среда, 20 ноября 2019 г.

აღდგენილი კავშირი ინფორმაციასა და სიმართლეს შორის

აღდგენილი კავშირი ინფორმაციასა და სიმართლეს შორის

 „თუ თქვენს ინფორმაციას სიმართლის პრეტენზია აქვს, შეინარჩუნეთ იგი და დაიტოვეთ  მუდმივი გადამოწმების შესაძლებლობა“
 „ადამიანები არ აცნობიერებენ მიმდინარე მოვლენების აბსურდულობას, თუ დაბადებიდან არ აკვირდებიან მათ“.

ფულის ისტორია არის ისტორია იმის შესახებ, თუ თანდათანობით როგორ გადადიოდნენ ადამიანები ღირებულებითი ობიექტების გამოყენებიდან მხოლოდ მათ შესახებ ინფორმაციის გამოყენებაზე.
რატომღაც ჩვენ ყოველთვის გვთავაზობდნენ ფინანსურ ინფორმაციას რაღაც  განსაკუთრებული გზით გასაგებად. „ჩვენ ვიზრუნებთ ყველაფერზე“, - თავაზიანად გვთავაზობენ დახმარებას ბანკირები. – „ბოლოს და ბოლოს, ჩვენ სპეციალისტები ფულის სფეროში ვართ“.
„უკაცრავად, მაგრამ ხომ არ გგონიათ, პატივცემულო ბანკირო, რომ ფული  მოითხოვს არა ფულის სფეროში სპეციალისტის ყურადღებას, არამედ ინფორმაციის დარგში სპეციალისტის?“
სატოში ნაკომოტოსთვის ნათელი იყო, რომ ეს კითხვა ბანკირს, ალბათ, არ მოეწონებოდა, როგორც მეტად მამხილებელი და პირდაპირი, რადგან თუ ფული ჩვენს დროში ინფორმაცია გახდა, მაშინ მას ინფორმაციასავით უნდა მოეპყრო. ხოლო ისეთი მგრძნობიარე სფერო, როგორიც ინფორმაციაა, არ ითმენს დამახინჯებებს. თუმცა რატომ არ ითმენს? ძალიან კარგად ითმენს! თუ სიტყვის „დამახინჯების“ ნაცვლად გამოიყენებენ სიტყვას „პირობა“, მაშინ ინფორმაცია ხდება პირობითი.
ცოტა რამ ისტორიის შესახებ: ადრე ყველაფერი, რაც ითხოვდა ყველასთვის გასაგებ შრომას, ღირებულების ობიექტს წარმოადგენდა. რაც უფრო რთულია შრომა და მეტი ძალისხმევა სჭირდება მას, მით უფრო ღირებულია მისი შედეგი. იშვიათი ლითონების მოპოვება ბუნებრივი გზით იძლეოდა მის ფულის სახით გამოყენების შესაძლებლობას. მაგრამ ლითონის გამოყენება არც თუ ისე მოსახერხებელია. გაცილებით მოსახერხებელია ლითონის შენახვა, თან  კი ქაღალდის ხელშეკრულების ან თამასუქის ტარება. სწორედ ამ სახით არის ცნობილი ჩვენთვის  თანამედროვე ფული. ფულის ბანკნოტს, ისევე როგორც მის წინამორბედს - სათამასუქო ხელშეკრულებას, არ გააჩნია დამოუკიდებელი ღირებულება. მნიშვნელოვანია მხოლოდ, რომ მათი ინფორმაციული შინაარსი სავალდებულოდ იყოს გამოსაყენებელი.
მაგრამ, ნუთუ რაიმე ისე არ ხდება არა თვით ობიექტის გამოყენების კონცეფციასთან, არამედ მის შესახებ ინფორმაციასთან დაკავშირებით? ეს ხომ ძალიან მოსახერხებელია!
საქმე ისაა, რომ თუ გამოიყენება არა თავად ობიექტი, არამედ მხოლოდ ინფორმაცია მის შესახებ, მაშინ ამაზე საუბარი უნდა იყოს როგორც ინფორმაციის შესახებ, ამავე დროს უნდა გავიხსენოთ მისი ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე. მაგალითად, სიმართლედ რომ იყოს აღიარებული, ინფორმაცია მოთხოვნებს უყენებს თავის თავს, შენახვის, დამუშავების და გადაცემის მეთოდებს. ყველა ეს მოთხოვნა გამომდინარეობს ერთი მარტივი მიზეზიდან - ინფორმაციამ არ უნდა დაკარგოს მისი ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება - საიმედოობა. ინფორმაციის ნებისმიერი ცვლილება ან პირობითობა მოითხოვს ურთიერთობაში მონაწილეთა თანხმობას.
კლასიკური გაგებით, ფულის კუპიურა ვალდებულების მატარებელია წარმდგენისთვის მის შესასრულებლად. როგორც თამასუქი, ეს ვალდებულებები ტექსტური სახით დეტალურად და ზუსტად იყო აღწერილი, ორაზროვანი და არაერთმნიშვნელოვანი ინტერპრეტაციის გარეშე. „ამის წარმომდგენს  მიეცეს ერთი ფუთი ოქრო“.
კუპიურის სახით ემიტენტის ყველაზე გაბედული ვალდებულებები ფიქსირდებოდა ისეთი  ფრაზებით, როგორიცაა „უზრუნველყოფილია ოქროთი“.
თანამედროვე ვარიანტში ემიტენტის არავითარი დაპირებები და ვალდებულებები არ არსებობს, პირობითი ციფრული ნომინალისა და ლამაზი მოხატულობის, გაუგებარი სიმბოლოებისა და ფრაზების გარდა. „In god we trust“ - თუნდაც იმის დაზუსტების  გარეშე,  თუ კონკრეტულად  რომელი ღმერთია.
უფრო მეტიც, ემიტენტის ვალდებულებები, რომელიც ბეჭდავს ფულებს, შეცვლილია მათი ვალდებულებებით, ვინც ამ ფულს იყენებს. მაგრამ როგორ გახდა ეს შესაძლებელი? სად გაქრა ემიტენტის ვალდებულებები?
საქმე ისაა, რომ თუ თამასუქი გაჩნდა, როგორც ღირებულების ობიექტის საინფორმაციო საშუალება, რომელიც ამ თამასუქის უზრუნველყოფის რეალური საგანია, მაშინ თანამედროვე ფულად ნიშნებს არ აქვთ უზრუნველყოფის კონცეპტუალური მნიშვნელობა, ეს მხოლოდ ვალის ვალდებულებების ნომინალური გამოხატულებაა. თანამედროვე ფული თავის არსებობას იწყებს, როგორც სხვის ვალი. ვალთან დაკავშირებული ვალდებულებების შესრულება შეესაბამება შესაბამისი მატერიალური უზრუნველყოფის აღმოცენებას. ამიტომ, თუ დაისმევა კითხვა: „რა არის პირველადი? ფული თუ მისი უზრუნველყოფა“, შეგიძლიათ იხილოთ სრული ანალოგია კითხვასთან „ქათმისა თუ კვერცხის“ შესახებ. მაგრამ ერთი ციკლის დასრულების შემდეგ - შემდგომი მიზეზ-შედეგობრივი კულბიტია - უმარტივესი ტრიუკი, რომლის მიზეზსაც შეიძლება ეწოდოს შედეგი და პირიქით.
ასე თანდათანობით და შეუმჩნევლად - ფულის ევოლუციის ყველა შესაძლო ვარიანტიდან ყველაზე თითქოს წარმოუდგენელი, რეალობად იქცა. როდესაც ფულის მთავარი შინაარსობრივი მნიშვნელობა იყოს სრულიად კონკრეტული ღირებულების დოკუმენტური მტკიცებულება, შეცვალა პოტენციურმა შესაძლებლობამ იყოს ასეთი.
ცხადია, რომ ამ სიტუაციაში გასაოცარი თვისებაც არის - პოტენციური შეზღუდვების სრული არარსებობა ყველაზე თამამი იდეების დასაფინანსებლად. ეს იძლევა აბსოლუტურად ნებისმიერი ზომის სიცარიელის შევსების შესაძლებლობას, რომელიც ძალიან ხშირად ხორციელდება რეალურ ცხოვრებაში, მაგრამ ზოგჯერ იძენს მსოფლიო  ფინანსური კრიზისის ფორმასაც.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ არაფერია ცუდი იმაში, რომ ფული იქცა ინფორმაციად. და არაფერია ცუდი იმაში, რომ თანამედროვე ფულს ბევრი პირობითობა ახლავს თან. ცუდია მხოლოდ ერთადერთი რამ - ძალიან ხშირად ეს ინფორმაცია არ შეიცავს სიმართლეს, და თავისი ჭეშმარიტი  შინაარსით ორიენტირებულია იმაზე, რომ მაქსიმალური სარგებელი მოუტანოს ამ ინფორმაციის მფლობელს. აბსოლუტურ ნორმად ითვლება თანამედროვე ბანკების ინფორმაციული ჩაკეტილობა, ეს არავის აღელვებს და არ ძაბავს. საკმარისად არის მიჩნეული ბანკების ფინანსური საქმიანობის პერიოდული შემოწმება ცენტრალური ბანკის აუდიტორების მიერ. და მიღებულია, რომ  აუდიტის შედეგებს უჯერებენ (!)
მაგრამ, თუ ფული ინფორმაციად იქცა, მაშინ საღად მოაზროვნე ადამიანმა  თავის თავს მარტივი შეკითხვა უნდა დაუსვას:  „რატომ უნდა ვენდო ამ ინფორმაციას? რა უშლის ხელს ამ ფინანსური სისტემის მეპატრონეს, რომ არ მოახდინოს მანიპულირება თავისი ეგოისტური ინტერესების სასარგებლოდ?“. და პირდაპირ უნდა ითქვას - არაფერი აკავებს ამისგან. ეს ხდება 100%-იანი ალბათობით. ცხოვრების აქსიომაა, თუ ინფორმაცია დახურული და ცენტრალიზებულია, მაშინ მისი  ნდობა არ შეიძლება.
მაგრამ თუ ყველაფერი ასე აშკარად აბსურდულია, რა აიძულებს ადამიანებს გახდნენ ამ სისტემის ნაწილი? რატომ გახდნენ ადამიანები ამ დამახინჯებული იდეის ნებაყოფლობითი მონაწილეები და რატომ არ მოქმედებენ პატიოსანი ადამიანის სასარგებლოდ?
„ადამიანები არ აცნობიერებენ მომხდარის აბსურდულობას, თუ მას დაბადებიდან აკვირდებიან“.
საქმე ისაა, რომ ფინანსური ურთიერთქმედების ნაბიჯ-ნაბიჯ პროცესში, თუნდაც სანდო ინფორმაცია ხშირად არავის სჭირდება „აქ და ახლა“. ყველას ესმის, რომ მისი ნამდვილი საიმედოობის ფაქტი გაირკვევა მხოლოდ გადამოწმების მოქმედების დასრულების შემდეგ. „ამის წარმდგენს მიეცეს ერთი ფუთი ოქრო“ ფაქტი გახდება მხოლოდ ამ ოქროს მიღების შემდეგ. მაგრამ სანამ ეს ფაქტი არ მომხდარაა, ერთი ადამიანის ვალდებულება ბევრჯერ შეიძლება გაიყიდოს მოგებით (ან მოგების გარეშე).
ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სინამდვილეში სანდო ინფორმაცია "აქ და ახლა" ყოველთვის აუცილებელია, მაგრამ მხოლოდ ზოგადი გამოსულელების გამო, რომ მუდმივი გადამოწმება შეუძლებელია, ეს ფინანსურ სფეროში არსად გამოყენებულა.
როგორც გახსოვთ, ხოჯა ნასრედდინი უყოყმანოდ დაჰპირდა ხალიფს, რომ 10 წელიწადში ვირს ასწავლიდა ლაპარაკს ერთი ტომარა ოქროს სანაცვლოდ. მას არ შეეშინდა თავისი სიცოცხლის საფრთხის ქვეშ დაყენება. „ნუთუ არ გეშინია სიცოცხლეს რომ საფრთხეში იგდებ“, - ეკითხებოდნენ მისი გამბედაობით გაკვირვებული ადამიანები. „ათ წელიწადში ან მე მოვკვდები, ან ხალიფა, ან ვირი“, - უპასუხა ნასრედინმა.
სატოში ნაკომოტომ (ბიტკოინის შემქმნელი), რომელიც არ ყოფილა ბანკირი, როგორც ინფორმაციის სპეციალისტმა, რომელიც აცნობიერებდა ამ სიტუაციის აბსურდულობას, როგორც ყოველთვის, პირდაპირ უპასუხა:
„ინფორმაციის სანდოობის მუდმივი შემოწმება შესაძლებელია. მხოლოდ სანდოობის მუდმივი შემოწმება შეიძლება გახდეს ინფორმაციის სანდოობის ერთადერთი კრიტერიუმი“.
ფინანსებს დიდი იმედი ჰქონდათ, რომ გვერდზე დარჩებოდნენ ინფორმაციული ტექნოლოგიების განვითარებისგან, დატოვებდნენ მუშაობის ჩვეულ და კომფორტულ მექანიზმებს, რომლის მთავარი არსია ხოჯა ნასრედინის მეთოდი.
მაგრამ სატოში თავის გამოგონებაში ყველას მიმართ დაუნდობელი იყო. თანამედროვე ფულის პირობითი შინაარსისგან განსხვავებით, მან შექმნა ფაქტიური ფული. ღია, მიუკერძოებელი, პროგრამული ალგორითმი - ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრა ფულის ემისის პროცესი - როგორც ჯილდო შესრულებული სამუშაოსთვის. (Proof of Work).  ანუ, არცერთი დაპირება არ გადადებულა სამომავლოდ - ყველაფერი მარტივია - „ჯერ სკამები, შემდეგ ფული“. მუშაობის მტკიცებულების შედეგია ბიტკოინის დაბადება.
ვიმეორებ, ამბავი ბლოკჩეინის და ბიტკოინის შესახებ არ არის ამბავი ფულის შესახებ. ბლოკჩეინის ტექნოლოგიაზე მუშაობის დროს, სატოში ნაკომოტომ ფული კი არ შექმნა, არამედ ინფორმაციის შენახვის უნიკალური საშუალება, რომელიც აძლევს მისი ფლობის გარანტიას მხოლოდ მას, ვინც ეს ინფორმაცია მოიპოვა, და ამავე დროს უზრუნველყოფს მისი „წაკითხვის“ ხელმისაწვდომობას ყველასთვის (მუდმივი გადამოწმება).
ძალიან ბევრმა ადამიანმა თანამედროვე სისტემების მოწყობა მიიღო, როგორც გარდაუვალობა. ძალიან ბევრი ადამიანი მიიჩნევს, რომ ყველაფერი, რაც მის გარშემოა - საუკეთესოა, რაც კაცობრიობამ მოიფიქრა ჩვენი ცხოვრების სფეროში. ჩვენ გვთავაზობენ შევეგუოთ ამ რეალიებს, როგორც ვეგუებით მიწისძვრას და ვულკანურ ამოფრქვევებს.
უბრალოდ იცოდეთ, რომ ეს სიცრუეა. ამჟამად მიმდინარეობს ფინანსური სფეროს მხილება, როგორც უამრავი ადამიანის მძევლად ქცევის ფარული გზისა, რაც ფაქტობრივად ხალხის იძულებისა და მართვის სისტემის ნაწილია.
ამრიგად, პირობითობა (შორეული მომავლისთვის გადადებული მოთხოვნებით) და ფუჭი საწყისი შინაარსი თანამედროვე ფულის მთავარი მახასიათებელია.
ფულმა დაკარგა მატერიალურ სამყაროსთან კავშირი და ამან მისცა მას უპირატესობა განვითარებისთვის, მაგრამ ფულმა რომ დაკარგა შეხება შრომასთან და წარმოებასთან, ეს მათ უბედურებად იქცა. სამყაროს არ აქვს სამართლიანობის არავითარი შანსი, თუ ხელოსნის კეთილსინდისიერი შრომა ხდება ფინანსურ საქმოსანთა  და არამზადების მძევალი.
სატოში ნაკომოტომ დაუბრუნა დაკარგული კავშირი ინფორმაციასა და სიმართლეს, და ეს მხოლოდ ფინანსისტებს არ მოეწონა, რადგან მან ყველა გაათანაბრა მარტივი კრიტერიუმით:  „თუ შენს ინფორმაციას სიმართლის პრეტენზია აქვს, შეინარჩუნე იგი და დაიტოვე  მუდმივი გადამოწმების შესაძლებლობა“.

Комментариев нет:

Отправить комментарий

Will be revised