пятница, 29 января 2021 г.

პოზიტიური აზროვნება ხალხისთვის ოპიუმია ქალთა მოძრაობის გახრწნის, სასოწარკვეთoსა და დაცემის შესახებ

პოზიტიური აზროვნება ხალხისთვის ოპიუმია

ქალთა მოძრაობის გახრწნის, სასოწარკვეთoსა და დაცემის შესახებ 


 https://frau-zapka.livejournal.com/64712.html



ყოველ შემთხვევაში დასავლეთში, პოზიტიურმა აზროვნებამ და მისმა ნიუ-ეიჯეისეულმა ანალოგებმა მეტწილად შეცვალეს რელიგია მთავარი ოპიუმის როლში. ისინი ემსახურებიან იმავე მიზნებს, რომლებზეც მარქსმა ისაუბრა რელიგიასთან მიმართებაში, პირდებიან ამ სამყაროს უხეში რეალობიდან თავის დაღწევას, სთავაზობენ უკეთესობისკენ ცვლილებების ილუზიას; რელიგიის შემთხვევაში - იმქვეყნიურ ცხოვრებაში; პოზიტიური აზროვნების შემთხვევაში, ამ ცხოვრებაში, მაგრამ მოგვიანებით. გაითვალისწინეთ, რომ ორივე ვარიანტი მოითხოვს აბსოლუტურ და ურყევ რწმენას პროცესში, ასე რომ თქვენ უნდა აკონტროლოთ თქვენი გონება მანამ, სანამ არ დაიჯერებთ, რომ არ არსებობს რეალობა, რომლის გადალახვა შეუძლებელია მითითებული რაოდენობის აფირმაციებით ან ლოცვებით.

პოზიტიური აზროვნება იზოლირებს ინდივიდებს, რადგან გულისხმობს რწმენას იმისა, რომ გარე ბედის უკუღმართობა, რომელიც სხვებზე ახდენს ზემოქმედებას, პირადად თქვენ არ შეგეხებათ. ეს ხელს უბიძგებს ადამიანებს უარი თქვან კოლექტიურ პოლიტიკურ მოქმედებებში მონაწილეობაზე და, შესაბამისად, ძალაუფლების მქონე ელიტას მათი ექსპლუატაციის საშუალებას აძლევს. პოლიტიკური მოქმედების იდეის გარეშე, უმრავლესობის მონობისკენ ეტაპობრივი ან თუნდაც უკან სწრაფი დაბრუნება გარდაუვალია. გთავაზობთ მარქსის ციტატას კონტექსტში:

„რელიგიური სიმახინჯე ამავდროულად არის ნამდვილი სიმახინჯის გამოხატულება და პროტესტი ამ ნამდვილი სიმახინჯის წინააღმდეგ. რელიგია დაჩაგრული ქმნილების ოხვრაა, გულქვა სამყაროს გული, ისევე როგორც ის არის სულიერი წესრიგის სული. რელიგია ხალხის ოპიუმია. რელიგიის, როგორც ხალხის ილუზორული ბედნიერების, გაუქმება მათი ნამდვილი ბედნიერების მოთხოვნაა“.

ეს ზუსტად ისევე ეხება რომანტიკულ სიყვარულს, როგორც ოპიუმს ქალებისთვის, ის გვაშორებს ერთმანეთისგან, რეალობას ანაცვლებს ილუზიებით და შემოადგებს იდეას, რომ მე მარტო შემიძლია ვიპოვნო ის, რაც ვერ იპოვნეს ქალების წინა თაობებმა და ჩემი თანამედროვეების უმეტესობამ და აღარასოდეს იპოვნიან. „ჯანდაბაში წასულა ყველა“  - რომანტიკაში რწმენის ერთადერთი გზა, და მხოლოდ ასე შეუძლია რწმენას გაძლება, როდესაც პირისპირ აღმოჩნდება სხვა ქალების ცხოვრების რეალობასთან. ქალები ამ ილუზიისთვის კარგავენ თავის მსგავს ქალებთან ურთიერთობის შესაძლებლობას და, ბოლოს და ბოლოს, გაყოფილი, დამორჩილებული და დამონებულები არიან ქორწინებაში ან პროსტიტუციაში. 

================


ქართული ემიგრაცია აშშ-ში

სტატისტიკა და მოკლე ისტორია


მასიური ემიგრაციის დასაწყისი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას უკავშირდება. 1990-იანი წლებიდან დღემდე (4.6 მილიონი) 1.5 მილიონი ქართველი ემიგრირდა ევროპასა და ამერიკაში. ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, მაგრამ სავარაუდოდ მილიონამდე ქართველი ცხოვრობს აშშ-ში.


85% ემიგრანტების არის დაოჯახებული. საქართველოში ტოვებს მეუღლეს და შვილებს.


35% ემიგრანტ ქალებს აქვთ უმაღლესი განათლება


ქალები როგორც წესი იწყებენ მუშაობას მომვლელებად, მამაკაცები მუშებად ან მძღოლებად.


83% ემიგრანტები ემიგრაციაში წასვლის მიზეზად ასახელებენ ეკონომიკურ სიდუხჭირეს და სამშობლოში სამსახურების არ არსებობას.


6% ჩამოდის სასწავლებლად.


61% ემიგრანტებისას აქვს უმაღლესი განათლება მიღებული საკუთარ ქვეყანაში. მათი საქმიანობა არ შეესაბამება მათ განათლებას და თავს ვერ გრძნობენ რეალიზებულად.


10% ემიგრანტების იღებს ენის კურსებს.


ფსიქო-ემოციური პრობლემები:

✔️შვილებთან ფიზიკურად არ ყოფნით გამოწვეული სტრესი

✔️კულტურული ასიმულაციის ვერ გავლა

✔️ენის ბარიერი

✔️პროფესიული კარიერის არ ქონა


50% ქართველების მხოლოდ ერთმანეთთან ამყარებენ კონტაქტს.


25% სხვა ეროვნების ხალხთან.


20% საერთოდ არავისთან კონტაქტობს.


38% დროთა განმავლობაში ურატიერთობას წყვეტს საქართველოში მყოფ ოჯახის წევრებთან, რადგან ემოციურ სიახლოვეს ვეღარ გრძნობს (გაუცხოვება).


25% ახერხებს ადაპტაციას. ძირითადად წარმატებული სტუდენტები ან ახალგაზრდა პროფესიონალები.


75% არ ნანობს ამირიკაში ჩამოსვლას ეკონომიკური სტაბილურობის მიზეზით, მაგრამ განიცდიან ფსიქო-ემოციურ დისბალანსს.


12% ნანობს.


28% ბედნიერია გადაწყვეტილებით, მაგრამ ნერვიული მდგომარეობა აქვთ შერყეული აქტიური და სტრესული ცხოვრების გამო.


6% თავს გრძნობს დამცირებულად.


ბავშვების 30%- ს დედა ყავს ემიგრაციაში, 32%-ს მამა. ბავშვების 3% ორივე მშობელი ყავს ემიგრაციაში. მოზარდების თითქმის 70% იზრდება მხოლოდ ერთი მშობლის მიერ , რაც ახალი ნორმაა ბოლო ოცდაათი წელია და მათ ფსიქიკურ განვითარებაზე ცუდად აისახება. ისინი სიტუაციის მსხვერპლი ხდებიან.


2011 წელს აშშ-დან საქართველოში გაგზავნილ იქნა 1.3 მილიარდი დოლარი.

ემიგრანტების უმრავლესობა ვერ ბრუნდება თავის ქვეყანაში საბუთების არ ქონის გამო, რაც ფსიქოლოგიური ტრამვაა.


60-დან 80 % მდე ემიგრანტი მუშაობს არალეგალურად კვალიფიკაციის, ენის არ ცოდნის ან მუშაობის უფლების არ ქონის გამო.


გამოკითხულთა 50 % უნდა სამშობლოში დაბრუნება 5 წელიწადში. 30% არ გეგმავს დაბრუნებას. 20% არ იცის რა უნდა.


წლებით დაშორება ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან იწვევს ფსიქიკურ და ემოციურ ტრამვებს და ესეთი ადამიანები საჭიროებენ სპეციალისტების დახმარებას.


მოიწონეთ Tamara’s coaching school მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის და სესიების დასანიშნად 🤍

https://vk.com/video-125673889_456239203

=======


"ადამიანებში ჩაკირულ კომპლექსებს და არგანვითარების სურვილს, არაფერი არასოდეს ეშველება. რა განმანათლებლები, წერა-კითხვის სწავლება? ევროპა- ამერიკა- მილანებში გაჭრები საკუთარ მხრებზე დადგმულ საკუთარ თავების თვალსაწიერს ვერასოდეს გაამდიდრებს და ვერ გახდის თავისუფალს. და ეს კუთხური ვითომ ღირსებები, რომლებსაც ხშირად სხვადასხვა ფსევდოფასეულობების სახელით ებღაუჭებიან, სხვა არაფერია, თუ არა ჩვეულებრივი სიჩლუნგე, გულისამრევი ქაჯობა და საკუთარი სიცარიელის შენიღბვის სასაცილო მცდელობა. "გარეკილი სიტყვაო", იციან ხოლმე ჩვენთან, თუშებში თქმა და აი, ეს გარეკილი, უტუხად, უტიფრად გასროლილი ნათქვამები ძალიან ძალიან სამარცხვინოა.

და პირველ რიგში ჩემივე კუთხიდან დავიწყებდი ამ კუთხით მისიონერობას. და ვერცერთი გეოგრაფიული საზღვრის გადაკვეთა ვერ დაარღვევს ადამიანში ჩაბეტონებულ შეზღუდულობას და ყინჩი თვითკმაყოფილების უკან დამალულ კომპლექსებს.

დახედეთ ხოლმე თქვენს სასადილო მაგიდებს-

თუ სადმე უკეთეს "კალბასს" ჭამთ, არ ნიშნავს რომ ვინმესთვის თითის ქნევის "ლეველზე" ახვედით.

ლეველი შეგიძლიათ დაგუგლოთ, კალბას და პივა ლექსიკით მოტრიალე ხალხმა.

ჰორმონებით ნაკარნახევი კანონების იქითაც განვითარდით რა, სირცხვილი კი არაა.

დილამშვიდობისა, ერთი სიტყვით."  n k

https://massivesci.com/notes/human-hibernation-spain-paleontology-winter-survival/

https://nymag.com/intelligencer/2017/07/climate-change-earth-too-hot-for-humans.html


https://skepticalscience.com/breathing-co2-carbon-dioxide.htm

https://www.unitypoint.org/livewell/article.aspx?id=cd526f2e-26d4-4b6c-845a-c215a9ce8aee

https://uihc.org/health-topics/how-do-spinal-cord-injuries-affect-body

https://nymag.com/intelligencer/2017/07/climate-change-earth-too-hot-for-humans.html



“Religion is nothing but institutionalized mysticism. The catch is, mysticism does not lend itself to institutionalization. The moment we attempt to organize mysticism, we destroy its essence. Religion, then, is mysticism in which the mystical has been killed. Or, at least diminished.”


― Tom Robbins


https://ozone.unep.org/sites/default/files/2019-05/eeap_report_2014.pdf














































Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised