среда, 14 октября 2020 г.

IBM-მა ხელმისაწვდომი გახადა ალგორითმების მომზადების ბაზა

 IBM-მა ხელმისაწვდომი გახადა ალგორითმების მომზადების ბაზა 

IBM მონაცემთა ბაზა შეიცავს ბევრ ფოტოს ანოტაციებით, ვიდრე კონკურენტები. კომპანიის მთავარი მიზანია ხელოვნური ინტელექტის განთავისუფლება მიკერძოებისაგან, ასევე ალგორითმების მომზადება ევროპეოდიდების და უმცირესობებiს თანაბრად ამოსაცნობად.

სახის ამოცნობა დღეს  ხელოვნური ინტელექტის ერთ–ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი პროგრამაა. ექსპერტების პროგნოზით, უახლოეს პერსპექტივაში ნეიროქსელების გადაწყვეტილებები მილიონობით ადამიანის ცხოვრებაზე აისახება, რადგან მთავარი მომხმარებლები სახელმწიფო უწყებები არიან.

სკეპტიკოსებს ამასთან დაკავშირებით ალგორითმების მიკერძოება აღელვებს. სწორედ ამიტომ IBM–მა ხელი მოკიდა ხელოვნური ინტელექტის გაუმჯობესებას ფოტომონაცემების უზარმაზარი მასის გამოყენებით. მონაცემთა ბაზა ძირითადი წყაროა, რომლის საფუძველზეც ალგორითმებს დასკვნები გამოაქვთ.

CNBC იუწყება, რომ ინფორმაციის დამახინჯება სახეების შემთხვევაში რეგულარულად ხდება. 2018 წელს, IBM–ის ნეიროქსელებმაც კი შემთხვევათა 35%–ში შეცდომა დაუშვეს შავგვრემანი ქალების ამოცნობისას, ხოლო თეთრკანიანი მამაკაცების იდენტიფიცირება საიმედოდ შეასრულეს. ამის შემდეგ, IT გიგანტმა გადაწყვიტა სიტუაციის გამოსწორება და შედეგად გამოაქვეყნა ფოტოების რეპრეზენტაციული ბაზა, რომელიც სპეციალურად სწავლებისთვის იყო გამოყოფილი.

 ფოტოკოლექციას Fikr 100 მილიონ გამოსახულებას ითვლის, მაგრამ IBM–ის შემმუშავებლებმა შექმნეს ცალკე ტესტირების მონაცემთა ბაზა 36 ათას ადამიანზე და თანაბრად გაანაწილეს ასაკისა და ეთნიკური ნიშნის მიხედვით. მაგრამ კომპანიის მთავარი მკვლევარი ჯ. სმიტი მიიჩნევს, რომ მილიონი ფოტო საკმარისი არ არის მსოფლიოს მრავალფეროვნების ასახვისთვის, ტექნოლოგია უნდა შეივსოს სხვადასხვა სასწავლო მონაცემებით.

============

IBM დაასახელა ხუთი მთავარი ტექნოლოგია მომდევნო 5 წლის განმავლობაში
IBM Research–მა გამოაქვეყნა  საუკეთესო ტექნოლოგიების ყოველწლიური კრებული, რომელიც შეცვლის სამყაროს და გავლენას მოახდენს საზოგადოებაზე მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. რეიტინგის შედგენისას კომპანიამ გაითვალისწინა, თუ რა კვლევები ტარდება IBM–ში და რაზე მუშაობენ ამჟამად მეცნიერები. 2018 წლის კრებულში შევიდა მიუკერძოებული ხელოვნური ინტელექტი, კრიპტოგრაფიის ახალი მეთოდები, მიკროსკოპული რობოტები და კვანტური სისტემები, იუწყება Telegra.ph.

კვანტური გამოთვლები

       უახლოეს მომავალში ერთ-ერთი მთავარი ტრენდი კვანტური კომპიუტერი გახდება. მიუხედავად იმისა, რომ ტექნოლოგია ჯერ კიდევ ექსპერიმენტულ ეტაპზეა, IBM–ის ანალიტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ ის მალე მეინსტრიმში გადავა. „კვანტური [გამოთვლები] გახდება ჩვეულებრივი მოვლენა უმაღლესი სასწავლებლების აუდიტორიებში. მათ ნაწილობრივ გამოიყენებენ  უკვე საშუალო სკოლების უფროს კლასებში“, - წერს IBM Research-ის ხელმძღვანელი არვინდ კრიშნა კომპანიის ბლოგში. CNBC–ის მონაცემებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში IBM– მა  $ 38 მილიარდზე მეტი ინვესტიცია ჩადო კვანტური კომპიუტერების განვითარებაში. გასული წლის სექტემბერში IBM Q-ს კვანტურმა კომპიუტერმა ბერილიუმის ჰიდრიდის მოლეკულის BeH2–ის ენერგეტიკული სტრუქტურის მოდელირება მოახდინა, რომელიც მსოფლიოში მიჩნეულია, როგორც ერთ–ერთი ყველაზე რთული.

ქსელური კრიპტოგრაფია 

         კვანტური კომპიუტერების გამოჩენა შესაძლებელს გახდის დაშიფვრის ყველაზე ძლიერ სისტემებში შეღწევას, რაც ნიშნავს, რომ პოსტკვანტურ კრიპტოგრაფიას ახალი ტექნოლოგიები დასჭირდება. IBM იმედს ამყარებს ქსელურ კრიპტოგრაფიაზე. კომპანიამ უკვე შეიმუშავა დაშიფვრის ასეთი სისტემა და დაარეგისტრირა აშშ-ს სტანდარტებისა და ტექნოლოგიების ეროვნულ ინსტიტუტში (NIST). „არცერთი კომპიუტერი არ შეძლებს ამ სისტემის გატეხვას, არც მომავლის კვანტური კომპიუტერი“, - მიაჩნიათ IBM-ში. კრიპტოგრაფიის ახალი ფორმის წყალობით ჰაკერების შეტევები წარსულს ჩაბარდება.

ბლოკჩეინი და კრიპტონიშნები

        IBM პროგნოზით, 5 წლის შემდეგ ყალბი პროდუქტის ბაზარზე გატანა უფრო რთული იქნება, ვიდრე ოდესმე. მომავალში, ყველა ნივთი აღჭურვილი იქნება მარილის მარცვლის ზომის კრიპტოგრაფიული ნიშნებით. მათგან ინფორმაცია გადაეცემა განაწილებულ რეესტრში - ბლოკჩეინში, რომლის საშუალებითაც მყიდველები შეძლებენ თვალი ადევნონ საქონლის ყველა გადაადგილებას წარმოების მომენტიდან და გაყიდვაში გატანამდე. ეს ტექნოლოგია გამოყენებული იქნება საკვები პროდუქტების ხარისხის კონტროლისა და საქონლის ნამდვილობის შემოწმების მიზნით.

მიკროსკოპული რომოტები 

          5 წლის შემდეგ მინიატურული ავტონომიური მიკროსკოპები შეისწავლიან ოკეანეებს და შეგროვებულ ინფორმაციას ღრუბლის საცავში გადაიტანენ. მოწყობილობა მოგცემთ პლანეტაზე წყლის ხარისხის რეალურ დროში შემოწმების საშუალებას. IBM უკვე მუშაობს ჭკვიან მიკროსკოპულ რობოტებზე, რომლებიც დააკვირდებიან პლანქტონს და მისი მდგომარეობის შესაბამისად შეაფასებენ ზოგადად ეკოლოგიურ მდგომარეობას ოკეანეებში, ტბებსა და მდინარეებში.

მიუკერძოებელი ხელოვნური ინტელექტი

       2018 წელს დეველოპერების მიერ თავსმოხვეული ალგორითმის მიკერძოება ხელოვნური ინტელექტის სფეროში ერთ-ერთ უდიდეს პრობლემად ითვლება. მაგრამ დროთა განმავლობაში ინჟინრებს შეეძლებათ ხელოვნური ინტელექტის „აღზრდა“ ისე, რომ თავს არ მოახვიონ ცრურწმენები რასის, სქესის და სხვა მახასიათებლების გამო. IBM-ის მკვლევარები მუშაობენ სისტემებზე, რომლებსაც შეეძლებათ ნებისმიერ მონაცემთა ნაკრების გადამოწმება ფარული მიკერძოების აღმოსაჩენად. ეს ხელს შეუწყობს ხელოვნურ ინტელექტს გახდეს უფრო სამართლიანი და მიუკერძოებელი.
================

 ხელოვნური ინტელექტის ალგორითმი ხელს უწყობს პოლიტიკური მიკერძოების აღმოჩენას თქვენს მიერ წაკითხულ სიახლეებში


Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised