსტრასენსორული ზემოქმედებით რენტგენული სხივების საშუალებით. პირველად წარმოქმნილი ასოციაციური ავტომატიზმი ინტერპრეტირებული იყო, როგორც მისი გამოვლინება. პაციენტები ჩიოდნენ, რომ ჯადოქრები იწყებენ მათთან საუბარს, ურევენ აზრებს, გონებას, თავს ახვევენ საკუთარ იდეებს, კომენტარს უკეთებენ წარსულ სექსუალურ ცხოვრებას, უწოდებენ „ბინძურს, სუნიანს“. „ექსტრანსების“ მიერ მოჯადოებულები, ისინი საუბრობდნენ, რომ იძულებით გადაჰყავთ სხვა ასტრალურ სხეულში, ყოველდღიურად ძალადობენ მათზე. სხეულის დაზიანება, რომელიც გაჩნდა გათვალვის შედეგად, იყო მრავალფეროვანი, თუმცა დომინირებდნენ მოვლენები, რომლებიც მიეკუთვნებოდნენ დისმორფომანიას [16]. პაციენტები აღიქვამდნენ საკუთარ თავს, როგორც ფიზიკურად შეცვლილს: სახე გაუშეშდათ, გაულურჯდათ, გაუჩნდათ ნაოჭები, შეეცვალათ თვალები, ყურზე გაუჩნდათ კორძი, სხეულიდან ასდით ფეკალიების სუნი (ფიზიკური ნაკლის ბოდვა).
ჯ. სეგლასის [60] სენსორული და მოტორული ავტომატიზმი დამახასიათებელი იყო, როცა ჯადოქრობის ბოდვას თან ერთვოდა შეპყრობილობის მოვლენები. პაციენტები გრძნობდნენ, რომ მათ სხეულში არსებული ჯადოქრული ბოროტი სული ამაგნიტებს მათ, უგლეჯს შიგნეულობას, უკუმშავს გულს, იწვევს კანკალს, აიძულებს ენის, კიდურების მოძრაობას, გაზების გამოშვებას („ეშმაკები არიან საშვილოსნოში, თავში, შემდეგ ვრცელდებიან მთელ სხეულში სითბოს, წვის სახით, რაც იწვევს კიბოს, ზოგჯერ გადიან ანალური ხვრელიდან“).
სენსორული ბოდვის სურათი შეიცავდა კომპონენტებს, რომლებიც აღწერეს კ. იასპერსმა [48], Н.Еу [43], ჟ. კაპგრამ [38]. გარემოს ცვლილების განცდაში შედიოდა ბოდვითი მნიშვნელობა, ინსცენირება, ცრუ ცნობა. ბინა ივსებოდა რაღაც საშინელებით და წყვდიადით, სამზარეულო ჭურჭელი, ავეჯი, სარკეები თითქოს მოჯადოებული იყო და საშიშროებას ქმნიდნენ. ყალიბდებოდა რწმენა, რომ ყველაზე ახლობელი ადამიანები (დედა, მამა) შეცვალეს ორეულებმა („დედა - ვიი“, დედა - ჯადოქარი-სექტანტი, მან მოახდინა ჯვარზე, რომელსაც ატარებდა, ჯადოქრული ენერგიის კონცენტრირება“, „მამა - ვამპირი“).
თავდაცვითი ქცევა გამოიხატებოდა ქმედებებით, მოტივირებული ბოდვითი განცდებით. პაციენტები ითხოვდნენ მათთვის ჯადოს მოხსნას, გამაგნიტებას, შიშვლდებოდნენ, სხეულზე წყალს ისხავდნენ. ზოგჯერ ცდილობდნენ თავის გადარჩენას, ამიტომ მეზობლებს კარის ქვეშ უსხავდნენ წყალს, გამოხატავდნენ აგრესიულ და აუტოაგრესიულ ქმედებებს. ზოგიერთ შემთხვევაში, პაციენტები ჩადიოდნენ თვითმკვლელობას.
დაკვირვება 8
.
პაციენტი კ., 35 წლის. დაიბადა თურქმენეთში, მწყემსის ოჯახში, ათი შვილიდან მესამე იყო. მემკვიდრეობითობა არ იყო დამძიმებული ფსიქიკური დაავადებებით. იზრდებოდა და ვითარდებოდა გადახრების გარეშე. დედისგან იცოდა, რომ გადაიტანა მძიმე ინფექციური დაავადება, რომელსაც თან ახლდა მაღალი ტემპერატურა და ოპტიკური ილუზიები. სკოლაში წავიდა 7 წლის ასაკში. ხასიათით ჩამოყალიბდა, როგორც ენერგიული, აქტიური, მხიარული, უყვარს მუსიკა, დამოუკიდებლად ისწავლა დაკვრა რამდენიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე. დაამთავრა 9 კლასი. სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა მწყემსის თანაშემწედ. ამავე დროს, უკრავდა ანსამბლში, მღეროდა ქორწილებში.
1983 წელს გაიწვიეს ჯარში, მსახურობდა ბაიკალისპირეთში, სამშენებლო ბატალიონში. სამსახურს ადვილად შეეჩვია. ჯარში გაიცნო რუსი გოგონა. დემობილიზაციის შემდეგ ცოლად შეირთო და თურქმენეთში დაბრუნდა. მან განაგრძო მუშაობა კოლმეურნეობაში ჯერ მწყემსად, შემდეგ მონადირედ. ოჯახში კარგი ურთიერთობები ჩამოყალიბდა. შეეძინა სამი ჯანმრთელი შვილი. 1997 წელს საცხოვრებლად გადავიდნენ ბალტიისპირეთში მისი მეუღლის მშობლებთან. დაკავებული იყო დაბალკვალიფიციური შრომით, უხელფასობის გამო იძულებული გახდა სამსახურისათვის თავი დაენებებინა. დაკავებული იყო ოჯახური საქმით, წვრილი კომერციით.
1999 წლის დასაწყისში მან თანასოფლელისგან შეიძინა ძველი სახლი, რომელშიც დიდი ხნის განმავლობაში არავინ ცხოვრობდა. მალე მის ოჯახთან სტუმრად მივიდა მეზობელი, რომელიც უკმაყოფილებას გამოთქვამდა ყოფილი მეზობლის მიმართ: „ღმერთი არ სწამს, ავ სულებთან აქვს ურთიერთობა, სახლი მოჯადოებულია, არ აქვს „მეოთხე კუთხე“, ხოლო მდგმურები, რომლებიც ადრე ცხოვრობდნენ, გარდაიცვალნენ გაურკვეველი მიზეზის გამო“. მალე კ.-მ გადაწყვიტა რემონტის გაკეთება სახლში. რემონტის დროს აღმოაჩინა ლატანი, ჯვარი, ბეწვი, თმა. მან შეადარა მეზობლის სიტყვები და აღმოჩენილი „მაგიური საგნები“, და გამოთქვა ვარაუდი, რომ სახლში „ყველაფერი წესრიგში არ არის“. მას შეეცვალა ფსიქიკური მდგომარეობა, განიცდიდა შიშს, შფოთვას, დაიწყო დალევა, „რათა მოეხსნა დაძაბულობა“. თავი დაანება მუშაობას, ოჯახი ცხოვრობდა სიდედრის პენსიაზე. თავისი ვარაუდების შესახებ მოუყვა ცოლს, ნათესავებს და ნაცნობებს, რომლებიც არა მხოლოდ არ ცდილობდნენ კ.-ს გადარწმუნებას, არამედ პირიქით, არწმუნებდნენ მისი შეშფოთების სისწორეში, მოჰყავდათ სიკვდილიანობის საშინელი მაგალითები გათვალვის და ბოროტი თვალისგან. კ.-ს ცოლი მთლიანად ეთანხმებოდა მას. კ. განიცდიდა უგუნებობას, სისუსტეს, ჩხვლეტას სხეულში, თავის ტკივილს. თანდათანობით ჩამოუყალიბდა მტკიცე რწმენა, რომ სახლის ყოფილი მფლობელი - ჯადოქარია, რომ მან გათვალა მისი ოჯახი, რადგან უნდა მისი განადგურება. თითქმის ყოველ დღე ატარებდა შენობის შემოწმებას, პოულობდა სულ ახალ და ახალ ჯადოქრულ ნივთებს: გორგალებს, ძაფებს, ქაღალდებს, ბუმბულს, და შემდეგ წვავდა მათ. პირდაპირ ოთახში ან კედლის მიღმა გარკვევით ესმოდა სახლის ყოფილი მფლობელის ხმა, რომელიც „ტურასავით კიოდა“ ან ეუბნებოდა: „სულს ამოგაძრობო“. გადაწყვიტა მიეღო მართლმადიდებლობა, მოინათლა, მაგრამ შვება ვერ იგრძნო: „კარები შევცვალეთ, მღვდელთან წავედით, მან მომნათლა, ჩემი მეუღლეც მონათლა, ყველა მონათლა, წმინდა წყალი გვაპკურა, სახლიც მონათლა, მაგრამ შვება ვერ ვიგრძენით“. არაერთხელ შეეცადა დალაპარაკებოდა „ჯადოქარს“. მასთან შეხვედრისას „განწყობა ეცვლებოდა, შიში იპყრობდა, ბრაზი, უნდოდა ყველაფრის განადგურება, თითქოს ეშმაკი შეუჩნდა“. დელიქტამდე რამდენიმე დღით ადრე მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა. გაიზარდა შიში, შფოთვა, ნერვიულობა, დიდხანს ვერ შეძლო დაძინება, ხედავდა კოშმარულ სიზმრებს („ჯადოქარი მეუბნებოდა, რომ მომკლავდა, მოკლავდა ჩემ მეუღლეს, შვილებს, ჩემკენ იხრებოდა, ცდილობდა ჩემ დახრჩობას“).
საკუთარი თავის და ოჯახის დაცვის მიზნით აიღო ლატანი და დანა და „ჯადოქრის“ სახლისკენ წავიდა, ლატანი თავში ჩაარტყა მას, ხოლო დანა კისრის არეში, ცდილობდა მისთვის თვალების ამოთხრას. როდესაც სახლში დაბრუნდა, მეუღლეს სთხოვა დახმარებოდა ჩამოებანა ჯადოქრის სისხლი. ცოლს უთხრა, რომ „ჯადოქარი“ დასდევდა, ცდილობდა გული ამოეგლიჯა მისთვის, ამიტომ მოკლა იგი, რათა იცხოვროს „მშვიდად, როგორც ადრე“. დაკავების შემდეგ მოთავსებული იყო საგამოძიებო იზოლატორის სამედიცინო ნაწილში, სადაც ისევ განიცდიდა შფოთვას, ძილის დარღვევას, სმენით ჰალუცინაციას. სპეციალიზებულ ფსიქიატრიულ განყოფილებაში პირველ დღეებში თითქმის არ შეეძლო მეტყველება, კითხვებს პასუხობდა ყმუილით, იყენებდა ჟესტებს, ტიროდა, ყურადღებას არ აქცევდა გარეგნულ იერს, არ იღებდა საკვებს. რამდენიმე დღის შემდეგ ამინაზინით და ჰალოპერიდოლის მკურნალობის შედეგად პასუხი გასცა რამდენიმე კითხვაზე, განაცხადა, რომ „ხმამ“ ამცნო ჯადოქრის ცოლის შურისძიების შესახებ, რომელმაც მოკლა მისი მეუღლე და შვილები, სთხოვდა სამედიცინო პერსონალს მოეკლათ იგი. სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებაში, სადაც იგი მოათავსეს იძულებით მკურნალობაზე სასამართლოს გადაწყვეტილებით, იღებდა ტრიფტაზინს, ფენაზეპამს, ამინაზინს, ჰალოპერიდოლს, აზალეპტინს, კლოპიქსოლს. ჩატარებული მკურნალობის შემდეგ მდგომარეობა გაუმჯობესდა. შეამოწმეს დელიქტიდან სამი წლის შემდეგ.
ფსიქიკური მდგომარეობა: გონება ნათელი აქვს. ორიენტირებულია დროსა და სივრცეში, საკუთარ პიროვნებაში. ეპიზოდურად გრძნობს შიშს, შფოთვას, ესმის ხმები. ამბობს, რომ სადღაც იქვე არის შამანი საშინელი ეშვებით, რომელსაც სურს მისი მოკვლა. თავისი მდგომარეობის მიმართ კრიტიკულად არ არის განწყობილი.
დიაგნოზი: F28. არაორგანული ფსიქოტური აშლილობა.
ზემოთ მოცემულ დაკვირვებაში აღწერილი ფსიქიკური აშლილობა მეტწილად განპირობებულია კ.-ს რეაგირებით თითქოსდა მეზობლის „ჯადოქრულ
ქმედებებზე, რომელმაც მას სახლი მიჰყიდა. კ.-სთვის დამახასიათებელი პრიმიტიული მსჯელობის, მაგიური ძალების არსებობის რწმენიდან, მაღალი ჩაგონების უნარიდან გამომდინარე, იგი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა სხვადასხვა „ჯადოქრულ“ საგნებს, რომელიც სახლის რემონტის დროს აღმოაჩინა. პაციენტს განუვითარდა ხანგრძლივი რეაქციულ-ინდუცირებული ფსიქოზი ჰალუცინაიციურ-პარანოიული სიმპტომებით. ინდუცირებული რეაქციული ფსიქოზის განვითარების მექანიზმებში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სოციოკულტურულ გარემოს, რომელშიც იმყოფებოდა პაციენტი. ნათესავები, მეზობლები, ექიმბაშები, ადგილობრივი მღვდლები არ ცდილობდნენ კ.-ს გადარწმუნებას მისი ვარაუდების აბსურდულობაში, არამედ პირიქით აძლიერებდნენ მის რწმენას მათი ნამდვილად არსებობაში. მეზობლები ესაუბრებოდნენ საშინელი მოვლენების შესახებ, რომლებიც ხდებოდა სახლში კ.-ს ოჯახის შესახლებამდე, ექიმბაშები უწევდნენ „სამედიცინო“ დახმარებას, მღვდლები წმიდა წყალს აპკურებდნენ სახლს. დაავადების განვითარების სტერეოტიპი მდგომარეობდა ნევროტული აშლილობის, ძილის დარღვევის, ემოციური ჰიპერესტეზიის, თავის ტკივილის, ჯადოქრული ზემოქმედების გადაჭარბებულ იდეებში. ფსიქოზის გაღრმავებასთან ერთად გადაჭარბებული იდეები გარდაიქმნებოდა მწვავე პარანოიაში, ნამდვილ სმენით და ვიზუალურ ჰალუცინაციაში. ამასთან კ.-ს ქცევა და მისი სასტიკი ქმედებები მთლიანად განისაზღვრებოდა მომხდარის ბოდვითი ინტერპრეტაციით.
დეპრესიულ-პარანოიდული სინდრომი. კლინიკური სურათი ბევრ რამეში ემსგავსება ვ. გრიზინგერის მიერ აღწერილ «melancholia religiosa»-ს ფორმას [45]. გამოხატულ დეპრესიულ სიმპტომებს მწუხარების, დეპრესიის, შფოთვის, ავადმყოფური გულცივობის, იპოჰონდრული იდეების სახით განუკურნებელი დაავადების შესახებ თან ახლდა თვითდამცირების და თვითდანაშაულის დეპრესიული ბოდვა ცოდვილობის, ფიზიკური და მორალური განადგურების იდეებით. ძალიან მძიმედ განიცდიდა სიცარიელეს, დროის დაკარგვის გრძნობას, ახლობლების, განსაკუთრებით ბავშვების მიმართ გულთბილი დამოკიდებულების დაკარგვას. პაციენტები ირწმუნებოდნენ, რომ ყველაფერი, რაც მათ თავს ხდება, - ჯადოქრობაა, ამიტომ თავი დამნაშავედ მიაჩნდათ ღვთის წინაშე რწმენის ნაკლებობის გამო („ყველაფერს, რასაც ვაკეთებდი, არასწორად ვაკეთებდი, ცოდვილი ვარ, ღმერთმა ზურგი შემაქცია, ეშმაკი ცდილობს შემიჩნდეს, - ეს ძალიან მძიმეა“). აქტუალურ ბოდვით განცდებს თან ახლდა ობსესიური მოვლენები („ეკლესიაში დღეგრძელობის სანთელს ვანთებ, მაგრამ თავში მიელვებს აზრი, რომ სულის მოსახსენიებლად“). მორალური განადგურების ბოდვას თან ახლდა გამამტყუნებელი ხასიათის სმენითი ჰალუცინაციები („ხმები მლანძღავდნენ, მიწოდებდნენ ზნედაცემულს, გარყვნილს, მიბრძანებდნენ სქესობრივი კავშირის დამყარებას“) და სენესტოპათია, ძირითადად სასქესო ორგანოებში. ორ დაკვირვებაში კლინიკური სურათი შეესაბამებოდა ჯ. კოტარდის [41] ბოდვას და გამოიხატებოდა შეშფოთების გამომხატველი აფექტის სახით, რომელსაც თან ახლდა მთელი ორგანიზმის განადგურების ავადმყოფური იდეები.
ბოდვითი ქცევა ხასიათდებოდა რელიგიური საქმიანობის გაძლიერებით. ხშირ ხასიათს იღებდა ეკლესიაში წასვლა, პაციენტები თავს ისუსტებდნენ მარხვით, ლოცვით, ინანიებდნენ ცოდვებს, რეტროსპექტულად იხსენებდნენ ყველა ექსპლიციტურ და იმპლიციტურ ქცევას, რომელიც ჩადენილი ჰქონდათ ცხოვრებაში. შემსუბუქების ნაკლებობა არწმუნებდა მათი ბოდვითი იდეების ჭეშმარიტებაში. ხშირად უჩნდებოდათ სუიციდალური ზრახვები.
პარაფრენული სინდრომი. წინა ვერსიებისგან განსხვავებით, რომლის დროს ყველა განცდა, როგორი ფანტასტიკურიც არ უნდა ყოფილიყო ისინი, პაციენტის გონებაში ეხებოდა მას, როგორც კონკრეტულ პიროვნებას, ამ ვარიანტის შემთხვევაში ირღვეოდა ფსიქიკური პროცესების ინტეგრაციის სხვა, უფრო ღრმა დონე. აქ განმსაზღვრელი ფაქტორი იყო პიროვნების საკუთარი გამოცდილების გაცნობიერების აშლილობა, აუტოიდენტიფიცირების მექანიზმების დარღვევა [27]. ინტერპრეტაციულ და სენსუალურთან ერთად ბოდვითი იდეები შედიოდნენ წარმოსახვის ბოდვის მექანიზმებში [5, 14].
ამ ვარიანტისათვის დამახასიათებელი ბოდვის აქტიური ფორმა გამოიხატებოდა საკუთარ თავში გამორჩეული შესაძლებლობების და ჯადოსნური უფლებამოსილების აღმოჩენაში. განწყობის ჰიპერთიმური ფონი გამოიხატებოდა ენერგიის მოზღვავებაში, პაციენტები გრძნობდნენ, რომ გაახალგაზრდავდნენ, რომ თვალებმა მიიღო უჩვეულო, ზურმუხტის ფერი ჯადოქრული ელფერით. ბოდვით გარდაქმნას ჯადოქრად, მაგად, თან ახლდა სხეულში ტელეპათიური ტალღების გაჩენა, სითბოს შეგრძნება თითის წვერებში. ხდებოდა წარსულის, აწმყოს და მომავლის ხელმეორედ გააზრება. პაციენტები ამტკიცებდნენ, რომ ბავშვობაშივე იცოდნენ სამკურნალო ბალახების მნიშვნელობა, კავშირი ჰქონდათ წმინდანებთან, იღებდნენ მათგან დარიგებას ხელი შეეწყოთ სიკეთისათვის და ებრძოლათ ბოროტების წინააღმდეგ. გარდაცვლილი ნათესავების სულების გამოძახებისას, როდესაც ესმოდათ მათი სასიამოვნო და არაჩვეულებრივი ხმები, ისინი ხვდებდნენ სხვების აზრებს, შეეძლოთ საუბარი მანძილზე, ცდილობდნენ პალატის მეზობლები გამოეყენებინათ საკუთარი აზრების გადასაცემად.
ზოგიერთ შემთხვევაში კლინიკური სურათი ხასიათდებოდა შერეული პარანოიდულ-პარაფრენული მდგომარეობით. პარაფრენული ბოდვა არ ხსნიდა პარანოიდულობის ნიშნებს, არამედ ემატებოდა მათ და ართულებდა კლინიკურ სურათს. გამოხატული შფოთვის, შიშის, ფსიქიკური ავტომატიზმის, ბოროტი სულით დაუფლების იდეებს (ჯადოქარი დედა გადაიქცეოდა ძროხად, მას ცუდი სუნი ასდიოდა, მოკვლის სურვილი ჰქონდა), სურათებს ენაცვლებოდა ილუზიების ბოდვა ღვთისმშობლის, იესო ქრისტეს, უცხოპლანეტელთა ნათელი ხატოვანი წარმოსახვით. შესაბამისად იცვლებოდა ბოდვის ფაბულა, სადაც დომინირებდა განსხვავებული წარმოშობის იდეა.
დელირიოზული სინდრომი. ხასიათდება ბოდვითი იდეების სიჭარბით არამკვეთრად გამოხატულ ჰალუცინატორულ კომპონენტზე, რაც შეესაბამება ალკოჰოლური დელირიუმის დებიუტის ბოდვით ვარიანტს [32]. პარეიდოლიური, ვიზუალური ჰალუცინაციური სახეების ინტერპრეტაცია ხდებოდა, როგორც ჯადოქრული ზეგავლენის, გათვალვის შედეგი. პაციენტები განდევნიდნენ ბოროტ სულს, ქლორს ასხავდნენ ბინას, აღმართავდნენ ბარიკადებს. უფრო რთულ შემთხვევებში ფართოვდებოდა ბოდვის ფაბულა, პაციენტებს წარმოედგინათ, რომ მთელი ოჯახი დაწყევლილია, რომ ნათესავები მოხვდებიან ჯოჯოხეთში. ბოდვის ხანგრძლივობა განისაზღვრებოდა მძიმე ფსიქოზით და პაციენტთა ინტელექტუალური დონით.
ჯადოქრობის ბოდვის და გათვალვის დინამიკა, გამოხატულება, კომორბიდულობა განისაზღვრებოდა, როგორც ჰომონომური (პიროვნების იერი), ასევე ჰეტეროგენული (ნოზოლოგია, სტატუსი, მიმდინარეობა) ფაქტორებით. პიროვნების პრემორბიდული იერი პარანოიდული შიზოფრენიის დროს წარმოდგენილი იყო ასთენიური და შიზოიდური ვარიანტებით. საწყის პერიოდში აღინიშნება გაზრდილი მგრძნობიარობა, ათვისების უნარი, მგრძნობელობა, ოცნებობისკენ მიდრეკილება, აბსტრაგირება, მაგიური აზროვნება. მანიფესტაცია ხასიათდებოდა ინტერპრეტაციული ბოდვის მოკლე ეტაპით, რომელიც განსხვავდებოდა სტრუქტურული მთლიანობით ბოდვითი განცდების გენერალიზაციის ტენდენციით. დომინირებდა დევნის, ურთიერთობების, გამოწვეული ზიანის, წყენის, იპოქონდრული იდეები. ჯადოქრობის და გათვალვის იდეები ჩნდებოდა თანდათან, საშუალოდ, შვიდი წლის შემდეგ შიზოფრენიული პროცესის დაწყებიდან. ზოგიერთ შემთხვევაში ისინი ასოცირდება მოგონებებთან, იდეებთან, აღქმასთან, სხვა შემთხვევაში ჩნდებოდა ყოველგვარი მიზეზის გარეშე. მათ გამოჩენას თან ახლდა აზროვნების უნარის დარღვევა, გაურკვევლობა, აბსტრაქტული სიმბოლიკა. პარაფრენულ ეტაპზე გადასვლა გამოიხატებოდა აფექტის ცვლილებით. ამაღლებული განწყობის ფონზე ჩნდებოდა ზებუნებრივი შესაძლებლობების და სხვა წარმოშობის იდეა.
შიზოაფექტური ფსიქოზის დროს ჯადოსნობის ბოდვა განვითარდა ძირითადად მისი შიზოდომინანტური ფორმის სახით [3, 56, 61] და ხშირად შეესაბამებოდა ა. მუხინის [23] მიერ აღწერილ ვარიანტს. პრემორბიდულ პერიოდში პაციენტებს აღენიშნებოდათ შიზოიდურობის ნიშნები ემოციური სისუსტით, ჰიპერესთეზიით. სიმპტომური ლაბილურობა გამოიხატებოდა გარე ფაქტორებზე რეაგირების ტენდენციით ჰეტერონომური ფსიქიკური აშლილობებით. ფსიქოზი თანდათანობით ვითარდებოდა, ამასთან მას წინ უსწრებდა არა მხოლოდ სომატოგენები და ცხოვრების სტრესული სიტუაციები, არამედ რელიგიური გავლენა (მედიტაცია, არაკონტროლირებადი პარაფსიქოთერაპიული ღონისძიებები), რომლის როლზე ფსიქოზის წარმოქმნაში მიუთითებდა რ.ტოლე [62].
ასტენოადინამიური დეპრესიის ფონზე შეინიშნებოდა ბოდვითი განწყობის, ბოდვითი იპოჰონდრიის, მნიშვნელობის ბოდვის ნიშნები, ჩნდებოდა აზრები გათვალვის შესახებ. შემდეგ, ფაზის ინვერსიის დროს კანდინსკი-კლერამბოს მწვავე სინდრომთან ერთად შეინიშნებოდა ბოდვის ფანტასტიკური მოდიფიკაცია ბოდვითი დეპერსონალიზაციის და დერეალიზაციის სიმპტომებით.
ათეროსკლეროზული ფსიქოზის დროს ბოდვითი ფაბულა ვითარდებოდა ბ. ლებედევის [20] მიერ აღწერილი პარანოიდული სინდრომის ფარგლებში.
ასთენიური სიმპტომების და სომატური ხასიათის ჩივილის ფონზე პაციენტებს ეწყებოდათ სისტემატიზებული ბოდვითი იდეების ფორმირება, ხშირად პერსეკუტორული წრისა. მათი შინაარსი დაკავშირებული იყო პიროვნების პრემორბიდულ თავისებურებებთან. პაციენტები გამოირჩეოდნენ ინტელექტის დაბალი დონით, გაძლიერებული ჩაგონების უნარით. სომატური პრობლემები ინტერპრეტირებული იყო, როგორც გათვალვა, ბოდვაში ჩართული იყვნენ ახლო გარემოცვის ადამიანები, ხშირად მეზობლები. ბოდვის დინამიკაზე გარკვეულ ზეგავლენას ახდენდა ძირითადი დაავადების მიმდინარეობა. გულ-სისხლძარღვთა სისტემის მოქმედების მაჩვენებლების გაუმჯობესების შემთხვევაში ბოდვითი განცდების ინტენსივობა ნელდებოდა.
ამრიგად, ჯადოქრობის ბოდვა არქაული ბოდვითი კომპლექსის კომპონენტია და მიეკუთვნება მას, როგორც ნაწილი მთელს. ამის საპირისპიროდ, ფსიქოპათოლოგიური ფენომენების დროისა და სოციალური ფაქტორებისგან დამოუკიდებელი მიზეზებისგან, მაგალითად, კოტარის ბოდვის ან კაპგრას ბოდვისგან, განსხვავებით, იგი მეტწილად წარმოადგენს ფსიქიკურ დაავადებათა სოციალურ პატომორფოზს. მისი პოპულაციაში გავრცელება დამოკიდებულია ფსიქოლოგიური ღირებულებითი ორიენტაციის ცვლილებებზე, ადამიანებს შორის ურთიერთობებზე, კულტურულ დონესა და საინფორმაციო ნაკადზე [15].
როგორც ნებისმიერი სხვა კულტურულად განპირობებული ფენომენი, არქაული ბოდვითი კომპლექსი, ჰეტეროგენული ფსიქოპათოლოგიური ძირითადი ბუნების შეუცვლელად (წამყვანი სინდრომის კონსტრუქცია, მიმდინარეობა, სიმძიმე), გამოხატავს მათ კულტურული, ისტორიული და სოციალური კომპონენტების ერთობლიობის მეშვეობით [49]. არქაული ბოდვის წარმოქმნის შესწავლა ხელს უწყობს ზოგად ბოდვით სინდრომში მისი სტრუქტურის მუდმივი მყარი ბირთვის გამოყოფას, გამიჯნავს მას ეპოქის და გარემოს გავლენის შემთხვევითი, არამუდმივი ელემენტებისგან [12].
ამ თვალსაზრისით ჯადოქრობის ბოდვის კლინიკური მნიშვნელობის განსაზღვრისას, უნდა განიხილოს მისი ურთიერთობა და ურთიერთგანპირობება სხვა ფსიქოპათოლოგიური სინდრომებით. ბოდვის წარმოქმნის დინამიკა განპირობებული იყო სინდრომოტაქსისით, ანუ სინდრომების მონაცვლეობით, შეწყობით და დაშლით მოძრავი პათოლოგიური პროცესის დროს [28]. მაგალითად, ფსიქალგიას, სენესტოალგიას, სენესტეზიას, სენესტომათიას, დისმორფომანიას ასთენიური, იპოქონდრული, პარანოიული სინდრომების ფარგლებში თან ახლავს გათვალვის, ჯადოქრობის ავადმყოფური იდეები; სენსორულ და მოტორულ ავტომატიზმის ჰალუცინაციურ-პარანოიდული სინდრომებით - შეპყრობილობის იდეები; ძალების, ენერგიის მოზღვავებას, განდიდების იდეას, აუტოიდენტიფიკაციის დარღვევას პარაფრენული სინდრომის დროს - სხვა წარმოშობის ბოდვა და ჯადოსნური უფლებამოსილება.
ევოლუციურ ასპექტში გამოსაკვლევი ბოდვითი ფაბულა არ წარმოადგენს უბრალო დაბრუნებას პალეოლოგიური დონის აზროვნებამდე. როგორც ჯერ კიდევ ვ. მანიანმა [55] აღნიშნა, გასული საუკუნის ცრურწმენა პაციენტებს დაკავშირებული აქვთ ელემენტარულ ცოდნასთან თანამედროვე სამყაროს სამეცნიერო აღმოჩენების შესახებ, რომლის შედეგია ბოდვის შერეული სურათი. ჩვენი დაკვირვებების თანახმად, ჰიპნოზის, რენტგენის სხივებით, სხვადასხვა სახის ენერგიით ზემოქმედების იდეა განხილულია, როგორც ჯადოქრული ჩარევა.
ჯადოქრობის ბოდვის და გათვალვის კლინიკური მნიშვნელობა მჭიდროდაა დაკავშირებული მის სოციალურ ასპექტთან. დევნის, მოწამვლის, ზიანის მიყენების ბოდვით იდეებთან ერთად იგი ქმნის „ერთიან ფსიქოპათოლოგიურ კვანძს, როდესაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება პაციენტის შემდგომი სოციალურ-მორალური და ფიზიკური არსებობის შესაძლებლობა და ამით იწვევს ბოდვითი დაცვის ბრუტალურ ფორმებს“ [9]. ამიტომ იგი უნდა ჩაითვალოს არახელსაყრელ პროგნოსტულ ნიშნად, როგორც კლინიკურ, ასევე სოციალურ ასპექტში.
ლიტერატურა
1. ვ. ბეხტერევი. ჩაგონება და მისი როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში.— სანქტ-პეტერბურგი: კ.ლ. რიკერი, 1903.- 144 გვ.
2. ვ. ბლეიხერი, ი. კრუკი. ფსიქიატრიული ტერმინების განმარტებითი ლექსიკონი.— ტ. 1—2.— როსტოვი: ფენიქსი, 1996.
3. პ. ბოლოგოე. შიზოაფექტური ფსიქოზის შიზოდომინანტური ფორმის მანიფესტური მდგომარეობის ტიპოლოგიური დახასიათება //ნევროპათოლოგიის და ფსიქიატრიის ჟურნალი —1998.— ტ. 98, № 6.— გვ. 14-18.
4. ფ. ბროკგაუზი, ი. ეფრონი. ენციკლოპედიური ლექსიკონი. ფილოსოფია და ლიტერატურა, მითოლოგია და რელიგია, ენა და კულტურა.— მოსკოვი: ეკსმო, 2003.- 591 გვ.
5. მ. ვარავიკოვა. მდგომარეობა წარმოსახვის ბოდვით პაროქსიზული შიზოფრენიის დროს //სინაპსი— 1993.— № 4.— გვ. 51—55.
6. ვ. გინდიკინი. იპოქონდრული აშლილობები და მათი დონე // ექიმი.— 1993.- № 2.- გვ. 11-14.
7. ა. გოლენკოვი. ჯადოქრობის ბოდვის მქონე პაციენტების კლინიკურ-სოციალური მახასიათებლები,რომლებმაც ჩაიდინეს საშიში ქმედებები // რუსული ფსიქიატრიული ჟურნალი.— 2001.- № 1.- გვ. 41-44.
8. პ. ჟანე. ნევროზი და ფიქსირებული იდეები: თარგმ. ფრანგ. — სანქტ-პეტერბურგი: ო. პოპოვის გამომცემლობა, 1903.- 428 გვ.
9. ა. ზურაბაშვილი. ფსიქიკური აპარატის დინამიური დონეები და პერსონოლოგიური პრობლემები ბოდვის სინდრომით //პერსონოლოგიის და კლინიკური ფსიქიატრიის აქტუალური პრობლემები.— თბილისი: მეცნიერება, 1970.- გვ. 124-135.
10. მღვდელმონაზონი პანტელეიმონი (ლედინი). ეშმაკის ხრიკები.— მოსკოვი: მართლმადიდებლური ფონდი „ბლაგოვესტი“ , 1977.
11. კ. კაარიაინენი, დ. ფურმანი. რელიგიურობა რუსეთში 90-იან წლებში // ძველი ეკლესიები, ახალი მორწმუნეები: რელიგია პოსტსაბჭოთა რუსეთის მასობრივ ცნობიერებაში / კ. კაარიაინენის, დ. ფურმანის რედაქციით.— სანქტ-პეტერბურგი: საზაფხულო ბაღი, 2000.- გვ. 7-48.
12. ე. კამენევა, ა. კუდინოვი. ბოდვის არქაული ფორმების შესახებ //მოსკოვის I ფსიქიატრიული საავადმყოფოს შრომები, 1940.— ტ. 3.— გვ. 440—450.
13. ი. კანაბიხი. ფსიქიატრიის ისტორია .— რეპრინსი — მოსკოვი, 1994.- გვ. 74-81.
14. გ. კინდრასი. წარმოსახვის მწვავე ბოდვის ფსიქოპათოლოგიის შესახებ //ზოგადი ფსიქოპათოლოგიის საკითხები.— 1976.— № 2.— გვ. 106—119.
15. ვ. კოვალიოვი. ფსიქიკურ დაავადებათა პატომორფოზი: მისი ტიპები და მიზეზები // //ნევროპათოლოგიის და ფსიქიატრიის ჟურნალი — 1989.— ტ. 89, № 12.— გვ. 51—55.
16. მ. კორკინა. დისმორფომანია მოზარდობის და ჭაბუკობის ასაკში.— მოსკოვი: მედიცინა, 1984,— 221 გვ.
17. ნ. კრაინსკი. გათვალვა, ბნედიანობა, ეშმაკეული.— სანქტ-პეტერბურგი: მ. აკინფიევის და ი. ლეონტიევის ტიპოგრაფია, 1900.— 46 გვ.
18. ე. კრეპელინი. შესავალი ფსიქიატრიულ კლინიკაში: თარგმ. გერმან. — მოსკოვი: ბინომი. ცოდნის ლაბორატორია, 2004.— 493 გვ.
19. ე. კრეჩმერი. ისტერიის შესახებ: თარგმ. გერმან. — სანქტ-პეტერბურგი: განათლება, 1996.— 132 გვ.
20. ბ. ლებედევი. სისხლძარღვოვანი გენეზის ფსიქიკური აშლილობა// ფსიქიატრიის სახელმძღვანელო /გ. მოროზოვის რედაქციით .— 2 ტომად.— ტ. 2.— მოსკოვი: მედიცინა, 1988,- გვ. 5-28.
21. ა. მეგრაბიანი. დეპერსონალიზაცია.— ერევანი: არმგოსიზდატი, 1962.— 355 გვ.
22. ა. მედვედევი. ბოდვითი და ჰალუცინაციური აშლილობები გვიანი შიზოფრენული ფსიქოზის დროს, რომელიც მიმდინარეობს „საცხოვრებლის პარანოიის“ სურათით // ნევროპათოლოგიის და ფსიქიატრიის ჟურნალი.— 1990.— ტ. 90, № 9.— გვ. 62-67.
23. ა. მუხინი. კლინიკურ-ფსიქოპათოლოგიური თავისებურებები და მწვავე პარანოიდების ტიპოლოგია შიზოფრენიის დროს // ნევროპათოლოგიის და ფსიქიატრიის ჟურნალი.- 1985.- ტ. 85, № 2.- გვ. 236-243.
24. ი. პავლოვი. თხზულებათა სრული კრებული.— 2-ე გამოც., დამ.— ტ. 3, წიგნი 1.— ცხოველთა უმაღლესი ნერვული საქმიანობის ობიექტური შესწავლის ოცწლიანი გამოცდილება.— მოსკოვი: სსრკ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, 1951.— 392 გვ.
25. ვ. პაშკოვსკი. ჯადოქრობის ბოდვის კლინიკური ასპექტები // ნევროპათოლოგიის და ფსიქიატრიის ჟურნალი.— 2005.— ტ. 105, № 3.— გვ. 7—11.
26. ხ. პოპოვი. განგაშის სინდრომის დიფერენციული დიაგნოზი: თარგმ. ბულგარ. // ნევროპათოლოგიის და ფსიქიატრიის ჟურნალი.— 1986.— ტ. 86, № П.— გვ. 1671-1676.
27. ა. პორტნოვი, ი. ბუნტოვი, ბ. ლისკოვი. პარაფრენული ბოდვის და მისი მსგავსი მდგომარეობის სინდრომოლოგიისათვის // ნევროპათოლოგიის და ფსიქიატრიის ჟურნალი.- 1968.- ტ. 68, № 6.- С. 890-895.28. ა, პორტნოვი. ზოგადი ფსიქოპათოლოგია.— მოსკოვი: მედიცინა, 2004.— გვ. 48-52.
29. ფსიქიკური აშლილობა და ქცევის აშლილობა (F00—F99) (კლასი V მკბ-10, რომელიც ადაპტირებულია რუსეთის ფედერაციაში გამოყენებისათვის) / ბ. კაზაკოვცევას, ბ. გოლანდის რედაქციით,— სანქტ-პეტერბურგი, 2003.- 588 გვ.
30. ბ. რასელი. რატომ არ ვარ ქრისტიანი: რჩეული ათეისტური ნაწარმოებები: თარმგ. ინგლ.— მოსკოვი: პოლიტიზდატი, 1987.— 333 გვ.
31. ე. ტერენტიევი. ეჭვიანობის ბოდვა.— მოსკოვი: მედიცინა, 1991.— 271 გვ.
32. ბ. ფროლოვი. თეთრი ციებცხელების სინდრომოლოგიური სტრუქტურის შესახებ // ნევროპათოლოგიის და ფსიქიატრიის ჟურნალი.— 1970.— ტ. 70, № 5.— გვ. 736-740.
33. ა. იაკუბიკი. ისტერია: თარგმ. პოლონურ.— მოსკოვი: მედიცინა, 1982.— 344 сგვ.
34. Alonso L., Jeffrey W.D. Mental illness complicated by the Santeria belief in spirit possession // Hosp. Community Psychiatry.— 1988.— Vol. 39, № П.- C. 1188-1191.
35. Anderson R.D. The history of witchcraft: a review with some psychiatric comments // Amer. J. Psychiatry.— 1970.- Vol. 126, № 12.- P. 1727-1735.
36. Au W.L., Tan L.C., Tan A.K. Hemifacial spasm in Singapore: clinical characteristics and patients perceptions // Ann. Acad. Med. Singapore.— 2004,- Vol. 33, № 3.- C. 324-328.
37. Calmeil L.F. De la folie consideree sous le point de vue pathologique, philosophique, historique et judiciaire.— N. Y.: Arno Press, 1976.— 522 p.
38. Capgras J., Reboul-Lachaux J. L′illusions des sosies dans un delire systematique chronique // Bull. Soc. de Med. Psych.— 1923.— Vol. 2.— P. 6-16.
39. Charcot J.M., Richer P.M. Les demoniaques dans l′art.— Paris: Macula, 1984,- 211 p.
40. Connor J. W. The social and psychological reality of European witchcraft beliefs // Psychiatry.- 1975.- Vol. 38, № 4.- P. 336-380.
41. Cotard J. Du dulire de negations // Arch. De Neurol.— 1882.— Vol. 4 — P. 153-282.
42. Esquirol J. Des maladies mentales consideres sous les rapports medical, hygienique et medico-legal.— Paris: Balliere, 1838.
43. Ey H., Bernard P., Brisset Ch. Mannuel de Psychiatrie.— 3 ed.— Paris, 1967.- 1211 p.
44. Gattaz W.F., Hass S. The isolated olfactory hallucinosis and the olfactory hallucinations in the endogenous psychoses // Fortschr. Neurol. Psychiatr.— 1982.- Vol. 50, № 3.- P. 67-72.
45. Griesinger W. Die Pathologie und Therapie der psychischen Krankheiten: ftr Aerzte und Studirende.— 4 Aufl.— Braunschweig: F.Wreden, 1876.— 538 S.
46. Hoyersten J.G. Possessed! Some historical, psychiatric and current moments of demonic possession // Tidsskr. Nor Laegeforen.— 1996.— Vol. 116, № 30.- P. 3602-3606.
47. Iida J. The current situation in regard to the delusion possession in Japan // Jap. J. Psychiatry Neurol.- 1989.- Vol. 43, № 1.— P. 19-27.
48. Jaspers К. Allgemeine Psychopathologie.— 3 Auft.— Berlin: Thieme, 1923.- 420 S.
49. Karp I. Deconstructing culture-bound syndrome // Soc. Sci. Med.— 1985.- Vol. 21, № 2.- P. 221-228.
50. Kemp S., Williams K. Demonic possession and mental disorder in medieval and early modern Europe // Psychol. Med.— 1987.— Vol. 17, № 1.— P. 21-29.
51. Kotsopoulos S. Intrusion and internalization of the devil: popular saints vs. the Fathers of the Church // Vesalius.- 2001.- Vol. 7, № 2.- P. 78-85.
52. Lauerma H. A religious experience or psychiatric symptom? // Duodecim.- 2000.- Vol. 116, № 23.- P. 2704-2709.
53. Leon C.A. «E1 duende» and other incubi. Suggestive interactions between, the devil, and the brain // Arch. Gen. Psychiatry.- 1975.- Vol. 32, № 2.- P. 155-162.
54. Magnan V. Le dfflire chronique a evolution systfimatique, par Magnan et P.Sm-iex.- Paris: Gauthier - Villars, 1892.- P. 184.
55. Magnan V. Les degeneres, etat mental et syndromes episodiques.— Paris: Rueff, 1895.- 235 p.
56. Marneros A. The schizoaffective phenomenon: the state of the art // Acta Psychiatr. Scand Suppl.- 2003.- Vol. 418.- P. 29-33.
57. Omata W. Schizoaffective psychoses in Germany and Japan — a transcultural psychiatric study // Fortschr. Neurol. Psychiatr.— 1985.— Vol. 53, № 5.- P. 168-176.
58. Pfeifer S. Demonic attributions in nondelusional disorders // Psychopathology.- 1999.- Vol. 32, № 5.- P. 252-259.
59. Sepec V. Demonology in old medical manuscripts // Ceska Slov. Psychiatr- 1995.- Vol. 91, № 5,- P. 277-281.
60. Seglas J. Les Hallucination psychomotorices verbales // Progress medical.- 1888.- Vol. 2, № 53.- P. 137-139.
61. Spitzer R.L., EndicottJ., Robins E. Research diagnostic criteria: rationale and reability // Arch. Gen. Psychiatry.- 1978 - Vol. 35, № 6 — P. 773-782.
62. Tolle R. Psychiatrie 7., bberarbeitete und erg. Aufl.— Berlin; New York: Springer-Verlag, 1985.- 433 S.
63. Turkson S.N. Schizophrenia — the spirit possessed 23 year old male from rural Kpando Dzoanti, Volta Region in Gana: case report // East. Afr. Med. J.- 2000.- Vol. 77, № 11.- P. 629-630.
64. Weyer J. De praestigiis damonum. Von teuffelsgespenst, zauberern und gifftbereytern.— Franckfurt am Mayn: durch Nicolaum Basseum, 1586.— 575 S.
თავი 5
დეპრესია ბოდვის რელიგიური ფაბულით
დეპრესიასთან დაკავშირებული სამუნებისმეტყველო-მეცნიერული და რელიგიურ-მორალური შეხედულებების ურთიერთობას დიდი ხნის ისტორია და ტრადიცია აქვს. ფსიქიატრიის განვითარების უკვე მონასტრულ პერიოდში დაგროვდა გამოცდილება, რომელიც წარმოადგენს ღირებულებას ჩვენ დროშიც. ბიზანტიური რელიგიური მოღვაწე, ცნობილი ტრაქტატის „კიბეს“ ავტორმა იოანე ლესტვიჩნიკმა (კიბისაღმწერელმა) (VI ს.) „სასოწარკვეთა“ აღწერა, როგორც ერთ-ერთი საფრთხე, რომელიც ელოდება ბერს. ორი სახის სასოწარკვეთის საუბრისას, რომელსაც იწვევდა მრავალი ცოდვა და ამპარტავნება, იგი უკვე განასხვავებდა სულიერი და „ბუნებრივი“ წარმოშობის აშლილობას [2]. XIX საუკუნეში რელიგიური მელანქოლია (melancholia religiosa) აღწერა ვ. გრიზინგერმა და მოიცავდა ფსიქიკური დეპრესიის მდგომარეობას მძიმე ცოდვის რელიგიურ ბოდვასთან, ჯოჯოხეთური სასჯელის შიშთან, ღვთის სასჯელთან ერთად [14]. მელანქოლიის კიდევ ერთი ფორმა, რომელიც დაკავშირებულია რელიგიურ განცდებთან, ვ. გრიზინგერის აზრით, იყო „დემონომელანქოლია“, რომელიც წარმოიქმნა ღრმა შიშის ფონზე და თან ახლდა დემონების არსებობის შეგრძნება სხეულის სხვადასხვა ნაწილში. ტერმინები „რელიგიური მელანქოლია“, „რელიგიური შეშლილობა“ ნახსენები იყო ს. კორსაკოვის [1], ვ. სერბსკის [8] სახელმძღვანელოებში. პესიმისტური ხასიათის მქონე რელიგიურ განცდებზე ყურადღებას ამახვილებდნენ არა მხოლოდ ფსიქიატრები, არამედ ფსიქოლოგებიც. ამ განცდების ძირითად მახასიათებლებად უ. ჯეიმსს მიაჩნდა ის, რომ მათ ნუგეშის ნაცვლად მოაქვთ სასოწარკვეთა, მათი ფარული მნიშვნელობა წარმოდგენილია, როგორც საშიშროება, ხოლო ზებუნებრივი ძალები, რომლებიც პაციენტზე ზემოქმედებენ, აღქმულია, როგორც მტრული [13].
კ. შნაიდერმა აღნიშნა ფსიქოტური დეპრესიის სამი თვისება, რომელსაც თან ახლავს რელიგიური ბოდვა: 1) მინიმალური ცოდვების რეტროსპექტული მოგონებების ტრანსფორმაცია ღვთის წინაშე მძიმე დანაშაულის განცდაში და „დამსახურებული“ სასჯელის გარდაუვალი მოლოდინი; 2) პაციენტების პედანტური რელიგიური საქმიანობა, რომელიც მათ ადრე არ ახასიათებდა და რომელიც არ იწვევს დეპრესიის და სედაციის თავიდან აცილებას; 3) რელიგიური რწმენის დაკარგვა ფსიქიკური ანესთეზიის დროს (anaesthesia psychica dolorosa) [12].
რელიგიის და ფსიქოპათოლოგიის ურთიერთობას დიდი ყურადღება ერთობოდა დ. ველეხოვის [3] ბოლო შრომებში. ნ. გოგოლის დაავადების პატოგრაფიული კვლევის დროს მან აღნიშნა : „გოგოლის რელიგიურ გრძნობებში, განსაკუთრებით პირველი შეტევის დროს და თუნდაც 1848 წლამდე, შეინიშნებოდა ავადმყოფობასთან ბრძოლის და წინააღმდეგობის ელემენტები, დახმარებისათვის ლოცვით ღმერთისადმი და ახლობლებისადმი თხოვნით მიმართვა მეამბოხე აზრების, ცრურწმენის და სულმოკლე წინათგრძნობის აღსაკვეთად. შემდგომი შეტევების, და განსაკუთრებით უკანასკნელი შეტევის დროს, სრულად დომინირებდა ცოდვილობის, თავის დამცირების ბოდვა, რწმენის დაკარგვა პატიების შესაძლებლობაში ... როდესაც საკვებზე უარს აცხადებდა და სისუსტემ პროგრესული ხასიათი მიიღო, ექიმები მკურნალობის მიზნით იყენებდნენ წურბელებს, სისხლის გამოშვებას, მარიამბულას სალბუნს, გულის ასარევ საშუალებებს ნაცვლად გამაჯანსაღებელი მკურნალობისა .... მოძღვარმა ურჩია ყველაფრისთვის თავი დაენებებინა და წასულიყო მონასტერში, ხოლო უკანასკნელი შეტევის დროს გოგოლი ისე შეაშინა იმქვეყნად მოსალოდნელი სასჯელით, რომ გოგოლმა შეაწყვეტინა და უთხრა: „კმარა! წადით! აღარ შემიძლია ამის მოსმენა! ძალიან მეშინია!“ ავადმყოფობა და გოგოლის გარდაცვალება - ტიპიური შემთხვევაა, როდესაც ექიმებმა ჯერ კიდევ არ იცოდნენ ამ დაავადების ამოცნობა, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო აღწერილი სამედიცინო ლიტერატურაში, არც მოძღვარმა არ იცოდა ამ დაავადების ბიოლოგიური კანონები, ცალმხრივად აძლევდა ინტერპრეტაციას, სულიერი და მისტიკური პოზიციებიდან, და არა ადამიანის „ფართო ჰორიზონტის“, მასში ბიოლოგიურის, ფსიქოლოგიურის და სულიერის ერთიანობის, მათი რთული ურთიერთობის ასპექტში“.
ბოლო წლების განმავლობაში დიდი ყურადღება ეთმობა ფსიქოტურ დეპრესიას. ლიტერატურაში აღნიშნულია მისთვის დამახასიათებელი ბოდვა და ჰალუცინაციები [13], დანაშაულის გრძნობა და აჟიტირება [18, 20], პაციენტების მიერ სუიციდის ჩადენის რისკი [15]. მაგრამ დეპრესიის სტრუქტურა და განვითარების თავისებურებები რელიგიურ-მისტიკური შინაარსის ბოდვით საკმარისად არ არის შესწავლილი.
ამრიგად, დეპრესიას ბოდვას რელიგიური ფაბულით მიეკუთვნებიან ფსიქოტური მდგომარეობები, რომლებიც მოიცავენ დეპრესიული ეპიზოდის ძირითად სიმპტომებს [7] (დეპრესიული განწყობა, ინტერესის და სიამოვნების დაკარგვა, ენერგიულობის კლება) რელიგიურ-მისტიკური შინაარსის, ცოდვის, შეპყრობილობის, ჯადოქრობის ბოდვით იდეებთან კომბინაციაში. მითითებულ თვისებებთან ერთად, ამ დეპრესიის სტრუქტურაში შეიძლება აღმოჩნდეს მოუსვენრობა, აჟიტირება, ჰალუცინაციები.
5.1. დეპრესიის კლინიკური ვარიანტები ბოდვის რელიგიური ფაბულით
დეპრესიის კლინიკურ ტიპოლოგიას ბოდვის რელიგიური ფაბულით საფუძვლად უდევს სამამულო ფსიქიატრიაში ტრადიციული სინდრომოლოგიური პრინციპი. თავისი კონსტრუქციით იგი, ი. ნულერის აზრით [4], მიეკუთვნება დეპრესიის 2 ჯგუფს ან, ა. ტიგანოვის აზრით [10], რთული ფორმის დეპრესიას და ხასიათდება დეპრესიის სიმპტომების კომბინაციით ფსიქოპათოლოგიური რეგისტრის სხვა სიმპტომებთან ერთად. ხშირად ფსიქოზი იწყება შფოთიანი და დეპრესიული სიმპტომებით, შემდეგ მათ უერთდება ჰალუცინაციური, ბოდვითი, სენესტომათური, დეპერსონალიზაციურ-დერეალიზაციური გამოვლინებები დეპრესიის სიმპტომების თანდათანობით შესუსტებით. ამ თვისებებმა საშუალება მოგვცა გაგვეხილა დეპრესია ბოდვის რელიგიური ფაბულით დეპრესიულ-პარანოიდული, მელანქოლიურ-პარაფრენული, დეპრესიულ-დერეალიზაციური, შფოთიან-დეპრესიული და დეპრესიულ-იპოქონდრული სინდრომების ფარგლებში.
დეპრესიულ-პარანოიდული სინდრომი. ხასიათდება დეპრესიული და შემაშფოთებელი აფექტით ცოდვის, განსჯის, დასჯის ბოდვითი იდეებით. გამოხატული ანტიდეპრესიული გამოვლინების ფონზე სომატური არაკეთილდღეობის შეგრძნებით, ჩნდება სენსორული ბოდვის გამოხატული გამოვლინებები. გარემო აღიქმება როგორც შეცვლილი, ჩნდება შიშის გრძნობა, გაურკვეველი წარმოდგენა მოსალოდნელ კატასტროფაზე (ბოდვითი აღქმა). კოშმარულ სიზმრებში ხედავს მიცვალებულებს, შავებში ჩაცმულ ადამიანებს („სატანის მოსამსახურეებს“), სიკვდილს („სილუეტი თეთრ ბალახონში ცელით მხარზე“), კუბოებს. მაგალითად, პაციენტს ეჩვენებოდა, რომ სურდათ მისთვის კისრიდან ჯვარის ჩამოგლეჯა („როცა გამეღვიძა, ცივმა ოფლმა დამასხა“). უჩნდება ობსესიური წარმოდგენა გარდაცვლილ ნათესავებზე. განვითარებადი ბოდვითი ფაბულა თანდათან იძენს გენერალიზებულ ხასიათს: პაციენტებს საკუთარი თავი ცოდვილად, ზნედაცემულად მიაჩნიათ, რომ მათ ჩირქი მოცხეს ადამიანთა მოდგმას. ეკლესიაში მრევლის, მღვდლების მზერაში და თუნდაც წმინდანთა ხატებში ისინი ხედავენ გამკიცხავ მინიშნებებს (განსაკუთრებული მნიშვნელობის ბოდვა). ბოდვით იდეებში გაერთიანებულია ყველაზე თანამედროვე და არქაული წარმოდგენა: „ეშმაკის დავალებით ამონტაჟებენ მოსასმენ მოწყობილობებს, ვიდეოკამერებს, კითხულობენ ინფორმაციას სახლში კომპიუტერიდან“. მცდარ ცნობას უარყოფითი ორეულის სიმპტომის სახით აქვს პირდაპირი საფრთხის ხასიათი: „ქალიშვილი - ეშმაკია დრაკონის სახით, მას სურს ამოქოლოს ბინაში, წაართვას სასმელ-საჭმელი“, „ქმარი - ეშმაკია, რომელსაც სურს მისი მოკვლა“. მოსალოდნელი საშინელი დასასრულის წინათგრძნობა ასახავს ინსცენირების ბოდვას („ყველაფერი მოწყობილია: ბოროტი ძალები ჩასახლდნენ ექთნებში, სანიტრებში, ექიმებში, უნდათ მოკვლა, დახრჩობა, დასახიჩრება, უფსკრულში გადაგდება“).
კანდინსკი-კლერამბოს სინდრომი წარმოდგენილია სმენითი, ვიზუალური, ყნოსვითი ფსევდოჰალუცინაციებით, რომლებიც დაკავშირებულია ზემოქმედების იდეებთან. პაციენტები გრძნობენ სამარხის სუნს, ესმით ხმები, როგორც გამკიცხავი, ასევე კონტრასტული თავისი შინაარსით („ზოგჯერ შეურაცხმყოფელი, ზოგჯერ ღვთის ხმა“). ჩაგონების, ზემოქმედების, მანძილზე აზრის წაკითხვის შეგრძნებები ინტერპრეტირებულია ძირითადი ფაბულის ფარგლებში. პაციენტები გმობენ საკუთარ თავს საყოველთაოდ აღიარებული ნორმების თვალსაზრისით უმნიშვნელო გადაცდომების გამო, ამიტომ ხშირად და თავშეუკვებლად ლოცულობენ, ხშირად ღამით, უარს ამბობენ ხორცეულ საკვებზე, წმინდა წყალს აპკურებენ სახლს, ინანიებენ ცოდვებს, აღსარებას აბარებენ. საკუთარი ცოდვილობის წარმოდგენა ამძაფრებს შვების ნაკლებობას.
დაკვირვება 9.
პაციენტი შ., 34 წლის. მემკვიდრეობითობა არ აქვს დამძიმებული ფსიქიკური დაავადებებით. მამა აქტიური, კომუნიკაბელური ადამიანი იყო, გარდაიცვალა 1978 წელს გულის შეტევით. დედა - მგრძნობიარე, შთაბეჭდილებიანი, წყენია ქალბატონი, გარდაიცვალა 1973 წელს ონკოლოგიური დაავადებით. პაციენტი - მეორეა ექვსი შვილიდან. ბავშვობაში იზრდებოდა და ვითარდებოდა გადახრების გარეშე, ბავშვობაში არ გადაუტანია მძიმე ავადმყოფობა. ბუნებით ჩამოყალიბდა, როგორც მორცხვი, გაუბედავი, წყენია. სკოლაში სწავლობდა კარგად, მას შემდეგ, რაც 10 კლასი დაამთავრა, ცდილობდა ჩაებარებინა სასოფლ-სამეურნეო ინსტიტუტში, მაგრამ კონკურსით ვერ გავიდა, შემდეგ სწავლობდა პოლიტექნიკურ ტექნიკუმში, რომელიც დაამთავრა. 22 წლის ასაკში ცოლად გაჰყვა სამხედრო მოსამსახურეს, მუშაობდა ატელიეში ოსტატად. 23 წლის ასაკში ქალიშვილი შეეძინა. 1993 წელს მეგობარმა წაიყვანა ეკლესიაში, ამის შემდეგ მინიმუმ თვეში ერთხელ მიდიოდა ტაძარში, მონაწილეობდა რელიგიურ მსახურებაში, თუმცა თავს არ მიიჩნევდა აქტიურ მორწმუნედ. 1995 წელს მან განიცადა მძიმე ფსიქიკური ტრავმა, რაც გამოწვეული იყო დის ავადმყოფობითა და გარდაცვალებით. ხარკოვიდან დაბრუნების შემდეგ, სადაც მისი და ცხოვრობდა, თავს გრძნობდა სუსტად და გულდამძიმებულად. გაუჩნდა აზრი, რომ დამნაშავეა მის წინაშე იმის გამო, რომ „ცუდად უვლიდა“. შემდეგ დეპრესიასთან ერთად უძილობა დაეწყო. განსაკუთრებით ცუდად გრძნობდა თავს დილით. დანაშაულის გრძნობას დაემატა ღვთის წინაშე ცოდვილობს იდეა. რაც უფრო მეტს ლოცულობდა, მით უფრო გრძნობდა თავს ცოდვილად. ერთ დღეს იგრძნო, რომ ოთახში მოხდა გარკვეული ცვლილებები, ოთახი გახდა უცხო, არასასიამოვნო, საშიში, გაჩნდა შიშის, წუხილის გრძნობა: ღამით წამოხტებოდა, ხედავდა თეთრ სამოსელში გამოწყობილ ქალს ცელით ხელში (სიკვდილი გამოეცხადა). შენიშნა, რომ მეზობლები უჩვეულოდ იქცეოდნენ: ალმაცერად უყურებენ, მშრალად და ცივად ესალმებოდნენ, ცდილობდნენ არ შეხვედროდენ მას. მათ მზერას, რეპლიკებს, ღიმილს აღიქვამდა, როგორც დაგმობის მინიშნებას, რომელშიც ხედავდა საკუთარი ცოდვილობის დადასტურებას. შემდეგ მეზობლების საუბარს სამზარეულოში აღიქვამდა, როგორც გამამტყუნებელ რეპლიკებს: „მეძახდნენ ძროხას, ბინძურს, ზნედაცებულს“. გაახსენდა, როგორ უჩვეულოდ შეხედა რამდენიმე წლის წინ ახალგაზრდა მამაკაცმა, მან კი მზერა არ მოაშორა. რეტროსპექტულად მან ეს შეაფასა, როგორც ქმრის ღალატი და კიდევ უფრო დარწმუნდა იმაში, რომ ცოდვილია და იმსახურებს ყველაზე მძიმე სასჯელს. ერთ დღეს ტაძარში წავიდა ცოდვების მოსანანიებლად. როდესაც ტაძარს მიუახლოვდა, ისეთი განცდა გაუჩნდა, რომ ყველაფერი მოწყობილია, რომ რაღაც გარკვეული მიზნით ეკლესიის გარშემო განსაკუთრებულად დადიან ადამიანები ჯვრებით ხელში. მოესმა ღვთის ხმა, რომელიც აუწყებდა, რომ თავისი იქ ყოფნით ბილწავს ტაძარს და უნდა დატოვოს იგი: „ეკლესია უნდა ეკუთვნოდეს ღმერთს“. სახლში იყო აფორიაქებული, მოუსვენარი: ზოგჯერ გამალებით ლოცულობდა, ზოგჯერ ტიროდა, შემდეგ იცინოდა, ცდილობდა სადღაც გაქცევას. სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს ფსიქიატრიულ სტაციონარში .
სტაციონარში. განყოფილებაში პირველ დღეებში იყო აგზნებული, აფორიაქებული, უწესრიგოდ ამოძრავებდა ხელებს, რაღაცას ბუტბუტებდა. კლოფიქსოლის ინექციის შემდეგ ოდნავ დამშვიდდა. საუბრის დროს მან თქვა, რომ გარშემო ყველაფერი მოწყობილია, რომ ერთ-ერთი მედდა - ეშმაკის მსახურია, ხოლო მეორე - ღმერთის. ეშმაკის მსახურმა მოაჯადოვა იგი. გაიხსენა გარდაცვლილი და, თქვა, რომ დამნაშავეა მის წინაშე და ამისათვის ღმერთი დასჯის მას. ამიტრიპტილინით, კლოპსიკოლით, ტრიფტაზინით მკურნალობის შემდეგ მდგომარეობა გაუმჯობესდა. გაუუმჯობესდა ძილი, შეუმცირდა შფოთვა, გახდა უფრო მშვიდი, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონია კრიტიკული დამოკიდებულება მისი მდგომარეობის მიმართ. შემდგომ დათანხმდა, რომ ავად იყო, პირობა დადო, რომ გამოწერის შემდეგ მიიღებდა წამლებს. შეხვედრისას მეგობრულად იყო განწყობილი მეუღლის მიმართ, წუხდა ქალიშვილის გამო. გამოწერეს ფსიქიატრის ზედამხედველობის ქვეშ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
დიაგნოზი: F32.3 დეპრესიული ეპიზოდი მწვავე ფსიქოტური სიმპტომებით.
აღნიშნული მაგალითი გვიჩვენებს, რომ პაციენტს ხასიათის ასთენიური თვისებებით ფსიქიკური ტრავმის შემდეგ უჩნდება დეპრესიული სიმპტომები, რომლებსაც შემდეგ უერთდება მწვავე სენსუალური ბოდვა მისი ძირითადი კომპონენტებით: ბოდვითი აღქმით, განსაკუთრებული მნიშვნელობის, ინსცენირების ავადმყოფური იდეებით. ფსიქოზის დასაწყისშივე განცდები იღებს გამოხატულ რელიგიურ-მისტიკურ ელფერს, რომლის შინაარსს განსაზღვრავს ღვთის წინაშე ცოდვილობის იდეა, გაკიცხვის და სასჯელის ბოდვა.
მელანქოლიურ-პარაფრენული სინდრომი. კლინიკური სურათი ხასიათდება ფსიქიკური პროცესების ინტეგრაციის ღრმა დარღვევებით, საკუთარი გამოცდილების გაცნობიერების აშლილობით, აუტოიდენტიფიცირების დარღვევით [6].
მელანქოლიური პარაფრენია ერთ-ერთი რგოლია დეპრესიული შეტევის განვითარებაში, რომელსაც წინ უძღოდა ასთენიური, ანქსიოზური, დეპერსონალიზაციური და დერეალიზაციური, ჰალუცინაციური-პარანოიდული სინდრომები, რომლებიც იყვნენ კომბინირებული და ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. ბოდვითი ფაბულა შეიცავდა მესიანიზმის, ჯადოსნური უფლებამოსილების, გარდასახვის, შეპყრობილობის იდეებს. წარმოსახვის ბოდვასთან ერთად ბოდვის წარმოქმნის მექანიზმებში შედიოდნენ ინტერპრეტაციული და სენსუალური კომპონენტები. შეინიშნებოდა ბ. სოკოლოვას მიერ ადრე აღნიშნული აფექტის ლაბილობა და მისი შეუსაბამობა ბოდვით ფაბულასთან (განდიდების ბოდვა დეპრესიის შემთხვევაში) [9]. მაგალითად, ინდივიდუალური დანაშაულის საშინელი გრძნობა გადაიზარდა მესიანობის კომპლექსში: პაციენტები თვლიდნენ თავს ღმერთის რჩეულებად, წმინდანებად, რომ მათი მოწოდებაა მიიყვანონ კაცობრიობა მონანიებისაკენ, თავიდან აიცილონ გლობალური კატასტროფა.
ნიჰილისტური ვარიანტია კოტარის ბოდვა, რომელიც ხასიათდებოდა რიგი ორგანოების არსებობის უარყოფით, მათი ლპობის და დაშლის მტკიცებით, და რთულდებოდა ბოდვის მიმართ კონგრუენტული ჰალუცინაციური ხმებით, რომელიც „ისმოდა ჯოჯოხეთიდან“ და ბრალს სდებდა ცოდვებში.
ბოდვითი დეპერსონალიზაცია შეიცავს რელიგიურ-მისტიკურ კომპონენტს შეპყრობილობის ბოდვასთან ერთად და აუტომეტამორფოზის ბოდვას ჩონჩხის დეფორმაციის, ბალანის, რქების, ბრჭყალების, კუდის ამოსვლის შესახებ. ბოდვითი ქცევა ხასიათდებოდა ფსიქომოტორული აგზნებით, სუიციდალური ზრახვებით და ქმედებებით. მწვავე ენდოგენური ფსიქოზის დონეზე აღინიშნებოდა ცალკეული ონეიროიდულ-კატატონიური ჩართვა ფანტასტიკური იდეების, ილუზორული აღქმის, ჰალუცინაციების სახით, რომლებიც კალეიდოსკოპივით ცვლიდნენ ერთმანეთს და რომლებსაც აერთიანებდა განცდების ესქატოლოგიური ხასიათი. პაციენტებს წარმოედგინათ, რომ ისინი ზეცაში არიან, სადაც მიმდინარეობს იდეათა ბრძოლა ბნელი ძალების დომინირებით სატანის არმიიდან.
დაკვირვება 10.
პაციენტი ი-ვა, 53 წლის. მამის შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება. დედა გარდაიცვალა სომატური დაავადებისგან, იყო კეთილი, მშვიდი. პაციენტი სამ დას შორის იყო უმცროსი. პირველი გარდაიცვალა ადრეულ ასაკში მენინგიტისგან, მეორე მკურნალობდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში „სუიციდის მცდელობისათვის უიღბლო სიყვარულის გამო“. ქალიშვილი იმპულსურია, ქცევა არასტაბილური, მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა, სამჯერ იყო გათხოვილი.
პაციენტი გაიზარდა და განვითარდა გადახრების გარეშე, ბავშვობაში მძიმე ავადმყოფობა არ გადაუტანია. ბავშვობიდან ბებიამ აზიარა მართლმადიდებლურ სარწმუნოებას, ბოლო 15 წლის განმავლობაში რეგულარულად დადიოდა ეკლესიაში, ასრულებდა რიტუალებს. ყოველთვის იყო სტენიური, კომუნიკაბელური, უმიზეზოდ განწყობა არ ეცვლებოდა. სკოლაში სწავლობდა განსაკუთრებული ინტერესის გარეშე. სკოლის დამთავრების შემდეგ, მან დაამთავრა რკინიგზის ტრანსპორტის ტექნიკუმი. მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა რკინიგზაში შრომის უსაფრთხოების ინჟინრად. მატერიალურად კარგად იყო უზრუნველყოფილი, ხშირად დადიოდა მივლინებებში. 25 წლის ასაკში გათხოვდა, ჰყავს სრულასაკოვანი ქალიშვილი. სახლში მდომარეობა არ იყო მშვიდი. იმის გამო, რომ მისი ქმარი სვამდა, სახლში ხშირად იმართებოდა სკანდალი. ერთ-ერთი ჩხუბის დროს მან მეუღლეს დანით მიაყენა ჭრილობა გულმკერდის არეში. მისი მეუღლე საავადმყოფოში გადაიყვანეს, გამოწერეს დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში. მსჯავრდებულია პირობითად. დღეისათვის ნასამართლეობა მოხსნილი აქვს.
2001 წლის სექტემბერში შტატების შემცირების გამო გაათავისუფლეს სამსახურიდან. დარეგისტრირებულია შრომის ბაზარზე. მძიმედ განიცდიდა სამსახურის დაკარგვას, ფინანსურ სირთულეებს, სოციალური სტატუსის ცვლილებებს. იმავე წელს ქალიშვილთან კონფლიქტის შემდეგ განწყობა შეეცვალა უარესობისკენ. შემდეგ გაუჩნდა სასოწარკვეთა, შფოთვა, მოსალოდნელი უბედურების გრძნობა. თავის ცხოვრებას, თავის ქმედებებს აფასებდა რეტროსპექტულად. გაუჩნდა საკუთარი ცოდვილობის რწმენა, გადაწყვიტა, რომ ღმერთი სჯის იმის გამო, რომ ქმარს მიაყენა ჭრილობა: „ინტუიციურად დავარტყი, თვითონაც არ ვიცი, რატომ არ მაძლევს მოსვენებას ჩადენილის მოგონებები“. მაშინ იგრძნო ცვლილება სხეულში: „რაღაც ისროდა, მირტყავდა“. გაუჩნდა იდეა, რომ შიგნეული ულპებოდა, რომ მისი ხორცი შეიცვალა ეშმაკის ხორცით. ესმოდა „ხმები ჯოჯოხეთიდან“, რომ ცოდვების გამო ცოცხლად დაწვავენ კრემატორიუმში. გადავწყვიტა თვითმკვლელობა, მაგრამ ვერ შეძლო. ხმები უბრძანებდნენ წასულიყო სახლიდან, "დანარჩენები რომ კარგად ყოდილიყვნენ“. შეშინებული ყინვაში გაიქცა იმით, რაც ეცვა სახლში, ფლოსტებით. დაეხეტებოდა ქუჩებში, როგორღაც შევიდა მეტროში, დიდ ხანს იდგა პლატფორმაზე საშიშ ზონასთან ახლოს. მილიციამ დააკავა. პიკეტში ტიროდა, ყვიროდა, ლაპარაკობდა „ბიბლიის ენით“, გადაიყვანეს ფსიქიატრიულ სტაციონაში.
სტაციონარში. მიღებისას ზედა და ქვედა კიდურებზე ჰქონდა მოყინვის კვალი. მოუსვენარია, შეშფოთებული, არ ასახელებს გვარს, სახელს და მამის სახელს. აქეთ-იქით აწყდება, ყვირის, ცდილობს სადღაც გაიქცეს, ამბობს, რომ ცოდვების გამო გადაიქცა ეშმაკად. სედატიური მოქმედების ტრანკვილიზატორების და ნეიროლეპტიკოსების შედარებით მცირე დოზის ფონზე პირველი კვირს ბოლოს გახდა უფრო მოწესრიგებული. თანდათანობით მოხდა ბოდვითი იდეების დეზაქტუალიზაცია, გაჩნდა მისი მდგომარეობის ნაწილობრივი კრიტიკა. მან განაცხადა, რომ ყველა მის მოქმედებას ხმები წარმართავდნენ. თავიდან ფიქრობდა, რომ ხმა ეკუთვნის უფალს, შემდეგ მიხვდა, რომ ეშმაკს, რადგან „უფალი თესავს სიკეთეს“. არ გამორიცხავს, რომ მის სხეულში ეშმაკია, ხშირად და დიდიხნობით ლოცულობს, ამბობდა: „ცოდვებს ვინანიებ, მაგრამ ეს არ არის საკმარისი“. ძილი ფხიზელი აქვს. ჭამს ცოტას.
დიაგნოზი: F32.3 მწვავე დეპრესიული ეპიზოდი ფსიქოტური სიმპტომებით.
პაციენტს რიგი ფსიქიკური ტრავმების შემდეგ გაუჩნდა მკაფიოდ გამოხატული დეპრესია დანაშაულის, ცოდვის, სუიციდალური ტენდენციების ავადმყოფური იდეებით. დეპრესიული შეტევის განვითარებასთან ერთად დაემატა დეპრესიული ბოდვისადმი კონგრუენტული ვერბალური ჰალუცინაციები, კოტარის ნიჰილისტური ბოდვის სიმპტომები, აუტომეტამორფოზის ბოდვა.
დეპრესიულ-დეპერსონალიზაციური სინდრომი. ადრეულისგან განსხვავებით, მოცემული კლინიკური ვარიანტის შემთხვევაში დეპერსონალიზაციური განცდები არ ცდება მოცემული პიროვნების შესაძლებლობების საზღვრებს და შემოიფარგლება ახლობლების მიმართ სიყვარულის გრძნობის დაკარგვით შფოთვის, გარე სამყაროს მოჩვენებითობის განცდასთან ერთად [10]. განცდებს საფუძვლად უდევს ინტენსიური, ბევრად უფრო გამოხატული, ვიდრე სხვა კლინიკური ვარიანტების შემთხვევაში, გაცნობიერება დანაშაულისა ჩადენილი ცოდვების გამო წარსულსა და აწმყოში („ვეწეოდი თავაშვებულ ცხოვრებას, სიამოვნებას ვანიჭებდი საკუთარ ხორცს, ნაკლებად თაყვანს ვცემდი ღვთის სიტყვას, ქალწულად უნდა დავრჩენილიყავი“). გრძნობის და განცდის შეუძლებლობა, რომლებიც, რ. ტოლეს აზრით [20], ქმნის მელანქოლიის ბირთვს, იწვევს რწმენას, რომ ღმერთმა ზურგი შეაქცია და არ სურს მოისმინოს არც ლოცვა და არც ცოდვების მონანიება. განსაკუთრებით მძიმე ასატანი იყო სიცარიელე, დროის შეგრძნების დაკარგვა, ახლობლების, ძველი გრძნობების გაუჩინარება, განსაკუთრებით შვილების მიმართ („შვილი მოდის, მე კი ქვასავით ვარ“). დაუფლების, ჯადოქრობის, გათვალვის ფრაგმენტულ იდეებს ბოდვითი ინტერპრეტაციის ხასიათი აქვს. აღინიშნებოდა მაღალი სუიციდალური განწყობა.
დაკვირვება 11.
პაციენტი პ., 38 წლის. მემკვიდრეობითობა არ იყო დამძიმებული ფსიქიკური დაავადებებით. დედა კეთილი, რბილი. მამა ენერგიული, შეუპოვარი. უმცროსი და ჯანმრთელი. პაციენტს ადრეულ ბავშვობაში აღენიშნებოდა ნევროპათიის ნიშნები, ღამის შიში, ეშინოდა უცნობების, ვერ ჩერდებოდა სახლში მარტო, ზოგჯერ აღენიშნებოდა ცვლილება განწყობაში. ფსიქიატრისთვის დახმარებისათვის არ მიუმართავს. ზრდასა და განვითარებაში თანატოლებს არ ჩემორჩებოდა. სკოლაში სწავლობდა არათანაბრად, ხასიათდებოდა ეჭვიანობით, დაუცველობით, ამის გამო მეგობრები ბევრი არ ჰყავდა. სკოლის დამთავრების შემდეგ სასწავლებელში მიიღო ფარმაცევტის პროფესია. 24 წლის ასაკში გათხოვდა, ჰყავს ვაჟი და ქალიშვილი. ბავშვები ხშირად ხდებოდნენ ავად, ცივდებოდნენ. 80-იანი წლების მეორე ნახევრიდან გაუჩნდა რელიგიისადმი მიდრეკილება, ხშირად დადიოდა ეკლესიაში. დაავადების დაწყებამდე რამდენიმე წლით ადრე სიტუაცია ოჯახში გაუარესდა, გაჩნდა ხანგრძლივი ოჯახური კონფლიქტი, რომელიც ლამის განქორწინებით დასრულდა.
ბოლო წელს თავს ცუდად გრძნობდა. გაიკეთა საკვერცხის კისტის ოპერაცია. გამოკვლევის და ოპერაციის შემდგომ პერიოდში უჩნდებოდა შეშფოთების, შიშის გრძნობა იმის გამო, რომ მას დაუმალეს ონკოლოგიური დაავადება. შემდეგ გაუჩნდა დაღლილობის, სისუსტის გრძნობა, დაკარგა ინტერესი ყველაფრის მიმართ. იმისათვის, რომ შვება ეგრძნო, ხშირად დაიწყო სიარული ეკლესიაში. თუმცა მდგომარეობა უფრო გაუარესდა. ერთ დღეს, როცა ტაძარში ლოცულობდა და ღმერთს სთხოვნა შვილები ჯანმრთელად ჰყოლოდა, დაანთო „ჯანმრთელობის“ სანთელი, მაგრამ გონებაში გაუელვა, რომ „სულის მოსახსენებლად“. გარკვეული დროის შემდეგ, როდესაც ლოცულობდა, იგივე ცუდმა აზრმა „გაუელვა“. შვილებისადმი შიშის გამო შეწყვიტა ეკლესიაში სიარული. გადაწყვიტა, რომ დემონის მონაა: „ღმერთმა ზურგი შემაქცია, არავითარ შანსს არ მაძლევს“. განიცდიდა ინტენსიურ შიშს, შფოთვას, მოუსვენრობას, ცუდად ეძინა. მოგვიანებით მდგომარეობა გაუარესდა. გახდა უფრო ჩაკეტილი, ჩუმი, რაღაცას ყურს უგდებდა, გრძნობდა სიცარიელეს თავში, ჩიოდა, რომ მას არ ჰქონდა არავითარი აზრები, გარე სამყარო არ აღელვებს, „არ აქვს არც გრძნობები, არც ემოციები“. ამბობდა, რომ „უფსკრულში მიექანება, ჯოჯოხეთში ვარდება“ . იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სტაციონარში. მორიგე ექიმის ჩანაწერების მიხედვით, მიღების დღეს იყო აგზნებული, ვერ ჩერდებოდა ერთ ადგილზე, დროდადრო ხმამაღლა ყვიროდა. ერეოდა ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. საუბარი უჭირდა. ითხოვდა მღვდლის მოყვანას, ამბობდა, რომ სასწრაფოდ უნდა ჩააბაროს აღსარება, მოიხსნას სიმძიმე გულიდან. საუბრის დროს, თვალცრემლიანი ყვებოდა: „შვილები არ მიყვარდა, ქმარი არ მიყვარდა, არ ვაქცევდი მათ ყურადღებას. მხოლოდ ღმერთი მიყვარს, ეშმაკი ცდილობს შემიჩნდეს, მე მას არ ვუშებ, ეს კი ისე ძნელია. არ შემიძლია ეკლესიაში სიარული. როგორც კი სანთელს ავანთებ ჯანმრთელობის თხოვნით , მაშინვე მიჩნდება აზრი, რომ „სულის მოსახსენიებლად“ ვანთებ“. ეუფლება აფორიაქება.
განყოფილებაში, პირველ 10 დღის განმავლობაში დაფიქსირდა გამოხატული ფსიქომოტორული აგზნება, დაბნეულობა, იმპულსური ქმედებები. ერთ დღეს თავს დაესხა მეზობელს პალატაში, ყვიროდა: „შენ ალქაჯი ხარ, ჩემ მოსაკლავად მოხვედი“, ცდილობდა ფანჯრიდან გადახტომას. ექიმს შეატყობინა, რომ მოსალოდნელი გლობალური კატასტროფის ეშინოდა. თქვა, რომ სასწრაფოდ უნდა წავიდეს ეკლესიაში, ილოცოს, რადგან ბნელეთის ძალებს სურთ მისი განადგურება. შორიდან ესმოდა უცნობი ხმა, რომელიც ლანძღავდა, ბრძანებებს აძლევდა. უტარდებოდა ნეიროლეფსიური მასიური თერაპია, ჰალოპერიდოლის დოზამ მიაღწია 30 მგ/დღეში. მკვეთრი ფსიქომოტორული აგზნების გამო იღებდა ამინაზინს. მკურნალობის მე-10 დღეს აუწია სიცხემ, დაუდგინდა ლაკუნარული ანგინა. მას შემდეგ, რაც ერთდროულად შეუწყვიტეს ნეიროლეპტიკები, მომდევნო 2 დღის განმავლობაში აღენიშნებოდა ძლიერი სისუსტე, ძილიანობა. შეიცვალა კლინიკური სურათი. მნიშვნელოვნად შემცირდა შიშის, დაძაბულობის, შფოთვის გრძნობა. ამავე დროს, გაუჩნდა საკუთარ თავში ცვლილების განცდა. ჩიოდა, რომ დაკარგა დროის შეგრძნება (დროუსასრულოდ მიედინება), გაქრა ძილის გრძნობა, არ გრძნობდა საკვების გემოს. ძალიან მძიმედ განიცდიდა შინაგან სიცარიელეს, ახლობლების, განსაკუთრებით შვილების, მიმართ გრძნობების ნაკლებობას. რამდენიმე თვე მიმდინარეობდა მკურნალობა ანაპრინილით, კლოზაპინთან და ფენაზეპამთან ერთად. მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა. გაწერეს ფსიქიატრის მეთვალყურეობის ქვეშ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
დიაგნოზი: F32.3 მძიმე დეპრესიული ეპიზოდი ფსიქოტური სიმპტომებით.
კლინიკური სურათი ამ დაკვირვებაში შეესაბამება ი. ნულერის [4] მიერ აღწერილ დეპერსონალიზაციური დეპრესიის განვითარების სტერეოტიპს. დაავადების წარმოქმნაში თავისი როლი ითამაშა, როგორც შემაშფოთებულ-ეჭვიანი ხასიათის ასთენიური პიროვნული ყაიდის ენდოგენურმა მიდრეკილებამ, ასევე კონკრეტული პიროვნებისათვის მეტისმეტად სომატოგენურმა და ფსიქოგენურმა ზემოქმედებამ. აშლილობათა დიაპაზონი საკმაოდ ფართოა: წუხილის, დეპრესიის, ფობიების ფონზე კონტრასტული ობსესიური აზრებით ჩნდება დეპერსონალიზაციური გამოვლინებები, რომლებიც თავდაპირველად ატარებენ ფრაგმენტულ ხასიათს, შემდეგ კი თამაშობენ წამყვან როლს კლინიკურ სურათში, და, როგორც ჩანს, გარკვეულწილად ახორციელებენ დაცვას ინტენსიური წუხილისა და შიშისგან. კლინიკურ სურათს ამძაფრებს დეპრესიულ-დეპერსონალიზაციური გამოვლინებების რელიგიურ-მისტიკური ინტერპრეტაცია ცოდვილობის, დაუფლების, გლობალური კატასტროფის ავადმყოფური იდეების სახით. როგორც კი ინტენსიური წუხილის აფექტი გაივლის, ხდება ამ იდეათა დეზაქტუალიზაცია.
შემაშფოთებელი და დეპრესიული სინდრომი. შემაშფოთებელი დეპრესიისათვის დამახასიათებელი სასოწარკვეთა, კატასტროფის წინათგრძნობა იძენს ესქატოლოგიურ ელფერს. შეფაშფოთებელი განცდების ბირთვია სიკვდილის შიში მონანიების გარეშე. ზოგიერთ შემთხვევაში, მოსალოდნელი საფრთხის გრძნობას და იმის ცოდნას, რომ „ცოდვის საზღაური გარდაუვალია“, თან ახლავს აჩქარებული გულის ცემა, სულის ხუთვა, დისკომფორტი გულმკერდის არეში. პაციენტები იწყებენ ხელების მტვრევას, ეცემიან მუხლებზე, ხმამაღლა კითხულობენ ლოცვებს, ხელს ჩაჭიდებენ სხვებს, შფოთავენ, მოუწოდებენ ღმერთს, საკუთარ თავს უწოდებენ დიდ ცოდვილს, ამბობენ, რომ თავი დაიღუპეს და ყველა ნათესავიც დაღუპეს. შფოთვის დროს ჩნდება აფექტისადმი კონგრუენტული ხმები, რომლებიც ბრალს სდებენ ღალატში, ურწმუნოებაში. უჩნდებათ სუიციდის ჩადენის დაჟინებული მოთხოვნა.
დეპრესიულ-იპოქონდრიული სინდრომი. გამოიხატება არამკვეთრი წუხილისა და სევდის აფექტის სახით. დომინირებს ჩივილი საერთო უქეიფობაზე, ცუდ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, თავბრუსხვევაზე, თავის ტკივილზე. გარდა ამისა, აღინიშნება მწვავე, პულსირებული ტკივილი წელის არეში, მზის წნულში, სასქესო ორგანოებში. სომატური არაკეთილდღეობის მუდმივი შეგრძნება იწვევს პესიმისტურ ვარაუდს დაავადების ზებუნებრივ ხასიათზე, არ გამორიცხავს ჯადოქრობას და გათვალვას. ხშირად ამ ვარაუდს აქვს ინდუცირებული ხასიათი, ხოლო ჯადოქრობის იდეა განპირობებულია ცრურწმენით და ზეღირებულია. პაციენტები არ მიმართავენ სამედიცინო დაწესებულებებს, ამჯობინებენ „მკურნალების“, „ექსტრასენსების“ დახმარებას და ა.შ. ზოგიერთი მათგანი მიემგზავრება წმინდა ადგილებში, ეძებს სამკურნალო წყლებს, სვამს წმინდა წყალს.
ბოდვის რელიგიური ფაბულის მქონე დეპრესიის დინამიკა, სიმძიმე, კომორბიდულობა განისაზღვრებოდა, როგორც ჰომონომნური, ასევე ჰეტერონომნური (ნოზოლოგია, სტატუსი, მიმდინარეობა) ფაქტორებით და განსხვავდებოდნენ შიზოფრენიული, აფექტური და ორგანული სპექტრით ფსიქიური აშლილობის დროს.
პარანოიდული შიზოფრენია პაროქსიზმული-პროგრედიენტული მიმდინარეობით. პიროვნების პრემორბიდული მდგომარეობა ხასიათდება ხასიათის ასთენიური და შიზოიდური თვისებებით. დაავადების საწყის ეტაპზე აღინიშნებოდა შესუსტებული სუბდეპრესია, ფსიქიური აქტივობის დაქვეითება, არაფსიქოტური იპოქონდრული სიმპტომები. პირველი შეტევა ხასიათდებოდა პოლიმორფიზმით. შეტევა, რომელსაც თან ახლდა დეპრესია ბოდვის რელიგიურ-მისტიკური შინაარსით, ვითარდებოდა აუტოხტონურად, მწვავე პარანოიის და კანდინსკი-კლერამბოს სინდრომის ფარგლებში პირველი მანიფესტაციიდან (საშუალოდ - მეოთხე შეტევა) 5-10 წლის შემდეგ. შემდგომ მოხდა ფსიქოტური რელიგიური განცდების დეზაქტუალიზაცია, სწრაფად იზრდებოდა დეფიციტარული სიმპტომები, რომელსაც თან ახლდა სოციალური დეზადაპტაცია.
შიზოაფექტური აშლილობა, დეპრესიული ტიპი. დომინირებენ პაციენტები ასთენიური და შიზოიდური პრემორბიდული პიროვნული საწყისით. დაავადების ხანგრძლივობა საშუალოდ 7.5 წელი გრძელდება. დეპრესიები რელიგიური შინაარსის ბოდვით ხშირად ვლინდებოდა მეორე-მეხუთე შეტევების დროს შიზოაფექტური ფსიქოზის აფექტოდომინანტური ფორმის ფარგლებში, როდესაც დომინირებდა, როგორც ბოდვითი აღქმა, ასევე წარმოსახვის ვიზუალური სიმბოლური ბოდვა. დაავადების წარმოქმნაში გარკვეული როლი ითამაშეს ადრე გადატანილმა დაავადებებმა ან სხვა ეგზოგენურმა საშიშმა დაავადებებმა (შინაგანი ორგანოების ქრონიკული დაავადებები, ნეიროინფექცია, თავის ტრავმა, ონკოლოგიური დაავადებები), ასევე ოჯახურ გარემოებებთან დაკავშირებულმა ფსიქოგენიებმა: მეუღლესთან განქორწინებამ, ახლობლების გარდაცვალებამ და ა.შ. [4,11]. გარკვეული როლი აქ ითამაშეს გადაჭარბებულმა ფსიქოფიზიკურმა დატვირთვებმა, რომლებიც დაკავშირებული იყო რელიგიური კულტების შესრულებასთან: ხანგრძლივი ლოცვა ღამით, კვების რეჟიმის შეცვლა, ასევე ექსტრასენსორული ზემოქმედება.
ყველა ეს მავნეობა ცვლიდა ორგანიზმის რეაქტიულობას, ამცირებდა მის ადაპტაციურ შესაძლებლობებს. შეტევების სურათი, რომლის სტრუქტურაში შეინიშნებოდა დეპრესიის რელიგიური შინაარსის ბოდვის ფაბულა, გამოირჩეოდა სირთულით, გაშლილობით, დეზინტეგრაციული ფსიქიკის რეგისტრების თანმიმდევრული ჩართულობით, დაწყებული ასთენონევროტულით და დამთავრებული კატატონურ-ონეიროდულით. რემისიის სტადიაში პაციენტების მდგომარეობა რჩებოდა უცვლელი, ხოლო ზოგჯერ გამოვლენილი მსუბუქი ასთენიური ცვლილებები ხელს არ უშლიდნენ სოციალურ ადაპტაციას.
მწვავე პოლიმორფული ფსიქოზური აშლილობა შიზოფრენიის სიმპტომების გარეშე. უჩნდებათ პაციენტებს, რომლებშიც დომინირებს ასთენიური და ისტერიული ფსიქიკური მხარე, საარსებო საშუალებების დაკარგვასთან, განქორწინებასთან, ახლობლების გარდაცვალებასთან დაკავშირებული უშუალო სტრესული ზემოქმედების შემდეგ. შვება რომ ეგრძნოთ პაციენტები მიმართავდნენ ექსტრასენსებს, მაგებს, ეზოთერულ ლიტერატურას, ასრულებდნენ მედიტაციას, რომელსაც თან ახლდა ვიზუალური წარმოდგენა, ყურადღებას ამახვილებდნენ კარმის, სულების გადასახლების იდეებზე. არაფსიქოტური უარყოფითი განცდებიდან ფსიქოზზე გადასვლას სჭირდებოდა არაუმეტეს ორი კვირისა. მწვავე პერიოდის კლინიკური სურათი ხასიათდებოდა ემოციური დაბნეულობით, შფოთვით, რელიგიური შინაარსის ხანმოკლე ბოდვითი აფეთქებებით, ცრუ აღქმით. დეპრესიული აფექტი, რომელიც ასახავდა ფსიქოტრავმირებად სიტუაციებს, არ პასუხობდა დეპრესიული (F32) ეპიზოდების კრიტერიუმებს [7]. გამოჯანმრთელება დგებოდა 2-3 თვის შემდეგ, სამწლიანი კატამნეზური დაკვირვების განმავლობაში ფსიქოტური სიმპტომები და სოციალური ადაპტაციის დარღვევები არ აღინიშნებოდა.
დეპრესიულ-ბოდვითი აშლილობა აფექტისადმი კონგრუენტული ბოდვით. დაავადება უჩნდებოდათ იმ პაციენტებს, რომლებსაც ავადმყოფობამდე შეენიშნებოდათ პიროვნების ასთენიური და ციკლოიდური თვისებების სიჭარბე, მისი ხანგრძლივობა საშუალოდ შეადგენდა 7 წელს, ხოლო ფაზებისა - 3-4 თვეს. მანიფესტური ფაზების სურათი ხასიათდებოდა ენდოგენური დეპრესიებით და დეპერსონალიზაციურ-დერეალიზაციური და ანესტეთიკური სინდრომების დომინირებით. დეპრესია ბოდვის რელიგიური ფაბულით ხშირად ვლინდებოდა 1-2-ე ფაზაში (5 დაკვირვება) ბიპოლარული ფსიქოზის ფარგლებში და დეპრესიის დომინირებით. მათი ძირითადი კლინიკური გამოხატულებაა ღვთის წინაშე საკუთარი ცოდვების მძიმე განცდა, რასაც მოჰყვება შემდგომ გარდაუვალი სასჯელი. დეპრესიული სიმპტომების შესუსტების შემდეგ აღინიშნებოდა ასთენიზაციის აშკარა ნიშნები.
ორგანული ფსიქოტური დეპრესიული აშლილობა. პროტარგირებული დეპრესიულ-პარანოიდული მდგომარეობა თავის ტვინის სისხლძარღვების დაზიანების ფარგლებში ვითარდებოდა თანდათან პროგრესირებადი ფსიქოორგანული სინდრომის ფონზე. ასთენოდეპრესიულ და დეპრესიულ-იპოქონდრულ სიმპტომებს თან ახლდა ზიანის მიყენების, ცოლ-ქმრული ღალატის, ჯადოქრობაზე, გათვალვაზე, ბინაში ბოროტი ძალების არსებობაზე პარარელიგიური წარმოდგენების იდეები. ბოდვითი ქცევა ხასიათდებოდა მფარველობის ძებნით სასულიერო პირებში, სახლის „წმინდა წყლით“ შეპკურებით. არასრულფასოვნების და დანაშაულის იდეები, როგორც წესი, აღმოჩენილი არ იქნა; მათ ნაცვლად ჩნდებოდა საკუთარი თავისადმი სიბრალულის, ხოლო სხვების მიმართ შურის გრძნობა.
ეპილეფსიით დაავადებულებს დეპრესიული ფსიქოზი ბოდვის რელიგიური ფაბულით უვითარდებოდათ ხანგრძლივი, არანაკლებ 7-10 წლისა, ეპილეპტიკური კრუნჩხვების არარსებობის შემდეგ და ხასიათდებოდა აფექტური აშლილობის ცვლილებით, დაქვეითებული განწყობით, ჰალუცინაციური პარაფრენიით, რელიგიური და მისტიკური შინაარსის მეგალომანიური იდეების გაჩენით.
ამრიგად, ბოდვის რელიგიური ფაბულის მქონე დეპრესიის დამახასიათებელი თვისებებია ზოგადი, მუდმივი, ეპოქასა და გარემოსაგან დამოუკიდებელი ნიშნები: დეპრესია, დაბალი თვითშეფასება, მომავლის პირქუში, პესიმისტური ხედვა და ა.შ., რომელსაც ახასიათებს პათოლოგიური რელიგიური განცდები. მათი ექსტრემალური ბუნება, თავის მხრივ, ართულებს დეპრესიული ფსიქოზის მიმდინარეობას. მაგალითად, ფსიქიკური ტკივილი, დეპრესია, დაბალი თვითშეფასება, დანაშაულის გრძნობა ტრანსფორმირდება ღვთის წინაშე პირადი ცოდვის იდეაში, ხოლო შორს წასულ შემთხვევებში - სამყაროს დასასრულის, „ღმერთების დაისის“, გრანდიოზული გადატრიალების თვალსაჩინო სახოვან „კოსმიურ განცდებში, რომლის მიზეზი თავად პაციენტია[17].
მიღებული მონაცემები საშუალებას იძლევა გამოვთქვათ ზოგიერთი ზოგადი მოსაზრება ბოდვის რელიგიური ფაბულის მქონე დეპრესიასთან დაკავშირებით მწვავე ენდოგენურ ფსიქოზებთან [5]. მათი ისეთი სტრუქტურულ-დინამიური მახასიათებლები, როგორიცაა მიმდინარეობის პაროქსიზმული ტიპი, შეტევების სტრუქტურების ლაბილურობა, სინდრომების მრავალფეროვნება, დიდწილად განსაზღვრავენ პათოლოგიური რელიგიური განცდების სიღრმეს და ინტენსიურობას, ბოდვითი ფაბულის აქტუალიზაციის ხარისხს ფსიქოზის სხვადასხვა ეტაპზე.
საკამათოა და არასათანადოდ შესწავლილია ეტიოლოგიური ფაქტორების როლი რელიგიური ბოდვის მქონე დეპრესიის წარმოქმნაში. აქ ყურადღებას იმსახურებს თ. პაპადოპულოსის შენიშვნა იმასთან დაკავშირებით, რომ დეპრესიული ბოდვის პარაფრენიისაკენ გადახრა განპირობებულია არა მხოლოდ და არა იმდენად ღრმა დეპრესიით, რამდენადაც ასაკით, კულტურული თავისებურებებით და პიროვნული თვისებებით [5]. ჩვენ დავადგინეთ, რომ შიზოაფექტური ფსიქოზის შეტევების განვითარებას, და, განსაკუთრებით, მწვავე პოლიმორფულ ფსიქოტურ აშლილობას უშუალოდ წინ უსწრებდა ფსიქოგენიები, პიროვნების რეაქცია სომატურ დაავადებებზე, ასევე გადაჭარბებული ან არატრადიციული საკულტო ზეგავლენა („საკულტო ტრავმა“). მრავალი მანიფესტაციის დროს საკულტო ტრავმასთან უშუალოდ დაკავშირებული ფსიქოზი ძალიან ჰგავს მ. სინგერის და რ. ოფშეს [19] მიერ აღწერილ რეაქტიულ შიზოაფექტურის მსგავს ფსიქოზს.
ამრიგად, ბოდვის რელიფიური ფაბულის მქონე დეპრესიებს არ გააჩნიათ სპეციფიკური სიმპტომების კომპლექსის როლზე პრეტენზია და, მით უმეტეს ცალკეული ნოზოლოგიური ერთეულისა, წარმოადგენენ ფსიქოპათოლოგიურ წარმონაქმნს, რომელიც მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას და თერაპიულ მიდგომას.
ლიტერატურა
1. ს. კორსაკოვი. ფსიქიატრიის კურსი.— მოსკოვი: მოსკოვის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1901.— ტ. 1-2.- 1133 გვ.
2. ი. ლესტვიჩნიკი. მეუფე მამა ავა იოანეს, სინას მთის წინამძღვრის „კიბის“ რუსული თარგმანი.— 5-ე გამოც.— კოზელის ოპტინის უდაბნოს წმინდა სერგის სამების ლავრა , 1898.— 380 გვ.
3. დ. მელეხოვი. ფსიქიატრია და სულიერი ცხოვრების პრობლემები // ფსიქიატრია და სულიერი ცხოვრების პრობლემები .— მოსკოვი: წმინდა ფილორეტის მართლმადიდებლური ქრისტიანული სკოლის გამომცემლობა, 1997.— გვ. 8—61.
4. ი. ნულერი. დეპრესია და დეპერსონალიზაცია.— ლენინგრადი: მედიცინა, 1981.- 208 გვ.
5. ტ. პაპადოპულოსი. მწვავე ენდოგენური ფსიქოზი.— მოსკოვი: მედიცინა, 1975.- 192 გვ.
6. ა. პორტნოვი, ი. ბუნტოვი, ბ. ლისკოვი. პარაფრენული ბოდვის და მისი მსგავსი მდგომარეობის სინდრომოლოგიისათვის // ნევროპათოლოგიის და ფსიქიატრიის ჟურნალი.- 1968.- Т. 68, № 6.- С. 890-895.
7. ფსიქიკური აშლილობები და ქცევის აშლილობები (F00-F99) (კლასი V მკბ-10, რომელიც ადაპტირებულია რუსეთის ფედერაციაში გამოყენებისათვის) / ბ.ა.კაზაკოვცევას, ვ.ბ. გოლანდიის რედაქციით .— სანქტ-პეტერბურგი, 2003.- 588 გვ.
8. ვ. სერბსკი. ფსიქიატრია. ფსიქიკური დაავადებების შესწავლის სახელმძღვანელო. — მოსკოვი: ნ.ნ. პიროგოვის სახელობის სამედიცინო კომისიის გამომცემლობა, 1912.— 654 გვ.
9. ბ. სოკოლოვა. შიზოფრენიის დროს მწვავე პარაფრენული მდგომარეობის მკურნალობის და ფსიქოპათოლოგიის შესახებ. დისერტაციის ავტორეფერატი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად. - მოსკოვი, 1971 – 23 გვ.
10. ა. ტიგანოვი. აფექტური აშლილობები და სინდრომის წარმოქმნა// ნევროპატოლოგიის და ფსიქიატრიის ჟურნალი— 1999.— Т. 99, № 1.— გვ. 8-10.
11. ვ. ტოჩილოვი. ატიპიური აფექტური ფსიქოზის სინდრომის წარმოქმნის და თერაპიის მკურნალობა და მექანიზმები: დისერტაციის ავტორეფერატი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხის მოსაპოვებლად.— სანქტ-პეტერბურგი., 1994.
12. კ. შნაიდერი. რელიგიურ ფსიქოპათოლოგიაში შესავლისათვის: თარგმ. გერმ. //დამოუკიდებელი ფსიქიატრიული ჟურნალი.— 1999.— № 2.— С. 5-9.
13. Coryell М. Psychotic depression // J. Clin. Psychiatry.— 1996.— Vol. 57, Suppl. 3.- P. 27-31.
14. Griesinger W. Die Pathologie und Therapie der psychischen Krankheiten: fi,r Aerzte und Studirende.— 4 Aufl.— Braunschweig: F.Wreden, 1876.— 538 S.
15. Hori M., Shiraishi H. Delusional depression // Nippon Rinsho.— 1994.- Vol. 52, № 5.- P. 1268-1272.
16. James W. The varieties of religious experience.— 7,h impr.— London — N.Y.: Longman Green and C°, 1903 - 534 p.
17. Jaspers K. Allgemeine Psychopathologie.— 3 Auft.— Berlin: Thieme, 1923.- 420 S.
18. SchatzbergA.F., Rothschild A.J. Psychotic (delusional) major depression: should it be included as a distinct syndrome in DSM-IV? // Amer. J. Psychiatry — 1992.- Vol. 149, № 6.- P. 733-745.
19. Singer M., Ofshe R. Thought Reform programs and the production of psychiatric casualties // Psychiatric Annals.- 1990.- Vol. 20, № 4 — P. 188-193.
20. Tolle R. Depressionen: Erkennen und Behandeln.—Мьппеп: Beck, 2000.- 110 S.
ავტორი პაშკოვსკი
თარგმანი
მ.ფ.ლ 2017
(c)
სარედაქციო
Комментариев нет:
Отправить комментарий
Will be revised