понедельник, 2 декабря 2019 г.

დისტანციური ხედვა

დისტანციური ხედვა
      დაშორებული ხედვის ტექნიკა უკვე რამდენიმე საუკუნის განმავლობაში გამოიყენება. მეცნიერები დაინტერესებული იყვნენ დისტანციური ხედვით უკვე მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში. მაგრამ დღემდე დაშორებული ხედვის არც ერთი ცნობილი ტექნიკა მეცნიერულად არ ყოფილა დასაბუთებული.
         დაშორებული ხედვა (ინგლ. coordinate remote viewing) პარანორმალური ფენომენია, რომელიც ბევრისთვის მიუწვდომელია. დაშორებული ხედვა შესაძლებელია გამოცდილი სპეციალისტის ხელმძღვანელობით. ბევრს, ვისაც ბედნიერება ხვდა წილად განეცადა საკუთარ თავზე დაშორებული ხედვა, ადარებს შედეგებს მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრას, როგორიცაა გიტარა ან ფლეიტა. პიანისტმა უნდა ისწავლოს პიანინოზე დაკვრა, სანამ ის შეძლებს მელოდიის შექმნას. ანალოგიურად, დაშორებული „ვიუერი“ (ინგლისურიდან ნიშნავს „მაყურებელს“) ჯერ უნდა დაეუფლოს დაშორებული ხედვის ტექნიკას და მხოლოდ ამის შემდეგ სცადოს იგი პრაქტიკაში. მან ასევე უნდა იცოდეს ამ ტექნიკის სირთულის დონეების შესახებ. უნარ-ჩვევების შეძენის მიხედვით შესაძლებელია უფრო დახვეწილი ტექნიკის გამოცდა. ყველა საჭირო ტექნიკის სრულად დაუფლების შემთხვევაში, „ვიუერს“ შეუძლია დაიწყოს მათი გამოყენება ინსტრუქტორის გარეშე.
       დაშორებული ხედვის უნიკალურობა ამ მეთოდს ამაღელვებელ პარანორმალურ ფენომენად აქცევს, რომლის დანახვა ბევრს არ შეუძლია. დაშორებული ხედვა ინფორმაციის შეგროვების მრავალთაგან ერთ-ერთი მეთოდია ექსტრასენსორული აღქმის გზით. დაშორებული „ვიუერი“ საკუთარ თავზე განიცდის გარესხეულებრივი მოგზაურობის გამოცდილებას. ასეთ მდგომარეობაში მყოფი „ვიუერი“ არ უნდა ჩაერიოს იმაში, რაც ხდება. მისი ასტრალური სხეული ტოვებს ფიზიკურ სხეულს და მიიმართება კონკრეტული ადგილისკენ. „ვიუერი“ ცდილობს რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მიიღოს გარემოს შესახებ. ზოგჯერ დაშორევული ხედვა ასევე ასოცირდება მოდუნებასთან და შინაგანი სიმშვიდის მოპოვებასთან. არსებობენ დაშორებული „ვიუერები“, რომლებიც მზის ზედაპირზე დადიოდნენ და გალაქტიკის ცენტრში მოგზაურობდნენ.
      შედეგები იმდენად საოცარი აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების სადაზვერვო სააგენტოებს არ შეეძლოთ ყურადღება არ მიექციათ ამ საოცარ ფენომენზე. სამხედრო სადაზვერვო სამსახურებმა დაიწყეს დაშორებული ხედვის სხვადასხვა ტექნიკის შესწავლა და შემუშავება. ამ ტექნიკის გამოყენებით ინფორმაციის მოპოვება ძალიან ძვირი ჯდებოდა ტრადიციულ საშუალებებთან შედარებით. მიუხედავად ამისა, შემუშავდა ტექნიკა, რომელიც აღმოჩნდა საკმარისად მარტივი მათი დაუფლებისთვის სამოქალაქო პირებისთვისაც.
        დაშორებული ხედვის სახელმძღვანელოში ნახსენები ნებისმიერი ტექნიკა უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ ინსტრუქტორის თანდასწრებით. არსებობს პროფესიონალური ორგანიზაციები, რომლებიც ჩართულია დისტანციური ხედვის სწავლებაში.
     შეიძლება გამოყენებულ იქნას ასეთი ორგანიზაციების მიერ პრაქტიჯაში გამოყენებული სწავლების  ძირითადი პრინციპები:
 გამოცდილი ინსტრუქტორი ასწავლის სხვადასხვა პროტოკოლებს, რომლებიც უნდა დაიცვან დისტანციური ხედვის სეანსის დროს.
 ინსტრუქტორი ასწავლის მითითებული ადგილიდან ინფორმაციის მოპოვებისათვის საჭირო სხვადასხვა სიმბოლოს.
დაშორებულ „ვიუერს“ აჩვენებენ იმ ადგილის სურათს, რომელიც მან უნდა ნახოს.
„ვიუერს“ სთხოვენ დატოვოს ფიზიკური სხეული და მოახდინოს ასტრალური სხეულის პროეცირება კონკრეტულ ადგილას, მაგალითად, სახლის სახურავზე.
ინსტრუქტორი სთხოვს „ვიუერს“ შეეცადოს ასტრალური სხეულის გადაადგილება ფრენის დროს.
 როდესაც „ვიუერის“ ასტრალური სხეული იწყებს ფრენას, ინსტრუქტორი თხოვს გადაადგილებას იმ ადგილისკენ. რომელიც სურათზეა ნაჩვენები.
„ვიუერი“ მიდის ამ ადგილს და გადასცემს შეგროვებულ ინფორმაციას. „ვიუერს“ შეუძლია წერა, ხატვა და თავისი აღმოჩენების ჩაწერაც  კი.
ინფორმაციის შეგროვების დასრულების შემდეგ, „ვიუერი“ ასტრალურ სხეულს უბრუნდება ინსტრუქტორის დახმარებით.
ეს არის მოვლენების ზოგადი აღწერა, რომლებიც ხდება დაშორებული ხედვის დროს.
       დაშორებული ხედვა არ უნდა შეგვეშალოს  ექსტრასენსორულ შესაძლებლობებთან. ნიჭიერი ადამიანი შეიძლება ფლობდეს ექსტრასენსორულ შესაძლებლობებს და ერთდროულად იყოს დაშორებული „ვიუერი“, მაგრამ უნდა გვესმოდეს განსხვავება ამ ორ ფენომენს შორის. ადამიანი იბადება ექსტრასენსორული შესაძლებლობებით, ხოლო დაშორებული ხედვა ყველასთვის ხელმისაწვდომია, მას თითქმის ნებისმიერ ადამიანს შეუძლია დაეუფლოს.

===

რ.ი. პოპოვი. სუბიექტური სულიერი გამოცდილება
ადამიანის ტვინი ნებისმიერ ხელსაწყოს აღემატება, თუ მას ამას ასწავლი. ავიღოთ თუნდაც იგივე RV, დაშორებული ხედვა. ადამიანებს შეუძლიათ აღწერონ ის მოვლენები, რომლებიც შეიძლება მოხდეს დედამიწის მეორე ბოლოში. ანუ,  ყველაფერი დამოკიდებულია კოდირების სისტემაზე. ზოგი იყენებს სკალებს,ზოგი გაშლილ ფორმატს, როგორიცაა დაშორებული ხედვა. ზოგს გააქვს ხელსაწყო მისი სხეულის საზღვრებს მიღმა, მაგალითად, უყურებს ბროლის სფეროს ან დიდი თითის ფრჩხილს, როგორც ამას ჩვენი წინაპრები აკეთებდნენ. ინტერფეისი უკვე აღარ არის ისეთი მნიშვნელოვანი, თქვენი გემოვნებით უნდა აირჩიოთ. ვიღაც ზომავს აურას ხელის სითბოზე დაყრდნობით, თუმცა სულელმაც კი იცის, რომ აურა არ შეიძლება იყოს არც თბილი და არც ცივი. ეს მხოლოდ კოდირების სისტემაა.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised