среда, 17 июня 2020 г.

ეკონომიკის დეკარბონიზაია: რა არის ეს, რა საფრთხე შეიძლება მან შეგვიქმნას და რა როლს ასრულებს ამაში ბუნებრივი აირი?

ეკონომიკის დეკარბონიზაია: რა არის ეს, რა საფრთხე შეიძლება მან შეგვიქმნას და რა როლს ასრულებს ამაში ბუნებრივი აირი?

ენერგეტიკული სისტემების დეკარბონიზაციის ცნება ძალიან პოპულარული გახდა ბოლო წლებში, განსაკუთრებით 2016 წელს კლიმატთან დაკავშირებული პარიზის ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ. დეკარბონიზაცია გულისხმობს ნახშირორჟანგის ამოფრქვევის შემცირებას (მთლიანი შიდა პროდუქტის ერთ ერთეულზე, თუ საუბარი ეხება ეკონომიკას მთლიანობაში, ან წარმოქმნილი ენერგიის ერთეულზე, თუ საუბარი ეხება  ენერგეტიკულ სისტემას).
 რატომ არის ასეთი შეშფოთება ნახშირორჟანგით? კლიმატის გლობალური ცვლილების ეფექტს უკავშირებენ ატმოსფეროში CO2-ის კონცენტრაციის ზრდას. ნახშირორჟანგის კონცენტრაციის ზრდა, თავის მხრივ, დაკავშირებულია ადამიანის საქმიანობასთან: ატმოსფეროში CO2-ს შემცველობა მკვეთრად გაიზარდა ინდუსტრიული რევოლუციის დაწყებისთანავე, რომლის მთავარი საწვავი იყო ნახშირი. ამიტომ წარმოიშვა „დეკარბონიზაციის“ კონცეფცია, ანუ მიზნობრივი მცდელობები ნახშირორჟანგის ამოფრქვევის შემცირების მიზნით, რამაც პერსპექტივაში უნდა გამოიწვიოს გარემოზე დატვირთვის შემცირება.
მაგრამ ეკონომიკისა და ენერგეტიკული სისტემების გარდაქმნის ასეთი პროცესი არაერთმნიშვნელოვანია  და რიგ პრობლემას ქმნის. დეკარბონიზაცია არ ნიშნავს ტრადიციულ ენერგიის წყაროებზე - წიაღისეული ნახშირწყალბადების მყისიერ უარყოფას. ამაზე ვისაუბრებთ ლექციაზე. უფრო დეტალურად განვიხილავთ შემდეგ საკითხებს:
1. რა ზომებს მიიღებენ სხვადასხვა ქვეყნები დეკარბონიზაციის პოლიტიკის კონტექსტში?
2. რა სახის გამოწვევები აქვს დეკარბონიზაციას ენერგეტიკული სისტემებისთვის?
3. შედეგები ტრადიციული ნახშირწყალბადებისთვისს და მათ ექსპორტზე  მომუშავე  ქვეყნებისთვის (მაგალითად, რუსეთის მაგალითზე)?
4. რა როლს ასრულებს ბუნებრივი აირი დეკარბონიზაციის პროცესში? რას უნდა მიაქციონ ყურადღება ბუნებრივი აირის ექსპორტიორმა ქვეყნებმა კლიმატის ცვლილების მოლაპარაკების პროცესში?

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised